შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ა.ა (6)


19-11-2017, 21:49
ავტორი Hickie
ნანახია 1 274

6. გაურკვევლობა.
***
...
- შეგიძლია თვალები მაინც გაახილო.
მითხრა ირონიულად ორი წუთის შემდეგ. ვერ ვხვდები რა მოხდა, ან საერთოდაც რა ხდებოდა. მთელი სხეული მითრთოლავდა და ტაო დაყრილი გაშეშებული ვიჯექი. ენა ჩამვარდნოდა მაგრამ გონებაში ბავშვობის ფრაგმენტები მიელავდა. სკოლაში წასვლის პირველი დღე. ორი ნაწნავი მხრებისწინ მქონდა გადმოყრილი და ჩემი თმებით მთელ სკოლას ვანათებდი. ბავშვობაში უფრო ღია ფერია თმა მქონდა რათქმაუნდა. ყველა გიჟდებოდა, ეხებოდა. მეკი მასსში გამაგიჟებელს ვერაფერს ვხედავდი. მახსოვს მეათე კლასსში სკოლელს ვეჩხუბე ამის გამო მან კი დამარტყა და თავი კარადას ძლიერ მივარტყი. სისხლისფერი ჩემს თმებს შეერია. ერთი ცრემლიც არ წამომსვლია სახლში დაბღვერილი წავედი, ქუჩაში შემხვედრმა მოხუცებულმა ჩემს დანახვაზე პირჯვარი გადაიწერა და გზა ფეხაკრეფით გააგრძელა... გამოფხიზლების დრო იყო,
თვალები გავახილე და მომღიმარ ანდრიას გავხედე.
სხვანაირად მიღიმოდა, სულ სხვანაირად. ასეთი მიმიკა ჯერ მასზე შემჩნეული არ მქონდა.
ხმას არ ვიღებდი. არც ის. ან რაუნდა მეთქვა? მესაყვედურა? გამერტყა როგორც ამას ფილმებში აკეთებენ? ეს ჩემი სტილი ნამდვილად არ იყო. უკვე ბნელოდა და თითქოს ეს სიბნელეც ხელს გვიწყობდა. ვისხედით აივანზე და მთვარის შუქზე ვუსმენდი მის სუნთქვას. მინდოდა მისკენ გახედვა, მაგრამ ალბათ მერიდებოდა. მარცხენა ხელი პლედიდან ამოვწიე და ტუჩებზე მარჯვნიდან მარცხნივ გადავიტარე. ერთ წერტილს მივშტერებოდი მაგრამ მაინც გავიგე როგორ ჩაეცინა.
ვგრძნობდი როგორი ენთუზიასმით მიყურებდა, ან ელოდა რომ რაიმე მეთქვა. არაფრის თქმას არ ვაპირებდი. თავი ჩავხარე და ოდნავ ქვემოდან გავხედე.
ვუყურებდი, ვუყურებდი და დეჟავუს გრძნობა მიმძაფრდებოდა.
მთვარის შუქი, ბიჭის თმა რომელიც ვერცხლისფრად ირეკლება. მისი ღიმილი.
- ჯანდაბა! ანდრეა ის შენ იყავი?
წამოვიყვირე ემოციებისგან მოზღვავებულმა.
დაბნეულმა წარბები შეჭმუხნა
- ძირითადად ამას არ მეუბნებიან ხოლმე.
მივხვდი რომ ისევ თავის ქმედებაზე ფიქრობდა.
- არა, მომისმინე. პირველად როდის შეგხვდი?
- იოს დაბადების დღეზე.
მითხრა და ცალი ხელით ვერცხლისფერი თმა აიჩეჩა.
- ნუ მატყუებ!
ახლა ჩაეღიმა, თავი ჩახარა.
- იცი ისედაც.
- ლილუ.
- ხო შენ რომ სიარული არ იცი წესიერად და გამვლელებს ეჯახები რა ჩემი ბრალია.
სიცილი ატეხა.
- ანუ დაქალთან რომ მივდიოდი შენ დაგეჯახე?
- მარიამ, რა შუაშია ახლა როდის დამეჯახე და სად?
- არასდროს დამავიწყდება იმ 'ქურდის' მოლიპლიპე თმა მთვარის შუქზე.
ვუთხარი სრული სერიოზულობით გაოგნებულმა.
- ქურდი? სერიოზულად?
- ნუ მე ასე მეგონა..
ტუჩები უხერხულად მოვკუმე.
ხმას აღარ იღებდა. ისევ სიჩუმე. დუმილი. დამღლელი დუმილი.
- მე ვიყავი.
ეს აქცენტი დამნაშავის მიერ აღიარებულ სასჯელს უფრო გავდა. ურეაქციოდ მელაპარაკებოდა. რათქმაუნდა, ისედაც მივხვდი ის რომ იყო. ამ თემაზე დაბრუნებას არ ვაპირებდი. ყოველ შემთხვევაში ახლა.
- შემცივდა, სახლში შევალ.
წამოვდექი და აივნის კარები გავაღე.
ვინ წარმოიდგენდა და უკვე 1 იყო დაწყებული. შუაღამე. იდეალურია.. გავიფიქრე უკმაყოფილოდ და ანდრეას გავხედე.
- ავალიანი ჩამოფრინდი.
ხელი ავუქნიე ცხვირწინ.
- აქვარ.. აქ შენს სახლში.
მითხრა ჩუმი ხმით.
- უკვე გვიანია. - ვუთხარი იგივე ხმით.
- შეიძლება დავრჩე?

ამ კითხვას არ ველოდი. თვალები კატასავით გასდიდებოდა, სახე ხუთი წლის ბავშვს მიუგავდა. ვეცადე მისი პატარაობა ფანტაზიით ჩემს გონებაში ამეწყო მაგრამ არ გამომდიოდა. გულში მწველი სითხე მეღვრებოდა. როგორ შეიძლებოდა ამ ადამიანისთვის უარი მეთქვა?!
-ანდრეა..
- არა მესმის, გავიგებ. - თავი დამიქნია - თუ გინდა წავალ, თუ შეგაწუხებ.
- კარგი... -ღრმად ამოვისუნქე- ჩაის დალევ თუ ყავას?
სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
- ყავას. ანუ ვრჩები?
- ამ შუა ღამეს, საშიშია გარეთ სიარული.
არვიცი რას ვლაპარაკობდი, ან რატომ ვიმართლებდი თავს?!
- თავს იმართლებ?
რა?! ეს ჩემ აზრებს კითხულობს?
- არც იფიქრო რომ..
სიტყვა გამაწყვეტინა.
- ვიცი, მე დივანზე ვიძინებ. ეგეთი მექალთანეც არვარ.
ჩამეცინა და ადუღებული ყავა ფინჯანში ჩავუსხი.
- ინებე ბატონო.
- მადლობ. თუ გეძინება მიდი დაიძინე.
-ხო.. კარგი.
ვერგამეგო რამჭირდა, ვყოყმანობდი. არადა საშინლად მეძინებოდა. მისაღებში გავედი, კარადიდან პირადად ჩემი ფუმფულა პლედი გამოვიღე და დივანზე დავუდე.
საბოლოოდ ოთახში შევედი, საწოლში ჩავწექი. ყურსასმენები მოვირგე და მალევე გავითიშე..
***
შუა მინდორში ვდგავარ, იისფერი კაბა მაცვია. ლილუც ჩემ გვერძეა და მიცინის. დაბნეულივარ, საკუთარ ფეხებს ვერ ვიმორჩილებ. დავრბივარ და უცებ მას ვეჯახები. ისიც მიღიმის და წონასწორობის დაჭერაში მეხმარება
***
გონზე მოსასვლელად რამდენიმე წამი დამჭირდა. უკვე საწოლზე წამომჯდარმა ყურსასმენები მოვიშორე და ტელეფონს ხელი დავავლე, დამჯდარი იყო. თავის ადგილას დავაბრუნე და საათს დავხედე, 4 ხდებოდა.
- სიზმარი იყო..
მშვიდად ამოვილაპარაკე და ის ხმაც გამეორდა რამაც ძილი დამიფრთხო. შევიშმუშნე და საწოლიდან ავდექი.
კოლიდორი გავიარე და მისაღებში შევედი. დივანს დავხედე, იქ არ იყო. აივნის კარები გაღებული. ამოვიხვნეშე და გარეთ გავედი.
- არ გძინავს? - მკითხა ურეაქციოდ და ნახევრად ჩამწვარი სიგარეტიდან ნაპასი დაარტყა.
- რაღაც ხმაურზე გამეღვიძა.
- ხო.. კარებს ვერ ვხსნიდი - ამაზე ბავშვურა გაგვეცინა ორივეს.
- როგორც ვიცი აღარ ეწეოდი.- ორი ხელით დავეყრდენი მოაჯირს და წარბები ავუწიე.
- ხალხში აღარ. აქ მოჟნა. უფლებას მაძლევ მადმუაზელ?
ისევ სიცილი.
- ეჰ შენი საშველი არაა.
გარშემო მიმოვიხედე, კოლოფიდან სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე.
- შუაღამეს რომარ აიშხამო ფილტვები არ შეიძლება?
ტონი ახლა საშინელი ჰქონდა, სად გაქრა მისი სიცილი?
- ამას ვინ მეუბნება.
რაც შემეძლო წყნარად ვუპასუხე.
- მე 10 წლიდან ვეწევი. განსხვავებას ხედავ?
- ვხედავ. მაგრამ მე მე ვარ. შენ-შენ.
ისევ წყნარად ავუხსენი.
როცა ორივემ მოვწიეთ, დუმილი ისევ მე დავარღვიე.
- რატომ დარჩი?
- რავი, ისე. - მითხრა და ხრინწიანი ყელი ჩაიწმინდა.
- კარგი... მე შევალ.
უნდა მოვშორებოდი. ამდენიხანი დროის მასთან ერთად გატარება ნამდვილად არ შეიძლებოდა!
- ისე პირველი ხარ.
მომაძახა უცებ.
- რა პირველი?
დაბნეული შევტრიალდი.
- ვისთანაც დავრჩი და სექსი არ მქონია.
ურეაქციოდ მითხრა. ამით უნდა მეამაყა? რა სირცხვილია!!
ყბა ჩამომვარდა, ვერაფერი ვუთხარი. ვუყყრებდი როგორ დაწვა და პლედი როგორ გადაიფარა.
- ძილინების, მარიამ.
წყნარად მითხრა. შოკირებულმა როგორღაც კიდურები ავამოძრავე და საკუთარ ოთახში შევედი. კარები გადავკეტე, ტელეფონს დამტენი შევუერთე და ლილუს დავურეკე. ვიცოდი ეძინებოდა, მაგრამ უნდა ეპასუხა!
სადაც იყო გავთიშავდი რომ დროის ათვლა დაიწყო.
- მშვიდობა გაქ?
ბუზღუნით მკითხა.
- არა, მომისმინე.
- გისმენ მარა რატო ჩურჩულებ?
- აუ ლილუ. ვერც კი წარმოიდგენ რა ხდება!
- აბა?
- თვით ანდრეა ავალიანს ჩემს დივანზე სძინავს.
-...
-...
- ლილუ? ჩაგეძინა? - ვუთხარი იმედ გაცრუებულმა.
- რაა გოგო?- ტელეფონში იმხელაზე მიკივლა ლამის დამაყრუა.
- ხვალ გამოდი რა.
- რამე თუ მიქარე არ ვიცი რას გიზამ.
მითხრა და გამითიშა. ესეც დაქალი.. უბრალოდ არ შემეძლო რომ არ მეთქვა. ახლა რაღა დამაძინებდა?
ვიწექი და ჭერს უაზროდ გაბშტერებოდი. საკუთარი საქციელები მიკვირდა და მაბნევდა. "ეს გოგო მე არ ვარ" მე გაცილებით სხვანაირი ვიყავი დღევანდელისგან. თავს დამცირებულადაც კი ვგრძნობდი. ბიჭი ჩემს სახლში? ეს მეტისმეტია. ავალიანი თავიდან ბოლომდე ცინიზმით იყო გაჟღენთილი და ეს გონებას მირევდა.
და ნუცა? თავი რატომ მოიკლა? ეს არც არავინ იცოდა დღემდე, საწყალს წესიც კი ვერ აუგეს მშვიდად რომ განესვენა. ანდრეასთვის მეკითხა?
არვიცი. რომ გაბრაზებულიყო? რამე საშინელება ან თუნდაც სიმართლე რომ ეთქვა? ამის მეშინოდა.
არ ვარ გოგო, რომელიც ტყუილებით გაფერადებულ სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ ავალიანის შემთხვევაში, მგონი ასეც ჯობდა.

***
ვგრძნობ ორგანიზმი ფხიზლდება. საწოლშივე საბანს ვიხუტებ და ვიზმორები.
დამძიმებულ თვალებს ნელა ვახელ, და...
- გული გამიხეთხე!
ვიყვირე ბოლო ხმაზე, როცა სკამზე მოკალათებული ანდრეა დავინახე. ხმა არ გამცა, უხმოდ ჩაიცინა და იგივე პოზიციაზე დარჩა.
- ანდრეა.
- გისმენ
- დიდი ხანია გღვიძავს?
- არა.
"სიტყვაძუნწი"
გავიფიქრე და საწოლიდან წამოვხტი. თავბრუ დამეხვა მაგრამ ეს გუშინდელ გულის წასვლას დავაბრალე. ხალათი მოვიცვი და საწოლის გასწორევას შევუდექი.
ავალიანი ისევ ისე იჯდა და გაშტერებული ერთ კედელს უყურებდა. ბოლოს როცა მოვრჩი, მიხვდა ოთახიდან გასვლას რომ ვაპირებდი და ისიც წამოდგა.
- მე წავალ.
მითხრა რბილად. ცალი ხელი კისრის ქვეშ შეიცურა და ორი თითით დაიზილა. ჩქარი ნაბიჯებით ჩამიარა და გასასვლელს მიუახლოვდა.
- ჩაი? ან ყავა?
ვიცოდი საშინელება იყო რაც ახლა ვთქვი. მაგრამ რამე უნდა მეთქვა. მაბნევდა, და არ მინდოდა ამდენი კითხვის ნიშნით დავეტოვებინე და უბრალოდ წასულიყო.
- მერე იყოს.
მომაძახა ისე რომ არც მობრუნებულა და კარი გაიხურა.
- მშვენიერია!
ხმამაღლა ამოვილაპარაკე და თვალები ავაბრიალე. სამზარეულოში გავედი, ცოტახნით მაგიდას დაყრდნობილი ვიყავი. შემდეგ ვერაფრის მადაზე რომ ვერ მოვედი ლილუს გადავურეკე. მიპასუხა თუ არა მაშინვე მივახალე.
- არ მაინტერესებს ქალბატონო, რასაც არ უნდა აკეთებდე შეეშვი და სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდი.
- მოვდივარ.
მითხრა ყველანაირი კითხვის გარეშე და გამითიშა. ლილუ ჩემი გოგო იყო. ვიცოდი და ვაფასებდი. ერთი სიტყვა ჩემი და ორ წუთში ჩნდებოდა.
სანამ მოვიდოდა მოვწესრიგდი, წესიერი ტანსაცმელი ჩავიცვი და საბოლოოდ მისაღებს მივუბრუნდი. პლედი აჩეჩილი იდო დივანზე. ვყოყმანობდი, რისთვის მეც არ ვიცი. მივუახლოვდი, ხელში ავიღე. გავშალე რომ წესიერა დამეკეცა და მაშინვე ამ სახლისთვის უცხო. მამაკაცის სურნელი დატრიალდა.
- საშინლად ცივა!
შეამოაღო კარი ლილუმ ლაპარაკით და ყელზე მოხვეული შარფი ცალი ხელით მოიძრო.
- რა გაშეშებული ხარ. მშვიდობაა?
-ხო, კი..
ვუთხარი დაბნეულმა და უკვე დაკეცილი პლედი კუთხეში დავდე.
- მშვიდობა ვიცი რომ არაა. შენი პასუხი მაინტერესებდა.
მითხრა წარბებ აქაჩულმა და მომიახლოვდა. თავჩახრილი ვიდექი დაქალის წინ და ხმას ვერ ვიღებდი.
- მარტო ხარ?
მითხრა ბოლოს ჩურჩულით
- უკვე კი.
ამოვიხვნეშე დასავარძელში ჩავეშვი.
- აჰა! ანუ 'უკვე'
- ლილუ ნუ დაიწყებ რა..
შევევედრე და თვალები მოვისრისე.
- წუხელ რაც მითხარი სიმართლე იყო თუ ძილში ბოდავდი?
- სიმართლე იყო. ანდრეა ღამე აქ იყო.
- იმედი მაქვს რამე სერიოზული არ მოხდა.
- სერიოზული ლილ? კაი რა.. სითბო, სიცივე, ცინიზმი, სითბო, გაურკვევლობა.
- ჩამომიყალიბე.
მითხრა ინტერესით აღსავსე სახით. სხვა რა გზა დამრჩენოდა, ჩაი ავადუღე და დაქალსაც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
- წარმოდგენა არ მაქვს რაუნდა გითხრა.
- არც გექნება. მაგ ადამიანისგან თავი შორს უნდა დავიჭირო თორე..
- თორე.
- ზუსტადაც.
- გინდა იოანეს ვკითხავ რაღაცეებს.
- არა არმინდა.
ზოგჯერ ლილუ ნერვებსაც მიშლიდა. ყველაფერში იოანეს ჩაკვეხება სურდა.
ცოტა მოვწესრიგდი და ჩვენს საყვარელ კაფეში გავედით.
- ჩემი უბნელი ლიკა ხოიცი?
დაიწყო ლილუმ
- მსმენია მერე?- ჩამეცინა, რაშუაში იყო ახლა ლიკა.
- ზეგ დაბადებისდღეაქ და ტიპი მევედრა დაქალი წამოიყვანეო.
- გადახრები თუ აწუხებს მადლობ მე სახლში ვრჩები.- ვუთხარი სრული სერიოზულობით და წვენი მოვსვი. ლილუმ ბოლო ხმაზე გადაიხარხარა და მეც გამეცინა. დღეს ზედმეტად სერიოზული ვიყავი. თავს რაღაც ისეთად ვგრძნობდი რაც არასდროს ვყოფილვარ.
- წამოვალ წამოვალ, შენი მარტო გაშვება სად შეიძლება..
ვუთხარი. სწრაფად დავემშვიდობე და კაფედან გამოვედი. ჩემდა გასაკვირად გზაში იოანე შემხვდა, მომისიგნალა, დაჯე სახლში წაგიყვანო და მეც უმალვე ჩავუსკუპდი.
- ანდრეა წუხელ შენთან იყო?
საშინელ ხასიათზე დამაყენა იოანემ წამებში.
- ვაუ, მეც კარგად ვარ იოანე მადლობა მოკითხვისთვის.
რაც შემეძლო ცივად ვუთხარი და გზას გავხედე.
- არ მიპასუხებ?
- რა გემართებათ ამ ძმაკაცებს! ხო ჩემთან იყო.
- ეგრეც ვიცოდი. მაგისი და სახლში დამადგა და ისტერიკები მომიწყო.
- დამ? არ მითხრა რომ პატარა ძამიკოს ეძებდა.
გამეცინა და საზურგეს მივეყრდენი.
- ნუ ნახევარ დაა მარა მაგას ეხა რა მნიშვნელობა აქვს.
ხმა აღარ ამომიღია და იოანემაც სახლთან ჩამომსვა. არ მინდოდა ანდრეას პირად ცხოვნებაში ჩარევა.
სახლი დედის გარეშე ცარიელი იყო. მაკლდა და როცა მოსაღამოვდა დავურეკე კიდეც.
თითქმის ყველაფერი მომიყვა რას როგორ აკეთებდა. მსიამოვბდა, რომ დედა როგორც მეგობარი ისე მყავდა.
- მარიამ რაღაც უნდა გკითხო.
ხმა დაუსერიოზულდა წამებში.
- გისმენ აბა.
- წუხელ ჩვენმა მეზობელმა გამწარებულმა დამირეკა
- ხომ მშვიდობაა?
- შენ შვილს ვიღაც ბიჭი ყავს სახლშიო, შემომჩივლა.
მეტი აღარაფერი უთქვამს დედაჩემს. ვიცოდუ ჩემგან პასუხს ელოდა. ჯანდაბას ანდრეა და მეზობლები!
- სანდრიკა იყო დე. - ვეცადე ხმა მხიარული მქონოდა- მთელი ღამე მეცადინეობაში გავათენეთ.
- მეც ეგრე ვიფიქრე.
მითხრა დამშვიდებულმა. სანდრიკას ენდობოდა, უფრო მეტიც შვილივით უყვარდა და იცოდა ჩვენც რომ დაძმასავით ვიყავით.
- დაწყნარდი დე, ეგრე მიცნობ?
საკუთარი თავი მეზიზღებოდა ასეთი ტყუილების გამო.
- კარგი მარიამ, წავედი. მალე ჩამოვალ.
მომესიყვარულა და ტელეფონიც გავთიშე.
სახლის პატარა ბიბლიოთეკას გავუყევი და რამდენიმე სახალისო წიგნი გადმოვიღე. დივანზე მოვკალათდი და კითხვა დავიწყე.
მიყვარდა სრულ სიწყნარეში, განმარტოვება წიგნებთან ერთად. მაგრამ რაღაც სიმყუდროვეა მირღვევდა. ხან ფანჯრები დავკეტე რომ ხმაური შეწყვეტილიყო, ხან წყნარი მუსიკა ჩავრთე მაგრამ არაფერი შველოდა იმ არეულობას რაც ჩემში იყო. გონებას ვერ ვიკრეფდი და უკვე საკუთარი ტავის ლანძღვას ვიწყებდი რომ ქვეცნობიერმა ამომძახა:
" დივანიც კი მისი სუნით ყარს"
ნერვებ აშლილმა წიგნი დავხურე და ფეხზე წამოვდექი. განა რა იყო ამ ადამიანში ასეთი განსაკუთრებული?! სუნი? ეს არ იყო რომელიმე ძვირადღირებული ფარფიუმერია. ეს ადამიანის ზოგადი "კონკრეტული" სურნელი იყო.
კარებზე კაკუნი გაისმა, სავარაუდოდ ან დედაჩემის ნახსენები მეზობელი ან ლილუ იქნებოდა. კართან მივედი და სახელური ჩამოვწიე.
- დათო? შენ აქ..?
- ხო, გამარჯობა. იოანეს ვკითხე შენი მისამართი.. იმედია არ გაბრაზდები.


ველოდები შეფასებას, დადებუთს უარყოფუთს. იმედიმაქვს იმედები არ გაგიცრუეთ.ჩემთვის მნიდვნელობანია თქვენი დამოკიდებულება.
მიყვარხართ❤️



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მაგარია შემდეგს როდისდადებ

 


№2  offline წევრი Hickie

სტუმარი ნინი
ძალიან მაგარია შემდეგს როდისდადებ

Xval gvian daideba ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან დამაინტერესა. მოკლედ კიდევ ვერ გავიგეთ ეს ანდრია ვინაა:დ ველი ახალ თავს

 


№4  offline წევრი Hickie

სტუმარი ქეთი
ძალიან დამაინტერესა. მოკლედ კიდევ ვერ გავიგეთ ეს ანდრია ვინაა:დ ველი ახალ თავს

პასუხს მალე მიირებთ :დ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent