შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის ფოთოლი...

20-11-2017, 00:21
ნანახია 1 813

ახლა ნოემბერია...ფოთოლცვენა თითქმის დასრულებულია...ჰაერში მძიმე სუნი ტრიალებს...ხეზე შერჩენილი ფოთლების დათვლა,ისევეა შესაძლებელი,როგორც ჩემი დარჩენილი დღეების...მე სიმსივნე მაქვს.
უკვე ერთი წელი და ოთხი თვეა სიმსივნეს ვებრძვი...უკვე ერთი წელი და ოთხი თვეა,რაც ჩემი სხეული ისევე კვდება,როგორც ბუნება შემოდგომისას...ვგრძნობ,როგორ ედება სიმსივნე მთელს სხეულს...ყოველ კუნჭულში აღწევს და საკუთარ კვალს ტოვებს...რაც ყველაზე საშინელებაა,ისაა რომ მან ჩემს აზრებშიც მოიკიდა ფეხი,ჩემს ოცნებებშიც შეაღწია და შეესისხლხორცა...ყოველთვის ვიცოდი,ასე რომ დავასრულებდი...ან ასე,ან წყალში თავის დახრჩობით...ეს უკანასკნელი ვცადე კიდეც,შენ არ იცი რამხელა გასაქანი მისცა,წყლის ქვეშ უჰაეროდ ყოფნამ,ჩემს მელანქოლიას...ვერც წარმოიდგენ...მაშინ გადამარჩინეს,მაგრამ ახლა ვეღარ გადავრჩები...
წელიწადი და ოთხი თვეა:მშვიდად არ მძინებია,არ მიჭამია გემრიელად,წყნარად არ მომისმენია მუსიკისთვის,ემოციურად არ დამიკრავს პიანინოზე,შთაგონებულად არ გამისვია პალიტრაზე ფუნჯი...იცი რა არის ყველაზე საინტერესო?...არავინ არ იცის ჩემი ავადმყოფობის შესახებ...არც მშობლებმა,არც ნათესავებმა,არც მეგობრებმა,კურსელებმა,გამვლელებმა...არც შენ,თუმცა შენ გეცოდინება ამიერიდან...გეცოდინება მაგრამ მერე რა?!...არც არაფერი...ჩემი ცხოვრება ისე გადრინდება,როგორც ნოემბერში ხიდან ჩამოვარდნილი,შემოდგომის ფოთოლი...„შემოდგომის ფოთოლი“...ასე მეძახდა ერთი ბიჭი...მოვწონდი ადრე,მერე სხვა გაიცნო...ალბათ ბედნიერია მასთან...ძალიანაც კარგი.
ხალხი ყოველთვის აღტაცებული იყო ჩემი გონებრივი შესაძლებლობებით...სიმართლე გითხრა,მართალიც იყო...მაგრამ ამიერიდან ასე არ იქნება,არავინ იქნება გაოცებული ჩემი ჭკუით,მხოლოდ ჩემი ნებისყოფა გააოცებთ...როგორია,18წლის გოგონა,მარტო ებრძოდა სიმსივნეს წელიწადი და ოთხი თვე-ო...ასე იტყვიან...მეც მიკვირს,საიდან ამხელა გამძლეობა,ერთი ცრემლი და კვნესა არ დამცდენია არავისთან,ფოთლების გარდა...ყველაზე უკეთ,მათ ესმით ჩემი...მეც ხომ ერთ-ერთი მათთაგანი ვარ...„შემოდგომის ფოთოლი“...მე ფოთლად გარდავიცვლები...და თუ ჩემი სიკვდილის მერე,ჩემთან საუბარი მოგინდებათ,მხოლოდ ნოემბერში ხეზე შერჩენილ რამოდენიმე ფოთოლს შორის მეძებეთ...ახლა ღამის პირველის ნახევარია(არ ვიცი,ადმინი სიახლეს როდის ამიტვირთავს) და დღემდე არავისთვის მითქვამს შენს გარდა...ამასაც იმიტომ ვწერ,რომ ეს წყეული დაავადება უკვე ძვლებში მტეხს...მედიკამენტებს დიდი ხანია აღარ ვიღებ,აზრი არ აქვს...საშინელი ტკივილები მჭამს და მანადგურებს...არა,არა,ჩემი შეცოდება არც გაბედო...ოდესღაც შენც მოკვდები,ჩემსავით.......მე კი შემოდგომის ფოთოლი ვარ...

______________
გმადლობთ,რომ დრო დაუთმეთ ჩემს ნაჯღაბნს...
ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ...
იმაზე მეტი არ გქონებოდეთ,რაც არ გჭირდებათ...
მიეცით გასაქანი,თქვენს მელანქოლიას.

№1  offline წევრი nikname

კიდევ ბევრი გაქვს სამუშაო , უნდა იკითხო და იკითხო რაც შეიძლება მეტი , ნიჭი ნამდდვილად გაქვს რასაც დახვეწა სჭირდება , ზედმეტად მშრალი და ზედაპირული ნაწერი იყო, სულში ვერ ჩამწვდა, ძალიან ბევრი შეცდომა გქონდა, არაუშავს ამას გამოასწორებ თუ ბევრს იმუშავებ , ახლა ჩემზე მოგიყვები რააც შეიძლება მოკლედ და მიხვდები რატო შევაფასე შენი ნაწერი ასე მკაცრად ...(ვიცი ეს შენი ფანტაზიაა და მეც ასე მოგიდგები) ♥
16 წლის ვიყავი როცა ანალიზის პასუხმა დადებითი აჩვენა და "ჰოჩკინის ლიმფომა" ე.წ ფარისებრი ჯირკვლების სიმსივნე დამიდგინდა (3 B სტადია) , ამ შემთხვევაში ყველაზე ბოლოს მე გავიგე: მშობლებზე , ნათესავებზე,ასევე მეგობრებზე...
წარმოიდგინე; 16 წლის გოგო , სიცოცხლით სავსე , ენერგიული, კრეატიული და წარემატებული ცხოვრებისთვის მებრძოლი საავადმყოფოს კედლებში გამოკეტილი აღმოვჩნდი.
ეჰ, სულ სხვანაირია ცხოვრება ამ კედლებს შიგნით,ვერც წარმოიდგენთ რამდენად სხვანაირი, ბევრად სათუთი და წმინდა, ალალი , წრფელი და უბოროტო,აქ მხოლოდ სიცოცხლისთვის იბრძვიან და სიკეთეს ასხივებენ, აქ ბოროტებას ვერსად იპოვი , მხოლოდ თანადგომას,მხარდაჭერას და სიყვარულით სავსე გულებს მიაგნებ,სხვა სამყაროში ცხოვრებენ ისინი(თავიანთი და გამორჩეული ,გასხივოსნებული ცხოვრება გააჩნიათ, საკუთარი ხელით შექმნილი და არა ხელოვნურაად , სხვის მოსაჩვენებლად) და მეც მათ სამყაროში დავიწყე ცხოვრება.
იმდენად ოჯახური , მეგობრული და რადიკალურად განსხვავებული გარემო დამხვდა არანაირად არ გამჭირვებია შეგუება , (ხალხიც, სულ სხვანაირი სულების მქონე)
აღარ დავიწყებ ლაპარაკს მკურნალობის მეთოდებსა და ტკივილებზე რომლებიც თან ახლავსამ ყველაფერს, სულიერ ტანჯვაზე ხორციელთან ერთად და მერე მიღებული შედეგით მონიჭებულ ბედნიერებაზე, ეს არის გრძნობა რომელსაც ვერ გადმოსცემ ვერცერთი სიტყვით,სიცოცხლის შეგრძნება,შეგრძენბა იმის რომ ჯერ კიდევ ცოცხლობ, ჯერ კიდევ სუნქავ, გრძნობ,გიყვარს და უყვარხარ, მაგრამ, (ყველგან და ყოველთვის არსებობს ეს არასაჭირო და უადგილო სიტყვა )სიკვდილიც ბევრია ამ კედლებს შიგნით,მოდის უჩუმრად ,წარმოუდგენელ დროს და თან უფრო დიდი ტკივილი მოაქვს.მოვა დინჯად,აუჩქარებელი ნაბიჯებით (ან სად ეჩქარება)შენს სასთუმალთან, ჩაიმუხლება და დედაშენს, რომელიც ნახევრად მძინარე გიკითხავს ლოცვებს შენი ჯანმთელობისა და დღეგრძელობისთვის, თვალწინ გამოგლეჯს შენს სულს ხელებიდან
სულს ნატანჯსა და სიცოცხლის მწყურვალს, რომელსაც ორმაგად ნატანჯი და ცოცხალ-მკვდარი დედაშენი კბილებით იცავს.
მეტს ნუ მომაყოლებთ ამ ტკივილზე, ვერააფერს გეტყვით,ზედმეტად დიდია ეს განცდა და ტანჯვა რომ რომელიმე სიტყვამ დაიტიოს.
მაგრამ დანებდე ? ? უბრძოლველად მისცე წყალს ყველაფერი ? ყველაზე დიდი სისულელეა , გაიხედე შენს უკან რამდენი ხალხი დგას,გაიხედე რამდენი გეყრდნობა და შენი სუუნთქვით რამდენი ცოცხლობს , ასეთი ეგოისტი ხარ დავიჯერო ?დედაშენს რაპასუხს გასცემ რომლემაც ყველაფერი დათმო შენგამო , რომელსაც საკუთრი სიცოცხლე არაფრად უღირს შენ გამო, მამას რომელიც დღესა და ღამეს ასწორებს რომ არაფერი მოგაკლდეს და ყველაფერი მოგცეს რაც გინდა, დებს,ძმებს, მათზეც იფიქრე ვისაც ჭირდები , უყვარხარ და ვისაც შენი წასვლა ცოცხალ-მკვდარს დატოვებს, შენ უნდა იდგე ფეხზე მყარად რომ შენები არ დაეცნენ, შენ გაიმაგრე გული და ყველა შენ გვერდით დადგება , იყავი ოპტიმისტი და ვერასოდეს შეგაშინებს მკაცრი ზამთარი , გაუძელი წვიმას თუ ცისარტყელა გიყვარს და გაზაფხულიც მოვა შენს კართნ ♥♥♥

nikname

ნეტავ შემეძლოს გითხრა,რომ ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიაა...მაგრამ ეს გაუსაძლისი ტკივილი,არ მაძლევს მაგის საშუალებას.ჩემთან გაზაფხული აღარასდროს მოვა...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent