...ვერ გადავრჩები
პესიმისტურ-ოპტიმისტური შე-მოტევა უსაქმურობისგან დაჯღაბნილი * ვერ გადავრჩები... დღეს ბოლო დღეა შენი აქ ყოფნის და შენი ჯვარი უფრო მძიმეა სხვა ჯვართა შორის, რომელიც ვზიდე. ვერ გადავრჩები, ვენებში სისხლი აღარ მაქვს თითქოს და აღარაფერს მე აღარ ვითხოვ, რასაც ვითხოვდი. ვერ გადავრჩები, ყველა ტკივილი მაწვება ყელში, დავდუმდი უკვე ფრთებსაც კი ვერ ვშლი, რომლებიც მქონდა. ვერ გადავრჩები, სულ დაელია მელანი კალამს, დღეს სხეულიდან ის სული გავა, რომელსაც კლავდნენ. ვერ გადავრჩები, ფეხზე ყოფნა არ ყოფნა, სულ ყველა გრძნობა მთლიანად მოკვდა, გავხდი ფიტული. ვერ გადავრჩები,ვეღარ ვგრძნობ უკვე ვერავის სითბოს, ყოველ დღე მხოლოდ წასვლაზე ვფიქრობ, ამ პლანეტიდან. ვერ გადავრჩები, ამ ოთხ კედელში ყოფნას ვერ ვუძლებ, აქ სიყვარულიც დავმარხე უკვე, რომ ვაღმერთდებდი. ვერ გადავრჩები, თუმცა არ მინდა მოვირგო ყულფი, რადგან სუიციდს ყოველთვის ვუფრთხი, მაქვს ბევრი ცოდვა. ვერ გადავრჩები, როდესაც ვერ ვგრძნობ ახლოს შენს სუნთქვას, მინდა რომ გითხრა ის რაც სხვას არ უთქვამს, მიყვარხარ გწამდეს. ვერ გადავრჩები, დამღალა უკვე "ლექსების" წერამ, ვერ გადავრჩები ამ ღამით ვერა, ნამდვილად ვიცი. ვერ გადავრჩები და აღარც მინდა, ვხვდები ცხოვრება არაფრად ღირდა, გა-და-ვი-ღა-ლე. ვერ გადავრჩები, გიტოვებ ყველა ჩემს წმინდა გრძნობას, არ დამელოდო მე აღარ მოვალ, რათა გადავრჩე. ანა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.