მოხეტიალე სული (ნაწილი II)
სახე გამიმკაცრდა და ჩემს თვალებში სიძულვილმა დაისადგურა. -არ გაბედო!მოახლოებაც კი არ გაბედო ჩემთან... გასაგებია?!-ჯეკი თავისი ჭკუით ცდილობდა უმანკო სახე მიეღო. ჩემსკენ გამოემართა. მე უკან დავიხიე... ის შეჩერდა და მეც გავჩერდი.იზაბელა და ნიკი გაოცებულები გვიყურებდნენ.რამდენიმე სწრაფი მოძრაობით ჯეკის უკან მდგომ იზაბელას ხელი დავავლე და თითქმის სირბილით წამოვათრიე. -ემილი რა ხდება?-დამიყვირა იზაბელამ.ხმას არ ვიღებდი.საკმაოდ დიდხანს ვირბინეთ.მეგობარს კინაღამ ხელი მოვატეხე.როცა დავრწმუნდი,რომ საფრთხე აღარ გვემუქრებოდა, გავჩერდით. -სასწრაფოდ ამიხსენი აქ რა ჯანდაბა ხდება!!!-დაიყვირა იზიმ.ნელა შევტრიალდი მისკენ,თვალები ცრემლებით მქონდა სავსე. -გთხოვ, ნურაფერს მკითხავ...ეხლა ვერაფერს გეტყვი...-ტირილი დავიწყე-მაპატიე..მაპატიე რომ პირველი პაემანი ჩაგიშალე,ვიცი ეს საღამო შენთვის როგორი მნიშვნელოვანი იყო. -დამშვიდდი ემი...არაუშავს,ნიკს სხვა დროსაც შევხვდები...-ამან ცოტა დამამშვიდა, მაგრამ მაინც ვტიროდი. იმ საღამოს იზაბელი ჩემთან დარჩა.ამან მანუგეშა და შიშებიც გამიქრა.ნერვიულობისგან და შიშისგან გონება არეულს ეხლაღა გამახსენდა ყელსაბამი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ხელში მეჭირა.როგორც კი სახლში მივედით ყელსაბამი საიმედო ადგილზე შევინახე და დაღლილი დასაძინებლად წავედი. იმ ღამით უცნაური სიზმარი ვნახე:ციხე-სიმაგრისკენ მიმავალი ბილიკის თავში ვიდექი.მის გარშემო კი, ყველაფერი ეკალ-ბარდებით იყო საფარული.სიმაგრის თავზე შავ ღრუბლებს მოეყარა თავი და საზარელ შესახედაობას აძლევდა გარემოს ...ტანზე გრძელი, თეთრი, ნაზი კაბა მემოსა, ფეხები კი შიშველი მქონდა.მეშინოდა, მაგრამ მაინც გავუყევი ბილიკს და ციხე-სიმაგრეს მივადექი...საკმაოდ მაღალი და მძიმე კარიბჭე ჰქონდა, მაგრამ ერთი მარტივი ბიძგით გაიღო.სიმაგრეში ბნელოდა და კიდევ უფრო შემეშინდა, თუმცა თავი ვერ შევიკავე და შიგნით შევედი. - არის აქ ვინმე?-დავიყვირე ათრთოლებული ხმით.პასუხი არავინ გამცა.ნელ-ნელა სიმაგრის სიღრმეში შევედი. უეცრად ქარი ამოვარდა და კარიბჭე ხმაურით დაიხურა.შეშინებული ჩაკეტილი გასასვლელისკენ შევტრიალდი. -გელოდებოდით,ემილი...-მომესმა ზურგიდან წკრიალა,ნაზი ხმა.ნელა შემოვტრიალდი. ჩემს წინ ახალგაზრდა გოგონა იდგა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.