შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმე.


20-11-2017, 02:56
ავტორი DopamineBanana
ნანახია 1 510

უამრავი ფერადი სივრცით მორთული ცხოვრება - ლამაზია. უფროსწორად, მინდოდა მეთქვა - უამრავი ფერადი სივრცითა და მის ირგვლივ მოლივლივე უამრავი შავი პრობლემით, - ცხოვრება, ერთი დიდი ნაგავსაყრელია, ყველაზე მშვენიერი და განთქმული ქალაქის მიყრუებულ ქუჩაზე.
სადღაც წიაღში, იქ სადაც არავინ მიდის გასახსენებლად, მაგრამ სინამდვილეში არც არავინ ივიწყებს. - რატომ?
იმიტომ რომ ხშირად ადამიანებს ზუსტად ამ ქუჩაზე უწევთ ცხოვრება. თვითონ „პრობლემაში“.
ახლა ერთ დიდ ბნელ და აქტუალურ პრობლემაში ვარ გაჭედილი და ვხვდები, რომ ჩემს ცისარტყელასავით აჭრელებულ მომავალს, ნათელი თვალებით ვეღარ შევხედავ. ახლა ის მომენტია, როცა ყველაზე მეტად არ მინდა აღვწერო რას ვგრძნობ. ბანალურად გაჟღერდება ჩემი სიტყვები და გრძნობები. თავს ვიკავებ და არ ვამბობ, თუ რამდენად დიდ და დრამატულ სცენაზე ამოვყავი თავი. ჩემს ირგვლივ კადრი პაუზას განიცდის და რატომღაც ფეხებზე რამდენად დიდია ჩემი თვალები ახლა, როცა ამ ყველაფერს ვისმენ. ჩემს წინ დედინაცვალის, ქათქათა სახე სერიოზული გამომეტყველებით მომჩერებია, თვალებზე წვრილი სათვალეები ადევს, ტუჩებს წესით ნერვიულად უნდა ამოძრავებდეს, მაგრამ ასე არ არის, იმიტომ რომ ჩემს კადრში ის გაიჭედა, მისი კუნთები არც კი მოძრაობენ. მის უკან ჩემი 13 წლის ძმა დგას, რომელსაც წესით წყალი უნდა დაელია, ამის მაგივრად კი ის ერთ ადგილას დგას, წყლის თითქმის დაცლილი ჭიქა ხელში უჭირავს და წყალს რომელიც თითქმის გადაყლაპა საპირისპირო მიმართულებით ისვრის. წყლის წვეთები ჰაერში გაფანტულა, მაგრამ ისინი არ იძვრიან - იმიტომ რომ ისინი გაიჭედნენ
- ჩემს თვალებში.
„გული გაჩერდა, თმა ყალყზე დამიდგა, სუნთქვა გამიხშირდა, ხელები გამეყინა, უდიდესი ტკივილი ვიგრძენი სადღაც გულის არეში..“
ო - არა. რათქმაუნდა არა, შესაძლოა ეს ყველაფერი მომხდარიყო, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, მაგრამ თურმე ყველაფერი სხვაგვარადაა. ეს არ არის ის გრძნობა რასაც ჩვეულებრივ მოთხრობებში ან ფილმებში აღწერენ და გადმოსცემენ ხოლმე. ჩემი ტვინი ზედმეტად ნელია იმისთვის, რომ ეს რამოდენიმე ჰაერში გადმომხტარი სიტყვები ასე მალე გაანალიზოს. ახლა ვგრძნობ, რომ არ ვარ ერთადერთი გოგო, ვისაც მსგავსი რამ ემართება. თავი მეოცე საუკუნის მდიდარი ოჯახის წევრი მგონია, რომელსაც სასურველ სასიძოზე გაათხოვებენ, ის კი თავის „ბედს“ მორჩილი და კარგად აღზრდილი ქალიშვილის სტატუსით ემორჩილება. ამ დღის ამ წუთამდე, არც კი შემეძლო წარმომედგინა, რომ მსგავსი რამ ასე მოულოდნელად დამატყდებოდა თავს. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამ სიტყვებს ოდესმე მოვისმენდი. ჰო - მერე მახსენდება რომ ცხოვრებაში ნაგავსაყრელზე აშენებულ მდიდრულ სასახლეში ვცხოვრობ, ჩემს პრობლემებთან ერთად.
არასოდეს მიგვრძვნია დედინაცვლისდამი ზიზღი და არც არასოდეს ვყოფილვარ კონკია.
მაგრამ ახლა სრულიად სხვა სიტუაციაა, დედინაცვალის გვერდით, ბიძაჩემის მკაცრი გამომეტყველება ჩემს გონებას უფრო მეტად უშლის ხელს, რომ იმოქმედოს და გაღიმება მაინც მოახერხოს, - ან იქნებ ტირილი?
ვხვდები, რომ გამოსავალი არ არსებობს. მიზეზი: ჩემი სახლის, მარცხენა მხარეს მოთავსებულ მისაღებ ოთახში, ჯდას ბიძაჩემი, - გურამ ელიავა.-
გურამ ელიავას ჩემს წინ ჯდომა ნიშნავს, რომ საქმე იმაზე სერიოზულად არის, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს. ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც პირისპირ მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში გვხდება. - სხვა შემთხვევაში კი უბრალოდ საქმე სერიოზულადაა.
რამდენი რამ მსმენია მსგავს ისტორიებზე - წამიკითხავს მოთხრობები, მინახავს ფილმები, გამიგია რეალურად მომხდარი ამბებიც კი.
მაგრამ ჩემს ცხოვრებასა და სიბრაზით გახურებულ ტვინს, ეს სიახლე რეალურად არ ეჩვენება. არაფერს არ ვგრძნობ.
„იმიტომ რომ ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობა გამიწიეს -შემზღუდეს. წამართვეს თინეიჯერობის შეგრძნება, საშუალო სკოლის სასიყვარულო ურთიერთობები, მხიარული და ცოტა არეული წვეულებები, განთქმული თუ უბრალო სამეგობრო.“
ცოტა ჩასწორება: მათ არ წაურთმევიათ ეს ყველაფერი. მოვიგონე, ვფიქრობდი რომ ამით უფრო მეტ ყურადღებას დავიმსახურებდი. ამ ყველაფერზე, რომელსაც ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე თვითონ ვთქვი უარი. შესაძლოა დღეს წვეულებები, ურთიერთობები და ყოველივე ჩემი პიროვნების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ ისინი უბრალოდ გავყარე. არც კი მიცდია მყოლოდა საუკეთესო დაქალი, ან შეყვარებული. ეს ყველაფერი ჩემში გულის რევის შეგრძნებას იწვევდა ხოლმე. ჩემი პიროვნება მშვიდსა და მხიარულს შორის გადის. შემიძლია ხშირად უზადოდ მხიარული ვიყო, ზოგჯერ კი უბრალოდ მშვიდი.
არ შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობა საშინელი მქონდა, იმიტომ რომ იქ თავს კარგად ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბავშვებივით მხიარულად არ მიცხოვრია. დედა არ მახსოვს, ძალიან ადრე გარდაიცვალა. როგორც ხშირ ამბებსა და მოთხრობებში ხდება ხოლმე. არ ვიცი როგორია დედის სითბო და არც ის ვიცი როგორი რეაქცია უნდა მქონდეს მაშინ, როცა დედაჩემს ახსენებენ. და რათქმაუნდა - საშინელებაა, როცა არც კი შემიძლია მენატრებოდეს.
ბავშვობა მამაჩემთან ერთად გავატარე, ჩემს ერთადერთ გმირთან ერთად ცხოვრებაში. ის ყველაზე თბილი და საყვარელი მოგონებაა ჩემს თავში, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ მოგონებად დარჩა. მამაჩემმა ექვსი წლის წინ დაგვტოვა - მე და ჩემი ძმა, გიორგი. იმ წელს, როცა ის წავიდა, მე უბრალოდ გავიზარდე, ყოველგვარი დაბადების დღისა და წუთის გარეშე.
ახლა არცერთი ემოციისა და მონატრების გამომჟღავნება არ შემიძლია, იმიტომ რომ ჩემი ტვინი დროებით პარალიზებულია. როგორც მოთხრობებშია, მარტო დავრჩი და არაფერს ვამბობ, იმიტომ რომ ვიცი, რამდენად მოსაწყენია შენი ტკივილის გაზიარება სხვისთვის. მხოლოდ ერთი სიტყვა შემიძლია ვთქვა,
- მენატრება.- და.. მორჩა.
ჩემი ოჯახი - ერთერთი მსხვილი კომპანიის, ღვინის მწარმოებელია ქართულ და უცხოურ ბაზარზე. ჩვენი წარმოება, როგორც მამა იტყოდა მაღალი ხარისხისაა, ყველაზე მაღალი და ცნობადი. ჩემი ინტერესები რატომღაც არასოდეს უკავშირდებოდა ღვინის წარმოებას, მაგრამ ეს საქმე მაინც მიყვარს, იმიტომ რომ აქ ჩემი ოჯახია, იყო და ალბათ ყოველთვის იქნება. როცა მამა გარდაიცვალა, კომპანიის სათავეში ლია დგებოდა, რომელიც ამ საქმიანობაში იმ დროს ვერ ერკვეოდა, ამის გამო სათავეში გურამი, ბიძაჩემი ჩადგა. ყოველივე დიდი ცვლილების შემდეგ, რამაც ჩვენს ზურგზე ტალღასავით გადაიარა, ცხოვრებას შევეგუეთ და გავაგრძელეთ. მაგრამ - ყველაფერი შეიცვალა, ბიძაჩემის სიტყვა კანონი გახდა, მას ვერც გადაკვეთავდი და ვერც შეცვლიდი. მამაჩემისგან განსხვავებით, ის ყოველთვის განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენდა. ამ ყველაფრის შემხედვარე, თინეიჯერობის სურვილი უბრალოდ დავკარგე და ცხოვრება პატარა წრეში განვაგრძე. ოჯახთან და ჩემს საუკეთესო მეგობართან, მეზობელთან და ამავდროულად პირველ სიყვარულთან, ილიასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მას არასოდეს გამოუჩენია ჩემსდამი სხვა სახის ინტერესი, მე მაინც ვაგრძელებდი მის სიყვარულს მალულად და არც კი ვცდილობდი გაჩერებას, ან უბრალოდ ამის მისთვის მოყოლას. რადგან ჩემს ირგვლივ ბიჭების იზოლირება მოვახდინე, ასე რომ ვთქვათ ხელთ მხოლოდ ილია შემხვდა, ჩემი ბავშვური გატაცება საბოლოოდ ჩამოყალიბდა და მივხვდი რომ მიყვარდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის არასოდეს შემომხედავდა სხვა თვალით, ეს მის ყოველ ქცევაში ჩანს, ყოველ შეხვედრაზე თითს ცხვირზე მკრავს და ყურს ისე მიწევს თითქოს პატარა მოურჯულებელი ბავშვი ვარ, რომელსაც დამცველი „ძმა“ სჭირდება. სიტუაციამ მაიძულა ჩუმად დავრჩენილიყავი და ჩემი გრძნობები ნელ-ნელა დამევიწყებინა. ახლა ვაცნობიერებ, რომ ჩემი ცხოვრება მართლა ნაგავია. არაფერში არ მიმართლებს და ჩემს თავზე გული ამერევა, თუ ჩემი უბედურების გამომჟღავნებას დავიწყებ, ვიტყვი თუ როგორ შემტკივა გული, როგორ მძულს ეს ყველაფერი ჩემს ირგვლივ და როგორ ვსახავ გაქცევის გეგმებს ჩემს თავში. ამიტომ - უბრალოდ ჩუმად ვარ, ვფიქრობ დარჩენილი ცხოვრება საკმარისი გახდება, რომ ჩემი უაზრო გრძნობებისა და ტკივილის შესახებ მოვყვე.
ხელები მიოფლიანდება და ვგრძნობ რამდენი ხანია ვარ მშვიდად. ყურისწამღებ სიჩუმეს ჩემი ფილტვების ამბოხება ანაცვლებს. ვგრძნობ, რომ ფილტვებში ჰაერი ამომეწურა. თვალთა გამოსახულებაში ნელ-ნელა ყველაფერი იწყებს გამოცოცხლებას, ჩემი დედინაცვლის ბაგეები ერთმანეთს შორდება და ცდილობს რაღაც ბგერა წარმოთქვას. მის გვერდით მჯდომი გურამი, იგივე, მკაცრი გამომეტყველებით მომშტერებია და ვგრძნობ რომ უკვე მოთმინების ფიალა აევსო. ამ ორი გამოსახულების უკან, ჩემს ძმას უცნაურ პოზაში ვლანდავ, მისი პირიდან გამომავალი წყლის შხეფები ძირსა და დივანზე ესხმება.
მივხვდი - რეალობაში ვბრუნდები. ჯერ ჩემს ხელებს ვუყურებ, მერე კი ფრთხილად ვიხედები ზევით. სასოწარკვეთილების ღიმილი ჩემს ბაგეებს წვავს და ვგრძნობ რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
-ლიკა.- ამბობენ ლიას ბაგეები ჩემი მიმართულებით და მისი ხელი ჩემს ნიკაპს მაღლა სწევს. -ვიცი, რომ ამის მოსმენა შენთვის ყველაზე დიდი დარტყმა იყო, გთხოვ, გვაპატიე.- მის სახეზე მართლაც ვამჩნევ სინანულის გრძნობას, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ იყო.
-ვიცი, შენთვის რთულია. ამ ასაკში ბევრი გეგმა და ოცნება ახასიათებთ ახალგაზრდებს, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს ეჩვევიან.- ბიძაჩემი ხმას არ იღებს, ვიცი მისი ერთი სიტყვა და უბრალოდ ყველაფერი გადაწყდება. ჩუმად ვარ, ვგრძნობ როგორ ქშინავს გურამ ელიავა. გამოსახულებები ოდნავ იწელება, მაგრამ ახლა ტირილის დრო არიყო, ისინი უკუვაგდე.
დაძაბულ იდილიას ბიძაჩემის ჩახველება არღვევს, ვხვდები რომ უკვე ლაპარაკს იწყებს და შიში უფრო მეტად მიტანს. -ლიკა. როგორც ლია ამბობს, მესმის შენი. ვიცი რამდენად რთულია ამის მოსმენა და გააზრება, რამდენად გაგიჭირდება ამ ყველაფრის მიღება, გათავისება და შეგუება - მაგრამ სხვა გზა არ არის. ეს შენც კარგად იცი, როცა საქმე ჩვენს კომპანიას ეხება, აქ ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ჩვენი წინაპრები იყვნენ და ახლა ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს.-
-როგორც იცი ჩვენი კომპანია ახლა თავის ყველაზე დიდ კრიზისს განიცდის, იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახი, ჩვენი მომავალი, და კომპანია გადარჩეს, აუცილებელია, რომ ავალიანებთან კონტრაქტი გავაფორმოთ, რაც ბევრ დროს არ გასტანს. ჩვენს საქმეში დიდ თანხას ჩადებენ, როგორც ფინანსური მხარე, ხოლო მიღებული შემოსავლიდან ისინიც მიიღებენ წილს. ეს აუცილებელი საქმეა ლიკა, თუ კონტრაქტი არ გაფორმდება, შემოსავალი არ გვექნება და კომპანიას სამუდამოდ დავკარგავთ. ამაზეა დამოკიდებული შენი ძმის მომავალი, შენი ოჯახის ოჯახის მომავალი.- ბოლო სიტყვებს მკაცრად მარცვლავს და ამის მოსმენაზე ტანში ჟრუანტელი მივლის. მინდება რომ ხმამაღლა ვიყვირო და მერე ვიოცნებო, რომ ოთახის რომელიმე კუთხიდან ვიღაც ვიდეო კამერით გამოხტება და მეტყვის „ ლიკა ნუ გეშინია, ეს ხომ უბრალოდ ფარული კამერა იყო.“
-ავალიანების ოჯახი ყველამ კარგად იცის თბილისსში, ტრადიციული, ქართული, მდიდარი ოჯახია.- ბიძაჩემი ამ სიტყვებს უემოციოდ ისვრის, მიკვირს, როგორ შეუძლია ასეთი იყოს.
- ისინი ამგვარ კონტრაქტზე ხელს ასე უბრალოდ არ აწერენ.- ამბობს ლია და სადაცაა მის თვალებს ცრემლი მოეკიდება. ხმა აშკარად შეეცვალა.
-ირაკლი ავალიანს ვესაუბრე. ორ კვირაში შენ და მისი ვაჟი სანდრო ავალიანი იქორწინებთ.- წარბშეუხრელად შემომცქერის. სამწუხაროდ ვერაფერს ვგრძნობ. ეს სიტყვები წუთების წინაც მოვისმინე, ამის გამო შეჩერდა ყველაფერი ჩემს ირგვლივ.
უკან ჩემს ძმას ვამჩნევ, რომელიც სასოწარკვეთილი სახით შემომცქერის და არიცის როგორი რეაქცია უნდა მიიღოს. თითქმის ჩემსავით. ჩემს ცხოვრებაში ახალი კანონი დააწესეს, -უნდა გავთხოვდე- ამის შესაჩერებლად კი ვერაფერს მოვიმოქმედებ. ჩემი ძმის მომავლის და ჩემი ოჯახის გამო. „ყველაფერი“
ყველაფერი უბრალოდ მენგრევა. ვცდილობ ვთქვა „არა“ მაგრამ ვერაფერს ვამბობ, ვიცი რომ არანაირი აზრი არ აქვს. ფეხზე ვდგები, სასოწარკვეთილ თვალებს ბიძაჩემს ვაშორებ და ოთახიდან ჩუმად გავდივარ. მალე ჩემი სხეული ნაწილებად დაიშლება.
კიბეებზე ასვლისას ილიას თვალები მახსენდება, ხელები, ჩვენი მეგობრობა და ჩემი სიყვარული.
თურმე ყველაფერი აბსურდია ირგვლივ და გული მერევა რომ ამ აბსურდის ნაწილი ვხდები. ჩემს წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონია და არც ჩემს სიყვარულს არ ჰქონია მნიშვნელობა. წინ ვიხედები რომ არ წავიქცე, მაგრამ აზრი არ აქვს. კიბეზე ვსრიალდები და მოაჯირს ვეჭიდები რომ შევჩერდე. ოთახის მეორე ბოლოში საათს მივშტერებივარ.
რეაქცია არ მაქვს.
მე უბრალოდ ჩუმად ვარ.



№1  offline წევრი მოცინარი










!!!!!!!!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent