შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვანაირი (2)


20-11-2017, 19:06
ავტორი Anuki Lemonjava
ნანახია 2 649

მანქანა ძალიან სწაფად მიდიოდა, თვალცრემლიანი ლუსი ფანჯრიდან იყურებოდა და ერთადერთი ვისზე ფიქრიც ახლა შეეძლო მამამისი იყო. ჯერ არც კი იცოდა რა მდგომარეობაში იყო მამამისი, თუმცა მისი დაკარგვის ფიქრით გამოწყეული ტკივილი განუზომელი იყო. საავადმყოფომდე მალე მივიდა, მანქანიდან გადმოვიდა და როცა პირდაპირ საავადმყოფოში შევიდა დედამისი შეეფეთა. მკაცრი გამომეტყველება შესცვლოდა, სახე არეოდა თუმცა მაინც არ ტიროდა გაშეშებული იყო და რაღაცნაიად გატეხილი.
-არ უნდა წამოსულიყავი. -მკაცრად უთხრა, თუმცა ხმაზე ეტობოდა, რომ ტირილს ძლივს იკავებდა.
-რას ამბობ დედა? რას ჰქვია არ წამოვსულიყავი? როგორაა მამა? რა დაემართა? - ლუსი უკვე ტიროდა, სასოწარკვეთაში იყო ჩავარდნილი.
-ცუდადაა, ძალიან ცუდადაა, მეტი არაფერი ვიცი. - მხოლოდ ეს თქვა, მიტრიალდა და სწრაფად წავიდა, რომ ლუსის მის თვალს მომდგარი ცრემლი არ დაენახა.
ლუსიმ იკითხა რომელი პალატა იყო, როცა პალატას მიუახლოვდა ბებია და ბაბუა დაინახა. მათ არც კი მისალმებია.
-მამა უნდა ვნახო - აკანკალებული ხმით თქვა.
-ლუსი, ახლა არა ცუდადაა. - უპასუხა ბებიამ.
-ლუსი დაბლა ჩავიდეთ შენთან სალაპარაკო გვაქვს. - უთხრა ბაბუამ.
-რა დროს ლაპარაკია! მამა უნდა ვნახო! - ლუსი მათ სიმშვიდეზე უფრო გაბრაზდა.
-ლუსი ახლა ვერ ნახავ მამაშენს, ცუდადაა და თუ გინდა რომ როცა ოდნავ უკეთესად მაონც იქნება, პირველი მის სანახავად შენ შეხვიდე ახლავე წმოგვყევი, მნიშვნელოვანი სალაპარაკო გვაქვს. - ბაბუას ხმის ტონი საერთოდ არ შესცვლია, ლუსი მიხვდა, რომ ვერაფერს გააწყობდა და დაემორჩილა მათ. სამივე დაბლა ჩავიდა.
-კიდევ რა მოხდა? იმასაც არ მეუბნებით მამაჩემს რა მოუვიდა და ახლა კიდევ სხვა ამბავია? - ლუსის ნამტირალევი და გასაცოდავებული ხმა ჰქონდა.
-მისმინე, მამაშენს ტვინის შერყევა აქვს, მძიმედაა, თუმცა ყველაფერს უკეთებენ და დარწმუნებული ვარ მალე კარგად იქნება. ეს ძალიან რთულია შენთვის, გვესმის, დედაშენიც ძალიან ცუდადაა, ლაპარაკის თავი საერთოდ არ აქვს, გვთხოვა ჩვენ დაგლაპარაკებოდით და შენთვის ის გვეთქვა რისი თქმაც თავად სურდა. - ძალიან ჩუმად და შეძლებისდაგვარად აუღელვებლად ლაპარაკობდა. ლუსი შეშფოთებული უსმენდა და ცრემლების საკუთარ გზას პოულობდნენ. ტირილისგან სახე დასველებოდა და ვერაფერს ამბობდა. ბაბუამ კი განაგრძო:
-გვინდა, რომ რამდენიმე ხნით ქალაქს განერიდო და დაისვენო ეს შენთვისვე იქნება უკეთესი, დარწმუნებული ვარ მამაშენიც ამ აზრზე იქნებოდა. გამოვნახეთ ადგილი სადაც უნდა წახვიდე. მამაშენის სოფელი, სადაც დედამისი ცხოვრობს, ქალაქიდან საკმაოდ შორსაა, ვიცი რომ მშვიდი ადგილია და აქაური სტრესისგან შორს ყოფნას შეძლებ. - ასევე აუღელვებლად დაამთავრა სიტყვა. თუმცა ლუსის უკვე ეტყობოდა სახეზე რომ ბაბუამისის არცერთ სიტყვას არ ეთანხმებოდა და არც დაეთანხმებოდა.
-რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ვერ ვხვდები, საერთოდ ვერაფერს ვერ ვხვდები, მამა ცუდადაა თქვენ კი გინდათ რომ აქაურობას გავეცალო, ის დავტოვო და თან ისეთ ადგილას წავიდე სადაც ალბათ საუკუნეა აღარ ვყოფილვარ და კიდევ ამბობთ რომ საუკეთესოდ დავისვენებ? რაღაც ისე არაა და მოვითხოვ ყველაფრის ახსნას! უფლება მაქვს ვიცოდე რა ხდება! - ლუსიმ წონასწორობა სრულია დაკარგა და უკვე შესამჩნევად ხმამაღლა ლაპრაკობდა, ისე რომ რამდენიმე ადამიანმა მათკენაც კი გაიხედა.
-ლუსი ახლა ურჩობის დრო არაა, დედაშენს არ უნდა რომ აქ იყვე, საკმაოდ რთული თვეების გადატანა მოუწევს და არ უნდა რომ ეს ყველაფერი შენც გადაიტანო და ჩვენი შვილის აზრს ჩვენც ვიზიარებთ. ახლა შენთვის აჯობებს რომ აქაურობას მოშორდე და იქ წახვიდე, დაგვიჯერე გთხოვ ლუსი.
-მე აქ უნდა ვიყო, მამაჩემს ვჭირდები. - ლუსის ხმა უკვე ადამიანის ხმას აღარ ჰგავდა.
-ლუსი მამაშენს აქ ყოფნით და ნერვიულობით ვერაფერს უშველი, უნდა წახვიდე. - ბაბუას ხმა უკვე მუდარას ამჟღავნებადა, თუმცა ლუსი არ ტყდებოდა.
-რატომ არ გესმით რომ არსად არ მინდა წასვლა! აქ უნდა ვიყო! აქ მჭირდება ყოფნა! გამიგეთ, გთხოვთ. - ყვიროდა, თუმცა ბოლო სიტყვები ვედრების ტონით თქვა. ნელ-ნელა თვალთ უბნელდებოდა და სულ ცოტა ხანში ისე დაეცა და გაითიშა, რომ ვერფერი იგრძნო.
როცა გაიღვიძა, საწოლში იწვა, თავის საწოლში და თავს ბაბუა და ბებია ადგნენ. როცა თვალი გაახილა, ორივემ შვებით ამოისუნთქა. ლუსის მომღიმარი სახეებით შეხედეს.
-მადლობა ღმერთს, რომ კარგად ხარ, აი სწორედ ამიტომ გვინდა შენი წასვლა, რომ ვიცით ყოველდღე საავადმყოფოში ივლი და კიდევ უარესად გახდები, უბრალოდ შენი კარგად ყოფნა გვინდა, გაგვიგე. - მზრუნველი ხმით უთხრა ბაბუამ.
-ბაბუა მესმის, უბრალოდ როცა მამა ცუდადაა მე სადღაც გადაკარგულ სოფელში ჯდომა და არაფრის კეთება არ შემიძლია. - ლუსის მისუსტებული და დაღლილი ხმა ჰქონდა.
-შენ აქ ყოფნითაც ვერაფერს გააკეთებ, მხოლოდ ნერვიულობას შემატებ საკუთარ თავს, ეს გაითვალისწინე - ბაბუას ხმა უკვე სასოწარკვეთილი იყო.
-უბრალოდ ამ ერთხელ დაგვიჯერე და წადი, გთხოვთ საყვარელო. - ლუსის ეს სიტყვა ეუცნაურა ბებიასგან, ის ასე თბილად არასდროს მიმართავდა, ისეთივე მკაცრი იყო როგორიც ლუსის დედა. ლუსი ამ საუბრიდან ერთ რაღაცას მიხვდა, როგორც ჩანდა, საქმე საერიოზულად იყო და ისინი ცდილობდნენ მისგან რაღაცების დამალვას. თუმცა სანამ ყველაფრის გარკვევას შეძლებდა, მათ უნდა დამორჩილებოდა და სოფელში უნდა წასულიყო. მამამისის სოფელი კარგად არ ახსოვდა, პატარაობის მერე იქ არ ყოფილა, მცირე ფრაგმენტები ახსოვდა სოფელთან დაკავშირებით, ახსოვდა რომ ძალიან ლამაზი ადგილი იყო. თუმცა ახლა ნაკლებად ანაღვლებდა სოფლის სილამაზე, მხოლოდ სიმართლის გაგება აინტერესებდა, და გეგმაც ჰქონდა როგორ უნდა მოქცეულიყო, ცოტა ხნის ჩაფიქრების შემდეგ ბებიას და ბაბუას უთხრა:
-ხვალ სოფელში მივდივარ..



მესამე თავიდან იწყება სწორედ ყველაზე საინტერესო ამბები❤️ იმედია მოგწონთ❤️ მესამე თავი ხვალ დაიდება❤️




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent