შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძინარე მზეთუნახავო, პრინცი მოვიდა! (4)


20-11-2017, 20:15
ავტორი Mtirala
ნანახია 2 219

***
-დე. - ვაჩე სახლში შევიდა, თუ არა, ეგრევე ლელას გასძახა. - დედა, დედიკო. სად ხარ?
-აქ ვარ, ვაჩ. - სიცილით გამოსძახა ქალმა შვილს.
-ნუ მეძახი ეგრე. - მოჩვენებითი სიბრაზით უთხრა დედას და მისაღებ ოთახში შევიდა, დედასთან და ელზასთან.
-ელ, იმეცადინე უკვე? - ჰკითხა მზრუნველი ხმით ვაჩემ დას.
-არდადაგები, ხომ არ გავიწყდება? - ირონიულად უპასუხა გოგომ.
-წესიერად მელაპარაკე და მათემატიკის დავალებები დაწერე, მერე წიგნი წაიკითხე. ერთი საათი მეცადინეობა არ გაწყენს. - მკაცრი ხმით უთხრა დას და დაუბღვირა. 10 წუთიანი წუწუნის შემდეგ ელზა მაინც ავიდა ოთახში.
-რა გჭირს, შენ? - დაუბღვირა დედამ.
-აბა, რას მეტლიკინება? - ვაჩემ მობეზრებული ხმით უპასუხა დედას და ტელევიზორის პულტს დაწვდა.
-რა გეშველებათ? ელზა მთელი დღე, ჯერ ოთოს ეჩხუბება, მერე შენ, მთელ დღეებს კინკლავში ატარებს. - ანერვიანებული ხმით უთხრა დედამ შვილს და თბილი თვალებით გახედა.
-გარდატეხის ასაკის ბრალია, ნუ ნერვიულობ. - ლელას დამშვიდებას შეუდგა. - არ გახსოვს, მე ასეთ ასაკში, როგორი ვიყავი? მთელი დღეები ვიკეტებოდი ოთახში და არ გამოვდიოდი. - თითქოს ქალი დამშვიდა. რამდენიმეწუთიერი დუმილის შემდეგ, ქალმა გაბედა და ვაჩეს უთხრა.
-არა, რაღაც სხვა ხდება... ვაჩე... იქნებ... იქნებ...
-დედა, რა იქნებ?
-იქნებ, ელზას... ოთო მოსწონს. - ვაჩეს გაოცებულ და დაბნეულ სახეს ყურადღება არ მიაქცია და ვაშლატამას ჭამა განაგრძო, თითქოს წამის წინ, ასეთი სისულელე არ დაებრიხვებინოს.
-დედა... -ამოიღლუღა ბიჭმა და ყბა დახურა.
მართლაც სისულე იყო... 0.01% არ იყო შანსი, რომ ელზას ოთო მოსწონებოდა, უბრალოდ ჩხუბობდნენ და დაძმურ სიყვარულს ასე გამოხატავდნენ... ჰო, ასე იყო, ასე... ან... არა, სისულელეა, ელზას ოთო არ მოსწონდა, დიახ, სისულელეა...

***
-ვახო ბიძია, რამე მოხდა? - შეშფოთებული სახით გახედა მამაკაცს ქრისტინამ, როცა ვახოს ძალაგამოცლილი სახე დაინახა.
-მოდი, საყვარელო, ჩამოჯექი. - დაუძლურებული ხმით უთხრა გოგონას და ხელი სავარძლისკენ გაიშვირა. მამაკაცს თვალები ჩაწითლებოდა, ცისფერი თვალები გაშავებოდა. თითქოს ამ ერთ საათში 10 წელი მოჰმატებოდა. ქრისტინა სავარძელში მძიმედ ჩაეშვა და მომლოდინე თვალებით მამაკაცს მიაშტერდა.
-ნინოს დავშორდი. - მძიმე ხვნეშა ამოაყოლა სიტყვებს და თავისუფლად გაიღიმა. მზერა არარსებულ სივრცეს გაუშტერა. ქრისტინას გაოცებული მზერა დააიგნორა და განაგრძო. - ვიცი, რომ დღეს კატუსასთან იყავი, ჩემს კატუსთან, ჩემს ულამაზეს კატოსთან. დღეიდან შეიგიძლია, როცა მოგინდება მაშინ მიხვიდე, მაგრამ მეც გამაფრთხილე, კარგი? ხვალ მინდა, რომ ვაჩეს შევხვდეთ და სამსახურიდან გავათავისუფლოთ. ჩვენ მოვუვლით, არ არის აუცილებელი ყოველი მეორე ადამიანი კატოს პალატაში იყოს.
-ხომ არ გაგიჟდი? - დაუყვირა ქრისტინამ. - ამ ორი კვირის განმავლობაში, იცი როგორ შეეჩვია ვაჩე კატოს? არ იცი. შეისისლხორცა, მისი ცხოვრების ნაწილი გახადა. არ გაქვს უფლება ვაჩე კატოს ჩამოაშორო, გასაგებია? არ გაქვს. - მთელ ხმაზე ყვიროდა გოგონა და არ აღელვებდა, რომ მის წინ მასზე უფროსი ადამიანი იდგა. - როცა გინდა მაშინ წავიდეთ, ოღონდ არ ჩამოაშორო, რა, გემუდარები. - მუხლებზე დაეშვა და საზარელი ხმა ამოუშვა ყელიდან. სასტიკად დატანჯულიყო ასეთი ახალგაზრდა გოგონა, ჯერ არაბიოლოგიური ძმა გარდაეცვალა, მერე საუკეთესო მეგობარი კომაში ჩაუვარდა. მარტო დარჩა, სრულიად მარტო, აღარავინ ჰყავდა, აღარავინ....
ვაჩემ კი მასზე შთამბეჭდავი შთაბეჭდილება მოახდინა. უცნობი ბიჭი, ასე უვლიდა, მისთვის უცნობ გოგონას და თავის დასაც კი აცნობდა. ტირილი აუვარდა, მალევე ისტერიკაში გადაეზარდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი, დივანზე მოკუნტული სლუკუნებდა. ვახო მასთან მივიდა, დივანზე ჩამოჯდა და თმებზე ხელი გადაუსვა. სლუკუნი მალევე მიყუჩდა.
-გპირდები, არ დავაშორებ კატოს და ვაჩეს ერთმანეთს... გპირდები, საყვარელო, გპირდები. - ჩურჩულებდა ვახო და ხელის მოძრაობას აგრძელებდა, ქრისტინას მალევე ჩაეძინა.

***
-ბექა, შეიძლება ვილაპარაკოთ? - ჰკითხა ელზამ დივანზე მჯდომ ბექას, ოთოს და ვაჩეს კი უხერხულად გაუღიმა.
-კი, რა თქმა უნდა. - ღიმილით წამოდგა და ელზას ოთახში აჰყვა. ცნობისმოყვარე თვალებით შეხედა გოგონას და უცნაურად გაუღიმა.
-მოკლედ, ბექა. - დაიწყო უხერხულად და იქვე აიწურა. - დღეს დედაჩემის და ვაჩეს ლაპარაკი გავიგონე, შემთხვევით. - თითი მაღლა აწია და გაიმეორა, სულ შემთხვევითო და გადაიკისკისა. მალევე დასერიოზულდა და განაგრძო. - გავიგონე, როგორ ლაპარაკობდნენ ჩემზე და ოთოზე, ერთმანეთი მოსწონთო. -ლოყები საგრძნობლად აუხურდა და უხერხულად შეიშმუშნა. ბექას სიცილზე კიდევ უფრო აიწურა. - უფროსწორად, ელზას მოსწონს ოთოო.
-ვაიმე, ცუდად ვარ. - მუცლის ატკიებამდე და ცრემლების დაღვრამდე იცინა ბექამ. ელზა დაბღვერილი უყურებდა და ცოტა აკლდა არ ატირებულიყო. ბექამ მალევე შენიშნა გოგონას თვალზე აკაიფებული ცრემლი და მაშინათვე დასერიოზულდა. -ჩემო ლამაზო გოგო'ვ, არ იტირო, რა. - ხელები მოხვია და საწოლზე ჩამოაჯინა, თვითონაც გვერდით მიუჯდა.
-ხომ იცი, რომ სხვას ვერავის ვეტყოდი? დედა ტვინს შემიჭამდა მართლა მოგწონსო, ვაჩე გამომლანძღავდა სხვის ლაპარაკს რატომ უსმენო, ხოლო ოთოს სიყვარულს ხომ არ ავუხსნიდი? შენღა დამრჩი იმედად, ბექა. - ამოიტირა პატარა ქალმა და ბექას მიეკრო. ორწუთიანი ტირილის შემდეგ, ბექამ იხუმრა მაისური სულ დამისველდაო. გადაიკისკისა ელზამ და ცრემლები მოიშორა.
-იცი, როგორ გამიხარდა, რომ მითხარი? ახლა უკვე ვიცი, რომ ჩემი გჯერა და მე მენდობი. მადლობა, ამისთვის. მაგრამ შენი მოწონება თუ სიყვარული, ჩემი აზრით, უბრალოდ ბავშური გატაცებაა. ალბათ, მალევე გაგივლის. არამგონია ოთომ, როგორც ქალს ისე შემოგხედოს, ჯერ ბავშვი ხარ. ცუდად არ გამიგო. ხომ იცი, რომ მიყვარხარ?- თბილი ხმით უთხრა ელზას და ხვეულ თმაზე ხელი გადაუსვა. - მიდი, მოწესრიგდი, მე და შენ სასეირონდ მივდივართ. - მხირულად გასძახა და კარი გაიხურა.

***
-ნეტა, რაზე ლაპარაკობენ ამდენი ხანი? - სხვათაშორისად იკითხა ოთომ და ლუდი მიიყუდა.
-რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ვაჩემ და უცნაურად გაიღიმა. ოთახში მალევე შემოვიდა ბექა და იქ მყოფებს გაუღიმა.
-მე და ელზა სასეირნოდ მივდივართ.
-მზად ვარ. - ელზას ხმა მალევე გაიგეს ბიჭებმა. ყველამ მას გახედა.
-ელზა, შენ რა ტიროდი? - გაოცებული ხმით შეჰყვირა ოთომ, როდესაც გოგონას ჩაწითლებული თვალები დაინახა.
-არაფერია, ჩვენ წავედით. - თავი მალევე დაიძვრინა ბექამ და ელზასთან ერთად სახლიდან გავიდა. იქ კი შეშფოთებული ბიჭები დატოვა.
-შენს დას პრობლემები აქვს? - იჭვნეულად იკითხა ოთომ და თვალი სივრცეს გაუშტერა.
-არ ვიცი და ნუ მაბნევ, ისედაც უკვე ვეჭვიანობ ბექას, რომ უთხრა თავისი პრობლემების შესახებ და მე არა. - ხელი ჰკრა მაგიდას და თავისავე საქციელზე გაეღიმა.
-ნეტა, რა ხდება? ჩემს მწარე კომენტარებზეც კი დუმს. რა ხდება, ელზას თავს, ვაჩე? - გაცხარებულმა ჩაცალა ერთი ქილა ლუდი და მაგიდას დაახეთქა.
-არ ვიცი, ჩემო ოთო, არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა და ოთახი დატოვა. მალევე გამოაღო გასასვლელი კარი და მასთან წავიდა.

***
საავადმყოფოს მისაღებში მოლაპარაკე ნუნუს და ერთ-ერთ ექთანს მიესალმა ვაჩე და კატოს პალატისკენ აიღო გეზი.
-ჩვენს მძინარე მზეთუნახავს, პრინცმა მოაკითხა. - გაიცინა ნუნუმ.
- ახლა აკოცებს და გაიღვიძებს, ჩევნი კატო. - თბილი ხმით განაგრძო ექთანმა და პალატის კარს თვალი გაუშტერა.
-ეჰ, ნეტავ ყველაფერი ასეთი მარტივი იყოს, როგორც ზღაპრებშია. - სევდიანმა უპასუხა ნუნუმ და თავი ჩახარა.

***
ვაჩე, როგორც ყოველთვის თვალს არ აშორებდა გოგონას. ოთახში "I will return"ის ჰანგები ჟღერდა. ბიჭმა თვალი გააპარა ბლოკნოტებისკენ, მაგრამ მზერა ისევ გოგონასკენ გადმოიტანა. ვაჩე სიმღერას ჩურჩულით აჰყვა:
"I will return, don't you ever hang your head.
I will return, in ever song at each sunset."
გულმა მაინც ვერ გაუძლო, ვარდისფერ, გახეხილ ბლოკნოტს დაწვდა, ხელი გადაუსვა და გადაშალა.

"დასაფლავების დღე... ყველაზე მძიმე და ყველაზე უგრძნობი. მასთან ერთად მინდოდა ვწოლილიყავი და მასთან ერთად მინდოდა გამცივებოდა სხეული. როგორ არ ჩავყევი, მიკვირს... ვტიროდი, სუნთქვა მეკვრობდა და ყველაზე უბედური ვიყავი. ყველაზე ნათელი წერტილი, ჩემი ბიოლოგიური ძმა, ჩემი ტყუპისცალი, ჩემი გიორგი დავკარგე. ამბობენ, ტყუპის დაკარგვას ყველაზე მეტად განიცდიანო, მართალია, ყველაზე მეტად მტკიოდა და ყველაზე მეტად მინდოდა სიკვდილი. მინდოდა? მე მოვკვდი, იმ დღესვე მოვკვდი... მე აღარ ვცოცხლობ, უბრალობ ვცხოვრობ..."

ვაჩე შოკში იყო, თვალები ჩასწითლებოდა. ცუდად გახდა, უჰაერობა იგრძნო. შეისისლხორცა კატო, ვეღარასდროს დატოვებდა, ამ ლამაზ ქალბატონს, გული უკვდებოდა, როცა გაიფიქრებდა, რომ შეიძლება კატოს სუნთქვა შეეწყვიტა და მისი თბილი სხეული გაციებულიყო. გული შეეკუმშა, ხელი ჩაჰკიდა და მისი მხურვალე ტუჩები გოგონას ხელს შეახო.
ისევ ის და კატო...
ისევ ვაჩე და კატო...
ისევ მთვარე...
ვარსკვლავები...
და ისევ "I will return"...
ისევ რომანტიკა... და...
და...
და ალბათ სიყვარული...
დიახ, მთელ პალატაში სიყვარულის სურნელი იფრქვეოდა...


ძალიან მნიშვნელოვანი თავია, ჩემთვის.
მინდა თქვენი აზრიც მოვისმინო.
წინა თავის კომენტარებზე გავგიჟდი, ისე გამიხარდა.
მადლობა თქვენ ამისთვის.
მიყვრხართ.



№1  offline წევრი ფერადიი...

პირველი ვარ პირველიოოოო

აუუუ კატოსი იცი როგორ მესმის
აუუუუუუ რატო მატირებთ უხ?
ეხ მეც მენატრება....
ძალზედ ძალზედ კარგია საყვარელო
ველი შემდეგს

 


№2  offline წევრი Mtirala

ფერადიი...
პირველი ვარ პირველიოოოო

აუუუ კატოსი იცი როგორ მესმის
აუუუუუუ რატო მატირებთ უხ?
ეხ მეც მენატრება....
ძალზედ ძალზედ კარგია საყვარელო
ველი შემდეგს

ბოდიში, მგონი შენთვის ყველაზე მტკივნეული უნდა იყოს...
მადლობა ძალიან დიდი,
ყველფრისთვის.
მადლობა, რომ გვერდში მიდგახარ
და მადლობა, რომ
ასე ელოდები.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№3  offline წევრი kaisha13

მართლა ძალიან კარგი თავი იყო ჩემო საყვარელო,ძალიან მომეწონა ელზა და ოთოს ასე ჩართვაც ახლა ვეღარ ვფიქრობ მათ გამო უფრო დაველოდები შემდეგ თავს თუ ვაჩეს და კატოს გამო,მომეწონა რო ასე გაამრავალფეროვნე და მხოლოდ ერთ წყვილს არ გაგვაყოლე მთელი ისტორია,ეს ბექაც რა საყვარელია,იმედია ახალ თავს დღეს დადებ ;) :*

 


№4  offline წევრი ))♡

Mal-male ra tore ukve lomka maq asjer shemivdicar sanaxavadn
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№5  offline წევრი Mtirala

kaisha13
მართლა ძალიან კარგი თავი იყო ჩემო საყვარელო,ძალიან მომეწონა ელზა და ოთოს ასე ჩართვაც ახლა ვეღარ ვფიქრობ მათ გამო უფრო დაველოდები შემდეგ თავს თუ ვაჩეს და კატოს გამო,მომეწონა რო ასე გაამრავალფეროვნე და მხოლოდ ერთ წყვილს არ გაგვაყოლე მთელი ისტორია,ეს ბექაც რა საყვარელია,იმედია ახალ თავს დღეს დადებ ;) :*

აუ, რა ვქნა?
ისე გამაბედნიერე, ვერც კი წარმოიდგენ.
არა მარტო ოთო და ელზა, არამედ კიდევ სხვებიც იქნებიან,
ოღონდ ეგ მოგვიანებით :))
როგორ მოვახერხებ ახალი თავის დადებას არ ვიცი,
მაგრამ, ვეცდები არ დავაგვიანო.
მადლობა ძლიან დიდი


))♡
Mal-male ra tore ukve lomka maq asjer shemivdicar sanaxavadn

ვაიმეეე,
ვიტირებ, ახლა.
ძალიან დიდი მადლობა...
როგორც შემიძლია ისე ვდებ,
იმედია გამიგებთ.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვაიჰ როგორ მიყვააარს .... ცუდად არ დათავრო გთხოვ რა და იმედია აღარ შეწყვეტ.. ძალიან მიყვარს ეს ისტორია და იმედია ცუდად არ დასრულდება ♡♡♡

 


№7  offline წევრი Mtirala

ანი ანი
ვაიჰ როგორ მიყვააარს .... ცუდად არ დათავრო გთხოვ რა და იმედია აღარ შეწყვეტ.. ძალიან მიყვარს ეს ისტორია და იმედია ცუდად არ დასრულდება ♡♡♡

არ ვიცი, როგორ იქნება...
არც მე მინდა ცუდად დასრულდეს,
მაგრამ არ ვიცი...
შენ კი მადლობა იმისთვის, რომ გვერდში მიდგახარ
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent