"ილიანი" (თავი 11)
-ჩვენი ბრალია თავიდანვე უნდა გვეთქვა. -არა პატარა რამნიშვნელობა აქვს როდის ვიტყოდით, ანა პირველი დაინიშნა და მას მერე სულ იმას ამბობდნენ როგორც კი თორნიკე ჩამოვაო, ამიტომ უფლება არ გვაქ ჩავუშალოთ, რა პრობლემაა ცოტა ხნით გადავდოთ ჩვენი და როგორც კი ოდნავ ჩაწყნარდება სიტუაცია მოვილაპარაკოთ და ახალი თარიღი დავთქვათ_გავუღიმე და ტკბილ ტუჩებს ვეამბორე, მივხვდი ეწყინა თუმცა არ გაბრაზებულა, ან რატომ უნდა გაბრაზებულიყო დანიშნულები ვიყავით, ჩემი საქმრო ერქვა, ერთად ვიყავით და მთავარია ერთმანეთი გვიყვარდა. სხვას ყველაფერს მოვაგვარებდით, რა თქმა უნდა ერთად. ანას ქორწილისთვის მზადება დავიწყეთ, ჯერ გიორგის საყიდლები მოვილიე, რომ ჩემთვის და ანასთვის მეტი დრო დამეთმო, არცერთი კაბის მოსინჯვა არ გამომიტოვებია, მოდელიც ერთად ავარჩიეთ, ვარცხნილობასაც და მაკიაჟსაც იკვე აკეთებდნენ ამიტომ სხვაგან ძებნა აღარ დაგვიწყია და ყველაფერი იქვე შევარჩიეთ, ბინის რემონტშიც ერთად ვიყავით ყველა ჩართული, ერთ დღეს თუ შპალერს ჩამოვხევდით, მეორე დღეს ახალს ვაკრავდით, საძინებლის საღებავის ფერიც ექსპერიმენტის წყალობით მივიღეთ და ისიც ჩვენვე შევღებეთ, კარგადაც ვერთობოდით და მათაც ვეხმარბოდით თავიანთი ბუდის მოწყობაში. ასე გართობა-სიცილსა და საქმის კეთებაში 25 დეკემბერიც მოვიდა. დილით 6 საათზე წავედით სალონში, ბევრი დრო გვინდოდა, რადგან ანა, მე ნათია და ანას მეჯვარეც ერთად ვიკეთებდით ვარცხნილობასაც და მაკიაჟსაც, 11 სრულდებოდა ანა კაბის ჩასაცმელად რომ გავიდა, 12ზე სახლშიც მივაღწიეთ და გამზადებულ ანას შემოეხვია მთელი სანათესაო ვინც უკვე მოსული დაგვხვდა და მე კივილით გამატარეს მაგვიანდება კაბა არ ჩამიცვამსთქო. გიორგიც უკვე მელოდა, საშინლად სიმპატიურად გამოიყურებოდა, წვერ გაპარსული სულ სხვა ადამიანი იყო, კლასიკურ ლურჯ პერანგსა და შავ შარვალში გამოწყობილი, როცა ვუყურებდი მეამაყებოდა, რომ ჩემი საქმრო იყო. მასაც ზუსტად იგივე მზერა ჰქონდა ჩემს დანახვაზე როგორიც წუთის წინ მეც, წითელი, ზურგ ამოჭრილი სქელი ატლასის კაბა მეცვა, ზურგზე დიდი წითელი ბანტით და მუხლამდე ოდნავ გაშლილი მართლაც მიხდებოდა. შავი მაღლები შევუხამე ბრჭყვიალა კლასიკურ ჩანთას და მეც სტუმრებთან გავედი. გიორგის დიდხანს მარტო ვერ დავტოვებდი, დღეს ჩემს მთელ სანათესაოს გაიცნობდა და ცოტათი ნერვიულობდა. ჯვრისწერამ კარგად ჩაიარა, მე ჩემი თავი კერძო ფოტოგრაფად დავაყენე და ვცდილობდი ყველა მომენტი გადამეღო, ვაი და ფოტოგრაფს რამე გამორჩენოდა, გიორგიმ დამცინოდა და ფოტოგრაფად ქცევის შანს არ მაძლევდა. ერთად კარგ დროს ვატარებდით, ვგრძნობდი როგორი ბედნიერი ვიყავი რომ ვიპოვე, ჯვრისწერის დროს როცა ჩემს და და სიძეს თავზე გვირგვინები დაადგეს, ხელი წელზე ჩუმად შემომხვია ოდნავ მიმიკრა და გაბრწყინებული თვალებით დამხედა: -ერთი სული მაქვს როცა თეთრ კაბაში გნახავ, ხელს მოგკიდებ და აღარასოდეს გაგიშვებ, ჩემთან წამოგიყვან და ცხოვრების ბოლომდე გვერდით დაგიყენებ, ყოველ წუთს ვეცდები გაგაბედნიერო მარტო იმიტომ, რომ აი სწორედ ასეთი თვალებით მიყურებდე მთელი ცხოვრება, ოღონდ აი ამ ცრემლის გარეშე_ და ცრემლი მომწმინდა, ვერც მივხვდი რომ ვტიროდი, უბრალოდ ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი ასეთ დროს, ასეთ სიტყვებზე რა პასუხი უნდა გამეცა, ამიტომ უბრალოდ თავი მივადე და ვუჩურჩულე: -გმადლობ, რომ არსებობ. საღამომ მხიარულად ჩაიარა, რაცარუნდა გასაკვირი იყოს თაიგულა მე მხვდა წილად, გამეცინა და გიორგის გავხედე ტაშს მიკრავდა და მიცინოდა, როცა ისევ გვერდით მივუჯექი ამჯერად თაიგულით მიჩურჩულა ისევ ეს თუ გვიშველის თორემ დავრჩებით ასეო. კარგად გავერთეთ, ბევრი ვიცეკვეთ, ნათესავებსაც ბევრი ვეფერე აჭარულზე და რაჭულზე ფეხშიშველმაც ვიცეკვე და ბოლოს ნელი სიმღერაც გაისმა. გიორგის ხელი დავავლე და საცეკვაოდ გავიყვანე, ცეკვა არუყვარდა, თუმცა ჩემთან ერთად ცეკვაზე უარს არიტყოდა და ნელა რხევაც დავიწყეთ, ბოლოს გავთამამდით და სიცილით ის ილეთებიც კი გავიმეორეთ კინოებში რომ გვქონდა ნანახი, ბედნიერად ვიცინოდით და დატრიალების შემდეგ მის მკლავზე გადაწვენაც მომწონდა ერთი ასეთი შესრულების დროს დედაჩემის ცრემლიანი თვალები, რომ მომხვდა თვალში გაოცებული გავხედე. დედაც და მამაც გვერდიგვერდ იდგნენ, დედა ჯერ ანას უყურებდა, მან ხომ რამდენიმე საათის წინ საკუთარი შვილი გაათხოვა, რომელსაც ვეღას აკოცებდა ყოველ საღამოს შუბლზე და ტკბილ ძილს უსურვებდა, დაურეკავდა შესახვევთან დამხვდიო როცა მძიმე ჩანთებით მოდიოდა ბაზრიდან, ვეღარ თხოვდა დახმარებას საოჯახო საქმეებში, მას ახლა საკუთარი ოჯახი ყავდა მოსავლელი და ქმარი, რომელთანაც იცხოვრებდა, ბედნიერი იქნებოდა და უკვე მასთან ერთად გაატარებდა საღამოებს. შემდეგ მე გადმომხედეს, დედას გაეღიმა, როდესაც დამინახა როგორი ბედნიერი სახით ვიყავი გიორგიზე აკრული და ისიც ხელს არ მიშვებდა. მამამ ვეღარ მოითმინა, ჩვენსკენ წამოვიდა, ხელი მომხვია და თაზე მაკოცა, გიორგის კი ბეჭებზე დაარტყა ხელი და ყურში უჩურჩულა თვალის ჩინივით გაუფრთხიოლდიო. რაც ჩემი ავადმყოფობის გამო ჩემმა ოჯახმა გადაიტანა, არიყო იოლად დასავიწყებელი, მახსოვს როგორ ამბობდა მამაჩემი იმ მომენტში მივხვდი რას ნიშნავს სისხლის გაყინვა ძარღვებშიო, მახსოვს როგორ მაშინვე დაიწყო ჩემმა დამ საბუთების შეგროვება რომ მაშინვე გამოფრენილიყო, ისიც მახსოვს როგორ უმალავდნენ დედაჩემს ჩემ ამბავს 2 კვირა და ატყუებდნენ ოპერაციის შემდეგ აკონტროლებენ და მიტო წევს საავადმყოფოშიო. ანა მიყვებოდა როგორ დაიწყო ერთ დღეს დედაჩემმა კივილი გამაგებინეთ რა ჭირს ჩემს შვილს ასე მუმიებივით რომ დადიხართო და როგორ ჩაკეცილა სიმართლის მოსმენის შემდეგ. ვერავინ მიხვდება რა რთული იყო მათთვის სკაიპის თვალით ეყურებინათ როგორ ებრძოდა მათი შვილი სიმსივნეს, როგორ იკეთებდა ქიმიის ერთ-ერთ პრეპარატს დიდი ნემსით და როგორ უსმენდნენ კიდევ ჩემს დამამშვიდებელ სიტყვებს, რომ კარგად ვიყავი და არაფერი მიჭირდა, უაზროდ ვიცინოდი და მათ გამხიარულებას ვცდილობდი, სინამდვილეში ყოველ სამზარეულოში გასვლაზე გული მიკვდებოდა, რადგან განყოფილებაში ყველაზე ახალგაზრდა და „ჯამრთელი“ პაციენტი ვიყავი. ექიმებსა და ექთნებს ჩემს ოთახში ჯდომა უყვარდათ და ისე დამიახლოვდნენ ოთახის მეზობლებსაც კი ისე მირჩევდნენ რომარ გამჭივებოდა. სულ ვუცინოდი, ჩემი ცრემლი არასდროს ენახათ და უყვარდათ სამუშაოდან გადაღლილი ჩემს ოთახში რომ დაისვენებდნენ და სახალისო ამბებს ისმენდნენ, ეს ჩემთვისაც კარგი იყო, გერმანულსაც ვიუმჯობესებდი და განწყობასაც ვიმაღლებდი. გერმანულად ის გავითავისე სამედიცინო ტერმინები, მაწვალებდნენ კიდეც დარჩი ჩვენთან ექთნად დაგვეხმარებიო, თუმცა ქიმიის დასრულებისთანავე ექიმის მოთხოვნა არ გავითვალისწინე და თვითმფრინავის ბილეთი ვიყიდე. მკურნალი ექიმი მიმტკიცებდა 1 კვირის დამთავრებული გაქვს ქიმია და არვიცი წნევის ცვალობადება გულზე როგორ იმოქმედებს შეიძლება ცოცხალი ვერც გადარჩეო, მაგრამ იმდენად ვიყავი გადაღლილი და მშობლების ჩახუტება იმდენად მჭირდებოდა არავის მოვუსმინე და ბედად გდავრჩი. ვხედავდი ჩემი მიზეზით გატანჯულ მშობლებს, რომლებიც აცრემლებული, თუმცა ბედნიერი თვალებით მიყურებდნენ და ხვდებოდნენ, რომ გამიმართლა, ჩემი წინასწარმეტყველება ოჯახს ვერასდროს შევქმნითქო არ ახდა და ვიპოვე ადამიანი, რომელსაც სწორედ ისეთი ვუყვარდი და ვჭირდებოდი როგორიც ვიყავი. ყოველგვარი ტყუილისა და გამონაკლისის გარეშე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.