შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური (თავი 2)


22-11-2017, 16:59
ავტორი ბუტია
ნანახია 1 086

უკვე დილის რვა საათია ,როგორც ყიველთვის იგი დედას მხიარული შეძახილით დაიწყო " ჯონათან გაიღვიძე ?! არ დაგაგვიანდეს! " და მეც ზანტად ავდექი ტელეფონი შევამოწმე ,შეტყობინებები არ იყო მოსული მერე საათს დავხედე ვფიქრობ მომზადებას მოვასწრებ . ჯერ აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე ,კბილები გავიხეხე ,სახე დავიბანე მერე ჩავიცვი ჩანთა მოვიკიდე და დაბლა სართულზე ჩავედი , დედამ სასაუზმოდ მიმიწვია თუმცა მე მხოლოდ ლანჩი ავიღე მერე ყურსასმენები გავიკეთე და ტელეფონში მუსიკები ჩავრთე ახლა მზადვარ სკოლაში წასასვლელად . სკოლამდე მისასვლელად 10-15 წუთია საჭირო ,გზად ჩვენს გვერძე სახლში ახალგადმოსულები დავინახე ,რამოდენიმე დღის წინ გადმოვიდნენ ცოლ-ქმარი და ორი გოგონა ერთი ჩემი ასაკის მეორე 13-14 წლის იქნებოდა მათ არ ვიცნობდი თუმცა კარგი ოჯახი ჩანდა. გზა გავაგრძელე. სკოლამდეც მივაღწიე ,ოჰ არა გაკვეთილის ზარის დარეკვამდე ორი წუთი დარჩა ზურგჩანთას მაგრად ჩავებღაუჭე და გავიქეცი პირველი ინგლისური გვაქვს, დავალებად თემა გვქონდა დასაწერი თინეიჯერებზე. სერიოზულად ?! თემა თინეიჯერებზე რომელიც 30 თინეიჯერს უნდა წავუკითხო?! არაა ხელს ნამდვილად არ ავიწევ.
კლასში შევედი, მასწავლებლის შესვლამდე მოვასწარი ეს უკვე კარგია ადგილი დავიკავე ჩემს გვერდით მუდამ ცარიელ სკამს გავხედე მერე მასზე ჩემი ჩანთა დავდე და საჭირო ნივთები ამოვალაგე.გაკვეთილიც დაიწყო ,ძირითადად დავალებებს გოგონები კითხულობდნენ რათქმაუნდა ბიჭებისთვის ეს ხომ კარგი საღადაო თემაა ბეჯითი გოგოები კი ამას სერიოზულად ეკიდებიან საკუთარ პრობლემებზე წერენ და მთელი კლასის წინაშე კითხულობენ , საიდან ასეთი თავდაჯერებულობა?! მაგრამ ისინი ხომ გოგოები არიან.როგორც იქნა გაკვეთილი დამთავრდა და შესვენება დაიწყო ამდროს დიდი დომხალია ასერომ მე პირდაპირ მათემატიკის კაბინეტისკენ გავეშურე,მთელი გაკვეთილი სანახევროდ მეძინა და ვერაფერი გავიგე.მთელმა დღემ უაზროდ ჩაიარა მოსაყოლი არაფერი მომხდარა . სახლში დავბრუნდი და Facebook ში შევირბინე ,იქაც არაფერი ხდებოდა . ახლა რა ვქნა ?! ჯერ ვიმეცადინებ შემდეგ წიგნს წავიკითხავ ,ხო ისე "80 000 კილომეტრი წყალქვეშ " ს ვკითხულობ ვიცი ეს ბავშვური წიგნია მაგრამ ჯერ ახლა დავინტერესდი კითხვით და ვფიქრობ შედარებით მსუბუქი წიგნებით დავიწყებ,სიმართლე გითხრათ ძალიან მომწონს კაპიტანი ნემო ისეთი იდუმალია რამდენი რამ არის ბურუსით მოცული და რა ძნელია იცხოვრო წყალქვეშა ხომალდში ნახო ამდენი საოცრება და მის კაპიტანზე არაფერი იცოდე ...
უკვე დაღამდა ახლა უნდა დავწვე და ხვალ ბენთან ერთად სკოლაში წავიდე კარგად ...
^^^^^^^^^^^^^^^^^^^
ვიცი ეს თავი პატარაა თუმცა მთავარი შემდეგგ იწყება ^^



№1  offline წევრი mathilda.rezakova

ძალიანნ საყვარლლობაა heart_eyes

 


№2  offline წევრი ბუტია

mathilda.rezakova
ძალიანნ საყვარლლობაა heart_eyes

მადლობა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent