შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭის პატარა გოგო (12 თავი)


22-11-2017, 21:58
ავტორი niakonia6
ნანახია 6 237

12 თავი

დილით სიცივის შეგრძნებამ გამაღვიძა და როცა ნელნელა გამოფხიზლება დავიწყე შევამჩნიე რომ ფანჯარა ღამე ღია დამრჩენია.
შესანიშნავია! ამ ყველაფერთან ერთად გაციებაღა მაკლდა.
როცა თბილად ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი თვალები გამიფართოვდა ჩემი ძმა რომ დავინახე ვაშლით ხელში
- პირველად ვხედავ ჩემზე ადრე რომ გაიღვიძე
სწრაფად მივაყარე სანდროს.
სანდროს ჩემზე ადრე ცხოვრებაში არასდროს გაუღვიძია.
როცა პატარები ვიყავით სანდროს სკოლაში წასასვლელადაც კი მე ვაღვიძებდი ხოლმე
- ვერ დავიძინე. წამო სკოლაში მიგიყვან
თქვა სანდრომ მოწყენილად და გასასვლელისკენ წავიდა. თან კურტკას იცვამდა

მანქანაში არცერთი ხმას არ ვიღებდით. სანდროს რაღაც სიმღერა ჰქონდა ჩართული რომელიც საერთოდ არ უხდებოდა ჩვენ სიტუაციას
უკვე მანქანიდან გადმოვდიოდი როცა სანდრომ ხელით გამაჩერა
- ნიაკო, უნდა იცოდე რომ ამ ყველაფერს რაღაც მიზეზის გამო ვაკეთებ. ამ ბრძოლას იმიტომ დავთანხმდი რომ ზუსტად ვიცი მეორედ აღარ წავაგებ იმ ნაძირალასთან. შენ უბრალოდ მენდე, შენ ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს სანამ ცოცხალი ვარ
მითხრა სანდრომ და შუბლზე მაკოცა.
ეს სიტყვები მისგან ნამდვილად მჭირდებოდა, ახლა უკვე ყველაფერი ვაპატიე სანდროს და მხოლოდ ისღა დამრჩენია დავუჯერო მის სიტყვებს.

უკვე სკოლას ვუახლოვდებოდი როცა ტელეფონზე მესიჯი მომივიდა
“სკოლის უკან რო სკვერია იქ გელოდები, ანა ვარ"
საინტერესოა რა უნდოდა ანას, სულ ცოტა ხნის წინ ველაპარაკე ტელეფონზე, თან სხვისი ნომრიდან რატომ მწერდა?
სკვერში მივედი და ანას ძებნა დავიწყე, უკვე უკან დაბრუნებას ვაპირებდი როცა შევტრიალდი და რაღაცას დავეჯახე, წავიქცეოდი ვიღაცის ძლიერ სხეულს რომ არ დავეჭირე.
ზევით ავიხედე და მომღიმარი დემეტრე დავინახე.
ღმერთო, ეს ბიჭი დილით უფრო სიმპათიური და საყვარელი რატო არი?
- დ-დემეტრე.. აქ რას აკეთებ?
ვუთხარი და სახის გამომეტყველება ეგრევე შემეცვალა დემეტრეს საქციელი რომ გამახსენდა
- უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა
თქვა დემეტრემ და ხელები გაშალა ჩემთან ჩასახუტებლად, მე კიდე რათქმაუნდა უკან გავიწიე.
- გაბრაზებული ხარ?
მკითხა მან და უცოდველი სახით ამომხედა, თითქოსდა არ ახსოვს გუშინ რა მომხდარიყო
- თავი გამანებე დემეტრე, შენ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს
ვუთხარი წყნარი ხმით და მისი გვერდით ავლა ვცადე, მაგრამ მკლავში ხელი ჩამავლო და გამაჩერა
- პატარა, ნუთუ ამაზე გაბრაზებული ხარ? შენმა ძმამ მადლობა უნდა თქვას იქიდან უვნებელი რომ წავიდა, ჩვენ ტერიტორიაზე შემოჭრას ეხუმრება ეგ?
ჩაილაპარაკა დემეტრემ და თან თვალებში მაშტერდებოდა, ღმერთო არ შემიძლია მისი სიძულვილი როცა ესეთი თვალებით მიყურებს
- უნდა წავიდე, ისედაც დამაგვიანდა უკვე
ვცადე მისი ხელიდან განვთავისუფლებულიყავი, მაგრამ უშედეგოდ
- პატარა, შენ გამო ესე ადრე გავიღვიძე და შენ ჩემთან ერთად ყოფნას სკოლაში ყოფნა ამჯობინე?
თქვა დემეტრემ და ღიმილით შემომხედა
- დემეტრე, წუხელ შენ ჩემ ძმას ემუქრებოდი და მასთან ჩხუბს აპირებდი. მე შენ გენდობოდი, შენ კიდე სრული საპირისპირო რაღაც გააკეთე. არამგონია რამე საქმე მქონდეს შენთან კიდევ
ვუთხარი და ძლივს ვიკავებდი ტირილი რომ არ დამეწყო, რა ძნელია შენ საყვარელ ადამიანებთან კამათი, მაგრამ არამგონია დემეტრემ ამის გამოსწორება შეძლოს
- მაგასაც ვნახავთ პატარა
ეს თქვა თუ არა დემეტრემ ლოყაზე მაკოცა და ადგილს მოშორდა.
მე კიდე დავრჩი მარტო და მომხდარზე ფიქრი დავიწყე, ნეტა რას გულისხმობდა?

კლასში ბოდიშის მოხდით შევედი და მომიწია მასწავლებლის ორ საათიანი ლექციებს მოსმენა თუ რატომ არ შეიძლება დაგვიანება.
ამ ყველაფერთან ერთად ისღა მაკლდა სკოლაშიც პრობლემები შემქმნოდა
ჩემ ადგილზე გაბრაზებული დავჯექი და თავი ეგრევე მერხზე დავდე
- სად იყავი გოგო გაგიჟდი? მაინდამაინც ქიმიაზე რატომ დააგვიანე ხო იცი როგორიც არი
მითხრა ანამ ჩურჩულით და მეც ნელნელა თავი ავწიე მერხიდან.
ანასთვის ჯერ არაფერი მომიყოლია და ეხლა ახსნას აზრი არ ააქვს
- სკოლის მერე ჩვენ ადგილას წავიდეთ და ყველაფერს მოგიყვები. ცხელი შოკოლადი დავლიოთ თან გავთბებით
ვუთხარი ანას რომელიც დაინტერესებული სახით მიყურებდა. ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდით

სკოლაში დღემ როგორც ყოველთვის საშინლად ჩაიარა, მასწავლებელმა დაფასთან გამიძახა და ისეთი გართული ვიყავი დემეტრეზე ფიქრებში, რომ ყველაფერი გადამავიწყდა.
ანას და ჩემი წიგნების გარეშე ალბათ სკოლაში ვერც გადავრჩებოდი..
გაკვეთილების შემდეგ ჩვენ საყვარელ პატარა მყუდრო კაფეში დავჯექით და ცხელი შოკოლადები შევუკვეთეთ.
ანას ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. გუშინდელი ამბებიდან დღემდე რაც მოხდა ყველაფერი. ანა გაოცებული მისმენდა და არ ჯეროდა დემეტრემ ესეთი რამ რო შესთავაზა სანდროს და ისიც რომ დათანხმდა ბრძოლაზე
- ეხლა რას აპირებ?
გამომხედა ანამ ჩაფიქრებული სახით
- სანდრომ მითხრა რო რაც არ უნდა მოხდესო მაინც დაგიცავო. ასე მგონია რო ამ ჩხუბზე ადვილად არ დანებდება. აი რაც შეეხება დემეტრეს კიდე არამგონია ამის დავიწყებას თუ შევძლებ
ვუთხარი მოწყენილმა მემ, ესეთ ცუდ ხადიათზე ბოლოს როდის ვიყავი არც მახსოვს.

როცა ნელნელა ბნელდებოდა სახლში წასვლა გადავწყვიტე. ავტობუსში ავედი და ყურსასმენები გავიკეთე. ერთი სული მქონდა სახლში როდის მივიდოდი და დავიძინებდი.
გარეთ ისეთი სიცივე და ქარი იყო, რომ არამგონია ამ შაბათ-კვირას სახლიდან თუ გავყო ფეხი.
ავტობუსიდან ჩამოვედი და სახლისკენ მივდიოდი.
გასაღების ამოღებას ვაპირებდი, როცა კარი ვიღაცამ გააღო და ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა
- ვაიმე
დავიყვირე და გახარებული გავიქეცი ჩასახუტებლად წინ მდგომი ბებიაჩემი რომ დავინახე
- ასე ადრე რატომ ჩამოხვედი? მეგონა კვირას აპირებდი ჩამოსვლას
ვუთხარი ბებიას და თან ვეხუტებოდ
- გეგონა ახალი წლისთვის მზადება მარტო მოგიწევდა?
მითხრა სიცილით და ჩანთიდან რაღაცის ამოღება დაიწყო
- ეს საჩუქარია? რატო შეწუხდი ბე
ვუთხარი და დიდი პარკი გამოვართვი ხელიდან.
თურმე არ ყოფილა ყველაზე საშინელი დღე დღეს.

მე და ბებიამ უამრავ რამეზე ვიჭორავეთ და დარწმუნებული ვარ უკვე გავსუქდი იმდენი გემრიელი რაღაც ჩამოიტანა.
სანდრომ რო დაინახა ზუსტად ისეთივე ბედნიერი რეაქცია ჰქონდა როგორც მე.
მე და სანდრო ბავშვობაში სულ ბებიასთან და ბაბუასთან ვიყავით სოფელში, ამიტომ ძალიან გვიყვარს ისინი.
ამდენ ლაპარაკში და გართობაში ისე გავიდა დრო ვერც კი შევამჩნიე ისე მოვიდა შუაღამე.
სანდრომ ბებიას თავისი საწოლი დაუთმო თვითონ კიდე ტახტზე იძინებს, იყოს ეხლა ეგრე.

ჩემ ოთახში ავედი და ღამის პერანგის ჩაცმა დავიწყე. 5 დღეში ახალი წელი იყო და ძალიან მიხაროდა.
უკვე შუქს ვაქრობდი და დასაძინებლად ვემზადებოდი როცა ტელეფონში მესიჯი მომივიდა

" შენი სახლის წინ ვარ, დროზე ჩამოდი პატარა <3 "

ტექსტი რამდენჯერმე გადაიკითხე, არ მჯერა რაც ახლა წავიკითხე, იმედია სიმართლე არაა!
გადავწყვიტე პასუხი არ მიმეწერა და ტელეფონი გვერდით გადავდე.

“ პატარა, 2 წუთში სახლიდან თუ არ გამოხვალ შენ თავს დააბრალე "

ეს სრულ ჭკუაზე თუა? ჩემი ძმა ხომ სახლშია. ეს რო სანდრომ დაინახოს სულ გავგიჟდები. სასწრაფოდ ფეხზე ჩაცმა დავიწყე და გარეთ გასვლას ვაპირებდი.
ისე გამოვლანძღავ, რომ აქ მეორედ მომსვლელი აღარ იქნება.
ჩემი კურტკა მოვიცვი და სახლიდან რაც შეიძლება ჩუმად გავიპარე, სანდრო ძალიან ახლოს იყო გასასვლელ კართან და ძალიან ვფრთხილობდი სანდროს რომ არ გაეღვიძა, კიდევ კარგად ფხიზელი ძილი არ აქვს და სანამ ბომბი არ აფეთქდება არ გაიღვიძებს.
გარეთ ჩუმად გავიპარე და დავინახე მომღიმარი დემეტრე როგორ იყო თავის მანქანაზე აყუდებული
მასთან მივედი რაც შეიძლება სერიოზული სახით, უნდა ვუთხრა რომ ჩემ დაუკითხავად სახლში აღარასდროს არ მოსულიყო
- პატარა, უკვე გითხარი რომ ძალიან მომენატრე?
მითხრა დემეტრემ და ხელი გადამხვია, მაგრამ მე მისი ხელიდან განთავისუფლებას ვცდილობდი
- დემეტრე, სახლში უნდა დავბრუნდე
ვუთხარი მას და დავინახე დემეტრე ნელნა როგორ ბრაზდებოდა
- მომისმინე პატარა, ეხლა მოგიწევს ჩემთან ერთად წამოსვლა. თუ არადა ინანებ
თქვა დემეტრემ და პატარაზე გაიღიმა, მე არაფერი არ მიპასუხია. რის გაკეთებას შეძლებდა ეხლა?
- კარგი როგორც გიდნა
- მოიც..
სიტყვა არ მქონდა დამთავრებული დემეტრემ ყვირილი რო დაიწყო
- ნიააკოოო არიის ჩემიი პააატ
სასწრაფოდ მასთან მივვარდი და პირზე ხელი ავაფარე
- შენ რა სულ გაგიჟდი? აქ მარტო ჩვენ კი არ ვართ
ვუთხარი დემეტრეს გაბრაზებული ხმით. როცა ხელი ავიღე ის ისევ ყვირილს აპირებდა, მაგრამ უცებ გავაჩერე.
- ეხლავე წამომყევი თორე მთელი ღამე ესე ვიდგები და შენ სახელს ვიყვირებ
თქვა დემეტრემ და ეშმაკურად ჩაიცინა, ამდენს ვეღარ გავუძლებ.
სხვა გზა არ მქონდა, დემეტრეს მანქანაში ჩავჯექი და კარი გაბრაზებულად დავხურე.
დემეტრეც კმაყოფილი სახით ჩაჯდა და მანქანა დაქოქა
- ის მაინც მითხარი სად მიგყავარ?
ვუთხარი გაბრაზებულმა, როცა უკვე სადღაც მივყავდი
- მაგას მალე გაიგებ

როცა რამდენიმე წუთი კიდევ ვიარეთ დემეტრემ რაღაც დიდი კორპუსის წინ გააჩერა, მემგონი მაღაზია იყო
- აქ რას ვაკეთებთ? "საშოპინგოდ" მომიყვანე?
ვუთხარი სიცილით როცა დემეტრემ თავი დამიქნია, ეს ბიჭი მართლაც ვერ არის
- რაა?
ვუპასუხე ეგრევე
- აქ შენთვის შესაფერისი კაბა უნდა შევარჩიოთ
თქვა მან და მანქანიდან ისე გადავიდა სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი.
ეგრევე უკან გავეკიდე და ათას კითხვებს ვაყრიდი თავს, მაგრამ საერთოდ არ მისმენდა.
როცა მაღაზიაში შევედით დემეტრემ ხელი ჩამკიდა და იქ მომუშავე გოგოებთან ეგრე მიმიყვანა
- ჩემი გოგოსთვის მინდა შესაფერისი კაბის ყიდვა
თქვა დემეტრემ მკაცრი ხმით.
გოგოებმა დემეტრე რო შეამჩნიეს ეგრევე წელში გასწორდნენ და მორჩილად უყურებდნენ მას
- დიახ ბატონო
თქვეს მათ და ხელით მანიშნეს გამოგვყევიო.
მეც სხვა რა გზა მქონდა და გავყევი მათ. ჩვენ რაღაც განყოფილებაში მივედით სადაც მარტო კაბები იყო და ორი საათი მატარებდნენ აქეთიქით, მაგრამ მე რატომღაც არცერთი არ მხიბლავდა.
- ეს ხო არ მოგწონთ?
მანიშნეს ერთერთ კაბაზე რაზეც მე თავი გავიქნიე.
კაბები ძალიან მიყვარს, მაგრამ თითქმის არასდროს არ ვატარებ მათ. აქ კიდე ისეთი კაბები იყო, რომ აშკარად არცერთი არ მომიხდებოდა.
დემეტრეც მიხვდა ამას და ერთი წუთით სადღაც გავიდა. მეც დამტოვეს გასახდელში მარტო..
- უკაცრავად ქალბატონო, აი ეს კაბა შეგირჩიათ ბატონმა დემეტრემ
გოგომ კარი პატარაზე გააღო და კაბა მომაწოდა.
კაბა როცა დავინახე პირი ღია დამრჩა, ის ულამაზესი იყო!
არასდროს მეგონა ოდესმე ასეთი ლამაზი კაბის ჩაცმას თუ შევძლებდი, მაგრამ როგორც ჩანს შევცდი.

კაბა როცა ჩავიცვი ჩემ თავს სარკეში ვუყურებდი და არ მჯეროდა რომ ეს მე ვიყავი!
გასახდელიდან სასწრაფოდ გამოვედი და დემეტრეს რეაქციას ვუყურებდი როცა დამინახა.
ის გაშტერებული მიყურებდა და პატარაზე იღიმოდა.
როგორ მენატრებოდა ეს ღიმილი!
- პატარა, ულამაზესი ხარ
მითხრა მან და ლოყაზე მაკოცა
- დიდი მადლობა დემეტრე, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო?
ვუთხარი დემეტრეს და ჩემს კაბას ისევ დავხედე, არ მჯერა!
იმედია ამ ყველაფერს იმიტომ არ აკეთებს ჩემი პატიება რომ დაიმსახუროს
- ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო
თქვა მან და პატარაზე გაიღიმა
- დემეტრე და კაბა.. ამის ყიდვის უფლებას არ მოგცემ!
ვუთხარი ანერვიულელად და ჩემ კაბას ისევ შევხედე
- დამშვიდდი პატარა, ეს მაღაზია ჩემია. დაგავიწყდა ვისი შვილიც ვარ?
თქვა დემეტრემ და თვალი ჩამიკრა

ჩვენ უკვე გასასასვლელისკენ მივდიოდით, როცა გამახსენდა რომ კურტკა გასახდელში დამრჩა
- დემეტრე, ეხლავე მოვალ
ვუთხარი დემეტრეს და გავიქეცი კურტკის ჩასაცმელად.
უკვე გამოსვლას ვაპირებდი როცა ორი ნაცნობი ხმა მომესმა
- როგორ მეშინია იმ დემეტრესი, ყოველთვის ისეთი სახით დადის თითქოს მზადაა რომ მოკლას ვინმე
- ნამდვილად, ეჭვი არ მეპარება რომ ყავდეს კიდევ
ეს იმ გამყიდველი გოგოების ხმა იყო კაბის არჩევაში, რომ მეხმარებოდნენ.
- საწყალი გოგო, ნეტა ასეთი პატარა და უცოდველი გოგო როგორ გააბა მის ხელში, მეცოდება საწყალი. არადა ჯერ ყველაფერი წინ ააქვს
მათ სიტყვებზე საშინლად გავღიზიანდი, როგორ მინდოდა ეხლა მივსულიყავი და საკადრისი პასუხი გამეცა, მაგრამ ჩემი მორცხვი და მშიშარა მხარე არ მაძლევდა ამის საშუალებას.. ჯანდაბა!

დემეტრეს მანქანიდან როცა გადმოვედი ადგილს შევხედე და ეს ყველაფერი საშინლად მეცნობოდა.. არა!
ეს ის კლუბია?
- დემეტრე, გთხოვ სახლში წამიყვანე. იქ დაბრუნება არ მინდა
ვუთხარი შეშინებული სახით და უკან წასვლას ვაპირებდი, მაგრამ როგორც ყოველთვის დემეტრემ შემაჩერა
- პატარა დამშვიდდი, მაშინ ჩემს გარეშე იყავი და მაგიტომ მოხდა ეგ ყველაფერი. დაიმახსოვრე გთხოვ, ჩემს გვერდით როცა ხარ არავის და არაფრის შეგეშინდეს
მითხრა მან და შუბლზე მაკოცა.
მე კიდე ძლივს ვიკავებდი თავს რო არ შევმხვტარიყავი მასზე და მთელი ძალით არ ჩავხუტებულიყავი.

კლუბში შევედით და ეგრევე ნაცნობი შეგრძნება დამეუფლა, ყველაფერი ისევ ისე იყო. ხმამაღალი მუსიკა, შიშველი გოგოები და უსაშინლესი ალკოჰოლის სუნი, მაგრამ წინასთან განსხვავებით ჩემს გვერდით ახლა დემეტრე იყო
- გინდა ვიცეკვოთ?
ვუთხარი დემეტრეს და მისგან სასტიკი უარი მივიღე, ასე თქვა მე არასდროს არ ვცეკვავო, სულ რო მომკლანო მაინც არასდროს ვიცეკვებო.
მეც გავაჯავრე და მისი უაზრო სიტყვები სასაცილოდ გავიმეორე, შემდეგ კიდე შევამჩნიე როგორ მიმატოვა დემეტრემ და მეც დებილივით უკან გავეკიდე. დამპალი!
ჩვენ მაგიდასთან მივედით სადაც დემეტრეს ძმაკაცები იყვნენ, მაქედან მხოლოდ ლუკას და საბას ვიცნობდი.
დემეტრემ ბიჭები გამაცნო და მათთან მორცხვად დავჯექი, შემდეგ კიდე დემეტრემ მის კალთაში გადმომსვა. მე მის საქციელზე ეგრევე გავწითლდი და თავი მის კისერში დავმალე რაზეც დემეტრეს გაეცინა და უფრო მიმიხუტა.

ბიჭებთან უკვე დიდი ხანია ვლაპარაკობთ და ისეთი მორცხვი აღარ ვარ როგორიც დასაწყისში ვიყავი, არ მჯერა რომ დემეტრეს გვერდით თავს ესე კომფორტულად ვგრძნობ!
ცოტა ხანში ვიღაც 2 გოგო მოვიდა და საბა და კიდევ ერთი ბიჭი აჩი საცეკვაოდ გაიყვანა.
გოგოები ძალიან ლამაზები იყვნენ, სახეზე ისეთი ლამაზი მაკიაჟი ესვათ, მე კიდე როგორც ყოველთვის ჩემი მარწყვის ბლესკით შემოვიფარგლებოდი
- დემეტრე საპირფარეშოში გავალ და 5 წუთში დავბრუნდები
ჩავჩურჩულე დემეტრეს და მისი კალთიდან ჩამოვხტი
- გინდა გამოგყვე?
მითხრა მან საყვარელი სახით
- არა, როგორმე მარტო შევძლებ
ვუთხარი სიცილით და წავედი

როცა ჩემ საქმეს მოვრჩი საპირფარეშოში სარკის წინ დავდექი და კაბის გასწორებას ვცდილობდი, მაგრამ უცებ უკნიდან ვიღაცამ ხელი ჩამავლო და კედელს მიმაჯახა. თავი საშინლად მეტკინა, მეგონა გამისკდებოდა.
ზევით ავიხედე და ვიღაც შავგრემანი გოგო დავინახე წითელ კაბაში, ის საშინლად გაბრაზებული გამოიყურებოდა
- შენ საერთოდ ვინ ხარ ჰა? როგორ ბედავ ამდენს?
დაიყვირა მან და თმაში ხელი ჩამავლო.
- არმესმის რ-რაზე ლაპარაკობ.. ვ-ვინ ხარ?
ვუთხარი ტირილით. საშინალდ მტკიოდა ყველაფერი
- დემეტრეს შეყვარებული ვარ



№1 სტუმარი სტუმარი ანა

Udzalianmagresad kargiaaaaa.....rodis dadeb axaltavs????????????????

 


№2  offline წევრი kaisha13

davizabeee...moklet shenc atas erti gamesavit ici gacherebaa :))) kargi gogoxar mtavaria ar daagviano

 


№3  offline წევრი niakonia6

სტუმარი ანა
Udzalianmagresad kargiaaaaa.....rodis dadeb axaltavs????????????????

მადლობაა <3 ხვალ დავდებ

kaisha13
davizabeee...moklet shenc atas erti gamesavit ici gacherebaa :))) kargi gogoxar mtavaria ar daagviano

:D მადლობაა <33

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგია უმაგრესი გოგოხარ.მალე დადწ შემდეგი

 


№5  offline წევრი niakonia6

სტუმარი მარიამი
კარგია უმაგრესი გოგოხარ.მალე დადწ შემდეგი

მადლობა <3

 


№6 სტუმარი Mari

Au dgesdade ????❤️

 


№7  offline წევრი truelove

კარგია მაგრამ დემეტრემ უნდა შეიგნოს,რომ კაბებიტ ნიაკოს შემორიგება გაუჭირდება ნიაკომ უფრო უნდა გაამწაროს ჩემთვის საინტერესო იქნება დემეტრე ასეთ ვითარებაში

 


№8  offline წევრი niakonia6

truelove
კარგია მაგრამ დემეტრემ უნდა შეიგნოს,რომ კაბებიტ ნიაკოს შემორიგება გაუჭირდება ნიაკომ უფრო უნდა გაამწაროს ჩემთვის საინტერესო იქნება დემეტრე ასეთ ვითარებაში

გეთანხმები :დ <3

Mari
Au dgesdade ????❤️

დავდებ თუ მოვასწრებ <3

 


№9 სტუმარი ჰფჰ

დღესს დადეერაა

 


№10 სტუმარი ანაა

ნიაკო ძაან შტერ პერსონაჟას გყავს გამოყვანილი, ერთი კაბა უყიდა დ იიი აპატია ყველაფერი და ძმაკაცებთან იცინის,+ ძმა ძაან დაიკიდა ამ შემთხვევაში რავიცი აბა,არც დემეტრეს სიყვარული ჩანს დიდად.

 


№11  offline წევრი niakonia6

ანაა
ნიაკო ძაან შტერ პერსონაჟას გყავს გამოყვანილი, ერთი კაბა უყიდა დ იიი აპატია ყველაფერი და ძმაკაცებთან იცინის,+ ძმა ძაან დაიკიდა ამ შემთხვევაში რავიცი აბა,არც დემეტრეს სიყვარული ჩანს დიდად.

ყველაფერი სხვანაირად გაგიგია, კაბა აქ არაფერ შუაში არაა. საყვარელ ადამიანზე დიდხანს გაბრაზება ვერ შეძლო და მაგ შემთხვევაში აპატია. აი დემეტრეს სიყვარულზე გეთანხმები იმიტომ რომ არც იცის მაგან ჯერ ეგ სიტყვა რას ნიშნავს :D ჯერ ყველაფერი წინაა :3

ჰფჰ
დღესს დადეერაა

ვეცდები <3

 


№12 სტუმარი ჯსკჰ

auudadeera

 


№13 სტუმარი სტუმარი ლიკა

დღეს დადებ შემდეგ თავს?

 


№14 სტუმარი mari

auu gtxovt dadet ra malee ❤️❤️

 


№15 სტუმარი lela

au dadeb dgess?dade raa dzaan mainteresebs dzaan magaria❤✌

 


№16 სტუმარი სტუმარი გვანცა

ვაიმეეე ძაა მაგარი იყო

ძალიან კარგი იყო

 


№17 სტუმარი სტუმარი ღიმილა

ჯსკჰ
auudadeera

მოვკვდილოდინოთ ყოველწუთს ვამოწმებ ხომარდადოთქო????????

დღეს დადეთორე ამაღამ თუ ვერდავიძინე შენდაგაბრალებ :დდდ :3

 


№18 სტუმარი სტუმარი ლუკა

გთხოვთ დადეთ რა დღეს

 


№19 სტუმარი lela

ratom ar deb dade ra gtxoovv

 


№20 სტუმარი სტუმარი ლიკა

როდის დადებ შემდეგ თავს იქნებ გვითხრა

 


№21 სტუმარი diana

rodis dadeb shemdeg tavs?

 


№22  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

მმმმმ კარგია ძალიან მალე დადე მაინტერესებს ძალიან ძალიან

 


№23 სტუმარი სანდროო

გთხოვთ დადეთ რა მალე შემდეგი თავი ❤️❤️

 


№24 სტუმარი twilight

რომ თქვი ხვალ დავდებო, მაგის შემდეგ რამდენი ხვალ გავიდა. ზუსტად გვითხარი ხოლმე რომ რამდენიმე დღეში დადებ რომ მოლოდილით ყოველ დღე აღარ ველოდოთ.
ძალიან მომწონს ეს ისტორია და ვერწარმოიდგე როგორი ცუდია როცა ელოდები ახალ თავს და არ გხვდება.
პ.ს წარმატებებიიი

 


№25 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგი რა ამდენიხანია გელოდებით დადე რა მალე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent