"ილიანი" (თავი 13)
-შეგიძლია ამიხსნა რატომ გყავს ნაცნობებში ან ურთიერთობა როგორ გქონდა ილიასთან, გოგოს რომელიც ჩემ თავზე მეტად მიყვარს და მის ცოლად მოყვანაზე ვოცნებობდი. -ოცნებობდი? წარსულში რატო ახლა აღარ ოცნებობ? მეტყვი რა ხდება? -უბრალოდ მიპასუხე ნია. -უკვე გიპასუხე, როცა პირველად მკითხე მაშინ, ჩემი და მისი დიშვილის ნათლიაა, ქორწილი სოფელში ქონდათ, მეორე დღეს მეც წავყევი, ბევრი ვიცეკვეთ, ვიმაიმუნეთ და წამოვედით. მერე ალბათ 2 წლის შემდეგ მაშინ ვნახე როცა ანამ ბავშვი მონათლა. -და რა აცუილებელი იყო მასთან ურთიერთობა გქონოდა? იცი მისი სანაცნობო წრე როგორი გოგოებით შემოიფარგლება? ბოზებით. და გუშინ ამაყად მიცხადებს ირონიული ღიმილით თქვენი ფოტო ვნახე ინტერნეტში და მივხვდი ნათიას რომ ხვდებოდიო, 2 წელი არც იქნება რაც აღარ გამოჩენილაო, ანუ ზუსტად მას შემდეგ რაც მე გამიცანი. ესაა ორჯერ ნახვა? პირი გაოცებულმა დავაღე, ვინ ვინ მაგრამ ილიადან ასეთ ტყუილს არ ველოდი, ან რაში დასჭირდა? გიორგი ისეთი გამწარებული სახით იდგა და ელოდა როდის „ვაღიარებდი“ დანაშაულს, რომ სიცილი ამიტყდა, მთელი ხმით მანამდე ვიცინე სანამ მუცელი არ ამტკივდა და ცრემლები არ წამომივიდა. გიორგის რომ ავხედე უცებ გავჩერდი, ისეთი შეურაცყოფილი სახით მიყურებდა, ეტყობა მე დამცინისო იფიქრა და წასასვლელად შებრუნდა ხელი რომ ვსტაცე. -მაპატიე პატარა თავი ვერ შევიკავე უნდა გამეცინა ასეთ სისულელეზე. -სისულელეა ეს ნია? ბიჭმა მთელი უბნის ბიჭების გასაგონად გამომიცხადა ცოლად ჩემი ყოფილი ნაშა მოგყავსო და გავიცინო? _ამაზე მართლა გამეღიმა -მერე სანახავად მაინც რატომ მოდი, ვერ გამიმეტე არა? -ვერ დავიჯერე, იმდენად მიყვარხარ ალბათ გავატარე, არვიცი მინდა, რომ ამიხსნა. -გიორგი აქ ასახსნელი არაფერია, სულ ორჯერ ვნახე როგორც უკვე გითხარი, მანამდე ქორწილის მერე ვითომ მოწერასავეთ დაიწყო მაგრამ როგორც კი შევატყვე ვინც იყო და როგორც მელაპარაკება მაშინვე შევეშვი, 3 დღე იქნებოდა ალბათ და მორჩა, ურთიერთობა აღარც მქონია, მერე 2 წლის მერე ალბათ ნათლობა და მორჩა, მის მერე 7 წელი იქნება ალბათ გასული და არცერთხელ არც მინახავს და არც მიმიწერია, რა სისულელეა, მაგ იდიოტის ნაშობაღა მაკლდა რა. -მოიცა ანუ ამდენი რამე მოიტყუა? -და შენ რა გეგონა? მასეთი რომ ვყოფილიყავი სასტუმროს ნომრიდან გამოგაგდებდი თუ პირიქით გაღიმებული შეგიპატიჟებდი? ან ჩემი ოჯახი რომ გაგაცანი ვერ მიხვდი როგორებიც ვართ? -ვიცი ნია, ეჭვი რომ შემპარვოდა შენში ცოლობას მემგონი არ გთხოვდი უბრალოდ დამაბნია, მთელი უბნის გასაგონად ასე რომ გააკეთა, უბრალოდ.. -მაგიტო დაუჯერე არა? მოსულიყავი და გეკითხა ჯერ ჩემთვის, მასე რამდენი ვინმეს გეტყვის ყველას უნდა უსმინო და არც შემეკითხო? -ხომ მოვედი? ხომ შეგეკითხე? -როდის? დასკვნების გამოტანას რომ მორჩი მერე? გუშინვე უნდა გეკითხა გიორგი და აღარც ვიჩხუბებდით, მაგრამ არც კი მენდობი, ჩემი არც კი მჯერა. -მასე არაა, რომარ გენდობოდე ახლა აქ არ ვიქნებოდი, უბრალოდ არ ველოდი და თითქმის დამაჯერა. -საქმეც მაგაშია გიორგიმ რომ თითქმის დაიჯერე ვითომ ვიყო, რომ მენდობოდე იქვე მიარტყამდი და დამიცავდი ნიას მასეთი რამ როგორ აკადრეო, მაგრამ არა, პატარა ბავშვივით გაბუტვა დაიწყე და მთელი დღე არ დამელაპარაკე. რამდენი ადამიანი არიქნება ჩვენი ბედნიერებით კმაყოფილი და მოგატყუებს ყველას უნდა დაუჯერო ოღონდ შენ ცოლს არა ხო? გმადლობ მასეთი ცოლქმრობა არ მინდა._ გაბრაზებულმა მივახალე და წამოვედი. არ გამომკიდებია მიხვდა ახლა უარეს ვიზამდი და მარტო ყოფნა მაცალა. იქეთ მივდიოდი ბოდიშის მოსახდელად და თურმე რა მომხდარა. ჩემთვის ურთიერთობაში მთავარი ნდობა იყო, რადგან დავიფიცე არ მოგატყუებთქო, ესეიგი მოვკვდებოდი და ასეც იქნებოდა მაგრამ როცა ადამიან ვერ ენდობი მისი არც ფიცი დაგეჯერება. გული მიკვდებოდა სახლისკენ ისე მივდიოდი, ცრემლების წამოსვლასაც კი ვერ ვგრძნობდი ისე გამწარებული მივაბიჯებდი. ყველაფერი ჩაშალა, საცოლეს არ უჯერებს და ცოლს დაუჯერებს? თუ სახლში უნდა გამომკეტოს, მეგობრებთან აღარ გამიშვებს თუ როგორ იქნება? აღარ ვიცოდი რა მეფიქრა უკვე. ალბათ დასასრულიათქო და ლოგინში ჩავიბუდნე. ამჯერად მე გამოვრთე ტელეფონი და მარტო ყოფნა ვარჩიე. დილით უკვე გადაწყვეტილება მიღებული მქონდა, ჯობდა ყველაფერი აქვე დამთავრებულიყო, რაც უფრო გავიდოდა დრო, მით უფრო გვეტკინებოდა. მივწერე ჩვეულებრივ დროს და ადგილას შევხვდეთთქო. შესასვლელიდანვე დავინახე, აღელვებული დააბიჯებდა, ცრემლები გადავყლაპე, როგორ მიყვარდა, როგორ ნერვიულად დადიოდა წინ და უკან, მართალია მთელი ღამე ვიფიქრე და ასე გადავწყვიტე, მაგრამ უცებ წარმოვიდგინე სამყარო მის გარეშე, აღარანაირი სითბო, სიყვარული, აღარც მისი ჩახუტება, არანაირი დილა მშვიდობისა ძვირფასო ან ტკბილი ძილი, არანაირი სამომავლო გეგმები და რამდენი შვილი გვინდოდა გვყოლოდა იმაზე საუბარი. უცებ წარმოვიდგინე ისე რომ სხვისთვის შეეხედა რა რეაქცია მექნებოდა, ან შეხედავდა კი სხვას ისეთივე თვალებით როცა მე ვუყვარდი ასე ძალიან? იქნებ ჩემი შიშების გამო ორივეს ცხოვრებას ვანგრევდი? კიდევ დავფიქრდი და ჩაფიქრებული მივუახლოვდი. როგორც კი დამინახა ჩემსკენ გამოიწია, ხელები გაშალა და მათში დამმალა, თავი გულზე დავადე და მოვუსმინე როგორ სწრაფად უცემდა. -დამიჯერე მეორედ ასეთი რამ აღარ განმეორდება, უბრალოდ ეს ერთი დავივიწყოთ, გთხოვ, ოღონდ ამ სისულელეს გამო არ გამებუტო, ისე ვინერვიულე მთელი დღე რომ ვერ დაგიკავშირდი სამსახურშიც ვერ ვისვენებდი და ლამის გამომაგდო მამაჩემმა. სახლში მინდოდა მომეკითხა მაგრამ იმდენს მივხვდი, რომ მარტო გინდოდა ყოფნა. გთხოვ მითხარი რომ აღარ მებუტები და უბრალოდ დავივიწყებთ ამ ყველაფერს._ ცრემლები მაწვებოდა მაგრამ არ შევიმჩნიე, თითზე გაკეთებულ ბეჭედს ხელი მოვუჭირე, არ შევიმჩნიე რომ მისი კოლოფი ჩანთაში მედო და აცრემლებულმა ამოვილაპარაკე: -კარგი, დავივიწყოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.