შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ილიანი" (თავი 2)


14-03-2017, 22:56
ავტორი naattii
ნანახია 2 576

თავი 2
სასტუმროში საკმაოდ გვიან მივედით, სხვებთან შედარებით ბოლოები, ბათუმიდან ქუაისში იქედან კი თბილისში რასაც მთელი დღე დასჭირდა. როგორც იქნა რეგისტრაცია გავიარეთ და გასაღებებიც მივიღეთ. ეზოდან სიცილი და ხმამაღალი საუბარი ისმოდა თუმცა მე და ნათიას ახლა ძილის მეტიარაფერი გვინდოდა ამიტომ მშვიდად გავემართეთ ოთახებში.
დილით ადრე მოვწესრიგდი, პირველ სემინარზე ვერ დავაგვიანებდი, კარების დაკეტვისას გვერდით ოთახიდან გოგონა გამოვიდა, როგორც შემდეგ გავიცანი მარიკა, ისიც ჩემსავეთ სემინარისთვის ჩამოსული აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ უნივერსიტეტისკენ ყველა ერთად წავსულიყავით. გზაში ერთმანეთის გაცნობაც მოვახერხეთ, რაცარუნდა გასაკვირი იყოს მხოლოდ 1 ბიჭი იყო და 24 გოგო, ხოლო ამ გოგოებიდან 17 ნია იყო. მე ისევ ჩემს მწვანეთვალებაზე ვფიქრობდი და ნათია უკვე თავბედს იწყევლიდან საერთოდ რომ შევხვდი იმდენად მოვაბეზრე თავი მის თვალებზე და თითებზე საუბრით, თუმცა რა მექნა ფილმის სცენარივით ზღვიდან მის ამოსვლას ვერ ვივიწყებდი.
სემინარმა ნორმალურად ჩაიარა, მართალია ცოტა გაუგებარი იყო, მაგრამ ბოლოს გამოცდა არ გვქონდა რაც უფლებას გვაძლევდა ნახევრად გვესმინა და ნახევრად ფეისბუქზე ჩემი მწვანეთვალება მომეძებნა. საღამოს ისევ მომესმა ეზოდან ხმაური თუმცა გამწარებული ქარწაღებულს ვკითხულობდი და არავისთვის მეცალა თუმცა 2 საათში პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ იმდენად გავგიჟდი რომ მეორე ნაწილს ერთი კვირა ვერ წავიკითხავდი გადავწყვიტე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.
ქვემოთ მოკლე შორტებით და ბრეტელიანი მაიკით ჩავედი, რაშიც ჩემი სავსე მკერდი მშვენივრად იწონებდა თავს თუმცა მთელ სასტუმროში მხოლოდ გოგონები ვიყავით ასე რომ სასირცხვილოც არაფერი იყო. ზოგი ჯოკერს თამაშობდა, ზოგი ტელევიზორს მიჯდომოდა ყველაზე მეტი კი მრგვალ მაგიდასთან მაფიოზობიას გაცხარებით თამაშობდნენ, მეც მათთან მივედი და შევუერთდი. გაცხარებული ვთამაშობდით, ისე შევედი აზარტში ჩემი მაფიოზობია რომ დამემალა, ლამის სკამზე ფეხებით შემოვედი სასტუმროში ზარი რომ გაისმა.
ვიღაც ორი ბიჭი შემოვიდა, თითქმის ერთნაირები და არაფრით გამორჩეულები, ცოტა პუტკუნები, ერთ-ერთს ალბათ ყოფილ სპორცმენს იმხელა კუნთებზე ზედა ძლივს ეცვა, უცებ მეგონა შემოასკდებოდა თუმცა არ დავეძებდი მთავარი იყო მომეგო და მაფიოზობა ბოლომდე გამეტანა მარიკას კივილი რომ მომესმა: - ძამიკოოოო ჩამოხვედიიიი- და დაკუნთულს შეაფრინდა. წარბები ავწიე ამ ხალხს რამდენი აკლიათქო და ისევ მაგიდას მივუბრუნდი. რა თქმა უნდა მოვიგე, წაგებას მიჩვეული არ ვიყავი. შემდეგის დაწყებამდე კუნთიანიც გვერდით მომიჯდა, თუმცა ალბათ 10 წუთში მიხვდა რა ცუდი იდეა იყო, მე ემოციებით ვკიოდი, ხელებს ვიშველიებდი მთელი განცდებით ვთამაშობდი ის კი უბრალოდ სახელს წამოისვრიდა და ამითი მორჩებოდა, ხოლო როცა მე და მეორე ნიამ თამაში სერიოზულ ჩხუბში გადავიტანეთ, კარტები უბრალოდ მაგიდაზე დაყარა ღმერთო რა ხმაურიაო და დივანზე გადაინაცვლა ტელევიზორთან. აი ახლა კი გავხედე წარბ აწევით და პირველად გამიჩნდა სურვილი ადამიანი ჩემი ხელით მიმეხრჩო.



№1  offline წევრი khatia khatia

ვავვავვვავა რა მაგარია
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

რაღაც მაკლია... ძალიან პატარააა...
პ.ს. ხანდახან ვიწუწუნებ მაგრამ გამიძელი..
პ.ს.ს. კარგი ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent