შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საშობაო. მთვარის მოგონებებიდან.


23-11-2017, 17:46
ავტორი Saba...
ნანახია 1 288

დღეს შობის ღამეა, შობაზე კი გაგებული მაქ რომ სასწაულები ხდება, ხოდა მეც ვზივარ სახლში და ველოდები საწაულს მაგრამ რატომღაც ის იგვიანებს და ამასობაში მე ფიქრების ტალღა მიპყრობს.
ფანჯარაში ვიხედები, სადაც ზევიდან დიდი მთვარე დაყჰურებს ტყეში ჩამალულ პატარა სახლს და ალბათ საცოდაობით აღარ არის. ხედავს ბიჭს, რომელიც ფანჯრის რაფაზე დაყუდებული და ქვეყნიერებას მოწყვეტილი, სადღაც მაღალ ნაძვებიდან გადმოყურებს დედამიწას და ალბათ რაღაცით შეიძლება მთვარესაც კი ჰგავს. ალბათ ამიტომაც ეს ბიჭი მთვარეს საკუთარ თავსაც ახსენებს, რადგან მთვარეც მასავით მარტოხელაა და მნათობია როგორც რომანტიკოსებისთვის და შეყვარებულებისთვის, ასევე ღამის წყვდიადში მიმავალი ხალხისა, რომლებიც ეხლა ქუჩებში არიან გამოსულები „ალილოს“ სიმღერით და ყველა ოჯახს ულოცავენ შობის ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
შობა. სწორედ ორი წლის წინ შობას მეც იმ ხალხივით მხიარულად და ლაღად შევხვდი. შუაღამეს იყო გადასული, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა და მოჰყვა მას ლაღი „ალილო“-ს გალობა. მთელი ოჯახი სანოვაგითურთ გავედით მშვენიენი ალილოს მოსასმენად.
ალილოს დასრულების შემდეგ მთელი ოჯახი სუფრას მივუსხედით დავილოცეთ, მერე ჩემი ოთახისკენ გავეშურე, ჩავიცვი და გარეთ გავედი, ოჯახში კი დავიბარე რომ ნინოსთან შესახვედრად მივდიოდი და არ ვიცოდი როდის დავბრუნდებოდი. შეხვედრის ადგილი მუდამ ჩვენი პირველი შეხვედრის ადგილი იყო, შადრევანი, რომელიც ქალაქის ცენრალურ პარკში მდებარეობს. ჩემი სახლიდან არც ისე შორსაა, დათქმულ დროს უკვე ადგილზე ვიყავი თუმცა გზად „ალილოების“ რამდენიმე ჯგუფი, შეყვარებული წყვილები, მეგობრებისკენ მიმავალი, თბილად ჩაცმული რამდენიმე ადამიანი და უბრალოდ ფეიერვერკების სანახავად სახლიდან გამოსული უამრავი ხალხი შემხვდა და მეც თავდაჯერებული მხიარულად მივაბიჯებდი. ადგილზე მისვლისას ნინო ჯერ კიდევ არ იყო მოსული და მცირე ხნის ლოდინის შემდეგ ისიც გამოჩნდა. ერთმანეთს თბილად ჩავეხუტეთ, ვაკოცეთ და შობა მივულოცეთ და თქმა უნდა საჩუქრებითაც გავანებივრეთ ერთმანეთი. შემდეგ მთელი ღამე ერთად დავბოლრიალობდით ჯერ ქუჩიდან ქუჩაში ჩვენ სიგიჟეებთან ერთად, ბოლოს კი თავი ერთ ბარს შევაფარეთ საიდანაც მხიარული ნოტების ზღვა იფრქვეოდა. მზის ამოსვლისას ჯერ კიდევ ალკოჰოლით გაბრუებულები, სახლისკენ ტაქსით გავეშურეთ, ჯერ ნინო დავტოვე და შემდეგ მე წავედი. კარის მოხურვისთანავე გეზი თბილი ლოგინისკენ ავიღე და დილამდე არც გამიღვიძია.
დილით თავი ისე მტკიოდა საწოლიდან ადგომაც კი დამეზარა თუმცა მაინც გადავწყვიტე ნინოს დავურეკავ მეთქი, ტელეფონი გათიშული ჰქონდა და ვიფიქრე დაუჯდა ან ძინავს. ოთახში სასაუზმედ რომ ჩავედი ყველა უცნაურად მიყურებდა, მეგონა ტანსამელი მეცვა ცუდად ან გუშინ რამე გაოუსწორებელი საქციელი ჩავიდინე მეთქი და სირცხვილით უნდა დავმწვარიყავი მაგრამ ყველაფერი კარგად მახსოვდა გასული ღამიდან და არაფერი ინციდენტი არ მომხდარა.
- როგორი სახეები გაქვთ. რა მოხდა კი მაგრამ?! - ყველა დუმილს განაგრძობდა. მე ცოტა ავნერვიულდი,- მეტყვით რა მოხდა?
- ლუკა..., - დაიწყო დედაჩემმა, - არა მე ამას ვერ შევძლებ. მიდი შენ უთხარი
- მამა, რა მოხდა მეტყვით?
- ნინო... ძალიან ვწუხვარ, შვილო, ექიმებმა ყველაფერი სცადეს...მაგრამ ვერ გადაარჩინეს.
- არა, ეს შეუძლებელია, გუშინ პირადად დავტოვე სახლთან, ეს უბრალოდ შეუძლებელია.
- ვიცით შვილო, ნასვამი იყო, ძილი ვერ მოახერხა და ნინასთან ერთად გარეთ გასვლა გადაწყვიტა, სეირნობდნენ, გზაზე გადასვლისას კი... საშინელებაა.
- სად არის ეხლა? ჩემი თვალით უნდა ვნახო, არ მჯერა, ვერ დავიჯერებ, შეუძლებელია.
საავადმყოფოდან ჯერ არც კი გადაუსვენიათ, მისი გაყინული სხეული გულში თბილად ჩავიკარი. „მიყვარხარ, მიყვარხარ...“ უაზროდ განვაგრძობდი ლაპარაკს იმ იმედით რომ ისიც იგივეს მიპასუხებდა, რომ ის უბრალოდ მიპასუხებდა.
ნინოს დაკრძალვიდან მალევე გადავწყვიტე ქალაქიდან სადმე შორს წასვლა. დღეს კი მარტოდმარტო ვცხოვრობ ტყეში, ხალხისგან მოშორებით და დღემდე ვერ ვივიწყებ იმ საბედისწერო ღამეს, დღემდე მჯერა რომ სასწაული მოხდება და ნინო დამიბრუნდება, კარს შემოაღებს და მეტყვის: „მეც მიყვარხარ“.



კარგად წერ! წარმატებები საბა )))

 


№2  offline მოდერი ენემი

როგორც მივხვდი ახალი ხარ, ამიტომ რამოდენიმე რჩევას მოგცემ,
ერთიდაიგივე სიტყვას ბევრჯერ ნუ გაიმეორებ,
ნაწერი გადაიკითხე და ისე დადე,
მეტი ემოცია ჩადე (შეძლებისდაგვარად),
ძალიან საინტერესოა, განავრცე უფრო მეტად და დიდი თავები დადე,
მე პირადად ძალიან მომწონს.
წარმატებები საბუ kissing_heart

 


№3  offline წევრი Saba...

დიდი მადლობა თქვენი პოზოტივისა და რჩევა-დარიგებებისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ... :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent