სხვანაირი (4)
სახლში როცა მივიდა უკვე ბინდდებოდა. ჭიშკარი ჭრიალით გაიღო, რამდენიმე წამი ისევ გარეთ გაჩერდა და მიწას დააკვირდა. გაშტერებული უყურებდა სველ მიწას, აჭიანურებდა ეზოში შესვლას, თუმცა ფიქრებიდან მაინც გამოერკვა და ეზოში ფეხი შედგა. თითქოს ჰერიც კი შეიცვალა იქ შევლისთანავე, ყველაფერი უკეთესი გახდა, ან შეიძლება ლუსი აღიქვამდა ასე.. კიბეები სწრაფად აიარა და კარი შეაღო, წინა ოთახში სიბნელე იყო, თუმცა მაშინვე იმ ოთახს მიაურა სადაც აშკარად სინათლე ენთო, ოთახის კარებთან იქამდე იდგა, სანამ სრული გამბედაობა არ მოიკრიბა და კარი არ გააღო. ბებიამისი სკამზე იჯდა და ქსოვდა. როცა კარი გაიღო, მაშინვე აიხედა და როცა ლუსი დაინახა გაიღიმა, ლუსი არ იღიმოდა, არ იცოდა რა რეაქცია ჰქონოდა. გახევებული იდგა. ბებიამისმა საქსოვი გადადო და პირდაპირ ლუსისკენ გაემართა, მივიდა და ძალიან თბილად ჩაეხუტა. ლუსი თავიდან დაბნეული იდგა, თუმცა შემდეგ თვითონაც მოხვია ხელები ბებიას. -როგორ გაზრდილხარ და გალამაზებულხარ. - ლუსის თმებში თავჩარგულმა ამის თქმაღა მოახერხა. -მომენატრე. - თქვა ლუსიმ და ცრემლები გადმოსცვივდა, ამ ცრემლებით მხოლოდ ბებიამისის მონატრებას არ ტიროდა, ტიროდა მამამისის მდგომარეობას, ტიროდა თავის ცხოვრებას, იმას, რომ არასდროს არაფერი აკლდა, თუმცა სინამდვილეში ყველაფერის ნაკლებობას განიცდიდა, არ ჰყავდა თბილი დედა და ბებია-ბაბუა, მეტიასიც ძალიან ცივი იყო და ლუსის ხშირად ჰქონდა შეგრძნება, რომ მეტიასმა საერთოდ არ იცოდა რა იყო სიყვარული. ყველაფერი ჰქონდა მაგრამ არავის უყვარდა ისე როგორც საჭირო იყო, გარდა მამამისისა, რომელიც ახლა საავადმყოფოში იყო და არავინ იცოდა გადარჩებოდა თუ არა, ყველა მწარე დეტალს ტიროდა, ბებია კი არაფერს ეუბნებოდა, მხოლოდ თავზე ხელს უსვამდა და ძალიან თბილად ეფერებოდა. თუმცა ლუსის ახლა სიტყვები არ სჭირდებოდა, ბებიას გვერდით ყოფნა ამშვიდებდა. რამდენიმე საათი ლაპარაკობდნენ, იხსენებდნენ გასულ წლებს და ერთმანეთს უყვებოდნენ ახალ ამბებს, ლუსი ისე გრძნობდა თავს, რომ ასე კომფორტულად არასდროს ყოფილა და ვერ ვერასდროს იქნებოდა. საკმაოდ დიდ ხანს ილაპარაკეს და შემდეგ ლუსის ბებიამ ოთახი გაუმზადა. -იმედია მოგეწონება ჩემო ლამაზო და თავს კომფორტულად იგრძნობ. - გულწრფელი ღიმილით უთხრა ბებიამ. -აქ ყოფნა ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, ბედნიერი ვარ რომ ახლა აქ ვარ. - ასევე ღიმილით უპასუხა ლუსიმ, ბებიას ძილინებისა უსურვა და შემდეგ დაწვა, თუმცა კარგა ხანი ვერ დაიძინა, ამ ორ დღეში განვლილი ემოციები თავს არ ანებებნენ. ყველაფერი ახსენდებოდა, ასევე დღევანდელი ამბავიც, შეხვედრა უცნაურ და უცნობ ბიჭთან. ლუსი ფიქრობდა, თუ ვინ იყო ის ბიჭი? საოცარი თვალები და გამოხედვა ჰქონდა, როცა გაახსენდა როგორი წმინდად აკამკამებული თვალებით უყურებდა, გაეღიმა და გულში სითბო ჩაეღვარა, მხოლოდ ერთ რაღაცას ფიქრობდა: -ღმერთო, ძალიან სხვანაირია, ძალიან სხვანაირი... დილით ადრე გაიღვიძა და ადგა. ისევ მოღრუბლული დღე იდგა და ჩანდა რომ ღამე იწვიმა. ბებია კარგა ხნის ამდგარი იყო და ეზოს ასუფთავებდა. ლუსი ეზოში ჩავიდა და ბებიასთან მივიდა, ცოტა ხანი ილაპარაკეს და შემდეგ ლუსიმ უთხრა: -ბებო, გარეთ გავისეირნებ, ძალიან მამშვიდებს სეირნობა. -კარგი ჩემო ლამაზო, მაგრამ მალე მოდი შენს საყვარელ საჭმელს ვაკეთებ. - ძალიან თბილად უთხრა ბებომ, ლუსი მივიდა აკოცა და შემდეგ გარეთ გავიდა დიდი ხანი იარა, იმდენად იყო ფიქრებში გართული, რომ ძლივს გაიხსენა სახლში რომ უნდა დაბრუნებულიყო, გზას სეირნობით გაუყვა სახლისკენ, თუმცა მოულოდნელი რაღაც მოხდა, უცხო მანქანა ტრასიდან გადავიდა და პირდაპირ ლუსისკენ წავიდა, ვიღაცას ხელი რომ არ მოეხვია და თავიკენ რომ არ გაეწია, მანქანა აუცილებლად დაეჯახებოდა და თან ლუსი მძიმედაც დაშავდებოდა. ლუსი საოცრად შეშინებული იყო და გული გამალებით უცემდა. აზრზე მოსვლა უჭირდა, ვერ აანალიზებდა რა მოხდა. ცოტა ხანშიღა მიხვდა რომ უცნობი, რომელმაც გადაარჩინა უკან ედგა და მისი ხელი ეჭირა. როცა მიუტრიალდა თვალები აენთო, რადგან ის უცნაური ბიჭი დაინახა გუშინ რომ შეხვდა. -კარგად ხარ? -ბიჭის საოცრად სასიამოვნო და მზრუნველმა ხმამ, თითქოს მომხდარი ამბავი სულ დაავიწყა, მას შეაჩერდა -გადამარჩინე. - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ, ამის თქმაღა მოახერხა, თან ბიჭის თვალებს თვალმოუშორებლივ უყურებდა. -რამე ხომ არ გეტკინა? - ბიჭიც შეშფოთებული ჩანდა, ლუსის ისიც ასევე თვალმოუშორებლივ აკვირდებოდა. -არაფერი, მადლობა, რომ გადამარჩინე. - ლუსი ისევ მძიმედ სუნთქავდა, ბიჭს კი მისი ხელი ისევ ეჭირა. -მთავარია კარგად ხარ. - უთხრა ბიჭმა. ცოტა ხანს ასე იდგნენ, შემდეგ კი ლუსიმ თქვა: -ჯობია წავიდე და დავისვენო, ძალიან შემეშინდა. - ლუსის ხმა ძალიან გულწრფელი იყო. -კარგი, ასე ჯობია. - ბიჭი დაეთანხმა და ლუსიმაც ხელი გაუშვა, იმის მიუხედავად, რომ ეს საერთოდ არ უნდოდა. წასვლა დააპირა, თუმცა ორ ნაბიჯში უკან მოტრიალდა, ბიჭი ისევ იქ იდგა და უყურებდა. -ლუსი. - თვითდაჯერებული ტონით უთხრა ლუსიმ თავისი სახელი. -რეი. - ბიჭმაც დაბნეული მზერით უპასუხა. ლუსი მაშინვე უკან მიტრიალდა და გაეღიმა, საკუთარ ხელს დახედა და ღიმილიც უფრო გაიზარდა. რეი ისევ იქ იდგა და ისიც საკუთარ ხელს უყურებდა. რაღაც განსაკუთრებული ნამდვილად ხდებოდა... ნელ-ნელა ეშხში შევდივარ???? ახლა მართლა არ ვიცი როგორ გაგრძელდება და რა მოხდება, რაღაც მხრივ მეც მკითხველის ამპლუაში ვარ, თქვენთან ერთად დიდი იმედი მაქვს მოგწონთ ხვალ დაიდება შემდეგი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.