შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვანაირი (3)


21-11-2017, 20:04
ავტორი Anuki Lemonjava
ნანახია 1 135

ადრიანად გაიღვიძა და საწოლიდანაც მალევე წამოდგა, ფანჯრიდან როცა გაიხედა, დაინახა, რომ გუშინდელისგან განსხვავებით დღეს საკმაოდ მოღრუბლული და ცივი ამინდი იყო, ნივთები წინა საღამოს ჩაელაგებინა და ყველაფერი მზად ჰქონდა, ამიტომაც გასასვლელად მზადებას შეუდგა. შეგუებული იყო იმ რეალობას, რომ მიდიოდა იქ, სად წასვლაც საერთოდ არ სურდა, ნორმალურად ვერც კი მიმხვდარიყო იქ რატომ გზავნიდნენ თუმცა მისი სოფელში წასვლის ერთადერთი მიზანი სიმართლის გარკვევა იყო, გადაწყვიტა რომ მეორე ბებიასთვის ყველაფერი გამოეკითხა, ლინდა ბებია დიდი ხანია აღარ ენახა, თუმცა ახსოვდა რომ ძალიან თბილი ქალი იყო. სურდა რომ მისგან მაინც გაეგო სიმართლე, ხვდებოდა რაღაც ისე არ იყო, სიტუაციაც ბევრად უფრო რთულად იყო ვიდრე ჩანდა.
როცა მოწესრიგდა და წასასვლელად გაემზადა დაბლა ჩავიდა, სადაც მარია დახვდა.
-მარია არ იდარდო, მალე ჩამოვალ. - მას ძალიან თბილად დაემშვიდობა, რადგან ძალიან უყვარდა, იმაზე მეტადაც ვიდრე თავისი ბებია და ბაბუა.
-მალე ჩამოდი, ჩემო საყვარელო. - თავზე ხელი პატარა ბავშვივით გადაუსვა მარიამ და შემდეგ თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა.
როცა გარეთ გავიდა მძღოლი უკვე ელოდებოდა, ნელი ნაბიჯით წავიდა მანქანისკენ, ცდილობდა წასვლის პროცესი რაც შეეძლო უფრო გაეწელა, თუმცა ეს ყველაზე უაზრო მცდელობა იყო მისი მხრიდან. მანქანაში უკან ჩაჯდა და ცოტა ხნის შემდეგ მანქანაც დაიძრა. გარემოს ათვალიერებდა და იმახსოვრებდა ყველა დეტალს, უჭირდა წასვლა, თუმცა იცოდა, რომ ეს აუცილებელი იყო. გაზაფხულის ბოლო თვის ბოლო როცხვები იდგა. ზაფხული მოდიოდა და ყველაფერს უფრო მშვენიერი ელფერი ეძლეოდა. წელიწადის ამ ყველაზე მშვენიერ დროს, სასიამოვნო იყო ბუნების ჭვრეტით ტკბობა. ლუსიც ფანჯრიდან ყველაფერს აკვირდებოდა.ფიქრობდა ყველაფერზე, მგზავრობა ხომ ფიქრებში ჩასაძირად საუკეთესო საშუალებაა. მამა ახსენდებოდა, როგორ ეთამაშებოდა პატარა ლუსის, ღამით როცა დედამისს უკვე ეძინა მამა ზღაპარს უკითხავდა და ტკბილი სიზმრებიც არ აყოვნებდნენ მოსვლას. ლუსი ამას აფასებდა. ფული ჰქონდა მაგრამ ფიქრობდა, რომ ფულზე ბევრად მნიშვნელოვანი ის სითბო და სიყვარული იყო რასაც მამამისი ყოველთვის ამჟღავნებდა მის მიმართ, დედამისი კი თითქმის არასდროს. ის ძალიან ზერელე იყო. ისევე როგორც მეტიასი. ალბათ ეს იყო მიზეზი რომ მეტიასი საუკეთესო კანდიდატად მიაჩნდა, როგორც ლუსის შეყვარებული. ლუსი ნელ-ნელა ხვდებოდა რომ ყველაფერი ყალბი იყო იქ, წამიერად მოუნდა, რომ საერთოდ დაევიწყებინა თავისი სახლი და დარჩენილიყო სოფელში, ის არ ეკუთვნოდა იმ სიყალბეს რაც მის გარშემო იყო.
რამდენიმე საათი იმგზავრეს, ლუსი თითქოს ფიქრებისგან დაიცალა, თითქოს ყველა უარყოფითი ემოცია გაუშვა და ქალაქს დაუტოვა, თვითონ კი "ახლად" დაიბადა და ეს ალბათ საუკეთესო რამ იყო მისთვის. თვალები ეუჭებოდა, როცა სიმწვანით დაბურულ ადგილს მიაღწიეს.
-თითქმის მოვედით. - უთხრა მძღოლმა ლუსის. მან არც კი იცოდა რა განცდა ჰქონოდა, იმ სოფელში დაბრუნებისას, რომელშიც უკვე საუკუნეა აღარ ყოფილა, როცა მიუახლოვდნენ, იფიქრა, რომ საუცხოო სილამაზის ადგილი იყო და სხვა, უფრო შესაფერის და კარგ დროს რომ ჩამოსულიყო ალბათ მშვენივრადაც დაისვენებდა.
სულ მალე, ასევე მწვანეში ჩამჯდარ ლამაზ სახლს მიაღწიეს და მძღოლმა მანქანა გააჩერა.
-ლუსი, მოვედით. - ეს თქვა, ლუსი კი რამდენიმე წამი გაშეშებული იჯდა მანქანაში, მძღოლმა მანქანა გააღო და გადავიდა, როგოც ჩანდა ჩემოდნების შეტანას აპირებდა. თვითონაც მორჩილად გააღო მანქანის კარი და სველ მიწაზე ფეხი დადგა. როგორც ჩანდა ნაწვიმარი იყო, ცაც საკმაოდ მოღრუბლული, რაც მიუთითებდა, რომ კიდევ იწვიმებდა. ეზოს ჭიკარი მძღოლმა გააღო და ჩემოდნებით შევიდა. როცა შევიდა უკან გამოიხედა და ლუსის დააკვირდა რომელიც ყოყმანობდა და კარს გამომცდელად უყურებდა.
-ალექს, მე ცოტას გავივლი, მგონი მარტო ყოფნა არ მაწყენდა, არ ვიცი ახლა რამდენად ვარ მზად რომ ამ კარში ფეხი შევდგა. - ლუსი აშკარად დაბნეული იყო, იმის მიუხედავად, რომ მძღოლს მისი მარტო წასვლის იდეა არ მოეწონა, რადგან აქ არავის იცნობდა და ეშინოდა არ დაკარგულიყო, მაინც დასთანხმდა, რადგან მიხვდა, რომ ლუსი თავის სიტყვებში გულწრფელი იყო.
ლუსიმ მინდვრებისკენ აიღო გეზი, იქ სადაც მისი ვარაუდით არავინ იქნებოდა და მარტო ყოფნას შეძლებდა რათა იმ არეულობაზე, რაც მის ცხოვერებაში ბოლო 2 დღის განმავლობაში მოხდა, უფრო მეტად და ღრმად ეფიქრა. მინდორი უკაცრიელ კუნძულს გავდა, თითქოს დასაბამი და დასასრული არ ჰქონდა. გარშემოც არავინ ჩანდა, ამიტომ ლუსი ახლომდებარე ქვაზე ჩამოჯდა და დაფიქრდა. ფიქრობდა ყველაფერზე, რაც მის ცხოვრებაში მოხდა, ხდებოდა და შეიძლებოდა მომავალში მომხდარიყო. სურდა ასე დაუსაბამოდ მჯდარიყო და მისთვის ხელი არავის შეეშალა. თუმცა დაინახა, რომ შორიდან ნელ-ნელა ვიღაც უახლოვდებოდა, მას კი არა ის ვიღაც სადღაც მიდიოდა. ნელ-ნელა იმ ადგილს სადაც ლუსი იჯდა უფრო მიუახლოვდა და ლუსიმაც კარგად შეძლო მისი დანახვა. მაღალი იყო, ჩანდა რომ საუკეთესო სხეული და აღნაგობა ჰქონდა, თუმცა არა სავარჯიშო ცენტრში დაყენებული, არამედ მთელი ცხოვრების შრომისგან და ჯაფისგან. ხელებიც აშკარად გაუხეშებოდა, თუმცა ჩანდა, რომ დაახლოებით ლუსის ტოლი იქნებოდა, კამკამა ცისფერი, საოცარი თვალები ჰქონდა, ყორნისფერი თმა, სწორი ცხვირი და მსხვილი ბაგეები. საოცრად შთამბეჭდავი გარეგნობა ჰქონდა, რასაც ტანსაცმელზე ვერ ვიტყოდით, გახუნებული და ძველი ტანისამოსი ეცვა და შარვალზე ტალახი მისცხობოდა, სახეზეც დაღლილობა აღბეჭვდოდა. ლუსი მას დააკვირდა და უცნობმა ბიჭმაც ლუსის შეხედა. ერთმანეთს თვალებში უყუებდნენ და ლუსი ახლა უფრო კარგად ხედავდა თუ რა მრავლისმეტყველი და საოცარი თვალები ჰქონდა. ბიჭმა როცა ლუსის შეხედა თვალები უცნაურად აუკიაფდა, თითქოს თვალებით იღიმოდა, თუმცა სულიერად და ფიზიკურად დაღლილს სახე არ უღიმოდა. ისე მოაშორა თვალი, თითქოს ძალიან გაუჭირდა და გზა ნელი ნაბიჯით განაგრძო, ლუსიც ცოტა ხანს კიდევ უყურებდა მიმავალს, თუმცა როცა ჰორიზონტზე საერთოდ გაუჩინარდა, ლუსიმაც თავი ჩაქინდრა და ახლა უფრო ღრმად მიეცა ფიქრებს..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent