შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებიანი პარტნიორი - სრულად


24-11-2017, 18:56
ავტორი D-roni
ნანახია 43 819

^^^
სახელი - ანასტასია .
გვარი - ახალკაცი .
წლოვანება - 22 წლის .
დედა - სოფო ახვლედიანი.
მამა - ნიკოლოზ ახალკაცი .
და-ძმა - დედის ერთა .

^^^
- ტასო როდის ამთავრებ დე სამსახურს დღეს ?
- არ ვიცი დე , ხო იცი როგორც წესი დილის საათებში ვმუშაობ ... მაგრამ ახლა ერთი გოგო შვებულებაში გავიდა , დრო გადაგვინაწილეს და საღამოს საათები მე შემხვდა ...
- ანუ ? ვაიმე ახლა გული დამარტყავს !
- ვაიმე სოფო რა ჩემი ბრალია ?
- ხომ იცი მაგ სამსახურზე იმ პირობით დაგთანმხდი რომ ღამით არ იმუშავებდი ... რა უბედურებაა ? წარმოდგენაზეც კი მაძაგძაგებს!
- ვაიმე დედა რა მეთქვა დედაჩემს წარმოდგენაზეც კი აძაგძაგებს და იცით ვერ ვიმუშავებ ღამის საათებში თორემ სამეზობლოში რას იტყვის მერეთქო?
- ანასტასია სიტყვებს დაუკვირდი !
- ორი წუთის წინ იგივე არ თქვი ? - თვალები გადაატრიალა გაოგნებულმა.
- მერე მე მე ვარ , შენ კიდე შენ !
- ავთანდილ შოშიაშვილი !
- ვინო ? - თვალები დაქაჩა გაოცებულმა სოფომ.
- დედა კრიტიკულ დღეებში აუტანელი რომ ხარ არ მითქვამს ხო ?
- ანასტასია !!!
- წავედი დე , გკოცნი !
- ჭკვიანად რა ტასო ... ათასი თავსგასული იდიოტი და დეგენერატი მოდის მანდ ღამით!
- კარგი რა დედა კარგი რააა , ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი ვერ გავიგე ამ უნივერსიტეტს რა ვუყო ამ კვირაში და რატომ მიმატეებ ? - დაიკივლა და სახლის კარი თავის თავით გაოცებულმა გამოიხურა . - ეს მე ვიყავი ? არა მე ვიყავი აშკარად ...
^^^
დაცვას გაუღიმა და ფეხის თრევით შევიდა სასტუმროში.
ასე იცის ნერვებმოშლილს ყველაფრის ხალისი ეკარგება და ლამის ჭკუიდან გადავიდეს ისეთ ხასიათზე დგება.
არც სოფოა ისეთი ტირანი დილით რომ ჩანდა ... უბრალოდ მართლაც აუტანელი ხდება კრიტიკულ დღეებში , ხო ეს ის პერიოდია როცა არ უნდა გაეკარო ! თუ გაეკარები ფაქტი სახეზეა სადამდე მიგიყვანს .
არადა ანასტასიაზე მშვიდი გოგონა არ არსებობს , მშვიდი ხასიათებით თორემ ისე ისეთი გიჟია...
- ტასო მოხვედი ? - გზაში თანამშრომელი შეეჩეხა და ღიმილიანი სახით აედევნა უკან.
- როგორ ხარ ? - ჰკითხა და გზა ისე განაგრძო არც კი გაუხედავს მისკენ .
- რა გჭირს გოგო ? - კითხვა გაოგნებულმა შეუბრუნა ნინამ .
- მეტყობა ხო ნერვები რომ მაქვს მოშლილი ? - დამანჭული სახით გაჩერდა და ცხვირზე თითები ჩამოისვა. - ღმერთო ვისგან გადამედო ეს მანერები ?
- სრულ ჭკუაზე არ ხარ დღეს მგონი ... - ჩაიფხუკუნა ნინამ და გზა გააგრძელა. - წამოდი გამოიცვალე და საქმეს შეუდექი , დღეს რაღაც შეხვედრაა მთავარ დარბაზში , უცხოეთიდან ჩამოდიან ქართველი ბიზნესმენები ... ყველა ნომერი განთავისუფლებულია და ყველაზე ჯავშანია უკვე გაკეთებული , ვგრძნობ დღეს ღამით გავიწურები !
- საშინელებაა ხო ღამით მუშაობა ...
- არა სხვათაშორის , ნუ გააჩნია კლიენტურას , შენ ახალი ხარ და არ გეცოდინება ჯერ ეგეთი იდიოტები , ღამით მეთქი თვალს ორი წამით წავდებთქო და ერთმა დეგენერატმა შვიდჯერ გამაღვიძა , ბოლო ასვლაზე კინაღამ ალიკაპი გავუკეთე პირზე ისე ლაპარაკობდა !
- ნინა ... - ჩაიფხუკუნა გასაცოდავებულმა და მისი ნათქვამის გამხიარულებულმა ჩაიცვა ფორმაც.
- კიდევ კარგი ეს ფორმები მაინც აქვთ ნორმალური ,რომ კითხო 90 ვარსკვლავიანი სასტუმროა !
- რას ეძახი კარგ ფორმას ? ლამის შემომასკდეს ტანზე !
- ვგიჟდები როგორი რაღაცნაირი აღნაგობა გაქვს ...
- ბარემ ჩაკეტე გასახდელის კარი და ამაკარი ზედ ! - გაიცინა და ჩანთა კარადაში შეაგდო. - იმედია დღეს ვინმე არანორმალური არ გადამეყრება , თორემ ისეთი გაბრაზებული ვარ იმაზე ვიყრი ჯავრს !
- რა ჭირი გეტაკა ?
- დედაჩემმა მომიშალა ნერვები , თან უნივერსიტეტის განრიგი მერევა ამ კვირაში ... დავდივარ და ცოფებს ვყრი !

^^^
ჰოლის კუთხეში იდგა და გაოცებული აკვირდებოდა სიტოაციას.
ამდენი შარვალ-კოსტუმიანი კაცი ერთად პირველად ნახა .
ერთ-ერთის ფეხსაცმელზე სიცილამტყდარი მეყრდნო კედელს და შეეცადა ხარხარი ჩუმ ფხუკუნში გადაეზარდა უკნიდან , რომ ამოუდგა ერთ-ერთი თანმრომელი.
თვალების ციმციმით ახედა მასზე ერთი თავით მაღალს , მანაც თმაზე ხელი სიცილით გადაუსვა და ფეხებგადაჯვარედინებული დააკვირდა ხალხს.
- ნეტავ გამაგებინა ამდენი ერთად საიდან მოვიდნენ ...
- ხოო ... - ამოილუღლუღა და ოდნავ გვერდით ჩაიწია წამწამების ფახულით.

მამაკაცსაც მის საქციელზე მომაკვდინებლად ჩაეღიმა და ცალი თვალით გადახედა ერთ ადგილზე აწუტულ ტასოს.

- კედელს გაიტან ! - უთხრა ჩურჩულით და ახალკაცმაც წამში გადადგა წინ რამდენიმე ნაბიჯი. - ჩემი მოსვლა გეწყინა ? -ჰკითხა სიცილით უკვე შორს მდგარს და მისკენ ნელა წავიდა.
- არა , მე ... საქმე მაქვს და ...
- აჰ , საქმე ... ხო მიდი არ მოგაცდენ ! - ირონიულად ჩაიღიმა და ლამის სირბილით წასულს თავის ქნევით გააყოლა თვალი.

- ღმერთო ჩემო ... ამ ბიჭს როდესმე აუცილებლად მოვკლავ ! ოღონდ ჯერ ამას აუსრულებელი ოცნებების გვერდზე ჩავიწერ ... შემთხვევით რომ არ დამავიწყდეს!

გიორგი ის ადამიანია მოსვლის დღიდან რომ აგიჟებს ახალკაცების ერთადერთ სიამაყეს და ნატვრის თვალს.
ერთადერთხელ წაიბურდღუნა რაღაც სისულელე მამაკაცის თვალწინ და მას შემდეგ აღზევდა მგონი ამ დასაქცევი კაცის ცინიზმიც.
ერთადერთი სურვილი აქვს ! ეს ირონიული სახე რაც შეიძლება მალე ჩამოუღოს.
- კიდე გეღადავება ხო ? - გვერდით ნერვებმოშლილი ნინა ამოუდგა და ხელებგადაჯვარედინებული დააკვირდა თავის თმის ფერ ტასოს. - გეფიცები შენს თმაზე მუქი ხარ ! - აკისკისდა და პირზე ფხუნით აიფარა თითები.
- ჩემი თმა წითელი არაა ! ჟღალია ! - ნერვებმოშლილმა დაიხვია თითზე თმის ღერები და სახი მანჭვით გახედა მოკისკისე ნინას . - ქალო შენ რაღას მიშლი ნერვებს !
- ვაიმე არ შემიძლია , გიორგისგან გამოქცეულს რომ გხედავ სიცილს ფიზიკურად ვეღარ ვიკავებ !
- შენ და გიორგის ერთად გადაგაშენებთ ! - ენა გამოუყო და კუსკუსით წავიდა ლიფტისკენ. - წავედი მე ავიტანო პირსახოცები ჩემს განყოფილებაში თორემ დაიწყებენ გაუთავებელ პრეტენზიებს !
- ვინმე არ შემოგელანძღოს !
- შევეცდები ... თუ გინდა შენ გაგლანძღავ და გულს რომ მოვიოხებ მერე ავალ ზევით ... - გაკრეჭილი მიუტრიალდა მეგობარს და ნინას შეკრულ წარბებზე ამჯერად თვითონ აკისკისდა.
- არა რომ კითხოთ ცუდ ხასიათზეა ! - ჩაიბურტყუნა და კარისკენ გაიხედა. - რა ვაკეთო ახლა მე ? ვის მოვუშალო ნერვები ?
- მიდი გიორგის მოუშალე , მადლია ! - გაუცინა და ლიფტში შეძვრა როგორც კი მათკენ წამოსული დაინახა.

^^^
როგორც წესი ცდილობს ძალიან მალე გამოიძურწოს ნომრიდან თუ იცის რომ შიგნით არიან , ამჯერადაც ბონდის ნაბიჯებით შეიპარა ტერიტორიაზე და თვალებმოჭუტულმა დაცქვიტა ყურები , წყლის ხმაა ... ე.ი დრო აქვს , მაგრამ პირსახოცები სადღა დადოს ? ახლა უნდა დაელოდოს ? არა ... ლოგინზე დადებს და გამოიძურწება .
ის ის იყო ოთახიდან გასვლას აპირებდა კარის ხმა , რომ გაიგო და ამჯერად მგონი სახესთან ერთად ბრაზისგან თმაც კი უფრო გაუწითლდა.
ხომ ვამბობ მარცხენა ფეხზეა ამდგარითქო ? ყველაფერი ახლა მოუშლის ნერვებს .
- გამარჯობა ... - კლიენტისკენ შეტრიალდა და სახეზე ღიმილი მიეყინა როგორც კი გააცნობიერა , რომ ნახევრად შიშველის წინ იდგა.
- გამარჯობა ... - ღიმილით მიესალმა მამაკაციც და მის მზერას დაბნეულმა გააყოლა თვალი , სხეულზე რომ დაიხედა ტუჩის კუთხე მომენტალურად ჩაუტყდა და თითები სველ თმაში შეიცურა. - გინდოდა რამე ? - ჰკითხა დაბნეულს და ტასომაც თავი გააქნია .
- არა ... კი არადა ... კი , ანუ ... მე ... პირსახოცები მოვიტანე და ...
- კარგი გასაგებია , მადლობა მე მივხედავ ! - თვალი ჩაუკრა და გაშეშებულს თვალებმოჭუტული დააკვირდა. - არის კიდევ რამე ?
- აჰ ... არა მე გავალ ... - თქვა და დარეტიანებული დაიძრა კარისკენ .
გაოცებული გამოვიდა ოთახიდან და კედელს მიეყრდნო ზღართანი , რომ არ მოედინა ძირს.
ახლაც წინ უდგას მამაკაცის ნახევრად შიშველი სხეული და მასზე მორბენალი წყლის წვეთები.
მერე გონს ისევ მისკენ დინჯი ნაბიჯებით მომავალ გიორგის მოჰყავს და რა თქმა უნდა ფეთიანივით წამომხტარი პირდაპირ კიბეებისკენ მირბის.

^^^
- რა ჯერივით მორბიხარ რა იყო ტომი მოგსდევს ? - კიბის თავთან დოინჯშემორტყმული ნინა ელოდება და ზევით დაკვირვებით იხედება ,უკან ვინმე ხომ არ მოჰყვებაო.
- კაცი ვნახე ... - ამოილუღლუღა და ერთ-ერთ საფეხურზე ჩამოჯდა. - კ ა ც ი ... - დაუმარცვლა და აჩქარებულ გულზე თითები მიიდო.
- ღადაობ ? - შეიცხადა ნინამ და მოწოლილი სიცილისგან გამწვანებული ხელებით ფეხებს დაეყრდნო. - კაცი როგორ ნახე ... მეც მინდა, მანახე რა ... როგორია ?
- ვაიმე გაჩუმდი ნუ ჯამბაზობ ... ისეთი კაცი ვნახე ... ნანახი არ მყავს ეგეთი ... ჟურნალიდანაა გადმომხტარი ... ვაიმე ნინა მიყვარს !
- რა ნახე ქალო ეგეთი ? - წელში გასწორდა და გაკრეჭილმა თვალები დაჭყიტა. - გიორგი ?
- რა გიორგი , რა გიორგი ... ის ... ვაიმე ისე ნეტა რა ქვია ? - დაბნეულმა მიიდო ტუჩის კუთხესთან თითი და თვალების ფახულით ახედა ზემოდან ჭოტივით დაჩერებულ ნინას . - რას მიყურებ ეშმაკის მოციქულივით, ცოტა გაიწიე ვერ ხედავ სუნთქვა რომ მიჭირს ? ბარემ ლუპა მოიტანე და იმით დამაკვირდი!
- რა ქოთქოთა ვიღაცა ხარ მოკლედ რა ... - ამოიბურდღუნა და თმა გაისწორა. -კაცს კი არა მართლა დევკაცს ნახავ ახლა თუ არ ადგები ... თორემ დღეს რაღაც ძალიან ვახალტურებთ !

^^^
- ტასო სხდომა დაიწყო , ყავის შეტანას ვეღარ ვასწრებ და შეგიძლია შეიტანო ? - ეკითხება ქოთქოთით ნინა და ისიც თავს სიცილით უკრავს.
სინი ხელში დაიჭირა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა კარისკენ.
ბოლო ფინჯანიც დადო მაგიდაზე და მაშინღა შენიშნა , რომ თავში ის კაცი იჯდა პირველი ნახვით , რომ „შეუყვარდა“ ... მამაკაცი ქვემოდან უყურებდა და მის ყველა მოქმედებას აკვირდებოდა.
- დავით , რა გარანტია გვაქვს რომ წაგებაში არ წავალთ ? ძალიან სარისკო მაგრამ სარფიანი საქმე ჩანს !
- გარანტია მე ვარ , რისკი კი ყველა მომგებიან საქმეში არის გარეული ! - თქვა ბოხი და თავდაჯერებული ტონით ისე , რომ ტასოსთვის მზერა არ მოუშორებია.
დაბნეული ახალკაცი ქურდივით გამოიძურწა დარბაზიდან და გულაჩქარებული მიეყრდნო კედელს.
„ესეიგი დავითი გქვია...“ - გაიფიქრა და თმაში თითები შეიცურა.
- მორჩი ? - ჰკითხა დახლთან მდგომმა ნინამ და ტასომაც თავი ღიმილით დაუქნია. - აუ რა გოგო ხარ , რა დაგრჩა ?
- არაფერი ... თავისუფალი ვარ , გავალ აუზთან დავჯდები ნახე რა ლამაზი ცაა !
- გეტყობა ღამით ,რომ არ ხარ მიჩვეული აქ ყოფნას ... ეს არაფერია , მეც მიყვარს აუზთან ჯდომა და ვარსკვლავების ყურება , მითუმეტეს როცა საქმე არაფერი არ არის ბევრი ...
- მაშინ დღეს მეც დავტკბები ! - გაუღიმა და გარეთ გავიდა .
ბავშვობიდან გიჟდება წყალზე , აუზზე , ზღვაზე , ოკეანეზე , ჯაკუზში რომ ჩაწვება იქიდან ამოსვლაზე აღარც კი ფიქრობს , თვალებდახუჭული სიმღერების ფონზე ათას ადგილზე მოგზაურობს და კმაყოფილი ღიმილით ამოდის წყლიდანაც.
ასე იცის როცა რაიმეზე ძალიან აქვს ნერვები მოშლილი და გაბრაზებულია ერთი წყლის შესხმა უნდა და ენერგიით თავიდან იმუხტება.
რბილ ტახტზე გაწვა და თითებით წყალში რაღაცეების ხატვა დაიწყო , მშვიდად იწვა და ცაზე ვარსკვლავებს ითვლიდა , მეათასედ რომ აერია ბურდღუნით წამოჯდა და ფეხები აათამაშა ადგილზე.
- ნეტა ეს ჩავთვალე ? აუ კიდევ ამერია ! - წაიბურდღუნა და ისევ წამოწვა. - არა ჩამოვარდნას მაინც დაველოდო , რას მოვინდომე დათვლა !
- ვარსკვლავების დათვლა ცუდის ნიშანიაო ამბობენ ! - მოესმა ნაცნობი ხმა და თვალებდაქაჩული გაშეშდა ადგილზე. - გემრიელი ყავა იყო !
- არ მითხრა ცრურწმენების მჯერაო!
- რა ვიცი ... 13 წლის , რომ ვიყავი მარილი დამებნა და ძალიან ცუდი რაღაც მოხდა ...
- რა მოხდა ? - ჰკითხა გვერდით გაწოლილს და ინტერესით მიაშტერდა.
- ვაჟიშვილობა დავკარგე ! - ჩაილაპარაკა სერიოზული ტონით და ახალკაცის სახის დანახვისთანავე ტუჩის მარცხენა კუთხე ჩატეხა.
- ვაჟიშვილობა 13 წლის ასაკში დაკარგე ? - ჰკითხა გაოგნებულმა და თვალები გაშეშებულმა ააფახულა.
- მეგონა უფრო ტრაგიკული ამ ამბავშვი მისი დაკარგვა იქნებოდა და არა ის რომ ეს 13 წლის ასაკში მოხდა !
- ჩემი მეგობარი 14წლის , რომ იყო ისევ ვაჟიშვილი იყო ... - ჩაიფხუკუნა და მერე მიხვდა რა თქვა . - რეებს ვბოდავ !
თავისი ლაპარაკით გაოგნებულმა ტუჩებზე თითები აიფარა და თვალებდაქაჩული მიაშტერდა წამში ახარხარებულ მამაკაცს.
- სულ ასე სასაცილოდ ბოდავ ხოლმე ?
- არადა მეგონა არ გაგეცინებოდა ...
- რამდენი ხანია აქ მუშაობ ? - ჰკითხა და თვალები ფეხებზე ააყოლა .
- ერთი თვეა ...
- და ყოველ დღე ასე ითვლი ვარსკვლავებს ?
- არა ... დღეს პირველად ვარ საღამოს სმენაში...საქმე არ მქონდა და გადავწყვიტე აქ გამოვსულიყავი ...
- ბავშვობაში მეც ვითვლიდი ...
- მერე ? რამდენი დაითვალე ?
- დაახლოებით 50მდე ...
- როგორ ? არ აგერია ?
- ზევიდან ქვევით ვითვლიდი და არა ...
- მერე რატომ ვეღარ გააგრძელე ?
- დათი მოდი ჭამეეე ...- ხმადაწვრილებულმა დაიძახა თითქოს ვიღაცას აჯავრებდაო და სიცილით წამოჯდა , მისკენ შებრუნდა და ზემოდან დააჩერდა .
- ძილის დროა დავით ... - სიცილში აჰყვა და ცას ახედა . - ვერ ვიტან ამ ორ ფრაზას !
- გეტყობა , რომ ჭამა არ გიყვარს ! - თვალი ჩაუკრა და ტანზე კიდევ ერთხელ ააყოლა მზერა.
- ვარჯიშის შედეგია და არა უმადობის ! ასეთი აღნაგობა მაქვს ... დამიჯერე ჩემზე ბევრს ცოტა თუ ჭამს !
- ნუთუ ? არ მჯერა !
- აუფ ... - თვალებდაქაჩულმა შეაბრუნა მისკენ სახე და გაბუტული მიაჩერდა. - რა არის დაუჯერებელი ვითომ !
- ხვალ საღამოს ფრაქტიკულად თუ დამაჯერებ ... - სიტყვა გაწელა და ეშმაკური ღიმილით დააკვირდა დაბნეულ ახალკაცს.
- რაო ? - იკითხა და ცალი თვალით ვერანდის იქით მდგარ ნინას დააკვირდა , ხელებს გამწარებული რომ უქნევდა და შესვლას სთხოვდა.
- ხვალ , საღამოს , აქ , ამ დროს ! - თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამომდგარი შესასვლელისკენ დინჯი და გაწონასწორებული ნაბიჯებით დაიძრა.
ადგილზე კი გაოგნებულ-ფერდაკარგულ-გამოშტერებულ-გამოქლიავებულ-გამოთაყვანებული ანასტასია დატოვა.
აი ასე , ძალიან ჩვეულებრივად ... შეხვედრა დაუთქვა და წავიდა.
თვალების ფახულით წამოდგა ფეხზე და მის გზას გაუყვა.
- რატომ არცერთი სალანძღავი სიტვა არ მომადგა ენაზე ? ან ახლა მაინც რატომ არ ვწყევლი ? ღმერთო დიდებულო ... აპოლონი ჩემში ძვრება!
- რას ქვია ძვრება ... დამანახე ერთი მანდ რა ხდება ! - ვერანდაზე გამოსული ნინა კაბის ბოლოს უწევს გაშეშებულს და კისკისით იწევა უკან მეგობრის სახეზე. - დამამშვიდე და მითხარი , რომ შენში შემოძვრომა აქვე არ განხორციელებულა ...
- ოო კარგი ნინა რა ... - ამოიბუზღუნა და თვალებისტრიალით გააგრძელა გზა. - რას მიქნევდი ხელებს რა გინდოდა ?
- გააჩერეთქო ... ტაშკენტზე რამდენად გამიყვან ?
- ნინა ნუ ხარ მასხარა!
- აბა რა უნდა მდომოდა შე ქალო ! ერთი წამით , მოიცადე ... ახლა არ მითხრა ის „კაცი“ რომ ნახე ეს არისო !
- არ გეტყვი ! - გაუცინა და წარბების თამაშით წავიდა სამზარეულოსკენ .
- ყველაფერი მაინტერესებს !
- აუფ , საიდან დავიწყო იმხელა ლავსთორი გვაქვს ... თავს და ბოლოს ვერ ვპოულობ მე მაპატიე !
- ირონიის გარეშე ახალკაცო ! რომელი თვალით გაგხადა პირველად მაგით დავიწყოთ !
- ცალი თვალითაც ხდიან ხოლმე ? - ჰკითხა თითქოს დაბნეულმა და მის გამწარებულ სახეზე ამჯერად თვითონ აკაკანდა.
- საქმეს მიხედეთ ! - გამოაიარა უფროსმა და გაყუჩებული ნინაც ტასოს უკან ამოდგა.
- საქმე , რომ აღარ გვაქვს რას მივხედოთ ვერ გვეტყვით პატივცემულო ? - ჰკითხა ინტერესით ანასტასიამ და მამაკაცმაც გაოგნებულ-შეურაწყოფილმა დახედა ერთი თავით დაბალს.
- გამოძებნეთ !
- ახლავე ... - ირონიულად გაუღიმა და მამაკაციც თვალებდაქაჩული შედგა ადგილზე.
- ახალკაცი , რამდენს ლაპარაკობ ?!
- აბა უპასუხოთ ხომ არ დაგტოვებთ ბოს ? - შეიცხადა და ისეთი დაბნეული ააჩერდა თითქოს მართლაც ვერ გაეგო რა ხდებოდა. - ამხელა კაცს როგორ გაკადრებთ უფროსო ...
- საშველი არ იქნება ამისი ! - ნინამ მხარზე მოკიდა ხელი და იქაურობას გააცალა.-გაგიჟდი ქალო შენ ?
- არა ამას შევარჩენ ახლა იმ კეხიანი ცხვირის ჰაერში აწევას , კახპ* მაგი ! - თქვა კილოთი და სიცილამტყდარი შეძვრა სამზარეულოში. - მშია !

^^^
დილით გასახდელში თალების სრესით შევიდა , წვალებით გაიხადა ფორმა და გაბადრულმა ამოიცვა ტყავის ელასტიკი , ფეხზე მაღლები მოირგო და კლასიკური ზედაც ორ წამში გადაიცვა.
ტყავის ჭაობისფერი მოსაცმელიც მოიცვა და ჩანთა მოკიდებული წავიდა კარისკენ.
ერთი სული აქვს , როდის მივა სახლში და გემრიელად გამოიძინებს.
კარში გავიდა და გაბადრულმა ჩაისუნთქა ჰაერი.
- ვაა , ტასიკ რა ვიდზე ხარ გოგო ! - გზაში გიო დაეწია და გვერდით თვალებგაცისკროვნებული ამოუდგა. - სად მიდიხარ ?
- სახლში ! - უთხრა და ოდნავ გაუღიმა ,თუმცა ღიმილი სახეზე შეაშრა მანქანასთან ჩამომდგარი დავითი , რომ დაინახა .
- რა დაგემართა ... ჰეი ტასო , აქ ხარ ? - ოდნავ შეანჯღრია ბიჭმა და მანაც დაბნეულმა გაუღიმა.
- წავედი გიო ... საღამომდე ! - გაუღიმა და ტაქსისკენ წავიდა.

^^^
- რატო აიჩემე შვილო ეს მუშაობა , ხომ ხედავ სახე ისეთი ალეწილი გაქვს მგონი მეც კი ვერ მცნობ ...
- ერთი თვეც დედა ... არც კი და ვიყიდი ამ მანქანას და წამოვალ ! წავედი ახლა უნდა დავიძინო , საღამოს მისასვლელი ვარ ... ჯანდაბა ვკვდები !
- მიდი და საღამოსთვის გემრიელობებს გაგიმზადებ!

^^^
პირსახოცებს ტოვებდა ნომერში და ის ის იყო უნდა გამოსულიყო , ვიღაცამ მთელი ძალით , რომ მიანარცხა კედელზე.
შეშინებულმა დაქაჩა თვალები და ერთ-ერთი ბიზნესმენთა კლასის წარმომადგენლის დანახვაზე გაბრაზებულმა შეკრა წარბები.
- გაგიჟდი ?!
- კარგი არ მითხრა , რომ უარზე ხარ!
- ხელები გაწიე შე ველურო თორემ სახეზე ვერც ერთი პლასტიკური ქირურგი ვერ გიშველის ისეთ რაღაცას გიზავ !
- მიყვარს შენნაირი პანტერა გოგოები !
- პატრონს შენსას უბედურს და დაქცეულს ! - ამოიჩოჩქოლა და თვალების ტრიალით ამოარტყა ფეხებსშუა ფეხი , ჩაკეცილ მამაკაცს ირონიული ღიმილით დახედა და თავზე ხელები გადაუსვა. - არივედერჩი ჩიტოო ...
- მე შენი დედა მოვ**** - გინებით გამოეკიდა ნახევრად შიშველი და კედელზე უკვე მართლა შეშინებული ააკრა შუა დერეფანში.
- ხელი გაუშვი შე ყლ**სგან გამოთლილო ! - დაუღრიალა ძარღვებდაბერილმა დავითმა და წამში გამოგლიჯა ხელებიდან აცახცახებული სხეული . - როგორ ბედავ ! - ხელი ჩააავლო და ნომერში წიხლებით შეაგდო.
- დავით ... ყველაფერს აგიხსნი ...
- ჩაალაგე და გააჯ*ვი აქედან ! კონტრაქტი კი არა მადლობა თქვი ციხეში რომ არ გალპობ და აქვე რომ არ გიგდებ ! - კარი მოუჯახუნა და აკანკალებულ ახალკაცს მიუახლოვდა. - კარგად ხარ ?
- მადლობა ... უბრალოდ ...
- წამოდი ! - ხელი მოხვია და თავის ნომერში შეიყვანა. - დალიე ეს ... - წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა და საწოლზე ჩამომჯდარს გვერდით მიუჯდა.
- მადლობა ... - არეული მზერით გაუსწორა მის თვალებს მზერა და გასაცოდავებულმა გააპარა თვალი მისი ნახევრად შიშველი სხეულისკენ . -ღმერთო ჩემო ...
- რა მოხდა? - იკითხა თვალებმოჭუტულმა და პირგამშრალს გაოცებულმა შეავლო თვალი.-ცუდად ხარ ?
- კი ... კი არადა ... აარა ... თუ კი , შენ ...
- მე ?
- შიშველი ხარ ... - ამოღერღა თუ არა მამაკაცის ირონიულ ღიმილს თვალებმოჭუტული დააკვირდა.- რა გაცინებს ... ამ დროს უნდა ადგე და ჩაიცვა!
- ჩავიცვა ? მეკაიფები ? ისეთი სახით მათალიერებ მაგ ცოდვას მე ვერ დავიდებ !
- მე ? რა სახით ... გეჩვენება !
- მეჩვენება ? - ირონიული ღიმილით ჩატეხა ტუჩის კუთხე და თვალებმილულუს ,რომელიც ფეხი ფეხზე გადადებული კომფორტულად იყო მოკალათებული და ფორმა ლამის ბოლომდე ჰქონდა აწეული ვნებიანი მზერა აატარა. - ესეიგი მეჩვენება ...
- ხო ... - პირგამშრალმა ამოილუღლუღა და გონისწამსვლელი შეხებისთანავე კისერი გადააკონწიალა და მილულული თვალებით დახედა მის ბარძაყზე ასრიალებულ თლილ თითებს .
მამაკაცმა კისერზე გახურებული თითები მოჰხვია და თავისკენ დაქაჩულს ყურის ძირში მწველი ტუჩები მიაკრა.
სუნთქვაარეული ერთ ადგილზე გაშეშდა და თითები მის ხელზე აასრიალა , ის ის იყო ადგომას აპირებდა მისი ხელი თეძოებზე რომ ასრიალდა და წელზე მაგრად მოუჭირა თითები.
ახალკაცის ბაგეებს მალე კვნესაც წასკდებოდა , რომ არა მის ტუჩებს დაპატრონებული დავითი.
ეგონა ახლა არა და ახლა უეჭველად წამივა გულიო.
მისი თითები ფეხებსშორის , რომ ჩასრიალდნენ იმ წამს ეგონა ახლა ხელში ჩავაკვდებიო.
კოცნიდა გონისწამსვლელად და ხელებს ყველგან დაასრიალებდა სადაც კი მიუწვდებოდა.
იმდენად მოულოდნელად მოპარა პირველი კოცნა , პირველი შეხება , პირველი აღმაფრენა გოგონას არც კი დაფიქრებულა.
მისუსტებული და გათიშული ისე გადააწვინა საწოლზე ვერც კი გაიაზრა , თითები მუცელზე გადაასრიალა , მუცლიდან კი ფეხებზე.
ტუჩებით მის ყბას ჩამოუყვა და კისერში სველი კოცნა დაუტოვა.
ამჯერად ახალკაცმაც ვერ შეიკავა თავი და ხმამაღალი ბგერები ამოუშა ბაგეებიდან.
მამაკაცს მის საქციელზე ოდნავ ჩაეღიმა და ხელები მაგრად მოუჭირა თეძოებზე.
ტვინში წითელი მაშინ აენთო როცა კაბამ ზედმეტად ზემოთ იწყო სვლა , თავი ისეთი სახით წამოწია თითქოს განგრეული მთვრალი ყოფილიყო.
შეშინებული თვალებით დააკვირდა ზემოთ მოქცეულს და ისე უცებ წამოვარდა ფეხზე , ამხელა კაცი კინაღამ უკან გაიყოლა.
ყბადაღებული დავითი ჯერ გონს არ იყო მოსული ახალკაცი უკვე კიბეზე ,რომ მირბოდა.
რომ გაიაზრა მის გარშემო რაც მოხდა იმხელა ხმაზე ახარხარდა ანასტასია კიბეზე გაოგნებული შედგა.
კაბა გაისწორა და არეული თმის მოწესრიგებით გართულმა პირველ სართულზე სირბილი დაიწყო.
- ხაჭაპურობანას თამაშობ თუ ზილინას ? - ჰკითხა განცვიფრებულმა ნინამ და დაქალის გასაცოდავებულ სახეზე კისკისი ატეხა. - რატომ გავხარ საწოლიდან გამოქცეულს ?
- იმიტომ , რომ საწოლიდან გამოვიქეცი ...
- ვაიმე რა მოგიყვ ... მოიცა ჰა ? - ენაგადმოგდებული მიუტრიალდა ახალკაცს და თვალებდაქაჩულმა გააყოლა იქვე მშვიდად მოსიარულე გიორგის თვალი. - არადა გიორგის შარვალს არაფერი ეტყობა ...
- აბა ჩემი კაბის ქვეშ შეიხედე !
- არა მადლობა ... მოიცა ... მოიცა ... აიწიე აბა !
- გაიწიე გოგო იქით !
- აბა შეიხედეო , რომ მეუბნები არ იცი რომ შევიხედავ ?!
- ნინა ძლივს ვაზროვნებ !
- რა ხდება ტასო თქვი !
- დავითი ...
- დავითი ? მოიცა დავითი ... თან საწოლი ... ო მაი გად !
- ვაი-ვიშზე მე მეღადავებოდი და ტყუილად ნუ წარმომიდგენ მომავალ ორსულს , არაფერი მომხდარა !
- რა არაფერი მომხდარა ... აუ მომიყევი რა ! - ყელი ლამის გამოიღადრა სოსელიამ.
- რა მოგიყვე ქალო როგორ გადამაწვინა საწოლზე და როგორ გამოვიქეცი ?
- მოიცა ... სად გადაგაწვინა ? სად გამოიქეცი ? - გაოცებული ყბას ვერ ხურავდა. - სად მორბოდი შე ბატო , რომ მორბოდი ჰა ?
- შე არაადეკვატურო ! - სიცილით კრა მხარზე ხელი და იქვე სარკეში თმის გასწორება დაიწყო.
- არა შენგელიას მსგავსი კაცი საწოლზე მაწვენდეს და მე გამოვრბოდე ? - თავისთვის ჩაიქირქილა და დაბნეული შედგა ერთ ადგილზე. - ღმერთო რატომ დაბადე ჩემი დაქალი ასეთი დებილი ?!
- ღმერთო რა ტატუები აქვს ხელზე ... ლამის შევჭამე ...
- ხო აი ნათლად ვხედავ ვინ ვინ შეჭამა ... - ირონიულად ჩაიქირქილა ნინამ და დაქალის აწითლებულ სახეზე განგმირავად ხმამაღლა აკისკისდა.
- გეყოფა ! ჩემი გამჭირვებია ...
- ისა და რომელი საათია ? - ჰკითხა სასხვათაშორისოდ და თმის მოზრდილი ხელი საჩვენებელ თითზე დაიხვია.
- 9 საათია , რა იყო ?
- მერე ვიღაც ვერანდაზე რომ გელოდება დაგავიწყდა ?
- ვინ ? - დაბნეული მიაჩერდა დაქალს და ვერანდისკენ ცალი თვალი გააპარა. - შენგელია ...
- დაგავიწყდა გუშინდელი გეგმა საჭმელი , რომ უნდა გაუკეთო ?
- ვაიმე ... ახლა რა ჭირი ვქნა ...
- ახალკაცი ! - მოესმა ყველაზე არასასურველი ხმა და უფროსისკენ დალაგებული სახით შეტრიალდა.
- გისმენთ ...
- დავით შენგელია ვერანდაზე გელოდება , დღეს სამზარეულოში იტრიალებ და რასაც გეტყვის იმას გაუკეთებ ... პრობლემა ხომ არაა ?
- არა რას ამბობთ , მაგაზე ვვოცნებობდი მთელი ღამე ! - უთხრა ჩვეულებრივი ტონით და გაკრეჭილი ,თვალების ტრიალით წავიდა ვერანდისკენ.
^^^
მიდიოდა სწორი , დალაგებული და აუღელვებელი ნაბიჯებით მამაკაცისკენ და ცდილობდა ყველა შინაგანი ემოცია და აღელვება თავისთვის დაეტოვებინა , ისე რომ მის გარდა ვერავის შეენიშნა.
როგორც კი მიუახლოვდა თვალების ცეცება დაიწყო აქეთ-იქით და სპორტულებში გამოწყობილ შენგელიას ძლივს დალაგებული სახით გაუსწორა მზერა.
არა კლასიკურ ფორმაში ხომ გადასაშენებლად მაგრად გამოიყურება ეს კაცი მაგრამ ... აი ეს სპორტულები ... მის ტანს კი არ აკვდება - ესიკვდილება!
ნერვიულად შეიცურა კისერში თითები და თვალებმოჭუტულმა შეხედა ჭინკებათამაშებულ თვალებში მამაკაცს.
- სამზარეულოში შევიდეთ ... - უთხრა და მაშინვე გაბრუნდა უკან.

მამაკაცი ეშმაკური ღიმილით გაჰყვა უკან და ტუჩებზე ენა ზე კმაყოფილმა გადაისვა.
უკვე იცის ახალკაცზე რამხელა ზეგავლენაც აქვს , ან როგორ შეიძლება მისნაირ მამაკაცს ვინმეზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონდეს ...
მე პირადად ისეთი ქალი არ მინახავს , რომელიც შენგელიას ზე სექსუალურ გამოხედვასა და მამაკაცურობას გულგრილი ხვდება ...


მართალია ცდილობდა და თავიდან გამოსდიოდა კიდეც უემოციო იმიჯის მორგება , მაგრამ როგორც კი მამაკაცი ასე ახლოს დაიგულა სახეზე მომენტალურად წამოახურა.
არც დავითს გამორჩენია მხედველობიდან მისი რეაქციები და რაც ყველაზე შესამჩნევი იყო მისი კანკალი.
სამზარეულოში შესულმა წინსაფარი მოირგო და თავზე „მზარეულის“ ქუდი დაიფარა.
აუღელვებელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მამაკაცი და გაზქურასთან აკრულს ქუდი ტუჩჩატეხილმა გაუსწორა.
ახალკაცი თვალებს ისე აცეცებდა თითქოს გასაქცევ გზებს ეძებსო , თუმცა მალევე მოშორდა მომღიმარი დავითი და მანაც თავისუფლად ამოსუნთქვა მოახერხა.
- შეგიძლია ისუნთქო ... - უთხრა ირონიული ტონით და იქვე რაღაც მოწყობილობას ფეხებგადაჯვარედინებული მიეყრდნო.
- ვსუნთქავ ! - ამოიდუდღუნა ბრაზისგან აწითლებულმა და ხელები გადაიჯვარედინა.
- არა ! - თავი გაუქნია და ცალ თვალმოჭუტულმა ქვედა ტუჩზე ენა ისევ ისე გასაგიჟებლად გადაისვა .
- ღმერთო მიშველე ... -ამოიქშინა დაღლილმა და სახესთან ახლოს ხელების ქნევა დაიწყო.
- ტასიკ რა გჭირს ? - ჰკითხა ელვასავით სწრაფად შემოვარდნილმა გიორგიმ და ქუდი თავიდან შეუსწორა. -რა გინდა სამზარეულოში ?
- საქმე მაქვს ... შენ არა ? - ჰკითხა გაბრაზებულმა და ენაზე მწარედ იკბინა მისი სახის დანახვისთანავე. - ბოდიში უბრალოდ დაძაბული ვარ ცოტა ...
- არაუშავს ... - ფხუკუნით აქცია ზურგი და თავის ქნევით გავიდა იქიდან.
- ესეიგი დაძაბული ხარ ... - მიუახლოვდა ცინიკური ღიმილით და ხელი მისი ქუდისკენ წაიღო და ისევ თავისებურად გაუსწორა .
ანასტასიამ წარბები დაბნეულმა შეკრა და როგორც კი მიხვდა შენგელიას მოქმედებას მთელ სახეზე ღიმილი მოედო.
- არ დავიწყოთ ? - ჰკითხა და თავისუფლად გასწორდა წელში.
- დავიწყოთ , რას მიკეთებ აბა ?
- რას ? მეგონა რეებს - ვგეგმავდით ...
- ოჰ , ეს გამომიწვია თუ მომეჩვენა ?
- უბრალოდ გუშინდელი სიტყვები უნდა დაგიმტკიცო ...
- ლაფშა მინდა !
- რაო ? - ჰკითხა დაბნეულმა და აკისკისებული დაეყრდნო მის მხარს ცალი ხელით.
- ლაფშა მინდათქო !
- მოიცა არ გიხუმრია ? - წაშლილი სახით გასწორდა და თვალებმოჭუტული მიაჩერდა სერიოზულად მდგომს.
- არა !
- ლაფშა და ჯანდაბა ! - ჩაიდუდღუნა გამწარებულმა ხმადაბლა.
- რა თქვი ? - ჰკითხა ისე თითქოს ვერ გაეგო.
- არაფერი ... კიდევ რა გინდა , მოფიქრებული გაქვს თუ გზადაგზა უნდა გამახარო ?
- როგორ არა , კიდევ სუში მინდა ...
- ჩინელებშიც ხომ არ წაგიყვანო ? - თვალები აატრიალა და ენაზე მეათედ იკბინა. - შენ არ გეუბნებოდი ... - გაეკრიჭა და სუნთქვაარეული გატრიალდა უკან.
- არ დამიმთავრებია ! - დაღლილმა ამოიქშინა შენგელიამ და ხელით თავისკენ შებრუნებული სხეულზე მაგრად აიკრა.
- ააა ? კიდევ ... კიდევ რა გინდათ ... - ხმაჩავარდნინლმა ორი სიტყვა ძლივს ამოთქვა და მის ტუჩებს გონდაკარგული მიჩერდა.
- დესერტი ხომ მინდა არა ? - ჰკითხა და მის ტუჩებს მიუახლოვდა.- შეიძლება წინასწარ ? - ტუჩებზე მიანიშნა თვალებით და ღიმილით დააჩერდა მის ხელებში გატრუნულს.
- დესერტი ? არა ... ისა , დესერტი ... მე უნდა ...
- დავიტანჯე ანა !
- რა დამიძახეთ ? - ჰკითხა დაბნეილმა და მისი ხელებისგან დაძრომას შეეცადა.
- ეს იმას ნიშნავდა , რომ დესერტს ვერ მივიღებ ?
- ვერა ...
- კარგი მიდი გააკეთე ,მშია ! - დაიღრინა და ახალკაცის გაოგნებული გადგა განზე.
არა ეს კაცი გააგიჟებს , ერთ წამს უღიმის , მეორე წამს უბღვერს და მესამე წამს კიდევ ხელებს სად უფათურებს ღმერთმა უწყის !
სახე დამანჭულმა დაიწყო საჭმლის კეთება და და სახეზე ღიმილშეპარულ შენგელიას თვალებმოჭუტული მიაჩერდა.
- რა გაცინებს ? - ჰკითხა და უზარმაზარი დანა ცხვირწინ აუფრიალა მომღიმარ მამაკაცს , რომელსაც მიმიკაც კი არ შეცვლია სახეზე.
- ალბათ შენ ... - უთხრა ვითომც აქ არაფერიო და ეშმაკური ღიმილით დააჩერდა მის შეკრულ მუშტებს.
- რა მაქვს სასაცილო ? - გაიჯგიმა და ტანზე დაიხედა , რამე ხომ არ მაცხიაო.
- ძალიან ნელა აკეთებ ! - უთხრა და ტუჩები გააწკლაპუნა.
- უფრო ჩქარა შენ გააკეთე!
- მომეცი ! - ფეხზე წამომდგარმა დანა გამოართვა და უკანალით გვერდით გასწია.
- ეს ხუმრობა იყო!
- თავიდანვე უნდა დაგეკონკრეტებინა !
- რატომ ჩხუობ ? - ჰკითხა გაოცებულმა და მერე მიხვდა რაც თქვა.
- მე ვჩხუბობ ? - გაიკვირვა და ღიმილით დახედა აწითლებულს.
- შენი სიმშვიდე ნერვებს მიშლის !
- მაგას ვამჩნევ !
- მერე ?
- შენით გადაახვევ თუ მოგეხმარო ? - ჰკითხა და მის თითებს თავისი დაადო ზემოდან.
- ყველა კოცნის მერე ასე აჟიტირებული ხარ ხოლმე ? - ჰკითხა ირონიული ღიმილით , კარგად იცოდა ახალკაცის გამოუცდელობა ამ საკითხთან მიმართებაში მაგრამ ცდილობდა მისი ნერვები მაქსიმალურად გამოეწურა.
- არადა მეგონა გამოცდილი კაცები ყოველთვის ხვდებოდნენ ,რიგით მერამდენეები იყვნენ !
- თუ გინდა გავიმეოროთ ,იქნებ ამ ცდაზე მივხვდე ?
- არა იყოს ... სუშის ვაკეთებდით !
- კარგი მშვიდობა და სოლიდარობა ! - ხელი გაუწოდა და ეშმაკური ღიმილით მიაჩერდა დაბნეულს. - დაკრავ თუ დავრჩე მთელი საღამო მშიერი ? - მობეზრებულმა აატრიალა თვალები და ღიმილით დახედა მის თლილ თითებს , რომლებიც მის ტორზე იყო მოთავსებული და მასთან შედარებით შენგელიას ხელის მტევანი მართლაც ტორი იყო !
- კარგი , ზედმეტი იაზვობების გარეშე !

არ ვიცი შიდა სამზარეულო რას გავდა , მაგრამ არც ერთი რომ არ იყო ნორმალურ მდგომარეობაში ეგ ზუსტად ვიცი.
მომუშავე პერსონალი გაოგნებული უყურებდა ორივეს , მაგრამ უფროსისგან მკაცრად იყვნენ გაფრთხილებულები ,რომ არც ერთ შემთხვევაში შეეშალათ ხელი მათთვის , თუ რა თქმა უნდა სამზარეულოს არ გადაწვავდნენ , რისი საშიშროებაც ერთხელ უკვე იყო.
ხან რა სახეობის თევზი შეაზილეს ერთმანეთს ხან რა , არანორმალურებივით დარბოდნენ აქეთ-იქით , ლაფშასთვის განკუთვნილი ხორცი გაკეთებამდე შეჭამეს და საჭმლისთვის საერთოდ აღარ დატოვეს პროდუქტი.
ბოლოს მუცელზე ხელებგადაჯვარედინებულები მიეყარნენ შეზლონგებზე აუზთან , დაღლილობისგან თვალებს ძლივს ახელდნენ , მომენტებში ერთმანეთს სიცილით უყურებდნენ და ჯერ კიდევ ვერ იჯერებდნენ , რომ ეს სიგიჟეები მათ ჩაიდინეს.

- ასე უგემურად არასდროს მიჭამია ... - თქვა ხრიალით და ხელი გადახვია გვერდით მიგდებულ სხეულს.
- მე კიდევ ასე უგემურად არასდროს მომიმზადებია ! - ამოიხრიალა და მასთან ერთად აკაკანდა. - ღმერთო სამზარეულო რას გავდა ...
- კიდევ კარგი შენი დასალაგებელი არ არის ხო ? - ჰკითხა ეშმაკური ღიმილით.
- კიდევ კარგი ხვალ ვისვენებ , თორემ გავრეკავდი ! - უთხრა და თავი მის მხარს ჩამოადო.
იგრძნო როგორ მოეხვია წელზე შენგელიას ძლიერი ხელი და სიამოვნებისგან გაბადრულმა ჩარგო ცხვირი მის კისერში.
- ეს მინიშნება იყო ,ხვალ მთელი დღე ჩემი ხარო ? - ჰკითხა დაბოხებული ხმით და ტუჩები საფეთქელთან მიაკრა.
- როგორც გინდა ისე მიიღე ! - უთხრა გათამამებულმა და ეშმაკური მზერით ახედა. - ახლა კი წავედი ... სამუშაო მიხმობს , დაიძინე შენც !
- შენ უნდა იმუშაო და მე უნდა დავიძინო ? - ჰკითხა და ტასომაც სიცილით დაუქნია თავი. - კარგი ერთი პირობით ! - წამოდგა და დაბნეულს წელზე ძალიან ფრთხილად მოხვია ხელი . - ხვალ მთელი დღე ჩემი ხარ ! - უთხრა ჩახშული ხმით და მოჭუტული თვალებით დააკვირდა თმისფრას აჟღალებულს .
- მე ...
- უბრალოდ ქალაქი დავათვლიეროთ ! - უთხრა დაბნეულს და ძალიან ნაზად შეახო ტუჩები ლოყაზე , ტუჩის კუთხესთან.
- კარგი ... - ამოიჩურჩულა და ფეთიანივით გახტა უკან . - ხვალ ქალაქი დავათვალიეროთ ... - თქვა და ერთ ადგილზე პატარა ბავშივით დაიწყო ქანაობა.
- ნომერი ჩაწერე ... - მობილური გაუწოდა შენგელიამ და ღიმილით დააკვირდა ახალკაცის აცუნდრუკებულ თვალებს.
გოგონამ ნომერი ჩაწერა და შენგელიამაც „წითელთავა“ მიაწერა , შემდეგ ტელეფონი შარვლის ჯიბეში ჩაიცურა და ეშმაკური ღიმილით წავიდა შენობისკენ.
თვალისჩაკვრით დაემშვიდობა და ნომერში ავიდა.
ახალკაციც მიბნედილი წავიდა გასახდელისკენ და უკვე გამოსული ნინა უკან ძალით შეაგდო.
- რა გჭირს ? - აწითლებულს სიცილით ჰკითხა და მოკიდებული ჩანთა სკამზე დააგდო.
- ხვალ პაემნის მაგვარი რაღაც მაქვს ...
- რააა ? გიორგიმ დაგპატიჟა ??
- რა გიორგიმ გოგო ! -ხელი აიქნია და ეშმაკურად მომღიმარი მიაჩერდა აღბრთოვანებულ ნინას .
- არ არსებობს !!!
- არსებობს !
- დავითამ დაგპატიჟა გოგო ?
- კი მაგრამ , ანუ ... აუ რავიცი მე რა დავარქვა ახლა მაგ შეხვედრას , უბრალოდ ქალაქი უნდა დავათვალიეროთ ...
- ისე ქალაქში 1000 სასტუმროა და მაინცდამაინც აქ ნუ იცუღლუტებთ ... - შეპარულად შეხედა წითელთავა დაქალს და დროულად გაიწია მუჯლუგუნის აცილების მიზნით უკან.

^^^
- როდის ჩამოდიხარ ? - ეკრანს ცრემლიანი თვალებით შეხედა და ზედ თითები აათამაშა.
- 1 კვირაც და მანდ ვარ ! - ამოთქვა დაღლილმა და ღიმილით დააკვირდა მონატრებულ დაქალს. - რამის თქმა გინდა ?
- კი, მაგრამ არ მინდა ასე მოყოლა ... რომ ჩამოხვალ მოგიყვები ყველაფერს დეტალებში...
- ნინა რას შვება ? არაფერი არაა ახალი ? თუ ტაიმაუტი აიღო? - მოიკითხა დაქალი კისკისით.
- ნუ მკითხავ , ეგ რომ არა ამ სასტუმროში 2 დღეც ვერ გავჩერდებოდი !
- რას აიჩემე ეს მანქანა ? რამე უფრო იაფიანი აგერჩია და გიყიდიდნენ შენები !
- ჩემებს , რომ ვუთხრა ახლავე მიყიდიან იმ მანქანასაც ხომ იცი ნიკოლოზის ამბავი არა ? უბრალოდ არ მინდა ვინმეს ფულით ნაყიდი იყოს , მინდა ჩემი იყოს , ჩემი საკუთარი!
- აუ როგორ მომენატრნენ მამაშენი და დედაშენი ... - ამოისრუტუნა და სათამაშო ჩაიხუტა. - ეს რამოდენიმე თვე ჯოჯოხეთურად გამეწელა , როდის ამთავრებ მაგ სასტუმროში მუშაობას ?
- ორი კვირაც აღარ დამრჩა... - თქვა სიცილით და ბედნიერი გადაწვა ბალიშზე. - მერე ჩემი მანქანუკათი ვიგრიალებ!
- ლექციების ჩატარება , რომ გინდოდა უნივერსიტეტში ? მაგას რაღას უპირებ ?
- მერე ვილაპარაკოთ , ახლა ძილის გარდა არაფერი მინდა , თანაც ხვალ გამოუძინებელი ვერ დავენახები ჩემს ზღაპრულ პრინცს !
- რაო ? - უცებ წამოსწია თავი გაოგნებულმა და დაქაჩული თვალებით მიაშტერდა დაქალს. - ვისო ? მომესმა ?
- მოგიყვები რომ ჩამოხვალ ...
- არ მჯერა ... ხვალ პაემანი გაქვს ?
- რაღაც მსგავსი ...
- ვაიმე იმდენს გირტყავ , რომ ჩამოვალ შენი თმის ფერი იქნები ყველგან !
- მთავარია ხვალ არ ვიყო ჩემი თმის ფერი ლოყებზე !

^^^
პირველი საათი იყო შუა ძილში , რომ დაბოდიალობდა და ამ სამყაროზე არაფერი ახსოვდა დათის გარდა.
თავიდან საერთოდ ვერ იძინებდა , ხვალინდელი დღის მოლოდინში და იმაზე ფიქრებში რა შეიძლებოდა მომხდარიყო მამაკაცთან.
როგორც წესი ასე ჩაციკვლა არასდროს არც ერთ თემაზე არ ახასიათებს , თუმცა 22 წლის განმავლობაში მგონი პირველად იგრძნო რაღაც სერიოზული და საერთოდ არ უნდა მამაკაცთან რაიმე სისულელე გააკეთოს.
განა თავის თავს არ ენდობა , უბრალოდ გამოუცდელია მსგავს ურთიერთობებში , არასდროს ყოლია შეყვარებული , თუ ვინმე მოეწონებოდა სანამ მოიფიქრებდა გაცნობას და რაღაცის აწყობას , სანამ ყველა ასპექტში იოცნებებდა ბიჭზე , მანამდე მათ ცოლებიც მოყავდათ და ბავშვებსაც აკეთებდნენ.
ასეთი იყო , დაფიქრებული , ცოტა მორცხვი და ძალიან გიჟი.
მაგრამ მის გარშემო მყოფები ვერასდროს ხვდებოდნენ , რომელ აზრს ექვემდებარებოდა ახალკაცი.
ეშმაკის ტყავში გახვეულ ანგელოზსს თუ პირიქით ...
ანგელოზის ტყავში გახვეულ ეშმაკს ...
ალბათ მაინც პირველი ... ან მეორე ... შეიძლება ორივეც ...
ის ხომ ანასტასიაა , ანასტასია ახალკაცი!
ღრმა ძილიდან მობილურის ხმამ გამოიყვანა , თვალები რომ გაახილა და მიხვდა ისევ ეძინა და ტელეფონიც ურეკავდა ფეთიანივით აიღო მოზუზუნე აპარატი და ყურთან მიიტანა.
- გისმენთ ... - უპასუხა ბოხი ხმით და პირზე ხელი აიფარა , მთქნარების შესაწყვეტად.
- ანასტასიას სთოხვეთ , თქვენ ალბათ მამამისი ხართ ხო ? - მოესმა თითქოს სერიოზული ხმა , რომელსაც მომენტებში სიცილი ეპარებოდა და თვალებდაწვრილებულმა დახედა მობილურს.
- არაა სასაცილო ! - თქვა გაბრაზებულმა და ხმის ჩასაწმენდად სიცილით ჩაახველა.
- ისეთი ხმით აიღე მართლა კაცი მეგონე ! - თქვა ოდნავ დასერიოზულებულმა და ტასოსაც წამში მოედო ღიმილი სახეზე.
- მეძინა ...
- რამდენ ხანში იქნები მზად და სად გამოგიარო ? - ჰკითხა და ღრმად ამოისუნთქა.
- 1 საათში მზად ვიქნები , რესპუბლიკურის წინ რომ კორპუსია მანდ მოდი ... ვაჟაზე !
- ვიცი რესპუბლიკური ვაჟაზე რომაა ! - თქვა სიცილით და ტელეფონი გათიშა.
ბუზღუნით წამოდგა საწოლიდან და მთქნარებით გავიდა ოთახიდან.
მერე , რომ გაიაზრა ერთ საათში მზად უნდა ყოფილიყო , ლანძღვა-გინებით შევარდა აბაზანაში და ფართხა-ფურთხით გადაივლო წყალი.
იქიდან გამოსულმა სწრაფად გაიშრო და დაივარცხნა ჟღალი თმა.
მსუბუქი მაკიაჟი გადაისვა და სირბილით შევარდა გარდერობის ოთახში.
პირსახოც შემოხვეული იდგა შუა ოთახში და რა ჩაეცვა იმის გარდა ყველაფერზე ფიქრობდა.
როგორ გადაკოცნიდა მამაკაცი , როგორ გაუღებდა მანქანის კარს , როგორ მოხვევდა სიარულის დროს წელზე ხელს და როგორ აკოცებდა დამშვიდობების წინ.
„რაღათ გინდა ნახვა , აღარ გახვიდე ყველაფერი წარმოიდგინე უკვე რაც შეიძლება მომხდარიყო“ - მოუგველა ალტერეგომ.
„წარმოდგენა , რომ შველოდეს ყველა გოგო ქალიშვილი დარჩებოდა“ - უპასუხა და კმაყოფილმა აიღო ნაცრისფერი ტყავის ელასტიკი , სწრაფაფ ამოიცვა და შავი ბრეტელიანი მაიკაც გადაიცვა , ტყავის შავ ქურთუკს ხელი აღელვებულმა დაავლო და მისაღებში გაქცეულმა გზაშივე ამოიცვა ნაცრისფერი ფუმფულა უგები ფეხზე.
- უკვე ერთი საათია ქარბორბალასავით დარბიხარ სახლში , არ შეგიძლია მშვიდად იარო ? -ჰკითხა გაოგნებულმა დედამისმა.
- მოიცა , ერთი საათი გავიდა უკვე ? - ჰკითხა გაოცებულმა და ისევ ოთახისკენ გაიქცა ტელეფონის შესამოწმებლად . - ჯანდაბა , ჯანდაბა ! - სწრაფად აკრიფა მამაკაცის ნომერი და გულაბაგუნებული დაელოდა პასუხს.
- გამოვდივარ ... - უთხრა მშვიდი ხმით და ტუჩზე კბილები მთელი ძალით დაიჭირა , რომ გულგამსკდარს კვნესა არ დაეწყო .

^^^
ქვემოთ ჩასულმა თვალებისცეცება დაიწყო , არ გაძნელებია მამაკაცის დანახვა , მანქანაზე მიყუდებული შენგელია ტუჩის ცალი კუთხით უღიმოდა და მოჭუტული თვალებით წარბებსქვემოდან უყურებდა.
ძლივს ჩაწყნარებული გული თავიდან აუბაგუნდა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა მამაკაცისკენ.
შენგელიამ ახლოს დაგულებულ ახალკაცს ნაზად მოჰხვია წელზე ხელი და უფრო ნაზად და ფრთხილად მიაკრა ნაზ კანზე ტუჩები.
- წავიდეთ ? - ჰკითხა და შავი თვალებით ჩააჩერდა ცეცხლისფერ თვალებში.
- წავიდეთ ... - მანქანის გამოღებულ კარში კმაყოფილი ჩაჯდა და სანამ მამაკაცმა მეორე მხარეს მოუარა და თავისი ადგილი დაიკავა , მანამდე შეათვალიერა მანქანის სალონიც და იქ გამეფებული სურნელიც ღრმად შეისუნთქა.
მგონი ეს კაცი ახალკაცის გემოვნების მიხედვით შექმენეს!
ცოტა ხანი ჩუმად იჯდა , შემდეგ ტელეფინის ხელში თამაში დაიწყო და უკვე ნერვებ მოშლილმა გახედა ეშმაკურად მომღიმარ მამაკაცს.
- ჯინაზე არ იღებ ხმას ხო ? - ჰკითხა გაბრაზებულმა და ამჯერად ვერც შენგელიამ შეიკავა სიცილი. - რა ლამაზი სიცილი გაქვს შე ამოსაწყვეტო !
- რამე მითხარი ? - გაკვირვებული ეშმაკურად მიაჩერდა და ახალკაცსაც ისევ აუფერადდა ლოყები. - შენი ლოყების ფერით თუ ვიმსჯელებთ კარგი არაფერი გითქვამს !
- არა ... უბრალოდ ...
- პირველი სად წავიდეთ ? - მის დაბნეულ სახესა და ლაპარაკზე ტუჩის კუთხე ჩატეხა და სწრაფად შეუცვალა თემა.
- სადაც გინდა ...
- მაშინ ბოლოსთვის მთაწმინდა მოვიტოვოთ , რომ ჩამოვდივარ ყოველთვის ავდივარ ღამით იქ , გასინჯული გაქვს ფუნიკულიორის პონჩიკები ?
- არა ... - ამოთქვა და ინტერესით მიაჩერდა მამაკაცს.
- ხოდა დღეს გასინჯავ , დარმწუნებული ვარ ძალიან მოგეწონება!
- შენც იმ მამაკაცების რიცხვში გადიხარ , რომლებიც ჭამენ და მაინც იდეალურ ტანს ინარჩუნებენ ? - ჰკითხა და თავი უკან გადასწია.
- ანუ მე იდეალური ტანი მაქვს ? - ცალი თვალით გამოხედა და რა თქმა უნდა ახალკაცი ისევ გაწითლდა . - დღეში რამდენჯერ წითლდები ?
- რამდენჯერაც ბუნება მაწითლებს ... - ამოიფხუკუნა და უხერხულად აიწურა ერთ ადგილზე.
- კი , რამდენსაც მინდა იმდენს ვჭამ , რასაც მინდა იმასაც , მაგრამ ყოველთის იმაზე მეტს ვვარჯიშობ ვიდრე ვჭამ , ესაა საიდუმლო ჩემი „იდეალური ფიგურის“ - ირონიული ღიმილით გაუსვა „იდეალურ ფიგურას“ ხაზი და მანქანა სადგომზე გააჩერა. - აღმაშენებლით დავიწყოთ !

^^^
- რა ლამაზი პატარძალია ... - ეკლესიასთან გაოცებული შედგა და უზარმაზარ თეთრ კაბაში გამოწყობილ ქალს მიაჩერდა , ისე ლამაზად და ლაღად იღიმოდა ტასოც და დათიც მონუსხულები უყურებდნენ.
- მართლა ლამაზია ...
- პატარძალი უნდა იყოს ასეთი ! - თქვა და გზა მონუსხულმა გააგრძელა.
- შენ როგორი პატარძალი იქნები ? - ჰკითხა და ხელი თეძოძე მოჰხვია. - აფორაჟებულმა ახედა მასზე მაღალს და ჟრუანტელდავლილმა გააგრძელა სვლა.
- გააჩნია როგორი ქმარი მეყოლება ...
- დავუშვათ კარგი ქმარი , ისეთი როგორიც გინდა რომ გყავდეს!
- მაშინ ჩემი ქორწილიც ზღაპრული იქნება !
- როგორიც პატარძალს შეეფერება არაა ? - ჰკითხა და თითები უფრო მოუჭირა წელზე.
- ზუსტად !
- როგორი კაბა გინდა ?
- უგრძელესი !- აღბრთოვანებულმა თქვა და თვალებანთებულმა გაატრიალა თავი პატარძლისკენ. - იმაზე გრძელი !
- ასეთი ფუშ-ფუშა ? - სახე უკმაყოფილოდ დამანჭა შენგელიამ.
- არა , ძალიან დავარდნილი , წელში გამოყვანილი ... სრიალა ნაჭრით , თითქოს ღამის პერანგიაო ისეთი ... ბევრი გამჭირვალე ადგილით , ძალიან გრძელი და მომდგარი !
- აქვე ხო არ გთხოვო ცოლობა ? - ჰკითხა სიცილით და ახალკაცმაც აკისკისებულმა აიჩეჩა მხრები .
- თეთრი მინდა , სპილოს ძვლის ფერში , რომ გადადიოდეს ისეთი ... ახლა ქორწილი მომინდება ! - თქვა კისკისით.
- მგონი ქმრის გარდა ყველაფერი გინდა ... - შეაპარასავით და მის სახეზე ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- ალბათ იმიტომ , რომ მაგას წინასწარ არ ვნსაზღვრავ ...
- ანუ როგორსაც“ბუნება“ მოგცემს ისეთს მიიღებ ?
- მთავარია ერთი წარბი არ ჰქონდეს ! - თქვა კისკისით და ქვარს ბავშვივით გადაახტა. - მიყვარს კაცს ორი წარბი , რომ აქვს!
- თავხედ დათას აღვიძებ ჩემში ... - იქვე კედელთან მიიმწყვდია მისი მოქმედებით გაოგნებული ახალკაცი და ხელები თავის გარშემო შემოაჭდო.
- რ...რაას ? - ჰკითხა დაბნეულმა და თვალები მის უკვე დაგემოვნებულ და უგემრიელეს ტუჩებს გაუსწორა.
- დროა ფუნიკულიორზე ავიდეთ ! - თქვა და აცახცახებულ თითებს თავისი მოკიდა , ასე მიიყვანა მანქანამდე და გაშტერებულს თვითონ მიუკეტა კარი.
- ეს რა იყო ... - გაოგნებულმა ამოთქვა და სუნთქვაარეულმა გახედა გზას.
შენგელია მშვიდი გამომეტყველებით იჯდა და აუღელვებლად მართავდა მანქანას.
ბევრი მიხვეულ-მოხვეული გზის შემდეგ როგორც იქნა მთაწმინდაზეც ავიდნენ , მანქანა დააპარკინგა და მასთან ერთად წავიდა რესტორნისკენ.
ერთ ადგილზე მოთავსებულებმა შეკვეთა მისცეს მიმტანს და ერთმანეთს მიაჩერდნენ თვალებში.
დაღლილმა ახალკაცმა ლოყა ხელის გულს ჩამოადო და თვალები თბილისის ულამაზეს ხედს გაუშტერა.
ფუნიკულიორიდან ხედი არასდროს უნახავს , იმ წამს მონუსხული და ნანახით აღბრთოვანებული ღამის თბილისს თვალს ვერ აშორებდა , იმდენად დიდ სინთეზს ქმნიდა ადამიანებსა და იმ გარემოს შორის ეს რესტორანი , რომ შეუძლებელი იყო რაიმეზე ღელვა მოგდომებოდა იმ წამს.
- მოგწონს ? - ჰკითხა ჩაფიქრებულს და ლოყისგან მოშორებული ხელი თითებს შორის მოიქცია თბილი ღიმილით.
- ძალიან ... - გულაჩქარებულმა დახედა მის ტორში მოქცეულს თავის თითებს და მეორე ხელი ზემოდან დაადო მამაკაცისას.
- მგონი კარგად მოქმედებს ეს გარემო შენზე ! - უთხრა და მისი თითები ტუჩებთან მიიტანა . - გცივა ?
- არა ...
- აბა რატომ კანკალებ ? - ჰკითხა წარბაწეულმა და ღიმილით დააკვირდა ერთიანად აბნეულს.
- უბრალოდ ...
- გადმოდი ჩემთან ! - უთხრა და ახალკაციც დაუფიქრებლად დაემორჩილა მამაკაცის სიტყვას.
მისკენ გადასული გვერდით მიუჯდა და გემრიელად მოაკალათა მის გულმკერდზე თავი.
კნუტივით გატრუნული უსმენდა მამაკაცის გულის ცემას , რომელიც ერთდროულად ძალიან მშვიდი და ფეთქებადი იყო.
თვალებდახუჭული მოდუნდა და ყური ცხოვრებაში ყველაზე ლამაზ მუსიკას მთელი გულით დაუგდო.
ვერასდროს იფიქრებდა ასეთი რომანტიკოსი და თბილი ოდესმე თუ ვინმესთან იქნებოდა , ზოგადად ეცინებოდა როგორ შეეძლო სიყვარულს ადამიანის ასე სხვა გალაქტიკაში გადაყვანა და მისი ხასიათის ყოველ წამს ცვალებადობა და კონტროლი.
ახლა მგონი ხვდება , არა არ ამბობს რომ მამაკაცზე უკვე უგონოდაა შეყვარებული ,თუმცა აღარაა იმ ასაკში პატარა გოგოსავით რომ ვერ გაიაზროს ვის მიმართ რას გრძნობს.
მოსწონს მამაკაცთან ურთიერთობა , ასე ყოფნა და ის უხილავი კომფორტი .
არ განცდილი გრძნობები მოსწონს , აქამდე უცხო და ახლა დაუფლებული.
რაც არ უნდა იყოს უკვე იცის , რომ მის მიმართ გრძნობები აქვს , გრძნობები და სხვათაშორის სერიოზული!
მამაკაცის დამოკიდებულება და მისი ქცევებიც იგივეს ეუბნება ახალკაცს , მართალია შენგელია ზედმეტად მომხიბვლელი და ყველა ქალისთვის სასურველია თუმცა არ ჩანს ისეთი ადამიანი , სხვისი გრძნობებით თამაშს შეჩვეული რომ იყოს.
ზოგადად ფიქრობს , რომ ასეთებად კაცებს ქალები აყალიბებენ და მათ თვითშეფასებასაც ისინი არეგულირებენ.
ახლაც ფიქრობს , რომ მამაკაცის დამოკიდებულებებს და მის აზრებს თავის თავთან დაკავშირებით თვითონ აკონტროლებს , თვითონ აძლევს მას მიმართულებას საით უნდა წავიდეს და როგორ უნდა იფიქროს მასზე.
ყველა გამოცდილი კაცი მიხვდება ქალი როგორია და როგორ მოპყრობას იმსახურებს.
არც შენგელია ჩანს გამოუცდელი , პირიქით თვლის რომ მამაკაცს ეს არ შეეშლება და ამიტომაც თვლის რომ აფორიაქების მიზეზი არ აქვს და მშვიდად ყოფნა ურჩევნია.
ამიტომ არის ასე კომფორტულად და თავისუფლად მის მკლავებშიც.
- რა იყო ისევ კაბაზე ფიქრობ ? - ჰკითხა სიცილით და ახალკაცმაც ღიმილით ახედა მოცინარს.
- ვიცი , რომ სიცილი მიხდება , ასე ნუ მიყურებ ! - უთხრა ირონიული ღიმილით და მისი აწითლებული ლოყების დანახვაზე ნასიმაოვნებმა გადაატრიალა თვალები. - ყოველ სიტყვაზე შეიძლება ადამიანი წითლდებოდეს?
- რა ვქნა ... - ამოიხრიალა და ჩაის ჭიქას ხელები შემოხვია.
- გიყვარს მარწყვის ჩაი ? - ჰკითხა და თავით მის თითებში მოქცეულ ფინჯანზე მიანიშნა.
- კი ... შენ რისი გიყვარს ?
- ანანასის , ყოველ საღამოს ვსვავ ...
- ყოველ საღამოს რატომ ?
- იმიტომ , რომ მიყვარს .
- ეგრე მეც მიყვარს მარწყვის ...
- შენ თვითონ ხარ მარწყვის ! - უთხრა და ტუჩებზე ოდნავ შეეხო. - მარწყვის გემოთი ... - დასჩურჩულა ზედ ტუჩებზე და თითები მაგრად მოჰხვია აკანკალებულს წელზე.
- დათა ... - ამოიხრიალა და თვალებმიბნედილმა ძლივს ააძრო წამწამები ერთმანეთს. - სირცხვილია ...
- მოდუნდი ... - ჩასჩურჩულა და ტუჩებსშორის ძალიან ნაზად შეაცურა ენა. - უბრალოდ გამეხსენი !
- არ შემიძლია ... - ამოთქვა და თითები კისერზე მოჰხვია. - აქ არა ...
- ახლავე ნუ ამხიკავ აქედან ! - თქვა ბოხი და მკაცრი ხმით , თავისკენ დაქაჩულს წელზე ხელები მაგრად მოჰხვია და სხეულზე მაგრად აიკრა. - ვის უნახავდი პირველ კოცნას ?
- პრინცს ...
- ქორწილში რომელი პრინციც უნდა გყოლოდა იმას ? - ღიმილით დასჩურჩულა ისევ ზედ ტუჩებზე და საყვარელ გამომეტყველებას დააკვირდა.
- ალბათ ...
- მაგრამ ვიღაც ვიგინდარამ მოგპარა არაა ?
- ხო ...
- მეორე კოცნაც მიაყოლა ხო ?
- ხო ...
- ხოს გარდა რამეს იტყვი თუ კოცნიდან ორი საათი ვერ მეტყველებ ხოლმე ?
- ხო ...
- ვერ გავიგე , რა ხო ? - ჰკითხა ირონიული ღიმილით და გონსმოსულს , რომელიც ისევ აწითლდა , ოღონდ ამჯერად უკიდურესად ხარხარით დახედა .
- ნუ დამცინი ... - ამოიბუზღუნა და თითი მკერდზე მიკრა.

^^^
პონჩიკები მართლაც უგემრიელესი იყო , ცოტა პარკშიც გაისერნეს , შემდეგ კი მანქანაში ჩამსხდრებმა ნელი მუსიკის ფონზე გაიარეს გრძელი მაგრამ მათთვის ძალიან მოკლე გზა და შენგელიას მანქანაც ძალიან მალე გაჩერდა ახალკაცის სახლთან.

- მადლობა ... ულამაზესი დღე იყო ! - უთხრა და ღვედი შეიხსნა , შემდეგ მისკენ მთელი ტანით შებრუნდა და ფეხი-ფეხზე გადადებული მიეყუდა საზურგეს.
- მინდა ეს დღეები შენთან გავატარო , მაქსიმალურად დიდი დროის გატარება მინდა შენთან !
- მე ...
- ახლა ნურაფერს მეტყვი , დაისვენე და ხვალ შევხვდებით ისევ ! - უთხრა და თითები კისერზე მოჰხვია. - აქაც ხომ არ გცხვენია ? - ჰკითხა ირონიული ღიმილით და თავისკენ დაქაჩულს თვალებში მიაშტერდა.
- არა ... - უთხრა ხრიალით და გულაჩქარებული დააჩერდა მის გამომწვევ სისხლისფერ ტუჩებს.
მამაკაცის შეხება და თვალების მიბნედვა ერთი იყო.
აკანკალებულმა მოჰხვია კისერზე თითები და თავისკენ მაქსიმალურად დაქაჩა.
მალევე იგრძნო მისი ძლიერი თითები წელზე , წელიდან მუცელზე , მუცლიდან კი მკერდისკენ მიმავალი.
სუნთქვაგახშირებულმა გაითავისუფლა მისგან თავი და არეული გადაწვა საზურგეზე.
კმაყოფილი დათი თავის ადგილზე გასწორდა და თითები უაღრესად ბედნიერმა აათამაშა საჭეზე.
ერთი გახედა არეული მზერით მამაკაცს და ღიმილმოდებული გადმოძვრა მანქანიდან.
ბედნიერია , თანაც ძალიან !

^^^
სასტუმროს დახლთან იდგა და მოუთმენლად აკაკუნებდა თითებს ზედ.
ნერვიულად ათვალიერებდა იქაურობას და თვალებდაქაჩული ეძებდა შენგელიას , რომელიც წინა საღამოს შემდეგ არ ენახა.
ის ის იყო მამაკაცი დაინახა და მისკენ უნდა წასული სხეულზე რაღაც ამოუცნობი არსება , რომ შემოეხვია და ხელები მაგრად მოჰხვია წელზე.
გაოგნებულმა შეხედა ძლივს მოშორებულ გიორგის და თვალებდაქაჩულმა გააყოლა ბრაზისგან ძარღვებდაბერილ მამაკაცს , რომელიც აუზისკენ ისეთი ნაბიჯებით მიდიოდა , შეგრძნება რომ დაკარგული გქონოდა აუცილებლად გეგონებოდა ყველაფერს აზანზარებსო.
წესიერად არც მოუსმენია გიორგისთვის , არც იმის გარჩევა დაუწყია „რას მომახტი დასაკოდი თხასავითო „ , მაშინვე უკან აედევნა გაბრაზებულ შენგელიას .
სიტყვის თქმა ვერ მოახერხა , სადაც წავიდა კუდში გაჰყვა მაგრამ მამაკაცს ზედაც არ შეუხედავს , ბოლოს მის თვალწინ მაიკა , რომ გადაიძრო და მომაკვდინებელი მზერით დახედა ახურებულს და ხმაჩაკმენდილს ირონიული ღიმილით ისკუპა წკალში და ახალკაცის კარგად მიაწუწა.
გაბრაზებული და შერცხვენილი წავიდა შენობისკენ , მაგრამ გზაში მენეჯერმა გააჩერა და უთხრა რახან აქ ხარ , ბარემ ორი საათი აქ იმუშავეო.
ნერვებმოშლილი ჩამოდგა დახლთან და თავის შეკავებას მთელი ძალით შეეცადა , რომ იქვე არ მიეხრჩო ეს დამპალი კაცი !
მერე გიორგიზე მოეშალა ნერვები და ასე გაგიჟებული ფიქრობდა , პირველი რომელი მოვკლაო.
შუა ფიქრებში იყო გიორგი , რომ მიეპარა უკნიდან და შეაშინა.
ცალი თვალით ნესტოებდაბერილ შენგელიას გახედა და გაბრაზებულმა გადახწედა მამაკაცს.
- რა ატეხილივით იქცევი გიორგი ? - ჰკითხა ბრაზმორეულმა და კოქტეილს ხელი დაავლო. - რამ წამოგიარა ?!
- რამხელა აგრესიაა ტასუნა ?
- ტასუნა არა , ტასო და სანამ ცოცხალი და საღსალამათი ხარ შეეშვი პატარა ბიჭივით ქცევას და გამოხტომები აკონტროლე , არ მჭირდება ეს ქაჯური წამოვლები , არ ვართ ორი წლისები !
დატოვა გაოცებული ბიჭი და თვითონ აუზისკენ წავიდა კოქტეილის წასაღებად.
ის ის იყო გაბრაზებული აპირებდა გამობრუნებას შენგელიამ , რომ დაუძახა და ანანასის კოქტეილი თხოვა , მამაკაცი ისე უყურებდა თითქოს რიგითი მიმტანი ყოფილიყო და რაღაც წვრილმანს ითხოვდა.
ნერვებაწეწილი წავიდა ბარისკენ და ანანასის კოქტეილით გამობრუნდა უკან.
- მე ფორთოხლის გთხოვე ! - უთხრა წარბშეკრულმა და ცურვა განაგრძო. - ფორთოხლის მომიტანე!
მშვიდად ჩაისუნთქა ჰაერი და ამჯერად უკან ფორთოხილის კოქტეილით დაბრუნდა.
მამაკაცმა ისევ ამრეზიით დახედა მოტანილ ჭიქას და წარბები ისევ კუშტად შეკრა.
- მარწყვის გთხოვე ! - თქვა ბრაზმორეულმა და თვალებისტრიალით გაიხედ-გამოიხედა. - მაღირსებ?!
ისევ მოთმინებით დაბრუნდა ბარში და მარწყვის კოქტეილით გამობრუნდა უკან.
არა ახლა დარწმუნებულია ისევ რამე , რომ შეცვალოს იმ კოქტეილს თავზე დააცლის!
ამხელა მოთმინებითაც არ გამოირჩევა!
- ეს რა არის ? - ჰკითხა და გაგრძელება არ დასცალდა თავზე მარწყვის არომატით რაღაც , რომ დაესხა.
მამაკაცმა ღრმად ჩაისუნთ-ამოისუნთქა და მომაკვდინებელი თვალებით ახედა კმაყოფილებით აღსავსე ახალკაცს.
სწრაფად ჩაავლო კოჭში ხელი და მალევე დაიგულა წყალში გაწუწული წინ.
შიშველი ხელები ჯერ ისევ გაოგნებულს წელზე მოჰხვია და კიდეზე ააყუდა.
- რას აკეთებ ... ეს ... - ლუღლუღებდა და კანკალით უყურებდა ასე ახლოს მყოფს.
- რაო იმ სირ**ის მერე აღარ გსიამოვნებს ჩემი შეხება ? - ჰკითხა ბრაზმორეულმა და ხელი უფრო მოუჭირა წელზე.
- სისულელეს ნუ ამბობ , ის თუ დაინახე როგორ მებრდღვნა ისე ვერ დაინახე , რომ ვიშორებდი ? რომ გავლანძღე ისიც ვერ დაინახე ?
- ანასტასია ! - პირველად მიმართა მამაკაცმა ასე , სრული სახელით და ეს ისე ესიამოვნა საერთოდ დაავიწყდა სად იყო , რატომ იყო და რას აკეთებდა. - არ ვარ ეჭვიანი და ავადმყოფი ადამიანი , მაგრამ როცა ჩემს საკუთრებას ვინმე ასე ეხება ამ დროს მეკეტება და შემიძლია ყველა სახის ხერხით ვაწამო ის ადამიანი , კერძოდ ის სირ*!
მე და შენ ორი ზრდასრული ადამიანი ვართ , კარგად ვაცნობიერებთ რასაც ვაკეთებთ და არამგონია შენს თვალში ისეთ კაცს ვგავადე , რომელიც ამას მოითმენს და მშვიდად გაატარებს , არ მინდოდა ამის ასე გარკვევა მაგრამ დამშვიდება არ მაცადე ! თუ შენ ჩემთან ურთიერთობა გინდა და ამის შემდეგ ისევ ვაგრძელებთ „დვიჟენიებს“ , მოდი მოიშორე ის პიდარას*ი თუ არ გინდა , რომ მე ჩავერიო და მეორეჯერ არ დავინახო ასე ან ის , ან რომელიმე სხვა კაცი ჩემს გარდა შეგეხოს , ჩაგეხუტოს და მითუმეტეს ასე მოულოდნელად მოგახტეს! მოულოდნელობის ეფექტით შენი დაშტერების და დაბნევის უფლემა მხოლოდ მე მაქვს , გაიზრე და გაითვალისწინე ეს!
წყლიდან გაწუწული და ცოტა შეშფოთებული ამოვიდა , გაოცებულ თვალებს წინ მშვიდად ჩაუარა და მკვლელი მზერაც ადვილად დაუტოვა ჯერ ისევ გადაფითრებულ გიორგის.
გასახდელში შესულმა სწრაფად მოიშორა ფორმა და მეორე ფორმით ჩაანაცვლა.
უკვე მშრალი სკამზე ჩამოჯდა და ძალიან დაბნეულმა ჩარგო ხელებში თავი.
- რა მოხდა ? - შემოვარდა გაოცებული ნინა და დაქალს გვერდით მიუჯდა. - ყველა იმას განიხილავს , როგორ ჩავარდი აუზში.
- დათიმ ჩამაგდო !
- დათიმ ? მოიცა გუშინ ხომ კარგად იყავით ძალიან ...
- დაინახა გიორგი როგორ ჩამეხუტა დღეს და კოქტეილების ტარება დამაწყებინა აქეთ-იქით , არაფერი არ მოსწონდა და მაწვალებდა , ბოლოს ამომივიდა ყელში და თავზე გადავასხი მთელი ჭიქა ...
- მოიცა ვინ ჩაგეხუტაა ?
- გიორგი !
- რა ჩემი არარსებული უნდოდა?!
- მე რა ვიცი ? ასე მომახტა და ჩამეხუტა !
- მერე რაო დათამ ? ილაპარაკეთ ?
- ასე მითხრა ზრდასრული ადამიანები ვართ და იმედია ისეთი კაცი არ გგონივარ ვინც ამას ურეაქციოდ გაატარებსო , მარტო მე მაქვს უფლება ასე შეგეხო და გაიაზრე /გაითვალისწინე ესო !
- რა ჩაგიტარაა ... - სიტყვა გაოცებულმა გაწელა და გაწუწულ ტანისსამოსს დახედა. - მეცინება ... -აფხუკუნებულმა აიფარა თითები პირზე.
- რა გაცინებს ... ისევ შოკში ვარ !
- კარგი მოითმინე , რამდენიმე დღეც და წახვალ აქედან და ვერც გიორგის დაინახავ , მითუმეტეს მის გამო პრობლემებიც აღარ შეგექმნება იმ აპოლონთან !
- უკვე ვფიქრობ დღესვე ხომ არ წავიდე ...
- კარგი რა ტასო , ნუ სულელობ ! სახე დაილაგე და გარეთ გამოდი !

^^^
შენგელიას ნომერში იყო და პირსახოცებს ცვლიდა , ის ის იყო ფეთიანივით უნდა გამოვარდნილიყო იქიდან „ვერ ვნახე“-თი დამშვიდებული თავზე ნახევრად შიშველი მამაკაცი , რომ წამოადგა.
აწითლებულმა ნერწყვი ძლივს გადააგორა და უკანსვლით წავიდა კედლისკენ.
- მე ... ისა ...
- შენ ... ისა ... რამე უნდა გავიგო ? - ჰკითხა სიცილით და პირსახოცისკენ წაიღო თითები.
- ვაიმე დედა ... - ამოიხრიალა და თვალებჩაწითლებული მივარდა მამაკაცთან , შემდეგ ხელი პირსახოცისთვის მოაშორებინა და მისი თითები თავისაში მოიქცია. - არ გაიძრო!
შენგელია ჯერ გაოცებული უყურებდა, მერე სახეზე ნაკვთები შეერხა და ბოლოს იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი ახალკაცი ლამის იყო მიწისქვეშ გამძვრალიყო სირცხვილისგან.
- შეგეძლო უბრალოდ გეთქვა , არ იყო საჭირო გულის გადაქანება ! - გაუღიმა და იქვე სავარძელში ჩაჯდა.
- მე გავალ ! - თქვა ბრაზმორეულმა და გულში თავი ძალიან გაილანძღა , ასეთი დაბნეულობისთვისა და გამოშტერებისთვის.
- დარჩი ! - მოესმა მამაკაცის სიტყვები და თავი უკან შეაბრუნა.
- არ შემიძლია , უნდა ვიმუშაო !
- ორი წუთით , მოდი ! - გვერდით ხელი დაიტყაპუნა და ახალკაციც წამში მიუჯდა გვერდით. - შეიძლება მეც ზედმეტი მომივიდა , არ იფიქრო რომ ამის აღიარება როდესმე არ შემეძლება , უბრალოდ თავი ვერ გავაკონტროლე , დამშვიდება არ მაცადა მეორეჯერ რომ მოგაცხრა ბრაზი შენზე ვიყარე!
- გასაგებია , მესმის ... უბრალოდ არ იყო საჭირო ის რეებიც გამიკეთე , შეგეძლო უბრალოდ გეთქვა ანასტასია უნდა გაგაწვალო , მზად იყავი ... მერე აუზშიც ჩაგაგდებ , არ გაბრაზდე , ასე თავს დავიწყნარებ კარგი ? - თავის თავს პატარა ბავშვივით ელაპარაკებოდა და ხელებს ჰაერში დაუდევრად იქნევდა.
- აა ეს ყველაფერი წინასწარ უნდა მეთქვა ? - ირონიულად ჩაიღიმა მამაკაცმა და გახურებული ხელი წვრილ წელზე ძლიერად შემოჰხვია გატრუნულს .- შემდეგში გავითვალისწინებ !
- დათი , არ მინდა იფიქრო რომ პანიკიორი , ფეთქებადი და უკონტროლო ადამიანი ვარ ... მე არ ვარ შეჩვეული მსგავს უერთიერთობებს კაცებთან , არც გიორგის გამოხტომებს , მესმის გაბრაზდი და რომ არ გაბრაზებულიყავი მაგას ვერ გავიგებდი , თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რამდენჯერაც ნერვები მოგეშლება იმდენჯერ მე რომ მატარო წინ და უკან რაღაც სისულელეებზე .
- ხვალ ყაზბეგში წამოხვალ ? - ჰკითხა თავგადაგდებულმა და შავი თვალები ცეცხლისფერებში მიანათა.
- რა ? - გაოცებულმა წარბები შეკრა და მაშინვე მოუდუნდა სახის ყველა ნაკვთი , როგორც კი მამაკაცის თლილი თითები ყელსა და ლოყის შუა იგრძნო.
- ხვალ ყაზბეგში , მარტო ჩვენ ორი ... წამოხვალ ? - კითხვა წარბებშეკრულმა გაუმეორა და თვალებით გაუღიმა აბნეულს.
- არ ვიცი ...
- ხვალ ხომ არ მუშაობ ? - შეეკითხა და ოდნავ წამოჯდა სავარძელზე.
- არა ...
- მერე რაზე ფიქრობ ? - წარბი ჰაერში აუწია და თითები მონატორულად აათამაშა ადგილზე.
- არ ვიცი ... - თვალები დამორცხვილმა დახარა და თავის ფორმას დააკვირდა.
- ანუ არ გინდა ... - ამოთქვა და ფეხზე წამოდგა. - კარგი გასაგებია ...
- არა , არ მინდათქო ხომ არ მითქვამს ... უბრალოდ ...
- როცა რაღაცაზე ფიქრობ და ყოყმანობ , ანუ არ ხარ დარწმუნებული გინდა თუ არა , არ დაგაძალებ !
- დათი ...
- ნუ ნერვიულობ , არ გავბრაზებულვარ ! - გაუღიმა და წელზე მოხვეული თითებით სხეულზე აიკრა. - ნუ ხარ ასეთი მეამიტი ანასტასია !
- მართლა არ გაბრაზებულხარ ? - შიშით ახედა და კნუტის მზერით მიაკრა ტუჩები მამაკაცს შიშველ მკერდზე.
- ეგრე აღარ ქნა ! - ამოიხრიალა და თითები მის წელზე დაძაბა.
- ანუ შენც გაქვს რაღაც სუსტი წერტილები ! - ამოთქვა კმაყოფილმა ეშმაკური ღიმილით და მოქმედება ისევ გაიმეორა .
- ნუ ეშმაკობ ! - სწრაფად ააყუდა მაგიდას და თითები ფეხისკენ ჩაასრიალა. - ნუ მიწვევ ანასტასია !
- ნუ გიწვევ ? - ჰკითხა წარბებაქაჩულმა და თვითკმაყოფილი ღიმილით აკოცა ქვედა ტუჩზე თვალებმიბნედილს. - შენ რომ მაშტერებ კარგია ? - დასჩურჩულა ზედ ,ისე როგორც თვითონ იცოდა და კმაყოფილმა მოჰხვია ხელები ყელზე.
- ანუ გინდა რომ გამაგიჟო ხო ? - დახედა მასზე დაბალს და სწრად ასვა მაგიდაზე, აფართხალებულს ფეხებსშორის მოექცა და ველურულად წაეტანა გამობურცულ ბაგეებს.
თითქოს ახლა შეიგრძნო ახალკაცის გულმაც და სხეულმაც ის ამოუცნობი და გაუსაძლისაც სასიამოვნო გრძნობა , რასაც საყვარელი კაცის შეხება ჰქვია.
თითქოს სხეულის ყველა წერტილში სხვადასხვა ჯიშის ჭიანჭველები დასდიოდნენ , ნიკაპქვეშაც იგრძნო , როგორი სისწრაფით უძგერდა გული , მისი მოსრიალე თითები კი აზროვნების უნარს იმდენად უქვეითებდა , რომ ყაზბეგში კი არა იმის იქითაც გაჰყვებოდა.
- წამოვალ ... - ამოიხრიალა მის ტუჩებთან და მამაკაცის ბარძაყზე მოჭერილ თითებს კვნესა მიაყოლა.
- ასე თუ უნდა დაგითანხმო ყველაფერზე უარს არ ვიტყვი ... - ამოთქვა მის ტუჩებთან და ყელზე ტუჩები მიაკრა. - ჩახტი ! - უთხრა და შუბლზე კოცნით მიაცილა კარამდე. -სახე დაილაგე , ან არ დაილაგო და ეგრე იარე , მე მომწონხარ ! - უთხრა ირონიულად და მოწყვეტით აკოცა ისევ თვალებდახუჭულს.
- ბოროტო კაცო ! - მიაძახა და გაბადრული წავიდა კიბეებისკენ.
^^^
- ხვდები შენი თანხმობით რაზე მიდიხარ ? - ჰკითხა ნინამ და კლიენტს ღიმილით ჩაუარა. - ხომ აცნობიერებ რა შეიძლება მოხდეს ხვალ ?
- ვერა ... - ამოთქვა და დაბნეულმა წაივლო თმებში თითები. - ჯანდაბა კი !
- მერე მზად ხარ ? - ჰკითხა დაქალს და მხარზე თითები ჩამოუსვა. - მზად ხარ ტასო ?
- ალბათ კი ...
- ალბათ ?
- ჯანდაბა ნინა როგორ მომწონს იცი ? რომ ვხედავ ფეხებში ვიკეცები , არ ვიცი ხომ ბავშვობიდან მიცნობ და იცი როგორიც ვარ , 22 წლის განმავლობაში პირველად ვგრძნობ თავს ასე კომფორტულად !
- ტასო შენ არავინ გყოლია !
- ზუსტად მაგაშია საქმე , წარმოგიდგენია ჩემთვის რამდენად იდეალურია , რომ ამ ზომამდე მიმიყვანა ?
- არა მარტო შენთვის ... მართლა იდეალური კაცია , მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ ხვალინდელი დღის შემდეგ არ გაქრება ? - მიაჩერდა თავგზააბნეული .
- კი ... - თქვა დაუფიქრებლად და სივრცეს თვითკმაყოფილმა გაუღიმა. - დარმწუნებული ვარ !
- ძალიან კარგი , მაშინ შეეცადე ხვალისთვის კარგად მოემზადო და რამე სექსუალური ჩაიცვა ! - თვალი ჩაუკრა და სიცილით გადაჰხვია ხელი საწყლად მომღიმარს.
- და იქნებ უბრალოდ ავდივართ და არაფერი არ ხდება ? - ჰკითხა დაბნეულმა.
- შეიძლება ... მაგრამ ხომ იცი თავს ვერც ერთი შეიკავებთ , ანუ თუ მიხვდება რომ დარწმუნებული არ ხარ და არ გინდა ჩემი აზრით შეიკავებს , მაგრამ საქმეც იმაშია რომ მგონი მაგაზე მეტად შენ გინდა !
- ნუ დამცინი !
- ნუ კომპლექსდები და მოეშვი , შენი ცხოვრებაა და ისიამოვნე , მოგეწონა პირველად ასე სერიოზულად , ხარ ამ კაცში დარწმუნებული და გადადგი რა ეს ნაბიჯი, ოღონდ კარგად იფიქრე გიღირს თუ არა , მერე არ ინანო ! ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამ , არა იმიტომ რომ ქალიშვილი აღარ იქნები ... უბრალოდ იმიტომ რომ პირველი ის თუ იქნება ჩათვალე მთელი ცხოვრება გემახსოვრება დავით შენგელია და მისი შეხება ! რადგან პირველის დავიწყება შეუძლებელია , ის მუდმივად იცხოვრებს შენს გონებაში ტასო !
- შენ რომ არ მყავდე ... - ამოისრუტუნა და მაგრად ჩაეხუტა.

^^^
- ოთხისკენ გამოგივლი და მზად იყავი , თბილად ჩაიცვი და ნუ ნერვიულობ , სექსი არ გვექნება)) - მიუვიდა მესიჯი და ბალიშიდან თავი თვალებდაქაჩუმა წამოსწია.
- რატო ესე რადიკალურად :D ? - დაუბრუნდა პასუხი და გაბადრული გადაწვა ბალიშზე.
- იცოდე ყველაფერს ვიმახსოვრებ ;) !
- მეც !
მამაკაცმა ბოლო ესემესზე უპასუხოთ დატოვა , ახალკაცი კი ისევ ვერ იძინებდა, წამით ვერ მოხუჭა თვალი ...
მეორე დღის ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილა და საწოლის ყველა წერტილი აითვისა , ხან სად გორავდა ნერვიულობისგან ხან სად.
მთელი ღამის ბორგვის შემდეგ 1 საათით წაძინება შეძლო , თვალები რომ გაახილა და საათს შეხედა ისეთი კივილით წამოვარდა საწოლიდან ლამის მთელი კორპუსი შეძრა.
უკვე 4 ის ნახევარი იყო , მას კი ფრჩხილებიც კი გასაკეთებელი ჰქონდა.
სწრაფად აკრიფა მამაკაცის ნომერი და გულამოვარდნილი დაელოდე პასუხს.
- დათაააა ... - აწუწუნდა და ქვედა ტუჩს კბილები წაავლო ხმის გასაკონტროლებლად. - ერთი საათით გვიან , რომ გამომიარო პრობლემა იქნება ?
- არ გეძინა და მომზადება ვერ მოასწარი ხო ? - გაეცინა მამაკაცს და ახალკაციც წამში აცეცხლისფერდა სახეზე. - არა რა პრობლემაა , 5 საათზე მანდ ვარ !
- კარგი ...- ჩადნა და ფეხის ტრიალი დაიწყო პრანჭია გოგოსავით წრიულად. - დაგელოდები ...
- კარგი ... - სიცილით გაუთიშა მობილური და მანაც ფარფატით დაიწყო მზადება .
- რას შვები , ემზადები ? - ჩაჰკივლა ახალგაღვიძებულმა ნინამ მობილურში და მანაც უკმაყოფილოდ დადო თმის უთო მაგიდაზე.
- არაფერი არ მომწონს ! -ამოიბუზღუნა და თავის სახეს დააკვირდა. - ახლა აღმოვაჩენ ჩემს ყველა ნაკლს სახეზე!
- კარგი დამშვიდდი , ახლა ანერვიულებული ხარ და პანიკამ არ მოგიცვას , რას იპრანჭები შენ კიდე , ძალიან მშვიდად ჩაკუსკუსდი , მიკუსკუსდი , აკოცეკუსკუს , ისექსავეკუსკუს და ...
- აღარ გაააგრძელო ! - დაიკივლა კისკისით ტასომ და თმაზე თითები ჩამოისვა. - კი არ ვიპრანჭები , უბრალოდ მინდა წესრიგში მქონდეს ყველაფერი, ამ ორს შორის კიდევ დიდი განსხვავებაა !
- კარგი წავედი უკვე 2 წუთია გელაპარაკები და დამღალე ! -გაუთიშა მობილური და ტასომაც სიცილით მიაგდო იქვე , მერე წინა ინციდენტი , რომ გაახსენდა ტელეფონი ახლოს დაიდო და ხმას აუწია. - ასე ჯობს ! - საკუთარ გამოსახულებას გაუცინა სარკეში და ფეხზე კმაყოფილი წამოდგა.

^^^
ქვემოთ ჩასული მამაკაცისკენ წავიდა და თვალებისციმციმით დაუდგა წინ.
შენგელიამაც ირონიული მზერა აატარ-ჩაატარა სპორტულებში გამოწყობილ გოგონას და სიცილით მოხვია წელზე თითები .
ფეხისწვერებზე აწეულმა ტასომაც ნაზად მოჰხვია მის განიერ მხრებს ხელები და ფრთხილად ააცურა თითები კისერზე.
- წავედით ? - ჰკითხა დათამ და მანქანის კარი გამოაღო , თავით ანიშნა ჩაჯექიო და თვითონ თავის ადგილი დაიკავა.
- წინა შეხვედრისას გაცილებით უფრო ნელა ატარებდი ! - აღნიშნა კმაყოფილმა და მის თლილ თითებს დააკვირდა საჭეზე , რომ დასრიალებდნენ.
- მართვის მოწმობა გაქვს ? - ჰკითხა და ცალი თვალით სარკეში გაიხედა.
- კი , რას მკადრებ !
- რატო შეიცხადე ... - გახედა სიცილით და მის ფრჩხილებს ღიმილით დააკვირდა.
- სასტუმროში მუშაობა მანქანის გამო დავიწყე , ჩემები დღემდე მეჩუხბებიან გიყიდით ჩვენო მაგრამ ჩემით ნაყიდი მინდოდა , რამდენიმე დღეში ბოლო თვის ხელფასსაც ავიღებ და წამოვალ , მერე ჩემი ახალი მანქანით ვიგრიალებ ! - გაუღიმა და თვითონაც თავის ფრჩხილებს დააკვირდა.
- კარგი გადაწყვეტილება მიგიღია , მომწონს ! - გაუღიმა და იქვე კუთხეში მანქანა გააჩერა. - გადმოდი !
- რა ? - დაიბნა და გაოცებულმა გახედა შენგელიას , რომელიც მის ფანჯარასთან იდგა და კარს უღებდა.
- გადმოდი !
- რას აკეთებ ?
- დაჯექი და მანახე როგორ მართავ მანქანას !
- დათა ... დარწმუნებული ხარ ? - დაკვირვებით მიაჩერდა მამაკაცს და გახარებული გადახტა პასუხის მოსმენამდე საჭესთან , ისე რომ გარეთ არც გადასულა.
- მიდი დაქოქე ! - ღიმილით მიაჩერდა მამაკაცი მის ეშმაკურ სახეს და თვითონ მალევე დასერიოზულდა. - შუმახერობები და ტრიუკები არ გვინდა , სანამ ავტობანზე არ გავალთ !
- არის სერ ! - გაუღიმა და მანქანა დაქოქა , თითქოს ნელა გავიდა გზაზეო , მერე უცებ გაზს რომ მიაჭირა და მთელი სიჩქარით გაიჭრა წინ გაიაზრა რომ სპორტულ მანქანაზე იჯდა და ცოტა ფრთხილად უნდა ყოფილიყო.
- გოგო ნუ ცანცარებ , სად გეჩქარება ცოტახანი შეეჩვიე და მერე თუ გინდა მაქსიმუმით წადი !
- კარგი , კარგი ... მეც შემეშინდა რაღაც ... - გაიცინა და სიჩქარეს შეუნელა.

^^^

- ახლა საით წავიდე ? - იკითხა და დაბნეულმა შეანელა სვლა. - დათა შენ რომ დაჯდე ? - ცუდ გზას შეშინებულმა გახედა და მამაკაცისკენ კნუტის თვალებით შეტრიალდა.
- წინ იყურე და პირდაპირ იარე , უკვე მივედით , აი ბოლოში რომ სახლი დგას იმ ეზოში შეიყვანე !
- მიდი გადადი და გამიღე ჭიშკარი ...
შენგელია მანქანიდან გადავიდა , ტასოც მანქანით ღია ჭიშკარში შევიდა და თითქმის ჩაბნელებულ გარემოს თვალი აღტაცებულმა მოავლო.
- ყაზბეგში აქამდეც ვარ ნამყოფი , მაგრამ ეს ულამაზესი ადგილია , ულამაზესი სახლით და უფრო ლამაზი ხედით ! -ჩაილაპარაკა მონუსხულმა და გასაღები ჭიშკრის დახურვით დაკავებულ შენგელიას მიაწოდა.
- წამოდი ... - ხელი წელზე მოჰხვია და ნასიამოვნებს წინ გაუძღვა სახლისკენ.
- შემპირდი , რომ ამ აივანზე აუცილებლად დავლევთ დღეს ღამით ღვინოს ! - მოჭუტული თვალებით ახედა მასზე მაღალს და მამაკაცმაც ღიმილით დაუქნია თავი.
- გპირდები , მაგრამ მანამდე რამეს თუ არ მაჭმევ ,შეიძლება შენ შემომეჭამო ! - უთხრა და შინ შესულმა უკვე დახურულ კარს თეძოებში ჩავლებული თითებით ააკრა. - რას იტყვი ?
- მე წინააღმდეგი არ ვარ ! - ეშმაკურად აუთამაშა წარბები და ყელზე მოხვეული თითებით თავისკენ დაქაჩა მისი სისხლისფერი ტუჩები. - ჭამას საიდან ვიწყებთ ? - ჰკითხა ჩურჩულით და გამომწვევი მზერა მიანათა მამაკაცის მომღიმარ სახეს.
- უკვე ითვისებ ... - ირონიული მზერით მოავლო მის კმაყოფილ სახეს თვალი და მთელი ვნებით დააცხრა მის გემრიელ ბაგეებს . - რომ მაგიჟებ მოგწონს არაა? - ჰკითხა ხრიალით და აკვნესებულს კისერზე მიაკრო ტუჩები. - არ გეშინია , რომ შემომეჭმევი ?
- არა ... - ამოიხრიალა და თავი უკან გადააგდო უკეთ , რომ ეკოცნა მამაკაცს კისერში.
- მერე ეს კისრის აქეთ-იქით კონწიალი ვერ გიშველის , გაითვალისწინე ! - თითები მოაშორა და მოწყვეტით აკოცა აბნეულს ტუჩებზე. - ახლა საჭმელი გამიკეთე , ოღონდ ისეთი უგემური არა სასტუმროში , რომ მაჭამე ! - ირონიულად დაუტია და კიბისკენ წავიდა.
- მწარე ! - ენა გამოუყო და გაბუტული მიაჩერდა ზემოთ მიმავალს.
- როგორი მწარე ვარ სახეზე გეტყობა ფისო ! - თვალი ჩაუკრა და იქიდან გაუჩინარდა.
- ბომბა რომ ხარ და თან სექსბომბა არ მითქვამს ხო ? - ჩაიჩურჩულა ჩუმად და თავისი საქციელით გაოცებული კედელს მიეყრდნო ზურგით. - ჯანდაბა რას მიკეთებ შენგელია ?
- პირველ კითხვაზე პასუხი არის ის , რომ ვიცი ... მეორე კითხვაზე ალბათ ჰორმონებს გითუხთუხებ ! -გაუცინა და ხელებში მოქცეული სამზარეულოში შესვა. - და ეჭვი მაქვს არამარტო ჰორმონებს ! - გულაჩქარებულს მკერდზე თითებით მიეფერა და კმაყოფილი ღიმილით დაიძრა მაცივრისკენ. - აქ ყველაფერია , რას გამიკეთებ ?
- რამე ტკბილს , რომ ცოტა შაქრის გემო დაგეტყოს!
- მე , რომ ცოტა კიდევ დავტკბე ერთ ლუკმაში არ გეყოფი !
- მგონი ისეთი შაქარი ხარ წყალში , რომ არ იხსნება !- ეშმაკური თვალებით მიაჩერდა მამაკაცის ირონიულ მზერას და თვალი კმაყოფილმა ჩაუკრა.
- ვინ აცდის გახსნას , ჰაერში იჭერ და პირს ჭიქამდე უშვერ ! - თვითკმაყოფილმა უთხრა და ახალკაცსაც სახეზე ისევ წეთელი ფერი დაედო.
- ყველაფერზე პასუხი რატომ გაქვს?!
- ნერვებს ხომ არ გიშლი ?
- კი , ყველაფერს მიტოკებ და ერთხელაც ერთიანად ამოვიღებ !
- ამოიღე ! - თვალით მომდგარ ზედაზე ანიშნა , მკერდი კარგად რომ ეტყობოდა და ქვედა ტუჩი თვალების ცეცებით გაისველა.
- დათა !
- მშია !
^^^
დანაყრებულები აივანზე ერთმანეთზე აკრულები და პლედშემოხვეულები ისხდნენ , წინ ღვინის ჭიკები ედოთ და დროდადრო წრუპავდნენ.
- რამდენი შეყვარებული გყოლია ? - სიჩუმე ტასოს სიცილით დასმულმა კითხვამ დაარღვია და მამაკაცის თითები ტუჩებთან მიიტანა .
- შეყვარებულები თინეიჯერობისას მყავდა , დაახლოებით 22 წლის ვიყავი ბოლო , რომ მყავდა.
- 3 წელია არავინ გყოლია ? - ახედა გაოცებულმა .
- შენ რო საერთოდ არავინ არ გყოლია არაუშავს ? - ჩაეკითხა სიცილით და მისივე ხელში მოქცეული თავისი თითები ტუჩებზე ჩამოუსვა.
- არავინ გყვარებია ძალიან ?
- არა ! - ღვინის ჭიქა ხელებში მოიქცია და დაკვირვებით მიაჩერდა ახალკაცს.
- რატომ არ მეკითხები იგივეს , იქნებ მე მყვარებია !
- ვიცი არ გყვარებია !
- რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული ? - ჰკითხა წარბშეკრულმა და თვითონაც მოსვა ღვინო.
- გეტყობა , გამოუცდელი და ძალიან სუფთა ხარ !
- მოიცა ვისაც ყვარებია ის სუფთა არ არის ?
- არა , სუფთაა მაგრამ სხვანაირად სუფთა !
- ეგ როგორ ? - ინტერესით მიაჩერდა მამაკაცის შავ თვალებს.
- გამოცდილება სხვაა ,ახლა მე და შენ რომ დავშორდეთ შენ ხომ მაინც სუფთა იქნები , თუმცა სხვანაირად ... როგორ აგიხსნა, კაცებთან ხომ სხვანაირად მოიქცევი , არ იქნები ასეთი ლაღი და თავისუფალი , რადგან ჩემთან ურთიერთობა მოგცემს რაღაც გამოცდილებას !
- დაახლოებით ვხვდები , თუმცა იმედია არასდროს გამოვცდი მსგავს რამეს ... - გაუცინა და მის ძლიერ მხარს მიეყუდა.
- კნუტი ხარ პატარა რაა ! - გაუცინა და თმაზე აკოცა.
- დათა ... სასტუმროში რატომ ცხოვრობ ?
- იმიტომ , რომ საქართველოში უკვე 5 წელია აღარ ვცხოვრობ !
- აბა სად ცხოვრობ ? - ჰკითხა ინტერესით და ისევ ფეთიანივით წამოჯდა.
- ამერიკაში , საქართველოში ჩამოსვლა და აქ ცხოვრება მინდა ... ამიტომ ვარ ამ ბიზნესშეხვედრაზეც !
- ახლა როდის უნდა წახვიდე ? - ჰკითხა დაბნეულმა და ჭიქა მაგიდაზე დადგა.
- როცა მინდა ! - გაუღიმა და ლოყაზე თითები მიადო. - ნუ წარმოიდგინე ძალიან გთხოვ როგორ მიგატოვე ზამთრის ამ სუსხიან ღამეს ამ სახლში , ჩემს საწოლში და როგორ გაგეპარე ამერიკაში !
- არ წარმომიდგენია ! - თითი მკერდზე მიჰკრა ირონიულად მომღიმარს სიცილით და მისი ტუჩებისკენ გაიწია. - ანუ ნებისმიერ დროს შეიძლება გაიპარო ხო ? - ჰკითხა ეშმაკური ღიმილით და თითები კისერზე მოხვია.
- ეგრეც შეიძლება ითქვას ! - გაუღიმა , მაგრამ ტუჩებიდან მზერა ვერ მოაშორა. - ტასო ნუ მაიმუნობ !
- ცოტა მოეშვი , ძალიან დაძაბული ხარ ! - მისივე სიტყვებით დასცინა და კალთაში ღიმილით გადაუჯდა.
- ანასტასია ... - ამოიოხრა და თითები მის თეძოებზე აასრიალა. - ნუ მიწვევ !
- არ გიწვევ ... უბრალოდ გეფერები !
სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ახალკაცს მამაკაცი მთელი ვნებითა და სიჩქარით , რომ დააცხრა მის ტუჩებს.
ნელნელა თითებს მისი მაისურის ქვეშ აცურებდა და თანდათან მისიანად ზემოთ მიდიოდა.
მინაბულუ ტასო ვერც სიტყვას ძრავდა და ვერც კვნესას იკავებდა , თითოეულ ამოსუნთქვას რაღაც უცნაურ და დაუგეგმავ ბგერებს აყოლებდა და კისერ გადაგდებული კრუსუნებდა.
- დარწმუნებული ხარ ? - ჰკითხა ოდნავ მოშორებულმა და ტუჩები კისერზე მიაწება ოხვრით.
- მაკოცე ! - უთხრა მტკიცე ხმით და თმაში წავლებული თითებით ისევ ტუჩებზე დააცხრა.
შენგელიამაც სწორად მიიღო ქალის ეს მოქმედება , გამგელებულმა გადააძრო მაისური და მთლიანად დაბუსუსებულ მკერდზე ტუჩები ნაზად ჩამოაცურა.
მალევე იგრძნო ახალკაცის თითები თმაში და უფრო დიდი ჟინით დაეწაფა მის გულმკერდს.
პროფესიონალურად გახსნა მისი ბიუსჰალტერიც და სადღაც მოისროლა , მალევე იგრძნო შიშველ მკერდზე მამაკაცის ტუჩები და ენა , მეტყველება დაკარგულმა თითქოს ენა გადაყლაპაო , თითქოს კვნესის თავიც აღარ ჰქონდა , ხელებში ძალა დაკარგულს წელზე მამაკაცის ხელები , რომ არ ჰქონოდა შემოხვეული ვინ იცის სად ეგდებოდა ახლა სიამოვნებისგან გონწასული.
- ახლა გული გამისკდება ... - ამოიოხრა და როგორც კი მისი კბილები მკერდზე აღიქვა მომენტალურად მოუჭირა თითები თმაში.
მამაკაცმა ტუჩები ისევ მის ტუჩებს შეურთა და გონწასულს ენით სადაც მისწვდა ყველგან მოეფერა.
მასზე მოქცეულმა ანასტასიამაც ინსტიქტურად დაიწყო რიტმული მოძრაობები და მამაკაცის ზედისკენ თითები გონწასულმა წაიღო.
მალევე აღმოჩნდა რბილ მატერიაზე , ვერც კი გაიაზრა რომ იქ ძალიან ციოდა და ახლა გაცილებით კომფორტულად იყო გადაწოლილი საწოლზე.
თითები მის შიშველ ზურგზე აასრიალა და სიამოვნების მორევში მთელი გონებით გადაეშვა.
ის ის იყო სხეული მოუდუნდა მისი ტუჩებისგან მიღებული სიამოვნებისგან თითები საცვალთან , რომ იგრძნო და მალე უმისობაც განიცადა.
მამაკაცი ტუჩებით მის მუცელს დაუყვა და ენით წრიული მოძრაობების კეთება დაიწყო მის კანზე.
ახალკაცის მოთმინების უნარიც მაშინ გაწყდა , მთელი სხეული დაძაბული და დაჭიმული ჰქონდა.
ხელები სიამოვნებისგან სადღა წაეღო ვერ გაეგო , ხან ზეწარს მოუჭირა , ხან მის თმას , ხან მისი წელი შეიწირა გრძელი ბრჭყალებით .
- მზად ხარ ? - ჰკითხა და ტუჩები კისერზე მიაპყრო. - უღმერთოდ ლამაზი ხარ ანა ! - თითქოს მისმა დაძახებულმა „ანამ“ - ყველა წერტილი დაუმშვიდა , ყველაფერი მოუდუნდა და მხოლოდ მაშინ იგრძნო რაღაც ამოუცნობი ტკივილი , რომელმაც თითქოს მთელი მუცელი გაუბურღა. - ანგელოზი ხარ ! - ბოლოს მამაკაცის ეს ორი სიტყვა გაიგო და მთელი არსებით ჩაეფლო სიამოვნების მორევში , მერე მხოლოდ ისინი იყვნენ , შენგელიას თითები და ის გაუსაძლისი სიამოვნება , რასაც ყოველი ბიძგისას და მისი შეხებისას განიცდიდა.
„არ ნანობს ახალკაცი ამ ნაბიჯს!“
^^^
მზის სხივების მაგივრად დაჟინებულმა მზერამ გამოაფხიზლა , როგორც კი მგრძნობელობა დაუბრუნდა მაშინვე აღიქვა შიშველ მუცელზე მამაკაცის გახურებული თითები და ბედნიერმა ღიმილით გაახილა თვალები.
მაშინვე შეხვდა საყვარელ თვალებს და შავებს ცეცხლისფერებით მიანათა.
მამაკაცმა ნაზადმოჰხვია მეორე ხელი კისერზე და თმაში შეცურებული თითებით იქ ძრომიალი დაიწყო .
- დილამშვიდობისა ... - გაუღიმა და ტუჩებზე ვნებიანად და ძალიან ნაზად აკოცა.
- დილამშვიდობისა ... - სიყვარულით სავსე თვალები შეანათა და ამჯერად თვითონ აკოცა მოწყვეტით საყვარელ ტუჩებს.
- როგორ ხარ ?
- არაჩვეულებრივად , შენ ? რამე ხომ არ გტკივა ? - ჰკითხა ეშმაკური ღიმილით და მამაკაცსაც სახეზე ღიმილი მოედო მის შემხედვარე.
- არა ,პროფესიონალი პარტნიორი მყავდა და არაფერი უტკენია ... თუ არ ჩავთვლით დაკაწრულ ზურგს , მაგრამ იმხელა ბრჭყალები გაქვს ეგ არ მიკვირს !
- არ მოგწონს ? - დაბნეულმა გაშალა ხელი და ფრჩხილებს დააკვირდა.
- როგორ არა , შენი ყველაფერი მომწონს ! - გაუღიმა და მუცელზე მოხვეული თითები ადგილზე აათამაშა.
- დათა 6 სზე სამსახურში უნდა ვიყო ...
- იქნები ! - გაუღიმა და ლოყაზე აკოცა. - მიდი შხაპი მიიღე.
- ორი რამით გამაკვირვე უკვე !
- მაინც რითი ? - ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა გაბადრულს და ირონიული მზერით დააჩერდა ზემოდან.
- პირველი იმით , რომ ... ოოო ნუ მიყურებ ასე თორემ ვიბნევი ! -ამოიბუზღუნა და კისერზე თითები მოჰხვია ბოროტულად მომზირალს. - დათაა !
- მაგიჟებ ! - ამოიგმინა მამაკაცმა და ტუჩებზე დააცხრა გატრუნულს , ხელი კი შიშველ ფეხზე აასრიალა და ბარძაყზე მსუბუქად მოუჭირა თითები.
- მაც ... მაცადე ... -ამოიხრიალა და კისერი უკან გადაწია უკეთესად , რომ ეკოცნა .
- თქვი , მეც მაინტერესებს რითი გაგაკვირვე !
- პირველი , იმით რომ დარჩენა და სამსახურის გაცდენა არ მთხოვე , ეს იმას ნიშნავს რომ ჩემს საქმიანობას არის თუ არა ის დროებითი პატივს სცემ ! რაზეც ნებისმიერი ქარაფშუტა იფიქრებდა , რომ თავის დაძვრენას ცდილობ ... მეორე კი ისაა , რომ საშხაპეში ერთად შესვლა არ შემომთავაზე და პატივი ეცი ჩემს ფიზიკურ ტკივილს , რომელიც რატომღაც არ არსებობს და შეგიძლია შემომიერთდე ! - გაუცინა ეშმაკურად და ოდნავ წამოიაი საწოლზე , იდაყვებით დაეყრდნო და საყვარელ სახეს მიუახლოვდა.
- მგონი იდეალური ხარ იცი ?
- როგორც ყოველთვის ! - თვითკმაყოფილმა გადაიკისკისა და საყვარელ ტუჩებს შეუერთდა . - როგორც ყოველთვის ...

^^^
ფეხებაკეცილი იჯდა სახლის აივანზე , ნინას და ლიკას შუა მოქცეული და მშვიდად უყურებდა ხედს.
ისევ ის ახსენდებოდა , ისევ ის ხედი , ორი ჭიქა წითელი ღვინო , ყველა შეხება , ყველა სიტყვა , ყოველი გამოხედვა , მთელი ის სითბო და ყველა გრძნობა.
ყველაფერი ისევ შენგელიამდე მიდიოდა , მამაკაცის შავ თვალებთან და მის იდეალურ ქცევებთან.
მერე თითქოს ბრაზი იპყრობსო , ბრაზი და იმედგაცრუება , ყველა ოცნების თავზე ჩამონგრევა და ისევ იმაზე ფიქრი რომ არა ის ერთი საშინელი შემთხვევა რამდენი რამე ექნებოდა ახლა იდეალურად ცხოვრებაში.
- 1 წელი გავიდა ... - ამოთქვა ჩურჩულით ლიკამ და ნინას დაბრიალებული თვალები გაჩუმებას , რომ თხოვდა დააიგნორა. - და შენ ისევ ისე ხარ , არანაირი განსხვავებით !
- ის ძლიერია ! - ამოიბუზღუნა ნინამ და დაქალის თმას თითები ჩამოუსვა.
- რატომ არ ვიყავი ჩამოსული ხომ გავპუტავდი ? - ამოიჯუჯღუნა და ხელებგადაჯვარედინებულმა გახედა წინა ხედს. - ძლიერია , მაგრამ სხვებთან ... შინაგანად კი დანგრეულია !
- მორჩით ჩემი მდგომარეობის განხილვას ... არ არის კარგი მოსასმენი !
- უკვე ყელში ამოხვედი იცი ? - დაიგრგვინა ორივეს ხმამ ერთად და ახალკაცმაც გაოცებულმა დაქაჩა თვალები.
- შეგიძლია ასწიო ეგ ჯერ ისევ ლამაზი უკანალი და ადამიანს დაემსგავსო , ის რომ ქუჩაში ყველას ბედნიერი გონიხარ ცხოვრებას ვერ აგიწყობს , ტასო უკვე ზედმეტია , ერთი წელი გავიდა მანდ კი არც კი მოგისმინა ისე დაგტოვა , ვის გამო იგდებ ასეთ მდგომარეობაში თავს ?
- არა გიორგის ჩემი ხელით მოვკლავდი , რომ მიგეშვი !
- გიორგი ყველაზე ნაკლებად იყო მაგ სიტუაციაში დამნაშავე , ერთ კვირის გაცნობილს ასე ვენდე და ასე გავეხსენი , ყველაფერი მივეცი რაც კი მქონდა ... მან კი უბრალოდ იმის გამო , რომ გიორგი ზედმეტად შემეხო და ჩამეხუტა ადგა და უყველაფროდ , უსიტყვოდ , უკანმოუხედავად წავიდა და დამტოვა !
- კარგად იცოდი , რომ გიორგის ვერ იტანდა , მაგაზე არ იჩხუბეთ პირველად ?
- ხო მაგრამ თვითონ მებრდღვნა ნინა ... მე რა შუაში ვიყავი ?!
- არ აქვს მნიშვნელობა , ამ კაცმა რაც დაინახა ის დაინახა , შენც კი შოკირებული რომ გაშეშდი და გაიყინე ერთ ადგილზე აგეღო რამე და ჩაგერტყ ათავში , შორიდან მეც რამე მეგონებოდა , ისე იყავი მიკრული და გატრუნული !
- არც ეგრეა საქმე , მაგრამ მაინც საცემია დათა , უნდა მოესმინა ...
- მე ყველაზე მეტად იცით რამ დამანგრია ? ზუსტად იმ ღამის მეორე დღეს რომ მოხდა ეს ყველაფერი , ერთი კვირის მერე რომ მომხდარიყო კიდევ მესმის ... მაგრამ ... ეს საშინელი დამთხვევა ყველაფერს მიღრღნის.
- შენ ხომ მაინც არ ნანობ იმ ღამეს ?
- არა ... არც ერთი წამით !
- მადლობა ღმერთს არ დაორსულდი ... - ამოიჩურჩულა ლიკამ და მზერა ისევ ხედს გაუსწორა. - როგორც ხდება ხოლმე ... მაგაში მაინც გაგიმართლა !
- თავს მაგით დავიმშვიდებ ... - ირონიულად ჩაიქირწილა და ფეხზე წამოდგა. - დავიძინოთ ,დღეს ჩემთან დარჩით ...
- მე უნდა წავიდე , ხვალ სამსახური მაქვს და იმედია გახსოვს , რომ უნდა დამეხმარო რაღაც იურიდიულ საკითხებში ... თორემ დამახრჩობენ !
- კი , მოვალ 12 ისკენ და დაგეხმარები !
- კარგი გაკოცე ... ნინ შენ რჩები ?
- რავიცი დავრჩე? - ცალი თვალით გადახედა ტასოს.
- კი რა ...
- კარგი !
^^^
მაღლებზე შემდგარი მიკაკუნებდა დაქალის მიერ მითითებული კაბინეტისკენ და ნერვიულად ისწორებდა კაბის უკანა პრარეზს.
პერანგის ღილები შეისწორა და მშვიდი ღიმილით დააკაკუნა კარზე.
- შემოდით ... - გაიგო ლიკას ხმა და ღიმილით შეყო კაბინეტში თავი .
ადგილზე გაოცებული და გაყინული შედგა და სუნთქვაარეული დაეყრნო კარის სახელურს , მთელი სხეული უკანკალებდა , დაბნეულს ყველა მოგონება და შეხება ზემოთ ამოუტივტივდა , დაძაბულმა ხელები მომუშტა და ნაცნობ არეულ თვალებს ცეცხლისფერებით მიაშტერდა , ბრაზმა და მონატრებას ერთად იფეთქა , ისევ ის შავი თვალები და ის იდეალური გამოხედვა სულს რომ ყოველი შეხედვისას უხუთავდა.
მამაკაცი კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი იყო მოტრიალე სავარძელზე გადაწოლილი და არეული თვალებით მისჩერებოდა ერთ დროს საყვარელ სახეს.
კარი ანერვიულებულმა მიხურა და კანკალით გახედა იქვე უდარდელად მჯდომ დაქალს , რომელიც გაოცებული უყურებდა ახალკაცის მოქმედებებს და დროდადრო უფროსისკენ იყურებოდა.
ვერაფრით გაეგო ან ერთს რა სჭირდა , ან მეორეს.
ფეხების კანკალით მივიდა სავარძლამდე და ჩაკეცილი შიგნით ჩაესვენა თითქოს მშვიდი სახით.
აცახცახებულმა მიშველეს მზერით შეხედა დაქალს და ლიკამაც მხრებისჩეჩვით მიაწოდა გადაწითლებულს წყალი.
- ტასო , კარგად ხარ ? - ზემოდან დააჩერდა ანერვიულებული და შუბლზე ხელი მიადო. - ხურხარ ... ცუდად თუ იყავი ვერ მითხარი ? მე მოვიდოდი საბუთებიანად ან ... ან რა ვიცი მერე გავარკვევდით , რას იკლავდი თავს ?
- ყველაფერი რიგზეა ... - ჩახრინწული ხმით ამოთქვა ისე , რომ მზერა საყვარელი შავებისთვის არ მოუშორებია.
- დარწმუნებული ხარ ? - ეჭვნარევი მზერით მიაჩერდა დაქალს და საბუთები მისკენ გააცურა.
- კი !
- კარგი ... ეს ჩემი უფროსია , ამ კომპანიის მფლობელი ... დავით შენგელია , ეს კი ის არის ვისზეც გელაპარაკებოდით , საკმაოდ გამოცდილია ...
- გასაგებია , დავიწყოთ ! - თქვა მკაცრი ხმით და ლიკას საბუთებზე რაღაც ანიშნა.
- კარგით ბატონო დათიკო ... -ამოიფხუკუნა და თვალებაბრიალებულს ენა გამოუყო. - აჩის ძმაკაცია ... - განუმარტა დაბნეულ ახალკაცს და აი კიდევ სად მიიღო მეორე ინფაქტი საწყალმა გოგომ.
- დავიწყოთ , მეჩქარება ... - ამოიხრიალა და საბუთებს დააკვირდა , გვერდიდან მთელი 1 საათის განმავლობაში გრძნობდა დაჟინებულ მზერას , ორიენტაციაბნეულმა ხან რას მიკრა ხელი , ხან რას ... ბოლოს თავის თავს მაგრად შეუჯაჯღანა და ნერვებმოშლილმა კონცენტრაცია საბუთებზე მოახდინა. - მოკლედ ეს პუნქტი შეიტანეთ აქ და ხელი მოაწერინეთ , კარგად განიხილე ლიკა იმიტომ რომ ამაზე ბევრი საქმეა აღძრული , ყველა მხრიდან შეიძლება გადაუხვიონ , რაც არ უნდა სანდრო პარტნიორები იყვნენ ხელშეკრულებაში ჩაამატეთ ეს პუნქტი და ხელს თუ არ მოაწერენ შეგიძლიათ სხვა პარტნიორის ძებნა დაიწყოთ !
- დარწმუნებული ხარ ? თანხამ რომ არ დააკმაყოფილონ ?
- იმაზე მეტს სთავაზობთ ვიდრე იგივე ხელშეკრულებაში სხვა ფირმები , იციან რომ როგორც თქვენ გჭირდებათ , ისე ჭირდებით მათაც ... მაგის საშიშროება არამგონია იყოს !
- კარგი , სულ ესაა ? - ჰკითხა და ფეხზე წამომგარს თვალი ააყოლა. - სადმე მიდიხარ ?
- კი , შეხვედრა მაქვს ... საღამოს გნახავ . - ლოყაზე აკოცა და დავითისკენ თავი შეაბრუნა. - ნახვამდის ბატონო დავით ...
- ნახვამდის ქალბატონო ანა , მადლობა დახმარებისთვის ! - სერიოზული გამომეტყველებით ჩამოართვა ხელი ქალს და მის თითებს თავისი ოდნავ მოუჭირა.
სწრაფად გაინთავისუფლა ხელი და დენდარტყმულივით გამოვარდა იქიდან.
- ერთი წუთით , შარფი დარჩა ... - გახედა შენგელიას და კარისკენ წავიდა , რომ დასწრეოდა.
- მე მივცემ , შენ აქ იყავი და საბუთები დაახარისხე ! - შარფი გამოართვა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა კაბინეტიდან.
- ანა ... - ძლივს დაეწია და იდაყვში წავლებული ხელით თავისკენ შეაბრუნა.
- ხელი გამიშვი ! - ამოიგმინა და ხელი მთელი ძალით გამოგლიჯა თითებიდან. - აღარასდროს მომმართო ასე !
- შარფი დაგრჩა ! - შეუღრინა და ხელებში გაოცებულს მიაჩეჩა.
- არ იყო საჭირო შენი გამოკიდება , ლიკაც წამომიღებდა ! - შეუღრინა თვითონაც და ის ის იყო შებრუნებას აპირებდა ვიღაცის გულმკერდს , რომ შეეჯახა.
- მაპატიეთ ... - მოესმა უცხო ხმა და მამაკაცს ქვემოდან ახედა ღიმილიანი სახით.
- არაუშავს ...
- დავით , ვინ არის ეს უმშვენიერესი ქალბატონი ? - ჰკითხა მამაკაცმა და ქალისკენ ეშმაკური მზერა გააპარა.
- გამარჯობა ვახო ! - წარბშეკრული მიესალმა მამაკაცს , მანაც სიცილით გააქნია თავი და ტასოს შეუბრუნდა.
- ვახო გამცემლიძე ! - ხელი გაუწოდა და ტასოს მტევნის ზურგს ტუჩები მოფლირტავე ღიმილით მიაკრო.
- ანასტასია ახალკაცი ! - გაუღიმა და ხელი უხერხულად გამოძვრინა მისი თითებიდან.
- რას მივაწეროთ შენი სტუმრობით მონიჭებული პატივი ვახო ? - დავითის გვერდით აჩი ჩამოდგა და ტასო ზურგზე მოხვეული ხელით აიკრა გვერდით.
- საქმიან მოლაპარაკებას არჩილ ! - გაუღიმა მამაკაცმა და მაშინვე იგრძნო ტასომ , როგორ დაიჭიმა მის ზურგზე მოხვეული თითები.
- შეგიძლია კაბინეტში შეხვიდე და დაგველოდო ! - გაუღიმა დავითმა და ერთ-ერთ თანამშრომელს რაღაც ანიშნა. - მარი ბატონ ვახოს აჩის კაბინეტი მიასწავლე !
- წამობრძანდით ...
- სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა მშვენიერო ქალბატონო ! - გაუღიმა ტასოს და იქაურობას თვალებისტრიალით გაეცალა.
- რამე ხო არ გითხრა ისე ? - ჰკითხა ტასოს და ლოყაზე აკოცა. - ჩემო ბარტყო , აქ რა გინდა ? ლიკასთან მოცუნცულდი ?
- არა , პირიქით ძალიან ზრდილობიანად მომაჩვენა თავი , ხო ლიკას დავეხმარე რაღაცაში , არ ვიცოდი ამ კომპანიაზე თუ მიყვებოდით ...
- რა იცი ამ კომპანიაზე ?
- არა არაფერი ბევრი ... უნდა წავიდე აჩი , საღამოს გნახავთ ... - ლოყაზე აკოცა და იქაურობას გაეცალა.
- დიდი ხანია იცნობ ? - თავით მიმავალ ტასოზე მიანიშნა და კაბინეტისკენ წავიდა მასთან ერთად.
- ბავშვობიდან ... ჩემი დის დაქალია - გაუღიმა და გაღებულ კარში შევიდა.
^^^
კაფეში იჯდა და ლეპტოპში სამსახურის საქმეებს აგვარებდა , ის ის იყო ლეპტოპს კეცავდა მაგიდასთან ნაცნობი ადამიანი , რომ ჩამოუჯდა.
- ისევ თქვენ? - იკითხა ღიმილით და ლეპტოპი თავის ჩანთაში ჩადო.
- დაგინახეთ და თავი ვერ აგარიდეთ !
- და ?
- პირდაპირ საქმეზე, რომ გადავიდე სულსწრაფობაში ჩამეთვლება ?
- ვფიქრობ არა ...
- ერთ კვირაში კორპორატიულია ... ვიფიქრე ჩემი მეწყვილე იქნებოდით , თანაც არა უცხო გარემოში , აშკარად ბევრს იცნობთ შენგელიას ფირმიდან.
- და რატომ უნდა დაგთანხმდეთ ? - ჰკითხა ღიმილით და ფეხზე წამოდგა.
- არ ვიცი ... რაღაც არაამქვეყნიურის გამო , ვცდები ? - გაეღიმა მამკაცს და ქალს თვალი ააყოლა.
- ვიფიქრებ ! - გაუღიმა და კარისკენ წავიდა.
- ნომერს დაგიტოვებთ , ყოველი შემთხვევისთვის ... - სავიზიტო ბარათი მიაწოდა და თვალისმომჭრელი ღიმილით მიაცილა თავის მანქანამდე.
- კარგად ! - გაუცინა თვალებისტრიალით და მანქანას მოუარა ,ლეპტოპის ჩანთა მეორე მხარეს დადო და ისევ თავის ადგილისკენ წავიდა.

ის ის იყო უნდა ჩამჯდარიყო შენგელიას დაჟინებული მზერა , რომ იგრძნო მოპირდაპირე ქუჩიდან.
თვალი მოარიდა და კმაყოფილი ჩაჯდა მანქანაში , ახლა სხვა ანასტასიაა , ისევ ისეთი სუფთა მაგრამ მაინც სხვანაირი ... როგორც შენგელია იტყოდა „როგორ აგიხნათ , მაინც სუფთა ... მაგრამ სხვანაირად“

^^^
- რა მოხდა კი მაგრამ ? - ჰკითხა ლიკამ და ფეთიანივით შეიჭრა დაქალის ბინაში ნინასთან ერთად.
- რა ხმა გქონდა მობილურში ? - მიახალა სოსელიამ და დაბნეული დაჯდა სამზარეულოს მაღალ სკამზე.
- დაღერღავ ? ან რა სახით იყავი დილით ? საერთოდ რა გჭირს ?
- შენი უფროსი ... - თქბა ენადაბმულმა და ცოტახანს გაჩუმდა.
- მოგეწონა ? - სახეზე ღიმილი მოედო ლიკას.
- რა მომეწონა გოგო , ნორმალური ხარ ? ეგ ის დათაა ...
- მოიცა რა ხდება ? ვინაა ამის უფროსი ? - იკითხა სიტუაციით დაბნეულმა ნინამ.
- დილით ხომ უნდა მივსულიყავი ამასთან , მივედი და ვინ დამხვდა ?
- დათა ... - დაბნეულმა ამოთქვა ლიკამ და განცვიფრებულმა დახარა თავი. - დათა , შავი თვალები ... შენგელია , ტასო ... ორივე ... ვაიმე ახლა გული წამივა ! - წამოიკივლა და ფეხზე ხტუნვა-ხტუნვით წამოხტა.
- გვარი არ იცოდი შეჩე*მის გადანგრეულო ? - ამოიგმინა ნინამ ლიკას მიმართულებით.
- რომ მცოდნოდა ასე ქლიავივით ვიჯდებოდი მართლა შეჩე*მის გადანგერეულო ?
- არ მითქვამს ლიკასთვის გვარი ...
- ვაიმე ქალო მერე ?
- ვაიმე იმიტომ გამოგყვა იმ შარფით , ხელიდან გამომგლიჯა მე მივუტან შენ აქ იყავიო ....
- ვახო გამცემლიძე ვინ არის ? - ჰკითხა დაქალს ჩაფიქრებულმა.
- ის პარტნიორია , იმ ხელშეკრულების , შენ რომ ამზადებდი ...
- ანუ ცუდი ურთიერთობა აქვთ აჩისთან და დათისთან ?
- ხო ... ანუ ცუდი არა , უბრალოდ კონკურენტული და დაძაბული , ახლა რომ ცდილობენ ჩაპაძელნიკებას.
- კორპორატიულზე ჩემი მეწყვილე იყავიო მთხოვა , კაფეში რომ ვიჯექი ... იქიდან რომ გამოვდიოდით თავის სავიზიტო ბარათი დამიტოვა რომ მოიფიქრებ დამირეკეო , მანქანასთანაც მიმაცილა და ამ დროს თურმე დათა გვიყურებდა.
- ვაიმე ...
- რა ვქნა ? - იკითხა დაბნეულმა და იქვე დაეშვა.
- ისევ გიყვარს ?
- რომ დავინახე ყველაფერი ჩამენგრა ... მერე ისევ თავიდან აშენდა , არ ვიცი როგორ გადმოვცე ...
- კი ან არა მიპასუხე ! გიყვარს ისევ ?
- მე ...
- ტასო !
- კი , ჯანდაბა ! მიყვარს ! - ამოიგმინა და ჭიქა ნიჟარაში მთელი ძალით ჩააგდო. - ისევ მიყვარს , მგონი ორმაგად ... არც კი ვიცი თავი როგორ შევიკავე , რომ შემეხო ... მეგონა ვეცემოდი და იქვე გავაშიშვლებდი , ჯანდაბა , ჯანდაბა !
- კარგი ,პირველ რიგში დამშვიდდი ... მეორე რიგში მოემზადე ,იმ კორპორტაიულზე უნდა ბრწყვინავდე !
- რა ? - იკითხა დაქალის ნათქვამით გაოცებულმა.
- უნდა წახვიდე ტასო! - ლიკას დაეთანხმა ნინაც და ეშმაკური ღიმილით მიაჩერდა დაქალს.
- უნდა დააბრმავო !
- მაგრამ ის კაცი ... ის ვახო ...
- მშვენიერი კაცია , სიმპატიური და ზრდილობიანი , თან დათას მაგრად არ ევასება , კაკრას ის მომენტია თავი ,რომ უნდა წააწყვიტო ეჭვიანობისგან !
- მაგის ეჭვიუანობას რაც მოყვა კი ვიმკით ორივე ახლა !
- ხო და ახლა მიხვდეს , როგორია მართლა სერიოზული საბაბით ეჭვიანობა , დათას ეჭვიანობის ამბავი შენ ჩემზე უკეთესად იცი ანასტასია , მიდი მიაწექი და ყველა ძაფი გაუწყვიტე რაც კი გააჩნია!
- გამწარებულ ქალზე საშიში არაფერია , შეყვარებულს კი არა დედას შეგაზიზღებს თუ მოიდომებს , თუ გონივრულად და არაიმპულსურად იმოქმედებს , ქვეყნიერებას გადადგავს , მსოფლიო გადატარიალებას მოახდენს და მაინც იძიებს შურს , გამწარებულ ქალს მხოლოდ სიყვარული ჩაამშვიდებს , მხოლოდ სიყვარული !

^^^
ერთი კვირის მანძილზე არანაირი კონტაქტი არ ჰქონია შენგელიასთან , არც უნახავს და არც შემთხვევით მოუკრავს მამაკაცისთვის თვალი.
ერთადერთი შემთხვევა ის იყო , რომ ტელევიზორის ყურების დროს მოკრა თვალი ვიღაც ქალთან ერთად , მის წელზე ჰქონდა თითები მოხვეული და ისე ლაპარაკობდა თითქოს არაფერი.
სწრაფად აიღო მობილური და ჩანთიდან ვახოს სავიზიტო ბარათი ამოაძვრინა.
ამ საღამოს კორპორატიული იყო , თითქოს არც კი უფიქრია წასვლაზე სერიოზულად , მაგრამ იმ რეპორტაჟის შემდეგ ... ეს ყოველივე გარდაუვალი იქნებოდა!
მამაკაცის ნომერიც მალევე აკრიფა და გულაჩქარებული დაელოდა პასუხს.
- გისმენთ ... - მოესმა ნამძინარევი ხმა და უხერხულად მოიფხანა თავი.
- გაგაღვიძეთ? - იკითხა დამორცხვილმა და მალევე გაისმა მამაკაცის გახშირებული სუნთქვა ტელეფონის მეორე მხრიდან.
- ანასტასია ?
- მე ვარ ...
- როგორ ხართ ?
- კარგად ... მგონი გაგაღვიძეთ და ცოტა უხერხულად ვარ ...
- არა , არა მალე მაინც უნდა ავმდგარიყავი ...
- თქვენი შემოთავაზება დღევანდელ საღამოსთან დაკავშირებით ძალაშია ?
- რა თქმა უნდა !
- მაშინ ორ საათში იმ მისამართზე მოდით , რომელსაც მოგწერთ!
- დიდი სიამოვნებით , დაგელოდებით !

ტანზე ვერცხლისფერი კაბა მოირგო , ფეხზე ღრმა პრარეზითა და ამოღებული ზურგით , მკერდი მთლიანად დახურული ჰქონდა , თმა ზემოთ აიწია და მსუბუქი მაკიჟი გაიკეთა.
ამავე ფერის მაღლებზე ახტა და კლაჩი ხელში დაიჭირა , შემდეგ სუნამო მიიპკურა და ქვემოთ ჩასული მამაკაცს მსუბუქი ლოყაზე გადაკოცნით მიესალმა.
აი კიდევ ერთი განსხვავება შენგელიასა და გამცემლიძის შორის.
გამცემლიძემ ყველანაირი კომპლიმენტი უთხრა , როგორიც შეიძლებოდა და არ შეიძებოდა.
შენგელია კი ერთს შემოგხედავდა და მაშინვე ყველაფერს გეტყოდა თავის მუქი შავი თვალებით.
ხვდებოდა რომ მამაკაცი მისთვის ახლაც იდეალური იყო და ყველა საკითხში იმაზე მაღლა იდგა , ვიდრე ყველა კაცი ერთად.
ალბათ სიყვარულიც ესაა , ყველა ნაკლის მიუხედავად რომ გიყვარს და მაინც რომ გეიდეალურება.
მამაკაცმა მანქანა რესროტანთან გააჩერა , სწრაფად მოუარა და ახალკაცს კარი გაუხსნა.
ანასტასიაც ღიმილით გადმოვიდა იქიდან და მის მკლავს თითები მსუბუქად ჩამოჰხვია.
- ანასტასია ? - მოესმა აჩის ხმა და უკან შებრუნებულს ყველა უჯრედი გაეყინა.
შენგელია იმ ქალთან ერთად იდგა აჩისა და ლიკას გვერდით ,ვისთან ერთადაც ტელევიზორში ლაპარაკობდა .
- აჩი ... - გაუღიმა ბავშოვობის მეგობარს და მის გვერდით ჩამომდგარ ლიკას თვალებით შველა თხოვა.
- რას ნიშნავს ეს ? - ჰკითხა დაძაბულმა და ლიკაც ძმის მკლავს თითებით ჩამოეკიდა.
- აჩი , შევიდეთ ... - გაუღიმა თვალებისბრიალით ძმას და ანასტასიაც მამაკაცთან ერთად პირველი შევიდა რესტორანში.
„გამაგრდი ტასო , ახლა არ უნდა მოტყდე!“
თავის თავთან ლაპარაკით იყო გართული და გამცემლიძეს გვერდიდან არ შორდებოდა , ცოტა დალია კიდეც , მერე მოეშვა , არც ისეთი დაძაბული იყო და არც სიტუაციით მოწყენილი.
ცეკვები , რომ დაიწყო და გამცემლიძე დათას მეწყვილესთან დაინახა უკმაყოფილოდ შეკრა წარბები.
„ნეტავ დათა სად არის?“
- შენ რატომ არ ცეკვავ ? - ჰკითხა გვერდით ამომდგარმა მამაკაცმა და თითით ყურთან ჩამოგდებული წითელი ღერები გაუსწორა.
- არ მინდა ! - მხარი აგრესიული სახით აიქნია და ყველანაირად შეეცადა კანზე დაყრილი ბუსუსები დაეფარა.
- ფორმები დაგრმგვალებია ! - თქვა ხალხისთვის თვალმოუშორებლად და მის დაქაჩულ თვალებზე , რომლებიც პროფილის ერთ მხარეს უწვავდნენ ირონიულად გაეღიმა. - თვალებს ისევ ისე ქაჩავ ...
- ყველას ასე იმახსოვრებ ხოლმე ? - ჩაეკითხა ირონიული ღიმილით და მანაც მასსავით ხალხს დაუწყო თითქოს დაკვირვება.
- ყველაში გაგყავს შენი თავი ? როგორც მახსოვს დაბალი თვითშეფასება არ გქონდა !
- მართალი ხარ ... - სივრცეს გაუღიმა და მისკენ შემობურნებულ მამაკაცს ცივი მზერა მიაპყრო. - მე ერთადერთი ვიყავი და სულ ერთადერთი ვიქნები , შენთვის ხელშეუხებელი და მიუწვდომელი ! - გაუღიმა და მაგიდიდან კლაჩი აიღო. - ახლა კი ბოდიში , ნასვამი ვარ უნდა წავიდე ! ჩემს ვახუნხულას ვეტყვი იქნებ სახლშიც ამომყვეს ! - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ფეხზე ყანყარით წამოდგა.
- მე გაგიყვან ! - ხელი გაბრაზებულმა შეაშველა და მასთან ერთად წავიდა კარისკენ.
- ახლა თავს ვიკავებ ეს ჩანთა თავში , რომ არ ჩაგარტყა ამდენი ჟურნალისტის წინაშე , გაბრუნდი და ეგ ტორი მომაშორე ! - კბილებში ბლუყუნით გამოსცრა და გარეთ გასულმა ცივი ჰაერი ჩაისუნთქა.
- მე გაგიყვან მეთქი ! - შეუღრინა და მანქანაში ძალით ჩატენა.
- თავს რამდენის უფლებას აძლევ ? - თითი თვალებმიბნედილმა აუფრიალა წინ და უსულოდ მიეყრდნო სავარძელს. - მეძინება ...
- დაიძინე !
- ვახუნხულა ინერვიულებს ... - ამოიკისკისა და მთქნარებით აიფარა ტუჩებზე თითები. - ნუ მიყურებ !
- შიშველი მყავხარ ნანახი , ნუ გავიწყდება !
- ეგ მე არ მავიწყდება , მაგრამ შენ რომ გახსოვს მიკვარს !
- გეუბნები თვითშეფასება გაქვს დაქვეითებულითქო !
- ხო მართალი ხარ მაგაშიც , ჩემზე ლამაზი ვინ გინახავს ... - ამოიკისკისა მთვრალი სიცილით და ღიმილით გახედა კაცის პროფილს.
- ბევრი ნახე ჩემს მერე ? - ჰკითხა ჩახშულად და წარბებშეკრულს დააკვირდა. - არ მიპასუხებ ?
- არა !
- რატომ ?
- დაიძინე !
- ყველაფერი შენი ბრალია ... -ამოილუღლუღა და ღვედი შეიხსნა ნაცნობი კორპუსის დანახვისთანავე.
- გააჩერე !
- რა ?
- გააჩერე , აქ გადმოვედი საცხოვრებლად ! - უთხრა და გაჩერებული მანქანიდან სწრაფად გადახტა.
შენგელიამაც სწრაფად მოუარა მანქანას და მთვრალი სხეული ხელებით დაიჭირა.
- წაიქცევი ტასო !
- წაიქცევი ტასო ! - გამოაჯავრა სიცილით. - წაქცეული არ დამტოვე ერთი წლის წინ ?
- არ გინდა !
- არ გინდა ! - გამოაჯავრა ისევ ისე და თავის საქციელზე იევ სიცილი აუტყდა.
- სახლში აგიყვან ...
- შემეშვი ! - დაუჯაჯღანა და ხელი უკან გამოგლიჯა. - თავს თუ დამენებებ ეგ იქნება შენი დახმარება დათო !
- რა დამიძახე ? - წარბები შეკრა თვალებდაქაჩულმა მამაკაცმა.
- დათო !
- დათო არაა ? - ხელებში მოიწმყვდია აფართხალებული და მანქანას ზედ ააკრა.
- არც იოცნებო ! - ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიადო და დაჭყანული დაუძვრა უკვე მერამდენედ ძლიერ ტორებს. - ძილიჯოჯოხეთისა ! - დაემშვიდობა და ბოროტული სიცილით აირბინა კიბეები.

ცოტახანს გაოცებული უყურებდა იმ სივრცეს სადაც წამისწინ მთვრალი სხეული მირბოდა , თითქოს ახლაც ექოდ ჩაესმოდა მისი სიცილი და თვითონაც ეცინებოდა ასეთი ახალკაცის დანახვაზე.
იცოდა იმსახურებდა , თავი უნდა გაეკონტროლებინა და უნდა მოესმინა ქალისთვის , მაგრამ მაინც ვერ ამოშალა ის კადრები თვალებიდან როგორ ეხუტებოდა სხვა კაცს ასეთი გატრუნული.
ბრაზმორეული ჩაჯდა მანქანაში და ღრმად შეისუნთქა ჯერ ისევ ახალკაცის სურნელი .
ღიმილით დაძრა მანქანა და იგივე გზას გაუყვა საიდანაც მოვიდა , ახლა ზუსტად იცის ამ ქალს აღარ დათმობს!


^^^
- აჩიმ იცის ? - ჰკითხა დაქალს სიცილით. - ისე რაღა დათას ბიძაშვილს შეეყარე ...
- აჩი დესპოტი კი არაა ! - შეკრული წარბებით დაიცვა შეყვარებული ნინამ.
- კაი ვიცით აჩის ვნებიანობა და ანგელოზობა ,ისედაც ცუდი მოსასმენია ჩემი ძმის სექსის ამბები ჩემთვის ! - წარბები ხარხარით შეკრა ლიკამ და ნინასაც გაეცინა.
- რაო გიგი არაა სექსი ბიჭი ? - ჩაეკითხა ანასტასია და ლიკამაც წარბებისტამაშით დაუქნია თავი.
- გენში აქვთ ! - ეშმაკურად გადაიხარხარა ნინამ.
- მოგხვდება ! - წარბები შეკრა ტასომ და ფეხზე წამოდგა . - ჩემოდანს ჩავალაგებ , რაღა საღამოს ავიტეხეთ ეს წასვლა ? და ვაფშე ვისი იდეა იყო ?
- აჩისი , ვისი იქნებოდა ? - უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა ტუჩები ლიკამ. - ახლა იქ ვერ მოვისიყვარულებ გიგის!
- მოიცა , ჯერ ერთი შენ არ თქვი არ ჭედავსო ? და მეორეც იქ გიგის რა უნდა ?
- არა არ ჭედავს მაგრამ ... მაინც ძმაა და მიტყდება ... იქ კიდევ აჩიმ გიგიც დაპატიჟა და დათაც , ძმაკაცობენ !
- მოიცა და ამას ახლა ვიგებ მე ? - წამოიკივლა გაბრაზებულმა ახალაკცმა.
- ახლა არ მითხრა არ წამოვალო ! - თვალები გადაატრიალა ნინამ.
- ნორმალურები ხართ ? გაგეფრთხილებინეთ მაინც , ბოლოსდაბოლოს სექსუალური საცურაო კოსტუმები და საცვლები , რომ არ ჩამედო მაგის გამო შემომაკვდებოდით !
- ვაიმეეე ! - ახარხარდა ლიკა და გადაყირავებული სკამი ძლივს გაუსწორა ნინამ , რომ არ წაქცეულიყო. -ეს რეებზე ფიქრობს გონზე ხარ შენ ? - გადახედა სარძლოს და ნინამააც სიცილით დაუქნია თავი.
- შენ სასტუმროში უნდა გენახა რა სახით დადიოდა ,მაშინვე შეატყობდი რომ იმის ასო თუ არა ენა მაინც დაძვრებოდა ამის პირში ! - ახარხარდა და ნასროლი ბალიშის ასაცილებლად ლიკას უკან ამოეფარა.
- გარყვნილებო !!!

^^^
- მე მარტო ვიძინებ , ყველა წყვილებში ხართ და მე მარტო ვიძინებ გაფრთხილებთ ! - სახლში პირველი შევარდა და მაშინვე დაასტოპა როგორც კი კიბის საფეხურთან დათა დაინახა. - არ მაინტერესებს !
- უნდა გაინტერესებდეს !
- მაინც არ მაინტერესებს !
- მაინც ვერ იძინებ მარტო და ჰა ... - ჩაიქირქილა ირონიულად და მეგობრებისკენ შეტრიალდა.
- შენ და ლიკა ერთად დაწექით ! - უთხრა აჩიმ და ნინას ხელი გადახვია.
- მაშინ მეც მაგათთან დავწვები !
- რა პონტში ტოო !
- იმ პონტში რო შენ თუ ლიკას და გიგის ერთად არ აწვენ , არც მე მოგიწვები გვერდით !
- ნინა !
- არანაირი ნინა !
- კარგი ხო , მაგრამ შენ დაქალს წირავ ? - სიცილით გადახედა აწითლებულ ტასოს.
- მე უნდა დავიძინო ამ ... ამ ... ამ ამოუცნობ ობიექტთან ?
- ჯერ არ გძინებია ... - ხველახველით ამოთქვა ისე , რომ მარტო ტასოს გაეგო და ისევ უფრო აწითლდა სახეზე.
- კი ბატონო , დავიძინებ ... მაგას თუ არ შეაწუხებს ჩემი ძილი ,თან ხო იცით ზაფხულში ვერაფერს ვერ ვიცმევ ხოლმე ! - გაიცინა და ჩემოდნიანა წავიდა კიბისკენ.
- ვიზიარებ ... - მხარზე აჩიმ სიცილით დასცხო ხელი და მოხარხარე გიგას გახედა. - აბა შენ რას ფიქრობ ?
- მე არ მეცოდება , პირიქით ! - გაუცინა ძმაკაცს და ლიკასთან ერთად ავიდა ზედა სართულზე.
- შენ გაწირე არ დაგავიწყდეს ! - უთხრა აჩიმ შეყვარებულს და მასთან ერთად მიჰყვა მეგობრებს.

^^^
საწოლზე იწვა და თეთრ ღამის მოკლე პერანგში გამოწყობილი თმებს იწნიდა , პატარა ბავშვივით ტუჩებგაბუშტული ელოდებოდა შენგელიას ასვლას , მაგრამ მგონი მამაკაცი შეგნებულად არ ადიოდა ოთახში.
ბოლოს მობეზრებულად ჩააქრო შუქები და საწოლი აშალა , შიგნით შეწვა და აფუებულ ბალიშს ხელები მოჰხვია.
თვალები დახუჭული არ ჰქონდა კარი , რომ გაიღო და დაბარებულივით შემოვიდა მშვიდი ნაბიჯებით დათაც.
აბაზანის კარი ზუსტად იქით მხარეს იყო საითაც ტასოს ეძინა.
გაოცებულმა გააყოლა გაშიშვლებულ შენგელიას თვალი და ნერწყვი იმხელა ხმაზე გადააგორა , ეჭვი მაქვს აბაზანაში შესულმა დატამაც გაიგონა.
ახურებული წამოჯდა საწოლზე და სწრაფად გავარდა აივანზე , თითქოს ჰაერი არ ყოფნიდა და იხუთებოდა.
ჯერ ის არ ეყოფოდა რეებიც გადაიტანა და გადახტა განვვლილ წელს და ახლა ეს დაემატა , შიშველი შენგელია , იდეალური შენგელია და უმოქმედო ტასო!
სწრაფად შეწვა საწოლში და დაძინებას შეეცადა.
გულაჩქარებულმა დააჭირა წამწამები ერთმანეთს მაგრამ ,რომ იქიდან გამოსული არ შეეთვალიერებინა.
მამაკაცი მალე მიუწვა გვერდით ახალკაცს.
მაშინ დააფასა თავისი მსახიობური ნიჭი ამ გოგომ , როცა შენგელიამ საყვარელ თმასთან თამაში დაიწყო .
ჟრუანტელდავლილმა ერთი გაიფართხალა და მისკენ გადაბრუნებული სხეულზე აეხუტა.
მის კისერში ცხვირით ჩაძვრა და შიშველი ფეხები მისაში ახლართა.
თავიდან შენგელიას გაშეშებულ სხეულზე გაეღიმა ,შემდეგ ერთი ისევ გამოძრავდა და სახე მის კისერში ჩამალა.
ტუჩები ისე გაამოძრავა თითქოს კოცნიდა , შემდეგ მართლა ჩაეძინა , თითქოს სხეულის ყველა წერტილი მოუდუნდა და ახურებული მის ხელებში უფრო გაგრილდა.
სიამოვნებისგან განაბული და გატრუნული ძილში მხოლოდ საყვარელ ხელებს აღიქვავდა და ბედნიერებისგან იქაც ეღიმებოდა მორფეოსთან.
ცხოვრებაში არ სძინებია ასე მშვიდად , ზღაპრულად და გემრიელად.
„ საყვარელი კაცის ხელები ხომ ყველაზე კარგი სარეცელია ქალისთვის“
^^^
დილით შენგელიაზე ადრე გაიღვიძა , ცოტა ხანს მის სახეს აკვირდებოდა , შემდეგ მისი ხელებიდან გამოძვრა და სააბაზანოში შეიპარა.
იქიდან საცურაო კოსტუმითა და გამჭრვალე სარაფანით გამოვიდა და ოთახიდან ფეხაკრეფით გაიპარა.
დილის შვიდ საათზე მხოლოდ ის იყო პლეაჟზე , სახლი ისეთ ადგილზე იდგა დიდად ხალხი ამ პლეაჟზე არ დადიოდა , თითქოს მხოლოდ ისინი იყვნენ ყოველ ზაფხულს იქ , მონატრებულმა მიყარა ყველაფერი და სარაფანი გადაიძრო , სირბილით წავიდა ზღვისკენ და ის ის იყო შიგნით უნდა შემხტარიყო ნაცნობი ხმები მოესმა უკნიდან.
შებრუნებულს ყველა იქ დახვდა , მათ შორის ახალგაღვიძებული თვალებდასიაებული დათაც , ყველა ტასოს ლანძღავდა ასეთი დატყდომისთვის და ყველა მისკენ მირბოდა დათას გარდა.
ტასოც სიცილით შეხტა წყალში და მაქსიმალურად შორს გაცურა.
თითქოს ყველა პრობლემა იმ დროს მოეხსნა , ბავშვობიდან გიჟდებოდა წყალზე , თანაც მარილიანზე საერთოდ.
მოდუნებული გაწვა წყალზე და ასე ტივტივით მივიდა ნაპირამდე.
თვალს არ აშორებდა შენგელია , მაგრამ სიტყვასაც არ ეუბნებოდა.
თითქოს გუშინდელი ღამის შემდეგ ის ირონიული მზერაც გამქრალი იყო , მხოლოდ შეყვარებული თვალებით უყურებდა გოგონას და ყველა მოქმედებაში ეტყობოდა ის სინაზე რასაც მასთან ქცევებში დებდა.
გვიან მივიდნენ სახლში , ყველა დამშეული და დასაბანი იყო , ერთმანეთს ასწრებდნენ აბაზანაში.
წყვილებს რა ენაღვლებოდათ , ერთად შევარდებოდნენ , დათას და ტასოს ეკითხათ.
- ჯერ შენ შედი ... -დაუთმო და ღიმილით გავიდა აივანზე სიგარეტით.
- კარგი ... - ღიმილით დაუქნია თავი და თავისი ნივთებით წავიდა აბაზანისკენ - ისევ გამაკვირვე ...
- ვერ გავიგე ? - გამოხედა თვალებმოჭუტულმა და ღრმა ნაპასისგან დაგროვილი ბოლი ერთინად გამოუშვა ტუჩებიდან.
- არაფერი ...
- ერთად შესვლა , რომ არ შემოგთავაზე ? - ღიმილით გაახსენა მისი სიტყვები და ტასოსაც თითქოს მთელ სახეზე ნოსტალგიური ღიმილი მოედო.
- მალე გამოვალ ... - მიაძახა და შიგნით სწრაფად შეიძურწა.
^^^
- ისევ ვარსკვლავებს ითვლი ? - ჰკითხა და გვერდით ჩამოუჯდა.
- რაო რა თქვი ვაჟიშვილობა როდის დავკარგეო ? - გაახსენა სიცილით და გვერდით ჩამომჯარს , რომელმაც თავდაჯერებულმა მოჰხვია წელზე ხელი თავი ჩამოადო.
- მაპატიე ... - უთხრა და საყვარელ თმაზე ტუჩები მიაკრა.
- მიპატიებია ... - ამოიხრიალა და შავებში ისევ ისე მიანათა ცეცხლისფერები ,როგორც დათას უყვარდა. - არ შეიძლება ჩვენც ნორმალური წყვილივით ვიყოთ ?
- როგორ არა !
- მერე რატომ არ ვართ ?
- ორივემ შეცდომა დავუშვით ... მაგრამ არა გამოუსწორებელი !
- არასდროს მითქვამს ... ალბათ ვიცოდი რომ ხვდებოდი , ზოგადად ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით , რომ არც სჭირდება თქმა ... უბრალოდ მაინც მინდა გითხრა , აი ასე თავისით მოდის და მთხოვს რომ ვთქვა ...
- თქვი ... - გაუღიმა და შუბლზე გახურებული ტუჩები მიაკრა. - წინასწარ რომ გიპასუხო შეიძლება ?
- როგორც გინდა ... - გაუცინა და მისი თითები ისევ სიყვარულით მიიტანა ტუჩებთან.
- მეც !
- მიყვარხარ ... - უთხრა და მონატრებულ ტუჩებს ძალიან ნაზად შეეხო.
- მეორეჯერაც რომ გიპასუხო ეგეც შეიძლება ? - გაიცინა და კალთაში ჩაისვა საყვარელი ქალი.
- შეიძლება რომელია !
- მეც მიყვარხარ !
- კარგი გვეყოფა , მაკოცე ახლა თორემ გუშინდელი შენი შიშველი გამოსახულება ისევ თვალებში მიტრიალებს !
- ვიცოდი , რომ გეღვიძა ! - წამოიყვირა ხარხარით და თითები უფრო მოუჭირა წელზე.
- მეღვიძა ! - დაუმოწმა და უფრო გემრიელად აკოცა საყვარელ ტუჩებზე.
- ვახუნხულა არ იეჭვიან ... ? - ირონიული ტონით დაიწყო ლაპარაკი კოცნის პარალელურად.
- მოკეტე ! - აკისკისდა ახალკაცი და საყვარელ კისერს მონატრებულმა შემოჰხვია თითები. - მაინც არ გიპასუხია რამდენი გყავდა ჩემს მერე !
- არც ერთი მნიშვნელოვანი !
- ხო და ეგრე ! - გაუცინა და მთელი ძალით ჩაეხუტა. - ჩემი დათა ...

ისტორია ვისაც ეძღვნება ალბათ ხვდებით !
როგორ მენატრებოდით და მინდოდა მალე დაწერა და ატვირთვა ვერც კი წარმოიდგენთ , ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც ამ შუალედში გვერდით მედგა და მელოდებოდა , მამხნევებდა და თბილ სიტყვებს არ იშურებდა.
მხოლოდ თქვენთვის ღირს ის წვალება რაც ამ ისტორიაში ჩავდე , მიყვარხართ და ველი თქვენს კომენტარებს !



№1  offline წევრი NiniG-1

pirveli var ❤️❤️daviwyeb axla ❤️❤️

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

არმჯეერააა შენიი ნიკი როდავინახეე შოკშიივაარ :დდდდ რროგოოორ ველოდებოდიი ახაალ ისტორიაას და როგორც იქნაა!! ვიცი რომ ესეც არაჩვეულებრივი იქნება და ახლა ვიწყებ წაკითხვას <3 პროსტა ვერმოვითმენდი რომ არ დამეკომენტარებინა :დ უხუხუუ როგორრ გამახარე აზრზეც კიარხაარ *----*

 


№3 სტუმარი Teo

Vaiiu rakargiikooo ❤️❤️❤️❤️❤️ Magarixar sheeeen utkbesi da ukargesi

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Vaimee. Ukve shemiyvardi anastasiaaa. Rasayvareli xar. Partnioric shesaferi gipoviaaaa. Tan ceris stilic gansxvavebuliaaa. Nu raa. Mocodebis simagleze xarr

 


№5  offline წევრი მალუ

როგორი კარგია ! გადასარევი გოგო ხარ შენ <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ელი

ვაიმე დავდნიი:* უმაგრესი ხარ შენ

 


№7  offline მოდერი ენემი

ვაუ საოცრებაა,
აი შოკში ვარ ძაან მაგარში,
გამეფრინა,
სიტყვები არ მყოფნის,
გ ა ს ა ო ც ა რ ი ა. kissing_heart

 


№8  offline წევრი Mtirala

კარგი იყო ძალიან... მომეწონა ❤❤❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№9  offline მოდერი bibo

ბედნიერებას შენი სახელი აქ
უბრალოდ ფერდო
სიტკბოვ
სითბოვ
ყველას უნდა ათოვდეს ერთი ნუცა
ყველაზე საოცარო
სიმშვიდე ხარ ქარბორბალავ
იმაზე უფრო დიდი ბედნიერება ხარ ვიდრე წარმოგიდგენია
შენაირი მურაბა ისტორია იყო
რო ვნახე თვალები თავისით გარბოდა
4 სათია ვკითხულობ
ცოტ ოტა ნელ ნელა
რო არ გამომჩეს
რო არ დამავიწყდეს
რომელიმე დეტალი
უბრალოდ სიტკბო
სითბო
სიგიჟე
აი ყველაფერი იყო
დასასრული არ მინდოდა
ოოოო არასდროს მყოფნი
არასდროს ხარ საკმარისი
არასდროს მსურს დასასრული
არასდროს მიმდა ეგ ბოლო წერტილი
ჩემო ფერადო
ჩემოსიყვარლო
სიგიჟე
ტკბილი
ფერადი
უბრალო მაგრამყველაზე ბრლიანი
ხო იცი როგორ გყვარობ
ხო იცი როგორ გაფასებ
და როგორ ვგიჟდები შენზე
წერე სულ
მატკბობ სულ
მათბობსულ
ჩემო
ჩემო
ჩემო
ჩემო
ჩემო
ბედნიერებავ
ნაზუქო
ჩოკოლატო
ალუბალო
მარწყვო
პონჩიკო
:* ბედნიერებავ

 


№10  offline მოდერი zia-maria

ძალიან კარგია,სიტყვები არ მყოფნის. kissing_heart

 


№11  offline მოდერი მე♥

ღმერთო ჩემო!
ნუცა, საუკუნეა მე ისტორია არ წამიკითხავს!
საუკუნეა ასე არავისი პროფილი გამიხსნია და ისტორია არ წამიკითხავს, არა და როგორ მინდა ჩავუჯდე და ყველა სასიამოვნო ისტორია წავიკითხო!
საუკუნეა ისტორიის ქვემოთ ჩემი ნიკი არ დაფიქსირებულა.
მაგრამ... ეს ისტორია არის გამონაკლისი!
შენ ვერც კი წარმოიდგენდ ამდენი თვის და წლის შემდეგ რამხელა სიამოვნება იყო ამხელა ისტორიის კითხვა.
ყოველთვის ვამბობ რომ კრიტიკული არასოდეს არ ვარ ავტორის მიმართ, უბრალოდ ჩემს აზრს ვუზიარებ, მაგრამ ახლა ისე ვარ არაფრის თავი არ მაქვს გარდა იმისა რომ ჩემს სიამოვნებაზე მოგიყვე.
წავიკითხე!
ვისიამოვნე!
ვიბედნიერე!
და
ვიცინე! <3
საოცრად ნიჭიერი გოგო ხარ შენ, საოცრად ნიჭიერი! ძალიან მინდა რომ წერა არასოდეს არ შეწყვიტო, მეტიც რაც შეიძლება უფრო ხშირად წერე, შენ ეს გამოგდის!
და გპირდები რომ მე აუცილებლად წავიკითხავ იმიტომ, რომ მომწონს! <3
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ისტორიას.
თავიდან რომ მომწერე და ითხარი ისტორია უნდა მოგიძღვაო ძალიან გამიკვირდა და სიმართლე გითხრა ვერ აღვიქვი... მერე რა რეაქციაც მქონდა შენც იცი. მართლა ძალიან გამიხარდა, არ ველოდი იმიტომ, რომ არასოდეს მქონია მსგავსი შემთხვევა და შენ პირველი იყავი ვინც ამ იდეით მოვიდა ჩემთან... თანაც უკვე გადაწყვეტილი გქონდა. <3 ჩემ გოგონებს ვემაიმუნებოდი "ისტორიას წერენ ჩემ საპატივცემულოდ-თქო." <3 :დდდ
ახლა დავიწყოთ:
მართალია გმირი ანასტასია ახალკაცია და ძალიან ბევრი დეტალი ჩემგან არის წამოსული, მაგრამ რეალურად ეს არ არის ჩემი ისტორია და ეს არ არის ის რომანი რომელიც მე გადამხდა თავს... მაგრამ იმდენად ბევრი რამ ემთხვევა რომ ძალიან ბევრ მომენტში მეგონა რომ უბრალოდ ჩემი პროტოტიპი კი არ გყავს გამიყენებული, მართლა ჩემზე წერდი.
დიახ, მე მიყვარს ძალიან ბევრი ფიქრი როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ!
დიახ, იყო შემთხვა როდესაც "მამაჩემი ვეგონე"
მე არ ვარ ასეთი რბილი როგორიც ეს ანასტასიაა და ურთიერთობაშიც არ ვარ ასეთი თავისუფალი, უფრო სწორად თამამი. არა! ვარ, მაგრამ ცოტა სხვა კუთხით, ზემოთაც ავღნიშნე მე ბევრი ფიქრი მიყვარს, მაგრამ თუ გადაწყვეტილება დადებითია მერე უკვე აფრებს ისე ვშლი მტრისას. :დდდ
სასიამოვნო, მშვიდი, წყნარი და ყველაფრით დატვირტული ისტორიაა.
დათაზე ძალიან გაბრაზებული ვარ, ანასტასიას ადგილად ძალიან, ვაწამებდი და გავაუბედურებდი!
ბოლოს მაინც ერთად უნდა ყოფილიყვნენ და საკუთარი ცოდვები დათას რომ არ მოკითხე გულწრფელად მეწყინა. :დდდ :((( ბოღმამ დამახრჩო! :დდდ
ტასოს და უფროსის ურთიერთობაზე სიცილით გავიგუდე, ძალიან მწარედ მახსენდება ჩემი უფროსი, მადლობა ღმერთს დღეს შაბათია და ნახვა აღარ მომიწევს. :დდდ <3
ჩემი ელჩინი და ჩემი ბარიში რომ გყავს პროტოტიპებად და ამასობაში ელჩო რომ ანასტასიაა მაგაზე ხომ საერთოდ! <3 ვიშოკები! <3
მოკლედ!
ვ ი ს ი ა მ ო ვ ნ ე!
და ძალიან მინდა რომ რაც შეიძლება მალე დაწერო შემდეგი ისტორია! <3
მიყვარხარ, ველურო და ნადირო! <3
შენი მე❤ !
--------------------
ა.ა

 


№12 სტუმარი სტუმარი panda

one and only xar am saitze!!! shens yvela istoriaze vafanatebb yvela dzalian miyvarss

 


№13  offline აქტიური მკითხველი Anuki96

დავმუნჯდი. ცოტა აზრზე მოვალ და მერე დაგიწერ დიიდ კომენტარს ან პირადში მოგწერ. :*

 


№14 სტუმარი სტუმარი Lia

Sauketeso istoriaa.daiwke axali istoriis wera,disi xani ar gvalodino❤❤❤

 


№15  offline წევრი INGOBERNABLE

ვაიმეეე რა საყვარელი, ტკბილი და თბილი იყო❤❤❤. როგორ მომეწონა რო იცოდე❤❤❤. მეგონა ანასტასია კიდევ გააწვალებდა ცოტას და ვიცინებდი დათას ქცევებზე, მაგრამ ესეც კარგი იყო ძალიან❤❤❤❤❤. მიყვარხარ ტკბილო შოკოლადო❤❤❤ სხვათაშორის ამ საიტზე პირველი ისტორია რაც წავიკითხე შენი იყო "სიყვარული ყველაფერს გაუძლებს" და ამის მერე დავიწყე კითხვა აქ... მიყვარხარ და შენი ისტორიები ძალიან საყვარელი თბილი და ტკბიალია❤❤❤❤.

 


№16  offline წევრი kethrine

სახალისო, სასიამოვნო, სასაცილო, დამაფიქრებელი, მეგობრული და რაც მთავარია ტკბილი ისტორია იყო.
-რა ჩემი არარსებული უნდა-ო ამაზე ისე გამეცინა ცოტაც და სკამიდან გადავყირავდებოდი. დასაწყისში "კაცი დავინახე"-ო ესეც ხომ საერთოდ. მოკლედ ვფიქრობ იდეა და ის მიზანი რამაც ეს დაგაწერინა და რაც გინდოდა გამოგსვლოდა, მიღწეული გაქ. წარმატებები კიდევ ბევრ ისტორიების წერაში. ❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№17 სტუმარი სტუმარი დიანა

საოცარია გოგო ხარ როგორ სიამოვნებით გაგიცნობდი......რამდენიმე დღეა რას ეს საიტი აღმოვაჩინე და შეპყრობილი ვარ უკვე ყველაფერი გადავიკითხე უკვე... არასდროს არ შეწყვიტო წერა და გაგვახარე მუდამ ასეთი ისტორიებით ❤❤❤

 


№18 სტუმარი Nini

მგონი რაღაც ტენდენციაა ამ საიტზე, წყვილი ერთხელ თუ არ დაშორდა, ისე ისტორია არ მთავრდება. პრობლემა არ მექნებოდა, ამ ისტორიაში ეს ოდნავ რეალურად მაინც რომ მომხდარიყო. აშკარად არადამაჯერებელი იყო ეს ისტორია და განსაკუთრებით დაშორების მიზეზი, ჩახუტების გამო უთქმელად გაწყვიტო ურთიერთობა ძალიან არარეალურია.

 


№19  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი იყო... ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი

 


№20  offline მოდერი D-roni

Nini
მგონი რაღაც ტენდენციაა ამ საიტზე, წყვილი ერთხელ თუ არ დაშორდა, ისე ისტორია არ მთავრდება. პრობლემა არ მექნებოდა, ამ ისტორიაში ეს ოდნავ რეალურად მაინც რომ მომხდარიყო. აშკარად არადამაჯერებელი იყო ეს ისტორია და განსაკუთრებით დაშორების მიზეზი, ჩახუტების გამო უთქმელად გაწყვიტო ურთიერთობა ძალიან არარეალურია.


Nini
მგონი რაღაც ტენდენციაა ამ საიტზე, წყვილი ერთხელ თუ არ დაშორდა, ისე ისტორია არ მთავრდება. პრობლემა არ მექნებოდა, ამ ისტორიაში ეს ოდნავ რეალურად მაინც რომ მომხდარიყო. აშკარად არადამაჯერებელი იყო ეს ისტორია და განსაკუთრებით დაშორების მიზეზი, ჩახუტების გამო უთქმელად გაწყვიტო ურთიერთობა ძალიან არარეალურია.


ძალიან მიხარია რეალურად რაც არ მოგეწონა რომ არ მითხარი , ახლა ჩემი პასუხი ამ კომენტარზე .

1) რეალურად ჩემს არც ერთ ისტორიას არ ახასიათებს ( ჩემი სუბიექტური აზრით ) რაღაც ტენდენციური. თუ გაქვს წაკითხული სხვა ჩემი ისტორიები , ზედმეტი დაძაბულობის , ჩხუბისა და დაშორებების გარეშეა შექმნილი. ასე რომ ისტორია ისე განვითარდა როგორც ჩემმა წარმოსახვამ და ფანტაზიებმა მიბიძგა.
2) დაშორება ერთი ჩახუტების გამო არ მომხდარა , თუ დაკვირვებით წაიკითხე ისტორია ბევრჯერ შეამჩნია დათამ გიორგი ტასოსთან და არც ისე სახარბიელო სიტოაციაში და არამგონია ეს შეუმჩნეველი ყოფილიყო .
3) რეალურობა , დრამატიზება , უბედურება და სხგა მსვსი შინაარსის გამომხატველი რამდენიმე სიტყვა ცხოოვრებაშიც გვეყოფა და აქ მაიმც ვიგრძნოთ თავი მსუბუქად .
4) ეს პასუხები ისე არ მიიღო თითქოს გავბრაზდი :დ ჩამოვაყალიბე მგონი ჩემი სათქმელი

 


№21  offline მოდერი pekhshvela

მაბოდებს შენს მოთხრობებზე ...ვჭედავ შენზე:დდდ ვაფშე მაგარი გოგო ხარ. ერთდროულად იყრის ჩემში სხვადასხვაემოციები როდესაც შენს ნოთხრობებს ვკითხულობ. რამდენი წამიკითხავს ამ საიტზე მაგრამ შენსავით ლამაზად გადმოსცემდეს ვინმე იუმორს, სიყვარულს და ვნებას არცერთში არ მინახავს<3 აი ნუცა რო გქვია ხო ვაფშე უფრო ნეტად ვგიჟდები:დდდ

 


№22 სტუმარი Kusa13

როდავინახე ადგილზე შევქანდიი რა ვაიმეე რაა უასწაულესი იყოოო ვაიმეე არ მეყო არანაირად ვაიმეეე რო დავამთვრეე ტირილიმომინდა რაა :** როგორ გვალოდინეე გოგო ჰაა იმეე ისე მომენატრა შენი ისტორიწბი რო რავიცი გუშინ ვნახე დადებული და ჭირი ამ ტელეფონს მაინცდამაინც მაშინ დამიჯდა >:( ძააალიან საყვარლობა იყო რაა ვაიმეე <333 ძალიან მომენატრეე :დდ და სასწაული მოთმინება მაქვს რაა გოგო ვგიჟდები შნზეეე ქალოო ❤❤საყვარელო შენ ????????

 


№23 სტუმარი Nini

D-roni
Nini
მგონი რაღაც ტენდენციაა ამ საიტზე, წყვილი ერთხელ თუ არ დაშორდა, ისე ისტორია არ მთავრდება. პრობლემა არ მექნებოდა, ამ ისტორიაში ეს ოდნავ რეალურად მაინც რომ მომხდარიყო. აშკარად არადამაჯერებელი იყო ეს ისტორია და განსაკუთრებით დაშორების მიზეზი, ჩახუტების გამო უთქმელად გაწყვიტო ურთიერთობა ძალიან არარეალურია.


Nini
მგონი რაღაც ტენდენციაა ამ საიტზე, წყვილი ერთხელ თუ არ დაშორდა, ისე ისტორია არ მთავრდება. პრობლემა არ მექნებოდა, ამ ისტორიაში ეს ოდნავ რეალურად მაინც რომ მომხდარიყო. აშკარად არადამაჯერებელი იყო ეს ისტორია და განსაკუთრებით დაშორების მიზეზი, ჩახუტების გამო უთქმელად გაწყვიტო ურთიერთობა ძალიან არარეალურია.


ძალიან მიხარია რეალურად რაც არ მოგეწონა რომ არ მითხარი , ახლა ჩემი პასუხი ამ კომენტარზე .

1) რეალურად ჩემს არც ერთ ისტორიას არ ახასიათებს ( ჩემი სუბიექტური აზრით ) რაღაც ტენდენციური. თუ გაქვს წაკითხული სხვა ჩემი ისტორიები , ზედმეტი დაძაბულობის , ჩხუბისა და დაშორებების გარეშეა შექმნილი. ასე რომ ისტორია ისე განვითარდა როგორც ჩემმა წარმოსახვამ და ფანტაზიებმა მიბიძგა.
2) დაშორება ერთი ჩახუტების გამო არ მომხდარა , თუ დაკვირვებით წაიკითხე ისტორია ბევრჯერ შეამჩნია დათამ გიორგი ტასოსთან და არც ისე სახარბიელო სიტოაციაში და არამგონია ეს შეუმჩნეველი ყოფილიყო .
3) რეალურობა , დრამატიზება , უბედურება და სხგა მსვსი შინაარსის გამომხატველი რამდენიმე სიტყვა ცხოოვრებაშიც გვეყოფა და აქ მაიმც ვიგრძნოთ თავი მსუბუქად .
4) ეს პასუხები ისე არ მიიღო თითქოს გავბრაზდი :დ ჩამოვაყალიბე მგონი ჩემი სათქმელი

შენი ყველა ისტორია წამიკითხავს, ძალიან მომწონს და ცოტა არ იყოს ამიტომაც მეუცნაურა ეს. ფაქტი რომ რამდენჯერმე განმეორდა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაშორებისთვის საკმარისი მიზეზი იყო. პირველივე შემთხვევისას აუხსნა ანასტასიამ, რომ ეს მისგან დამოუკიდებლად, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რაც წინა დღეს მოხდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებ, რომ უთქმელად დაშორება ღირსეული საქციელია.

 


№24  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაი რა კარგი იყო ნუცა.როგორ გამამხუარულა,ვერც კი წარმოიდგენ.წუხელ წავიკითხე და იმდენი ვიცინე,რომ არ ვიცი.გამიხარდი რომ დაგვიბრუნდიი და ისევ არ დაგვეკარგო რა.ხშირად უნდა გვანებივრებდე შენი ისტორიებით.❤❤❤ ვგიჟდები ყველა შენს ისტორიაზე
--------------------
ლანა

 


№25  offline მოდერი D-roni

Nini
D-roni
Nini
მგონი რაღაც ტენდენციაა ამ საიტზე, წყვილი ერთხელ თუ არ დაშორდა, ისე ისტორია არ მთავრდება. პრობლემა არ მექნებოდა, ამ ისტორიაში ეს ოდნავ რეალურად მაინც რომ მომხდარიყო. აშკარად არადამაჯერებელი იყო ეს ისტორია და განსაკუთრებით დაშორების მიზეზი, ჩახუტების გამო უთქმელად გაწყვიტო ურთიერთობა ძალიან არარეალურია.


Nini
მგონი რაღაც ტენდენციაა ამ საიტზე, წყვილი ერთხელ თუ არ დაშორდა, ისე ისტორია არ მთავრდება. პრობლემა არ მექნებოდა, ამ ისტორიაში ეს ოდნავ რეალურად მაინც რომ მომხდარიყო. აშკარად არადამაჯერებელი იყო ეს ისტორია და განსაკუთრებით დაშორების მიზეზი, ჩახუტების გამო უთქმელად გაწყვიტო ურთიერთობა ძალიან არარეალურია.


ძალიან მიხარია რეალურად რაც არ მოგეწონა რომ არ მითხარი , ახლა ჩემი პასუხი ამ კომენტარზე .

1) რეალურად ჩემს არც ერთ ისტორიას არ ახასიათებს ( ჩემი სუბიექტური აზრით ) რაღაც ტენდენციური. თუ გაქვს წაკითხული სხვა ჩემი ისტორიები , ზედმეტი დაძაბულობის , ჩხუბისა და დაშორებების გარეშეა შექმნილი. ასე რომ ისტორია ისე განვითარდა როგორც ჩემმა წარმოსახვამ და ფანტაზიებმა მიბიძგა.
2) დაშორება ერთი ჩახუტების გამო არ მომხდარა , თუ დაკვირვებით წაიკითხე ისტორია ბევრჯერ შეამჩნია დათამ გიორგი ტასოსთან და არც ისე სახარბიელო სიტოაციაში და არამგონია ეს შეუმჩნეველი ყოფილიყო .
3) რეალურობა , დრამატიზება , უბედურება და სხგა მსვსი შინაარსის გამომხატველი რამდენიმე სიტყვა ცხოოვრებაშიც გვეყოფა და აქ მაიმც ვიგრძნოთ თავი მსუბუქად .
4) ეს პასუხები ისე არ მიიღო თითქოს გავბრაზდი :დ ჩამოვაყალიბე მგონი ჩემი სათქმელი

შენი ყველა ისტორია წამიკითხავს, ძალიან მომწონს და ცოტა არ იყოს ამიტომაც მეუცნაურა ეს. ფაქტი რომ რამდენჯერმე განმეორდა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაშორებისთვის საკმარისი მიზეზი იყო. პირველივე შემთხვევისას აუხსნა ანასტასიამ, რომ ეს მისგან დამოუკიდებლად, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რაც წინა დღეს მოხდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებ, რომ უთქმელად დაშორება ღირსეული საქციელია.


ზუსტად იმის თქმა მინდოდა მეც , რომ არ დამიშორებია (ტენდენციის გამო ,და იმის გამო რომ მოდაშია , ) დავაშორე იმიტომ , რომ წერის დროს ასე მომეპრიანა :დ
რაც შეეხება დაშორების მიზეზსს არ გამტყუვნებ , არ იყო კარგი აუხსნელად წასვლა და (ეგ არანაირ შემთხვევაში არ იქნებოდა კარგი) მაინც მადლობა , რომ აზრი გამიზიარე heart_eyes

ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ასეთი თბილი სიტყვებისთვის და იმ არაამქვეყნიური ბედნიერებისთვის რაც მომანიჭეთ !
ყველანი ერთად და ცალცალკე ძალიან მაბედნიერებთ , მიყვარხართ და მახარებთ!
სწორედ თქვენთვის შევეცდები შედარებით მალე გამოვანათო და ისევ მოგანიჭოთ სიამოვნება heart_eyes

უყვარხართ ნუცას !

 


№26  offline წევრი მ-მერმე

რამდენი ვიცინე! აღარ ვიცი, რა დაგიწერო, ყველაფერი გითხრეს.
ძალიან მომეწონა!
გელი, მიყვარხარ!

 


№27 სტუმარი dsrge

ძალიან კარგი იყო მაგრამ მესისულელედ მომეჩვენა ერთი წელი რო დაშორდა დათა გიორგის გამო კაი რა

 


№28 სტუმარი სტუმარი onlygirl

გამიხალისე ახალი წლის საღამო <3 ^^

 


№29 სტუმარი Pugf

Neeeeeeew?????

 


№30 სტუმარი ჰაი

იქნებ ახალიც მალე დადო რა❤️ ყოველდღე შემოვდივარ იმის იმედით,რომ რაიმე ახალი დამხვდება და ძალიან გამიხარდება თუ მალე იქნება❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent