შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაშავდა მთვარე 3 თავი


24-11-2017, 19:35
ავტორი zia-maria
ნანახია 1 765

ყურებში სულ დავითის სიტყვები ჩაესმოდა და სიხარულით აღარ იყო.ნატრობდა შემთხვევით თეკლა შეხვედროდა,რომ მისი გეგმები გაენდო,მისგან კი პასუხი მოესმინა რას ფიქრობდა თავად თეკლა.თითქოს იგრძნო თეკლამ გიორგის ჩუმი ძახილი და ისიც შემთხვევით შეხვდა სოფლის გზაზე .გაეღიმა გიორგის თეკლას რომ შეხედა,ირგვლივ მიმოიხედა და შემდეგ,ჩუმად და წყნარად უთხრა.
-თეკლა არ გინდა, ერთ დღეს გულიდან ყველა შენი დარდი გადაიყარო დილის ნისლთან ერთად და ცხოვრება, სულ სხვა სამყაროში დაიწყო,სულ სხვა გეგმებით?თეკლას თვალები გაუფართოვდა და უთხრა.
-რას გულისხმობ,რა ჩაიფიქრე გიორგი.
-ნელა-ნელა ვიაროთ და ჩვენს ადგილზე მივიდეთ,გზაში ყველაფერს აგიხსნი.ერთ შემაღლებულ გორაკზე ავიდნენ,მანამდე კარგად დააწყო გონებაში სათქმელი გიორგიმ და თეკლა მთელი გულისყურით ელოდა თუ რას ეტყოდა.უსმენდა და თავადაც დაფრინავდა მის ოცნებებში,ყველა წვრილმანი კი ჩაიეჭდა თავში და დადგა მნიშვნელოვანი წუთი.-შენ რას ფიქრობ,გინდა აქედან წასვლა,წამოხვალ ჩემთან ერთად?
-გიორგი წასვლა აქედან მეც მინდა,მაგრამ ჯერ ის ადამიანი უნდა ვნახო,ვინც დახმარებას შეგპირდა.
-თუ დარწმუნებული ხარ ამ საიდუმლოს შემინახავ,ხვალ განახებ და თავად დაელაპარაკები,წინააღმდეგ შემთხვევაში შენ მე დღეის შემდეგ ვეღარ მნახავ ვეღარასოდეს.დაეთანხმა თეკლა სოფლიდან წასვლაზე,ეს მისი ოცნებაც იყო,როგორც გიორგის.მოუთმენლად ელოდა დილის დადგმას,მთელი ღამე ვერ დაიძინა და დილით ფეხდაფეხ მიჰყვებოდა გიორგის და თვალებს შეშინებული აცეცებდა.
-გიო ასე ღრმად რატომ შევდივართ ტყეში?
-თეკლა თუ დავიწყეთ,გავიდეთ ბოლომდე.ორივეს მიზნები გვაქვს და ამასთან ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები.ახლა,როცა შანსი მოგვეცა ოცნებებს ნუ დავიტოვებთ აუსრულებელს.გამომყევი და მოეშვი,უკვე მალე მივალთ.უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენითვე გავიკვლიოთ გზა მომავლისკენ.მალე მივიდნენ დანიშნულ ადგილამდე,დავითი და ნონა ფიჩხის აწყობდნენ ქოხთან ახლოს და შეხედა თუ არა გიორგის სუსტ,სიფრიფანა გოგონასთან ერთად თავი მიანებეს ფიჩხის შეგროვებას და ქოხისკენ წავიდნენ.
-გამარჯობათ ბავშვებო.ღიმილით მიესალმა ორივე გიორგის და თეკლას.
-გამარჯობათ,როგორ ხართ.ხომ არ მოგეწყინათ.დავითს გაეღიმა და უთხრა.
-არა,მოწყენით არა.ჩემს ცხოვრებაში პირველად დავისვენე ასე მშვიდად და ეს შენი წყალობით.ქოხში შევიდეთ.ოთხივე შევიდა ქოხში და ნონამ ცხელი ჩაი მიაწოდა ბავშვებს.
-აბა გიორგი რა მოიფიქრეთ,რა გადაწყვიტეთ.პირდაპირ დაუსვა კითხვა დავითმა და კარგად მოემზადა პასუხის მოსასმენად.
-ძია დავით.ჩემი პასუხი იცით როცა ვისაუბრეთ მე მაშინვე გითხარით,არაფერი არ შეცვლილა ის შეუცვლელია.ახლა თეკლამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,მინდა მან აიხდინოს მისი ოცნება
-რაა შენი ოცნება თეკლა.მიუბრუნდა ნონა თეკლას.
-ექიმი მინდა გამოვიდე,თან ქირურგი.
-ოოო,ეს მომწონს.ეს ძალიან კარგი არჩევანია.სისხლის არ გეშინია?
-არა,არ მეშინია.მტკიცე იყო თეკლას პასუხი.
-ბავშვებო,თქვენს სოფელში ერი ოჯახი ცხოვრობდა დემეტრე ცერცვაძე.შენთან საუბრის შემდეგ გამახსენდა,რომ დემეტრე ამ სოფლის უსამართლო ცხოვრებას გაექცა.თუ თქვენ აქ დარჩებით და აქ გააგრძელებთ ცხოვრებას,სულ რაღაც ორ წელიწადში დაგაქორწინებენ და ოჯახის მძიმე ტვირთი დაგეკიდება ბეჭებზე.თუ წასვლას მართლა გადაწყვიტავთ,მე შემიძლია თქვენ ისეთ ადგილზე შეგიფაროთ,რომ ვერავინ ვერ მოგაგნოთ და ხელს შევუწყობ თქვენი ოცნებების ახდენას.
-იმ კაცს რა ბედი ეწია,აქედან წასვლის შემდეგ.დაინტერესდა თეკლმა.
-ის კაცი ძალიან დიდი კაცი გახდა,ნასწავლი,განათლებული და დაფასებული კაცი იყო.ისწავლა,იშრომა,ოჯახიც შექმნა და ბედნიერი იყო,მაგრამ ტკივილად ის წაიღო თან,რომ ტკიოდა და ტკვილამდე ენატრებოდა ეს ადგილები.ის შესანიშნავი არქიტექტორი იყო და საქართველოს უამრავი მისი პროექტით აშენებული შენობები ამშვენებს დღემდე.ოცნება,ოცნებად დაგრჩებათ მთელი ცხოვრება,თუ ამ ნაბიჯის გადადგმა გაგიჭირდება ჩემო გოგო და ფიქრებში გაგეპარება მზე ყოველთვის.აზრზე რომ მოხვალ,მე აქედან შორს ვიქნები და შენს გარშემო,მხოლოდ შენი ოცნენები დაგრჩება და ისიც აუსრულებელი.გახდები უმიზნო და ცივი ადამიანი.შესაძლებელიცაა,თქვენმა გაუჩინარებამ ამ სოფლში გაადნოს დიდი ხნის დაწყებული ყინვა და რამე შეიცვალოს ამ ხალხში.თქვენ კი შესაძლებელია სიხარულის ცრემლიც კი აფრქვიოთ,მაგრამ სანამ ამ წერტილამდე მიხვალთ,წინ დიდი გრძელი და ძნელი გზა გაქვთ გასასვლელი.
-მე მზად ვარ,თუნდაც ხვალ რომ წავიდეთ გიო.მოულოდნელად თქვა თეკლამ.
-შენ მართლა გააკლეთებ ამას?მართლა მზად ხარ ამ ნაბიჯისთვის?გაუხარდა გიორგის თეკლა პასუხი.
-კი მზად ვარ,მინდა ექიმი გავხდე და აქ ექიმი ქალი დავბრუნდები მაშინ,როცა აღარავინ აღარ ელოდება ჩემს გამოჩენას.
-გპირდები, თეკლა ჩვენ აქ ორივე ერთად დავბრიუნდებით.უთხრა გიორგიმ და თეკლას მოეხვია.
-აი მესმის სიმტკიცე,მიყვარს შენისთანა მიზანდასახული ადამიანები.უთხრა თეკლას დავითმა.
-ძია დავით,როდის გავიდეთ.ამ სიკეთეს არასოდეს არ დაგივიწყებთ,არასოდეს.
-თოვლია და ნაკვალევს გამოყვებიან.მოწყენილად თქვა დავითმა.
-მომისმინეთ,ეს ადგილები მე კარგად ვიცი.ცოტაზე დარჩება ნაკვალები,მერე წყლის ნაპირს გავყვებით.ვფიქრობ დიდი ტვირთი არ გვინდა თეკლა რადგან გაგვიჭირდება გზაში ტვირთის ტარება.
-მართალია,მხოლოდ დაბადების მოწმობები იქონიეთ თან.მე წერილს გაგატან,ტელეფონის ნომერს მოგცემ და დარეკავ ქუჩის ტელეფონიდან,მისამართი ჩაიწერე და სადაც გეტყვის იქ მიგიყვანს ტაქსი,ჩემს წერილს გადასცემ და ის ადამიანი გიპატრონებს.
-ვინ არის ის კაცი,ასე ძალიან ენდობი?
-ნუ გეშინია ჩემი ძმა არის დემეტრე ცერცვაძე.
-მოცადე,ეს რა გამოდის ის დემეტრე ცერცვაძე რომელიც აქედან გაიქცა თქვენი მამაა?
-არა ჩემო ბიჭო,ის პაპა იყო ჩემი.მაშ ასე,მე ფულსაც მოგცემ,სახლში ეჭვი რომ არ აიღონ.შემდეგ უეცრად გაჩერდა,ნონას შეხედა და უთხრა.-შენც წადი,უნდა წახვიდე ნონა ბავშვები მარტოები უცხო ქალაქში ვერ გაიკვლევენ გზას.
-აქ მარტო როგორ დაგტოვო დავით.არ უნდოდა ნონას დავითის მარტო დატოვება.
-გპირდები,რომ მეც მალე დავბრუნდები.შენი ყოფნა ამათ გვერდით აუცილებელია,შენ უკეთ აუხსნი დემეტრეს და ნინოს ყველაფერს.
-კარგი და როდის მივდივართ?ან დარწმუნებული ხარ,რომ ეს კარგი გამოსავალია ამ ბავშვებისთვის?თქვენ დარწმუნებული ხარ თქვენს გადაწყვეტილებაში?გადახედა ჯერ დავითს და შემდეგ ბავშვებს.
-მე დარწმყუნებული ვარ.თქვა გიორგიმ და თეკლაც მას დაემოწმა.
-მაშ ლოდინი აღარაა საჭირო,ხვალვე გავიდეთ,დღეს უკვე გვიანია,დაბაში ჩასვლამდე დაგვაღამდება და მხეცების ლუკმა გავხდებით ამ შუაგულ ტყეში.
-მაშ ჩვენ წავალთ და დილით მომზადებულები მოვალთ,ხვალ საღამომდე არავინი არ მოგვიძევს,მე ფერმაში უნდა ვიყო ხვალ მთელი დღით და ვიტყვი თეკლას ჩემთან წავიყვანთქო და საეჭვოც არაფერი არ იქნება.მოღრუბლულია,შესაძლებელია დაამატოს თოვლმა ხვალ და კარგია,ნაფეხურებს წაშლის.
-ეს კარგია ნაფეხურები დაიფარება და დააყოვნებს ძებნას.ემოციებით სავსე დაბრუნდნენ სახლში,თეკლამ რამოდენიმე ხელი ტანისამოსი ჩააწყო მის პატარა ჩანთაში და ჩაწვა,უნდოდა კარგად გამოეძინა,მაგრამ ვერ დაიძინა,ვერ მოისვენა.დილით კი მთელი ღამის უძილარმა ადგა,სახლში არავინი არ იყო თავი მოიწესრიგა და სახლიდან გავიდა.ფრთხილი ნაბიჯით მიდიოდა,რომ გიო წამოეწია და ღიმილით მისალმა.
-დილა მშვიდობის თეკლა.
-დილა მშვიდობის.დღეს ჩემთან ერთად მოდიხარ იცის შენებმა.
-მართლა?უთხრა თვალებ-გაბრწყინებულმა.
-მართლა.დაემოწმა გიორგიმ და თვალი ჩაუკრა.ორივემ ღიმილით გაიარა საყვარელი ადგილი,ერთი მოიხედეს უკან,თითქოს თითოეულ კუთხეს იმახსოვრებდნენ,წინ წაიწიეს და ჩქარი ნაბიჯით გაემგზავრნენ იმ ადგილისაკენ სადაც უკვე ელოდებოდნენ.ტყეში შესულებმა მჭიდროდ ჩაჭიდეს ხელი ერთმანეთს და უკან მოუხედავად გაეცალნენ იმ ადგილებს,რომლებიც იციოდნენ ბევრჯერ მოენატრებოდათ.უეცრად გიო მოუბრუნდა თეკლას თვალებში ჩახედა და უთხრა.
-თეკლა მე უკვე გული გამიქვავდა,ვტოვებ აქ ჩემს ტკივილს და მივდივარ იქ,სადაც ახალი ცხოვრება,ახალი სუფთა თეთრი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ მეც და შენც.კიდევ გიმეორებ,თუ კიდევ გულით არ გეთმობა აქაურობა და ჩემი ხათრით დგამ ამ ნაბიჯს,გთხოვ დარჩი,მაგრამ მე ნუ დამაკავებ,მე უნდა წავიდე.გპირდები,ოდესმე დავბრუნდები და გნახავ.
-შემომხედე,მხედავ?ჩემს თვალებზე ცრემლია,მაგრამ ამ ცრემლით ნუ დაასკვნი,რომ მე ვნანობ ამ ნაბიჯს.ზოგიერთი ტირის,მაგრამ ცრემლიანი თვალითაც შეუძლიათ გაღიმება.ეს ჩემი ცრემლები დღეს,ჩემი შინაგანი ცრემლია,რომელიც გარეგნულ შესამჩნევ ცრემლს აღემატება.მეც შენთან ერთად აქ ვტოვებ ჩემს ტკივილს.ყველა და ყველაფერი გაქრება დღეიდან და იწყება ახალი ცხოვრება,ჩემში რაც დარჩება ძველი შენ ხარ და ეს მჭიდროდ ჩაჭიდებული ჩვენი ხელებია.მე და შენ,შენ და მე გიო და ეს კეთილი ხალხი არსებობს ჩემში მხოლოდ დღეიდან.მე ტკივილს აღარ ვგრძნობ,ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ,ჩემში აღარაფერი აღარ დარჩა,იმიტომ რომ მე აი,აქ ამ ლამაზ სამყაროში დღეიდან აღარ ვიარსებებ,მე დღეს აქ მოვკვდები რამდენიმე წლით და აღარ ვიარსებებ აღარავინისთვის.გიო მე და შენ აღარ ვართ,რადგან ჩვენ ორივე აქ მოვკვდებით დღეს,არა ხორციელად არამედ სულიერად.ყველაზე ცუდი კი იცი რა არის?ცუდი ისაა,რომ სულ მალე დაგვივიწყებენ,მაგრამ ჩვენ ვერ შევძლებთ დავივიწყოთ ეს ადგილები,ჩვენ ხომ ამ ადგილებს შევეზარდეთ,ამიტომ მომეცი პირობა,რომ ჩვენ აქ დავბრუნბდებით.
-მოდი ჩემთან.უთხრა გიორგიმ და გულში ჩაიკრა აცახცახებული გოგო.
-გპირდები,რომ ასე ხელჩაჭიდებული გატარებ.გპირდები,რომ მე სულ შენს გვერდით ვიქნები,რადგან ჩვენ ეს შევძელით და ეს ნაბიჯი გადავდგით,ბოლომდეც გავალთ.ჩვენ, ჩვენს მიზნებს და ოცნებებს რეალობად ვაქცევთ.მე დიდი ხანია,ძალიან დიდი ხანია წასვლაზე რომ ვფიქრობ,მაგრამ არ ვიციდი შენც თუ იმავეს ფიქრობდი.ეს ნანატრი დღეც დადგა და მივდივართ,მაგრამ დავბრუნდებით.მოდი აქ.გიომ ერთ ხესთან მიიყვანა და ჯიბის დანით მათი სახელები ამოკვეთა ხეს.-ხედავ?აქ ამ ხესთან მოვალთ ერთად წლების შემდეგ.
-გიო რაღაც მოვიფიქრე.
-რა,რა მოიფიქრე.
-რა და ჩემს ქუდს აქ დავაგდებ.
-და გზა და გზა დავტოვოთ ჩვენი ტანისამოსის დახეული ნარჩენები.ეს ძალიან კარგი აზრია.მოუწონა გიორგიმ აზრი და იქვე ხესთან თეკლას ქუდი დატოვეს.
-ნონა აქტიური ცხოვრებისთვის,ალბად მაქსიმუმ,20-30 წელი მაინც დამრჩა,თუ ნაკლები არა.რაც წლები გვემატება,ცხოვრება უფრო და უფრო რთულდება,თუმცა უნდა ვაღიარო,რაც დრო გადის უფრო საინტერესოა გარშემო ყველაფერი.ნონას გახედა,გაეღიმა და ღიმილით უთხრა.-აღარ ვარ თავქარიანი დავითი მაგრამ,ჯერ კიდევ ის გადარეული ვარ შენ რომ გადამრიე და ტვინი ამომაცალე.შენს გვერდით მთელი ეს წლები,რომ არა ჩვენი ლუკას უდროოდ სიკვდილი თურმე ზღაპრულ სამყაროში ვცხოვრობდი,სადაც მხოლოდ ჩემი,ჩვენი შექმნილი სიყვარული გვქონდა და ჩვენი ტკბილი,თბილი ოჯახი.ჩემმა დაუღალავმა შრომამ დიდ სიმაღლეზე ამიყვანა,თუმცა ეს ახალი არის,რომ აღმა სვლას აუცილებლად მოსდევს დაცემა.ზოგჯერ ეკონომიური,ზოჯერ რა და რა,მაგრამ ჩვენ სულიერად დავეცით ნონა.უბედურებაც ვიგემე,მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ,რომ ჩემს ირგვლი მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობ ადამიანებისგან და პატივისცემას.ძალიან დარწმუნებული ვარ,თუ გიორგის და თეკლას დავეხმარებით,მათი ცხოვრება შეიცვლება.ისინი აუცილებლად უნდა გავიდნენ ამ ბნელი სამყაროდან,ამ ბნელი გვირაბიდან.აქ სულ მალე მათთვის აუტანელი გახდება ცხოვრება,აქედან გასვლით მათი მომავალი დიდ სიმაღლეზე ავა და მათი ცხოვრება სულ ნათელი ფერებში იქნება.არ ვიცი რა დანაშაულისთვის დამსაჯა უფალმა და ლუკა წამართვა,მაგრამ ამ ბავშვს შევხედე თუ არა ლუკასთან გავაიგივე.
-არ მინდოდა მეთქვა დავით მაგრამ,მე გიორგის ის ნიშანი შევნიშნე ლუკას რომ ჰქონდა ყელში,რომელიც შენც გაქვს.ნუთუ იყო რამე ისეთი შენც ცხოვრებაში,რაც აუცილებლად უნდა გაიხსენო?
-ეს მეც შევნიშნე და დამიჯერე მთელი ღამე ვფიქრობდი და ვერაფერი ვერ გავიხსენე.არა,არა მგონია რამე მქონდეს მიქარული,ყოველ შემთხვევაში დამიჯერე არაკაცობა დავით ცერცვაძეს არასოდეს არ გაუკეთებია,რომ თავი მაგრძნობინოს დამნაშავედ წლების შემდეგ.ალბად დამთხვევაა ეს ყველაფერი.
-ალბად მართლა დამთხვევაა.ჩაილაპარაკა ნონამ.მჯერავს შენი ,შენ ნებისმიერ საკითხში ღრმად იხედები და ალბად დამთხვევაა მართლაც ეს ყველაფერი.დავითს და ნონას ფეხის ხმა შემოესმათ,თოვლის ღრჭიალით რომ უახლოვდებოდა მათ და ხმის მიმართულებით გაიხედა ორივემ.გაეღიმათ ხელი-ხელ ჩაჭიდებული გიორგი და თეკლა რომ დაინახეს,როგორი ფრთხილი ნაბიჯებით უახლოვდებოდა მათ.
-აი ჩვენც მოვედით.თქვა გიორგიმ.
-მეც მზად ვარ ბავშვებო.თქვა ნონამ და დავითს მიუბრუნდა.-დავით ცუდი შეგრძნება მაქვს და ვფიქრობ უნდა წამოხვიდე შენც,ყველამ ერთად წავიდეთ.სოფელში მე და შენ ერთად დავბრუნდეთ და ვნახოთ თუ არსებობს რამე ჩვენს ეზოში,მივხედოთ პაპას დატოვებულ ეზოს და ადგილებს.
-შენ ფიქრობ,რომ ასე ყველასთვის უკეთესია?
-მეც ვფიქრობ,რომ უკეთესია ძია დავით.უთხრა გიორგიმ.
-უკეთესია დავით.აბა დაფიქრდი,აქ რომ გამწარებულმა ხალხმა გნახოს,ეს კარგად არ ჩაივლის.უმჯობესია გავერიდოთ ამ მხარეს გარკვეული დროით და ისევ დავბრუნდეთ სოფელში,მხოლოდ ჩვენს კუთვნილ ადგილზე.
-იმ ეზოს გადავხედე გუშინ და დიდი ბოქლომით არის დაკეტილი,სახლი ჯერ კდევ მყარად დგას.ეზოს დიდი უზარმაზარი ქვის ღობე აკრავს და უკვე ნგრევას იწყებს ის ღობე,ადამიანის ხელს საჭიროებს იქაურობა.ეზოში კი ისეთი წალკოტია,ალბად რომ ნახავთ ახლოდან არასოდეს მოგინდებათ იქედან გამოსვლა.მის გვერდით დგას ჩვენი სახლიც და იმიტომ ვიცი ასე კარგად ის ეზო.უთხრა გიორგიმ დავითს.
-გიორგი მადლობა,ახლა კი უნდა წავიდეთ.საღამომდე დაბაში უნდა ვიყოთ.დავითმა საჩქაროდ მის ნივთებს მოუყარა თავი და ზურგ-ჩანთაში ჩაყარა ყველაფერი ერთად,ქოხის კარი გამოიკეტეს და დამწკრივებულად გაუდგნენ გზას მომავლის დასახული გეგმებით წინ მწვერვალების დასაპყრობად..
-მაპატიე უფალო რასაც ახლა ვაკეთებ,მეც ხომ დედა ვარ და ვიცი რა დღეების გადატანა მოუწევს წინ გამწარებულ დედებს,მაგრამ ვინ იცის,იქნებ ერთ დღეს მადლობაც კი მითხრან ამ ბავშვების ამ უსამართლო სოფლიდან გაყვანისთვის.თვალცრემლიანმა გადაიწერა ნონამ პირს-ჯვარი და ბავშვების შუაში ჩადგა.
-არ გაგიცრუებთ იმედებს ნონა დეიდა.უთხრა თეკლამ და გულში ჩაეკრა,იმ დროს უნდოდა დედის სითბო ეგრძნო და ეს სითბო ნონადან აიღო.
-ბავშვებო არის ისეთი ტკივილი,რომელსაც ვერასოდეს ვერ დაივიწყებთ და თქვენს გულში მუდამ იარსებებს.თქვენ თქვენითვე შეგიძლიათ ეს ტკივილი განკურნოთ და მონატრების ტკივილი ახალი სამეგობრო წრით ამოავსოთ.მაგრამ გპირდებით,მოვა დრო ორივე განთავისუფლდებთ სინდისის წუხილისგან და თქვენში არსებულ დანაკლისს ბოლოს მოუღებთ.ბედნიერი ცხოვრება მარტო მას არ ჰქვია დაქორწინდე და ოჯახი შექმნა,ბედნიერი ხარ მაშინ,როცა შენი ოცნებები შენში რეალურადაა ახდენილი,შენი დასახული მიზნები ახდა და ხარ ის ადამიანი,ვინც გინდოდა ყოფილიყავი.მე დავით ცერცვაძე კიდევ ერთხელ გპირდებით,თქვენით ვიამაყებ და თქვენ არ ინანებთ არასოდეს დღევანდელ დღეს.დღეიდან თქვენ ჩვენი შვილები ხართ და მე და დემეტრე ვიზრუნებთ თქვენზე.დღეს მამაცები ხართ და მინდა ასეთი უშიშრები,ასეთი მტკიცე იყავით ბოლომდე.დღეიდან,ამ წუთიდან ყველაფერი წარსულის ფურცელზე დარჩა,მაშ წავედით ახალი ცხოვრების ბილიკებით და დიდი სურვილი მაქვს მივაღწიო იმას,რომ ფართო შარა გზებზე გზა და გზა დიდ ტრიბუნაზე დამდგარი გნახოთ ორივე.ოთხივე ხელჩაკიდებული მიუყვებოდნენ წყაროს კიდეს და რამოდენიმე ადგილზე მათი ტანისამოსიც კი დატოვეს.შუადღისით ცა ჩამოშავდა და შავმა ღრუბელმა ადრიანად დააბნელა,თოვამ დაიწყო,მაგრამ უკვე დაბაში იყვნენ და იქ დატოვებული საკუთარი მანქანით წავიდნენ თბილისისაკენ.გიორგის და თეკლას ჩაეძინათ დაღლილებს და როცა გამოეღვიძათ ცა სულ სხვანაირი იყო,ვარსკვლავებით სავსე და ამ პატარა წერტილებს,დიდი სავსე მთვარე ამშვენებდა.მთვარის გარშემო კი ორი ადამიანის წყნარი და იდუმალი მომავალი იწერებოდა.ღამეს ბევრი ბოროტებასთან აიგივებს,თუმცა მე დღეს,ამ ისტორიის შემქმნელი ასე არ ვიტყოდი.დღევანდელი ღამე პირიქით,სიკეთის და სათნოების ღამედ იქცა.ეს სილამაზე ხომ ბუნებრივია,სილამაზე რომელშიც დიდი მომავლის იმედებია.თეკლამ თვალები მოიფშვნიტა და გიორგის უთხრა.
-გიო მე მიყვარს დღევანდელი ღამე,ცოტა სევდიანი,ცოტა ნაღვლიანი მაგრამ მას ხომ ჩვენი ღამე ჰქვია.
-ხო,ჩვენი ღამე თეკლა.ბნელი,იდუმალი მაგრამ წყნარი.
-ბავშვებო ჩაიფიქრეთ ვარსკვლავი ჩამოვარდა.ღიმილით თქვა ნონამ.
-უკვე ჩავიფიქრე.ორივემ ერთ ხმაში იყვირა.გაეცინათ და დავითმა თქვა ბედნიერი ღიმილით.
-დღევანდელი ღამე პოეტების და მწერლებისთვის არის შთამბეჭდავი,როცა ახალი შემოქმედება იქმნება მათი ხელით.
-ჩვენ არ ვართ მწერლები,მაგრამ ჩვენ უკვე შევქმენით ჩვენი ახალი სამყარო ძია დავით.
-დღემდე რაც იყო, წაშალეთ გონებიდან და დაივიწყეთ.ხედავთ?როგორ უეცრად ,,გაშავდა მთვარე'' მას ღრუბელი გადაეფარა და ეს ნათელი ღამე,ბნელი და უმთვარო გახდა.
-რატომ ,,გაშავდა მთვარე?იკითხა თეკლამ.
-იმიტომ,რომ დღეს მთვარე დიდი საიდუმლოს მომსწრეა და აღარ უნდა მეტი გაიგოს. თქვა ნონამ.ერთხელაც ძლიერი ძვიმა წამოვა და ჩარეცხავს ყველა დარდს და ტკივილს,მანამდე კი შევაღოთ ის კარები,რომლის იქით დიდი იმედი გველოდება.სადაც ის დიდი სურვილები ასრულდება ახალი წლის ღამეს ხომ ნატრულობს ყველა ბავშვი სურვილი აუსრულდეს,მეც მინდა ის ფანჯარა გავაღო თქვენთან ერთად ჩემო პატარებო,საიდანაც მხოლოდ ბედნიერება გამოფრინდება ტკივილის,დარდის და სევდის გარეშე.
-ყველაფერი კარგად იქნება საყვარელო,ის დღეც მალე მოვა ჩვენი მზე რომ გაათბობს გაყინულ გულს და სიყვარულს შემოაბრუნებს.გულიდან ყველა დარდი გაქრება,ტკივილიც გაქრება,მწუხარებაც და მხოლოდ ღიმილი დარჩება,ბედნიერების ღიმილი.მადლობა უფალს,რომ ძალა მომცა და სწორი გზა მაჩვენა,ისევ მისი წყალობით,ახალი სიხარულით და ახალი იმედებით იწყება ხვალინდელი დღიდან ჩვენი ცხოვრება.ეს კი რას ნიშნავს შენ თუ ხვდები ამას?ეს იმას ნიშნავს,რომ ყველაფერი კარგად იქნება.სახლში მივიდნენ,დაისვენეს და ბაქვშვებს თავიანთი საძინებლები აჩვენა ნონამ.
-თქვენ თქვენი აბაზანა გაქვთ.დაიბანეთ,თავი მოიწესრიგეთ და დაბლა ჩამოდით,უნდა ვისაუბროთ და თან რამე შევჭამოთ.დღეს აი ეს საღამურები ჩაიცვი და ხვალ ყველაფერს ვიყიდით საყვარელო.გაუღიმა თეკლას ნონამ და საღამურები მისცა.ბავშვებს ესიამოვნა ცხელ წყალში ბანაობა და დაღლილობაც მოეხსნათ,ერთად გამოვიდნენ ოთახებიდან და ორივემ ერთად ჩავიდა სამზარეულოში,იქ კიდევ ორი უცხო პიროვნება დახვდათ.
-მოდით ბავშვებო.გიორგი,თეკლა გაიცანით ჩემი ძმა დემეტრე და მისი მეუღლე ნინო ყოჩივარი.ბავშვებმა უცხოებს მიესალმა და თეკლამ გიორგის ამოეფარა,თან ხელს არ უშვებდა,მიხვდა ორივე,რომ წინ სერიოზული საუბარი ელოდათ.დავითმა ამოიოხრა და მძიმედ დაიწყო საუბარი.
-დემეტრე,გიორგი და თეკლას მხოლოდ 8 კლასი აქვთ დამთავრებული.მათ ძალიან დიდი მიზნები აქვთ და ამ ყველაფრის ასრულებაში,გადავწყვიტე რომ ჩვენ დავეხმაროთ,ხვალვე უნდა გააკეთო ყველაფერი,რომ საბუთები ჰქონდეთ და აქედან წავიდეთ.
-ჩვენ გვარზე უნდა გადმოვიყვანოთ?იკითხა დემეტრემ.
-კარგად გაიგე.სახელები დარჩებათ იგივე,მხოლოდ გვარები შეეცვლებათ.გიორგის მე დავიწერ,თეკლა კი შენ დაიწერე.
-კარგი,ვეცდები რომ უახლოეს დღეებში ყველაფერი მზად იყოს.გვიან დაიშალნენ და დაისვენეს,დილით კი უცნაური შეგრძნებით გაიღვიძეს.
-უკვე გაიღვიძეთ? ჯერ ხომ ადრეა,კიდევ დაგესვენათ.ღიმილით მიეგება ბავშვებს ნონა.-აბა გაიღიმეთ,დღეს ხომ პირველი ახალი დღე დადგა თქვენს ცხოვრებაში.მოდი ერთმანეთს ვაჩუქოთ სიყვარული და ჩვენი სახე ყოველთვის გვქონდეს ღიმილიანი,ისე რომ ჩვენს დანახვაზე ყველა ფიქრობდეს,ნამდვილი ბედნიერება,რომ ერთმანეთის სიყვარულშია.გაიგოს ყველამ,რომ ადამიანი ადამიანისთვის მზეა.
-შენ საუზმე მოამზადე,მე ამათ დაველაპარაკები ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე,დაგვტოვე ნონა.მკაცრად უთხრა დავითმა და ნონამ სევდიანად შედეხა დავითს,მაგრამ უხოდ გაშორდა მათ.-ბედნიერ ღიმილს ხანდახან ცრემლიც მოაქვს ბავშვებო.ცხოვრება ვარდის ფურცლებივითაა,მაგრამ ზოგიერთ ფურცლის ქვეშ ეკალია დამალული,ამიტომ მინდა იცოდეთ,ცხოვრებას ისე ვერ გაივლით,რომ ეკალმა ერთხელ მაინც არ გაგამწაროთ,მაგრამ უნდა ეცადოთ ძლიერები იყოთ და ყოველნაირ განსაცდელს გაუძლებთ.წამომყევით,რაღაც უნდა გაჩვენოთ.დავითმა ორივეს ხელი ჩაკიდა და ერთ-ერთ დაკეტილ კარს გასაღები მოარგო.-მინდა იცოდეთ,რომ ამ კარის მიღმა ისეთი სამყაროა სადაც მხოლოდ ჩემი დიდი ტკივილია დაბუდებული,ჩემი და ნონას ტკივილი.რას არ გავიღებდი ახლა მისი ნახვისთვის,მაგრამ ეს შეუძლებელია.კარი შეაღო და მათ წინ გადაიშალა საოცარი სამყარო,მშვიდი მაგრამ ტკივილით სავსე.
-ხედავთ?მინდა ჩავიკრა გულში,გამოვაღო უკვე წლების მიერ დაკეტილი დარაბები და მზის სხივით გავათბო მისი გაყინული გული,სხეული,მაგრამ შეუძლებელია.დღეიდან შენ ხარ ჩემი ცხოვრების იმედი,ჩემი შვილი ლუკა 10 წლის ასაკში გარდაიცვალა,ისე როგორც ჩემი ძმიშვილი ფიქრია,ის 9 წლის იყო.ეს ორი ანგელოზი ჩვენი და ჩემი ძმის ოჯახის მტკივნეული ჯვარია.თქვენ დღეიდან ცერცვაძეები ხართ,ლუკა და ფიქრია არა,მაგრამ გიორგი და თეკლა ცერცვაძეები ხართ.ვიცი ერთ დღეს,ის დღეც დადგება რომ უკან დაბრუნდებით და მე არ დაგაკავებთ,წახვალთ იმ ადგილზე საიდანაც წამოდით.აქეთ წამოსვლაში თუ დაგეხმარეთ,იქით დაბრუნებაშიც მე დაგეხმარებით.გაოგნებული იდგა ბავშვები და თეკლას ცრემლიც კი მოერია,რომელიც ნელა-ნელა სახეზეც დაედინა.
-რამდენ დარდი გაქვს გულში,რამდენი ცრემლიც გაქვთ დაღვრილი,ჭრილობაც ჯერ კიდეც ღიადაა და შეუხორცებელია,თქვენ კი ჩვენს მომავალზე იზრუნეთ.გპირდები,რომ ღირსეული კაცის ღირსეული შვილი ვიყო და ლუკა არასოდეს არ მოვკლა.ის დღეიდან ჩემი ძმაა,ჩემი სხეულის ნაწილი თუ არა,ჩემი სულის ნაწილია.
-საუზმე მზად არის.მოესმათ ნონას ხმა და სამივე გამოვიდა იმ საიდუმლ ოთახიდან.
-დავით არ გესმის?საუზმე მზადაა და დემეტრეც მოვიდა.
-უკვე?გაუკვირდა დავითს და ბავშვებთან ერთად დაეშვა კიბეზე.ერთად შევიდნენ სამზარეულოში,სადაც დემეტრე უკვე მაგიდას მიჯდომოდა და გემრიელად მიირთმევდა ნონას მომზადებულ ვაშლის ჯემით გაკეთებულ უგემრიელეს ბლინებს.
-რა ხდება,უარი გითხრა?გაკვირვებულმა კითხა დავითმა.დემეტრემ ბავშვების მოწმობები გულის ჯიბიდან ამოიღო და დავითს გაუწოდა.
-ყველაფერი მზადაა,გაემზადეთ და გავიდეთ.დრო სწრაფად გარბის,ისევ გაიხსენებთ დღევანდელ დღეს და ბევრჯერ მოგინდებათ წარსულში დაბრუნება,მაგრამ აქედან შორს იქნებით.დღეიდან ახალი ნაბიჯებით ივლით,ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.აბა მზად ხართ ევროპის დასაპყრობად?
-მზად ვართ.უთხრა გიორგიმ და თეკლას გადახედა,თეკლამაც მკრთალი ღიმილით დაუკრა თავი თანხმობის ნიშნად და მის გვერდით დადგა.დიდ სიძლიერეს ღებულობდა გიორგის გვერდით დგომით და უფრო ამაყი ხდებოდა მასთან ახლოს რომ იდგა.
-დემეტრე ნინო სად არის,რატომ არ მოვიდა.
-მაღაზიაში წავიდა,თეკლას და გიორგის რაღაცას უყიდის და მოვა.მალე მოვიდა ნინო დატვირთული ჩანთებით და ბავშვები გამოაწყვეს,შემდეგ ყველამ ერთად გავიდა სახლიდან და სულ მალე ჰაერში კვეთავდა გზებს ამერიკისაკენ მიმავალი თვითმფრინავი და ორი ძლიერად მფეთქავი გული ამ თვითმფრინავს მიყვებოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც იქნა წავიკითხე ეს შესანიშნავი ისტორია.უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის heart_eyes სვანეთს მართლაც ჰქონდა ეს ცუდი ტრადიცია,პატარების დანიშვნა და ბევრ ახალგაზრდას დაუნგრია ცხოვრება.მიხარია ამ საკითხს რომ შეეხეთ.მეც წარმოშვებით ლენტეხის რაიონიდან ვარ და მიხარია,რომ ჩემს სოფელში და არა მარტო იქ შემოსულია ცივილიზაცია,თუმცა არის სოფლები სადაც სამწუხაროდ არა.როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად წერთ და მიხარია რომ დაგვიბრუნდით
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი zia-maria

La-Na
როგორც იქნა წავიკითხე ეს შესანიშნავი ისტორია.უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის heart_eyes სვანეთს მართლაც ჰქონდა ეს ცუდი ტრადიცია,პატარების დანიშვნა და ბევრ ახალგაზრდას დაუნგრია ცხოვრება.მიხარია ამ საკითხს რომ შეეხეთ.მეც წარმოშვებით ლენტეხის რაიონიდან ვარ და მიხარია,რომ ჩემს სოფელში და არა მარტო იქ შემოსულია ცივილიზაცია,თუმცა არის სოფლები სადაც სამწუხაროდ არა.როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად წერთ და მიხარია რომ დაგვიბრუნდით

ჩემი ლანა ძალიან გამახარა შენმა გამოჩენამ,მადლობა ჩემო საყვარელო. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent