წერილები.
თავი პირველი. „წერილის წერას ვიწყებ, თავად არ ვიცი როგორ ვუყრი სიტყვებს თავს. მეშინია, გამოგზავნის, მეშინია, რომ არ წაიკითხავ და მეშინია, რომ იტირებ. ჩემს გამო უკვე მერამდენედ იტირებ. იცი, ხშირად მიფიქრია რა იქნებოდა ის საბედისწერო დღე, რომ არა. ბევრჯერ მიფიქრია რა იქნებოდა მე, რომ ასე არაკაცი, ჩმორი კაცივით არ მოვქცეულიყავი. რა იქნებოდა მე, რომ შენთვის ერთხელ მაინც მომესმინე. რა იქნებოდა მე, რომ ჩემი თავისთვის მეიძულებინა ყველაფერი გამერკვია. თავს არ ვიმართლებ, შენ თავს გეფიცები.. უბრალოდ ვერ შევძელი. იმის გააზრებამ, რომ სხვა შეიძლებოდა შეგხებოდა ტვინის ყოველი უჯრედი გადამიკეტა. ვერაფერზე ვფიქრობდი. რამდენჯერ ვინანე, რამდენჯერ მომინდა უკან დაბრუნება და პატიების თხოვნა, რამდენჯერ მომინდა შენი გულში ჩაკრობა და თქმა თუ როგორ ვწუხდი ამ ყველაფრის გამო. როგორ ვწუხდი, რომ ჩემს გამო ასე ცუდად იყავი. როგორ ვწუხდი, რომ დაგტოვე ისე, უკან არც მომიხედავს. როგორ ვწუხდი, რომ ახსნის საშვალება არ მოგეცი. როგორ ვწუხდი, რომ არც კი გნახე და დაგემშვიდობე. როგორ ვწუხდი, რომ ჩვენი ურთიერთობა გავაფუჭე. ოდესმე მიმიღებ? შეძლებ მაპატიო ყოველი ცრემლი. ყოველი გათენებული ღამე. ყოველი ფიქრი, რომელიც მეკუთვნოდა მე. ყოველი მონატრება. ყოველი სიყვარული და ბოლოს, ყოველი სიძულვილი.. შეძლებ? ელენა, მითხარი.. „ „სამას სამოცდა ხუთი წერილი შენ. სამას სამოცდა ხუთჯერ ნათქვამი ბოდიში. სამას სამოცდა ხუთჯერ ნათქვამი ვწუხვარ. სამას სამოცდა ხუთჯერ ნათქვამი მენატრები. და პირველი მიყვარხარ.“ „პირველად ვწერ წერილს, რომლის მიმღებიც შენ ხარ. არ ვიცი როგორ დავიწყო და როგორ აგიხსნა საერთოდ როგორ ვბედავ მოწერას. როგორ ვბედავ შენზე ფიქრს და უნამუსოდ გონებაში შენს დასაკუთრებას. მენატრები და ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. მჭირდები, ეს არარის პირველი შემთხვევა როდესაც მჭირდები. ვნანობ.. ყველაფერს ვნანობ. ახალ წელს ვნანობ.. ჰო, იმ ახალ წელს მე, რომ გატირე. გახსოვს? მაშინ პირველად გატირე. პირველად გითხარი საშინელი სიტყვები. პირველად გიყვირე და პირველად შევიტანე ეჭვი შენში, ყველაზე მაგარ გოგოში დედამიწაზე. რამდენად არაკაცი ვარ, ხვდები? რამდენად ეგოისტი, რომ თავს ამდენი კილომეტრის იქითაც კი ვერ ვაწყნარებ და მაინც შენსკენ მომიწევს გული? მაინც მესაკუთრები და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ამ წერილის წაკითხვის შემდეგ იტირებ, მაინც გწერ. შემიძლია დაუსრულებლად გიხადო ბოდიშები ელენა. დაუსრულებლად გიხსნა თუ როგორ ვნანობ იმ დედანატირებ დღეს. როგორ მინდა რაიმეს შეცვლა შემეძლოს. როგორ მინდა გულში გიკრავდე და მარტო გონებაში არ გეფერებოდე. ელენა, მაპატიე. ბოდიში, რომ ასეთი არაკაცი აღმოვჩნდი. ბოდიში, რომ შენში ეჭვი შევიტანე. ბოდიში, რომ ყოველ ღამე ჩემს გამო ტირი. ბოდიში, რომ ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენე. ბოდიში, რომ ჩემი დანაპირები ვერ შევასრულე. ბოდიში, რომ ამ წერილს გიგზავნი. ბოდიში, რომ ამ წერილის წაკითხვისას ისევ იტირებ. ბოდიში, რომ როცა გეტყვი მომენატრე, ცრემლები გაასმაგებულად მეტი წამოგივა. ბოდიში, რომ ასე ვეგოისტობ და ამას გეუბნები, მაგრამ მენატრები.. ელენა, ძალიან მენატრები..“ * ელენე ფირანიშვილისთვის, რომ გეკითხათ სიყვარულის გჯერაო უარით გამოგისტუმრებდათ. იმასაც გამოგიცხადებდათ, რომ სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ თანაგრძნობა იყო და არა გრძნობა. სიყვარული არსებობდა მხოლოდ ოჯახის წევრებში და მეგობრებში. არანაირი „ლავ სთორი“. არასდროს აინტერესებდა ბიჭები, არასდროს ანიჭებდა მათ დიდ ყურადღებას. კარიერისტი ვარო ამბობდა და იქნებოდა კიდევაც მის ცხოვრებაში დათა გელოვანი, რომ არ გამოჩენილიყო. პირველი შეხვედრა იმდენად დამთხვევა იყო, თბილისსში ყოველ დღე მინიმუმ ასჯერ, რომ ხდება. ლენუკას დაბადებისდღისთვის მთელი პლეხანოვი ემზადებოდა. ყველა განიხილავდა ვინ, როგორ და რანაირად მივიდოდა მასთან. ვის დაპატიჟებდნენ სადაქალო და ვის არა. იკადრებდნენ კი სკოლის მეგობრებს თუ არა.. ლენუკა შევარდნაძის დაბადებისდღე დიდი განსახილველი თემა იყო. ვერ გეტყვით გოგონები ამ დღისთვის გრანდიოზულად ემზადებოდნენმეთქი, ისეთი სიტუაცია უნდოდათ, მშვიდი ბარ-კაფე, მშვიდი მუსიკით და თბილი სამეგობრო წრე. იქამდე არ დაუგეგმავთ სად წავიდოდნენ სანამ თოთხმეტი თებერვალი არ დადგა. ელენემ განაცხადა ოტიუმში ავიდეთ და ჩვენ პონტში „მოვჯდეთო“. ხო და მართლაც, თავის პონტში „მოჯდნენ“. ისე კარგად დაემთხვა ის დღე, ბევრი შეყვარებული, წყნარი მუსიკა, ლამაზად გაფორმებული ოტიუმი და პლეხანოველი სამეგობრო წრე. იუბილარმა დააგვიანა, როგორც ყოველთვის. ეს ფაქტორი არავის გაკვირვებია, ლენუკა ყოველთვის და ყველგან ბოლო მოდიოდა. ელენე სულ ცოფებს ყრიდა საკუთარ დაბადების დღეზე როგორ იგვიანებ ასეთი არაპუნქტუალური რა ხარო, მაგრამ მალევე დააწყნარეს. მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ. ათი მეგობარი. ვერ გეტყვით ათივე პამპერსის მეგობრები იყვნენთქო, მაგრამ არც ძალიან შორეულები იყვნენ პამპერსთან. ელენემ და ლენუკამ ერთმანეთი ბაღში გაიცვნეს. სკოლაში თათას დაუახლოვდნენ, თათამ ნატასთან დაახლოვა და ასე მარტივად ჩამოყალიბდნენ სადაქალოდ. მერე ის ასაკი დაეწყოთ ბიჭების ყურადღების მიქცევა და ბრანჭვა-გრეხვა, რომ მოსწონდათ. პაკლონიკებს არცერთი უჩიოდა, მაგრამ უფროსკლასელი ბიჭები განსაკუთრებულად მოსწონდათ. ნატა მაინც, სულ მათ კლასთან ადი-ჩადიოდა. ნატამ ბექა გაიცნო და მერე როგორც ხდება რა, იმან ის მოიყვანა, ამან ეს და ასე ჩამოყალიბდნენ სამეგობრო წრეთ. რაც არუნდა გასაკვირი ყოფილიყოს გაცნობის დღიდან ნატას ზედმეტად არ შეუხედავს ბექასთვის, არადა იყო დრო, მეოთხე სარლზე სულ მის გამო, რომ დაძრწოდა. გოგონები სულ ხალისით იხსენებდნენ ამ ამბავს და ნატა მაინც ყოველთვის უარყოფდა არაფერი სერიოზული გატაცება იყოვო, მაგრამ მე თუ მკითხავთ მაგ ამბავს წერტილი დასმული არ ჰქონდა. მეხუთე ჭიქაზე იყვნენ. არასდროს იყვნენ ზედმეტად ტრადიციულები და მხოლოდ იმის სადღეგრძელოებს იძახდნენ რაც „უსწორდებოდათ“. ზუკამ ფეხზე უნდა წამოვდგე აბა ისე როგორო და მართლა წამოდგა. მის მეგობრებს თვალი მოავლო, მაგიდაზე დადებული არყიანი ჭიქა ხელში მოიმარჯვა და დაიყწო. -ემოციების გადმოცემა ყოველთვის მიჭირს ჩემო მეგობრებო, მაგრამ ახლა ყველანაირად ვეცდები ბოლომდე გავიხსნა. თქვენ, რომ გგონიათ ჩურჩუტებო,-გოგონებს მოავლო თვალი და გაუღიმა.-ამ თემაზე მხოლოდ თქვენ ფიქრობთ, თქვენ გიხარიათ,თქვენ განიცდით.. საერთოდ არ არის ეგრე. უბრალოდ კაცებს, არასდროს შეგვიძლია ტირილი და ზედმეტი ემოციები. ამ ყველაფრის გადმოსაცემად ვსვავთ, მაგრამ თქვენ არასდროს გესმით. ხო, ეს მერე იყოს, სად გავჩერდი? ჰო, ჰო.. ჩვენი სამეგობროს სადღეგრძელო უნდა დავლიო რა. ხშირად მიფიქრია ამ დედანატირებ დედამიწაზე თქვენ გარეშე რას ვიზავდი და რამდენჯერაც არ უნდა ვიფიქრო ამ თემაზე, რამდენად სხვანაირადაც არ უნდა შევხედო საბოლოოდ მაინც იმ აზრამდე მივდივარ, რომ თქვენ გარეშე ყველანაირი გართობა, გულავი, გაპარვა, გატრაკება და ათასი რამ, უაზრობაა. არასდროს მითქვამს ეს, მაგრამ ახლა ლენუკას დაბადების დღეზე ვიტყვი. მაგრად გამიმართლა რა, მაგრად მეამაყებით და მეიმედებით. მიყვარხართ და მინდა, რომ სულ მაგრად ვიყოთ რა, ჩვენ სამეგობრო წრეს გაუმარჯოს და იცით ვინებს გაუმარჯოთ განსაკუთრებით? ნატაშკას და ბექას.. ნატაშკას თავის დროზე მეოთხე სართულზე, რომ არ ერბინა და ბექასთვის თვალები არ ეჟუჟუნა ასე არ ვისხდებოდით ახლა და არც ერთად ვიქნებოდით. ხო და ძმაო და დაო. გენაცვალეთ რა, კიდე გეჟუჟუნებინოთ ასი წელი ერთმანეთისთვის თვალები. მთლიანი ჭიქა ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა და ის იყო უნდა დამჯდარიყო უკნიდან ტაშის დაკვრის ხმა, რომ მოესმა. გაოგნებულმა გაიხედა სუფრაზე მჯდომმა ათმა კაცმა. ბიჭებს მაშინვე გაეღიმათ, თათას თვალები გადმოეკარკლა, ლენუკა შოკში იყო ვერ ხვდებოდა რა ხდბოდა, ნატა ელენეს ჩქმეტდა. ელენე კი ბედნიერად მიირთმევდა ცეზარს და არ აინტერესებდა არავინ, ქვეყნის ზურგზე. -ელენა, მოწყდი საჭმელს. გახედე რა სიმპატიურ ბიჭებს ეკონებიან ჩვენები! ხმადაბლა უთხრა ნატამ და მაქსიმალურად ეცადა ელენას მზერა რამენაირად ორ უცხო ბიჭზე გადაეტანა. შეძლო კიდევაც. ნელა აწია ელენემ თავი და ორ უცხო ბიჭისკენ გააპარა თვალი. შთაბეჭდილება? ბევრი არ უფრიქრია, არც უნდოდა ეფიქრა. სავარაუდოდ მორიგი ბიჭების ნაცნობები იყვნენ, რომლებიც დიდხანს არ ჰყავდათ ნანახი. ვერ დამალავდა, ორივე სიმპატიური იყო, მაგრამ ერთ-ერთ მათგანს იმაზე დიდხანს მიაშტერდა, ვიდრე ბიჭს აშტერდება ხოლმე. სახიდან დაიწყო, თვალებით მოიარა სახის თითოეული დეტალი. დააპიქსირა, რომ ულამაზესი წარბები ჰქონდა, მარჯვენა წარბთან კი პატარა, ლამაზი ხალი. სწორი ცხვირი და ამოუცნობი ფერის ტუჩები. თვალები? როგორ გითხრათ.. თვალებს ფერი არ ჰქონდა. როგორ? აი ასე! მარტივად და ჩვეულებრივად. ფერი არ ჰქონდათ, უფერო იყო. ღრმა და ძალიან შემყოლი.. თავზე ოდნავ წამოზრდილი ქოჩორი. თეთრი ფართო პერანგი, რომელზეც ორი ღილი შეხსნილი ჰქონდა. ზედ სათვალე ცამოკიდებული. ხელში პიჯაკი, ოღონდ არა კლასიკური. თავისუფალი. შავი შარვალი და კეტი. პერანგის მკლავები ოდნავ აეკეცა. ერთი ხელი ჯიბეში ედო, მეორეს კი ლოყაზე ისვამდა და ზუკას მომღიმარი სახით ელაპარაკებოდა. -მოდი რა, ჩვენთან დაჯექით. რამდენი ხანია არ გვინახიხარ შ*ეჩემა, ასე დავიწყება იქნებოდა? უკმაყოფილოდ დაჰკრა ხელი ბაჩომ ბიჭს, რომელის თვალიერებას ელენემ იმაზე დიდი ხანი დაუთმო ვიდრე აკეთებს. -არ ტეხავს? თეთრი პერანგიანის გვერდით მდგომმა იკითხა და გიორგის გახედა. -არა რა ტეხავს ტო, იცი რა მაგარი გოგოები გვყავს? ლენუკას დაბადებისდღეა თან. მოდით რა, ჩვენთან იყავით. ეს ის შემთხვევაა, დასწყისში, რომ გიამბეთ. ყველაზე ბანალური შეხვედრა, რომელიც ისტორიას ამრავალფეროვნებს, ლამაზს და შესანიშნავს ხდის. ვერ გეტყვით დათას მისი მზერა გამოეპარათქო, ვერც იმას გეტყვით თავად არ დააკვირდათქო. ვერც იმას არ დააინტერესდათქო. მთელი საღამო აკვირდებოდა. სახეს თვალებით უბურღავდა და აგიჟებდა, ის ფაქტი აგიჟებდა, რომ ერთხელად კი არ შეუხედავს თვალებში. სადად იყო, ძალია. გაშლილი თმები მის მხრებს ეხებოდნენ. თეთრ კანზე დაყრილმა ჭორფლებმა, რომელიც გოგონას საოცრად უხდებოდა დათა სულ გადარია.. მერე იტყვიან ერთი ნახვით არაფერი არსებობსო. ყველაფერი ერთი ნახვით იწყება... დალია ერთი ჭიქა, ორი, სამი, ოთხი, ხუთი.. ცოტა თავბრუ დაეხვა. არ ეშვებოდა, ბიჭების არც-ერთ სადღეგრძელოს მაზავდა, თან უყურებდა გოგონას, რომლის სახელი არც კი იცოდა. გოგონას, რომელსაც არც კი დალაპარაკებია. გოგონას, რომელიც ყურადღებას არც კი აქცევდა. არც ელენეს დაუკლია. სვავდა, იქამდე სანამ არ მიხვდა, რომ კიდევ ერთი ჭიქის დალევის შემთხვევაში აუცილებლად გასასვენებელი გახდებოდა. იფიქრა ჩუმად გავალ ჰაერზეო და გავიდა კიდეც. ოტიუმის წინ პატარა სკამზე ჩამოჯდა. იმდენად ესიამოვნა ცივი ჰაერი ცოტა გონზე მოვიდა. გაორებულად ხედავდა და თავბრუ ძალიან ეხვეოდა. მოშიშვლებულ მკლავებზე თებერვლის ქარი უბერავდა და იმდენად სიამოვნებდა რამდენადაც აწუხებდა. -გაცივდები. ბოხი, მაგრამ საშინლად თბილი ხმა გაიგო. იგრძნო როგორ მოაფარეს რაღაც. თავი ხელებში ედო და ცდილობდა ადამიანისთვის, რომელიც წინ ედგა აეხედა. -ცუდად ხარ? ისევ დაელაპარაკა ხმა, რომელიც საოცრად თბილი იყო. საოცრად ბოხი და საოცრად „გასაოცარი“. ნელა ასწია თავი, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც დაინახა „ხალიანი“. თეთრ პერანგში გამოწყობილი როგორ დაჰყურებდა ზევიდან. გაეღიმა. თავადაც არ იცოდა რატომ.. -სახლში მინდა.. პატარა ბავშვივით დაიწუწუნა და ნელა მოისრისა თვალი, სილუეტი უფრო კარგად, რომ დაენახა. -წავიდეთ? დაეფიცება არასდროს გაუგია ასეთი თბილი ხმა, რომელიც ასეთი მამაკაცური იყო. უნდოდა, სახლში წასვლა უნდოდა. ნელა დაუქნია თავი. ისიც არ იცის როგორ აღმოჩნდა მანქანის სავარძელში, რომელიშიც ძალიან თავისუფლად იჯდა და ნახევრად ეძინა. ისიც არ იცის რატომ დაიწყო მთვრალზე უაზრობების ლაპარაკე, ეს ხომ არასდროს გაუკეთებია ჯერ. ისიც არ იცის რატომ დასთანხმდა წაყვანაზე, მაგრამ იმ მომენტში იმდენად გათიშულს არაფერი აინტერესებდა. -ელენე მქვია.. ნახევრად მძინარემ ამოილაპარაკა. -გიხდება ეგ სახელი. იგრძნობოდა როგორ ჩაეღიმა ხალიანს. -შენ? არ მეტყვი რა გქვია? მისკენ გადაწია თავი და ეცადა ქუთუთოები რომლებიც ერთმანეთზე ეხუჭებოდა გაეხილა. -დათა.. -ლამაზი სახელია და უცხო. დათა. * “ჩვენი პირველი შეხვედრა გახსოვს, ელენა? გახსოვს პირველად როდის დამელაპარაკე? გახსოვს ჩვენი გაცნობა? გიფიქრია რა იქნებოდა, რომ არა ლენუკას დაბადებისდღე? გიფიქრია იმაზე, რომ თუ ლენუკას დაბადებისდღეზე - არა, ჩვენ სხვაგან მაინც ვიპოვიდით ერთმანეთს? შეიძლება კვირების, თვეების ან თუნდაც წლების შემდეგ, მაგრამ მაინც? გიფიქრია? მე მიფიქრია. არ ვთვლი, რომ ის დღე გადამწყვეტი იყო, მე შენ აუცილებლად გიპოვიდი და შენ - მე. მილიონობით ხალხში მე მაინც შენთან მოვიდოდი, მაინც შენ აგირჩევდი და მაინც შენ იქნებოდი ის ვისაც ჩემი ფიქრები ეკუთვნის ძილისწინ. ჩვენი პირველი შეხვედრა გახსოვს? ვიცი, რომ გახსოვს. ისეთი ლამაზი იყავი, რომდაგინახე გული შემეკუმშა. სუნთქვა ამიჩქარდა და პულსმა გაასმაგებულად დაიწყო მუშაობა. ისე მინდოდა ოდნავ მაინც მოგექცია ყურადღება, ისე მინდოდა მეგრძნო, რომ შენც ისევე ფიქრობდი ჩემზე, როგორც მე - შენზე. ისე მინდოდა მკლავებზე რომელიც მოშიშვლებული გქონდა ხელი ამესვა და შენი კანის სიმხურვალე მეგრძნო. ისე მინდოდა შენს ჭორფლებიან სახეზე თითები გადამეტარებინა და დამემახსოვრებინა ყოველი ჭორფლი, რომელიც შენს სახეს ამშვენებდა. ისე მინდოდა შენს ლამაზ მბზინავ თმას შევხებოდი, რომლების ურცხვად ეხებოდნენ მხრებს და იმ მკლავებს, მე, რომ სიგიჟემდე მინდოდა ხელი ამესვა. ისე არ მინდოდა იმ ღამეს სახლში გამეშვი. გეფიცები ისეთი ლამაზი იყავი მთვრალს ჩემს მანქანაში, რომ გეძინა. ისეთი საყვარელი ნახევრად ძილში მყოფი რაღაცეებს, რომ ბურდღუნებდი. როგორ მინდოდა იქ დავრჩენილიყავით, როგორ მინდოდა შენთვის მეყურებინა გათენებამდე. როგორ მინდოდა, რომ ის ჯაჭვი რომელსაც შენთან მიმართებაში ვგრძნობდი შენც გეგრძნო. ისე მინდოდა ხელებში აყვანილს ჩემში შემესვი. ასე ავმდგარიყავი და ჩემში მყოლოდი. ხალხს სიყვარული აფრენინებსო, რომ ამბობდნენ არსდროს მჯეროდა, არც მაშინ დამიჯერებია, მაგრამ ვგრძნობდი გაფრენის პირას ვიყავი. არ მინდოდა მარტოს გამეფრინა. მინდოდა ჩემი გაფრენა არ ყოფილიყო ერთადერთი, მინდოდა შენც გაგეფრინა და შემდეგი დილას შენს კანზე თუნდაც ჩემი დუხის სუნი გეგრძნო. იცი პირველად როდის ვიგრძენი, რომ მაკლდი და მომენატრე? შენგან ჩამოსულმა მანქანაში მძინარე, რომ ვეღარ დავინახე. მანქანაში, რომ ჩაჯექი და შენ უკვე აღარ იყავი. შენი სურნელი ტრიალებდა, მაგრამ შენ არა. პირველად მაშინ ვიგრძენი როგორ მოძრაობდა ჩემში სისხლი ასწრაფებულად. როგორ მიცემდა გული გაასმაგებულად. მაშინ პირველად მომენატრე და ყოველი წამი, რომელიც უშენოდ გავატარე, შენი მონატრებით იყო სავსე.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.