სოხუმსკი (2 თავი)
შემოსასვლელისკენ გავიხედე და დავინახე ნანას გვერდით მომავალი კეკელიძე. ლევანი შეკრებილებს მიესალმა და გვერდით ამომიდგა. მაკა და ნიკა მოვინახულე და მოვიკითხე. ვგიჟდებოდი მათზე. ლევანის, მშობლების სიყვარული გასაოცარი იყო ჩემთვის. არც წლებს და არც ცხოვრებას არ გაექრო მათ შორის არსებული უხილავი ძაფი. მშურდა კიდეც ასეთი ძლიერი სიყვარული, რომ შეეძლოთ. მე და ლევანს მაგიდის კუთხეში მიგვიჩინა ნანამ ადგილი. მათეს გვერდით აღმოვჩნდი. ხელი შუბლზე მოვისვი, აღელვებულმა ლეოს გავხედე და თვალით ვანიშნე შენ დაჯექი ააქთქო. ცალი წარბი აზიდა ზევით და უცნაურად გამომხედა. ხელზე ვუჩქმიტე. მაშინვე სკამი გამოწია და სწორედ იმ სკამზე დაჯდა, რომელზე დაჯდომის დიდი იმედიც მე მქონდა. ნერვებ აშლილმა დავიკავე ბოკუჩავას გვერდით ადგილი. გავიგე როგორ გაეცინა. ნანა მოვიდა და ჩუმად მითხრა მადლობა, რომ მოხვედიო. თავი ისე ვიგრძენი როგორც რიგითმა სტუმარმა. ჭიქაში დასხმული, მათრობელა სასმელი გაბრაზებულ გულზე მთლიანად ჩავცალე. სუფრას კიდევ რამდენიმე ადამიანი შემოემატა. მათ შორის იყო გუკას მამიდა, რომელიც ვერ მიტანდა. რასაც მის შვილზე ვერ ვიტყოდი. -დიანუ როგორ ხარ? თომა მაშივე ჩემსკენ წამოვიდა. ღიმილით ავდექი ფეხზე და მოვეხვიე. გუკას, მამიდის თვალები ცოცხლად მწვავდა. -არამიშავს თომა. შენ როგორ ხარ? მხრები აიჩეჩა "ვაარ რას ნიშნად" და თვალი ჩამიკრა. თავისუფალი სკამი მოაჩოჩა და ბოკუჩავასა და ჩემს შორის ჩაჯდა. ისე გამიხარდა სიხარული ვერ დავმალე. ბოკუჩავამ გამომხედა და ჩემი გაბრწყინებული თვალების დანახვაზე წარბები შეკრა. -დიანა შენ უნიში უნდა ჩავაბარო. გაღიმებულმა თომამ მახარა. -ჯერ სკოლაში ჩააბარე გამოცდები და უნიზე მერე იფიქრე. გესლიანად ამოთქვა გუკამ. -ჩათვალე ჩაბარებული მაქვს. ირონიულად გაუღიმა წინ მჯდომს. -ანუ შემდეგ წელს ჩვენთან იქნები ? ლევანმა ღიმილით კითხა. -აჰამ. დიანა ჩემს ბანკეტზე ხო წამომყვები? -მე რა მინდა? გაკვირვებულმა შევხედე. -ჩემი მეწყვილე იქნები. -ვნახოთ. -აუ რა კაი ხარ. სწრაფად მაკოცა ლოყაზე. ბოკუჩავამ ჩაახველა და წარბ აწეულმა თვალები შემომანათა. ჩემმა მობილურმა არ მაცადა მათეს უკმაყოფილო სახით ტკბობა. აივანზე გავედი და ვუპასუხე. -გისმენ მა. -დიანა როგორ ხარ? -კარგად ვარ, არ არის საჭირო ყოველ წუთს რეკვა. ნასიამოვნებმა გავიღიმე. აივნის კარი გაიღო და ბოკუჩავაც გამოჩნდა სიგარეტით ხელში. -როგორ არ არის საჭირო?. ვღელავ და ვნერვიულობ. -რა განერვიულებს კარგად ვარ. ახლა ნანასთან ვარ გუკა ჩამოვიდა გუშინ. ლევანიც ჩემთან ერთადაა. -მანდ დარჩები? შევატყვე ხმა როგორ შეეცვალა. -არა! -თუ გინდა დარჩი დიანა. -არ მინდა! მკაცრად ვთქვი და აივნის მოაჯირს დავეყრდენი. -ილია როგორაა? -კარგადაა. დიანა რაღაც უნდა გითხრა. -რა ხდება? -ირაკლი მოყვა ავარიაში. -რააა? როგორაა? -კარგად არის ახლა. ბიძაშენს ველაპარაკე და საშიში აღარაფერიაო. -რომელ საავადმყოფოშია? -არმიანცშია. -ხვალ ავალ უნის მერე. ახლა იკას დავურეკავ. -არ გინდა ეძინება.. შენ სახლში, რომ მიხვალ დამირეკე. -ხო კაი. ჩამიკოცნე ბურთი და ლიკას გადაეცი დიანას მოენატრეთო. გავიღიმე. -კარგი მა ჭკვიანად იყავი. მობილური გავთიშე და ღმად ამოვისუნთქე. მათეს გავხედე, რომელიც წინ გადაშლილ სივრცეს უყურებდა. -არ მეგონა სპორტსმენები სიგარეტს თუ ეწეოდნენ. ჩუმად ვთქვი და მის თითებს შორის მოქცეულ სიგარეტს ზიზღით შევხედე -შენ არ გეგონა, მარა მე პირადად ვეწევი. არც კი შემოუხედავს ისე მითხრა. -აღარ გაბნევ? ტუჩის კუთხე ჩატეხა და იმ წამს პირდაპირ თვალებში შემომხედა. -არა. ლუღლუღით ვთქვი. - მე მეგონა, რომ გაბნევდი? -გეგონა! -რატომ გამირბიხარ? -რატომ მემალები. წავუღიღინე. გაეცინა. რაღაცის თქმას აპირებდა აივანზე ნანა, რომ შემოიჭრა. -დიანა წამოდი!. მე და გიორგიმ რაღაც უნდა გითხრათ. ღიმილით ჩამკიდა ხელი და სუფრასთან ასე ხელჩაკიდებული მიმიყვანა. გუკას გვერდით დამაყენა. გეგონება ფოტოს გადაღება უნდოდა ჩვენთვის. -ლევ, წვენი დამისხი რა. წინ მჯდომ ლევანს შევხედე. მანაც უხმოდ გამომიწოდა თავისი წვენით სავსე ჭიქა. -ბავშვებო მალე ძმა ან და გეყოლებათ. წვენს ვსვამდი ნანას ნათქვამმა, რომ გაკვეთა სიჩუმე და წვენი გადამცდა. ხველება ამიტყდა. ლეო ფეხზე წამოდგა და ზურგზე რამდენიმეჯერ მსუბუქად დამარტყა. სიმწრით ცრემლები გადმომცვივდა. გუკას ავხედე, რომელიც გაშტერებული სახით უყურებდა გიორგისა და ნანას. ჰო აბა როგორია 25 წლის ბიჭს ეუბნებიან ძმა ან და გეყოლებაო, სადაცაა ბიჭმა ცოლი უნდა მოიყვანოს. ამ ჩემ ფიქრებზე გამეცინა.. ვაიმე რა მაცინებს მეც მის დღეში არ ვარ?. მარა მამასაც და ლიკასაც ხომ ყავთ ილია? რატომ არ შეილება გიორგის და ნანასაც ყავდეთ საერთო შვილი?. რაღაც ვერ არის მაინც აქ რიგზე. გაოგნებულ გუკას მკლავში ხელი ჩავკიდე და მეცხრე სართულზე ჩავიყვანე. მისაღებში მდგომ დივანზე მოწყვეტით ჩაეშვა და თავი ხელებში ჩარგო. ლევანი და მათეც შემოვიდნენ. მე ნანას და გიორგის უფრო ველოდი, მაგრამ როგორც ჩანს სტუმრებს ვერ დატოვებდნენ. -არ მინდა. ამოთქვა საწყლად. -ეგ უკვე გვიანია. უკვე არსებობს ის ბავშვი და ახლა ვერაფერს ვერ შეცვლი შენი არ მინდათი. -აბორტი გაიკეთოს. -შენ ხო არ გაგიჟდი? -ძმაკაცებში თავს ვერ გავყოფ. ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით დაიწყო სიარული. საერთოდ ვერასად გავუოფ თავს. -კაი რეებს ბაზრობ ტო? მათე დაუდგა წინ. -სხვისი აზრი სუ ფეხებზე..რაში გაინტერესებს ვინ რას იტყვის? არსებობს ის ბავშვი უკვე და აქვე რჩება ეს თემა. -რა რჩება? საერთოდ გესმით რა დღეში ვარ? აგძელებს ღრიალს. -არა ნაკლებ დღეში ვარ მეც. ვუყვირე გამწარებულმა.- შენ რა გაქვს საწუწუნო? მხოლოდ ის, თუ რას იტყვის ხალხი? მე იცი რა მაწუხებს? -ყველაფერი დედაშენის ბრალია და მას მოკითხე. დაეცვა თავი და არც არაფერი შეგვაწუხებდა ახლა. მიღრიალა მთელი ხმით. გავშრი. -ე ბიჭო. ლევანი გაიწია გუკასკენ. სოხუმსკი ჩადგა მათ შორის და გუკას ხელი მხრებში ჩაავლო . -აზრზე მოდი გურამ. რამდენიმეჯერ შეანჯღრია. გუკამ ხელი გააშვებინა და უკან დაიხია. ნაწილობრივ მესმოდა მისი.. ვიცოდი ახლა რასაც გრძნობდა. მეც მქონდა იგივე გავლილი და ვერც გავამტყუნებდი მის ასეთ რეაქციას. ვიცოდი ბავშვის დაბადების შემდეგ ინანებდა ამ ყველაფერს. აუცილებლდ ინანებდა მის სიტყვებს. თვალიდან წამოსული ცრემლი მოვიწმინდე და იმ წამს შემოსულ ნანასა და გიორგის შევხედე. გუკა გიორგისკენ წავიდა. -როგორ დაივიწყე დედა ? ასე როგორ შეძელი მისი გაქრობა? ახლა ეს ნაბი*ვარი ბა.. სიტყვის დასრულება არ დასცალდა გიორგის მარჯვენა ხელი სახეში, რომ მოხვდა. ძალიან გავდა ეს კადრები სამანიშვილის დედინაცვალს. ახლა კი გავიცინებდი სასაცილოდ, რომ მქონოდა საქმე. ლევანი მედგა გვერდით და ხელს ხელზე მაგრად მიჭერდა. მათე ისეთი თვალებით მიყურებდა თავი საცოდავი მეგონა. -ამას არ გაპატიებ. კბილებში გამოსცრა და სახლიდან გავარდა. ბოკუჩავაც უკან გაყვა. ნანას შევხედე. ცრემლები მოსდიოდა. გული დამწყდა. ამ ცხოვრებაზე გავბრაზდი. -ნანა დამშვიდდი. გიორგიმ დაუწყო დაწყნარება. აღარ შემეძლო. ჰაერი აღარ მყოფნიდა. კარებისკენ ძლივს გადავდგი ფეხი. -შეენც? ნანას ჩახლეჩილ ხმაზე სხეული ამიკანკალდა. -ილიას დაბადებას ხო შეეგუე ? ლიკა დედად ხომ მიიღე? ჩემგან რა გინდა დიანა? ნუთუ იმდენად გძულვარ, რომ ასე მიმეტებ? -ნანა რას ამბობ? ლევანმა ჯერ მე შემომხედა მერე ნანას. -არ მოველოდი შენგან ამ სიტყვებს. ძლივს ვთქვი და სახლი დავტოვე. მეათეზე ავედი. ხალხისთვის არც შემიხედავს. ჩანთა ავიღე და კიბეებზე დავეშვი. -დიანა. ლევანი დამეწია აბღავლებულს. ხელი მაჯაში ჩამავლო, თავისკენ შემაბრუნა და ჩემეხუტა. -მართალი იყავი. არ უნდა მომეყვანე. ჩემი ბრალია. -ჩემი ცხოვრება მძულს. -ახლა არ დაიწყო გოდება. ილიკოსნაირი გეყოლება მეორე და შენ ცხოვრებასაც გაალამაზებს. გამიღიმა და ცრემლები მომწმინდა. -გუკა, ბიჭია და უჭირს შეგუება მარა სხვა გზა არ აქვს. შეეგუება. -შენ რას იზამდი? -არ მიფიქრია მაგაზე. თავი დახარა. -ალბათ ისეთივე რეაქცია მექნებოდა როგორიც მას. ძნელია. -ყველაფერი ძნელია ამ ცხოვრებაში. ერთი დიდი ქაოსია. კიბეებზე ჩავდიოდი გიორგის ხმა, რომ გავიგე. -სასწრაფოში დარეკეთ. სწრაფად დარეკეთ. გაგიჟებული ავარდი ზევით. მისაღებში, ძირს მწოლიარე დედაჩემის დანახვაზე აზროვნების უნარი დავკარგე. გაყინული ვიდექი ერთ ადგილზე. განძრევაც არ შემეძლო. ვუყურებდი სისხლის გუბეში მყოფ ნანას. საავადმყოფოში წაიყვანეს. ლევანი და მე უკან გავყევით. დერეფანში ვიდექით. ექიმის გამოჩენისთანავე გავარდი შენობიდან. მეშინოდა ცუდი ამბავი არ ეთქვა. ისე მინდოდა გაქცევა ყველაფრისგან, როგორც "ტიტანიკიში მოთამაშე ლეონარდო დიკაპრიოს გმირს გადარჩენა". ლევანი გამოვიდა აღელვებული. მაშინვე მივარდი და ჩევეხუტე. თითქოს ამით მინდოდა ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მე ამ ცხოვრებაში მარტო არ ვიყავი. -კარგად არის დიანა დამშვიდდი. -ბავშვი? -ორივე კარგადაა. გამიღიმა დასამშვიდებლად. -წამიყვანე ლევან აქედან. გევედრები წამიყვანე. -თუ გინდა დამამშვიდებელს მოგიტან. -არა. აქედან წასვლა მინდა. სადმე გადაკარგვა. -გინდა კლუბში წავიდეთ? -არა. წყნეთში ავიდეთ შენთან. -ნანას არ ნახავ? -არ მაქვს ეხლა მაგის ძალა. -აქ დამიცადე მაკას გავაფრთხილებ და გასაღებსაც გამოვართმევ აგარაკის. თავზე მაკოცა და შენობისკენ წავიდა. გონება იმდენად მქონდა გათიშული აზროვნების უნარი არ გამაჩნდა. მანქანას მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. -დიანა? დათა გიორგაძის ხმის გაგებისთანავე ვჭყიტე თვალები. ახლა ყველაზე ნაკლებად მას მოველოდი. გამიკვირდა ჩემი სახელი, რომ იცოდა. ვიღაც ბიჭთან ერთად იყო და ღიმილით მოემართებოდა ჩემსკენ. -როგორ ხარ? კაი მეგობარივით მკითხა და ბიჭს ჩემი თავი წარუდგინა. -ჩემი კურსელია. გაოცებულმა გავხედე. ან მე მქონდა მეხსიერებასთან პრობლემა ან იმას. ნუ აშკარად იმას. -არამიშავს. ენის ბორძიკით ვთქვი და მომღიმარ ბიჭს თავი დაუკარი. -რა გინდა აქ ტო? მკითხა დაინტერესებულმა. -დიანა. ლევანმა გადამარჩინა. -გამარჯობა. ბიჭებს მიესალმა და მე გადმომხედა -არ წავიდეთ? -ხო წავიდეთ. -შეხვედრამდე. მომაძახა გიორგაძემ. ჩუმად ჩავჯექი ავტომობილში და ღვედი გავიკეთე. -რა უნდოდა? -არაფერი. მომესალმა უბრალოდ. -ვერ ვიტან მაგ ბიჭს. -რას ერჩი? -აურააქ ცუდი. გაეცინა. -მშვენიერი ბიჭია. -შენ ნინოაშვილზეც მაგას იძახდი. გამახსენა ჩვენი ერთ-ერთი კლასელი, რომელიც მოსაწევს მთავაზობდა ბანკეტის დღეს. -ნეტა მომეწია. ჩავიდუდღუნე. -გოგო. მე აქ კაცი ვარ თუ პროპკა. -აი მაგას, რომ ამბობ სულ პროპკა რატომ მგონიხარ? აშკარად მოახერხა ჩემი გაცინება. -ნახე შენ ნანა? -არ შევსულვარ. გიორგი იყო შესული და კარგად არისო. -გიორგის არ უნდა გაერტყა გუკასთვის. -მაგას რო არა მე დავარტყამდი კარგად. აი ვაფშე რისთვის ჩამოვიდა? -მე მგონი მაგას ეგონა გააშორებდა გიორგის და ნანას. -მერე ბავშვმა ჩაუშალა გეგმა? -ალბათ. -მაგარი უაზროა. -უნდა დაველაპარაკო. -რა უნდა ელაპარაკო სუფთა სი.. -ლევან. -ხო კაი. წყნეთში ავედით. სახლში შესულმა მაშინვე მობილური მოვიმარჯვე, მაგრამ ჩემს ტელეფონში გუკას ნომერი ვერ აღმოვაჩინე. -ლევ, გუკას ნომერი არ გაქვს ? -ხო დიანა არ იციდი მე და გუკა მაგარი ძმაკაცები, რომ ვართ და ყოველ წამს ვუმესიჯებთ ერთმანეთს. მე საიდან უნდა ვიცოდე მაგისი ნომერი გოგო? -ხო რა ვიცი. -სოხუმსკის ნომერს გაგიგებ თუ გინდა. -რანაირა? -საერთო ძმაკაცი გვყავს ჩიტო. ცხვირზე თითი ჩამომკრა და მობილურზე ნომერი აკრიფა. -ალო სოსო რავახარ?.. არამიშავს.. არა ბიჭო ეგ საქმე მოვაგვარე.. რა მინდა და სოხუმსკის ნომერი.. არა რა ჩხუბი.. სხვა საქმე მაქვს.. კაი გელოდები. სპასიბა. -აბა ნომერი? -გამომიგზავნის მოიცა. აი მოვიდა. მობილურში მოსული სმს მანახა. ნომერი ავკრიფე და დაველოდე როდის მიპასუხებდა. -გისმენთ. მისი ხმის გაგებისთანავე დამავიწყდა დარეკვის მიზეზი. -ალო. -ა ჰო. გამომაფხიზლა მისმა მკაცრმა ალომ. -დიანა ვარ. -რა იყო დაგაბნია ჩემმა ხმამ? ხმამაღლა გაეცინა -არა. სხვა რაღაცაზე ჩავფიქრდი და. -ხო აბა რა. იმედი მაქვს ჩემი ნომის გაგებაზე არ გიწვალია. ისე პირდაპირ გეკითხა და მევე მოგცემდი. მისმა ირონიულამა ნათქვამმა ამჭრა -არა ძვირფასო მხოლოდ ერთი ზარი დამჭირდა. არ დავაკელი ირონია. -რაღაც არ მახსოვს შენი ძვირფასო გავმხდარიყავი. უფს ამას არ მოველოდი. აშკარად მომიგო და ლელოც დამიდო ამ ფრაზით. -ძვირფასო ვთქვი? -ნამდვილად. -მომიტევე ეგ შეცდომა. -ვაიმე გოგო დავიტანჯე უთხარი რაზეც ურეკავ და მორჩით რა. ჩვენი ჟღურტულით შეწუხებულმა ლევანმა ამოთქვა. -ნუ რაზე გირეკავ. -სიყვარული უნდა ამიხსნა? -იოცნებე. ხელი ჰაერში ავაფრიალე. -შენ გაქვს საოცნებო მე, რომ შემოგხედო. -შენ ძაან ზედმეტი ხომ არ მოგდის? ავენთე -ზედმეტობაში რას გულისხმობ? -ორი დღის გაცნობილი უზრდელი ხარ. მივახალე და გავუთიშე. -გაიგე ნომერი? მკითხა კეკელიძემ. -აუ ნომერი. მობილურს დავხედე, მაგრამ მე იმასთან დამრეკი არ ვიყავი. -ლევან მიდი რა შენ დაურეკე. -ამდენ ლაპარაკს პირდაპირ ნომერი, რომ გეკითხა არ ჯობდა? -ნერვები ამიშალა. -ვა რა ჯიგარი ტიპია ე. გაეცინა და მობილური ხელიდან წამგლიჯა. იგივე ნომერი გაამეორა და სპიკერზე ჩართო. -მოგენატრე უკვე? მისი ხმისა და ამ კითხვის გაგებაზე სისხლი ამიჩქარდა. ლევანი დივანზე გადაწვა და ახარხარდა. -როგორ მიხვდი? -რა მიხვედრა მაგას უნდოდა? -კაი არ ვარ ხუმრობის ხასიათზე. -და აქამდე იყავი ? -ახლა ჩემს ნერვებზე უკრავ თუ რას შვევბი ? ნერვები პიკს მქონდა. -გამომდის? ჩაიხითხითა. ლევანი უკვე იატაკზე ფოფხავდა. ნერვებმა მიმტუნა და გამწარებულმა ხელი მაგიდაზე დავარტყი. -გეყოფა ახლა. -ხო კარგი. მითხარი რაზე მირეკავ? -გუკას ნომერი მინდა. -შენ არ იცი? -ულოგიკო, რომ ვიცოდე დაგირეკავდი? -შეურაცყოფას ნუ მაყენებ. ოო როგორც ჩანს გავაბრაზე. -ვაიმე მომცემ თუ არა? -რას ? -ნომერს. ვუყვირე -აუ რა დღეში გაქვს ამ ახალგაზრდა გოგოს ნერვები. ღრმად ამოვისუნთქე დასამშვიდებლად. -მაძლევ? მშვიდად ვკითხე. -მე მეგონა მხოლოდ ბიჭები ეკითხებოდნენ მაგას გოგოებს. ლევანი სიცილისგან გადაბჟირდა. მისი სიტყვების შინაარს, რომ ჩავწვდი მანდ გადამეკეტა. -უტაქტო, გარყვნილი და .. და. -და რა? -რაც. -ხო კაი დამშვიდდი მოგწერ გუკას ნომერს, მაგრამ თუ გინდა უთხარი რაც გაქვს სათქმელი აქაა მაინც, თან სპიკერზე მაქვს ჩართული. ამაზე საერთოდ გავგიჟდი ლევანი უკვე ცუდად იყო ამდენი სიცილისგან. . -აუ რა უაზრო ხარ. დაღლილმა ამოვთქვი. -შენ ხო ხარ აზ.. -აღარ მინდა გაგძელება. მოკლედ გუკა შენთან ლაპარაკი მინდა, მისამართს მოგწერ და ამოდი. დღესვე! -მეც მაქვს შენთან სალაპარაკო. გუკას დამშვიდებულ ხმაზე მეც დავწყნარდი. -ხოდა გელოდები. მაშინვე გავთიშე მობილური. -დასტოინი? შენ ამაზე მითხარი დასტოინიაო? ლევანს დავხედე. -მაგარი ტიპია. სიცილით მითხრა და მის აზუზუნებულ მობულურს უპასუხა. -ხო მაკუ.. ხო გითხარი?.. ხვალ მოვალთ.. როგორაა?. კი. კაი ხო. -ნანა ხო კარგადაა? შეშინებულმა ვკითხე. -შენ უკითხიხარ. -დავურეკო? -არა. ჯობია ხვალ მიხვიდე და დაელაპარაკო. -ნაწყენი იქნება. -გადაუვლის. -იმედია. -გოგას არ ეტყვი? -გოგა რა შუაშია? -გოგო ხო უნდა იცოდეს? -რა უნდა იცოდეს? მაგის შვილი კი არაა. -ეგ მეც ვიცი მაგის შვილი, რომ არაა მარა ისე არ უნდა უთხრა? -ვეტყვი. -აუ გეხვეწები ჩემთან ერთად უთხარი რა. -შენ ბიჭო ხო კარკად ხარ? -გადასარევად. გამეკრიჭა. -ისე მიკვირს დღეს, რომ არ დაგირეკა. -დამირეკა. იკა მოყოლია ავარიაში. -როგორაა? -კარგადააო და რავი. მხრები ავიჩეჩე -ხვალ მივალ და ვნახავ. -მეც წამოვალ. -უნის მერე ავიდეთ. არმიანცშია. -ისე ხო ვეუბნებოდი ბიძაშენს? არ უყიდო ჯერ მანქანათქო? ისე მეკითხება გეგონება მე მივეცი იმ უტვინოს მანქანის გასაღები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.