დაკარგული სიმშვიდე ( ნაწილი მეორე - 9 თავი )
ნოე საოცრად დაძაბული იჯდა და რატის უყურებდა, მადლობა ღმერთს რატიმ ლექსის წაკითხვა დაამთავრა თუ არა სცენიდან გაქრა... -ნოე წავიდეთ კარგი? _ ხელზე ხელი დავადე -ჯერ სულ ახლახანს მოვედით არსად წავალთ -მაშინ დამშვიდდი -ანუ ისევ უყვარხარ არა? _ ირონიულად ჩაეცინა -ნოე... დაივიწყე გთხოვ, შესაძლოა უბრალო დამთხვევა იყოს და მეტი არაფერი -შენი პორტერტებიც მის გამოფენაზე უბრალო დამთხვევაა არა?? -რაა? _გაოცებულმა შევხედე -ფუ ამის _ მაგიდას ხელი დაარტყა ყველანაირად ვცდილობდი ამ ინციდენტზე არ გვესაუბრა და სხვა ათას სისულელეს მივედ-მოვედე -მინდა შენ გაუძღვე აქაურობას, შეცვალო ისე როგორც გენდომება დიზაინი... მოკლედ ყველაფერი შენს განკარგულებაშია _ დამშვიდებულმა შემომხედა და ლოყაზე მომისვა ხელი -ამას იმიტომ აკეთებ რომ სანამ ცალცალკე ვიქნებით არ მოვიწყინო და გული გადავაყოლო? _ გამეცინა -პარატა რომ დაიბადებოდა მერე მინდოდა მაგრამ მართალი ხარ ამ სიტუაციამ დააჩქარა კიდევ დიდი ხანი ვისაუბრეთ და სახლში წასვლის დროც მოვიდა... ბინასთან მივედით თუ არა მანქანის კარები ჩამიკეტა და გაიცინა -არმინდა რომ ახვიდე -თავი შეყვარებულობის ასაკში მგონია _ მეც გამეცინა და ხელზე ხელი დავადე -შენ ხარ მაგ ასაკში მე დავბერდი თორემ ... ხვალისთვის გაემზადე და ექიმთან წავალთ -იციი... ერთი სული მაქვს სქესის გაგებამდე მაგრამ იქამდე ჯერ ორი თვეა წინ _ ბედნიერმა ამოვიჩურჩულე -ისე გოგო გინდა თუ ბიჭი? -გოგო მყავს... ახლა ბიჭი მინდა _გამეღიმა და შევატყვე რომ მასაც ჩაეღიმა ჩემს სიტყვებზე -საოცრება ხარ პატარავ... -ამოდი რა ცოტახანი -წამო, მაღაზიაშიც შევიაროთ შოკოლადები ვუყიდო მამას გოგოს მანქანიდან გადმოვიდა , კარების გაღებას აპირებდა მაგრამ არ ვაცადე და გადმოვხტი მანქანიდან, გვერდით დავუდექი და სიცილით გადამხვია ხელი -მამიკოოო _ ოთახიდან გამოიქცა ნიაკომ და ნოეს ჩაეხუტა -რატომ არ ძინავს ჩემს ფერიას? _ ნოეს ხელში მყოფ ნიაკოს ვაკოცე ცხვირზე დავკარი თითი -მე და ბაბუ ნაყინებს ვჭამდით და ... უპს _ პირზე აიფარა ხელი -გამყიდე არა ბაბუ ? _ სიცილით გამოვიდა სამზარეულოდან მამა _ ყოჩაღ სიძევ დროულად დამიბრუნეთ ქალიშვილი -კარგით რაა ამ ზამთარში რადროს ნაყინია, გაცივდება მამა პატარაა ნიაკო ჯერ _ გაბრაზებულმა გავხედე მამას ნიაკო კი უფრო მიეკრა ნოეს -ნიაკოს უნდა გითხრას რომ შეურიგდე და მეტს აღარ გაწყენინებს ხო მამი? მორცხვად დამიქნია ნიამ თავი და ხელი საკოცნელად გადმოწია თავი -კარგი დედიკო რაგჭირს შეარგე ახლა ბავშვს რაღას უშველი გაბრაზებით_ თვალები დამიბრიალა დედამ და ნიას ჩავეხუტე -არ ვუბრაზდები უბრალოდ იცის რომ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს ხო დე? _ თავი დამიქნია მაკოცა და ისევ ნოეს ჩაეხუტა -მამიკო ჩვენთან რჩები დღეს? -არა მა დედა მოვიყვანე სახლში და შენი ლოყების დასაგემოვნებლად ამოვედი დედამ ვახშამი გაამზადა და ყველანი ირგვლივ დავჯექით საჭმლის დანახვისას საშინელი შეგრძნება მქონდა მოულოდნელად შევვარდი საპირფარეშოში ნოე და დედა მე გამომყვა მამა კი ბავშვთან დარჩა -ევა კარგად ხარ ? _ გვერდით დამიდგა ნოე და თმები გადამიწია -ნოე გადი გთხოვ _ მხოლოდ ამის თქმა შევძელი და მთელი დღის ნაკვები საპირფარეშოს ონკანში დავტოვე დედამ ლამის ძალით გააგდო ნოე და თვითონ მომბანა სახე -არაფერია ჩემო პატარა ეს ნორმალურია, მეც საშინელი ფეხმძიმობა მქონდა შენზე -დეე ვგრძნობ რომ თითქონ მეწვის შიგნით _ თვალები ამიცრემლიანდა -წამოდი წამოწექი ცოტახანი ხო? ოთახში დავბრუნდით და ნოეს გვერდით დავჯექი დივანზე -კარგად ხარ? _შუბლზე მაკოცა თავი დავუქნიე და დედაც შემომყვა ოთახში -მამაშენმა ნიაკო წაიყვანა დასაწოლად თხოვა დღეს შენთან დავწვებიო მე ოთახს გაგიმზადებ ახლა და დაწექი შენც _ ოთახი დატოვა დედან და ნოეს გავხედე -გაჩერდები სანამ დამეძინება? -კი პატარავ გავჩერდები ნოეს გულზე მედო თავი და ყველაზე ნაკლებად რაც მინდოდა ახლა ძილი იყო -არმინდა რომ წახვიდე _ მოწყენილმა ჩავილაპარაკე -არც მე მინდა რომ ამ სიტუაციაში გტოვებდე მაგრამ ცოტახანი -ნოე ვერ ვხვდები რამნიშვნელობა აქვს აქ იქნები ასე ჩემთან თუ სახლში -ის მნიშვნელობა რომ ვერ მნახავ რა სიტუაციაში ვარ საკმარისი დოზის არ ქონის დროს და არ ინერვიულებ -ეგ შენ გგონია _ჩავიბურტყუნე და გაკვირვებულმა გამომხედა _ ვიგრძნობ მე, ყოველთვის ვიგრძნობ როცა შენ კარგად არ იქნები -პატარავ დაიძინე კარგი? ხმა აღარ ამომიღია და მის კისერში ჩავდევი თავი -იცი რა მაინტერესებს? _ეშმაკურად გავხედე -აბა გისმენ -ექიმმა თუ თქვა რომ შეიძლება პარტნიორთან სხეულით კონტაქტიო მაშინაც მომიშორებ? გულიანად გაეცინა და თავზე მაკოცა -ჩემი სურვილით კვდება და ერთი წელია იმის კომპლექსიც ვერ გადალახა რომ სიტყვა სე*სი თქვას -ეგრე ხომ? საერთოდ არ მოგეკარები სანამ ერთად არ ვიცხოვრებთ ისევ... აი ეგრე ბავშვივით ნიშნის მოგებით ვუთხარი და გაბრაზებულმა ზურგი ვაქციე სიცილით მომხვია ხელი და მისკენ მიმწია -ჩემი ბუზღუნა გოგო დილას ნიაკოს თბილმა თითებმა გამაღვიძა -დე არ მინდოდა გამეღვიძებინე მაგრამ მინდოდა მოგფერებოდი გული დამწყდა გვერდით ნოე რომ არ მეწვა მაგრამ არ შევიმჩნიე -მოდი ჩაეხუტე დედას რა თორემ ბრაზდება უკვე დედა _ ნიაკო დავიჭირე და წვალება დავუწყე, მთელს ოთახში მისი კისკისი ისმოდა დილის მერე ვცდილობ ნოეს დავკავშირებოდი მაგრამ არ მპასუხობს და ძალიან ვნერვიულობ ერთადერთი რაც მოვიფიქრე აბოსთან დარეკვა იყო, რომელსაც ტელეფონი გამორთული ქონდა და ანასტასიას დავურეკე -ტასო რაშვები? -სამსახურში ვარ ევაჩკა ყველა საბუთები მე მომაყარეს დავიქანცე.. მოიცა მოიცა რა ხმა გაქვს? -ნოეს ვურეკავ და არ მპასუხობს აბოსაც გათიშული აქვს რამე ხომ არ იცი? -აბოს ოპერაცია ქონდა დღეს და ნოე თათბირზეა უკვე ორი საათია და გთხოვ დამშვიდდი კარგი? -მართლა ტასო? არ მატყუებ? -დამშვიდდი ევა, აი გამოვიდნენ უკვე საკონფერენციო დარბაზიდან -დამალაპარაკე რა _ იმედიანმა ამოვიჩურჩულე -ნოეე... ერთიწუთით ევაა... კარგი .... პატარავ თვითონ დაგირეკავს ახლა -კარგი ტასო დიდი მადლობა, სამსახურიდან რაიმე გეგმები თუ არ გაქვს ჩემთან მოდი კარგი? -კარგი საყვარელო მოვცუნცულდები, მაგრამ მამაშენი ისე მიყურებს გაგითიშო უნდა თორემ ახლავე გამომაცუნცულებს სამსახურიდან სიცილით გამითიშა და დამშვიდებულმა დაველოდე ნოეს ზარს... " სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, მთავარია კარგადაა ", ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა თუ არა არც ვაცალე დროს გასვლა და იმწუთას ვუპასუხე -ნოე -რახდება პატარავ? -მოვკვდი კინაღამ... ვერაფრით დაგიკავშირდი, ძალიან ვინერვიულე ნოე _ თვალები ამიცრემლიანდა -დამშვიდდი ევა დამშვიდდი მე კარგად ვარ, ეხლა გამოვალ საცაა და გაემზადე, რომ წავიდეთ ექიმთან -კარგი გელოდები ექიმთან შევედით თუ არა საოცარმა ნერვიულობამ ამიტანა და მაგრად მოვუჭირე ნოეს ხელი -დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება _ ხელზე მაკოცა და ექიმმაც გვანიშნა შემოდითო ღიმილით მოვიკითხე შვებულებიდან დაბრუნებული ნანა ექიმი და მის წინ დავჯექით მე და ნოე -ეხო გადაიღე, პასუხი მომიტანე საყვარელო და შემოდი ჩემთან იქედან გეტყვით ყველაფერს ეხოს კაბინეტში შევედით და ექიმის ნაჩვენებ ადგილას წამოვწექი -ზედა აიწიეთ და შარვლის ღილი გაიხსენით ზედა ავიწიე და შარვლის ღილიც გავიხსენი _ მართალია ექიმი იყო მაგრამ მაინც მორცხვად ვიყავი და ნოეს გავხედე რომელიც სერიოზული სახით იყურებოდა სითხე წამისვა ექიმმა და ეხოს აპარატის სრიალი დაიწყო ჩემს მუცელზე, ნოე ეკრანს უყურებდა სადაც პატარა 'წერტილის' გარდა ჯერ არაფერი ჩანდა -სუსტია ნაყოფი... თავს უნდა გაუფრთხილდეთ _ ფურცელი გაუწოდა ექიმმა ნოეს და მანიშნა ადექიო მეგობრებო ლეპტოპის დაზიანების გამო ვერ ვახერხებ ხშირად დადებას და მაპატიებთ იმედია,ვიცი რომ ეს თავიც საოცრად პატარაა მაგრამ ფიზიკურად ვერ მოვახერხე დღეს ... იმედია ისიამოვნებთ... მალე დავამთავრებ სავარაუდოდ და აღარც თქვენ არ გაგაწვალებთ.. სიყვარულით გვანცი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.