შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოჯახი ერთი წლით [სრულად]


26-11-2017, 07:38
ავტორი მე♥
ნანახია 58 153

სამეზობლოში « ჭორების მსრუტავს » მეძახიან. მეც ვამართლებ, ჩემს სახელს! მთელი უბნის ამბები ზეპირად ვიცი. თუმცა ამჯერად ერთმა ისტორიამ ისე ჩამითრია სულ გადამავიწყდა მოპირდაპირე კორპუსში ახალმაცხოვრებლების ბიოგრაფია, რომ მაქვს გასაგები. მეზობლები ჩემს იმედზე არიან. სად წავედი?! ისტორიაზე გიყვებოდით, ორი წლის წინ უბანში ჭორი გავრცელდა გოგო მოიტაცესო! ჩემს სადარბაზოში ცხოვრობდა... არ ვიცნობდი იმ გოგოს, დღეებით გამასწრო! ახლაგადმოსული ვიყავი იმ პერიოდში. თათია ქვა ისტორიის მთავარ გმირს. ჩვემ ზევით მოხუცი ქალი ცხოვრობს ნაზი. დეტალებში მომიყვა ყველაფერი. ზუსტად ამ ისტორიამ გადამაწყვეტინა წლების წინ მიტოვებული საქმის გაგრძელება და კომპიუტერს მივუჯექი.


სოფლიდან ქალაქში რომ ჩამოხვალ საცხოვრებლად საშინელება. თანაც ზაფხულში, ჩრდილს ვერსად ნახავ. ჩვენი თათაც იმ წელს გადმობარგდა თბილისში. სოფელში დაამთავრა სკოლა, სასწავლებელში გაგრძელება კი ოჯახმა აიძულა. ფინანსურად უჭირდა ოჯახს. ადვილი ხომ არა 6 სულიანი ოჯახის რჩენა? თუმცა სოფლის პირობებისთვის ყველაფერი ქონდათ. მაისში ჩამოვიდა თბილისში, სამსახურის საძებნელად. ქალაქში მამასთან ერთად ჩამოვიდა, დააბინავა და უკან ოჯახთან დაბრუნდა. ხის პატარა მაგიდაზე გაზეთები უზარმაზარი დასტა იდო. გამოცდილება! რაც თათას საერთოდ არ გააჩნია. ერთადერთი რაც ყველაზე კარგად გამოსდის სახლის დალაგება და სამზარეულოში ტრიალია. ტუზი დაეცა!
სწრაფად აკრიფა წითელი პასტით შემოხაზული ნომერი და დაელოდა. ქალმა უპასუხა... ისეთმა ტელეფონშიც,რომ ეტყობა ფენა. რამოდენიმე წუთი კანკალით ესაუბრებოდა ქალს, მერე შეხვედრის ადგილი დათქვეს და გაუთიშა. გარდერობში ტანსცმლის სიმცირის მიუხედავად, მაინც ამოარჩია კლასიკური სტილის ტანსცმელი და ხვალისთვის გაამზადა.

მეორე დილით გახარებული გაფრინდა იმ კაფეში სადაც შეხვედრა ქონდა დათქმული. იქ მისულს კაფე სულ ცარიელი დახვდა, მხოლოდ ერთ მაგიდასთან იჯდა, ლამაზად ჩაცმული ქალი და ყავას სვავდა. კაფე კიდევ ერთხელ მოათვალიერა და მოხიბლულმა ჩაიღიმა. დინჯი ნაბიჯებით წავიდა ქალისკენ და მის გვერდით გაჩერდა.

-გამარჯობა. _ წვრილი ხმით ჩაილაპარაკა და თბილად გაუღიმა ქალს.

-გამარჯობა თათა, დაჯექი. _ ქალიც თბილად გამოეპასუხა და ხელით მის პირდაპირ მდგარ სკამზე მიუთითა. _ ყავა თუ ჩაი?_ იკითხა ინტერესით და ბართან მდგარ ქალს ხელით ანიშნა მოდიო.

-ყავას დავლევ, გმადლობთ!_ ქურთუკი უკან გადაიწია და სკამზე ლამაზად ჩამოკიდა.

-აი ეს არის ჩემი კაფე! აქ მოგიწევს მუშაობა თუ შევთანხმდით. _ თვალი მოვლო კაფეს ქალმა და საკუთარი თავით კმაყოფილმა ჩაიღიმა._ რაც შეეხება ჩემს პირობებს, დილიდან მოგიწევს მუშაობა, საღამოს რვა საათამდე. კაფეს შენ დაკეტავ. თავიდან მანანა დაგეხმარება, მერე იმედია შენც აითვისებ სამზარეულოში მარტო ტრიალს. ყველანაირი ნამცხვარი უნდა შევთავაზოთ კლენტს. დღის განმავლობაში ოთხი ნამცხვრის გამოცხობა მაინც მოგიწევს, ან შეიძლება ნაკლების გააჩნია როგორ გაიყიდება... ადრე ვინც მყავდა ძალიან გემრიელ ნამცხვრებს აცხობდა, მაგრამ ახლა გათხოვდა და წავიდა.

-იცით მე სასწავლებელშიც უნდა ვიარო. მაგრამ ჯერ, არდადეგებია და ჩემიძლია დილითაც მოვიდე, უბრალოდ მერე გამიჭირდება._ მორცხვად ჩაიჩურჩულა და ქალს თვალი აარიდა.

-მერე რას იზამ აბა?_ იკითხა ქალმა და თვალებში ჩააჩერდა.

-იქნებ ღამის საათებში გამოვაცხო დილისთვის, რომ მზად იყოს? თან ნამცხვარს გაციება აუცილებლად ჭირდება. _ დედის გამოცდილება ალაპარაკებდა ასე კარგად თათას.

-არც ეგ არის ცუდი იდეა. საღამოს დარჩები და ნამცხვრებს გამოაცხობ მეორე დღისთვის, ცოტა დამღლელია, მაგრამ შენ გაწყობს!_ ღიმილით ჩაილაპარაკა ქალმა და ფინჯანი გადმოატრიალა. _ ხელფასი 200 ლარი გექნება.

ორასი ლარი? ამაზე ვერც კი იოცნებებდა. როგორ გაუმართლა ასე უცებ, რომ იშოვა სამსახური! მართალია ძალიან გადატვირთული გრაფიკი ექნება, მაგრამ საკუთარი თავის რჩენა უნდა შეძლოს. იქნებ მერე სასწავლებელშიც დაუნიშნონ, კარგი სწავლისთვის სტიპენდია. მამაც ხანდახან წაუკრავს ხოლმე ხელს და არ გაუჭირვებს. არა! გამორიცხულია მამუკას ფულს არ მთხოვს, მუშაობა იმიტომ დაიწყო, რომ მშობლებზე დამოკიდებული არ ყოფილიყო! თანაც სად აქვს მამუკას იმდენი შემოსავალი, რომ ესეც არჩინოს და იქ ოჯახიც...

-თუ გინდა დღესვე დაიწყე მუშაობა. _ შესთავაზა ქალმა და ფეხზე წელში გამართული წამოდგა.

-დიახ მინდა!_ მანაც მიბაძა და ფეხზე გასხივოსნებული წამოხტა.

-მაშინ წამომყე და ყველაფერს აგიხსნი. ღუმელი გაგვიფუჭდა და ცოტა უჭირს მუშაობა, იქითა კვირას ახალი ჩამომდის და იმედია კარგი იქნება. _ სამზარეულოსკენ აიღო გეზი და შიგნით შევიდა. ფქვილში ამოსვრილი მანდილოსანი იდგა და ცომს აბრტყელებდა, თათა თავი ოდნავ დაუკრა და ხმადაბლა მიესალმა. _ მანანა გაიცანი ეს ჩვენი ახალი თანამშრომელია თათა, თათა ეს მარინაა... რომ არა ის არ ვიცი რა ეშველებოდა აქაურობას!_ შეაქო ქალი და ღუმელს მიუახლოვდა. _ აი ეს არის ჩვენი კაფის ტკივილი. იმედია მალე გაუგებ, ზოგჯერ ხმებს გამოსცემს და არ შეგეშინდეს, დამჭერი არ უვარგა. გამოყენებას მანანა გასწავლის მე არაფერი გამეგება აქ. _ ხელი დაადო ქალს და თვალებით ანიშნა გოგონას მიხედეო. ფქვილიანი ხელები წინსაფარზე გაისვა მანანამ და თათას გაუღიმა.

-ძალიან გამიხარდა ახალგაზრდა რომ მომიყვანეს. ამასწინებზე მოხუცი ქალი იყო მოსული, ერთი კვირა სისხლი გამიშრო. ცომივით გორაობდა წინ და უკან!_ დაიწუწუნა მანანამ და ღუმელის ჩამრთველს ხელი დაადო. _ აი ეს არის ჩამრთველი. მეორე ხაზზე დააყენებ და ჩართულია, ტემპერატურა შენ თვითონ აირჩიე, მიხვდები რა დროს რომელი უნდა დააყენო. გამორთვის დროსაც იგივე ნაირად, უკან ვაბრუნებთ ისარს და ნოლზე ვაყენებთ. გასაგებია?_

-კი კი ყველაფერი გავიგე. _ თავი დაუქნია თათამ.


მალევე აითვისა ყველაფერი. მანანა ძაალიან ეხმარებოდა, ყველაფერს დაწვრილებით უხსნიდა და არ იღლებოდა გამეორებით. კაფეში კლიენტების რაოდენობამ დღის მეორე ნახევრიდან იმატა. სულ ახალგაზრდა წყვილები და მეგობრები შემოდიოდნენ თითქმის. რამოდენიმე მეტრში, სასწავლებელია და შესვენებაზე გადმოდიანო, მანანამ უთხრა. თვითონაც რომ გაიჩენს მეგობრებს იმედია ასე ივლის მათთან ერთად. თბილისში კი ყავს ერთი ახლობელი, მაგრამ ის ახლა დასასვენებლად არის წასული და თათასთვის არ ცალია. რამოდენიმეჯერ კაფის დახლთანაც მოუწია მუშაობა, ეს საქმიანობაც ძალიან კარგად მოირგო. ქალბატონი თამილა კაფის მეორე მხარეს პატარა კაბინეტში იჯდა და ბიუჯეტს უძღვებოდა. ამ ქალში ყველაზე მეტად მაინც ეს მოსწონს, არ არის თავდაჯერებული და ზოგიერთებივით თავმაღალი! ძალიან უბრალოა, მიუხედავად იმისა რომ ასეთი კაფის პარტრონია. ერთი შეხედვით ჩვეულებრივია იქაურობა, მაგრამ თუ კარგად დააკვირდები მიხვდები რომ ამ ჩვეულებრივობაშია მთელი ხიბლი. ერთი ნამცხვარი გამოაცხო დღის ბოლომდე, მეტი შეკვეთა არ ყოფილა მანანასგან. თუ ასეთი ტელმპით გაგრძელდა, სულაც არ გაუჭირდება მუშაობა. მაგრამ ღამის გათენება და მერე სასწავლებელში წასვლა როგორია?! ძალიან ძნელია, თანაც თათა ისეთ რეჟიმზეა გაზრდილი, სოფელში ათ საათზე უკვე საწოლში იწვა და წიგნებს კითხულობდა. ახლა კაცმა არ იცის წიგნისთვის მოიცლის თუ არა! იმედია სასწავლებელში არ შეექმნება ამის გამო პრობლემა.

მანანამ შესთავაზა მეც შენთან ერთად დავრჩები ეს ღამე და უფრო ადრე წახვალო, მაგრამ არაფრის დიდებით არ დაიტოვა ქალი! შეეცოდა ჯერ ისედაც გადაღლილია წინ და უკან სირბილით და ახლა თათასთან დარჩენა სასჯელია მისთვის. სამაგიეროდ თამილა დარჩა გვიანობამდე და უყურა როგორ საქმიანობდა თათა. შეიძლება ამოწმებდა კიდევაც სანდოა თუ არა. ლოგიკურიცაა, პირველი დღეა რაც მუშაობა დაიწყო, იქნებ ბანდიტია?. როცა დარწმუნდა, რომ თათა ცუდის გამკეთებელი არ არის, თავისი კაბინეტი ჩარაზა და დაემშვიდობა. ღამის თორმეტ საათამდე მოუწია ყოფნა. შესანიშნავი დროა, სამი ნამცხვარი გამოაცხო და ახლა სახლში წავა! ასე თუ გააგრძელა, საერთოდ არ მოუწევს, გვიანობდამდე ყურყუტი. ნამცხვრები ლამაზად შეფუთა და დაალაგა. კაფე საგულდაგულოდ ჩაკეტა სამივე საკეთით და მერე რკივინის კარებიც ჩამოაფარა. სახლში ახლა ფეხით წასვლა როგორია? თან ამ სიშორეს, ტაქსში გადასაყრელი ფულიც არ აქვს. რა შარში გაყო თავი! ასე ტაქსებით თუ ირბინა რაღა დარჩება იმ ხელფასიდან? არც არაფერი, ამიტომ ურჩევნია ფეხით იაროს, თან რა ლამაზი ღამე. ძალიან მშვიდი!

ღამის შიში არ აქვს. სოფელშო საქონელი, საძოვარზე როცა ყავდა, ხშირად ღამით უწევდა შინ დაბრუნება, მაგრამ ის სოფელია! იქ გაიზარდა, ყველას იცნობს და არაფრის ეშინია. თანაც იქაურობა ძალიან პატარა, თბილისი კიდევ იმხელა დაკარგვის ეშინია. ჩამოსული ბავშვები უყვებოდნენ ხოლმე თბილისზე და სულ უფრო უკარგავდნენ აქ გადმოსახლების სურვილს. იმდენი ამაზრზენი ისტორია მოისმინა, როგორ ხვდებიან ქუჩაში ქალებს... წარმოდგენაც კი ზარავს ამ ყველაფრის. თავისი სახლის ასახვევს, რომ მოუახლოვდა ცუდი ფიქრები გაფანტა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. უკნიდან რამოდენიმე ადამიანის ნაბიჯების ხმა მოესმა და ადგილზე მიიყინა, გული ლამის საგულედან გაეპარა. თვალები მაგრად მოხუჭა და ნაბიჯს კიდევ უფრო აუჩქარა. როცა გვერდით ჩაუარეს თვალები მხოლოდ მაშინ გაახილა. ქალი და მამაკაცი მიდიოდნენ მის წინ. ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და სადარბაზოში სირბილი შევიდა.
« ასეთი შიშებით დიდხანს ვერ გავძლებ მე! » ჩაიფრუტუნა და სამზარეულოში შევიდა, ცოტა წაიხემსა და მერე საწოლში შეწვა.

ხვალ დილით ადრეა ასადგომი და სამსახურში წასასვლელი, ცოტახანი ასე უნდა გაძლოს... მერე იმედია შეეგუება ასეთ ყოფას. თვალები დახუჭა და სოფლის ამბები გაიხსენა. რა კარგი იყო ნიკუშასთან ერთად ყოფნა. ახლა ძალიან მოენატრება და ვინ იცის როდის ნახავს. ის ქალაქში ვერ ჩამოვა იქითა ზაფხულამდე, თათას კიდევ გადარბენები აქვს და სად ცალია სარბენად. მოუწევს ნიკუშად დავიწყება. თვითონაც იცის, რომ მასთან ცხოვრებით შორს ვერ წავა. ისევ სოფელში მოუწევს დაბრუნება და არაფრით ცხოვრება. უსწავლელი ქმარი რაც არ უნდა იყოს არ ჭირდება თათას! სოფელში ცხოვრებას არასდროს არ ითაკილებს, ბოლოს და ბოლოს იქ გაზრდილია. უბრალოდ არ უნდა თავის შვილებს ცუდი მომავალი ქონდეთ! უნდა, რომ ყველას მისცეს საშვალება სწავლის, როგორც ამას მისი მშობლები აკეთებენ. მამუკა და ლედი ნასწავლი ცოლ-ქმარი, რომ არ იყოს ასე კი ვერ გამოუშვებდნენ შვილს აქეთ! ამ ყველაფერს კარგად ხვდება პროვინციელი და ესმის. მაგრამ გულის რაღაცა ნაწილს მაინც ენატრება ნიკა. მასთან გატარებული თითოეული დღე სასიამოვნო მოგონებად დარჩება, თათაში. მერე რა რომ ერთმანეთზე არ გიჟდებოდნენ. მთავარია, რომ ორივეს ესმოდა ერთმანეთის და შეპარვით აგრძნობინებდნენ ყველაფერს, ახლა ესეც აღარ აქვს. ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს, სრულიად ახალ გარემოში, სადაც არავინ არ ყავს.

მეორე დილით სახლის კარები გახარებულმა გამოიკეტა და კიბეები ჩაირბინა. სადარბაზოდან გასულს, იქვე სკამზე ჩამწკრივებული მეზობლები დახვდნენ, ყველამ თათას გამოხედა. უხერხულად შეიშმუშნა პროვინციელი და ღიმილით შემოიფარგლა. მათგან ერთერთი გამოეყო და თათასკენ თბილი ღიმილით წამოვიდა.

-გამარჯობა ჩემო კარგო.

-გამარჯობა.

-მე ნაზი ვარ, შენი ზედა მეზობელი. გავიგე ახლახანს ჩამოსულხარ ქალაქში, მეზობლებსაც არ იცნობ. შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, ზოგჯერ თუ წყალი ჩამოგიშვი არ მეჩხუბო, სიბერემ თავისი ქნა! _ სიცილით დაასრულა წინადადება ქალმა.

-არა რას ამბობსთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნაზი, მაგრამ ახლა უნდა გავიქცე სამსახურში მაგვიანდება. ძალიან გამიხარდება დღეს საღამოს ჩემთან თუ ჩამოხვალთ.

ამ ქალში დედა ამოიცნო, თათამ. ზუსტად ასეთი საუბრის მანერა და ღიმილი აქვს ლედისაც. საერთოდ ადამიანებს ძალიან ადვილად იყვარებს, ამ ქალის მიმართაც უკვე უდიდეს პატივისცემას გრძნობს. ღიმილით ყველაფერს ხვდება თათა. ქალმა თბილად გაუღიმა და დაემშვიდობა. გუშინ მანანას კითხა რომელი მარშუტი მოდის ჩვენს სამსახურამდეო და იმან უთხრა ნომერი, თორემ ახლა დაიკარგებოდა. გაჩერებაზე დიდხანს მოუწია ლოდინმა, ბოლოს იფიქრა ფეხით წავალო, მაგრამ გზას რომ გახედა გადაიფიქრა. « სანამ მე იქ ჩავალ დაღამდება. » ცოტახანში ავტობუსიც გამოჩნდა. გადაჭედილი იყო, ძლივს მოახერხა ფეხზე დადგომა და ხელებით ჩანთას დაეჯაჯგურა. ასეთ შემთხვევებში ძალიან ხშირია ძარცვა, ახლა საერთოდ არ აწყობს ჯიბეგაფხეკილი დატოვოს ვიღაცამ. თავისი კაფის წინ ჩამოხტა და სირბილით წავიდა. კარებში მომღიმარი თამილა დახვდა, ვიღაცა მამაკაცს ესაუბრებოდა. მამაკაცი გრუბმა მზერამ ცოტა შეაშინა. კვამლისფერი თვალები ძალიან ცივი და არაფრისმთქმელი, წარბები უშნოდ ქონდა შეყრილი და ბოროტი ბიძიას შთაბეჭდილებას ტოვებდა. თბილად მიესალმა უფროს და შიგნით შევიდა. ჯერ ფიქრებით ისევ იმ მამაკაცთან იყო, რა სახით უსმენდა თამილას, მტრისას ეგ ვინმემ გადიმტეროს. თავის ფიქრებზე გაეცინა და საცხობისკენ წავიდა. ფორმა უცებ მოირგო ტანზე და თავის გამომცხვარ ნამცხვრებს დახედა. ლამაზად დაჭრა და მანანას გამოყოფილ ლანგარზე დაალაგა კოხტად. ჯერ ნამცხვარი ბლომად აქვს და ამიტომ მანანას გვერდით სახლთან მოუწევს დგომა და მიხმარება. ნამცხვარს ხელი მოკიდა და დახლის ქვემოთ მოთავსებულ ლამაზად გაფორმებულ ვიტრინაში შეალაგა. ცოტახანში «ბოროტი ბიძა» და თამილაც შემოვიდნენ. ორივეს ღიმილით ჩაუარა ქალმა და თავის პატარა კაბინეტში შევიდა.

-ეს არის ჩვენი მეორე უფროსი. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა მანანამ. უცებ გამოიყვანა ფიქრებში გართული თათა მისმა სიტყვებმა. _ რომ იცოდე როგორი ღრჯუა!_ წრბები აწკიპა და ცივი მზერითთ გახედა კაბინეტს.

-ჩვენი მეორე უფროსი?_ გაკვირვებულმა გაიმეორა მისი სიტყვები. « ახლა ასეთი მაგარი კაფეც არ არის, ორმა კაცმა მართოს »

-ეს თამლიას შვილია, ფული ამან ჩადო, მაგრამ საერთოდ არ იხედება აქეთკენ. დედამის გადმოულოცა აქაურობა, თვითონ მანქანების ბიზნესით არის დაკავებული ვაჟბატონი._ ცივად ჩაილაპარაკა ქალმა და კლიენტს გაუღიმა.


მანანას ცივმა ტონმა კიდევ უფრო შეაშინა. წარმოდგენაც არ უნდა ამ კაცთან ურთიერთობა, რომ მოუწიოს რა იზამს. ნეტავ სულ ასეთი ცივი მზერა აქვს, იქნებ ვინმემ გააბრაზა და იმიტომაც არის ასე.
კარების მაგრად მოჯახუნების ხმამ გამოაფხიზლა. სწრაფად გადაწმინდა მაგიდა და უკან მიტრიალდა. მამაკაცი მის უკან ისევ იმ მზერით იყო ასვეტილი.

-დიახ, გნებავთ რამე?_ გამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა თათამ და წელში გასწორდა.

-ლუდი!_ ხმა საერთოდ კატასტროფა. ცივი ისეთი, რომ ადგილზე მიგყინავს. თავი ნელა დაუქნია და იქაურობას გაეცალა. მამაკაცი მაგიდასთან მოთავსდა და თვალებით მთლიანი კაფე დაზვერა. ძლივს ჩამოასხა ლუდი და მაგიდისკენ წავიდა.

-თქვენი ლუდი. _ ნელა დაუდო მაგიდაზე და უკან გამობრუნება დააპირა

-შენთვის არ უსწავლებიათ, რომ ამას მიწისთხილიც უნდა მოაყოლო?_ ჩაისისინა მამაკაცმა და დამცინავად გახედა ქალს.

-თქვენ არ გითქვამთ.... _ ენა დაება საბრალოს.

-შემდეგში იცოდე!

გამოცრა კბილებში და თვალებით ანიშნა მომცილდიო. სწრაფი ნაბიჯებით წავიდა დახლისკენ და გამზადებული მიწისთხილი აიღო. « ერთხელ გაუძელი და მერე მანანა გაუშვი ხოლმე» გაამხნევა საკუთარი თავი და მამაკაცისკენ წავიდა. უხმოდ დაუდო თხილი წინ და სწრაფად გამოტრიალდა უკან. მას აღარაფერი უთქვამს, დაკმაყოფილდა ალბათ! ნაბიჯი სულ აერია იმ კაცის გადამკიდე, როგორი საშინელი გამოხედვა აქვს. ხმა საერთოდ მოსასპობი! ასე როგორ შეიძლება ახალგაზრდა გოგოს შეშინება? თანაც დამწყების, ხომ შეიძლება ცოტა თბილად მიმართოს... დახლთან დადგომა აღარ ისურვა და საცხობში შევიდა. ხელის ზურგით ოფლის დაცვარული შუბლი შეიმშრალა და სკამზე ჩამოჯდა. შეიძლება ბევრისთის მისი ბავშვური საციელი სასაცილოა, მაგრამ თათას მართლა შეეშინდა. არ არის ასეთ აგრესიულ ხალხთან ურთიერთობას მიჩვეული, იქ სოფელში ყველფერი ძალიან სხვაგვარად იყო. ხალხში მხოლოდ სითბოს ხედავდა, აქ ჩამოსვლისას კიდევ რა დახვდა! სიცივე და ეს საზიზღარი კაცი. იმედია ეს დღე პირველი და უკანასკნელია, მათი შეხვედრის.
ღუმელს გახედა და თვალები ააფახუნა. ცოტახანში საცხობში მანანა შემოვიდა ღიმილით, თათას გვერდით დაუდგა და ხელები მხარზე დააწყო.

-რაღაცა უნდა გთხოვო. _ მუდარით ჩაილაპარაკა ქალმა.

-გისმენთ მანანა დეიდა. _ სხარტად წამოხტა ფეხზე და წელში გასწორდა.

-ორი დღე უნდა შემცვალო.

-მე? კი მაგრამ როგორ? აქაც და იქაც?_ ხელები უმისამართოდ აათამაშა გაოცებულმა. მართლაც როგორ უნდა ემუშავა მარტოს აქეთ იქით?

-ჩემი ძმიშვილი მოვა და დაგეხმარება, მაგრამ ბიჭია და ცოტა მოუხერხებელი. ძალიან რომ არ დაგტვირთო დახლთან ის დადგება ხანდახან.

მუდარით საუბრობდა მანანა. ასეთ დროს თათას დატოვება იქნებოდა? მეორე დღეა რაც სამსახური დაიწყო და უკვე, ამხელა საქმეს აჯახებენ. მაგრამ რა ქნას, ვალდებულია პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს. სხვანაირად ვერაფერსაც ვერ მიაღწევს.

-კარგით არ არის პრობლემა!_ თბილად გაუღიმა და ქალი დაამშვიდა.

-რა კარგი გოგო ხარ თათა რომ იცოდე. ახლავე დავურეკავ ჩემს დათუნას და მოვა.

სახელის გალამაზებულ ფორმაზე სიცილი მოუნდა თათას, მაგრამ მისი მხრიდან ეს ძალიან დიდი უტაქტობა იქნებოდა, ამიტომ ენას კბილები დააჭირა და თავი შეიკავა. მანანამ დათუნას დაურეკა და მოსვლა თხოვა, თვითონ უცებ გამოიცვალა და ძმიშვილს გარეთ დაელოდა. უკან დაბრუნებულ თათას ის საძაგელი კაცი იქ აღარ დახვდა. შვებით ამოისუნთქა და სავარაუდოდ დათუნას გაუღიმა. მანანას ძმიშვილი თათას ტოლი იქნებოდა, ძალიან ახალაზრდა და გადარეული ბიჭის იმიჯი ქონდა მორგებული. თმები აბურდული და მოუწესრიგებელი, სახე ისეთი დასიებული ქონდა, აშკარად ახლახანს გაიღვიძა, ხელები ტატუებით გაფორმებული. წარბები მაღლა აწია თათამ და ბიჭი კიდევ ერთხელ შეათვალიერა საგულდაგულოდ... « რას გავს ეს ცოდვა ეს. » ჩაიცინა გულში და დახლს დაეყრდნო. ჯერ ადრეა და კლიენტები არ არიან, ძალიანაც კარგი. ნორმალურად მაინც გაიცნობს დათუნას. მანანამ ძმიშვილი გააცნო თათას და წავიდა.

-მე აქ უნდა ვიდგე ხო?_ ხელი დახლისკენ გაიშვირა ბიჭმა.

-კი აქ უნდა იდგე, ზოგჯერ საცხობშიც უნდა მომეხმარო. _ სიცილნარევი ხმით უთხრა. წარმოდგენა არ ქონდა ამ ბიჭს აქ რა უნდა გაეკეთებინა, მანეკენად თუ დადგებოდა და გოგონების უმრავლესობას მოიზიდავდა.

-რამე უნდა გამოვაცხო?_ წარბები შეყარა და გაბრაზებულმა გახედა თათას.

-არა კაცო! უბრალოდ მომეხმარები, ცოტას.

-კლიენტები არიან ხოლმე?

-მეც გუშინ დაივწყე მუშაობა. დღის მეორე ნახევარში მოდიან უფრო.

-კაი გოგოები ჩითავს?_ ეშმაკურად ააციმციმა ცისფერი თვალები დათუნამ.

თათა მისმა განსხვავებულმა, საუვრის მანერამ დააბნია და მხოლოდ გაუღიმა. « მართალი იყო, ქეთი შემედგინა ლექსიკონი.» მთელი დღე დათუნასთან ერთად იმუშავა, საკმაოდ კარგად. ბიჭი მის ყველა მითითებას ზედმიწევნით ასრულებდა, ეტყობა რომ პასუხისმგებლობის გრძნოვა აქვს და ეს თათას ძალიან მოსწონს. თამილაც რამოდენიმეჯერ შეეხმიანა ბავშვებს, მოიკითხა და წავიდა. საღამოს კიდევ ორი ნამცხვარი გამოაცხო და კაფე დაკეტა. დღევანდელმა დღემ ძალიან იმოქმედა თათაზე, ლამის არიც გული წაუვიდეს დაღლილს. არ არის ადვილი, დღეში ორი ნამცხვრის ცხოვა, ღამის ცხრა საათზე... თანაც მანანას გარეშე მაინც გაუჭირდა, საცხობში დათუნა ვერ მიეხმარა და იმიტომაც მოუწია გვიანობამდე ყოფნა. დაღლილი მისეირნობდა თბილისის ჩაბნელებულ ქუჩებში და გრილი ჰაერით ტვინსაც ინიავებდა. კორპუსის მოპირდაპირე მხარეს შავი მანქანა დალანდა, ზუსტად ისეთი თავისმა ძმამ სურათები რომ ანახა ადრე. თათა დაპირდა, როცა ფულს ვიშოვი გიყიდიო... არადა ორივემ კარგად იცოდა, რომ ასეთი მანქანის ფულს თათა მთელი თავისი ცხოვრება ვერ შეაგროვებს... მაგრამ პატარა ზურა მაინც დააიმედა!
სახლში დაღლილი და ძალაგამოცლილი მივიდა, ჭამის თავიც კი არ ქონდა. აბაზანა მიიღო და პირდაპირ საწოლში შეწვა. კამოდიდან წიგნი აიღო და ხუთი ფურცელი წაიკითხა, მერე თვალები მიენაბა და გაითიშა.

დილით გამოძინებულმა გაიღვიძა საერთოდ ვერ გრძნობდა დაღლილობას, ერთადერთი რაც გულს უხეთქავდა მისი უპასუხისმგებლობა იყო. გუშინ ნაზი დეიდა უნდა სტუმრებოდა, ეს კიდევ სად იყო იმ დროს! როგორ ვერ იფიქრა, რომ გვიანობამდე მოუწევდა დარჩენა. პირი მოიბანა და სახლიდან გავიდა. კიბეები ნელა აირა და ზუსტად მის მაღლა მდებარე კარებზე დააკაკუნა. კარები პატარა გოგომ გაუღო, თვალებში სასაცილოდ უელავდა ჭინკები.

-რამდენჯერ გაგაფრთხილე ბები კარები ჩემს გარეშე არ გააღო თქო!_ ქოთქოთის მოდიოდა ნაზი. თათას დანახივსას გაიღიმა და ბავშვი სახლში შეაგდო.

-ბოდიშის მოსახდელად მოვედი. გუშინ სამსახურში გვიანობამდე შემოვრჩი. არადა ადრე უნდა წამოვსულიყავი. _ თავის მართლება დაიწყო თათამ.

-რას ამბობ შვილო, არ გრცხვენია. შენ იყავი კარგად და ყავას სხვა დროსაც დავლევთ. შემოდი ახლა თუ არ გეჩქარება.

-დიდი სიამოვნებით. _ ზურგს უკან დამალული შოკოლადის ფილე მიაწოდა ქალს და სახლში შევიდა.

სახლი ძალიან მყუდროდ ქონდა ნაზი დეიდას მოწყობილი. აქა იქ დაყრილი სათამაშოები, მიგახვედრებდა რომ სახლში პატარა არსება ყავდათ. მისაღებში ძველებურ ხის დივანზე დასვა თათა თვითონ კი სამზარეულოში ყავის მოსამზადებლად გავიდა. როგორ მოსწონს ასეთი სტილის სახლები, ცოტა ძველი ხიბლი რომ ეტყობა. ოცხმოცდაათიანების წვრილმანი, დეტალები კარგად ემჩნეოდა სახლის არაჩვეულებრივ დიზაინს. თავისი სახლიც ასეთია სოფელში, ძალიან ძველი და უამრავი მოგონებებით სავსე. კიდევ ერთხელ ჩაწყდა გულში მძიმედ სოფლის გახსენებისას მათი ნაწილი. ტირილით გასკდებოდა ალბათ სტუმრად რომ არ ყოფილიყო. ყელში გაჩხერილი პატარა ბურთულა წვალებით გადააგორა უკან და თვალები სწრაფად დაახამხამა, ცრემლების გასაფანტად. ცოტახაში ლანგრით ხელში ნაზი დეიდა გამოვიდა და ხის ლამაზად მოჩუქურთმებულ მაგიდაზე ფინჯნები და ტკბილეულობა დაალაგა.

-ძალიან გამიხარდა რომ ამოხვედი._ თბილად დაუსვა ქალმა მკლავზე ხელი. _ გაიცინი ვინმე?_ იკითხა ინტერესით და თეფში ნამცხვარი გადმოუღო.
-სამსახურში თანამშრომლები და თქვენ. _ ღიმილით უპასუხა და თეფში გამოართვა._ გმადლობთ.

-ძვირად მოგაქირავა იმ საზიზღარმა ქალმა ბინა ხომ? არავინ არ იქირავა ერთი წლის განმავლობაში, ისე ძვირს აფასებდა. _ გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა ნაზიმ.

-თვეში ორასი ლარი.

-დაუწევია ფასი! სოფლიდან ჩამოხვედი ხომ დედი შენ?_ ცნობისმოყვარე თვალებით მიანათა თათას.

-კი სოფლიდან ჩამოვედი.

კიდევ დიდხანს ისაუბრეს, ძალიან ბევრი საერთოდ აღმოაჩინეს, მიუხედავად ასაკისა. ნაზიმ კიდევ ერთხელ დატოვა თათაზე კარგი შთაბრჭდილება. პატარა გოგოც გაიცნო პროვინციელმა... სამსახურში წასვლის დროს ფეხზე წამდოგა და ქალს დაემშვიდბა, ნაზიმ მეც დაბლა მოვდივარო და ერთად გავიდნენ სახლიდან. დაბლა ჩასულს სამეზობლო ისევ იქ დახვდა შეკრებილი. ერთ-ერთი მათგანი მზესუმზირას ყიდდა და თან აკნატუნებდა. ნაზიმ თათა მათთან მიიყვანა და გააცნო, ყველამ ძალიან თბილად მოიკითხა ახალი მეზობელი. წამოსვლას აპირებდა უცნაურმა კითხვამ, რომ შეაკრთო.

-შვილი, აის შავი მანქანა შენთან არის?_ თვალებით იმ მანქანისკენ მიუთითა გუში, რომ დიანახა თათამ.

-არა ჩემთან არ არის. _ გაკვირვებულმა გახედა ქალებს.

-რაც შენ გადმოხვედი იმის მერე მოდის ხოლმე და ვიფიქრე ახალ მეზობელთან არიანთქო. _ ეშმაკურად ალაპარაკდა ერთერთი მათგანი. ნაზიმ ქალებს თვალები დაუბრიალა და თათას ანიშნა წადიო.

მთელი გზა მანქანაზე ფიქრი ჩაყვა. ასეთია, თუ რამით დაინტერესდა მერე ვეღარ იშორებს მასზე აზრებს. კარგად, რომ დაფიქრდა, ის მანქანა მხოლოდ გუშინ ღამით შეამჩნია, კორპუსთან. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მასთან არის ვინმე. ღმერთო ჩემო, რა სისულელეა თათასთან ვინ უნდა იყოს, თბილისში კაციშვილს არ იცნობს... და მითუმეტეს ასეთი მანქანის პატრონს. საერთოდ არ ეხება ეს თათას, ამიტომ ჯობია ამაზე თუ აღარ იფიქრებს. კაფესთან ჩამოხტა და სამსახურისკენ წავიდა. კარებში დათუნა დახვდა ასანთით ხელში. პროვინციელს თბილად მიესალმა და კაფის კარები გაუღი.

-მხოლოდ თქვენს შემდეგ!

სიცილით მოიხარა წელში და ცალი ხელი მუცელთან დაიდო. თათაც აყვა და კისკისით შევიდნენ კაფეში. სიცილი სახეზე შეეყინა, ისევ იმ მაგიდასთან მჯდომ მამაკაცს რომ მოკრა თვალი. ერთიანად გააუცხელდა სხეული და ბოლოს ტვინის უჯრედებსაც მიწვდა. ოცლით დაცვრული ხელისგულები თითებით გაიწმინდა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. სიცილში გართულ დათუნას თათას რეაქცია არ შეუმჩნევია... დახლთან დადგა და ხელით ანიშნა ნამცხვრები გამომიტანეო, დაბნეულმა ააფახუნა თვალები და ლამის სირბილით წავიდა საცოხობისკენ. კარები როგორც კი დაკეტა თავი სამშვიდობოს იგრძნო და თავისუფლად შეძლო სუნთქვა. მართალია იმ კაცს მისთვის ისეთი არაფერი გაუკეთებია, ასეთი დაპანიკებული რომ არის, მაგრამ ის საშინელი მზერაც საკმარისია თათას შესაშინებლად. შეფუთული ნამცხვრები გამოალაგა და დათუნასთან გაიტანა. მამაკაცი ისევ იქ იჯდა და ლუდის ჭიქას ხელში ატრიალებდა. მიმიკა ისევ ისეთი ცივი ქონდა როგორც გუშინ. საცხობში შეტრიალებას აპირებდა მამაკაცმა მისი სახელი რომ დაიძახა. ერთიანად ალეწილი იდგა და ხმას ვერ იღებდა. ნაბიჯის გადადგმაც საშინლად გაუჭირდა, ბოლოს დათუნამ უბიძგა და გამოაფხიზლა. ფეხებარეული მივიდა მამაკაცთან და მის წინ დადგა.

-გისმენთ!

ენის ბორძიკით ძლივს ამოაძვრინა ერთი სიტყვა. უხმოდ გამოუწოდა ცარიელი ლუდის ჭიქა და ფეხზე წამოდგა. « ამისთვის მომიყვანა ამ მანიაკმა, მერე ვერ მივხედავდი? » ბურტყუნებდა გულში და კარებისკენ მიმავალ სილუეტს უყურებდა. ჭიქას გამწარებულმა დაავლო ხელი და მაგიდა მოასუფთავა.

-რა უნდოდა? _ კითხა დათუნამ და ნამცხვარს გვერდი მოაჭამა.

-არაფერი!_ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ჭიქიანად სამზარეულოში შევიდა.

მთელი დღის განმავლობაში ეგონა, რომ კიდევ ერთხელ მოვიდოდა და მის ნერვებზე იმოქმედებდა, მაგრამ მამაკაცი აღარ გამოჩენილა. სამაგიეროდ თამილა იყო მოსული და ყველაფერი შეამოწმა, როცა დარწმუნდა, რომ წესრიგში იყო კაფე დაემშვიდობა ბავშვებს და წავიდა. თავისუფალ დროს ერთმანეთთან საუბრით ირთობდნენ თავს. დათუნა თავის ცხოვრებაზე უყვებოდა, თათა თავის სოფელს აქებდა. ძალიან კარგი ბიჭია მართლა! მართალია გადარეული იმიჯი აქვს მორგებული, მაგრამ გული სულ სხვანაირი აქვს. ძალიან თბილი!
სამსახურში საქმეები ძალიან კარგად აეწყო, მანანა ჯერაც ვერ გამოდიდოა და დათუნასთან ერთად მუშაობდა. ისე მალე დაუმეგობრდა ამ ბიჭს, რომ თვითონაც ვერ მიხვდა. ნდობის ფაქტორმა ერთი ორად გაიზარდა. საერთოდ აღარ ფიქორბდა, დათუნაზე, რომ « ცოდვაა» პირიქით მასთან საუბრისას ბევრი ახალი რამ ისწავლა. აშკარად განათლებული იყო და თათასაც ეხმარებოდა ზოგჯერ, ცოდნის გაღრმავებაში.

-სტილს თუ შეიცვლი კარგი გოგო იქნები!_ ერთხელას პირდაპირ მიახალა დათუნამ რასაც ფიქრობდა. უხერხულად დაიხედა, ჩვეულებრივ ჯინსის შარვალზე და კედებზე..._ ცუდად კი ნუ გამიგებ, თავისუფალი სტილი გაქვს და ასწორებს, პროსტა დახვეწა გჭირდება რა! შენ რომ თავს მაგრად უვლიდე გოგო ვერ გაჯობებდა!_ პირდაპირობას არ იშლიდა დათუნა.

-ანუ... რა უნდა ვქნა?_ კითხა და ტანსაცმელზე ხელი დაისვა.

-საშოპინგოდ წადი და გაიზმანე!_ თვალი ჩაუკრა კუხიანმა.

-წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა შევიძინო. _ მაინც ვერ მიუხვდა ბოლომდე დათუნას.

-ხვალ შაბათია და წამოგყვები, ერთად ავარჩიოთ!_ დააიმედა მეგობარი და ხელი მხარზე დაადო. _ მოვიდა ბიძა!_ სიცილით გახედა კარებში მდაგარ მამაკაცს და თათას თვალი ჩაუკრა. « რამდენიხანია არ გამოჩენილა და რამ მოუარა? » თამამად ფიქრიც შეძლო პროვინციელმა.

-ლუდი!_ ხმამაღლა გასძახა დათუნას და მაგიდასთან დაჯდა.

-მიდი შენ წაუღე. _ ჩამოსხმული ლუდი მიაწოდა დათუნამ და თვალები ეშმაკურად ააციმციმა.

-გაგიჟდი? რომ ვუყურებ გული სად მაქვს ის არ მახსოვს! _ შეშინებულმა შაიბუტბუტა და ჭიქა ონდავ უკან გაწია.

-ახურებ ახლა თათა! შენი შეჭმა რომ უნდოდეს, აქამდე ძვალსაც არ დატოვებდ შენგან. _ თავისი ჭკუით გაეხუმრა დათუნა და ჭიქა ისევ მიაწოდა.

-ჯანდაბა შენ დათუნა!_ გაბრზებულმა აწია წარბები და დინჯი, გაწონასწორებული ნაბიჯებით წავიდა მისი მაგიდისკენ. გზაში გაახსენდა მიწისთხილი და შეშინებული მიტრიალდა უკან, პატარა ვაზას ხელი დაავლო და ისევ უკან დაბრუნა.

-თქვენი ლუდი და მიწისთხილი. _ ხაზგასმით ჩაილაპარაკა და ორივე წინ დაუდგა. _ კიდევ გინდათ რამე?_ ზრდილობიანად კითხა და წელში გაიმართა.

-თუ დამჭირდები დაგიძახებ!_ ჩაილაპარაკა ცივმა და ბოხმა ხმამ.

-დიახ!_სახეალეწილი დაუბრუნდა თავის ადგილს.

დღესაც გვიან მოუწია სამსახურიდან წასვლა, ყველაფერი მიალაგა და სახლში წავიდა. ინსტიქტურად გაიხედა შავი მანქანის ადგილისკენ და როცა ისევ იქ დახვდა, გაეღიმა. « ე.ი. აქ ცხოვორბს მანქანის პატრონი. » ჩაიფრუტუნა ოდნავ ხმამაღლა და სადარბაზოში შევიდა.

იმ ღამით უცნაურმა შეგრძნება გამოაფხიზლა. თვალები სწრაფად დაჭყიტა და მოფარფატე ფარდებს გახედა. შეშინებული წამოჯდა საწოლზე და ჩაბნელებული ოთახი კარგად მოათვალიერა. არა! ძალიან კარგად ახსოვს, რომ გუშინ ღამით ფანჯარა რომ დაკეტა. უარესად აიტანა შიშმა და ფეხზე ნელა წამოდგა. შუქის ჩამრთველს ხელი მიარტყა და ოთახი გაანათა. არანაირი კვალი იყო უცხო ადამიანის სტუმრობისა, ერთადერთი რაც აფორიაქებდა ღია ფანჯარა იყო. იქნებ ჩაკეტვა დაავწიყდა და უბრალოდ მიხურა, ქარმა კი გააღო! თავი დაიმედა და ისევ საწოლში დაბრუნდა. ძილი მაინც ვერ შემოირგია იმ ღამით. მთელი ღამე ბურთივით მრგვალ მთვარეს მიშტერებოდა და სოფლის ამბებს იხსენებდა. დილის ექვს საათზე წამოხტა ფეხზე და სამზარეულოში გავიდა. რამდენიხანია სახლი ნორმალურად არ დაულაგებია, ფანჯრებიც დასაწმენდი აქვს. ნაზი დეიდას გაზეთები თხოვა და ფანჯრის გასაწმენდად მოემზადა. მაღალი კორპუსი საერთოდ არ აშინებდა პროვინციელს. გაზეთებით კარგად გააპრიალა ყველა ფანჯარა და მერე სახლს მიუბრუნა. ყველაფერი ისეთი დამტვერილი და გაუბედურებული იყო. დალაგებულ სახლს, რომ გადახედა კმაყოფილმა ჩაიღიმა და სააბაზანოში შევიდა ჭუჭყის ჩაოსარეცხად. ვანაში წყლის დაგუბება უნდოდა, მაგრამ ვერ გარისკა. მერე გადასახადი თავში სახლელი არ გაუხდეს. სწრაფად გადაივლო წყალი და სველ ტანზე ხალათი მოიცვა. შიშველი ფეხებით გატანტალდა სამზარეულოში და ყავა მოიმზადა.

დათუნასთან ერთად დიდ სავაჭრო ცენტრს ესტუმრა. არ უნდოდა რომ ხარჯი ბევრი ყოფილიყო, ამიტომ ფასებს კარგა ამომწებდნენ. ყველაფერი ძალიან კარგი იყიდა, თანაც იაფად. დათუნასთან ერთად მივიდა სახლში, კორპუსის წინ ქალების დაჟინებულ მზერას თვალი ვერაფრით ვერ ააცილა. მოდი და დააჯერე ამის მერე, რომელიმეს რომ უბრალოდ მეგობარია. ნაზი დეიდამ კი იცის დათუნას შესახებ, სამსახურის ამბებს როცა უყვება თავისთავად მასზეც უწევს საუბარი. შენაძენი ოთახსი შეიტანა და სამზარეულოში გავიდა, სადილის მოსამზადებლად. ერთად წაიხემსეს და მერე წიგნებში ჩაძვრნენ. ბევრი საინტერესო მასალა მოიძიეს თათასთვის. სანამ სასწავლებელი დაიწყება, ყველაფერს უკეთ ისწავლის და იქნებ სტიპენდიაც დაენიშნოს. შვიდ საათზე დატოვა დათუნამ თათას სახლი, ფანჯრიდან გადახედა სადარბაზოდან გასულს ბიჭს და ხელისქნევით დაემშვიდობა. თვალი მანქანისკენ გააპარა, ადგილი ცარიელი დახვდა. თათა სულ გვიან ღამით ამოწმებს იმ ადგილს,ალბათ ახლა სამსახურშია.

სახლში შეტრიალდა და ტელევიზორის წინ მოკალათდა. შაბათ დღეს, ქართული ფილმებით გაიყვანა დრო. ნასიამოვნებმა გამორთო ტელევიზორი გვიან ღამით და ოთახისკენ წავიდა. საწოლზე დაწვა თუ არა გაითიშა. ღამით ისევ იმ შეგრძნებებმა მოაფხიზლა,მაგრამ თვალები არ გაუხელია. იცოდა, რომ კიდევ ერთხელ მოეჩვენებოდა რაღაც და ძილი ამჯობინა, თან ისეთი გათიშული იყო ვერაფერს გაიაზრებდა. ბალიში მაგრად ჩაიხუტა და ძილი შეიბრუნა. როგორც ყოველთვის ახლაც ექვს საათზე გაეღვიძა, სოფლის რეჟიმი ჯერაც ვერ დათმო. საწოლიდან ნელა წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა. გზაში იხსენებდა გუშინდელ შეგრძნებებს და ახსნას ვერ უძებნიდა ამ ყველაფერს. სახლში ყველა ნივთი ისევ ისე იდო, ქურდი აშკარად არ ყოფილა... ალბათ თათას ფანტაზიის ნაწილია ესეც, რამე ჩაყვა გულში და ახლა მოჩვენებები დაეწყო. დღევანდელი დღეც თავისუფალი აქვს. გარეთ გავა და ცოტას გაისერინებს, თანაც დილის ჰაერი სულ სხვაა. თბილად ჩაიცვა და კიბეებზე სირბილით დაეშვა. გარეთ გასულმა რამოდენიმე ადამიანს მოკრა, თვალი ზოგი სადღაც გარბოდა, ზოგიც თათას მსგავსად სეირნობდა. იქვე მდებარე სკვერისაკენ აიღო გეზი და ჯიბეებში ხელი ჩაიწყო.
გზა უნდა გადაეკვეთა მეორე შესახვევიდან, მანქანა რომ გამოვარდა. შეშინებულმა აიფარა ხელი სახეზე და ოდნავ წამოიკივლა. დარტყმა და ტკივილი, რომ ვერ იგრძნო ჯერ ერთი თვალი გაახილა მერე მეორე. ნელა ჩამოიღო ხელი სახიდან და მის ფეხებთან გაჩერებულ შავ მანქანას ააყოლა თვალი. მანქანის მინიდან, სახეწაშლილი და გაბოროტებული მზერა უყურებდა. გული ლამის წაუვიდა ნაცნობი სახის დანახვისას. ჯერ ნერვიული სტრესი მერე ეს საზიზღარი კაცი. ბოლოს თავი ვეღარშეიმაგრა და მანქანის წინ გაიშხლართა.

თვალები, რომ გაახილა თვალთახედვა ჯერაც გასაწმენდი ქონდა, ყველაფერი არეულად ეჩვენებოდა. ერთადერთი რასაც გრძნობდა,სხეულის გაუსაძლისი ტკივილი იყო. თვალები კიდევ ერთხელ დაახამხამა და მხევდელობა გაიწმინდა. დაბნეულმა მოათვალიერა უცხო გარემო, ეს არც საავადმყოფოა და არც მისი სახლი. საწოლზე ძლივს წამოჯდა და ხელები თავზე შემოიწყო. საფეთქლები ნაზად დაიზილა და კიდევ ერთხელ შეხედა ოთახს. მერე გაახსენდა რაც გადახდა თავს და შეშინებული წამოხტა ფეხზე. ოთახის ხის კარებს მივარდა და სახელური ჩამოწია... კარები ჩაკეტილი დახვდა, გამწარებულმა დასცხო ერთხელ მუშტი კარს და გამოპასუხებას დაელოდა, მაგრამ არავინ არ იძროდა იქითა მხრიდან. კიდევ ერთხელ დააკაკუნა კარებზე გაბმულად და გაისუსა. « მანიაკია და მომიტაცა, ახლა მომკლავს! » ბუტბუტებდა თავისთვის და წამოსულ ცრემლებს მუშტებით იგერიებდა. ბოლოს ხელები, რომ ატკივდა იქვე ჩაიკეცა და თავი მუხლებში ჩარგო. ნერვიულად ურტყაბდა შუბლს მუხს და ტიროდა. კარების დატკაცუნებაზე გამოფხიზლდა,ფეხზე წამოვარდა და ოთახში შემოსულ მამაკაცს ამრეზიით ააყოლა მზერა. კაცს ისევ ისეთი ცივი და არაფრისმთქმელი მზერა ქონდა. საჭმლით სავსე ლანგარი ეჭირა და უდარდელად უყურებდა აქოშინებულ თათას. ათასმა არასასიამოვნო აზრმა ერთდროულად შემოუტირა. თითები, აკანკალებულმა დაიმტვრია! მამაკაცის ჯმუხ მზერას თვალს არ აცილებდა, ცდილობდა რაიმე მაინც ამოიკითხა იქიდან, მაგრამ ვერაფერი!

-სად ვარ? რა მინდა აქ?_ კითხა შეშფოთებულმა და პასუხს დაელოდა.

-ჯერ საჭმელი შეჭამე, ცოტა მოძლიერდები და მერე გეტყვი სადაც ხარ!

ისევ ისეთი მკაცრი ხმა ამოუშვა მამაკაცმა. საჭმელი იქვე მდგარ ხის მაგიდაზე დაალაგა და ოთახიდან გავიდა. გაბოროტოებული ეცა თათა კარებს და იქაურობა ააწიოკა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ნუთუ პასუხის ღირსადაც არ თვლის ის არამზადა. იქნება მართლა მანიაკია და მისი მოკვლა აქვს განზრახული...ან ან უარესი, ჯერ აწამებს და მერე მოუღებს ბოლოს. ისე დამეშვიდობება აქაურობას, მისი საფლავიც კი არ იარებოებს მოსაგონად... კიდევ ერთი ცრემლების ნაკადი გადმოცვივდა სიხარულიძეს... ახლა აღარ აპირებდა თავის შეკავებას, იტირებს და გულს დაიმშვიდებს. საწოლზე ემბრიონის ფორმაში მოიკუნტა და აზლუქუნდა.
ათ წუთში ოთახის კარები გაიღო და მამაკაცი შემოვიდა. პირველი რასაც გახედა მაგიდაზე დაწყობილი საჭმელი იყო. ხელუხლებელი, რომ დახვდა შუბლი საშინლად შეკრა და თათასკენ წავიდა. მაჯაში ხელი გამწარებულმა დაავლო სლუკუნით გართულ გოგონას და მაგიდისკენ წააპორწიალა. თავიდან აზრზე ვერ მოვიდა რახდებოდა მის თავს, მერე გაცოფებულ მამაკაცს რომ მოკრა თვალი ერთიანად წაოუარა სიბრაზემ. მუშტები კარგად შეკრა და ძლიერ მკერდს დაუშინა, გახევებული იდგა კაცი და ადგილიდან არ იძროდა. ცოტახანში ორივე ხელი დაუჭირა და თვალებში ჩააშტერდა.

-არ მაქვს შენი თინეიჯერული ისტერიკების თავი! დროზე ჭამე და დაბლა ჩამოდი!_ გამოცრა კბილებში და ხელები გაუშვა. რაღაცის თქმა დააპირა თათამ,მაგრამ მამაკაცი ოთახიდან გასული დახვდა.

-ავადმყოფო! მანიაკო!

გამწარებულმა გასძახა გარეთ გასულს და ლანგარზე დაწყობილ საჭმელს ხელი დაავლო. ოთახიდან ფეხაკრებით გავიდა და მის პირდაპირ ჩამავალ კიბეს გაუსწორა მზერა. ნელა გადაიხედა, დაზვერა რახდებოდა დაბლა და კიბეები ჩაიარა. ბოლო საფეხურზე იყო, კუთხეში მდგარ მამაკაცს რომ მოკრა თვალი. ნერვიულად დაისვა თავისუფალი ხელი კისერზე და აკანკალებული ნაბიჯებით წავიდა დივნისკენ. ამდენი გამბედაობა საიდან ამ პატარა გოგოს, თვითონაც უკვირდა. ისეთი მშიშარა და სუსტია! ფიქრებში ღრმად მაინც მშობლებზე წუხდა, წარმოდგენაც არ უნდა რომ გაიგებენ მათი შვილი უგზოუკოდ დაიკარგა, რა ამაბავს ატეხავენ. მერე სამსახური გაახსენდა, ასე უცებ რომ მოუწევს იქაურობის დატოვება. მამაკაცი ნელი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ და ხელი გაუწოდა.

-გაბრიელ გიგაური!_ ხმაღალ წარმოსთქვა მისი სახელი და გვარი და თათას პასუხს დაელოდა.

-რა მინდა აქ?_ მისი გამოწვდილი ხელისთვის ყურადღება არ მიუქცევია თათას.

-ყველა სიკეთესთან ერთად უზრდელიც ყოფლიხარ!_ დამცინავად ჩაილაპარაკა გაბრიელმა და ზურგი აქცია.

-რა მინდა შენთან ერთად?_ არ ეშვებოდა კითხვების დასმას თათა.

-კარგი კითხვაა! ჩემთან ერთად მოგიწევს უახლოსეი ერთი წლის გატარება!_ დამცინავად გახედა გოგონას და მედიდური მზერა ესროლა.

-რა სისულელეა?!_ სიმწრით გაიცინა პროვინცილემა და ტუჩი მოიკვნიტა. ახლა ამ ყველაფერს თუ დაიჯერებს და გულთან ახლოს მიუშვებს მის სიტყვებს მოკვდება.

-შენი აზრით ოჯახის შექმა სისულელეა?_ სერიოზული სახით კითხა მამაკაცმა და დივანში ჩაეშვა.

აზროვნების უნარი მისმა სიტყვებმა სულ დააკარგინა. ოდნავ წატორტმანდა და რომ არ დაცემულიყუ დივნის საზურგეს დაეყრდნო. ნერვიულაობისაგან მთელი თავი აუხურდა, იგრძნო როგორ დაეცვარა თმის ღერები ოფლით. მამაკაცის მზერისთვის ყურადღება, არ მოიუქცევია ისე გაიქცა შეშინებული დიდი კარებისკენ. გიგაური ადგილიდან არ დაძრულა, არხეინად იჯდა დივანში და ისევ იმ ცივი მზერით უყურებდა. გამწარებული ურტყავდა კარებს მუშტებს და ზლუქუნევდა. თან გულში ღმერთას გადარჩენას თხოვდა. ამ კაცის ცოლად საკუთარი თავის წარმოდგენისას უსიამოვნოდ გააკანკალა. უკნიდან სიცივემ ერთიანად დაუარა, ხელები ჰაერში გუშეშდა საბრალოს. ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და წელში გასწორდა.

-თავიდან ყველას უჭირს მერე შეეჩვევი!_ ირონიულად ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

-შენ არ ხარ ნორმალური! მანიაკო! სადისტო! _ ტირლით დაიყვირა თათამ და მამაკაცისკენ მთლიანი ტანით შეტრიალდა. _ გამიშვი ახლავე სახლში!_ კატეგორიულად მოთხოვა და ცრემლები მოიწმინდა.

-მე ვთქვი ერთი წელი აქ იცოვრებთქო! _ ხმა დაიბოხა გაბრიელმა და მკლავზე ხელი მტკივნეულად მოუჭირა.

-მეტკინა მხეცო!_ დაიყმუვლა თათამ. აშკარად არ ესიამოვნა გოგონას უტაქტობა, ხელი უფრო მაგრად მოუჭირა და დივანზე დააგდო.

-ახლა კარგად მომისმინე და შენი ხმა არ გავიგონო! ერთი წელი იქნები ჩემი ცოლი! შენი ისტერიკები და გამოხტომების თავი არ მაქვს, ამიტომ წყნარად ცხოვრება მაცადე შენთან ერთად, თუ არ გინდა რომელიმე მდინარეს გაყვე!_ გველივით ჩაისისნა მამაკაცმა და მის გვერდით დაჯდა.

შეშინებულმა გახედა გაბრიელს და ერთიანად აკანკალადა. გიგაურმა აკანკალებულ თათას გახედა და ფეხზე წამოხტა. ლოყები ოდნავ აუწითლა გოგონას, მაგრამ აზრზე მაინც ვერ მოიყვანა. ბოლოს დაბნეული სამზარეულოსკენ გავარდა და იქიდან ცივი წყლით ხელში დაბრუნდა. ორივე ხელი წყლით დაისველა და სახეზე მოუსვა. მერე დივანზე დაგდებულ პლედს დაწვდა და აკანკალებულს მიაფარა. სითბო, რომ იგრძნო სხეული ოდნავ მოუდუნდა და დაწყნარდა. მამაკაცის ცივ მზერის დანახვისას რეალობამ კიდევ ერთხელ შეაშინა. თავი მძაფრსიუჟეტიან ფილმში გონია! ყველაფერი უბედურება ამას როგორ უნდა დაემართოს. მათი ცოლ-ქმრული ურთიერთობის წარმოდგენისას ერთიანად გაცრა ტანში. ხელები ერმანეთს მჭიდროდ მიატყუპა და თვალები დახუჭა. წარმოიდგინა როგორი იქნებოდა მისი ერთი წელი... ტანჯვა და წამება! სხვა სახელს ვერ უძებნის ამ ყველაფერს. რომ წარმოიდგენს მშობლებთან რისი თქმაც მოუწევს გული უთამაშედება, როგორ გაუცროებს იმედებს დედ-მამას. იცის, რომ მათ ვერ მოატყუებს მიყვარსო... რა უთხრას? ერთ წელში დაგიბრუნდებითო, ურჩევნია მიწა გაუსკდეს და შიგ ჩაიტანოს. მერე ნიკა რომ ახსენდება სულ ებინდება გონება, მერე რა, სამომავლო გეგმები რომ არ ქონდა მასთან ერთად დასახული. გული მაინც ტკივა მისი გახსენებისას! თვალები გაახილა და მის პირდაპირ მჯარ მამაკაცს მომაკვდავი მზერა ესროლა. მისი სახის ყურებისას ვერც თანაგრძნობას ხედავდა და ვერ იმას რომ ნამუსმა შეაწუხა. წამით წარმოიდგინა, რომ შეიძლება შეუყვარდეს, მაგრამ ფიქრები იმდენად სასაცილო და არარეალური იყო გულიანად გადახარხარება მოუნდა. გაიცინებდა კიდევაც ამ საშინლად ცივ მზერას რომ არ ხედავდეს.
ფეხზე ნელა წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა.

-სად მიდიხარ?_ კითხა მამაკაცმა და მისკენ მიტრიალდა.

-ქმარს საჭმელი უნდა გავუმზადო!_ ირონიულად ჩაილაპარაკა და გზა გააგრძელა.

-ერთხელაც იქნება ამოგაძრობ ენას!_ დაიგესლა გიგაური.


სამზარეულო ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი, სულ უნოდა ასეთ სამზარეულოში ტრიალი. რა გინდა ოცნება აუსრულა გიგაურმა. მწარედ ჩაიცინა და ჭიქის ძებნა დაიწყო. იმდენი კარადა იყო ჩამოკონწიალებული სულ ტყუილად, ძლივს მიაგონო სასურველ ნივთს. ონკანი მოუშვა და ჭიქა წყლით გაავსო. გამობრუნებას აპირებდა გიგაურის ხელებმა,რომ შეაჩერა.

-საჭმელი უნდა მოგემზადებინა ჩემთვის!_ წეღანდელი ხუმრობა შეახსენა მამაკაცმა და ხელით უკან უბიძგა.

-შე მანიაკო, ეგღა მაკლია შენ გიმზდო საჭმელები! _ აიბზუა ცხვირი და გამწარებულმა თავის დახსნა ცადა. ლოყებზე ხელი მაგრად მოუჭირა გაბრიელმა და მის ტუჩებთან დაიხარა. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მოაფრქვია და ჩაისისინა.

-მე რასაც გეუბნები შენ ის გააკეთე!_ ხელი გაუშვა პროვინციელს და თვალები დაუბრიალა.

ნატკენი ლოყა ნერვიულად დაიზილა და უკან მიტრიალდა. ტირილი მოუნდა საბრალოს, მაგრამ ვერ იტირა! ასე სატანურად მოქცევა თუ გააგრძელა ამ ვიგინდარამ ბოლოს მოუღებს გოგოს.

-ხო და კიდევ, გაქცევის უაზრო გეგმების დასახვა არ გინდა! სადაც დაგიჭერ იქ გაგიხვრიტავ მაგ ლამაზ და დიდ შუბლს.

-მკვლელო! _ წამოიძახა ხმამაღლა და გაშლილი ხელი გემრიელად დაუსვა ლოყაზე.

გაავებულმა მოკიდა ყელში ხელი და მაცივრის კარებზე მთელი ძალით მიახეთქა. ტკივილისგან ამოიკვნესა პრივინციელმა და თავის დახსნა ცადა. იგრძნო როგორ იგუდებოდა უჰაერობისაგან, ხელები მაგრად ჩაკიდა მამაკაცის მაჯებს და უკან გაწევა ცადა. მის გაცეცხლებულ თვალებს რომ ხედავდა რწმუნდებოდა რომ ეს კაცი ყველაფერზე წამსვლელია. ბოლოს ვერაფერი რომ ვერ მოიმოქმედა ფრჩხილები ჩაარჭო ხელებში... თავიდან რეაქცია არ ქონია მამაკაცს მერედამერე იგრძნო ტკივილი და ხელები ცივად შეუშვა აქოშინებულ გოგოს. კიდევ ერთხელ დაუჭირა ლოყები, კიდევ ერთხელ ატკინა და უკანმოუხედავად დატოვა სამზარეულო. ატირებული გავარდა მისაღებში და კიბეებისკენ თავქუდმოგლეჯილი გაიცქა. ოთახის კარები დაკეტა და ზედ აეკრა. ნატკენი ადგილები ხელის წრიული მოძრაობოთ დაიზილა და ფანჯარას გახედა. მართალია გიგაურის სიტყვებმა შეაშინა, მაგრამ აქ მთელი ერთი წელი მასთან ერთად ცხოვრებას სიკვდილი ურჩევნია. ფეხზე ნელა წამოიმართა და ფანჯარასთან მივიდა. ნელა გამოაღო და წინ გაიხედა, რამოდენიმე მილიმეტრში რკინის რიკულებს მოკრა თვალი და იმედგაცრუებულმა კვნესა ამოუშვა. ფანჯარა ისევ დაკეტა და საწოლზე წამოწვა, აქედან გაქცევის ერთადერთი საშვალება ისევ მთავარი კარებია. ეს რკინა, რომც გააღოს ვერ გადახტება იმ სიმაღლეზეა მისი სართული. იქნებ მერე გული მოულბოს იმ მანიაკს და გარეთაც გაუშვას, აი მაშინ კი უკან მომბრუნებელი აღარ არის. მთელი ღამე საწოლზე კანკალებდა, თვალები ვერ მოხუჭა იმის შიშით რომ ის საძაგელი შემოუვარდებოდა და მაასზე ძალას იხმარდა. რაც არ უნდა იყოს კაცია და ქალთან მარტოა სახლში. საბანში კარგად გაეხვია და აცახცახებული სხეული გაითბო. ღამემ მშვიდად ჩაიარა, ამასაც თუ მშვიდად ჩავლა ქვია... საათის ისრები შეამოწმა, რომელიც დილის შვიდ საათს უჩვენებდა. ფეხზე ნელა წამოდგა და საბნიანად გავიდა გარეთ. მისაღებში დივანზე იწვა გაბრიელი და ფშვინავდა. საბანი იქვე დააგდო თათამ და ნელი ნაბიჯებით წავიდა კიბეებისაკენ. გრძელი კიბეები რომ ჩაიარა კიდევ ერთხელ გახედა, მძინარეს და კარებისკენ წავიდა.... სახელური ძალიან ფრთხილად მოსინჯა და როცა დარწმუნდა,რომ ჩაკეტილი იყო, თვალების ცეცებით გასაღებს დაუწყო ძებნა. გულის სიღრმეში იცოდა, რომ ამ სახლიდან ვერ გაახწევს მაგრამ იმედს მაინც არ კარგავს. რკინის თმისამაგრი მოიხელთა უცებ და საკეტში შეაძვრინა. ერთ დატკაცუნებას მეორე მოყვა მეორეს მესამე, იმედი რომ ჩაესახა უკნიდან სიცივე იგრძნო და თვალები დახუჭა. მამაკაცისკენ ნელა მიტრიალდა და იდიოტური ღიმილით მიაჩერდა, სულაც არ უნდა ასე სიკვდილი. ურჩევნია ისევ უღიმოს და ელოლიავოს!

-სად მიძვრები?_ დამცინავად კითხა გიგაურმა და ხელიდან რკინის სარჭი გამოაგლიჯა.

-ჩემმა «ქმარმა» შიდაპატიმრობა მომისაჯა და ვცდილობ აქაურობას მოვშორდე!_ სარკასტულად ჩაილაპარაკა და თვალი თვალში გაუყარა.

-თუ ჭკვიანად მოიქცევი შენი ქმარი დაფიქრდება, ხანდახან გარეთაც გაგასერნოს!_ თვალი ჩაუკრა და ხელი მაჯაში ჩაავლო. _ ახლა ფეხი გამოადგი და შენი ხმა არ გავიგონო, შეუგნებელო!_ დაისისინა და დივანზე მოიქნია.

-მართლა მხეცი და ნადირი ხარ!_ ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და თვალებანთებულმა გახედა მის თავზე მდგარ მამაკაცას. _ რა?_ გაგულისებულმა კითხა და წარბები აწია.

-მე მინდა რომ მშვიდად ვიცხოვროთ, ყველანაირი აგრესიის გარეშე! შენი გამწარება ჩემს გეგმებში არ შედის ამიტომ წყნარად იყავი ეს ერთი წელი, მერე კიდევ სადაც გინდა იქ წადი!

ისე მშვიდად საუბრობს გეგონება, თოჯინაზეა აქ ლაპარაკი. ნერვიული სისტემა ერთ დღეში სულ გაუბედურა ამ კაცმა და ერთ წელში რას იზამს.

-შენ მე თოჯინა ხომ არ გგონივარ, როგორც გინდა მათამაშო... დღესვე გამიშვებ აქედან და შენს ცხოვრებას მიხედავ! დამანებე მე თავი არანორმალურო შენ!_ გაუჯავრდა თათა და ფეხზე წამოიმართა. მხრებში მძიმედ ჩაავლო ხელები და ისევ უკან დააბრუნა.

-ჩათვალე რომ გარიგებაა! ამ გარიგებაში კი ფულს იღებ, შენს ოჯახსაც დაეხმარები და შენს ძმასაც უყიდი სასურველს მანქანას როცა გაიზრდება! აბა დაფიქრდი რომელი გირჩევნია გარეთ გასვლისთანავე შენს ცხედარს დაუწყონ ძებნა, თუ ჯიბეგასქელებული პროვინციელობა?!

-გავგიჟდები ახლა! რამე დაგიშავე, რას გადამეკიდე? არ მინდა შენი ფული, წადი სხვა მოძებნე ვინმე.

-მე შენ მიდნიხარ!_ ჩაიჩურჩულა და ხელები ისევ მხრებში ჩაავლო. _ თუ არ გინდა ერთმანეთის მტრებად ვიქცეთ, მოიქეცი ისე როგორც ცოლს შეეფერება._ ხმა გაიმკაცრა და ფეხზე წამოდგა.

-ამიხსენი მაინც რაში გავყავი თავი.

-ოჯახურ უღელს შეები!_ გასცა პასუხი და კარებისკენ წავიდა. _ მე ცოტახნით გავდივარ და იმედია არაფერ გააფუჭებ!

-ჩემი სამსახური?_ იკითხა ხმაჩამწყდარმა და გაბრიელს გახედა.

-თაფლობის თვე გვაქვს, რა დროს სამსახურია!

მამაკაცმა კარები გაიკეტა და წავიდა. ფეხზე ადგომა და გაქცევა არც უფიქრია, იმდენად აშინებდა მისი ცივი თვალები რომ მზად არის, მთელი ერთი წელი აიტანოს ყველაფერი. ყველაზე მეტად კი ის აზრი აფორიაქებს მის ოჯახის წევრებზე ამდენი რომ იცის. უფრო მათ გამო დარჩა აქ! იცის ასეთი ადამიანები როგორი ბოროტებიც არიან და მერე ოჯახზე მიდგება თათას თუ ვერ იპოვის. ეს კიდევ მათ ცუდს ვერ გადაიტანს... ურჩევნია გათხოვილი ქალის როლი მოირგოს და ერთი წელი იტანჯოს. დიდ კარებს ცრიმლმორეულმა გახედა და თავი ძირს დახარა.

პატარაობაში სულ სხვანაირი წარმოედგინა მისი ოჯახი, სიყვარულით შექმნილი! ეს კიდევ რა ხდება მის თავს, ერთ დღეში გააუბედურა ვიღაცა მაინიაკმა თავისი ახირებების გამო. დივანზე საცოდავად მიწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო. ნერვიულად იკვნეტდა ქვედა ტუჩს და ტირილის პირას მისული ძლივს იკავებდა ემოციებს. დედ-მამასთან დარეკვის უფლება მაინც მისცეს, რომ ნორმალრად აუხსნას სიტვაცია. სასწავლებელში სიარულს იმედია არ დაუშლის სეტემბრიდან თორემ თავისი ხელით გამოჭრის ყელს. მოვა თუ არა ყველა თემაზე ცივილიზებულად დაელაპარაკება და თავის მომავალ ბედს გაიგებს.
მთელი დღე მარტოს მოუწია სახლში ყოფნა, გაბრიელი არსად არ ჩანდა და ამით საოცრად კმაყოფილი იყო. სახლშიც ისეთი სიმშვიდე სუფევდა, მის გულში კი ქარიშხალი ჩამდგარიყო. სამზარეულოში იყო და საჭმელს ამზადებდა რკინის კარების ხმა, რომ გაიგო. მოწყენილმა გადააქნია თავი და პომიდვრის დაჭრა განაგრძო. ხუთ წუთში სახეალეწილი შემოვიდა გიგაური სამზარეულოში, თათა იქ რომ დაინახა სახე დაიმშვიდა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. ცინიკურად აათვალიერა მამაკაცი და მაგიდაზე ერთი თეფშიც დაამატა.

-ჯერ სიცოცხლე არ მომბეზრებია!_ წაკბინა პროვინციელმა და მაგიდასთან დაჯდა. მამაკაცი ერთადნს ჯიქურად უყურებდა გოგოს, მერე მაცივრისკენ წავიდა და გამოაღო. _ შენთვისაც დევს თეფში თუ ხედავ!_ ცოტა არ იყოს ეწყინა. გაბრიელმა წარბშეკრულმა გადმოხედა და მაცივრიდან გრაფინით ნატურალური წვენი გამოიღო.

ხმა არცერთს არ ამოუღია. ვახშამს მორჩნენ თუ არა ორივე ცალ-ცალკე წავიდა. თათა სამზარეულოს ალაგებდა, გიგაური მისაღებში იჯდა და გაზეთს კითხულოდა. ყველაფერს რომ მორჩა მასთან გავიდა და წინ დაუჯდა.

-სექტემბრიდან სწავლა მეწყება!

-ვიცი!_ თავი არ აუწევია მამაკაცს ისე უპასუხა. _ სექტემბრამდე დიდი დროა. თუ სწავლის გაგრძელება გინდა უნდა დაჭკვიანდე!

-რატომ ვარ აქ?

-იგივეს ნუ იმეორებ! აგიხსენი რაც საჭირო იყო და ზედმეტად ცხვირს ნუ ყოფ!_ გაბრაზებულმა ამოხედა და თვალები დაუქაჩა.

-ჩემს მშობლებს უნდა დავურეკო და ახალი ამბავი ვახარო!

-არ არის საჭირო!

-შენ არ გეკითხები მე რა არის საჭირო და რა არა! ვალდებული ვარ მათაც იცოდნენ რა დღეშიც ვარ!

-გითხარი არ არის საჭირო თქო! შენი მშობლებისთვის ისევ გასათხოვარი ხარ!

-ჩემთან რომ ჩამოვლენ აქ მოვიყვანო ხოლმე?

-შეეცადე იშვიათად გესტუმრონ!

-დამცინი არა?! _ ხმა ჩაუწყდა თათას._ ჩემს მშობლებს ერთი წელი ტყუილში ვერ ვაცხოვრებ!

-მაშინ მოგიწევს უფრო ადრე დაქალდე და დაჭკვიანდე!_ ნიშნისმოგებით გადმოხედა და ისევ გაზეთს ჩააშტერდა.

«დაქალდე» ერთადერთი სიტყვა რაც არ ესიამოვნა. სახეწაშლილმა გახედა მამაკაცს და გული აუკანკალდა. მასთან ერთად ერთი სარეცელის გაყოფა გამორიცხულია, თავს მოიკლავს და უსიყვარულოდ ამ მანიაკს არ ჩაუწვება. სულ რომ სული გაძვრეს ამ სახლში ყოფნით მაგას არ დაუშვებს!

-მაგით რა გინდა რომ თქვა?_ კითხა ხმის კანკალით.

-სექსისთვის ჯერ პატარა ხარ! სხვანაირად დაქალებას ვგულისხმობ!_გულზე ერთიანად მოეშვა მისი სიტყვები, სახეც მწყობრში ჩაუდგა._ როცა მივხვდები რომ ზედმეტების გამკეთებელი არ ხარ შენებთან წაგიყვან და ყველაფერს ავუხსნით!

-არა! მათი ნახვა და ტყუილის თქმა არ შემიძლია, მირჩევნია ტელეფონით ავუხსნა ყველაფერი.

-აზრი?! მშობლები არიან და მაინც ჩამოვლენ!

-არ მინდა რომ მოვატყუო!

-ხოდა მაშინ საერთოდ არ ნახო! ნუ წაიღე ტვინი!_ მობეზრებულმა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _ გვიანია ადი დაწექი!

-როცა მინდა მაშინ დავწვები!

-თათა, ნერვებს ნუ მიშლი ადი და შენს ოთახში აკეთე რაც გინდა!_ დაიღრინა გაბრიელმა.

-ტელევიზორის ყურება მინდა!_ ჯიბრით არ ადიოდა მაღლა, არადა ახლა წამოწოლა როგორ უშველიდა. დაფიქრებაც ხომ ჭირდება არა? მშობლებს რა პასუხი გასცეს. ასე უპასუხისმგებლოდ როდემდე მოატყუებს. გამწარებულმა ჩაავლო მაჯაში ხელი და სულ ძალით წაათრია კიბეებისაკენ.

-მხეცო, ნადირო! გამიშვი ახლავე ხელი! გამიშვიმეთქი!_ გამწარებულმა დაიკივლა და ხელი გამოგლიჯა. _ შენ მე ვინ გგონივარ? რადგან შენს სახლში ვართ ყველაფრის უფლება კი არ გაქვს! მეორედ არ გაბედო და ხელი არ მახლო!_ თვითონაც ვერ მიხვდა საიდან ამდენი გამბედაობა. ღრმად ჩაისუნთქა და ტანსაცმელი შეისწორა. მიმიკა უარესად გაუცივდა გიგაურს. წელზე ორივე ხელი სწრაფად მოხვია და მხარზე გადაიგდო აკივლებული თათა. _ დამსვი ახლავე! გამრიელ! იცოდე გაფრთხილებ დამსვი თორემ დაგკაწრავ!_ დაიმუქრა და ხელები მისი სახისკენ წაიღო.

-ნუ ხვანცალებ თორემ გამივარდები და გაადენ ზღართან იატაკზე!_ კატეგორიულდ მოთხოვა გაჩერებულიყო.

ისევ იმ ოთახის წინ ჩამოსვა და ხელით ანიშნა შედიო. თავი მაღლა აწია და უტიფარი მზერა სტყორცნა წარბშეკრულ გიგაურს. ოთახის აკრები მაგრად მიუჯახუნა და საწოლისკენ წავიდა. მეორე მხირდან კი მძიმე ნაბიჯბის ხმა გაისმა და ბოლოს სულ დაიკარგა. საწოლზე მოწყვეტით დაეცა და თვალები დახუჭა.
« ფიზიკრადაც და მორალურადაც მოემზადე! ომი ახლა იწყება! » თავის თავს ძალა შემატა და დაღლილს მალე ჩაეძინა. დილით ხმაურმა გამოაღვიძა, ოთახის კარები ნელა გააღო და დერეფანი მოათვალიერა. ხმაური აშკარად დაბლიდან ისმოდა. კიბებთან მივიდა და მისაღებს გადახედა. დივანზე გაბრიელი და უცხო მამაკაცები ისხდნენ. სახე სულ აუწითლდა თათას. ამდენი ერთანირი მიმიკის დანხვისას, ცივმა ტალღამ დაუარა სხეულში. უკან შეტრიალებას აპირებდა გაბრიელის თვალებს, რომ წააწყდა. მამაკაცი ფეხზე წამოიმართა და კიბეებისკენ წამოვიდა. სწრაფად მოტრიალდა ოთახისკენ და სირბილით წავიდა... კარები საიმედოდ ჩაკეტა და ზედ აეკრო. «ახლა ყველა ერთად, რომ დამესხას თავს. » ჩურჩულებდა ტირილის პირას მისული. კარებთან ნაცნობი ნაბიჯების ხმა გაიგონა და ტანში ისევ შეამცივნა. ქვედა ტუჩი კბილებში მოიმწყვდია და მძიმედ ამოიკრუსუნა.

-თათა, გამიღე კარები საქმე მაქვს!_ გაისმა მამაკაცის ბოხი ბარიტონი.

-დამანებე ახლა თავი!_ გამოეპასუხა გაგულისებული და კარებისკენ მიტრიალდა.

-მშვიდად წყნარად გთხოვ კარები გამიღო!_ ხმა შესამჩნევად გაუცივდა გაბრიელს.

-მეც გთხოვ, რომ თავი დანებო და წახივდე იქ საიდანაც მოხვედი!

-თათა! _ დაიღრინა მამაკაცმა და სახელურს დაეჯაჯგურა.

ბოლოს რომ მობეზრდა თათასთან ჭიდილი წავიდა. გამარჯვებული ღიმილი აიკრა სახეზე და საწოლისკენ ტანის რხევით წავიდა. ვარსკვლავის ფორმაში გაწვა შუა საწოლში და ჭერს მიაშტერდა. ფიქრიც არ დაცალდა ნორმალურად საკეტის ხმა, რომ გაოგონა. დაფეთებულმა დააფახუნა თვალები და კარებში მდგარ განრისხებულს გიგაურს მიაშტერდა. საწოლიდან ადგომას აპირებდა მამაკაცი მძიმე და ჩქარი ნაბიჯებით რომ დაიძრა მისკენ. ორივე ხელი საწოლზე დადო და თათა მათ შუაში მოაქცია. გაწუწული კნუტივით ააფახუნა თვალები და მუდარით შეხედა მამაკაცს.

-რა გითხარი მე შენ! თავხედო და ტუტუცო გოგო! _ ხელი დაავლო და ისევ ძალით წააპორწიალა კარებისკენ.

-წყნარად რომ მთხოვო ხომ შეგიძლია არა, თუ ძალადობა შენი ჰობია. _ სევდიანმა ამოილაპარაკა და მორჩილად გაყვა მამაკაცს.

-წყნარად გთხოვე, მაგრამ ვერ შეიშნოვე! ახლა გამოადგი ეგ დაგრეხილი ფეხები!_ დაუყვირა საკმაოდ მკაცრად.

-შენ ჩემი ფეხების ყურებას მოეშვი და საერთოდ სულაც არ არის დაგრეხილი!._ გულზე მოხვდა მამაკაცის უარყოფითი აღიარება.

-მაგას მერე გავარჩევთ, ახლა წამოხვალ და ჩემს სამეგობროს, ჩემი ცოლის სახელით გაეცნობი! ზრდილობიანად სიხარულიძე თორემ ამოგწიწკნი ენას!_ დაემუქრა და ტუჩები მოუგრიხა.

-სადისტი კაცი ხარ! დიდი სიამოვნებით გამოგჭრიდი ყელს!_ დაიგესლა და ხელი აიქნია.

-როცა მოგეცემა საშვალება უკან არ დაიხიო, ახლა წამო!_ ოდნავ რბილად გამოეპასუხა და კიბეებისკენ წაიყვანა.

გაფითრებული სახით იდგა სამი მამაკაცის წინ და წარმოდგენა არ ქონდა რა უნდა ეთქვა. ერთერთი მათგანი ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამოართვა, მერე გაბრიელს მხარზე ხელი დაკრა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ის ორი კიდევ ისეთივე გაკვირვებულები იყვნენ როგორც თათა.

-როგორ ტო, ჩვენთვის არ უნდა გეთქვა?_ ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა ქერა თმიანმა და გაბრიელს გახედა.

-ბაჩა, ეგენი მერე არკვიე!_ მკაცრად დაარიგა მეორემ და თათასკენ წამოვიდა. _ მაგრად გამიხარდა თქვენი ამბავი, ცოტა დაბნეულები კი ვართ, მაგრამ გაატარე. არ ველოდით ამისგან ეგეთ ნაბიჯს._ თბილად გაუღიმა და ისევ თავის ადგილზე დაჯდა. ბაჩამაც თბილად მოიკითხა თათა და გაბრიელს თვალები დაუბრიალა.

უხერხულად შეიშმუშნა თათა და მათ წინ მდგარ დივანზე ჩამოჯდა, გაბრიელი მისკენ მიწია და ხელი მხარზე მოხვია. უსიამოვნოდ კაკანკალა მთელ სხეულში, გაფითრებულმა |შეხედა მამაკაცს და ხელისკენ მიუთითა აიღეო,მაგრამ გიგაურს ზედაც არ შეუხედია ისე განაგრძო ბიჭებთან ბაასი. ნახევარი საათი ასე დაძაბული იჯდა და ვერაფერს იგებდა მათი დიალოგებიდან.

-რამდენი წლის ხარ თათა?_ კითხა კაკიმ და ჩაახველა.

-19_ის.

-პატარაა ტო!_ გაოცებულმა შესძახა ბაჩამ და გაიცინა. _ ჩემზე სამი წლით პატარაა!

-სამაგიეროდ შენზე მეტი ჭკუა აქვს ჩემს ცოლს!

ნიშმისმოგებით ჩაუკრა თვალი და თათა გულზე მიიხუტა. კიდევ ერთი უსიამოვნო შეგრძენა მასთან სიახლოვისას. კანქვეშ დაყრილ ეკლებს ვერაფერი ვერ მოუხერხა. არ უნდოდა ბიჭებთან რამე შეემჩნია და ამით გაბრიელის გაღიზიანება გამოეწვია. ამიტომ მის ქცევებს იტანდა და ადგილიდან არ იძროდა.
ბიჭებთან დიალოგისას მიხვდა, რომ არცეთი მათგანი გავდა გიგაურს. ისინი ძალიან ხალისიანები და თბილები არიან. ბაჩა განსაკუთრებით, მისი ტოლია თითქმის და კარგად გაუგეს. რომ არა ეს დაძაბული გარემო უფრო უკეთ გაიცნობდა იმ ბიჭებს. ამ ხნის მანძილზე არცერთხელ გაუხსნია ბაგეები გაბრიელს, ოდნავ გამკრთხალი ღიმილიც კი არ შეუმჩნევია მის სახეზე. არადა ისეთ სასაცილო ისტორიებს ყვებოდნენ ბიჭები მასზე, ასეთი ცივი როგორ არის უკვირს. « ალბათ აფერისტია » დასკვნა ბოლოს და ოთახში ასვლა დააპირა.

-თათა, დაბრუნდი უკან, სალაპარაკო გვაქვს!

გამოსძახა გაბრიელმა და უკან დაბრუნება მოთხოვა. უსიტყვოდა დაყვა მის ნებას და კიბეები უკან ჩამოირბინა.მის წინ სავარძელში მოკალათდა და ხელები მუხლებზე დაიწყო.

-დიდხანს გიცადო?_ კითხა ლოდნით დაღლილმა და წარბები აწკიპა.

-ენა! _ დაუღრინა გიგაურმა. _ ხვალ მეგობრის დაბადების დღეა და მინდა წამოხვიდე!

-მე არ მინდა!_ ფეხზე წამოდგა და წასვლა დააპირა.

-შენ გინდა თუ არა არ მიკითხავ! მე მინდა, ე.ი. მოდიხარ! _ ოდნავ ხმამაღლა წარმოსთქვა გაბრიელმა და ისიც ფეხზე წამოდგა.

-ოჰ' შენ რომ გინდა ეგ ბევრს არ ნიშნავს. მთავარია მე რა მინდა, მე კიდევ სახლში მშვიდად და წყნარად ყოფნა მინდა!

-შენს სასიკეთოდ ახლა ენა გააჩუმე და ხვალისთვის მოემზადე!

-ტანსაცმელი არ მაქვს!_ გაიღიმა დამცინავად და დოინჯი შემოიდო.

-ხვალ მოგიტანენ!

-მე ჩემი ტანსაცმელი მინდა!

-შენს ტანსაცმელსაც მოგიტანენ, მაგრამ არამგონია იქ რამე ისეთი იყოს რაც ხვალ გამოგადგება. _ სახე აუხურდა საბრალოს. გაახსენდა თავისი მჭიდრო გარდერობი და უხერხულობაში ჩავარდა. _ კლასიკური ტანსაცმელი ვიგულისხმე, კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

-ხო ეგენი არ მაქვს. _ დაბნეულმა ჩაილაპარაკა და თავი დახარა. _ გაბრიელ, მე მართლა არ მინდა წამოსვლა, სახლში დავრჩები. ასე შენთვისად უკეთესია და ჩემთვისაც. _ ტონი შეარბილა ეშმაკუნამ.

-მე უკეთ ვიცი როგორ არის უკეთესი! ცოლო, ამის შემდეგ ყველგან ერთად მოგვიწევს სიარული და შეეგუე ამას!_ «ცოლს» ხაზი გაუსვა გიგაურმა. _ ახლა შეგიძლია წახვიდე და დაისვენო.

-დიდად გმადლობთ!_ სარკასტულად ჩაიცინა და კიბეებისკენ წავიდა. _ ხეპრე!_ ჩაიჩურჩულა ხმადაბლა.

-პირობას შეგისრულებ სიხარულიძე და მაგ ენას ხელში დაგაჭერინებ ჩაძინებულს!_


>>>>
დილით უთენია წამოყო თავი და ფანჯარაში გაიხედა. მზიანმა ამინდმა ხასიათი ცოტა გამოუკეთა, იმდენად აღარ ღელავდა გაბრიელთან ურთიერთობაზე. შეეგუა იმ აზრს, რომ მამაკაცთან ვერაფერს გახდება. სამაგიეროდ ეს ერთი წელი გაბრიელის პირადი გველი იქნება და შეეცდება დღითიდღე უფრო მოშხამოს. ოთახის კარებთან ერთი დიდი ჩემოდანი დახვდა. ნაცნობი ნივთების დანახვისას გახარებულმა ტაში შემოკრა და თავისი ტანსაცმელი ამოალაგა. მისთვის გამოყოფილ გარდერობში ლამაზად შეკეცა და ოთახიდან გავიდა. სახლში არ დახვდა გიგაური, ალბათ სამსახურშია. ძალიან კარგი, უფრო თავისუფლად ივლის წინ და უკან, ნერვებს მაინც არავინ მოუშლის. ხილის კალათიდან ვაშლი ამოიღო და გემრიელად ჩაარჭო კბილები. მისაღებ ოთახში ტელევიზორთან მოკალათდა და გადაცემის ყურება დაიწყო.

ფიქრებში ამოუტივტივდა ამ თვის ბინის ქირა გადასახდელი, რომ აქვს და გააკანკალა. არ ეგონოს იმ ქალს, რომ გაიქცა... როგორ კი მოვა გაბრიელი თხოვოს რომ წაიყვანოს და ქირას გაისტუმრებს. თანაც ნაზი დეიდა მოენატრა, მასაც ნახავს და დაემშვიდობება. დათუნაც რომ ახსენდება ისე ენატრება გადარეული მეგობარი! ახლად შეძენილი ყველაფერი მოანატრა ამ მონსტრმა. სახლის კარები გაიღო და გაბრიელი ორი დიდი ყუთით შემოვიდა. მისაღებში დივანზე დააწყო და თათას ანიშნა გახსენიო. გაკვირვებულმა ახადა პირველ ყუთს თავი და გაოცებულმა უცნობი ბგერები ამოუშვა. ლამაზად დაკეცილი შავი კაბა, ძალიან მოეწონა სიხარულიძეს. მეორე ყუთში ამავე ფერის მაღლები ელაგა, არც ამით დარჩენილა უკმაყოფილო... მაგრამ ისე როგორ იქნება რომ არ გაამწაროს.

-მოგეწონა?_ იკითხა დაბღვერილმა.

-უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ მაინც გმადლობ. _ წაისისინა საძაგელმა. _ რაღაცა მინდა გთხოვო. ჩემი ბინის ქირა მაქვს გადასახდელი და შეგიძლია მიმიყვანო?

-გადავიხადე უკვე!

-ვინ მოგცა უფლება?_ წამოიჭრა ფეხზე გაბრაზებული.

-ჩემი ცოლის პრობლემა ჩემი პრობლემაც არის, ასე რომ ჩუმად!_ ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიადო და სამზარეულოსკენ წავიდა. _ არ გშია?

-არაფერი გვაქვს. _ «გვაქვს» ცუდად მოხვდა ყურში, მაგრამ არ შეიმჩნია. _ რაც შეეხება ჩემს პრობლემას, შენ ნუ ერევი! არ მომწონს მე ეგრე!

-ეს უკვე მომწონს, ნელ-ნელა ითვისებ რაღაცებს. _ გაბრიელმაც გაამახვილა ყურადღება მის წამოროშილზე. _გააჩუმე გოგო ენა!_ ბოლო სიტყვებზე მაინც გაიმკაცრა ხმა.


სამზარეულოში გაყვა გაბრიელს და სადილი მოამზადა, მამაკაცთან ერთად ამჯერადაც უსიტყვოდ ისადილა. დაკვირვებულია ჭამის დროს გაბრიელი ხმას არასდროს არ იღებს... ძლივს ერთი ნორმალური თვისება აღმოაჩინა მასში. სუფრის ალაგების დროს მისაღებში გავიდა და ტელევიზორს მიუჯდა. ცალი თვალით გახედა გაბრიელს და ისევ საქმე განაგრძო.

>>>

სარკის წინ ერთი საათი იტრიალა სიხარულიძემ, ძალიან უნდოდა რომ დღეს შეუდარებელი ყოფილიყო. იმ საძაგელი კაცისთვის, ენა მუცელში ჩაეგდო და დაემტკიცებინა, რომ სულაც არ აქვს დაგრეხილი ფეხები... ან რატომ უმტკიცებს ამ ყველაფერს გიგაურს, რაში სჭირდება ეს თათას... მაგრამ ქალური პრინციპები, საშვალებას არ აძლევს შურისძიებაზე უარი თქვას. ბოლოს როცა დარწმუნდა, რომ უნაკლოდ გამოიყურებოდა პატარა ჩანთას დაავლო ხელი და კიბეებზე დინჯი, არისტოკრატული ნაბიჯებით ჩავიდა. მისაღებში, ტელეფონზე საუბრით გართული, სოლიდურად ჩაცმული გაბრიელი იდგა. ერთი შეხედვით ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ როგორც კი სახეს დაინახავდით, მტრისას! ისეთი ცივი გამოხედვა აქვს ადგილზე მიგყინავს. თათას უემოციოდ ააყოლა თვალი და ხელით ანიშნა ჩქარა ჩამოდიო. იმედგაცრუებულმა ჩაიარა ბოლო საფეხურები და მამაკაცს უკან მიყვა. კარებიც არ გაუღო იმ უკულტურომ, გამწარებულმა მოაჯახუნა კარები და ღვედი შეკრა.
« არ უსწავლებიათ ამისთვის, პარტნიორს კომპლიმენტი, რომ უნდა უთხრას? » ბურტყუნებდა გულში.
მანქანა რესტორნის წინ გააჩერა გიგაურმა, ხელით ანიშნა გადმოდიო და მანქანიდან გადავიდა. ცხვირაბზუებული გადაყვა უკან თათა და მის მხარეს წავიდა. გზაში ისე უცებ მოათავსა თავისი დიდი ხელი თათას წვრილ წელზე, რომ გოგონამ გააზრებაც ვერ მოასწრო. დაკვესებული თვალებით ახედა მამაკაცს და ოდნავ შეირხა, ხელი რომ მოეშორებინა. ამან უფრო გააბრაზა გაბრიელი და თითები მაგრად მოუჭირა, ტკივილისგან სახე დაემანჭა პრივინციელს.

-ნორმალურად მოიქეცი და ნუ ფართხალებ! ჩემი ცოლი ხარ!.. ცოლებს კი ქმრის შეხება სიამოვნებთ, მეტიც დნებიან!_ ირონიას არ წყვეტდა გიგაური.

-შენი შეხებისას რომელი ქალი დადნება საინტერესოა, მანიაკო შენ!_ მაინც ვერ ამშვიდებდა იმ ენას.

-შენ!_ მკაცრი ტონით წარმოსთქვა და თვალებში ჩააჩერდა. «არც იოცნებო_ო » უნდა ეთქვა, მაგრამ ვერ მოასწრო მათთან საშვალო სიმაღლის ჩასმული მამაკაცი მოვიდა.

-გაბრო, მაგრად გამიხარდა შენს ძმობას გეფიცები. ეს რა მარწყვივით გოგო გიპოვია!

«აი კაცი! იცის რა დროს რა უნდა თქვას! დიახაც რომ მარწყვი ვარ... ხან მჟავე ხანაც ტკბილი! » ბოლო სიტყვების გაფიქრებისას გაბრიელს გახედა და თავისი ერთი წლის შესასრულებელი გეგმა გაახსენდა.

-მე ბახვა მქვია. _ თბილას გაუწოდა ხელი... მისი სახელის გაგონებისას და მერე მისი ფიგურის შემოწმებისას დარწმუნდა, რომ მშობლებს ზუსტად შეურჩევიათ მამაკაცისთვის სახელი.

-თათა._ მანაც ჩამოართვა ხელი და გაუღიმა.

-ძალზედ სასიამოვნოა ჩემო თათა. შემოდით ახლა, რას დამდგარხართ, იუბილარი გელოდებათ. _ გაიცინა ბახვამ და გზიდა ჩამოეცალა.

გაბრიელმა მსუბუქად მიკრა ხელი და ფეხები გაანძრევინა. რესტორანში შესულს, ყველა მხრიდან მბჟუტავმა ნათურებმა თვალები მოჭრა. მაგრად დახუჭა ორივე თვალი და მერე ისევ გაახილა. დაინახა როგორ ჩაეღიმა ხალხს გიგაურის დანახვისას. მამაკაცს კიდევ ერთხელ დააკვირდა მე ხომ არ მეშლება რამეო... მაგრამ მას ისევ ისეთი ჯმუხი სახე ქონდა. ერთ-ერთ ქალბატონთან მივიდა და ხელში პატარა ყუთი მიაწოდა.

-ჩემი გაბრიელი, ძალიან დიდი მადლობა საყვარელო._ ორივე ხელი კისერზე მოხვია ქალმა. _ ეს არის შენი ცოლი, ამდენხანს რომ ველოდებით სამეგობრო?!_ თათასკენ გადაიხარა და ისიც გადაკოცნა. _ სასიამოვნოა ჩემო კარგო მე იანა ვარ... თათა ხომ?_ იკითხა ინტერესით და პროვინციელს მიაჩერდა.

-დიახ თათა. ძალიან სასიამოვნოა.


-ჩემთვისაც. მოდი აგერ ჩემს გვერდით დაჯექით, დიდხანს რომ გიყუროთ.


მთელი საღამო სკამზე იჯდა და იანასთან ერთად მილოცვებს იღებდა. როგორც აღმოაჩინა, არავინ არ იცოდა გაბრიელის გადაწყვეტილების შესახებ... მაგას ვინ ჩივის თვითონაც არაფერი არ იცოდა. გიგაური მთელი საღამო წინ და უკან დადიოდა, უფრო სწორად დაყავდათ, ხან ვინ მოაკითხა ხან ვინ. იანასაც ძალიან კარგად გაუგო, მთელი საღამო მის გვერდით იჯდა და უამრავ თემაზე მოასწრეს საუბარი.

-რომ გეკითხა ოჯახი როდის უნდა შექმნაო სიცილით კვდებოდა და ასე მალე არ ველოდით შენს გამოჩენას.

-მეც არ ველოდი!_ მაინც ვერ გააჩერა ენა.

-ეგ როგორ?_ გაკვირვებულმა იკითხა და ტორტის მოზრდილი ნაჭერი გადაიღო.

-ანუ... ამით, იმის თქმა მინდა, რომ უცებ გადავწყვიტეთ. _ ენა დაება პროვინციელს.

-ძალიან კარგია ერთმანეთს რომ გაუგეთ, მაგრამ ახლა ჩემი ცოლი უნდა წავიყვანო... ვიცეკვებთ და მოვალთ.

თათას ყურებთან დაიჩურჩუულა, საიდანღაც გამოჩენილმა გაბრიელმა. მთელი სხეული აეწვა დაძაბულობისგან, მასთან სულ რაღაცა მილიმეტრებით დაშორება აშინებდა. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და მის გამოწვდილ ხელს ყოყმანით დაადო თავისი. გიგაურმა უცებ მოიხელთა პატარა გოგო მკლავებში და სხეულზე მჭიდროდ აიკრა. ისე სწრაფად უთამაშებდა წნევა, თათას რომ ყურებიც კი დაუგუბდა. ხელები ძლივს მოათავსა მის კისერზე და მუსიკას რის ვაივაგლახით აყვა. გიგაურსაც ემჩნეოდა, დიდად რომ არ სიამოვნებდა ცეკვა...

-ეს ცირკი რა საჭირო იყო?_ გაბრაზებულმა კითხა და ახედა.

-ხომ ხედავ, რომ ნორმალურ ურთიერთობას ვაყალიბებ, დამაცადე რა!_ დაიღირნა გიგაურმა.

-მე და შენ ადამიანური ურთიერთობა არ გამოგვივა! _ ხმა გაიმკაცრა თათამ.

-ერთ კვირაში ხელს ვაწერთ, ამიტომ რაღაცებთან შეგუება მოგიწევს. _ ყურზე ტუჩები მიადო და დახშული ხმით უჩურჩულა.

-ხელის მოწერა რა საჭიროა, ისე ვერ ვართ ცოლ-ქმარი?_ იკითხა შეშინებულმა და ოდნავ მოცილდა მამაკაცს.

-ისე საყვარლები უფრო ვართ, რომლებსაც სექსი არ აქვთ!

-უტაქტო!

მთელი ღამე ფიქრში გალია... ფიქრობდა მის უეცარ გარდაქმნაზე, გაბრიელის გამოჩენაზე და იმ დანაკარგზე რაც ბოლო დროს შეიძინა... ყველაზე ბევრს კი მაინც გაბრიელზე ფიქრობდა, ვერაფრით ვერ მივიდა იმ დასკვნამდე, რატომ მოიყვანა მამაკაცმა თავისთან, ცოლის სახელით. სექსუალურ ურთიერთობასაც არ აძალებს, პირიქით ჯერ პატარა ხარო. იმდენად არარეალური ეჩვენება დღევანდელი ყოფა, რომ დაჯერება უჭირდს. საერთოდ ასეთი რაღაცები ფილმებშიც იშვიათად ხდება და ალბათ იმიტომ. აბა როგორი დასაჯერებელია, ქუჩაში მიდიხარ და უცერად მანქანა გამორბის საიდანღაც, მერე გონებას კარგავ და გონმოსული უკვე გათხოვილი ხარ. სიცილი აუტყდა საწყალს თავის ცხოვრებას თვალი რომ გადაავლო. საერთოდ რომ არ გასულიყო იმ დღეს გარეთ ხომ არ ჩავარდებოდა ამ დღეში. თანაც რა მაინცდამაინც ამ მანიაკმა წამოიყვანა, თამილას შვილი მაინც არ იყოს. იქნებ თამილას დაურეკოს და დახმარება თხოვოს, მაგრამ არა! გაბრიელმა თუ გაუგო გაბრაზდება და უარესად გამწარებს პროვინციელს. ახლა ჯობია იმაზე იფიქროს, ოჯახის წევრებს როგორ აუხსნას მისი უცაბედი დაოჯახება. მამამის რომ უთხრას მომიტაცაო, შეიძლება მამუკა ციხეში აღმოჩნდეს შემდეგი ქმედებისთვის. არც ის უნდა ოჯახი საფრთხეში ჩააგდოს მისი დაუდევრობით, სადაც ამდენი იცის გიგაურმა მათზე ისიც ეცოდინება თათასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ოჯახი რომ არის. ხოდა ზუსტად იქ მიაყენებს დარტყმას.

ჩაბნელებული ოთახი მოათვალიერა და დღევანდელი დღის აღდგენა ცადა, ძალიან კარგი საღამო გამოვიუდა მიუხედავად იმისა რომ ტყუილში და დაძაბულობაში იჯდა... იანასთან ერთად ძალიან კარგად გაერთო ცოტახნით მაინც. რომ არა ის ცეკვა საღამო კარგად დასრულდებოდა, იმ ცეკვის შემდეგ თავი ნორმალურად ვეღარ იგრძნო. სულ საათს უყურებდა რომ დრო მალე გასულიყო. გაბრიელმა ცოლი მალევე წამოიყვანა, დაიღალა და დასვენება ჭირდებაო. საზოგადოებაში როგორ ზრუნავს თათაზე, სახლში კიდევ როგორ ამწარებს და ატირებს ხოლმე. ის არ კმარა ასე რომ გაუმრუდა ცხოვრება, პრეტენზიებიც აქვს და წყნარად ყოფნას თხოვოს. კიდევ კარგი ერთ ოთახში არ ძინავთ და ცოლის მოვალეობის შესრულება არ აძლაბეს, თორემ მერე ნამდვიალდ გადახტებოდა ფანჯრიდან და დაასხავდა ტვინს.

დილით კარებზე კაკუნა გამოაფხიზლა, საბანი ზანტად გადაიძრო და იქვე დაგდებული ხალათი მოიცვა. კარებში საგარეოდ ჩაცმული გიგაური დახვდა.

-მე გავდივარ და თუ რამე დაგჭირდეს ეს ჩემი ნომერია და დამირეკე._ ტელეფონი და ფურცელი მიაწოდა გაბრიელმა და გატრიალდა. _ მხოლოდ მაგ ნომერზე შეგიძლია დარეკვა!_ დამცინავად გამოხედა და კიბეები ჩაიარა.

-ძალიანაც რომ მინდოდეს ასეთ მდგომარეობაში ვერსად დავრეკავ. _ დაიგესლა და კარები მიაჯახუნა. _ სულ ნუ დაბრუნებულხარ თუ გინდა. _ მიაძახა დაკეტილ კარებში და საწოლში შეწვა.

ძილი ვეღარაფრით შეიბრუნა, ერთი საათი იწრიალა საწოლში უაზროდ. მერე დაღლილი ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. « ახლა მაინც დავაგუბო წყალი, ჩემი რა მიდის მე ვიხდი თუ?! » ჩაიცინა ბოროტულად და ვანა დააგუბა. იქვე მოძებნა სურნელოვანი წყალი და რამოდენიმე წვეთი ჩაასცხა. სითხემ მალევე მიიღო ფერი და ოდნავ ვარდისფერ წყალში ჩაწვა. მართალია გემრიელი ცხოვრება არასდროს ქონია, მაგრამ ასეთ რაღაცებს კარგად იცნობს. სოფელში ყოფნის დროს მეტს კი არაფერს აკეთებდა. ტელევიზორს უყურებდა და ყველა ნივთის დანიშნულებს ასე თუ ისე სწავლობდა. სანამ ჩაწვებოდა სააბაზანოს კარები კარგად გადაკეტა, ის გიჟი რომ არ შეუვარდეს მოულოდნელად. ოთხად გადაკეცილ პირსახოცზე დადო თავი და თვალები დახუჭა. « სერიალში ვარ რა. » დაცინა თავის ცხოვრებას და ოდნავ გაციებული წყლიდან ამოხტა. სველი ტანი იქვე გაიმშრალა და გამზადებული ტანსაცმელი ჩაიცვა, თმა პირსახოცში დაახვია და უკან გადაიგდო. პირდაპირ მისაღებისკენ წავიდა, სახლში ისევ მარტო იყო. ტელევიზორში მუსიკების არხი მოძებნა და ხმას ოდნავ აუწია. ყავა გაიკეთა და მისაღებში გავიდა. მინის მაგიდის ქვედა თაროდან მოდის ჟურნალები გამოალაგა და დივანზე მოიმარაგა. « რა ჯანდაბად უნდა ამას ესენი? » წარბები სასაცილოდ აწკიპა და ჟურნალი გადაშალა. უამრავი ლამაზი ტანისამოსი ნაახა, უმრავლესობა ზუსტად მის გემოვნებაში ჯდებოდა, მაგრამ ფასებს რომ კითხულობდა გული რომელ მხარეს უქანდებოდა ვერ ხვდებოდა. საღამომდე ასე იჯდა და თავს უაზრობით ირთობდა. სახლის დათვალიერებაც მოაწრო. ორსართულიანი ჩვეულებრივი სახლია, საშვალო ზომის ეზოთი. ეზო ყველაზე მეტად მოეწონა, იმდენი მცენარე ქონდა გაშენებულ იმ ანაკონდას... ყვავილების ამდენი ჯიში თუ არსებობდა არც იცოდა, ყველა ძალიან უცხო შესახედავი იყო. ვარდების ლამაზი თაიგული გააკეთა და სახლში ვაზაში ჩააწყო. გული კი დაწყდა ხუთიცალი ვარდი რომ დაკრიფა, მაგრამ არაუშავს ამოვა. თანაც სახლში ვარდი თავისებურ სუნს დაატრიალებს, იქნებ მერე მაინც გავიდეს გიგაურის სუნი სახლიდან... მცენარეების მიმართ სოფელში ძალიან ნაზი დამოკიდებულება აქვთ, დედამისს ძალიან ბევრი მეგობარი ყავს ყვავილების სახით. ყველასთან ათი წუთით მაინც საუბრობს, ეფერება და ყვავილებიც უფრო დიდხასნ რჩებიან მათთან. დედამისმა ჩამოუყალიბა ასეთი დამოკიდებულება მცენარების მიამრთ მასაც, სულ ასწავლიდა რომ მათ განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ. საუბარი ძალიან უწყობს ხელს მათ გახარებას, თათაც ამ მეთოდით გაახარებს ეზოში დარგულ, გაბრიელის ყვავილებს. სხვა საქმე მაინც არ აქვს, დაჯდება და ეჭორავება. სახლიც დაალაგა ამ დროის განმავლობაში. ქალის ხელი მაინც სულ სხვა, ყველაფერს ბზინვა დააწყებინა. კამყოფილი დაწვა დივანზე და ტელევოზორში საინტერესო სათვგადასავლო ფილმი მოძებნა. ფილების ყურებისას ძალიან ბევრ რაღაცას იგებს, თითქმის ყველა საკითხზე თავისებური აზრი ჩამოუყალიბა ფილმა. სათავგადასავლო ჟანრი ყველაზე მეტად მოსწონს, რაღაცნაირად თავის თავთან აკავშირებს ფილმში არსებულ ფანტასტიკას...

კარების დაკეტვის ხმაზე თავი უკან გადაწია და ამოყირავებულ გაბრიელს დააკვირდა. მამაკაცი პარკებით დატვირთული პირდაპირ სამზარეულოში შევიდა. იქიდან ხელცარიელი გამობრუნდა და თათასკენ წამოვიდა.

-სახლი დაგილაგებია, ყოჩაღ!_ ოდნავ დაითბო ბარიტონი მემგონი.

-უაზროდ ვიყავი და რა მეკეთებინა არ ვიცოდი. _ მხრები აიჩეჩა და ტელევიზროს გახედა.

-ასე წყნარად თუ გააგრძელებ მალე გარეთაც გაგიშვებ. _ ირონიულად ჩაუკრა თვალი და ეზოში გამავალ კარგს გახედა. _ ვარდებიც დაგიკრეფია._ გაკვრივებულმა გახედა მამაკაცს მერე კი ვარდების დიდ ბუჩქას.

-შენ რა იცი?

-სულ თერთმეტი გაშლილი ვარდი იყო, ახლა ექვსია. _ ფეხზე წამოდგა და ეზოსკენ წავიდა.

-შენ რა ითვლი ხოლმე?_ კითხა გაოცებულმა და ფეხზე წამოდგა.

-წელს ძნელად გაიხარეს და იმიტომ. _ გარეთ გავიდა და მოწესრიგებულ ეზოს თვალი მოავლო.

-მეც ძალიან მიყვარს მცენარეები. _ გაუშინაურდა თათა, როცა მიხვდა რომ ამ საკითხზე შეთანხმდებიან._ სოფელში ძალიან ბევრი ყვავილი აქვს დედას დარგული. _ ვარდის კოკორს ხელი გადაუსვა და გაიღიმა.

-იქითა კვირას ახალი ნერგები ჩამოვა და შეგიძლია დარგო. _ ახარა გიგაურმა და სავარძელში ჩაჯდა

-რა ყვავილებია?_ კითხა აჟიტირებულმა

-მიხაკი და ფერადი ტიტა!_ უემოციოდ გასცა პასუხი.

-ფერადი ტიტა?_ პირვლად გაიგო ფერადი ტიტა. იცის, რომ ტიტები სხვადასხვა ფერებია, მაგრამ ერთში ბევრი ფერი ცოტა გაუკვირდა.

-უცხოეთში ცისარტყელასა ეძახიან მაგ ჯიშს. _ დაუკონკრეტა.

-ხედავ გავუგეთ ერთმანეთს. ახლა გამიშვი გარეთ. _ უცებ წამოჭრა მისთვის საჭირო თემა.

-სულელი გოგო ხარ! _ სიტყვით დაცინა გიგაურმა და მკაცრი მზერით გახედა.

-შეურაწყოფას ნუ მაყენებ თორემ, მეც გეტყვი მწარეს და გამწარდები!_ შუბლი შეკრა სიხარულიძემ.

-დამიჯერე შენ უფრო გამწარდები ფიზიკურად!

დაიგესლა თავისებურად და ფეხზე წამოდგა. მიმავალ სილუეტს ენა გამოუყო და თვალები გაბრაზებულმა დააწვრილა. საშინლად მოქმედებს ეს კაცი მის ნერვებზე, როგორმე უნდა დააჯეროს საკუთარი თავი, რომ მისი ნერვების ფასად არ ღირს ეს საზიზღარი ადამიანი, თუ შეიძლება მას ადამიანი ეწოდოს. თვითონ გეგმავდა მის გამწარებას და რა გამოდის, რომ გიგაური სისხლს უშრობს. ასე თუ გაგრძელდა მთელი ერთი წელი... ან უფრო ნაკლები, შეიძლება ბოლოს გიჟი გაუშვას... იქნებ ასეც არის, ქალები მოყავს მორალურად ანადგურებს და მერე უშვებს... არა! რა სისულელეა, მისმა მეგობრებმა ხომ თქვეს, რომ ცოლის მოყვანაზე სულ იციონდა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სიამრთლე იპალარაკეს, იქნებ შეთანხმებულები არიან. არა, არა იანას თვალებში სიცრუის ვერცერთი მარცვალი იპოვა, თათა კი ადამიანებს კარგად ცნობს... აი მაგალითად ეს ანაკონდა, უკვე იცის რომ მანიაკია!
ფეხის ხმაზე ფიქრებიდან გამოერკვა და წარბაწეულმა გახედა მინის კარებში მდგარ მაღალ მამაკაცს.

-არ გშია?

-მაცივარშია საჭმელი და ჭამე._ მზერა აარიდა კაცს და სივრცეს გახედა.

-ჩემს კვებას მივხედავ...მე შენ გკითხე არ გშიამეთქი?_ კითხა გაღიზიანებულმა.

-არა არ მშია. _საშინლად მოუნდა მასთან ცოტა გულახდილა ესაუბრა. წასულ მამაკაცს უკან დაედვნა და სამზარეულოში შეყვა. _ მითხარი რატომ ამირჩიე მაინცდამაინც მე?_ კითხა და მის წინ სკამზე დაჯდა.

-ასე მინდოდა!_ მოუჭრა მოკლედ და თეფშზე საჭმელი გადმოიღო.

-რატომ გინდოდა?_ არ ეშვებოდა თათა და სასურველ პასუხს ელოდებოდა... მაგრამ თვითონაც არ იცის რა არის სასურველი პასუხი.

-თათა, გადი და ჭამა მაცადე!_ ჩანგალი თეფშზე დადო და თვალებით ანიშნა გადიო. მერე გაახსენა მამაკაცი ჭამის დროს, რომ არ საუბრობს და უხმოდ ადგა ფეხზე.

თავის ოთახში ავიდა და საწოლზე წამოწვა... ასე თუ დაემსგავსა დღეები ერთმანეთს გიგაურს მოკლავს. ფანჯარას გახედა და ცეცხლისფერ ცას თვალი გაუსწორა, როგორ უყვარს ეს პერიოდი. მზის ჩასვლის ყურება ძალიან სიამოვნებს. ფანჯრის რაფაზე შემოსკუპდა და რკინის რიკულებს ხელი მოკიდა, უკან რომ არ გადავრდნილიო, თარო ძალიან ვიწროა. თვალები დახუჭა და თბილი ჰაერი ხარბად ჩაისუნთა. ნაბიჯების ხმა, რომ გაიოგონა მიხვდა გაბრიელი ამოდიდოა მაღლა. დაკეტილ კარებს გახედა და ისევ ფანჯარაში გაიხედა. ნაბიჯების ხმა მის კარებთან შეწყდა, მამაკაცმა ორჯერ დააკაკუნა და შესვლის ნებართვა რომ აიღო კარები შეაღო.

-ხვალ თამილა მოვა და იმედია ტიპიუტი რძალივით არ დაიგესლები!_ დაარიგა გიგაურმა და კარებს აეკრო.

-მე დედაშენთან არაფერი მაქვს გასაყოფი, ეს შენ ხარ საძაგელი ადამიანი!_ არც თათამ დააკლო შხამის გადმონთხევა.

-დღითიდღე იგრძელებ ენას და ვატყობ სიცოცხლე მოგბეზრდა! _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და მისკენ დაიძრა. შეშინებული აეკრა რკინებს თათა და მამაკაცს გახედა. _ აბა გაიმეორე როგორ ადამიანი ვარ?_ კითხა და ხელი მისი ლოყებისკენ წაიღო. ეს კარგი ისწავლა ლოყებზე მოუჭერს ხელს და მთელ სახეს ატკიებს.

-საძაგელი ადამიანი! _ შეშინებულმა ცადა ხმა დაემორჩილებინა. გაბრიელი ლოყებზე ჩააფრინდა და მისი ტუჩები თავისას გაუსწორა. ერთი სიტყვა მაინც რომ ეთქვა რომელიმეს კოცნა გარანტირებული იყო. თათამ სახის უკან დაწევა ცადა, მაგრამ გიაგურმა არ დაანება. ქალი ისევ იმ მანძილზე გააჩერა და ტუჩი შესაჩნევად გაილოკა. გული ლამის წაუვიდა ჩანაფიქრს როცა მიხვდა თათა. პირველი კოცნა ამ არამზადას რომ აჩუქოს ალბათ მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ვერ აპატიებს. გიგაური კიდევ უფრო ახლოს მოიწია და ტუჩები ოდნავ ააცილა მისას. ლოყას გაუხახუნა და ყურს მიუახლოვდა.

-შემოგხედავს კაცი არაგიშავს, ენას ამოიღებ და წარმოდგენას სულ მიკარგავ. მშვიდად ცოხვრება არ გიყვარს შენ როგორც ჩანს, ხოდა მიიღებ იმას რასაც ორი დღეა ეძებ!_ ხელი გაუშვა და კარებისკენ უკამოუხედავად წავიდა. _ ნამცხვარს თუ დაახვედრებ დედამთლის, მომავალში დაგიფასდება!_ ოთახიდან გამსულმა მოაძახა და კარები გაიკეტა.

-თამილას რას ვერჩი, შენ ჭამე ცეცხლი!

მიაძახა ხმამაღლა და რაფიდან ჩამოხტა. დღესაც კარგი შიში აჭამა გიგაურმა. გულის სიღრმეში ძალიან გაუხარდა თამილას სტუმრობა, იქნებ იმ ქალთან მაინც გახდეს რამეს და შვილს ცოტა გული მოუბრუნოს ამ გოგოსკენ... რა კარგია, ნორმალურად მაინც იცხოვრებს ერთი დღე, თამილას დახმარებით. ნამცხვარს კი არა ტორტს გამოუცხობს თუ უნდა. თვალები დახუჭა და ხვალინდელი დღის მოლოდინში გაისუსა.
ტადიციულად კარებზე კაკუნმა გამაოფხიზლა, ფეხზე წამოდგა და თმა აბურდულმა გააღო კარები. თათას დანსხვისას სასაცილოდ დამანჭა მიმიკა გაბრიელმა, ოღონდ ისე რომ თავისი კუშტი იერი არ დაეკარგა.

-ორისთვის მოვა თამილა და მზადიყავი, რესტორანში წავიდეთ.

-დედამთილებს რესტორანში ხვდებიან ხოლმე?_ ირონიულად კითხა და ოთახში შებრუნა. _ არ მინა რესტორანი, ოჯხური გარემო უკეთესია დამიჯერე. _ თვალი ეშმაკურად ჩაუკრა და საწოლზე ჩამოჯდა. _ თან რამეს მაინც მოვამზადებ და დროს გავიყვან.

-როგორც გინდა, წავედი მე და მოვალ ორისთვის.

-რა უყვარს თამილა დეიდას?_ კითხა და ფეხზე წამოდგა. დაბნეულმა გამოხედა თათას და გაჩერდა. _ საჭმელებიდან. _ განუმარტა და პირზე ხელი აიფარა.

-მე საიდან უნდა ვიცოდე?_ მხრები აიჩეჩა გიგაურმა.

-შვილი შენ ხარ და არ იცი დედაშენს რა უყვარს? _ იკითხა გაკვირვებულმა, თვითონ ზეპირად იცის, მშობლები რომელ დღე რა საჭმელს ჭამენ.

-რაც გაგიხარდება ის გააკეთე. _ დასრულა საუბარი და კიბეებზე სიბილით დაეშვა.

სამზარეულოში ტრიალი დღეს განსაკუთრებით სიამოვნებდა. უხაროდა თამილას სტუმობა, ბოდიშსაც მოუხდის მის უპასუხისმგებლობაზე. აბა იმას რა ათქმებინებს შენმა შვილმა ერთი წლით მომიტაცაო. ფიქრებზე გაიცინა და ხახვის წვრილად დაჭრა განაგრძო, თან მაისურის მკლავებით ცრემლებს იგერიებდა. ამ პროცეს ყველაზე მეტად ვერ იტანს. ისე ზლუქუნებს გეგონება დაკარგულ სიყვარულს მისტირიტო. კარების ხმაზე თავი ოდნავ გაყო მისაღებისკენ და გიგაურს გახედა. მამაკაცი კომპიუტერის ჩანთით იდგა და ტელეფონზე საუბრობდა. სამზარეულოსკენ მოტრიალება როგორც კი დააპირა თავი დენდარტყმულივით შეყო უკან თათამ და საქმის კეთება განაგრძო.

-არ მოსულა თამილა?_ საათზე დაიხედა გიგაურმა.

-ვერ ხედავ მოვიდა თუ არა?_ თვალებიდან ცრემლი მოიმწინდა და ხახვი ტაფაზე დაყარა.

-დედაჩემი არ მოდიოდეს მაგ ენას ამოგაძრობდი! _ დაიღრინა გაბრიელმა.

-ეგრე მემუქრები მეორე დღეა!_ წააქეზა.

-თათა, ნუ მიშლი ნერვებს თორემ დამიჯერე შენს ენას სამუზეუმო ექსპონატად ვაქცევ მალე!

ხმა გაიმკაცრა გაბრიელმა. ტელეფონი მოიმარჯვა, მისაღებში გავიდა და დარეკა. ცოტახანში უკან თამილასთან ერთად დაბრუნდა. დაბნეულმა ააფახუნა თვალები და ქალი გადაკოცნა. ეგონა, რომ ცოტა გაურკვევლობაში იქნებოდა ჩავარდნილი დედამთილი, მაგრამ ისეთი გახარებუული სახე ქონდა.
კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს კაცი ქალებს მორალურად არ ანგრევს... თამილასთან ერთად ივახშმეს და მისაღებში დასხდნენ. გაბრიელის გვერდით ყოფნა ბოჭავდა, მამაკაცი კი ამას არ იმჩნევდა და უფრო ეკვროდა ანერვიულებულ პროვინციელს.

-ისე გამიკვრიდა გაბრილმა რომ მითხრა თათა მოვიყვანეო. _ ღიმილით გადაულაპარაკა დედამთილმა და ხელზე ხელი თბილა დაადო.

-მეც ძალიან გამიკვირდა დამიჯერეთ. _ ირონიულად გაიღიმა და გაბრიელს მიაშტერდა. მამაკაცმა წელზე თითები მოუჭირა და მიახვედრა ხმა ჩაიგდეო.

-მესმის, ორი დღეა რაც ერთმანეთს იცნობთ. _ ყურადღება არ მიაქცია მის ნათქვამს თამილამ. _ ასე მალე ქორწილი რატომ გადაწყვიტეთ შვილო?_ ახლა გაბრიელს მიუბრუნდა.

-რისთვის გვეცადა?_ იკითხა კოპებშეყრილმა.

-თქვენი საქმისა თქვენ უკეთ იცით, მთავარია ბედნიერები იყოთ. _ თავზე თბილად გადაუსვა თათას ხელი და ნამცხვარ გვერდი მოატეხა. _ სამსახურში როდის გამოხვალ? თუ გადაიფიქრე მუშაობა?

დაბნეულმა გახედა გაბრილეს და მზერით შეევედრა სამსახურს ნუ დამაკარგინებო. მამაკაცმა ხელი მოადუნდა და ქალს ოდნავ მოცილდა.

-რამოდენიმე დღეში ისევ გამოვა.

-ძალიან კარგი, უგემრელეს ნამცხვრებს აცხობს ეს გოგო.

გიგაურის პასუხმა ძალიან გაახარა. მამაკაცის მადლიერიც კი იყო, გარეთ გასვლის უფლება რომ მისცა. რამოდენიმე დღეში, აქაურობას ცოტახნით მაინც დაახწევს ხოლმე თავს... მანამდე კი სასწავლებელშია მისასვლელი და სწავლის საკითხზე რაღაცები გასარკვევი აქვს.

თამილას გაცილების დროს გულში რაღაცა ძალიან ჩაწყა, ამ ქალტან ყოფნის დროს ის დაძაბულობა სადღაც გაუქრა. ახლა კიდევ ისევ მარტო უნდა იყოს ამ კაცთან ერთად. დაპირდა კიდევ გესტუმრებითო, მაგრამ კაცმა არ იცის როდის. ჯერ დაწოლითაც ვერ დაწვება, ცხრა საათიც არ არის. ეზოში გავა და ჰაერზე წიგნს გაიწკითხავს. პატარა ბიბლიოთეკა ქონდა გიგაურს სახლში, იმ ბიბლიოთეკიდან სასურველი წიგნი ამოარჩია და ეზოში პლედით გავიდა. მინის კარებიდან კარგად ხედავდა მისაღბში მჯარ გაბრიელს, რომელიც კომპიუტერში რაღაცას სერიოზული სახით აკეთებდა. მერე საერთოდ აღარაფერი შეუმჩნევია ისე გაიტაცა წიგნმა. წიგნის გარეთ რომ გაექცა ფიქრები მიხვდა, რომ კითხვას აზრი აღარ ქონდა და დახურა. გიგაური მისაღებში აღარ იჯდა. ოთახში შევიდა და კედელზე მოწიკწიკე საათშ გახედა თერთმეტი სრულდებოდა. ლამაზად დაკეცა პლედი და ოთახში ავიდა. უნებურად მისი ოთახისკენ გააპარა თვალი, ძალიან მოუნდა იქ შესვლა და დათვალიერება, მაგრამ მამაკაცის ეშინოდა. იქ რომ დახვდეს ხომ გული წაუვიდა. ოდნავ შეღებულ კარებში, ოთახის ერთი კუთხე მოათვალიერა, სურვილზე მაინც ვერ თქვა უარი და კარი ძალიან ნელა შეაღო. ოთახი ცარიელი დახვდა, აივანზეც არავინ არ იყო. ძალიან სადად ქონდა მოწყობილი ოთახი გიგაურს. საწერი მაგიდა, გარდერობი და საწოლი... მგონი მამაკაცისთვის ეს ყველაფერი საკმარისია. სააბაზანოშიც არ იყო მამაკაცი, ე.ი. სახლში არ არის! კი მაგრამ როგორ გაუჩინარდა ისე თათამ ვერაფერი რომ ვერ გაიგო. ხელი აიქნია და საწოლში შეწვა. გვიან ღამით გაიგონა როგორ ამოიარა კიბეები მამაკაცმა, მის ოთახთან წამით გაჩერდა და გაჩერდა თათას გულიც. საბანი ცხივრამდე აიტანა და აკანკალდა. მამაკაცმა გზა განაგრძო და თავისი ოთახის კარები დაკეტა.
ღამე იგრძნო როგორ შემოეძარცვა თავზე საბანი. ხელები ჰაერში აათამაშა და საფრთხის მოცილება ცადა, რომელიც სიზმარსიც არ ასვენებდა. შეგრძნება, რომ მის ოთახში კვლავ ვიღაც იყო, უფრო გაუმძაფრდა. სხეული ისეთი მოდუნებული და გათიშული იყო რეაგირებას ვერაფრით ახდენდა. არადა ძალიან უნდოდა ახლა გამოფხიზლება და იმ მოჩვენებისთვის თავის გატეხვა. საბანს დაჯაჯგურა და ისევ ზემოთ აქაჩა.

თვალები რომ გაახილა ყველანაირი შეგრძნება გამქრალი იყო. ოთახში არანაირი კვალი არ ყოფილა მოჩვენების. ყელზე გაშლილი ხელი ჩამოისვა და თვალები მაგრად დახუჭა. «მემგონი ვგიჟდები.» ხმამაღლა ჩაიფრუტუნა და ფანჯარას გახედა. დილის მზის სხივები უკვე ბატონობდნენ მისი ფანდების ჭრილში. ხელები მაღლა აწია და გემრიელად გაიშალა წელში. ფეხზე ნელა წამოდგა იმის შიშით კიდევ რამე არ მომეჩვენოსო და ოთახიდან გავიდა. სააბაზანოს კარებთან შეეჩეხა გაბრიელს. მამაკაცი წელს ზევით შიშველი იყო და წყლის წვეთებით დანამულ სხეულს იმშრალებდა.
იმ წუთას პირვლად აღიქვა როგორც მამაკაცი და როგორც მისი ქმარი. აქამდე შეუმჩნეველი ხიბლი ახლა უკვე მისთვისაც ნათელი გახდა. იმდენად დაბნია შიშველი მამაკაცის ხილვას გაშტერებული თვალი ვერაფრით მოწყვიტა მის მართლაც რომ «უნაკლო» სხეულს. ყელში გაჩხერილი ბურთულა ძლივს გადააგორა უკან და მამაკაცს თვალებში ჩახედა. იქ საშინლად დამცინავი ჭინკები დინახა, რომელებიც მისკენ თითებს იშვერდნენ და რაღაცას ბუტბუტებდნენ. სწრაფად აუქცია გვერდი გიგაურს და სააბაზანოში შევიდა. კარებს ოფლით დაცვარული შუბლი მიადო და ღრმად ამოისუნთქა. თავისი თავის კონტროლი პირვლად გაუჭირდა დღეს. მამაკაცის ასეთ მდგომარეობაში დანახვამ ძალიან დააბნია და იმიტომაც აღიქვა ის ანაკონდა როგორც კაცი. თორემ სულაც არ მოსწონებია მისი სხეული. ყველა ნავარჯიშებ კაცს, ლამაზად აქვს სხეულის ფორმები შენარჩუნებული. « ნეტა შენ რა იცი ვის როგორ აქვს» წაკბინა ალტერეგომ. ონკანი მოუშვა და წყალი ორივე ხელში დაიგუბა. თვალების დახუჭვისთანავე მისი იდეალური სხეული წარმოიდგინა და თვალები დაფეთებულმა გაახილა. სარკეში თავის ანარეკლს გაუსწორა თვალი და გაკავრებულმა დააბრიალა ის დიდი თვალები. არა რამდენჯერაც თვალს დახუჭავს, სულ მისი შიშველი სხეული ელანდება. ეს არ უნდა იყოს ნორმალური მისი მხირდან. მაგრამ რა ქნას, კაცი პირვლად ნახა ასეთ ფორმაში. სოფელში მდინარეზე კი იყვნენ წელს ზევით შიშველი ბიჭები, მაგრამ ისინი თათას ბავშვობის მეგობრები არიან... ეს კიდევ მისი ქმარია და მასთან არანაირი მეგობრობა არ აკავშირებს. მას მხოლოდ ისე შეიძლება აღიქვამდეს როგორც კაცი... «არა! გამორიცხულია! მე და ის საძაგელი ადამიანი? რა სისულელეა, რეებზე ფიქრობ თათა! გამოფხიიზლდი ცოტა და შენ თავს პატივი ეცი... ვერ ხედავ როგორ გექცევა, თითქოს მისი სათამაშო იყო.... არა მართლაც რომ იდეალური მკლავები აქვს!» მაინც ვერ შეიკავა ფიქრის ბოლოს თავი და გონებიდან წამოსული სიტყვები წამოროშა. შინაგანი სამყარო სულ მოუნგრია სააბაზანოში მყოფს ფიქრებმა. ვანაში წყალი ჩააგუბა და ჩაწვა. ახლა უკვე სპეციალურად ხუჭავდა თვალებს, ის კადრები რომ აღედგინა. იცის რომ ამის უფლება არ აქვს, მაგრამ თავს კონტროლს მაინც ვერ უწევს. მერე რა შიშველი მამაკაცით თუ მოიხიბლა, მდედრობითი სქესის წარმომადგენელია და დიდი ამბავი. მომავლის გეგმებს ხომ არ სახავს არა? უბრალოდ ფიქრობს, რომ ის კაცი ძალიან სიმპათიური და მიმზიდველია. ახლა უკვე მისი სახის ნაკვთების შესწავლად დაუთმო დრო. ამდენი დღეა მასთან ერთად ცხოვრობს, თვალებში უყურებდა და ასეთი იდეალური სახის ნაკვთები ვერ შეამჩნია. ოდნავ კეხიანი ცხვირი, რომელიც ძალიან უხდება და სულაც არ არის ცუდი შესახედავი. პირიქით, უფრო მეტ მიმზიდველობას მატებს. სქელი მამაკაცური ტუჩები, რომლებიც გუშინ მისი ტუჩების პირდაპირ იყო და თვალები, მისი კოზირი! ძალიან ლამაზი მოყვანილობის ქუთუთოები, ღია თაფლისფერი თვალები რომლებიც მამაკაცის თავს აუცილებლად მოგაწონებდათ. პირვლად აღიარა ფიქრებში, რომ მამაკაცის წვერი მოეწონა. ძალიან მოვლილ და მოწესრიგებულ სახის კანზე! საკუთარ თავზე გაბრაზებულმა, წყალს გაშლილი ხელისგული დაარტყა და ვანიდან ამოვიდა. სწრაფად გაიმშრალა სხეული და ტანსაცმელი გადაიცვა. სააბაზანოდან გასულმა ჯერ ტერიტორია მონიშნა, სადმე არ გადამეყაროსო და მერე სირბილით წავიდა თავისი ოთახისკენ. თავი სამშვიდობოს როგორც კი დაიგულა ღრმად ამოისუნთქა და წეღანდელი ვინებიანი ფიქრები ჯანდაბაში გაგზავნა. არეული საწოლი გადაასწორა და ფანჯარა გამოაღო, ოთახის გასანიავებლად.

ბავშვობაში მღეროდა, იმდენად კარგად რომ სოფელში « მერცხალს» ეძახდნენ. სიმღერა ძალიან უყვარს იმიტომაც ღიღინებს სულ. დედა მუსიკოსი ყავდა, ძალიან კარგად მღერის და უკრავს ლედი ფორტეპიანოზო. შვილსაც მისი გენები გამოყვა. ძალიან დიდი ხნის წინ აღმოაჩინა, რომ სიმღერას სხვანაირად უდგებოდა. ყველაფერს ისე აკეთებდა როგორც დედა ეტყოდა, არასდროს ჩქარობდა, საქმის გაკეთებო სულ ნელა უყვარდა და ახლაც ასეა. საქონელი თუ ყავდა საძოვარზე წაყვანილი მაშინ ფრთები ესხმეოდა თათას, შუაგულ მინდორში ხელებს გაშლიდა და ლამაზ ხმას ამოუშვებდა ბაგეებიდან. მერე მიხვდა, რომ ამით შორს ვერ წავიდოდა და გულში დაიწყო სიმღერა, მშობლებისთვის ტკივილი რომ არ მიეყენებინა. იცოდა, რომ შემოსავალი იმდენს ვერ გაწვდებოდა თათას მასწავლებლებთან ევლო და უფრო დაეხვეწა ხმა... ამიტომ სიმღერა თავისი გონებიდან სამუდამოდ ამოშალა... გონებიდამ, მაგრამ გულიდან ვერა, საქმის კეთების დროს სულ ღიღინებს და ძველ დროს იხსენებს. ახლაც ფანჯარასთან დგას და ღიღინის მაგივრად მღერის, იცის რომ ამით აქ გულს არავის ატკენს და თავისუფლად გრძნობს თავს. გაბრიელიც არ ეგულება სახლში, მერე რომ წამოაძახოს რამე ცუდად. სამზარეულოში გუშინდელი დარჩენილი საჭმელი გააცხელა და ისაუზმა, მერე ეზოში გავიდა და ყვავილები მორწყა, თან მღეროდა დედამ რომ დაუწერა იმ სიმღერას. მაშინ თავი სამყაროში ყველაზე ბედნიერი გოგო იყო. ლედიმ სიმღერის ტექსტი რომ აჩუქა, ასე ეგონა დედამისმა მისთვის სასწაული გამოიმეტა. ასეც იყო, ქალი არასდროს წერდა, მაგრამ შვილის უგონო სიყვარულმა საწერი კალამი ხელში ააღებინა და დაწერა და თან როგორი სიმღერა... გული და სული, რომ ეტევა შიგნით!

კარების ხმაზე თავი მისაღებისკენ მიატრიალა და სარწყავი გევრდით გადადო. გაბრიელი დამშვიდებული სახლით მოდოდა თათასკენ. ცოტა არ იყოს მამაკაცის ასეთი მზერა გაუკვირდა, სიცივე იმდენად ვეღარ იგრძნო მასში.

-ხვალ შენს მშობლებთან შეგიძლია დარეკო და მოიფიქრო რა ვუთხრათ. _ მშვიდად ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

-არ ვიცი. მირჩევნია სიჩუმეში ვაცხოვრო, ვიდრე მოვატყუო და რაღაცები არასწორად ავუხსნა. _ სევდიანმა ჩაილაპარაკა.

-რატომ უნდა მოატყუა? შენ მართლა გათხოვდი თათა შეიგნე ეს!_ ხმა გაიმკაცრა მამაკაცმა.

-უსიყვარულოდ სრულიად უცხო მამაკაცზე!_ დააკონკრეტა და ყვავილების მორწყვა განაგრძო.

-მაშინ მთელი ერთი წელი ტყუილში ცხოვრება მოგიწევს!

-ყველა ვარიანტში ტყუილში ცხოვრება მომიწევს.

დადარდიანებული ხმა ამოუშვა და სახლში შევიდა. გიგაურმა თვალი გააყოლა სამზარეულოსკენ მიმავალს და თავისთვის რაღაცა ჩაილაპარაკა.

-ყავას დალევ?_ ნახევარი ტანი გამოყო თათამ სამზარეულოდან და მამაკაცს გახედა გიგაურმა მხოლოდ თავი დაუქნია და ტელევიზორს მიუჯდა. _ უშაქრო ხო?_ იკითხა სარკასტულად და სამზარეულოში შეტრიალდა.

ფინჯნებით ხელში მისაღებში გავიდა და გაბრიელის წინ დაჯდა. მამაკაცს ყურადღება არ მიუქცევია პროვნციელისთვის, ტელევიზორს უყურებდა ინტერესით. თავიდან თათაც არ იჩენდა საუბრის ინიციატივას, მერე ერთ ადგილზე ვეღარ ისვენებდა და სურვილმა წასძლია მასთან ბაასი გაება. მამაკაცს მორიდებით გახედა, ჯერ კიდევ ვერ დაივიწყდა დილანდელი სცენა და ცოტა არ იყოს რცხვენია. ყავა მოსვა და გაბრიელის თითებს დააკვირდა, ტელევიზორის გადამრთველს ხელში რომ ათამაშებდა.

-ცოლ-ქმარმა ერთმანეთზე თითქმის ყველაფერი იცის, მე და შენ კიდევ საერთოდ არაფერი. _ დუმი უცნაურად დაარღვია თათამ და გაშტერებულ მამაკაცს გახედა.

-რა გაინტერესებს?_ იკითხა უნტერესოდ ისე, რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მოუცილებია.

-აი მაგალითად, რას საქმიანობ სად დაიბადე, რამდენი წლის ხარ... შენმა მეგობრებმა რომ მკითხონ რამე ხომ უნდა ვიცოდი._ პირვლად დაფიქრდა ამაზე, ხომ შეიძლება მართლა კითხონ და რა პასუხი უნდა გასცეს? ჩემს ქმარს ჯერ მაგაზე არ უსაუბრიაო?

-ოცდაცხრა წლის ვარ! _ ხმამაღლა ჩაილაპარკა გიგაურმა და თათას გახედა.

-ათი წლით ხარ ჩემზე დიდი. _ ღიმილით ჩაილაპარაკა და ფინჯანს თითები უფრო მოუჭირა. _ რას საქმიანობ?_ კი იცოდა მანქანების ბიზნესით რომ იყო დაკავებული, მაგრამ გული მაინც ვერ ისვენებდა. ეჭვები კლავდა პროვინციელს.

-ჩემი ბიზნესი მაქვს._ ისევ მოკლედ მოუჭირა თან არც დააუკონკრეტებია რა ბიზნესი.

-ასე თუ გავაგრძელეთ გეგმა მალე ჩაგეშლება და გამოგვიჭერენ. _ მისი პასუხებით უკმაყოფილობ ჩაიფრუტუნა და ტელევიზორს გახედა.

-მე გითხარი რაც გაინტერესებს მკითხეთქო. _ უფრო გაიმკაცრა ხმა გიგაურმა.

-სად დაიბადე?

-თბილისში.

-ჩემზე არაფერი გაინტერესებს?_ ცოტა არ იყოს ეწყინა მამაკაცის უყურადღებობა.

-ცხრამეტი წლის ხარ. დაბადე გურიის ერთ-ერთ სოფელში, სასწავლებლად ჩამოხვედი ქალაქში. გყავს სამი დედმამიშვილი და მშობლები, რომლებზეც გიჟდები. _ ჩამოურაკრაკა და მზერა აარიდა. მამაკაცმა ყველაფერი რომ იცოდა მის შესახებ ამას ჯერ კიდევ გუშინწილ მიხვდა, მაგრამ მაინც აინტერესებდა რაღაცები. _ დანარჩენს ურთიერთობაში გავიგებთ ერთმანეთზე.

-ასე მუდოებივით თუ გავაგრძელეთ ცხოვრება, ვერაფერსაც ვერ გავიგებთ!

-შენ რა პრეტენზია აღარ გაქვს ჩემს ცოლობაზე?_ დაცინვით კითხა მამაკაცმა და მისკენ ოდნავ გადმოიხარა.

-რომ მაქვს რა მერე? აზრი არ აქვს ერთმანეთთან დავას, მაინც შენსას გაიტან ბოლოს. ამიტომ ჯობია ადამიანებივით ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა რომ ადამიანებში არ გთვლი.

მაინც წაკბინა ბოლოს და დივნის საზურგეს მიეყრდნო. მამაკაცს რეაქცია არ ქონია მის გამოხტომაზე, წელში გასწორდა და ირონიულად გადახედა თათას. აშკარად რაღაცა სხვა მოიფიქრა პროვინციელის გასაჩუმებლად. იქნებ ღამე მისი საწოლში მოკვლა დაგეგმა.

გიგაურმა ალმაცერად გადახედა პროვინციელს და წარბები უფრო შეჭმუხნა.... მემგონი მართლა ცუდ გეგმას სახავს გინებაში, ისე ეცვლება სახლის გამომეტყველება, ყოველ წამს. სიხარულიძე როცა მიხვდა, რომ მათი საუბარი დასრულდა ცარიელი ფინჯნები სამზარეულოში გაიტანა და გარეცხა. იქიდან პირდაპირ კიბეებისკენ წავიდა და თავის ოთახს მიაშურა.

ღამით ხმაურმა გამოაფხიზლა, თვალები ზანტად მოიფშვნიტა და დაკეტილ კარებს გახედა. თავიდან ეგონა რომ გიგაური მისი მოკვლის გეგმას ასრულებდა, მაგრამ მერე კარგად გაიგონა კარებზე ბრახუნის ხმა. დაფეთებული წამოხტა ფეხზე და კარები გამოაღო. საბედნიეროდ გიგაურიც გარეთ დახვდა. მამაკაცს თმები აბურდული ქონდა თვალები კი დასიებული. გაცოებულმა გახედეს ერთმანეთს და ორივე კიბეებისკენ წავიდნენ.

-შენ სად მოდიხარ? შედი ოთახში!

ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა. თათამ მხრები აიჩეჩა და ოთახში შებრუნდა. ნახევრად ღია კარებიდან კიბეებზე ჩავლილი გიგაური რომ დაიანხა გამოვიდა და მისაღებ ოთახში გადაიხედა. გაბრიელს მხრებზე ჩამოკინწიალებული მამაკაცი მოყავდა და თან ცდილობდა, მამაკაცი როგორმე შეემაგრებინა. ფეხზე ძლივს მდგომ კაცში კაკი ამოიცნო პრივინციელმა. შიშიშის გრძნობა უკან მოიტოვა და კიბეებზე წავიდა, გაბირლის დასახმარებლად. მთვრალი მამაკაცი დივანზე მიიეწვინა გიგაურს და ტუქსავდა. ფეხის ხმაზე უკან მოტრიალდა და დაბღვერლიმა გახედა თათას.

-რა გითხარი მე შენ ოთახში დაეტიეთქო! _ დაუღრინა და მოფრუტუნე კაკის ბალიში გაუსწორა.

-ნუ მეჩხუბები სულ! დაგეხმარები რამეში._ თვითონაც დატუქსა გიგაური და მათკენ წავიდა. _ როგორ დამთვრალა. _ სიცილით ჩაილაპარაკა თათამ და მამაკაცს დახედა.

-უეჭველი კესომ გამოაგდო სახლიდან. _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და მამაკაცის გაღვიძება ცადა. _ ბრაძიაგა, გაახილე თვალები და თქვი რამე. _ შეარხია ძმაკაცი.

-მაგრად გამიდო ჩემმა ცოლმა. _ ძლივს მოაბა სიტყვებს თავი კაკიმ. გიგაურმა თათას გამოხედა და « ხომ გეუბნებოდი » მზერა ესროლა.

-მოდი მეორე მხრიდან მოუდექი და ავიყვანოთ მაღლა.

ხელი დაუქნია თათას და კაკი ფეხზე წამოაყენა. სწრაფად მივარდა მამაკაცს და მეორე მხრიდან ამოუდგა. კაკის რეპლიკებისთვის ყურადღება არცერთს მოუქცევია ისე აიყვანეს მეორე სართულზე. თავისუფალ ოთახში შეიყვანეს და ტანსცმლიანად დააწვინეს.

-წადი შენ დაიძინე მივხედავ მე!

ისევ თათას მოუტრიალდა და კარებისკენ ანიშნა. უხმოდ გამოვიდა ოთახიდან და თავის ოთახში შევიდა. საათის ისრები ღამის ხუთ საათს აჩვენებდა. გაყინულ საწოლში შეწვა და თვალები დახუჭა.
დილით ცხრა საათზე გამოეღვიძა, გუშინდელი ღამე რომ გაახსენდა სწრაფად წამოდგა ფეხზე და სააბაზანოში ფეხაკრებით შევიდა.
მისაღებში მინერალური წყლით ხელში იჯდა კაკი და გაბრიელის საშინლად ცივ მზერას უძლებდა. წარმოდგენაც არ უნდა პროვინციელს რა დღეში აგდებს ახლა გაბრიელი ძმაკაცს. ერთ მხრივ ძალიან კარგია გუშინ ეს კაცი აქ რომ მოვიდა, ამით თათამ გაიგო რომ სასმელზე ცუდად მოქმედებს გიაგური. თან მაშინ რესტორანშიც არ დაულევია, ურალოდ ამაზე ყურადღება არ გაამახვილა, საჭესთან ზის და ალბათ თავს იკავებსო. მამაკაცებს მიესალმა და სამზარეულოსკენ წავიდა.
ფიქრები არ ასვენებდა, რა პასუხი გასცა დილით გიგაურმა, კაკიმ სხვადასხვა ოთახებში რომ აღმოაჩინა ცოლ-ქმარი. ან იქნებ არც დაუნახავს. ფიქრებში გართულმა ვერც კი გაიგო როგორ მოეპარა უკნიდან გიგაურ და კისერზე ტუჩები მიადო. ადგილზე უეცრდ შეხტა და ჭიქა ხელიდან გაუვარდა. მამაკაცის სხეულის სიცივემ, ერთინად ააკანკალა. გაყინულ კისერზე ხელის მოკიდება უნდოდა, მაგრამ იმდენად მცირე იყო, თათას და გაბრიელს შორის მანძილი ადგილიდან ვერ დაიძრა. მამაკაცის სუნთქვა ყურებთან იგრძნო და უარესად აკანკალდა.

-ნუ დაპანიკიორდი! ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ თათა და ჩემს ალერს უნდა მიეჩვიო.

უჩურჩულა ძლივსგასაგონად და კიდევ ერთი კოცნის კვალი დაუტოვა კისერზე. მამაკაცი საკმაოდ მოცილდა გოგონას, მაგრამ ეს მაინც ვერ იძვრის ადგილიდან. იდმენად იმოქმედა იმ საძაგელი კაცის შეხებამ, რომ გაიყინა. ფილმებიდან იცის რომ ასეთ დროს პირიქით ცხელმა ტალღამ უნდა დაგიაროს სხეულში, ამას კიდევ სიცივის და კანკალის მეტი არაფერი უგვრძვნია. უკან მიტრიალდა გიგაურის გასალანძღად, მაგრამ კაკის რომ მოკრა თვალი ხმა გაიკმინდა. მრისხანე თვალებით გადახედა სერიოზულ გიგაურს და სუფრა გაშალა. დროდადრო ნაკოცნი ადგილი თავს ახსენებდა და რცხვენოდა. მამაკაცთან ასე ახლოს ყოფნას არ არის მიჩვეული. ჯერ ტანზევით შიშველი, მერე კოცნა, ნეტავ შემდეგი რა იქნება.

-რამოდენიმე დღე კაკი ჩვენთან რჩება. _ ჩაილაპარაკა გიგაურმა და თათა გადახედა.

-რძალო, ორი დღე ამიტანე და მერე კესოს დავკერავ, აბა ასე გაბრაზებული როდემდე იქნება. _ გაიცინა კაკიმ და სალათა გადაიღო.

ჭამას რომ მორჩნენ კაკი კესოსთან სასაუბროდ წავიდა გაბრიელი კი მასთან ერთად დარჩა.

-ალბათ ხვდები რამოდენიმე დღე ჩემს ოთახში რომ მოგიწევს გადმობარგება.

-ვერ ვხვდები ძმაკაცებთან მაინც რა საჭიროა ტყუილი.

ცივი ხმით ჩაილაპარაკა და მისკენ მიტრიალდა. რომ წარმოიდგენს ერთ საწოლში უნდა დაწვეს მასთანე ერთად გული უჩერდება.

-ასეა საჭირო!_ დაიღრინა და სახლიდან გავიდა.

მისაღებში იჯდა და თითებს იმტვრევდა ნერვიულობით. მამაკაცისთვის სარეცელი გაყოფა ტვინში სისხლს უგუბებდა. ჯერ ბოლომდე ვერ ენდობოდა გიგაურს და მასთან ერთად მშვიდად ხომ ძილზე საუბარი ზედმეტია. კაცმა არ იცის რა მოუვლის იმ კაცს ღამე, იქნებ ძალა იხმაროს თათაზე. არა! მან ხომ თქვა რომ თათა პატარა... მაგრამ იქნებ ტვინი გადაუბრუნდეს ქალის გვერდით, რომ დაწვება და სიტყვების საპირისპიროდ დაიწყოს მოქცევა. როგორ გაუცრუებს ამით მშობლებს იმედებს... მამუკამ და ლედიმ, ის რომ გაიგონ შვილი უცხო მამაკაცთან ერთად წევსო, სულ გაგიჟდებიან. იცნობს თავისი მშობლების ხასიათს, ვერ გაუგებენ თათას ისინი. საღამომდე სულ იმაზე ფიქრობდა მასთან ერთად ძილი თავიდან როგორ აეცინებინა. გულში უფალს თხოვდა დახმარებას და კაკის უკან აღარდაბრუნებას. იქნებ დღესვე აპატიოს კესომ და აქ დარჩენა აღარ მოუწიოს ძმაკაცს. მისაღების კარებში ხმამაღალი საუბრით შემოლაგნდნენ ბიჭები. ორის მაგივრად ახლა უკვე ოთხნი იყვნენ. ყველა ერთხმად მიესალმა რძალს და გადაკოცნეს. კაკის დანხვისას კიდევ ერთხელ გაუცრუვდა იმედები თათას. მოწყენილმა გადახედა გიგაურს.

-რძალო, კოფეს არ დაგვალევინებ?_ სიცილით კითხა ბაჩიმ.

-შაქარი რამდენი ჩავყარო?_ ღიმილით კითხა ბიჭს.

-შენი ქმრისგან განსხვავებით მე სიროფს ვსვამ, სამი კოვზი გაუშვი. _ მხარზე ხელი დაკრა გიგაურს და ჩაიცინა.

-გაკლია შენ ძმობას გეფიცები. დაიმართელბ დიაბეტს და ისრბინე მერე ინსულინის ნემსებზე.

-კაკი ძმობილო, შენ გირჩევნია შენი ნერვებ მოშლილი ცოლი დაამშვიდო და ოჯახში შეგიშვას... _ თვალი ჩაუკრა ძმაკაცს და ისევ თათას გახედა. _ ხომ არ გაბრაზებს მეუღლე?

-არა... ისეთი თბილი და მზრუნველია.

სიცილი ძლივს შეიკავა გიგაურის დაბერილ ძარღვებს რომ გადააწყდა. სწრაფად სამზარეულოში გაიქცა და ხმადაბლა გადაიკისკისა. « რა გაცინებს შე უბედურო, ვაი, ვუი პირველი ღამე უნდა გქონდეს ქმართან. » ჩაიფრუტუნა ხმამაღლა და წყალი ფინჯნებში გაანაწილა.

-პირველი ღამის თეორიულ ვერსიას დღეს აგიხსნი და პრაქტიკებს მერე გასწავლი. _ ზურგს უკან გაბრიელის ხმა მოესმა. სირცხვილით რომელ სოროში გამძრვალიყო ვერ გაიგო. თვალები მაგრად მოხუჭა, თითქოს მის მზერას გაურბოდა.

-უტაქტო და თავხედი ხარ!_ ვერაფერი რომ ვეღარ მოიფიქრა შეტევაზე გადავიდა.

-მე ვარ თავხედი?_ გაკვირვებულმა შეყარა წარბები და ირონიულად გადახედა ცოლს. თათამ ხმა ვეღარ ამოიღო და აბლუყუნდა. _ პირველ ღამეზე ფიქრმა იცის ეგეთები... ცოტა ნაკლები იფიქრე, ჩვენს სამომავლო ურთიერთობაზე, თორემ დიდხანს ვერ გაძლებ!

ფინჯნებს გამწარებულმა დაავლო ხელი და მისაღებში გიგაურის თაქებით გავიდა. ბიჭებთან აღარ დარჩენილა, შეატყო რომ სასაუბრო ქონდათ და წიგნიანად თავის ოთახში გაუჩინარდა. წვრილმანი ნივთები მოიმარაგა დღევანდელი ღამისთვის, რამე რომ დაჭირდეს იმ გადარეულის ოთახიდან აქ ხომ არ ირნბენს. ყველაზე გრძელი პიჟამა რომელიც ქონდა ის ამოირჩია და გაამზადა. ამას რომ ჩაიცმევს და მერე გადასაფარებელს დაიფარებს ოფლში მოუწევს მთელი ღამე ცურვა. მაგრამ ერთი ღამე უნდა გაიჭირვოს და გაძლოს, აბა როგორ უნდა? როცა მიხვდა, რომ მეტს ვეღარ გაძლებდა და ძილი მოერია, პირდაპირ მისი საძინებლისკენ აიღო გეზი და საწოლში შეწვა. ყველაფერს გაბრიელის სუნი ასდიოდა. პირველ ბალიშზე მისი სუნი, რომ იგრძნო მეორე დაიდო, მაგრამ ისიც ისეთივე გაჟღენთილი იყო გიგაურის სურნელით. თვალები მაგრად დახუჭა და ფიქრებს შორს წასვლა უბრძანა. აღარ უნდოდა მთელი ღამე იმ კაცზე ფიქრში გაეთია. ხომ შეიძლება ერთხელ მშვიდად დაიძინოს ყველანაირი დაძაბულობის გარეშე... მაგრამ როგორია მშვიდად ძილი შენს სისხლის მსმელთან ერთად. თვალები გაახილა და ჩაბნელებული ოთახი მოათვალიერა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ მამაკაცს კარგი გემოვნება აქვს. აივნის ოდნავ შეღებული კარებიდან სასიამოვნო სიო უბერავდა და სქელ პიჟამაში გრილი ჰაერი კარგად აღწევდა. ცოტახანში გაიგონა როგორ დაიჩხაკუნა კარებმა და გაიღო. თვალები ელდანაკრავივით დახუჭა და მამაკაცის მოქმედებას დაელოდა. გაბრიელი პირდაპირ გარდერობთან მივიდა და იქიდან რაღაცები აიღო, მერე კი ოთახი დატოვა.... ათ წუთში უკან შემობრუნდა და შემოიტანა სუფთა სუნი. თათა მიხვდა მამაკაცი სააბაზანოდან ახალი გამოსული რომ იყო და ისნტიქტრად ჩაეღიმა. გვერდი ნელა იცვალა და მის მხარეს გადაბრუნა სანამ დაწვებოდა. თვითონაც არ იცოდა ასე რატომ იქცევა, მაგრამ გულმა ახლა ასე უკარნახა. ცუდს რას აშავებს, კომფორტულად უნდა წოლა და წვება. გიგაურმა საწოლს მოუარა და თავის მხარეს დაწვა. ცივი ჰაერი ესიამოვნა თათას და დახუჭული თვალები აათამაშა. პირვლად მოეწონა მამაკაცისგან წამოსული ცივი, მაგრამ მხურვალე ჰაერი! მამაკაცმა ზურგი შეაქცია და აივნისკენ გადატრიალდა. ესიამოვნა თათას მისი ჟესტი, ეს იმას ნიშნავს, რომ გიგაური მთელი ღამე სანდოა და მშვიდად დაძინების საშვალება აქვს!

დილით გამოღვიძებულს გიგაური საწოლში არ დახვდა. ნელა გადაჩოჩდა მის მხარეს და მთლიან საწოლზე ვარსკვლავის ფორმა მიიღო. გამოფხიზლების რიტუალს რომ მორჩა, ფეხზე წამდოგა და გამზადებული ტანსაცმელი გადაიცვა. დერეფანში გასულს კაკი იქ დახვდა.

-დილამშვიდობისა რძალო!_ სიცილით მოიკითხა ძმაკაცის ცოლი და სააბაზანოს კარებში გაუჩინარდა.

-« ამ სააბაზანოს აბონიმენტი უნდა ვიყიდო.»_ ჩაიჩურჩულა და ისევ ოთახში შეტრიალდა. გაბრიელის ოთახი მოაწესრიგა და უკვე თავისუფალ სააბაზანოს მიაშურა.
მამაკაცების ხმა მისაღებიდან ისმოდა, ორი ხმის მაგივრად ჩასვლისას ოთხი დახვა. ბაჩი და ზაზაც მოსულები დახვდნენ. ბიჭებს მიესალმა და სამზარეულოში საუზმის გასაწოყობად გავიდა.

-მოდით საუზმე მზად არის. _ გასძახა ბიჭებს და მაგიდაზე კიდევ ერთი კერძი დადო.

-იმენნა რძალი ხარ! ნახე ტო რა სუფრა, აბა დედაჩემი ომლეტს შემიწვამს და ხეთქეო.

გაიცინა ბაჩამ და სუფრასთან დაჯდა. გიგაური ცოლს მიუახლოვდა და ლოყაზე ხმაურით აკოცა. კიდევ ერთი ცივი ელექტროდენები სხეულში. ნერვები აღარ აუშლია და ბიჭებთან ერთად სუფრას მიუჯდა. ჭამის დროს ხმა არცერთს არ მოაუღია. როგორც კი გიგაური ჭამს მორჩა ბაჩი აყაყანდა.

-ამის შიშით ხმაურით ლუკმაც ვერ გადამიყლაპია_ დაიწუწუნა ბიჭმა და პური გატეხა.

-აბა რა პონტია, თან ჭამო და თან ილაპარაკო! _ დაუბღვირა გიგაურმა.

-ჩემმა მტერმა გიყურა შენ ოცდაოთხი საათი. _ გაიცინა ბაჩამ და თათას გახედა. _ დღეს ბახვასთან ავდივართ ბიჭები და წამოხვალ შენ?_ გიგაურს მიურტიალდა და ცარიელი თეფში ოდნავ უკან გააცურა.

-ვერა, დღეს სარფში მივდივარ.

ჩაილაპარაკა გიგაურმა და ფეხზე წამოდგა. პირსიკენ წაღებული ჩანგალი ჰაერში გაუშეშდა სიხარულიძეს. ნელა მიატრიალა მამაკაცისკენ თავი და კითხვის ნიშნით სავსე თვალები მიანათა. წავიდეს კაცო, განა მაგაზე წუხს, უბრალოდ რომ არ უთხრა. ბიჭებს რამე რომ ეკითხათ რა პასუხი უნდა გაეცა... რომ არა ბაჩა ვერაფერსაც გაიგებდა! ნერვებმოშლილმა დადო ჩანგალი თავის ადგილზე და წამოშლილ ბიჭებს თვალი გააყოლა.

-ყოველდილით ვივლით შენთან ამის მერე რძალო._ გაიცინა ზაზამ და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა პროვინციელს.

-რატო მარტო დილით? სულ აქ ვიქნებით, ღამე დაგტოვებთ ხოლმე, ბავშვების ამბავშვი.

ლოყები შესამჩნევად აეფარკლა თათას და გაწითლებულმა გადახედა გიგაურს.

-მოგაწიწკნი კისერს ბენდელიანი!_ ჩაისისინა გაბრიელმა და ძმაკაცს თავში ხელი წამოარტყა.

-კაი კაი, წამო თორემ დავაგვიანებთ სამსახურში და პაატა გაახურებს._ ფეხზე წამოდგა კაკი და ბიჭებს ადგომისკენ მოუწოდა. ყველა ერთად წამოიშალა და გასასვლელისკენ წავიდა. გიგაურმა ძმაკაცები გააცილა და თათასთან ერთად მისაღებში დაბრუნდა.

-დღეს შეიძლება ვერ ჩამოვიდე და კარები კარგად დაკეტე!

-არ გეშინია რომ გავიქცევი?_ კითხა ინტერესით და თვალებში ჩახედა.

-გაიქცევი და იცი შენი მომავალი!_ დაუღრინა და ისიც ბიჭებს მიყვა.

-« რომელიმე მდინარეს გაყვები » _ გაიხსენა მამაკაცის სიტყვები და თავი გააკანტურა._ « მომყვები მერე შენც უკან ».

ჩაიცინა სარკასტულად და ეზოს გახედა. ამინდიც არ უწყობს დღეს ხელს, მაინც და მაინც დღეს გაწვიმდა. მთელი დღე სახლში მარტო რომ უნდა იყოს. ცოტა არ იყოს გული დაწყდა, ბიჭები რომ წავიდნენ, გაართობდნენ მაინც. გიგაურიც არ ჩამოვა დღეს, ნერვებსაც ვერავის მოუშლის. სახლის ტელეფონის ხაზები გამორთულია, მობილურით მარტო იმ ანაკონდასთან ირეკება. შარშია!
დივანზე დაწვა და თვალებით ჭერს ახედა. გიგაური რომ არ გამოჩენილიყო მისი უაზრო ახირებით თათას ცხოვრებაში, ნეტავ რა მხოდებოდა? არაფერიც არ მოხდებოდა, იცხოვრებდა მშვიდად და არ მოწევდა ყოველ მეორე წუთში იმაზე ფიქრით გულის გახეთქვა, მშობლებისთვის სიმართლე როგორ ეთქვა. მათი გახსენებისას კიდევ ერთხელ ამოიკნავლა საცოდავად და დიდ კარებს გახედა. გაქცევა არცერთი წამით არ უფქირია, არადა აქ მოსვლის პირველივე დღეს დასახა გეგმა... შეიძლება გიგარის სიტყვებმა ასე ძალიან იმოქმედეს პროვინციელზე, ან შეიძლება... არა! სხვა ვარიანტი არ არსებობს, მშობლებს იცავს ამით. ტელევიზორს ჩამრთველი ხელში აიღო და არხიდან არხზე წვალება დაიწყო.

კარგი, მოიტაცა მოიტაცა. სახლიდან მაინც გაიყვანოს და სუფთა ჰაერი ჩაასუნთქოს, რა წესია ეს სახლში გამოკეტვა და ყოველ დღე ერთი და იგივე. მერე რა სოფელში რომ ცოხვრობდა, იქაც კი არ იჯდა მთელი დღე სახლში, ან ვინ დააჯდენდა უსაქმოდ. მამუკა სულ მუშაობდა და დრო არ ქონდა, ამიტომ ყველაფერს ის და დედა აკეთებდნენ. თავისი ძმების მოვლა სახუმარო საქმე ხომ არ არის? სამივე ერთმანეთზე უარესია...კენტად დადენილი ცრემლი მუჭით მოიწმინდა და მძიმედ ამოისუნთქა. შეიძლება ყველაფრს ხმამაღლა არ ამბობს, მაგრამ საშინლად უჭირს ასე ყოფნა. ჯერ კიდევ სრულიად უცხო მამაკაცთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. რამოდენიმე დღეში კი მისი ოფიციალური ცოლობა! როცა ახსენდება, რომ საბუთზე აქვს ხელი მოსაწერი რომელიც, ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან დააკავშირებს, სისხლი უვარდება ტვინში. ყველაფერს ეკარგება აზრი აფსოლიტურად და მარტო გიგაურიდან წამოსული სიცივე ფორიაქობს თათაში.

ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო... შენი ცხოვრების გასავლელი გზა შენ თვითონ უნდა დაგეგმო, ყველანაირი სირთულის მიუხედავად. გაყენებს ეს შენ ზიანს თუ არა... ამ შემთხვევაში თათას, თავისუფლების დათმობა უწევდა, ოჯახის და თავისი სიცოცხლის გადასარჩენად. შეიძლება გიგაურს მართლა არ ევნო მათთვის, მაგრამ სულის სიღრმეში იცოდა რომ ამ სახლიდან ფეხი არ უნდა გაადგას. არ აქვს მნიშვნელობა, მართლა მდინარეს გააყოლებს მის სხეულს თუ არა, მთავარია რომ სიხარულიძე ამ სახლში უნდა დარჩეს ერთი წელი. ყველანაირი დაბრკოლება გადაიაროს და მერე მიხვდეს რა როგორ უნდა მომხდარიყო. ერთხელ დედამ უთხრა: « მოვლენები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ვითარდება, ჩვენი ცხოვრების მთავარი ნაწილია. რომ არა ისინი, ვერ გავიკაფავთ გზას მომავლისაკენ და დავრჩებით ერთ ადგილზე. იმ ადგილის ტკეპნა კი ტყუილი წყლის ნაყვაა... და საერთოდ შემთხვევითობა არ არსებობს, ეს ყველაფერი ჩვენი ბედია, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწერა, ჩვენი ცხოვრების ფურცელზე და ამას ვერანაირი ძალა ვერ წაშლის! მოგვიწევს გავიაროთ ეს გზა და ბოლოს, როცა მივხვდებით რომ რაღაცა ეტაპი დამთავრდა, გავაანალიზოთ და დავფიქრდეთ, რა შევიძინეთ იმ პერიოდში... » აი ეს არის ზუსტად თათას «შემთხვევითობა» რომელიც ცხოვრებას ასწავლის მომავალში.

ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა, ნელა გადაწვდა მინის მაგიდაზე მოცეკვავე აპარატს და ყურზე მიიდო.

-გისმენ!

-თათა, გაემზადე და ბიჭები გამოგივლიან. _ ჩასძახა ტელეფონში აშკარად აღელვებულმა გაბრიელმა.

-რა ხდება?_ მიხვდა, რომ მის თავს რაღაცა ცუდი ხდებოდა და დივანზე დაფეთებული წამოჯდა.

-არაფერი, პროსტა კესოს შენი გაცნობა უნდა. _ ხმა გაიწმინდა გიგაურმა. თათასაც გული დაუმშვიდდა და იდნავ გაეღიმა.

-კარგი ჩავიცვამ, რომელზე გამომივლიან?_ თან კიბეებისკენ მიდიოდა თან ესაუბრებოდა.

-რაც შეიძლება მალე გაემზადე, წუთი წუთზე მოვლენ.

-კარგი, წავედი მაშინ!

-ჭკვიანად!_ ხმა გაიმკაცრა გიგაურმა და ტელეფონი გათიშა.

ოთახში შესვლისთანავე გამოაღო გარდერობი და სპორტულები გადმოიღო. სწრაფად გამოიცვალა და სარკესთან დადგა, თავი ცოტა მოიწესრიგა და ისევ მისაღებში ჩავიდა. დივანზე დაჟდა და ხელები მუხლებზე დაიწყო, რაღაცნაირად მაინც ვერ გრძნობდა თავს მშვიდად. გიგაურის ასეთი აღელვებული ხმა არასდროს მოუსმენია რაც აქ ცხოვრობს. მამაკაცი კი ნერვიულობდა, ან შეიძლება ტელეფონში ისმოდა ასე ხმა. არ გასულა ხუთი წუთი კარებზე ზარის ხმა გაოგონა და იქით წავიდა, ბიჭები დაზვერა და მხოლოდ მაშ შემდეგ გაუღო კარები. როგორც ყოველთვის ბაჩა ახლაც კარგ ხასიათზე იყო. მხარზე ხელი გადახვია თათას და ეზოში გაიყვანა. კარების ჩაკეტვაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა ბიჭების მანქანაში. შესიენბულმა გააპარა სახლისკენ თვალი.

-დავკეტე უკვე რძალო._ გასაღები ჩააბარა ზაზამ და მანქანა დაქოქა.

-რაო კესომ? შეგირიგდებიო?_ კაკის მოუტრიალდა და დაცინა.

-ჩემს ცოლს ჩემს გარეშე ერთი დღეც არ შეუძლია!_ შეიქო თავი ნიკოლაძემ და თვალები სასაცილოდ ააფახუნა.

-პროსტა სხვა ოთახში აძინებს რა._ ფხუკუნით ჩაილაპარაკა ბაჩამ და ძმაკაცს ენა გამოუყო.

-მაგ ენას ძირში წაგაჭრი და დედლებს ვაჭმევ!_ დაიგრგვინა კაკიმ და თავზე ხელი წამოარტყა.

-ძალიან გთხოვთ ჩემს საკუთრებას ნუ ეხებით, ასეთი მეორე არ მოიძებნება და შეიშნოვეთ!_ თავზე ორივე ხელი დაიდო ბაჩამ და თავდაცვის მიზნით ოდნავ ჩაღუნა თავი.

-შენი ცოლი პოსტზეა.

გაიცინა ზაზამ და კარებში მდგარ მომღიმარ ქალზე მიუთითა. როგორც ჩანს გიგარის და ნიკოლაძის სახლი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. ნელა გადავიდა მანქანიდან და დაბნეული ღიმილით წავიდა ლამაზი ქალისკენ. ისე თბილად მოიკითხა და ჩაეხუტა თათას კესო, რომ უცხო იფიქრებდა წლების მეგობრები არიან და დიდიხანია ერთმანეთი არ უნახავთო. სახლში ღიმილით შეიყვანა და მისაღებისკენ გაუძღვა.

-რა უნდა გვაჭამოს ჩემმა ბრაზიანმა ცოლმა?_ უკნიდან ხელები მოხვია კაკიმ და კისერში უამრავჯერ აკოცა. ქალს ეტყობოდა როგორ სიამოვნებდა ქმრის ტუჩების შეგრძნება და გასუსული იდგა.

-ჩახოხბილი გაგიკეთე. _ გადახედა ბიჭებს და სამზარეულოსკენ ანიშნა თვალით.

-ისეთი რძლები მყავს ცოლის მოყვანა აღარ მინდა._ გაიცინა ბენდელიანმა და სამზარეულოსკენ ტანის რხევით წავიდა.

-შენ ისე იქნევ მაგ კურტუმს ცოტახანში ზოგადად ქალი აღარ მოგინდება. _ დაცინა კესომ და საჩვენებელი თითები ერთმანეთზე გაუსვა.

-ენა გაქვს, დედაჩემსაც რომ არ აქვს ისეთი. _ სიცილით გადმოხედა რძალს და სამზარეულოს მაგიდასთან მოკალათდა. _ ჰა, მოდით თორემ გაცივდა.

ყველა სუფრასთან დასხდა, ხმა არც ამჯერად ამოუღია არავის. მართალია გიგაური სუფრაზე არ იჯდა, მაგრამ საუბრის სურვილი არავის ქონდა. თათამ და კესომ ერთად აალაგეს სუფრა და ბევრიც ისაუბრეს.

-რამდენი ხანია რაც ერთად ხართ?_ ინტერესით კითხა კესომ თათას და ყავა მოსვა.

დაბნეულმა არ იცოდა რა ეპასუხა კესოსთვის. რომ ეთქვა თარიღი და შეცდომა აღმოჩენილიყო, მერე სად მიდიოდა. ნერვიულად დაიზილა კბილებით ქვედა ტუჩი და პასუხის გასაცემად მოემზადა, სამზარეულოში დათქმულივით რომ შემოვიდა ბაჩა და გოგონები ერთმანეთის მიყოლებით გაყარა სამზარეულოდან. მისაღებში ისხდნენ და ტელევიზროს უყურებდნენ, მაგრამ არცერთი უსმენდა! ბიჭები თავიანთ ისტორიებს ყვებოდნენ და რძელებს აცინებდნენ. ბაჩამ ისეთი ისტორიები მოყვა გიგაურზე, რომ წამით აზრი შეეცვალა მასზე. მაგრამ მისი სახე, რომ ახსენდება რა აზრის შეცვლაზეა საუბარი. ასე გგონია, ახლა მოვა და ადგილზე მიგაკლავსო. ბიჭებთან კი სულ სხვანაირი ყოფილა, ძალიან მხიარული და მეგობრული.

-არა, მკაცრი მართლაა, მაგრამ სულ ეგეთი ცხვირჩამოშვებული კი არ არის. წელიწადში ერთხელ, გვიღიმის კიდევაც. _ გადაიხარხარა ბაჩამ და კარებში მდგარ გიგაურს რომ მოკრა თვალი სავარძელში ჩაცურდა. _ ძმობას გაფიცებთ არ გამოუშვათ! _ სერიოზული ხმით ჩურჩულებდა ბაჩა.

გიგაურის დანხვით გაოგნებული სახის მიმიკებს ყოველწამს ცვლიდა. დღეს საერთოდ არ ელოდა მას თბილისში. სარფში ჩასვლას და ჩამოსვლას თითქმის მთელი დღე უნდა, ეს კიდევ უკვე აქ არის და ისეთი დაღლილი და ნანერივულები სახე აქვს, ცოტაც და წაიქცევა ალბათ... ეს თათას აზრით! ისე საერთოდ არაფერი არ ეტყობა!

მანქანაში ხმა არცერთს არ ამოუღია, მთელი გზა ფანჯრიდან იყურებოდა და შენობებს აკვირდებოდა. გიგიაურიც არ იჩენდა ინიციატივას, საჭეს დაძაბული მართავდა და ყოვე წუთში სარკეში იყურებოდა. თათასაც ვეღარ გაუძლო გულმა და თავის მიტრიალება ცადა, გიგიაურის ხმამ რომ შეაჩერა.

-მოეგეწონა კესო?_ იკითხა ინტერესით და მანქანა თავის სახლთან გააჩერა.

-კი კარგი გოგოა ძალიან!

მისი სახელის ხსენებისას ერთიანად გათბა თათა. მანქანიდან ორივე ერთ დროულად გადავიდა და სახლისკენ წავიდნენ. გიგაურმა კარები ნელა შეაღო და მისაღები მოათვალიერა მერე კი თათაც შეუშვა შიგნით. გაბრიელის ასეთი საქციელი ცოტა არ იყოს აბნევდა თათას. მწარე სიტყვებსაც არ ეუბნება და გრძნობს რომ თითქოს მასზე ზრუნავს. ნელა შევიდა მისაღებში და გაბრიელი ალმაცერად აათვალიერა, რამე ხომ არ დაალევინეს სარფშიო ეჭვობდა. აბა ასე მალე როგორ შეიცვალა მის მიამრთ. ის ცივი ხმაც სადღაც გაქრა, მაგრამ სახე ისევ ისეთი გამყინავი აქვს...

-ყავა მინდა და მიდი გამიკეთე, მე მანამდე წყალს გადავივლებ.

კიბეებისკენ წავიდა გიგაური და გზაში დააწია სიტყვა თათას. უცნაური ღიმილით შევიდა სამზარეულოში და ჩაიდანში წყალი ჩაასხა. მგონი ეს მამაკაცი სულაც აღარ აღიზიანებს პროვინციელს. შეიძლება ისტორიებმა იქონიეა ზეგავლენა. ისეთი სითბოთი ყვებოდა ბაჩა შეუძლებელია გიგაურზე ცუდი წარმოდგენა გქონდეს. არც თათას უნდოდა მთელი ერთი წელი, იმ მამაკაცთან გაეტარებინა ვისაც ვერ უგებს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ გიგაურთან საერთო ენა გამონახოს.

სამზარეულოს ფანჯრიდან გაიხედა და ღიმილი სახეზე მიეყინა ნაცნობ შავ მანქანას რომ მოკრა თვალი. უკან დაიხია და მაცივარს მიეყრდნო. მანქანიდან რამოდენიმე თვალი ამაზრზენი ღიმილით უყურებდა თათას. გული ისე სწრაფად უცემდა პროვინციელს თითქოს და საგულედან გადმოვარდებაო. იგრძნო როგორ დაეცვარა გულმკერდი ოფლით. სწრაფად გავარდა სამზარეულოდან და კიბეებზე ჩამომავალ გიგაურს ხელები წელზე მოხვია. წარმოდგენა არ აქვს ასე ძალიან რატომ შეეშინდა იმ ხალხის, მაგრამ ფაქტია რომ გული ძალიან ცუდს უგრძნობს და ახლა ერთადერთი დასაყრდენი გაბრიელია. მამაკაცმა გაოცებულმა დაწია აკანკალებული თათა უკან და დივანზე დასვა.

-თათა, ხომ კარგად ხარ?_ იკითხა და სახეზე ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია.

-იქ... ჩვენს ეზოსთან... შავი მანქანა დგას.

ამოისუკუნა საცოდავად და ცრემლები გადაყლაპა. დაიანხა როგორ დაებერა ძარღვები გაბრიელს საფეთქელთან და უფრო ანერვიულდა. მამაკაცის ასეთმა გარდაქმნამ, მისცა საფუძველი ნერვიულობა გაემყარებინა. ხელები ერთმანეთში ახლართა და გაბრიელს ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა. იქ სადღაც გულის პატარა ნაწილსი გრძნობდა, რომ მისი აქ ცხოვრება ამ საქმესთან რაღაც კავშირშია. შეიძლება ბოლომდე არა, მაგრამ საერთო ექნება... გაბრიელის მაჯას დაექაჩა და ცრემლები გადმოცვივდა.

-რა უნდათ ჩვენგან?

მრავლობითი ფორმისთვის ყურადღება არ მიუქცევია პროვინციელს. მაგას ვინ ჩივის წეღან, რომ ჩაეხუტა ცივ სხეულს, მაშინაც არ უგვრძვნია დისკომფორტი იმდენად შეშინებულია. შეიძლება ძილის წინ თავისი დაუფიქრებელი ნაბიჯი ინანოს, მაგრამ ახლა სხვანაირად ვერ მოიქცევა... რაც არ უნდა იყოს მამაკაცი ერთადერთია ვისი იმედიც შეიძლება ამ ქალაქში ქონდეს.

-ჩვენგან არაფერი უნდათ! შენ მაგაზე არ ინერვიულო!_ მის წინ ჩაიმუხლა და თავზე ხელი გადაუსვა. მისმა მზრუნველობამ უფრო დააბნია პროვინციელი და უფრო დაარწმუნა, რომ საქმე მას ეხებოდა. სხვა შემთხვევაში გიგაური ასე არ მოიქცევა.

-ნუ მატყუებ! ვიცი რომ რაღაცა შარში ვარ!_ ამოიტირა და დივნის საზურგეს მიეყრდნო.

-ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ მოგიყვები, მერე რომ არ გეგონოს რაღაცებს მიმალავსო!_ მის გვერდით ჩამოჯდა გიგაური და თათას გახედა. _ ოღინდ შენებურად არ გააფრინო!_ ხელი დაუქნია და წარბები კუშტად შეკრა.

-არა, ხმას არ ამოვიღებ!_ თითები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა და ტუჩებზე მიიდო.

-ეგ შავი მანქანა მარტო შენ არ დაგდევს! შენნაირი კიდევ ბევრი ყავთ ამოჩემებული. რამოდენიმე კვირის წინ, შემთხვევით შევამჩნიე ჩვენი კაფის მოპირდაპირე მხარეს, მერე დავაკვირდი და რამდენჯერაც მოვედი, იქ მხვდებოდა....

-ჩემგან რა უნდათ?_ საუბრის დასრულება არ აცადა თათამ.

-მე შენ რა გაგაფრთხილე!_ დაიღრინა გიგიაურმა და მისკენ გადაიხარა.

-ხო კარგი ჩუმად ვარ!

-გოგონებს იტაცებენ და თურქეთში გადაყავთ. გათხოვილ ქალებს ხელს არ კიდებენ, უფრო ახალგაზრდა და ქორფა გოგონები ჭირდებათ... _ დაასრულა გამოსვლა გიგაურმა და ეზოში გაიხედა.

ნიკაპი აუკანკალდა პროვინციელს. გაუფლილი ხელისგულები ერთმანეთს მიაჭირა და ტკვილიანი ხმა ამოუშვა შიგნიდან. გაბრიელმა ნელა მოატრიალა მისკენ თავი და აზლუქუნებული თათა, რომ დაიანხა კოპები შეკრა. ამ კაცს არ ესმის თათასი, როგორი გასაგებია როცა შენზეა საუბარი. თანაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე. რომ წარმოიდგინა რა შეიძლება მომხდარიყო, რომ არა გიგაური, გული ერევა! ხელები პირზე აიფარა და ტკივილით გამოცებული ბგერები დაფარა.

-თათა! ნუ პანიკობ რა! გითხარი გათხოვილ ქალებს აღარ ერჩიანთქო!

-აბა რატომ არიან აქ?_ ხელით სამზარეულოსკენ მიუთითა და უფრო ატირდა.

-ეგ შენ არ გეხება, მთავარია რომ შენ ვერ მოგეკარებიან! პოლიცია ეძებს უკვე რამოდენიმე მათგანს და მალე დაიჭერენ, შენ კიდევ ტყუილად ნუ მიშლი ნერვებს მაგ შენი ცრემლებით!_ ისევ ის ცივი გაბრიელი გამოაჩინა და თვალები დაუბრიალა.

-რა ადვილად უყურებ ყველაფერს. აბა ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი... სოფლიდან ჩამოსული გოგო, რომელსაც ამ ქალაქის არაფერი გაეგება, იწყებს ცხოვრებას დამოუკიდებლად. რამოდენიმე კვირაში კიდევ ვიღაც გადარეულს მიყავს სახლში და უცხადებს, რომ მისი ცოლია... ეს ყველაფერი კიდევ არაა, თურმე იმიტომ მომიტაცე, რომ თურქეთში უნდა წავეყვანე ვიღაცეებს. ხვდები მაინც ეს ჩემთვის რას ნიშნავს, წარმოდგენა მაინც გაქვს რა გადავიტანე ამ გაურკვევლობის დროს?_ ღნაოდა და თან ხმამაღლა ჩხუბობდა.

-აუ აუ, მოიწმინდე ეგ ცრემლები!_ ჯიბიდან სუფთა სალფეთქი ამოიღო და ორი თითით გაუწოდა თათას. თავაუწევლად გამაორთვა და სახე მასში ჩარგო. _ შენ წარმოიდგინე ეგ ყველაფერი, ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ახლა ტირილით და ისტერიკებით ვერაფერს იზამ! ნერვები უნდა მომიშალო და მერე გეჩხუბო! გითხარი ისინი შენ აღარ გერჩიანთქო და ვსიო! _ გაიმკაცრა ხმა და ფეხზე წამოდგა.

-შენ რატომ მომიტაცე?_ კითხა სლუკუნით და მზერა გასწორა.

-ასე იყო საჭირო!_ გამოუტყდა მამაკაცი და მისკენ მიტრიალდა. _ გაუბედურდებოდი სულ ტყუილად და დაგეხმარე!_ კიდევ ერთხელ გაუმეორა და კიბეებისკენ წავიდა.

«შევეცოდე, უეჭველად შევეცოდე!» ჩაიჩურჩულა თავისთვის და მოწოლილი ცრემლები თავისუფლად გადმოუშვა ჯებირებიდან. დივანზე ემბრიონის ფორმაში მოიკეცა და შუბლი მუხლებს მიადო. ჯერ მხოლოდ ცხრამეტი წლის არის და რამდენი რამის გადატანა მოუწია. ქალაქი მართლაც რომ საშინელებაა, რა ამბები ხდება თურმე აქ, სოფელში კი ამაზე წარმოდგენაც არ აქვთ, თორემ მამუკა აქ გამოუშვებდა შვილს. ხელები პირზე აიფარა და გაისუსა. რომ უფიქრდება, გიგაურისთვის მადლობის მეტი არაფერი არ ეთქმის... რომ არა ეს ადამიანი, კაცმა იცის ახლა რომელ სასტუმროში ეგდებოდა, გაუბედურებული! გაბრიელი კიდევ მისი ანგელოზია, რომელმაც ყველაფერ ცუდს გადაარჩინა და ერთი წლით თავისთან დაიგულა, დასაცავად. ყველა ხომ არ გაგიკეთებს ასეთ სიკეთეს.... მითუმეტეს მამაკაცი. « სულაც არ ყოფლიხარ მონსტრი და მანიაკი... პირიქით ძალიან კარგი ბიჭი ხარ!» ჩაიჩურჩულა თავისთვის და მუხლებს გაუღიმა.

-მკვლელი დაგავიწყდა!_ გაბრიელის ხმა მოესმა შორიდან, თავი ოდნავ წამოყო და კიბეებზე მდგარ მამაკაცს დააკვირდა.

-არც მკვლელი არ ყოფილხარ!_ ჩაიბურტყუნა და მადლიერმა გაუღიმა.

-დღეს სადმე გავიდეთ თუ გინდა. _ მისკენ წამოვიდა გიგაური და წინ დაუდგა.

-სახლში მირჩევნია ყოფნა. _ ჩაიჩურჩულა სევდიანმა და თავი ისევ დივნის სახელურზე დადო.

სახლში ყოფნა კი არ ურჩევნია, ეშინია! გარეთ გასვლის ეშინია!
ყველაზე მეტად საფრთხის გიგაურის გარეშე, რომ იქნება მაშინ შეეშინდება და ამას ახლა მიხვდა.

-მაშინ სახლში მოვატანინოთ რამე და ქორწილამდე ერთი რომანტიული ვახშამი მოვიწყოთ.

იცოდა რომ მამაკაცი ამ ყველაფერს «შეცოდებით» აკეთებდა... არანაირი ინტერესი არ ქონდა გიგაურს თათასი, ის უბრალოდ ცდილობდა დარჩენილი ერთი წელი გოგონასთვის გაეხალისებინა... თათა კიდევ ადამიანებს კარგად ცნობს! გულში რაღაცა კიდევ ერთხელ ჩაწყდა ძალიან მძიმედ იმის გააზრებისს, რომ მამაკაცს ის მხოლოდ ეცოდება. არ იცის რატომ ეტკინა გული, მაგრამ მიხვდა რომ გიგაური მისთვის მანიაკი, მკვლელი და ანაკონდა აღარ არის... ის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა! უბრალოდ ამის აღიარების ეშინია, იცის რომ მამაკაცი, მას როგორც მსხვერპლს ისე უყურებს.

-რაღაცას გკითხავ და არ გაბრაზდე!_ თემა უცებ შეცვალა პროვინციელმა. გიგაურმა მხოლოდ თავი დაუკრა და სავარძელში ჩაჯდა._ თუ პილიცია ეძებს, ასე თავისუფლად როგორ დადიან?_ ისევ იმ თემას დაუბრონდა სიხარულიძე.

-თბილისში, რომ დაიჭირონ არანაირი აზრი არ აქვს. გოგონები სარფიდან გადაყავთ, იქ თუ დაიჭერენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ სამხილები. _ მშვიდად გასცა პასუხი გიგაურმა.

-სარფში მაგის გამო იყავი?_ ხმა აუკანკალადა პროვინციელს.

-ეგ საქმე მე არ მეხება! მე ჩემი საქმეები მაქვს იქ, მანქანები ჩამომდის და ვამბაჟებ.

როგორც ჩანს თავი ვალდებულად ჩათვალა მისთვის სიტუაცია აეხსნა. თათამ მხოლოდ თავი დაუქნია და სამზარეულოს კარებს გახედა. «საიდან მოვიტანე, რომ სარფში ჩემს გამო წავიდოდა! როდის უნდა ისწავლო ჭკუა თათა, როდის.» გაუწყრა თავის თავს და ფეხზე წამოდგა.

-მე ავალ დავწვები. _ მოაძახა გიგაურს და კიბეებისკენ წავიდა.

-რას ნიშნავს დაწვები, მშიერს მტოვებ?_ კოპები შეკრა გიგაურმა.

-არის საჭმელი, გააცხელება უნდა მარტო. _ გასცა პასუხი და კიბეები აიარა.

ახლა მარტო ყოფნა და გონების განიავება ძალიან ჭირდებოდა სიხარულიძეს. იმდენი რამ გაიგო დღეს, რაც სიზმარს გავდა, რომ დაბნეულია... სიტუაციებს ერთმანეთთანაც კი ვეღარ აკავშირებს. სისულელების ლაპარაკიც დაიწყო ყველა სიკეთესთან ერთად, გიგაურს როგორ დააბრალა ჩემს გამო იყავი სარფშიო. არ იცოდა, რომ გაბრიელს მანქანების ბიზნესი აქვს და იქ წასვლა უწევს ხოლმე... მაგრამ თათას ეს საიდან უნდა ცოდნოდა, თავისი სოფლის იქით ვერასდროს ვერაფერს ხედავდა. საწოლზე დაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო. ღია ფანჯრიდან შემოპარული სიო ნაზად ეხებოდა მის კრიალა კანს და აგრილებდა. თვალები მაგრად დახუჭა და ცადა ბოლოს მომხდარი ფაქტები გონებიდან ამოერეცხა. აღარ უნდოდა ამ რეალობით ცხოვრება! სურვილიც აღარ ქონდა სწავლის, ერჩივნა სოფელში ყოფილიყო მთელი ცხოვრება... გრძნობს რომ ამ ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ ეტკინება გული. საკუთარ თავს შიშით იმის უფლებასაც არ აძლევს გიგაურის დადებით თვისებებზე იფიქროს. იცის, რომ ეს ცუდის მეტს არაფერს მოუტანს. ყველაზე მეტად კი ადამიანში სიბრალულის გრძნობას ვერ იტანს... ვერასდროს შეეგუება იმ აზრს, რომ ვიღაცას ის ეცოდება. გიგაურთან საუბრის დროს კი, სიბრალულის გრძნობა უამრავჯერ გამოიჭირა და არ ესიამოვნა, იმდენად არ ესიამოვნა რომ გულიც კი ეტკინა. ადრე თუ სამსხურში წასვლა უნდოდა ახლა ეშინია, რომ იქ მისულს საფრთხე შეექმნება. ამას ურჩევნია მთელი დღეები სახლში გაატაროს უსაქმოდ... მაგრამ რატომ უსაქმოდ, ქმარს მიხედავს! კაკუნზე თვალები ზანტად გაახილა და კარებს გახედა.

-შემოდი ღიაა. _ გასძახა გიგაურს და მის შემოსვლას დაელოდა.

-ზეგ ხელის მოწერა გვაქვს._ ვითომც არაფერი ისე შემოვიდა ოთახში და კედელს აეყუდა. ისე მშვიდად იძახის ხელის მოწერაო, თითქოს მას არ მოყავდეს ცოლი.

-მე მინდა რომ სოფელში დავბრუნდე!_ იმ წუთას რაც მოაფიქრდა ის თქვა. მას მართლა უნდოდა თავის ბუდეს დაბრუნებოდა. საერთოდ არ უნდოდა გიგაურის გაუბედურება, იმ მიზეზით რომ მას იცავს. ეს ყველაფერი მისი მხრიდან უდიდეს ეგოსიტობას გავდა. _ არ მინდა, რომ ჩემს გამო რაღაცებზე უარი თქვა! მე და შენ ერთამანეთის არავინ ვართ. შენ არ ხარ ვალდებული, ჩემზე მხოლოდ იმიტომ იზრუნო რომ გეცოდები. სოფელში დავბრუნდები და ყველაფერი დასრულდება, შენ შენი გზით წახვალ მე ჩემი გზით. არ შემიძლია იმ ადამიანთან მთელი ერთი წელი ცხოვრება ვისაც ვებრალები!

საუბრის დროს გრძნობდა, როგორ იცლებოდა გულის რაღაცა ნაწილი. იმასაც კარგად ხედავდა როგორ ეცვლებოდა მიმიკა გიგაურს, სიბრაზით.კიდევ ბევრი რამ ვერ თქვა რისი სურვილიც ახჩობდა. თვალები გადაუტრიალა გიგაურმა თათას და მისკენ წამოვიდა.

-მე ასე გადავწყვიტე, ე.ი. ასე მინოდოდა რომ ყოფილიყო და შენი უაზრო აზრების, მოსმენა ნერვებს მიშლის! შეგიძლია ერთხელ გაჩუმდე და გააკეთო ისე როგორც საჭიროა? ამ სახლიდან შენი გასვლა და სარფში თავის ამოყოფა ერთი იქნება!_ დაიგრგვინა გაბრიელმა.

-სოფელშიც ჩამომაკითხავენ?_ კითხა ტირილის პირას მისულმა.

-არ ვიცი, მაგრამ არ არის გამორიცხული!

-შენ რომ თქვი დაგრეხილი ფეხები გაქვსო, თუ მართლა ეგრეა მე რაში ვჭირდები?_ ამოისლუკუნა და მამაკაცს თვალებში ჩააჩერდა.

-გაქვს კიდევაც! _ დაგესლა კიდევ ერთხელ. _ მაგრამ სახეზე ხარ კარგი, მათთვის ესეც საკმარისია.

-არ მაქვს! _ ფეხი ლამაზად გაშალა და ნიშნისმოგებით შეხედა მამაკაცს._ დაგენიძლავები ამაზე მაგარი ფეხი ნანახიც კი არ გაქვს!_ უფრო დაცინა ვიდრე თავი შეიქო.

-ბავშვი ხარ თათა!_ ჩაილაპარაკა გიგაურმა და ფეხზე წამოდგა.

-იფიქრე, იქნებ არსებობდეს რამე გზა რაც სოფელში დამაბრუნებს. _ შეევედრა თათა.

ხვდებოდა, რომ გიგაური მის გამო თავს საფრთხეში იგდებდა, ეგეც რომ არ იყოს მამაკაცი ვალდებული არ არის, მას მიხედოს და პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს. თათა კიდევ ვერ აიტანს, მხოლოდ იმიტომ დარჩეს მასთან, რომ ასეა საჭირო! გიგაურს თავისი არსებობით, ცოხვრებას ვერ გაუმრუდებს.

-აქ უნდა დარჩე, სხვა გზა არ არსებობს!_ გამოსცრა კბილებში და კარები გაიჯახუნა.

«ხოდა რაც მოხდება შენს თავს დააბრალე... დამაცადე რა გიქნა, აგირიო ღამეები!» დაიმუქრა და კარებს თითი დაუქნია. ვერ აიტანა ბავშვი რომ უწოდა მამაკაცმა. ცხრამეტი წლის არის უკვე, რაღა დროს ამის ბავშვობაა... თან რომელი დიდი ის მყავს, ოცდაცხრა წლის არის ჯერ და თავი დიდი ვინმე გონია. დააცადოს ჯერ, რეები უქნას ამ «ბავშვმა». საწოლზე წამოწვა და მომავლის გეგმები სულ ირონიული ღიმილით დასახა. იმდენი კარგი აზრი უტრიალებდა ახლა თავში, რომელი აამუშაოს არჩევა უჭირს. თვალები მაგრად მოხუჭა და თითებით საფეთქლები დაიზილა. წარმოიდგინა გაბრიელთან ერთად, რამოდენიმე თვის შემდეგ, როგორი იქნება, თავის გეგმებს სისრულეში რომ მოიყვანს! ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაურა თათას. « სიხარულიძე ფრთხილად იყავი, შენ დაგებულ მახეში, შენვე არ გაება.» ჩაიჩურშულა მას შემდეგ როცა მხივდა, რომ გიგაურზე ფიქრს დიდ დროს უთმობდა. მამაკაცის ლამაზი სხეული კიდევ ერთხელ დაუდგა თვალწინ ურცხვად, სწრაფად დაჭყიტა თვალები და თავზე წამომდგარი გაბრიელის დანახვისას ხმამაღლა დაიყვირა.

-შენ ნორმალური ხარ? გამისკდა გული!_ გაუწყრა საქმროს და ხელი გულზე მიიდო.

-ამის მოცემა დამავიწყდა. _ დიდი ყუთი დაუდო საწოლზე და ოთახიდან გატრიალდა.

ნელა მიეპარა ლამაზად შეფუთულ თეთრ ყურს და შავი ბაფთა ერთი ხელის მოსმით გახსნა. თავსახური აწია და შუბლის გასწრვივ დაიჭირა. გაოცებულმა პირი ოდნავ დააღო და თავსაფარი საწოლზე ისროლა. თეთრი ლამაზად გაწყობილი მოკლე კაბა ამოიღო და გაშალა. ვერასდროს წარმოიდგენდა ქორწილში ასეთი, სადა და ლამაზი კაბა თუ ეცმეოდა, თანაც მოკლე. რატომღაც ეგონა, რომ გრძელი გაშლილი კაბა მის სხეულს უფრო დაამშვენებდა, ამ ღამემ კი საერთოდ გადაავიწყდა წარსულის ფიქრები. ფეხზე წამოდგა და კაბა ტანზე მჭიდროდ მიიკრა. მუხლს ზევით, ლამაზად გამოყვანილმა კაბამ კიდევ ერთხელ მოჭრა თვალები. სარკის წინ რამოდენიმეჯერ დატრიალდა და ღიმილით გადაწვა კაბიანად საწოლზე.

-დამეკუჭება!_ შესძახა დაფეთებულმა და კაბა გარდერობში შეკიდა.

«თავში ჭკუა მაქვს? ხვალ ქორწილი მაქვს, მე კიდევ რეებზე ვფიქრობ! ნორმალური ადამიანი იფიქრებს, რომ გავგიჟდი!» ბუტბუტებდა თავისთვის და საწოლზე დაყრილ ყუთის ქაღალდებს იღებდა. სულ ღრმად რაღაცა აგრძნობინებდა, რომ ხვალინდელი დღე სულაც არ არის ისეთი კატასტროფა როგორც თვითონ გონია. უბრალოდ ახლა ძალიან მძაფრად განიცდის, მომავალს და გაბრიელის გამრუდებულ ცხოვრებას... თვითონ შეიძლება არ ღელავდეს ხვალინდელ დღეზე, მაგრამ გაბრიელს არ უნდა რომ ეგოისტურად მოქცეს. მამაკაცის უარის მიუხედავად მაინც გადაწყვიტა ხვალ ბოლოჯერ ეცადა! თუ გამოუვა ხომ კარგი, თუ არადა იფიქრებს რა გაუკეთოს საღამოს ვახშამი ქმარს!

მთელი ღამე თეთრად გაათენა, თვალი ვერაფრით მოხუჭა ცოტახნით მაინც რომ დაესვენა. სულ ქორწილზე ფიქრობდა და მომავალზე, რომელიც უკვე გარანტირებული აქვს. დილით ცხრა საათზე ოთახის კარები დაუკითხვად შემოაღო გაბრიელმა და საწოლში მწოლიარე საცოლეს თვალებმოჭუტულმა გადახედა. თათამ თვალები დაუქაჩა საქმროს და ოდნავ წამოიწია.

-ოთახს კარები იმიტომ აქვს რომ დააკაკუნო!

-დილიდანვე ნუ იგესლები, მძიმე დღე გაქვს დღეს! _ არც თვითონ დააკლო სისინი.

-მართლა არ მესმის ფარატინა ფურცელს ამხელა მნიშვნელობას რატომ ანიჭებ ახლა!_ მხრები აიჩეჩა თათამ და საწოლიდან წამოდგა.

-გირჩევნია ჩემი საყვარლის სტატუსით იცხოვრო ერთი წელი აქ?_ კოპები შეკრა გაბრიელმა.

-ეგ რა შუაშია? ჩვენი ურთიერთობა ფარსი რომ არის შენც კარგად იცი და ვერ ვხვდები ქორწილი რა აუცილებელია. ისე ვიცხოვროთ ერთი წელი, ხმას ხომ აღარ ვიღებ!_ თავისას ცდილობდა თათა.

-კაბა ჩაიცვი და მისაღებში ჩამოდი. დანარჩენზე სახლში რომ დავბრუნდებით მერე ვისაუბროთ!

-იქნებ მოგვეცადა?!_ სიტყვა დააწია თათამ კარებში გასულ მამაკაცს.

-ბევრს ნუ ლაპარაკობ!

-უხეშო, ერთხელ ხომ შეგიძლია ნორმალურად დამელაპარაკო?

-ნორმალურად მოიქეცი და დაგელაპარაკები.

-ძალიან კარგად ვიქცევი. რომელი ნორმალური ქალი დარჩება ერთი წელი სრულიად უცხო მამაკაცთან, მხოლოდ იმის გამო რომ სადღაც არ წაიყვანონ ცუდი საქმეები საკეთებლად. მე კიდევ მშიშარა ვარ და ვრჩები. არ შემიძლია საკუთარი თავის დაცვა, ჩემი ოჯხის დაცვაც კი არ შემიძლია.

ამოისლუკუნა გულმოკლულმა და სახეშეცვლილ გაბრიელს აწყლიანებული თვალებით შეხედა.
გაბრიელი მისკენ წამოვიდა და გაჩერდა. თათამ სახე ოდნავ მაღლა აწია და მამაკაცის სულ სხვანაირ მზერას წააწყდა.

-თვალები დაგისივდება და ქორწილში მე დამაბრალებენ, ცოლი ატირაო. _ ცერა თითით მოწმინდა ცრემლები და სულ პატარაზე გახსნა ბაგები, თათას შემჩნევაც კი გაუჭირდა.

მამაკაცის შეხებისას სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში. თვალები მინაბა და ღიმილით გახედა მის წინ მდგარ მამაკაცს, რომელიც აუღელვებლად წმენდდა ცრემლებს. გაცნობიერებაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა მამაკაცის ძლიერ მკლავებში. სულის შეხუთვალმდე სასიამოვნო სურნელმა თავბრუ დაახვია და ფეხებში ძალა წაართვა. ორივე ხელი დაბლა უსულოდ დაუშვა და მისი მკლავების სიძლიერე ბოლომდე შეიგრძნო. გარბიელმა მარჯვენა ხელი თავზე ნაზადა გადაუსვა და ტუჩები მის პრიალა თმებს შეახო. თავის ქალა საშინლად აეწვა სიხარულიზეს. სიცივე კი რომელიც მამაკაცს სულ თან სდევს ახლაც მათან ერთად იყო... მამაკაცს არცერთი წამით ტოვებდა და თათასაც აციებდა. ხელები ძლივს აამოძრავა და მამაკაცის მხრებზე მოათავსა. არ იცოდა ამას რატომ აკეთებდა, შეიძლება რამოდენიმე წუთის შემდეგ ინანოს, მაგრამ ახლა, ამ წამს, დარწმუნებულია რომ ამ მამაკაცს შეუძლია თათაში დადებითი ემციების გაცოცხლება. იმ ემოციების და გრძნობების აღმოჩენა მოახერხა თათამ რომლებსაც ცხრამეტი წლის მანძილზე არ შეუწუხებია. ცივი და სასიამოვნო სხეული ისევ არ შორდებოდა გაწრიპულ თათას, პირიქით უფრო და უფრო იხუტბდა და მისით ივსებოდა. სიხარულიძე მიხვდა, რომ სიცივე რომელიც გიგაურისგან მოდის, ყველაზე მაგრი გრძნობა რაც კი ოდესმე განუცდია...

მთაწმინდის ქორწინების სახლში მოაწერეს ხელი... თათას მსგავის სილამზე არასდროს უნახავს.. ყველაფრის მიუხედავად თავს მაინც ბედნირ ადამიანად გრძნობს. ხელისმოწერაზე ბიჭები ისევ არ აჩერებდნენ ენას, ყველაფერზე ხუმრობდნენ და ყველა წვრილმანს დაცინვის სამიზნედ იხდიდნენ. თათას ხელის მომკიდე იანაა, ქალი რომელიც ამ გოგოს ძალიან უყვარს. გაუხარდა გიგაურმა ის რომ აირჩია... მართალია კითხვები გაჩნდა, რატომ იანა და არა თათას რომელიმე მეგობარი, აქაც მარტივად დაიძვრინა გაბრიელმა თავი. «სოფლიდან ჩამოსვლა ვერ მოახერხა» მშობლების არ დასწრებაც ამ ფრაზით გაასამართლა. ყველაფერი ძალიან ლამაზი და წყნარი იყო. ძალიან ვიწრო წრეში გადაიხადეს ქორწილი, მხოლოდ მეგობრები და თამილა. სუფრა ეზოში ქონდა გაშლილი მამაკაცს. ლამაზად განათებული ყვავილებიანი ეზო კიდევ უფრო შეუყვარდა თათას. წესით ახლა თავს ყველაზე უბედურ ქალად უნდა გრძნობეს, მაგრამ ასე არ არის. პირიქით, რაღაცნაირად უხარია ასე რომ მოხდა. ერთადერთი რაზეც გული ტკივა, მშობლებია რომლებსაც ტყუილში და სიჩუმეში აცხოვრებს. დარეკვითაც ვერ ურეკავს და კითხულობს, არადა იცის რომ ნერვიულობენ. თავებდასევდიანებულმა გახედა ბიჭებთან მოსაუბრე გაბრიელს და თავი დახარა. მამაკაცი მძიმე ნაბიჯებით წამოვიდა თათასკენ და ხელი წელზე შეუცურა. ელექტროდენები ისევ ათამაშდნენ გოგონას სხეულში. ღიმილით ახედა ქმარს და თავი მკერდძე მიადო.

-დავიღალე. _ დაიწუწუნა და თვალები დახუჭა.

-ადი და დაწექი. _ ხელით სახლისკენ უბიძგა.

-არა სირცხვილია, რას იტყვიან. _ თავი უცებ წამოწია და წელში გასწორდა.

-გვიანია უკვე თათა, ესენიც დაიშლებიან და მიდი ადი. _ თმებზე მოეფერა გიგაური და სალხში შეუშვა. _ მეც მალე ამოვალ.

ყველას დაემშვიდობა და კიბეები აიარა. კაბა ოთახში შესვლისთანავე გახადა და საწოლზე მიფინა.
რბილი მატერიის შეგრძნებისას ერთინად მოუდუნდა წელი და ფეხები, თავი ბალიშსზე კომფორტულად მოათავსა და ფანჯარას გახედა. გარედან ხმაური და შეძახილები ჯერ კიდე ისმოდა, ერთმანერთს ემშვიდობებოდნენ მეგობრები. როგორ არ უყვარს მთვრალი ხალხი, მაგრამ ხშირად უწევდა მათი ატანა. სოფელში მიზეზი არ დაილეოდა დასალევას, მათ სახლში სუფრა სულ გაშლილია.
ცოტახანში გაოგონა როგორ ამოვიდა კიბეებზე გაბრიელი და მის ოთახთან გაჩერდა. საშინლად მოუნდა მამაკაცი შემოსულიყო და კიდევ ერთხელ ჩახუტებოდა უკვე ცოლს... მაგრამ გაბრიელმა გაზა გააგრძელა და თავისი ოთახში შევიდა. კედლის მეორე მხრიდან ესმოდა როგორ დადოდა ოთახში გაბრიელი. თვალები სასაცილოდ ააფახუნა და კედლისკენ მიჩოჩდა. ხელი ფრთხილად დაუსვა ცივ კედელს და გაიღიმა, წარმოიდგინა რომ ეს კედელი მისი ქმარია... ფიქრებში ხომ არ ასვენებდა, ახლა გულსაც დაეპატრონა გაბრიელი. მისი საქციელები არ ყოფილა ისეთი, თავი შეეყვარებინა თათასთვის.. მეტიც ის ძალიან ცივი და სეუფერებელია, მაგრამ რა ქნას გული რომ სულ მაინც მის სახელს გაიძახი და მისი ჩახუტება სურს. ვერაფრით მოიცილა მისი სიცივე სხეულიდან, სულ უფრო და უფრო ბატონდებოდა თათაზე. ხელები მაგრად მოხვია თავის მკლავებს და საწოლში შეწვა.

გამთენიისას გაბრიელის ხმამ გამოაფხიზლა, მამაკაცი ეზოში იყო და ხმამაღლა საუბრობდა. ფეხზე ნელა წამოდგა და აბურდული თმები ხელისგულით გაისწორა. მთქნარებით მივიდა ფანაჯრამდე და გადაიხედა. გიგაური ტელეფონზე საუბრობდა გაცეცხლებული... სწრაფად მოძებნა ხალათი და შემოიცვა. კიბეები სულ სირბილით ჩაიარა, ერთი სული ქონდა ქმარს როდის ნახავდა და მისი სიცივით, აივსებოდა. დაბლა ჩასულს, გაბრიელი მისაღებში დახვდა.

-დილამშვიდობისა._ ღიმილით გახედა მამაკაცს და მისკენ წავიდა.

-დილამშვიდობისა, როგორ გეძინა?_ ისე ესიამოვნა მისი სიტყვები, გახარებული სად წასულიყო აღარ იცოდა.

-ძალიან კარგად, შენ?_ მის გვერდით დადგა და ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა.

-ნორმალურად.

-არ გშია?_ სამზარეულოსკენ წავიდა თათა. ძალიან უხაროდა ასე ლამაზად და მშვიდად რომ დაიწო მათი პირველი დილა. არ ჩხუბობენ და ერთმანეთსაც არ გესლავენ, ეს უკვე ერთი ნაბიჯია წინ._ უცებ მოვამზადებ და სამსახურში წასვლამდე ისაუზმე._ გაუცინა მამაკაცს და ხელით ანიშნა სამზარეულოში შემოდიო.

-სამსახურში როდისთვის გახვალ? _ კითხა და პურის ნაჭერი აიღო.

-შენ რომ თქვი ჯერ არაო?_ გაკვირვებულმა კითხა და მაცივარი გამოაღო.

-დღეს და ხვალ არც მე მივდივარ სამსახურში შვებულება დავწერე, ორი დღით...

-ხდება რამე?

-თაფლობის თვე გვაქვს თათა, ნუ გავიწყდება. ერთი ორი დღით წყნეთში ავიდეთ.

-კარგი რა, არ მოგბეზრდა მაინც?! _ წარბები მაღლა აწია და მამაკაცს ჯიქურად მიაჩედა.

-ერთ წელში მომბეზრდება!_ ჩაილაპარაკა ხმამაღლა და თათას გახედა, რომელსაც სახეზე ფერი არ ედო, ისე ეწყინა მამაკაცის სიტყვები.

-უკვე ნანობ ხომ?_ კითხა აკანკალებული ხმით და თვალებში მიაჩერდა, რომ არ მოეტყუებინა.

-მე რასაც ვაკეთებ იმას არასდროს ვნანობ!_ თვალი ჩაუკრა და ფინჯანი გამოართვა. _ ადრე არ მომეცი საშვალება, მეთქვა რომ გემრიელ ყავას ამზადებ. _ შეუქო ნახელავი.

-ნემცხვარსაც გამოგიცხობ, თუ აღარ გამაბრაზებ. _ გადაიკისკისა და მის წინ დაჯდა.

ხმას არცერთი არ იღებდა, საუზმის დროს. თათა ხანდახან თუ გააპარებდა თვალს გაბრიელისკენ და იღიმოდა. ძალიან სიამოვნებდა მამაკაცის გვერდით ასე მშვიდად ყოფნა. გრძნობდა, რომ ეს მამაკაცი ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა დღითი დღე. მის გვერდით ყოფნისას თავს დაცულად გრძნობდა, იმ აღიარების შემდეგ კი უფრო მეტად სწამს ქმრის.

-გინდა სოფელში წავიდეთ? _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა გიგაურმა და თეფში გვერდით მიწია.

-სად სოფელში?_ ვერ მიუხვდა.

-შენებთან და ერთად ვუთხრათ ახალი ამბავი.

-მე ხომ აგიხსენი რატომაც არ შემიძლია მათთან ჩასვლა? _ იკითხა ნაწყენმა და თეფშები ნიჟარაში ჩააწყო.

-მე მინდა რომ წავიდეთ და შენებს დაველაპარაკოთ! _ ხმა გაიმკაცრა გაბრიელმა.

-და რა ვუთხრა? სიმართლე რომ ვუთხრა მამაჩემი არცერთს გვაცოცხლებს. ვერ აიტანს იმას რომ მისი იმედი არ მქონდა ასეთ დროს. შენ ვერასდროს გაიგებ მამუკასთვის ეს რას ნიშნავს. არასდროს მაპატიებს ჩემს ეგოისტობას და მშობლებს სამუდამოდ დავკარგავ. _ ტირილნარევი ხმით გასცა პასუხი და სკამზე დაჯდა.

-აუცილებლად უნდა ვესაუბროთ, მთელი ერთი წელი ვერ დამვლამავთ ამას! შენც კარგად იცი, რამხელა რაღაცის დამალვა გვიწევს. სიმართლე მარტო ჩვენ ორმა ვიცით და თუ ვინმე კიდევ გაიგებს არასოდეს გაპატიებ ამას!

-აბა რა ვუთხრა?_ იკითხა უკვე ასლუკუნებულმა და ხელები მაგიდაზე დააწყო.

-არაფერი. შენ არაფერი. _ თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ფეხზე წამოდგა. _ ახლა სამსახურში მივდივარ, პატარა საქმე დამრჩა მოსაგვარებლი, მანამდე შენ ბარგი შეკარი და რომ მოვალ წავიდეთ.

-შენ ჩაალაგე უკვე?_ კითხა და უკან გაყვა.

-რომ მოვალ მერე ჩავალაგებ.

-თუ გინდა მითხარი რა ჩაგიწყო და მე ჩავალაგებ. _ ხელები ზურგს უკან დამალა და ადგილზე რწევა დაიწყო, პატარა გოგოსავით.

-ზაფხულში რაც გამოადეგება ადამიანს. _ ლოყაზე მსუბუქად მოუჭირა თითების ზურგი და გატრიალდა. _ ერთი ხელი თბილი ტანსაცმელიც ჩადე ყოველი შემთხვევისთვის._მოაყოლა და კარები ხმაურით გაიხურა.

კიბეები ღიღინით აირბინა და გაბრიელის ოთახში შევიდა. ყველაფერი თავის ადგილზე ეწყო მამაკაცს, სუფთად. გარდერობი გამოაღო და დაბლიდან სპორტული ჩანთა გამოიღო. არასდროს ყოფილა ასეთი მეწვრილმანე ნივთების ჩალაგებისას. ტანსაცმელს სწორ ხაზზე კეცავდა და ფრთხილად ალაგებდა ჩანთაში. გაბრიელის ჩანთა, რომ შეკრა თავის ოთახში გავიდა და თვითონაც ჩაილაგა რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი. მისაღებიდან ნაბიჯების ხმა, რომ გაიგონა ოთახიდან ღიმილით გავიდა და თვალებგაფართოვებულმა გახედა ორ ნიღბიან მამაკაცს, რომლებიც მისაღებში უმისამართოდ დაბორიალობდნენ და მსხვერპლს ეძებდნენ.

ცხოვრებაში პირვლად იგრძნო საკუთარი თავის სიყვარული... პირვლად მიხვდა რამდენად მნიშვნელოვანია შენი სიცოცხლე, არამარტო შენთვის არამედ შენი გარშემომყოფებისთვისაც. საკუთარი სიყვარულის გარდა რასაც გრძნობდა, მონატრება იყო. იმ ადამიანების რომლების მის გულში ყველაზე დიდ ადგილს იკავებდნენ. აცახცახებული სხეული მხოლოდ გაბრიელის სიცივეს ითხოვდა. სუნთქვაშეკრულმა გადადგა უკან რამოდენიმე ნაბიჯი და ტუჩები მოიკვნიტა. იგრძნო როგორ დაეცვარა ოფლით ზურგი და ატირდა... უხმოდ და უცრემლოდ აზლუქუნდა გულში... ხელები მაგრად წაიჭირა ყელში და ოთახში ნელი ნაბიჯებით შევიდა. გულის სიღმერში სჯეროდა რომ გიგაური აუცილებლად მოუსწრებდა და კიდევ ერთხელ გადაარჩენდა... მაგრამ რეალობა რომელიც ცრემლებს ადენინებდა სხვა იყო... ახლა გაბრიელის სახლში ორი ნიღბიანია და რაღაცას ან ვიღაცას ეძებენ. იცოდა რომ მათი აქ მოსვლის მიზეზი თვითონ იყო, მაგრამ დაჯერება უჭირდა. მამაკაცმა ხომ უთხრა რომ თათას აღარ ერჩიან, მაშ რატომ არიან ახლა ისინი აქ... «იქნებ ქურდები არიან და სახლს ძარცვავენ.» ბოლოჯერ აიმედებდა საკუთარ თავს და ცრემლებს იმშრალებდა. კარები მაგრად ჩარაზა და წვალებით მიადგა კამოდი და სავარძელი. იქვე კუთხეში დაჯდა და თავი მუხლებში ჩარგო. სხეულის რაღაცა ნაწილი ადგომისკენ და გაქცევისკენ ექაჩებოდა, მეორე ნაწილი ეუბნებოდა რომ აზრი არ აქვს, ის უკვე მგლების ხახაშია... მესამე და ყველაზე იმედიანი ნაწილი კი გიგაურის იმედზე იყო. თვალებით ტელეფონი მოიძია, მაგრამ კიდევ ერთხელ გაუცრუვდა იმედი, გაახსენდა რომ ბოლოს სამზარეულოში ნახა.

რამიდენიმე წუთის შემდეგ მიხვდა, რომ მეორე ნაწილი ყველაზე პირდაპირი და რეალური აღმოჩნდა. კიბეებზე ნაბიჯების გაძლიერებულმა ხმამ საერთოდ დაუხშო სმენა და ჩუმად აღრიალდა. ხელები ყურებზე აიფარა და ცხრამეტი წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებზე პირვლად და უკანასკენლად დაფიქრდა. დაგუბებულ სმენას ძლივს მიწვდა საკეტის გადატრიალების ხმა. უკანასკნელად აღმოხდა გაბრძოლების სურვილი და საწოლის ქვეშ შეძვრა. ემბრიონის ფორმაში მოკეცილმა ენას კბილი დააჭირა და დაელოდა როდის შემოვიდოდა ნიღბიანი ოთახში. კარებზე კაკუნი ბრახუნში გადაიზარდა, ხელებს მაგრად ურტყვადა მეორე მხრიდან რომელიღაცა... ყურებზე აფარებული და დახშული სმენა არ აძლევდა საშვალებას ხმები გაამოკვეთილად მოესმინა.
ბოლოს კი საერთოდ გაითიშა.

თვალები, რომ გაახილა თავის ოთახში იწვა, თავისივე საწოლზე. თავიდან ყველაფერი სიზმარი ეგონა, მერე უადგილოს მიგდებულ სავარძელს რომ მოკრა თვალი დენდარტყმულივით წამოვარდა ფეხზე და კარებს გახედა. ფერწასულ გიგაურს რომ მოკრა თვალი ბედნიერმა ამოისუნთქა და ცრემლები გადმოცვივდა. ახლა უკვე სიხარულის და მადლერების. გაბრიელისკენ სწრაფად წავიდა და ორივე ხელი მაგრად მოხვია გაშეშებულ მამაკაცს კისერზე. რეალობაში მხოლოდ მას შემდეგ დარწმუნდა მისი მარწუხები რომ იგრძნო და მოეშვა... მთელი ორგანიზმი ერთიანად მოეშვა და გაიხსნა. მამაკაცს ყურთან ნელა შეახო ტუჩები და ცრემლებით, მხრები დაუსველა.

-ყველაფერი დამთვარდა, მე აქ ვარ!_ ხმადაბლა ეჩურჩულებოდა ქმარი და ხელებს უფრო უჭრდა აცახცახებულს.

-შენ რომ არ მოსულიყავი..._ წინადადება ბოლომდე ვერ დაასრულა ისე შეეშინდა.

-მაგრამ მე მოვედი თათა და ახლა შენს გვერდით ვარ!_ თბილად ეჩურჩულებოდა მამაკაცი.

-ძალიან შემეშინდა. _ არ აჩერებდა ენას.

-მეც ძალიან შემეშინდა. _ ამოიოხრა მამაკაცმა და თავზე ნაზად აკოცა.

-შენ... შენ რისი შეგეშინდა? _ დაბნეულმა გაწია თავი უკან და თვალებში ჩააჩერდა.

-რომ ვერ დაგიცავდი. _ ბოლომდე არ გაუშვა მამაკაცმა და ისევ მის სხეულზე მიაწება.

-მე მჯეროდა რომ აუცილებლად დამიცავდი!_ გაეკეკლუცა და ხელები წელზე მოხვია. _ კიდევ რომ მოვიდნენ?_ იკითხა შეშინებულმა და თავი ოდნავ აწია.

-მომდევნო თხუთმეტი წელი ვეღარცერთი მოგეკარება! _ დააიმედა და საწოლზე დააჯინა.

-დაიჭირეს?_ იკითხა ბედნიერმა და თვალები ააციმციმა.

-დაიჭირეს!_ დამშვიდებულმა გასცა პასუხი და გვერდით მიუჯდა.

-ჩავალაგე ბარგი.

დილანდელი საუბარი გაახსენა და ფეხზე წამოდგა. ცდილობდა რაც შეიძლება კარგად დაეფარა წეღანდელი აფორიაქება და ის განცდები რაც იმ საზიზღებმა ჩაუნერგეს. აღარ სურდა იმ მომენტებზე ფიქრი რომელიც უკვე დასრულდა და გაბრიელის წყალობით აღარ განმეორდება.
რასაც გაბრიელის მიმართ გრძნობს არც სიყვარულია და არც რაიმე მსგავსი. ეს ყველაფერი თათაში სულ სხვა გრძნობით იკიდებს ფეხს... აი ისეთით ჯერ რომ არავის განუცდია. ამ გოგოს არ ესმის, რომ ასეთი ემოციები სიყვარულის მანიშნებელია... ან შეიძლება ესმის, მაგრამ არ აღიარებს. დღეს დღეობით იმდენად ჩაიძირ ეს გრძნობა უფსკრულისკენ რომ აღარავის ჯერა, არც თათა გამონაკლისი. «მიყვარხარ» იმდენად გააუფასურეს ადამიანებმა, რომ ამ სიტყვის წარმოთქმა უჭირს. თუ იტყვის უნდა თქვას გულით, ერთხელ და უკანასკნელად.... თავისი გრძნობის რეალობაში დასარწმუნებლად და არა რაღაცის დასამტკიცებლად! სიხარულიძეს ჯერა რომ თუ ამ სიტყვას იტყვის ან მოისმენს, უბედნიერესი ადამიანი იქნება.

-დარწმუნებული ხარ რომ წყნეთში ასვლა გინდა?_ დაეჭვებით კითხა მამაკაცმა.

-კი არ მინდა მჭირდება! ახლა მითუმეტეს, განტვირთვა და სხვა გარემო არცერთს არ გვაწყენდა. _ მართალია ეს გოგო რა გინდათ. ამ სახლში გაჩერება ტკივილის მეტს არაფერს მოუტანს. ამიტომ ჯობია წყნეთში ავიდნენ.

-თათა, შეიძლება გამომძიებელმა დაგკითხოს. _ შეპარვით გადაულაპარაკა ცოლს.

-მე რატომ? _ ანერვიულდა.

-შენთან იყვნენ და იმიტომ!

-დიდხანს გაგრძელდება?_ იკითხა და სევდიანმა ახედა.

-ზუსტად არ ვიცი დაგკითხავენ თუ არა, სამხილები ისედაც ბევრი აქვთ, მაგრამ შენ მაინც მზად იყავი.
მაქსიმუმ ნახევარი საათი.

-კარგი. _ თავი დაუქნია და ჩანთა გაუწოდა. _ ჩაიტანე და მეც ჩამოვალ.

მამაკაცმა ჩანთა ზურგზე მოიკიდა და კარებში გაუჩინარდა. ოთახს თვალი მოავლო და ისიც უკან მიყვა ქმარს. კიბეები ნელა ჩაიარა და მიხვდა რომ ნიღბიანების დაჭერით რაღაცა დამთავრდა. გულთან ძალიან ახლოს გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო და შინაგანად მოიკეცა. მისაღებში მდგარ გაბრიელს გახედა და მიხვდა რომ ერთწლიანი ქორწინება დამთავრდა. ყველაფერი მოგვარდა, შესაბამისად თათას გაბრიელთან აღარაფერი ესაქმება. ისე აორთქლდებიან ერთმანეთის ცოხვრებიდან როგორც გაჩდნენ. სიხარულიძე ხვდება რომ ამ მცირე დროში ეს სახლი ძალიან შეიყვარა. შეიყვარა ის ადამიანები ვინც აქ გაიცნო... მათთან ერთად ახალი ცოხვრება დაიწყო, რომელიც ძალიან მოსწონს და არ უნდა რომ დასრულდეს. იმდენად თათასეულია ეს ყველაფერი, რომ დასრულება ტკივა... ბიჭების გახსენებისას კი სულ სხვანაირი გრძნობები იბუდებს მასში, ძალიან თბილი და მეგობრული. კესო და იანა მისთვის უკვე ძალიან ძვირფასი მეგობრები არიან. ორივეს კარგად ესმის მისი და მასაც ესმის მათი.
გიგაურის დატოვება კი ყველაზე მეტად გაუჭირდება, რაც არ უნდა არწმუნოს თავის თავი, სიმართლე მაინც ერთია... თათას გიგაურის გარეშე აღარ შეუძლია! მიეჩვია მის სიცივეს და საერთოდ მას.
მამაკაცმა ხელით ანიშნა მალე ჩამოდიო და სახლი დატოვა. თვალებ ცრემლიანმა მოავლო მზერა მთლიან სახლს და კარები გაიხურა. მანქანაში ხმას არცერთი არ იღებდა... თათა იმაზე ფიქრობდა როგორ შეეპარებინა თავისი ეჭვები... ნეტევ გაბრიელი არაფერს იტყოდეს განქორწინებაზე, მაგრამ თვითონ ხომ ხვდება რომ დროა!

-ჩვენ რა გვეშველება ახლა?_ კითხა ხმადაბლა და დადარდიენბულმა.

-რას გულისხმობ? _ ცალი თვალით გამოხედა თათას და ისევ გზას გახედა.

-ისინი უკვე ციხეში არიან, საფრთხეც აღარ მემუქრება და ჩვენს ქორწილს აზრი აქვს?_ დაბნეული აბლუყუნდა.

-ჩვენ ერთი წლით დავქორწინდით და მორჩა! მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიჭირეს და ვინ არის გარეთ!

უხეშად გასცა პასუხი და წარბები შეკრა. ძალიან ესიამოვნა მამაკაცის პასუხი, ეს იმას ნიშნასვ რომ ამდენი სულ ტყუილად ინერვიულა. რაც მოხდება მოხდეს, თათა ამისთვის მზად არის. ერთხელ ხომ მაინც უნდა გააკეთოს, რაღაცა თავისი სიამოვნებისთვის და ბედნირებისათვის. ერთხელ ცდის იქნებ მომავალს იბედნიერებს.

მანქანა პატარა ლამაზ სახლთან გააჩერა.პირველი თათა გადავიდა და მის პირდაპირ მდაგი ერთსართულიანი სახლი შეთვალიერა, ძალაინ უბრალოდა ლამაზი იყო. სოფლის სახლს აგონებდა და უფრო მეტად მოსწონდა აქაურობა. საბარგულიდან ჩანთები ამოალაგა გაბრიელმა და სახისკენ წავიდა, ესეც უკან გაყვა და გვერდით ამოუდგა, ეზოში ვიწრო ბილიკი ქონდათ გაკეთებული ნატეხი ფილებით.
სახლი შიგნიდანაც ლამაზად იყო მოწყობილი. მისაღები პატარა, მაგრამ ძალიან კონფორტულია, მარჯვენა კუთხეში შინდისფერი აგურებით ბუხარია აშენებული, მის გვერდით კი ფუმფულა სავარძელი დგას. ხის ძველი მაგიდა და დივანი, მისაღების ცენტრშია ლამაზადაა მოთავსებული. აქვეა წიგნების პატარა თაროები. მისაღებიდან თუ გახვალ დერეფანში მოხვდები სადაც ოთხი კარია განლაგებული. ორი ოთახი, ერთი სააბაზანო და ერთიც სამზარეულო. თავის ოთახში შეუტანა ჩანთა გაბრიელმა და სამზარეულოში შეიტანა ნაყიდი პროდუქტები. თათა ჯერ კიდევ სახლის დათვალიერებით იყო გართული.

-შენი სახლია?_ იკითხა ინტერესით სიხარულიძემ და ბუხრზე მდგარ ვაზას თითი გადაუსვა.

-თამილასი... მე იშვიათად ამოვდივარ აქ. _ გასცა პასუხი და ყავით სავსე ფინჯანი მიაწოდა.

-გმადლობ. ძალიან მყუდრო და ლამაზი ადგილია, თან სხვა სახლებისგან მოშორებით დგას.

-ბაბუაჩემმა ააშენა თხუტმეტი წლის წინ და თამილას დაუტოვა.

-მეც ამიშენა მამამ სოფელში პატარა სახლი, ყველასგან მოშორებით არის და ძალიან მყუდროა. ერთხელ თუ მოვხვდით გაჩვენებ. _ გაიცინა თათამ და გაბრიელს გახედა.

-მე და შენ სოფელში თუ მოვხვდით იქიდან სხეულის რომელიმე ნაწილის გარეშე წამოვალთ._ შეახსენა მამამისის ხასიათი. სახე ოდნავ მოექუფრა თათას და დასევდიანდა. _ იმიტომ კი არ მითქვამს რომ გეტირა, უბრალოდ გაგეხუმრე. _ სიტვაციის განმუხტვა ცადა მამაკაცმა.

-შენ ხუმრობ კიდევაც?_ დაცინა თათამ და ხელი მიკრა.

-სიტვაციას გააჩნია, ადამიანებსაც!

-რატომ არასდროს იღიმი?_ კითხა და მისკენ მიტრიალდა.

-რა აუცილებელია?_ მხრები აიჩეჩა და დივანზე დაჯდა.

-როგორ თუ რა აუცილებელია, თან შენი მეგობრები ისეთ სასაცილო ისტორიებს ყვებიან შენზე, მიკვირს ასეთი ჯმუხი რატომ ხარ. _ პირდაპირ ჩამოარაკრაკა რასაც ფიქრობდა.

-მკვლელის, ანაკონდას და მონსტირს შემდეგ ჯმუხს ცოტა არაუშვას ხომ?!_ ხუმრობდა, მაგრამ ისევ არ იღიმის.

-აფერისტულად მაინც გამიღიმე ერთხელ!_ გაიცინა თათამ და ლოყები ოდნავ გაუწელა. მამაკაცის ბაგები სულ ოდნავ დაშორდა ერთმანეთს, გამარჯვებული ღიმილი აიკრა თათამ და ტაში შემოკრა. _ მე ვიცილე გიგაურის თეთრი კბილები!_ სიცილი ამოაყოლა სიტყვებს.

-პატარა ბავშვი ხარ რომელსაც გაზრდა ჭირდება!_ სახე დაისერიოზულა გაბრიელმა.

-ერთი წელი გაქვს ჩემს გასაზრდელად. _ გამოეპასუხა და თვალი ჩაუკრა.

-ერთი წელი არამარტო შენს გასაზრდელად, სხვა რაღაცებისთვისაც მაქვს!_ ნამიოკებით ალაპარაკდა მამაკაცი.

-განმანათლე რას გულისხმობ._ მისკენ მიწია და გვერიდით მიუჯდა.

-დროთა განმავლობაში ყველაფერს გაიგებ, ახლა ადექი და საჭმელი გაამზადე. მზე გადავა სადაცა მე კიდევ ლუკმა არ გამისინჯავს დღეს.

-ქათამი შეგიწვა?_ პარკიდან გაყინული ქათამი ამოიღო და ხელებში შეათამაშა.

-მაიონეზში ჩააწყე. _ გამოსძახა სააბაზანოდან და კარები მიიკეტა.

«რაღაცებით ვგავართ ხომ იცი ერთმანეთს ქმარო.» გაიცინა და საქმეს მიუბრუნდა. გონია რომ ეს ყველაფერი ზედმეტად სიამოვნებს. წარმოდგენა რომ ქონოდა ერთი თვის წინ რა მოხდებოდა ახლა, ალბათ არაფერს შეცვლიდა. რაღაცას როცა გაძალებენ ის არ უნდა გსიამოვნებდეს, აი თათას კიდევ სიამოვნებს, თან გონისდაკარგვამდე. სიამოვნებს ამ ქათამს ლამაზად რომ აწყობს მაიონეზში მხოლოდ იმიტომ, რომ გაბრიელს ასიამოვნოს. კოვზით ნელა ამოიღო და ნიჟარაში ჩააგდო, ამასობაში გაბრიელიც გამოვიდა სააბაზანოდან მოწესრიგებული.

-თამილა მართალია რომ ამბობს ეს გოგო ცეცხლიაო. _ შეაქო ცოლი და საჭმელს დახედა. _ გემრიელი ჩანს, ვნახოთ გემო როგორი ექნება. _ ხელები შარვლის უკანა ჯიბეებზე გაისვა და სკამი გამოწია.

-ატყობ რომ ერთმანეთს ნელ-ნელა ვუგებთ?_ სანამ სუფრაზე დაჯდებოდა ღიმილით კითხა მამაკაცს.

-ვატყობ და ეს ძალიან მომწონს. მთავარია მომავალში შენებურები არ გაუშვა ხოლმე და დანარჩენს ეშველება. _ გამაფრთხილებლად გაისმა გაბრიელის ხმა.

-ჩემებურებში, იმას თუ გულისხმობ რომ განქორწინებაზე გითხარი წეღან, ახლა ჩათვალე მუნჯი ვარ!_ ხელის მოძრაობით ტუჩები ამოიკერა და გადაიკისკისა.

-გიხდება სიცილი, ოღონდ ნაზად როცა იცინი!_ მაინც წაკბინა ბოლოს და საჭმელი გადმოიღო.

-აუტა....

-ვჭამ!_ სიტყვა არ დაასრულებინა გაბრიელმა.

ჭამის დროს ისევ დადუმებულების ისხდნენ მაგიდასთან, როგორც კი ჭამას მორჩნენ, თათამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ მოასწრო გაბრიელი მისაღებში იყო გასული უკვე. ბუზღუნით აალაგა სუფრა და სამზარეულო მიალაგა. მთელი დღის ემოციები ერთიანად მოაწვა და ყელში ბურთულა გაეჩხირა, დაიღალა! ადვილი ხომ არ არის, ცხრამეტი წლის გოგოსთვის ამდენი რამის გადატანა, ასე უცებ. თვალებიც ებლინდება, ამიტომ ჯობია ავიდეს და ცოტახნით დაისვენოს... გაბრიელი გააფრთხილა ოთახში ვიქნებიო და მარტო დატოვა. მასაც უშველა მარტო ყოფნამ, ცოტა აზრზე მოვიდა და ყველაფერზე ფიქრი საღად დაიწყო. ახლა აღარ ნერვიულოვს იმ ბანდიტებზე, მაგრამ დილით რომ შიში ჭამა, იმას რა დაავიწყდებს. მთელი ცხოვრება დარდად გაყვება, სამაგიეროდ გაბრიელის რაინდობაც ემახსოვრება და ეს ფაქტი უარყოფითს გადაფარავს. სასიამოვნიო ფიქრმა ბაგეები ოდნავ გაუხსნა და სახეზე თათასებური ღიმილი გამოისახა. «ის როგორ იყო? ნაზად როცა იღიმი მაშინო! მე შენ გაჩვენებ ნაზს და პანტერას... დამაცადე ცოტახანი... ჯერ სად ხარ, მალე ჩემს ფეხებსაც ისე აღიქვამ როგორც საჭიროა!» ისევ იმუქრებოდა ქმრის მისამართით.

ცოტახანში გაბრიელმა კარებზე მოუკაკუნა და ამცნო, რომ დასვენების დრო ამოიწურა. ფეხზე ნელა წამოდგა და მამაკაცს გაყვა. ქმარს ეზოში სუფრა გაეშალა ორ კაცზე, იქვე კოცონი ენთო და არემარეს თავისებურად ანათებდა. ეს ყველაფერი მოეწონა სიხარულიძეს და კიდევ ერთი პლიუსი ჩაიწერა გონებაში, თავის სასარგებლოდ. თავის სკამზე ჩამოჯდა და გაბრიელს გახედა, მაცდურად რომ უყურებდა მის ოდნავ მოშიშვებულ გულ-მკერდს. ეშმაკურად ჩაიცინა გოგონამ და მამაკაცის მზერა დააიგნორა.

-რომანტიკოსი ქმარი მყოლია და არ ვიცოდი. _ გაიცინა თათამ და მარწყვი ნაზად ჩაკბიჩა.

-სად დაინახე აქ რომანტიკა?_ გაკვირვებულმა აზიდა წარბები.

-აბა ეს მარწყვი, ღვინო, ცეცხლი?!_ იკითხა ეშმაკურად და ანიშნა დანებდიო.

-ნუ ფანტაზიორობ. არასდროს იფიქრო რომ მარწყვი, კოცონი და ღვინო ქალის შებმის საუკეთესო მეთოდიან, ან რომანტიკაა. _ ჩაუშალა გეგმები თათას და ნიშნიმოსგებით გადახედა.

-ფუ რა საზიზღარი ბიჭი ხარ. აბა კი არა ეს ყველაფერი ჩვენი ქორწილების აღსანიშნავადო._ არც თათამ დააკლო სარკაზმი სიტყვებს.

-საერთოდ წყვილი ქორწილს სხვანაირად აღნიშნავს, მაგრამ მოდი ჩვენ ამას დავჯერდეთ!_ მისმა სიტყვებმა, სწრაფად მოქმედი წალამივით იმოქმედეს თათას ლოყებზე და აუწითლეს. _ სიწითლეც გიხდება, ხანდახან. _ კიდევ ერთი მწარე კომპლიმენტი დღეს.

-შენ კიდევ ეგ მოღრეცილი შუბლი სულაც არ გიხდება!_ გაბრაზდა თათა და მიახალა ის რასაც ფიქრობდა.

-ცოტახანში ეგრე აღარ იჭიკჭიკებ! _ მუქარასავით გამოუვიდა კაცს.

-ვითომ რატომ?

-ყველაფერი ხდება ცხოვრებაში თათა.

>>>

წყენითის სახლი ერთ დღეში საკუთარი კერასავით შეიყვარა. თითეოული ნივთი, რომელსაც ხედავადა და ეხებოდა უკვე თავისად დაიჩემა. გაბრიელთანაც ძლივს გამონახა საერთო ენა და ეს ახარებდა. ბედნირი იყო იმითაც, რომ საფრთხე აღარასდროს დაემუქრებოდა, გაბრიელის წყალობით. ცოტახანში მშობლების ნახვა და ყველაფრის ახსნა ეძნელებოდა, მაგრამ თავს უფლებას არ აძლევდა ეს ორი დღე ცუდი ფიქრებისთვის დაეთმო. ამისთვის დროს სულ გამონახავს. ახლა მთავარია, გაბრიელს არაფერი აწყენინოს და კიდევ ერთხელ არ არიოს ძლივს დალაგებული ურთიერთობა. თვალები მაგრად დახუჭა და სუფთა, ყველაფრისგან თავისუფალი ჰაერი ფილტვებში ჩაუშვა. ღიმილით მოავლო ლამაზად გამწვანებულ ეზოს თვალი და ჰამაკისკენ წავიდა. ბავშვივით ახუნტრუცდა, გაბრიელმა ჰამაკი რომ გაუბა. პლედი ლამაზად ჩააფინა შიგნით და წიგნთან ერთად კომფორტულად მოთავსდა. მზის გადასვლამდე მხოლოდ წიგნს კითხულობდა, გაბრიელი სახლში იჯდა და კომპიუტერსი სამსახურის საქმეებს აგვარებდა. «დასასვენებლად წამოვიდა და კიდევ მუშაობს.» თავისთვის ბურტყუნებდა მთელი დღე თათა, მაგრამ გიგაურს ხმა მაინც ვერ მიაწვდინა. რა ქნას, მამაკაცმა რაც გასაკეთებელი იყო გაკეთა, ახლა თავისი საქმე აქვს და იმას უნდა მიხედოს. წიგნის კითხვაც რომ მობეზრდა მთლიან ეზოს დაუარა და დაათვალიერა. ყვავილები აქაც ბლომად ხარობდა. ბილიკის ჩაყოლებაზე, ლამაზად ქონდათ ვარდების ბუჩქები ჩამწკრივებული. პატარ პატარა ყვავილებიც იყო დარგული აქა-იქ. რა გინდა საქმე არ მოაკლდება, ყოველ დღე გამოვა და მორწყავს. ზურგს უკან ნაბიჯების ხმა მოესმა და ღიმილით მიტრიალდა ქმრისკენ.

-მორჩი საქმეებს?_ კითხა და დონჯი შემოიდო.

-კი მოვრჩი, ღამით კიდევ გადავხედავ და მთელი კვირა თავისუფალი ვარ. შენ არ გშია?_ კითხა და თვალებში ჩააჩერდა.

-გუშინ ისეთი გემრიელი მარწყვი ვჭამე რაღა მომაშიებს. _გუშინდელი «რომანტიული» საღამო გაახსენა და ეშმაკურად გაიცინა.

-შენი გამოსწორება არ იქნება._ ჩაილაპარაკა გაბრილმა და უკანა კარიდან სახლში შევიდა.

-ასე უაზროდ უნდა ვიყოთ აქ?_ უკან აედევნა ცოლი.

-მოიფიქრე რა შეიძლება გავაკეთოთ და გავერთოთ. _ მიუტრიალდა თათას და წინ აესვეტა.

-კითხვები დავუსვათ ერთმანეთს. _ მხიარულად წამოიძახა და თვალები ააფახუნა.

-არ მომწონს ეგ აზრი, რამე უფრო ჭკვიანური მოიფიქრე. _ აზრი დაუწუნა ცოლს და დივანზე ჩამოჯდა.

-უკეთესი შენ მოიფიქრე.

ნაწყენმა ჩაიბურტყუნა და მის პირდაპირ სავარძელში ხელებ გადაჯვარედინებული მოკალათდა. გიგაურს მისი გაბუტული, სახისთვის, ყურადღება არ მიუქცევია ისე დაიწყო ტელევიზორის ყურება. ამაზე სულ გადაირია, როგორ მე გაბრაზებული ვზივარ და ის კარგ ხასიათზეაო. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. ფეხზე გაბრაზებული წამოდგა და ისევ ჰამაკისკენ წავიდა. მთელი საღამო იქ იჯდა და გიგაურს კულტურულად აძაგებდა. მამაკაცი მაინც არ გამოხმნიანებია, თავისთვის იჯდა სახლში წყნარად და ფილმს უყურებდა. ცოტაც და ახლა ატირდება, ასე უაზროდ იმ სახლშიც ხომ იჯდა. რას წამოაპორწიალა აქ? ცრემლიანი თვალებით ახედა ხის ფოთლებს და სიმწრით გაიღიმა. ცოტახანში, ფეხის, მკვეთრი ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა ლამის აკივლდა. ნელა მიატრიალა თავი უკან და წარბაწეულმა გახედა მისკენ მომავალ ქმარს. გაბრიელს ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო და კუშტი სახით მოდიოდა თათასკენ. მის წინ მდგარ სკამზე ჩამოჯდა და მაგიდას დააჩერდა.

-როგორ ფიქრობ ამ ერთ წელიწადში შეიძლება რამე მოხდეს?_ სიჩუმე თათამ დაარღვია და გუშინდელი საუბარი გაახსენა.

-გამორიცხული არაფერია, მთავარია ჩვენ როგორ მოვიქცევით. _ გასცა პასუხი და მიაჩერდა.

-მადლობა._ ხმადაბლა ჩაილაპარაკა თათამ და თავი დახარა.

-რისთვის?_ გაკვირვებულმა გახედა ცოლს და შუბლი შეკრა.

-ყველაფრისთვის რაც ჩემთვის და ჩემი მომავლისთვის გააკეთე. ბევრი ეგრე არ მოიქცეოდა, ძალიან კარგი ადამიანი ხარ.

გულწრფელად ეუბნებოდა თათა ყველაფერს. დაიანხა როგორ ესიამოვნა მამაკაცს მისი სიტყვები და უფრო შეაქო თავისი თავი გულში. გაბრიელს ოდნავ ჩაეღიმა გვერდულად და სივრცეს გახედა.
სიხარულიძეს ასე ეგონა, ყველა და ყველაფერი გაჩერდა. იმდენად მოულოდნელი არმოჩნდა მამაკაცის ღიმილის ხილვა, რომ სიამოვნებისაგან სუნთქვა შეეკრა. თვალები კიდევ უფრო დაჭყიტა და ისე მიაჩერდა უკვე სახედასერიოზულებულ გაბრიელს. მამაკაცის ღიმილს ვერაფრით ივიწყებდა, სულ თვალწინ ედგა მისი გვერდული და მომაჯადოვებელი, ბაგეების გახსნა. გამარჯვებული ღიმილით გადახედა მთელ ეზოს და გულში საზეიომოდ ტაში შემოკრა.

-წეღან შენ გაიღიმე. _ ვერაფრით დამალა ემოციები.

-მერე რა?_ კიდევ უფრო გაუკვირდა მამაკაცს.

-ჩემს სიტყვებზე გაგეღიმა, მე გამიღიმე, ე.ი. სულაც არ ვყოფილვარ ცუდი გოგო!_ გაიცინა თათამ და მამაკაცს გახარებულმა ჩაუკრა თვალი.

-ცუდი გოგო არ ხარ ნამდივლად. უბრალოდ გაზრდა გჭირდება, ჯერ ძალიან პატარა ხარ იმ ყველაფისთვის რაც შენს თავს ხდება. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა გიგაურმა და მზერა აარიდა.

-სამაგიეროდ ვისწავლე რომ ადამიანებს ერთი შეხედვით არ უნდა ვაფასებდე. შეიძლება იმ ადამიანის შიგნით, კიდევ ერთი ადამიანი ცხოვრობდეს, ნაღდი და საუკეთესო. _ აღტაცებას ვერ მალავდა პროვინციელი.

მამაკაცმა ერთი კიდევ გამოხედა თათას და ისევ სივრცეს გახედა. დიდხანს ისხდნენ ასე ჩუმად და ერთმანეთისკენ გაპარულ მზერას არცერთი იმჩნევდა. სიხარულიძე, ჯერ კიდევ ეიფორიაში იყო მისი ღიმილის გამო. წარმოდგენაც არ უნდა სიცილს რომ იხილავს რა დაემართება, შეიძლევა სიხარულით გული გაუსკდეს. იმეიდა ერთ მშვენიერ დღესაც იხილავს, თორემ მერე წავა და სულ დაიკარგება. ან იქნებ საერთოდ არ მოუწიოს წასვლა, ხომ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში... იქნებ ამ ორსაც გაუღიმოს ბედმა და მათი გზები არ გადაკვეთოს, ან თუ მაინც ერთმანეთის გარეშე უწერიათ ცხოვრება, მეგობრებად მიანც დარჩნენ. ეს ხომ მაინც არ არის შეუძლებელი. ასეც მოიქცევიან, აბა ერთი წლის ურთიერთობას წყალში ხომ არ გადაყრიან. ამიტომ ჯობია, კიდევ უფრო დაახლოვდნენ, თორემ ასე თუ გააგრძელეს დღეში ერთი სიახლით შემოფარგვლა, არაფერიც არ გამოვა. მობლეტილი თვალებით გახედა მამაკაცს და ჰამაკში კიდევ უფრო კარგად მოკალათდა. საშინლად არ უნდოდა დაძინება, მაგრამ რას იზამს... ისეთი მოდუნებულია სხეული თავი ცოტაც და ძირს დაუვარდება. თვალები დახუჭა თუ არა გაითიშა. გაბრიელმა მძინარე თათა, ხელში აყვანილმა მიიყვანა თავის ოთახმადე. ხანდახან მის მშვიდ და ბავშვურ სახეს დახედავდა და ტუჩებით გაუგებრად რაღაცას ჩაიჩურჩულებდა. ფეხსაცმელები დიდი სიფრთხილით გახადა და საწოლში შეაწვინა. გადასაფარებელი გვერდებში ლამაზად შეუკეცა და ფანჯარა დაკეტა.

ღამით ისევ იგივე შეგრძნებებმა მოაფხიზლა, მაგრამ თვალები არც ამჯერად არ გაუხელია. იცოდა რომ თუ გაახელდა რაღაცა დამთავრდებოდა, ამიტომ სურვილს, იმ მოჩვენების ნახვის შინგით იკლავდა და ძილის შებრუნებას ცდილობდა. გამოუვიდა კიდევაც, მაგრამ შეგრძენა, რომ ვიღაცა დაჟინებით აკვირდება მის ძილს ვერაფრით მოიშორა. საოცარი ისაა რომ გამთენიისასაც ამ შეგრძენბამ გამოაფხილა, თვალები ნელა გაახილა და თავზე წამომდგარ გაბრიელს ახედა. თავიდან ეგონა, რომ ღამეც ის იყო მასთან, მაგრამ კარებში დაგდებულ ჩანთას რომ მოკრა თვალი, ოცნება შეწყვიტა და ღიმილით ახედა ქმარს. თვალებით ანიშნა გაემზადე და გავდიავართო და ოთახი დატოვა.
« რა მაგარია, მე და ჩემი ქმარი თვალებით ვუგებთ ერთმანეთს... მართლაც რომ ძალიან კარგია, ყველას ხომ არ აქვს ამის ნიჭი. აი მე მაგალითად, სულ ვხვდები რა დროს რას მანიშნებს ხოლმე... თუმცა რა მიხვედრა მაგას უნდა, სულ დაბღვერილი დადის. გუშინდელ ღიმილს ნუ დაივიწყებ თათა. გახსოვდეს რომ საშინლად სიმპათიური ქმარი გყავს!» საკუთარ თავთან აღიარა სიმართლე და ტვირთმოშორებული წამოდგა ფეხზე. ნახევარ საათში გაემზადა და ეზოში გავიდა. გაბრიელი ჰამაკში ქანაობდა და ცას უყურებდა. ჩანთები უკვე მანქანაში ჩაეწყო და ცოლს ელოდებოდა. ღიმილით გახედა ქმარს და სიხარულით გულავსებული წავიდა მისკენ. რა კარგია როცა, ცუდი ამბები შენს სასიკეთოდ ტრიალდება. რომ არა ის ქურდები ხომ ვერასდროს გაიცნობდა ასე კარგად გაბრიელს, ვერც ვერასდროს იგრძნოვდა რას ნიშნავს, გიხაროდეს სხვისი ღიმილი. თანაც თათამ იცის, რომ გაბრიელი მისთვის უმნიშვნელო მამაკაცი არ არის. ის მისი ქმარია, და ეს მარტო სიტყვები არ არის! მანქანაში უხმოდ ჩასხდნე და თავიანთ სახლში წავიდნენ. ამ სახლის დატოვება ძაიან გაუჭირდა სიხარულიძეს, მაგრამ გაბრიელის პირობა « კიდევ ვესტუმრებით აქაურობას.» აიმედებდა.

სიხარულის შეგრძნებები ამ ბოლო დროს არ ტოვებს. თბილისის სახლში დაბრუნებულმაც იგრძნო, რომ აქაურობა ძალიან უყვარს, მიუხედავად იმ საშინელი დღისა. იცის რომ ამ კედლებში ბევრი კარგი რაღაცის გადატანა მოუწევს, შეიძლება ცუდისაც, მაგრამ თათა ამისთვისაც მზად არის. თვითონაც ხომ უნდა შეწიროს რაღაც, აბა მარტო გაბრიელის გაღებულ მსხვერწლზე გადაგორებული წელი რა წესია. ამიტომაც რჩება აქ მთელი ერთი წელი, უფრო სწორად თერთმეტი თვე. რამოდენიმე დღეც და ზუსტად ერთი თვე შესრულდება რაც აქ არის.
ყველაზე მეტად მაინც ის აკვირვებს მშობლებმა აქამდე რომ არ მოიკითხეს, ან იქნებ მოკითხეს და შინ რომ არ დახვდა... არა წარმოდგენაც არ უნდა რა შეიძლება დაემართა დედ-მამას, თათას გაქრობის შესახებ რომ გაიგებდნენ. აუცილებლად განაცხადებდნენ პოლიციაში, ტელევიზორში კი ერთი სიუჟეტი მაინც გავიდოდა მასზე. სხვას მაინც არაფერს აკეთებდა და ერთელ როგორ არ გადააწყდებოდა თავის პორტრეტს დიდ ეკრანზე. თან გაბრიელსაც არაფერი უთქვამს ე.ი. სიმშვიდეა, მაგრამ მათთან მაინც უნდა ისაუბროს. ერთხელაც მოიკრებს რაც ძალები გააჩნია და მშობლებს სოფელში ჩააკითხავს, იქ ეტყვის რომ გათხოვდა და ქმარი ძალიან უყვარს.
მართალია წყენეთში ორი დღე გაატარეს, თანაც არაფერი უკეთებიათ, განტვირთვის მეტი, მაგრამ ის დღეები მაინც კარგად დაამახსოვრდა.

-გადახტი და მეც მალე მოვალ. _ მანქანა სახლთან გააჩერა გაბრიელმა.

-შენ არ მოდიხარ?_ კითხა ანერვიულებულმა და კარები ოდნავ გააღო.

-სამსახურში მივალ დავხედავ სიტვაციას და მოვალ. _ თვალი ჩაუკრა მამაკაცმა.

-კარგი, საჭმელი რა დაგახვედრო?_ტიპიური ცოლივით კითხა და გაიცინა.

-რაც გაგიხარდება, მთავარია დამახვედრო. _ სახლს გახედა გაბრიელმა და მანქანა დაქოქა.

-პური წამოიღე რომ წამოხვალ._გადასვლისას დაუბარა და სახლისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა.

მანამდე არ გაუყვანია ეზოდან მანქანა გაბრიელს სანამ ცოლი თვალს არ მოეფარა. სახლში შესვლისთანავე იგრძნო ნაცნობი სურნელი და სიამოვნებისაგან ხელები მაღლა აწია.
სამზარეულოში ტრიალის შემდეგ თავისი გამოთვლებით გაბრიელის საყვარელი კერძი გაამზადა. სუფრა ორ კაცზე გაშალა და მისაღებში გავიდა. მართალია ეს მისაღები იმ მოგონებებს ნათლად აღვიძებს მასში, მაგრამ მაინც არ უნდა ამ სახლს წამით მოშორდეს. თითოეულ ნივთს გიგაურის სურნელი ასდის და ამას ჭკუიდან გადაყავს. ეშინია, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება როგორც ფილმებშია ხოლმე, ან რომანებში. მართლა რომ შეუყვრდეს ეს კაცი მერე სად მიდის? ერთი წელი ადრე თუ გვიან, დასრუდლება და დარჩება ისე... გაბრიელი თათას ისე როგორც ქალს არასდროს შეხედავს, მასში მხოლოდ მსხვერპლს ხედავს რომელსაც დაცვა და მოვლა სჭირდება. ცრემლიანი თვალებით გახედა ახმაურებულ კარებს. გიგაური და ბიჭები ერთად შემოლაგდნენ სახლში. ბაჩა სიცილით გადაეხვია თათას და ლოყები დაუწელა, კაკიმ და ზაზამაც თბილად მოიკითხეს.
გაუხარდა როცა მიხვდა, რომ გაბრიელს მათთან სიტყვა არ ქონდა ნათქვამი. კიდევ ერთხელ დარწმუნდა რომ ამ მამაკაცის იმედი შეუძლია სულ ქონდეს. ბედნიერი ღიმილით გადახედა ქმარს და თვალებით ანიშნა სადილი მზად არისო.

-რა მაგარ დროს მოვედით, დავნაყრდებით და წავალთ. _ გაიცინა ზაზამ და თათას მხარზე ხელი გადახვია. _ როგორი იყო რძალო თაფლობის ორი დღე?

-ძალიან კარგი!_ მოკლედ მოუჭრა გაბრიელმა და მაგიდასთან დაჯდა.

-ხვალ ბოულინგის სათამაშოდ მივდივართ და უეჭველი უნდა წამოხვიდეთ. _ გაბრიელს გახედა ბაჩამ.

-გიყვარს ბოულინგი?_ ცოლს ხელი გადახვია გაბრიელმა და საფეთქელთან აკოცა.

მოულოდნელობისგან საფეთქელი ისე აუხურდა გააზრებაც ვერ მოასწრო. მერე სიცივე იგრძნო ნაკოცნ ადგილზე და ესიამოვნა. ამ კაცისგან წამოსული ცივი ჰაერი, საოცრად უთბობს სხეულს.

-არასდროს მითამაშია. _ გაიცინა თათამ და წვენი მოსვა.

-ხოდა ძალიან კარგი, ხვალ წავიდეთ და გასწავლი. _ უფრო მიიკრა გაბრიელმა ცოლი და თვალი ჩაუკრა.

-იცოდე მაგარ შარში ხარ!_ გადაჩურჩულა თათამ და აკისკისდა.

მისაღებში გალაგდნენ და წყნეთის ამბები გაიხსენეს. ბევრი არც არაფერი იყო მოსაყოლი, ამიტომ სულ ბიჭები საუბრობდნენ საქმეებზე. კაკი ვიღაცაზე ძალიან იყო აღრენილი და მთელი საღამო ხმას არ იღებდა. ეს არცერთს მათგანს არ გამოპარვია, ამიტომ ცოტა თათას გარეშეც ისაუბრეს.

-წავედით ჩვენ აბა და ჭკვიანად იყავით, ხვალ გამოგივლით._ დაემშვიდობა ბაჩა და კარებისკენ წავიდა.

-მოიცადეთ ასე მალე სად მიდიხართ?_ ნაწყენმა ჩაილაპარაკა და ბიჭებს გახედა.

-სანახავად მოვედით, მუცლებიც ამოვივსეთ და რაღა გვინდა ახლა აქ?_ გაიცინა ზაზამ და კარები გააღო. _ სამაგიეროდ ხვალ დილიდან ერთად ვიქნებით.

-მაშინ დროებით. _ გაიცინა თათამ და უკან მიყვა.

მისაღებში გაბრიელის გვერდით ჩამოჯდა და ჩართულ ტელევიზორს გახედა. გრძნობდა რომ არც გაბრიელი უყურებდა ტელევიზორს გულით. უხერხული სიჩუმის გასაფანტაც ჩაახველა და თავი უკან გადაწია.

-თუ გინდა ხვალ სხვაგანაც წავიდეთ სადმე. _ შესთავაზა გაბრიელმა და ზევიდან გადმოხედა.

-სადაც გინდა იქ წავიდეთ, მთავარია სახლში აღარ მაყურყუტო. _ ენა გამოუყო ქმარს და ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა. _ თამილა დეიდა როგორ არის?_ იკითხა ინტერესით და წელში გასწორდა.

-ზეგ გახვალ სამსახურში და გაიგებ.

-მართლა?_ აღტაცებულმა წამოიძახა და ტაში მსუბუქად შემოკრა.

-ასე ძალიან გაგიხარდა ჩემგან ცოტახნით წასვლა?_ წარბები შეკრა გიგაურმა.

-რა სისულელეა, უბრალოდ შენ როცა სამსახურში ხარ უაზროდ ვარ ხოლმე. ახლა ცოტას გავანიავებ ტვინს._ სწრაფად აუხსნა სიტვაცია, ნაწყენი რომ არ დარჩენილიყო.

-ვიცი ვიცი, ნუ ანერვიულდი. _ სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

-შენზე საერთოდ არაფერი არ ვიცი და ეს არ მომწონს. _ ცოტა მოწყენილმა ჩაილაპარაკა თათამ. _ არც ადრე მითხარი არაფერი და არც ახლა მეუბნები.

-არ გინდა შენით გაიგო ჩემზე რაღაცები, ასე საუბარს რა აზრი აქვს? _ მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და მაცდურად შეხედა.

-მე როგორ?_ გაკვირვებულმა ააფახუნა წამწამები.

-ურთიერთობაში ძალიან ბევრ რამეს გაიგებს ადამიანი, დამიჯერე არც შენ იქნები გამონაკლისი. ახლა მთავარია, საერთო ენა გამოვნახოთ, რომ ხშირად არ ვიჩხუბუთ. _ დააკვალიანა ქმარმა და თვალი ჩაუკრა თავისებურად.

-რა კარგი მოსაუბრე ყოფილხარ, მე კიდევ არ ვიცოდი.

-შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი.

-ხოდა ზუსტად მანდ ვარ მეც! _ გაიცინა თათამ.

-ერთმანეთის უკეთ გასაცნობათ მთელი ერთი წელი გვაქვს! _ თმებზე წაეთამაშა გაბრიელი და დივნიდან წამოდგა. _ ძილინებისა. _ კიბეებიდან მოაძახა და გაუჩინარდა.

-«მშვიდი ძილი და თათა სიზმრებში.»_ თავისთვის ჩაილაპარაკა სიხარულიძემ და ფეხზე წამოდგა.

მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, რაც ამ სახლში გადმოვიდა იმის მერე უძილობა დაჩემდა. ან რა დააძინებს, გვერდითა ოთახში ასეთი მამაკაცი რომ წევს... ეგეც რომ არ იყოს, მიზეზებს რა გამოლევს. თუნდაც გაბრიელის ჩახუტება, რომელიც თათას ყველაფერს ურჩევნია. იმ სიცივეზე უგონოდ არის უკვე შეყვარებული რასაც ყოველ დღე გრძნობს. ხომ შეიძლება მისი ჩახუტებისას პეპლები აფრინდნენ თათაში, მაგრამ არა! ეს სიცივე ბევრად უკეთესია... სულ სხვა ემოციებს იწვევს გოგონაში, იმდენად კარგს და დადებითს, რომ თავი სამყაროში ყველაზე იღბლიანი გონია. ასეც არის, უბრალოდ სიხარულიძემ ეს ჯერ არ იცის... ბედნიერმა მოიჭირა მუცელზე ხელები და მთვარეს გახედა... «ნეტავ დაიძინა უკვე?!» უნებურად ამოუტივტივდა კითხვით სავსე ფიქრები და მისი კედლისკენ გადაბრუნდა. ძალიან აინტერესებს რა შეიძლება მოხდეს ამ ერთ წელიწადში... გეგმავს კიდევაც მომავალს, უბრალოდ ამას ხმამაღლა არ ამბობს, რაღაცები უკვე დაწყობილი აქვს თავში. რას გააკეთებს ქმრისთვის მომავალი ერთი კვირა, როგორ ასიამოვნებს და ა.შ. ეს ცოტა ხომ არ არის ამხელა ამბების შემდეგ.

>>>>

-თათა ჩემი კომპიუტერი ხომ არ დაგინახავს?_ ოთახიდან ოთახში დარბოდა გზაარეული გიგაური და ნივთებს ეძებდა.

-სამზარეულოს მაგიდაზე დევს, მოიცადე გამოგიტან. _ ყავით სავსე ფინჯანი მიაწოდა და სამზარეულოსკენ წავიდა.

-მანქანის გასაღები მაქვს, კომპიუტერი მაქვს..._ თითზე ითვლიდა ნივთებს მამაკაცი._ საბუთები მრჩება. _ ხმამარლა წამოიძახა და კიბეები აირბინა.

-როგორ უხდება სიჩქარე. _ სიცილით ჩაიჩურჩულა თათამ და გაბრიელის ფინჯნიდან ყავა მოსვა. _ რა ასმევს ასეთ მწარეს?! _ სახე დამანჭა და კიბებზე ჩამომავალ ქმარს გახედა.

-წავედი მე და აბა ჭკუით. მოვლენ ჩვენები და გაყე, მე პირდაპირ იქ მოვალ. _ დაარიგა ცოლი და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა კარებისკენ.

-წარმატებები. _ ღიმილით გააცილა კარებამდე და ზედ აეკრო. სანამ ქმარი თვალს არ მიეფარა სახლში არ შებრუნებულა, კიდევ ერთხელ დაუქნია ხელი მიმავალს და კარები დაკეტა.

სახლში შესვლისთანავე სახლის დალაგება დაიწყო. ფარდები წვალებით ჩამოხსნა და სარეცხ მანქანაში შეყარა. ყველაფერი რომ დაასუფთავა მერე ეზოზე გადავიდა. აქა იქ დაყრილი ფოთლები დიდ პარკში მოაგროვა და ეზო მოასუფთავა. ხის ძირში დადებულ ორ დიდ პარკზე გაექცა მზერა, ღიმილით მივიდა იქამდე და შეკვეთილი ყვავილები დაათვალიერა. ორივე ჯიში ლამაზად დარგო ეზოში და სახლში შებრუნდა გასამზადებლად. საამი საათისთვის უკვე მზად იყო, კიდევ ერთხელ მოათვალიერა სახლში და მისაღებში დაჯდა. ლოდინის რეჟიმი ყველაზე მეტად ღლის, ამ დროს იმდენად არის შებოჭილი ვერაფერს აკეთებს და სული ეხუთბა. საერთოდ თათა ყველაფერს ძალიან განიცდის, უმნიშვნელო დეტალზეც კი შეუძლია ინერვიულოს, თანაც საკმაოდ სერიოზულად. კარებზე გაბმულმა ზარმა გაახარა, სწრაფად წავიდა შემოსასვლელისკენ.

-რძალს ჩვენი სალამი, რავახარ?_ გადაკოცნა ბაჩამ და სახლში შევიდა.

-თათუ, როგორ მომენატრე შე გაფუჭებულო. _ სიცილით გადაეხვია კესო მეგობარს და ლოყები დაუკოცნა.

-სად ეცალა ჩვენთვის. _ არც იანა ჩამორჩა სიცილში. _ მოდი აქ გაკოცო.

-მეც ძალიან მომენატრეთ._ ბედნიერი ღიმილით გადახედა გოგონებს. _ შემოდით ყავა დავლიოთ და მერე გავიდეთ.

-კაი რა რძალო, რა დროს ყავაა ისედაც ვაგვიანებთ და შენი ქმარი მარად დაგვირხევს. იქ რამდენი ყავაც გინდა იმდენი სვი, წამო ახლა. _ მხარზე ხელი მოხვია კაკიმ და კარებისკენ უბიძგა.

მანქანაში ენას არცერთი არ აჩერებდა, გოგონები გაბრიელზე ეკითხებოდნენ რაღაცებს, ესეც მორცხვად პასუხობდა. ძალიან რცხვენოდა იმ ფაქტის რომ მათთან ამხელა ტყუილის თქმა უწევს, მაგრამ რა ქნას სიმართლეს იტყვის და გიგაური ხმას აღარ გასცემს. სიცილ კისკისით შელაგდნენ ბოულინგის ცენტრში, გაბრიელი უკვე იქ იყო და წარბშეკრული ელოდებოდა. სიხარული ვერ დამალა ქმრის დანახვისას, ღიმილით გახედა კიდევ ერთხელ და გვერდით ამოუდგა.

-გადაგრიეს ხო?_ კითხა ჩურჩულით და ტუჩები ოდნავ მიადო ყურზე.

-ძალიან მრცხვენია მათი. _ ჩაილაპარაკა სევდიანმა და სკამზე ჩამოჯდა.

-რატომ?_ გაკვირვებულმა გადახედა ბავშვებს და მერე თათას.

-რომ ვატყუებთ. _ დარდიანმა გახედა ბაჩას, რომელიც სპეციალურ ფეხსაცმელებს წვალებით ირგებდა.

-არაა ეს ჩემი ზომა და რას შემიჩნდით ტო. _ მოისროლა ფეხსაცმელი და სახედამანჭული წამოდგა ფეხზე.

-შენ არაფრის არ უნდა გრცხვენოდეს, ეს არის ჩვენი საიდუმლო და მორჩა თათა! არცერთი წამით იფიქრო რომ ჩვენ ვინმეს თვალს ვუხვევთ._ დაამშვიდა ქმარმა და საფეთქელთან ტუჩები შეახო.

-შენ რაღაც ძალიან გაგიტკბა ჩემი სიახლოვე. _ ეშმაკურად წაკბინა ქამარს და ცალი თვალით გახედა.

-ენა გააჩუმე და ნერვებს ნუ მიშლი. _ კიდევ უფრო მაგრად მიიკრა მკერდზე ცოლი და თეზოებზე თითები მჭიდროს მოუჭირა.

ამ დროს თათას ასე გონია, სამყარო მის გარშემო იწყებს ბრუნვას. არ აინტერესებს ეს ქორწინება როგორია, მთავარია რომ მამაკაცი ეხება და ეს გონისდაკარგვამდე სიამოვნებს. ყველაზე მეტად კი ის ფაქტი ახარებს, რომ გაბრიელი არცერთ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან თათა ახლოს ყავდეს. ეს რაღაცას მიანიშნებს, მაგრამ არ უნდა ილუზიებში დაიწყოს ცხოვრება.

-ბურთი მჭიდროდ დაიჭირე და იფიქრე იმაზე რომ სწორად გაუშვა. არ იფიქრო რამდენს წააქცევ, მთავარია ბურთი გაასწორო. _ ყურთან მამაკაცის ხავერდოვანი ბარიტონი ესმოდა და ეს უფრო მეტად აბნევდა.

-მომცილდი ცოტა თორემ კონცენტრაციას ვერ ვახდენ!_ გაუბრაზდა თათა და ბურთი ზუსტად იმ მიმართულებით ისროლა როგორც გაბრიელმა დააჭერინა. თვალები მაგრად მოხუჭა და ცოტახნის შემდეგ ცალთვალგახელილი კიოდა. _ ყველა წაიქცა!_ კისერზე ჩამოეკონწიალა ქმარს და წვერიან ლოყაზე ხმაურით აკოცა.

-ბავშვებო, ეგეთები სახლში და საძინებელში. _ სიცილით გამოსძახა იანამ და ბურთი ისროლა. დენდარტყმულივით მოცილდა გაბრიელს თათა და ლოყებაფარკლულმა თავი დახარა.

-შენ ამათ არ უსმინო. _ თბილი ხმით უჩურჩულა ქმარმა და ბურთს დაწვდა.

-შენ გისმინო მარტო ხო?_ გაიცინა თათამ და ბურთს თვალი გააყოლა. _ ყოჩაღ!_ შეაქო ქმარი და გაიღიმა.

-მე უნდა მისმინო დარჩენილი თერთმეტი თვე! მერე შენ თავს და გულს._ ისევ ნამიოკებით ალაპარაკდა მამაკაცი.

-ეგრე რომ საუბრობ ვერაფერს ვიგებ!.. _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ტყავის სავარძელში ჩაჯდა.

-რა გინდა რომ გაიგო?_ გვერდით მიუჯდა გაბრიელი და ლუდი მოსვა.

-მე რაც მინდა შენ იმას არასდროს იტყვი. _ ხმადაბლა თქვა თათამ და ბავშვებს გახედა. თვითონაც არ იცის ეს რატომ უთხრა, ან რა უნდა რომ მამაკაცმა უთხრას.

ბოულინგის ცენტრიდან პირდაპირ სახლში წავიდნენ, გამოიცვლიან და მერე რესტორანში წავლენ. ისე უხაროდა გაბრიელთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა, რომ თავს ვერ აკონტროლებს. ყოველდღე ხომ არ მიდის მასთან ერთად გასართობად, ამიტომ დროა შეირგოს ის რაც აქვს. თავისი გარდერობიდან, ძლივს შეძენილი კრემისფერი კაბა გადმოიღო და ჩაიცვა, ფეხზე გაბრიელის ნაყიდი მაღლები მოირგო და სარკეში ბოლოჯერ დატრიალდა. კიბეები სულ ღიმილით ჩაიარა, ამჯერადაც გაუცრუვდა იმედები. გაბრიელმა მხოლოდ შეხედა და მანქანაში ჩაჯდა. « არ იცის ამ კაცმა კომპლიმენტები და მოკალი.» აიმედებდა საკუთარ თავს და სარკეში გაბრაზებული იყურებოდა. ვერცერთი ხერხით მიიქცია მამაკაცის ყურადღება, ბოლოს თვითონაც მობეზრდა, თმის წამდაუწმო სწორება და შეეშვა. კაკის ვერცხლისფერ აუდს რომ მოკრა თვალი ღიმილით გადახტა მანქანიდან და ბავშვებთან მივიდა. გაბრიელი გვერდით ამოუდგა ცოლს და ხელი წელზე მსუბუქად მოხვია. ეს უკვე დღევანდელი საღამოს შემდგეს პროგრესია. « ამ ბოლო დროს ძალიან შეეაჩვია ხელი ჩემს წელს» თავისთვის იცინოდა გულში გახარებული. გამზადებულ მაგიდასთან დასხდნენ და მიმტანს შეკვეთა მისცეს. გაბრიელი მთელი საღამო აქეთ იქით აცეცებდა თვალებს და რაღაცებს ანიშნებდა ხალხს. თათა თავიდან ვერაფერს მიხვდა და გაოცებული უყურებდა მის წინ მდგარ შინდისფერ ვარდებს. ვარდების თაიგულთან ერთად ყურზე დასამაგრებელი მიკროფონი იდო, გაკვირვებულმა გახედა გაბრიელს და მიკროფონი ხელში შეათამაშა. თვალებში ზუსტად მას შემდეგ დაუბნელდა დედამისის სიმღერა რომ გაიგონა, ასე გონია სუნთქვა შეეკვრება და მოკვდება. გულამოვარდნილი დაიწყო ჰაერის ხარბად ყლაპვა. გაბრიელმა ღიმილით გაუკეთა მიკროფონი და თვალი ჩაუკრა.
იმ მომენტში თავისით ამოძრავდნენ ტუჩები და ზუსტად ისე იმღერეს როგორც წლების წინ ლედი უმღეროდა. ახლა ერთადერთი რაზეც ფიქრობდა რეალობა იყო, რომელიც ვერაფრით დაეჯერებინა. მამაკაცის თვალებში გამკრთალი სხივი კიდევ უფრო არ აძლევდა საშვალებას რაღაცებში გარკვეულიყო. მხოლოდ იჯდა და ცრემლიანი მღეროდა. გულიდან წამოსულ ნოტებს. სიმღერის დასრულებისთანავე აკანკალებული ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა და კიდევ უფრო მეტად ატირდა. ხალიხს შეძახილები და ტაშის ხმა, უფრო მეტად უბინდავდა გონებას. გაოცებული ბავშვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია გიგაურს და ხელები მხრებზე მოხვია ცოლს, ფეხზე წამოაყენა და ტერასაზე გაიყვა. თათა ჯერ კიდევ ვერ წყნარდებოდა, სრულ აგონიაში იყო და ყველაფრის თავისებურად გააზრებას უშედეგოდ ცდილობდა.

მისთვის ეს ყველაფერი იმაზე მოულოდნელი აღმოჩნდა ვიდრე იფიქრებდა... და საერთოდ ამას ვერასდროს იფიქრებდა. რას წარმოდიგენდა რომ ოდნესმე საზოგადოების წინ, ამხელა დარბაზში იმღერებდა. იმღერებდა გაბრიელის მიზეზით, მისი შესაძლებლობებით და სურვილით!
ცხოვრების ბოლო წუთამდე ემახსოვრება თითოეული განცდა რაც იმ წამებში დაეფლა, არასდროს დაავიწყდება გაბრიელის რაღაცნაირად აკიაფებული თვალები. ვერადროს დაივიწებს იმას, რომ იმ მიკროფონიდან გადმოსულმა სიცივემ უდიდესი ძალა მისცა და იმღერა! ყველაფრის მიუხედავად შეძლო და გიგაურისთვის იმღერა.

-შენ... საიდან იცოდი?_ ტირილით კითხა მამაკაცს და თეთრი პერანგი თავი ტუშით დაუსვარა.

-ამასწინებზე მოვისმინე რომ მღეროდი, მერე შენს ნივთებში შემთხვევით აღმოვაჩინე ტექსტი. არ მესმის რატომ მალაც ამ ხმას. _ გაბრაზებულმა ჩაილაპრაკა ბოლო სიტყვები.

-შენ არც კი იცი ახლა როგორი ბედნიერი და მადლობელი ვარ!_ ზლუქუნებდა თათა.

-მე მეგონა რომ გამიბრაზდებოდი. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა მამაკაცმა და თმებზე აკოცა.

-ასეთი ბედნიერი არასდროს არ ვყოფილვარ, მაშინაც კი ზუკა რომ დაიბადა. _ ხელები კისერზე მოხვია და თავი შიგ ჩარგო.

-ე.ი. შენი პირველი ბედნიერება მე მეკუთვნის. _ თბილი და მესაკუთრე ხმით თქვა გიგაურმა.

-და ამისთვის უდიდეს მადლობას გიხდი, საოცრება ხარ. _ ტირილით ჩურჩულებდა და ყელზე კოცნიდა.

მამაკაცმა ოდნავ მოიცილა ქალის სხეული და თვალებში ჩახედა. თათამ თვალებაწითლებულმა ახედა ვნებისგან ანთებულ თვალებს და გული კიდევ ერთხელ დაარწმუნა თავის სისწორეში. გაბრიელის გავარვარებული სუნთქვას გრძნობდა და გული უვარდებოდა. ხელები ნელა შეუცვურა წელზე მამაკაცმა და თავისკენ მოქაჩა. მარჯვენა ხელი კისერზე მოკიდა და ტუჩებისკენ წაიწია. წინააღმდეგობის გაწევის სურვილი არცერთი წამით დაუფლებია, სიხარულიძეს. პირიქით მიხვდა, რომ ამ მომენტს წლებია ელოდება! თავისთვის გულში ძალიან ღრმად ქონდა დამარხული ეს სურვილი და ახლა საშკარაოზე გამოიტანა. თვალები მოადუნა და ბოლოს საერთოდ დახუჭა. მამაკაცი ბაგეები რომ იგრძო სულ გაითიშა. ღიმილით შეუცურა ხელი თმებში და წაეთამაშა, როგორც ცელქ ბავშვს.
ის სიცივე რომელიც მისი ტუჩებიდან მოდიოდა, გონისდაკარგვამდე სასიამოვნო იყო. რას წარმოიდგენდა საყვარელი მამაკაცის კოცნა ასე თუ გააბედნიერებდა. ნიკაზე რომ იყო « შეყვარებული» მაშინაც კი არ უფრიქრია ამაზე, კოცნაზე ხომ საუბარი ზედმეტია. წელზე მოხვეული ხელი, კიდევ უფრო მჭიდროდ მოუჭირა და ძვლები სასიამოვნოდ აატკია. რეაქცია არ ქონია, განაბულ თათას. ახლა მხოლოდ მის ცივ ბაგეებზე ახდენდა კონცენტრაციას და იქაც იკარგებოდა. ასე ეგონა, რომ სადღაც სულ სხვა სამყაროში იყვნენ და ყველაფერს ისე აკეთებდნენ როგორც გულები უკარნახებდათ. იმ კოცნამ ბევრი რაღაცა დამატკიცა, მაგრამ ამას ძალიან გვიან მიხვდა. იმ დროს ფიქრის თავიც არ ქონდა, რაღაცების გაანალიზებას კი ვერაფრით შეძლებდა, ამიტომ მოიცადა... მამაკაცის სხეული რომ მოცილდა თვალები გაახილა და სიამოვნებისგან და სიმორცხვისგან გაიღიმა. გაბრიელმა თავი ააწევინა და შუბლზე ტუჩების კვალი დაუტოვა.

-და პირველი კოცნაც ჩემია!_ ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და ნიშნისმოგებით გახედა.

-საიდან მოიტანე?_ დამცინავად გახედა თათამ.

-ბედავ და უარყოფ კიდევაც?_ წარბი მაღლა აწია გაბრიელმა და გაბრაზებულმა გახედა.

-მე არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ. მე კითხე საიდან მოიტანემეთქი. _ ცრემლები შეიმშრალა თათამ და მაღალ მამაკაცს ახედა. _ ხო და კიდევ ცოტა ჩამოიწიე ვერ გწვდები._ გაიცინა და მხრებზე დაექაჩა.

-სამაგიეროდ კარგად ჩამეხუტები ხოლმე. _ თვალი ჩაუკრა ქმარმა და ხელები მოხვია.

-საიდან მოგდის ასეთი აზრები? სულაც არ მაქვს სურვილი ჩაგეხუტო. _ მოჩვენებით დაცინა მამაკაცს და ცხვირი აიბზუა.

-კარგად დაფიქრდი, შენს სიტყვებს ინანებ იცოდე!_ დაემუქრა გაბრიელი და თითი დაუქნია.

-აღარ ჩამეხუტები?_ კითხა ოდნავ დამფრთხალი ხმით და მისკენ გაიწია.

-გააჩნია რას მეტყვი ახლა!_ გამომცდელად მიაჩერდა და პასუხის მოლოდინში გაისუსა.

-ჯანდაბას შენი თავი, ჩამეხუტე ხოლმე!_ გაიცინა და ხელები კისერზე მოხვია.

-გვრიტებო. _ ღიღინით გამოვიდა ზაზა ტერასაზე და ჩახუტებულ წყვილს მიაჩერდა. _ ჩაიშალა საჭმელი, თქვენ გელოდებით. _ გაიცინა მამაკაცმა და ხელით ანიშნა წამოდითო. _ ისე რა მაგარი ხმა გქონია რძალო, დამადნე ამ ხნის კაცი. _ შეაქო თათა და მაგიდასთან დაჯდა.

-მერცხალიც მოფრენილა. _ აღტცებულმა შესძახა ბაჩამ. _ რა იოგების პატრონი ყოფილა ეს გოგო და არ ვიცოდით. _ მაგიდაზე ხელები აათამაშა ბიჭმა. _ ერთი გოგო მომწონს მაგრად და მაიგნორებს, სერენადა მინდა ვუმღერო და მიპაძელნიკე. _ ხმადაბლა გადაჩურჩულა ბენდელიანმა და გაიცინა.

-შენ მარტო დღე თქვი და იმ გოგოს ხურჯინით მოგიყვან სახლში. _ სიცილში აყვა ბედნიერი თათა.

-მაგნაირად არ მინდა შე ოხერო, ისეთი ნაზი და სიფრიფანაა გზაში დატყდება. _ ახარხარდა და გაბრიელს ხელი გადახვია. _ მაგარი ცოლი გყავს შენს ძმობას გეფიცები, პროსტა შენი ცოლია და ეგ ტეხავს. _ გაამწარა ძმაკაცი და ლოყაზე თითი მისცხო.

-ერთ მშვენიერ დღესაც მაგ თითებს სათითაოდ წაგატეხავს და მიაყოლებს თავს. _ გაიცინა კესომ.

-რძალო, ძალიან გთხოვ კაცების საქმეში ნუ ერევი. _ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა გაღიმებულ მეგობარს და თვალი სასაცილოდ ჩაუპაჭუნა.

თათა მთელი საღამო უგონოდ ბედნიერი იყო. ახარებდა ყველა მოვლენა რაც იქ ხდებოდა. იმ ფაქტს რომ გაბრიელთან რაღაცა გამოვიდა, ჭკუიდან გადაყავდა. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ მამაკაცი მის მიმართ რაღაცას გრძნობს, სხვა შემთხვევაში ასე არ ისაუბრებდა. რათქამუნდა, რაღაცას გრძნობს და ეს თათას ძალიან ახარებს. ახლა უკვე მეტი შასნი აქვს, ყველაფერი გეგმის მიხედვით გააკეთოს და ყოველ დღე გაახაროს გაბრიელი. ქმარს მხარზე მიაყრდნო და თვალები დახუჭა. იგრძნო როგორ შემოხვია მკლავზე ძლიერი ხელი გაბრიელმა და გაინაბა. აღარ აინტერესებდა არავინ, მთავარია რომ ის გვერდით ყავს და ესეც საკმარისია. ამ წუთას არაფერზე არ ნერვიულობს, ახლა ყველაფერმა შეწყვიტა არსებობა და ბედნიერების უფლება მისცა გოგოს. მიკროფონი რომლითაც რამოდენიმე წუთის წინ იმღერა ჩანთაში ჩაიგდო, დღევანდელი დღის სიმბოლოების ნიშნად. იმ პაწაწინა შავმა ნივთმა ძალიან გააბედნიერა, ამიტომ მისი იქ დატოვება დიდი საცოდაობა იქნებოდა.

სახლში მისვლისას, თვალები ებლიტებოდა უკვე. გაბირელს თბილად დაემშვიდობა და ტკბილი ძილი უსურვა. ისეთი დაღლილი და ძალაგამოცლილია ფიქრის თავიც არ აქვს. არაუშავს, ფიქრისთვის მთელი თერთმეტი თვე აქვს წინ, ამიტომ ახლა დაიძინებს და ხვალინდელ დღეს ახალი ძალებით შეხვდება. თანაც ხვალ სამსახურში გადის და ეს კიდევ ერთი მიზეზია ადრე დაწოლის.
ტუჩებზე ცერა თითი ღიმილით გადაისვა და კიდევ ერთხელ გაიხსენა სასიამოვნო მომენტები.

>>>

-თათა, ადექი დაგაგვიანდება!_ კარებზე დაუკაკუნა ქმარმა და კიბეები ჩაიარა.

ნელა წამოდგა საწოლიდან და ოთახიდან გავიდა. სააბაზანოში ათი წუთი დაჰყო და მერე გარდერობში იძრომიალა, ბოლოს როგორც იქნა გაემზადა და მისაღებში სახემოღრუბლულ ქმართან ჩავიდა.

-კარგი ახლა, ეგრეც არ დამიგვინია. _ გაიცინა და ჩანთა მხარზე მოიკიდა.

-მალე თორემ შეხვედრაზე დამაგვიანდება. _ დააჩქარა ცოლი და მანქანაში ჩასვა.

-თუ გინდა ჩემით წავალ._ შესთავაზა და ღვედს ხელი გაუშვა.

-როგორ გიყვარს ჩემს ნერვებზე სიმღერა. გააჩუმე ენა და ღვედი შეიკარი!..

მთელი გზა ხმა აღარცერთს არ ამოუღია, სიხარულიძე განაბული იჯდა და ერთი სული ქონდა სამსახურში როდის მივიდოდა. ნაცნობი ადგილი რომ დაინახა გული უცნაურად აუთამაშდა, ღიმილით გადახედა გაბრიელს და ღვედი შეიხსნა.

-რომ მორჩები დამირეკე და გამოგივლი. _ გააფრთხილა ქმარმა და მანქანა დაქოქა.

-საღამომდე. _ თბილად დაემშვიდობა და კაფისკენ წავიდა.

შინგნით შესულს უცნაურმა ტალღამ გადაუარა, იგრძნო როგორ მონატრებია აქაურობა და გახარებულმა მოავლო თვალი მთლინ კაფეს. მანანას დანახვისას სიცილით წავიდა მისკენ და გახარებულ ქალს ხელები მოხვია. ერთი საათი ეფერებოდა და ულოცავდა თანამშრომელი გაბედნიერებას. დათუნაც მოიკითხა თათამ, მაგრამ ბიჭი უკვე დასასვენებლად წასულა ბათუმში. დედამთილის კაბინეტისკენ ღიმილით წავიდა და დააკაკუნა, შემდეგ კი ოდნავ შეაღო კარები.

-ჩემი გოგო მოსულა. _ გახარებულმა წამოიძახა და მისკენ წამოვიდა. ორვიე ხელი მაგრად მოხვია რძალს და ძველბი აატკია.

-როგორ ხართ?_ კითხა მორცხვად და თავი დახარა.

-თქვენ რომ გხედავთ ასეთ გახარებულებს რა გამხდის ცუდად დედი?_ სახეზე ეფერებოდ თამილა._ სად არის შენი გადარეული ქმარი?_ კითხა და სვარძელში ჩასვა.

-სამსახურში წავიდა შეხვედრა მქვს მნიშვნელოვანიო. _ უფრო კონკრეტულად აუხსნა სიტვაცია რამე რომ არ ეეჭვა.

-ხოდა ძალიან კარგი, ნერვებს მაინც არ მოგვიშლის აქ. _ გაიცინა და ყავის აპარატიდან ყავა ჩამოასხა. _ ყავა დავლიოთ ახლა მე და შენ და მერე იმუშავე.

-ძალიან გაწვალდით ჩემს აქ არყოფნაში?_ იკითხა დამნაშავეს ხმით.

-არა, ერთი გოგო გვყავდა დროებით და ის აცხობდა. _ დაამშვიდა და ყავა მიაწოდა.


სამსახურში ყოფნამ სულ სხვანაირად ააჭიკჭიკა, მთელი დღე სახლში არ ზის და ფიქრისთვისაც არ ცალია... მაგრამ გუშინდელ ღამეზე ფიქრს ვერცერთი წამით აღწევს თავს. გაბირლის ცივი ტუჩები რომ ახსენდება, ურცხვად მოუვლის სურვილი კიდევ განმეორების. რამდენჯერ გადაისვა დღის განმავლობაში თითი ბაგეებზე ვერ დათვლის. ძალიან უხარია ასე კარგად რომ აეწყო ყველაფერი, ახლა ცოტა ხელის მიშველება უნდა და ურთიერთობაც ჩამოყალიბდება.


კაფიდან გასვლამდე დაურეკა გაბრიელს და მოსვლა თხოვა. ნახევარი საათი კიდევ ელოდებოდა და ბოლოს რომ არ მოვიდა სახლში წასვლა გადაწყვიტა... წავა, მაგრამ არც მარშუტის ნომერი იცის და არც გზა. ამიტომ ჯობია მოიცადოს, იქნება რა საქმე გამოუჩნდა იმ კაცს. ნერვები რომ აეშალა, გაბრაზებულმა გამოიხურა კაფის კარები და ტროტუარს ჩაუყვა. დაელოდება, არ არის პრობლემა, მაგრამ იმაზე ბრაზობს რომ არ გააფრთხილა დამაგვიანდებაო. თუ დაიკარგება ტელეფონი აქვს და შეეხმიანება, ეგ არაფერი. ცოტა ნერვიულობა კიდევ არ აწყენს, ჭკუას ისწავლის. კაფეს ნორმალურად გაცელილიც არ იყო, ფეხებთან ნაცნობი მანქანა, რომ გაჩერდა. იქიდან თვალებანთებული გაბრიელი გადმოვიდა და წინ აესვეტა.

-შენ მე რა გაგაფრთხილე?_ დაიღრინა და მანქანისკენ წააპორწიალა.

-ერთი საათია გელოდები და რომ არ მოხვედი წამოვედი. _ ამოისლუკუნა და ოდნავ ნატკენი ადგილი დაიზილა. _ ცოტა ნაზად მომექეცი, დამილურჯდა მკლავი._ უსაყვედურა და მანქანის კარები მოიჯახუნა.

-როცა გეუბნები რომ დამელოდე, ე.ი. უნდა დაეტიო და დამიცადო!_ გაბრაზებას ვერაფრით აცხრობდა გიგაური.

-მე როცა დაგირეკავ და გეტყვი მომაკითხემეთი, შეეცადე ერთი საათი არ მალოდინო... ან თუ საქმეები გაქვს მითხარი და ჩემით წამოვალ!

-ნუ ქმნი არაფრისგან პანიკას!

-ეგ შენთვის არის არაფერი._ჩაილაპარაკა ნაწყენმა და მინას შუბლი მიადო.

-ჩემთვის შენ არაფერი რომ იყო, დღეს აქ არ იჯდებოდი და საერთოდ ჩემთან ერთად არ იქნებოდი!

-ნუ გავიწყდება მიზეზი.

-ეგ მიზეზი დიდი ხანია აღარ არსებობს!_ ხმამაღლა წარმოსთქვა და ცოლს გახედა.

-მაგით რისი თქმა გინდა?_ გახარებულმა და გაკვირვებულმა ახედა მეუღლეს.

-მართლა ასეთი ბავშვი ხარ თუ მეკაიფები?_ წარბები შეკრა გიგაურმა და მანქანა გზიდან გადაიყვანა.

-რამე მეტყობა ხუმრობის?_ მხრები აიჩეჩა თათამ.

-შენი აზრით გუშინდელი საღამო ჩვეულებრივი მოვლენაა? ყოველ მეორეს ვუმაგრებ ყურზე მიკროფონს და ვაბედნიერებ?_ კითხა ნაწყენმა და გაბრაზებულმა.

-მე არ ვიცი შენ რას ფიქრობ._ თავი დახარა თათამ და გაისუსა.

-ზუსტად ეგ არის შენი პრობლემა, არ იცი! მე კიდევ ზუსტად ვიცი რა მინდა!_ ხმამაღლა წამოიძახა და ცოლის ტუჩებს კიდევ ერთხელ დაეპატრონა.

სასიამოვნოდ აუკანკალდა ნიკაპი თათას, აღარცერთი წამით დაფიქრებულა ისე მისწვდა მამაკაცის გაუპარსავ ლოყას და ხელისგულებით მოეფერა. ამან უფრო გაახელა გიგაური და ცოლი უფრო მჭიდროდ მიიკრა ცივ სხეულზე. ხელები მის კისერზე მოაკალათა თათამ და ქმრის კოცნას აყვა. ყველაფერი რომ დასრულდა, თვალებშიც გამოიხედა და სამყაროს ნორმალურად აღქმა შეძლო. მორცხვი ღიმილით გადახედა გიგაურს და შუბლზე შუბლი მიადო, აცახცახებულმა.

-მე არ მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა ჩვეულებრივს დაემსგავსოს._ ჩაილაპრაკა გაბრიელმა და ხელები წელზე მოხვია.

-არც მე მინდა. _ დაეთანხმა სიხარულიძე და ყელზე ტუჩები ჩაცოცა.

-ახლა სახლში მივდეთ, თორემ თავი გაკონტროლება გამიჭირდება. _ ხმამაღლა ჩაჩურჩულა ყურში და თავის მხარეს გადაწია.

გაბრიელს თათას ხელი მთელი გზა თავისაში მოქეცია და დროდადრო ეფერებოდა. ყველაფერი ძალიან ადვილად და ლამაზად ხდება მის ცოხვრებაში. რაღაცების დათმობაც კი არ უწევს ასეთი ბედნირებისათვის და ეს ახარებს. შეიძლება რამოდენიმე თვის შემდეგ მათი ურთიერთობა დაიძაბოს, რაღაცები შეიცვალოს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და თათა ამაზე წინასწარ არ ღელავს. «ვის არ მოსვლია კონფლიტი, ქმართან» გულში ჩაიცინა სიხარულიძემ. მანქანა ეზოში დააყენეს და ხელიხელგადახვეულები შევიდნენ სახლში.

-ვახშამს გავამზადებ და მოდი. _ ღიმილით გახედა ქმარს თათამ და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა.

-ერთად გავამზადოთ. _ უკან მიყვა გიგაური. გაოცებულმა გახედა ქმარს და წარბი ეჭვით აწია. _ რა იყო? სანამ ცოლს მოვიყვანდი სულ ჩემით ვაკეთებდი საჭმელს.

-არა უბრალოდ შენ და სამზარეულო, გამიკვრიდა. _ გაიცინა თათამ და ტაფა გაზზე დადგა. _ მაცივარში კვერცხია და მომაწოდე.

-კაი რა კიდევ კვერცხი?! ამოვიდა ყელში. რამე ნორმალური გააკეთე. _ უსაყვედურა ცოლს და მაცივარი გამოაღო. _ აი მაგალითად ქათამი მოხარშე. _ გაყინული ქათამი მიაწოდა ცოლს.

-სანამ ეს გალღვება სული გამძვრება შიმშილით. მომაწოდე კვერცხი. _ ხმა გაიმკაცრა თათამ და ხელი გაუშვირა. მობეზრებულმა მიაწოდა კვერცხის ყუთი და მისაღებში გავიდა.

მის საქციელზე ღიმილი ვერ შეიკავა თათამ, ტუჩის კუთხეები ლამაზად ჩატეხა და ტაფაზე ზეთი ააშიშხინა.
უნებურად წარმოიდგინა მათი ურთიერთობა კიდევ უფრო რომ დათბება რა მოხდება. ნამდვილი ცოლ-ქმრის ურთიერთობას როცა დაემსგავსება, თათა მაშინ როგორ იგეძნობს თავს. მაშინაც ასეთი გახარებული და ბედნიერი იქნება თუ რამე შეიცვლება?! ხომ ხდება რაღაცები, რაც ურთიერთობას ერთი საფეხურით უკან ხევს. სიხარულიძეს კატასროფულად არ უნდა ეს ურთიერთობა უკან წავიდეს, ძლივს ამოვიდნენ აქამდე. გაბრიელთან საუბარს რომ იწყებს სხეულს ციებცხელება ეწყება. ყველაფერი თავდაყირა დღება და რჩება მხოლოდ ქმარი, რომელთან ყოფნაც ძალიან სიამოვნებს. მისი შეხება კი აგიჟებს. მანქანაში წელზე რომ უჭრდა ხელს, ასე ეგონა სასწაულს ჩადიოდა. თავს ისე გრძნობდა თითქოს, ერთი წლის სიცოცხლე მოემატა. ღიმილით დაახალა ტაფაზე კვერცხი და თავსახური დააფარა. «იმედია ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა.» ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და გაზი გამორთო.

-სხვანაირად არც შეიძლება!_ უკნიდა გაბრიელის ვნებიანი ხმა მოესმა და გაეღიმა.

-მე ვთქვი ჩვენ როგორც გვინდამეთქი და არა შენ, ასე რომ გაითვალისწინე. _ წაკბინა ცოლმა და ხელები კისერზე დააწყო.

-ხმას როცა არ იღებ, უფრო სექსუალური და კარგი ხარ!_ დარიგებასავით გამოუვიდა გიგაურს.

-ძალიანაც ნუ გამიშინაურდი შენ!_ შერცხვა და თვალები ააბრიალა.

-ახლა არ მითხრა მერიდებაო. _ შუბლი შეკრა გიგაურმა როგორც იცის ხოლმე ისე.

-აი ახლა, ხომ შეგეძლო უბრალოდ გაგეცინა ჩემს სიტყვებზე?_ კითხა დაბღვერილმა.

-არ იყო ეგ სასაცილო._ ცხვირზე ცხვირი გაუხახუნა ცოლს და ლოყასთან აკოცა. _ კარგი გვეყოფა ფლირტი, მაჭამე საჭმელი. _ ცივად მოცილდა ქალს და მაგიდასთან დაჯდა.

-ღმერთო ჩემო რა ღჯუ ხარ!_ გაბრაზებულმა დიარტყა ბარძაყზე ხელი და გაზს მიუტრიალდა.

>>>

-ხვალ ქალაქიდან გავდივარ და გვიან დავბრუნდები.სამსახურიდან ბაჩა წამოგიყვანს. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა გიგაურმა და ცოლს გვერდით მიუჯდა.

-შენ სად მიდიხარ?_ იკითხა ეჭვით და თვალებში ჩახედა.

ცოტა არ იყოს ჯერ კიდევ ღელავს. რა საჭიროა სახლში ბაჩამ მოაცილოს როცა თვითონაც შეუძლია შინ მოსვლა. იქნებ ის ბანდიტები ჯერ კიდევ დაძრწიან მის გარშემო და ამას უმალავს. გაიფქრებამაც კი საშინლად იმოქმედა თათაზე, ფეხის თითები მოეყინა ნერვიულობისგან. ოფლით დაცვარული ხელსიგულები ერთმანეთს გაუსვა ისე რომ გაბრიელს ვერაფერი შეეტყო.

-საზღვარზე რაღაც პრობლემა შემექმნა და ჩემი ხელმოწერაა საჭირო. _ დაუკონკრეტა და ტელევიზორი ჩართო.

-ჩემითაც მოვალ სახლში, რა საჭიროა ბაჩას შეწუხება?_ ცადა ამ მხრივ მაინც გაეგო რამე.

-ვთქვი ბაჩა მოგიყვანსმეთქი და ვსიო!_ დაიღრინა გაბრიელმა.

-ისევ არ მეშვებიან ხო?_ კითა ხმისკანკალით და თავი დახარა.

-თათა, საიდან მოიტანე? _ კითხა და მისკენ მოტრიალდა. _ არ მინდა გვიან ღამით ქუჩაში მარტო იბოდიალო... ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცები კიდევ დაგსდევენ. შეეუშვი ამ თავში, რომ მთელი ბუნაგი დაიჭირეს!

გაბრაზებულმა მიუკაუნა საფეთქელთან თითი. ცრემლმორეულმა ახედა ქმარს და თავი ოდნავ გააკანტურა, იმის ნიშნად რომ მისი სიცივე კიდევ ერთხელ ეწყინა. გაბრიელი მიხვდა ალბათ შეცდომას და მარჯვენა ხელით მოიხელთა ცოლის სხეული.

-ზეგ კვირაა და გინდა სადმე წავიდეთ?_ ნიკაპქვეშ ხელი ამოსდო და თავი ააწევინა.

-სახლში მირჩევნია ყოფნა. _ ამოკრუსუნა და მკერდზე მიადო თავი.

-მაშინ ვიყოთ სახლში. გინდა აუზს გაგიბერავ და იბანავე. _ დაცინასავით ქმარმა.სიხარულიძემ სამი თითით გიგაურის ხორცი მოიხელთა და მწარედ უბრწკინა. მამაკაცს წამითაც არ შეცლია სახის მიმიკა, თათას ორივე ხელი დაუკავა და უფრო მჭიდროდ მიიბჯინა._ დაგაჭრი თითებს!

-აბა რა აუზს გამიბერავ და ვიბანაო?_ გაიცინა სიხარულიძემ.

-რატომ? ეზო დიდია, აუზსაც დიდს გიყიდი და ჩახტი. _ არ წყვეტდა მის დაცინვას ქმარი.

-გააჩუმე ეგ შხამიანი ენა ახლა. _ კიდევ ცადა ებრწკინა, მაგრამ უშედეგოდ. _ სულ ვფიქრობდი როგორი ქმარი შეიძლება მყოლოდა. წამორდგენილიც კი მყავდა, ძალიან მხიარული და ჩემებური. შენ კიდევ საერთოდ არ ხარ ჩემებური. სულ სხვა ხარ და ვერ გიგებ, ნუ ზოგჯერ კი! სიცილშიც არასდროს მყვები და ანეკდოტებსაც არასდროს მიყვები. _ ეშმაკურად ახედა შუბლშეკრულ ქმარს. _ მაგრამ ასეთსაც არაგიშავს. _ ხმამაღლა გადაიკისკისა ბოლოს და დივნიდან წამოდგა. _ მშვიდი ძილი. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა ქმარს და კიბეებისკენ პატარა ანცი ბავშვივით გაიქცა.


დილით უთენია წამოხტა ფეხზე და სამზარეულოში ჩავიდა საუზმის მოსამზადებლად. იცის გაბრიელის გადატვირთული გრაფიკი დილით და ამიტომ უნდა საუზმე მოუსწროს. ყველაფერს დაკვირვებით აკეთებდა, დღეს განსაკუთრებით უნდა რომ თავი მოაწონოს მეუღლეს. ახლა იწყება შთაბეჭდილებების მოხდენა ერთმანეთზე და ცოტა უნდა გააქტიურდეს. სუზმე გაამზადა და სუფრა ორ კაცზე გაშალა. ყავის ფინჯნებიც დადო მაგიდაზე და ქმრის გაღვიძებას დაელოდა. დიდიხნას არ უცდია, გამზადებული ჩამოვიდა გიგაური სამზარეულოში, და ცოლის დანხვისას ერთობ გაკვირვებულმა აწია წარბები.

-დილამშვიდობისა. _ მიესალმა ცოლს და სკამზე დაჯდა. _ რა სუნები ტრიალებს. _ ხარბად შეუსრუტა სამზარეულოში დატრიალებული სუნი.

-ვეცადე დღეს განსხვავებული გამომსვლოდა. ისაუზმე და სამსახურებში წავიდეთ. _ ფინჯანში წყალი ჩაუსხა და თავის თეფშზე საჭმელი გადმოიღო.


>>>

-დღეს ხომ აუცილებლად ჩამოხვალ?_ კითხა მანქანიდან გადასვლისას.

-შეიძლება გვიან ჩამოვიდე, მაგრამ ჩამოვალ!

-ღამით არ წამოხვიდე! შორი გზა და საშიშია. _ ხმა აუთრთოლდა თათას.

-დინჯად ვატარებ. _ თვალი ჩაუკრა და თითებზე მოეფერა.

-დროებით. _ ლოყაზე აკოცა ქმარს და მანქანიდან გადასკუპდა.

მთელი დღე საქმეს გული ვერ დაუდო. გონებით და გულით სარფის გზაზეა გამოკიდებული. სულ იმაზე ფიქრობს, გზაში რამე არ მოიწიოს. იცის როგორც ატარებს მანქანას და ნერვიულობის მიზეზიც აქვს. მაგრამ ხომ შეპირდა დინჯად ვატარებო, გაბრიელი კიდევ სიტყვის გამტეხი არ არის. ამით იიმედებდა მთელი დღე თავს, მაგრამ არაფერი არ გამოდიოდა. უგუნებოდ დააცხო ნამცხვრები და საერთოდ მთელი დღე უგულოდ აკეთებდა საქმეს. თამილასი რცხვენოდა უბრალოდ, შენიშვნას ვერ მისცემს იცის და არ უნდა ამის გამო ზედმეტები მოუვიდეს. მანანამაც შეამჩნია თათას ცუდი ხასიათი.

-რამე ხომ არ გიჭირს?_ კითხა თბილად და მხარზე ხელი დაუსვა.

-არა. _ გაუღიმა და ცომი დაამრგვალა.

-მთელი დღეა უგუნებოდ ხარ.

-ცუდად მეძინა მთელი ღამე და დილითაც გამომყვა.

ტყუილით დაიძვრინა თავი. არადა როგორ ეძინა საერთოდ არ ახსოვს, სიზმრებში სულ გაბრიელის ტუჩები ედგა თვალწინ და როგორ შეიძლება ცუდად ეძონოს. სიზმრების გახსენებისას ღიმილი შეეპარა და ხასიათიც გამოუკეთდა. როგორ სიამოვნებს მისი შეხება, დიდი სიამოვნებით მისცემდა კიდევ ერთხელ უფლებას... «კი როგორ არა...სულ მე დამეკითხება.» დაცინა თავის თავს გულში, გაბრიელის ხასიათი რომ გაიხსენა.


სამსახურის დამთავრებამდე ათი წუთით ადრე გამოცხადდა ბენდელიანი. ეს ათი წუთი არაფრის კეთება არ აცადა თათა, სულ საუბრობდა და აცინებდა. თამილამაც წადიო აღარ გააჩერა და გამოუშვა. მანქანში როგორც კი ჩასხდნენ პირველი შეკითხვა გიგაურზე დაუსვა, ხომ არ დაურეკავსო. თან არ უნდოდა ბაჩას რამე ეეჭვება. « მე დამირეკავდა და შენ არაო?»

-წეღან ველაპარაკე, შემახსენა თათა არ დაგრჩესო. _ გაიცინა ბიჭმა და მანქანა დაქოქა._ მაგარი მოვიფიქრე, გინდა კესოსთან აგიყვან და იქ იყავი სანამ შენი ქმარი მოვა. _ შესთავაზა ბაჩამ და მისკენ გაიხედა.

-სახლში მარტო ჯდომას მართლა ჯობია კესო ვნახო. _ დაეთანხმა თათა და საქარე მინას თავი მიადო.

-შენ რა გადაწყვიტე, იმღერებ ჩემთან ერთად სერენადას? _ შეახსენა გუშინდელი დიალოგი.

-აუცილებლად. _ გაიცინა. _ შენ ის მითხარი რა ქვია იმ გოგოს.

-ქრისტი. _ მისი სახელი ისეთი თბილი ხმით წამოსთქვა ბაჩამ, წამით შეშურდა კიდევაც, გაბრიელი ასე რომ არ მიმართავს.

-ჩემს ბებიას ერქვა, ძალიან ლამაზი სახელია.

ბების გახსენებისას ძველი და სასიამოვნო მოგონებები ამოუტივტივდა და მთელი გზა იმ ამბებს იხსენებდა. კესო როგორც ყოველთვის კარებთან დახვდა სტუმრებს. სიხარულით შეიპატიჟა მეგობრები სახლში და მისაღებში დასვა.

-ხვალ მე და კაკი, პატარა სუფრას ვშლით და იცოდეთ, არაფერი არ დაგეგმოთ.

-ჩვენც სახლში ყოფნას ვაპირედით და აუცილებლად გამოვალთ. _ გასცა პასუხი და ჩანთაში მოცეკვავე ტელეფონს გულამოვარდნილი დაწვდა.

-როგორ ხარ?_ გაისმა ნაცნობი და ბოხი ბარიტონი.

-კესოსთან ვარ, შენ როგორ ხარ?_ კითხა მზრუნველი ტონით და ბედნირი გაინაბა.

-ერთ საათში შემოვალ თბილისში.

-აქ დაგელოდო?

-ხო, მანდ მოვალ პირდაპირ!

პასუხს აღარ დალოდებია გაბრიელი ტელეფონი გათიშა. გაბადრულმა გახედა კესოს და გაუღიმა.
ერთი საათის განმავლობაში საათისთვის თვალი არ მოუცილებია, წამებს და წუთებს ითვლიდა. კარები რომ შემოაღო, ასე ეგონა საუკუნის უნახავი ყავდა ქმარი. ძალიან მოუნდა მასთან მისულიყო და მოხვეოდა, მაგრამ მოერიდა. ჯერ ბოლომდე არ არის გაბრიელის გრძნობებში დარწმუნებული. თან თუ მოხვევა უნდა მოვიდეს და მოეხვიოს, ასე უკეთესი იქნება. ცოლის გვერდით ჩამოჯდა გაბრიელი და ხელი გადახვია.
დიდხანს არ დარჩენილან ბავშვებთან, მალევე წამოვიდნენ.

-ხვალ ისევ უნდა გამოვიდეთ. _ მანქანაში ჩაჯდომისას გადაულაპარაკა და წყვილს ხელი დაუქნია.

-ვიცი მითხრა კაკიმ. _ ცოტა მოჟამული ეჩვენა გაბრიელი და ხმა აღარ ამოუღია. კარგ ხასიათზე როცაა მაშინ იღრინება და ახლა მასთან საუბარს ჯობია მოერიდოს.


სახლში პირველი თვითონ შევიდა, მერე მიყვა გაბრიელი და უკნიდან აეკრო აცახცახებულ ცოლს. ხელები უკნიდან მოხვია მუცელზე და კისერში აკოცა. სიამოვნებისგან თვალები მაგრად დახუჭა თათამ და თავი ოდნავ უკან გადაწია. ნერვიულობაც თან ახლდა მის ემოციებს, ოღონდ იმ დონემდე რომ ძალიან არ ჩანდა. გაბრიელმა ოდნავ ჩააცოცა ტუჩები ქვემოთ და მხრები დაუკოცნა ცოლს. თათას არცერთი წამით უფრიქრია მისი შეჩერაბა, რადგან მიხვდა რომ ეს მასაც ისევე უნდოდა როგორც გაბრიელს. საერთოდ არ ფიქრობდა მოვლენების განვითარებაზე, ერთადერთი რაც ახლა უნდა მისი ცივი სხეულის უკეთ შეგრძნებაა.
შეიძლება მამაკაცი ამ ყველაფერს სურვიელბის დასაკმაყოფილებლად აკეთებს, მაგრამ სიხარულიძე ამდენს იმ დროს ვერ ფიქრობდა. გონება და გული, მხოლოდ ქმრის ალერსისკენ მიიწევდნენ. თავისკენ შეატრიალა გაბრიელმა და ანთებული თვალებით ჩახედა, ტუჩებ აკანკალებულ ცოლს. წამებში დაუმშვიდა და მოუდუნა მთლიანი ორგანიზმი. ხელები ნერვიულად აწია და მამაკაცის კისერზე მორცხვად მოაკალათა. არცერთი არ ჩქარობდა, ორივე ნელა და ფაქიზად აკეთებდა ყველაფერს. გიგაურის ცივი თითები რომ იგრძნო, მაისურის ქვეშ ეს სიამოვნების პიკი იყო. მოკლე თმებით ოდნავ მოქაჩა მამაკაცი და თვითონაც გააქტიურდა. გაბრიელმა შემოსასვლელ კარებზე ნელა მიახეთქა სუსტი სხეული და ყელზე ჩაასრიალა ტუჩები. ვნებიანი ხმებით ავიდნენ მისაღებიდან გიგაურის საძინებლამდე. ქმრის ხელებს მთელ სხეულზე გრძნობდა და თავი უბედნიერესი ეგონა. იმდენად ფაქიზი და ფრთხილი იყო გაბრიელის თითოეული ქმედება, შეუძლებელია რამე არ მოსწონებოდა. მამაკაცის თითებიდან გრძნობდა, იმ მზრუნველობას რომელსაც ქმარი მის მიმართ იჩენდა. იმ ღამეს მასში რაღაცა, თბილი აღმოაჩინა. მოფრთხილების ყველაზე დიდი უნარი! ვერავინ შეძლება ამ ღამის მისთვის დავიწყებას. ეს არის ის ერთადერთი, რასაც თათა, უდიდეს პატივს სცემს. ზუსტად იცოდა რომ მისი პირველი და უკანასკნელი მამაკაცი გიგაურია და იმიტომაც მიიღო ასე ნაჩქარევად გადაწყვეტილება... მაგრამ არცერთი წამით ნანობს!
ქმრის ძლიერ მკლავებში თავს დაცულად გრძნობს. იცის, რომ აღარასდროს არაფრის უნდა შეეშინდეს რადგან მას გვერდით ის მამაკაცი ყავს რომელთან ყოფნისასაც მშვიდდება. იცის სიხარულიძემ რომ გაბრიელი, არავის მისცემს უფლებას თათა დაჩაქროს და ეს აბედნიერებს.

თავი ქმრის ბალიშზე ჩამოდო და მისკენ ოდნავ გადაიხარა, სახის ნაკვთები კარგად რომ შეეთვალირებინა. ღიმილით უსვამდა ტუჩებზე და თვალებზე თითის წვერებს. საშინლად უნდოდა გაბრიელს თვალები გაეხილა და იქ ის სხივი დანეახა რაც ბოლომდე გაბედნიერების უფლებას მისცემდა, მაგრამ მამაკაცი ჯიუტად არ ახელდა თვალებს. სუნთქვით ხვდებოდა რომ არ ეძინა, მაგრამ მაინც არ იღვიძებდა და არ ამბობდა იმ სიტყვებს რასაც სხვა შემთხვევაში, სხვა იტყოდა. « გაბრიელი სხვა არ არის! ის ერთადერთია და შეუშვი ამ თავში!» გაუბრაზდა საკუთარ თავს და შიშველი მკერდით ქმრის სხუელს აეკრო. იგრძნო როგორ შეირხა მამაკაცის სხეული, მერე იგრძნო როგორ დაცოცავდნენ ცივი თითები მის ზურგზე და გაუხარდა. გაუხარდა იმის გააზრება, რომ გაბრიელიც იმავეს ფიქრობს და გრძნობს რასაც ის... მასაც ისევე სურს თათა, როგორც მას გიგაური... მაგრმა მაინც იყო მასში ის წერტილი რაც ლოყებს უფერადებდა , მორცხვად ახედა ქმარს და ლოყები ჩაჩხვლიტა. გაბრიელმა გაუღიმა და შუბლზე მიადო ტუჩები.

-დღეიდან ყველაფერი სულ სხვანაირად იქნება!_ მოულოდნელად დაიწყო საუბარი გიგაურმა.

-რას გულიხმობ?_ კითხა და ნიკაპით მკერდზე დაიყრდნო.

-იმას რომ ჩემი ცოლი მივისაკუთრე!_ თათას ოდნავ კრა ხელი და მეორე მხარეს გადააგდო, თვითონ კი ზემოდან მოექცა და ყელში რამოდენიმეჯერ ხმაურით აკოცა.

-ძალიან ბედნირი ვარ!_ ამოიჩურჩულა ვნებიანმა თათამ.

-ბედნიერი კი არა სექსუალური ხარ! ქალი რომელიც მაგიჟებს!_ შეუსწორა ქმარმა და კიდევ ერთხელ დაეპატრონა მის სხეულს. სიცილით მოხვია ხელები ბეჭებზე თათამ და მის მკლავებში ჩაიკარგა.

>>>
-დღეს კესოსთან და კაკისთან ვართ გასასვლელები. _ საწოლში წრიალისას წამოიძახა თათამ.

-ჯერ რა დროს კესო და კაკია. _ საათისკენ მიუთითა ცოლს და ხელები მუცელზე შემოხვია. _ ნუ იკლაკნები გველივით, გასწორდი!_ მოჩენებით გაუბრაზდა და ოდნავ შეანჯღრია.

-მეტკინა ძვლები შე საზიზღარო. _ სიცილით გადატრიალდა მის მხარეს და ცხივრზე კბილები მოსდო.

-მაშინ მოისვენე და ნუ წრიალებ!_ რაღაცის თქმას აპირებდა თათა, მაგრამ მამაკაცმა ტუჩებით დაადუმა.

ხომ არსებობს რაღაც მომენტები, რისი წაშლაც არასდროს არ მოგვინდება, პირიქით ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი მოგონება შევაგროვოთ ამ ფაქტზე. ზუსტად ეს ჭირდა თათასაც, ერთ დღეში უნდოდა ბევრი მოგონება შეეგროვებინა და პირველი დღე ყველაზე ტკბილად დამახსოვრება. ასეც მოხდა, გაბრიელმა ეს ღამე და დღე, იმაზე უკეთ დაამახსოვრა ვიდრე წარმოიდგენდა. სულ ის წუთები უდგას თვალწინს და მოსვენებას არ აძლევს. ესეც სიამოვნებისგან ინაბება და ცდილობს უფრო დიდხანს გაჰყვეს ზმანებას. არაფრად აგდებს მომავლის დღეებს, არ აინტერესებს რა მოხდება ხვალ! იცხოვრებს დღევანდელი დღით და გაიხარებს! ერთადერთი ვისზეც ახლა ფიქრობს მშობლებია... მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერასდროს გაუგებენ თათას, რატომ დარჩა უცხო მამაკაცთან, მაინც არ აწუხებს სინდისი! რამოდენიმე დღის წინ რომ იგივე ჩაედინა შეიძლება, მეორე დილით ტირილით ცა ჩამოექცია, მაგრამ ახლა ვერაფერს გრძნობს ისეთს, რითაც მშობლებს ატკენს. თათას ეს გულით უნდოდა და არ აჰყოლია მხოლოდ ვნებას. ყველაფერი რაც გუშინ მოხდა, გულიდან წამოსული იყო და აქ სამარცხვინო არაფერია! ამიტომაც აღარ ეშინია მშობლებთან შეხევდრის მომავალში. ახლა თამამად შეუძლია უთხრას, რომ თავის ქმართან ბედნიერია. დროებით მაინც!

საწოლიდან ზანტად წამოდგა და იქვე დაგდებულ გაბრიელის მაისურს გადაწვდა, მისი სქელი ხალათიც სწრაფად შემოიცვა ტანზე და მძინარე ქმარს მიაჩერდა. ღიმილის გადაუსვა თითები თმებზე და ოთახი დატოვა.
დიდი სიამოვნებით აუტანდა საუზმეს მაღლა ოთახში, როგორც ფილმებშია ხოლმე, მაგრამ ვინც აცადა? კიბეებზე თმაგაბურძგნული, წელს ზევით შიშველი გაბრიელი გამოჩნდა. კიბეები სწრაფად ჩამოიარა და სამზარეულოში მთქნარებით შემოვიდა. ცალი ხელით შუბლი მოისრისა და სკამზე ჩამოჯდა.

-ჩემი ხალათი რომ მოგიცვამს და დამტოვე ისე, გაიხადე მიდი.

ხელი გაუწოდა გაბრიელმა. წარბაწეულმა გაიძრო ხალათი და მაისურის ამარა დარჩა. გიგაურმა გამარჯვებული მზერა შევლო ქალის იდეალურს ფორმებს. ხალათი მკლავზე გადაიკიდა და მისაღებში გაიტანა.

-რისთვის გამახდევინე თუ არ იცვამდი?_ გაბრაზებულმა კითხა და დონჯი შემოიდო.

-ჩემს მხედველობაზე ვზრუნავ, ასევე გულს ვიხარებ!_ საჩვენებელი თითით სხეული მოუხაზა და თვალი ჩაუკრა.

-ღმერთო ჩემო რა საძაგლი აზრები გაწუხებს. _ გაიცინა თათამ და მხარი გაკრა.

-საძაგელი კი არა ვნებამორეული აზრებია ეგ!_ შეუსწორა კოპებშეყრილმა და მაგიდას მიუჯდა.

-მიყვარს კვირა დღე. _ ხმადაბლა ჩაიჩურჩულა თათამ.

-კვირა დღე ყველა მშრომელ ადამიანს უყვარს.

ყველაზე მაგარი დილა იყო თათასთვის ეს. ნამდვილი ცოლ-ქმარივით იქცეოდნენ. საუზმეს რომ მორჩნენ ეზოში გავიდნენ და მინდორზე წამოწვა, გაბრიელი კი სკამზე ჩამოჯდა და ცოლს დააჩერდა. თათა ცისფრად შეფერილ ცას უყურებდა და იღიმოდა.

-დედა სულ მეუბნებოდა როცა გამუდმებით იღიმი, შენი გული უგონოდ ბედნიერიაო. _ უნებურად წამოსცდა ის რასაც ფიქრობდა.

-მიხარია თუ ახლა ეგრე გრძნობ თავს. _ მისკენ დაიხარა და შუბლზე ხელისგული გადაუსვა.


საღამოსკენ კესომ დაურეკა და შეატყობინა რომ შეხვედრა რესტორანში გადაიტანეს. საკმაოდ მოშორებით მდებარეობს ის რესტორანი ქალაქიდან ამიტომ ადრე გავიდნენ, დაგივანებით რომ არ მისულიყვნენ. ძლივს გამოარჩია ამდენ უცნობში ნაცნობი სახეები და მათკენ წავიდა. ღიმილით ჩამოსკუპდა იანას გვერდით და თვალებგაბრწყინებულ წყვილს გახედა. კაკი და კესო აშკარად რაღაცა მნიშვნელოვანს აღნიშნავდნენ. მათ სუფრაზე ბევრი ისეთი ადამიანი შეამჩნია, რომელიც აქამდე ნანახიც კი არ ყავდა მათ სამეგობროში. ბევრი გაიცნო და ბევრსაც დაუახლოვდა, მხოლდო ერთი ქალი არ მოუვიდა თვალში... პრიციპში, იმ ქალს არ მოუვიდა თათა თვალში, როცა გაიგო გიგაურის ცოლიაო. ამაზე დიდად არ გადარეულა, ვერ იტანს უმიზეზოდ ეჭვიან ქალებს. სიმპათიური ქმარი რომ ყავს თვითონაც კარგად იცის და უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ბევრი ქალი გიჟდება მასზე. მთავარია გაბრიელმა არავინ მიიკაროს ამის შემდეგ, თორემ ამას მართლა არ აპატიებს. სავსე ბოკალით წამოდგა კაკი ფეხზე და ცოლიც წამოაყენა.


-ძალიან მაგარად მიხარია აქ რომ ხართ და ჩვენთან ხართ. დღეს ისეთი ამბავი უნდა გავასაჯაროვოთ რაც ვიცი უეჭველი ყველას გაგიხარდებათ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მალე მამა ვხდები, ჩემი კესო კიდევ დედა!_ სიცილით ჩაილაპარაკა კაკიმ და კესოს ლოყაზე ხმაურით აკოცა.

წამში ახმაურდა სუფრა. რომელი რომელს ულოცავდა ვერ გაიგებდი, გოგონებმა ძლივს გამოაძვრინეს კესო თავისთან და მაგრად მოეხვივნენ. ატირებული ძლივს დაამშვიდეს. ისეთი სითბოთი ლაპარაკობდა თავის პატარაზე კესო, შვილი მოუნდა თათას. გაბრიელის და თავისი პატარა, რომელიც ზუსტად ასე ეყვარებოდა... ღიმილით მოუსვა შეუმჩნეველ მუცელზე ხელი თათამ და თავისთვის რაღაც ჩაილაპარაკა.
ტრადიციულად სადღეგრძელოებს, ერთმანეთის ხვევნა კოცნა მოყვა, თანაც ასეთი ამბის შემდეგ... გაბრიელმა მხოლოდ პატარას სადღეგრძელო დალია და გაჩერდა. როგორც ჩანს სმა არ უყვარს, ძალიანაც კარგი. ლოთოს ძახილი არ მოუწევს.
გოგონებთან ერთად საპირფარეშოში გავიდა თავის მოსაწესრიგებლად. იქაც ცოტა ქალური ამბებზე წაიჭორავეს და კისკისით დაბრუნდნენ უკან. თვალში საშინლად მოხვდა, ქმრის გვერდით მჯდარი ქალის მკლავები გაბრიელის მარჯვენა მხარზე. ძარღვებდაბერილმა გადახედა სუფრასთან მჯადრ წყვილს და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. კესომ და იანამ ერთდროულად გახედეს თათას და თვალებით დამშვიდება თხოვეს. არცერთი წამით უფიქრია სკანდალების მოწყობა, ხვდება რაშიც არის საქმე და ზედმეტი უაზრობებისთვის ახლა არ სცალია. ახლა ყველას თავის ადგილზე მოსვმს და ეგ არის. მათკენ სიმწრის ღიმილით წავიდა და მაგიდასთან გაჩერდა.

-უკაცრავად ჩემს ადგილზე ზიხართ, ჩემი ქმრის გვერდით!_ «ქმარს» ხაზი გაუსვლა თათამ და ნიშნისმოგებით გაუღიმა ქალს.

-ვსაუბრობთ ძვირფასო!

წაიწიკვინა და გაბრიელისკენ მიტრიალდა. მამაკაცის ურეაქციობას კიდევ უფრო გადაყავდა ჭკუიდან. გიგაური არცერთს არ აქცევდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღებას. მისგან არც ელოდა გამოქომაგებას, იცის როგორი უჟმურიც არის. ამიტომაც ზის მშვიდად.

-ძალიან კარგად მესმის თქვენიც, მაგრამ ჩემს მეუღლესთან ძალზედ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. საყვარელო, ერთი წუთით გარეთ გამომყე.

ხმადაბოხებულმა ჩაილაპარაკა თათამ და ქმარს გახედა.
იმ წამსვე წამოდგა გაბრიელი ფეხზე და ქალს წელზე მოხვია ხელი. თავი სულ ოდნავ მიატრიალა თათამ უკან და წითელპომადიანს თვალი სასაცილოდ ჩაუკრა.

-ვინ არის ის ქალი?_ ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და კითხა.

-ახლა ქალური ისტერიკების თავი არ ამქვს. იცი შენ ეგეთები როგორ მაღიზიანებს!_ შუბლი შეკრა გაბრიელმა და მოაჯირს დაეყრდნო.

-რა სისულელეა! არ ვაპირებ უაზრო ეჭვიანობის სცენები გაგიმართო. _ მხრები აიჩეჩა და იმ მიმართულებით გაიხედა საითაც გაბრიელი იყურებოდა. _ მე უბრალოდ მაინტერესებს ამ ეტაპზე რა ურთიერთობა გაქვს იმ ქალთან. _ მშვიდად ჩაილაპარაკა და გვერდულად გახედა.

-ამ ეტაპზე მე მყავს ცოლი!_ წარბაწეულმა გამოხედა და ერთი წინადადებით ყველაფერს მიახვედრა.

-ხოდა ძალიანაც კარგი!_ სიცილით ჩაილაპარაკა და წელზე ხელები გვერდულად მოხვია. _ გაწვიმდება. _ ჩაიჩურჩულა და ცას გახედა.

-შევიდეთ შიგნით აგრილდა.

ქალს მხრებზე ხელი მოხვია და დარბაზში დააბრუნა. თითქმის დაშლილი იყო ხალხი, მხოლოდ ახლობლები ისხდნენ სუფრასთან და იცინოდნენ. არც ის წითელპომადიანი დახვდა და გაუხარდა. უფრო თავისუფლად იქცეოდა მეგობრებთან ერთად. ხედავდა როგორ ახარებდა გაბრიელს და მთლიანად სამეგობროს პატარა კაკის დაბადება... პირველი ძმიშვილის, არსებობა ყველასთვის ამაღელვებელი აღმოჩნდა.

გვიან დაიშალნენ... ნასვამი ვერცერთი დაჯდა საჭესთან, მხოლოდ გაბრიელი იყო ფხიზელი. ის ერთი ჭიქაც მალე გაიფილტრა ორგანიზმიდან, ამიტომ ყველა მან დააბინავა. სახლში ბრუნდებოდნენ, ჭექაქუხილმა და კოკისპირულმა წვიმამ რომ მოსწურო. შუა გზაში გაუჩერდათ მანქანა, თვალებით ბენზინის ნიშნულს დააკვირდა გაბრიელი და საჭეს ოდნავ მიკრა ხელი.

-საწვავი გათავდა!_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და თათას გახედა.

-რა უნდა ვქნათ ახლა?_ იკითხა შეშინებულმა და გარემო მოათვალიერა. _ კაციშვილი არ ჭაჭანებს ამ გზაზე.

-ბენზინგასამართი სადგურიც არ არის ახლოს. _ მანქანიდან გადასვლა დააპირა გაბირიელმა თათამ ხელი რომ დაუჭირა.

-სად მიდიხარ ამ წვიმაში, სულ დასველდები და გაცივდები. დაველოდოთ და ვინმე გამოივლის. _ შეევედრა ქმარს და ისევ უკან დააბრუნა.

-შენ არ გეძინება?_ კითხა ცოტახნის შემდეგ და ცარიელს გზას გახედა.

-ცოტა.
გაიცინა თათამ და თავი უკან გადაწია. მანქანიდან სწრაფად გადავიდა გიგაური და უკან ჩაჯდა. სიდენიები უკან გადაწია და ორკაციანი საწოლი გაშალა. ღიმილით გახედა თათამ ქმარს და უკან გადაძვრა.

-დღეს რომ გორაობდი იმ საწოლს ვერ ჯობია, მაგრამ ამასაც არაუშვს.

ცოლის ტუჩები დააგემოვნა და მასთან ერთად დაწვა. თათამ მკლავები ძლივს შემოაწვდინა მის სხეულს და თვალები დახუჭა. მანქანის სახურავზე ახმაურებული წვიმის წვეთების ხმა სასიამოვნოდ ეღვრებოდა ყურში და ძილს უფრო უადვილებდა. ძილში იგრძნო როგორ გაუცივდა უფრო მხარი, მაგრამ გონება ვერ დაძაბა და ძილი განაგრძო. თვალები რომ გაახილა გიგაურის ოთახში იწვა, იმ საწოლზე სადაც გუშინ ღამით უბედნიერესი იყო. მის გვერდით მწოლიარე ქმარს გახედა და ღიმილით აკოცა ცხვირზე. საბანი ოდნავ აწია მაღლა და მოშივლებულ სხეულზე გაეცინა, გიგაურს უკვე მოუსწრია მისთვის ტანსაცმლიდან განთავისუფლება. გემრიელად გაეხვია საბანში და ქმრისკენ მიჩოჩდა.
დილით ცივმა ტუჩებმა გამოაღვიძა, ცალი თვალი ზანტად გაახილა და ზემოდან დაწოლილ ქმარს მიაჩერდა. ხელები ნელა მოხვია კისერზე და თვალები ისევ დახუჭა.

-წეღან ვფიქრობდი და სამსახურიდან წამოდი!_ ექოსავით ჩაესმა ქმრის ხმა და იმ წამს გამოფხიზლდა.

-დაიწყე ახლა აზიატობა?_ წარბები მაღლა აზიდა და ქმარი გვერდით გადააგდო.

-ვგავარ აზიატს?_ თმები აიჩეჩა და ვნებიანმა შეათვალიერა.

-აბა რატომ უნდა წამოვიდე სამსახურიდან?_ არად ჩააგდო მისი მცდელობა.

-იღლები და იმიტომ! თან ერთ თვეში სასწავლებელი გეწყება და დამიჯერე მუშაობისთვის საერთოდ ვერ მოიცლი._ ლოყაზე მოეფერა ქმარი.

-ჩემი გეგმის მიხედვით მე მუშაობას მაინც ვასწრებდი.

-ახლა შენ გათხოვილი ხარ და უფრო მეტი მოგეთხოვება. ქმარსაც უნდა ასიამოვნო ხოლმე ხშირად, ამიტომ მუშაობა ზედმეტია. როცა სწავლად მორჩები, ჩემთან დაგაწყებინებ მუშაობას!_ მიხვდა რომ ქმარი დაცინოდა.

-შე საზიზღარო მე მეგონა მართლა მეუბნებოდი. _ ცხივრზე უკბინა და საწოლიდან წამოდგომა ცადა.

-შენ სამსახურში თავს ხომ კარგად გრძნობ?

-კი!

-ხოდა შენ სადაც კარგად ხარ, იქ უნდა იყო!_ ქმრის სიტყვებით აღფრთოვანებულმა სიცილი ვერ შეიკავა. მისკენ გადაკოტრიალდა და ნიკაპზე ხმაურით აკოცა.

-სუპერ ქმარუკა მყავს!

-დაქალებამაც ვერ გაგზარდა შენ!_ მკერდთან ახლოს უბრწკინა და საწოლზე წამოჯდა.

-ტუტუცი და უტაქტო ხარ!_ საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა.

-ორი კვირით ზღვაზე მივდივართ. _სააბაზანოს კარებში თავი ნახევრად შემოყო გაბრიელმა და ცოლს მიაჩერდა. კბილის ჯაგრისი თავის ადგილას დააბრუნა და გაოცებულმა გახედა.

-კარგი რა, თაილასი მერიდება უკვე. მერამდენედ უნდა გავუცდინო სამსახური, მართლა იშოვლის სხვას და დავრჩები ისე. _ მოწყენილმა ჩაილაპარაკა და ვანაზე ჩამოჯდა.

-თამილამ იცის უკვე და არაა პრობლემა!_ მისკენ წავიდა და შუბლზე აკოცა.

-მრცხვენია მართლა! რა გვინდა ზღვაზე? ხომ შემპირიდი აუზს გაგიბერავ ეზოშიო?_ გაიცინა და თავი მის წინ აყუდებული ქმრის მუცელს მიადო.

-ტრადიცია გვაქვს, ყოველ წელს ერთად მივდივართ ზღვაზე, ან მთაში.

-ბავშვებიც მოდიან?_ იკითხა გახარებულმა და თავი წამოყო.

-კი მოდიან, მიდი მოწესრიგდი და დღეს მაღაზიებში გადი. _დაარიგა ცოლი და სააბაზანო დატოვა.

გოგონებთან ერთად სავაჭრო ცენტრში იყო და თავისი დანაზოგით ზღვისთვის საჭირო ნივთები და ტასაცმელი იყიდა. გაბრიელს არაფრით გამოართვა ბარათი. ვერ იტანს როცა სხვაზეა დამოკიდებული, მერე რა თანხა თავზე საყრელად რომ არ აქვს. მამამისმა საკმაო დანაზოგი გამოატანა იმისთვის, რომ თავი შეინახოს. თან ამ ბოლო დროს საერთოდ არ დაუხარჯავს. მთელი დღე იარეს ბოლოს დაღლილები სავაჭრო ცენტრის კაფეში დასხდნენ.

-პირველი ორი თვე არის ძნელი. სულ რაღაცა მინდა, ტოქსიკოზიც ძალიან მაქვს... მაგრამ როცა მახსენდება, აქ ვინ მიზის სულ ყველაფერი მავიწყდება. _ მუცელზე ხელი სიყვარულით დაისვა და ნაყინის კოვზს წაეთამაშა.

-ახლა რაღაცას გეტყვით და არ გამთქვათ. _ სიცილით ჩაიჩურჩულა იანამ.

-უსირცხილო, არ გრცხვენია მაგას რომ გვუებნები?_ იწყინა კესომ.

-კარგი ხო რა გჭირს ვიხუმრე. _ მუცელზე მიადო ხელი. _ გუშინ სახლში რომ მივედი, ცოტახანში ზაზა მირეკავს....

-აუ არარსებობს?!_ გაიცინა კესომ და თვალები სასაცილოდ დაატრიალა.

-მოიცადე შენ რა იცი რამე?_ ეჭვით კითხა იანამ და წარბები მაღლა აწია.

-ჯერ შენ თქვი რა გითხრა ზაზამ ტელეფონზე.

-კარები გამიღეო, ჩემთან იყო მოსული და მთელი რიტუალები ატარა, მომწონხარო რომ ეთქვა.

-ძლივს არ ეღირსა მაგის პირს!_ გაიცინა კესომ. _ ვიცოდი, ერთი კვირის წინ გავიგე შემთხვევით. ბიჭები საუბრობდნენ და... ნუ მიყურებ ეგრე, ვერ გეტყოდი, კაკი დამაფიცა. _ შეწუხებულმა გახედა გაბრაზებულ მეგობარს.

-კარგი არ გიბრაზდები..._ ჩაილაპრაკა ხმადაბლა.

-და მერე შენ რა უთხარი, ან რას აპირებ?_ ამ ხნის მანძილზე ჩუმად მჯდარმა თათამ კითხა და გაუღიმა.

-არ მიყვარს ეს უაზრო თავის დაფასებები, ვუთხარი რომ მეც მომწონს და კარგი ბიჭია. _ გაიცინა იანამ და ეშმაკურად გადაისვა ცერა თითი ტუჩებზე.



სახლში ძალაგაოცლილი დაბრუნდა, უხაროდა გაბრიელს ჩავეხუტები და დაღლილობა სულ გამივლისო, მაგრამ იმედები გაუცრუვდა, ქმარი სახლში რომ ვერ ნახა. მეორე სართულზე ავიდა და ბარგის ჩალაგება დაიწყო, თავისი დიდი ჩემოდანი სულ გაავსო. ათასი ნივთი მოგროვდა... ჩანთა ძალიან რომ გაიბერა, ზოგი რაღაც ამოაკლო, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაწყო. ვერცერთ ნივთს იმეტებდა დასატოვებლად, თან თითქმის ყველაფერი დაჭირდება. ის ახალი კაბაც ჩააგდო, ყოველი შემთხვევისთვის, დღეს გოგონებმა რომ აყიდინეს. თავისი ჩემოდანი რომ შეკრა, ქმრის ნივთების ჩალაგება დაიწყო. მასაც იმდენი რაღაცა ჩაულაგა, ალბათ გიგაური გააფრენს როცა ნახავს. სააბაზანოდან მამაკაცის ნივთები გამოზიდა და პარკში მოათავსა, მერე კი ჩემოდანში ლამაზად ჩადო.
ორივე ჩანთა გაბრიელის ოთახში დატოვა და მისაღებში ჩავიდა. მუცელი რომ ახმაურდა მიხვდა, საჭმის ჭამის დრო იყო. მაცივრდიდან სალათი გამოიღო და მსუბუქად წაიხემსა.

გასართობად ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, ეზოში გავიდა და მინდორზე წამოწვა. თავზე პატარა პირსახოცი დაიფარა და თვალები დახუჭა. სხეული ოდნავ ოფლით რომ დაეცვარა საშინლად მოუნდა ახლა მართლაც მდგარიყო ის აუზი, დაუფიქრებლად გადახტებოდა და გაგრილდებოდა. მზის ჩასვლა რომ იგრძნო პირსახოციდან გამოიჭყიდა და მოჭუტული თვალებით გახედა, ცეცხლისფერ ცას.

-თათა, შენს ქმარს მგელივით შია!

მეორე სართულიდან მოულოდნელად გადმოსძახა გიგაურმა და შეაშინა. გულზე ხელი მიიდო დამფრთხალმა და მუშტი დაუქნია ქმარს. ფეხზე ზანტად წამოდგა და სახლში შევიდა. კიბეებზე ჩამომავალი ქმრისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა და წელზე მოეხვია.

-როგორ გიყვარს ჩემი შეშინება. _ აფერისტულად აკოცა ყელში და მერე წელზე უპრწკინა.

-შენ კიდევ ჩემი გამოწვევა.


მუქარასავით გაისმა მამაკაცის ხმა. გააზრებაც ვერ მოასწრო რა შეიძლება გაეკეთებინა გიგაურს, ისე აღმოჩნდა იატაკზე გაბირელთან ერთად. მაისური ოდნავ გადაუწია და მხარზე აკოცა, მერე ყელისკენ გააცოცა ტუჩები და თვალებდახუჭულ ქალს კიდევ ერთი კოცნა მოპარა. სიამოვნებისგან განაბული იწვა თათა და მის მოქმედებებს იამხსოვრებდა. მუცელზე რომ მოცილდა მაისურის ნაჭერი მაშინღა მოახერხა ხელების მამაკაცისთვის შემოწევდინა. კისერზე მოხვია და უფრო მჭიდრდო მიიკრა სხეულზე.

-ხომ გასიამოვნე? ახლა ადექი საჭმელი მაჭამე და მეც მასიამოვნე!

უცერად წამოდგა ფეხზე გიგაური და თვალებდახუჭული ცოლი იატაკზე დატოვა. დაბნეულმა გაახილა თვალები და გარშემო მიმოიხედა. დამცინავი ღიმილით მდგარ ქმარს ერთი შეუღრინა და იატაკიდან გაბრაზებული წამოდგა.

-თათა, სამზარეულო მარცხნივ არის!_ კიბეებზე მიმავალ ცოლს დააწია სიტყვა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.

-ეგრე ხომ... ხოდა ახლა ადექი და შენით ჭამე! აღარ დამელაპარაკო საერთოდ!

ბრუტუნებდა გაბრაზებული და მოწოლილ ცრემლებს ძლივს იკავებდა. გიგაურმა მხრები აიჩეჩა და სამზარეულოსკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა.

თავის ოთახში საწოლზ მოკუნტული იჯდა და გაბრიელს ლანძღავდა. არა, როგორ გასულელა ეს გოგო? ვნებები აღუძრა და შუაგზაში მიატოვა. მოიცადოს მაგან, ქალების შურისძიებას მტერს არ ვუსურვებ. ბოროტულ გეგმებს აწყობდა თათა კარები რომ გაიღო და გიგაური გამოჩნდა.

-გადი ახლავე ჩემი ოთახიდან!_ მისკენ გადატრიალდა და თითი კარებისკენ გაიშვირა.

-ახლა უკვე მაგრად ვბრაზდები!


შუბლი შეკრა და ცოლისკენ წავიდა. საწოლზე ჩამოჯდა და მისკენ ტუჩებით გადაიხარა. ერთ წამში მოიხელთა სუსტი სხეული ძლიერ მკლავებში და საწოლე გადააწვინა. შურისძიების გეგმა არცერთი წამით ტოვებდა თათას გონებას, მაგრამ იმდენად მომხიბვლელი და სასიამოვნო იყო ქმრის შეხება, რომ არაფრის თავი ქონდა. « შურისძიებას სხვა დროსაც მოვასწრებ.» ჩაიჩურჩულა გულში და მამაკაცის სხეულს მაისური მოაშორა.

-მეორედ როცა გაიბუტები, ჩემს ოთახში შედი, თორემ შემოსარიგებლად ეს საწოლი ძალიან პატარაა!_ ჩახლეჩილი ხმით ჩაჩურჩულა ცოლს და ტანსაცმლის უკანასკნელი ნაჭრისგანაც გაანთავისუფლა.


სხეულძე მძიმე მასა იგრძნო და გამოფხზილდა. მამაკაცს მკლავი მთიანად თათას მუცელზე ქონდ აგადადებული და ამძინებდა. ერთმანეთში ახლართული ფეხების დახნს ცადა, სიხარულიძემ მაგრამ ისე მჭიდროდ ყავსა გაბრიელს მიკედლებული რომ ვერ შეძლო. « მესაკუთრის ჟესტი! როგორ მიყვარს თავის სიძლიერეს რომ მიმტკიცებს.» ჩაიჩურჩულა ხმადაბლა და ჭერს ახედა.

-მე კიდებ შენი ბროწეულისფერი ტუჩები და საშინლად გლუვი კანი მიყვარს!_ თვალებდახუჭული ალაპარაკდა გაბრიელი.


>>>

-დარწმუნებული ხარ რომ არაფერი გვრჩება?_ მანქანაში ჩაჯდომისას კიდევ ერთხელ გაეხუმრა ქმარი.

-კარგი რა, ორი კვირით მივდივართ და ყველაფერი თან უნდა გვქონდეს!_ გაუჯავრდა ქმარს და ღვედი შეიკრა.

-ამდენი რამე არასდროს წამიღია ზღვაზე თათა. _ ჩემოდანი საბარგულში ჩადო და თათას გვერდით ადგილი დაიკავა.

-ადრე ცოლიც არ გყავდა, მაგრამ ახლა გყავს და უნდა შეეგუო იმ ფაქტრს რომ შენზე უკვე მე ვზრუნავ._ კატეოგრიულად ჩაილაპარაკა._ კიდევ ვინ მოდის ჩვენთან ერთად.

-არავინ, დანარჩენები წავიდნენ უკვე.

-ბაჩა მაინც დაგეტოვებინა გავერთობოდით. _ ამოიბუზღუნა და ქმარს გახედა.

-წაუძინე და საერთოდ ვერ გაიგებ ისე ჩავალთ.

-არ მეძინება! _ გაბრაზებულმა აწკიპა წარბები. _ მუსიკები არ გაქვს?

-რადიო ჩართე და იქნება რამე. _ თვალებით ანიშნა რომელი ღილაკი იყო ჩამრთველი.

გზაში რამოდენიმეჯერ კიდევ მოასწრეს ერთმანეთის დაგესვლა. ყველაზე სასაცილო ის არის რომ პოზიციას არცერთი თმობს, საწოლმაც კი ვერ შეცვალა პირველი დამოკიდებულება. ამაზე აღარ იშლის ნერვებს, მეტიც მოსწონს ასე რომ არიან. ასე უფრო რთულია, მაგრამ სასიამოვნო. როცა იაზრებ, რომ არ იცვლები ურთიერთობისას კარგია. ერთადერთი რაც თათაში შეიცვალა ის უკვე სრულფასოვანი ქალია, რომელიც გაბრიელზეა მიჯაჭვული.
ბათუმში სანამ შევიდოდნენ ბიჭებს დაურეკა და მისამართი დააზუსტა. მანქანა ლამაზ ორ სართულიან თეთრ სახლთან გააჩერა გიგაურმა. ეზოში ორი ნაცნობი მანქანა ეყენა, პატრონები კი იქვე ჰამაკში ისხდნენ. მათი დანხვისას ბაჩამ ტაში შემოკრა და ომახიანად შესძახა.

-დიდება თქვენს გამოჩენას. რა იყო ტო მოლოკოკინაობდით?_ კითხა ოდნავ მწყრალი ტონით და ჩანთები გამოართვა.

-სიჩქარის მეშინია და ჩემმა ქმარმა ეს გაითვალისწინა. _ სასაცილოდ გაიჯგიმა თათა. გაბრიელმა და ბაჩამ ჩანთები სახლში შეიტანეს. თათა ჰამაკში ჩამოჯდა კაკის გვერდით და ეზო მოათვალიერა.

-თქვენ როდის უნდა გაგვამრავლოთ?_ უცაბედად კითხა მამაკაცმა და მხარზე ხელი მოხვია.

ცოტა არ იყოს კითხვა გაუკვირდა, შეიძლება იმიტომ რომ ამაზე სერიოზულად არ უფიქრია. ან უბრალოდ მისი და გაბრიელის შვილი რეალურად არ წარმოდგენია.... მაგრამ როგორ არა, კესოს მუცელს რომ ეფერებოდა, ვინ ნატრობდა გიგაურისგან პატარას. უბრალოდ კითხვა კაკისგან გაუკვირდა და ცოტა შერცხვა.

-ჯერ რა გვეჩქარება, სულ ახლახანს შევუღლდით. _ გაიცინა მორცხვად და თავი დახარა.

-მე და კესოც არ ვჩქარობდით, მაგრამ ორი წელი რომ გავიდა ორივეს შვილის სურვილმა შემოგვიტია. _ გაიცინა და მათკენ მომავალ ცოლს გახედა.

-ქაბატო, როგორ ხარ?_ თათასკენ დაიხარა და გადაკოცნა. კაკიმ დრო იხელთა და მოხრილი ცოლი კალთაში ჩაისვა. _ ნელა შე ნადირო, დაირყა ბავშვი. _ შეუბღვირა ქმარს და ხელები კისერზე მოხვია.

-მამას კაცია და არ დაირყევა, ან თუ დაირყევა ნათლია მოარჯულებს. _ გაიცინა კაკიმ.

-ხო მართლა ვის ანათლინებთ?_კითხა ღიმილით თათამ, თან კესოს მუცლისთვის ხელი არ მოუცილებია.

-შენს ცხვირ-პირა ქმარს.

-ბავშვობიდან აქვთ დადებული პირობა და ძლივს ასრულებენ. _ დაცინა კესომ და ქმარს ლოყაზე ხმაურით აკოცა. _ ვგიჟდები შენზე!_ ლოყებზე ხელი მოუჭირა და დახშული ხმით ჩაილაპარაკა.

-კესო, ეგეთები მაღლა რომ ავალთ, სირცხვილია რას აყურებინებ ბავშვს?


მთელი დღე სახლის ლაგებას მოუნდნენ, მართალია დალაგებული იყო, მაგრამ თავიანთ გემოზე გადააკეთეს დიზაინი და ყველაფერი. საღამოს სახლის უკანა მხარეს ისხდნენ კოცონის გარშემო და ძველ ისტორიებს ყვებოდნენ. გაბრიელის მუხლებზე ედო თათას თავი და ცას უყურებდა, გიგაური კი მის თმაში თითებით დათარეშობდა. იმდენად სასაცილო ისტორიებს ყვებოდნენ მუცელი ატკივდა სიცილით სიხარულიძეს. გაბრიელი კი ისევ არ იცინოდა! ამაზე უკვე აღარ ჯავრობს მიეჩვია, მის მოჟამულ სახეს.... ისე მგონი ასეთი უფრო მოსწონს, ძალიან თავისებური რომ არის... მარჯვენა ხელი მაღლა აწია და ქმრის ნიკაპს მოეფერა. გაბრიელმა თავი თათასკენ დახარა და ცხვირზე მსუბუქად უკბინა.

-ხვალ სანაპიროზე გავიდეთ._ ჩაილაპარაკა იანამ და მის გვერდით მჯდარ ზაზას თავი მხარზე ჩამოადო.

-ზედმეტად მომხივლელ ბიკინებს არ ვართ!_ თავიდანვე შეუთანხმდა კაკი გოგონებს.

-აბა რა სიხარულო, შორტებს და დედაშენის მოქსოვილ პულოვერს ჩავიცვამ და ისე წამოვალ._ ირონიულად ალაპარაკდა კესო, თან დედამთილიც დაგესლა.

-სხვათაშორის მაგ პულოვერს ორი თვე ქსოვდა. _ გაიცინა კაკიმ და თვალი ჩაუკრა.

-იმიტომაც ვერ ვაშორებთ ტანიდან. _ ხმამაღლა ახარხარდა ბაჩა.

-ჯიგარი ხარ!_ მარჯვენა გაშლილი ხელი გაიშვირა მეგობრისკენ კესომ და დაარტყიო ანიშნა.


გვიან ღამით დაიშალნენ და ოთახებში დანაწილდნენ. თათას ოთახი განსაკუთრებით მოეწონა. შინდისფერი შპალეერი, ასევე შინდისფერი და შავი ფერის ფარდებით. თითქმის ყველა ნივთში ჭარბობდა შავი და შინდისფერი, რაც სიხარულიძეს ძალიან მოსწონს. საწოლის ზომაც შესანიშნავია და არანაირი პრობლემა არ ექნება ალბათ გიგაურს. საღლილმა პიჟამოები ჩაიცვა და საწოლზე ზევიდან დაწვა. შორტებში გამოწყობილი ქმარი გვერდით მიუწვა და ხელები მუცელზე მოხვია. თათა ოდნავ გადატრიალდა მისკენ და ტუჩები ქმრის ბაგებს ოდნავ გაუხახუნა.

-გამოწვევა მიღებულია!_ ჩურჩულით ჩაილაპარაკა გიგაურმა და ცოლი ზემოდან მოიქცია. _ დაღლილი ხარ და კიდევ რომ მაიმუნობ!_ ღიმილშეპარული ხმით ეჩურჩულებოდა და ყელს უკოცნიდა.

-გააჩნია რისთვის ვარ დაღლილი.

ეშმაკურად აახამხამა თვალები და ქმრის შიშველ გულ-მკერდზე თითები აასრიალა. გაბრიელმა ორივე ხელით კარგად მოიმწყვიდა და ყელიდან ტუჩებზე გადაინაცვლა. ვნბიანმა აახამხამა თვალები ქალმა და ქმრის სხეული რაც შეიძლება მჭიდროდ მიიკრა. თითქოს რაღაცის შიშით ვერცერთი მილიმეტრით შორდებოდა, ეშინოდა რომ წავიდოდა და დარჩებოდა ასე თბილი, მის სიცივეს მოანტრებული.

ახლართული ფეხებიდნა თავი ძლივს დაიხსნა და ქმრის მხარეს გადატრიალდა. ხელები მაგრად მოხვია წელზე და მის მკერდზე თავდადებულმა განაგრძო ძილი.


მეორე დილით ადრიანად გავიდნენ ზღვაზე. წყალის შიში პატარაობიდან აქვს, მართალია სოფელში მდინარეზე ბანაობდა ხოლმე, მაგრამ შორს არასდროს გადიოდა. ერთ მშვენიერ დღესაც მისმა მეგობარმა გახუმრება ცადა და წყლის შიში უფრო გაუმძაფრა, ამიტომ ახლოსაც არ ეკარება. ახლაც, ოდნავ დაისველა სხეული და შეზლონგზე წამოწვა. კესო წყალში ვერ ჩავიდა, ექიმმა კატეგორიულად აუკრძალა და ისიც თავის შვილზე ზრუნავდა, მზესაც არ იკარებდა ახლოს. შარფი მოიხვია მუცელზე და ისე გაწვა ქოლგის ქვეშ. იანა და ბიჭები ზღვაში იყვნენ და ცურავდნენ. შორს გასულ ქმარს თვალი გააყოლა თათამ და ამაყმა ჩაიღიმა. ისე ღონივრად უსვამდა მკლავებს წყალზე რომ წამით შეშურდა კიდევაც. მის მიმართ სიმპათიები უფრო გაუასმაგდა, მეტად მოუნდა კიდევ ერთხელ შეეგრძნო იმ მკლავების სიძლიერე.
თვალები მოუდუნდა მზის სხივებმა და ბოლოს საერთოდ დახუჭა. ხელები ამოტრიალებული ედო შეზლონგის კუთხეებთან და თითებს ათამაშებდა. მზე ჩრდილში რომ მოექცა მხოლოდ მაშინ იკადრა თვალების გახელა და მის წინ აღმართულ მთასავით ქამრს გაუღიმა. ოფლიან მუცელზე ხელის გული დაისვა და შეზლონგზე წამოჯდა. გაბრიელი გვერდით მიუჯდა და მკლავზე თითი სასაცილოდ ჩამოუსვა.


-რას იხუთავ თავს, შემოდი წყალში.

-მეშინია!_ ამოიკრუსუნა საცოდავად და თვალუწვდენელ ზღვას გახედა.

-კაი?!_ გაიცინა იქვე მწოლიარე კესომ და თათას გამოხედა. _ წყლის როგორ გეშინია, როცა გვერდით ასეთი კაცი გყავს?_ ისევ არ წყვეტდა სიცილს მეგობარი.

-ხო მაგრამ ბავშვობიდან მეშინია და ფსიქოლოგიურად ვერ ვაჯერებ თავს, რომ წყალი არაფერს დამიშავებს. _ ქმარს საცოდავი თვალებით შეხედა და თავი წყლით დანამულ მხარზე ჩამოადო.

-გინდა ერთად შევიდეთ?_ უეცრად კითხა გაბრიელმა და თავი წამოაწევინა.

-გაბრიელ, მეშინიამეთქი!

-მერე რა, ერთად დავძლიოთ შენი შიში!_ კატეოგრიულ ტონს არ კარგავდა გიგაური.

-მპირდები რომ ხელს არ გამიშვებ და გამემაიმუნები?_ კითხა და ფეხზეწამომდგარ ქმარს გამოწვდილ ხელებზე დაექაჩა.

-სიტყვაზე მენდე!_ გაბრაზებულმა ჩაიქირქილა და ფეხზე წამოაგდო. წამებში მოიკიდა ცოლი ზურგზე და წყლისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.

-იცოდე ერთი წვეთი წყალიც რომ გადამეყლაპოს ხმას აღარ გაგცემ!

ემუქრებოდა თათა. სხეულზე ოდნავ თბილი წყალი რომ იგრძნო კანკალმა აიტანა. ნერვიულად მიეკრა ქმრის მკერდს და ფეხები წელზე უფრო მჭიდროდ მოხვია, არც ხელებს უშვებდა ქმრის კისერს.

-ასე ორივე დავიხრჩობით. _შენიშვნა მისცა ქმარმა და მისი სხეულიდან მოცილება ცადა.

-გაბრიელ არა! ძალიან გთხოვ არ ჩამსვა!_ ლუღლუღებდა ტირილამდე მისული და წყალს ზიზღით უყურებდა.

-ღრმად არ ვართ თათა, ხელები დამაწყე მხარზე და ფეხებით დადექი. _ დაარიგა და ფეხები წყალში ჩააყოფინა.

-მოვკვდები!_ ამოიკნავლა საოცდავად და მარჯვენა ფეხი ქვიშას შეახო.

-თუ არ გაჩერდები დღეს ღამე მე მოგკლავ!_ მის ყურთად დაიხარა გიგაური.

-რა დროს ეგ არის, ხელი არ გამიშვა. _ ლოყებ აფარკლულმა წამოიყვირა... არადა უკვე წარმოდგენილიც კი ქონდა როგორ კლავდა ქმარი.

-ლოყები ეგრე რომ გიფერადდება რაღაც უხამსობაზე ფიქრობ!

ქმრის სიტყვებმა გამოაფხიზლა და გველნაკბენივით გაეცალა მის სხეულს. წამით არ დაჭირვებია იმის გაასააზრებლად რომ ფსკერს გაბრიელის გარეშე ფეხის წვერებს ვერ აწვდენდა. სხეული მთიანად ჩაიტანა წყალმა და ჰაერი დაუგუგდა. იგრძნო როგორ მოხვია ძლიერი მკლავები და მაღლა ამოქაჩა, ნაპირისკენ წაიყვანა ნიკაპაკანკალებული და შეზლონგზე დააწვინა. ყველა ერთად დაესია მოცახცახე სიხარულიძეს და კითხვები დააყარეს.

-არაფერია კარგად ვარ. _ ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და ნაძალადევად გაიღიმა.

-ამის შემდეგ გეცოდინება რა დროს უნდა მომცილდე!_ გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა გიგაურმა და კესოს გვერდით ჩამოჯდა.

-კაი რა ტო ვერ ხედავს ისედაც ცუდად არის. _ შენიშვნა მისცა ზაზამ და თვალები დაუბრიალა.

-ძალიან შეგეშინდა?_ უცებ მოლბა გიგაური და ცოლს თბილი თვალებით გახედა.

-შენ რომ არა შემეშინდებოდა. _ გაიცინა და ფეხზე წამოდგა. _ წამოდი ახლა და მართლა დამაძლევინე შიში, თორემ ორი კვირა უაზროდ ჯდომას არ ვაპირებ!

წამოიძახა აჟიტირებულმა და ქმარს გაშლილი ხელი გაუშვირა ჩამკიდეო. გიგაური ეშმაკური ღიმილით წამოდგა ფეხზე და ცოლთან ერთად ფრთხიალდ შევიდა წყალში. კიდევ იყო რამოდენიმე შიშით წამოძახილი, « გაბრიელ ძალიან არ მომცილდე.» მაგრამ მაინც შეძლო და წყლის შიში ნაწილობრივ დაამარცხა. მისი გვერდიდან მოცილება კი ეგოისტურად აღარ უნდოდა და იმიზეზებდა რომ წყლის შიში ჯერ კიდევ ღრმად აქვს ჩარჩენილი. არცერთი წამით ცილდებოდა ქმრის მკლავებს, მასზე გაწოლილი ფეხებს სასაცილოდ აფართხალებდა და ბოლო ხმაზე კისკისებდა. იმდენად სიამოვებდა ყოველივე ეს, წყლიდან ასვლის სურვილს საერთოდ არ შეუწუხებია. აქეთ ეჩხუბებოდა გაბრიელს, რამ დაგღალაო. ისიც მიუხვდა ეშმაკობას და სხეულზე მჭიდროდ აიკრა სველი სხეული. ხელი ნელა შეუცურა წელზე და გალურჯებული ტუჩები დააგემოვნა. კისერზე კომფორტულად მოაკალათა სუსტი მკლავები და ქმრის წელს ფეხები შემოაჭდო. გაბრიელმა კიდევ ერთხელ აკოცა ყურთან და წყალში ჩასვა.

-როგორი უჟმური და ჯმუხიც არ უნდა ვიყო, პირველ რიგში მე კაცა ვარ და ყოველივე ეს აღმაგზნებს! მითუმეტეს აქ!_ წარბები შეყარა და ხალხით გადატვირთულ პლიაჟს თვალი მოავლო.

-არავის ვაინტერესებთ ჩვენ!_ ხმაჩახლეჩილმა ჩაილაპარაკა და კიდევ წაეტანა ქმრის ტუჩებს. _ ხო კარგი, მოვრჩი!_ ქმრის სხეულს მოცილდა და ნაპირისკენ სიარულით წავიდა.

-ნუ უბუტები, საძინებელში აგინაზღაურებ ზარალს!_ უკნიდან მიეპარა ქმარი და ყურთან უჩურჩულა.

-ნეტამც მინდა იმედები გამიცრუო!_ კისკისით მიტრიალდა უკან და ქმარს მკერდზე ხელი კრა.



>>>

-თათა!_ ხმამაღლა გასძახა ოთახში მყოფ ცოლს ძარღვებდაბერილმა გიგაურმა.

-დამანებე თავი!_ ტირილნარევი ხმით გამოეპასუხა და საწოლზე კიდევ უფრო მოიკეცა.

-რატომ ბრაზდები შენ თვითონ თუ იცი?_ ოთახის კარები შეაღო გაღიზიანებულმა გაბრიელმა და საწოლის გვერდით დადგა.

-დამცინიხარ ხო?_ კითხა და მისკენ აცრემლებული გადმობრუნდა.

-აუ აუ, ახლა გავაფრენ! მოიწმინდე ეგ ცრემლები!_ მისკენ დაიხარა და ორივე თვალი ცერა თითით დაუშრო.

-რა უნდოდა იმ საზიზღარ ქალს შენთან?_ კითხა სლუკუნით და ფეხები მოიკეცა.

-საიდან მოიტანე რომ ჩემთან იყო?_ კითხა ირონიულად და ეჭვიან ცოლს გვერდით მიუჯდა.

-შენ ხომ იცი რომ ეჭვიანობა არ მიყვარს უაზროდ. გიჟი კი არ ვარ, ტყუილ უბრალოდ გავაფრინო, დავინახე როგორ გეტმასნებოდა სხეულზე._ ამოიჩურჩულა საკმაოდ გაბრაზებულმა და ხმარს მხარზე უჩმიტა.

-რასაც შენ მოტმასნას ეძახი ეგ მოკითხვაა!

-საერთოდ არ დამელაპარაკო!_ წყობიდან გამოსულმა იკივლა და საწოლზე დაემხო. _ მე აქ ნერვებს ვიშლი და შენ დამცინიხარ!

-უაზრობაზე იშლი ნერვებს და იმიტომ. ქალი რომ მინდოდა იმიტომაც მყავს გვერდით!_ ცოლს მიუწვა და მხარზე ცივი ტუჩები ჩააცოცა.

-ქალი რომ გინდოდა იმიტომაც გყავს ცოლი ხომ, სხვა არაფრისთვის?

კითხა წყობიდან გამოსულმა და კიდევ ერთხელ მიტრიალდა მისკენ. გაბრიელის სიმშვიდეს ჭკუიდან გადაყავდა. ეჭვიანი მართლაც არ არის, უბრალოდ არ შეუძლია სიმართლეზე თვალი დახუჭოს. სიამრთლე კი ის არის, რომ ის წითელპომადიანი ქალი რამოდენიმე წუთის წინ გაბრიელის სხეულს ეკვროდა. ან საერთოდ საიდა გაჩნდა მათთან ერთად. თავიდანვე არ მოუვიდა თვალში და აი შედეგიც. გაბრიელს ასი პროცენტით ენდობა, ეს ქალია ეშმაკი თორემ! ერთი თვალის მოხუჭვა და გიგაური მის კლანჭებში ისე აღმოჩნდება დაფიქრებას ვერცერთი მოასწრებს. ცოლი ყავს იცის, და როგორ ეფლირტავება, ესეც რომ არ იმჩნევს იმ საძაგელი ქალის ალერსს.

-საჭმელები რომ გამიკეთოს._ ფიქრებიდან მისმა ხმამ გამოიყვანა.

-აღარც ქალი გეყოლება და აღარც საჭმელები.

გაღიზინაბეული წამოვარდა ფეხზე და პირველ სართულზე სლუკუნით ჩავიდა. მისაღებში მოკისკისე მეგობრებს გვერდი აუარა და ეზოში გავიდა... ყველამ ერთად გააყოლა თვალი მხრებაცახცახებულს და კიბეებზე ჩამომავალ გაბრიელს გახედეს. კესო და იანა თათასთან გავიდნენ ეზოში, გიგაური კი ბიჭებთან ერთად დაჯდა.

-თათუ, ახლა არ მითხრა მაკას გამო ვარ ამ დღეშიო. _ მოჩვენებით გაუწყრა იანა და ჰამაკში ჩაჯდა.

-არა! გაბრიელმა გამაბრაზა!_ ამოსლუკუნა და ობოლი ცრემლი მოიწმინდა.

-სულელო, ვერ ხვდები რომ გეხუმრება? გაბრიელს მაკა აქამდე რომ დომოდა, ათასჯერ მაინც გააკეთებდა გასაკეთებელს! არ მოსწონს ამ შენ ქმარს ეგეთი ქალები. _ სიცილით გადაჩურჩულა კესომ და გვერდით მიუჯდა გოგონებს.

-მართლა?_ იკითხა ხმადამთბარმა და გოგონებს მზერა მოავლო.

-მართლა, მიდი გაიქეცი და მოეფერე!_ საჯდომზე ოდნავ მიკრა ხელი იანამ და კარებისკენ მიუთითა.

მიხვდა რომ გოგონები მართლას ამბობდნენ. ეს გიგაურის თითოეულ მოქმედებაში ჩანს, ჯერ მარტო როგორ ეფერება ხოლმე! ისეთი სინაზით და სიფრთხილით კიდებს ხელს ეშინია არ გატყდეს. ეგეც რომ არ იყის მისი თვალები ვერ მოატყუებდნენ, თათა კი მათში უდიდეს პატივისცემას ხედავს! ეს სრულიად საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მამაკაცი არ უღალატებს. თანაც მისი მხრიდან დიდი სისულელე იქნება იმ ქალის გამო ძლივს შექმნილი ურთიერთობა და ოჯახი, დაანგრიოს. ვერასდროს უგებდა უსფუძვლოდ მოეჭვიანე ქალებს, ან იმ მიზეზებს « ერთმანეთს ვერ გავუგეთ და დავშორდითო»... რა ქნას, თათა სულ სხვანაირია, ოჯახის გადასარჩენად ყველაფერზეა წამსვლელი.
უხმოდ წამოდგა ფეხზე და სახლისკენ წავიდა, კარებში მდგარ მეუღლეს გაუღიმა და ხელები კისერზე მოხვია. აღარ გაბრიელს გაუწევია წინააღმდეგობა, წელზე მაგრად მოხვია მკლავები და ოდნავ წამოწია ცოლი.

-აღარასდროს გაგაბრაზებ!_ ჩაჩურჩულა სასაცილოდ და ყელში აკოცა.

-ვიმედოვნებ კიდევ ერთხელ არ მომიწევს იმის ახსნა, რომ ჩემთვის ერთადერთი ქალი ხარ!_ თბილი და ნეტარე ხმიჩ ჩაილაპარაკა გაბრიელმა.

-მჯერა! შენი ყველაზე მეტად მჯერა! _ ხელები მაგრად მოხვია განიერ წელზე და თავი გულზე მიადო.

>>>

მთელი ორი კვირა ერთმანეთის ალერსში გაატარეს. არასდროს დაავიწყდება ბავშვებთან ერთად გატარებული 2012 წლის ზაფხული. თბილისში დაბრუნებისას, ბათუმშიც დატოვა რაღაცა ნაწილი...
თავიანთი სახლის ხილვამ კი უარესად გააბედნიერა, რა ქნას ვერ ივიწყებს აქ გატარებულ ვერცერთ თბილ დღეს. რომ ახსენდება როგორ ეფერებოდა კარებთან გიგაური ლოყები უფერადდება, რაზეც გიგაური სულ ამახვილებს ყურადღებას...

სასწავლებელი რომ დაიწყო თავიდან სულ ეშინოდა რომ ხელი არ შეშლოდა ქმართან ურთიერთობაში. მერე დროის განაწილება ისწავლა დ აყველაფერი ძაიან კარგად იყო.სულ ციდლობდა სასწავლებელში პიროველობა არ დაეკარგა. ისეთი მონდემოებული იყო რომ ლექტორები სულ მასზე საუბრობდნენ. არცერთი საგანი იყო მისთვის ძნელი, ყველაფერს ადვილად იგებდა და იმახსოვრებდა. ცდილობდა არცერთი წინადადება დარჩენილიყო ჩრდილის ქვეშ, რომ მერე წინ არ დახვედროდა...თამილაც აღარ აჩერებდა სამსახურში დიდხანს. სამაგიეროდ გვიანობამდე უწევდა ფხიზლად ყოფნა, სულ წიგნებში იყო ჩამძვრალი. ცდილობდა ღამე ესწავლა ყველაფერი მეორე დღეს, გიგაურისთვის დრო რომ ქონოდა. არცერთი იყო ამ განრიგით უკმაყოფილო, უბრალოდ გადაღლილ თათას გიგაური ვერ ეჩვეოდა.

-უკვე სერიოზულად ვფიქრობ, შენს სამსახურზე!_ საუზმის დროს ჩაილაპარაკა გაბრიელმა.

-რატომ?_ იკითხა ოდნავ შეშინებული ხმით და ყავა მოსვა.

-როგორ თუ რატომ?! საერთოდ არ გეცოდება შენი თავი? _ იკითხა გაბრაზებულმა და ცოლს თვალებში ჩააჩერდა. _ სულ ამოგიღამდა თვალები, შენი ფერიც კი დაკარგე!

-მართლა არ ვარ დაღლილი. _ ნაძალადავედ გაიღიმა და ქმარს ხელზე ხელი დაუსვა.

-მე შენზე უკეთ ვიცი როგორ ხარ, მთელი ღამე გდარაჯობდი როდის დაწვებათქო!_ დაიღრინა და ფეხზე წამოდგა. _ დღესვე დავალაპრაკები თამილას და ვთხოვ რომ დასვენების დღეებში გადაგიტანოს სამუშაო.

-კარგი რა, ხომ იცი ამით მე მაწყენინებ!_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და ქმარს ზურგიდან აეკრა.

-კარგად იცი პრეტენზია რომ არ მაქვს შენს მუშაობაზე, მაგრამ ასეთ დაღლილს და ძალაგამოცლილს ვერ გიყურებ და მორჩა! მარტო ჩემს კისერზე ნუ გადაგაქვს ძალები... ნუ გავიწყდება რომ მომდევლო კვირას შენებთან ვართ წასასვლელები და ძალები გვჭირდება. _ შეახსენე მშოვლებთან ვიზიტი და ფანაჯრა გამოაღო.


ეს იმ პერიოდში ერთადერთი რამ იყო რაც თათას სულს უხუთავდა. ვერაფრით შეეგუა იმ ფაქტს რომ მშობლებთან უნდა ჩავიდეს და ესაუბროს. წარმოდგენა არ აქვს რა შეიძლება უთხრას მათ, როგორ შეაპაროს დღევანდელი ყოფა. როგორია აუხსნა შენს დედ-მამას რომ თვეებია გათხოვილი ხარ. ცოტა არ იყოს მათთან ურთიერთობასაც გადაეჩვია, ხუთი თვეა მშობლებთან კონტაქტი არ ქონია. ეს ადვილი არ არის მისთვის, გრძნობს როგორ ულპება ის ნაწილი სადაც მშობლები ყავს დაბუდებული. ამ ბოლო დროს გულის ტკივილებიც დაწყო, მაგრამ ვერ ამხელს. მზრუნველ თამილას რომ ხედვას შურს, კატასტორფულად უნდება თავისი დედიკო გვერდით ყავდეს. რამდენ რჩევას მისცემდა და დააკვალიანებდა, მისი სიტყვა ყოველთვის სრულდებოდა. ცრემლიანმა ახედა ქმარს და მკერდზე კიდევ უფრო მეტად მიეწება. იმდენად ტკიოდა მშობლები, რომ თავს ბედნიერების უფლებასაც ვეღარ აძლევს ეს ბოლო პერიოდი. გაბრიელის თბილი და ალერსიანი ღამეებიც ვეღარ აბედნიერებს ისე ძალიან როგორც ადრე. იცის ეს რისი ბრალიც არის და იმიტომაც მიდიან სამშაბათს სოფელში. დაუბრუნდება ძველ გარემოს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

-არ ინერვიულო კარგი? ხომ იცი რომ მშობლები უარს შენზე არ იტყვიან!_ მისკენ დაიხარა და ხელები ლოყებზე მაგრად მოუჭირა.

-რომ ვერ გაგვიგონ მერე რა ვქნა? მათ გარეშე ვერ ვიქნები ბედნიერი!_ ამოიტირა და თავი დახარა.

-გპირდები რომ გაგვიგებენ! _ ჩაიჩურჩულა გაბრიელმა და ხელები მოხვია თავზე.

>>>

ნაცნობმა და ყველაზე საყვარელმა აღმართმა გრძნობები და ემოციები აუშალა. სუნთქვა შეკრული ადევნებდა ყველაფერს თვალს და ცდილობდა არცერთი მომენტი გამოპარვოდა. მონატრების სუნს მძაფრად გრძნობდა..თანასოფლელების სახეების დანსხვისას კიდევ უფრო დაიძაბა და დამძიმდა, მათი თბილი და ყველაფრისმთქმელი მზერა არ აძელვდა უფრლებას თავისუფლად ეუნთქა. ეს ყოველივე ისე ძალიან განსხვავდება ქალაქისგან რომ შედარებაც უჭირს! ნაცნობი ბილიკის დანახვისას სუნთქვა გაუხშირდა და ხელისგულები გაუოფლიანდა. ნიკაპაკანკალებულმა გახედა მის გვერდით მჯდარ ქმარს და ცოტა მოეშვა! იცოდა რომ მის გვერდით არაფრის უნდა ეშინოდეს, ეს ყველაფერი უკვე თვეებია გამოიმუშავა. არცერთი წამით ეპარება ეჭვი ქმრის შესაძლებლობებში, იცის რომ თათას გამო ყველაფერზეა წამსველი და ეს აიმედებს. სახლის სახურავს რომ მოკრა თვალი ცრემლები ვეღარ შეიკავა და აზლუქუნდა. სახე ხელებში ჩარგო და მშობლები გამოიტირა. გული უსკდებოდა იმის წამორდგენისას რომ ისინი მასზე უარს იტყოდნენ. ეშინოდა რომ ვერ გაუგებდნენ და ცოხვრება ჯოჯოხეთად ექცეოდა. ასე მძაფრად იმიტომ განიცდიდა რომ იცის, თუ ისინი არ აპატიებენ გაბრიელთან ყველაფერი დასრულდება, ეს კიდევ საბოლოოდ მოუღებს ბოლოს. ვერ შეელევა მასთან ერთად გატარებულ ვერცერთ დღეს.
სახლის კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და ქმარს ისე მაგრად მოეხევია რომ ძველბი აატკია.გიგარუმა ხელით ანიშნა გადავიდეთო და მანქანიდან გადახტა. რამოდენიმე წუთი იმის გააზრებას მოანდომა, ღირდა კი ამ სახლში შესვა და იქიდან იმედგაცრუებული გამოსვა... ფეხებაკანკალებულმა გადადგა ნაბიჯი და სახლის წინ ჭიშკართან დაეყუდა. გაბრიელმა რკინის კარები ჭრიალით შეაღო და ეზოში მოათამაშე ბიჭებს გაუღიმა.

-მაა, გამოდი ვინეები განახო... ჩქარა ჩქარა, დეე თათა და გაბო ჩამოვიდნენ!_ მთელ ხმაზე ყვიროდა ზუკა.


თავიდან ეგონა რომ რაღაცები ელანდებოდა. ვერაფრით დაუშვა, რომ ზუკა გაბრიელის სახელი იცოდა. გაკვირვებულმა და აკანკალებულმა გახედა მის გვერდით არხეინად მდგარ ქმარს. ტვინის არცერთ უჯრედს შეეძლო რეალობის ნორმალურად აღქმა. ერთადერთი რასაც ხედავდა მათკენ მორბენალი ბიჭები იყვნენ. ზუკამ ხელები მაგრად მოხვია წელზე დას და თავი მის მუცელს მიადო. დანარჩენები კი გიგაურს შემოხვივნენ და აკივლდნენ. აშკარად ნაცნობი სახე იყო მათთვის გაბრიელი, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ასე თბილად მოიკითო ადამიანი, მითუმეტეს თათას ძმებმა... ხელებით ნელა მოიშორა მის სხელზე აკრული ზუკა და მის წინ ტირილით ჩაიმუხლა. ძმა ათრთოლებული ხელებით ჩაიკრა გულში და კისერი გაშმაგებით დაუკოცნა. პატარა დემეტრე და ანდროც მასთან მივიდნენ და ზუკას ზემოდან მოეხვივნენ. ძლივს შემოაწვდინა ხელები მათ პატარა სხეულებს და აღიალდა. იგრძნო როგორ გაუცივდა მარჯვენა გვერდი და ბიჭები ერთი ხელის მოსმით მოიცილა... თან არ ეთმობოდა პატარა მავნეები. სწრაფად მიტრიალდა ქმრისკენ და ჩაეხუტა.

-შენ ჩემი საოცრება ხარ! ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ნიშნავ ჩემთვის. მარტო ჩემთვის ხარ დაბადებული, ჩემთვის და ჩემი ბედნიერებისთვის._ სლუკუნებდა საცოდავად და ქმარს ეხვეოდა.

-სიძე ბატონო!_ ომახიანად გამოსძხა პირველი სართულის კარებიდან მამუკამ და მათკენ წამოვიდა.

მამის დანახვით გახარებულმა ცრემლები სიცილნარევიტირილით შემშრალა და მისკენ გაიქცა. ორივე ფეხი წელზე მოხვია მობერებულ მამას და ცხივირით მის ჭაღარა თმებს წაეთამაშა. სუნთქვაშეკრული ცდილობდა არცერთი წამი დაეკრაგა, სულ უფრო და უფრო იბერებოდა მამის სურნელით და ამით ბედნირდებოდა. ვერანაირად მოიცლა მამუკამ შვილის ტკიპასავით მიწებებული სხეული. ბოლოს როგორც იქნა ოდნავ უკან დაწია და სახის ყველა ნაკვთი დაუკოცნა აცახცახებულ გოგონას.

-ჩემი თათუ, ჩემი პატარა გოგო!_ ცრემლიანი ხმით ჩურჩულებდა უფროსი სიხარულიძე და შვილს ეფერებოდა. _ როგორ მოენატრე შენს ბებერ მამიკოს.

-მეც ძალიან მომენტრეთ... სულ ყველანი! ძალიან მიყვარხართ მაა. _ ეჩურჩულებოდა ტირილით და ეფერებოდა.

-ჩემი პატარა თათია!_ ხმამაღლა შეკივლა ლედიმ და შვილისკენ ხელში თავშალჩამღაუჭებული გამოიქცა. ფრთხიალდ გამოაცალა ქმრის სხეულს შვილის სხეული და მაგრად მოეხვია ატირებულ ქალიშვილს.

-ჩემი დედიკო. როგორ მომენატრე დე და როგორ მიყვარხარ. მაპატიეთ რა, გეხვეწებით მაპატიეთ. _ ჩურჩულებდა გონისდაკარგვამდე სუსტი და დაღლილი ხმით.

-ჩუ, მამი არაფერი გაქვს შენ საპატიებელი, ჩემი საამაყო შვილი ხარ შენ!_ გამოაპასუხა მამუკა და შვილს ზურგზე ხელი დაუსვა. _ მოდი სიძე მოგიკითხო. _ ღიმილით წავიდა გაბრიელისკენ და ბეჭებზე ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა. აგონიაში მყოფი ლედი ჯერ სიტყვებს თავს ვერ უყრიდა და შვილს მხოლდო ეფერებოდა.

-მითხარი რამე დედი რა, მითხარი რომ ისევ შენი ფაციფუცა გოგო ვარ. _ ეჩურჩულებოდა დედას და ლოყებს უკოცნიდა.

-აბა არ ხარ?! ხარ დედი ხარ! მარტო ჩემი ფაციცგუცა და მოუწესრიგებელი გოგო ხარ. _ დედის ხმამ დაატკბო და გაათბო. ოდნავ მოცილდა მის სხეულს და გვერდულად ამოდუგა. _ მიმიშვი ახლა სიძეც ჩავკოცნო..._ სიცილით მოიცილა ქალიშვილის ხელები და გაბრიელისკენ ღიმილით წავიდა. _ როგორ ხარ შვილო?_ კითხა და ლოყებზე მოეფერა ღიმილნარევ სიძეს.

-ძალიან კარგად ვარ, თქვენ როგორ ხართ?

-ასე კარგად მისდღემჩი არ ვყოფილვარ, თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი. _ ეფერებოდა ორივეს ერთად და იცინოდა.

-შემოდი ახლა ქალო, რას დააყუდე ეგ ბაღნები გარეთ. _ შეუბღვირა ქმარმა და ბიჭებთან ერთად სახლში შევიდა.

-წამოდით, ისეთი სუფრა უნდა გაგიწყოთ, ისეთი მოყვარეს შეშურდება.

-როგორ მომენატრა შენი საჭმელები დეე. _ უკნიდან მოხვია დედას და კისერში აკოცა.


ყველა ნივთს სათითაოდ ეფერებოდა, იმდენად ემოციური აღმოჩნდა მისი აქ დაბრუნება რომ ვერ შეეჩვია ჯერ კიდევ. სამზარეულოში მოფუსფუე დედას, მისაღებში მოსაუბრე სიძე, სიმამრს და ბავშვებს, რომ უყურებდა უნებურად ბედნიერდებოდა. გაბრიელის სულ სხვანაირ სახეს ხედავდა ახლა, უფრო სუფთად და მართალს. იღიმოდა კიდევაც მამუკას მოყოლილ ისტორიებზე და ეს სულაც არ ყოფილა სიყალბე. გაბრიელი ამ ყველაფერს გულით აკეთებდა, მხოლოდ იმიტომ რომ თათას უყვარდა აქაურობა და ეს ხახლი. დედის გამზადებულ კერძებს სათითაოდ აგემოვნებდა და ლედის საყვედურებს ისმენდა.
დედამ რომ კითხა ორსულად ხომ არ ხარო, გაფითრდა. რამოდენიმეჯერ კი იგრძნო თავი შეუძლოდ, მაგრამ არა იმდენად რომ ეჭვები ქონდეს. საერთოდ არ აქვს სიმფტომები და ე.ი. არ არის! ამიტომაც ლედი უარყოფითი პასუხით გაისტუმრა. « შვილიშვილს მომასწრეთო» ჩაიქირქილა ქალმა და სუფრაზე ცხელცხელი გაჭაპური დადო.
მამამისის გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებიც კი მონატრებია, ადრე თუ უინტერესოდ უსმენდა ახლა, მთელი გულისყურით უსმენდა და თითოეულ სიტყვას იაზრებს. ხვდება, რომ მამუკა ტყუილად არ საუბრობს ამდენს, იმ სადღეგრძელშო მისი მთელი სული და გულია.
გვიანობამდე ოყო ბავშვებთან ერთად მისაღებში და გაბრიელის ჩამოტანილი სათამაშოებით ერთობოდა. ძილის დრო რომ მოვიდა, დედასთან ერთად თავისი ძველი ოთახი გაამზადა.. გვიან ღამით კი ქმართან ერთად შიგნით შეიკეტა. გაბრიელის შიშველ მკერდზე თავდადებული მთელი დღის ამბებს იხსენებდა და სიხარულით კანკალებდა.

-ჩვენში დარჩეს და ძალიან მომენატრე. _ ვნებიანი ხმით ჩაიჩურჩულა გოგაურმა და ცოლს ყურზე მსუბუქად უკბინდა.

-დღეს ისე ძალიან გამახარე, რომ მონატრების უფლებას აღარასდროს მოგცემ. _ აკისკისდა თათა და ქმრის ტუჩებს წაეტანა.

-ხვალ ქალაქში უნდა დავბრუნდეთ. _ ნაზად მოიცილა ვნებიანი ცოლი.

-მერე რა, მთავარია რომ სუფთა და თავისუფალი ვბრუნდები, შენი წყალობით. ამის მერე გპირდები რომ სულ კარგი თათა ვიქნები!

-ჩემთვის შენ ისედაც კარგი თათა ხარ!_ აფერსიტულად ჩაილაპარაკა გიგაურმა და ცოლს საფეთქელი დაუკოცნა.

-როგორ გიყვარს ტყუილები. _ გაიცინა სიხარულიძემ და ქმარს მუცელზე ხელები მოხვია.

-ტყუილები და შენი სხეული!

-შენი თვალები სხვას ვერაფერს ვერ ხედავს!_ გაბრაზებულმა ჩაიდუდღინა და ზურგი აქცია.

-დღეს მონატრება ცოტა ჩავაცხრე, ამიტომ ხვალამდე!_ მხარზე ცივი ტუჩები დაუსვა და თვალები დახუჭა.

-რაღაცას გკითხავ და მიპასუხე კარგი?_ შეპარვით კითხა ქმარს და მისკენ გადატრიალდა.

-გისმენ. _ ჭერს მიაშტერდა გაბრიელი.

-როდის მოასწარი ჩემების გაცნობა?_ იკითხა გულუპრყვილოდ და ქმარს მიაჩერდა.

-ორი თვის წინ.

-მე რატომ არაფერი მითხარი?

-ასე უფრო კარგი იყო და იმიტომ. რთული, მაგრამ კარგი!_ უჩურჩულა ქმარმა და ზურგი აქცია, ამ ქმედებით მიახვედრა რომ საუბარი დასრულებულია.

>>>

სოფლიდან ძალიან ლაღი წამოვიდა, ერთი საათი კოცნა დედა და მისი რჩევები ისმინა. მთელი გზა მუცელზე ისვამდა ხელს და იღიმოდა. გაბრიელს მისი უცნაური ქცევა არ გამოპარვია, მაგრამ არაფერი უთქვამს. იმდენად იმოქმედა დედას სიტყვებმა, რომ უკვე წარმოიდგინა როგორი პატარა ყავს შიგნით და ათბობს. სიხარულით ცას ეწევა სიმართლე რომ აღმოჩნდეს მისი ორსულობა. მერე რა სიმფტომები რომ არ აქვს, ბევრი ორსული იცის ვინც მეორე თვეში გაიგო ამის შესხებ. აუცილებლად გაიკეთებს ტესტს და დარწმუნდება. თბილისში ჩასვლისთანავე წავიდა აფთიაქში და რამოდენიმე ორსულობის ტესტი იყიდა.
სააბაზანოში ერთი საათი მაინც გაატარა, ყველა საჭირო პროცედურა ჩაიტარა და ნიჟარაში ჩაყარა ათივე ტესტი, თვითონ კი სააბაზანოში მდგარ სარეცხის კალათაზე ჩამოჯდა და გულამოვარდნილი დაელოდა პასუხებს.
ხელისკანკალით ამოიღო ერთი ორსულობის ტესტი და ერთ ხაზს თვალებ აცრემლებული დააჩერდა. ათივე ოსრულობის ტესტი, უარყოფითი პასუხებით იყო სავსე. გულამოვარდნილი ატირდა და დაბლა დაეშვა. მერე რა დარწმუნებული რომ არიყო, მაინც ეტკინა იმის გააზრება რომ მასში არავინ ნაყოფიერდება. მუცელზე მტკივნეულად დაისვა თითიები და არჩასახულ პატარას მოეფერა. ტესტები საგულდაგულოდ დამალა და ისე გადაყარა ნაგავში, თვითონ კი ცივი წყლით მოიბანა პირსახე და ოთახში დაბრუნდა. მოფუზული მიუწვა ქმარს გვერდით და საბანი ცხივრამდე აიტანა.

-ვიცი რომ შენთხვის რთულია, მაგრამ დამიჯერე ამით არაფერი მთავრდება! მე და შენ კიდევ უამრავი შანსი გვენქება შვილის ყოლის. _ მასთან მიჩოჩდა გიგაური და თბილი ხმით ჩაჩურჩულა.

-მაგრამ მე მეგონა რომ.... _ ყელში გაჩხერილმა ბურთულამ არ მისცა საშვალება წინადადება დაესრულებინა.

-თათა, ამის გამო დამიჯერე არ ღირს ტირილი! ხშირ შემთხვევაში ცდება ტესტი, თუ გინდა ხვალვე წავიდეთ ექიმთან და გაესინჯე.

-ათივე ტესტი ვერ შეცდებოდა. _ ამოიტირა და საბანში უფრო ჩაიმალა.

-ხოდა დაველოდოთ იმ დროს როცა ათივე ტესთი ერთდროულად გაწითლდება. _ ღიმილნარევი ხმით მოეფერა ქმარი და ხელები მოხვია.

-მარტო ლოდინი საქმეს არ უშველის. _ სიცილით შეაგულიანა ქმარი და ეშმაკურად ააციმციმა თაფლისფერი თვალები.

გიგაურმა ერთი ხელის მოსმით მოიქცია ცოლი ზემოდან და ყელი ნეტარებით დაუკოცნა, შემდეგ კი მკვრივ მკერდძე გადავიდა. სხეულის თითოეულ ნაწილს ძალიან დიდი სიფრთხილით უკოცნიდა და უთბობდა. სიამოვნებისგან გამოცემულ ხმებს ვერაფრით ახშობდა თათა, ამიტომ მხოლოდ მის მოფერებაზე ახდენდა კონცენტრაციას.

>>>

არცერთისთვის ყოფილა ის თვეები ადვილი რომლითაც დღემდე მოვიდნენ. უამრავჯერ იჩხუბეს რვა თვის განმავლობაში, მაგრამ შერიგების მომენტი იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ბოლოს სპეციალურად აბრაზებდა ქმარს. გიგაური ამ ყველაფერს ეშმაკურად არ იმჩნევდა! თამამად შეუძლია იმის აღიარება, რომ ამ რვა თვემ ძალიან ბევრი რამ ასწავლა. ასწავლა როგორ უნდა გახდე ადამიანი, ქალი და სრულფასოვანი ცოლი. ცოლი, რომელსაც ქმართან ურთიერთობისას არაფერი ეშლება და ყველაფერი ზეპირად იცის. გაბრიელის თითოეული მიმიკა მისთვის უკვე იმდენად ნაცნობი და საყვარელია, რომ ყველაფერს უსიტყვოდ ხვდება. არ ჭირდება რაღაცებთან ჭიდილი მხოლოდ იმის გამო, რომ ბედნიერი იყოს. გიგაური არასდროს აძლევს უფლებას მოიწყინოს, ან სად აქვს მაგის დრო. საქმე ტავზე საყრელად აქვს, სამსახური, სასწავლებელი, ოჯახი და აქეთ კესოს მშობიარობა. მართალია ჯერ ერთი თვე კიდევ დარჩა პატარა კაკის დაბადებამდე, მაგრამ სამაგეობრო წინასწარ ემზადება. ყველამ ერთად გაარემონტა პატარა დამიანეს ოთახი. საღებავებით მოთხუპნულები კი ერთმანეთს დასცინოდნენ.
ზუსტად ეს არის ის რაც ადამიანს სრულფასოვანი ბედნიერებისთვის ჭირდება... მაგრამ არა! ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს ბედნიერებას. თათასთვის მთავარი, ოჯახია რომელზეც გიჟდება, ოჯახი და ის სამეგობრო რომელიც ოჯახად აქცია!

მშობლების ნახვა ახლა უკვე აღარ უჭირდა, მეტიც ყოველი თვის ბოლოს მათთან ერთად ატარებდნენ ორ თავისუფალ დღეს. იქიდან წამოსვლა ერთი დიდი ტრაგედია იყო, დედ-მამას ჯერ კიდევ ვერ მოშორდა. იმდენად არის მათ კალთებზე მიწებებული, რომ წამოსვლა სულ უჭირს, მიუხედავად იმისა რომ თბილისის სახლს აღარაფერი ურჩევნია.
დღესაც გვიანობამდე მოუწია დარჩენა, ბოლო ფურცელიც ჩაამთავრა და მძინარე ქმარს გვერდით მიუწვა. თითებით მისი სახლის კონტური მოხაზა და გაიღიმა. როგორ უყვარს ასე ერთად რომ წვებიან და საუბრობენ, ან უბრალოდ ერთმანეთი ყურებით ტკბებიან... ძილის წინ კი გიგაური ერთ ორს დაგესლავს და ამით უმტკიცებს რომ მათ შორის არაფერი შეცვლილა.
გაბრიელი ოდნავ შეირხა და ცოლს მუცელზე ხელი მოხვია.

-რომელია საათი?_ კითხა ინტერესით და მოჭუტულმა გამოხედა.

-ორი სრულდება. _ ცხივრზე აკოცა და კიდევ უფრო მიეწება ქმარს.

-აღარ მინდა ჩხუბი თორემ მაგარი საჩხუბარი ხარ!_ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და ორივე თვალი ფართოდ გაახილა.

-ნუ დავიწყებთ ახლა თავიდან!_ მიხვდა რომ თუ არ გაჩერდებიან კამათი ისევ გარანტირებულია. _ ხვალ ვინ ბერდება?_ სიცილით მოუჭირა ქმარს ცხივრზე ხელი და სასაცილოდ გაინაბა.

-ბერდება?_ გაკვირვებულმა აზიდა წარბები და ეშმაკურად მიაჩერდა მოცინარ ცოლს.

-ასაკით თორემ ისე რა დაგაბერებს. _ სიცილით გადაასწორა თავისი სიტყვები და ქმრის შიშველ გულ-მკერდზე თითები აასრიალა. _ რა გაგიკეთოს ცოლმა?_ კითხა თბილი ხმით და წვერწამოსულ ლოყებზე მოეფერა.

-თამილა გამოვა ხვალ და მოეგხმარება. _ დახშული ხმით ჩაილაპარაკა გიგაურმა და ცოლის კისრის დაგემოვნება განაგრძო. _ ნუ ხვანცალებ და მაცადე მოგეფერო. _ მბრძანებლური ტონით დატუქსა ცოლი და ხელები უფრო მაგრად მოუჭირა.


დილით გაბრიელზე ადრე ადგა, თავი მოიწესრიგა და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა. გუშინაც გააკეთა საჭმელები, მაგრამ დღეს მაინც დარჩა რამოდენიმე კერძი გასაკეთებელი. რა კარგია ორ დღეს რომ გაანაწილა სამზარეულოში ფუსფუსი, ძალიანაც არ დაიღლება და უფრო თავისუფლად მოასწრებს ყველაფერს.

-თათა, მე წავედი, შენებს დავხვდები და მოვალ. _ შუბლზე კოცნით დაემშვიდობა გაბრიელი და კარები გაიხურა.

ცდილობს არცერთი დეტალი არ გამორჩეს მხედველობიდან, თორემ მერე ლედის ყბიდან რა ამოვა. შენიშვნებს რომ აძლევს ვერ იტანს, განსაკუთრებით კერძებზე როცა ეჩხუბება... «ამხელა გოგო ხარ, გათხოვდი და მაინც ვერ ისწავლე ნორმალურად კერძების კეთებაო» ასე ტუქსავს ხოლმე ლედი შვილს.
ცოტახანში გოგონებიც მოვიდნენ და სახლის სააქმებში მიეხმარნენ. ცდილობდა რაც შეიძლება მალე მოესწრო ყველაფერი, რომ სტუმრებთან არ შერცხვენილიყო.
მონატრებულ მშობლებს ერთი საათი ეფერებოდა. დიდი მცდელობის მიუხედავად მაინც მიიღო ლედისგან რამოდენიმე მსუბუქი საყვედური, მაგრამ სახეგაბადრული უსმენდა თამილას კომპლიმენტებს და დედას ნიშნისმოგებით უღიმოდა.
მთელი საღამო გიგაურის მხრებს არ მოცილებია, მასთან ერთად იჯდა სუფრაზე და სადღგრძელოებს ისმენდა. თამილა არცერთი წამით აძლევდა უფლებას სამზარეულოში შებრუნებულიყო და სუფრა გაეახლებინა, ყველაფერს ის და ლედი აკეთებდნენ.
კესოს გამობურცულ მუცელს ეთამაშებოდა და იღიმოდა, გიგაური უკნიდან რომ მოეპარა და კისერში აკოცა. ღიმილით გახედა შეზარხოშებულ ქმარს და ცხივრზე თითები გაკრა.

-სად არის შენი ნაქები საჩუქარი აბა?_ კითხა სიცილით გიგაურმა და ხეელბი მაგრად მოხვია სახეაფორაჯებულ ცოლს.

-სუფრასთან მიდი და მეც მოვალ. _ სიცილით გააგდო უკან და გოგონებს თვალი ჩაუკრა.

სუფრის თავში მდჯომ მამას ლოყაზე ხმაურით აკოცა და სტუმების ყურადღება ითხოვა. სტუმრებს შორის ქმრის თვალების ძებნა დაიწყო, მაგრამ გიგაური არსად ჩანდა. არადა რამოდენიმე წუთის წინ აქ იდგა და ზაზას ესაუბრებოდა. სახეალეწილი უყურებდა კიბებზე ჩამომავალ ქმარს, რომელსაც ხელში ათი ორსულობის ტესტი ქონდა ჩაბღაუჭებული და არაადამიანურად ბედნიერი სახით უყურებდა მათ. პირვლად დაიანხა გიგაურის სახეზე ასეთი ემოცია, პირვლად იხილა მისი ისტერიულად დასამახსოვრებელი სიცილი. ოფლით დაცვარული შუბლი ხელის ზურგით მოიწმინდა გაბრიელმა და ცოლს აკანკალებულმა გახედა. ჩქარი ნაბიჯებით წავიდა ქმრისკე და ტირილით მოხვია ორივე ხელი კისრზე. გარიელს მის მუცელთან ქონდა ორივე ხელი გაშეშებული და ორსულობის ტესტებს ხელისკანკალით ეფერებოდა. იმდენად დააბნია დღის საჩუქარმა რომ ცოლის მუცელს ვერც კი შეეხო, იდგა და სულელივით იღიმოდა.

-ჩემი გოგო და ბიჭი, ან ბიჭი და გოგო. _ სიცილნარევი ხმით იმეორებდა დაბნეული და დაკავებული ხელებით ეფერებოდა ჯერ არ წამოზრდილ მუცელს.

-ჩვენი გოგო და ბიჭი, ან ბიჭი და გოგო. _ გაიმეორა ქმრის სიტყვები და ცრემლები მოიწმინდა.

გაბრიელმა ჩაწითლებული თვალებით ახედა ცოლს, და გახარებულმა ჩაიკრა გულში ბედნიერებისგან აცახცახებული სხეული.

-ყველაზე მაგარი საჩუქარი გამიკეთე შენ მე დღეს! _ ჩურჩულებდა დაბნეული და ცოლის კისერს ტუჩებით აციებდა.

-შენ კიდევ ერთი წლის წინ გამიკეთე საჩუქარი, შენი სახით. როგორ ვთქვა, მაგრამ მადლობელი ვარ იმ ბოროტი ძიების, მარტო იმიტომ რომ შენი თავი მაპოვნინეს. _ თათამაც ჩურჩულით უპასუხა ქმარს და უარესად ატირდა.

-ჩემი ორი აღსაზრდელი, ბავშვი. _ სიცილნარევი ხმით დაცინა ცოლს და მუცელზე კიდევ ერთხელ მოეფერა აკანკალებული._ რამდენიხანია რაც გაიგე?

-დღეს დილით გავიკეთე ტესტი და გავიგე. _ გაიცინა და სტუმრების გახარებულ სახეებს მოავლო თვალი.

მათი ყურადღება რომ იგრძნეს ყველა ერთად წამოიშალა და წყვილს დაესია. დედამისის და თამილას ცრემლიანი თვალები კოცნით დააშრო, სიხარულიძემ. მამამისის იმედიანი და სიამაყით გაჯგიმული მზერა არწმუნებდა რომ სამყაროში ყველაზე მაგარი ოჯახი აქვს... პატარა ბიჭების შეძახილები. « რა მაგარია ვაწვალებთ ხოლმე.» საერთოდ არ ანერვიულებდა, პირიქით უხაროდა თავის ძმებს დიშვილის დაბადება ასე რომ გაუხარდათ.
კაკის, ბაჩას და ზაზას სიცილით წამოძახილი სადღეგრძელოები და კაკის ეშმაკურად აკიაფებული თვალები, რომლებიც ჰამაკში ჯდომისას დიალოგს ახსენებდა.
ქმრის თვალებში ჯერ კიდევ ხედავდა დაბნეულობის სხივს, გიგაური ვერაფრით ერკვეოდა რეალობაში და სახე სულ უფრო და უფრო არაადამიანურად ბედნიერი უხდებო... ასეთი ქმირს ხილვის გამო თავისი პაწაწინა ბიჭი ან გოგო კიდევ უფრო შეიყვარა. ამდენი ხნის მანძილზე გიგაურის სიცილი რომ დაინახა, თავისი შვილი ყოვლის შემძლე გონია.

აღარცერთს მიუქცევია სტუმრეიბსთვის ყურადღება, ერთმანეთის და შვილის ფერებით იყვნენ გართულები. გიგაური ცოლის მუცელს ხან ხელებით ხანაც ტუჩებით ეხებოდა და ზუსტად ამ დროს აღმოაჩინა სიხარულიძემ კიდევ ერთი სასწაული. იგრძნო როგორ მოედო გიგაურის ტუჩების შეხებისას მუცელზე სითბო... მისი სხეული აღარ გაციებულა ისე როგორც უწინ, ახლა სულ მთლიანად გააცხელა. შვილს ხელი გადაუსვა და მადლობა გადაუხა ახალი ქმრის აღმოჩენისთვის.

საწოლშიც კი არ ანებებდა გიგაური მის მუცელს თავს, ყოველ წუთას ეფერებოდა და ეჩურჩულებოდა.
ადრეც ხომ უამრავჯერ დარწმუნებულა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა როგორც თათას ენდომებოდა, მაგრამ ახლა... როცა უყურებს როგორი ბედნიერი სახე აქვს თავის ქმარს, ასი პროცენტით რწმუნდება რომ სოფლისდან აქ გადმობარგება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო რაც კი ცხოვრებაში გადაუდგამს. არცერთი წამით ნანობდა, იმ ერთ კვირას როცა გაბრიელის მიმართ უსაზღვრო სიძულვის გრზნობდა, იმიტომს რომ ახლა ხვდება... სიძულვილს კი არ ამის მიმართ არსებულ სითბოს და უდიდეს პატივისცემას გრძნობდა იმ დროს... არცერთი წამით სხვა ემოციას არ დაუბუდებია მასში და ეს ახარებს. ქმრის აკანკალებულ ხელებს ამშვიდებს უკვეორი საათია და შედეგს ვერ მიაღწია.

-ახლა ვხვდები როგორი ყოფილა ნამდვილი გაბრიელ გიგაური. _სიცილით გამოაჯარვა ქმარი და ლოყაზე აკოცა.

-მე ახლა ვხვდები რას ნიშნავს როცა ამხელა ოჯახი გყავს... გყავს ცოლი, რომელთან ერთადაც ახალი სიცოცხლე შექმენი და მომავლაში კიდევ ბევრჯერ გაიმეორებთ ამას. შენს მუცელს რომ ვეხები, ასე მგონია ახლიდან ვიბადები და ცხოვრებასაც ახლიდან ვიწყებ. თითოეული წამის გააზრება თავიდან შემიძლია, თქვენთან ერთად და ეს ენითაღუწრელ ბედნიერებას მანიჭებს. _ ჩურჩულებდა ბედნიერი გარიელი და ცოლს ეფერებოდა.

-ახლა მართლა რომანტიკოსი ხარ ქმარო.

-რომანტიკოსი კი არა, ოჯახზე შეყვარებული მამაკაცი ვარ, შენით გაბედნიერებული!_ უჩურჩულა ხმადაბლა და მთელი დღის მონატრებული ტუჩები დააგემოვნა. _ შენ არ გამიბრაზდე მამი, ცოტას მოვეფერები დედას და შენთანაც მოვალ. _ დაამშვიდა შვილი და ცოლს ღამის პერანგი გააძრო.

>>>

მართალია გიგაური ამას ადრეც თხოვდა, მაგრამ ახლა გაითვალისწინა და სამსახურს თავი დაანება. როცა სწავლას მორჩება თავისი პროფესიით იშოვის რამეს და ეგ არის. ახლა სად ცალია ნამცხვრების საცხობად? სასწავლებლიდან ისეთი ძალაგამოცლილი ბრუნდება, რომ თავს ძლივს ერევა. თანაც ახლა უკვე ერთის მაგივრად ორზე უნდა იფიქროს, ორის უნდა ჭამოს და საერთოდ ყველაფერი ორისთვის უნდა გააკეთოს, ამიტომაც აღარ უნდა სამსახური... სახლში იჯდება და ისწავლის, სამსახურიდან მოსულ ქმარს კი კიდევ ერთ ლამაზ საღამოს აჩუქრებს და ასე გაიხანგრძლივებს მომავლის გზას.
დილაობით პირველი პატარას ესალმება და მერე მამიკოს, რომელიც სახეგაბადრული უსმენს ცოლის ჩიტივით ხმას. მერე თვითონ მოეფერება ხოლმე შვილს და სამსახურიდან დაბრუნებამდე ემშვიდობება, უამრავი კოცნით.

გიგაური ცოლის ახირებებს მოთბინებით ასრულებდა და ცდილობდა ბოლომდე არ ამოეხეთქა დაგროვილი სიბრაზე. ისეთ საძაგლობებს აკეთებინებდა მთელი ორი თვე თათა, რომ მამაკაცს ნერვები სულ მოუსპო. თავიდან ყველაფერს ისე აკეთებდა როგორც ეუბნებოდა, იცოდა რომ მის მდგომარეობაში მსგავსი ქცევები, მისაღებია და პრეტენზიებს არ გამოქვამდა... მაგრამ ღამის სამ საათზე რომ გააღვიძა და ბავშვისთვის ტანსაცმლის საყიდლად წაყვანა თხოვა მანდ გადაეკეტა. თავიდან ეგონა, რომ ეხუმრებოდა, მაგრამ თათას სერიოზულმა გამომეტყველებამ მიახვედრა რომ ცოლი სერიოზულად ამბობდა ამას.
წარმოდგენა არ აქვს, სად შეიძლება ღამის სამ საათზე პატარასთვის რაიმე ნივთის ყიდვა მაინც...

-თათა, რამე ადვილი და რეალური რომ მთხოვო არ გინდა?_ ნამძინარევი ხმით კითხა ცოლს და გამობერილ მუცელზე ხელი ნელა დაუსვა. _ მამი, შენ მაინც ჩააგონე თიენიჯერ დედიკოს, რომ ქმრის ასე წვალება მიზანშეწონილი არ არის!_ ჩაჩურჩულა შვილს და ტუჩებით შეეხო.

-მოცილდი ჩემს შვილს და ადექი ფეხზე, უკვე მეშვიდე თვეში ვარ და ერთი ხელი ტანსაცმელიც კი არ გვქვს ნაყიდი.

-თათა, ღამის სამ საათზე სად ვიშოვო, ბავშვის ტანსაცმელი?_ წარბები შეყარა გიგაურმა და გაბრაზებულმა გახედა ცოლს. წამებში მოლაფშა სიხარულიძემ ტუჩები და ასლუკუნდა.

-რაინაირი ქმარი ხარ, არაფერს შენ არ მისრულებ!_ ამოიტირა და გვერდი ძლივს იცვალა.

-როგორ არ იგსურლებ, მომეფერეო რომ მეუბნები ხომ გეფერები ხოლმე?_ ღიმილით გადაიწია ცოლიდ მხარეს და კისერზე კბილები მოსდო.

-მოფერების და მისგან მონიჭებული სიამოვნების მეტი არაფერი გაინტერესებს._ ამოიკნავლა საცოდავად და ქმრის ხელები უხეშად მოიცილა.

-როგორ არა, აი მაგალითად ერთმა მოფერებამ და სიამოვნებამ რამხელა შედეგი გამოიღო. _ თბილად დაუსვა მუცელზე ხელი და ცოლიც გაამხიარულა.

-მასხარა ხარ, მაგრამ მაინც კარგი ხარ. _ ტუჩები სასაცილოდ გამობუშტა და ანიშნა მაკოცეო.

-ხედავ რა ადვილად შემიძლია შენს სურვილებზე უარი გათქმებინო?_ გამარჯვებული მზერით გადახედა ცოლ შვილს და აკოცა.

-არ მეცოდებოდე, ნახავდი როგორია სურვილებზე უარის თქმა!_ დაემუქრა სიხარულიძე. _ მომცილდი აქედან!_ გაბრაზებულმა ჩაიქირქილა და ქმარი მუჯლუგუნით გადააგდო.

-რამდენიხანია ერთად ვართ და ამ დროის მანძილზე, უამრავჯერ მაინც მყავხარ გაფრთხილებული, როცა გეფერები და გკოცნი ნუ ფართხალებმეთქი!

-რამდნიხანია მეც გთხოვ, ეგ წარბები ერთმანეთს დააშორემეთქი, მაგრამ გესმის?

-ასეთი უფრო გიზიდავ ნუ გავიწყდება! _ ტუჩის ჩატეხილ კუთხეში აკოცა გიგაურმა.

-რა ძალიან საძაგელი და მაიმუნი კაცი ხარ, მაგრამ რა ვქნა მითხარი, მაინც რომ ძალიან ძალიან მესიმპათიურები?_ გაიცინა და გაბერილი მუცლით მიეხუტა ქმარს.

-ჯერ არ დაბადებულა და შენს თავში როგორ მეცილება. _ მუცელზე საჩვენებელი თითი დააკაკუნა და ცოლს შუბლზე აკოცა. _ მოდი დავიძინოთ და ხვალ წავიდეთ მაღაზიებში. _ შეპარვით ჩაიჩურჩულა და ცოლის პასუხს დაელოდა.

-იცოდე, ხვალ არ დიაწყო სამსახურში ბევრი საქმე მაქვს და ვერ მოვიცლი, კესო და იანა წაიყოლეო!_ თითი დაუქნია გაბრაზებულმა და თვალები დააბრიალა.

-პირობას ვდებ წამოვალ და დავიტანჯები.

დილაუთენია წამოაგდო გაბრიელი ფეხზე საუზმე გვინდა მე და შენს ბიჭსო, თავიდან ძილბურანში მყოფი აზრზე ვერ მოვიდა რა ხდებოდა, მერე თათას კმაყოფილი ღიმილი რომ დაიჭირა ბურდღუნით წამოდგა ფეხზე და სამზარეულოში ჩავიდა ცოლ-შვილსითვის საუზმის მოსამზადებლად. იცის სიხარულიძემ, გაბრიელი ნორმალურს რომ არაფერს მოუმზადებს და უკან გაყვა.
ტრადიციას, არც ამჯერად არღვევს ოჯახი და ჩუმად საუზმობს. ეს ერთადერთი თვისებაა რაც თათაშიც დანერგა გაბრიელმა. ისე მიეჩვია სიჩუმეში ჭამას თან ეს ყოველივე ძალიან სიამოვნებს, ამიტომაც არ ეწინააღმდეგება ქმარს.
მაღაზიებში იმდენი ატარა გაბრიელი, რომ ოფლი ადინა... სქესის არ ცოდნის გამო საშინლად უჭირდა ნივთების არჩევა, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაგონებული «ბიჭია» ყველაფერს უადვილებდა. იმდენად არის მიჩვეული იმას რომ სახლში, სულ რაღაცა ორ თვეში პატარა ბიჭის სუნთქვის ხმები დაიღვრება, რომ გოგოს ალბათ ვეღარ მიეჩვევა. თან თამილასგან იცის, რომ გაბრიელი ისე გააჩინა სქესი არ იცოდა, მაგრამ გრძნობდა რომ ბიჭი იყო... თათაც დედობრივ ინსტიქსებს მიენდო შვილი თვე.

კესოს პატარა რომ დაიბადა სასწაული სიხარული განიცადა სამეგობრობს... ამ პატარას დაბადება იმდენად გაუხარდა და თავისებურად აღიქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს შვილის სიხარული როგორი იქნება... ისე სათუთად ეფერება ხოლმე სტუმრობის დროს, ეშინია რაიმე ქმედებით არ ატკინოს.
როცა წარმოიდგენს პატარა დამიანეს გვერდით როგორ მიუწვენს თავის პაწუკას სიხარულით მეცხრე ცაზეა...

სახლში საოცრად დაღლილები დაბრუნდნენ, საბარგულიდან შეძენილი ნივთები ამოალაგა გიგაურმა და პატარას ოთახში აიტანა. მოსაწყობას ჯერ კიდევ ორი თვე აქვთ წინ, ამიტომ არ ჩქარობენ.
სამზარეულოში მოფუსფუსე ცოლს უკნიდან აეკრო გაბრიელი და კისერში რამოდენიმეჯერ ხმაურით აკოცა. თათა სახეგაბადრული მიტრიალდა ქმრისკენ და შეძლებისდაგვარად მიუახლოვდა.

-როცა წარმოვიდგენ როგორი იქნება ჩვნები ბიჭი მაჟრიალების. სულ შენ დაგემსგავსება, ხასიათებითაც კი!_ დაბეჯითებით ჩაილაპარაკა თათამ და ქმარს ნიკაპზე მოეფერა.

-რათქმაუნდა მე დამემსგავსება, მამას ასლი იქნება!_ შეიფერა გაბრიელმა და შვილს მოეფერა.

-ძალიან ბედნიერი რომ ვარ უკვე გითხარი?_ კითხა გახარებულმა.

-გუშინ ღამე რაღაც მაგდაგვარს ჩურჩულებდი. _ დაცინა გაბრიელმა და ცოლს ცხვირზე აკოცა.

-საერთოდ ღამე ჩურჩული მახასიათებს ხო. _ გაიცინა სიხარულიძემ და გაზქურა გამორთო.

-კი არ გახასიათებს, ქმარმა მიგაჩვია სიამოვნებით ჩურჩულს!



>>>

სიხარულიძე ხვდება, რომ ეს არის ის რაც წლებია უნდა! რისთვისაც დაიბადა და ცხრამეტი წელი იცხოვრა...
ახლა უკვე დიდი გოგო იქნება რომელსაც შვილი ყავს... პატარა ბიჭი, რომელიც სამყაროს ურჩევია ცოლ-ქმარს. ნაზი დედიას მოანთხრობით ვიცი, რომ მათი სიყვარული დღესდღეობით ყველაზე მყარი რამ არის სამყაროში. რომელიც არცერთი წამით, აპირებს შერყევას და ცოლ-ქმარი ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

^^^

ეს იყო ის რაც მე ვიცოდი... მათთან კიდევ ბევრი ისეთი რამ მოხდა რაც ნაზი დეიდამ არ იცოდა.
ერთადერთი რისი გარანტიაც შემიძლია მოგცეთ არის ის, რომ გიგაურების ოჯახში არცერთი წამით გამეფდება უარყოფითი ემოციები...

ახლა მე წავალ და ჩემს მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები ყმაწვილის ვინაობას გავიგებ, იქნებ მეც გამიმართლოს ბედმა და ის საშინლად სიმათიური მამაკაცი, მაჩუქოს.

დასასრული.



№1  offline წევრი მ-მერმე

ერთ-ერთი იყო, რაც ყურში საშინლად მომხვდა ,,გაყე'' - გაყევის მაგივრად. შეეცადე ხოლმე, მსგავსი დიალექტური სიტყვები გააქრო.
რაც შეეხება ისტორიას. თადაააააამმ! წაკითხული მქონდა აქამდე, მაგრამ არ დამეზარა და კიდევ წავიკითხე. ძალიან კარგი წასაკითხია, მართლა. გემრიელი. აი, რომ ჩაუჯდები და ერთ ამოსუნთქვაში წაიკითხავ. შენი წერის სტილიდან გამომდინარე, არასდროს ტვირთავ მკითხველს დაძაბული დრამებით, რაც ხან კარგია, ხან - ცუდი. თუმცა! თუმცა! ძალიან მომწონს ისტორიაც და შენც ძალიან კარგი გოგო ხარ! heart_eyes კმაყოფილი ვარ უზომოდ.
ყოჩაღ!

 


№2  offline წევრი miyvarxar1992

Vaime chemi tasikoo,chemi gemrieli shaqaryinulii.gagaxareb da getyvi rom es istoriac maq tkbiloo.rogor momenatra sheni istoriebit xo ar icii.gamaxare shaqaryinuloooo .miyvarxaroo❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Ukve meeqvsed cavikitxe es istoriaaa. Madloba rom atvirteee. Sascauli gogo xarrr mosiarule pozitiviiii. Da epilogi dade raaa. Gelodebittttt

 


№4 სტუმარი სტუმარი maia

gamis qals agar amtavreb .momwons sheni istoriebi.

 


№5 სტუმარი ohohohoh

ძალიან კარგად წერ, სასიამოვნოდ იკითხება, მაგრამ ის ვერ გამიგია, სულ ქალიშვილებზე რატომ წერ

 


№6  offline წევრი მალუ

ძალიან გემრიელი ისტორია იყო
არ დავიღლები და უამრავჯერ გეტყვი რომ მაგარი გოგო ხარ

 


№7  offline წევრი ucnobi_18

heart_eyes heart_eyes უტკბილესობა იყო heart_eyes heart_eyes

 


№8  offline მოდერი მე♥

თიკო, უღრმესი მადლობა!❤️❤️
მ-მერმე
ერთ-ერთი იყო, რაც ყურში საშინლად მომხვდა ,,გაყე'' - გაყევის მაგივრად. შეეცადე ხოლმე, მსგავსი დიალექტური სიტყვები გააქრო.
რაც შეეხება ისტორიას. თადაააააამმ! წაკითხული მქონდა აქამდე, მაგრამ არ დამეზარა და კიდევ წავიკითხე. ძალიან კარგი წასაკითხია, მართლა. გემრიელი. აი, რომ ჩაუჯდები და ერთ ამოსუნთქვაში წაიკითხავ. შენი წერის სტილიდან გამომდინარე, არასდროს ტვირთავ მკითხველს დაძაბული დრამებით, რაც ხან კარგია, ხან - ცუდი. თუმცა! თუმცა! ძალიან მომწონს ისტორიაც და შენც ძალიან კარგი გოგო ხარ! heart_eyes კმაყოფილი ვარ უზომოდ.
ყოჩაღ!

წარმოდგენაც არ მინდა რა საშინელი წასაკითხი იქნებოდა და ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ყველას... არ გადამიხედავს და წლების წინ დაშვებულ ცოდვებს ახლა ვიმკი. :დდდდ მადლობა დიდი.❤️❤️
ძალიან მიხარია ასე რომ მოგწონს და ისევ რომ წაიკითხე❤️❤️
miyvarxar1992
Vaime chemi tasikoo,chemi gemrieli shaqaryinulii.gagaxareb da getyvi rom es istoriac maq tkbiloo.rogor momenatra sheni istoriebit xo ar icii.gamaxare shaqaryinuloooo .miyvarxaroo❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

სიხარული ხარ შენ! ძაალიან დიდი მადლობა, თბოლო და ტკბილო❤️❤️❤️
Qeti qimucadze
Ukve meeqvsed cavikitxe es istoriaaa. Madloba rom atvirteee. Sascauli gogo xarrr mosiarule pozitiviiii. Da epilogi dade raaa. Gelodebittttt

მიხარია დადებით განწყობას რომ გიქმნი, ძალიან მიხარია... უღრმესი მადლობა.❤️❤️
Hela
ძალიან კარგი იყო

დიდი მადლობა.❤️❤️❤️
ლუნი.
სასიამოვნოდ წასაკითხი იყო.❤

მიხარია ძალიან, გმადლობ.❤️❤️
სტუმარი maia
gamis qals agar amtavreb .momwons sheni istoriebi.


ვამთავრებ, უბრალოდ ახლა პაწაწუნა პრობლემები მაქვს და როგორც კი მოვაგვარებ დავწერ.❤️❤️დიდი მადლობა❤️❤️❤️
ohohohoh
ძალიან კარგად წერ, სასიამოვნოდ იკითხება, მაგრამ ის ვერ გამიგია, სულ ქალიშვილებზე რატომ წერ

სულ არა, უბრალოდ უმეტესობა ქალიშვილია და ამაში საგანგაშო არაფერია. ზოგი ქალიშვილი იქნება, ზოგი ქმარს გაცილებილი, ზოგი ორ საყვარელ გამოცვლილი. ტიპაჟს გააჩნია.;
დდდდ დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა.❤️❤️
მალუ
ძალიან გემრიელი ისტორია იყო
არ დავიღლები და უამრავჯერ გეტყვი რომ მაგარი გოგო ხარ

მალუ, უ’ღრმესი მადლობა, საყვარელო...❤️❤️❤️

ucnobi_18
heart_eyes heart_eyes უტკბილესობა იყო heart_eyes heart_eyes

უ’დიდესი მადლობა შენ❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№9  offline წევრი magdagoderidze

ძალიან მიყვარს შენი ყველა ნაწარმოები,ეს კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული არის.უტკბილესი და სასიამოვნოდ წასაკითხია,ერთ ამოსუნთქვაში ,რომ იკითხება.
წარმატებები და კიდევ უფრო ბევრი ახალი ისტორია ????????????????????????????????????????

 


№10 სტუმარი სტუმარი Lia

Ugemrielesi istoriaa. Agar gdaagviano ,hqara gagvaxare axali motxrobit.❤
Sakvareli govo xar.❤❤

 


№11  offline წევრი ))♡

Ainrogor gamaxara shenma gamochenam azrze ar xar:* rogor momnatrebixar :( sad gaqri es dro??? Motxrobaze xo arafers ar vambib ai dzaaan magaariaaaa ai dzaaaam cremelebi momawvaaaa ????????????❤❤????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№12  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძალიან მაგარი მაუყე ისტორიაა იყო მომეწონაა ალიან თბილი ტბილიი დიდი სიამოვნებით ვკიტხულობდიი

 


№13  offline წევრი თ. ა.

როგორ მიყვარს შენი ისტორიები როგორ მიყვარს... დამეკარგე სადღაც და ყოველ დღე გელოდებოდი ახალი სიახლით. აი ძალიან გამახარე ამ ისტორიით.

 


№14 სტუმარი Nini

დასაწყისში ხშირად იმეორებდი პროვინციელს და ცოტა ზედმეტად მომეჩვენა ამდენჯერ გამეორება რაღაც მომენტში "ქმედება ოცნების ნაცვლად" რომ არის მოთხრობა იმასაც მივამსგავსე საბოლოო ჯამში არ იყო ცუდი ნაწარმოები

 


№15 სტუმარი სტუმარი მაგდა

ძალიან მომეეონა ყოჩაღ????????????გააგრძელე ასეთი ისტორიები არ შეწყვიტო

სტუმარი მაგდა
ძალიან მომეეონა ყოჩაღ.გააგრძელე ასეთი ისტორიები არ შეწყვიტო

 


№16  offline წევრი kaisha13

ძალიან მიყვარს შენი ისტორიები სწორედ ამიტომ წუხელ გამთენიის ოთხ საათზე ძლივს მოვრჩი წაკითხვას,ვერაფრით შეველიე სანამ არ დავამთავრე,კარგი გოგო ხარ და წარმატებები,ამ პატარ პატარა შეცდომებს კი არაუშავს გეპატიება მხოლოდ იმიტო რო ასე სასიამოვნო ისტორიებს დებ...

 


№17 სტუმარი სტუმარი anano

ბრავოო კარგატ წერ,, სხვა ისტორიებიც დადეტ ძVELI

 


№18 სტუმარი შონი რივზი

ერთი კითხვა მაქვს:თავმაღალი საიდან მოიტანე? სად წაიკითხე,თავმდაბლის სინონიმი გგონია თუ რა უბედურებაა?:დდდ და კიდევ,ეს პროვინციელი,შენრ ომ ნაცვალსახელად იყენებ,უარყოფითი დატვირთვის სიტყვაა სინამდვილეში,იმედია,სწორად გამიგებ..

 


№19  offline მოდერი მე♥

magdagoderidze
ძალიან მიყვარს შენი ყველა ნაწარმოები,ეს კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული არის.უტკბილესი და სასიამოვნოდ წასაკითხია,ერთ ამოსუნთქვაში ,რომ იკითხება.
წარმატებები და კიდევ უფრო ბევრი ახალი ისტორია ????????????????????????????????????????

მაგდა, უღრმესი მადლობა, საყვარელო❤️❤️ძალიან გამახარე❤️❤️❤️
სტუმარი Lia
Ugemrielesi istoriaa. Agar gdaagviano ,hqara gagvaxare axali motxrobit.❤
Sakvareli govo xar.❤❤

დიდი მადლობა, ყველანაირად ვეცდები მალე გაგახაროთ.❤️❤️
))♡
Ainrogor gamaxara shenma gamochenam azrze ar xar:* rogor momnatrebixar :( sad gaqri es dro??? Motxrobaze xo arafers ar vambib ai dzaaan magaariaaaa ai dzaaaam cremelebi momawvaaaa ????????????❤❤????

ვაააიჰ, რა სასიამოვნო წასაკითხია, უღრმესი მადლობა, ძალიან მიხარია რომ მოგეწონა... გავქრი, გავქრი და როგორ არ მინდა რომ იცოდე. :(((❤️❤️
ნარჩიტა
ძალიან მაგარი მაუყე ისტორიაა იყო მომეწონაა ალიან თბილი ტბილიი დიდი სიამოვნებით ვკიტხულობდიი

ნარჩიტ, მართლა ნარჩიტა ხარ, თბილი და საყვარელი. მადლობა❤️❤️❤️
ლილიკო
როგორ მიყვარს შენი ისტორიები როგორ მიყვარს... დამეკარგე სადღაც და ყოველ დღე გელოდებოდი ახალი სიახლით. აი ძალიან გამახარე ამ ისტორიით.

უხ!
რა სასიამოვნო წასაკითხია ყოველივე ეს, დიდი მადლობა, გამათბე.❤️❤️
სტუმარი მაგდა
ძალიან მომეეონა ყოჩაღ????????????გააგრძელე ასეთი ისტორიები არ შეწყვიტო

სტუმარი მაგდა
ძალიან მომეეონა ყოჩაღ.გააგრძელე ასეთი ისტორიები არ შეწყვიტო

უღრმესი მადლობა, საყვარელო❤️❤️
Nini
დასაწყისში ხშირად იმეორებდი პროვინციელს და ცოტა ზედმეტად მომეჩვენა ამდენჯერ გამეორება რაღაც მომენტში "ქმედება ოცნების ნაცვლად" რომ არის მოთხრობა იმასაც მივამსგავსე საბოლოო ჯამში არ იყო ცუდი ნაწარმოები

“ქმედება ოცნების ნაცვალად” ჩემი ფავორიტი ისტორიაა, მაგრამ მადლობა ღმერთს ეს ისტორია შედარებით ადრე დაიწერა ვიდრე კეკეს რომანი. :დდდ ეს ისტორია 4 წლის მაინც იქნება თუ არა მეტის. ❤️❤️ რაც შეეხება “პროვინციელს” ყველა ისტორიაში, ყველა სიტყვას თავისი დატვირთვა აქვს, მთავარია მკითხველი როგორ გაიგებს და მიიღებს. გასაგებია თქვენი აზრი, შეფასებისთვის გმადლობთ.❤️❤️❤️
kaisha13
ძალიან მიყვარს შენი ისტორიები სწორედ ამიტომ წუხელ გამთენიის ოთხ საათზე ძლივს მოვრჩი წაკითხვას,ვერაფრით შეველიე სანამ არ დავამთავრე,კარგი გოგო ხარ და წარმატებები,ამ პატარ პატარა შეცდომებს კი არაუშავს გეპატიება მხოლოდ იმიტო რო ასე სასიამოვნო ისტორიებს დებ...

ღამის ისტორიაში გათენება ეს უკვე ჩემთვის უდიდესი პატივია... მადლობა, ძალიან დიდი მადლობა.
თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ეს ისტორია მართლა ძალიან ძველია, იმ დროინდელი როდესაც ბევრი სიტყვის მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი... იმედია დღეს ეს შეცდომები გამოსწორებული მაქვს.❤️❤️❤️
სტუმარი anano
ბრავოო კარგატ წერ,, სხვა ისტორიებიც დადეტ ძVELI

ანანო, მადლობა დიდი დიდი❤️❤️ აუცილებლად დავდებ.❤️❤️❤️
შონი რივზი
ერთი კითხვა მაქვს:თავმაღალი საიდან მოიტანე? სად წაიკითხე,თავმდაბლის სინონიმი გგონია თუ რა უბედურებაა?:დდდ და კიდევ,ეს პროვინციელი,შენრ ომ ნაცვალსახელად იყენებ,უარყოფითი დატვირთვის სიტყვაა სინამდვილეში,იმედია,სწორად გამიგებ..

ვერ გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს საიდან მოვიტანე. :დდდ არაფერი მგონია, უბრალოდ ზედმეტად ბევრ და უაზრო შეცდომაზე მაქვს ისტორიის “წერა” ნასწავლი და ეს ისტორია ამის ძალიან დიდი მაგალითია. :დდდ რაც შეეხება პროვინციელს პირადად მე როგორც ავტორს “პროგინციელობა” ზედმეტადაც კი მომწონს და ამაში უარყოფითა ვერაფერს ვხედავ. განვმეორდები და ვიტყვი რომ ყველას ისე ესმის როგორც უნდა. რას ამბობთ, პირიქით, დიდი მადლობა შეფასებისთვის.❤️❤️????
--------------------
ა.ა

 


№20  offline წევრი veroo

აუ ეხლა მეორედ წავიკითხე ეს მომეწონა ძალიან სასწაულია გაბრიელი იმდენი სითბო მოდიოდა ისტორიიდან იუმორიც იყო ბევრი გაბრიელის ღრჯუ მომენტებზე ვიცინე სულ სერიოზული ტიპი საშიში უდუმალი ყოჩაღ თათას როგორ უძლებდა თავიდან????ბევრი რომ არ ვილაპარაკო მაოცებ ტას???? შენი ნიჭით❤

 


№21  offline მოდერი მე♥

veroo
აუ ეხლა მეორედ წავიკითხე ეს მომეწონა ძალიან სასწაულია გაბრიელი იმდენი სითბო მოდიოდა ისტორიიდან იუმორიც იყო ბევრი გაბრიელის ღრჯუ მომენტებზე ვიცინე სულ სერიოზული ტიპი საშიში უდუმალი ყოჩაღ თათას როგორ უძლებდა თავიდან????ბევრი რომ არ ვილაპარაკო მაოცებ ტას???? შენი ნიჭით❤

თათას ადგილზე რომ ვყოფილიყავი თავს მოვკვეთდდი :დდდდდ
ძალიან მიხარია რომ მოგეწონა, დიდი მადლობა, თბილო. <3
--------------------
ა.ა

 


№22  offline წევრი gvanc95

სათაურმა მიმიზიდა და ეგრევე კითხვა დავიწყე , როდესაც მოვრჩი ვიფიქრე, ვნახავ ვინ დაწერა და მის სხვა ისტორიებსაც წავიკითხავთქო და ეს რა ვნახეეე ????????ვინ იქნებოდა თუ არა ჩემი საყვარელი "მე❤️" ,ძალიან მომწონს შენი ისტორიები,თითქმის ყველა მაქვს წაკითხული და მინდა იცოდე ჩემი ფავორიტი გოგო ხარ ????????????????????????

 


№23  offline მოდერი მე♥

gvanc95
სათაურმა მიმიზიდა და ეგრევე კითხვა დავიწყე , როდესაც მოვრჩი ვიფიქრე, ვნახავ ვინ დაწერა და მის სხვა ისტორიებსაც წავიკითხავთქო და ეს რა ვნახეეე ????????ვინ იქნებოდა თუ არა ჩემი საყვარელი "მე❤️" ,ძალიან მომწონს შენი ისტორიები,თითქმის ყველა მაქვს წაკითხული და მინდა იცოდე ჩემი ფავორიტი გოგო ხარ ????????????????????????

უუხმე, საოცრად გააბედნიერე შენი საყვარელი "მე❤️"... ძალიან დიდი მადლობა, უზომოდ მიხარია ასე რომ მოგწონს და კითხულობ. ჩემთვის მართლა წარმოუდგენლად სასიხარულოა. <3 მადლობა! <3
--------------------
ა.ა

 


№24  offline წევრი gvanc95

მე♥
gvanc95
სათაურმა მიმიზიდა და ეგრევე კითხვა დავიწყე , როდესაც მოვრჩი ვიფიქრე, ვნახავ ვინ დაწერა და მის სხვა ისტორიებსაც წავიკითხავთქო და ეს რა ვნახეეე ????????ვინ იქნებოდა თუ არა ჩემი საყვარელი "მე❤️" ,ძალიან მომწონს შენი ისტორიები,თითქმის ყველა მაქვს წაკითხული და მინდა იცოდე ჩემი ფავორიტი გოგო ხარ ????????????????????????

უუხმე, საოცრად გააბედნიერე შენი საყვარელი "მე❤️"... ძალიან დიდი მადლობა, უზომოდ მიხარია ასე რომ მოგწონს და კითხულობ. ჩემთვის მართლა წარმოუდგენლად სასიხარულოა. <3 მადლობა! <3

Piriqot shen madloba am lamazi istoriebistvis )) ❤️

 


№25  offline მოდერი D-roni

გაბრიელი არის იდეალური , თათა არის უსაყვარელესი , ტასო არის ზე უნიჭიერესი და ეს ისტორია არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი უკვე! ❤️

 


№26 სტუმარი სტუმარი Ucxo

Dzaan magari iyo yochag <3 <3. Da xo gaicani is simpariuri shens mezoblad rom cxovrobs.

 


№27  offline მოდერი მე♥

D-roni
გაბრიელი არის იდეალური , თათა არის უსაყვარელესი , ტასო არის ზე უნიჭიერესი და ეს ისტორია არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი უკვე! ❤️

შენ ხარ ჩემი გემრიელი და ტკბილი გოგო! მიყვარხარ ძალიან, მადლობა დიდი დიდი! <3
სტუმარი Ucxo
Dzaan magari iyo yochag <3 <3. Da xo gaicani is simpariuri shens mezoblad rom cxovrobs.

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა. <3 ეეე, ის სიმპათიური მეზობელი ცოლიანი აღმოჩნდა :დდდდ
--------------------
ა.ა

 


№28 სტუმარი Ani

Saswaulad kargi iyoo????

 


№29 სტუმარი სტუმარი ნანა

რა არის ამდენი,,,პროვენციელი,,, თვალის,,.ჩაკვრა...

 


№30  offline წევრი 《Sunshine》

წლებია ესეთი კარგი ისტორია არ წამიკითხავს გული ამოვარდნაზე მაქვს სასიამოვნო ემოციებით დავიტვირთე მადლობა შენ გათენებად ღირდა ეს ისტორია : ) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent