ყოველთვის შარში 3
სახელი- აგაბო შუკვანი. ასაკი- 27 წლის. დედის სახელი- ლილი ჰორილდი. მამის სახელი - სანდრო შუკვანი. განათლება- ოქსფორდის უნივერსიტეტი, სამართლის განხრით. თხუთმეტ წლამდე ცხოვრობდა საქართველოში, მამის მკვლელობის შემდეგ კი დედა შვილთან ერთად ბრიტონში გადავიდ. სკოლა წარჩინებით დაამთავრა და ოქსფორდის უნივერსიტეტშიც მოეწყო. უმაღლესის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა გამომძიებლად დაიწყო, მის სახელს უკავშირდება ,,შავი მარგალიტის" საქმის გახსნა. სპეცოპერციის ჩატარების დროს აყვანილი იქნა ხუთი ნარკობარონი და ორი გავრცელებული კრიმინალური კლანის ხელმძღვანელი. აგაბო შუკვანი ასევე ხელმძღვანელობდა არაერთ სპეცოპერაციას გიორგი ცინცაძის წინააღმდეგ. ერთი თვის წინ მომხდარი ავარიის შემდეგ აგაბო შუკვანი დაკარგულად, მოგვიანებით კი გარდაცვლილად გამოაცხადეს. თაია დაკვირვებით კითხულობდა ანკეტას და ყველა დეტალზე ყურადღებას ამახვილებდა. საქაღალდის მომდევნო გვერდები გადაშალა და მალევე იპოვა ავარიის კრიმინალური ანალიზიც. მძღოლი, აგაბო შუკვანი, ავარიაში მოყვა ნასვამ მდგომარეობაში მართვის დროს, რასაც გვიჩვენებს საგზაო და ამა თუ იმ დაწესებულებებთან დამაგრებული კამერები ამასთანავე დაკითხული იქნა ის პიროვნებებიც, რომლებიც კატასტროფის დღეს ერთ-ერთ ბარში მსხვერპლთან ერთად იმყოფებოდნენ და ისინი ამტკიცებენ რომ აგაბო შუკვანი ნასვამ მდგომარეობაში მიუჯდა საჭეს, მასთანასევე მძოლს არ აღენიშნებოდა დამცავი ღვედის კეთება. ზემოთ აღნიშნული პირის საკუთრებარში არსებული ავტომობილი, რომლოთაც ინდივიდი სამ სექტემბერს, ვიმეორებ, ნასვამ მდგომარეობაში, დამცავი ღვედის გარეშე მართავდა, დაეჯახა სვანეთისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ დამცავ ჯებირს. რის შედეგადაც ავტომობილი რამდენჯერმე ამოყირავდა და მდინარეში გადავარდა. პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ადგილზე გამოცხადების შემდეგ ჩატარებული ოპერაციების შედეგად დადგინდა რომ პიროვნება, რომელიც ავტომობილს მართავდა, მანქანაში არ იმყოფებოდა. აგაბო შუკვანი დაკარგულად გამოცხადდა. კრიმინალისტების აზრით დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ინდივიდის სხეული მდინარეს გაეტაცა, ამიტომ გამოძახებული იქნა მაშველთა ჯგუფები. ერთ კვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ გაბო შუკვანი გარდაცვლილად გამოცხადდა, თუმცა მისი გვამი ჯერ კიდევ არავის უნახავს. თაია ჩაფიქრებული გაიმართა მხრებში შეციებული ყავა მოიმარჯვა და მოსვა. -უცნაურია..- წარმოთქვა რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ.- წესით ასეთი მაღალი დონის გამომძიებელს იმის შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს რომ მართვის დროს დამცავი ღვედის გაკეთება აუცილებელია. თანაც ნასვამ დგომარეობაში ავტომობილის მართვა?- ჩაფიქრებულს ჰორიზონტისთვის გაესწორებინაა თვალი. მალევე მოეგო გონს და ლეპტოპი მოიმარჯვა. გადაამოწმა სამი სექტემბრის ამინდი და სახე უფრო მოეღუშა, საქაღალდეს მიუბრუნდა და ბოლო გვერდზე გადაშალა სადაც რუკაზე გარკვევით იყო გამოკვეთილი ავარიის ადგილი. -დემნა მართალია, აქ დიდი უზუსტობებია, არავითარი ცუდი ამინდი რომ მხედველობის დონე დაცემულიყო, თანაც სწორ გზაზე ჯებირს რატომ უნდა დასჯახებოდა? მოსახვევი რომ ყოფილიყო კიდევ მესმის მაგრამ ასეთ გზაზე? უცნაურია- ხელი კეფაზე მოისვა თვალებ მოჭუტულმა. კიდევ ერთხელ გადაფურცლა საქაღალდე და აი ფოტოც. -ოჰოო ნამდვილად გული დამწყდება მკვდარი რომ იყო. ზედმეტად სიმპათიური ხარ- ცალყბად გაეცინა თაიას და დასაძინებლად გაემართა. -ხვალ უფრო მეტს გავიგებ ძვირგფასო შენზე.- გაეცინა და სიზმრების სამყროში გადაეშვა. აი არ ვიცი როგორ გავიმართლო თავი მართლა საშინელი პრობლემები მქონდა. ვიცი ძალიან უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი თავ ახლაც ძალიან პატარა თავს ვამატებ მაგრამ სხვა ჰზა არ მაქვს სულ არ დადებას ასე ვამჯობინე. ბოდიში რომ გალოდინეთ ვეცდები აღარ განმეორეს :(♡♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.