ყოველთვის შარში 2
ყველაფერი შესაშურად მშვიდად მიდიოდა, თუმცა ქარიშხლის წინ ყოველთვის სიმშვიდე ისადგურებს. დემნამ გადაწყვიტა თაფლობის თვეში დაღამებამდე წასულიყვნენ ამიტომ რვა საათისთვის დარბაზიდან გაიპარნენ. გაბრიელი ცოტა შეზარხოშებული მეგობრებს ესაუბრებოდა. თაია კი პატარძლის მაგიდიდან სიტუაცის ზვერავდა. უკვე წასვლას გეგმავდა როცა გარედან ჩოჩქოლი ატყდა. ყველა გარეთ გაცვივდა თაიაც ბრბოს გაჰყვა. ეზოს განათებაზე კარგად გამოჩნდა ორი მანქანა დიდი სისწრაფით როგორ გაჩერდა დარბაზის წინ. ერთი მანქანიდან ოთხი, კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილი ახმახი გადმოვიდა. მეორე მანქანიდან მძღოლის მხრიდან გაიღო კარი და მსგავსი ჩაცმულობის კიდევ ერთმა ახმახმა გადმოაბიჯა უკანა კარს მოუახლოვდა და გამოაღო, მანქანიდან მაღალი სილუეტი გადმოვიდა კლასიკური შარვლით და მუხლამდე მანტოთი, როგორც ეტყობოდა მათ შორის ის იყო უფროსი. ხალხი აჩოჩქოლდა და ჩურჩულს მოჰყვა. თაიამ ბრბოში გზა გაიკვალა და ხალხის წინა რიგს შეუერთდა, უკეთ უნდოდა დაენახა ახალმოსულთა ,,ბოსო". მკრთალი განათების მოუხედავად ნათლად იკვეთებოდა მისი დაჭიმული ყბები და დაძარღვული კისერი. დაბალზე შეჭრილი თმები, ბოროტულად მოელვარე ცისფერი თვალები, სწორი ცხვირი და დიდი ტუჩები. ,,ეს ხომ გიორგი ცინცაძეა" გაოცებით დაიჩურჩულა თაიამ. თაია კარგად იცნობდა გიორგის საქმეს, ხშირად გადიოდა ამა თუ იმ საქმიდან მის კვალზე თუმცა გიორგ საქმიდან მშრალად გამოდიოდა, აბა რა იქნებოდა მთელი თბილისი ხელში ჰყავს. მოუხედავად ამისა თაიამ კარგად იცოდა მისი შავბნელი საქმეები. კრომინალური კლანი რომელიც ბაბუამისმა დააარსა და მონარქიულად მეთაურობა მამიდან შვილზე გადადის, გიორგის მამა ხუთი წლის წინ გარდაიცვალა და იმავე წელს შესაბამისად 22 წლის გიორგი ჩაუდგა ბანდას სათავეში, ხუთი წლის განმავლობაში თავის წრეში, და არამარტო, სახელიც მოიხვეჭა და ძალაუფლებაც. ფიქრებში წასულმა თაიამ იგრძნო როგორ გამოეყო ხალხს მაღალი სილუეტი და გვერდით ამოუდგა, დაინტერესებულმა ოდნავ შეაბრუნა თავი, რომ თვალთახედვია არეალში გვერდით მდგომი ფიგურაც მომხდარიყო, ამ ფიგურაში კი გაბრიელი ამოიცნო. -თაია ვიცი რომ იცი რაც ხდება. გთხოვ მითხარი რომ ეს ის არ არის რასაც მე ვფიქრობ- შეწუხებული სახით გადაულაპარაკა გაბრიელმა. -იმედი უნდა გაგიცრუო-მოკლედ მოუჭრა, გიორგის კრიმინალური წარსულის გახსენებაში გართულმა თაიამ. -მეგონა საქმეების ფარულად გამოძიებას შეეშვა- ამოიოხრა გაბომ- დღესაც ამიტომ დაგაგვიანდათ არა? ახლა რა ქნა საქმე შენ გადმოგაბარა?- უსიამოვნო პასუხის მოლოდინში სახე შეეჭმუხნა გაბრიელს. თაია მხოლოდ თავი დაქნევით შემოიფარგლა, თუმცა ეს უბრალო ჟესტიც კი გაბოსთვის ყველაფრის პასუხს წარმოადგენდა. გამომდინარე იქედან, რომ გაბრიელი ექიმი იყო, ამას თუ დავამატებთ დემნას ხიფათებში გახვევია მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს ხშირად ჭირდებოდა მისი დახმარება. ზოგჯერ კი ძალაუნებურად ერთვებოდა ამათუ იმ საქმის გამოძიებაში რომლებზეც თაია და დემნა მუშაობდნენ. -მოგვიანებით ყველაფერს ამიხსნი იცოდე- ოდნავ გადაიხარა გაბრიელი თაიასკენ, ამ უკანასკნელმა კი უსიტყვო თანხმობა მისცა. -აბა, აბა, აბაა აქ რა ხდებაა?- ცივი და ირონოული, დამცინავი იყო მისი ხმა. ხალხში ჩოჩქოლი მიწყნარდა არავის უნდოდა მასთან დაპირისპირება. -სიძე-პატარძალი სად არის?- კითხვენის დასმას აგრძელებდა წინ და უკან მოძრავი სხეული. -აქ არ არიან- ვეღარ მოითმინა თაიამ. შეკრებილმა ბრბომ თაია საშიშ ზონად ჩათვალა და მისგან ერთი ნაბიჯით უკან ერთდროულად გადაადგილდა, თითქოს ამით უნდოდათ გამოეკვეთათ ვინ ოყო ის უვიცი ვინც ბატონ გიორგის შეეპასუხა და თვითონ უვნებლად გადარჩენილიყვნენ. -ლამაზო შენთვის არ უსწავლებიათ რომ ტყუილი ცუდია?- თაიას შეანათა ცივი ზღვიაფერი თვალები გიორგიმ. - მე უბრალოდ დასმულ კითხვას ვუპასუხე, ხოლო გჯერათ თუ არა ჩემი პასუხის ეგ უკვე თქვენი პრობლემაა- იგივე ირონიით დაუბრუნა პასუხი თაიამ, ისე რომ ოდნავადაც არ შეპარვია შიში ხმაში. -ჩემმა პირმა დაადასტ..... -როგორც ჩანს შენი ძაღლები კარგად ვერ დაგეშე რადგან არასწორი კვალი აიღეს- გადიდგულდა თაია და ხმას აუწია. მან ისიც კი გაბედა თვით გიორგი ცინცაძეს სიტყვა გააწყვეტინა. გაბრიელმა ხელი მკალვზე მოუჭირა. ანიშნა საშიშ ზონას რომ უახლოვდებოდა. ხვდებოდა ასეთ თუ გააგრძრლებდა ეს საქმე კარგად არ დასრულდებოდა. -როგორ ბედავ ჩემთან შეკამათებას- დაიგრგვინა ხივმა ხმამ და ცისფრრმა თვალებმა ცეცხლის ფრქვრვა დიაწყეს. -არ ვკამათობ გიხსნი რომ შენმა დამქაშებმა მიძველებული ინფორმაცია მოგაწოდეს, ამის გამო კი აქ ცალხი შინდება და თუვერ შეამჩნიე გვაწუხებ.- დაცხრომას არ აპირებდა თაია. -დიმიტრი- განმეორდა გამყინავი ხნა. ,,ბოსს" ფეხის კანკალით მიუახლოვდა 27 დან 32 წლამდე მაღალი სილუეტი სავარაუდოდ დიმიტრი. - სად არის სიძე პატარძალი?- სიცივეგამჯდარი ხმით იკითხა უფროსმა. -იცით ბოს ისინიი.... მე ვერ მოვახერხე შემეტყობინებინა თქვენთვის. ჩუმად წავდნენ. -რას ნიშნავს წავიდნე? მე აქ რისთვის გამოგგზავნე, ქორწილით დასატკბობთ თუ იმისთვის რომ გეთვალთვალა?- ნელნელა ხმას უწევდა ცინცაძე. დიმიტრიმ თავი ჩახარა და შეპასუხებაც ვეღარ გაბედა. -აღარ განმეორედება- ფრთხილი, შერჩეული ნოტით უთხრა დიმიტრიმ. -მართალია. აღარ განმეორდება- გაწონასწორებული ხმით უთხრა ცინცაძემაც, ნელი მოძრაობით შარვლის უკანა ნაწილში ჩამაგრებული იარაღი ამოიღო და მის წინ მდგომ სილუეტს მთელი მჭიდი ხელის აუკანკალებლად დააცალა. ხალხი პანიკამ მოიცვა, ხმაამოუღებლად უცხადებდნენ პროტესტს ამ გულქვა ადამიანს თუმცა შეწინააღმდეგების ყველას ეშინოდა, კარგად დაინახეს რაც შეეძლო ცინცაძეს და თავს იკავებდნენ მისი შესაძლებლობების საკუთარ თავზე გამოცდისგან. თაია და გაბრიელი ადგილს მიეყინნენ, ბევრი სმენოდათ ცინცაძის გულქვაობაზე, ბევრი შემთხვევა თაიას თავად გამოეძიებინა, გაბრიელიც გარკვეული იყო ამ საქმეში, მაგრამ მისი ძალის სახალხოდ დემონსტრირებას არ ელოდნენ. აშკარა იყო ცინცაძის ეს ქმედება მაგალითად უნდა მიეღო ყველა იმ ადამიანს ვინც მას შეეწინეაღმდეგებოდა. ცინცაძემ ცივი თვალები მოავლო გვამს და მზერა თაიაზე გადაიტანა. -მართალია მიყვარს თამამი ადამიანები, მაგრამ ეცადე ეგ სითამამე თავხედობაში არ გადაგივიდეს თორემ დამერწმუნე კარგი დღე არც შენ დაგადგება- ბოროტული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. თაიამ თვალი ცივსისხლიან არსებას გაუსწორა და ტუჩი ზიზღით აიბზუა. -წავედით- გასცა ბრძანება ცინცაძემ და ყველანი მანქანებს მიუბრუნდა, გვამს ორი ახმახი მიუახლოვდა ერთ ერთ შავი მანქანის საბარგუში ჩააგდო და რამდენიმე წუთში მანქანები ჰორიზონტს გასცილდნენ. მხოლოდ ჰაერში დატრიალებული საწვავის მძაფრი სუნიღა დატოვეს ირგვლივ. ხალხმა როგორცკი თავი უსაფრთხოდ იგრძნო ჩოქოლს და ხმამაღალ პროტესტს მოჰყვა. -უფრო და უფრო დიდ შარში ეხვევით- ჯერ კიდევ მომხდარს აანალიზებდა გაბრიელი. -ამჯერად მე არაფერ შუაშუ ვარ- ხელები აღმართა თაიამ. -ეს რომ ლოგანმა გაიგოს დემნას თავისი ხელით მიახრჩობს. -წარმოდგენაც არ მინდა. -აბაა იცი რა ჯანდაბა ხდება? დარწმუნებული ვარ დემნა ისე არ წავიდოდა რამე არ ეთქვა- დაეჭვებულმა გადახედა მიას. -ჯერ მეც არ ვიცი რაღაც საბუთები დამიტოვა ქორწილის მერე წაიკითხე და გაერკვევიო.- მოკლედ მოუყვა ყველაფერი. - კარგი რამეს თუ გაარკვევ მითხარი და იცოდე შენნაირები არ დაიწყო, ფრთხილად უნდა იყო არ გესწავლება ცინცაძე რისი ჩამდენიცაა. -კარგი ხო. დემნაც მეყოფა დამრიგებლად- მობეზრებულად ამოილაპარაკა თაიამ და საბუთების ასაღებად დარბაზში დაბრუნდა. გარეთ გამოსული გაბრიელს მიუბრუნდა. -გამიყვანე რა გთხივ, ჩემი მანქანა არ წამიმყვანია ტაქსით სიარული კიდე მეზარება- შრეკის თვალებით შეხედა თაიამ. - კარგი ხო წამოდი.- მანქანის კარი გამოუღო დემნამ. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, ემოციებისგან დატვირთულები ფიქრებში იყვნენ ჩაძირული. -მოვედით.- გაბრიელის ხმამ გამოაფხიზლა თაია. -მადლიბა გაბრო.- გაუღიმა თაიამ და მანქანიდან გადასვლა დააპირა. -მოიცადე. საქმის კურსში მამყოფე, ხომ იცი შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.- იმედიანად მიმართა გაბრომ. -ვიცი გაბრო ვიცი- თბილად გაუღიმა თაიამ და მანქანიდან გადავიდა. -ფრიხილად იყავი- დააწია სიტყვა. თაიამ უკანმოუხედავად დაუქნია ხელი თანხმობის ნიშნად და მანქანაც ადგილს მოსწყდა. თაიამ დაღლილი შეაღო სახლის კარი, კარებთანვე მიყარა მაღალქუსლიანები, საბუთები მისაღებში მაგიდაზე დაყარა და საძინებლისკენ გაემართა, კაბაც მალევე გაიძრო, საღამურებიც ჩიცვა, სამზარეულოში ყავა მოიმზადა და საბუთებს მიუბრუნდა. დიდი ინტერესით გადაშალა საქაღალდე და ანკეტას ჩახედა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.