პეპლის ეფექტი
„და მერე სატანამ თქვა: დაე, უყვარდეთ მათ ისინი, ვისთან ყოფნასაც ვერ შეძლებენ და არ ეყვარებათ ისინი, ვისთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებენ.“ მთელი ჩემი 17 წლიანი ცხოვრებისა, არასდროს, წამითაც არ მიყვარდა თბილისი, ყველა ასე რომ გიჟდებოდა. ყოველთვის სუნთქვა მეკვროდა და ყველაზე ბინძურ ქალაქად მეჩვენებოდა, თუნდაც ღამის ყოფილიყო ის. არ მიყვარდა და მომკალით. ყოველთვის ვამბობდი, გავთხოვდები და აქედან წავალთქო, მაგრამ მაინც რაღაც მექაჩებოდა აქ. რეალურად არ ვიცი რა. ალბათ, ის ბინძური ხელები სულში რომ დაუკითხავად ფათურობდნენ. მე კი სულ ვამბობდი ვერ ვიტან თბილისსთქო, მაგრამ ყოველთვის აქ ვიყავი. ხშირად ამას რომ ვამბობდი, აგრესიას გამოხატავდნენ ჩემს მიმართ, მაგრამ მე ქალაქს ჩემი ძმაკაცის სიკვდილს ვერ ვაპატიებ. ვერ კი არა, არ ვაპატიებ. მოკიდა და უსასრულოდ გულში ჩაიხუტა ჩემი ლაშა. მე კიდე დამტოვა და თავი უკიდურესად შემაძულა. ამბობენ თბილისი ყველაფერს გრძნობსო, მაგრამ ეს სრული აფსურდია. მაშინ რატომ ვერ იგრძნო თქვენმა საყვარელმა ღამის თბილისმა, ასევე თქვენი საყვარელი თბილისელი ბიჭების მიერ უმოწყალოდ ნაცემი ჩემი ლაშას ყვირილი? თუ იგრძნო და უბრალოდ არ თქვა? არ ვიცი, მაგრამ ფაქტია მან მე ის წამართვა. თბილისმა მე ჩემი ლაშა. ჰოდა, მეზიზღება. მეზიზღება იმდონემდე, რომ საერთოდ არ ვსეირნობ ღამის თბილისში. ერთადერთი რაც აქ შეიძლება მომეწონოს მთაწმინდაა, მხოლოდ იმიტომ რომ აქედან კარგად ვხედავ მთელ „ჩემს ქალაქს“. 17 წელი ამ დევიზით დავდივარ და ვივლი. მაგრამ ბოლოს მაინც მადლობას ვუხდი მას. ხედავთ რა გამოვიდა? მაინც მადლობა გადამახდევინა თბილისსმა. მე ჩემს ისტორიას მოგიყვებით, რომელმაც მთლიანად შემცვალა და სამუდამოდ აქ, უკვე ჩემს ქალაქში დამტოვა. მე მოგიყვებით ამბავს, რომლის შემდეგაც თქვენ უფრო შეგიყვარდებათ თბილისი და ალბათ იმის იმედი გექნებათ, რომ თბილისს თქვენც უყვარხართ და თქვენც „დაგასაჩუქრებთ“ ასე. მაგრამ მაინც თბილისი, უბრალოდ „მებინძურება“ ჩემი ლაშას გამო. თქვენ კი, ჩემო ძვირფასო მკითხველო, ნუ შეიძულებთ თბილისს, რადგან რაღაც „პონტში“ ისიც კარგია, ყურადღებით მომისმინეთ და ბოლომდე შეისისხლხორცეთ ის ფრაზა, რომ იმედი ბოლოს კვდება, დაიჯერეთ სასწაულების და იბრძოლეთ, იბრძოლეთ იქამდე, სანამ ბედნიერები არ იქნებით. არ დანებდეთ და ნუ მოუსმენთ ხალხს!.. *** ყოველთვის „პუნქტუალურობით“ გამოვირჩეოდი. განსაკუთრებით სკოლის პირველ გაკვეთილებზე. ნუ, რა ჩემი ბრალია მაღვიძარას ხმას თუ ვერ ვგებულობ და ჩემი გაღვიძებისთვის შტურმი თუ არის საჭირო? მოკლედ, დღესაც მშვენივრად მოვახერხე ბიოლოგიის გაკვეთილზე დაგვიანება. კლასიდან ქალბატონი ნანას ყვირილი ისმოდა. საუკეთესო დრო ავარჩიე კარის შესაღებად და შეწუხებული ხმით ვთქვი უკვე მერამდენეჯერ თქმული „შეიძლება?“. ქალბატონმა ნანა მასწმა სათვალეებიდან ამომხედა და მაგიდას გვერდულად დაეყრდნო. -ოჰ, იბრძანა დანელიამ მობრძანდება. ცოტა ადრე ხომ არ არის ქალბატონო ანასტასია? -ბოდიში ნანა მასწ. იცით მე.. -შენი ტექსტი უკვე ზეპირად ვიცი. ადგილზე დროზე.-ზურგით რომ შევბრუნდი და ჩემი მერხისკენ წავედი, „ჯღანვა“ დავიწყე. სრულიად არ მჩვევია ასეთი უზრდელობა, უბრალოდ ეს ქალი ისეთი იყო, მე კი არა, კაი ხნის ჩაძინებულ ვეზუვსაც ამოაფრქვევდა. -სად ჯანდაბაში ხარ გოგო ამდენი ხანი, ამეხადა ტვინი ამის კივილში.-დამჯდარი არ ვიყავი მერხზე, მარიამი რომ „მომესალმა“. გაიცანით ეს მაროა, ჩემი „ტრუსიკის“ დაქალი. -ალო, არ მიცნობ?-ხელი ავუფრიალე ცხვირწინ.-ტუსა ვარ მე, დანელია. -შენ და შენი მაღვიძარა რაა.-ხელი აიქნია და წიგნი გადაშალათქო ვერ ვიტყვი, მაგრამ სავარაუდოდ მსგავსი რამ გააკეთა, სამი ფურცლის ამოგლეჯვის თანხლებით. -რა გჭირს შენ, მარცხენა ფეხზე ადექი? -შენი ჭირიმე რა, ჩემს ძმას ჩამოუვიდა ძმაკაცები სადღაც ამერიკიდან და ჩემთანაა ყველა შეყრილი. -მერე რა გინდა, გყოლია ნაშობა და ეგაა.-მაროს სახეზე ისეთი სიცილი ამიტყდა მეგონა ნანა მასწი მესამედან მისვრიდა. თავის დაოკება მოვახერხე და მერხზე „დავწექი“. -მასხარა ხარ ამხელა გოგო, დამყვება 4 ვაჟკაცი აქეთ-იქით, ლამისაა ტუალეტშიც შემომყვნენ კაი პირადი დაცვებივით. ხანი ერთი მიხვრიტავს ყურს ვინმე შენი დაქალი გამაცანიო, ხან მეორე. გავთავდი ქალი. ერთი ნორმალურია მაგ ბიჭებიდან და იმანაც მგონი ორი სიტყვა მითხრა, რაც გავიცანი. -შენ სულ როგორ უნდა ბუზღუნებდე გოგო. გააცანი შენც კიდე. -ვინ გავაცნო ხომ ვერ მეტყვი ჩემო ერთადერთო დაქალო? კი ამბობენ ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო, მაგრამ ასეთი სიფრიფანა, 20 კილო გოგო როგორ გავუყო იმ ოთხ ახმახს, ჰა? -ბოლოს წინა მერხი. დანელია რობაქიძე, დავიჯერო ისე კარგად იცით ბიოლოგია, რომ მოსმენას აღარ საჭირეობთ?-თავი წამოყო ნანამ. -უჯრედის გაყოფას განიხილავენ მასწ.-გავიგონე უკნიდან სიცილის ხმა. ვაიმე, ეს მომესმა თუ ჩემი ნეანდერტალელი კლასელი ეგაძეა? არა, მაგისთვის კი აჯობებს ისე მე სმენის პრობლემები მქონდეს. ციბრუტივით შევტრიალდი უკან. -ვაი, შე საცოდაო ეგაძე ჯობია გამასწრო ამ გაკვეთილის მერე, თორე ისეთს გიზამ ტომი და ჯერის ყურების დროს შენი გემართებოდეს. -კაი ახლა, ნუ გამოავლენ მთლიანად შენს ველურობასს, ოკეი? -ერთი სიტყვა გისწავლია ინგლისურში და 24 საათი სულ მაგას როგორ გაიძახი ბიჭო. მაცადე შენ, მაგ ბრეკეტებს აბადოკად გაგიკეთებ. -დანელია, დატოვე კლასი! -მააასწ.-პირი იმხელაზე გავაღე ლამის გამეხა. -სასწრაფოდ!-წარმომიდგენია კლასი როგორი სახით დავტოვე ყველაზე „უჟმურმა“ მაჭარაშვილმა ფოტო რომ გადამიღო. მივაყოლებ ეგაძეს. კლასის კარი დავხურე და მაროს ხმამაც არ დააყოვნა. -მისი ბრალი არ იყო. -როგორ ბედავ რობაქიძე? -მისი ბრალი არ იყო ნანა მასწ, ეგაძეა დეგენერატი და რა ანასტასიას ბრალია. -დროზე მიყევი დანელიას.-მარო გამარჯვებული სახით გამოვიდა კლასიდან. -შენ სულ ჩემი რაინდი როგორ უნდა იყო გოგო?-ლოყა მოვაგლიჯე ისე ვაკოცე. -იმისთვის კიარ გამოვსულვარ რო გაგენადგურებინე. აჰა ეს ჩანთა და ჩემთან წავიდეთ. -აი გამაგებინე, როგორ ახერხებ ამხელა ჩანთების ასე შეუმჩნევლად გამოტანას? -ჩემო ტუსა, რამე არის ისეთი, რასაც ვერ ვახერხებ? -ეგეც მართალია. ისინი სახლში არიან? -არა კაი ხანი არ მოვლენ სავარაუდოდ.-თვალები გადაატრიალა და გატენილ ავტობუსში შევეკვეტეთ. *** -მაია პრივეტ.-სამზარეულოში შევედი და მარიამის დედას მივესალმე. -კაპუჩინო 2 კოვზი შაქრით. -აუ იცით რაა.-გამეცინა და ბლინი ჩავკბიჩე. -ასე ადრე რატო მოხვედით? -გამომაგდო ბიოლოგიამ და ძაან კატასტროფა დღე არის დღეს და არ შეგვეძლო რა. -მარიამი სადაა? -აქ ვარ დე.-თვალები აუფახულა. -არ გიშველის „დე“. ლიკა გაიგებს 5 წუთში ამას. -აუ ვერ გაიგებს რაა.-კისერი გამოვიგლიჯე.-ან რანაირად გაიგებს ხუთ წუთში? -უნდა მოვიდეს, ყავა უნდა დავლიოთ. -აუ ძაან კაი ხელი გაქვს რა მაია- საჭმელს როცა ვუყურებ ყველანაირი პრობლემა თუ მოვლენა მავიწყდება. -კუჭის მონაა ეს, რა ეშველება?-ხელები მაღლა ასწია მარომ და დრამატულად იყვირა. -რა დინოზავრის ხმა აქვს ამ ბავშვს?-ვითომ ჩემთვის ჩავილაპარაკე. -ვაიმეეე, დინოზავრიც ხარ და გველეშაპიც. -მაკოოო.-შემოსასვლელიდან გაისმა დედაჩემის ხმა. ჩვენს დანახვაზე სახე შეეცვალა და მკაცრი სახე მიიღო მე სკამიდან ავხტი და კისერზე ჩამოვეკიდე. -ლიკუუ, მოხვედიიი, როგორი შეცვლილი ხარ გოგო.-აქეთ-იქით ვატრიალებდი. ისინი სიცილით კვდებოდნენ. -არ გიშველის რა ეგ აფერისტობები. მე მგონიხარ სკოლაში, ბიოლოგიის, არა უკვე ფიზიკის გაკვეთილზე და შენ აქ რა გინდა?-ჩემი სახის გამომეტყველებით მიხვდა ყველაფერს.-ნუ, როგორც ყოველთვის. რა ვუყო ამ ბავშვს რაა. -კაი დაანებე ლიკუ თავი და დაჯექი გაგიცივდება ყავა. მარიამ კარი გააღე. ჩემი ბიჭები იქნებიან. -ხო შენი ბიჭები.-გამოაჯავრა მარომ და კარები გააღო. პირველი ზუკა შემოჯლაგუნდა და უკან სამი ზევსის შთამომავალი შემოყვა. კიდე კაი ვიჯექი თორე ამათი შემხედვარე, ძირს ვიქნებოდი გართხმული ზღვის ვარსკვლავის ფორმაში. -ვაახ, ჩემი ალქაჯი და მისი მშობელი დედა აქ ყოფილან.-ლიკა ჩაკოცნა და მე ჩამბურჯღნა. ყურში მწარედ ვუჩურჩულე -არაა საჭირო უცხო ხალხში ნადირივით მოიქცე და ადამიანური ნორმები დაივიწყო. -კაი ნუ გახდები ახლა იების კონა.-ვაიმე ამ ბიჭს 20 წლის ასაკში გამოვასალმებ სიცოცხლეს.-ბიჭებო გაიცანით ეს ჩემი არაბიოლოგიური დაა ანასტასია, მაროს გადაფსკვნილი დაქალი და ეს ლიკუნაა ჩემი მეორე დედა, გოგოებო გაიცანით ესენი არიან მიშო ქურდაძე, ლუკა ჟვანია და ანდრია მეტრეველი.-ზუკას საჩვენებელმა თითმა სახელი ანდრიას ხსენებისას მარჯვნივ გადაინაცვლა და მეც სიცხემ 67-მდე ამიწია. ჩვეულებრივად არაჩვეულებრივი იყო ეს ბიჭი. ნუ თითები ჰქონდა? სასწაული. და თვალები? „ვაბშე“. მაროს სახემ გამომიყვანა მდგომარეობიდან, რომელიც მატყობინებდა რა ჯანდაბას ვაკეთებდი. 15 წუთში ერთ მაგიდასთან ვისხედით და ვლაპარაკობდით. არა, „თ“ არა, ლაპარაკობდნენ. მე ჩვეულებრივად „გამოძეგლებული“ ვიჯექი. -დე, წავიდეთ ხო?-ჩუმად მკითხა ლიკამ. -ოპ, ოპ, თქვენი გაცნობა არ აღვნიშნოთ? ლიკუ, მეწყინება იცოდე. მაკო, მიდი რა ჩვენი ღვინო მოიტანე.-ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მესამეს მეოთხე და მეხუთე ჭიქაზე ზუკა ამაყად ადგა ფეხზე და ლაპარაკი დაიწყო. -არ შემიძლია ჩემი ბიჭის, ლაშას სადღეგრძელო რომ არ ვთქვა რა-ცივმა ოფლმა დამასხა.-ჩემი ლაშასი და არამარტო ჩემის, ახლა ზემოდან რომ გვიყურებს ყველას, ჩემი ძმის, რომელიც საუკეთესო იყო „ვაბშე“ მთელ გალაქტიკაში რაა. უსამართლობაა ახლა აქ რომ არ ზის და იქ რომ არის. ჩვეულებრივად მოსიარულე პატრიოტი და სიმართლე იყო ეგ ბიჭი. არ ვიცი, თქვენ, ბიჭებო არ იცნობთ ლაშას კარგად და ვერ მიხვდებით ვინ იყო ის ჩვენთვის. ვიცი ახლა ერთს მაგრად ეწვის გული და ჩემი მოკვლა უნდა მისი ხსენებისთვის, მაგრამ ჩემო გოგო შენც ხომ იცი, რომ ლაშა შენზე აფრენდა? ერთი ტუსა და გაფრენილი იყო მარსზე. ბიჭებო, იცით როგორ უყვარდა ლაშას ტუსა? იცით როგორი ურთიერთობა ჰქონდათ? არაამქვეყნიური. ტუსას ლაშა ეკერა პირზე და ლაშას ტუსა. ნუ მოკლედ, ჩემს ბიჭს გაუმარჯოს, ჩემს ღიმილა ბიჭს.-ჰაერი საერთოდ არ მყოფნიდა. ყველაფერი იდღაბნდებოდა ირგვლივ. ძლივს შეკავებული ცრემლებით და გაყინული ხელებით სირბილით დავტოვე ოთახი. ზუკას ხმა გავიგონე მაროს რომ ეუბნებოდა აცადე, მარტო იყოსო. აივანზე გავედი და ცრემლებს გზა მივეცი. მერამდენეჯერ უნდა მეტკინოს გული ასე? რატომ უნდა გეძებდე ცაში და რატომ არ ხარ ჩემ გვერდით... თბილისი ისევ ვერაფერს ვერ ამბობდა და ისევ უცნაურად დუმდა... ან არ ამბობდა... -ზუკ, გამომყევი ერთი წამით რა.-ფეხზე ანდრია წამოდგა და ზუკასთან ერთად სამზარეულოში წავიდა.-გამარკვიე რა ყველაფერში. ლაშას ვიცნობდი, მაგრამ ტუსა? -ბიჭო, გახსოვს ლაშა რომ გვეუბნებოდა ტუსაზე? გამორიცხულია არ გახსოვდეს. კაი და, ტასო არ გახსოვს, ჩემი ტასოო რომ ამბობდა. -მახსოვს, კი. -ჰოდა ეს გოგოა ანდრია ტასო. ეს გოგოა ლაშას პატარა ტასო. გახსოვს ლაშა სულ რომ მასზე ლაპარაკობდა ჩემი პატარა დაიკოაო. რამდენჯერ გვირბენია ჩუმად ტუსას საქმეებზე.-თანდადან ეღიმება-შენ რომ ამბობდი, გოგო არ მყავს ვაბშე ნანახი და საქმეებს ვუგვარებო. -მოიცა, ეს გოგოა?-თვალები დაქაჩა მეტრეველმა. -ეს გოგოა ჰო, ეს გოგო. მთელი ცხოვრებაა ერთმანეთს იცნობდნენ, მამები არიან ძმაკაცები რა და შესაბამისად ოჯახები ძაან ახლო. ყოველთვის, რაც თავი მახსოვს, ლაშა ტასოს იცავდა და სულ თმებს ჭრიდა ბოლოებში.-თვალზე ცრემლი ადგება რობაქიძეს.-მერე გაიზარდნენ და უფრო მაგარი ურთიერთობა გაუხდათ. სულ ეჩხუბებოდა ტუსა, ნუ გაქვს ცუდ ბიჭებთან ურთიერთობაა, სულ ეშინოდა. მოკლედ ხვდები ალბათ რაა არაამქვეყნიური და-ძმობა ჰქონდათ. ერთ დღეს ტუსა მოდის სირბილით ჩვენთან, ლაშა ცუდი სიზმარი ვნახე და გარეთ არ დაგინახოთ არც ერთი გასულიო. ჩვენ მაგრად გაგვეცინა, მაგრამ სინამდვილეში რა გვაცინებდა. რა დაგესიზმრაო რომ ვკითხეთ, აეტირა და სლუკუნით თქვა ვითომ ლაშა მოკვდაო. ესეც იმენა ჩაეხუტა და უთხრა, ეგ არ მოხდება იცოდეო, გამორიცხულია ისე წავიდე ამქვეყნიდან თბილისი არ შეგაყვაროო. ტუსა ვერ იტანს თბილისს. ჰოდა გამორიცხულია მარტო დაგტოვოო. სიმართლე გითხრა გულში ცუდად მომხვდა ტუსას ეს სიტყვები და ტუსას წასვლის შემდეგ რომ ვუთხარი ლაშას გეხვეწები ნუ ხარ ქალიო. იმ საღამოს უნდა შევკრებილიყავით ყველა. 10 საათი ხდებოდა ტუსას რომ დაურეკეს და უთხრეს ბოლოჯერ დაემშვიდობე შენს ლაშასო, ტუსას კატასტროფა დაემართა და მგონი 200ით წავიდა მითითებულ მისამართზე. რომ მივიდა ხაოდა, მუხლებით მიხოხდა და ბოლო ხმაზე კიოდა, ირგვლივ აღარავინ აღარ იყო. ლაშამ ერთი წინადადების თქმაღა მოახერხა. მე ვერა, მაგრამ სხვა შეგაყვარებს თბილისს გპირდები, უზომოდ მიყვარხარო, იმის მერე ლაშას ხმა აღარ გაგვიგია. 1 წელი გავიდა იმ დღიდან, ხვდები ალბათ როგორ ვიყავით, ყველა გავნადგურდით, ტუსა საერთოდ. ახლა უკეთესადაა, მხოლოდ იმიტომ რომ ამბობს ლაშა დამესიზმრა და მეჩხუბა ნუ ტირიხარო, კაროჩე ასე იყო რა.-ზუკამ ცრემლი სწრაფად მოიშორა და გაფითრებულ ძმაკაცს მხარზე დაჰკრა ხელი.-წამო, წამო გავიდეთ. *** -როგორ ხარ?-მეორე დილით, კლასში ახალ შემოსულ ტუსას მარიამი გადაეხვია.-ვინერვიულე შენზე. -უკეთესად ვარ, ნუ ნერვიულობ. ცოტა უხერხულად კი გამომივიდა, მაგრამ უნდა წავსულიყავი რა. კევი გინდა? -ორი მაშინ. კაი გოგო, რას ამბობ რა უხერხულად. დაჟე ანდრიამ თქვა მარტო რატო გაუშვით, გეთქვათ და მე გავიყვანდიო. -რა თქვა?-პულსაციამ მოიმატა. -მარტო რატო გაუშვითო, დაყრუვდი? -არა, უბრალოდ ეგაძის ღრიალში ვერ გავიგე. -კაი იყოს ეგრე.-ეშმაკურად ჩაეღიმა. -ჯანმრთელობაში როგორ ხარ შენ? -რავი, არ ვუჩივი. მშვენივრად დავინახე შენი რეაქცია ანდრიას დანახვაზე. -ღმერთმა დამიფაროს, რომ რეაქცია არ მქონდეს ეგეთი ბიჭის დანახვაზე. -ნუ იშტერებ თავს რაა.-ხელი აიქნია მარიამმა.-შეჭამე ბიჭი თვალებით. -კობრა ხარ რაა. ახალგაცნობილ ბიჭს დავაკვირდი და ძალადობაზე დამდო ბრალი. -მე ძალადობა არც მიხსენებია გოგონი, ეგ შენთვითონ თქვი-თვალი ჩამიკრა და სკამზე დასკუპდა. არა, როგორ მივახრჩო ახალგაზრდა გოგო? *** სახლში ისე შევვარდი დედაჩემი გამოვარდა ცხელი ტაფით ხელში. არც მიმიქცევია ყურადღება ისე მოვისროლე ჩანთა და ტუალეტში შევვარდი. -ლიკა რა მეშველებოდა ტუალეტი რომ არ არსებობდეს?-სამზარეულოში გაღიმებული შევედი. -დე, რა დაგაკელი?-დრამატულად შემომხედა, რაზეც სიცილი ამიტყდა.-მიდი, ჭამე ეს კატლეტი, სიგნალიზაციები უნდა დააყენონ ახალი. -მერე მე რა შუაში ვარ? ან რათ გინდათ ეს სიგნალიზაციები, რაც არის არ გვეყოფა? -არ იცი გოგა როგორია? 3 კვირით მივდივართ მივლინებით და შენ მარტო რჩები. გამოიტანე ახლა დასკვნა. -აუ, გამომკეტავენ ახლა აქ რაპუნცელივით. არ მინდა დედა არ ვარ 9 წლის, ვაახ.-თვალები გადავატრიალე და კატლეტი პირში გავიქანე. -ბევრს ლაპარაკობ, ამხელა სახლში საშიშია მაინც მთელ ეზოს ხოარ უყარაულებ. გოგო რამდენჯერ უნდა გითხრა, ნორმალურად ჭამეთქო? -როდის მიდიხართ?-თემა შევცვალე უცებ. -ბილობილი დალიე რომ შეჭამ, შენს სკლეროზს უშველის. დღეს ღამეთქო მერამდენეჯერ უნდა გითხრათ? -ეჰ, როგორ არ მინდა რომ წახვიდეთ რაა. აუ, ლიკუ რას ჩამომიტან?-თვალები ავაფახულე. -ზღვის ნიჟარებს, დე. -ზღვის ნიჟარებიან კაბას, გინდოდა გეთქვა ხო, ალბათ? მაგრამ იცი, მირჩევნია ყვავილები ეხატოს რა. რას დგახარ აქ წადი მიდი ჩაალაგე ჩანთა და მე შევწვავ მაგას.-კაი დიასახლისივით გავიკეთე წინსაფარი და გაზქურის წინ დავდექი. -კვერცხი ვერ შეგიწვია, ჯამი მიმიწვი გაზზე და კატლეტს შეწვავ?-მეორე სართულზე ასული, იქიდან მიყვიროდა. გამაგიჟებს ეს ქალი. *** წინ მარტოობის 3 კვირა მელოდა. როგორც კი ჩემები გავაცილე, ოთახში შევედი და დავიძინე. მგონი მთელი საუკუნე მეძინა. რომ გავიღვიძე, ახალშობილივით აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს. საათის ისრები საღამოს 6 საათს უჩვენებდა. ლოგინიდან წამოვხტი და პიჟამოებით ქვევით ჩავვარდი. სიტუაციის რელურობაში მაშინ დავეჭვდი, მისაღებიდან არაამქვეყნიური სიცილის ხმა რომ გავიგე. დაფეთებული ჩავვარდი ჩემი უმოკლესი პიჟამოს შორტით, მისი გამჭირვალე ზედით და იატაკის ჯოხით ხელში მისაღებში. რა დამხვდა? ამ დეგენერატების სხდომა. -ტასოოოო.-ელარჯივით გაიწელა მარო. -გოგო შენ ავადმყოფი ხოარ ხარ? გამისკდა გული.-ჯოხი იქვე მივაგდე და დივანზე დავეხეთქე.-გამარჯობა.-უხერხულად მივესალმე ბიჭებს. -დედაშენმა დამირეკა მიდი გთხოვ მარტოა, მე რო მოვედი მკვდარივით გეძინა და ამათ დავურეკე. -ჩვენ გვეგონა მოკვდი იმდენი ხანი გეძინა და გასვენების ამბებს ვაწყობდით-ლაპარაკში ჩაერთო ზუკა. -ხო აი ხასიათზე შეგეტყოთ. ბიჭებო ყავას დალევთ?-„შეკვეთები“ დავიმახსოვრე და სამზარეულოში გავიძურწე. მაროც გამომყვა. -არა, ხომ მაგარი გოგო ვარ ჰა?-ხელები გაშალა და წინ დამიდგა. -მარო რას ცდილობ? ქათამს გავხარ მაგ პოზაში. -უმადურობის ზენიტში ხარ დანელია რა, მე აქ ბიჭი მოგიყვანე და შენ რაებს იძახი.-ისეთი რეაგირება მქონდა მის წინადადებაზე ჯამი დამივარდა ხელიდან და ზუკამ გამომძახა ცოცხალი ხო ხარო. -შენ კი მაჭანკლობის პიკში. მაოცებ ჩემო დაქალო, მაოცებ. -აღიარე, რომ მოგწონს! -ვინ გოგო, სიცხე ხომ არ გაქვს? ანდრია? -აი, პირდაპირ მატრეველზე იფიქრე. ოხ, რა ცუდი მატყუარა ხარ რაა. -მარო ძალიან გთხოვ შენი ნებით დატოვე სამზარეულო სანამ ციხეში ჩავჯექი დაქალის განზრახ მკვლელობის გამო.-თვალები დავუქაჩე და ისიც მისაღებში გავარდა. -არა, ხედავ ტიპმა ანდრია მოგწონსო, თან ანდრია, ვიღაც ერთი დღის გაცნობილი ღვთიური სიმპათიურობის მქონე არსება.-ჩემთვის ვფიქრობდი ჩახველების ხმა რომ გავიგე. ეს აშკარად მარო არ იქნებოდა, არც ზუკა და არც ბებიაჩემი ლალი. ოღონდაც ანდრია არ იყოს, ოღონდაც ანდრია. ბოხი ხმის გაგონებისას ყველაფერი თავზე დამექცა. -არა, პირველივე დღეს მივხვდი, რომ შენზე დიდი შთაბეჭდილება მოვახდინე, მაგრამ ასე თუ გაგიჟდი ჩემზე არ მეგონა, ანა!-ანაო? ან რა იბოდიალა ამან საერთოდ ახლა? -უკაცრავად? მისმენდი?-„სწერვა სიფათი“ დავკერე და ყავის ჭიქიანად შევტრიალდი. -არა უბრალოდ ვიფიქრე, წყალს დავლევთქო.-ირონიულად გამიღიმა და ამათვალიერა. -წყალს და ონკანს ვგავარ? -არა, რატო?-აშკარად დაიბნა. -აბა რას მათვალიერებ? -ცოტა ცივილურად ანა, ცივილურად.-გვერდზე „გამწია“ და წყალი ჩამოასხა.-ლამაზი ფერისაა. -რა არის ლამაზი ფერის? -შენი შორტები, თუ შეიძლება შორტები ვუწოდოთ.-ირონიულად გაეღიმა და სამზარეულო დატოვა. ისე გავმწარდი და ისეთი სურვილი მქონდა ეს ბიჭი მიმეხრჩო, მშიერ ნიანგს რომ არ ჰქონია ხორციანი ანტილოპის ჭამის დროს. მაცადე, მეტრეველო, მე შენ გაჩვენებ! დამაცადე. ოთახში ნაზი ღიმილით შევლასლასდი. წვეთი წყალი არ ჰქონდა დალეული ვაჟბატონს. ყველას დავურიგე ყავის ჭიქები და ანდრიასთვის რომ უნდა მიმეწოდებინა, „შემთხვევით“ გადავასხი. ატყდა ერთი ამბავი, ყველა სიცილით კვდებოდა, მე კი „შეწუხებული“ სახით ანდრიას ვუბოდიშებდი. როდესაც ხელსახოცს ვაწოდებდი ჩუმად ვუჩურჩულე. -მეთამაშები? ჰოდა, 1-1. *** 1 კვირა ჩვეულებრივ კატა-თაგვობანაში გავატარეთ. ხან ვინ ხვდებოდა მსხვერპლი, ხან ვინ. სამწუხაროდ ერთ დღეს მთელი ჩემი კოსმეტიკის გამოყენება დამჭირდა ანდრიას გასალამაზებლად, მაგრამ იმდენად კარგად გამომივიდა აღარ დავეძებდი. თითქოს მე და ანდრია სცენაზე ვთამაშობდით და დანარჩენები მაყურებლები იყვნენ. თავიდან ყველა ძალიან ვხალისობდით და ყველას მოგვწონდა ეს „თამაში“, სანამ არ გავაანალიზე, რომ ძალიან ღრმად შევტოპე და უკვე ჩვევად მქონდა ანდრია. *** -შენები როდის ჩამოდიან?-აივანზე მე და მარო ვიჯექით და ყავას ვსვამდით. -ორ კვირაში. -მერე რა გეშველება ერთი. -რატო? რაზე ამბობ?-მშვენივრად ვხვდებოდი რასაც გულისხმობდა. -ანდრიასაც ვეღარ იქნები ეგრე ხშირად.-არ მესიამოვნა. -რატომ? ჩემი მეგობარია და ჩვეულებრიბადაც ვიქნები. -მეგობარი? დარწმუნებული ხარ? -რა გინდა მარო?-ვხვდები, რომ სადაც იყო ავფეთქებოდი. -მე კი არა, შენ რას აკეთებ ხვდები? ერთი კვირაა, მეტი მგონი, დებილურად იქცევით. თავიდან ვხლისობდით, მაგრამ მერე ყველამ შევამჩნიეთ რომ ცოტა რადიკალური სიტუაციაა თქვენთან. ახლა არ მითხრა ანდრიას ისე ვუყურებ, როგორც ჟვანიას, ქურდაძეს და შენს ძმასო თორე მოგკლავ. -შენ რაღაცები გელანდება, იცი?-ხელები გამიცივდა. განა მე არ ვხვდებოდი? -არაფერიც არ მელანდება, პროსტა შენ გგონია ძაან მარტივად ყველაფერი, გგონია, რომ ესეთი ურთიერთობა გექნებათ სულ და არ დაიღლებით. მშვენივრად ვიცი, მოგწონს და რას აკეთებ? ჯერ ეწუნკლები, არ ეკარები, ენაგლები და როცა ყურადღებას არ გაქცევს გწყინს, კაი მამენტ, ჯერ არაფერი, მაგრამ ანდრიასაც უხერხულში რო აგდებ არა? ვეღარ გაიგოს როგორი ურთიერთობა დაიჭიროს შენთან. დაფიქრდი ცოტა, გეყოთ კატა-თაგვობანა. -სრული აფსურდია ეგ ყველაფერი მარო, გაიგე? ჩვენ ასეთი ურთიერთობა გვაქვს მე-გო-ბრუ-ლი. დამანებე ახლა თავი და მოეშვი მაჭანკლობას. -აუ წავედი რაა, ძაან არეული ხარ შენ. მე გაგაფრთხილე, გკოცნი. და რა მერე, თუ ასეთი ურთიერთობა გვაქვს? თუ ცოტა გაჭედილები ვართ? მერე რა რომ არ მომწონს სხვასთან რომაა? მერე რა რომ მინდა სულ აქ იყოს? სულ ველაპარაკო? მერე რა... არაფერია, მერე რა. დალაგდება რა... არ მიყვარს! არც მომწონს! ალბათ... *** -ანდრია მოგკლავ, ტელეფონი დამიბრუნე.-ბოლო ხმაზე უსირცხვილოდ გავკიოდი ქუჩაში. -მაშინ მითხარი, რომ ყველაზე მაგარი ბიჭი ვარ. -არა, არ ხარ. დამიბრუნეთქო, ანდრია, ვერ დავრბივარ ქუსლებზე. -მოიცა პაროლი რა ექნება ახლა ამას? თუ პირდაპირ დავბლოკო? -ანდრია დაგასამარებ იცოდე!-ორივე გიჟებივით დავრბოდით. ის მირბოდა, მე უკან მივკაკუნებდი. უცებ შეჩერდა და მეც ინერციით ზედ ავეკარი. -ჩემზე ძალადობ ქალბატონო! ეს ტელეფონი მე მექნება სანამ არ...არ...არ ჩამეხუტებიი!-სიტყვა გაწელა და ხელები გაშალა. პატარა ბავშვი იყო, მეც მთვარლი ვიყავი და... -სულ ჩამეხუტე ხოლმე, რა.-ალბათ ისიც მთვარლი იყო, თორემ... გამაცია. გამაცხელა. ენდორფინების რაოდენობა ჩემს ორგანიზმში პიკს აღწევდა. *** -ლიკაა, სად ხარ? -სამზარეულოში ვარ, შემოდი. -აუ რა კაი სუნია.-სამზარეულოში შევხტი და სკამზე დავჯექი. -ტასო, დე მომიყევი რამე რა.-გამიკვირდა, არ ახასიათებდა ლიკას „ასეთები“. -რა იყო დე?-გამეცინა -არაფერი, დე შეყვარებული არ გყავს?-სკამიდან გადავყირავდი. -ლიკა რა ხდება? არა, არ მყავს საიდან მოიტანე? -ისე, არ შეიძლება? გიორგი რომ არის გამცემლიძე ხომ იცი, ჩვენი ახლობელი, კაი ბიჭია ხო? -ბატონო?-ყბა ჩამომივარდა. -არაფერი, ისე აღვნიშნე.-გულმა დამარტყა. -დედაა, რაებს ამბობ? -რას ლაპარაკობთ მეც მითხარით აბა.-სამზარეულოში მამაჩემი შემოვიდა. -მამა დედას უთხარი რომ რაღაცეები ელანდება და ზედმეტ ნამიოკებს მირტყამს. თქვენ ილაპარაკეთ ერთად, მე წავალ. ესღა მაკლდა, რა! *** -მე ნიცაში მინდა. -რა დეგენერატი ხარ მაინც, გამიხეთქე გული. -შენ სად გინდა? -არ მისმენ ხო?-გამეცინა. -ვაბშე არ მიცნობ იცი? მარტო ის იცი, ამერიკაში გადაკარგული ზუკას ძმაკაცი ანდრია მეტრეველი რომ ვარ 20 წლის.-მწარედ გაეცინა. -ხანდახან არცაა საჭირო ადამიანს კარგად იცნობდე. მე სულ არ მჭირდება დამატებითი ინფორმაცია შენზე, ისედაც კარგად ვგრძნობ შენთან თავს.-გაეღიმა. მე საერთოდ არა. დაატიე ხოლმე ენა ადგილზე რა. -ლამაზი ხარ, ანა. -ანას რომ მეძახი მგონია სხვას ელაპარაკები. -არაფრის.-გაეცინა, ამჯერად მეც. -სახლში მიმიყვანე რა. ოღონდ ორასით ნუ ივლი, გთხოვ. -გეშინია?-მზრუნველად გადმომხედა. -არა უბრალოდ, რაღაცნაირად არ მსიამოვნებს. -ჩემთან ერთად ნუ შეგეშინდება.-გზას უყურებდა. საოცარი პროფილი ჰქონდა. ახლა დავაკვირდი, ტუჩზე შრამით. -შრამი საიდან გაქ?-არ მოელოდა. -ბავშვობიდან.-იყო მოკლე პასუხი. -მომიყევი როგორ მოხდა -მაგიდას ჩამოვარტყი. -უი, ცუდია. გიხდება, ისე. -პირველი ხარ ვინც მეუბნება. -ჰოდა ძალიან კარგი, იცოდე, რომ მე მომწონს.-საერთოდ არ ვიყავი ნასვამი და რა ჯანდაბა მატლიკინებდა? -მარტო შრამი? ჰო კაი რა იყო რა სახით ხარ, ვიხუმრე. მოვედით. ნეტა იცოდეთ როგორ არ მინდოდა გადასვლა. მესიკვდილებოდა ახლა ანდრიასთან დამშვიდობება. რაღაცნაირად სხვანაირად მაკანკალებდა და მიფრიალებდა მთელი მუცელი, ორგანიზმი დაოკებული ემოციების გამომჟღავნებას ლამობდა. -მეც ნიცაში მინდა, თან ძალიან. ერთად წავიდეთ როდესმე.-ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან თავქუდმოგლეჯილი გადავხტი. *** 3 თვეა უკვე ჩვეულებრივად ვეღარ ვიძინებ და ვეღარ ვიღვიძებ. ჩვეულებრივად ვეღარ ვრეაგირებ შენზე. მიგეჩვიე ან უბრალოდ „დაგიჩემე“. რაღაცნაირად შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში და რაღაცნაირად მიტრიალებ ყველაფერ დალაგებულს. ყოველთვის მცივა, როცა არ ხარ ჩემთან და ყოველთვის ვიწვი, როცა შენს გვერდით ვარ. მომწონს შენი ხმა და შენი ლაპარაკი, მომწონს შენი სიარული და გამოხედვა. ნერვებს რომ მიშლი ეგეც მომწონს. არ ვიცი ამას რა ჰქვია. სიგიჟე? მიჩვევა? სიყვარული? სულერთია ჩემთვის რას დაარქმევ ამას, მე არ ვიცი რა არის მიყვარდეს ბიჭი და დღემდე ვერ ვხვდები ამას, ან ვხვდები და არ ვაღიარებ. თუ ეს ის მიწიერი, დიდებული გრძნობაა, რასაც ადამიანები სიყვარულს უწოდებენ, მე სრულ მორჩილებას ვუცხადებ მას, რადგან მან ჩემში ბოლომდე გაიდგა ფესვები, დამიმონა და უცნაური გამხადა. გამხადა ადამიანად, რომელსაც ჟანგბადთან ერთად დიდი დოზით სჭირდება ანდრია. თუ ეს სიყვარულია, დაე მიყვარდე ისე, როგორც არასდროს, არავის არ ჰყვარებია არავინ... *** ჩვეულებრივი ღამე იყო. ან საერთოდ არ იყო ჩვეულებრივი. გვიან დაშლილები, პირდაპირ სახლებში წავედით. ჩემებს ძილინებისა ვუსურვე და დასაძინებლად წავედი. საერთოდ არ მიძინია. დებილივით ვიწექი და ვფიქრობდი, ოღონდ რაზე ან რატომ არ ვიცი. მარო მირეკავდა, დაფეთებული ავიღე ტელეფონი და ცუდი ამბის მოლოდინში გავიყუსე. -ვიცი გაგაღვიძე, მაგრამ რა დამაძინებდა. -რა იყო ადამიანო, ამოღერღავ? -აუ, ანდრია გიყვარს ჰო?-დავიბენი, დავიბენი ისე რომ პასუხს ვერ მოვაბი თავი.-თუ ჩემი და ხარ ამოიღე ხმა რა და სიმართლე მითხარი. -მიყვარს კი.-უცნაურად ვიგრძენი თავი ჩემს მიერ თქმულ სიტყვებზე. -ვიცოდი, იმენა ვანგა ვარ. ხოდა მისმინე, ზუკას ლაპარაკი გავიგე, ანდრიას ელაპარაკებოდა, ამერიკაში აპირებს მგონი დაბრუნებას და ცოტა რომ გაინძრე არაფერი მოგივა. რა ვიგრძენი? ყველაფერი. იმედგაცრუება, შიში, სიყვარული, მომავალი მანძილი, გატეხილი გული შიში, ადამიანის დაკარგვის შიში. გაუაზრებლად გავთიშე ტელეფონი და ადეკვატურად მოქცევა დავიწყე. შუქი ავანთე და ოთახი დავალაგე. დავწექი და დაძინებას ვეცადე. რას ვცდილობდი? ვერ გეტყვით. უბრალოდ ვიცოდი, ამერიკაში ანდრიას დაბრუნებას ვერ გადავიტანდი. *** -გიყვარს?-ოთახში სამი ბიჭი პასუხს ელოდა, პასუხს, რომელიც ყველამ კარგად იცოდა. -რა ქალებივით იქცევით, ტო.-სიგარეტს გაუკიდა ანდრიამ. -ვერ მეტყვი, რომ ტასოს ისე უყურებ, როგორც მაროს. აფსურდია ბიჭო ეგ ამბავი.-გაეღიმა ზუკას. -ბაზარი არაა ეგრეა, მაგ გოგოზე ვაფრენ, მაგრამ ეს სიტყვები რა საჭიროა? რამეს ცვლის? ძაან კარგად იცის, რომ სხვანაირად ვუყურებ, პროსტა გოგოა და უნდა რომ ეს ყველაფერი გამოვაშკარავო, არ მინდა მისთვის ერთფეროვანი ვიყო, ჯერ თვითონაც მინდა ჩამოყალიბდეს, აღარ ვარ პატარა თამაში მინდოდეს და არც ანაა ჩვეულებრივი. -წასვლას აპირებ?-საუბარში ჟვანია ჩაერთო. -არ ვიცი, მინდა, რომ ცოტახანი უჩემოდ იყოს. -თავს ანატრებ ბიჭო? -არა უბრალოდ, ასე უფრო გავიგებთ ერთმანეთის მნიშვნელობას, უფრო დალაგდება ისიც და მეც, დამიჯერეთ ასე აჯობებს. არ მინდა მისთვის ერთ-ერთი ვარიანტი და თაყვანისმცემელი ვიყო. მინდა იცოდეს, რომ თუ ვიქნები მე, ვერ იქნება სხვა და მისთვის ეს რთულია, იმიტორო მთელ უბანს უყვარს. -ყოველთვის ძაან „სტრანნი“ რატო იყავი მეტრეველო?-ღიმილით თქვა ქურდაძემ და არყის ბოთლი მაგიდაზე დადო. *** გაზაფხული იყო. მაისი. იმდენად კარგი ამინდი იყო, ღამის 10 საათზე ნუცუბიძიდან მარტო მოვდიოდი, ყურსასმენების გარეშე! ტელეფონი აწკრიალდა. ეკრანს A.M. დაეწერა და მეც გაორმაგებულად ვიგრძენი ჩემი გულის ცემა. -ჰო, ანდრია. -დავიჯერო ამ ღამეში მარტო სიარული ძაან უსაფრთხოა თბილისში?-გაკვირვებულმა აქეთ-იქით დავიწყე ყურება. -ცოტა მარჯვნივ.-სიცილით მითხრა. გავიხედე და ანდრიას მანქანა დავინახე. ღიმილით ჩავჯექი, ნაზად გადამკოცნა, საოცარი სურნელება ჰქონდა. -მითვალთვალებ ანდრია?-გამეღიმა, მასაც. -ეგრეა ჩვენთან ანა?-შევიშმუშნე. -არ ვიცი, რა არის ჩვენთან-ბოლო სიტყვა საკმაოდ ირონიულად ვთქვი და დავინახე როგორ დაიძაბა. -იცი, უბრალოდ არ აღიარებ. -ანდრია, ჯერ-ჯერობით ადამიანების აზრების წაკითხვა არ შემიძლია რა.-მკვახედ ვუთხარი და ფანჯარა გავაღე. -არცაა საჭირო, ისედაც ნათელია. -რაღაც ვერ ვატყობ.-რა მასწერვებდა არ ვიცი, უბრალოდ გაურკვევლობა მღლიდა. -რატო გინდა ვიჩხუბოთ? -რაზე შემატყვე, რომ შენთან ჩხუბი გინდა? -ჩემგან სიტყვებს რატომ ელოდები? დავიჯერო ისე ვერ ხვდები ანა ყველაფერს? რატომ გინდა ყველაფერს სახელი დაარქვა და გააოფიციალურო, არ მოგწონს ჩემთან? თქვი. უბრალოდ მეც ვიცი, რომ ასე არაა. ნუ იქნები ჩვეულებრივი, როცა არ ხარ. ვიცი, რომ ყველაფერს 100 პროცენტით ხვდები. დამიჯერე სიტყვები არაა საჭირო ჩვენთან ანა.-სახლთან გააჩერა მანქანა. -ანას ნუ მეძახი.-უტეხად შევხედე თვალებში. დამეფიცება, მტელ ტანში მაკანკალებდა. -როდის აქეთ აღარ მოგწონს ჩემი დაძახებული ანა?-სახე აელეწა. -დღეიდან.-მკვახედ ვუპასუხე და მანქანის კარი „ჩამოვიღე“. ბორბლების ხმამ, ჩემს ოთახშიც შემოაღწია. რა მატლიკინებდა? რატომ ავცანცარდი? ან საერთოდ რას ვითხოვდი ანდრიასგან? კი, მინდოდა ეთქვა მიყვარხარო ან მომწონხარო, მაგრამ... ვიცოდი, რომ მართალი იყო, ვიცოდი, რომ ყველაფერი აგვერეოდა, ისედაც არეული გვქონდა. ოხ ეს მაგრამ.... არ ვიცი ქალური პრინციპები იყო ეს, თუ ჩემი სიჯიუტე... თუ... *** -ტასო რა გინდა? მართლა ვერ ვხვდები.-არ ნებდებოდა მამაჩემი. -არაფერი, უბრალოდ მე არსად წამომსვლელი არ ვარ!-ბოლო ხმაზე გავკიოდი სახლში. -ოჯახის ახლობელია გოგო, რა დაგემართა?-ოთახში ლიკა შემოკაკუნდა. -რაღაც ძაან მოგწონთ თქვენ ეგ ბიჭი.-ირონიულად ვუთხარი და სავარძელში ჩავჯექი. -და რატო არ მომეწონება? კარგი აღზრდილი, კარგი იჯახით, კარგი პროფეს... -ლიკა გაჩერდი! თქვენ რა, გამცემლიძეს მირიგებთ?-ისტერიული სიცილი ამიტყდა. -რას ნიშნავს გოგო გირიგებთ? უბრალოდ გვინდა გაგაცნოთ, მოხდა რამე?-აიფოფრა დედაჩემი. -ჰოდა, თქვენ გაიცანით უკეთესად რა, არსად არ მოვდივარ!-ვთვქი და ოთახში ავვარდი. 15 წუთში ლიკა შემოვიდა. -დე, ტასო, შენ თუ მეტყვი, რომ ვინმე სხვა გიყვარს...-გული ამიჩქარდა.-ჩემთან ლაპარაკი ხომ არ გინდა? -გაგვიანდება შენ.-ასლუკუნებულმა ვუთხარი. -მოიცდიან გამცემლიძეები.-გაეღიმა.-უკვე რამდენი ხანია გატყობ არეული დადიხარ, ჩაფიქრებული? იქნებ დაგეხმარო? რჩევა მოგცე. -არაფერი არ ხდება ლიკა. -ხშირად მოყავხარ ზუკას ძმაკაცს, ანდრიას სახლში, როცა მასთან ყოფნის შემდეგ სახლში ბრუნდები უცნაურად ხარ. რამე ხდება და მიმალავ? -არაფერიც რომ არ ხდება ეგაა საქმე.-წამოვიწიე და ლოგინზე დავჯექი. -აჰაა, გასაგებია. მიდი ცოტა კიდე მომიყევი რამე. -არაფერი, უბრალოდ რაღაცნაირად ვართ, ხან ვფიქრობ, რომ ვუყვარვარ, ხან... უცნაურია, არაფერს არ ამბობს, შეუძლია დამირეკოს და მითხრას ჩამეხუტეო და მეორე დღეს ჩვეულებრივად მომექცეს. მე კიდე, მიყვარს ჰო და ავირიე, ვეღარ გავიგე... -იცი, მე ეგ ბიჭი თავიდანვე მომეწონა, რაღაცნაირად ძალიან თავშეკავებულია. შენ ელოდები როდის აგიხსნის სიყვარულს?-ღიმილით მკითხა. -არა, უბრალოდ.... -უბრალოდ არა. ვიცი შენ გინდა, მან ყოველთვის შენ მოგაქციოს ყურადღება, შენ გიყუროს, გითხრას ის, რაც გინდა, რომ გითხრას, მაგრამ არ ფიქრობ, რომ სწორად იქცევა? წარმოიდგინე ტასო, ყველაფერი ერთად რომ დაგაყაროს, მიყვარხარო გითხრას, აირევით. ვეღარ იქნებით მერე ისეთები და შენ გეტკინება. გიფრთხილდება ტასუ, არ უნდა დაგაბნიოს და გაცდის. -და იქნებ საერთოდ არ ვუყვარვარ?-ტანში გამცრა ამის გაფიქრებაზე. -მე ვუყურებ და ვხედავ მის თვალებს, როგორ გიყურებს. რადგან არ გეუბნები ამას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიცი. მე დედა ვარ და დედის გული ყოველთვის გრძნობს. დამიჯერო ტასო, ნუ იქნები სიტყვებზე დამოკიდებული, მთავარი ქმედებაა და მე ვხედავ, რომ ანდრია მოქმედებს. -ლიკა რას შვები? გათენდა.-ოთახში თავი მამამ შემოყო. -მოვდივარ ჰო. არ ინერვიულო შენ.-ჩუმად მითხრა და ოთახი დატოვა. იმ ღამეს ტკბილად მეძინა. *** -ანასტასია.-მესმის ჩემი სახელი და ქუჩას ვათვალიერებ. შავი მანქანა ფეხებთან ჩერდება და იქიდან არც მეტი და არც ნაკლები გიორგი გამცემლიძე გადმოდის. -გიორგი გამარჯობა.-ძალით ვიღიმი. როგორ მინდა ახლა ლუკამ არ დამინახოს, რომ უნდა მოეკითხა. -როგორ ხარ? არ გინდა ვივახშმოთ?-ხო აი, მაგ ჭკუაზე ვარ რა. -მეგობარს ველოდები. -გოგოს თუ ბიჭს?-თვალები დამექაჩა გაკვირვებისგან. -გიორგი, უარი უნდა გითხრა დღეს.-თავაზიანად გავუღიმე. ლუკას მანქანა დავლანდე. ცივმა ოფლმა დამასხა. -კარგი მაშინ სხვა დროს იყო. გაგიყვან რა. -მოვიდა უკვე მეგობარი.-დავემშვიდობე, თვითონ გადამკოცნა. ისე არ მესიამოვნა... ლუკას მანქანაში ჩავჯექი. გაბრაზებული სახე დავაიგნორე და ღვედი შევიკარი. -ვინ იყო?-მაინც ვერ მოითმინა. -ოჯახის ახლობელი. -შენ რა ურთიერთობა გაქ? -ლუკა რა იყო?-სიმწრით გამეღიმა.-ჩვეულებრივ ნაცნობებს რომ აქვთ ეგეთი. აღარაფერი აღარ უთქვია და ეგ მაშინებდა. ვიცი სხვანაირად გაიგო და ანდრიაც სხვანაირად გაიგებდა. *** -აქტუალურობას არ კარგავ ჰო?-ტელეფონი არ მქონდა აღებული ანდრიას ხმა რომ გავიგე. -რას გულისხმობ ანდრია? -გამცემლიძეც დაინტერესებულა შენით.-ცხელმა ტაომ დამიარა. -რა პანიკები ატეხეთ? ნაცნობია. -რატო არ დამირეკე აქამდე? -შენ რატომ არ დამირეკე? -სიამაყე რომ დაგევიწყებინა დამირეკავდი. -ანდრია რა გინდა?-ტირილი მეწყებოდა. დამეფიცება მიხვდა. -კაი გთხოვ, არ გვინდა. გამოცდები გეწყება ხო? -კი, ორ თვეში. -გეშინია? -კი. -ხომ იცი რომ ჩააბარებ? -კი. -ძალით აკეთებ ხო?-ვიგრძენი, რომ გაეღიმა. -კი.-არ ვტყდებოდი. -მოგენატრე? -კი.-გაუაზრებლად ვთქვი და რომ დავუფიქრდი გული საგულედან ამომივარდა. სიტყვის თქმა არ მაცადა -მეც თან არ იცი როგორ.-რას მიშვება ეს ბიჭი? ამ სიცხეში მის სიტყვებზე გამაკანკალა. -შემხვდი რა.-არვიცი საიდან, როგორ, რანაირად, რა ძალით ამოვიღე ხმა და ის სიტყვები ვუთხარი. ვფიცავ, მისი ემოცია მე ვიგრძენი. ათ წუთში, ლიკა შემოვიდა ოთახში ანდრია მოვიდაო. ავხტი, დავხტი, გადავტრიალდი, გადმოვტრიალდი და მერე ვიკადრე პიჟამოების გამოცვლა. ქვემოთ რომ ჩავედი ერთად ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. როცა დამინახეს უცებ გაჩუმდნენ. ლიკამ თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. -თქვენს შვილს ცოტა ხნით წავიყვან კარგით?-ღიმილით უთხრა ანდრიამ ჩემებს და გვერდზე ამომიდგა. -შენზე უკეთესს ვის ვანდობ აბა.-გაეცინა მამაჩემს და მხარზე დაჰკრა ხელი. რაღაცა უცნაური ხდებოდა და მე ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ვინ დაეძებდა ახლა ამას? სახლიდან გავდიოდი მანქანა რომ გაჩერდა ეზოს ჭიშკართან. ფეხები ამიკანკალდა, გვერდზე ანდრია მედგა, ეზოში კი გამცემლიძე შემოვიდა. ლიკაც დაიძაბა ჩემთან ერთად და ამან უფრო დამზაფრა. -ანასტასია, როგორ ხარ?-ისე უტიფრად დააიგნორა ანდრია და გადამკოცნა მინდოდა გამერტყა. -არამიშავს.-ცივად ვუთხარი. -ვახშამზე მინდოდა თქვენი გოგოს წაყვანა თუ შეიძლება ბატონო გოგა.-გაუღიმა მამაჩემს და გასაღები ხელში აათამაშა. ვხვდებოდი როგორ იკავებდა ანდრია თავს, მეშინოდა არ აფეთქებულიყო და არ მიეგნისა გიორგი გაზონზე. -გიორგი, ანასტასია თავის მეგობარს მიყვებოდა ახლა.-საუბარში ლიკა ჩაერთო და ანდრიას შეხედა. -უი-ირონიულად თქვა გიორგიმ და ანდრიას შეხედა.-გიორგი გამცემლიძე.-ხელი გაუწოდა ანდრიას. -ანდრია მეტრეველი.-დინჯად გასცა პასუხი და ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. -მგონია, რომ ანასტასიას უნდა ჩემთან ერთად წამოსვლა არა? თან შეპირებულია.-ბოლო სიტყვაზე ანდრიას სახე აელეწა. განმგმირავი სახით შემომხედა და გიორგის ჩემ მაგივრად გასცა პასუხი. -მე კიდე ის მგონია, რომ ახლა უნდა გაბრუნდე და სახლში წახვიდე.-არ მოველოდი, არც არავინ მოველოდით მაგრამ... რა მაგრამ ეგ მართლა არ ვიცი. -ბიჭებო, სახლში შევიდეთ.-საუბარში მამა ჩაერთო. -მე და ანასტასია წავალთ ბატონო გოგა, თქვენ კი შებრძანდით.-გიორგის შეხედა და ხელი მომკიდა. მანქანამდე როგორ მივედით არვიცი. სწრაფად მოვწყდით ადგილს. შორიდანაც ვხედავდი გიორგის გამწარებულ სახეს. -ანუ შეპირებული ხარ ვახშამზე? -ანდრია არასწორად რატო გესმის? -კიდე მე მესმის გოგო არასწორად? როცა მგონია, რომ აზრზე მოხვედი და დალაგდი, დაწყნარდი მერე ვიგებ მე აქ რაღაც-რაღაცეებს. მართალი იყო ლუკა, უნდა მიმებეგვა ეგ ბიჭი. -ანდრია რაებს ამბობ? ან რა უნდა მიგებეგვა 16 წლის ხარ? -ვისთანაც ცივილური ლაპარაკი არ ჭრის ის უნდა მიბეგვო იცი?-მანქანა გზიდან გადაიყვანა.-ეს არ არის ნაცნობური ურთიერთობა, არ არის. -აბა რა არის? ბიჭი მოვიდა და ვახშამზე დამპატიჟა და მე მექაჯა? ვაიმე იცი ძაან ფსიხი ძმაკაცები მყავს და ვერ წამოვალთქო? -არ ხარ სწორი, შენ თავს ვფიცავარ არ ხარ და ეგ შენც იცი. ნუ აურევ რა ყველაფერს. -ან წამიყვანე მაროსთან ან ტაქსს გავაჩერებ და საერთოდ შემეშვი რაა.-არაფერი არ უთქვია, ნეტა რამე ეთქვა, ეჩხუბა, ეყვირა, გაველანძღე, ოღონდაც იმ სახით არ შემოეხედა... ოღონდაც.. *** 1 თვეში გამოცდები მეწყებოდა და მე საერთოდ არ მცხელოდა მაგისთვის. ანდრიასთან რომ ავირიე ეგ ერთი და მეორე ის იყო გიორგიმ რომ მოუხშირა ჩემთან ურთიერთობას. ხან მარო მიჩიჩინებდა არ იქცევი კარგადო ხან ლიკა. ზუკამ ვაბშე აზრზე რო მოხვალ შემეხმიანეო, გასული ვარ მომსახურების ზონიდანო. ერთადერთი რაც დამრჩა ლაშა იყო... საფლავზე ავედი, ემოციებისგან დაცლილმა გაუაზრებლად ლაპარაკი დავიწყე. -ლაშა, იცი რა ცუდ მდგომარეობაში ვარ? ერთადერთი იყავი, ვინც სულ ბოლომდე მიგებდა და არ ხარ ჩემს გვერდით. შენ ხომ იცნობ ანდრიას? ხომ იცი რომ კარგი ბიჭია? მეც ვიცი ეგ ჩემო ბიჭო. ავირიე. რთულია ჩემთვის ეს სერიოზული ურთიერთობები, არადა როგორ მიყვარს იცი ანდრია? წარმოუდგენლად. არაამქვეყნიურად. რამე მირჩიე, დამეხმარე, რომ არ დავკარგო ანდრია. ახლა ხომ აქ იქნებოდი და რჩევას მომცემდი, დავიჯერო არ გეცოდები ლაშ? სულ, სულ არ გეცოდები? მენატრები, ტკივილამდე მენატრები. გთხოვ, მაქედან დამეხმარე, რომ ანდრია არ დავკარგო. ლაშა, გთხოვ დამეხმარე არ დავიკარგო! *** არადა არ ჩერდებოდა გიორგი, ყოველ დღე ახალ-ახალი საჩუქრებით მოდიოდა ჩემთან. მის დანახვაზეც უკვე გული მერეოდა. ანდრიას უკვე დიდი ხანი არ შევხმიანებივარ და ეს სიცივე მკლავდა. ეს ბიჭიც ვერ ხვდებოდა, რომ მეზიზღებოდა. ვიცოდი, რომ ბიჭების ხელი ერია ამ საქმეში, მაგრამ ეს დეგენერატი არ ჩერდებოდა. იცოდნენ, თუ ცემდნენ სასტიკად ავფეთქდებოდი, რადგან არავინ არ იცის რისი გაკეთება შეუძლია ფულიანი მამიკოს შვილს. ლიკას წნევები ჰქონდა, მამაჩემი ძალიან გაბრაზებული იყო არ მეგონა ასეთი თუ იქნებოდა ეგ ბიჭიო. ნუ ფაქტია ანდრიას ვკარგავდი. ერთ დღეს გიორგი მოდის ჩვენთან, მაროც ჩემთან იყო და ჩემზე ნაწყენი ზუკაც. დავინახე როგორ შეხედეს ერთმანეთს გიორგიმ და ზუკამ. შუა ლაპარაკის დროს გიორგი ფეხზე ადგა და ცოლობა მთხოვა. ჰო, აი ასე, უტიფრად. პირველი ვისაც გავხედე ზუკა იყო, რომელიც ერთ ადგილზე მიყინული იჯდა და ხმას არ იღებდა. იმედი ბოლომდე მქონდა გადაწურული, როდესაც მამაჩემმა უარი განაცხადა. გამცემლიძეები გაფითრდნენ, ეს რა ვაკადრეთ. ზუკამ ვეღარ მოითმინა სახლი დატოვა. ძაან კარგად ვიცოდი ვისთანაც მიდიოდა. სახლში ერთი ამბავი იყო, დედაჩემი მამაჩემს აწყნარებდა, გიორგი მამამისს. -ჩემი ერთადერთი ქალიშვილი, გათხოვდება იმაზე ვინც მისი ღირსია. -და რა გინდა მაგითი თქვა გოგა, რომ ჩემი შვილი ღირსეული არაა?-აყვირდა უფროსი გამცემლიძე. -ჩემს სახლში ტონის აწევა გეკრძალება, გასაგებია? ჩემი შვილი ანდრია მეტრეველის საცოლეა.-ამაყად თქვა. ტვინმა კაი ხნის შემდეგ გაიაზრა მამას სიტყვები, თვალები ცრემლებით ამევსო, მეგონა გული გამისკდებოდა, მირჩევნოდა საერთოდ მომკვდარიყავი, ვიდრე ის სიტყვები გამეგო, მე კი, მე საერთოდ რაები ვუთხარი ანდრიას, როგორ ვატკინე გული. არანაკლებ დღეში იყო მაროც. ლიკამ შეამჩნია და სამზარეულოში გაგვიყვანა, მე ატირებული. -დე, ჩემო პატარა, დამშვიდდი გთხოვ. -დედა რატომ თქვა მამამ ის? -ანდრია იყო მოსული და მამაშენს შენი ხელი სთხოვა. ზუსტად იმ დღეს უნდოდა შენი ცოლობა გიორგი რომ შეგხვდათ ეზოში.. ზუსტად მაშინ, როდესაც მისაღებში ვიჯექით მაგაზე ვლაპარაკობდით.-სრულიად გამოშტერებული ვიჯექი და მომხდარს ვერ ვაანალიზებდი. გამცემლიძეებმა სახლი დატოვეს. მამაჩემი განერვიულებული შემოვიდა სამზარეულოში და ჩამეხუტა. -ჩემი პატარა გოგო. -მე, მე ძალიან ცუდად ვექცეოდი ანდრიას. ის, თურმე ჯერ შენთან მოვიდა, ღმერთო რატო ვარ ასეთი ჩერჩეტი, რაები ვუთხარი ბოლოს.-ბოლო ხმაზე ავტირდი და ჩავიკეცე. იმ ღამეს გავიგე, რომ გიორგი გამცემლიძე გერმანიაში გაფრინდა, ვიცოდი მისი ქვეყნის დატოვება ბიჭების და განსაკუთრებით ანდრიას საქმე იყო. გამიხარდა, ვიფიქრე, რომ ყველაფერი დალაგდებათქო, მაგრამ ცოტა ხანში გავიგე, რომ მეორე თვითმფრინავიც აფრინდა თბილისიდან ამერიკის რეისით... *** ურთიერთობა გამიფუჭდა ყველასთან. ბიჭებთან, მაროსთან. მოკლედ ყველასთან. ანდრიას არც ერთი ზარი და არც ერთი დაძახებული ანა. მკვდარი მე და უკიდურესად დიდი მანძილი. ბიჭების ლაპარაკი გავიგე, ანდრია ძალიან ცუდადაა და მეშინია იქ მარტო რომ არისო. ამაზე საერთოდ დავპანიკდი. ყველაფერი ხომ ჩემი ბრალი იყო? იყო. ავიჩემე და ავიტეხე რაღაც ბანალური სიტყვები და ხელში რა შემრჩა? არაფერი. ახლა ვხვხდებოდი, რომ ზუსტად იმ გაურკვევლობით მიყვარდა ანდრია. ბოლოს მის კაცობაშიც ბოლომდე დავრწმუნდი, როდესაც ჯერ მამაჩემს დაელპარაკა. ახლა კიდე არაფერი აღარ მაქვს. ერთადერთი მისი ფოტო და ნომერი, რომელიც საერთოდ აღარაა რეგისტრირებული. *** -ტასო, რატო იქცევი არასწორი გოგოსავით?-მერამდენეჯერ მეუბნებოდა ზუკა. -ზუკა ამიხსნი რატო წავიდა? ასე უბრალოდ ადგა და წავიდა.-არ ვცხრებოდი მე. -შენი აზრით, მეტრეველი ვინმეს თავზე გადავლას აპატიებს? -მე გადავუარე თავზე? -რა არა? გაფრთხილებდით შეეშვი მაგ ბიჭს, არა, თურმე ერთი ვახშამი არაფერია, თან შენ ხომ მეტრეველისთვის სულერთი იყავი, ასე არ ამბობდი გოგო?-ბოლო ხმაზე იღრიალა- ერთს რომ სამი მიყვა ვიკიდებთ ხო? გოგო რა გინდა გაგვაგებინე, აქ იყო და არ აფასებდი, წავიდა და მკვდარი ხარ. საერთოდ აზრზე ხარ სიტუაციის?-ბოლო ხმაზე მიყვიროდა უფროსი რობაქიძე. -ყველაზე მეტად რაც არ მინდოდა ეს იყო, ზუ. უბრალოდ ხო იცი, ყველაფერი ყოველთვის ძალიან რთულად ხდება, ეს ჩვენ გგონია მარტივი. რატო არ გესმის, ან ვერ გესმის? -არა ტუსა, ვერ გავიგებ, არ გავიგებ. გიყვარდა? რატო გადააბიჯე მის და საკუთარ პრინციპებს? მაგ სიამაყემ დაგღუპა შენ, ლაშა რომ აქ იყოს, ხო იცი რას გიზამდა? -ზუკა გთხოვ...-ამეტირა. -ნუ მთხობ, ყველაფერი შენი ბრალია და ეს კარგად იცი. -მარტო ჩემი არა ზუკა. -კი ანდრიას ბრალიცაა, არ უნდა დაეჯერებინა შენი თხოვნისთვის და ეგრევე უნდა მოეკლა ის ს***.-მაგიდას ხელი დაარტყა და ოთახი დატოვა. *** -მეშინია მარო.-საგამოცდო ფურცელი ხელში მეჭირა და გულში ვლოცულობდი. -კაი რა, ხომ იცი ჩავაბარებთ.-თვითონაც არანაკლებ ნერვიულობდა. მოშორებით ბიჭები დავლანდე, გამეღიმა და სითბოთი ავივსე. მეოთხე წევრი აკლდა. ბიჭებსაც და ჩემ გულსაც. ანდრია რაც წავიდა, მთელი არსებით მაკლდა. მაკლდა და იმ სიცარიელეს ვერავინ მივსებდა. ჩვენი რიგიც მოვიდა, ბოლოჯერ გავხედე ბიჭებს და ზუკას მზერა დავაფიქსირე, გამიღიმა. იმდენად დიდი სტიმულით ავივსე საერთოდ აღარ მეშინოდა. გულის სიღრმეში ანდრიასაც ვგრძნობდი. მაგრამ.... *** ჩავაბარეთ, თან როგორ ჩავაბარეთ. ორივემ 100%-იანი გრანტი ავიღეთ და თავისუფალში მოვხვდით. ბიჭებმა „დავასველოთო“. ვის ეხალისებოდა, მეოთხეს გარეშე, მაგრამ არ გაგვიტეხეს. საღამო იყო. ბავშვები ერთად ვიყავით, სააბაზანოდან გამოვდიოდი საძინებლიდან ზუკას ხმა რომ გავიგე 100%-იანით თავისუფალში მოხვდა, ყველას ძალიან გვენატრებიო. კედელს მივეყრდნე, იმ იმედით რომ არ წავქცეულიყავი, მერამდენედ შემეკუმშა დიაფრაგმა ვინ იცის. არაფერს ვიმჩნევდი, უბრალოდ ძალიან ცუდად ვიყავი. რა გამოდის, რომ ამ დროის განმავლობაში ანდრია ჩემზე გებულობდა ბიჭებისგან რაღაცებს? ამის გაფიქრებაზე თავბრუ დამეხვა. აივანზე გავედი და თბილისს გავხედე, თქვენ წარმოიდგინეთ თბილისი რაღაცნაირი მეჩვენა, უფრო გამოცოცხლებული და ალაპარაკებას ცდილობდა. თავი გავაქნიე, ცრემლები მოვიწმინდე და სახლში შევედი. მე რა ვიცოდი, რომ იმ ღამით ამერიკის თვინმფრინავი საქართველოში დაეშვა. *** მეორე დღეს ყველა უცნაური მეჩვენა. აფსოლუტურად ყველა. არეულები დადიოდნენ და რაღაცებს ჩუმად ლაპარაკობდნენ. ვიფიქრე, ვინმეს დაბადების დღე ხო არაათქო, მაგრამ ამ აზრის აფსურდულობაში მალევე დავრწმუნდი. უნივერსიტეტიდან ვბრუნდებოდი მარტო, მარომ რომ დამირეკა მიშოსთან ამოდი სასწრაფოდო. საერთოდ არაფრის თავი არ მქონდა, ბოლო დროს სუნთქვის თავიც არ მქონდა, მაგრამ მაინც ვსუნთქავდი. თბილისი ხომ უკიდურესად მძულდა, ახლა კი, საერთოდ მეზიზღებოდა. როგორი იმედი მქონდა, რომ ანდრიასთან ერთად ბედნიერი ვიქნებოდი ამ ქალაქში, მაგრამ ოცნება ადვილია, ქმედებაა რთული. როგორ კარგად შემეძლო ასე არ მომხდარიყო ყველაფერი. მეც და ანდრიასაც, მე რომ სიამაყე დამევიწყებინა, ასე არ იქნებოდა. მე ანდრია საბოლოოდ დავკარგე, მართალია, როცა თქვა სატანამ ის, რაც თქვა. ვინც მიყვარდა არ დავაფასე და ახლა ვარ სრულიად მკვდარი. ამ ფიქრებში მიშოს სახლს მივადექი. ხომ გეუბნებით თავი უცნაურად ვიგრძენი, სხვანაირი იყო თბილისი. მეორე ღამე იყო, თბილისი არ დუმდა, ჰო არ დუმდა და რაღაცის თქმას ცდილობდა... დაოკებული სიყვარულის გამომჟღავნებას ცდილობდა. თბილისი იმ ღამეს არ უსმენდა ხალხს. თბილისი, თბილ’ისი იყო. -სად ხართ?-სახლში შესვლისას დავიყვირე, მაგრამ ხმა არავინ გამცა.-რას იმალებით რაა, ხო იცით არ მაქვს თავი.-ჩანთა დავდე და სააბაზანოდან მარო გავიდა. -მოხვედი?-ანერვიულებული ჩანდა. -სად იყავი ამდენი ხანი?-ჩავეხუტე.-მარო, ძაან ცუდად ვარ. -ახლა არ გინდა რა, გთხოვ. ახლა არ გინდა, მაგაზე ლაპარაკი.-ძალიან დავიძაბე. -ხო მშვიდობაა, ან რატო ჩურჩულებ? სად არიან ბიჭები. -შედი, იქ არიან.-გაფითრებულმა მითხრა და ხელი მომკიდა. სიტყვა ტუჩებზე მიმეყინა ფანჯარასთან მდგომი ანდრია მეტრეველი რომ დავინახე. ანდრია მეტრეველი. ანდრია. ჩემი ანდრია. ან-დრი-ა. ჩე-მი ან-დრი-ა. მე მეგონა ყინულიანი წყალი გადამასხეს. ფილტვებს ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდათ გულს-სისხლი. ახლა მივხვდი, თურმე როგორ მომნატრებია, როგორ მაკლდა. ახლა მივხვდი, როგორ მყვარებია. არცერთი არაფერს არ ვამბობდით და ესეც საკმარისი იყო. ორივე ვგრძნობდით, რომ ახალი დასაწყისი იყო. ორივე ვგრძნობდით, რომ ერთმანეთი ჰაერივით გვჭირდებოდა. სიტყვები საჭირო არ იყო და ჩვენთან არც არასდროს ყოფილა. ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა და ესეც საკმარისი იყო ჩემი ახურების, გადახურების, გადაციების და გამოშტერების. ზუკამ იბღავლა დაადგით საშველი მოვკვდით ნერვიულობითო... ეგრე იყო. -იცი, გეტყოდი არასოდეს შეიყვარო ჩემნაირი ადამიანითქო, მაგრამ ეს უკვე გვიანია, არტერიებში მოძრავი სისხლი ხარ და ამას ვერავინ ვერ შეცვლის, არც მინდა. არ არსებობს, ადგილი სადაც არ მახსოვდე, არ მენატრებოდე, არ მაგონდებოდე. ყველაზე ძლიერი ადამიანი მგონიხარ, ყველაზე ძლიერი ქალი... მიძლებ მე, ჩემს ტკივილს, ჩემს უსაზღვრო სიყვარულს და მაინც ისე დგახარ, სხვანაირად. ყველაზე სასურველი ხარ და ყველაზე მიუწვდომელი. შენით მივხვდი რატომ არქმევენ ქარიშხლებს ქალის სახელებს. აღიარე, ყველაზე ლამაზი გზით გავანადგურეთ ერთმანეთი. ზუსტად ამას არ ეძახიან სიყვარულს? მთელი არსებით გგრძნობ ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო. რომც ეცადო, ვერ მომიშორებ, რომც ვეცადოთ ვერ დავივიწყებთ ერთმანეთს. ამბობენ, თუ ადამინს ვერ ივიწყებ, ესე იგი მას ჰაერივით სჭირდებიო. შენს გარეშე არარაობა ვარ. აღარ გაგიშვებ, ისედაც ბევრი დავკარგე.-გაჩერდა ჯიბეში ხელი ჩაიყო და იქიდან ულამაზესი ბეჭედი ამოიღო.-ანა, გაყვები ცოლად იმ კაცს, რომელიც მზადაა მთელი სამყარო მოგიძღვნას? მერე მართლა არ მახსოვს რა მოხდა. როგორ მოხდა, რანაირად. ვინ კიოდა, ვინ ღრიალებდა, ვინ ტიროდა, ვინ სვამდა. ანდრიას სულის შემძვრელ ჩახუტებას ვგრძნობდი და, და ბეჭედს ჩემს არათითზე. მერე იყო ორი ბილეთი ნიცაში და, მერე ყველაფერი იყო. **~** არასდროს არ დანებდეთ, იბრძოლეთ ბოლომდე, სისხლის ბოლო წვეთამდე, გადახურებამდე, გადაციებამდე, გამოთიშვამდე. დაე, გაგიშრეთ ცრემლები თვალებზე, იტანჯეთ, იტირეთ, უბრალოდ გთხოვთ, იბრძოლეთ იქამდე, სანამ არ მოიპოვებთ იმას, რისთვისაც სიცოცხლე ღირს! ნუ მისცემთ სატანას უფლებას, თქვას, რომ სიყვარულს დიდი ძალა არ აქვს. იყავით იმასთან, ვინც მთელი გულით გიყვართ. იყავით იმასთან, ვისთან სუნთქვაც გიხარიათ. უბრალოდ, მასთან იყავით... ნუ მისცემთ სატანას უფლებას გაიმარჯვოს. თქვენს სიყვარულზე გაიმარჯვოს. და მაინც, იმედი ბოლოს კვდება, არა იმედი საერთოდ არ კვდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.