შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანუკი(1)


26-11-2017, 23:53
ავტორი sati
ნანახია 3 388

-არ არსებობს. მამა, შენ ადამიანებს როგორც საგნებს ან შენ მარიონეტკებს ისე უყურებ ხომ?! ბიზნესის გამო ესეთ რამეზე არ წავალ!-ოთახში ბოლთას სცემდა ალექსანდრე და თან გამალებით ხელებს იქნევდა ლაპარაკისას. ამავდროულად ცდილობდა ხმა არ აეწია რადგან მამამისის განრისხება არ გამოეწვია.
-შენ არ გესმის ჩვენი მდგომარეობა. ყველა ინვესტორი დავკარგეთ შენი ძმის პროექტის გამო.
-ხოდა იმან მოიყვანოს ცოლი, მე კიდე თავი დამანებეთ. ბიზნესი რომ წამოვიწყე ყველა დამცინოდით არაფერი გამოგივაო ეხლა მე მთხოვთ დახმარებას-ალექსანდრე არასდროს არ ტოვებდა იმის შესაძლებლობას რომ გაეხსენებინა რომ ყველაფერს თვითონ მიაღწია, და რომ ყველას ანახა რომ არ იყვნენ მართლები.
-გეხვეწები ალექსანდრე, ერთი წელი იყავით ერთად და მერე... მერე... თუ გინდა გაშორდი ოღონდ მდგომარეობა მოგვარდეს კომპანიის.
-არა მამა! არა და მორჩა!
-ალექს, ძალიან დიდ ვალებში ვართ გადავარდნილები, ხო იცი რომ შვილის ბედნიერების ხარჯზე არასდროს...
-შენ და გიორგი სულ თქვენზე ფიქრობთ!! წაეთრა ალბათ რომელიმე კაზინოში, წააგო დიდი ,,მაყუთი’’ და კომპანიას აახია ფული. ესეც შენი საამაყო შვილი მამა! როდის გეუბნებოდი გიორგი კომპანიას კარგს არაფერს მოუტანს მეთქი! მე ყველაფერს ჩემით მივაღწიე! შენ კიდე ცხოვრებაში არაფერში არ დამხმარებიხარ! და ყოველთვის ისე მიყურებდი როგორც იმედგაცრუებას. 19წლის ასაკში შენ გიორგის მიღწეული ჰქონდა ამდენი? ამხელა კაცია და რა სისულელეებს აკეთებს.
-წყალი მომიტანე ორი წუთი....-ძლივს ამოისუნთქა ნოდარმა და სკამზე ჩამოჯდა. როდესაც ალექსანდრემ წყალი მოუტანა, ნოდარს ჭიქა ხელიდან გაუვარდა და უგონოდ დაეცა ძირს.
***
ნოდარს ნერვიულობის გამო გულის შეტევა დაემართა. ექიმები დროულად მივიდნენ ადგილზე მაგრამ ის ვეღარ გადაარჩინეს. ალექსანდრეც ლამის გაყვა მამამისს. ის თავის თავს აბრალებდა ყველაფერს და შეიძლება საფუძვლიანადაც კი. მაგრამ ყველა ისტორიას აქვს ორი მხარე. ალექსანდრეს მოუწია დათანხმდება ამ ქორწინებაზე მამამისის კომპანისს გადასარჩენად. ერთი თვის შემდეგ კი ანუკის ოჯახს ესტუმრა.
***
ანუკის პატარაობიდანვე ანებივრებდნენ.ყველაფერი ჰქონდა, სურვილებს წამებში უსრულებდნენ. უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და თითქმის ყოველდღე მათგან გამოგზავნილი საჩუქრები ხვდებოდა. ბარათებს არც კითხულობდა და საჩუქრებსაც არ ინახავდა. რადგან არც ერთი მათგანი არ აინტერესებდა. ანუკი დედისერთა იყო. ბატონ ზურას კი სულ ბიჭი უნდოდა, ანუკი რომ გაჩნდა ძალიან დაწყდა გული, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან მის ცოლს მეტი შვილის გაჩენა აღარ შეეძლო. ანუკისს ყველანაირად უფრთხილდებოდა. აი უკვე 18წლის ხდებოდა, მის საზღვარგარეთ სასწავლებლად აპირებდნენ გაშვებას, როდესაც ნოდარისგან შეთავაზება მიიღეს, რომ მათი შვილები დაექორწინებინათ და კომპანიები გაეერთიანებინათ. თავიდან ეს იდეა ანუკის დედას საერთოდ არ მოეწონა, ზურა კი დაფიქრდა, დაიწყო დადებითი მხარეების მოძებნა. იფიქრა ჯერ ანუკის შევახვედრებ იმ ბიჭსო, მაგრამ მალევე გადაიფიქრა რადგან იცოდა მისი შვილის სიჯიუტის ამბავი. მას ვერასდროს დააძალებდი იმის გაკეთებას რაც არ უნდოდა. ანუკი მშვიდი ადამიანი ყო, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მაგრამ როდესაც საქმე მის თავისუფლებას ეხებოდა ის გიჟს ემგვანებოდა, ყველას ურჩევნოდა ამ თემას არ შეხებოდა. ამიტომ პატარაობიდანვე ყველგან დადიოდა სადაც უნდოდა. მისი გალიაში გამოკეტვა ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა. ეს ანუკისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. მაგრამ ზურა ხედავდა რომ მის ქალიშვილს დიდად მისი ბიზნესი არ ადარდებდა, მის ამხელა კომპანის კი ჭირდებოდა მმართველი. ამიტომ გადაწყვიტა დათანხმებოდა ნოდარის შემოთავაზებას. საღამოს ანუკის უთხრეს რომ სტუმრები მოდიოდნენ და რომ მისი დასწრება აუცილებელი იყო. ისიც დათანხმდა და ვახშამზე ალექსანდრე, მისი ძმით და დედის თანხლებით მივიდა.
-ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. ნოდარი ძალიან კარგი კაცი იყო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
-მადლობა ზურაბ.-მისმა ცოლმა მხოლოდ ეს უპასუხა და ანუკის მიუბრუნდა-გამარჯობა ანუკი-ნინამ იგი აათვალ-ჩაათვალიერა და მაგიდას მიუჯდა. ალექსანდრეს წამითაც არ შეუხედავს მისთვის ისე გავიდა მისაღებში და დედამისის გვერდით დაჯდა. ვახშამი ანუკის ზედმეტად მოსაწყენი ეჩვენა, ისინი სულ ბიზნესზე ლაპარაკობდნენ. ეს დიალოგი ძირითადად ზურას და გიორგის შორის იყო გამართული. დანარჩენები კი მათ უსმენდნენ. დრო და დრო ნინაც(ნოდარის მეუღლე) ჩაერთვებოდა ხოლმე საუბარში. ზურას ძალიან მოეწონა ალექსანდრე და შემდეგ მარტოც გაიყვანა მეორე ოთახში სალაპარაკოდ, რომ ყველაფერი აეხსნა. შემდგ ელენემ ანუკი გაიყვანეს და გიორგი მარტო დარჩა.
-რა ხდება დედა?-ანუკიმ კითხა ისე რომ ტელეფონიდან თავი არ აუწევია.
-ანუკი... ის ბიჭი, ალექსი, შენი მომავალი საქმროა.
ანუკის გაეღიმა და დედამისს ისე ახედა თითქოს გიჟს უყურებდა.
-აჰამ, კარგად იღადავე დე, მაგრამ მეჩქარება. გოგოები პაატასთან ადიან საგურამოში. უნდა წავიდე.
-არ ვღადაობ ანუკი, მის ოჯახს ახლა რთული პერიოდი აქვს...
-და მე რა შუაში ვარ? დაეხმაროს მამა.
-ალექსი... წარმატებული ბიზნესმენია, ესეთი ახალგაზრდაა და რამდენს მიაღწია. თანაც სიმპატიურია დე... ადვილად შეეწყობით.
-მოკლედ მე ეგ თქვენი ალექსი არანაირად არ მაინტერესებს, დაეხმარეთ თქვენ და მე საგურამოში მივდივარ.
-ანუკი დე, გეხვეწები ერთხელ მაინც დაგვეხმარე რამეში.
-რაში დედა ცოლად გავყვე ვიღაცა ალექსს?! თქვენ ხო კარგად ხართ? კარგი გაგება გქონიათ დახმარების-ჯერ კიდევ ეღიმებოდა რადგან ეგონა ამას არ გაუკეთებდნენ, რადგან ძალიან დიდ შეურაცხყოფად მიაჩნდა ეს ყველაფერი. ანუკის არასდროს არ უფიქრია ოჯახის შექმნაზე, მითუმეტეს ესეთ ასაკში.
-ალექსი მამაშენის შემდეგ ჩვენი კომპანიის სათავეში უნდა ჩადგეს. რადგან მამაშენს მემკვიდრე არ ჰყავს...
-მერამდენე საუკუნეში ვართ? ვინღა ათხოვებს შვილს იმაზე ვინც თვითონ უნდა? მე მკითხეთ საერთოდ მინდა თუ არა ქმარი?
-დე, გეხვეწები, ხო იცი მამასთვის ეს რამდენს ნიშნავს.
-ნუ გამაგიჟე დედა, რას მიკეთებ?... მოკლედ არ მცალია, ჩემ მომავია,,ლ’’ საქმროს გადაეცით რომ სხვა დროისთვის გადავდოთ ქორწილი-დედამისი გადაკოცნა ვითომც არაფერი მომხდარა და წავიდა. ელენემ სახეზე ფერი დაკარგა, არ იცოდა როგორ ეთქვა ეს ყველაფერი ქმრისთვის. ღონე მოიკრიბა და მისაღებში დაბრუნდა.
-ელენე? სად არის ანუკი?
-რაღაც... სასწრაფო საქმე ჰქონდა... მალე მოვა-ნაძალადევად გაიღიმა ელენემ.
-რა საქმე, ელენე ყველაფერი აუხსენი?-ოდნავ ტონს აუწია ზურამ.
-ავუხსენი...
-მერე?-ნინაც ჩაერთო საუბარში და გამომცდელი ღიმილით შეხედა ელენეს.
-ოდნავ გაუჭირდება გაგება მაგრამ...
-რა არის აქ გაუგებარი? თუ ყველაფერი აუხსენით ალბათ ისიც უთხარით რომ ეს რაც შეილება მალე უნდა მოხდეს, ამაზე მნიშვნელოვანი რა გამოუჩნდა?-გიორგი წამოხტა.
-გიო, დამშვიდდი-ალექსმა ახედა და ანიშნა დაბრუნდი ადგილზეო-ჩემი საცოლეა, მე მივხედავ.
-აი ეს მესმის. სად წავიდე?-ელენეს მიმართა ზურამ
-საგურამოში.
-მოკლედ ჩათვალეთ რომ უკვე ჩემი ცოლია, ბეჭდები ყველაფერი მოგვარებულია. ხელის მოწერა ხვალ იქნება. დიდი მადლობა და ნახვამდის-ალექსი წამოდგა, დაავლო მის შემოსაცმელს ხელი და ეზოში გავიდა. ანუკი ჯერ კიდევ მანქანასთან იდგა და ეწეოდა.
-სასიამოვნოა, ანუკი ხომ? აბა წავედით.
-აა, ყველაფერი გადაწყდა. შენ ჩემი ახალი მძღოლი ხარ ხო?-სიბნელეში ანუკიმ ვერ გაარჩია ვის ელაპარაკებოდა.
-დროზე ჩაჯექი, დედაშენისავით ორჯერ არ გაგიმეორებ.
-აუ, შენც ხო? შენ რისთვისღა გჭირდები? ან რატო დათანხმდი, დედიკოს ბიჭი ხარ?
-რა გინდა ხელით შეგეხო? დროზე ჩაჯექი რა. დავიღალე ხვეწნით.
-ხელით შემეხო? ალექსანდრე, დაგავიწყდა ვის ელაპარაკები?
-და შენ იცი ვის ელაპარაკები? მამაშენი ვეღარ გიშველის, უკვე ჩემი ცოლი ხარ.
-სულ გააფრინეთ თქვენ ყველამ-ანუკიმ მისი მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა, ალექსი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და მანქანიდან გადმოათრია.
-ხელები ე!! თავი ვინ გგონია!-ანუკიმ შეწინააღმდეგება სცადა მაგრამ მასთან შედარებით სუსტი იყო.
-ხო გთხოვე ადამიანურად ჩაჯექი მანქანაში თქო. ორჯერ არ მიყვარს გამეორება-მანქანის კარი გააღო და შიგნით ჩასვა-ეხა გადმოხვალ აქედან, კიდე ერთხელ დააპირებ გაქცევას და შენ დაგერხევა.
-მცემ?
-მე არა. მარა მამაშენი რო გაიგებს ამ ყველაფერს ალბათ.
-მამაჩემი ასი წელი არ დათანხმდებოდა ესეთ რამეს.
-წადი და კითხე. ოღონდ ხვალ როდესაც ხელს მოვაწერთ. ეხლა კიდე დააყენე ტ*აკი მანქანაში.
-წესიერად მელაპარაკე!! შენი ნაშა ხო არ გგონივარ?!
-მაგას დამსახურება უნდა-მანქანის კარი მოხურა და თვითონაც ჩაჯდა.
-შენ გგონია მე ესე ადვილად წამოგყვები ხო?
-ოდესმე აჩერებ ენას?
-მამაჩემს ვურეკავ.
-ვისაც გინდა დაურეკე.
-ჯერ პოლიციაში დავრეკავ.
-წარმატებები, ბიძაჩემია უფროსი.
-სხვა პოლიციაში დავრეკავ.
-მიდი, დარეკე. საკმარისად მყავს ნაცნობები. ვითომ მე მინდა შენნაირი ცოლი.
-უკაცრავად?
-ენას არ აჩერებ, მამიკოს განებივრებული გოგო ხარ, ოჯახისთვის უბრალოდ დათმობაზე არ მიდიხარ.
-უბრალოდ დათმობა ქმარია?!!!!
-რა გაყვირებს!-ალექსმა მანქანა მოულოდნელად გააჩერა და გააფთრებულმა შეხედა ანუკის-კიდე ერთხელ გაბედე და ხმას აუწიე, რანაირად მელაპარაკები რადგან გოგო ხარ გგონია ბევრს მოგითმენ?!! არ მჭირდება შენნაირი ცოლი! არა! მაგრამ მე მივეცი სიტყვა მამაჩემს და მამაშენს! და მე ჩემ სიტყვას ყოველთვის ვასრულებ! ვის რაში ჭირდები? მე რო არ მომეყვანე ალბათ დარჩებოდი ესე! მადლობას უნდა უხდიდე მამაშენს რო მართლა ვიღაც ძველ ქუჩის ბიჭს არ გაგაყოლა!
-მირჩევნია ვიღაც პიჟონს გავყვე ვიდრე შენნაირ ცხოველს.
-აუ გოგოებმა რაღაც ახალი მოიფიქრეთ რა-გაეცინა ალექსს და ისევ საჭეს მიუბრუნდა-გამოვიდა ეს ცხოველი მოდიდან.
ანუკი გაკვირვებული დარჩა მისი საქციელიდან. არასდროს არავინ დალაპარაკებია მსგავსი ტონით და სიტყვებით. პასუხსაც ვერ იფიქრებდა. უნდოდა გაეღო მანქანის კარი და გადამხტარიყო მაგრამ ვერ ბედავდა. იმედი ჰქონდა რომ ეს ყველაფერი უბრალო კოშმარი იყო, მამამისი ხვალ ბოდიშებით მიაკითხავდა და უკან წაიყვანდა სახლში. მაგრამ ეს მხოლოდ მისი ილუზიები იყო.. ზურას დიდი გეგმები ჰქონდა აწყობილი ალექსანდრესთვის.


***
დავბრუნდი :* თუ მოგწონთ გავაგრძელებ.



№1 სტუმარი სტუმარი Waka

Dzalian magariaaa gaagrdzele ra

 


№2 სტუმარი kusi

dzaliann kargia gaagrzele ra

 


№3  offline წევრი ))♡

Kargia da male dade ragtxovvv sxvebivit ar gakre xolme ????????????????❤❤
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№4  offline წევრი sati

))♡
Kargia da male dade ragtxovvv sxvebivit ar gakre xolme ????????????????❤❤

არაა <3 ეგრე არ ვაკეთებ ხოლმე. <3 <3 <3

 


№5 სტუმარი სტუმარი lela

ამას მეტი გაგრძელება არა აქ თუ მე ვერ ვპოულობ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent