შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯადოსნური ღამე (სრულად)


29-11-2017, 01:19
ავტორი Mtirala
ნანახია 7 500

დილა თუშეთში ძალიან ხალისიანად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი ნელ-ნელა იპარებოდა. ციოდა, მაგრამ ქარი არ ქროდა, მზეც თბილად ანათებდა, თითქმის არც კი ციოდა. ერთ-ერთ სახლში მცხოვრები გოგოანასთვის დილა კარგად არ დაწყებულა, ყელი საშინლად სტკიოდა და სურდოც აწუხებდა. ფრთხილად წამოდგა, კალენდარს დახედა და როცა, 29 ნოემბერი მოხვდა თვალში, გაეღიმა. ამ დღეს მისი დაბადების დღე იყო. ისე გაუხარდა, სულ გადაავიწყდა გაციება. მაშინვე სამზარეულოში გავარდა და დედას ჩაეხუტა, ასეთი იყო, გიჟდებოდა დედაზე... რა თქმა უნდა, მაშინვე მოულოცა ახლაგაზრდა ქალმა და შვილი გულში ჩაიკრა. თავისი ძმა მოიკითხა, სად არისო. ნაწყენი იყო მასზე, გააბრაზა... არ შევურგიდებიო, აიჩემა და ახლაც ტუჩებგაბუშტული იჯდა მაგიდაზე. პატარა ძმა ჰყავდა, სულ რაღაც 11 წლის, მაგრამ ისეთი საყვარელი იყო, ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა, დანახვისთანავე შეუყვარდებოდა ადამიანს. როგორც ყველა ძმა, ისიც აბრაზებდა თავის დას. ლიზა მაღალი გოგო იყო, 1.70 სიმაღლეში. ქერა თქმა ჰქონდა, არც ისე გრძელი, ასეთი სიგრძე მოსწონდა, მიხდებაო. თვალები თაფლისფერი ჰქონდა, სულ წუწუნებდა მე რატომ არ მაქვს ლამაზი თვალებიო.
-წადი, მოწესრიგდი და ვისაუზმოთ. - ღრმა ფიქრებიდან გამოიყვანა გოგონა დედამ და აბურძგნულ თმაზე ხელი დაუსვა. მაშინვე ჩამოხტა მაგიდიდან, ოთახისკენ გაიქცა და მალევე მოძებნა ტანსაცმელი. თმა დაივარცხნა, გვერდულად ჩაიწნა და თავის თავს სარკეში ჩახედა, არასდროს ყოფილა ნარცისი, მაგრამ საკუთარი თავი მოსწონდა, ლამაზი იყო, მართლა იყო. კიდევ ერთხელ ჩამოისვა სახეზე ხელი, რაღაც ამოიბურტყუნა გაუგებრად და ოთახში ხმაურით შემოსულ ძმას მობეზრებულმა გახედა.
-გილოცავ, - მთელ ხმაზე დაიყვირა, ლიზას გაოგნებული სახე დააიგნორა და ხელები მთელი ძალით მოხვია.
-მადლობა, ძმაო ჩემო, - სიცილით უთხრა პატარა ძმას და მანაც მოხვია ხელები. როგორ ესიამოვნა მისი ასეთი ქცევა, ვერც კი წარმოიდგენთ. მაშინვე გავიდნენ ოთახიდან და დედას მიხმარება გადაწყვიტეს. ლიზა ბედნიერი სახით დააბიჯებდა და საერთოდ არ ფიქრობდა საჩუქრებზე, არ ღელავდა იმაზე თუ რას აჩუქებდნენ. არ იყო მატერიალურზე დამოკიდებული, არ აინტერესებდა ტანსაცმელი, ტელეფონი და ა.შ. მისთვის მთავარი იყო გულით ეჩუქებინათ და ისიც უზომოდ გაუხარდებოდა. ლიზა ძალიან უბრალო და თბილი გოგო იყო, მეგობრული და ტკბილი.

თაყვანისცემლებიც უხვად ჰყავდა, განსაკუთრებით ერთი გიჟი, უცნაური ბიჭი გამოირჩეოდა. ძალიან უცნაური იყო მართლა, ლიზას მეგობრის დახმარებით ცდილობდა როგორმე დაახლოვებოდა გოგოს. თითქოს მორცხვი იყო, ვერ იმატებდა ფეისბუქშიც, მაგრამ როგორღაც გაბედა. ამის შემდეგ მხოლოდ მისალმებებით, მოკითხვებით გრძელდებოდა მათი ურთიერთობა. მაგრამ როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი ასე?! ბიჭმა ლექსებიც კი მიუძღვნა უმშვენიერეს გოგონას. ლიზა უკვე წუხდებოდა მისი ლექსებით, სახლთან ყროყინით და კიდევ უამრავი აუტანელი საჩუქრებით. ერთ დღეს, ხელებში სქელი რვეული მიაჩეჩა ბიჭმა, წაიკითხეო. მართლა მთელი პოემა ეწერა... ბიჭის ცალმხრივი სიყვარულის 'აუტანელი' ტკვილი იყო გადმოცემული ამ ბლოკნოტში. კითხვის დროს სიცილით მთელ სახლს აყრუებდა ლიზა, ეცინებოდა ყველა უაზრო, მაგრამ ბიჭისთვის მნიშვნელოვან წვრილმანებზე. მას შემდეგ ის ბიჭი ლიზას ახლოს აღარავის უნახავს... ხმა დაირხა, ლიზას გამო იჩხუბესო, მაგრამ ვინ იყო, კაციშვილმა არ იცის.

ფანჯარაში გაიხედა, შავი ღრუბლების დანახვაზე დაიჭყანა და მოსალოდნელ თოვლზე ოდნავ ღიმილი შეეპარა. გიჟდებოდა თოვლზე, გიჟდებოდა ყინვაზე და გიჟდებოდა ყინულზე, სრიალებდა ხოლმე. გვერდით სიმპატიური ძმა მოუჯდა და პატარა, იასამნისფერი ყუთი ხელებში ჩაუდო. ლიზამ გაიღიმა, ყუთი მოხერხებულად გახსნა და ანგელოზის ფორმის კულონს დახედა.
გააფრინა...
გაგიჟდა...
ყველა ნათელმა და ბნელმა ფერმა ერთად გაუდაუარა სახეზე...
მერე მთელი ძალით ჩაეხუტა და ლოყები დაუკოცნა პატარას.
თითქოს პატარა ბავშვია,
მაგრამ ყველა დიდ ადამიანზე მეტი სიყვარული შეუძლია.
ბედნიერი თუ არ ატირდებოდა არ ეგონა.
ბიჭი მოშორდა, ყელსაბამი გამოართვა და ყელზე ნაზად გაუკეთა.
მიყვარხარო, ჩასრჩულჩულა და მაშინვე გაიქცა.
უბედნიერესი იყო ლიზა,
ძმის ქმედებამ გააბედნიერა,
უზომოდ გააბედნიერა.

***
დღე სრულდებოდა, უკვე სახლში იყო ლიზა, ბედნიერი, მაგრამ დაღლილი სახით იჯდა დივანზე, ფეხები მოეკეცა და წიგნს ჩაჰკირკიტებდა. გული რაღაც უცნაურს უგრძნობდა. აფორიაქებული იყო, საათს ყოველ წამს გაჰყურებდა და ნერვიულად აცეცებდა თვალებს. ვერც წიგნს უდებდა გულს.

/23:31/
გული უცნაურად უფეთქვადა, რაღაც უცნაურს კარნახობდა. არ ეძინებოდა, მაგრამ ვეღარ ძლებდა, ოჯახს დაუბარა დავწვებიო და ოთახისკენ გაემართა. ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯებით მიუახლოვდა ოთახს, თითქოს რაღაც ელოდა შიგნით, ვერ გაბედა შესვლა. ორი წუთი კარებთან იდგა, შემდეგ გაბედა და კარები შეაღო. არაფერი დახვედრია შიგნით... იმედი გაუცრუვდა, უფრო მეტს ელოდა, ვიდრე ცარიელი, ცივი ოთახი იყო. ძალიან მალე ჩათვლიმა... თოვა დაიწყო, თოვლის ფანტელები ნაზად, რბილად ეცემოდა გაყინულ მიწას.

/23:43/
მალევე გამოეღვიძა ლიზას, ვერ დაიძინა, სახლში გამეფებული გამაყრუებელი სიჩუმე დააიგნორა და ფანჯარასთან მივიდა. რაღაც ფურცელი შენიშნა, კონვერტი იყო. გული აუფართხალდა, ფრთხილად გამოაღო ფანჯარა, სიცივისგან დააბუსუსა...
ნაჩქარევად აიღო კონვერტი. ფანჯარა მალევე დაკეტა და საბანში შეძვრა. რამდენიმე წამის შემდეგ ფრთხილად აანთო სანათი და კონვერტს დახედა. ზედ "ლიზას" ეწერა.
გაეღიმა...
გაკრული, ლამაზი კალიგრაფიით იყო შესრულებული.
ვერ ბედავდა... ვერ ბედავდა გაეხსნა კონვერტი.
ცნობისმოყვარეობა ტანჯავდა, ერთი სული ჰქონდა წაეკითხა, მაგრამ რაღაც აბრკოლებდა, რაღაც აშინებდა. ფიქრობდა, ისევ ვიღაც თაყვანისმცემელი იქნებაო და იმედის გაცრუების შეეშინდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა, მხრებში გასწორა და გახსნა. პირველ სიტყვას შეხედა და შეეცადა ერთი ამოსუნთქვით ჩაეკითხა.

"ლიზა,
ოო, წარმომიდგენია როგორი დაინტრიგებული, შეშინებული და დამფრთხალი კითხულობ ამ წერილს.
უპს... წარმომიდგენია არა - წარმოგვიდგენია.
ხო, ორი ვართ...
რა არ იცოდი?! არ გაგაფრთხილეს?!
ღმერთო, ნამდვილი უნამუსობაა...
პირველ რიგში, მინდა ორიოდე სიტყვა გითხრა ჩვენზე.
მე ისეთი თბილი და საყვარელი ადამიანი (თუ შეიძლება ეგრე მეწოდოს) ვარ, აუცილებლად მაპატიებ ყველაფერს.
მე მჯერა!
აი, ეს ვაჟბატონი კი, რომელიც გვერდით მიზის, ნამდვილი ურჩხული და ვეშაპია, მაგრამ დარწმუნებული იყავი, არასდროს... ვიმეორებ, არასდროს გაწყენინებს.
ახლა, აბუზღუნებული მელაპარაკება, მე ვეშაპი არ ვარო, მაგრამ არის!
ვიცი, დაბნეული ხარ, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება გპირდები.
მოკლედ... არა, არა...
გრძლად...
ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ საღამოს დაიწყო, როცა შემთხვევით, სრულიად შემთხვევით აღმოგაჩინე შენ.
შენი გარეგნობბა, ჩაცმის სტილი და ბუნებრივიბა ძალიან მომეწონა.
მთელი ორი კვირა ვფიქრობდი...
ერთ დღეს, როდესაც ჩემს სამალავში ვიყავი და შენს სურათებს ვათვალიერებდი ჩემი ბედოვლათი, უჟმური და ყოვლად უვარგისი ძმაკაცი თავზე დამადგა.
ვუყვირე, ვუწივლე აქ რა ჯანდაბა გინდა-მეთქი.
არ მომისმინა...
არ მომისმინა და შენს სურათებს დააცქერდა,
რა ლამაზი გოგოაო.
მთელი ორი დღე შენი სურათები ათვალიერა.
აიჩემა, მიყვარს და რა ვქნაო.
გავაფრინე, გადავირიე... შენ ცოტა გირიკინებს-მეთქი, სიყვარულმა შემშალაო.
მთელი ორი თვე დაჩლუნგებული დადიოდა...
ღამეები არ ეძინა და დღეები თვალებდასიებული ვეღარაფერს ვერ აკეთებდა.
ახლა, ისევ მე გადავწყვიტე ვუშველო...
ისეთი გაფრენილი აქვს ამას, ჩავარტყამ ტაფას თავში და გამოფხიზლდება მერე.
ხო, სად ვიყავი?!
მოკლედ, ჩემი დასკვნებით, ორთვიანი გამოთვლებით და სხვადასხვა მეცნიერული ნაშრომების მიხედვით გავარკვიე, რომ ჩემს ძმაკაცს შეუყვარდი.
რაც ამ წერილის წერაში დავხარჯე ორი დღე მეყოფოდა, მაგრამ ჯანდაბას!
წავედით ჩვენ.
დაბადების დღესაც გილოცავთ, ლიზა.
ახალ წელსაც, წინასწარ... :))
მაინც საშიშია არ დამავიწყდეს მოლოცვა.
გვიყვარხარ.
პ.ს. ყოველთვის გახსოვდეს... შენ გელის ერთი უტვინო ბიჭი, რომელსაც უყვარხარ."

გაოცებული, გაოგნებული, აფორიაქებული და საშინლად გახარებული იყო ლიზა. ვერ გაეგო ვინ იყო ავტორი, ვის შეუყვარდა ის, ასე მთელი გულით და საერთოდ, რა ხდებოდა ამ ღამეს. თვალებიც კი აუცრემლიანდა, მგონი მალე მეც შემიყვარდებაო. ფრთხილად დააბრუნა წერილი კონვერტში და ბალიშის ქვეშ შემოდო.
მას შემდეგ ერთხელ, ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ და ათიათასჯერ წაიკითხა უცნობი 'კუბიდონის' მიერ მოწერილი წერილი, რომელიც იმაზე მეტს იუწყებოდა ვიდრე ჩანდა. თავში მუდამ ერთადერთი წინადადება უტრიალებდა და ამით ცხოვრობდა:
"შენ გელის ერთი უტვინო ბიჭი, რომელსაც უყვარხარ".


ეს ისტორია ეძღვენა ლიზას,
ადამიანს რომელიც უსაზღვროდ მიყვარს და პატივს ვცემ.
ლიზა, ვიცი საშინელება გამომივიდა, მაგრამ მე ვეცადე, მართლა ვეცადე.
ორ საათში დაწერილი ისტორიაა და მეტი არც მოეთხოვება, რა.
გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო "მეო",
ჩემო ტყუპო.
მიყვარხარ.



№1  offline წევრი Ålways

ყველაზე
ყველაზე
ყველაზე
კარგი მყავხარ შენ!
უკვე მესამეც ვკითხულობ
და დიიიდიიი მადლობა შენ❤️
ჩემო მეორევ, მიყვარხარ❤️
საუკეთესო ხარ!❤️

 


№2  offline წევრი Mtirala

Ålways
ყველაზე
ყველაზე
ყველაზე
კარგი მყავხარ შენ!
უკვე მესამეც ვკითხულობ
და დიიიდიიი მადლობა შენ❤️
ჩემო მეორევ, მიყვარხარ❤️
საუკეთესო ხარ!❤️

გილოცავ ყველაზე საყვარელო და ფერადო ადამიანო.
უზომოდ მიყვარხარ ❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№3  offline წევრი Ålways

Mtirala
Ålways
ყველაზე
ყველაზე
ყველაზე
კარგი მყავხარ შენ!
უკვე მესამეც ვკითხულობ
და დიიიდიიი მადლობა შენ❤️
ჩემო მეორევ, მიყვარხარ❤️
საუკეთესო ხარ!❤️

გილოცავ ყველაზე საყვარელო და ფერადო ადამიანო.
უზომოდ მიყვარხარ ❤❤

მეც,
მეც,
მეც!❤️

 


№4  offline წევრი მოცინარი

თავშივე მივხვდი ვისზე იყო ლაპარაკი! :P უიმე, რა გიჟმაჟი ხარ შენ! აი რა საჩუქარზე იყო ლაპარაკი :დ საუკეთესო საჩუქრები იცი შენ :* და ამას, გაგრძელება ხომ ექნება? <3 კააააარგი კი არა, უუუუუუუუკარგესი ხარ ;*

 


№5  offline წევრი Mtirala

მოცინარი
თავშივე მივხვდი ვისზე იყო ლაპარაკი! :P უიმე, რა გიჟმაჟი ხარ შენ! აი რა საჩუქარზე იყო ლაპარაკი :დ საუკეთესო საჩუქრები იცი შენ :* და ამას, გაგრძელება ხომ ექნება? <3 კააააარგი კი არა, უუუუუუუუკარგესი ხარ ;*

ვაიმეეე :))) სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ გაგრძელება არ ექნება :)) შენ კი ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამახარე. ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№6  offline წევრი Mtirala

sofomachkalovi
ძალიან კარგი წასაკითხი იყო

მადლობა kissing_heart kissing_heart
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent