ანუკი(3)
ანუკი მთელი ღამე ალექსის მოსვლას ელოდებოდა, გეგმა ჰქონდა მოფიქრებული თუ როგორ გაიქცეოდა, მაგრამ ის არ ჩანდა. გახდა 12საათი. შემდეგ 3, მაგრამ ის მაინც არსად არ ჩანდა. ამდენი ლოდინის შემდეგ ი ანუკის სავარძელზე ჩამოეძინა. ალექსი სახლში მხოლოდ დილით დაბრუნდა. -თუ გეძინება ადი ზევით-უხეშად უთხრა ანუკის და სამზარეულოში გავიდა-არ გესმის? ეს საძინებელი არაა-ყავა გაიკეთა და მისაღებში გავიდა-აქ ჩაგეძინა ღამე?-ანუკის ეძინა ამიტომ პასუხი არც გაუცია. ალქსმა ამოიოხრა, ყავა მაგიდაზე დადო, ანუკი კი ზევით აიყვანა და საწოლში ჩააწვინა, შემდეგ კი ქვევით დაბრუნდა. სამზარეულოში მისი ძმა საუზმობდა. -შენი საცოლე სადაა? -ძინავს-მასაც უხეშად უპასუხა. -ალექსს, სუ ესე უნდა მელაპარაკო? -აუ ნუ დაიწყე ეხა დილიდან-მაშინვე მისი გაჩუმება სცადა. -ღამე სახლში არ იყავი. -ქორწილის წინა ღამეს ერთობიან ხოლმე. -ალექსს, იმ გოგოს უნდა... გაშ... -ხმა არ ამოიღო. ჩემი ურთიერთობა ლიზისთან შენ არ გეხება. გასაგებია? -კაი სად ლიზი და სად ანუკი? პატარაობიდან ვიცნობ ანუკის, ესეთი ლამაზი და დახვეწილია და ეს შენი ლიზი 15წლისასაც არ გავს. რათ გინდა? თან ცოლი მოგყავს. -მოკეტე თქო!! მე ვინ მეყვარება შენი ტრ**ის საქმე არ არი! შენ გამო ჩავარდა ის ესეთ დღეში, ხოდა უყურე ეხლა მის წამებას. თუ ესე მოგწონდა ანუკი, შენთითონ შეგერთო ცოლად და ჩემთვის თავი დაგენებებინა, როგორც კი კომპანიის სათავეში ჩავდგები, შენ გაგათავისუფლებ. შენნაირები კომპანიას არ ჭირდება. -საკუთარ ძმას ესე მოექცევი? -აუ გეყოფა რა, დილიდან ნუ მი**ნავთ რა ტვინს. დედა სადაა, ჩამოვიდეს, გამლანძღოს როგორი ცუდი შვილი ყავს. მე თქვენი დედა აფეთქებული კომპანიისთვის რას არ ვაკეთებ და თქვენ იქით მლანძღავთ. -ალექს, რა გაღიზიანებს ესე ძაან?-დედამისიც გამოჩნდა. -ოჰ, ელენე. შენზე ვლაპარაკობდი. შენ რა პრეტენზიები გაქ? მიდი მითხარი, ხასიათი მაინც არ გამომიკეთდება. -ხელის მოწერაზე არ დააგვიანოთ დღეს. 3 ზეა. -კიდე?-დამცინავი ღიმილით გახედა დედამისს. -ანუკის ტანსაცმელები მოვიტანე, მაგრამ მაინც კაბის საყიდლად უნდა წახვიდეთ, ხელს რომ მოაწერთ აქ სტუმრები გვეყოლება. -შენი აზრით ანუკის სტუმრებთან გაცნობა კაი იდეაა ელენე? ეგღა მაკლია სცენები მოაწყოს. -მამამისიც აქ იქნება, ვერ გაუბედავს მას ესეთ რამეს რომ შეარცხვინოს ამდენი ხალხის წინაშე. -როგორც იტყვით, დედა. -ანუკის უნდა მიხედო, რამე რო დაემართოს მამამისი არ გაცოცხლებს. ქმრის მოვალეობები უნდა შეასრულო. -ეხა სექსი რო უნდა გვქონდეს მაგას მინამიოკებ? ეგეც შენი გადასაწყვეტია? -რანაირად ელაპარაკები დედას, ცოტა აგივარდა ხო თავში?-გიორგი სკამიდან წამოხტა. ალექსს გაეცინა და გიორგისთან ახლოს მივიდა. -ყოველთვის მშობლების პათხალიმი იყავი, შენთითონ არაფერი არ შეგიძლია. საცოდავი ხარ გიუშ, ცოლიც კი არ გყავს, მთელი ცხოვრება ამხელა კაცი დედას ჭკუაზე აპირებ სიარულს?... მაშ წარმატებები. წავედი. -სად მიდიხარ?! ანუკი გააღვიძე, ისაუზმეთ და წაიყვანე კაბის ასარჩევად. -დედა, ანუკის კაბის ასარჩევად მე არ ვჭირდები. წაიყვანე შენ, მომავალი დედამთილი ხარ. -ალექსს! ეს უნდა გავდეს ნამდვილ ქორწინებას! გაბრაზებულია, არაუშავს, გადაუვლის და შეგიყვარდებათ ერთმანეთი. ადი, გააღვიძე შენი საცოლე და წადით კაბაზე! რა გინდა რომ მეც მამაშენივით დამემართოს? ეს გინდა ხომ?! -აუ ელენე, მაგიჟებთ, ამ დედა შვილს დილიდან რა ენერგია გაქვთ, რას სვამთ მეც მასწავლეთ. -ალექსს!! -ყავის დალევასაც რო არ დაგაცდიან-ალექსი ანუკისთან ავიდა-ადექი საქორწილო კაბა უნდა გიყიდოთ. ანუკი-ღრმად ამოისუნთქა და საწოლზე ჩამოჯდა-ადექი ანუკი-ოდნავ შეანჯღრია. -ჯანდაბა, რადგან აქ ვარ ესე იგი ეს ყველაფერი ნაღდად ხდება. -რამე მოწიე გუშინ? -იმედი მქონდა, დილით რომ გავიღვიძებდი შენ აღარ დაგინახავდი... და რომ ეს ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო-ანუკი წამოდგა-რატო მაღვიძებ? რადგან შენი საცოლე ვარ ძილის უფლებაც არ მაქვს? -აუ ვითომ მე მინდა შენი მოყვანა და ამ კაბებზე სიარული. ადექი, ჩაიცვი და წავედით. -ესე აღვიძებენ საყვარელ საცოლეს? -როცა იქნები საყვარელი, მაშინ დაიმსახურებ ნორმალურ გაღვიძებას და საუზმეს საწოლში. -და იქნება და არ მინდა ამ კაბაზე წასვლა? და საერთოდ შენი ცოლობა. -არავის არ უკითხავს. ხელის მოწერა სამზეა, უკვე 1 დაიწყო, მერე სალონში ან სადმე გაგიყვან... ხო მეჯვარე ამოირჩიე? -არა, რადგან ეს ყველაფერი არარეალურია. -თუ შენ გინდა რომ 100კაცის წინ დღეს ძონძებში იდგე, შენი ნებაა. -კარგი... წავიდეთ. ოღონდ ერთი პირობით. -რა? -სტუმრები რო მოვლენ, მასკა გაიკეთე, ჩემი მეგობრებიც იქნებიან, საცოდავებს შეეშინდებათ. -ძალიან სასაცილოა, შენ პირი აიკარი, იმდენს ლაპარაკობ რომ თავი ამტკივდა. და საერთოდ დილით ესეთი ენერგია...-ალექსი წამოდგა და ოთახიდან გავიდა. -ჯანდაბა... ანუკიმ ტელეფონი აიღო და ნინის დაურეკა. -დღეს სამზეა, იუსტიციის სახლში. ეხა კაბაზე მივყავარ, მერე სალონში გაგიყვანო, იქნება და სალონიდან წამიყვანოთ? -მოიცა, სანდროს გადავურეკავ და გეტყვი. ხო კარგად ხარ? -კი... მარა ძაან მეშინია, ნინი მე ამას ცოლად არ გავყვები, თავს მოვიკლავ და არ გავყვები. მამაჩემს კიდე არ ვაცოცხლებ ამ ყველაფრის შემდეგ. -კაი, დამშვიდდი. არ ინერვიულო 10წუთში გადმოგირეკავთ. -კაი... გათიშა, წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. გადაწყვიტა ალექსისთვის ნერვების მოშლა ამიტომ გამომწვევად ჩაიცვა. მოკლე შავი მოტკეცილი ქვედაბოლო, შავი ტოპი, კეტები და თეთრი ჯინსის შემოსაცმელი ჩაიცვა. შემდეგ კი ქვევით ჩავიდა. -დილა მშვიდობის...ან...-ელენეს ხმა ჩაუვარდა, გიორგი კი ანუკის მიაშტერდა. -რა გჭირთ?-ალექსი ზურგით იდგა და მხოლოდ მაშინ მიბრუნდა ანუკისკენ როდესაც მათი გაშტერებული სახეები შეამჩნია. ალექსს გაეცინა-ეს რა გაცვია? შენ პატარა დას მოპარე? მანქანაში რო ჩაჯდები შემოგასკდება ალბათ. -გოიმი რო ხარ ზუსტად მაგიტომ არ იცი რომ მოტკეცილი იუბკები მოდაშია-ანუკი სამზარეულოში გავიდა და ყავა დაისხა-გიო, მოდი შენი აზრი მაინტერესებს. შენი აზრით კარგად მაცვია? -მე... -არც გაბედო პასუხი-ალექსმა თვალები დაუბრიალა-ესე გინდა წამოსვლა? -ხო. -კაი, ბაზარი არაა შენი ნებაა. -ანუ მოგწონვარ?-ანუკი გატრიალდა. -ჩემ მოსაწონად თუ ჩაიცვი მაგრა შეცდი. არ მევასება ტრუსიკის სიგრძის კაბები. -შენ მოსაწონად არ ვიცმევ, მე სულ ესე მაცვია. -ჰომ... ბევრს ამბობს შენი ჩაცმულობა შენზე-ალექსმა დამცინავი ღიმილით გახედა და მისაღებში გავიდა-მანქანაში გელოდები. -ანა... ეს... არ არის შესაფერისი ტანსაცმელი... გარეთ გასასვლელად. -მე კიდე მგონია რომ სექსუალური ვარ ამ ტანსაცმელში. -ანუკი... ჯერ ხომ ბავშვი ხარ, 18ისაც არ გამხდარხარ... -ხო, ისე ლეგალურია 18ის რომ არ გავმხდარვარ და ძალით მაქორწინებთ? მე მეგონა ეს მარტო სოფლებში ხდებოდა, ისიც 19 საუკუნეში. რასაც მინდა და სადაც მინდა იქ ჩავიცმევ, და ვერავინ ვერაფერს აქ ვერ დამიშლის. ესეთი საცოლე გინდოდათ ხომ თქვენი შვილისთვის? ხოდა მიიღეთ-ანუკიც გავიდა და მანქანაში ჩაჯდა-ისე, დედაშენი კარგი დედამთილი ჩანს. არაფერზე არ აქვს პრეტენზია. -ექნება მალე. ჯერ ჩემი ცოლი არ ხარ ოფიციალურად. -მოვიფიქრე ვინც იქნება ჩემი მეჯვარე. და რამოდენიმე მეგობარიც მოვა. -აბა არარეალურიაო?-ანუკიმ აღარ უპასუხა, ალექსიც დიდხანს აღარ დალოდებია და მანქანა დაძრა. ერთ-ერთ უძვირეს მაღაზიაში მიიყვანა. მანქანიდან რომ გადმოვიდა ანუკიმ ქვედაბოლო ჩამოიწია, ისედაც ძალიან მოკლე იყო და მანქანაში სულ ზევით აეწია. ალექსმა ამაზე გაიცინა. -ჩემი ქურთუკი ხომ არ მოგცე რომ შემოიფარო? -რატო ვითომ? -ისე გკითხე-შემდეგ მაღაზიაში შევიდნენ, ანუკის ერთი სული ჰქონდა როდის ამოირჩევდა კაბას რომ დროზე წასულიყო სალონში და ენახა მეგობრები, ეს ქვედაბოლო კი საერთოდ ნერვებს უშლიდა. ალექსი ძალით წელავდა ყველაფერს, ერთობოდა ანუკის ესეთი სიტუაციით. ძალით აგზავნიდა მოსაზომებლად კაბების. ბოლოს როგორც იქნა იყიდეს კაბა და წამოვიდნენ. -რომელ სალონში მივდივართ? -რამე მნიშვნელობა აქ? -კი, ჩემ მეჯვარეს უნდა ვუთხრა, ისიც მოვა და ჩემთან ერთად გაიკეთებს მაკიაჟს. -რო მივალთ მიწერ. -შენც აქ იკეთებ რამეს? პრინციპში არაფერი გიშველის, მაგრამ ცდა ღირს. -არა, რაღაც საქმეები კიდეა მოსაგვარებელი, მესიჯით მომწერე სალონში რო იქნები ვინ მოდის, სია. დაცვამ რომ შემოუშვას. -ნომერი შე ჭკვიანო? ანუკის კითხვის გარეშე აიღო მისი ტელეფონი და ნომერი ჩაუწერა. -ალექსი და გული დავაწერე, ესე მიხვდები ხოლმე რომ შენი ქმარი რეკავს. -აჰამ, ოკ. -აუ რა ძიერსკები ვართ. ამ დროს ანუკის სანდრომ დაურეკე. -ო, ეს შენი ბოიფრენდია? ვუპასუხო? -მომეცი-დროზე გამოართვა და გათიშა. -რატო გაუთიშე? -ოფიციალურად ქმარი არ ხარ, არ ვარ ვალდებული ყველაფერი აგიხსნა. ისევ დაურეკა სანდრომ. -აიღე, ხედავ ნერვიულობს? -შენ საჭეს მიხედე-ანუკიმ აიღო-არ მცალია ეხლა, მერე გადმოგირეკავთ. -რა ხდება, ეგ სი*ი მანდ არი? -გადმოგირეკავ ცოტახანში. -ანუკი რა ხდება? -არაფერი. -სად მიდიხართ? მისამართი მითხარი? -მოგწერ მერე. -კაი. დროზე. შემდეგ გათიშა. ალექსს არც მოუსმენია მათი საუბარი ისე გააგრძელა მანქანის ტარება. -მოვედით. გადადი. -ჯენტლმენი ხარ. -ვიცი. მაგიტო წინასწარ გადავიხადე ყველაფერი, რაც გჭირდება ის გააკეთე, ოღონდ ესეთივე აღარ დაბრუნდე... და სახის ფერს გაუკეთე რამე, მკვდარს გავხარ. -იცი რა ხარ? -ცხოველი? ნათქვამი გაქვს. გადახვალ თუ გადაგიტანო? -გადავდივარ. ისე, ბოიფრენდებზე რო წავიდა საქმე, შენ გყავს შეყვარებული? -რაში გაინტერესებს? -იმავე მიზეზით რატომაც შენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.