გაშავდა მთვარე 5 თავი
ნუ გვიყურებ ცალ-ცალკე ყველას,ჩვენ ასეთები ვართ.ადამიანში სილამაზეს არ ვაფასებთ მხოლოდ,მე შენი ქარიზმას,შენს სიწყნარეს ვაფასებ.მაგრამ გახსოვდეს,ყველა ჩემმა მეგობარმა იცის,მე რას ვაფასებ მათში ,,გულწრფელობა''.ქეთი ყოველთვის იყავი გულწრფელი,ეს არ ნიშნავს იმას,რომ შენი გულწრფელობით ჩვენ ვეცდებით შენს გულში ჩახედვას.მეგობრებს შორის ორი მხრივი ნდობის მოსაპოვებლად დრო,გულწრფელობა და ერთად ყოფნაა საჭირო.ნუ ღელავ,ყველაფერი კარგად იქნება,ყველაფერი მოგვარდება,მაგრამ უნდა გეთქვა,ჩემთვის მაინც. -შემეშინდა თეკლა.ვაითუ რამე შემთხვეოდა რომელიმეს ჩემი მიზეზით,დღეს კი გიორგის რომ შევხედე,პირველი ის გავიფიქრე,რომ აუცილებლად უნდა მეთქვა.გამიჭირდა სიმართლის თქმა,მაგრამ მაინც გავბედე და ვუთხარი ყველაფერი. -დაწყნარდი და ნუ ხარ დაძაბული.ყოველთვის იყავი რაც ხარ და ვინც ხარ.უთხრა გიორგიმ და თვალი ჩაუკრა.ნამდვილი მეგობარი არასოდეს არ ეცდება გვერძე გადგეს მაშინ,როცა გჭირდება მისი გვერდით დგომა.ან რაიმე გააკეთოს იმიტომ,რომ თავი მოგაჩვენოს.შენი გულწრფელობით ჩვენგანაც გულწრფელობას მიიღებბ.ჩვენ არ გვაწუხებს ერთმანეთის სისუსტეები,ამის აუცილებლობა არ გვაქვს.ჩვენ არ შევიცვლებით,არც ჩვენი გრძნობები შეიცვლება.ამიტომ,ყოველთვის შეგიძლია იყო თავისუფლად ჩვენს გვერდით. -როგორც იესომ თქვა.,,ნამდვილი ბედნიერება,ნამდვილ მეგობრებს მოაქვს''.მეგობრები იმსახურებენ ჩვენს დროს და ყურადღებას,ნამდვილ მეგობრებს არ შურთ ერთმანეთის,მომეცით საშუალება კარგად გაგიცნოთ და ჩვენი ურთიერთობები უფრო ღრმა გავხადოთ.ბებია ამბობდა ხანდახან, ,,მეზობლის სახლში ხშირად ნუ ივლი,რომ არ მობეზრდე და არ შეგიძულოს''.მე არ გაწუხებდით,რიდი მქონდა თქვენი.არ ვამბობ,რომ მე ყოველი მხრიდან სრულყოფილება ვარ,არა მეც მაქვს ჩემი სუსტი მხარეები. -მაგალითად?შეეკითხა გიორგიმ. -მაგალითად,ადვილად ვენდობი ყველას.რადგან ყველა ჩემნაირი მგონია,სწრაფად და დაუფიქრებლად ვუშვებ ჩემს გულში,მგონია რომ ერთნაირი მიზნები გვექნება და ერთი ბილიკით ვივლით,მაგრამ დროის სვლასთან ერთად ვხვდები,რომ მთელი ეს დრო ტყუილში მიცხოვრია.მე დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა მეგობრის შესანარჩუნებლად და ვბრძოლობდი ბოლომდე,მაგრამ ისევ მე ვმარცხდებოდი.თქვენთან კი სულ სხვაგვარადაა ყველაფერი,ვხვდები რომ თქვენ არასოდეს მიატოვებთ გაჭირვებაში ,პირიქით ერთმანეთის გვერდით ხართ და ყველა ერთად ხართ შეკრული.მადლობა ყველას ამ დიდი სითბოსთვის.თქვა გულწრფელად და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.გეფიცებით,შემიძლია თითოეულ თქვენთაგანს,ჩემი ცხოვრების ნებისმიერი დრო,წუთი და წამი მოგიძღვნათ,რადგან მე უკვე დარწმუნებული ვარ,თქვენ ბედნიერი ადამიანთა რიცხვში ხართ ჩაწერილები. -რა კარგია მართლა რომ მოვხვდეთ იმ სიაში? თქვა ზუკამ -ხართ ზუკა რადგან თქვენ,ნამდვილად იცით ერთმანეთის ფასი. -წმინდანები არც ჩვენ ვართ,ვერ დავიჩემებთ წმინდანობას.რადგან ჩვენ ყველა ერთნაირი დარტყმული ვართ და ალბად ამიტომაც ვართ ამდენი წელი ერთად.მაგრამ ის კარგად ვიცით,რომ ,,საუკეთესო მეგობრები უბრალოდ ჰარმონიას კი არ ჰქმნიან,არამედ ერთმანეთის მიმართ სულის-სასიყვარულო მელოდიას წერენ''. -მეგობრობაზე გამონაქვამებს რა გამოლევს,მაგრამ მე ერთი ნამდვილი ამბავი მინდა გიამბოთ.როდესაც საქართველოდან წავედით 15 წლის ვიყავით მეც და გიორგიც. -მოიცადე,თქვენ ტყუპები ხართ?იკითხა თოკომ გაკვირვებულმა. -არა,მაგრამ ტყუპებივით ვართ.ერთხმად უპასუხა ორივემ და ორივეს გაეცინა. -დამაცადე სიტყვა ვთქვა.მაშ ასე,დრომ და ვითარებამ მარგუნა გამეცნო ადამიანი,რომელიც ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.თუ ცხოვრება ლატარეაა,მაშინ უნდა ვაღიარო რომ მისი შეძენით მე ძალიან დიდი პრიზი მომიგია.შემდეგ,მოხდა ისე რომ რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ ერთმანეთს დავშორდით.ვერ ვნახულობდით,ვერ ვხვდებოდით,რადგან ამის დრო აღარ გვქონდა.და ეს ხდებოდა ჩვენ ორს შორის,როცა ერთმანეთის გარეშე ვერ ვსუნთქავდით,ვერ ვცხოვრობდით და ერთ საათსაც კი ვერ ვძლებდით შორი-შორს.წლების შემდეგ,როდესაც დადგა დღე და ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს,აღმოვაჩინე რომ მიუხედავად ამ განშორებისა,ჩვენ ისევ ის ვიყავით ერთმანეთისთვის და მეგობრობის მთავარი კანონიც სწორედ მაშინ დავაფიქსირე.თურმე,დრო და მანძილი ნამდვილ მეგობრობას ვერ ერევა,ნაღდი მეგობარი დროის კანონებს არ ემორჩილება.აი ასეთი ვართ ჩვენ ქეთი და შენც ასევე ნაღდი გულით ხარ ჩვენს გვერდით.წლების წინ და წლების შემდეგ შემდეგ შეხვედრილი მეგობარი კი შენ ხარ გიო.შენ ხარ ჩემი გულის ნაღდი მეგობარი,ჩემი ძმა,ძმაკაცი და ყველაფერი.გიო ფეხზე წამოდგა,თეკლასთან მივიდა წამოაყენა,გულში ჩაიკრა და უთხრა. -ყველა ჩემი მეგობრები მიყვარხართ,მაგრამ ჩემი ყველაზე ლამაზი მოგონებები თეკლასთან მაქვს შენახული,რადგან მას უკავშირდება.ღმერთმა ნუ მაცოცხლოს შენს გარეშე,არცერთი წუთი,არცერთი წამი არ მინდა მე მეგობრების გარეშე,მაგრამ ხომ იცი შენ ჩემთვის სულ სხვა განზომილება ხარ და შენ გჩუქნი ყველა ჩემს სითბოს.გპირდები,ყველა სევდა გაივლის,ყველა ტკივილიანი დარდი სიხარულით შეიცვლება და მარტოსული აღარ იქნები.სულ მალე ყველა ტკივილი გაქრება,სულ მალე თეკლა.რა მნიშვნელობაა რა დღეა,რა თვეა,რა რიცხვია.მნიშვნელოვანი ის არის,როგორ გადის ყველა დღე ერთმანეთის სიყვარულში და მჭიდრო კავშირში. -როგორ მაინტერესებს,რას მალავთ გულის სიღრმეში.თქვა გოთალამ და გიორგის შეხედა. -მოსაყოლი ძალიან ბევრია გიორგი მაგრამ ჯერ არა,თან ახლა მაგის დრო არ გვაქვს,უნდა წავიდეთ.უთხრა გიორგიმ გოთალას და ქეთის მიუბრუნდა-ქეთი შენი ნივთები მზად არის?ქეთიმ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ფეხზე წამოდგა სხვებთან ერთად.თვალი მოავლო ბინას და მშვიდად დატოვა ეს მყუდრო ადგილი. -აი ჩვენც მოვედით.სიჩუმე გიორგიმ დაარღვია და ქეთიმ თვალი მოავლო ლამპიონებით განათებულ ეზოს,რომლის სიღრმეში დიდი ქვიტკირის სახლი წამოეჭიმათ.ფეხაკრებით მიყვა გიორგის და თეკლას და გაოცებულმა მოავლო თვალი სახლში შესულმა დიდ დარბაზს,რომელსაც რკალად მეორე სართულზე ასასვლელი კიბე იყო და ზემოთ ჩამწკრივებული რამოდენიმე საძინებელი.თავი ხუთ-ვარსკვლავიან სასტუმროში ეგონა და გიორგის ხელის შეხებამ გამოაფხიზლა,რომელმაც ზემოთ ასასვლელ კიბეებზე ანიშნა. -მომისმინე ქეთი.შენ ძლიერი ხარ,ყოველთვის ღიმილი გქონდეს სახეზე და ამით შენს მტერს დააბნევ.შენ მარტო არ გტკივა წარსული,მეც მტკივა,თეკლასაც ტკივა მაგრამ აქ გონებაში და აქ გულში ყოველთვის გვახსოვს ვინ ვართ,ვისთვის ან რისთვის ვცოცხლობთ და რა გვინდა ცხოვრებაში.ეს შენი ოთახია,დღეიდან აქ არავინ კი არა,ვერავინ ვერ შეგაწუხებს. -ქეთი მე ხვალ ვმუშაობ და უნდა დავიძინო,თუ რამე დაგჭირდეს ჩემი საძინებელი შენი საძინებლის გვერდითაა და არ მოგერიდოს.ტკბილი ძილი საყვარელო.უთხრა თეკლამ და თავის საძინებლისკენ წავიდა,მაგრამ გიორგიმ შეაჩერა. -დემეტრემ საყვედური თქვა სახლში რატომ არ მოდისო. -აუ,ხვალ წავალ რა ახლა მეძინება. -ჩემთვის უკეთესია აქ თუ იქნები,მაგრამ ხომ იცი ... -ვიცი,ვიცი და ხვალ წავალ.მერე ისევ აქ მომიწევს დარჩენა. -რატომ,სადმე მიდიან? -ხო მიდიან,მაგრამ არ ვიცი სად. -კარგი აბა ტკბილი ძილი ჩემს ლამაზმანებს.გიორგიმ ორივეს დაემშვიდობა და თავის საძინებელში შევიდა.გაოცებული და სიყვარულით გაბადრული ქეთაც თავის ოთახში შებრუნდა. -ღმერთო რა დადებითი ემოციებით დავიტვირთე დღეს და რა ძალიან კარგი მეგობრები შემაძენინე.ვერც კი მივხვდი ისე შემიყვარდა ეს ხუთეული,რომლებით უჩვეულოდ კარგი თვისებებით დაგიჯილდოვებია.ერთმანეთს სიერთგულით ავსებენ,მათი თვალებიდან მხოლოდ ერთგულება,სიხარული და სიყვარულს თუ დაინახავ.ოდითგანვე იყო ქრთველი კაცის სავიზიტო ბარათი ერთგული მეგობარი,ასევე სითბო,ურთიერთგაგება და უანგარობა.მე ამ ხალხს მთელი ცხოვრების მანძილზე გულით ვატარებ,რადგან ამ ადამიანებმა ჩემს გარშემო ისეთი წრე შეკრეს,რომლის დატოვებას არასდროს არ მოვინდომებ და ვერც დავივიწყებ.მათთან გატარებული ყოველი დღე ლამაზი და სასიამოვნოა,ამდენი წლების მიუხედავად ისინი მეგობრობენ,რადგან მათ კარგად იციან ერთმანეთის ფასი და შეუძლიათ კომუნიკაცია,ასევე სიტუაციის რეალური თვალით გაზომვა,შეფასება და კონტროლი.ესენი ერთმანეთის გვერდით დგომით,ყოველთვის მდიდრები იქნებიან.პატარაობიდანვე ვარჩევდი ადამიანებს ვისთანაც უნდა მემეგობრა,მაგრამ ყოველთვის შეცდომით ვირჩევდი.მე ახლა მყავს ნამდვილი მეგობრები და ახლა ვარ ბედნიერი.ყველას ვუსურვებ ასეთი მეგობრების ყოლას,ყველაზე დიდი სიმდიდრე ადამიანისათვის ხომ მეგობარია. ცხელი ზაფხული,ოდნავ ღიად დარჩენილ ვერანდის კარი და ნელი სიო სასიამოვნდ ტრიალებს ირგვლივ,ღამის სიბნელეში კი თეკლეს მშვიდი სუნთქვა ისმის სუსტად,მაგრამ მშვიდ ძილს ვინ დააცდის ექიმ ადამიანს.ვიღაცას უჭირს,ვიღაცას ექიმის დახმარება ჭირდება და ის ვიღაცა ურღვევს თეკლას მშვიდ ძილს.სიწყნარეში მოულოდნელმა ზარმა ზარივით ჩამოჰკრა და თეკლამ თავზე გადაფარებული პლედი მოისროლა გაბრაზებულმა და ხელი ტელეფონისკენ წაიღო თვალდახუჭულმა,უპასუხა ტელეფონს მშვიდი ხმით,მაგრამ თვალი ზანტად გაახილა და იქვე,ტუმბოზე დადებული საათისკენ გააპარა.საათის ისრები ღამის 4 საათს უჩვენებს და არ უნდა სიბრაზე შეეტყოს ხმაში. -გისმენთ. -ექიმი თეკლა ბრძანდებით?თუ არ იყავი დარწმუნებული თეკლასთან რეკავდი,რას მაღვიძებდი იდიოტო.გაიფიქრა გულში,მაგრამ ზედმეტი სიმშვიდით უპასუხა მოსაუბრეს. -დიახ,თვით ექიმი თეკლა გესაუბრებათ. -ექიმო თქვენი დახმარება მჭირდება,გთხოვთ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩემი დახმარება. -სასწრაფოს არ შეატყობინეთ? -დაურეკე რამდენჯერმე,მაგრამ არ მოვიდა,აგვიანებს.მიშველეთ გთხოვ ექიმო. -მომწერე მისამართი სად მოვიდე.თავად ადგა და მოემზადა,მალე მიიღო მისამართი შეტყობინებით.გიორგისთან შევიდა,მაგრამ საწოლი ცარიელი დახვდა და გაეღიმა. -სად გაძვერი წუხელ,მოხვალ სახლში.ჩაილაპარაკა და თავისი დიდი ხნის დაყენებული ბაიკი გამოიყვანა და წავიდა გაგზავნილ მისამართზე.ასეთ კრიტიკულ მდგომარეობას არ ელოდა და პირველადი დახმარების ჩატარების შემდეგ მკაცრად თქვა. -სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში. -გამოვიძახე რამდენჯერმე,მაგრამ როგორც ხედავ არ მოვიდა. -აქ ვერ გავაჩერებთ,უნდა წავიყვანოთ. გაიმეპრა ჯიუტად თეკლამ. -მაგრამ როგორ წავიყვანოთ.თქვა იქვე მდგარმა ახალგაზრდა მამაკაცმა.ადგილი სადაც თეკლა მივიდა,ქალაქიდან საკმაოდ მოშორებული იყო რამოდენიმე კმ-რით და თან მიუვალ ადგილზე.ამიტომ მოიფიქრა ისეთი რამ,რასაც არავინ ელოდა. -აქ კიარა მთის წვერვალზე უნდა ავიდეს სასწრაფო დახმარება,კარგი მაგათ მე გავცემ პასუხს,მაგრამ ახლა შენი დახმარება მჭირდება. -როგორ დაგეხმარო. -რასაც გეტყვი ის გააკეთე და ზედმეტი კითხვები არ დასვა.მამაკაცმა თავის ქნევით დაეთანხმა და ზედმიწევნით ასრულებდა თეკლას მითითებებს.უგრძნობი მამაკაცი აიყვანეს,ბაიკზე შესვეს და შუაში ჩაიჯინეს.თეკლას შეეშინდა არ გადამივარდესო და სამივე ერთმანეთს გადაება თოკით და შეშინებული,მაგრამ მტკიცე ხმით თქვა. -მზად ხარ?წავედით.პირს ჯვარი გადაისახა და ჯერ ნელა-ნელა მიიწევდა ქალაქისაკენ,შემდეგ კი მოუჩქარა და ქლაქში შესულს არ მორიდებია არცერთ შუქნიშანს.შურით გასცქეროდა შავი ღამე გახურებულ ქვაფენილზე ღმუილით მიმავალ შავ ბაიკს,რომელიც დიდი სისწრაფით კვეთავდა თბილისის ქუჩებს და ბნელ შესახვევებს,თითქოს დუმილის ბანგი შეუსვია ქალაქს,რომელიც სულ სხვაგვარად სუნთქავდა ამ სამ დაძაბულ ადამიანთან ერთად.თეკლას ზურგზე მიყრდნობილმა დაშავებული მამაკაცის მკერდმა ისე ძლიერ დაიწყო ცემა,თითქოს მდუმარედ მდგარ სახლების კედლებშიც აღწევდა ხმა.მიდიოდა,კი არა,მიჰქროდა თეკლა და მის სვლასთან ერთად მისი ცხოვრების ახალი და საინტერესო ფურცელიც იწერებოდა ზაფხულის უჩვეულო ღამეში.საავადმყოფოში მივიდა თუ არა იქვე მდგარ დაცვის ბიჭებს მთელი ძალით დაუყვირა. -საკაცე გამოიტანეთ სასწრაფოდ.დაცვა დაფაცურდა და უკვე საკაცეს მიარბენინებდა.თეკლამ და მასთან ერთად თანმხლებმა მოიხსნეს მათზე აკრული მამაკაცის სხეული და ფრთხილად გადააწვინეს უკვე იქვე მდგარ საკაცეზე.უკან მიყვებოდა საკაცეს,უეცრად უცნობს მიუბრუნდა და მკაცრად უთხრა. -შუბლს ნუ შეიკრავ და დავიდარაბას ნუ ატეხ.ვიცი რაც გაწუხებს,არ დაგიმალავ სიტუაცია ძალიან რთული და კრიტიკულია.ჩვენ შევძელით და აქამდე მოვედით,არ მივცემ უფლებას ხელიდან გამიცდეს,ამიტომ ტაბუ დაადე სიკვდილის თემას. -ჩემზე ძლიერი ხართ ექიმო და გონიერიც,ზედმეტია ამ სიტყვების შემდეგ რამე გითხრათ და რაიმე გთხოვოთ,მაგრამ მაინც გეტყვით სამ მნიშვნელოვან სიტყვას.გადაარჩინეთ,ალექსანდრე გადაარჩინეთ''.თეკლამ თავი დახარა ძირს და ჩურჩული,მაგრამ მტკიცე ხმით უთხრა. -მე ვიბრძოლებ,მე ვეცდები გპირდები ყველაფერს გავაკეთებ რაც უნდა გავაკეთო,რაც მე მევალება,მაგრამ ეს უფლის ნებაა.შემდეგ მამაკაცის ხელებიდან თავი დაიხსნა და უცნობთან შევიდა,რომელიც მეგობარმა ალექსანდრეთი მოიხსენია.შეხედა მის გადაღეღილ მკერდს,რომელიც ხან ძლიერად ადი-ჩადიოდა და ხან სუსტად ფეთქავდა.თითქოს იმ პერანგს ვერ გუობდა ტანზე და მისი მოშორება უნდოდა სხეულიდან.სითამამემ სძლია თუ ექიმის ინსტიქტმა ეს არ ვიცი,მაგრამ ახლოს მივიდა და ტანზე შემოკრული პერანგი ერთი ხელის მოსმით ჩახია გულთან და იგრძნო როგორ ხარბად შეისუნთქა ჰაერი ფილტვებმა.შემდეგ შებრუნდა და კოლეგებს განკარგულება მისცა.ცოტა ხნით გარეთ გავიდა და შეხედა დამწუხრებული სახით მდგარ მეგობარს,რომელსაც თვალი გაეშტერებინა უაზროდ ერთი წერტილისათვის და ვინ იცოდა გულში როგორ მხურვალედ ლოცულობდა მეგობრის გადარჩენას.თეკლამ მის ადგილზე წარმოიდგინა თავი და ახლოს მივიდა,ფრთხილად დაადო ხელი მხარზე და უთხრა. -რა შეუმჩნეველია სხვისთვის შენი ტკივილით სავსე თვალები,რომლებიც დაჭრილი ვეფხვის თვალებს გვანან.ყველაფერი კარგად იქნება,ილოცე მხოლოდ ლოცვა თუ გვიშველის,წრფელი გულით წაკითხული ლოცვა.ახალგაზრდამ შეხედა და მკრთალად გაუღიმა თეკლას და უთხრა. -ლაზარე მქვია.ვილოცებ,სანამ არ დასრულდება ოპერაცია გულით ვილოცებ.წარმატებები ექიმო.თეკლამ თავი დაუკრა და ისევ საოპერაციოში შევიდა,ზედმეტი ფიქრების დრო არ იყო და პაციენტთან მდგარ ასისტენტს მიუახლოვდა. -რას ფიქრობ,შალვა რასთან გვაქვს შეხება. -ძალიან სერიოზული შემთხვევაა.თავზე ზიანი აქვს მიღებული დაცემისას,მაგრამ უფრო სერიოზული ის არის,რომ ორივე ფეხებზე ძვლები აქვს დამსხვრეული რაც ძალიან რთულია მათი აღდგენა.აღვადგენთ,მაგრამ პირობას ვერ მოგცემ რომ გაივლის ოდესმე ისევ ფეხზე. -ინვალიდად დარჩება? -გამორიცხული არაფერია. -შალვა ვხედავ,რო სერიოზული და რთული მდგომარეობაა.ის ძალიან ახალგაზრდაა,უნდა შევძლოთ და ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ.შალვამ შეხედა და თეკლას ზემოდან დააჩერდა,რადგან ის თეკლაზე მაღალი იყო და უთხრა. -თეკლა იცი როგორ მიყვარხარ და როგორ გაფასებ.მე მოხარული ვარ,ასეთი მიზანდასახული რომ ხარ,მაგრამ ეს შეუძლებელია.თეკლამ შეხედა შალვას და უთხრა. -რა გგონია, ვერ ვხედავ რომ ეს შეუძლებელია?მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ.შალვამ თავი გადააქნია და მიყვა თეკლას ისე როგორეც მას უნდოდა. არის წუთები,რომ მოულოდნელად გული ტკივილს შეიგრძნობს. ჯავრი, სინანული, სევდა თითქოს სულში კივის და მოულოდნელად უკან წაგიღებს ფიქრები.აგტკივდება ხორცი,გტეხავს ძვლებში,ირგვლივ ვერავის ვერ ამჩნევ და ვერ ხედავ.გგონია გადის წუთები,გადის საათები,წლებიც კი და უეცრად აღმოაჩენ,რომ რამდენიმე საათში დახურე ღია ჭრილობა,სადაც ხელები აფათურე და თვალით ამოწმებ კიდევ ერთხელ შენს ნახელავს.ამოწმებ წნევას და როცა რწმუნდები ყველაფერი რიგზეა,გულში ბედნიერების ნაპერწკალი ინთება.მთელი ის დრო ისეთი შეგრძნება გაქვს რომ არავინ არ არესებობს,ირგვლივ უჩვეულო სიმშვიდეა.ყველა გაქრა სადღაც გონებიდან,მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა და დაღლილი თვალებით შეხედა სარკმელში შემოსულ ახალ დილას,ახალი და წარმატებული იმედებით.საოპერაციოდან გადის შუბლზე ოფლის წმენდით და ხედავს უამრავი ხალხი ელოდება ექიმის გამოსვლას,იმედგადაწურული და მოლოდინისგან დაცლილი ხალხი ელის მისგან ნათქვამ იმედიან სიტყვებს.ესმის ლაზარეს გაბრაზებული ხმა. -გეყოფა,გეყოფა უკვე 95-ჯერ დამირეკე,არ დასრულებულა ოპერაცია,დასრულდება და დაგირეკავ. -ექიმი,ექიმი მოდის ლაზარე.უჩურჩულა ლაზარეს ჩუმად ასაკოვანმა მამაკაცმა.ყველა თეკლას წინ დადგა და მის თვალებში,მის სახეზე უნდათ წაიკითხონ ოპერაციის შედეგები.უჩვეულოდ მოეჩვენა უამრავი ხალხის თვალებში ამოკითხული მოუთმენლობა,განა პირველი შემთხვევა იყო?არა,მაგრამ ახლა სულ სხვა შეგრძნება ჰქონდა უამრავი ხალხის წინ მდგომს,თითქოს უფრო დიდი პასუხისმგებლობა იგრძნო.როგორც იქნა ძალა მოიკრიბა და ხმა ამოიღო. -მდგომარეობა ძალიან რთულია.მისი მონახულება ჯერ შეუძლებელია,ის სიკვდილს ებრძვის.ჩვენ შევძელით მისი სიცოცხლის 30%-ის შენარჩუნება.სხვა ვწუხვარ,მაგრამ უფალზე და მის ორგანიზმზეა დამოკიდებული.შემდები 48 საათია ყველაფრის გადამწყვეტი.ორი დღე და ორი ღამე უნდა დაველოდით.თეკლამ თავის დაკვრით დაემშვოდობა მის წინ მდგარ ალექსანდრეს ახლობლებს და თავის კაბინეტისაკენ წავიდა,რომ უეცრად მის წინ მაღალი,გამხდარი ახალგაზრდა მამაკაცი დადგა და ხმამაღალი ხმით უხეშად უთხრა. -როგორ შეიძლება ექიმი ასეთი დაუდევარი იყოს,როგორ გაბედე და ასეთი მძიმე ავადმყოფი აქ ბაიკით მოიყვანე.თეკლა ჯერ აენთო და იქვე მდგარ გაოცებულ ლაზარეს შეხედა,მან ხომ იცოდა რა როგორ მოხდა და როგორ გაუჭირდათ ალექსანდრეს აქამდე მოყვანა.ჯიქურ შეხედა მის წინ მდგარ მამაკაცს და რაც შეიძლებოდა მშვიდი ხმით უთხრა. -თქვენ ვინ ბრძანდებით პაციენტის. -მხოლოდ ეს გაქვთ გასარკვევი?ბიძაშვილი ვარ და ალექსის რომ რამე დაემართოს პირველს თქვენ მოგიწევთ მწარედ პასუხისგება. -ბიძაშვილი თუ ხართ და ასე შეგტკივა ბიძაშვილის ცუდად ყოფნა,სად იყავი იმ დროს როცა ის უსულოდ ეგდო ძირს მიუვალ ადგილზე.როგორც შევძელი ისე მოვიყვანე აქამდე,თქვენ კი ამ დროს ტკბილად გეძინათ.მე ჩემი გასაკეთებელი პირნათლად გავაკეთე,კეთილი ინებე და ილოცე რომ გამოჯამრთელდეს.თეკლა წასასვლელად შებრუნდა,რომ პროფესორი დავით მამისეიშვილი მიუახლოვდა და უთხრა. -ყოჩაღ,შეუძლებელი შეძელი.ვამაყობ შენთ თეკლა. -ვფიქრობ დროულად ჩაერია მედიცინა ბატონო დავით. -ვიცი,ეს ძალიან ბევრს ნიშნავს თუმცა წინ ძნელი და მძიმე 48 საათი გვაქვს.დავითი ჩქარი ნაბიჯით წავიდა წინ და თეკლა მოულოდნელად ისევ მიუბრუნდა იმავე მამაკაცს. -არა მგონია სირცხვილის გრძნობა გაწუხებდეს ან როდისმე შეგაწუხოს,მაგრამ დარწმუნებული ვარ დღეს,ხვალ,ზეგ თუ არა,მოვა დრო და ამ სიტყვებს მწარედ ინანებ.სამარისებული სიჩუმე იდგა ირგვლივ და უკვე რცხვენოდა მისი სიტყვები თეკლას წინ მდგარ უცნობს.თავი დაეხარა და თეკლას არ უყურებდა,თეკლამ კი თავი ასწია და ამაყად წავიდა თავის კაბინეტისაკენ.არ იმჩნევდა,მაგრამ სიბრაზისაგან მომუჭულ ხელებს ბჟუალი გასდიოდა,მის თვალებში ცრემლი გაბრჭყვიალდა,ყველასათვის შეუმჩნეველი ცრემლი,მაგრამ იმ ცრემლის შიგნით მაინც იკითხებოდა თეკლასეული ეშხი და სითბო.მის მაგიდასთან დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო,მხრები უცახცახებდა,მოულოდნელად ნელა შეეხო მოცახცახე მხრებზე ვიღაც და თბილი ხმით უთხრა. -ვისი ხარ,ვინ ხარ,საიდან მოხვედი.ისე დავიბენი, მადლობის თქმაც ვერ მოვახერხე.თეკლამ ცრემლი შეიმშრალა,თავი ასწია და მას დაფიქრებული და მომღიმარი,თან გაოცებული თვალები უცქერდა.კეთილ ღიმილს გაეპო ბაგე რომლებიც თეკლას შექებისთვის თბილ სიტყვებს არ იშურებდა. -დღეს ძალიან მძიმე დღე გვაქვს ექიმო,მაგრამ მადლობა ვერ გითხარი და ამიტომ მოვედი აქ.ახრჩობდა ტკივილი,მაგრამ სასიამოვნოდ იღიმოდა ეს სათნო მოხუცი.-მე მწამს ალექსანდრე დაძლევს ამ ყველაფერს და ჩვენ რამოდენიმე დღეში მის კარგად ყოფნას ვიზეიმებთ.მე მაპატიე შვილო იქ შექმნილი უხერხული სიტუაცია. -არა უშავს,ხდება ხოლმე.მეც მწამს,რომ უფალი გადაარჩენს ზღვაში ჩასაძირად განწირულ ხომალდს.მას ძლიერი ორგანიზმი აქვს და ეს დაეხმარება დაძლიოს ეს რთული დღეები და სისუსტე განდევნოს მისგან.არ გაშინებთ,მაგრამ მდგომარეობა რთულზე,რთულია.ორი დაუძინებელი დღე და ღამე გვაქვს წინ.ნელა-ნელა გადიოდა დრო და როგორც იქნა უკვე ჩამდგარი გრიგალის შემდეგ გამოჩნდა კრიალა ცა,მძიმე პაციენტმა თვალი იმ დროს გაცილა როცა თეკლას თავი დაეხარა და ალექსანდრეს წნევას უსინჯავდა.მისი ხელი ეკავა ხელში და იგრძნო როგორ გაუხშირდა გულის ცემა,მათმა ერთმანეთს შეხედეს თვალებში და მათი სახეების ანარეკლს ერთმანეთის თვალებშ უცქერდნენ.ალექსანდრემ დაღლილი თვალები თეკლას შეანათა,თვალები რომლებიც ებრძოდა ფიქრებს,დანისნულ თვალებში ძალიან ბევრი ტკივილის დანახვა შეძლო წუთიერად თეკლამ და ის თვალები იმ დღიდან იქცა მისი ღამის კოშმარად,მისი იდუმალი სხივად.თეკლას ცოდნამ და გამოცდილებამ შედეგი გამოიღო და დაამარცხა სიცოცხლის ზღრუბლზე გამარჯვებული სახით მდგარი სიკვდილი.ყველა გახარებული იყო და ყველასთან ერთად ხელებს უკოცნიდა ჭაღარა მოხუცი თეკლას. -იარებით და ჭრილობებით დაფლეთილი გული გამიმრთელე შვილო,მთხოვე რაც გინდა,მე ყველაფერზე მზად ვარ. -არაფერი არ არის საჭირო,ეს ჩემი მოვალეობაა და სანამ ვიცოცხლებ,სანამ ვიარსებებ და შევძლებ მე მუდამ ხალხის სამსახურში ვიქნები.ჩემთვის ეს გულიდან წამოსული მადლობა,ყველაზე მეტად ძვირად ფასობს.კიდევ ერთხელ შეავლო მასზე მომზირალ თავ თვალებს თვალი და პაციენის პალატა გულაჩქარებულმა და თავაწეულმა დატოვა.ალექსანდრეს მეორე დღიდან სულ სხვა ექიმი მიუჩინეს,ეს თეკლას გადაწყვეტილება იყო.ყოველი კარის გაღებაზე იმედით ევსებოდა თვალები,მაგრამ იმ იმედსაც კარგავდა სხვა ექიმს რომ შეხედავდა.არ ამხელდა,მაგრამ ძალიან უნდოდა მისი ნახვა.ყოველ დღე აკითხავდა მეგობრები და ართობდნენ,მაგრამ მაინც უხასიათოდ იყო,მხოლოდ ლაზარე ხვდებოდა მისი უხასიათობის მიზეზს და ჯერ-ჯერობით ჩუმად იყო.საავადმყოფოში წოლის ზუსტად ერთი თვის თავზე სხვა ექიმებთან ერთად ერთ დილით თეკლაც შევიდა ალექსანდრესთან და მომენტალურად ალექსის თვალებში ბედნიერების სხივი აკიაფდა,მაგრამ ეს იყო წამიერად. -როგორ არის ჩვენი რთული პაციენტი?იკითხა ღიმილით პროფესორმა დავითმა. -უკეთ ვარ ექიმო.თეკლას გული აუფრიალა ალექსის ბოხმა და მკაცრმა ხმამ. -ვხედავთ,რომ უკეთ ხარ ალექს.დღეს ანალიზებს ავიღებთ,კიდევ ერთხელ დავაკვირდებით,შევამოწმებთ ყველაფერს და გეტყვით როდის გაგწერთ,მაგრამ როგორც იცით ორივე ფეხები თაბაშირში კიდევ სამი თვე უნდა გქონდეს.მე გთავაზობ აქ იყო,მაგრამ თუ წასვლა გინდა უმჯობესია იყო ექიმის ყურადღების ქვეშ.დავითი თეკლას მიუბრუნდა და უთხრა.-ამიტომ ექიმო თეკლა განთავისუფლებული ხარ ყოველგვარი ვალდებულებებისგან და პაციენტს სახლში უნდა გაჰყვე.ისეთი მოულოდნელი იყო ეს თეკლასთვის და თვით ალექსისთვის რომ თეკლამ უცებ გააპროტესტა. -ბატონო დავით ეს,ეს ჩემს მოვალეობაში არ შედის. -იმ დღიდან შევა,რა დღესაც საავადმყოფოს კედლებს დატოვებს ბატონი ალექსანდრე კობახიძე.ვეღარ შეეპასუხა პროფესორს და გაბრაზებულმა თავი ჩახარა,ალექსიმ კი თეკლას შეუმჩნვლად ჩატეხა მარჯვენა ტუჩის კუთხე,მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა და თვალი ჩაუკრა,რამაც თეკლას სიბრაზე გამოიწვია და შეუბღვირა.უხალისოდ დაბრუნდა სახლში,კარებში შევიდა თუ არა ფეხზე გაიხადა და იქვე მიყარა,ჩანთა კიდევ მდივანზე მიაგდო.აშკარად შესამჩნევი იყო მისი გაბრაზება.გიორგის არ მოეწონა მისი სახე და მკაცრად შეეკითხა. -რა მოგივიდა,რა მოხდა.ძალიან გაბრაზებული სახე გაქვს და ამავდროულად დაღლილი. -ზუსტად ერთი კვირაა გადამბულად არ მიძინია და არ გაბედოს ვინმემ არ გამაღვიძოს,უნდა დავიძინო. -ჭამე რამე და ისე დაწექი.ფერი არ გაქვს კარგი,გადაღლილობის ბრალია ალბად. -არაფერი არ მინდა ნერვებზე ვარ მოშლილი.მიაყარა გიორგის და კიბეებს აუყვა,მაგრამ გიორგიმ ხელი მოკიდა და იქვე დააჯინა. -რა მოხდა აღარ იტყვი?დაუყვირა გაბრაზებულმა. -ერთ პაციენტს ევლება ყველა თავზე,თითქმის მთელი საავადმყოფო,ახლა კი მოინდომა რომ მე გავყვე სახლში. -ქალია თუ მამაკაცი.კითხა ნონამ ინტერესით. -მამაკაცია,32 წლის.გიორგიმ წარბი აწია მაღლა და თეკლას შეუმჩნევლად ჩაიცინა. -უფ,რა მოუვიდა.ვითომ შეშფოთებით იკითხა. -ორივე ფეხები აქვს თაბაშირში,თან თაბაშირის მოხსნის შემდეგ გაივლის თუ არა ფეხზე ეს არ ვიცით ჯერ,თან ტვინზე აქვს მიზეზი.ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს,ექიმის დაკვირვებით უნდა იღებდეს წამლებს.ოხ,ღმერთო რა რთულია ეს ყველაფერი. -სიმპატიურია?ეშმაკურად შეეკითხა ქეთიმ. -არა.თქვა გაბრაზებულმა,რაზედაც ნონას ჩაეცინა და გიორგის თვალი ჩაუკრა. -ეს საინტერესოა უკვე, მომწონს.თეკლამ შეხედა გიორგის და შეუღრინა. -ვერ გიტან გიორგი. -არა უშავს მე მიყვარხარ.ასეთი უკარება რომ ხარ,ვინ იცის იქნებ იმ პაციენტმა მოგათვინიეროს და გვეშველოს.როდიდან მიბრძანდბი? -ერთ კვირაში გაწერენ,ანალიზების პასუხს ელოდებიან. -საინტერესო იცი რაა? -რა,რა უნდა იყოს აქ საინტერესო. -საინტერესო ისაა,რამდენი ხნით გაძლებ იმ არა-სიმპატიურ პაციენტთან? -სამი თვე უნდა ვიყო იქ. -სამი თვის მერე,მე აღარ მიგიღებ სახლში და ვაიძულებ,უნდა არ უნდა იქ დაგიტოვოს. -კიდევ გიმეორებ,რომ ვერ გიტან. -წადი,წადი დაისვენე ფერმკრთალი ხარ.წინ კი ძალიან მძიმე დღეები გელოდება.მართალი აღმოჩნდა გიორგი ძალიან ძნელი იყო ალექსანდრეს გვერდით ყოფნა,მაგრამ ქეთი და ნონა ყოველ საღამოს ურეკავდნენ და საუბრობდნენ. -თეკლა როგორ ხარ საყვარელო. -მიჭირს,მაგრამ კარგად ვარ. -ღამე არ გძინავს?ძალიან გადაღლილი ხარ,თვალის უპეები გაქვს ჩაშავებული. -კარგად ვარ ქეთა შენ რას შვრები,უნივერსიტეტში როგორაა საქმეები. -მეც კარგად ვარ თეკლა. -თოკომ სახლის ამბები მოაგვარაო გიორგიმ მითხრა და გამეხარდა. -კი სახლი ისევ ჩემს სახელზეა,მაგრამ გიორგი არ მიშვებს. -ძალიანაც კარგი.წავალ დავხედავ ალექსანდრეს და მოვალ მალე.თეკლა გავიდა,მაგრამ დააგვიანდა შემოსვლა გვიანი იყო უკვე და ქეთიმ გათიშა კომპიუტერი.უფრო გვიან კი თეკლამ თავად გადაურეკა ქეთას. -გელოდე და მივხვდი რომ არ გეცალა,ამიტომ გავთიშე. -ალექსანდრემ არ გამომიშვა,წიგნს ვუკითხავდი სანამ არ ჩაეძინა. -ძალიან გაწვალებს შენ ეს ალექსანდრე. -ჩემი როდის მერე არის გოგო.გაეცინა თეკლას შემდგ კი უთხრა.-ხანდახან ისე მიშლის ნერვებს,მინდა ფანჯრიდან მოვისროლო. -მაგრამ ვერც იმეტებ.გადაიკისკისა ქეთიმ და ამ დროს მისი ოთახის კარები გიორგიმ შემოაღო. -ასე გემრიელად მარტო იცინი?შეეკითხა გაკვირვებულმა. -არა ჯერ არ გავგიჟებულვარ,თეკლას ველაპარაკები. -გიორგი მიუახლოვდა ქეთას და კომპიუტერი აართვა საწოლზე გულაღმა დაწვა და კომპიუტერი გულზე დაიდო. -პრივეტ თეკ როგორ ხარ,როგორ გყავს შენი არასიმპატიური მაჩო. -გიორგი ნუ მიშლი ნერვებს,თორემ მწარედ გადაგიხდი იცოდე.გიორგიმ სიცილით გამოაჯავრა და კომპიუტერი გათიშა.თეკლას უცნაური რამ დასჩემდა,ყოველ ჯერზე როცა გაბრაზდებოდა მიდიოდა და ნარ-ნაირ ხეხილის ნერგებს ყიდულობდა და ალექსანდრეს სახლს უკან ცარიელ ადგილში რგავდა.უკვე რამოდენიმე ათეულმა ძირმა მოიყარა თავი,ამას ყველა უცნაურად და გაკვირვებული უცქერდა.ალექსის მეგობრები ყველა კარგი განწყობით ეპყრობოდნენ თეკლას და ალექსის აიძულებდნენ კარგად მოქცეოდა მას,მაგრამ ეს უჟმური და გაუცინარი ხელმწიფე იყო და ყოველთვის დუმილით ხვდებოდა თეკლას ახალ-ახალ შემოტევებს.თეკლა ცდილობდა დალაპარაკებოდა და აეძულებინა ფეხზე დამდგარიყო,ერთ დღეს ვერ მოითმინა და ხმამაღლა უსაყვედურა. -ნეტა მართლა ან მუნჯი იყო და ან ყრუ და ვერ გებულობდე ვერაფერს.ხისთავიანი ხარ და ამიტომ ვერ გებულობ ალბად. -შემეშვი თეკლა.უთხრა ალექსიმ რაც შეიძლებოდა წყნარად. -არ მოგეშვები,ალექსანდრე მე შენი ექიმი ვარ. -კი ექიმი ხარ ჩემი,მაგრამ სხეულზე ასახული ჭრილობების და არა ჩემი სულის.ვერ შეძლებ თეკლა ჩემი სულის განკურნებას,ნუ შეეცდები ამას ვერ შეძლებ.დააბნია თეკლა ალექსანდრეს ნათქვამმა,მაგრამ უკან არ დაიხია და ხმამაღლა უთხრა. -შენ რა იცი მე რას განვიცდი.არ იცი,წარმოდგენა არ გაქვს ჩემი სულის ჭრილობაზე.მარტო შენი თავი გგონია ამ დღეში?15 წელია გულით დავატარებ უთქმელ დარდს და ტკივილს.ეს 15 წელი ვისთვის გავიდა და ვისთვის გაჩერდა ერთ ადგილზე.15 წელია ჩემს გულთან შეუთანხმებლად დავატარებ ტკივილს გულზე შემოხვეულს.კარგი რა,ტკივილი ტკივილია მაგრამ ძალიან მწარეა ჩუმად დაღვრილი ცრემლი და შიშის სუნი,მაგრამ უკან მოვიტოვე შიში და წინ მაინც ჩემი ოცნებები დავაყენე,უკან არ დავიხიე და არ ვნანობ,უბრალოდ მენატრება წინანდელი 15 წელი.ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა,არ გინდა ალექს არ გირჩევ ასეთი მკაცრი სტილით ცხოვრებას.მე არ ვიცი რა შეგემთხვა,მაგრამ გავკადნიერდები და გეტყვი,ნუ დასჯი ასე ძალიან საკუთარ თავს.დასასჯელი თუ ვინმეა,უფალს მიანდე მისი დასჯა. -წადი და მარტო დამტოვე თეკლა. -მე წავალ,მაგრამ თუ საუბარი მოგინდეს,მე მოგისმენ.ცხოვრება მშვენიერია ნუ გაუბრაზდები მას და დატკბი შენი წილი სიცოცხლით.ნუ ხარ ჩუმად,იყვირე,იკივლე და გაბრაზება გარეთ გამოუშვი,ნუ ჩაიხვევ სიბრაზეს გულში,ეს გულს ავნებს.თეკლა გავიდა და ალექსი მარტო დატოვა.ალექსის ოთახიდან გამოსული თავის ოთახში უნდა შესულიყო,რომ ნაცნობი ხმა შემოესმა. -ექიმო?თეკლა მიბრუნდა და მის წინ კარგად ნაცნობი ჭაღარა მოხუცი იდგა. -თქვენ?აქ საიდან არ რატომ?გაუკვირდა თეკლას მოხუცის ნახვა ამ სახლში. -ალექსანდრე ჩემი შვილიშვილია თეკლა და მეც ძალიან მტკივა მისი ასეთი მდგომარეობა.მე მჯერავს ის კარგად იქნება თქვენით,მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მისი ფეხზე დაყენება.თეკლამ თავი ასწია და პირდაპირ შეეკითხა მოხუცს ის რაც მთელი ეს დრო აინტერესებდა. -რა დაემართა,რატომ არის ასეთ მძიმე მდგომარეობაში. -უკეთესია დაბლა ჩავიდეთ და მშვიდად ვისაუბროთ.თეკლამ ყავა მოამზადა ორ ადამიანზე და მოემზადა უცბნაური და საინტერესო ამბის მოსასმენად. -მე ალექსანდრე ვარ კობახიძე,მაგრამ დიდი ალექსანდრე.გაეცინა მოხუცს,მაგრამ შემდეგ სახე დაუსევდიანდა.რამოდენიმე წლის წინ, ალექს შეუყვარდა და ეს გრძნობა იმდენად დიდი იყო მასში,ვერავის და ვეღარაფერს ვეღარ ამჩნევდა.ფრინავდა ბედნიერებისაგან,მაგრამ როცა ადამიანს უხარია,იქვე ბოროტებაა ჩასაფრებული ახლოში და არ ახარებს ბედნიერებას.ალექსს საუკეთესო მეგობარი ყავდა,ისინი სულ ერთად იყვნენ.ყველგან ერთად დადიოდნენ,ერთმანეთის სამოსი ეცვათ,ყველაფერი ერთნაირი ჰქონდათ.ალექსი ყველაფერში ენდობოდა მას და ერთ დღეს როცა მის საცოლეს სიურპრიზს უწყობდა,კობა გაუშვა თათას მოსაყვანად.იმ დღეს ალექსის ცოლობა უნდა ეთხოვა თათასთვის.დააგვიანდა კობას მოსვლა და რამდენჯერმე დაურეკა ტელეფონზე ალექსმა და მან დაამშვიდა,დაღამდა და მოვიდნენ.არ მომეწონა მისი არეული სახე,თათაც შემოვიდა სახლში,მაგრამ მას ის სიხალისე არ შემოყვა თან როგორც იცოდა მისებურად.თავჩაღუნული იჯდა და ღიმილიც მის სახეზე ნაძალადევი იყო.იმ დღეს ალექსის დაბადების დღე იყო,ბედნიერებას თვალებიდან აფრქვევდა.დადგა მნიშვნელოვანი წუთი და თათას ხელი თხოვა.თათას ტირილი აუვარდა ალექსის მხარზე ჰქონდა თავი დადებული და ტიროდა,მაგრამ ვერ გაიგებდი ის იმ წუთში სიხარულისგან ტიროდა თუ რაიმე დიდ ტკივილს.გული დაიმშვიდა როგორც იყო და ალექს დათანხმდა ცოლობაზე,ნელა-ნელა თითქოს ხასიათი გამოუკეთდა,მაგრამ თვალს არ ვაშორებდი და ვხვდებოდი რომ რაღაც დიდი დარდი აწვა გულზე.კობაც ჭიქა-ჭიქაზე სვამდა და თათას თვალს არ აშორებდა,მივხვდი რომ მათ შორის რაღაც მოხდა,რაღაც ძალიან პირადული და ძალიან მნიშვნელოვანი.წვეულება დასრულდა და ალექსიმ სახლში წაიყვანა თათა და წესისამებრ თათას მშობლებს ქალიშვილის ხელი სთხოვა.დათანხმდნენ მშობლები სიხარულით,მაგრამ მეორე დღეს სიხარული მწუხარებამ შეცვალა.თათამ მისივე საძინებელში,მისივე საწოლზე კაბის ქამრით თავი ჩამოიხრჩო და წერილი დაუტოვა ალექსს.იმ წერილში ის სიმართლეს ამბობდა,რომ იმ დღეს იმ წუთებში თათა სახლში მარტო ყოფილა,კობამ კი მასზე ძალა იხმარა.არ შეეძლო ტყუილში ეცხოვრა ალექსანდრესთან ერთად და თავის თავს ვერ აპატია მომხდარი.შემდეგ გაირკვა,რომ თათა კობასაც ჰყვარებია.ეს საშინელება მოხდა და კობაც გაქრა,ის მას შემდეგ არ გამოჩენილა.აი ამიტომ არის ალექსის ცხოვრება ასეთი მძიმე,ვერ პატიობს თავის თავს,ჯერ საუკეთესო მეგობრისგან ღალატს და შემდეგ საყვარელი ადამიანი დაკარგას.მათ საოცარი სიყვარული ჰქონდათ,უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს და თვალებით საუბრობდნენ.მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა,მაგრამ ის ისევ ასე მწარედ განიცდის.უსმენდა თეკლა და ნამდვილად ვერ წარმოედგინა ასეთი მძიმე მოსასმენი თუ იქნებოდა ალექსის ისტორია. -იქ რა მოხდა,ვინ გაიმეტა ასე სასტიკად,ვინ ჩააგდი ასეთ დღეში. -რამოდენიმე თვის წინ გავიგე,რომ კობა დაბრუნდა საქართველოში.არ ვეუბნებოდი,მაგრამ ერთ საღამოს ანონიმური ზარი შემოვიდა მის ტელეფონზე და საუბრის შემდეგ გაბრაზებულმა გავარდა გარეთ.ამ დროს ლაზარე აქ იყო და ვთხოვე უკან გაყოლოდა.ის ისე დაბნეული გავარდა გარეთ დაავიწყდა მანქანის გასაღები წაეღო და ტაქსით გაყვა უკან.აქ დაუშვა შეცდომა ლაზარემ რომ ტაქსი უკან გამოაბრუნა,იქ მისულს უკვე ალექსი უგონო მდგომარეობაში დახვდა.კობა ვერ მოერეოდა ალექს მაგრამ დარწმუნებული ვარ უკნიდან მიეპარა ერთ-ერთი და ჩაარტყეს,ამ ჩარტყმისგან კი გათიშეს. -ჩემი ნომერი საიდან იცოდა ლაზარემ. -მე დამირეკა და მე მივეცი.მე გიცნობდი შვილო,პროფესორი დავითი ჩემი ახლო მეგობარია.შემდეგ რაც მოხდა თავადაც კარგად იცი. - კობას რა ბედი ეწია. -ის უკვე იქ არის,სადაც უნდა ყოფილიყო ეს წლები.აეროპორტში დააკავეს და სასამართლოს გადასცეს. -მიხარია,რომ დამნაშავე დაისჯება და იმედია სათანადო სასჯელს მიიღებს.მე კი როგორც ექიმს არა ბ-ნო ალექსანდრე როგორც ადამიანი,მინდა ისე დავდგე ალექსის გვერდით.რა თქმა უნდა,ეს თუ მისი სურვილი იქნება. -ვიცი,დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება და ამ დახმარებისთვის დიდი მადლობა. -დილა მშვიდობის.თეკლას და დიდ ალექსანდრეს ლაზარე მიესალმა. -საათი შენს ხელზე უკუღმა ტრიალებს? ღიმილით უთხრა ალექსანდრემ ლაზარეს. -რატომ?გაუკვირდა ლაზარეს და მართლა შეხედა კედელზე დაკიდებულ დიდ საათს. -რა დილა მშვიდობის,უკვე საღამოა.უთხრა სიცილით თეკლამ. -აუუუფ,მეძინა და მეგონა ახლა გათენდა. -ორჯერ შემოგაკითხე ხომ არ გაპარულა ძილშითქო. -მართლა?არც გამიგია. -ხო მართლა,არ მინდოდა ოჯახს პრობლემა შექმნოდა და იმიტომ ვფრთხილობდი. -არახარ მწარე,არადა რა მწარე ენა გაქვს ხანდახან ექიმო. -გამოფხიზლდა უკვე,ახლა წავა და დილამდე ბარში დაჯდება.უთხრა თეკლას ალექსანდრემ. -სწორედ იმიტომ აქვს არეული დღე და ღამე,ამას მხოლოდ გამოლოცვა თუ უშველის მეტი არაფერი. -არა,დღეს არსად არ მივდივარ თავი მტკივა.ისე ექიმო ალექსი როგორაა უკეთესობას არ უნდა ველოდოთ? -თუ თავად მოინდომებს უკეთესობა იქნება,მაგრამ ვერ ვატყობ მას მონდომებას,რომ კარგად იყოს.ლაზარემ ალექსანდრეს შეხედა და უთხრა . -ცოლი უნდა მაგას გრამიტონა ცოლი. -ეს ნელა უჩურჩულე ყურში შენს მეგობარს.სიცილში და ხუმრობაში ლაზარეს თეკლაც აჰყვა. -რატომ ნელა?რა ალექსანდრე გამონაკლისია იმისა რომ მას საწოლში არ უყვარს ექსპერიმენტების ჩატარება?თეკლას შერცხვა და ლოყები აუწითლდა,რაზედაც დიდ ალექსანდრეს გაეცინა.შემდეგ თითქოს რაღაც მოიფიქრაო და თქვა. -რას იტყვით,რომ ალექსანდრე გავარიდოთ ცოტა ხნით თბილისს? -ძალიან კარგი აზრია,მაგრამ არ დაგვთანხმდება. -მაგას მე მოვაგვარებ,შენ ტანისამოსი გაამზადე.უთხრა ლაზარემ.დილით,საუზმის შემდეგ ლაზარემ ეტლით გაიყვანა გარეთ და მოულოდნელად შეეკითხა. -ალექს სულ სხვა გვარად რომ ყოფილიყო ცხოვრება,რას ინატრებდი? -სხვა გვარად აღარაფერი აღარ იქნება ლაზარე და ამიტომ ზედმეტად მიმაჩნია იმაზე საუბარი,რაც აღარ იქნება,რაც აღარც შეიძლება იყოს. -შენ ფიქრობ მასე გულის სიღრმეში და არ გინდა შეიცვალო,მოდი ეცადე რა გთხოვ.წარსულს ვეღარ დავიბრუნებთ უკან და შეეცადე შეიცვალო,რომ უფრო გაიმარტივო ცხოვრება.ყოველთვის დგება მომენტი,როცა ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადავდივართ,როცა რაღაც მთავრდება და რაღაცის დასასრული ყოველთვის ტრამპლინია ახლის დასაწყისის.ახლის დასაწყისში კი მე ვფიქრობ,რომ შენს ცხოვრებაში თეკლა შემოვიდა.რას ფიქრობ ამ გოგოზე,არ მითხრა არაფერსო რადგან არ დაგიჯერებ. -თეკლა,თეკლა,თეკლა.ის ერთი ჩვეულებრივი გოგოა არაფლით გამორჩეული,უფრო სწორად ჩემს ნერვებს მოერგო კარგად.ჩაეღიმა და სივრცეს გახედა. -გასაგებია,რას იტყვი ბათუმში წასვლაზე არ გინდა სიცხეს გავერიდოთ ცოტა ხნით? -არა,აქაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და თუ წავალ სადმე,ბათუმში არ წავალ.დიდმა ალექსანდრემ უკვე ბათუმში დაჯავშნა ყველაზე საუკეთესო სასტუმრო ,,ჰილტონ''-ში და ალექსანდრეს გაბრაზების მიუხედავად ლაზარე უკვე ბათუმისკენ მიაქროლებდა მანქანას.როგორც თევზი უწყლოდ წარმოუდგენელია,ასე იყო თეკლაც მისი ნომრის ვერანდიდან ზღვას ხედავდა და ნერწყვს ყლაპავდა.შებინდებული იყო საცურაო კოსტიუმი მოირგო და სანაპიროზე გავიდა.ლაზარე და ალექსანდრე აივანზე იყვნენ და შეხედეს როგორ შეცურა თეკლამ ზღვის სიღრმეში.წყლის სიგრილით რომ გული იჯერა შემდეგ ზღვის ზედაპირზე გაწვა და ასე ნებივრობდა.ალექსიმ თვალები მაგრად დახუჭა და ხელები მაგრად მომუჭა და რაც შეეძლო შეეცადა ფეხები აემოძრავებინა,მაგრამ მხოლოდ ფეხის თითების თამაში გამოუვიდა.ამ დროის მანძილზე ლაზარე მას მისდა შეუმჩნევლად თვალს ადევნებდა და მიხვდა,რომ თეკლა ალექსისთვის სულ ერთი არ იყო.თეკლას ალექსის გულში ჰქონდა უკვე ბინა დადებული.სიგარეტს-სიგარეტზე ეწეოდა და კისრში ძარღვები ძარღვები დასკდომაზე ჰქონდა.ლაზარეს გახედა და თეკლას ნომერში შეაყვანინა თავი.იქ დაელოდა მასზე გაბრაზებულმა,გასვლისას კი ლაზარემ უთხრა. -ხელიდან მეცლები მეგობარო. -რატომ?გაუკვირდა ალექსის. -რატომ?რატომ და იმიტომ რომ სიყვარული გიმონებს ნელა-ნელა. -ნუ იქნები დარწმუნებული მასე ძალიანაც. -ნუ იტყვი არც დაგაძალებ,მაგრამ მე დარწმუნებული ვარ.შეხედე თუ არა თეკლას იმ დღეს საავადმყოფოში,მაშინვე იგრძნო ის შენმა გულმა,რომ ეს ის არის. -წადი,წადი შენს თავს მიხედე.ძირს ჩადი გაისეირნე იქნებ დაადგა ვინმეს თვალი. -არ მეჩქარება ალექს.მაგის დროც მოვა,რომ არჩევანი გავაკეთო.მე ერთხელ სიჩქარემ შემაცდინა და მეორედ ვერ დავუშვებ ასეთ შეცდომას.კარებში გადიოდა უკვე,რომ ალექსიმ უთხრა. -ვიცი,რომ ძნელია ჩემნაირი ადამიანისთვის ცხოვრება,მაგრამ საოცრად გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობ გულის არეში.უფრო ძნელი ტკივილი კი სულის ტკივილი ყოფილა,რადგან ჩემი დარდი და სევდა შიგ გულში დაგროვდა,გარეთ ვერ გამომაქვს მიჭირს.უფრო მეტად ის არის ძნელი,რომ სხვისი დასაყრდენი გავხდი.ლაზარე მინდა ვიყვირო,დავიცალო ტკივილისგან,მჯეროდეს რომ ყველაფერი გაივლის და კარგად იქნება თუმცა ისიც ვიცი,რომ ისევ ისე აღარაფერი აღარ იქნება.აქამდე ამ თემაზე არც მიფიქრია,მაგრამ თეკლას რომ შევხედე,სწორედ იმ დღიდან დავიწყე ფიქრი.მხოლოდ თეკლამ შეძლო ჩემთან შებრძოლება,ისევ ისეთივე უხეშად დამლაპარაკებოდა როგორც მე ვიყავი უხეში მის მიმართ,მაგრამ მაინც არ წავიდა,მაინც არ დამტოვა და დღემდე მიძლებს. -იქნებ იმაზედაც დაფიქრებულიყავი,რატომ არის ის დღემდე შენს გვერდით.იქნებ ერთხელ მაინც ჩაგეხედა მისთვის ღრმად თვალებში და იქ თავად იპოვნიდი შენთვის საინტერესო პასუხს. -არ ვიცი ლაზარე.მართლა არ ვიცი,არ მინდა იმედი მივცე ჩემს თავს,მე ასეთი უმოძრავო და გამოუდექარი აბა ვის რაში ვჭირდები. -აი აქ კი ძალიან ცდები,შენ ყველას ჭირდები ალექს.ჭირდები თეკლას და გვჭირდები ჩვენ,რაც იყო იყო, წარსულს ქვია წარსული და წარსულში უნდა დავტოვოთ.თუ სულ უკან ვიხედეთ სწორედ ის უკან მოხედვა არ მოგვცემს საშუალებას ახალი ცხოვრება დავიწყოთ. -ლაზარე მტკივა და ეს ტკივილი დიდი ხნით შემოვიდა ჩემში,ასე ადვილად არ გაივლის.ჩემი სულის კუთხეში ჩემი ოცნებები დავყარე,ძალიან აირია ჩემი გრძნობები,მაგრამ ტკივილიც არ მანებებს თავს მწვავს და მტკივა ეს ყველაფერი რომელიც ჩემშია.ვცდილობ გავექცე მაგრამ არ გამომდის,ძალა არ მაქვს ფეხზე დავდგე და ნაბიჯი გადავდგა.შენ ყველაზე კარგად მიცნობ და ყველაზე ადრე ამჩნევ ჩემში ცვლილებებს,მკლავს ყველა ის წუთი როცა ჩემს სანახავად მოდიან და მათ თვალებში არსებულ სევდას ვხედავ.ამ სევდას უფრო დიდი ტკივილი მოაქვს ჩემთვის და უფრო ღრმად იხსნება ჩემი სულის ჭრილობები. -ვიცი ყველაფერი ალექს და მართალიც ხარ,ჩემსავით არავის შეუძლია დახატოს შენი პორტრეტი,მაგრამ მაინც მინდა გითხრა როგორც შენმა ერთადერთმა მეგობარმა.ყველაფერი შენზეა დამოკიდებული,შენ თავად უნდა მოიკრიბო ძალა და დადგე ფეხზე.ამისათვის ექიმი,წამალი და თვით შენი ძალა არაფერია,თუ სურვილი არ გექნება.ვერავინი ვერ შეძლებს შენს დახმარებას,თუ შენი მხრიდან არ იქნება მონდომება და გამოჯამრთელების წყურვილი.გთხოვ,გააკეთე ეს და დაგვიბრუნდი ძველი ალექსანდრე.ლაზარე წამოდგა და წავიდა,ალექსი შეაკრთო კარის დაკეტვის ხმამ.თვალები დახუჭა და რადგან მარტო იყო ამ სიბნელეში დრო მხოლოდ ფიქრებს დაუთმო.ნახევარი საათის ლოდინი დასჭირდა და თეკლაც დაბრუნდა,ნომერში შესულმა ერთი ხელის მოსმით გადაიძრო თხელი რაფანა და მოისროლა,სარკის წინ დადგა და თმები გაიშალა.უეცრად თვალები ჭყიტა და ასე გაოცებული და დენდარტყმულივით შემობრუნდა,ალექსის მიაჩედა,რომელიც მშვიდად ათვალიერებდა თეკლას შიშველ სხეულს და თან გული გამალებით უცემდა. -აქ,აქ რატომ ხარ.რა,რა,რატომ შემოხვედი აქ ამ დროს. -შენთვის არავის უთქვამს,რომ ასეთ ღამეში არ უნდა გახვიდე სანაპიროზე მარტო? ისეთი ცივი და თან მკაცრი ეჩვენა ალრქსანდრე თეკლას თითქოს შეეშინდა კიდეც მისი,მაგრამ არ შეიმჩნია და მშვიდად უთხრა. -ნებართვა უნდა ამეღო ვინმესგან სანაპიროზე რომ წავსულიყავი?გაიკვირვა თეკლამ და ისევ გადაიმცვა იქვე დადებული თხელი კაბა.ალექსის წინ დადგა და მის ახლოს საწოლზე ჩამოჯდა -ნუ სარგებლობ თეკლა იმით,რომ არ შემიძლია ფეხზე დავდგე და სანაპიროზე გამოგყვე.თეკლამ დაკვირვებით დააკვირდა ალექსანდრეს და შემდეგ დიდი ინტერესით შეეკითხა. -რანაირი ადამიანი ხარ.ალექსის ჯერ გაეცინა თეკლას შეკითხვაზე და შემდეგ კითხა. -რას გულისხმობ,კონკრეტულად რა არ მოგწონს. -დიდი ცხვირი გაქვს და დიდი ყურები. -მართლა?ეს შენს გარდა არავის არ უთქვია.ნომერში ლაზარე შემოვიდა და თეკლას სიტყვებზე გულიანად გაიცინა. -თეკლა რა გემრიელად გამაცინე.ისაუბრეს,იცინეს და შემდეგ დროც მოვიდა ალექსის წამლების,გაიყვანა ლაზარემ და თეკლამ წამლებიც დაალევინა.თეკლას გასვლის შემდეგ კი ლაზარემ გულიანად იცინა. -რატომ არ უთხარი თეკლას დიდი ცხვირი იმიტომ მაქვს შენი სუნი რომ შევისუნთქოოო.ან ყურები იმიტომ მაქვს დიდი,რომ შენი ფეხის ხმა პირველმა რომ გავიგონოო. -ლაზარე მოგხვდება.უთხრა სიცილით ალექსიმ და იმ ღამით მართლა მთელი ღამე თეკლაზე ფიქრში გაათენა.დილით 7 საათზე რომ დაადგა თეკლა თავზე წამლით ხელში,ჯერ მოჩვენება ეგონა და შემდეგ უხმოდ გამოართვა წამალი და დალია,რამაც თეკლა ძალიან გააოცა და გააკვირვა. -ვგიჟდები შენზე,მაბედნიერებ როცა ასეთი დამჯერი ხარ.თქვა და შემდეგ დაფიქრდა მის სიტყვებზე.გაწითლდა და უხმოდ გავიდა ნომრიდან,ალექსის კი ბედნიერს ჩაეძინა.ლაზარემ გაიღვიძა და ალექსის შეხედა თავისთვის კი ჩაილაპარაკა. -ნუ გაუშვებ ამ გოგოს ხელიდან,ის უკვე შენია და შენშია,შენ კი მასში.იმედია მალე მიიღებ გადაწყვეტილებას,ძალიან მინდა შენს თვალებში იმედის სხივი დავინახო.შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ,ჩემი ძმა ხარ ალექს და ეს არასდროს არ შეიცვლება. -რა გინდა,რომ დამდგომიხარ თავზე და ბუტბუტებ.არ მოვმკვდარვარ ჯერ ლოცვების კითხვა რომ დაგიწყია. -მე იმას ვბუტბუტებ,რომ შენ იყო ბედნიერი,იდიოტო. -ჩემზე ზრუნვას შეეშვი და შენს თავს მიეცი ბედნიერების უფლება. -ეს წუთები,სამი წლის წინ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან.სწორედ იმ წუთიდან ,სახლში მისულს ჩემს საწოლში სხვა მამაკაცთან ერთად რომ ვნახე ქორწინებიდან სამ თვეში.ასე რომ,მაქვს მიზეზი ვიყო უნდობი ამ თითქოსდა სუსტი სქესის წარმომადგენლებთან,არავის არ შეუძლია კაცის გაუბედურება ისე მწარედ,როგორც ქალს.განა პატარა ვარ,რომ არ ვიცი ცხოვრებაში ტკივილი უფრო მეტი რომ არის ვინემ სიხარული?დამიჯერე,ალექს ყველაზე მტკივნეული რამ ადამიანის ცხოვრებაში უსიყვარულოიდ ყოფნაა.ალბად ჩემთანაც მოვა ეს გრძნობა როდესმე,მაგრამ შენთან უკვე მოსულია და ნუ გაუშვებ მას ხელიდან,ნუ მიუხურავ კარს სიტყვის უთქმელად.მთელი ათი დღე ერთმანეთის ბღვერაში და ჯუჯღურში გაატარეს.ერთ დღეს სამივე იყო გასული სასეირნოდ სანაპიროზე და მოულოდნელად თეკლამ მისი სახელი გაიგონა და გაკვირვებულმა მიიხედა უკან.მის თვალებს არ უჯერებდა,ჯერ ერთ ადგილზე ახტა და დახტა და შემდეგ სიხარულით შეჰყვირა. -გვანცაააა,აქ რა გინდა და ან როდოს დაბრუნდი. -სამი დღეა აქ ვარ,დაბრუნებით კი საერთოდ დავბრუნდი საქართველოში. -აღარ მიდიხარ?უკან აღარ ბრუნდბი? -არა თეკლა დავიღალე უკვე,აქ ავაწყობ რამეს და აქ ვიქნები ჩემებთან ახლოს.შენ?შენ როგორ ხარ,მუშაობ ხომ? -კი ვმუშაობ,კარგად ვარ.მართლა გაიცანი,ეს ლაზარეა ეს კიდევ ალექსანდრე.საუბრობდნენ და იცინოდნენ,რომ ლაზარემ უეცრად ხელი გადახვია გვანცას და თან თხოვნით,მაგრამ ღიმილით უთხრა. -გთხოვ არ გაიკვირვო არაფერი,შემდეგ აგიხსნი ყველაფერს.გვანცამ გაიხედა და შეხედა მათკენ მომავალი ძალიან ლამაზი გოგონა შენიშნა. -გამარჯობათ,როგორ ხარ ალექს.ალექსთან მივიდა და ხელი ჩამოართვა,შემდეგ კი თეკლა და გვანცა წარბაწეულმა შეათვალიერა.ლაზარეს შეხედა და გვანცას უთხრა. -შეიძლება ლაზარეს დაველაპარაკო?ლაზარემ გვანცას შეხედა და მის წინ მდგომ გოგონას უთხრა. -თუ რამე სათქმელი გაქვს აქ თქვი,რა გინდა რისთვის დაბრუნდი რუსკა. -აქ გითხრა ის, რაც მინდა გითხრა? -თქვი,რისთვის დაბრუნდი. -არც არსად წავსულვარ ლაზარე.მე სულ აქ ვიყავი,ვერ წავედი რადგან მე ისევ ისე მიყვარხარ,შესაძლებელია ისევ აგვეწყო ურთიერთობა. ლაზარემ ხელი შეუშვა გვანცას,რუსკან წინ დადგა და ზიზღნარვი თვალებით შეხედა.დიდხანს აკვირდებოდა იმ სახის ნაკვთებს,რომლებსაც ერთ დროს მთელი გრძნობით კოცნიდა.ახლა არანაირი სურვილი არ ჰქონდა კოცნის.ღრმად ამოისუნთქა და უთხრა.-ჩვენს ურთიერთობაზე მაშინ უნდა გეფიქრა,როცა სხვა ჩააწვინე ჩვენს საწოლში.ჩვენ აღარ არსებობს ჩვენში რუსკა და საერთოდ კარგს იზამ თუ გზიდან ჩამომეცლები.აღარ მომძებნო,ჩვენ ერთმანეთისთვის აღარ ვარსებობთ,უცხოები ვართ.გეგონა შეგრჩებოდა,მაგრამ ძალიან მწარე იყო შენთვის ღალატის ბოლო,რომელიც აკრძალული ხილის სიტკბომ გაამწარა ბოლოში.გეგონა ყველაფერი საიდუმლოდ დაგრჩებოდა,თუმცა შენმა ,,გეგონამ''კატასტროფული შედეგი გამოიღო შენთვის.ყველაზე სუფთა და სათნოების განსახიერებაა მეგონა მელოდებოდა სახლში ყოველ საღამოს,მაგრამ სამწუხაროდ ეს შეცდომა იყო.წადი,რუსკა წადი ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს და თურმე არც მანამდე მცნობიხარ. -ცხოვრებამ მასწავლა ბევრის პატიება და კიდევ უფრო მეტი - პატიების თხოვნა.ვიცი,რომ დიდი შეცდომა დავუშვი,მაგრამ მეც მწარე ტყუილის მსხვერპლი გავხდი ლაზარე.ახლა შენს წინ რომ ვდგევარ,რა გგონია ისე დავეცი,რომ მე თავმოყვარეობა არ მაქვს? თვითონაც ვიცი,რომ პატიების თხოვნა ყველაზე დიდი განაჩენია ჩემთვის.მაპატიე,რომ გატკინე,მაპატიე რომ იმედები დაგიმსხვრიე.მე თავად დავანგრიე ჩემი ბედნიერი ცხოვრება რომელმაც თანდათანობით, ნაწილ–ნაწილ დაშალა ჩემი სული, გონება და სხეულიც. მაპატიე მხოლოდ ის,რომ ვერ გადაგიყვარე.მაპატიე ეს სიყვარული,მაპატიე რომ ვერ დაგივიწყე.ხმით თუ არ მეტყვი,გთხოვ გონებაში მაინც მაპატიე ის დიდი ტკივილი რაც მოგაყენე. -რუსკა გპატიობ, მაგრამ ვერ დავივიწყებ იმ კადრებს.კიდებვ ერთხელ შეავლო თვალი ლაზარეს და უღონოდ ჩამოუშვა ხელები,კიდევ ერთხელ შეხედა ცრემლიანი თვალით და შებრუნდა.წავიდა და ნელა-ნელა გაქრა იმ ადგილიდან.ყველა ჩუმად იყო და ყველაზე უხერხულად გვანცა გრძნობდა თავს. -უკვე მიხვდა საკუთარი დანაშაული რა ცუდი შედეგით დასრულდა მისთვის და ნანობს,მის თვალებში დიდი სინანულია.თქვა ალექსიმ. -არა ალექს.შენ კარგად იცი მან სინანული არ იცის,ის ირონიითაა სავსე. -არასოდს არავინისთვის არ მიღალატია,არც სხვა დროს ვაპირებ და მითუმეტეს ვერ ვატკენ საყვარელ ადამიანს.ეს ხომ საშინელებაა,როგორ უნდა ატყუებდე საყვარელ ადამიანს.თქვა თეკლამ. -ქედს ვიხრი შენს წინაშე,მაგრამ დარწმუნებული ვარ შენ ვერ შეძლებ ღალატს.თქვა ალექსანდრემ. არ არის საჭირო ქედის მოხრა.საერთოდ ყოველთვის ვცდილობ გულახდილი და პირდაპირი ვიყო. -მაშინ აღფრთოვანებული ვარ. -ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი რამ.სხვას ისე მოექეცი.როგორც შენ გინდა მოგექცნენ.რასაც შენ არ აპატიებ სხვას,დარწმუნებული იყავი შენც არ გეპატიება.აცივდა უკვე და ნომერში წასვლის დროა,თან წამლები უნდა მიიღო.გვანცა თბილიში როდის ბრუნდები? -ალბად ერთ კვირაში,არ ვიცი მაგრამ შეგეხმიანები,მოგწერ.მეგობრები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სასტუმროში წავიდნენ.ალექსიმ ისევ ფიქრებში გაათენა ვერანდაზე,ლაზარეს ჩაეძინა და დაავიწყდა ალექსანდრეს ოთახში შეყვანა.დილის 7 საათზე წამლის მიღების დრო იყო და თეკლამ გაოცებულმა შეხედა საწოლს,რომელიც ცარიელი იყო ლაზარეს გვერდით და შეშინებულმა ლაზარეს დააცხრა თავზე. -ლაზარე,ლაზარე გაიღვიძე.ალექსანდრე საწოლში არ არის. -როგორ თუ არ არის,რას ამბობ თეკლა სად წავიდოდა. -მე რა ვიცი სად წავიდოდა,აქ შენ ხარ ლაზარე.უეცრად რაღაც გაახსენდა ლაზარეს და შეშინებულმა წამოხტა ფეხზე და ვერანდაზე გავიდა,იქ კი ალექსანდრე ჯერ კიდევ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შესცქეროდა. -ალექსი რატომ არ დამიძახე. -ჩაგეძინა და აღარ გაგაღვიძე.უთხრა ღიმილით შეშინებულ მეგობარს. -ღმერთო როგორ შემეშინდა.გულზე ხელი მიიდო თეკლამ და იქვე ჩაიკეცა.ალექსანდრეს გაეღიმა და ლაზარემ შეიყვანა ნომერში და საწოლში ჩააწვინა.თეკლამ წამალი დაალევინა და უხმოდ გავიდა ნომრიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.