გადის დრო და ნელ–ნელა ვიცვლები
გადის დრო და ნელ–ნელა ვიცვლები არასდროს ვაფასებ მხოლოდ სიტყვებით . ადამიანში ვაფასებ საქციელს, ყოველთვის ვცდილობ გავცდე წამიერს. არ მინდა, მაგრამ ისევ მარტო ვარ, არასდროს უკითხავთ ასე რატომ ხარ?! ვცდილობ დავმალო უსაზღვრო გრძნობა, და ჩემს თავს ვკითხო, ნუთუ ის მოვა? ალბათ არ მოვა, აღარ ვუყვარვარ, არასდროს არ უთქვამს ჩემთვის ნუ წახვალ. არსად წავსულვარ, ისევ იქავარ, უაზრო გახდა სიტყვა ,,მიყვარხარ’’. თუ კი ვერ შეძლებ ამ გულის ტარებას, მაშინ ნუ ელი უაზრო წამებას. წადი შორს წადი და ნუღარ მნახავ, მე და აჩრდილი სულ სხვა გზით წავალთ. მხოლოდ ის მინდა ღმერთმა გამიგოს, შენზე ლოცვა კი ზეცამ გაიგოს. თუ კი მიდიხარ, მაშინ მშვიდობით, როცა მოინდომებ მაშინ მიპოვნი. მე ვერ ვიქნები როგორიც შენ გსურს, ყოველი წამი უშენოდ მე მძულს. მე ვერ ვიქნები სხვასავით კარგი, მაშ ვინ იქნება ზღვასავით მკაცრი?! მკაცრი არავარ რითმას დასჭირდა, თუ არ გიყვარვარ, წადი არ გინდა, წადი არ გინდა უაზრო ცხოვრება, ეს არ იქნება ახალი მოვლენა. ბოლო სტროფები და ბოლო ფრაზები, ჩემს გულს დაგითმობ თუ კი დარჩები. თუ არა წადი ძალიან შორს, სადაც თავს ყოველთვის ბედნიერს იგრძნობ. ავტორი: გურამი ხიზანეიშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.