შემთხვევებისგან შემდგარი ცხოვრება. ნაწილი პირველი
მატარებლის ხმა გულის ცემასავით ესმის, მუხლებზე გაშლილი წიგნი უდევს, ხმაურის გამო კითხვას გულს ვერ უდებს, ყურადღება ეფანტება, ან უბრალოდ წიგნმა არ დააინტერესა, თვალები პეიზაჟების გარჩევას ცდილობენ... ამაოდ... ისე როგორც ის ცხოვრების გარჩევას ცდილობს... მასაც ამაოდ... მისთვის ცხოვრება ახლა ბანალურობის სინონიმია, სირთულე სიმარტივის ზღვარზეა თითქოს და მხოლოდ ისღა დარჩა გაარკვიოს უნდა კი ცხოვრება ასე გააგრძელოს ბანალურობის სინონიმად... რაიმეს შეცვლისთვის გამბედაობა არ ყოფნის... მშიშარაა??? არა... მაშინ კაცობრიობას უნდა დაუპირიპირდეს... დაუპირისპირდებოდა მარტო რომ არ რჩებოდეს, მოხოლოდ ერთი რაღაც თუ ვიღაც ჭირდება გვერდით და ეშმაკებში გააგზავნის ყველაფერს... მაგრამ ჯერ არ აქვს, ან არ ყავს ეს ერთი რაღაც ან ვიღაც, ზუსტი პასუხი მაინც არ მისცა თავის თავს, გამოსავალი იპოვა, არც ის უთქვამს დარწმუნებით რომ უნდა ასე ცხოვრება გააგრძელოს, არც ის უთქვამს რომ არ უნდა, გამოსავალი კი ის იყო რომ თავი დაარწმუნა, ცხოვრების ასე გაგრძელება ალბათ უნდოდა.... თვალი ისევ ფანჯრისკენ გააპარა, ცასაც ხედავს, ღრუბლებს, ტყესაც, მინდვრებს, მაგრამ პეიზაჟი ვერა და ვერ დახატა გონებაში. მგზავრობს ყველასთვის ცნობილ, მისთვის უცნობ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც ურთიერთობა არ სიამოვნებს, სამსახური კი ავალდებულებს, კონკრეტულად არავის არაფერს ერჩის, გაღიზიანება მხოლოდ იმ სოციალურ ფენაზე აქვს რომელშიც ეს ხალხია გაერთიენებული (ნებით თუ უნებლიეთ), ფენაში რომელშიც ადრე მხოლოდ მემკვიდრეობით წევრიანდებოდნენ, იმიტომ რომ შეკრული წრე იყო, ახლაც შეკრულია, მაგრამ თუ ბევრი ფული გაქვს შენთვისაც გამოიძებნება ადგილი, თუმცა დროებით, სანამ ფული გექნება და სანამ დასჭირდები, სოციალურ ფენებათ დაყოფა საქართველოში ცოტა სასაცილოდ კი ჟღერს მაგრამ მაინც ასეა, არის ადგილები სადაც თუ გარკვეული სტატუსი არ გაქვს რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს ბინას არ მოგყიდიან, არის რესტორნები სადაც სტატუსის გარეშე არ შეგიშვებენ, მერე რა რომ გადახდის შესაძლებლობა გაქვს, არის მაღაზიები სადაც იგივე გემართება, ეს ყველაფერი საქართველოში... ასეთ უბნებს ელიტარულ უბნებს და საცხოვრებლებს ეძახიან, ასეთ რესტორნებს, მაღაზიებს და კლუბებს ელიტარულ რესტორნებს, მაღაზიებს და კლუბებს, უბრალო მოკვდავების იქ შეშვებით ზემოთ ხსენებულ დაწესბულებებს სტატუსი უხუნდებათ... მან კი ამ ბოლო დროს ასეთი ადგილები ზედმეტად ბევრი ნახა და დარწმუნდა რაც უფრო ნაკლები იცი მით უფრო გიადვილდება ცხოვრება... ფულის და სტატუსის მონა არასოდეს ყოფილა, მაგრამ გული ეტკინა ცხოვრების უსამართლობაზე, ერთი პერიოდი ისიც კი იფიქრა ღმერთი არ არსებობსო... მალევე გაუარა... მათ ელიტას უწოდებენ ის კი ე.წ ელიტად მოიხსენიებს, მართლა არაფერს ერჩის ვითომ ამ ელიტის წარმომადგენლებს, უბრალოდ აღიზიანებს მათი ზღვარგადასული საქციელი, არავითარი მორალური ჩარჩოები და ის რომ მთელი ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ერთ დიდ რეალით შუს რომ დაემსგავსა, ეცოდება მომავალი თაობა, რომლებიც ამ ყველაფრისგან იღებენ მაგალითს და ყველაფერი რაც მათ ირგვლივ ხდება კარგი გონიათ, ხანდხან ფიქრობს რომ შუასაუკუნეებშია ჩარჩენილი, თუმცა მერე რომ დრო შეიცვალა? არის რაღაცეები რაც უცვლელი უნდა დარჩეს... თუმცა ჩვენს გაჭირვებულ ცხოვრებაში მეტი რაღა დაგვრჩენია? ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ რომაელები: - მიეცით ხალხს პური და სანახაობაო... ამ გამონათქვამისთვის დრო მართლა არასდროს შეცვლილა... ღმერთს ფიქრი რომ არ შეექმნა ნეტა რას ვიზამდით? ალბათ პრობლემების გარეშე ვიცხოვრებდით. რეალითი შოუ ვახსენე და ახლა ისიც ერთ-ერთი ასეთი შოუს დაახლოებით ოცდაათ წარმომადგენელთან ერთად ზის ვაგონში და საკუთარი თავი ეზიზღება, სახე აქვს ისეთი... დიდი სიამოვნებით ესროდა ბომბს ვაგონს და ცოტათი მაინც გაწმინდავდა მომავალ თაობას, მაგალითიდან რომლის დევიზია "გააკეთე ყველაფერი (ამ სიტყვის სრული გაგებით, შეზღუდვების გარეშე) იმისთვის რომ გახდე ცნობილი!" ჩვენი ე.წ ელიტა ბათუმში მიემგზავრება საქველმოქმედო კონცერტი უნდა ჩაატარონ, არავის არ ანაღვლებს რომ კონცერტი საქველმოქმედოა, იმიტომ რომ არავის დაუთმია თავისი ჰონორარი, არავის უთქვამს ჩვენი ხარჯებით გავატარებთ ორ დღეს ბათუმშიო, პირიქით ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ჩერდებიან, არაფერში ფულს არ იხდიან არც ღამის გათევაში, არც ჭამაში, არც სმაში, არც გართობაში, ბილეთებს კი ადევს ფასი იცოცხლე... თხუთმეტიდან მაღლა, ხალხიც იხდის ამ საფასურს იმ იმედით რომ მცირედით შეძლებს ვინმეს დაეხმაროს, სინამდვილეში სად მიდის ეს ფული? ე.წ ელიტის ჰონორარებში, ცხოვრებაში და გართობაში... ამის გახსენებით კიდევ ერთხელ დაუმტკიცა თავის თავს რომ არარი ქვეყნად სამართალი და მასაც ძალიან მობეზრდა სიყალბეში ცხოვრება... დროს მშველელად ვეღარ ევლინება სიმართლის გამხელით რადგან ამ დროს მისთვის წუთში წამი ჩერდება, საათში კი ისრები... აღიზიანებს სახეები რომლებსაც უყურებს და თვალებს ხუჭავს, რომ მათ აღარ უყუროს, ახლა მათი ხმა აღიზიანებს ... იცოდა ასე რომ იქნებოდა, წინასწარ მოემზადა, ყურსასმენები გაიკეთა, დედამისის წაკითხულ შექსპირის სონეტებს უსმენს, მისი ძმის სიმღერებს გიტარის აკომპანიმენტით და მამას სადღეგრძელოებში მოყოლილ ცხოვრებას, რა კარგია ისინი რომ ყავს, სამაშველო რგოლივით არიან მისთვის ამ სამყაროში, დახრჩობის უფლებას არ აძლევენ. როგორც იქნა ჩავიდნენ, თვითონ კი ნამდვილად თქვა უარი სასტუმროზე, სადგურშიც მამიდაშვილები დახვდნენ და ამ გამაღიზიანებელ საზოგადოებას მოშორდა, დამშვიდდა ოჯახურ გარემოში, დაისვენა, ნათესავები მოისიყვარულა, საღამოს ძალიან კი მოერიდა მაგრამ კიდევ ერთხელ შეაწუხა მამიდაშვილი, ისიც კი დააყოლა ორი დღე გამიძელიო, იმანაც გაუღიმა შენს განკარგულებაში ვარ ყოველგვარი ბოდიშების გარეშეო. ახლად გახსნილ კულტურის სახლში წავიდნენ, ლიზას დეკორაციები უნდა შეემოწმებინა, ცენტრის მმართველი ბატონი თენგიზი, ხმის და განათების ოპერატორები უნდა ენახა, ფონოგრამები, ფონები და უამრავი წვრილმანი უნდა შეეეთანხმებინა... დარბაზი ძალიან მოეწონა, ნერვები აქაც მოეშალა, დეკორატორი აგვიანებდა მოსვლას, აუხსნეს თბილისელია და ალბათ ვერ მოგვაგნოო, რაზეც გულში გაეცინა, ასეთი იოლად მოსაგნები ადგილი თუ ვერ იპოვა კარგდ ყოფილა ჩემი საქმეო, საქმეში ჩართულს გამოეპარა როგორ შემოიტანეს დეკორაციები თავის დეკორატორთან ერთად, ხმის ოპერატორთან ბოლო დეტალებს არკვევდა როცა ზურგს უკან ძალიან ნაცნობი ხმა გაიგონა -მეორე დეკორაცია ცოტათი უკან და მარცხნივ გასწიეთ -ახლავე ბატონო ნიკა, ასე როგორია? -იმაზე უკეთესი ვიდრე ცოტა ხნის წინ მაგრამ კიდევ გასწიე უკან... გაჩერდი, ეყოფა, იდეალურია, ლიზა მობრუნდა, სცენას მიუახლოვდა და დეკორატორს თითქმის უყვირა -შენ აქ რას აკეთებ? გაკვირვებული დეკორატორი შემობრუნდა -მეც შემიძლია იგივე კითხვა დაგისვა, აიჩეჩა მხრები ძალიან ხალისიანად -მე პირველმა ვიკითხე, ძალით და ცალყბათ დაეღრიჯა ლიზა -მე მეორემ მერე მაქედან რა? ლიზა მიხვდა რომ პასუხს ვერ მიიღებდა სანამ თვითონ არ ახსნიდა მისი აქ ყოფნის მიზეზს -მე კონცერტის ორგანიზატორი ვარ -მერე ორგანიზატორმა არ უნდა იცოდეს დეკორატორი ვინ ყავს? ნიშნის მოგებით და ზედმეტი ხალისით უთხრა დეკორატორმა -ასე რა გიხარია? იკითხა ლიზამ მისი კმაყოფილი სახის შემხედვარე -გაუგებარია? -შენ კითხვაზე ყოველთვის კითხვით პასუხობ? -გაღიზიანებს? -ღმერთო რა დამპალი ხარ! -რას მერჩი ლიზარაზუ? -ჩვენთან ერთად რატომ არ წამოხვედი? -ერთმანეთის კითხვებზე პასუხის გაცემა უნდა ვისწავლოთ თუ გვინდა რომ ერთად კონფლიქტის გარეშე ვიმუშაოთ, ღიმილიანი სახით უხსნის დეკორატორი -რატომ არ წამოხვედი ჩვენთან ერთად? გაუმეორა კითხვა ლიზამ -მანქანით წამოვედი და საერთოდ დეკორაციები უჩემოდ უნდა ჩამოსულიყო, მერე სამინისტროდან დამირეკეს და მთხოვეს რომ წამოვსულიყავი -მე რომ არ მიზრუნია შენს დაბინავებაზე? -ხომ ვთქვი რომ მანქანით ვარ მეთქი? -მანქანაში აპირებ ძილს თუ ამ შუაღამეზე წახვალ თბილისში? -შენ ეს რატომ გაღელვებს? -პასუხი გარუჩ, პასუხი და არა კითხვა, წყობილებიდან გამოვიდა ლიზა -არ ვიცი რას ვიზამ, დიდი ბიჭი ვარ უკვე თავს როგორმე მივხედავ, ჩემზე ნუ იდარდებ -ჩემთან წამოხვალ! -შენთან სად? -მამიდაჩემთან -უხერხულია -არარი უხერხული, არ ეშვებოდა ლიზა -არა! მკაცრად მოუჭრა გარუჩამ -ნუ ჭირვეულობ, ლიზას ხმასაც შეეპარა სიმკაცრის ნაპერწკალი -თბილისში წავალ -არა! ეს ისე თქვა ლიზამ რომ მისი სიმკაცრის ნაპერწკალი უკვე ხანძრად გადაქცეულიყო -რა მკაცრი ხარ ტო -მოდიხარ? -მოვდივარ ოღონდ არ ამხანჯლო, ხელები აწია გარუჩამ. დეკორაციების დამონტაჟებაც დაამთავრეს, ამასთან ერთად ყველა დეტალი მოაწესრიგეს ხვალინდელი კონცერტისთვის და გარეთ გამოვიდნენ, ბათუმში როგორც ყოველთვის წვიმდა... გვიანი შემოდგომის სუსხიც ურტყამდა და ბაცი შეფერილობის ზღვის დანახვა შენდაუნებურად ჟრუანტელს გგვრიდა მთელს ტანში -ახლა მესმის რატომ არ უყვართ ბათუმელებს ზღვა... ჩაილაპარაკა მისთვის ლიზამ, მოსასხამის ყელი გაისწორა მერე ნაქსოვი კაშნი დიდი სიამოვნებით შემოიხურა და გარეთ გამოვიდა, სადაც ლაშა ელოდებოდა, გარუჩა უკან მიყვებოდა, ერთად ჩასხდნენ მანქანაში -ლაშ ვიცი რომ მეც გაწუხებთ მარა ჩემთან ერთად კიდევ ერთი ვიღაც უნდა შეიფაროთ ერთი ღამით, დაეღრიჯა ლიზა მამიდაშვილს -მაოცებთ ეს თბილისელები, გოგო სახლი ხო იცი რამხელაა, ერთი კაცი კი არ თუ გინდოდა მთელი შენი ფოი-ფოი დელეგაცია წამოგეყვანა ჩვენთან, ყველას დავატევდით, გარუჩამ მისდაუნებურად ჩაიცინა, ლაშას საყვარელი კილო ქონდა და გარუჩას ასეთი ტიპები ძალიან მოსწონდა, როგორი ასეთი? აი ასეთი ზედმეტი ცერემონიების გარეშე... ერთი სიტყვით შინაურები... -ჩვენ ძამია ალბათ არ გაგვაცნობენ ერთმანეთს, მე ლაშა ვარ ამ მეტიჩარა ქალის მამიდაშვილი, კეთილი იყოს ჩვენი ნაცნობობა -გაგიმარჯოს ძმაო, მე ნიკა ვარ, ამ მეტიჩარა ქალის მეზობელიც და როგორც აღმოაჩინა ხვალინდელი კონცერტის დეკორატორიც, მაგრამ ყველა გარუჩას მეძახის -აი თურმე საიდან მეცნობი, ამათთან ეზოში სახელოსნო გაქ არა? გიო მეუბნებოდა მაგარი უცნაური ტიპიაო, გარუჩას რატომ გეძახიან? -ხო გიო გეტყოდა მაგას, გარუჩას კი იმიტო მეძახიან, რომ გარუჩავა ვარ გვარათ -საქალბატონე! თქვა უცებ ლიზამ და მომღიმარ ბიჭებს თვალი ამაყად შეავლო, ბიჭებმა ერთმანეთს წარბი აუწიეს შენიშვნა აწი გავითვალისწინოთო და ისევ ლაშამ დაიწყო -არ წავიდეთ სადმე? -სადმე რას ნიშნავს? იკითხა გაუგებრობისგან დაბნეულმა ლიზამ -აი გარუჩაც მაგარი ტიპი ჩანს, სადმე რესტორანში ჩამოვჯდეთ და წაუქეიფოთ, ნინიკო და ჩემი ერთი ორი ძმაკაცი წავიყვანოთ -მერე მაგის ხარჯებს ვინ გაიღებს? ზედმეტი ინტერესით იკითხა ლიზამ -კიდე თბილისურები არ დაიწყო ლიზ, არ გეწყინოს ასე რო გეუბნები, მე და ჩემ ძმაკაცებს ფული შეიძლება ბევრი არ გვაქვს, სამაგიეროდ ბევრი ნაცნობები გვყავს, ეს კი ჩვენს ქალაქში ფულზე მეტად ჭრის -ამით იმის თქმა გინდა რომ მარტო ნაცნობობით ათკაციან სუფრას იკისრებ? -მერე რა? შეეპსუხა გარუჩა -რატომ უკარგავ კაცს თბილისელებზე წარმოდგენას? არც მე და გიორგას გვეხევა ჯიბეები ფულით მაგრამ შენ როდესმე გიგვრძვნია ეს როცა სადმე მივდივართ? -ეგ მეც ვიცი გარუჩ შემოგევლე, თქვენთან რომ ჩამოვდივარ გიო ყურადღებას არ მაკლებს, ეს საქალბატონეებს უყვართ ყველაფრის გაზვიადება, გახალისდა ლაშა და თვალი ჩაუკრა გარუჩას -კარგით მაგრამ იმედია მერე იმ რესტორანში ჭურჭლის რეცხვა არ მოგვიწევს - ლიზარაზუ ეს ამერიკა არარი, საქართველოა და ამდენი სულელური მელოდრამის ყურებას მოეშვი, დაამშვიდა გარუჩამ -აჰა, ეხლა შენღა მაკლიხარ ჭკუის მსწავლებელი, გარუჩამ რაღაც უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი და ლაშას მიუბრუნდა -ლაშ მოდი მე რესტორანს ვიკისრებ ღამის გასათევისთვის მადლობის სანაცვლოდ -შენ რა ძაან ბევრი ფული გაქ? აათვალიერა ლაშამ ძალიან უბრალოდ ჩაცმული გარუჩა, რომელზედაც შეგეძლოთ გეფიქრათ რომ სახლიც კი არ ქონდა -მეტყობა რამე რომ ბევრი ფული მაქ? ჩაიცინა გარუჩამ და სიცილს დააყოლა -საჭირო ადამიანებთან ვძმაკაცობ -მაინც ვისთან??? გაუკვირდა ლაშას -ალიკა ინწკირველთან (სასტუმრო "ალიკის" და რამოდენიმე რესტორნის პატრონი ბათუმში) და ვანიჩკა არშბასთან, ლაშას თვალები გაუფართოვდა -ა ძმაო კაცი, წამოიძახა გაკვირვებულმა -საიდან ეძმაკაცები მაგათ? -ბატონ ალიკას სახლი მოვუწყვე ჩემი ნაკეთობებით, ისე მოეწონა მერე სასტუმროსთვისაც შემიკვეთა რაღაცეები და ვანიჩკა მოსკოვში ჩალიჩის დროს გავიცანი, მაგას უფრო სწორად მაგის ოჯახს მოსკოვშიც ააქვს ქართული რესტორნების ქსელი -კი ეგ ეგრეა, მე ვმუშაობდი მაგის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად და მერე ადმინისტრატორად, მე არ ვძმაკაცობ მარა კარგად ვიცნობ არშბას -მუშაობდი? ანუ აღარ მუშაობ? -ის რესტორანი დახურეს, მეორეში მეუბნებოდა გენერალურ დირექტორად გადმოდიო მარა უარი უთხარი, მამასაც ჭირდებოდა თავის საქმეში დახმარება და ოჯახური ბიზნესის მიხედვა ვამჯობინე -გასაგბია, და ის რესტორანი რატომ დახურეს? -ჩვენი მთავრობის გამო, ჩამოყრიან ხოლმე ამ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს, ვითომ კონცერტებისთვის, ჩვენ კიდე უნდა ვემსახუროთ დილით, შუადღეს, საღამოს, ღამე, ვითომ ჩვენ ხალხი არ ვართ, ფულს არავინ იხდის, ვარსკვლავებს კი მოთხოვნებიც ვარსკვლავური აქვთ... ვანიჩკა მაგარი კაცია, ჩვენ ხელფასებ არ გვაკლებდა... ხომ იცი გასავალი რომ შემოსავალს გაასწრებს საით მიდის საქმე და ვანიჩკამაც დროზე მოუხმო ჭკუას... -რატომ არ მითხარი ამხელა სასტუმროების პატრონებს თუ იცნობდი? მაშინ კი არ ჩამოგახევდი კალთებს იმის თხოვნით ჩემებთან წამოდითქო? უსაყვედურა ლიზამ გარუჩას -აი ზრდილობააა... გააგრძელა საიტყვა ლაშამ -დამაცადე რო რამის ახსნა? ტროცკივით მე ვყვიროდი ჩემთან წამოხვალო? თავის გამართლება სცადა გარუჩამ -სად მივდივართ? საერთო კითხვა დასვა ლიზამ -მეგრულ-ლაზურში? კითხა ლაშამ გარუჩას -კი ბატონო, მე ვანიჩკას ურეკავ გაუღიმა გარუჩამაც... სახლში მივიდნენ რესტორნისთვის მოწესრიგდნენ, მართლა სასიამოვნო ნაცნობობა შეგდა არა მარტო ლაშას და გარუჩას, არამედ გარუჩასი და ლიზარაზუს მამიდის მთელ ოჯახს შორის, უბრალოდ ერთნაირად მოაზროვნე ადამიანები იოლად უგებენ ერთმანეთს და ერთმანეთის სიმპათიასაც იოლად იმსახურებენ, ასე მოხდა ახლაც, გარუჩამ ვანიჩკას დაურეკა, იმანაც რაზეა საუბარი, მეც შემოგიერთდებით დიდი სიამოვნებითო, მერე ის რომ გაიგო ლიზა რასაც აპირებდა და რისთვისაც იყო ჩამოსული თხოვა მთელი დელეგაცია დაეპატიჟებია მასთან რესტორანში, რაზეც ძალიან მკაცრი უარი მიიღო, არ არის საჭიროო, იმათ ისედაც არ აკლიათ გართობაო, ვანიჩკაც მიხვდა რომ ლიზასაც ისე ძაან ეჯავრებოდა ეს ხალხი როგორც თვითონ, მიუხედავათ იმისა რომ მათ ლიზასთვის და ვანიჩკასთვის არაფერი დაუშავებიათ, მასაც აღარ დაუძალებია, ვანიჩკას ლიზა ცოტა სხვანაირადაც მოეწონა, მაგრამ გარუჩას და ლაშას გამო მისი ყურადღება მისივე თვალების საზღვარს არ გასცდენია, მიუხედავათ იმისა რომ ლიზას არ გამოჰპარვია, ვანიჩკას ზედმეტად ინტერესიანი თვალები და მთელი საღამო ცდილობდა მათი თვალები საჭიროზე მეტად არ შეხვედროდა ერთმანეთს უხერხული მდგომარეობა რომ არ შექმნილიყო, ლაშას გვერდით იჯდა და ზედმეტად არაფერს აკეთებდა, თუმცა ბიჭები რომ შეზარხოშდნენ მუსიკოსებს აღარ აცლიდნენ სიმღერას, ვანიჩკა დასარტყამ ინსტრუმენტს დაეპატრონა, გარუჩა სინთეზატორს, ლაშა გიტარას, მისი ერთ-ერთი ძმაკაცი ბასგიტარას და შეუბერეს... მერე ამ ყველაფერში ლიზა და ნინიკოც ჩართეს იმიტომ რომ ისინი არაჩვეულებრივად მღეროდნენ, მღეროდნენ არა უცხოენოვან სიმღერებს არამედ ქართულ, უძველეს შაირებს, ფოლკლორულ სიმღერებს, ცეკვავდნენ ქართულ ნაციონალურ ცეკვებს და ქართულ სახუმარო სიმღერებსაც არ ერიდებოდნენ, აი ისეთებს ახლა რომ გოიმობას ეძახიან და დასცინიან იმათ ვინც მათ უსმენს, ესენი კი ხალისობდნენ, ბოდიში და სულ ცალ ფეხზე ეკიდათ ვინ რას იფიქრებდა, მთავარია ერთად ყოფნა სიამოვნებდათ, პრეტენზია არავის გამოუთქვამს მთელი რესტორანი მოალხინეს, ძალიან ქართულათ ჩამოუქეიფეს და სახლებში დარიგდნენ, ყოველგვარი აყალ-მაყალის გარეშე, კონცერტმაც ძალიან კარგად ჩაიარა, ანშლაგი იყო, ანშლაგი, ლიზამ და გარუჩამ მადლობებით აავსეს მამიდას ოჯახი, ლაშა და ნინიკო თბილისში დაპატიჟეს, ვანიჩკამ ლიზა ზაფხულში მიიპატიჟა ბათუმში, თუ შეძლებთ ახალ წელსაც ჩამოდით და აქაურ ბაკურიანში გომარდულში წავიდეთო... ლიზამ ზრდილობიანი უარი უთხრა ვანიჩკას, ახალ წელზე რა მოგახსენოთ, ნამდვილ ბაკურიანში მივდივარო, ზაფხულში აუცილებლად გესტუმრებით, მაგრამ თქვენ აღარ შეგაწუხებთო... ვანიჩკამაც ყველაფერი ერთი ახსნით გაიგო, მიუხედავათ გარუჩას ბევრი თხოვნისა ლიზა თბილისში ისევ მატარებლით დაბრუნდა და არა გარუჩას მანქანით, ვირივით ჯიუტი ხარო ამისთვის ასეთი შეფასება დაიმსახურა, თბილისში ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა, ბათუმის შემთხვევითი შემთხვევითობა ლამაზ მოგონებად დარჩა, გარუჩა თავის სახელოსნოს დაუბრუნდა, ლიზა ოჯახს, მეგობრებს და სამსახურს, ამბობენ შემთხვევითი არაფერია თვითონ შემთხვევითობაცო... სამსახური გვიან უმთავრდაბა და ძალიანაც დაღლილი მოდის, მაგრამ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გიჟდება, რატომ თვითონაც არ იცის, თუმცა როგორ არ იცის, ყოველ საღამოს მოკლემატრაჟიანი ფილმის რეჟისორი ხდება როცა სახლამდე გზას ტრანსპორტის სხვა მგზავრებზე დაკვირვებით კლავს, მეტროში თვითონ არის სცენარისტი, რადგან იქ სხვისი საუბარი არ ესმის, მხოლოდ ადამიანის ქცევებიდან, სახის მიმიკიდან და ხელების მოქმედებიდან გამომდინარე ფიქრობს რა შეიძლება ეთქვა მას, ავტობუსში კი ყველაზე მაგრად ხალისობს, აქ სულ პოლიტიკაზე, მთავრობაზე ახლანდელზე და ძველზე კამათობენ, ეს კონტროლიორები ხომ ცალკე სახალისო თემაა, საღამოობით ხომ ავტობუსი ისე ივსება ხალხით, როცა მძოლი ამუხრუჭებს გასაქანი ადგილი აღარ არი, ამის გამო სულ შეხლა-შემოხლაა, გადაიწიეთ, გაგვატარეთ, მერე ავტობუსიდან ეპასუხებიან, აბა სადღა გადავიწიოთ? და ლიზარაზუ ამაზე ძაან მაგრად ხალისობს, უყვარს თუ ქუთაისელი მგზავრები ხვდებიან, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხუმრობენ შექმნილ სიტუაციაზე, მითუმეტეს ახალგაზრდა ბიჭები, რამდენიმე ხუმრობა ახლაც ახსოვს, ერთხელ მართლა ბევრი იხალისა, ის ბიჭიც ქუთაისელი იყო კილოზე ეტყობოდა, ჯერ ბევრი ხალხი რო იყო იმაზე ხუმრობდა არ ჩაგვალაგა მძღოლმა ხამსიებივითო? მერე ვიღაც ქალმა დასადგომი ადგილის დათმობა სთხოვა, შენ კარგ ადგილას დგახარ და გამიცვალეო, მერე იმაზე ხუმრობდა დასაჯდომი ადგილის დათმობა კიდევ მესმის მარა დასადგომი ადგილიც თუ შეიძლებოდა დაგეთმო კაცს არ ვიცოდიო, ხალხმა რომ მოიმატა ისევ ის ქალი შეუჩნდა იმ ქუთაისელს გაიწიეო, სადღა ქალბატონო ისედაც ერთი ფეხი ჰაერში მაქო გაუღიმა ბიჭმა და იმ ქალმაც გაუაზრებელი პასუხი დაუბრუნა, მერე მეორე ფეხიც აწიეო, ბიჭმა აღარ მოუთმინა, ქალბატონო საერთოდ ფეხების ჰაერში აწევას კაცები თხოვენ ქალებს და არა პირიქითო, ავტობუსი სიცილისგან კინაღამ გაიგუდა, ის ქალი აყვირდა მარა რას აყვირდა, ლიზა რომ ჩამოვიდა ის ისევ ყვიროდა და მასაც ის ბიჭი შეეცოდა, მერე დააინტერესა ნეტა რამდენ ხანს უსმინა იმ ქალის საყვედურებს იმ ბიჭმაო.... თუ ძალიან დაღლილი არ გამოდის სამსახურისან სახში მეტროთი მიდის, იქ ხო საერთოდ ავიწყდება დაღლილობა იმდენად ხალისობს თავისი რეჟისორობით, ამბობენ ყველაზე იოლი შესაყვარებელი უსულო საგნებიაო, მერე ცხოველები და მერე ადამიანებიო, მაგრამ ჩვენი ქალაქი შეყვარბული წყვილების ნაკლებობას არ განიცდის მითუმეტეს საღამოობით, მათი ქცევიდან გამომდინარე კი ძალიან იოლია მიხვდე წყვილმა ახლა დაიწყო ურთიერთობა თუ უკვე დიდი ხანია ერთად არიან, ვაგონში აუცილებლად არის გოგოების და ბიჭების ჯგუფი რომლების ერთმანეთის გაცნობის საბაბს ეძებენ, ლიზარაზუს იმდროს უწევს მგზავრობა როცა უმრავლესობა სამსახურიდან ბრუნდება და ძალიან დაღლილებს მეტროს გამაყრუებელი ხმაურიც კი არ უშლით ძილში ხელს, ვაგონში ფეხზე მდგომთა ოთხმოცდაათი პროცენტი ახალგაზრდაა, თუ შემთხვევით ზიხარ ინსტინქტურად დგები როცა ვაგონში ხანში შესული ადამიანი შემოდის, ის მადლიერი თვალებით გიყურებს, მერე გთავაზობს ჩანთას დაგიკავებო, მაგრამ შენ ღიმილითვე პასუხობ, მადლობთ არ არის მძიმეო, მიუხდავათ იმისა რომ ჩანთა შეიძლაბა მართლაც მძიმე იყოს, ხანში შესული პიროვნება კი რაღაც ნაღვლიანად გიღიმის, ნეტავ რას ფიქრობს მაშინ? ალბათ იმას რომ მოვიდა მისი ზამთარი, რომელსაც გაზაფხული არ მოსდევს, თმაც თოვლივით შეევერცხლა, ალბათ იხსენებს როგორი იყო შენს ასაკში, ხვდება რომ ასე გვიან შენც ალბათ დაღლილი ხარ მაგრამ ადგილი მაინც დაუთმე, შენს გვერდით მდგარ ოდნავ ასაკოვან ადამიანს კი უხარია რომ მისთვის არ დაგითმია ადგილი, იმიტომ უხარია რომ მას ჯერ კიდევ არ მიიჩნევენ ადამიანად რომელსაც ადგილი უნდა დაუთმონ და ეს ძალიან ახარებს, თუ ის შენზე ადრე ჩადის თვალს გაყოლებს დახურულ კარს მიღმა მოწონების ნიშნად და თან ღიმილით გაცილებს თითქოს გემშვიდობება, თუ შენ ჩადიხარ მასზე ადრე თვალს მანამდე გაყოლებს სანამ ექსკალატორზე ფეხს არ ადგამ, ან სანამ მისი ვაგონი გვირაბის სიბნელეში არ გაქრება გამაყრუებელი გრუხუნით და ზაფხულის სიცხეშიც კი არასაიამოვნო ცივი ქარის მოქროლვით, მეტროს მგზავრები კიდევ ერთ უცნაურ თამაშს თამაშობენ, ან შეიძლება ეს თამაში ლიზარაზუმ გამოიგონა და მას მხოლოდ ის თამაშობს, თამაშს ურცხვობის (ან უტუხობის) რამოდენიმე წუთი ქვია, ყველას გამოგიცდიათ ალბათ როცა მეტროში თავს აწევ და ვიღაცის თვალებს შეაჩერდებით, აი თამაშიც მაშინ იწყება, წაგებული ის არის ვინც თვალებს პირველად დახრის, ლიზარაზუ ყოველთვის იგებს, უტუხია და ალბათ ამიტომ, მეტროს და ვაგონების განუყოფელი ნაწილი მათხოვრები არიან, ქართული ან არაქართული წარმომავლობის მომაბეზრებელი ბავშვები, რომლებიც იმხელა ხმაზე ყვირიან დეიდებო, ბიძიებო, და მყავს ან ძმა მშიერი, მომკავდავი, ავადმყოფი, მნიშვნელობა არააქვს მათთვის რომელს იტყვიან, შეიძლება არც ერთი ყავს და არც მეორე, შეიძლება ორივე ყავს, ამას იმხელა ხმაზე ყვირიან რომ ყურსასმენებში მუსიკის ხმასაც კი ფარავს, მაგრამ მაინც არ სჯერა მათი არავის, ისე თუ შეიცოდებს ვინმე და ჩაუდებს გამოწვდილ ხელში ხუთ ან ათ თეთრს. უყვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ლიზარაზუს, ხალხს ყველაზე მეტად აქ უახლოვდება, მაგრამ არ უყვარს ზამთარი... წვიმა და სიცივე, ახლა სამსახურიდან რო გამოვიდა მაშინვე ავტობუსში ავიდა, მეტრომდე სიარული შეეზარა სიცივეში, თბილადაც მოკალათდა, ავტობუსში უჩვეულო ხალხის სითხელე იყო, უცებ დაინახა რომ ახალგაზრდა გოგო ორი საკმაოდ დიდი ჩანთით ცდილობდა ავტობუსისთვის მოესწრო, ლიზარაზუმაც მძღოლს თხოვა ცოტათი მოიცადეთო, იმ გოგოს ვიღაც ბიჭი დაეწია ჩანთები გამოართვა და ავტობუსამდე ერთად მოირბინეს, ლიზას გაეცინა მიხვდა ახლა კარგი სცენის მომსწე გახდებოდა, დაბნეული და დაღლილი გოგონა და გმირი ბიჭი ლიზას გვერდით დასხდნენ, გოგონამ ბიჭს მადლობა გადაუხადა -მადლობა დახმარებისთვის, თქვენ რომ არ ყოფილიყავით არ ვიცი რა მეშველებოდა, ბიჭმაც შეიფერა და დაიწყო ფლირტაობა -მადლობა მიღებულია მარა მე ვთვლი რომ თქვენნაირი ლამაზი გოგონა არაფერს უნდა ატარებდეს თაიგულზე მძიმეს, ლიზა შეეცადა ხმამაღლა არ გაეცინა, გოგონამ კი მორცხვად დახარა თავი, რა მეამიტიაო გაიფიქრა ლიზამ -მე მაინც ვთვლი რომ დღეს გამიმართლა, დაიწყო საუბარი ისევ ბიჭმა, გოგონას ურეაქციობამ გააკირვა, მაგრამ მაინც გააგრძლა -კინაღამ მეგობართან დავრჩი, არა და როგორ მეპატიჟებოდა, გოგონამაც ვეღარ მოითმინა -და რაში გაგიმართლათ? კითხა ძალიან ბავშვური ხმით -თქვენ შეგხვდით, აი ამიტომ გამიმართლა, იქნებ ვისაუბროთ? თქვენზე მომიყევით რამე -მე მოსაყოლი არაფერი მაქვს, უხერხულად შეიშმუშნა გოგონა -მართალია, უცხოებს არ უნდა ელაპარაკო, გაიქნია თავი ბიჭმა, მერე კი გამოსავალი იპოვა -მოდით ეშმაკურად მოვიქცეთ, მე ჩემზე მოგიყვებით და ისე გამოვა რომ უცნობი აღარ ვიქნები -ეს აუცილებელია? -აუცილებელი არ არის მაგრამ მე მინდა რომ ჩემზე მოგიყვეთ, გოგონა მხრებს უინტერესოდ იჩეჩავს და ბიჭიც იწყებს -მე ალექსი მქვია, სტომატოლოგი ვარ და ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში ვმუშაობ, ახლა თქვენი ჯერია, მიაჩერდა ალექსი -მე ფინანსურ აკადემაიში ვსწავლობ საღამოს სმენაში -რატომ საღამოს? -დღისით ვმუშაობ -მშობლების სიამაყე იქნებით -მშობლები არ მყავს ობოლთა თავშესაფარში გავიზარდე -უკაცრავად, უხერხულად იგრძნო თავი ალექსმა -არაუშავს, მე მეტი მართლა არაფერი მაქვს მოსაყოლი, ნაღვლიანად უთხრა გოგონამ -არც არი საჭირო, რაც საჭირო იყო უკვე გავიგე, თქვენი თვალების წყალობით -რა გაიგეთ? -ის რომ ძალიან საყვერელი და მზრუნველი ხარ, ნაღვლიანი, გიყვართ მზის ჩასვლის ყურება და ვარსკვლავები... -და ეს ყველაფერი ჩემი თვალების წყალობით გაიგეთ? -ისინი არაბუნებრივად ლამაზი გაქვთ, გოგონა კი თავს უხერხულად ხრის, რა შენძრეული ტიპიაო ფიქრობს ლიზა ალექსზე, სულ რამდენიმე წუთში შეკერა გოგოო, გოგონა ჩასასვლელად ემზადება, ალექსი ისევ აქტიურდება -თქვენს ტელეფონს არ მომცემთ, ეკითხება უკვე კარებთან მდგარ გოგონას -რისთვის? გაკვირვებულია გოგონა -კიდევ ერთხელ რომ შევხვდეთ და საერთოდ არ მინდა თქვენნაირი კარგი გოგოს დაკარგვა -უკაცრავად მაგრამ არა -რატომ არა? -უბრალოდ არა -უბრალოდ გასაგებია, ტელეფონს არ მაძლევთ მაგრამ სახელი მაინც მითხარით? -ჩემი ტელეფონი მეც მჭირდება, გაიხუმრა გოგონამ, ალექსისაც გაეცინა, ყოჩაღ გოგონას გაიფიქრა ლიზამაც -სახელი... დაჟინებით ითხოვა ალექსიმ -ანი... მოკლედ მოუჭრა გოგონამ და ჩასასვლელად მოემზადა, ალექსმა ლიზას შეხედა, მანაც წარბი აუწია, თავით თითქოს ანიშნა, რას ელოდები ხომ შეიძლება შენს ბედნიერებას უშვებდეო? თითქოს ისიც მიანიშნა გაყევიო და ალექსიც სკამიდან წამოხტა მერე ლიზამ სანამ ავტობუსის კარები დაიხურებოდა ალექსის სიტყვები გაიგონა -თავს ვალდებულად ვგრძნობ დაგეხმარო, მერე ფანჯრიდან დაინახა, როგორ მიჰქონდა ალექსს ანის ჩანთები და როგორ მიუყვებოდნენ ერთად გზას, რომელიც ალბათ სახლისკენ მიდიოდა... ვერ იტანს ლიზარაზუ ზამთარს და სიცივეს, მაგრამ უყვარს თოვლი (თუმცა ჯერ არც ზამთარია და თოვლი ხომ სანატრელი გაგვიხდა საერთოდ, მაგრამ გვიანი შემოდგომა ზედმეტად სუსხიანი გამოდგა), სახლში რომ არის თბილად და გარეთ რომ თოვს გემრიელად, შაბათ-კვირაა და არსად არარი წასასვლელი, ფანჯარასთან მდგარ საწოლზე კოტრიალობს საყვარელი ან საინტერესო წიგნით ხელში და ფეხებზე ბებოს მოქსოვილი, შალის წინდები აცვია, რომელიც ე.წ. კოლგოტის გარედანაც კი იკბინება, მაგრამ ის ხომ ბებოს მოქსოვილია.... ლიზარაზუს სახში ასე არასდროს ხდება, იმიტომ რომ საკუთარი ოთახიც კი არააქვს, საძინებელს უფროს ძმასთან იყოფს და მის სახში ყოველთვის ხმაურია, ან დედაა უკმაყოფილო შვილებით, ან ის ეკამათება გიოს რაღაცაზე, ან გიო ასწავლის მისი ჭკუით როგორ უნდა მოიქცეს სწორად, მამა ყოველთვის მშვიდათაა, რაც დედის კიდევ უფრო გაღიზიანებას იწვევს ხოლმე როგორც წესი, ლიზარაზუ ხანდახან ფიქრობს რომ საგიჟეთში ცხოვრობს, ნუ ერთი გიჟი ოჯახს ყოველთვის უნდა ყავდეს მაგრამ ჩვენს ოჯახში ყველა გიჟები რატომ ვართო? ხშირად უკითხია მისი თავისთის... გიო დედიკოს და დაიკოს ნებიერაა, როცა ორივენი თავიანთი საქმეებით არიან დაკავებულები, გოის ყურადღების დეფიციტი აქვს, ამ დროს მისი ჩვეული მონოლოგია -ოჯახში კაცი შემოვიდა თუ ჩვარი შემოაგდეს? ვერ ვხედავ დაძაბულობას, დედა საჭმელი, ლიზარაზუ ჩუსტები, გამოსაცვლელი და პირსახოცი მომიტანე რა აბანოში შევდივარ, არის დღეები როცა ამ ყველაფერს ვერ ღებულობს და იწყება შეპასუხებ შემოპასუხებები, რომელიც ერთი წინადადებით მთავრდება -გიო ცოლი მოიყვანე და ჩვენ თავი დაგვანებე, ყვირის ლიზარაზუ მაშინ როცა ძალიან დაღლილია ან ნერვებმოშლილი -მერე ცოლი შენ მოგიწვინო გვერდით? რა სანთელს დამიჭერ ღამით? ღიმილით პასუხობს გიო, მართალია, ცოლო რო მოიყვანოს მე უნდა გამომასახლოს ოთახიდანო ფიქრობს ლიზაც და ოთახის დათმობას ისევ გიოს მიმსახურება ურჩევნია, ეს ერთადერთი საკამათო თემა არარი ოჯახში, ლიზარაზუს და გოის სულ ფულზე აქვთ ჩხუბი, უფრო სწორად კამათი, საბედნიეროდ ორივე მუშაობს მაგრამ გოის არასდროს ყოფნის მისი ხელფასი, მიუხედევათ იმისა რომ სიგარეტს ლიზა ყიდულობს, ტელეფონის ფულს კი ცალკე ლიზა და ცალკე დედა ურიცხავს, თვის ბოლოს უკვე კაპიკი არ უჭყავის საფულეში, შევარდება ხოლმე ოთახში და ლეკვის თვალებით თხოვს ლიზას დახმარებას -ვიცი ფული გექნება, მასესხე რა რამდენიც გაქ და ხელფასზე დაგიბრუნებ, გეხვეწები -შენი ხელფასი რა უყავი? -ხო იცი მამაკაცებს უფრო მეტი ხარჯი გვაქვს, იყინჩება თავმომწონეთ გიო -არ მაქვს წადი მამას თხოვე -მამასთან უხერხულია, იღრიჯება გიო -მაშინ დედას -დედას უკვე გამოვართვი ორი დღის წინ -მომაწოდე საფულე, თავით ანიშნებს ლიზა ლოგინზე დაგდებულ საფულეზე, ფულს ითვლის, ანგარიშობს ხელფასამდე რამდენი ეყოფა, სულ ცოტას იტოვებს, კიდე აქვს გადანახული ფული ანგარიშზე, გიო უკმაყოფილოდ უყურებს, იცის რომ კიდევ აქვს ფული ანგარიშზე, სულ დასცინის როგორც ღორს ტილი ისე შენ ფული არ გელევაო -მომე რა სულ ხომ გაქ კიდე, გეხვეწები რა... ეღრიტინება საწყლად -კაი რა შენი გადამკიდე ვეღარ ვიყიდე ის მოსაცმელი, უკვე თვეზე მეტია მედიკოს ჩემთვიასააქ გადადებული, მერიდება -წამოიღე და მერე მიეცი -მერე როდის? შენ გგონია მომავალ თვეს ბოლო არ ექნება და შენ ისევ არ დაგჭირდება ფულადი დახმარება? ბრაზობს ლიზარაზუ -შენ თავს გეფიცები დაგიბრუნებ ერთ კვირაში, თვალს უკრავ გიო -უფულოდ რომ მტოვებ იმას არ კმაყოფილდები, ახლა მიწაშიც მდებ ხომ? ვიცი მე შენი ერთი კვირა... იმ ფეხსაცმელების ფულსაც დღემდე მიბრუნებ -მთელ ხელფასს შენ ხომ არ მოგცემ? უკვირს გიოს -ისე კი მეკუთვნის! -მაინც რამდენი რამე უნდა იყიდო? აღარ ეტევა კარადაში შენი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩანთები, ამას უყურებ? იხედება გიო მის შარვალზე და მაიკაზე -მე მეტი არაფერი მაქვს, შენი ნივთებით კი გამოტენილია მთელი ოთახი -შენ სულ სამხედრო ფორმა გაცვია და სამოქალაქო არ გჭირდება, აბა მუშაობდე ჩემ ადგილას ვნახავდი როგორ გეყოფოდა ერთი მაიკა და ერთი შარვალი და მაინც არ ხარ მართალი, გამოვაღებ ახლა შენს კარადას, სულ მცირე ხუთ ჯინსის შარვალს მაინც დავთვლი -მაძლევ თუ არა ფულს? -აიღე, უკმაყოფილოდ აწვდის ლიზა ფულს იმაზე ცოტას იტოვებს ვიდრე ფიქრებში გამოთვალა და ძმის გახარებულ სახეზე ეცინება -თუ ღირს მაინც ის გოგო ამდენი? ინტერესდება ლიზა -"უან ჰანდრიდ" ლარიო ფეხს არ უცვლის, ეუბნება დატეხილი ინგლისურით გიო და ლიზას ჭერის ამხდელ სიცილზე დედამისიც შემოდის ოთახში -რა მოხდა? კითხულობს ქალბატონი მაია -არაფერი დე, ეუბნებიან სინქრონულად ლიზა და გიო -ვიცი მე თქვენი არაფერი, შენ სად მიდიხარ ასე გვიან? თვალს ავლებს გამოწყობილ გიოს -ბიჭოო ბოზებშიც ვეღარ წავსულვარ ისე ოჯახმა რომ არ გაიგოს, ხუმრობს გიო დედას შუბლზე კოცნის, ლიზარაზუს თვალს უკრავს და ოთახიდან გადის -შენ რატო არ იცვლი? ეკითხება დედა ლიზას -კინოში მივდივარ, ამ დროს ოთახში უკუსვლით გიო შემოდის -ვისთან ერთად აპირებ კინოში წასვლას? -ელემ მთხოვა წავიდეთო (ელე ლიზას ბავშვობის მეგობარია, მისი ძმა ოთო გიოს კლასელი და ბავშვობის ძმაკაცია, თან უბნელებიც არიან) -მარტოები მიდიხართ? -რამდენადაც მე ვიცი კი, წამოდი შენ და ოთოც წამოიყვანე -არა მე და ოთარას სხვა საქმეები გვაქ, თავს აქნევს გიო -გინდა გამოგივლი კინოს მერე -არა "ამირანში" მივდივართ, ფეხით ამოვალთ, რა უნდა ხუთი წუთი და სახში ვართ -კაი მე თუ არ ვიქნები სახში მომწერე რომ მოხვედი, თანხმობის ნიშნად თავს უქნევს ლიზა გიოს ისიც უღიმის -ჭკვიანად იყავი, მიყვარხარ, ეუბნება გიო, მერე მამას ხელის აწევიტ ემშვიდობება და სახლიდან გადის, ლიზას ელეც ურეკავს და ფეხდაფეხ ლიზაც გიოს მიყვება. ელე ეზოში ელოდება -სად ხარ ამდენ ხანს? გავიყინე და გველოდებიან -ვინ გველოდება ჩვენ რა მარტო არ ვიქნებით? -არა ერთი მაგარი ვიღაც გავიცანი და ოთომ ნერვები რომ არ მომიშალოს იძულებული ვარ შენთან ერთად შევხვდე, ის თავის ძმაკაცს წამოიყვანს -და ამას ახლა მეუბნები? იქნებ არ ვიყავი თანახმა? შენ ეგეთი კაი ტიპები კვირის დღეებივით გყავს და რა ყველას ძმაკაცებთან უნდა ვიძმაკაცო? -რა გაღიზიანებული ხარ ლიზ??? -ელე ეს შენ არ გამოდიხარ სალონებიდან თორე ჩემნაირი მოკვდავი ადამიანები მუშაობენ, მუ-შა-ობ-ენ, დაუმარცვლა სათქმელი ლიზამ -მოიშორე ეხლა ეს შენი წამებულის როლი და წამო გასართობად, მაინც უღიმის ელე -ღმერთო რა დავაშავე ასეთი ა? უყურებს ზეცას ლიზა -ის მაინც მითხარი ვინ არის ის მაგარი ტიპი და სად გაიცანი? -ის დათოა კაკაურიძე, ინტერვიუ ავიღე მისგან ამას წინათ და მთელი ინტერვიუ მარტო იმაზე ვფიქრობდი რა სასიამოვნო ხმა აქვთქო ამ კაცს, სულ არ გამიგია რას მელაპარაკებოდა -სად მუშაობს -ფოლკლორის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორია, ლიზას სტატუსი უკვე მოეწონა, იმედია ძმაკაციც კაი ეყოლებაო იფიქრა, მაგრამ ეს ფიქრი არ გაუხმოვანებია, კინოშიც მალე მივიდნენ, დათო მართლა კარგი ადამიანი ჩანდა თუმცა ლიზას გაუკვირდა ასეთ სერიოზულ ბიჭებს რატომ მოსწონდათ ხოლმე ელესნაირი ზედაპირული გოგოები, თუმცა ეს ჩემი საქმე არარისო მერე იფიქრა, კინოს ჩუმად უყურებდნენ, ლიზას დიდი ინტერესი არ გამოუჩენია დათოს ძმაკაცის მიმართ, მითუმტეს რომ არც გარეგნულად მოეწონა და არ ქცევებით, ერთი ტიპიური ბიჭი იყო არაფრით გამორჩეული, კინო რომ დამთავრდა ცოტა ხნით გოგოები განმარტოვდნენ -აბა როგორ მოგეწონა დათო? ვერ ითმენდა ელე -კარგი ბიჭია, თუმცა რაღა ბიჭი კაცია უკვე, ჭკუით თუ არ იქნები თმებს დაგაწიწკნი, ძლივს მართლა კარგი ადამიანი გაიცანი -და მისი ძმაკაცი? -ოო, გეხვეწები ისევ არ დაიწყო რა ხო იცი არ მაინტერესებს ეგეთები -ისევ ბავშვობის სიყვარულს მივტირით? -ელე ენას ამოგაძრობ ერთი დღე იქნება, დაემუქრა ლიზარაზუ და ამ დროს ბიჭებიც მიუახლოვდნენ -რესტორანში არ წავიდეთ? იკითხა დათომ -არა მადლობთ მე ვერ წამოვალ უკვე გვიანაა, ხვალ კი სამუშაო დღეა, იუარა ლიზამ, მიუხედავათ ელეს მუდარით სავსე თვალებისა, -სად მუშაობთ? დაინტერესდა კონსტანტინე, რომელსაც შემოკლებით კოტეს ეძახდნენ -ვიცი რო არ გაინტერესებთ და ეს ზრდილობის გულისთვის იკითხეთ, დიდი ისტორიაა და არ ღირს ახსნა მითუმეტეს რომ ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად გხედავთ, მაინც ვერ შეიკავა ენამწარეობა ლიზამ, ელემ ხელზე უჩქმიტა -თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ მე რატომ უნდა გადავწყვიტო რამე? -იქნებ მე მინდა რომ კიდევ გნახოთ? გაუკვირდა კოტეს -დარწმუნებული ვარ თქვენ ამის სურვილი გექნებათ მაგრამ მე ჩემს სურვილებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ეს არ მოხდება, კონსტანტინე გაცოფებული უყურებდა ლიზას, რომელიც ნაძალადებად და ოდნავ დამცინევად უღიმოდა, აშკარად ეტყობოდა და არ უნდოდა ამის დამალვა რომ ეს ყველაფერი არ სიამოვნებდა, დათო თავისთვის იცინოდა, ელე უხერხულად იყო -აბა რას ვშვებით? არც ჩვენ წავიდეთ? მიუბრუნდა დათო ელეს -დამიცავ ოთოსთან? კითხა ელემ ლიზას -სხვანაირად როდის ყოფილა? გაუღიმა ლიზამ -ოღონდ ძაან არ დააგვიანო -დროზე მოვიყვან სახში -შენ კოტე? -მე ლიზას გავაცილებ -არ მინდა, იუარა ლიზამ -მეც საკუთარ სურვილებს უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევ ვიდრე სხვებისას, გაუღიმა კოტემ, ლიზამ უინტერესოდ აიჩეჩა მხრები, ელე გადაკოცნა, ჭკვიანათ და დროზეო წასჩურჩულა, დათოს გაუღიმა სასიამოვნო იყო შენთან ნაცნობობაო და უსიტყვოდ გამოვიდნენ კინოდან -შენ რა ტვინი გამოგიცვალეს თუ რა მოგივიდა? დაიწყო კოტემ საშიში საუბარი -შენი რა საქმეა რა მჭირს? აი ელემ გაიცნო მორიგი საფლირტაო ტიპი მე კიდე არ მაქვს იმდენი დრო რომ ის იდიოტებზე ვხარჯო -ეს მე ვარ იდიოტი? -არა ირგვლივ მყოფი ხალხი, ხელები გაშალა ლიზამ -ლიზ მე გაწყენინე რამე თუ უბრალობ ცუდი დღე გაქვს დღეს? რატო ხარ ასეთი ავი? -კოტე ავი არ ვარ მე უბრალოდ გულწრფელი ვარ, შენგან განსხვავებით, შენ ფიქრობ, მე ვამბობ, მიხარია თუ ელე თავის ბედნიერებას იპოვის, მე კი შენ არ მომწონხარ, არც შენ მოგწონვარ, რა აზრი აქვს ზრდილობის გულისთვის ერთმანეთის მოტყუებას? -მაშინ საერთოდ რას მოდიოდი თუ არ გაინტერესებდა არაფერი? -არ ვიცოდი თუ თქვენც იქნებოდით -იმედები გაგიცრუვდა არა? -კოტე რა გაყვირებს? დათო და ელე აღარ გვიყურებენ შეგიძლია თავი დამანებო, არარი ჩემი გაცილება საჭირო, მითუმეტეს რომ ეს საფრთხეს უქმნის შენს ჯანმრთელობას -ვერ გავიგე? -ეს ჩემი უბანია, აქ ბავშვობიდან ვცხოვრობ, თითქმის ყველა მიცნობს, თუ რაიმე არ მოეწონათ გიოს ეტყვიან, გიო კიდე მე კი არ შემეკითხება ვინ იყოო, შენ მოგძებნის და სულ არაფრის გამო ჩაგილურჯებს თვალებს, ან კბილებს ჩამოგილაგებს -გიო ვინ არის? იკითხა შეშინებულმა კოტემ - გიო ჩემი ძმაა -რატომ უნდა მცემოს გიჟია? -ნუ შეიძლება ასეც ვთქვათ, გაეცინა ლიზას -რა ოჯახია? ძმა გიჟი, და ისეთი ავი... აღარ გააგრძელა კოტემ, ლიზას არ წყენია -ხედავ ჩემო კოტე შენი შესაფერისი არავარ, ასე რომ თავისუფალი ხარ! ზადმეტად პათეტიკურად გამოუვიდა ნათქვამი ლიზას -მაინც გაგაცილებ სახლამდე -შენი გადასაწყვეტია, თუმცა უკვე მოვედით, არ გეუბნები რო სასიამოვნო იყო გაცნობა, ალბათ შეამჩნევდი, რომ ასე არ ყოფილა, მე კი ტყუილები არ მიყვარს -ელეც აქ ცხოვრობს? თქვენ ხო მეზობლები ხართ? -ღმერთო შენ რა მანიაკი ხარ? შენი ძმაკაცის გოგო მოგწონს? ეს იმიტომ იკითხა ლიზამ რომ კინოშიც შეამჩნია კოტეს უცნაური მზერა და ელეს ისტორიით ზედმეტად დაინტერესება -ბევრს ვლაპარაკობ, მე წავალ კარგი? იუხერხულა კოტემ -მე აქმდეც არ გაკავებდი თუ შეამჩნიე, კოტეს აღარაფერი უთქვამს, გამობრუნდა და წავიდა, ლიზას სახში ასვლა არ უნდოდა, არც თვითონ იცოდა რა მოუვიდა ასე ცუდათ არასოდეს მოქცეულა, კოტეზე მეტად არ მოსწონებია ბიჭები მაგრამ მათთან ასე აგრესიულად არ უსაბრია, მისი სახლის წინ საქანელაზე ჩამოჯდა, მემგონი ეს ერთადერთი ადგილია თბილისში სადაც ძველი რკინის საქანელა და სასრიალოა, რომელიც ახალი ფერადი პლასმასის კონსტრუქციით არ შეუცვლიათ, მას ჯერ კიდევ ეტყობა ალაგალაგ შემორჩენილი მწვანე ფერის საღებავი და ლიზა ამ ადგილზე გიჟდება, ბავშვობის ყველაზე კარგი მოგონებები საქანელას და სასრიალოს უკავშირდება, მერე სკოლის პერიოდში ახალგაზრდების თავშეყრის ადგილიც აქ იყო, ლიზას და გიოს ერთი სამეგობრო წრე ყავთ, თითქმის ტოლები არიან ერთ სკოლაში სწავლობდენ, მეგობრები უბნელები არიან, ზოგიერთები მათსავით დაძმანი, ძმებთან გიო ძმაკაცობს, დებთან ლიზა დაქალობს, გიო და ლიზა მესამე სართულზე ცხოვრობენ, იმავე კირპუსში მეხუთეზე გარუჩა ცხოვრობს, მათი ფანჯრები სკოლას უყურებს, სკოლის უკან ელე და ოთო ცხოვრობს, კიდევ ერთ მეზობელ სადარბაზოში, ავთუშა, თამთა და დები ეკა და მაკა, რომლებსაც ბავშვობიდან ეკა,მაკა, თიკა ლიკას ეძახის ყველა, კიდევ ყავთ ერთი ვახო, რომელიც მათზე ასაკით ცოტა პატარაა მაგრამ მაინც მათ სამეგობროში თუ სანაცნობოშია, მართლა უცნაურია, ბავშვობის მეგობრები სულ სხვანაირი სიყვარულით გიყვარს, ყველასთან გიხარია შეხვედრა მიუხედავათ იმისა კარგი ურთიერთიბა გქონდა თუ არა მასთან ბავშვობაში, ბავშვობაში და მოგონებებში ჩაფლულ ლიზას თავზე გარუჩა დაადგა, ხელში საკმაოდ დიდი ზომის ლიფით -ლიზარაზუუუ, კარგათ ხარ? -გარუჩა, კი, რატომ მეკითხები? -სამჯერ დაგიძახე და ახლა გამეცი პასუხი, ბავშვობას იხსენებ? ამ დროს ლიზამ გარუჩას ხელში უცნაური ნივთი შეამჩნია და სიცილი აუვარდა, გარუჩაც მიხვდა რაზე იცინოდა -ახლავე აგიხსნი -ნუ ამიხსნი ნურაფერს, ამის ახსნა ჩემს შესანიშნავ ფანტაზიის უნარს მიანდე, გარუჩას გაეცინა, მერე მოულოდნელი კითხვა დასვა -ვინ იყო ის ტიპი რო მოგაცილა? -ვიინ? ვერც კი გაიხსენა უცებ ლიზამ -აა, მისტერ კოტე? მოკლედ არავინ, ელეს ალიბი ვიყავი პაემნისთვის და ნერვების მომშლელი ბონუსი შემხვდა ბატონი კოტეს სახით, გარუჩა ისევ იცინოდა -კარგი მე საქმე მაქვს, თუ რამე სახელოსნოში ვარ -ეჭვიც არ მეპარება რომ ისეთი საქმე გაქ რომლის შეწყვეტაც ჩემს გამო არ ღირდა -ლიზარაზუუუ, დამნაშავესავით აიწურა გარუჩა -რა იყო გარუჩ? სექსი როდის აქეთ გახდა დანაშაული? შენ არც ჩემი ქმარი ხარ, არც შეყვარებული და საერთოდ რატომ გაქვს სურვილი მე რამე ამიხსნა? წარმატებებს გისურვებთ ოთხეულს -რომელ ოთხეულს? გაოცებულმა იკითხა გარუჩამ -რა შეფერხებული აზროვნება გაქ, შენ რა ხშირად უვარდებოდი ხელიდან მამაშენს? გარუჩამ მაინც ვერ გაიგო და ლიზამ ზედმეტი კითხვების გარეშე აუხსნა -ისეთი ზომის ლიფი გიჭირავს რომ საცოდაობაა თითოეული მათგანი ინდივიდათ არ ჩავთვალოთ, ამიტომ წარმატებები შენ, იმ ქალს და საქართველოს ბორცვებს, გარუჩა კინაღამ გაიგუდა სიცილით -მაინც რატომ მოგწონთ კაცებს დიდმკერდიანი ქალები? ან რატომ დამადექი თავზე ამით ხელში? მე რა უნდა მეეჭვიანა თუ უბარლოდ დაგავიწყდა... ბოდიში ბევრს ვლაპარაკობ -ნამდვილად პრობლემა გაქვს ენის გაჩერებასთან დაკავშირებით და კიდევ შენს წესიერებაზე ნაადრევი დასკვნები გამიკეთებია -ძილინებისა გარუჩ -შენს ძილს გულისხმობ ალბათ... -წარმატებები, აბა შენ იცი თავი არ შეირცხვინო, გულწრფელად უთხრა ლიზამ და სასწრაფოდ გაეცალა გარუჩას, სახში მისულმა საყვარელ ძამიკოს შეატყობინა, ჩიტი გალიაში უსაფრთხოდააო... გარუჩას ეზოში თავისი სახელოსნო აქვს, ხეზე მუშაობს, რკინაზეც, ხანდახან რამდენიმე კვირით იკარგება ხოლმე, კიდევ ფოტო ატელიე აქვს, ძალიან ბევრ რამეს აკეთებს და თან ტაქსაობს ხოლმე საღამოობით, ძაან უცნაური ტიპია, თითქოს თავის სამყაროში ცხოვრობს და ჩვენი სამყარო სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, ბევრ ცნობილ ადამიანს იცნობს, სელებრითებს როგორც დღეს ამბობენ, არა კი არ იცნობს მათთან მეგობრობს, რადგან თუ ისინი გარუჩას სახელოსნოში ერთხელ მაინც მოდიან მერე გერუჩას უმეგობრდებიან, მეზობლებს არა ერთხელ უნახავთ მათი კუმირი გარუჩასთან სახლში მოქეიფე, ის კი არ იცვლება, ისევ ისეთი რჩება, უბრალოდ ერთი თბილისელი ტიპი, ვერაზე კი არა მთელ თბილისში იცნობენ, ტიპი კიდე ტაქსაობს, ეხალისება და ტაქსაობს, მამამისი სულ იმას ამბობს ზარმაციაო და ლიზარაზუს სულ უკვირს, მეტი რაღა უნდა გააკეთოს გარუჩამ, ისედაც არასოდეს ჩერდებაო... გარუჩას მარტო მამა ყავს, დედაზე არავინ არასოდეს ლაპარაკობს... ლიზას ამასთან ერთად ისიც ახსენდება რომ გარუჩა ახლა ხორციელ სიამოვნებას იღებს ვიღაც დიდმკერდიან ქალთან, ღიმილით და გარუჩაზე ფიქრით ეძინება... უკვე ძალიან გვიანია და გიო ჩუმად შემოძვრა ოთახში, ფეხის ხმაზე და უხმაუროდ შემოსვლაზე ეტყობა, რომ ძალიან მთვრალია, ასე იცის ხოლმე, მშობლების გაბრაზება არ უნდა და კედლებს მოყვება ჩუმად ოთახამდე, მამა გიოს ღამის გასეირნებებით ყოველთვის უკმაყოფილოა, თუმცა ის არასდროს არაფერს აშავებს ამ სეირნობებით, ლიზარაზუ გიოს მოსვლამდე არასდროს იძინებს, ან რა აზრი აქვს ის რომ მოვა მაინც გააღვიძებს, თუ ძალიან ნასვამი არ არის მაშინ მოუნდება გულის გადაშლა, თუ ზედმეტი დალია როგორც თვითონ ამბობს ენა უბუჟდება და აღარ ლაპარაკობს, ამ დროს უნდა მიეხმარო და პერანგზე ღილები გაუხსნა, ახლაც ოთახში რომ შედის სპირველ რიგში ლიზას აღვიძებს -რა გაძინებს როცა არ იცი შენი ერთადერთი ძმა სად, ვისთან და რა მდგომარეობაშია? საყვედურობს მიძინებულ ლიზარაზუს, ლიზაც ხვდება რომ ძალიან ძალიან ნასვამია, ასეთ დროს ხმა არ უნდა გასცე, ის ბრაზდება და ხმას აღარ იღებს, სიჩუმეში კი მალე ერევა სასმელი, დილით კი ღამის გაბრაზება აღარ ახსოვს, აი ასე ხცოვრობენ... თუ "უან ჰანდრიდ" ლარიანთან არ მიდის და საქმეც სხვა არაფერი აქვთ, არც დაღლილები არიან მაშინ ერთად მიდიან გიო ლიზა და ბავშვობის მეგობრები გასართობათ, მაგრამ ეს ძალიან ძალიან იშვიათად ხდება, თუმცა როცა ხდება დიდი ხნით ყოფნით... ლიზას სულ უკვირს როგორ ახერხებს ასეთი ღამის შემდეგ დილით ადრე ადგომას და სამსახურში ისე წასვლას ვითომ არაფერი მომხდარა, ახლაც ლიზაზე ადრე ადგა და მომღიმარი სახით ეკითხება -რა ფილმს უყურეთ გუშინ? -რაღაც ფრანგული ფილმი იყო, თუ არ ვცდები „მეოცნებეები“ -კარგი ფილმია? -სამოცდაათი პროცენტით პორნოგრაფიაა, გაიქნია თავი ლიზამ უკმაყოფილოდ -მარტო მაგიტო ხარ ცუდ ხასიათზე? -არა ელე ხო იცი როგორიცაა, ვიღაცასთან ქონდა პაემანი, მე ისე ალიბისთვის წამათრია, თან არ გამაფრთხილა, იმ ტიპს ვიღაც ძმაკაცი ყავდა წამოყვანილი და ხომ იცი რომ არ მიყვარს ეგეთები -მერე რაო ძმაკაცმა? -ნერვებმოშლილი ვიყავი, ერთი სიტყვით აუხსნა ლიზამ -შემოგელანძღა? -დავინდე შეძლებისდაგვარად -და მე რატომ მიყვები ამას? რამდენჯერ ყოფილხარ ელესთვის ალიბი მარა არ გითქვამს ჩემთვის არაფერი -იმ ტიპმა სახლამდე მომაცილა, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავათ და გარუჩამ დაგვინახა, ვიცი მაგას ენაზე არაფერი დაადგება და შენ რომ არ გადაირიო მაგიტო გითხარი ყველაფერი -გარუჩაზე ძაან ცუდი წარმოდგენის ყოფილხარ -რატო? -იმიტო რო ის გარუჩაა -ეგ რას ნიშნავს? -ძნელი ასახსნელია -დღეს საღამოს რას აკეთებ? კითხა ლიზამ გიოს -რაარი რო? -გუგა კოტეტიშვილი ახალ რესტორანს ხსნის, მე დეკორატორ-ორგანიზატორი ვარ, საღამოს იქ უნდა ვიყო და მარტო წასვლა არ მინდა -დღეს არ შემიძლია ლიზ, შეიძლება წვრთნებზე წაგვიყვანონ შავნაბადაზე, თუ არ წავედით გამოგყვები -რამდენი ხნით წახვალ წვრთნებზე? -ორი კვირით -ორი კვირით? რა ვაკეთო ორი კვირა შენს გარეშე? -გამოიკეტე სახში, გაუღიმა გიომ -მართლა მასე მომიწევს -ოთიკოც მოდის? -კი -რა საზიზღრობა სამსახური გაქვთ, სამსახურში მაინც გამიყვანე, შეეღრიტინა ლიზა, გიომაც თავით ანიშნა წავედითო. რესტორნის გახსნაზე კი ლიზას მარტო წასვლა მოუწია, გიო წვრთნებზე წაიყვანეს, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა საზოგადოებაში რომელსაც თვალზე დასანახავად ვერ იტანდა, როგორც იქნა ყველაფერი კულმინაციისკემ მიდიოდა და ბატონ გუგასაც სთხოვა, ჩემი საქმე ხომ უკვე გავაკეთე თუ არ გეწყინებათ დაგტოვებთო, ბატონმა გუგმაც დიდი მადლობა გადაუხადა და მის ტრანსპორტირებაზეც იზრუნა, თხოვა რომ ბართან დალოდებოდა და ეტყოდნენ როცა მისთვის მანქანა მოვიდოდა, ლიზაც ბართან იცდის და თან ნაცნობ ბარმენს ესაუბრება, ამ დროს ლიზათი ზედმეტად დაინტერესებული საკმაოდ შეზარხოშებული მამაკაცი უახლოვდება ბარს -ნება მიბოძეთ ფრანგული ღვინით გაგიმასპინძლდეთ, მიუჯდა ლიზას უცნობი, ისე რომ ლიზას გაკვირვებულ სახეს ყურადღება არ მიუქცევია -ბარმენო თუ შეიძლება ორი "რიბერო დელ პუერო" ეუბნება ბარმენს ისე რომ მისკენ არც იყურბა რადგან ლიზას თვალს არ აცილებს -რიბერო ფრანგული ღვინო არ არის, ესპანურია მშვიდად პასუხობს ლიზა -რა მნიშვნელობა აქვს, ეს უბრალოდ საბაბია -ნაცნობობის დაწყების ძალიან ცუდი საბაბია, საერთოდ ქალი მოხიბლული უნდა იყო, ან აღფრთოვანებული მაინ მამაკაცის პირველი ნახვით, თქვენ კი არც ერთ იწვევთ ჩემში და არც მეორეს, შეიძლება თქვენი შარმი ზადმეტ ალკოჰოლში დაიხრჩო, გირჩევთ ქალის გაცნობისას ფხიზელი იყოთ და არ ილაპარაკოთ იმაზე რაშიც არ ხართ დარწმუნებული, ან ისეთი მანდილოსანი მაინ აარჩიეთ რომელსაც არ ეცოდინება თქვენზე მეტი და არც იმით დაინტერესდება რასაც ეტყვით, თუ ძალიან თავდაჯერებული იქნებით, ნებისმიერი სისულელის თქმის მიუხედავათაც კი -რას გულისხმობთ? გასწორდა ბარზე გაწოლილი მამაკაცი -იმას რომ ზედმეტატ ნასვამი ბრძანდებით -სხვებისთვის ეს არასდროს ყოფილა პრობლემა -ხო და იმათ მიხედეთ ვისთვისაც არარი პრობლემა, აი მაგალითად თქვენს უკან მდგარ გოგონას, რომელსაც ფეხები ევერესტიდან ეწყება, ქერათმიანია, ფული არ დაუზოგავს მკერდის პლასტიკაზე და სოლარიუმზე, ტუჩებიც სავარაუდოდ სილიკონის აქვს, მას ნამდვილად არ ეცოდინება რიბერო რომ ფრანგული ღვინო არ არის, თუმცა მაინც უმჯობესია " ლა ვენ დე ბლონი" შესთავაზოთ, თუ დაიმახსოვრებთ რა თქმა უნდა, გაოცებულმა უცნობმა მართალაი ლიზას საუბრიდან ვერაფერი გაიგო და საუბრის სხვა თემაზე გადატანა სცადა -იცით აქ ძალიან სასიამოვნო და ლამაზი გარემოა, კარგა ხანია თბილისში ასეთი ადგილი არ გახსნილა -ვიცი, იმიტომ რომ მე ვარ აქაურობის დიზაინერი და ამ პრეზენტაციის ორგანიზატორი -არ გინდათ ჩემთან სახში გავაგრძელოთ ამაზე საუბარი? -მართალი ყოფილა როცა ამბობენ, თუ ადამანები ცნობილები და მდიდრები ხდებიან ისინი თავიდან უნდა გაიცნოო, სინანულით ამბობს ლიზა და ამ დროს საუბარში ბარმენი ეჭრებათ დავითამ კი ლიზას ნათქვამის აზრი ვერ გაიგო -მადმუაზელ გარეთ უკვე გელოდებიან -მადლობთ და ნახვამდის, ორივეს ერთად ზრდილობიანად უღიმის ლიზა -გენაცვალე ერთი მოიწიე აქეთ, თითით ანიშნებს დათო ბარმებს -ერთი ეს მითხარი, ეს რა ჯიშის ფრინველია? გააყოლა თვალი კიბეებზე ამავალ ლიზას -უკაცრავად ბატონო დავით მაგრამ მაგ ჯიშის ფრინველები ძალიან მაღლა დაფრინავენ, ალმაცერად უღიმის ბარმები -მაგასაც ვნახავთ, სცადა უკან დადევნება დათომ მაგრამ ვიღაცამ გააჩერა -ვახო გამიშვი რა, შეემუდარა დავითა -შეეშვი ჩვენთვის არარის ეგ ბარტყი, გიორგას პატარა დაა -აბა გიორგა? -გიორგა ჯაფარიძის, აი აქ კი დავითა მართლა შეცბა -ლიზარაზუ? ეს ლიზარაზუ იყო??? მისთვის ჩაილაპარაკა გაკვირვებულმა -როგორ ვერ ვიცანი? აი რატომ თქვა მეორედ უნდა გაიცნოო?მერე ვახოს მიუბრუნდა -გიორგასთან ერთად რატომ არასდროს არ ყოფილა ჩვენთან? კითხა უცებ ვახოს -მაიცა რა, გიორგას მშობელ დედაზე მეტად ეგ გოგო უყვარს და ან მე, ან შენ, ან რომელიმე ჩვენგანს სათოფეზე გაგვაკარებდა თავის ნებიერას? ვითომ არ იცი ჩვენ რა ხალხიც ვართ, ეგ კი არა ყურებასაც კი აგვიკრძალავს თუ გაიგო რომ შემთხვევით ვნახეთ -მე ლიზარაზუს ადრე ვიცნობდი, ჩვენზე ასე 7-8 წლით პატარაა, მე და გიორგა ერთი პერიოდი მეზობლები ვიყავით, ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ლიზარაზუ მაშინ სხვაგან სწავლობდა, დილაობით ერთად ვაცილებდით მე და გიორგა სკოლაში, მერე ავთუშას, ოთარას და ელეს, მერაბას, ეკას და მაკას, ნინიას და ირაკლს, გარუჩას ვუვლიდით და ერთად მივდიოდით ჩვენს სკოლაში, რა ჩემ ფეხებათ დავივიწყე ყველაზე საყვარელი ადამიანები? რატომ აღარ მაქვს მათთან ურთიერთობა? თუმცა რა, გოგოები გათხოვდნენ, ერთი ელე დარჩა, ავთუშამ ცოლი მოიყვანა, გარუჩა სახელოსნოდან აღარ გამოდის, გიო და ოთარა ჯარს შეაკვდნენ -გოგოები გათხოვდნენ და გამოთხოვდნენ, მერე რა რომ ყველას თავისი საქმე აქვს? ისინი მაინც ახერხებენ მეგობრობის შენარჩუნებას -შენ საიდან იცი? -ეეე, დავით ძალიან ბევრი დალიე, მე არა თქვენი სკოლელი და უბნელი არ ვიყავი? -მართალია იყავი, ერთი ცხვირმოუხოცავი ღლაპი, სულ ფეხებში რო გვებლანდებოდი -რატომ ვიყავი? ეს შენ გადახვედი თორე ჩვენ ყველანი ისევ იქ ვცხოვრობთ -მეც გადმოვალ ხვალიდანვე! -თუ ლიზას გამო, არ ღირს გიოსთან დაპირისპირბა -ჰო ეგ ამ ბოლო დროს მაგარი ბიჭი გახდა არა? -როდის არ იყო რო? -ეგეც მართალია, სინანულით თქვა დავითამ და ნაღვლიანად ჩაიცინა... ლიზარაზუს და მის მეგობრებს პატარა ოფისი აქვთ გახსნილი, დღესასწაულების ორგანიზატორები არიან, შეთავსებით დიზაინერები, ოფისი ორ სართულიანია, პირველ სართულზე პატარა კაფე, წიგნების მაღაზია და სილამაზის სალონია, ეს ყველაფერიც მათია, რესტორნის გახსნის შემდეგ ორი დღეც არ იყო გასული, როცა მათ ოფისში ჩვეულებრივ ტელეფონზე, ჩვეულებრივი ზარი გაისმა არაჩვეულებრივი თხოვნთ, უფრო სწორად მოთხოვნით, დამკვეთს უნდოდა მისი ქალაქ გარე საშემოდგომო წვეულება მანგლისში მისივე აგარაკზე გამართულიყო და წვეულების ორგანიზატორი აუცილებლად ლიზა ჯაფარიძე უნდა ყოფილიყო, მას აუხსნეს რომ ასეთი მოთხოვნების წამოყენება დამკვეთს არ შეეძლე, მაგრამ ის მაინც თავისას მითხოვდა, თან აგარაკის დასათვალიერებლად ლიზა საღამოთი უნდა ასულიყო მანგლისში, ლიზაც მივიდა ოფისში -ლიზა შენზე შეკვეთაა, აცნობა ახალი ამბავი სოფიმ -რა შეკვეთა მე წინა კვირას მქონდა ახლა შენი ჯერია, ხომ შევთანხმდით? -დამკვეთმა მოითხოვა, მაინცდამაინც შენ უნდებხარ, კოტეტიშვილის რესტორნის გახსნაზე უნახიხარ და ძალიან მოსწონებიხარ -სად და რა წვეულება უნდა მოვაწყო? -მანგლისში, ქალაქ-გარე სარელაქსაციო საშემოდგომო წვეულება, დღეს საღამოს უნდა წახვიდე აგარაკის სანახავად -ასე გვიან? არა არ წავალ, გიო არ მყავს სახში, გიოს გარდა ვისაც შეუძლია წამიყვანოს ყველა მასთან ერთადაა წვრთნებზე წასული, არ შემიძლია, ან რომელი ფულით? ტაქსითაც რომ წავიდე, სულ მცირე ორმოცდაათ ლარს გამომართმევს -იმან თქვა აქ ამოვიდეს და მე გადაუხდიო, მერე მე თვითონ ჩამოვიყვან თბილისშიო -ვინ არის საერთოდ, რა ქვია? -ვახო ოხანაშვილი, იცი ვინ არი? -ვახო??? ძაან გაიკვირვა ლიზამ -იცნობ? -ჩემი უბნელია, ერთი ცხვირმოუხოცავი ბავშვი იყო, ვახოს აგარაკი აქვს მანგლისში და იმდენი ფული რომ წვეულებას აწყობს? ახლა ნამდვილად არ წავალ -იცი რამდენ ფულს იხდის? ფული კი ძალიან გვჭირდება -მე გიოს ურეკავ -ყველაფერს შენ ძმას რატო უყვები? -სოფი გაჩუმდი ცოტა ხანი, უყვირა ლიზამ -ბომბორა როგორ ხარ? უსაზღვრო სიყვარულით თქვა ლიზამ ეს სიტყვები -კარგად ნაპერწკალა, შენ? -მე უცნაურად, გახსოვს ჩვენი უბნელი ვახო ოხანაშვილი? აი მაგან დარეკა ჩვენთან ოფისში და მოითხოვა რო მე რაღაც წვეულება მოუწყო მის აგარაკზე მანგლისში და თან ამ საღამოს უნდა ავიდე აგარაკის სანახავად, როდის მერეა ვახოს აგარაკი და იმდენი ფული აქვს რომ წყეულებებს უკვეთავს? მეეჭვება რაღაც, არ მინდა წასვლა არც შენ ხარ და არც ოთარა, მარტო კიდე მე მანგლისში საღამოს ფეხს არ ავადგამ -უცნაურია, ვახოს მაგდენი ფული არააქ მაგრამ დავითა წულუკიძესთან ძმაკაცობს, შეიძლება იმან დაავალა, მე გამოგიგზავნი მანქანას, აგიყვანს და ჩამოგიყვანს -ანუ წავიდე? დათოც ხომ მიცნობს, რატომ თვითონ არ დამირეკა? -მოერიდა ალბათ -როდის მერე გახდა ეგეთი მორიდებული? -ნუ წუნკლობ -ვის გამომიგზავნი? -გარუჩას ვთხოვ -ოოო, ოღონდ გარუჩა არა -რას ერჩი? -ნიშანდობლივად არაფერს -მე კიდე ვენდობი -ველოდები, მერე დაგირეკავ და მოგიყვები ყველაფერს, მენატრები -მეც მენატრები ნაპერწკალ. გარუჩამ დათქმულ დროზე მოაკითხა ლიზას, დიდი პატივით ჩასვა მანქანაში და არც კი უკითხავს სად მივდივართო -გარუჩ რატო არ მეკითხები სად უნდა წამიყვანო? -გიომ მითხრა უკვე, მე კიდე ვიცი სადაა მანგლისში დავითას აგარაკი და საერთოდ დარწმუნებული ხარ რომ წასვლა გინდა? -ეგ რას ნიშნავს? -დავითა არაა კაი ტიპი -მთელი ბავშვობა ერთად გვაქ გატარებული, ეგეც რომ არ იყოს გიოს იცნობს და იცის რომ მე მისი და ვარ, არა მგონია რამეს ჩალიჩობდეს -მაგისთანებისთვის ეგეთ რაღაცეებს მნიშვნელობა არააქ და ის რომ ახლა მანგლისში მე მიმყავხარ იმას ნიშნავს რომ შენც გეეჭვება რაღაც, უბრალოდ არ ამბობ -შენთან უფრო მშვიდათ ვარ, გაუღიმა ლიზამ -ხო მართლა იმ საღამოსთვის ბოდიში, იუხერხულა გარუჩამ -რომელი საღამოსთვის? ...... ააა, იმ საღამოსთვის? გაახსენდა ლიზას -ეგ არაფერი ხდება ხოლმე, მერე ხმა აღარ ამოუღიათ, ლიზა წვეულებაზე ფიქრობდა, რა თემა შეიძლაბა აეღო და უცებ გაყვითლებულ ფოთლებზე მოუფრინდნენ მუზები, ცდილობს შემოდგომა გადარჩენას, აი იდეა, გაუელვა ლიზას თავში, ახლა ყველა მოსავალს იღებს ყანები, ყურძენი, ღვინოს დაწურვა, ბადაგის გამოღება, თათარას მოდუღება, ჩურჩხელები, ზვინების აშენება, ანუ ის რაც ქალაქის მცხოვრებლებს და მითუმეტეს გარუჩას ნაცნობებს არასდროს გაუკეთებიათ, უცხოა და სახალისო, მაგრამ აქ ხო ძირითადად აგარაკები აქვთ, მოვახერხებ რამესო, თან იდეებს ბლოკნოტში იწერდა, როცა გარუჩამ უთხრა მოვედითო, ლიზა უცნაური ფერის აგურით ნაშენებ, ძალიან ლამაზ სახლს მიაჩერდა, ეზოდან ვიღაც გამოეგებათ, ორივემ იცნო ვახო, გარუჩა მანქანიდან ჩამოვიდა და ვახოს მიესალმა -შე ცხვირმოუხოცავო აქ რას აკეთებ? გარუჩას ლიზაც გადაყვა -გამარჯობა ვახო, მიესალმა ისიც, ვახო გარუჩას მიუბრუნდა -გარუჩ რამდენი მოგცე? საფულე ამოიღო ჯიბიდან, გარუჩამ რაღაც ცალყბად შეჰღიმა ვახოს -ფული შეინახე მე გიომ მთხოვა და მაგიტო წამოვიყვანე, თავით ანიშნა ლიზაზე -ეგ შენ მდიდარ და ვითომ ძმაკაცს ჰგონია ყველაფერი ფული ღირს, ღირსებას ვერ იყიდის, თუ მე ვერ ვნახავ აუცილებლად ასე გადაეცი, ლიზამ ცოტა ვერ გაიგო გარუჩას აგრესიის მიზეზი მარა მამაკაცების საქმეში არ ჩაერია, გარუჩას ხელკავი გამოსდო და ვახოს სთხოვა აგარაკი დაეთვალიერებია მათთვის, ვახოს სიმწრის სიცილი უთამაშებდა სახეზე -მე წასასვლელი ვარ სახლს და ეზოს დათო განახებს უთხრა ლიზას და გარუჩას მიუბრუნდა -გარუჩ წამიყვან თბილისში? გარუჩას გაუკვირდა, გიომ უთხრა წაიყვან და წამოიყვანო, რაღაცას ჩალიჩობს ეს ცხირმოუხოცავიო იფიქრა და სანამ კითხვას დასვამდა ვახომ ისე უპასუხა -ლიზას დათო წამოიყვანს, გარუჩას ისევ გაღიმა -რა იყო მასხარა ვარ, ჩემ ნათქვანზე სულ რომ იცინი? -მასხარა არა, უპრინციპო ლაწირაკი ხარ, მიახალა გარუჩამ -არ გინდათ რა ბიჭებო, თხოვა ორივეს ლიზამ -მე მითხრეს ლიზას წაიყვან და წამოიყვანო, ასე რომ ფეხს არ მოვიცვლი, ვახოს სახის გამომეტყველება შეეცვალა -ვახო მე დიდი დრო არ მჭირდება, უკვე ვიცი რაც უნდა გავაკეთო, მხოლოდ ფართი მაინტერესებს, ამას სულ რაღაც ოციოდე წუთი დაჭირდება და მერე ერთად წავიდეთ, იპოვა გამოსავალი ლიზამ, ვახომ მხრები აიჩეჩა -ნაძირალა, მისთვის ჩაილაპარაკა გარუჩამ -დათო სახშია? იკითხა ლიზამ -გელოდება, ხელით ანიშნა შესასვლელზე ვახომ, გარუჩა კი გააჩერა შენ არ გელოდებიანო -ხელი გაწიე ლაწირაკო, თორე დღეს ტრავმატოლოგიურს კიდევ ერთი პაციენტი შეემატება -ეს რას ნიშნავს? გაბრაზდა ლიზა -მე მის გარაშე არსად არ წამოვალ, ყველაფერი ისედაც რაღაც საეჭვოდ მომეჩვენა თავიდანვე და უფრო მეტად ნუ მიღრმავებ ეჭვებს, რა შენს ძმაკაცს დაავიწყდა ვინ არის და საიდან? თუ... -აღარ გააგრძელო, შედით ორივე, ეზოში აუზის პირას ვახშამი იყო გაშლილი ორი ადამიანისთვის, ამის დანახვაზე გარუჩა წამოხურდა, მერე თავი შეიკავა და მისთვის ჩაილაპარაკა -ეტყობა მე მართლა არ მელოდნენ, სად არის ის შენი, ლიზა ბოდიში შენთან და დასირებული ძმაკაცი? აღარ გამოგვეცხადება მისი უმაღლესობა? თუ მუშათა კლასს პირისპირ არ ვხვდებით? -რა მწარე ენა გაქ გარუჩ? და დიდი ცხვირი რომელსაც ყოველთვის სხვის საქმეებში ყოფ, ბავშვობიდან ასე ხარ, გამოჩნდა როგორც იქნა დათო -შენ კი უცხვირპირო "შაკალი" , ლიზა ამ ყველაფერს გაკვირვებული იყურებდა, ადრე ბიჭები ძმაკაცობდნენ, ახლა კი ნება რომ მიგეცა სიამოვნებით დახოცავდნენ ერთმანეთს -ბიჭებო გთხოვთ, მე ჩემი საქმე გამაკეთებინეთ და მერე მე დაგარუჩა მშვიდობიანად წავალთ აქედან -ლიზარაზუ არ გეწყინოს, სულელი გოგო არ ხარ, ვერ ხვდები ეს ყველაფერი რას ნიშნავს? -ვხვდები გარუჩ შენ შემოგევლე, მარა არ ვაქცევ ყურადღებას, ამშვიდებდა ლიზა გარუჩას, მერე დათოს მოუბრუნდა, გზაში დაწერილი წვეულების გეგმა გაუწოდა და დააყოლა -აი გეგმა, თუ მართლა აპირებთ ამ წვეულების გამართვას და ეს უბრალო საბაბი თუ არ იყო და თუ საბაბი იყო, ძალიან გთხოვ რომ ვიცოდე მომავლისთვის ბევრი მექნება ასეთი საბაბისეული შეკვეთები თუ არა? დათო დუმდა და არაფერს ამბობდა, ლიზამ გარუჩას ანიშნა წავედითო და დათოს ისევ მოუბრუნდა -თუ შეიძლება აღარ ეცადოთ, არ გამოგივათ, მე დაცვის გარეშე არასდროს დავდივარ, არ გეწყინოთ, უბრალოთ ყველამ უნდა ვიცოდეთ ჩვენ-ჩვენი ადგილი, აბა სად თქვენ და სად მე, სინანულით და სიამაყით გაუღიმა ლიზამ და დაემშვიდობა -შე დამპალო, რა ბოზები მოგწყინდა და ანგელოზებზე გადახვედი? არ გამოგივა, ანგელოზებს სატანები არ უყვარდებათ, უთხრა საოცარი ზიზღით გარუჩამ და ორივემ სწრაფი ნაბიჯით დატოვა დავითას აგარაკი, სადაც გაცოფებული დავითა დატოვეს, უხმოდ ჩასხდნენ მანქანაში -ვახო? თქვა გაუაზრებლად ლიზამ -არ ინერვიულო, ქვეწარმავლები სწრაფად დაცოცავენ, დაამშვიდა გარუჩამ -რა მოხდა თქვენ შორის? გაბედა როგორც იქნა ლიზამ კითხვის დასმა -ადრე... -ადრე ადრე იყო, ახლა ახლაა, გააწყვეტინა უხეშად გარუჩამ -გასაგებია, ამოიხვნეშა ლიზამ -კარგია თუ გასაგებია -გიოს ხომ არ ეტყვი? შიშით იკითხა ლიზამ -არ მინდა მაგ არაკაცის გამო ჩაჯდეს ციხეში და სიცოცხლე დაიმახინჯოს, ამიტომ არ ვეტყვი მარა შენ ფრთხილად იყავი -მე ტყუილად არ მითქვამს დაცვის გარეშე არსად დავდივართქო, თუ გიო არ მახლავს, მაშინ შენისთანა კარგი მცველი მახლავს ხოლმე, რომელსაც გიო ძაან ენდობა -ცუდი დროა არავის ნდობა არ შეიძლება -გიომ იცის ვისი ნდობა შეიძლება და ვისი არა -გიომ იცის კი... ამ დროს ლიზას გიომ დაურეკა -რა ქენი? კითხა გიომ -ვიყავით, ახლა ვბრუნდებით -რატო ასე მოკლეთ? მოხდა რამე? -დავიღალე -ნაპერწკალ არ გამოგდის ტყუილები -შენ თვითონაც ხომ იცი არ მსიამოვნებს ამ გამდიდრებულ და მითუმეტეს გამეტიჩრებულ ხალხთან ურთიერთობა -გითხრა რამე? -რა უნდა ეთქვა? -რაღაც არ მომწონს ამ საქმეში და ჯერ არ ვიცი რა -რაღაც არც მე მომწონს -აბა გარუჩას მიე ტელეფონი -შენთან უნდა ლაპარაკი -გიოს სიცოცხლე, ჩაჰყვირა ომახიანად ტელეფონს გარუჩამ -ძმამ გენაცვალოს, ომახიანადვე უპასუხა გიომ -ბიჭო რაღაც ცუდი წინათგრძნობასავით მაქ, უთხრა გიომ -აქაც მთლად რიგზე ვერარი საქმე -ჰო არა? ლიზამ როგორც კი დამირეკა, მაშინვე მივხვდი, თუ ძმა ხარ... -რაზეა ლაპარაკი, როდის ჩამოხვალ? -ორ კვირაში, ამ დედამოტყნულ წვრთნებზე ვარ, ვერ გამოვდივარ ხო ხვდები? -ფეხს არ გავადგმევინებ არსად ჩემს გარეშე -შენ შემოგევლე, პატივისცემა ჩემზეა -კაი რა არ გრცხვენია? -მიე ისევ ლიზას ტელეფონი და მადლობა ყველაფრისთვის -ისევ შენთან უნდა ლაპარაკი -ახლა რაღა მოხდა? -გარუჩას დაუჯერე და თუ სადმე წასასვლელი იქნები ეგ წაგიყვანს -უხერხულია გიო... -მაგას შენ ნუ წუხარ, ეგ ტყუილად არ იტყოდა ყველაფერი რიგზე ვერააო, ფრთხილად და ჭკვიანად იყავი, გარუჩას დაუჯერე -შევეცდები..... გოისთან საუბრის მერე ლიზამ მოიწყინა, გარუჩას რაღაცის მოყოლა უნდოდა მის გასამხიარულებლად, მაგრამ გადაიფიქრა, ლიზა კი ღრმად ჩაიძირა ფიქრებში, ხშირად არ ხდებოდა ასეთი სცენების მომსწრე, გარუჩაც ვერასდროს წარმოედგინა მცველის ამპლუაში, ის ოდნავ მოფუმფულებული საყვარელ და უვნებელ პანდას უფრო ჰგავდა ვიდრე მცველს, თუმცა დავითასთან ლაპარაკის დროს ძალიან მამაც და პრინციპულ პანდას გავდა, ქევინ ქოსთნერი და უიტნი ჰიუსტონი გაახსენდა ფილმიდან "პირადი მცველი" მაგრამ რაში სჭირდებოდა ლიზას ვერელი პანდა ქოსთნერის მაგივრად? თუმცა დავითასთან შექმნილი სიტუაცია ძალიან არ სიამოვნებდა და ძალიან მშვიდად გრძნობდა თავს იმ პანდას გვერდით რომელსაც გიო ეტყობა და ძალიან ენდობოდა, თბილისში რომ ჩამოვიდნენ, ლიზამ გარუჩას სთხოვა გიოს თხოვნა სერიოზულად არ მიეღო, იცოდა რომ არ დაუჯერებდა მაგრამ მაინც სცადა -გარუჩ, მადლობა დღევანდელისთვის, მაგრამ მართლა არარი საჭირო ყველა ფეხის ნაბიჯე გამომყვე -მაგას არც ვაპირებ, თუ ღამით იქნები სადმე წასასვლელი, ან თუ რაიმე არ იქნება რიგზე დამირეკე და ერთად წავალთ, გაუღიმა გარუჩამ -მადლობა ღმერთს, შვებით ამოისუნთქა ლიზამ -მე კიდე მეგონა გვერდიდან ოცდაოთხი საათი არ მომშორდებოდი -მაცდური წინადადებაა, ჩაილაპარაკა გარუჩამ და ლიზამ თავი ისე მოაჩვენა თითქოს ეს სიტყვები არ გაუგონიაო, საერთოდ გარუჩა ძალიან უცნაურია, ან ლიზა თვლის რომ ასეა... მართალია ლიზას გარუჩას დამცველობა მომავალი ორი კვირის განმავლობაში არ დასჭირვებია, მაგრამ ის დღეგამოშვებით მაინც ეხმაურებოდა, ხომ არაფერი გჭირდებაო? მერე უთხრა მგონი თავი მოგაბეზრეო და აღარ დაურეკია, მერე გიოც ჩამოვიდა, წვეულება კი არ შედგა, ლიზამ წარმოდგენა სულ დაკარგა დავითაზე, ადრე თუ სულ ოდნავ პატივს მაინც ცემდა ბავშვობის ხათრით ახლა სიბრალულს განიცდიდა მის მიმართ, რა კრიჟანი ადამიანი ყოფილაო, მერე დააფიქსირა რომ დავითასადმი სიბრალულის (სიბრალულის იმიტომ რომ ლიზას არავინ სძულდა ცხოვრებაში, დავითასნაირი საძულველი ადამიანები კი უბრალოდ ებრალებოდა) ერთ-ერთი მიზეზი გარუჩას დამოკიდებულება იყო, ლიზა ყოველთვის აღიარებდა რომ მამაკაცები (ნამდვილი მამაკაცები) ადამიანების შეფასებაში არასოდეს ცდებიან, გიოც ამ ბოლო დროს არ წყალობდა დავითას და ლიზასთვის ამ ორი, მისი აზრით ნამდვილი მამაკაცის დამოკიდებულების გამო ებრალებოდა დავითა, დავითას ლიზასთან შეხვედრა აღარ უცდია, ბოდიშის მოხდის მიზნით სამსახურში ყვავილები გაუგზავნა, რომელიც ლიზამ კურიერს უკან გაატანა, გიოსაც კითხა რა მოხდა თქვენსა და დავითას შორისო, მაგრამ პასუხი ვერც გიოსგან მიიღო და დარწმუნდა რომ ეს ისეთი რაღაცა იყო რაც მას არ უნდა სცოდნოდა.... დავითამ მხოლოს ერთხელ მიაკითხა ლიზარაზუს სამსახურში, ბოდიშის მოსახდელად, მაგრამ ლიზას ურყევი პოზიცია ისევ ურყევი დარჩა, უსიამოვნო იყო მისთვის ზედმეტად თავდაჯერებული და თავხედი დათოს პირადად მიღება, მაგრამ ზრდილობის გულისთვის მაინც უნდა მოქცეულიყო ასე, მობოდიშების ერთი შანსი მაინც უნდა მიეცა, იმის მიუხედავთ რომ ამის საჭიროებას თვითონ ლიზაც კი ვერ ხედავდა -ლიზარაზუ ბოდიში, სულელურად მოვიქეცი მაშინ... გაუწყდა სიტყვა დავითას -სულელებისთვის დამახასიათებელია სულელურად მოქცევა, უტაქტოდ და უხეშად უპასუხა ლიზამ -და კიდევ თუ შეიძლება ლიზა დამიძახე, ლიზარაზუს ძალიან ახლობელი და საყვარელი ადამიანები მეძახიან -იცი მე მართლა მინდა შენთან კარგი ურთიერთობა მქონდეს, იმიტომ რომ მომწონხარ -დავით მე გეტყვი შენ რაც გინდა, შენ ჩემთან ერთი ორჯერ დაწოლა გინდა, მერე მომიბოდიშებ რომ სერიოზული ურთიერთობისთვის თურმე და არ ყოფილხარ მზად, თავს შემაცოდებ იმით რომ თითქოს ემოციური და შემოქმედებითი კრიზისი გაქ -მოიცა კუთხეში ნუ მიმაყენე, გაეცინა დავითას, ლიზამ ყურადღება არ მიაქცა ისევ გააგრძელა -მეტყვი რომ არ გინდოდა ჩემთვის გული გეტკინა, თუმცა დაშორება ჩემთვისვე იქნება უკეთესი, რადგან შენ მე არ მიმსახურებ, რომ მე უკეთესის ღირსი ვარ და ერთ მშვენიერ დღეს შენი მადლიერი ვიქნები ამ დაშორებისთვის, როცა ჩემს ერთადერთ სიყვარულს ვიპოვი... იცი რას გეტყვი? შენნაირი დეგენერატებით სავსეა ქალაქი და მე მათზე აცრილი ვარ, ასეთ სატყუარას არ წამოვეგები -ისეთი გამოცდილი ქალივით ლაპარაკობ, მე მგონი ერთხელ უკვე წამოეგე მასეთ სატყუარას, ლიზა ყავას სვამდა და ამ სიტყვების გაგონებაზე ყავა შეასხა დავითას -გაეთრიე ეხლავე ჩემი ოთახიდან, სწრაფად!!! გაცოფებული და თეთრპერანგდალაქავებული დათო კიბეებზე ჩამორბოდა როცა სოფის შეეჯახა, მისი შემხედვარე სოფიმ სწრაფად შეირბინა ლიზას ოთახში -რა უქენი? კითხა მაშინვე -ყავა შევასხი თავხედობისთვის, უზრდელი... -მაგას მეც მივხვდი მაგრამ მანამდე რა უთხარი? კიბეზე რომ ჩადიოდა შუბლზე ხელს ირტყამდა და იმეორებდა: -იდიოტი, იდიოტი, იდიოტი! -მოუხდება, ცოტა გონზე მოვა და ყველა ქალი ჩათლახი არ ეგონება -დღითიდღე მაკვირვებ, გაიქნია თავი სოფიმ, დავითას მანქანაში მასზე გაოცებული ვახო დახვდა, რომელიც მის პერანგს ზედმეტი ხალისით ათვალიერებდა -სიტყვას თუ იტყვი იცოდე მოგკლავ, გააფრთხილა დავითამ -და ასე ნუ მიყურებ შენ რა ყავაზე მკითხაობა შეგიძლია? ყვიროდა დავითა -კიდევ აპირებ მის ნახვას? სიცილს ძლივს იკავებდა ისე კითხა ვახომ -არა მადლობთ, სამჯერ ზედიზედ უარი, უკვე საკმარისია, ქალი კი არა ალქაჯია, ვახო სიცილს ძლივს იკავებდა, ლიზა კი მთელი დღე საშინლად გაღიზიანებული იყო, ვერაფერს გული ვერ დაუდო, მერე გიომ დაურეკა, დაბადების დღეზე ვართ დაპატიჟებული და სანამ მე მოვალ შენ მოემზადეო, ლიზამ თხოვა არ წამოვალო მაგრამ უარი არ გაუვიდა და საღამოს სულ ძალით წაათრია გიომ სულ უცნობი ნათიას დაბადების დღეზე, სადაც უამრავი ხალხი იყო და ლიზა კი არავის იცნობდა, არ უყვარდა ლიზას ასეთი თანამედროვე საღამოები, თითქოს დაბადების დღეზე კი არა დისკოთეკაზე ყოფილიყო, ყველა ნასვამი, ან მოწეული, ყველა თავის ბოჰემაში და საბოლოოდ აღვირახსნილ ორგეად იქცეოდა ხოლმე, ლიზა გიოს არ მოსცილებია და ისიც გაეხუმრა -არ უნდა წამომეყვანე დღეს გოგოს დათრევის შანსი, საკუთარი სისულელის გამო დავკარგე -მე თუ გიშლი ხელს დიდი სიამოვენბით დაგტოვებ, რა ხალს იცნობ გიო რა საშინელებაა, არც ერთი წესიერი როგორ არ ურევია არავინ? -შეურაცყოფას ნუ მაყენებ პატარა ქალბატონო, მოეპარა უკნიდან გარუჩა და ეს სიტყვები ჯეიმს ბონდივით თქვა -ვა გარუჩ, რავა ხარ? ჩამოართვა ხელი გიომ, ლიზამ კი კაციშვილი ვერ გაიგებდა ისეთი მნიშვნელობის ღიმილით გაუღიმა -გიოს შემოვევლი, როგორ ხართ? თუმცა ეგ რა საკითხავია ლიზარაზუ როგორც ყოველთვის უკმაყოფილო და დაღლილი შენ კიდე ნადირობაზე გამოსული მარა ლიზა რაში გჭირდებოდა? -ვერ გავთვალე ზედმეტი რომ იქნებოდა, ჩაუკრა თვალი გიომ -არაფერი დაგიკარგავს გოგოები საერთოდ არ ვარგა ამ დაბადების დღეზე -შეიძლება იფიქრო ბიჭები არიან ვარსკვლავები, ჩაიბატბუტა ლიზამ -როდის მერე დაიწყე ბიჭებში გარკვევა? იკითხა გიომ და გარუჩას გაეცინა, ლიზამ არაფერი უპასუხა -მოდი აბა თვალი გადავავლოთ საზოგადოებას, დაიწყო გიომ, ლიზა გიოს და გარუჩას შუაში იდგა და უნებლიედ ესმოდა რას ლაპარაკობდნენ ბიჭები და როგორ აფასებდნენ გოგოებს თითქოს დახლზე დადებული საქონელი ყოფილიყოს თითოეული მათგანი, კინაღამ გული აერია ამ ყველაფრის მოსმენის გამო -ნუთუ მეც ასე უნდა შმაფასონ ვიღაც ავადმყოფებმა? კითხა ორივეს ამრეზილი სახით -რას ქვია უნდა შეგაფასოს -ვინ უნდა გაბედოს? -სიცოცხლე თუ არ მობეზრებია შენსკენ არც უნდა გამოიხედოს -საცოდავი მაშინვე თვალებს ამოვთხრი, დაიწყეს ბიჭაბმა ერთმანეთის მოყოლებით კომენტარები და ლიზას გაცეინა -აბა ეს გოგოებიც ხომ ვიღაცის დები არიან, ან მეზობლები? გახედა გარუჩას, ბიჭებმა გაიცინეს და ერთხმად უპასუხეს -ვიღაცის დები და მეზობლები კი არიან მაგრამ ჩვენი ხომ არა? და სად ხედავ მაგათ ძმებს? -მეც რომ ვიყო სადმე თქვენს გარეშე? -მაინც სად? ლიზაც დაფიქრდა და ერთი შემთხვევაც კი ვერ გაიხსენა სადაც მარტო იყო, გიოს გარეშე ნამყოფი -მართალია არსად არ დავდივარ თქვენს გარეშე, მოიწყინა ლიზამ -აბა მიდი შენ შეარჩიე ჩვენთვის გოგოები, გაკრა მხარი გიომ -რატომ მე? გაოცდა ლიზა -მაინტერესებს როგორი გემოვნება გაქ -მე კიდე ვთვლი რომ გოგოები გოგოებს სულ სხვანაირად აფასებთ, აი მამაკაცები არასდროს ვამბობთ რა მაგარი კაცია ან ბიჭიაო და გოგოები კი ხშირად ამბობენ რა კაი გოგოაო და მართლა დაკვირვებული ვარ გოგოების შერჩეული გოგოები ძაან ლამაზები არიან, აუხსა თავისი მოსაზრება გარუჩამ -იცი ეგ რატო? კითხა ლიზარაზუმ -გოგოები მარტო მკერდს და ტრაკს არ უყურებთ, სახეზეც ვაკვირდებით გოგოებს და ჩვენ უფრო იოლად ვაღიარებთ სხვის სილამაზეს, თქვენ კაცები კი ეგოისტები ხართ და ვერ წარმოგიდგენიათ თუ შეიძლება ვინმე თქვენზე უკეთესიც იყოს, დაუბრუნა ლიზამ მკვირცხლი პასუხი -არ გეტყვის მწარეს თუ მოერიდება? გაიქნია უკმაყოფილოდ თავი გარუჩამ და მერე ისევ დაამატა მის ნათქვამს -ჩვენ დახმარება ვთხოვეთ ამან კი გამოგვლანძღა -ნაპერწკალ რა მოგივიდა? მიდი რა აარჩიე ვიხალისებთ მაინც, ლიზასაც გაეცინა და გოგოების თვალიერება დაიწყო, გოგოები მართლაც არ ვარგოდნენ, მაგრამ ერთი ორის ამორჩევა მაინც შეიძლებოდა, გასაკვირი ის იყო რომ გიოსთვის გოგო უცებ მიაგნო და გარუჩაზე კი ძალიან გაუჭირდა, როგორც კი გარუჩაზე მიდგებოდა ჯერი ლიზა რაღაც ეჭვის მაგვარ გრძნობას განიცდიდა ყველა გოგოს მიმართ, თვითონაც უცნაურად გრძნობდა თავს, ბოლოს მაინც შეურჩია, მეწყვილე რომელიც დარწმუნებული იყო გარუჩას არ მოეწონებოდა, გოგო რომელიც რადიკალურად გამოირჩეოდა დამსწრე საზოგადოებისგან, თავისი ოთხმოციანი წლების სათვალეებოთ, კლეჩატი სქელი ნაჭრის კაბით და მოქსოვილი სვიტერით, გიოს კი ტიპიური ბოდიშით სლენგისთვის და "ტუსოვშიცა" შეხვდა -რას მერჩი ლიზარაზუ? ამოიხვნეშა გარუჩამ როცა კარგად შეათვალიერა ლიზას შერჩეული გოგო -ხომ თქვით გავერთობითო? ხო და მეც ვერთობი -ბოროტი ხარ, მოკლედ ეს ქართველები ნათესაობას ვერასოდეს მოვიშორებთ ნახე ძმას როგორი გოგო გაუჩითა და მე? განერვიულდა გარუჩა, გიო იცინოდა -გარუჩ მოდი შევეჯიბროდ, რომელი გავიყვანთ უფრო სწრაფად გვერდზე გოგოს, ჰა რას იტყვი? -დღეს ჯაფარიძეები შარზე ხართ თუ რა გჭირთ? კაი რა გიო შეხედე რა ტიპია, ვითომ არ იცი მასეთი გოგოებისგან თავი შორს რო უნდა დაიჭირო, ამოჩემება იციან, წელიწადის დროებში ყველაზე მეტად შემოდგომა უყვართ და წელიწადშიც ერთხელ ააქვთ ბედნიერი სახე, როცა ვაკის პარკში აკრეფილი ხმელი ფოთლები მიაქვთ ჩახუტებული სახში, ან დაქალებთან იმიტომ რომ მაგათ დაქალებიც ეგეთები ჰყავთ, ლიზა და გიო ხმამაღლა ხარხარებდნენ გარუჩას ნერვებ მოშლილ სახეზე და ნერვიულ ლაპარაკზე, ხარხარს რომ მორჩნენ ლიზამ ძალიან სერიოზულად უთხრა გარუჩას -მე მიყვარს შემოდგომა... და მერე ისევ გულიანად გაუცინა -მაიცა რა.... ხელი აუქნია, გაბრაზებულმა გარუჩამ, გიომ კი თითქოს გამოსავალი აპოვნინა -გარუჩ ხო ხდება ხოლმე რო ერთი დაქალია მაგარი ნაშაა და მეორე აი ეგეთი ტიპიური "მერი პოპინსი", გაიცანი იქნება და ეგეთი დაქალიც ყავს და პოპინსები მაგარი ნაშების თაყვანისმცემლებს ეძმაკაცებიან, შენ კიდე მაგ გოგოს წყალობით მეგობარსაც დაითრევ და მაგარ ნაშასაც -არ მინდა მასეთი წყალობა, მადლობა, ესენი ყველანი ერთნაირები არიან, არც ძაან ლამაზები და არც ძაან მახინჯები, მეშინია მე მასეთების, რაღაცნაირი თვალების შემოჩერება იციან, გიო და ლიზა ისევ გულიანად იცინოდნენ გარუჩაზე -არ მინდა ეგეთი გოგო, ან მაღალფეხებიანი შავგრემანი ამირჩიეთ, ან ლამაზი და სულელი ქერათმიანი -მაპატიე გარუჩ, მაგრამ დღეს მერი პოპინსია შენი ბედი დაარტყა მხარზე ხელი გიომ -არ მინდა... ეგეთი გოგოები დედებს მოსწონთ ხოლმე, ჭირვეულობდა გარუჩა, ლიზამ კი ისევ თავისი სიმწარე გაურია დიალოგში -მამაკაცებს ზებრასავით ორი ფერის გოგოები გიზიდავთ ან შავები, ან ქერები, გოგოებს კი ზოოპარკი გვაქვს, სახედრები, ვირები და ხანდახან კურდღლებიც გამოგვერევა, მაგრამ შენ განსაკუთრებული სახის სახედარი ხარ... თვალი თვალში გაუყარა ლიზამ გარუჩას -რა იყო დღეს ჩემზე ხარ დაგეშილი? აქამდე მეგონა რო მარტო იკბინებოდი, ახლა კი ვხვდები ცოცხლად შეჭმაც რომ შეგიძლია, კაი თანახმა ვარ იმ გოგოს დაკერვაზე, დიდი დრო მაინც არ დამჭირდება, ოღონდ ერთი პირობით, რაღაც ისეთი უნდა გააკეთო რაც აქ მყოფებს გაუკვირდებათ, თან მოეწონებათ და ტაშსაც დაგიკრავენ, ნიშნის მოგებით უთხრა გარუჩამ ლიზას -კარგი, იოლად დათანხმდა ლიზა, მაშინვე ე.წ დიჯეის მიაშურა, სთხოვა ცოტა ხნით გამოერთო მუსიკა, მერე სკამზე ავიდა და მთელი ოთახის გასაგონად განცხადება გააკეთა -გთხოვთ არ დაიზაროთ და მომისმინოთ, არ გაწუხებთ მხოლოდ ჩემი ახირებისთვის, უბრალოდ ახლად შექნმილ ქალთა ღირსების დამცველ და მამაკაცების უსინსისობის აღმკვეთ ორგანიზაციას დახმარება ესაჭიროება და მე ჩემი პატარა წვლილი მინდა შევიტანო ამ საქმეში თქვენი დახმარებით და სულ ცოტაოდენი ფული შევაგროვო... ნება მიბოძეთ გიმღეროთ და სამართლიანად გამოვიმუშაო ის მცირედი ფულადი დახმარება რომელსაც დიდი იმედი მაქვს რომ ყველა თქვენგანი გაიღებთ... ლიზარაზუმ გიტარა მოიმარჯვა და მარტო ამისთვის დაიმსახურა აღფრთოვანებული მაყურებლების ოვაციები და გარუჩას ნიშნის მოგებით გახედა, ისე კი გაიფიქრა ფანდური აჯობებდაო, მაგრამ რაც ქონდა იმით დაკმაყოფილდა და უტკბილესი ხმა ამოუშვა, რასაც უფრო დიდი ოვაციები მოყვა, ლიზარაზუ თავის დაწერილ შაირებ მღეროდა და საზოგადოება რომელიც ერთი წუთის წინ საშინელ მოსასმენ ჰაუსზე ცეკვავდა, ახლა გაღიმებული და დიდი სიმოვნებით ისმენდა ხალხურ ფოლკლორს და ზოგიერთი მათგანი სიამოვნებით ცეკვავდა კიდეც, ცეკვის სურვილი სხვებსაც რომ ქონდათ ეტყობოდათ მაგრამ არ იცოდნენ როგორ... არავის უთქვამს ეს რა საშინელებააო, პირიქით ყველა გაღიმებული და ნასიამოვნები უსმენდა ლიზას, როცა სიმღერა დაამთავრა გარუჩას ქუდი წაართვა და შემოწირულობების შეგროვება დაიწყო ამ დროს კითხვებიც დააყარეს -ასეთი ორგანიზაცია მართლა არსებობს? -ვისი ლექსები იყო? -მე მუსიკალური პროდუსერი ვარ, ამის კარგად შეფუთვა და გაყიდვე შეიძლება, აი ჩემი სავიზიტო ბარათი, დამიკავშირდით -თაღლითობა სისხლში გაქვთ პატარა ქალბატონო, მაგრამ კარგი იყო... ლიზას ფული არც კი დაუთვლია, გარუჩას მისი ქუდი ფულიანად დაუბრუნა და კმაყოფილმა უთხრა -მერი პოპინსს რომ დაკერავ მერე ყავაზე დაპატიჟე, აი ფულიც -ჩემი დაა... მაგრად გაგიჩალიაჩა... ამაყად უთხრა გიომ ყურებჩამოყრილ გარუჩას და თანაგრძნობით სავსე თვალებით შეხედა, ვეღარ მოითმინა და ახარხარდა -დამპლები ხართ ორივენი, გამოსტაცა ლიზას ქუდი გარუჩამ და მერი პოპინსისკენ დაიძრა, ლიზარაზუმ გიოს ხელი გაუწოდა, იმანაც კმაყოფილმა დაარტყა ხელზე და ორივე გარუჩას ცოდვით ხალისობისთვის მოემზადა, თუმცა პოპინსი მაშინვე დათანხმდა ჯერ ცეკვას და მერე ცოტა ხნით აივანზე გასვლასაც, ლიზას უკმაყოფილო სახე ქომდა და გიოსაც უკმაყოფილოდ უთხრა -გოგოებს რა დაემართათ? ასე იოლი ხელმისაწვდომლები რატომ გახდნენ? გიომ მხოლოდ გაუღიმა და ღვინის ჭიქა გამოცალა, გარუჩას ის მერი პოპინსი ათას სისულელეზე ელაპარაკა და ყველაზე დიდი სისულელე რაც უთხრა კარგად ცეკვავო, გარუჩამ ოთახში დავბრუნდეთ გარეთ ცივაო და ზუსტად იმ დროს შემოვიდნენ როცა ტორტი გამოჰქონდათ და ოთახში შუქი ჩამქრალი იყო, გარუჩამ იფიქრა გავეპარებიო მაგრამ შეეცოდა, შუქის ანთებას დაელოდა, ლიზას მომღიმარმა სახემ უშველა, მერი პოპინსს მოუბოდიშა მეძახიანო, მოდი მადლს მარილსაც მოვაყრიო და ყურში ჩასჩურჩულა შენს კარგად ცეკვავო და თბილად გაუღიმა, ლიზას მიუახლოვდა გაფართოებული თვალებით და სიკეთის კეთებით დაღლილი -აბა რაო? კითხა ლიზამ -შევცდი მასეთები დედებსაც არ მოსწონთ, დაიჭყანა გარუჩა, ლიზამ კი სინანულით შეხედა იმ გოგოს -არა და არ არი ცუდი გოგო, უბრალოდ ბიჭებთან მოქცევა არ იცის -შენ იცი? -შემატყვე იმის რამე რომ არ ვიცი? -გიო სად არი? გადაიტანა სხვა თემაზე ლაპარაკი გარუჩამ, ლიზამ კი იმ კუთხისკენ გაახედა სადაც გიოს ლიზას ამორჩეული გოგო ყავდა აყუდებული -ყოჩაღ, ჩემზე წინ წასულა, თქვა გარუჩამ სინანულით, ცოტა ხანში გიოც მიუახლოვდათ -მე რო დაგტოვოთ ხომ არ გეწყინებათ? თქვა ყურებამდე გაკრეჭილმა -რაო "უან ჰანრიდ" ლარის გარშეც გაძლევენ? დაეღრიჯა ლიზა -წესიერად ილაპარაკე ნაპერწკალ.... გარუჩ ლიზას მიხედე რა თხოვა გიომ და კარებისკენ გაიხედა სადაც ის გოგო უკვე წასასვლელად გამზადებული ელოდა -ფული მომე რა, თხოვა გარუჩას, მანაც უციტყვოდ ამოიღო ლიზას შეგროვებული ფული და გიოს გაუწოდა -კაია არა ჩემი ფულით სეირნობა??? გიოს აღარ გაუგია არაფერი, ლიზას წასვლა უნდოდა მაგრამ ეუხერხულა ასე მალე, მერე გრუჩამ ვიცეკვოთო თხოვა და უარი ვერ უთხრა, მათი ცეკვის დროს ოთახში ძალიან უცნაური ტიპი შემოვიდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა -ოპა... მისთვის თქვა გარუჩამ და ცოტა ხანში კი ოთახში აყალმაყალი ატყდა. იმ ახალშემომატებულ სტუმასრ იუბილარი ნერვიულად უხსნიდა, რომ ვისაც ეძებდა აქ არ იყო, ის უცნობი კი მგონი კაიფშიც იყო და ისე მწარედ იგინებოდა ლიზას ყურებიც კი ატკივდა და არა მხოლოდ ლიზას, ვისთან ერთადაც წავიდა იმასაც მოვკლავო იმუქრებოდა უცნობი და გარუჩამ ისევ მისთვის თქვა შარში ვართო -რატომ ვართ შარში? იკითხა დაბნეულმა ლიზამ -აბა კარგად დააკვირდი ვინ გვაკლია? -ღმერთო იმ გოგოს ეძებს გიომ რო წაიყვანა? -მგონი, თან გიოს მოკვლითაც ემუქრება -ხომ ვერ იპოვის? -დღეს ვერა და გიორგა თუ კიდე გააგრძელებს იმ გოგოსთან ალბათ სულ ცოტაოდენ უსიამოვნებას აიკიდებს -ღმერთო რა საზიზღრად იგინება, ყურებისც კი მეტკინა, და როცა ეს უცნობი სტუმრების გინებაზე გადავიდა გარუჩამ ვეღარ მოითმინა, ლიზარაზუს მოუბოდიშა, ლიზამ სცადა მისი შეჩერება მაგრამ გარუჩამ ყურადღება არ მიაქცია, სიგიჟის ზღვარზე მისულ სტუმარს მიუახლოვდა და თავზე დაადგა, საერთოდ კაცის გვერდზე გაყვანის ორი ხერხი არსებობს, ერთი ზრდილობიანი, როცა კაცს დიდი ბოდიშებით ხელკავს გამოსდებ და ზრდილობიანად თხოვ გამოგყვას, ეს მაშინ ხდება როცა ის კაცი შენს თანასწორად მიგაჩნია, ან ეჭვი გაქვს რომ შენი თანასწორია, მეორე ხერხს მაგდენი ზრდილობა არ ჭირდება, ერთს მიუგდებ -აქეთ მოდიო, შეიძლება ბიჭოც დაამატო და სწრაფი ნაბიჯით წახვიდე იქეთ საითაც გინდა მისი წაყვანა, მთელი მუღამი იმაშია, რომ უკან არ იხედები, საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, ამით უფრო უსვამ იმას ხაზს, რომ მოწინააღმდეგეზე მაგარი ხარ, გარუჩას პირველი ხერხის განხორციელება უნდოდა, მაგრამ პირისპირ რომ აღმოჩნდა იმ ტიპთან, თავის თავს ვერ აკადრა: -აბა ერთი გარეთ გამოდიო, თავი გაუქნია კარებისკენ და სწრაფი ნაბიჯით გაუძღვა წინ, "ბიჭო" აღარ უკადრებია, მაგის ღირსად არ ჩათვალა, გარუჩა უხმოდ ეშვებოდა ბნელ კიბეებზე ღიმილით, ღიმილით იმიტომ რომ ის ტიპი უკან მოყვებოდა, მის ნაბიჯებს ითვლიდა, გარუჩას შეეძო ბნელ კიბეებზევე შემოტრიალებოდა და თავ-პირი გაელამაზებია ისე, რომ ის უცნობი გონზე მოსვლასაც ვერ მოასწრებდა, უცნობი, რომლის ყოფილი და გიორგა ახლა სადღაც დიდების გასართობით ერთობოდნენ, მაგრამ არაკაცურიაო იფიქრა და შუქზე გასვლა ამჯობინა, მერე კი ინანა თავისი საქციელი, როცა უცნობმა გზა გადაუჭრა და სადარბაზოდანაც პირველი გავიდა, ხელები წითელი დუტის ჯიბეებში ქონდა ჩაწყობილი და გარუჩა მიხვდა, იმ უცნობს ჯიბეში ან დანა, ან უფრო უარესი, იარაღი ჰქონდა, შიშით არ შეშინებია, უბრალოდ გული დაწყდა, მოწინააღმდეგე ისევ შეათვალიერა, სიმწრისგან ჩაეღიმა, ასეთმა როგორ უნდა გაგაფუჭოსო, ესღა გაიფიქრა და უცნობმა დანა ამოიღო ჯიბიდან, აი ისეთი დასაკეცი რომ არის, წვრილი და ჩათლახური პირი რომ ააქვს, მარტო კაცის კვლისთვის რომ გამოდგება ისეთი, გარუჩას ისევ სინანულის ღიმილი შეეპარა, შეეცოდა მოწინააღმდეგე, ტიპს დანა ეჭირა და გარუჩაზე მაგრა ნერვიულობდა, გარუჩამაც ეს ყველაფერი რო დააფიქსირა, მოდი კაცურად ვიჩხუბოთო შესთავაზა და მის და გასაკვირად უცნობმა დანა ძალიან შორს მოისროლა და მერე ხელჩართული ბრძოლა დაიწყო, რისთვის? გოგოებისთვის ალბათ გაუგებარია, მაგრამ ბიჭები ყოველთვის ასეთი სისულელეების გამო ჩხუბობენ, ლიზარაზუ კი სადარბაზოს კუთხიდან უყურებს ამ ყველაფერს, უცნობი თითქოს ლაწირაკია, მაგრამ კარგად ჩხუბობს, ერთი ორი მაგარი მოხვდა გარუჩას, რა მწარე ხელი აქვსო ფიქრობს გარუჩა, როცა კუთხეში შეშინებულ ლიზარაზუს ამჩნევს იბნევა, უცნობიც ამით სარგებლობს, კისრით იჭერს და ძალიან გამეტებით ურტყამს მუხლის თავს ნეკნებში, მკლავს ეს დედამოტყნულიო ფიქრობს გარუჩა და რაღაცნაირად იძვრენს თავს ამ გაუგებრობიდან, ლიზარაზუ სამალავს ელევა, გაჩერდით, გეყოფათო, ყვირის, უცნობსაც ყურადღება ეფანტება და ახლა გარუჩა სარგებლობს მომენტით და უცნობიც უგონოდ ითიშება ბოლო დარტყმაზე -დროზე იკივლე თორე მკლავდა ეს ჩემისა, ეუბნება აქლოშინებული გარუჩა შიშისგან გაფითრებულ ლიზას -მთელ სახეზე სისხლი მოგდის, გაფართოებული თვალებით პასუხობს ლიზა -შენი ძმა კიდე ახლა სადღაც იმ ქალთან კოტრიალებს, მე კიდე მაგის გამო მიბაგუნეს როგორც რუსის ბარაბანს, მგონი რამდენიმე ნეკნიც გამიტეხა ამ .... გარუჩა აღარ აბოლოებს წინადადებას ლიზასი ერიდება -საავადმყოფოში უნდა წავიდეთ, ამბობს შეშინებული ლიზა -არა, არ უნდა წავიდეთ, იქ პატრულს განოუძახებენ, მაგდენი შარის თავი აღარ მაქ -მაშინ სახში წამო, ხელი შეაშველა ფეხზე ძლივს მდგომ გარუჩას და გარუჩამაც ხელი გადახვია ლიზას, რომ არ წაქცეულიყო -სახში ჩემთან თუ შენთან? -მაგას არსებითი მნიშვნელობა აქვა? -ჩემთან მამაჩემია, რომელსაც ინფარქტი მოუვა ასეთ დღეში რო დამინახავს, შენთან შენი მშობლები, არც ეგ არი კარგი ვარიანტი -აბა გადტოვებ ქუჩაში, ოდნავს გამხიარულდა ლიზა -ვერ დამტოვებ, შენი ძმის გამო გამლახეს და ვალდებული ხარ მომიარო -რო არ ვიცი როგორ -მე გასწავლი -სად უნდა წავიდეთ? -სახელოსნოში, დაიკვნესა სიმწრისგან გარუჩამ როცა ნაბიჯის გადადგმა სცადა -აუ რა მირტყა იმ .... ძლივს ამოიკვნესა გარუჩამ როცა სახელოსნოში შევიდნენ, ლიზას ყოველთვის სიამოვნებდა როცა გინებას ზედმეტად მიჩვეული გარუჩა მისი თანდასწრებით ყოველთვის იკავებდა თავს, მის სახელოსნოშიც პირველად იყო და ინტერესით ათვალიერებდა ყველაფერს, საოცრად ესიამოვნა სახელოსნოში არსებული დამუშავებული ხის სურნელი, ასეთივე სურნელი ქონდა გარუჩასაც, რომელიც ლიზას ძალიან ხიბლავდა ყველა შეხვედრისას, მაგრამ ვერ ხვდებოდა, საიდან მოყვებოდა გარუჩას ტყის სურნელი, ახლა კი აღმოჩენა გააკეთა, მართალია სხვა სახელოსნოებში არასოდეს ყოფილა მაგრამ გარუჩასთან ყველა ნივთი თავის ადგილას იყო და არა არეულ დარეული როგორც ლიზას წარმოეგდინა ხოლმე, სახელოსნოს კედლები ფანქრით შესრულებული, ლამაზი პორტრეტებით, პეიზაჟებით, ავეჯის ესკიზებით, ათასი წვრილმანი სუვენირის თუ ნაკეთობის ჩანახატით იყო აჭრელებული, ლიზამ პორტრეტებში თავისი თავიც აღმოაჩინა, არ გაკვირვებია, იმდენად რამდენადაც მოეწონა, მერე ყურადღება ძველ მუსიკალურ მოწყობილობაზე გადაიტანა, რომელიც ფირფიტებს უკრავდა და როგორც ჩანდა ის დღემდე მუშაობდა, მის ზემოთ კი თარო გავსებული იყო, მუსიკალური ფირფიტებით -რატომ უსმენ ძველ ფირფიტებს? დაინტერესდა ლიზა -მათი ხარისხი მომწონს და იმიტომ, ფირფიტებზე ცოცხალი ხმაა ჩაწერილი, კომპაქტ დისკებზე კი ეფექტ დადებული, როცა ფირფიტას უსმენ და თვალებს ხუჭავ, გგონია მომღერალი შენს წინ დგას და ისე მღერის -საინტერესოა, ეს ნახატებიც შენია? -მჰ, მოკლედ უპასუხა გარუჩამ -სად იკარგები ხოლმე კვირაობით რომ არ ჩანხარ? ეს მართლა აინტერესებდა ლიზას -სოფელში სახლი გვაქ და ეზოს მიხედვა ჭირდება, ვენახს თავის დროზე აქიმობა, გადატეხვა და ზოლების გასუფთავება, ყანაში მიწის დამუშავება და დათესვა, მერე გამარგვლა, მერე მოსავლის აღება და დაბინავება, მერე ღვინის დაწურვა და პერიოდულად გადაღება, ლიზამ ისე შეხედა თითქოს არ ჯეროდა რასაც გარუჩა ეუნბებოდა -წაგიყვანთ ერთხელ შენ და გიოს და დარწმუნდები რომ არ ვიტყვილები -ძალიან უცნაური და ნიჭიერი რომ ხარ იცი? -ვიცი, ამაყად დაუქნია თავი გარუჩამ -სიამაყის დასავიწყებლად ერთი ხომ არ მოგდო? -არ მეყო იმ ტიპმა რაც მიბაგუნა? -ღირსი ხარ, რას გაგყავდა ის ბიჭი გვერდზე? მართლა გაკვირვებულმა იკითხა ლიზამ -მკვდარ ცოცხალი რომ დაგვახურა და ამოგვიტრიალა, სასიამოვნო მოსასმენი იყო? -იქ შენს გარდა უამრავი კაცი იყო -კაცი თუ არაკაცი? -ამ მამაკაცურ თავმოყვარეობასთან ერთად როგორ ახერსებთ ცხოვრებას პირდაპირ მიკვირს, შენ თავს შეხედე რას გავხარ და მაინც კმაყოფილი ხარ შენი საქციელით, ყველა კაცი იდიოტია -ლიზარაზუ წადი რა სახში, თავი ისედაც ძალიან მტკივა, კიდე შენი საყვედურები რომ არ დამემატოს ზემოდან -დაეგდე და გაჩუმდი, უბრძანა ლიზამ, ჩაიდანში წყალი უკვე დუღდა, ლიზამაც თბილ წყალში ბამბა დაასველა და გარუჩას სახის გასუფთავებას ფრთხილად შეუდგა, ის კი კვნესოდა და ტკივილისგან იჭყანებოდა, ტკივილისგან იატაკს ნერვიულად ურტყამდა ფეხებს, ლიზას კი ძალაუნებურად ეცინებოდა, მერე უცებ გარუჩამ ეს ყველაფერი შეწყვიტა და მის წინ დაჩოქილ ლიზას მიაჩერდა -რაც თხუთმეტის გახდი ამაზე მას მერე ვოცნებობ და რომ არა სასმელი, ან მცირეოდენი ტვინის შერყევა ამას ვერასოდეს გავბედავდი -რას გულისხმობ? ვერ მიუხვდა ლიზა გარუჩას ნათქვამს, გარუჩა კი ძალიან ფრთხილად, სულ ოდნავ შეეხო ლიზარ ტუჩებს -ეს რა იყო? გაოცებულმა იკითხა ლიზამ -მე შენ გაკოცე -ასე შეიძლება? -ნებართვა უნა ამეღო? ლიზა ძალიან დაიბნა -არა მაგრამ ასე უცებ, მოულოდნელი იყო -მოულოდნელი? კოცნას გეგმავენ ხოლმე? თუ ამას იმ დროს აკეთებენ როცა სურვილი აქვთ? გაუღიმა თბილად გარუჩამ -ხოო? დაბნეულობისგან ლიზამ აღარ იცოდა რა ეთქვა -აჰა! კოცნისთვის მარტო სურვილია საჭირო და ვიღაცა ამბობდა ბიჭებთან მოქცევა ვიციო, უფრო მაგრა გახალისდა ლიზას დაბნეულობით გაუჩა, რომელმაც ლიზარაზუს ამდენად დაბნევის მიზეზი მაინც ვერ გაიგო -მე უნდა წავიდე, სახში მინდა -ვიცი, დარჩითქო არც გთავაზობ, მასეც არ გავთამამებულვარ -იმედია ეს ჩვენს შორის არაფერს შეცვლის, თქვა უცნაურად აღელვებულმა ლიზარაზუმ -მაგას ხვალ ან ზეგ რომ გნახავ მაშინ მივხვდები, უპასუხა არანაკლებ აღელვებულმა გარუჩამ, ლიზა სწრაფად გამოვიდა სახელოსნოდან, საქანელაზე ჩამოჯდა, ღრმად ამოისუნთქა, ჯერ კიდევ ვერ აანალიზებდა რა მოხდა იქ, სახელოსნოში, ამ ყველაფრისგან ის დასკვნა გამოიტანა რომ ასეთი რაღაცეები შემთხვევით ხდება ხოლმეო, მე ზედმეტად ახლოს ვიყავი, გარუჩა ნასვამი, ესეც რო ამ იყოს ის ხომ კაცია და მათთვის ასეთი რაღაცეები უცხო არარისო, ეს ხომ კოცნაც არ ყოფილა, ვერ ჩავთვლით კოცნად, მითუმეტეს გრძნონების გამომჟღავნებას, ასე ხდება ხოლმე შემთხვევით... ვიღაცამ თქვა, ცხოვრება ხმელი შეშისგან დანთებულ ცეცხლს გავს, მალე იწვის და მერე კვამლივით, უკვალოდ ქრებაო, თუ დავფიქრდებით მართალიცაა, როცა ვიცით როგორ ვიცხოვროთ, მაშინ უკვე კვამლის ქულებად ვიფანტებით, ახლა ცაზე დაგლეჯილი ღრუბლებია და ლიზარაზუ ფიქრობს, რომ ეს თითოეული ნაგლეჯი ვიღაცის სწრაფად დამწვარი სიცოცხლეა, ბავშვივით მოუნდა ეტირა, ისე უმიზეზოთ, ან მიზეზით, სწრაფად დამწვარი სიცოცხლეები უნდოდა გამოეტირა, ხეებს შეხედა, ნახევრად გამელოტებულებს, თითქოს ფოთლები დაბერებიათ, ქალაქს კი იკელებენ ბეღურები, ზამთრის სიცივეშიც რომ უმტკიცებენ სიყვარულს, ერთგულებით, ცას კიდევ გაუჩნდა უფერო ნაოჭები, ასეთ მომენტებში ხვდები, რომ ცხოვრება ყველაფერს კადრს მიღმა ინახავს, ლიარაზუმ ისიც იცის ფირებადაც რომ იღებს... ის ის იყო გაიფიქრა ნეტა არავინ მოვიდოდესო და ოთახში ზედმეტად აჟიტირებული ელენე შემოვარდა -სამსახურში რატომ არ ხარ? კითხა მაშინვე ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებულს -ნისლიან დილას დავმარცხდი ძილთან ბრძოლაში, მელანქოლია ჩაუსახლდა ლიზას ხმაში -რატომ ხარ ასეთ ხასიათზე? გუშინ რამე მოხდა? -გუშინ მართლა მოხდა რაღაც, მაგრამ ჩემი ასეთ ხასიათთან ამას არავითარი კავშირი არააქ -რას ქვია არააქ? ისე კი ხარ ძალიან ჩაფიქრებული მარა თვალები ისე კმაყოფილად გიციმციმებენ ყურებაც კი მაღიზიანებს -მაშინ ნუ მიყურებ, გაუღიმა ლიზამ -შენ რას შვები? რამ აგაყენა ასე ადრე? -სალაპარაკო მაქ, ამოიხვნეშა ელემ -რა იყო კინოს ბიჭს დაშორდი? -მე არა ის დამშორდა -ჭკვიანი ყოფილა -ლიზა შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ იმის? -არ გეწყინოს მაგრამ რამდენადაც კაი მეგობარი ხარ იმდენად საშინელი შეყვარებული ხარ, არ შეიძლება ყველა ხუთ წუთში ეკითხებოდე კაცს სადაა და რას აკეთებს, ჭამა თუ არა, ყავის დალევა ხომ არ დაავიწყდა, ხომ ფიქრობს შენზე, ხომ ენატრები, რა იყო ბარემ ისიც შეახსენე რომ უნდა ისუნთქოს -ვახსენებდი, მოწყენილმა თქვა ელემ -ხო და ეგაა საქმე რომ ახსენებდი, ვერ ხვდები? ბიჭებს თავისუფლება ჭირდებათ, თუმცა რატომ ბიჭებს? მე ჭკუიდან გადავიდოდი მასე რომ ვეკონტროლებინე ვინმეს -ანუ არ უნდა მაინტერესებდეს შეყვარებულზე არაფერი? -ყოველ ხუთ წუთში ერთხელ არა, მიეცი დრო რომ მოენატრო, მიხვდეს უშენობა როგორია, მას გაახსენდე, შენთან ყოფნის სურვილი გაუჩნდეს, მთელი კვირის, ან მთელი დღის დაგროვილი ინფორმაცია მოგიყვეს, დღეში ან ორ დღეში, თუნდაც კვირაში ერთხელ, გაიგე? -გავიგე, გაიბუტა ელე -ელე ნუ იბუტები, მე თუ არ გითხარი აბა სხვა ვინ გეტყვის? ისე მართლა ახსენებდი ისუნთქეო? ძალიან გაკვირვებულმა კითხა ლიზამ -ხო, დაიმორცხვა ელემ -ავადმყოფი ხარ, მერე რაო იმ საცოდავმა? -ასე მითხრა ძალიან ჩქარობო... -რა უთხარი ოჯახი გამაცანიო ხო? ბავშვობის სურათები და ასეთები მოთხოვე არა? -მერე რა მე ხომ მაინტერესებს? -გამაგიჟებ მე შენ, რამდენი ხანია რაც იცნობ? -თვენახევარია, აიჩეჩა მხრები ელემ -მერე შენ ეს დრო დიდი გგონია იმისთვის რომ ბიჭმა ოჯახი გაგაცნოს? საერთოდ თუ აზროვნებ ცოტას მაინც ამ ბოლო დროს? -მე უკეთესად მინდოდა ყოფილიყო ყველაფერი -და როგორც ყოველთვის შენი გადამეტებული ყურადღებით ყველაფერი უარესად გამოვიდა, რას აპირებ? -ჯერ არ ვიცი, ძალიან მომწონდა, მე მეგონა მიყვარდა კიდეც -ეგონა... და გეგონა შენი "მგონი სიყვარულის" გამო ბიჭი ოჯახს გაგაცნობდა? როდის უნდა იყო დარწმუნებული შენს გრძნობებში? -ლიზა რატო მიყვირი? -იმიტომ რომ შენი ცხოვრება გასართობი ცენტრი გგონია, სადაც რისკია საჭირო, თუმცა ნაწილობრივ მართალი ხარ, მაგრამ ცოტა ტვინიც მიატანე მაგ აზარტს, ეს ჭადრაკის თამაშივითაა, ყველა გადადგმულ ნაბიჯს ან სიკვდილი მოსდევს, ან გამარჯვება, მაგრამ თუ სვლები კარგათ იცი, მსხვერპლზე იოლად მიდიხარ, იმიტომ რომ ბოლოს შახს და მატს ერთდროულად ეუბნები მოწინააღმდეგეს გაიგე? -ვერა მაგრამ მე მგონი ძალიან ჭკვიანური რაღაც თქვი -შენთვის ზედმეტად ჭკვიანური როგორც ჩანს, ღმერთო რა კარგ ხასიათზე ვიყავი რა გინდოდა ელე? დიდი გოგო ხარ უკვე და საკუთარი პრობლემების მოგვარება თვითონ უნდა შეგეძლოს -არ შეიძლება დაქალს რჩევა ვთხოვო? გაბრაზდა ელე -იცი რას ამბობენ? "ცუდი რჩევის მიცემა ბანალურია კარგი რჩევის კი ფატალურიო" და რა გინდა რომ გირჩიო? -ხანდახან აუტანელი ხარ -ელე მე არ შემიძლია შენს მაგივრად ვიცხოვრო, ჩემი პრობლემებიც მყოფნის, უბრალოდ ეცადე, რომ ეს ავადმყოფური ცნობისმოყვარეობა და გადამეტებული ყურადღება აკონტროლო და ნახავ როგორ მოგიგვარდება ყველაფერი -წამო გავისეირნოთ რა, შეეღრიტინა ელე -სიცივეა... დაიჭყანა ლიზარაზუ -თბილათ ჩაიცვი, გეხვეწები რა, აქვე ვერის ბაღში გავიდეთ -ბევრ ნაცნობს ვნახავთ, არ მინდა, წუწუნებდა ლიზა, თუმცა ელეს ვერავინ შეეჯიბრება სიჯიუტეში და ისინიც სადარბაზოდან ხმაურით გამოვიდნენ, ლიზამ გარუჩას სახელოსნოსკენ გააპარა თვალი -ლიზ რაღაცას გკითხავ და არ გეწყინოს რა, სულ როცა სადარბაზოდან გამოვდივართ, ან ეზოში შემოვდივართ, გარუჩას სახელოსნოს რატომ უყურებ? -ჩვევა მაქვს ალბათ, აიჩეჩა მხრები ლიზამ -იმის თქმა გინდა რომ გარუჩა შენი ჩვევაა? შენ რა შეყვარებული ხარ? და ბავშვობის სიყვარული? თუ... -იუ მე ელე ერთდროულად რამდენი სისულელის თქმა შეგიძლია ხოლმე, ხანდახან მაინც იფიქრე რას ამბობ -რა იყო ვიხუმრე, გაკრა მხარი ელემ -ივარჯიშე იუმორში, ივარჯიშე, შენი იუმორი ჯერ ჩანასახის ეტაპზეა -ენამწარე ხარ -სამწუხაროდ ვიცი... ამ დროს გარუჩა აეტუზათ წინ -ღმერთო გარუჩ იჩხუბე? მაპატიე მაგრამ სახე საშინელ დღეში გაქ, დაიჭყანა ელე, ლიზას გაეცინა -სად მიდიხართ ლამაზებო? იკითხა გარუჩამ ისე თითქოს ელეს სიტყვები ვერ გაეგო -ლიზა ცუდ ხასიათზე იყო და უნდა გავამხიარულო, სასეირნოდ მიმყავს -რატომ იყავი ცუდათ? მიუბრუნდა გარუჩა ლიზას -მთელი ღამე კოშმარები მესიზმრებოდა, თითქოს ვიღაც ურჩხული მკოცნიდა და მე საშინლად არ მსიამოვნებდა, მაგრამ ვერ ვიშორებდი, დავხუჭავდი თუ არა თვალს მაშინვე მოდიოდა, გარუჩამ სიმწრით ჩაახველა, ლიზას ჩაეღიმა, ელემ ვერაფერი გაიგო, კარგი დიდი მანძილით რომ დაშორდნენ ერთმანეთს ელემ ისევ კითხა ლიზას -რა ხდება თქვენს შორის? -ზედმეტად ბევრს ფიქრობ ელე, ზედმეტად ბევრს -აბა რა სულელურ სიზმრებზე უყვებოდი? -ჩუმად რომ ვისეირნოთ არ შეიძლება? პასუხს აარიდა თავი ლიზამ -მასე საინტერესო არაა, გარუჩა ისე გიყურებდა თითქოს გუშინ შენთან სექსი ქონოდა -რადიაციული დღეა მემგონი, ცაში აიხედა ლიზამ -საიდან მოიტანე? -დღეს მართლა ზედმეტ სისულელეს ლაპარაკობ, ოღონდ არ გეწყინოს რა -მიდი გამოტყდი ხომ გიფიქრია მაგაზე? -გარუჩასთან სექსზე? ნორმალური ხარ? -მე კიდე თავს დავდებ რომ მას უფიქრია ამაზე, თან ძალიან ბევრჯერ -ყველა მამაკაცი ფიქრობს მაგაზე -ერთხელ გავიგე ოთოს როგორ ეუბნნებოდა ლიზას მხოლოდ ორი ნაკლი აქვსო -და არ ადაუკონკრეტებია რა ნაკლიო? დაინტერესდა ლიზა -გიოს დაა და ზედმეტად ჭკვიანი გოგოაო, ვითომც არაფერიო ისე თქვა ელემ -გუშინ რო არ ახსოვდა არც ერთი ნაკლი? მისთვის ჩაილაპარაკა ლიზარაზუმ, მერე პარკამდე უსიტყვოდ მივიდნენ, ელე ერთ ორ ბიჭს გაეკეკლუცა, მაგრამ ყურადღება ვერ მიიქცია და ნაღვლიანად ამოიხვნეშა -მე მგონი საერთოდ არ მოვწონვარ არავის -ელე თუ შენში მზეს ვერ ხედავენ, ეს სულაც არ ნიშნავს რომ შენ არ ანათებ, ეს სხვებს აქვთ გონება ზედმეტად დაბინდული -ლიიზ, კი თქვი რო რჩევის მიცემა ცუდიაო, ბანალურია თუ რაღაც ეგეთი, მაგრამ ახსნა ხო მაინც შეგიძლია როგორ უნდა ვიგრძნო ნამდვილი სიყვარული? -მაგას მე მეკითხები? ადამიანს რომელსაც არასდროს ყოლია შეყვარებული? -ვიცი რომ გიყვარდა, ადრე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან გიყვარდა, ისე ძალიან რომ ამაზე არასოდეს ლაპარაკობ -და ახლა იმედი გაქვს რომ გულს გადაგიშლი? ალმაცერად შეხედა ლიზამ -სულ ცოტაოდენი გამანდე, სულ ცოტა, გეხვეწები რა, ლიზა დაფიქრდა, სიყვარულს ხომ ყველა ინდივიდუალურად გრძნობსო გაიფიქრა მარა ელეს რომ იცნობდა ამჯობინა ცოტაოდენი ინფორმაცია გაეცა ამ გრძნობაზე თორემ ელე არ მოასვენებდა -როცა სიყვარულის საუფლოში შეაბიჯებ, ენა ზედმეტი ბარგი ხდება, ემოციები დაუკითხავად იწყებენ ფრენას შენი სულის სიღრმიდან, გამოღვიძებული სურვილები თვალებს იფშვნეტენ, ბავშვობას უბრუნდები, სიცელქეების ჩადენა გინდა და დიდობანას თამაშობ მაინც, გულში ოცნებები გისახლდება, ფიქრებში კი მისი სურნელის მონატრება, ქალაქის ქუჩებში გამუდმებით მის მსგავს სილუეტებს დაეძებ, გეჩვენება, რომ მისი ხმა გესმის და მისი სურნელი გცემს, ეს ყველაფერი კი შენს ჩვეულ მიკრო სამყაროს გიგიჟმაჟებს.... -მე რა ვქნა ახლა? -დრო ისევ გადაწევს ფარდებს, როცა ტკივილებს გატეხავ წელში, როცა დატოვებ უკან სინანულს, როცა დათესავ სხვასთან სიყვარულს, ის სხვა დაგიბრუნებს ფერად სიზმრებს, გაგინაწილებს მის სულს და სივრცეს, დროს მშველელად მოევლინება სიყვარულის გამხელით -ხომ ამბობენ სიყვარული სენივითააო, მოდის და მერე აღარ მიდისო? -დროთა განმავლობაში, ამ სენის მიმართ იმუნიტეტს იმუშავებ და ის ზიანს აღარ გაყენებს, შეიძლება უამრავი ასეთი სენი შეგეყაროს -კაკაურიძე მაინც რომ ვერ დავივიწყო? -ლექსების წერა დაიწყე, გაეხუმრა ლიზა -მე მართლა გეკითხები და შენ კიდე დამცინი -არ დაგცინი, სიმართლეს გეუბნები, ვერ შეძლებ დავიწყებას, როცა ქალაქს ღამით წვიმა დააწვიმებს და მარტო დარჩები, ხოლო შენს ფიქრებს მოგონებების ჭია რომ შეუჩნდება, თავს რომ მოიყრიან ემოციები, შენ ის გაგახსენდება მელოდიებად, ტუჩებს მოაწყდებათ ბევრი სათქმელი, მოგონებებით ისევ რომ დათვრები, ვშიშობ ისევ მე მომაკითხავ საწამებლად -ჯადოქარი ხარ დედას ვფიცავარ, ცხოვრებაში არ მომისმენია ასეთი სილამაზე, ამდენი საიდან იცი? ან ასე კარგად როგორ ახერხებ გრძნობებისთვის სახელების შერჩევას? ლიზას ამაზე მხოლოდ გაეცინა და წყნარად გაუყვა ქვაფენილიან ბილიკს -ნეტა შენსავით ლაპარაკი მეც შემეძლოს, მაშინ ნამდვილად არ გამექცეოდა კაკაურიძე -კაცებთან ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება, მათ არ უყვართ ასეთი აღაცეების მოსმენა, ეს მათთვის სენტიმენტალური სისულელეა, მხოლოდ გოგოებისთვის დამახასიათებელი -უემოციო დამპალი არსებები, გაბრაზდა ელე -მამაკაცმა უსიტყვოდ უნდა იგრძნოს, რომ შენ ამ ყველაფერს მისი წყალობით გრძნობ -შენ ვინ გაგრძნობინა ეს ყველაფერი? დღეს რაღაც ძაან მჭერმეტყველობ, გამხიარულდა ელე -ელე არასდროს ხარ სერიოზული და ზუსტად ეს არის შენი ყველაზე დიდი პრობლემა... კიდევ ცოტა ხანს ისეირნეს, ნაცნობები ნახეს, სამან სახლში ავიდოდა ლიზამ ბოდიში მოუხადა ელეს, ხანდახან ძალიან მწარე ენა მაქვსო, ხომ იცი როგორიც ვარ და იმედია არაფერი გეწყინებაო, ელემ პირიქით მადლობა გადაუხადა, კი მითხარი რჩევებს ვერ მოგცემო მარა დღეს უფრო მეტი გააკეთე ვიდრე რჩევის მოცამააო, იმედია ოდესმე გავხდები ღირსი შენი სიყვარულის ისტორია მოვისმინოო, რაზეც ლიზამ ძალიან ხმამაღლა გაიცინა და ელეს დაემშვიდობა. დანარჩენი დღე კითხულობდა, გიომ წიგნი, უფრო სწორად წიგნები აჩუქა და ისე შეუყვა ამ წიგნების კითხვას ვერც კი გაიგო როგორ დაღამდა, ვახშამზე უარი თქვა, მერე დედამ გიოს ასავალ დასავალი კითხა, ლიზამაც არაფერი იცოდა, საათს რომ დახედა უკვე პირველის ნახევარი იყო, დარეკვა და მოკითხვა მოერიდა იცოდა როცა ასე იგვიანებდა გოგოებთან ერთობოდა ხოლმე, ცოტა ხანში ლიზას ტელეფონი აჟრიალდა, ლიზამ იფიქრა თვითონ რეკავსო, მაგრამ იმედები გაუცრუვდა -ლიზარაზუ მიშველე, გაისმა ყურმილში გარუჩას ნასვამი ხმა -რა მოგივიდა? სად ხარ? შეეშინდა ლიზას -სადარბაზოში -კიდე გცემეს? -არა მთვრალი ვარ -მე რითი გიშველო? -სახში ამიყვანე რა -გაიხედ გამოიხედე, სადარბაზოში ერთი ღილაკი ანათებს, მაგას მიაჭირე, მერე ჯადოსნური კარი გაიღება, შეხვალ ოთახში, ოთახშიც ღილაკები ანათებს, ხუთიანს მიაჭირე და უკვე სახში ხარ -ხურდა არ მაქვს, ეგ ჯადოსნური ოთახი კიდე დამპალია, ნისიაზე არ მივყავარ -არც მე მაქვს, ფეხით ადი -ლიზარაზუუუ, ჩაკეტილი ვარ ჯადოსნურ ოთახში, რომ შევედი მერე გამახსენდა ხურდა, ეს დამპალი კი გარეთ აღარ მიშვებს და შენ ზემოდან გამოიძახე რა -რა გეშველებოდა უჩემოთ, კარგი ავალ მეხუთეზე -მიყვარხარ, ლიზამ ორი სართული აირბინა და ლიფტი გამოიძახა -ლიზარაზუუუუუ მე შენთან მოვდივარ! ყვიროდა გარუჩა ლიფტში და როგორც იქნა ამოვიდა -სად ეგდე? მიახალა ლიზამ როგორც კი კარი გაიღო -ნუ ეჭვიანობ ქალოო, წაეთამაშა ცხვირზე გარუჩა -გიო სად არი? ერთად იყავით? -გიო ვიღაც გოგომ წაიყვანა, თუ არ ვცდები გუშინდელმა დაბადებისდღის ნაშამ, მოეწონა ეტყობა, -მამაშენი სახშია? -ნტ.. გააქნია თავი გარუჩამ -გასაღები სად გაქ? -ჯიბეში, ქანაობდა გარუჩა, ლიზამ უხეშად მიაყუდა კედელზე რომ არ წაქცეულიყო და ჯიბეებში გასაღების ძებნა საკმაოდ აგრესიულად დაუწყო -რამდენი ჯიბე გაქვს რა უბედურებაა, რომელ ჯიბეში გაქვს არ გახსოვს? -ლიზარაზუ რატომ ხარ ასეთი აგრესიული? მე მიყვარს როცა ნაზად მეფერებიან, არა აგრესიულ ალერსზეც არ ვიტყვი უარს, თუ შენ ასე უფრო მოგწონს, მარა მაინც გოგო ხარ და უფრო მეტი სინაზე უნდა გამოიჩინო -შე ლოთო სინაზე კი არა... გაწამებული სახით შეხედა ლიზამ -რატომ ვარ ლოთი? რა ჩემი ბრალია ნათიას და მაკას რომ ახლოს ააქვს დაბადების დღეები? ორივემ დამპატიჟა ერთმა გუშინ მეორემ დღეს, მე კი იმ საზოგადოების ატანა ფხიზელი თვალით არ შემეძლო -არ წასულიყავი მაშინ -ეწყინებოდა, ლიზამ როგორც იქნა გასაღებს მიაგნო, კარები გააღო და ძალით შეაგდო გარუჩა სახში -არ შემოხვალ? -გამოფხიზლდი, რას გევხარ, ზიზღით შეხედა ლიზამ, წამოსვლას აპირებდა რომ გარუჩამ ძალით შეათრია სახში, კარი სასწრაფოთ მიკეტა და ლიზარაზუც ზედ მიაკრა -არც მასეთი ნასვამი არა ვარ, თქვა ღიმილით გარუჩამ -კარგი მსახიობი ყოფილხარ -შენი კოცნა რომ მინდა მაგას თუ ხვდები? -მარტო კოცნა? წარბი აუწია ლიზამ -ლიზარაზუ ნუ მითამამდები თორე რაღაცას გამომტყუებ -გუშინდელ კოცნაზე ნებართვა არ გითხოვია, მარტო სურვილია საჭიროო და დღეს რა დაგემართა? -ახლა იმ მდგომარეობაში ვართ, ორივეს სურვილია საჭირო, ძლივს იკავებდა თავს გარუჩა და მძიმედ სუნთქავდა -მე ხომ არ გეწინააღმდეგები? მაცდურად უღიმოდა ლიზა და მერე ყველაფერი კონტროლის სფეროს გასცდა, ლიზა ფეხის წვერებზე აიწია, გარუჩას ხელებმა ლიზას თეძოები მოაქცია ალყაში, ლიზა მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როცა გარუჩას ხელებმა მისი სხეულის აკრძალული ტერიტორიების შესწავლა დაიწყეს -გაჩერდი, ძალით მოიცილა ლიზამ გარუჩა -რა მოხდა? რა დროს გაჩერებაა? ძლივს სუნთქავდა გარუჩა -არ შეიძლება -ხუმრობ არა? ლიზ მოვკვდები, ახლა შეიძლება ავფეთქდე, თავი მოშიშვლებულ მხარზე დაადო ლიზას და ხელები მის თავს ზემოთ კარებს მიაყრდნო -აფეთქდი ოღონდ უჩემოდ, შენ გგონია მე უკეთესად ვარ? ცნობისთვის, ქალს და მამაკაცს ერთნაირი ფიზიკური მოთხოვნილებები აქვთ -მაშინ რაშია საქმე? -პირველად ასე არ მინდა, სინანულით ამოიხვნეშა ლიზამ, გარუჩა ცივად მოეცალა, თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა, მერე აათვალიერა -პირველად? იკითხა გაკვირვებულმა -ასეთი დაუჯერებელია? -პირველად??? უფრო მეტი გაოცებით იკითხა გარუჩამ, ლიზამ კარები გააღო და წასვლა დააპირა, გარუჩამ კი ძალით დააკეტინა, ხელები ისევ ლიზას თეძოებს შემოხვია -არ ვიცოდი... ბოდიში... აღარ ვიზამ... მეგონა... არააქ მნიშვნელობა რა მეგონა, ახლა ვიცი, ლიზას მხოლოდ ერთ ლოყაზე ჩამოუგორდა ცრემლი -იმედია არ გეწყინა, ძალიან შეწუხდა გარუჩა -გარუჩ იცი რა მეწყინა? ის კი არა რომ ჩემთან ყოფნა გინდოდა, ის რომ გეგონა... -ბოდიში, სულელურად გამომივიდა, უბრალოთ ძალიან იშვიათია უკვე რომ... -არარი იშვიათი, ის რომ შენ და გიოს ამის პრობლემა არასოდეს გქონიათ, სულაც არ ნიშნავს იმას რომ ყველა მასეთია -გინდა ამაზე ვილაპარაკოთ? -შენ გინდა ამაზე ლაპარაკი? ჩაეღიმა ლიზას -სიმართლე გითხრა არა -მაშინ გამიშვი სახლში მელოდებიან, გარუჩამ კარები გაუღო და შუბლზე აკოცა -უკვე პატარა ბავშვივით მექცევი არა? რახან... ძალიან მწარედ თქვა ლიზამ, კიბის თავთან იდგა როცა გარუჩამ ისევ გააჩერა, ისევ აკოცა შუბლზე და მერე უთხრა -ბავშვივით არა პატივისცემით -ორი წუთის წინ რა სჭირდა შენს პატივისცემას? -არ იცოდა -რომ სცოდნოდა? -უნდა სცოდნოდა, მაგრამ ისე ძალიან მომესურვილე სულ ყველაფერი დამავიწყდა დედამიწის ზურგზე -წადით თქვენს პატივისცემასთან ერთად -თუ პატივს არ გცემთ ახვრები ვართ, პატივს გცემთ და წავიდეთ ჩვენი არა? ქალებმა საერთოდ იცით რა გინდათ? თუმცა ქალებმა ალბათ იციან და შენ რა შუაში ხარ? -გარუჩ არარი შეურაცყოფა საჭირო, მესმის რომ იმედები გაგიცრუვდა, მაგრამ... -ნეტა ყველა იმედი ასე სასიამოვნოდ მიცრუვდებოდეს, ნახევრად გასაგებად ჩაიბიტბუტა გარუჩამ, ლიზას ხელი ისევ ეჭირა და არ უშვებდა -არ გამიშვებ? -ლიზარაზუ იმედია ამით ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება -მაგას ხვალ ან ზეგ რომ გნახავ მაშინ მივხვდები, დაუბრუნა ზუსტად ის პასუხი რომელიც გუშინ გარუჩასგან მიიღო -ან რომელ ურთიერთობაში? გაახსენდა უცებ ლიზას, გარუჩა დიდი დიდი კვირაში ერთელ ენახა ისიც ორი წუთით, ან თვალი მოეკრა სახელოსნოში, თუმცა ამ ბოლო დროს გაუხშირა გარუჩამ ლიზას ცხოვრებაში გამოჩენას, ესეც შემთხვევითობას მიაწერა ლიზამ და მერე დააფიქსირა ზედმეტად ბევრი შემთხვევითობა იყო მის ცხოვრებაში -გარუჩ თუ იმას კითხულობ გეტყვი თუ არა გამარჯობას როცა კვირში ერთხელ თუ თვეში ერთხელ გნახავ ხოლმე? მაშინ გიპასუხებ რომ გეტყვი, თუ იმას გულისხმობ რომ უკვე ოცნების კოშკები ავაგე შენს გრძნობებზე და ერთი სული მაქვს როდის გავხდები შენი ცოლი.... დამიჯერე არაფერს ასეთს არ ვფიქრობ... ფიზიკურ ურთიერთობას, ან თუნდაც მცდელობას, ცოტაოდენი სირთულე შეაქვს ორი ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ეს მაშინ როცა ამ ორ ადამიანს აქტიური ურთიერთობა აქვთ, ჩვენგან განსხვავებით -ხვალ ან ზეგ ვერ მნახავ, დაახლოებით ორი კვირით ვაპირებ დაკარგვას -მეც მაგას გეუბნები, არაფერი შეცვლილა, მხოლოდ მეხსიერების რაღაც ნაწილი შეივსო, უსარგებლო ინფორმაციით -გცოდნია ბიჭებთან ურთიერთობა -ხანდახან ეგ არ მახარებს -შეხვედრამდე ლიზარაზუ -ბედნიერად გარუჩ.... გაწითლებული, აღელვებული, აფორიაქებული, გაოცებული, დაბნეული, გაღიზიანებული, გაბრაზებული, კიდევ უამრავი სახელის დარქმევა შეიძლებოდა ლიზას მდგომარეობისთვის, გოგოების კრება დაიბარა ხვალისთვის, გიოს ელოდებოდა, ლაპარაკი უნდოდა და იმედი ქონდა ფხიზელი იქნებოდა, წესით გარუჩასთან მომხდარ ამბავზე უნდა ეფიქრა, მაგრამ გასაკვირი ის იყო რომ არ ფიქრობდა, უბრალოდ არ უნდოდა ამაზე ფიქრი, უჩვეულოდ იოლად დაძინა, გიო რომ მოვიდა ლიზას უკვე ღრმა ძილით ეძინა, მაგრამ გიოს ჩვევები უცვლელი იყო, პირველ რიგში ლიზარაზუ შეაჯანჯღარა ლოგინში, მოვედიო -კარგია რომ მოხვედი შენთან ლაპარაკი მინდა -რა მოხდა? გაუკვირდა გიოს, მას და ლიზას გულიანად ღამით კარგა ხანია არ უსაუბრიათ -რაღაც მოხდა მარა ჯერ ვერ გავიგე რა, წამოჯდა ლოგინზე ლიზა -მამაკაცის და ქალის ურთუერთობაზე რომ ვილაპარაკოთ შიძლება? იკითხა ლიზამ, გიოს ცოტა კი გაუკვირდა მაგრამ დააინტერესა -შეიძლება და რა გაინტერესებს? -ყოფილხარ ისეთ მდგომარეობაში როცა გოგო დიდი ხანია მოგწონს, სიყვარულზე არ გელაპარაკები, მხოლოდ მოწონებაზე, მერე რაღაც მომხდარა და შესაძლებლობა მოგცემია მასთან ყოფნის -ვერ გავიგე ლიზარაზუ, აბა უკეთესად ამიხსენი -აი თითქოს რაღაც ძალიან დიდი ხანია გინდა, ფიქრობ რომ ვერასოდეს მიიღებ, მერე ხვდები რომ თურმე შეგიძლია ამის მიღება, რას გრძნობთ ამ დროს? -გოგოზე ლაპარაკობ? -ხო -მაგ დროს შიშს ვგრძნობთ -და რას აკეთებთ ხოლმე? -ძირითადად ვცდილობთ მოვერიდოთ მასთან ყოფნას -რატომ? სურვილების ასრულება ხომ შეგიძლიათ? -გოგო რომელიც დიდი ხანია გიზიდავს შენ კი არაფერს აკეთებ, ეს იმას ნიშნავს რომ ის "შ.ზ.კ"-შია გაწევრიანებული და შენ მისი სურვილი, მის სიახლოვეზე მეტად გხიბლავს -"შ.ზ.კ" რა არი და მაზოხისტები ხართ კი მარა მასე რომ ფიქრობთ? -"შ.ზ.კ"-ეს არის "შენთვის ზედმეტად კარგის" კლუბის აბრევიატურა, მაზოხიზმი კი არაფერ შუაშია, ის გოგო ისეთი ნამდვილად არარი როგორიც შენ გგონია, ის შენი იდეალია მხოლოდ ფიქრებში, შენს თავში და გგონია რომ შენზე კარგია, ასეთი გოგოები კი არ არსებობენ, თუ მათთან ყოფნის შანსს გამოიყენებ ხვდები რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და არა იდეალი, ამიტომ ოცნების გარეშე რჩები და რა არი ცხოვრება საოცნებო მიზნის გარეშე? -სიკვდილი, თქვა ლიზამ -და სიყვარული? რა არი მამაკაცისთვის სიყვარული? -მამაკაცს გააჩნია, ყველა თავისებურად აღიქვამს ამ გრძნობას, მე ხომ არ ვიცი შენ როგორი ტიპის მამაკაცზე მეკითხები და საერთოდ საიდან გაგიჩნდა ასეთი კითხვები, ვინ არის აბა თქვის და როგორია? -შენი კოპიო ასლია, გიო ლიზას ამ სიტყვებზე უცნაურად დაიჭყანა -რა მოგივიდა? კითხა გაკვირვებულმა ლიზამ -დიდად არ მხიბლავს დანათესავება საკუთარი თავის ასლთან -ნუ სულელობ, გაუღუმა ლიზამ -არ ვსულელობ, რამ მოგაწონა ჩემნაირი ტიპი? -საერთოთ მეცნიერები თვლიან რომ გოგონები მომავალ მეუღლეებად ან მამის ან ძმისნაირ მამაკაცებს ირჩევენ, იმის გათვალისწინებით ვის თვლიან მაგალითად -და შენ მე ამირჩიე სამაგალითო ეგზემპლარად? -ახლა ხომ ჩემზე არ ვლაპარაკობთ, მე შენი მოსაზრებები მაინტერესებს -რაზე, სიყვარულზე? -თუნდაც -მე მაქვს რაღაც პუნქტები რომელსაც ჩემი მომავალი მეუღლე უნდა აკმაყოფილებდეს -სიყვარული შენთვის აუცილებლად მეუღლეს ნიშნავს? -აბა შენი აზრით სიყვარულის ლოგიკური შედეგი რა შეიძლება იყოს? -მე მინახავს როცა უყვართ და მაინც არა არიან ბედნიერები, მაშინ რა ხდება? -იცი ადამიანებს უნდათ რომ სიყვარული დღესასწაული იყოს, მოვიდეს და მერე აღარ წავიდეს, სღესასწაულს კი რატო ჰქვია დღესასწაული, გამორჩეული უნდა იყოს სხვა დღეებისგან, ადამიანები კი ამას ვერ ხვდებიან, სიყვარული სამსახურია, ძნელი და დამღლელი, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, სამსახური რომელსაც დასვენების დღეები არააქვს და ნამდვილად იდეალურია გოგო რომელსაც ეს ყველაფერი გააზრებული აქვს და მომზადებულია ამ მძიმე სამუშაოსთვის -მერე რა გიშლით ხელს ეს ისევე აუხსნათ სასურველ ქალს, როგორც მე მიხსნი ახლა? -სასურველმა ქალმა ეს თვითონ უნდა იცოდეს -იქნებ იცის და თქვენ შეთავაზებას ელოდება? თანხმობა რომ განაცხადოს სამუშაოზე? -მაგდენზე აღარ მიფიქრია -ერთხელ მაინც ცადე იქნებ გამოვიდეს, უმრავლეს შემთხვევაში უთქმელობის გამო ინგრევა ყველაფერი, მარტო მიხვედრა ხომ არაფერს ნიშნავს? -ბევრი ლაპარაკიც რომ არ უხდება გრძნობებს? -რატომ არი სიყვარული ასეთი რთული? -საერთოდ ცხოვრებაა რთული და იმიტომ! -კარგი იყო შენთნ საუბარი, ახლა ბევრი რაღაც უფრო კარგად მესმის, მადლობა, უთხრა ლიზამ, საბანი დაიფარა და თვალები დახუჭა -შენ მაინც არ მითხარი ვინ არის -არავინ, დამიჯერე, როცა საჭირო იქნება გეტყვი, ახლა კი დაიძინე -ნამდვილად მეტყვი? -ნამდვილად გეტყვი, გპირდები გაუღიმა ლიზამ, გიომ შუბლზე აკოცა -უბრალოდ მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყო -ვიქნები, აუცილებლად ვიქნები... ლიზარაზუ ღამითაც მშვიდად იყო, თუმცა დილით უჩვეულოდ ადრე გაეღვიძა, გარიჟრაჟზე დრო ფერს იძენდა... ახლა ყველაფერი მოფგავდა არაფერს, ახლა არაფერიც ყველაფერი იყო... გარუჩაზე საერთოდ არ ფიქრობდა, არც იმაზე რაც ღამით მოხდა, თითქოს არც მომხდარიყო, სამსახურშიც ჩვეულებრივად წავიდა... ის მაიც დააფიქსირა, რომ სადარბაზოდან გასულმა გარუჩას სახელოსნოს შეხედა, ჩვეულებისამებრ როცა ლიზა სახლიდან გადიოდა გარუჩა უკვე სახელოსნოში საქმიანობდა, დღეს კი სახელოსნო დაკეტილი იყო, დაიკარგა ცოტა ხნითო გაიფიქრა ლიზამ და სადღაც ძალიან ღრმად, რაღაც ძალიან ყრუ ტკივილით ეტკინა, თითქმის შეუმჩნეველით... სამსახურში გოგოების კრება ჩატარდა ილაპარაკეს ყველაფერზე და თან არაფერზე, სამსახურზე, სახლებზე, ოჯახებზე, მოდაზე, ამინდზე, ახალ ფილმებზე და რაც მთავარია ბიჭებზე, ბევრიც იხალისეს და ბევრიც იცინეს... ჩვეულებრივად იყო, თავისი თავის თვითონ გაუკვირდა... ელე თავის კაკაურიძეს მისტიროდა, სოფი გიოზე წუწუნებდა საერთოდ არ მაქცევს ყურადღებასო, მერე გადაწყვიტეს სადმე წავიდეთ მარტოები ერთი ორი დღითო და ამ სასიამოვნო ნოტაზე დაიშალნენ, რამდენიმე შეკვეთა მიიღეს მაგრამ ლიზა მთელი დღე წიგნების მაღაზიაში იყო, მთელი დღე რაღაცის უკმარისობის გრძნობა ვერ მოიცილა, ვერაფერს გული ვერ დაუდო, გიომ რომ გამოუარა სოფის წუწუნი გაახსენდა გიო ყურადღებას სართოდ არ მაქცევსო, გუშინდელი ღამის საუბარიც არ ეყო და გადაწყვიტა ღამენდელი გაეგრძელებინა -გიო სოფიზე რას ფიქრობ? კითხა მას მერე რაც სოფი სახში გაიყვანეს -უნდა ვფიქრობდე რამეს? გაეცინა გიოს და მიხვდა რასაც ეკითხებოდა ლიზარაზუ, ის კი პასუხის მოლოდინში გაისუსა -სოფი კაი გოგოა, მაგრამ არა ჩემთვის -რატომ? -მე არ შემიძლია წარმოვიდგინო როგორ ვბერდები მასთან ერათად, გასართობათ კი მენანება, თან ჯერ ძალიან პატარაა -ჩემი ტოლაა -შენ შენი თავი დიდი გგონია? -რატომ ვერ ხვდბით ბიჭები ვინ არის ღირსი ყურადღების და ვინ არა? -ნაპერწკალ რა სხვანაირად ლაპარაკობ ეს ბოლო ხანები? რატომ გაინტერესებს ასე დაწვრილებით ყველაფერი? -მინდა ვიცოდე -ბევრი ცოდნა ხელს რომ შეგიშლის? -გული არ მეტკინება -რატომ გეშინია ტკივილის? -იმიტომ რომ მტკივნეულია... გიოს გაეცინა, აშკარად მიხვდა რომ ლიზარაზუს გრძნობების ლანდები დასდევდნენ და გადაწყვიტა დახმარებოდა იმაში რომ გული არ ტკენოდა -კიდე რა გაინტერესებს? -გყვარებია ვინმე? -კი და ძალიან მაგრა, თან ახლაც მიყვარს ზუსტად ისე როგორც პირველივე დღიდან -მერე? -ის ჩემი იდეალური ქალია -მარტო შენს ფიქრებში? -ნაპერწკალ კაცები ძალიან გვიან, მაგრამ მაინც ყოველთვის ხვდებიან ცოლად ვინ უნდა მოეყვანათ და როცა ეს ხდება, საუბედუროდ ის ცოლობის კანდიდატები უკვე დაკავებულები არიან შვილების აღზრდით -ანუ გათხოვილი ქალი გიყვარს? -გათხოვილი არ არი, მაგრამ არც ჩემია -რატომ არარი შენი? - ბევრი დავუშავე და ბევრი ცოდვაც ჩავიდინე მის წინაშე -არ არსებობს ისეთი დანაშაული რომლის გამოსყიდვაც არ შეიძლება და არც ისეთი ცოდვა არსებობს რომლის მიტევებაც არ შეიძლება -ვმუშაობ მაგაზე -მაინც რა ქენი ასეთი? -მაშინ დავტოვე მარტო როცა მივხვდი, რომ უჩემოდ ცხოვრება აღარ შეეძლო და ის ვიყავი ვინც ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად უნდოდა, მაშინ მივატოვე როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი -ახლა რა ხდება? -ახლა ის ჩემთვის ის არის რაც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მინდა და მჭირდება, მაგრამ უკვე შეუძლია უჩემოდ ცხოვრება, ერთხელ უკვე გაუცრუე იმედი, დავკარგე მისი ნდობა და ახლა ეშინია, რომ თუ კიდე გამომიცხადებს ნდობას მე მის მიტოვებას ისევ შევძლებ, თუ ეს მომესურვილება -მართლა მიატოვებ როცა მოგესურვილება? -თუ დამიბრუნდება? იარაღიც რომ დამადონ აღარასოდეს, მაგრამ ჩვენი დაშორება მარტო ჩემი ბრალი არ იყო, მას ხომ არ შეუჩერებივარ? -რომ არ გაეში არასწორი იქნებოდა, ძალით დიდ ხანს ვერ დაგაკავებდა, საერთოდ ვერავის აიძულებ იყოს იქ სადაც ყოფნა არ უნდა -ჩემთვის როცა საქმე სიყვარულს ეხება არ არსებობს სწორი და არასწორი საქციელი, ყველაფერი სამართლიანია -არ გარისკა, ცხოვრება სასწორზე არ დადო შენი გულისთვის და სწორადაც მოიქცა, ან რაღაცის შეეშინდა -ზედმეტად სერიოზული იყო -შენ რომ ზედმეტად არასერიოზული იყავი მაგან რა მოგიტანა? გაბრაზდა ლიზარაზუ გიოზე -ის ყევლაფერს მე მაბრალებს, მასე არ შეიძლება ორივე დამნაშავეები ვართ, ადამიანებმა თავიანთ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება უნდა ისწავლონ და სულ სხვას არ უნდა აბრალებდნენ ყველაფერს -რაში იყო დამნაშავე რომ უყვარდი და რომ გაგიშვა? რატომ არ შეგიძლიათ მამაკაცებს იყოთ ბედნიერები პირველივე ცდიდან, რატომ გაქვთ ყოველთვის რაღაცის დანაკლისის გრძნობა? რატომ ეძებთ ამ დანაკლისს სხვა ქალებში? -მაშინ მეგონა რომ მედიკოსნაირს კიდევ შევხვდებოდი -ლამაზი სახელი აქვს, მესმის ძნელია ერთ ქალთან ყოფნა და ერთის სიყვარული, მაგრამ სიყვარული წელიწადის დროებივით ხო არარი ყველა სამ თვეში რომ იცვლებოდეს? ის უნდა გიყვარდეს და აფასებდე ვინც გვერდით გყავს -ლიზარაზუ რასაც შენ ამბობ ამ ყველაფერს მე ახლა მივხვდი და წარსულის მომავლით შეცვლას ვცდილობ -და შენ გგონია დაბრუნებით შენ წილ გაზაფხულს მოიყვან? იცი როგორ ცდები? -ორი წუთის წინ ამბობდი რომ ყველაფრის პატიება და შენდობა შეიძლებაო -ეგ იმიტომ ვთქვი რომ შენ ჩემი ძმა ხარ და შენი ბედნიერება მინდა, მაგრამ თავი მედიკოს ადგილზე რომ წარმოვიდგინე, აზრი შევიცვალე -ქალებს იმ ადამიანის პატიება თუ არ შეგიძლიათ ვინც მთელი ცხოვრება გეყვარებათ მაშინ იცხოვრეთ უბედურებმა, ხოლო კაცი არასოდეს დარჩება ქალის გარეშე -შენ გგონია კარგი გოგოები რჩებიან კაცების გარეშე? აი მაგიტომაც არ ხარ საპატიებელი, შენ ჯერ კიდევ თვლი რომ სხვას ნახავ, მედიკოზე უკეთესს, სხვა კი არ მოვა, შეეგუე რო ერთადერთია -ერთადერთები არ არსებობენ ლიზარაზუ, უბრალოდ მე მედიკოსთან გაცილებით ბედნიერი ვიქნები ვიდრე სხვა ქალთან, ჩემი და მედიკოს შვილები უფრო მეტად მეყვარება ვიდრე, ჩემი და სხვა ქალის შვილები -საიდან მიხვდი რო ასე ძაან გიყვარს? -სულ ყველაფერი უნდა მოგიყვე? -მხოლოდ ერთი დეტალი -ამას წინად სამსახურთან დავხვდი, ვითომ შემთხვევით და სახში მივიყვანე, რომ ვემშვიდობებოდი კოცნის უფლება არ მომცა მარტო ხელი ჩამომართვა, სიტყვები არ მჭირდებოდა მისი თვალებითაც მივხვდი, ბევრი წყენის მიუხედავათ მაინც ის ვიყავი ვინც ყველაზე მეტად ვუნდოდი და მისი ხელის შეხებაზე დანმა დამარტყა -ვერასოდეს წარმოვიდგენდი ასეთი მგრძნობიარე თუ იყავი, კაცმა რომ შემოგხედოს შეეშინდება, მთასავით დიდი ხარ...... ბევრი ცოდვები დაგგროვებია ძამიკოოო..... რამდენიმეჯერ დაარტყა მხარზე ხელი ლიზარაზუმ, თითქოს უთანაგრძნობდა ყველაფრის გამო -დავაკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა? გაუღიმა გიომ -კი, თავი დაუქნია ლიზარაზუმ სახლში რო შევიდნენ ორივეს ძალიან კმაყოფილი სახე ქონდათ და დედამ მაშინვე იკითხა რა გააფუჭეთო, ერთმანეთს ხასიათი გაუფუჭეთო უპაუხა ლიზამ და გიოს აკოცა... დედამ უკმაყოფლოდ გაიქნია თავი და ვახშამი გააწყო, გიო ვახშმის მერე ოთარასთან წავიდა, ლიზასაც შესთავაზა წამო ელესთან იჭორავეო, მაგრამ ლიზარაზუმ ელეს გადამეტებული დოზით მიღება არ შეიძლება, უკვე იყო ჩემთან სამსახურშიო, გიოც სახლიდან გავიდა... ორი კვირაც გავიდა მაგრამ გარუჩა არ ჩანდა, მხოლოდ ერთხელ მისწერა ლიზას შუაღამისას: ამ შუაღამისას მარტო იმიტომ გაწუხებ, რომ ქარი არ მაძინებს დედანატირებიო, ლიზას პასუხი არ გაუცია, არ ჩათვალა საჭიროდ, ან რა უნდა მიეწერა? გიომ კითხა ამ შუაღამეზე ვინ გწერსო და ლიზამ მოატყუილა ნომერი შეეშალათო, ორ დღეში ისევ მიიღო შუაღამის გზავნილი, დავბრუნდები მაშინ როცა შევძლებ დავხატო ცხოვრება ჩვენთვის ერთიანი, ხანდახან ნათელი და ხანდახან სევდიანიო, ლიზარაზუ კი ვეღარ გაჩუმდა, არ ხარ ვალდებული დახატო ცხოვრება ჩვენთვის ერთიანი, არც ნათელი და არც სევდიანიო და გარუჩაც იმავე დილასვე დაინახა სადარბაზოდან გასულმა ლიზამ სახელოსნოში მომუშავე -ვა გარუჩა ჩამოსულა, ხალისით თქვა გიომ -ხო ჩამოსულა, დაუდასტურა ლიზამ, გარუჩას მათთვის არ შეუხედავს, ლიზარაზუმ გიოს კითხა საღამოს გამოუვლიდა თუ არა სამსახურში, გიომ დღეს შენით უნდა დაბრუნდე სახშიო და ლიზა მთელი დღე გულს ვერაფერს უდებდა, თან ერიდებოდა და თან გარუჩასთან ლაპარაკი უნდოდა და საღამოს როცა სამსახურიდან დაბრუნდა სახელოსნოს ფანჯარაზე დაუკაკუნა, გარუჩა ძალიან კმაყოფილი ღიმილით შეხვდა -როგორ ხარ? კარგად დაისვენე? უთხრა სრულებით ჩვეულებრივად ლიზამ -ვარ ისე როგორსაც მიყურებ და შენ? დღეს ძალიან ლამაზი ხარ, თუმცა შენ ყოველთვის ლამაზი ხარ, ლიზას არაფერი უთქვამს, ცოტა მაინც უხერხულობას გრძნობდა -გარუჩ რაღაცეების გასარკვევად, უფრო სწორად შესათანხმებლად მოვედი, შეიძლება ხო? -ალბათ შეიძლება, აბა რა ხდება? -ძლაიან გთხოვ აწი როცა შემხვდები ასეთი სახე ნუ გექნება -როგორი სახე? -დამნაშავის, არა არი უხერხულობა საჭირო, შეეცადე სხვებს ეჭვების საბაბი არ მისცე, ასევე არ შეიძლება მაშინ მომწერო ათასი სისულელე როცა შენ მოგინდება, არ შეიძლება დამირეკო როცა დათვრები და გაგახსენდები, არ უნდა ეცადო თავი შემაყვარო, მე ეს შემიძლია, მაგრამ შენ თვითონ არაფერში გჭირდება ჩემი სიყვარული, ამითი მაინც მეცი პატივი და იყავი ჩემთვის ჩვეულებრივი გარუჩა, აი ისეთი როგორიც ადრე, სადაც დამინახავდი თბილად რომ მესალმებოდი, გიოს ამბებს რომ მეკითხებოდი და ვერის ტურფას რომ მეძახდი -გპირდები -ძალინ კარგი, რომ ყველაფერი გავარკვიეთ -მადლობა რომ მაშინ ის წერილი გამომიგზავნე, თორე ერთი შეკვეთის გაკეთებას ვეღარ ვასწრებდი, დღევანდელისთვისაც მადლობა -გარუჩ რა მიანტერესებს იცი? -გეხვეწები რთული კითხვები არ დამისვა -მე გკითხავ თუ ჩათვლი რომ რთულია არ მიპასუხო.... რატომ მომწერე მაშინ ის წერილი რატომ ცდილობდი იმის გაკეთებას რაც არ გინდოდა? არ გინდოდა ჩვენი ცხოვრების დახატვა, ბევრ სხვა გოგოსთან ყოფილხარ, მაგრამ არა მგონია მათთვის ასეთი რაღაცეები მიგეწეროს, ან შეიძლება ვცდები? გარუჩამ დიდი ფიქრის შემდეგ, უკვე მაშინ ამოიღო ხმა როცა ლიზა სახელოსნოდან გასვლას აპირებდა -სხვებისთვის არასოდეს მითქვამს მასეთი რაღაც, მაგრამ შენ რატომ... ვერ გეტყვი, იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვიცი, ლიზას ჩაეღიმა და თავი გააქნია, სახელოსნოს კარებში ნახევრად გასულმა უთხრა, ისე რომ არც კი მოუხედავს უკან -ბედნიერად გარუჩ.... ლიზარაზუმ ბოლო მოვლენების გამო დღიურების წერა დაიწყო, ეს თხუთმეტი წლის მერე არ გაუკეთებია, ვერც ერთ მეგობარს ვერ უყვებოდა ვერაფერს და გამოსავალი წერაში იპოვა, იმიტომ რომ ბევრი დაჰგროვებიათ თურმე სათქმელი უთქმელ სიტყვებს, სიტყვებს, რომლებსაც სურვილების სუნთქვა შეეპარათ, მოუხშირეს ღამეებმა სითეთრეს, მასთან ერთად ითვლიდნენ დარდებს და იწელებოდნენ გარმონივით, ასეთი უწყვეტი ღამეების რიგი კი დანებებას არ აპირებდა, ახლაც ერთ-ერთი ასეთი ღამე თენდებოდა დღედ, დროს ფერო ეძლეოდა, ქარი თავისას არ იშლიდა, მისი შიშით კი ცაზე ღრუბლები ბატკნებივით დაფრთხნენ, მზემ აიწია ფეხის წვერებზე და ღამის სიბნელეს მოწიწებით გამოეთხოვა, დილა ჯაფარიძეების ოჯახში ჩვეული სცენარით განვითარდა, სამზარეულო, საუზმე, მცირე საოჯახო საუბარი და ყველანი სამსახურში დარიგდნენ, ლიზამ მთელი დღე წიგნის მაღაზიაში გაატარა, სოფი ბოლო ხანებია ერთსა და იმავეს ეკითხებოდა რა გჭირს ამ ბოლო დროსო, მაგრამ პასუხად ნაღვლიან არაფერს იღებდა, ახლაც ჩააკითხა მაღაზიაში -ლიზარაზუ გამო საღამოს ჩემთან და დარჩი არ გინდა? ელეც გამოიყვანე -ვნახოთ, მოვიფიქრებ -რა არი აქ საფიქრალი? თუმცა ელე არ ვიცი მოახერხებს თუ არა თავის კაკაურიძეს შეურიგდა, კმაყოფილი სახით თქვა სოფიმ, ლიზას გაუკვირდა ამაზე არაფერი იცოდა -როდის? მე რომ არაფერი ვიცი? -ორი დღის წინ -მე რატო არ მითხრა? და ეს რას ნიშნავს მე ელე ორი დღეა არ მინახია? -ასე თქვა ლიზა ამ ბოლო დროს თავის თავს არ გავსო, მეც შეგამჩნიე ცვლილებები, მოხდა რამე? -არ ვიცი, გაურკვევლად უპასუხა ლიზამ -დასვენება არ გაწყენდა, აზრზე მოხვიდოდი -გამოვალ დღეს შენთან, ოღონდ რომელზე? -სამსახურს რო მოვრჩებით პირდაპირ წავიდეთ -არა სახში გავივლი რაღაცეებს წამოვიღებ -როგორც გინდა........... ლიზარაზუ დიდ ვიტრინასთან ჩამოჯდა და წიგნის კითხვა გააგრძელა, სულ არ შეუმჩნევია ბიჭი რომელიც თვალს არ აცილებდა, ლიზა ანა კარენინას კითხულობდა -ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს გავს, ყველა უბედური ოჯახი კი უბედურია ინდივიდუალურად, მოესმა უცებ ლიზას, მოსაუბრისკენ აიხედა და გაუღიმა -თქვენს მიერ ტოლსროის ციტირებამ ჩემზე შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს? -სასოწარკვეთილი ადამიანის სახე გაქვთ -ფსიქოლოგი ხართ? კითხა გაკვირვებულმა ლიზამ -მამაკაცის ბრალია, განაგრძობდა დასკვნების გამოტანას უცნობი -შეიძლება -ლამაზი ქალის გვერდით ყოველთვის არის მამაკაცი, რომელსაც ის მობეზრდა, მისი გაგება აღარ შეუძლია და აღარ უნდა მასზე ზრუნვა -დამერწმუნეთ ჩემს შემთხვევაში ასე არ არი, რომ მობეზრდე გვერდით უნდა გყავდეს მე კი არ მყავს -ხდება ხოლმე, არაუშავს, თუმცა ძალაინა ლამაზი კი ბრძანდებით -ამის შესახებ პირველად მესმის -თუ ასეა მამაკაცები რომლებსაც თქვენთან აქვთ ურთუერთობა აბსოლუტური დებილები ყოფილან... ლიზას გაეცინა, მჭერმერყველ ბიჭსაც და მერე ღიმილითვე დაამატა -მოვახდინე იმდენი შთაბაჭდილება რომ თქვენი სახელი მითხრათ? ლიზა ცოტა დაფიქრდა და შეყოყმანდა -რატომ ფიქრობთ ამდენს? მე ხომ მხოლოდ სახელი გთხოვეთ, ტელეფონის ნომერი და ჩემთან შეხვედრა ხომ არა? არც მანიაკი ვარ, იმიტომ რომ მანიაკები წიგნის მაღაზიებში არ დადიან -დამიჯერეთ მანიაკები წიგნის მაღაზიებში ძალიან ხშირად დადიან, შენიშნა ლიზამ -ეს უკვე თქვენ იცით უკეთ და მაინც არ მეუბნებით სახელს, არც გამყიდველის ფორმა გაცვიათ, სადაც ბეჯები აქვთ სახელით მიმაგრებული, რომ წავიკითხო, მე კი თქვენი გაცნობა ძალიან მინდა და რა ვქნათ? -თქვენ ყოველთვის ასე იცნობთ გოგოებს? -კი! -მერე ეს გოგოებზე მოქმედებს? -ყოველთვის! -ძალიან თავდაჯერებული ჩანხართ -მიზეზიც მაქვს -რა მიზეზი? -დაახლოებით ათი წუთია გელაპარაკებით და ამ ათი წუთიდან ცხრა წუთია თქვენი მომაჯადოვებელი ღიმილით მიღიმით -ხო მაგრამ მე სახელს არ გეტყვით -მისი გაგება არ გამიჭირდება -ეს როგორ? -თქვენს გამყიდველთან მივალ და თქვენს სახელს ვიკითხავ -წარმატებას გისურვებთ -რომც არ მითხრას მაინც სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, უჩვეულოც კი -უკან იხევთ? -არა უბრალოდ შესვენება მიმთავრდება და სამსახურში უნდა დავბრუნდე, სამსახური კი აი იმ ბანკში მაქვს, გაახედა ლიზა ქუჩის მოპირდაპირე ბანკისკენ -მირჩიეთ რამე რა წავიკითხო -ჟანრი? -გამოიცანით, გარისკეთ მე ხომ ცოლობა არ შემომითავაზებია? -რა უცნაური ხართ? -აბა თქვენი იმედი მაქვს -ტომას ფარდი " შორს შეშლილი ბრბოსგან" -რატომ მაიც და მაინც ის? -ერთადერთი წიგნია რომელზეც ვინანე რომ წაკითხული მქომდა, იმიტომ რომ კიდევ მინდოდა ის შეგრძნება განმეორებულიყო რომელიც მისი წაკითხვისას დამეუფლა -საინტერესოა, იქნებ ერთი ფრაზა მაინც მითხრათ წიგნიდან? -არის ორი რამ რასაც ქალი და მამაკაცი ამბობს და არც ერთს არ სჯერა, მამაკაცისთვის ეს არის მე შენ მიყვარხარ, ქალისთვის ხვალიდან მხოლოდ სალათს მივირთმევ -ცინიკურია, ანუ ღირს წაკითხვა, მადლობთ საინტერესო საუბრისთვის -ყოველთვის მზად ვარ დასახმარებლად -შემდეგ კვირაში შემოგივლით, ვნახოთ რითი გამაკვირვებთ ხანდახან უცნობებთან საუბარი ძალიან სასიამოვნოა, თუ კარგი მოსაუბრე შეგხვდა... ლიზამ ჩვეულ დროს დაკეტა მაღაზია, გარეთ დავითა წულუკიძე დახვდა და სახში გაყვანა შესთავაზა, ლიზამ იუარა და დავითაც მანქანიდან გადმოვიდა -რა გავაკეთო რომ ერთი შანსი მომცე? -არაფერი, შეეგუე რომ შანსს არ მოგცემ -ჩემი ვალი რომ გაქ? პერანგი მათეთრებელით გავრეცხე მაგრამ ყავის ლაქა მაინ დაამჩნდა -თავს ნუ მაცოდებ, არ ხარ ღარიბი სხვას იყიდი, ან მე გიყიდი ახლავე თუ გინდა -ერთი შეხვედრა და ჩათვალე, რომ გაფუჭებულ და სხვათა შორის საყვარელ პერანგს დავივიწყებ -იცი რა მაინტერესებს? იქნებ ბოქსიორი შეყვარებული მყავს, ან იქნებ ლესბოსელი ვარ, ან არ ვიცი ათასი რაღაც შეიძლება, ეს არ გაინტერესებს? -შეიძლება მარა სხვა შეიძლებაც ხომ შეიძლება იყოს? ამას პაემანსაც ვერ დაარქმევ -პერანგს გიყიდი, მიაძახა ლიზამ ზურგს უკან დავითას და მეტროში ჩავიდა, სახლში შეიარა გიო და დედა გააფრთხილა სოფისთან მივდივარო, გიომ დღეს შეკრებას ვაპირებთ კოცონთანო -რასთან დაკავშირებით? იკითხა გაკვირვებულმა ლიზამ -დიდი ხანია არ შევკრებილვართ და ელეს ბოლოს როდის ელაპარაკე? -ეგ რა შუაშია? -დღეს მისი შეყვარებული უნდა გავიცნოთ, ისინიც მოვლენ -კაკაურიძე? მე ვიცნობ ასე რომ არ ვიცი მოვალ თუ არა -სოფიც წამოიყვანე -შენი გატაცებაც იქნება? ირონიულად კითხა ლიზამ -კი -მაშინ სოფი ცოდოა, ვერაფერს გპირდები, მაგრამ შევეცდები მოვიდე, სახლიდან გასულს სახელოსნოდან გარუჩა გამოედევნა -სად მიდიხარ? -ხილიანზე, სოფისთან -გაგაცილებ -შენ რა საქმე მეტი არაფერი გაქვს? ახედა დაეჭვებულმა ლიზამ -შენთან მინდა! მოკლე პასუხით შემოიფარგლა გარუჩა -მოხდა რამე? -უბრალოდ შენთან მინდა -უცნაური ხარ -ახლა თუ ყოველთვის? -თითქმის ყოველთვის და იცოდე ფეხით მივდივარ.... -არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, ჩუმად ჩაიარეს ვარაზის ხევი და ხილიანის აღმართს რომ დაადგნენ გარუჩას ნერვებმა უმტყუნა -ღმერთო აქ ხალხი როგორ ცხოვრობს? არც ავტობუსი დადის და არც მარშუტკა, თქვა აქლოშინებულმა გარუჩამ, ლიზა ამაზე ყოველთვის ეხუმრებოდა სოფის და გარუჩასაც ჩვეულიად უპასუხა -ნუ ხილიანზე როცა ცხოვრობ საკუთარი მანქანა თუ არ გყავს, ტაქსის ფული მაინც უნდა გქონდეს -აჰა, ამოიხვნეშა სუნთქვა აჩქარებულმა გარუჩამ -უხ შენ შემოგევლე რა კარგი ყავხარ შენს პატრონს, პატარა ბავშვივით მოეფერა ლიზარაზუ მანქანას (ლიზარაზუს ერთ-ერთი სისუსტე) და თვალი ისე გააყოლა გეგონებოდა სულიც გაატანაო -მძღოლოც კარგი ყავდა, აბა მე სად შევედრები ჩემი ძველი ოპელით? თქვა ლიზას სიტყვებით გაღიზიანებულმა გარუჩამ -მე მძღოლისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და ის რომ კარგი მანქანა მომწონს ცოდვა სულაც არ არი და რას ერჩი შენს ძველ ოპელს? მის მოვალეობას ხომ ასრულებს? -ხო მაგრამ ჩემს მანქანაზე არავინ იტყვის ასე -სამაგიეროდ იმას იტყვიან რა მაგარი პატრონი ყავსო, დაამშვიდა ლიზამ და გარუჩამ ხელი ჩაჰკიდა, ლიზას გაუკვირდა მაგრამ არაფერი უთქვამს -სად იყავი დაკარგული? სოფელში? -სოფელსაც ვერ დაარქმევ, უფრო აგარაკია და კარგი თავშესაფარი -და სად არი ეგ თავშსაფარი? -საგურამოში, ერთადერთი სახლია ქვის ყორით და ლურჯი თვალშისაცენი ჭიშკარით -მე რომ არ მომეწერა რაც მოგწერე არ ჩამოხვიდოდი? -არ ვიცი -სად გყავს მანქანა? -გასაკეთებელია, დღეს მოხვალ კოცონზე? -არ ვიცი, ხასიათზე ვერ ვარ, თან მარტო ჩვენ ხომ არ ვიქნებით, ელეს შეყვარებული მოვა, გიო თავის დაბადების დღის გოგოს მოიყვანს, ოთარა მორიგ ლენკას, ვერკას, რუსკას, ან ვიღაცას რომლის სახელიც კა-თი კარგათ ირითმება, კაკაურიძე მარტო ხომ არ მოვა, თუ ის კოტე წამოიყვანა, მოკლეთ ჩემს მოსვლას ჯობია არ მოვიდე -უამრავ სიმწარეს იტყვი არა? -დღეს დავითა მელოდებოდა სამსახურთან, თითქოს მისთვის თქვა ლიზამ -მერე რაო? ვითომ სხვათაშორის იკითხა გარუჩამ -პაემანზე მეპატიჟებოდა -დათანხმდი? -არა -რატო? ის ხომ სიმპათიურია, ცნობილია, ფულიანი, ისეთი მანქანაც ყავს შენ რომ მოგწონს და ბინაც ააქვს, ელიტარული უბნის, ელიტარული კორპუსის პენთჰაუსი -ეს ყველაფერი რა შუაშია? ასე თუ ვიმსჯელებთ მაშინ სიყვარული მარტო მდიდრებისთვის ყოფილა, რატომ გაქვს ჩემზე ასეთი წარმოდგენა? ბედნიერებისთვის სულაც არარი საჭირო ის ყველაფერი რაც დავითას ააქვს, მე შემიძლია ბედნიერი ერთ ოთახიან ბინაში ვიყო, ვიარო მეტროთი და ავტობუსით, ვიმუშაო მთელი დღე და ღამით სახლის საქმეები მოვაწესრიგო, მოვუარო თუნდაც დედამთილს და მამამთილს, წავიდე ზაფხულში ბავშვებთან ერთად სოფელში და არა ქობულეთში, ან ბათუმში თუ ამას ჩემი ოჯახური მდგომარობა მოითხოვს, მთავარია გვერდით მყავდეს ის ვინც სიმშვიდის გრძნობას მომანიჭებს, სიმდიდრეს დღეს და ხვალ ვერავინ გათვლის, გვერდით მამაკაცი უნდა გყავდეს და არა დავითასნაირი გამეტიჩრებული დედიკოს ბიჭი -ის რაც დავითას ააქვს ცხოვრებას აადვილებს და ისეთ პირობებში იოლია გიყვარდეს -აადვილებს?! ფული ოქრიში გამოსახული თავისუფლებაა, ასე არ ამბობდნენ ძველი ბერძნები? მაგრამ ქართულ რეალობაში თავისუფლებაც ზღაპარივითაა, იმიტომ რომ მოსახლეობის ოთხმოც პროცენტზე მეტი ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს როგორსაც მე გეუბნები, არ არი საჭირო ზედმეტი არაფერი ის იაფფასიანი და ძველი მანქანაც რომელსაც შენ ასე ესაყვედურები საკმარისია ელემენტარული კომფორტისთვის, თუ წყვილი კონკურენტუნარიანია და სამუშაოს არ თაკილობს ნელ-ნელა ყველაფერს შეიძენს და ჩემი აზრით ამას უფრო მეტი წონა ექნება, იმიტომ რომ ცხოვრების დაფასებას შეძლებენ და უფრო მოუვლიან თავისი ოფლით ნაშოვნს, დავითასნაირებისთვის კი ცხოვრება ყოველთვის ბოჰემა იქნება.... სხვათა შორის დავითა მე ოჯახს კი არა სავარაუდოდ მისი საყვარლების სიაში ერთ-ერთ ადგილს მთავაზობს და ამასთან ერთად არა პირველს.... -წამო რა კოცონზე, მარტო არ დამტოვო, თან ისეთ კარგ ხასიათზე ხარ საინტერესო საუბარი გვექნება -და კიდევ ერთხელ დავამტკიცებ რომ ჩემნაირი წუნკალი მეორე არ დადის დედამიწის ზურგზე -მაგასაც და თავის ადგილზე ლამაზად მოსვამ გიოს და ოთარას თანმხლებებს, რომლებიც შეიძლება ვერაფერს მიხვდნენ ჩვენ კი ვიხალისებთ -ბოროტებო... ვერაფერს შეგპირდები მაგრამ ვეცდები, გარუჩამ ლიზას შუბლზე აკოცა -ეს აუცილებელი არ იყო, ისევე როგორც ხელჩაკიდებული სიარული, იუხერხულა ლიზამ -მე ასე მინდოდა -და ჩემი სურვილები... -ამ შემთხვევაში არ ითვალისწინება... შეაწყვეტინა გარუჩამ -დამპალო -მეც ძალიან მიყვარხარ ლიზარაზუ, წაეთამაშა ცხვირზე გარუჩა, სადარბაზოში შესულმა ლიზამ გამოსძახა -ვიცი რომ მიყურებ და არ მსიამოვნებს -ლიზარაზუუ -ჰოუ, შემოუბრუნდა ლიზა -არაფერი, უბრალოდ ლიზარაზუ.... -ავადმყოფი ხარ... -გარუჩასთან ხელჩაკიდებული მოხვედი და ამოსვლამდე ძალიან საყვარლად დაემშვიდობეთ ერთმანეთს, ეს რას ნიშნავს??? მკაცრი ტონით კითხა სოფიმ კარებში მდგარ ლიზას -კარებში უნდა გიპასუხო? -ლიზა სულელის როლს ნუ თამაშობ არ გიხდება -უბარლოდ მომაცილა -აჰა, შენი ხელიც ისე უბრალოდ ეჭირა, შუბლზე თვალებდახუჭულმაც იმიტომ გაკოცა და ცხვირზეც სიყვარულით უბრალოდ წაგეთამაშა -რა კარგი მხედველობა გაქ, შენიშნა ლიზამ -ეგ რა შუაშია? ვერ გაიგო სოფიმ -მეექვსე სართულზე ცხოვრობ და ასე დეტალურად დაგინახია ყველაფერი -თემის შეცვლას ნუ ცდილობ, დაადგა თავზე სოფი -დიდი დრო არ მაქვს, დღეს კოცონია და ვერ დავრჩები, აირჩიე ან ყავით გამომასპინძლდები და ამის გამო წაგიყვან ან ცოტა ხანი ისევ ვითამაშებთ თამაშს სახელად "ჩემი ბრალი არ არი" ან არ ვიცი რაც გინდა ის დაარქვი -გიოც იქნება? -კი... გოგოსთან ერთად, დაამატა პაუზის მერე ლიზამ -მაშინ არ წამოვალ -ელეს კაკაურიძე მოყავს......................................... კოცონზე ხალხმრავლობა იყო ლიზა გვიან და მარტო შეუერთდა იქ მყოფებს, საერთო გამარჯობის თქმის შემდეგ ოთიკომ საქანელა დაუთმო ლიზარაზუს და ლუდი შესთავაზა, ლიზამ თავის გაქნევით იუარა, მოწყენილი დაჯდა საქანელაზე, ელეს ძაან თბილად და ნაღვლიანად გაუღიმა, ელემაც თვალებით კითხა რა ხდებაო, ლიზამ ისევ თავი გაუქნია და მხრები აიჩეჩა, ისეთი არაფერიო, კოცონს ყველა ესწრებოდა: გიო და დაბადების დღის გოგო ქეთუშა, ოთო და მისი მორიგი გატაცება ირიშკა, ელე და კაკაურა, კაკაურას ძმაკაცი ჩვენთვის უკვე ცნობილი მისტერ კოტე, ავთუშა და მისი ცოლი ნინიკო, გარუჩა, ნათია და დები მაკა და ეკა, სულელობდნენ, ბავშვობას იხსენებდნენ, თითქოს ყველასთვის საინტერესო რაღაცეებზე ლაპარაკობდნენ, გიოს ქეთუშა უზის კალთაში და ლიზა თითქოს ეჭვიანობს, საქანელაზე ზის მისთვის ჩუმად და საერთოდ არ ერთვება საუბარში, აკვირდება ყველას საუბრის მანერას, ქცევას, მიმიკას, ვერ იტანს როცა ყვალას თანდასწრებით გამოხატავენ გრძნობებს, გული ერევა როცა გოგოები სიცივეს იმიზეზებენ და ბიჭებს ეხუტებიან, წყვილები გასაგებია მარა მაინც ცუდი შესახედავი, გარუჩას მაკა ეკიდება კისერზე, მაკას ის ბავშვობიდან უყვარს, გარუჩა კი ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებს ხოლმე და ლიზას ეჭვი აქვს რომ იმ დღესაც მაკას ლიფი ეჭირა გარუჩას... ბოლოს ამ ყველაფერს ვეღარ უძლებს და იქაურობას ჩუმად ეცლება, სადარბაზოში შედის და კიბეზე ჯდება, ფეხის ხმა ესმის, გონია რომ გარუჩა გამოყვა მაგრამ ცდება -სიყალბე მომაბეზრებელია არა? ეკითხება სიბნელეში ოთო -მომაბეზრებელი ის სიტყვა არარი, გულის ამრევია, ოთო იცინის -წამო დავბრუნდეთ თორე უშენოდ შეკრება სრული არ გამოდის -არ შემიძლია დაბრუნება, სული მეხუთება, ეს ხომ მარაზმია? გიოს და იმ დეგენერატ ქეთუშას რომ ვუყურებ ჩემი ძმა მეზიზღება, იმიტომ რომ მედიკო მახსენდება -მედიკოზე მოგიყვა? გაუკვირდა ოთოს, ლიზამ კი ყურადღება არ მიაქცია -არც შენ და იმ ირიშკას გაკავშირებთ დიდ და ნათელი გრძნობა, მაშინ რა საჭიროა ერთად ყოფნა? ელეს მართლა მოსწონს კაკაურა, ავთუშაზე რა უნდა ვთქვა ცოლია, მაკა სულ ნერვებს მიშლის, იაფფასიანი ვით იქცევა, რითი ვეღარ მიხვდა რომ გარუჩა მხოლოდ იყენებს? ალერგია მემართება ასეთ ურთიერთობებზე, არ მინდა დაბრუნება -არასოდეს გიფიქრია რომ ჩვენ ყველა კმაყოფილები ვართ ასეთი ურთიერთობებით? -არ ხარ კმაყოფილი, კმაყოფილი რომ იყო, იმ შენს ირიშკას არ ჩამოისვამდი კალთიდან და არ დაგაინტერესებდა მე რატომ წამოვედი, ან როგორ ვარ, შესაბამისად არც აქ იქნებოდი და არც ეს საუბარი გვექნებოდა, გიომ კარგად იცის რატომ წამოვედი, ისიც იცის რომ ასეთ მომენტებში მარტო მირჩევნია ყოფნა, ამიტომ არ გამომყვა -ლიზარაზუ ჩვენ ყველას რაღაცის გვეშინია და ახლა ყველას სიმარტოვის შიში გვაერთიანებს -ოთო არ გეწყინოს მაგრამ ახლა ლაპარაკის არავითარი სურვილი არ მაქ -გვაპატიე რომ შენსავით გამბედავები არ ვართ -გამბედავი რომ ვიყო, იქ, კოცონთან პირში მოგახლიდით ყველაფერს და არ გამოვიქცეოდი როგორც ახლა -ეს იმიტომ რომ ზედმეტად გიყვარვართ და არ გინდა გული გვატკინო, ისე დროა გიოს ქეთუშაზე დაელაპარაკო, თორე უკვე დამოკიდებული ხდება და ეგ ცუდია -მადლობა ოთო, დაველაპარაკები აუცილებლად -წავიდეთ -იცოდე აქამდე თუ ვდუმდი ახლა ვეღარ გავჩუმდები და ვიღაცას ან ვიღაცეებს გული ეტკინებათ -სიმართლის მოსმენა ყოველთვის არასასიამოვნოა და არც შენ ხარ მასეთი ბოროტი......... -აი ჩვენც მოვედით, რაზე ლაპარაკობდით? იკითხა ოთიკომ და ლიზარაზუ ისევ საქანელაზე დასვა -სიყვარულზე, ნდობაზე და ღალატზე, ჩამოთვალეს გოგობმა სალაპარაკო თემები -ოჰო, ყველაფერზე ერთად? -სიყვარული ორივეს მოიცავს ნდობასც და ღალატსაც, თქვა უცებ გარუჩამ -სიყვარული კაცობრიობის ყველაზე ეშმაკური გამოგონებაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი საკუთარ გამოგონებად ვთვლით, ნდობა ის გრძნობაა, როდესაც მაშინაც კი უჯერებ ადამიანს, როცა იცი რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა, ეს რელიგიას გავს, დაიჯერო ყველაფერი გაანალიზების გარეშე, ღალატი კი ბოროტებაა, სიკვდილზე უარესია, სიკვდილის მერე ისვენებენ მაინც ღალატის მერე კი არა მგონია -ჩემი ქმარი ყოველთვის მღალატობდა და არც მე განვიცდიდი სინდისის ქენჯნას იმისთვის რომ მეც ასე ვექცეოდი მას, თან შემიძლია ის ბევრი რამისთვის გავაკრიტიკო, თქვა მორიგი სისულელე მაკამ -სინდისმა რომ შეგაწუხოს ის უნდა გქონდეს, კრიტიკა კი არის ხელოვნება-სხვის ხარჯზე ისე გამდიდრდე სულიერად, რომ ქურდობა ვერავინ შეგნიშნოს, თუმცა ამისთვის სულიერებაც საჭიროა, რომელიც შენ როგორც სინდისი არ გაგაჩნია, აუხსნა მოკლედ და კონკრეტულად ლიზამ და სანამ მაკა წაწკანს დაიწყებდა გარუჩა ჩაერთო ლიზას პოლემიკაში და ყველა საგულდაგულოდ მოკალათდა, ეს პოლემიკა დიდ ხანს გაგრძელდებოდა ლიზას და გარუჩას რომ იცნობდნენ იმიტომ -მაგრამ მონოგამია უფრო დიდი ბოროტება არარი ვიდრე ღალატი? კითხა პირდაპირ ლიზას გარუჩამ -მონოგამიის შემთხვევაში ადამიანები ბუნების კანონს არღვევენ, ხოლო ღალატის შემთხვევაში მორალის კანონს, აქაც ყველაფერი არჩევანზეა დამოკიდებული -კაცისთვის ძნელია არჩევანის გაკეთება, ძნელია წლების მანძილზე ერთი ქალით დაკმაყოფილება, როგორც შენ თვითონ თქვი ეს ბუნების კანონს ეწინააღმდეგება -უცებ მოუხვიეთ ისეთ მოსახვევში სადაც შესვლა არ მინდა შენის ნებართვით გავჩერდები, უკან დაიხია ლიზამ -რისი გეშინია ლიზარაზუ? -კიდევ ერთი იმედგაცრუების -მენდე, არ გაგიცრუებ იმედს, თვალი ჩაუკრა გარუჩამ -მამაკაცების ლოგიკას მე მგონი მივხვდი, გააგრძელა ლიზამ საუბარი -ოჯახი "მე" და "შენ" ნაცვალსახელებს აერთიანებს "ჩვენ" ნაცვალსახელად, მაშინ რატომ არის მამაკაცებისთვის ღალატი უფრო იოლი ვირე ქალებისთვის? მამაკაცს იოლად უნდა აპატიო, როცა ქალის პატიებაზე ფიქრიც კი არ შეიძლება, რა ხდება განსხვავებული როცა ქალი ღალატობს? -ოჯახური სიწმინდე ირღვევა -მამაკაცის ღალატისას კი ის ხელუსლებელი რჩება? -ნაკლები ზიანი ადგება -ანუ ეს ისეა არა? თუ მამაკაცი ხმარობს ვიღაცას ეს იმას ნიშნავს რომ მარტო ის ხმარობს და თუ ამას ქალი აკეთებს გამოდის რომ ოჯახს ხმარობენ? ამის თქმა გინდოდა? -ხო მაგრამ ზრდილობიან ფორმაში, დაიმორცხვა გარუჩამ -ერთ რაღაცას გეტყვი და კარგად დაიმახსოვრე, არავითარი მნიშვნელობა არააქვს სქესს, ქალსაც და კაცსაც ერთნაირი ფიზიკური მოთხოვნილებები აქვს და ყველა გრძნობას ერთნაირად განიცდის ქალიც და კაციც, მითუმეტეს ღალატს, არ ვიცი რატომ დამკვიდრდა მოსაზრება რომ კაცისთვის ეს ტრაგედიაა, ქალისთვის კი ცხოვრების ნაწილი -შენ საერთოდ შეგიძლია წარმოგიდგინო? რას ნიშნავს კაცისთვის მისი საყვარელი ქალი სხვა მამაკაცის მკლავებში? იყვირა ზედმეტად გაღიზიანებულმა გარუჩამ -ეს იგივეა რომ ქალმა წარმოიდგინოს მისი საყვარელი კაცი სხვა ქალის მკლავებში, ქალი, კაცი, ამას არავითარი მნიშვნელობა არაააქვს ტკივილს ორივე ერთნარად განიცდის, გახსოვდეთ ეს კაცებს ყოველთვის როცა ღალატი მოგინდებათ, თქვენი თავი წარმოიდგინეთ, იგრძენით ის ტკივილი რომელსაც ღალატი მიაყენებს თქვენს საყვარელ ქალს!!! გააფთრებულები იდგნენ კოცონის მოპირდაპირე მხარეს ლიზა და გარუჩა და თვალებით კლავდნენ ერთმანეთს, ირგვლივ საოცარი სიჩუმე იყო, მხოლოდ ხმელი შეშის ტკაცატკუცი ისმოდა, ავთუშა ნინის ეხუტებოდა -გავაშველოთ თორე ლიზა ცეცხლზე დასვამს გარუჩას, გადაუჩურჩულა ელემ ოთოს -შეიგნეთ ქალებმა, რომ ქალი კაცისთვის წმინდა ტაძარია, რომლის წაბილწვაც რწმენის დაკარგვას იწვევს, ძალიან მშვიდად თქვა გარუჩამ -მაგ ტაძრისთვის ქმრის ღალატი თვითმკვლელობაა? ერთადერთი ცოდვა რომელიც არავის მიეტევება, ცოდვა რომლის ჩადენის შემდეგ ვეღარც სამოთხეში და ვეღარც ჯოჯხეთში ვერ ხვდებიან და დაბოდიალებენ ასე უგზო უკვლოდ... არ შეარჩინა ბოლო სიტყვა ლიზარაზუმ და საუბარში ელე ჩაერთო -მოვრჩეთ ჩხუბს და თემა შევცვალოთ მაგალითად ვხდებით თუ არა უკეთესები როცა ვიცვლებით, გარუჩა და ლიზა დადუმდით უკვე ძალიან ბევრი ილაპარაკეთ, სხვების აზრებიც მოვისმინოთ -შეიძლება მე ვთქვა იკითხა ქეთუშამ, ყველამ მისკენ გაიხედა -აი ჩემმა მეგობარმა ცხვირის კორექცია ჩაიტარა და ახლა გაცილებით უკეთესად გამოიყურება, თქვა მისი ბრძნული აზრი ქათუშამ მისი გამაღიზიანებელი წაწკანა ხმით და დაყენებული არა ბუნებრივი საუბრის მანერით -ქეთი არ გეწყინოს მაგრამ აქ სულიერ ცვლილებებზე იყო ყურადღება გამახვილებული, გამოიყვანა უხერხული მდგომარეობიდან ელემ -მაშინ ჯობია გავჩუმდე, რადგან რაც სულიერებას ეხება ამაში არაფერი გამეგება -ეჭვი არ გვეპარება მაგაში, ჩაილაპარაკა ლიზამ -უკაცრავად?! აღშფოთდა ქეთი ლიზას კომენტარით -ქეთუშ ერთ უფასო რჩევას მოგცემ და არ გეწყინოს კარგი? ზედმეტი ირონია შეეპარა ლიზას ხმას -ჯობია ჩუმად იყო ხოლმე თუ სიჩუმეზე ღირებულს ვერაფერს იტყვი და კიდევ რაკი შეუძლებელია ყოვლისმომცველი ცოდნა, რაკი შეუძლებელია ყველაფერზე ყველაფერი იცოდე, ჯობია ცოტა რამ მაინც იცოდე ყველაფერზე, ვიდრე ყველაფერი იცოდე ერთი რამის შესახებ -ეს ორი რჩევა იყო -ყოჩაღ თვლა გცოდნია, ჩათვალე რომ გაგიმართლა, მე ასე იოლად არ ვარიგებ ხოლმე რჩევებს, შენ კი ორი მიიღე ერთ წუთში -შენ ყოველთვის ასეთ ჭკვიანურ და მწარე რაღაცეებს ამბობ ხოლმე? კითხა გაოცებულმა ქეთუშამ და ლიზარაზუმ სულ გაინავარდა -მე ისეთი ჭკვიანი ვარ, რომ ჩემი საუბრის გაგებაც კი მიჭირს თუ ყურადღებით არ ვუსმენ ჩემ თავს, თანაგრძნობით სავსე თვალებით უყურებდა ლიზა ქეთის -გეყოფა ლიზა ყველანაირ ზღვარს გადადხვედი დღეს, ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა გიოს ნათქვამი -მე არ მინდოდა მოსვლა თქვენ მაიძულეთ ასე რომ ამიტანეთ, ნაწყენი ხმით თქვა ლიზამ და კოცონის წევრებს გამომცდელად შეავლო თვალი, ყველა უღიმოდა გარდა ქეთუშასი. -ასატანი არაფერი გჭირს ლიზ, შეგიძლია ყველაფერზე გქონდეს შენი მოსაზრედა და მას საკმაოდ მკაფიოდ აფიქსირებდე მაგრამ სხვების ლანძღმა არ შეიძლება, წყნარად უპასუხა გიომ -მე არ მინდოდა მოსვლა, თითქოს მოიბოდიშა ლიზამ, ისევ გარუჩამ უშველა და ისევ ძველ თემას მიუბრუნდა -თუ ერთმანეთის ნდობა და პატივისცემა არ გვაქ მაშინ რისი იმედი შეიძლება გვქონდეს? -მომავალი განვითარების წყნარად თქვა ოთომ -ადამიანი თავად ქმნის ცოდნას და განაგებს მას, ამიტომ განვითარება შეფარდებითი და არასანდო იმედია, გაუცამტვერა ოთოს პასუხი გიომ -რელიგია, წამოაყენა ახალი იმედისმომცემი ავთუშამ -რელიგია რწმენის მოდური სახეცვლილებაა, არ შეარჩინა ლიზამ და სახალისო პოლემიკა მომდევნო იმედისმომცემს ელოდა -სიყვარული, თქვა ელემ -სიყვარული ილუზიაა რომელიც სუსტების ნუგეშისსაცემადაა მოგონილი, მკაცრად თქვა ოთომ, კაკაურას გაკვირვებული სახე ქონდა, ელემ უთხრა შეეჩვევი ჩვენს ასეთ უცნაურობასო და მერე მისტერ კოტე გამოვიდა სიტყვაში -არანორმალურები ხართ ხალხო -ნორმალურები რაზე საუბრობენ? დაინტერესდა ოთო -ფეხბურთზე, მუსიკაზე, ლიტერატურაზე, თეატრზე, კინოზე, რა ვიცი უამრავ რაღაცაზე -ეგ ყველაფერი მოსაწყენია, ღიმილით უთხრა გარუჩამ და ლიზას თვალი ჩაუკრა -სამომავლოდ თუ დამპატიჟებთ ასეთ შეკრებაზე სალაპარაკო თემები წინასწარ გამომიგზავნეთ, ასე უხერხულად რომ არ ვიგრძნო თავი -მაგას ვერ შეგპირდებით, თითქოს თავისთვის თქვა ლიზარაზუმ და გიოს თვალი ჩაუკრა -რატომ? დაინტერესდა კოტე -იმიტომ ჩემო კოტე რომ ჩვენი კოცონი ცხოვრებასავითაა, ანუ ბრძოლაა, აქ არასოდეს იცი რა მოგივა, ყვლაფრისთვის მზად უნდა იყო, ადაპტაცია უნდა შეგეძლოს, დროის შერჩევა და შენი მოსაზრებების მკაფიოდ დაფიქსირება, აქ ე.წ. შპარგალკებს ვერავინ მოგცემს, აუხსნა გიომ და თვალი ოთარას ჩაუკრა -მაინც ვერ გავიგე რას გულისხმობთ -კოტეე, როგორც ლიზამ თქვა არ შეიძლება იცოდე ყველაფერი ყველაფერზე, მთავარია იცოდე ცოტ-ცოტა ყველაფერზე, კიდევ უფრო დაუკონკრეტა ოთომ და თვალი ავთუშას ჩაუკრა, ავთუშამ მხრები აიჩეჩა და ოთოს ჩუმად გადაულაპარაკა -რაღა უნდა იკითხოს შე ჩემა, რაღა ვერ უნდა გაიგოს? -აცადე ცოტა ხანი და დააბრეხვებს კიდე სისულელეს, თუ არა და ხუთ ლარს მოგცემ, კოტემ ცოტა ხანი იფიქრა -მეკაიფებით არა ყველანი? -რას ამბობ ჩემო კოტე, ზედმეტად ირონიულად მოუვიდა ავთუშას ნათქვამი და კოცონზე ყველა ახარხარდა, კოტე გაბრაზდა და წასვლა დააპირა -საიამოვნო იყო შენი გაცნობა კოტე, უთხრა უკვე ფეხზე წამომდგარ კოტეს გარუჩამ -იმედია შენი ხილვის ბედნიერება კიდევ გვექნება, დაუმატა ლიზამ -ასე გაბრაზებული საჭესთან არ დაჯდე, დაუმატა კაკურიძემ და ამ ხუმრობით სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა კოცონზე, იმით კი არა რო მეგობარს აწყენინა უბრალოდ მიხვდა რომ ელეს სამეგობრო ასე ხუმრობდა ხოლმე და იმასაც მიხვდა რომ ასეთი ხუმრობა არც მას სწყინდა, პირიქით ახალისებდა, ამას ჯერ კიდევ უნდა შეჩვეოდა მაგრამ ნელ-ნელა ალღოს უღებდა და ეს ყველაფერი ძალიანაც მოსწონდა -შენც არა? გაბრაზდა კოტე -საკვირველია რას არ აკეთებს კაცი სიყვარულისთვის, კიდევ უფრო გააღიზიანა კაკაურიძემ, კოტემ კი ბოლო სიტყვის თქმა სცადა, ჯერ გარუჩას მიუბრუნდა -თქვენთვის შეიძლება სასიამოვნო იყო მაგრამ მე თქვენს ნაცნობობაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, მერე ლიზას ჯერი დადგა -ჩემი ხილვის ბედნიერება ალბათ აღარ გექნებათ, ყოველ შემთხვევაში ასეთ გარემოში არა, მერე კაკაურას უპასუხა -საჭესთან მარტო იმიტომ ვერ დავჯდები რომ აქ შენი მანქანით მოვედით, და თავი დაუკრა ყველას ზრდილობიანად, დანარჩენებმაც რევერანსი გაუკეთეს და უკვე საკმაო მანძილით დაშორებულ კოტეს ოთო დაეწია -წამო ჩვენთან და ასეთი რაღაცეები მომავლისთვის არ გეწყინოს, ჩვენ ასეთები ვართ და ჩემი დის და შენი ძმაკაცის გადამკიდე მე მგონი კიდე დიდი ხანი მოგვიწევს ერთმანეთის ატანა და ერთმანეთის გატანაც უნდა ვისწავლოთ, შეგვეჩვევი ნუ გეშინია და შენც შეგიძლია ნებისმიერ ჩვენგანს ეხუმრო ისე როგორც ჩვენ გეხუმრეთ დღეს -ეს ბოროტებაა -შეხედე ამას როგორც გართობას, ნუ მიიღებ ამას ასე სერიოზულას, ცხოვრება არ გყოფნის სერიოზულობოსთვის? ოთოს ამ საღამოს დარწმუნება კარგად გამოსდიოდა და კოცონზე კოტესთან ერთად დაბრუნდა, მერე სათითაოდ მოუხადეს ბოდიში გარუჩამ, ლიზამ და კაკაურამ, ახალი თემა ელემ წამოწია, როგორც ყოველთვის სიყვარულზე -შეიძლება გიყვარდეს გუშინდელზე მეტად და ხვალინდელზე ნაკლებად? თემა რაც არ უნდა სერიოზული ყოფილიყო ხუმრობის გარეშე არ შიძლებოდა -კოელიოს კითხვა როდის მერე დაიწყე? კითხა ღიმილით გარუჩამ -ვისი? ვერ გაიგო ელემ -კოელიოსი, ბრაზილიელი მწერალია, ამ წუთას მისი ფრაზა თქვი, აუხსნა გარუჩამ -კოელიო არ წამიკითხავს, მორცხვად გამოტყდა ელე -ეს ფრაზა ლიზარაზუმ მითხრა როცა მიხსნიდა რა იყო ნამდვილი სიყვარული და დამამახსოვრდა, ყველა ლიზას მიაჩერდა -ასე რატომ მიყურებთ? ელეს აინტერესებდა რა იყო ნამდვილი სიყვარული და ამ საკითხში მსოფლიოში ყველაზე გამოუცდელს, მე მომაკითხა, გაიმართლა თავი ლიზარაზუმ -მერე როგორ აუხსენი? გაბედა კითხვის დასმა კოტემ -ძალიან ლამაზად, მხატრულად, მომაჯადოვებლად... ისე რომ მეც კი გავიგე, უპასუხა ლიზას მაგივრად ელემ -კოტემ ლიზას კითხა და პასუხიც მისგან უნდა მიიღის, მკაცრად უპასუხა ელეს ოთომ -ვერ ხედავ არ უნდა პასუხის გაცემა? გამოსცრა კბილებში ელემ -პასუხს თავს არ ვარიდებ, უბრალოდ თუ ამას ახლა აქ ვიტყვი მაშინ თითოეულ თქვენგანს ჩემი სულის ნაწილი უნდა გაჩუქოთ, ეს კი არ გეწყინოთ და არ მინდა, არც ვარ ასეთ გულახდილობას მიჩვეული, ელემაც წამებით ამომაცდინა ის რაც მაშინ ვუთხარი და თუ შიძლება ეს ჩვენს შორის დატოვეთ, ითხოვა მორიდებით ლიზამ -ორი წინადადებით მაინც თქვი ლიზ, შეეხვეწა გარუჩა -ის მაინც გვითხარი გჯერა თუ არა, რომ შეიძლება გიყვარდეს ვიღაცა ყოველ დღე უფრო მეტად? შეუჩნდა ახლა გიო -რამდენიმე თვის წინ რომ გეკითხა ალბათ არას გიპასუხებდი, ახლა არ ვიცი... -ეს იმას ნიშნავს რომ შეყვარებული ხარ? გააკვირვა გიო დის ასეთმა პასუხმა -არა, ეს იმას ნიშნავს რომ აზრი შევიცვალე ამ საკითხთან დაკავშირებით -შენ მაინც არ გითქვამს რას ნიშნავს შენთვის გიყვარდეს, ჩაეკითხა ნინი -ამას არ ვიტყვი, ამის თქმა არ შემიძლია, იმიტომ რომ არ ვიცი რას ნიშნავს გიყვარდეს და თუ შეიძლება ამით ჩემი დაკითხვა შევწყვიტოთ, თემას დაუბრუნდეთ, აღმოჩნდა რომ ბიჭებმა ერთხმად აღიარეს, რომ შეიძლებოდა ვიღაცა გყვარებოდა გუშინდელზე მეტად და ხვალინდელზე ნაკლებად, გოგოებმა კი ასეთი მკაფიო პასუხი ვერ დააფიქსირეს -რატომ არის პაემნები უფრო საინტერესო, ვიდრე ერთობლივი ცხოვრება? წამოჭრა ახალი თემა ნინიმ -იმიტომ რომ პაემანის ძირითადი მიზანი თავის მოწონებაა, ანუ შენი საუკეთესო მხარეების გამოვლენაა და როცა ერთად იწყებენ ცხოვრებას, ერთმანეთისთვის თავის მოწონება აღარ წარმოადგენს ძირითად მიზანს, აი აქ კი თავს იჩენს მათთვის დამახასიათებელი ყოველდღიური ჩვევები და ამ დროს ზოგ ზოგიერთებს აღარ მოსწონთ ერთმანეთი, დააფიქსირა მისი მოსაზრება ლიზამ -შენ რა გამოცდილი ქალივით ლაპარაკობ დაიკო? გახედა ამაყად გიომ -უბრალოდ მე ასე ვფიქრობ და ჩემს მოსაზრებას ვაფიქსირებ -და თან ისე აფიქსირებ, რომ შეკამათებას ვერავინ ახერხებს, ჩააკვეტა საუბარში სიტყვა კოტემ -როცა მოსაზრება მართალია, იქ საკამათო არაფერია, მხოლოდ თავი უნდა დაუქნიო, თუ სხვანაირად ფიქრობ, აზრები კარგად უნდა დააწყო, სხვებმაც რომ გაიგოს ისე და მერე უნდა გაახმოვანო, დახედა კოტეს ზემოდან ლიზამ, კოტემაც მხოლოდ თავი დაუქნია -ასეც ვფიქრობდი, ხალისით თქვა ლიზამ და ირგვლივ მყოფებს თვალი მოავლო -აბა ამოიწურა სასიყვარულო თემები? იკითხა ოთომ -შეიძლება შ.ზ.კ-ზე ვილაპარაკოთ? მაცდურად თქვა ლიზამ -არა -არა -არა, ერთხმად თქვეს ბიჭებმა -მაგას ჯობია უკარება გოგოებზე ვილაპარაკოთ, რაღაცით დაამსგავსა თემას ოთომ თავისი წინადადება -არ არსებობს გოგო რომლის მოხიბვლაც არ შეიძლება, მთავარია მამაკაცი რას აკეთებს ამისთვის, რამდენად დიდი სურვილი აქვს, თქვა ნინიმ და ავთუშას ჩაეხუტა -შენ რას ფიქრობ ლიზა? კითხა ზედმეტად დაინტერესებულმა კოტემ -არც კი იოცნებო რომ რამე გამოგივა, დამცინავად უთხრა ლიზამ -რატომ? -გიო შენს თვალწინ მკრავენ და შენ არაფერს ამბობ? -არ გამოსდის მაგ კაცს შენი დაკერვა და რასაც ვხედავ არც გამოუვა, ამიტომ არ ვნერვიულობ, არ გეწყინოს კოტე რა, სთხოვა ღიმილით გიომ -იმიტომ რომ შანსი გაუშვა ხელიდან, გაინაზა ლიზა -რა შანსი დაინტერესდა კოტე -პირველი შახვედრისას, წარუშლელი მოგონებების დატოვების -კინოში რა უნდა მექნა? -ცოტა კრეატიულად მიდგომოდი ამ საკითხს და რამეს მოიფიქრებდი -მე... უღიმღამოს დაიწყო კოტემ -ტყუილად ნუ ირჯები კოტე აღარაფერი გამოგივა, მხარზე ხელი თანაგრძნობით დაჰკრა გარუჩამ და გააჩერა, მერე ოთარა ალაპარაკდა -კარგი იქნებოდა მოხიბვლის ხელოვნებას სკოლაში ან უნივერსიტეტში რომ გვასწავლიდნენ -იმას ვერავინ გასწავლის, როგორ უნდა გიყვარდეს და შეაყვარო, ამის სახელმძღვანელო არ გამოუგონებიათ და ვერც გამოიგონებენ, ამ ნიჭით იბადები, ამის შეძენა ან სწავლა შეუძლებელია, ისევ აგრძელებდა თავისი აზრების მკვეთრად დაფიქსირებას ლიზარაზუ -სისტემასავით ხარ ლიზა, უსაყვედურა ნინიმ -რატო? გაუკვირდა ლიზას -შენ სისიტემასავით ყველაფერს ანადგურებ -ოცდამეერთეში გასანადგურებელი არაფერი დატოვეს, ყველაფერი კარგი ჩვენს გაჩენამდე გაანადგურეს, გრძნობებიც კი აღარ არი ისეთი, სიყვარულს რომ თავი დავანებოთ, ახლა ნებისმიერ ადამიანს სოცილური ქსელის საშუალებით მიაგნებ და გაიგებ ყველაფერს მის ცხოვრებაზე, იოლად წამოიკიდებ საუბარზე, პატივისცემაზე, ღირსებებზე, ტრადიციებზე და სიწმინდეზე რომ აღარაფერი ვთქვად, ყველაფერი გარუჩას მაისურებს დაემსგავსა -ეს რას ნიშნავს? გაბრაზდა გარუჩა -არ გეწყინოს ცუდი არაფერი მიგულისხმია, შენს მაისურებს იმიტომ შევადარე ეს ყველაფერი, რომ მათსავით ძველმოდურია და თანაც მრავალჯერ გარეცხილი, ყველას გაეცინა და მათ შორის გარუჩასაც -იოლად წამოიკიდებ საუბარზეო, რომ თქვი ეს არც ისე იოლია როგორც შენ ფიქრობ, არ შიძლება უბრალოდ მოგეწონოს გოგო, მიხვიდე და საუბარი გაუბა, დაინტერესდა საკითხით ოთო -რა არი ამაში ძნელი? გაუკვირდა ელეს -მაინც რა უნდა უთხრა? არანაკლებ დაინტერესებული ჩანდა კოტე -უამრავი რამ, უპასუხა ისევ ელემ -მაინც? ახლა უკვე გარუჩა ჩანდა საკითსით დაინტერესებული -გააჩნია გარემოს სად ხარ, რითი გინდა მოხიბლო გოგო, შენი იუმორით, ინტელექტით, ქარიზმით უამრავი სიტუაციაა და გაცნობის სხვადასხვა ხერხი, უპასუხა ლიზამ -აი მაგალითად ავტობუსის გაჩერებაზე მომეწონა გოგო -გააჩნია გოგოს, ასაკს, ჩაცმულობას, დგომის სტილს და სახის გამომეტყველებას -ამდენ რამეს როგორ უნდა დააკვირდე? გაუკვირდა კოტეს -თუ მოგწონს უნდა დააკვირდე კოტე, გაღიზიანდა ნინი -ჩვეულებრივი გოგო, ეტყობა რომ სტუდენტია, არსად ეჩქარება, იმიტომ რომ მშვიდად დგას, ხელში მხოლოდ აიპოდი უკავია და ძალიან ნასიამოვნები სახე აქ, ეტყობა რომ პონტის გოგოა, ჩამოაწიკწიკა უცებ გარუჩამ და ლიზას დაჟინებით შეხედა -მე უნდა აგიხსნა რა უნდა უთხრა? -თუ შეძლებ რა თქმა უნდა, გააბრაზა გარუჩამ -მაგალითად შეგიძლია მიხვიდე და უთხრა: -გოგონა იცით... აქ ცოტა პაუზა უნდა გააკეთო -მაინც რამდენხნიანი? -ხუთამდე დაითვალე და გააგრძელე: -ისეთი რა შეიძლება გკითქოთ რომ თან მოგეწონოთ და თან ჩემი გაცნობის სურვილი გაგიჩნდეთ? თუ გაგიღიმა შენი სახელიც მიაყოლე ამ ყველაფერს, ოღონდ გარუჩა მქვიაო არ უთხრა შეაშინებ, უთხარი რო ნიკუშა ხარ -თუ არ გაეღიმა? მაინც ყოველი შემთხვევისთვის ჩაეკითხა გარუჩა -მაშინ რაღაც ძალიან ჭკვიანური უნდა უთხრა, აი მაგალითად, ბალზაკი ამბობდა მარტო სილამაზე არაფერს ნიშნავს თუ მისით ტკბობა არავის შეუძლიაო, თქვენით კი ალბათ მთელი ქალაქი ტკებება, კომპლიმენტადაც ჩაგეთვლება და იმასაც გაუსვამ ხაზს რომ ბალზაკს კითხულობ... -ლიზა რასაც ახლა გეტყვი არ გეწყინოს კაი? წინასწარ ჩამოართვა პირობა კოტემ -მე მგონი უკეთესი იქნებოდა ბიჭად დაბადებულიყავი, ერთად დავკერავდით გოგოებს, კოცონზე ყველა იცინოდა, კიდე დიდ ხანს ისაუბრეს იგივე ფორმატით და როგორც კოტე ამბობდა არანორმალურ თემებზე, მისტიკაზე, სულის და გარემოს დამოკიდებულებაზე, მითოლოგიაზე და ლეგენდების სიმართლის ალბათობაზე, საუბარში კაკაურაც აქტიურად ჩაერთო, ელეს უხაროდა, ოთარას და ყველა იქ მყოფს ნელ-ნელა მოსწონდა ეს ტიპი, კოტე კი ვერა და ვერ ჩაეწერა საუბარში, ისევე როგორც გიოს ქეთუშა და ოთარას ირიშკა და მერე მოხდა ის რასაც ლიზარაზუ არ ელოდა, პრინციპში არავინ ელოდა, კოცონზე დავითა წულუკიძე და მისი ყურმოჭრილი მონა ვახო გამოჩნდნენ -ძველ წევრს არ მიიღებთ? იკითხა ზედმეტი და უსაფუძვლო ხალისით დავითამ, კოცონზე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა, ბიჭები რატომღაც გარუჩას მიაჩერდნენ, გოგოები გაისუსნენ, კოცონზე დასწრების ნების დართვა მარტო ბიჭებს შეეძლოთ, ამ მომენტისთვის კი ეტყობოდა ეს გარუჩას გადასაწყვეტი იყო -კოცონზე ადგილი ყველასთვის მოიძებნება, თქვა ბოლოს და ბოლოს გარუჩამ და ჰაერში დატრიალებული დაძაბულობა ერთბაშად გაიფანტა, დავითა კოცონს რომ მიუჯდა ლიზა მიხვდა რომ მისი დანახვა არ სიამოვნებდა, წამოდგა, მოიბოდიშა ცუდად ვარო და კოცონი დატოვა, ამჯერად არავის გაუჩერებია, მიუხედავათ იმისა რომ გარუჩას გარდა ვერავინ მიხვდა რა მოხდა, სახში რომ ავიდა, მშობლებს უკვე ეძინათ და ლიზაც მშვიდად შევიდა ოთახში, გიოს წერილი მიიღო, არ მელოდო გვიან მოვალო, კიდევ ცოტა ხანს ესმოდა კოცონზე საუბრის ხმა, მერე ეტყობა დაიშალნენ, ლიზას კი ჩაეძინა, მაგრამ ზედმეტად ფრთხილი ძილით, აი ისეთით რომლითაც მაშინ იძინებდა როცა გიო სახში არ იყო ხოლმე. უმრავლესობა მგონი არ მიცნობს ამ საიტზე, დიდი ხანია აღარც არაფერი დამიწერია, ჩემი ერთ-ერთი მკითხველიც თხოვნას ვასრულებ, კონკრეტულად ablabudaa-სი და თავიდან ვდებ ჩემს სულ სულ პირველ ისტორიას საიტზე, იმის გამო რომ ისტორია უკვე წაშლილია. მოცულობისთვის ბოდიში, საკმაოდ დიდია და სამ ნაწილად გავყოფ, თუ ეს დისკომორტის მომტანია თქვენთვის პატარა თავებს დავდებ, მაგრამ ეს დროში გაიწელება... იმედია ისიამოვნეთ ნაცნობებიც და უცნობებიც, ისე კი მომენატრა ის სითბო რომელსაც თქვენგან ვიღებდი, შევეცდები ახალი რამეც დავწერო.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.