სკოლა (დასასრული)
“ნიტა მე შენ მიყვარხარ”- მითხრა მან და თითქოს სადღაც, უსასრულობაში დავიკარგე. ჩემი სხეული მთლიანად კანკალებდა, ჩემს მუცელში პეპლები კიარა, დინოზავრები დარბოდნენ თითქოს. პირველი კოცნა, თემო... ეს დღე არასოდეს დამავიწყდება, მისი სიტყვები არასოდეს დამავიწყდება, არც ის სამი სურვილი დამავიწყდება თემოსთან რომ წავაგე, არც ის დღე დამავიწყდება მას რომ დავეჯახე. იმ დღემ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, იმ წუთმა, იმ წამმა ჩემი ცხოვრება ერფეროვნებიდან მრავალფეროვნებით ჩაანაცვლა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მე მან სულ სხვა ადამიანად მაქცია. ყველაფერს 360 გრადუსით შევხედე, ვისწავლე სიცოცხლის აზრი, სიყვარული, ბედნიერება. ეს ყველაფერი თემოს დამსახურებაა. ის ყველაფერი იყო ჩემთვის, შეყვარებული, მეგობარი, ძმაკაცი, დამრიგებელი, ყველაფერი... გადიოდა დღეები, კვირები, თვეები და ჩვენი გრძნობები ერთი პროცენტითაც კი არ განელებულა, პირიქით უფრო და უფრო მატულობდა. მატულობდა ასევე შურიანი, ბოღმიანი და ეგოისტი გოგონების რაოდენობა. ყველა ცდილობდა ხელი შეეშალათ ჩვენთვის რადგან არავის წარმოვედგინე მე თემოს გვერდით. თიკამ იმდენი ბიჭი “გამოიცვალა” დათვლას აზრი არააქვს რადგან უკვე ახალი ეყოლება. ჩემმა მარიამი ყოველთვის გვერდში მიდგას, ცოტას კი ეგოისტობს იმდენ დროს რომ ვერ ატარებს ჩემს გვერდით მაგრამ რაქნას, უწევს შეგუება. თემო როგორც შეყვარებული ძალიან მანებივრებს, ხან რა სიურპრიზს მიმზადებს ხან რას. საქმე იმაში არარის რომ ძალიან ხშირად მახარებს მისი საჩუქრებით, არა, მთავარი ის არის რომ ამაში მთელ გულს აქსოვს და მოვალეობის მიზნით არ აკეთებს ამას. ღამის 11 საათი. 31 დეკემბერი. ტელეფონის ზარის ხმა მაღვიძებს. -ნიიიიიი -მძინავს! -ძალიან გთხოვ ჩამო რა, ქვემოთ გიცდი. იღონდ თბილად ჩაიცვი სადღაც მინდა რომ წაგიყვანო. -აი ეხლაც კი მძინავს ისე ვსაუბრობ, სხვა დროს რომ იყოს? -არაა, არანაირად. -დაახლოებით ერთი საათია რაც საცივის გავაკეთებას მოვრჩი, ძლივს! და მთელი კვირაა ვწვალობ ამ ახალი წლის საჭმელებზე და ასე შემდეგ. თითქმის ნახევარი საათია რაც ჩამეძინა, შენ კიდევ მირეკავ და გადაღლილს და გადაქანცულს მაღვიძებ და მთხოვ რომ ავდგე, ჩავიცვა “თბილად” და ამ შუა ღამეს წამოგყვე სადღაც გაურკვევლობაში? - ჩემი საქმიანი გოგო, აი რომ დაიღალე მაგიტომ გთხოვ რომ წამომყვე თორემ შენ გაღვიძებას სხვა დროს როგორ გავბედავდიი? გიცდიიი, ჩამომეკიდა უკვე ლოლოები, ჩამოდი თორემ მე ამოვალ, ძალით ჩამოგიყვან და ამ თოვლში გაგგუდავ. - ოოოოო, ნუ კაი ხოო, ჩავიცმევ და ჩამო... დაიცა და მამაჩემიიიი? - შენს ფანჯარასთან კიბე დავდგი და იქიდან უნდა ჩამოხვიდე. მაღალი საერთოდ არარის, ნუ თურამე მე დაგიჭერ ხოიცო, ჩემი იმედი გქონდეს. - ძალიან იდიოტი როხარ იცი? - შენ უფრო? - აა ეგრე ხო? კაი აღარ მოვდივარ - ნიტააა, სიტყვები უკან მიმაქვს მე ვარ მსოფლიოში ყველაზე დიდი იდიოტი!!! თუმცა შეიძლება მალე აღარც ვიყო, იმიტომ რომ ყინულად ვიქცევი და გავქვავდები. - კაი ხო მოვდივარ და რომ ჩამოვალ ჩემი ხელით მოგკლავ ნუ რათქმაუნდა თუ მშვიდობით ჩამოვედი მანდ. -ერთი საფეხურიც და ეგაა, ფრთხილად, ფრთხილად.. -შენ ვისი გაღვიძება გაბედე?! -ვის... ნიტა კიდევ ერთ გუნდას მესვრი და არვიცი რას გიზამ, ისედაც გავითოშე უკვე შენს ლოდინში -კიდევ ერთი გუნდა არა? რასმიზამ? ერთი არაა? აი შენ, ერთიც, ორიც და სამმ.... -ოთხიც და ხუთიც :p :D -არ გაპატიეეეებ -კაი კაი ვსო გვეყოს, ჩაჯექით მანქანაში თუ შეიძლება თქვენო აღმატებულებავ. -სად მივდივარ ნეტავ ვიცოდე მაინც (( -სიურპრიზია! 12 საათს აკლდა 20 წუთი, თემომ ფრთხილად გადმომიყვანა მანქანიდან თვალებ ახვეული. -აი ჩემი საახალწლო სიურპრიზიც, შეგიძლია თვალები გაახილო. ჩემს თვალ წინ რა სილამაზეც გადაიშალა სიტყვებით უბრალოდ ვერ აგიღწერთ. თემოს პატარა მაგიდა ქონდა გაშლილი, ორი სკამი, ორი თეფში, ორი სანთელი, პიცა, შამპანური. ჩვენს ქვემოთ კი სასწაული ხედი იშლებოდა. მთელი თბილისი, დათოვლილი, გადათეთრებული თბილისი, ხელის გულივით მოჩანდა. ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილზე ვიყავით. შენობები როგორც წერტილები ისე მოჩანდა, განათებები მკრთალად ციმციმებდა. თოვლის ფიფქები უფრო იზრდება და მატულობდნენ, ყველაფერი საოცარი იყო. -თემო არვიცი, უბრალოდ მინდა გითხრა რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ. მადლობა რომ არსებობ, მადლობა რომ მყავხარ, შენ ხარ ჩემი ყველაფერი. ჩემი გაღვიძება ნამდვილად ღირდა, გეპატიება, მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ. -ნიტა გთხოვ აქ მოდი, ჩემთან, უკვე 12 სრულდება! ჩქარა, ჩქარა ჩამეხუტე! 3..2..1 !!! გილოცავ, მე შენ მიყვარხარ, შენ ჩემი ყველაფერი ხარ. აქ იმიტომ მოგიყვანე რომ მინდოდა ამ წლის დასასრული და ახალი წლის დასაწყისი შენთან ერთად გამეტარებინა, შენთან ერთად ჩახუტებულს. -იცი როგორ საოცრად მიყვარხარ? მინდა რომ მთელმა თბილისმა, საქართველომ და მსოფლიომ გაიგოს როგორ მიყვარხარ მე შენ! -ნიტა, ნიტა, სად მიდიხაარ, ფრთხილად მანდ, არგადავარდე! ნიტა! - ჩემო თბილისო, საქართველო, მსოფლიო მე მთელი არსებით მიყვარს ჩემი თემო! ყოველი დღე ერთმანეთზე უკეთესი იყო, თემო არ იცვლებოდა. თუმცა... ყოველთვის არის “თუმცა”, ყოველთვის შეიძლება ერთმა “თუმცამ”, ერთმა დღემ, საათმა წამმა ყველაფერი შეცვალოს. ყველაფერი გააფუჭოს , ყველაფერი დაანგრიოს. 1იანვარი, 2019 წელი. დილით გახარებული, უბედნიერესი, მამაჩემი მაღვიძებს. რამდენიმე წელია მის ასეთი ლაღი, მართალი ღიმილი მის დაღლილ სახეზე არ დამინახავს. მეც შესაბამისი რეაციით წამოვხტი. -მამა რახდება? რაგჭირს? -შვილო ძალიან ბედნიერი ვარ, დადგა ეს დღე, დამიფასდა ამდენი ნაშრომი, ნაწვალები, ჩემი ნამუშევრები შვედეთში უნახავს ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის ადამიანს ამ სფეროში, იციი სიტყვებს ვერ ვუყრი თავს! საცხოვრებლად იქ მიგვიწვიეს, სახლიც კი გამზადებულია, იცი როგორი ლამაზი და დიდი სახლია? იცი რამხელა ხელფასი დამინიშნეს? იმიტომ რომ იქ ჭირდებათ ჩემი ხელობა რადგან იმ ქვეყანაში იშვიათია, როგორც მათ თქვეს ჩემნაირი “დახვეწილი” ნამუშევრები. მა იცი რამდენ რამეს გიყიდი? ხომ ძალიან მაგარი ამბავია? მეც არ მჯერა. ბილეთებიც უკვე აქ მაქვს, თვითმფრინავი 2 საათში აფრინდება. უნდა ვიჩქაროთ, ეს არის ჩემი საახალწლო საჩუქარი, აქამდე იმიტომ არ გეუბნებოდი რომ მინდოდა ამ დღისთვის შემომენახა, ვერ ვითმენდი, 2 დღე უკვე დავაგვიანეთ ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, მალე მოემზადე მა, ხოლ ძალიან გაგიხარდა? გახსოვს როგორ სჯეროდა დედაშენს ჩემი წარმატების? აი ახდა კიდეც, ალბათ ეხლა როგორი ბედნიერია იქ სადაც არის. მიდი მა მალე! “შვედეთში უნდა გადავიდეთ საცხოვრებლად” - ამსიტყვების შემდეგ არაფერი არ მახსოვს. გავითიშე, დავიკარგე, თვალებში დამიბნელდა, ყველაფერი წაიშალა... მორჩა, დამთავრდა! ჩემოდანიც კი მამამ ჩამილაგა, ვერ ხვდებოდა რა მემართებოდა. ალბათ ეგონა რომ ბედნიერებისგან შოკში ვიყავი, მისთვის უბენიერესი დღე ჩემთვის ყველაზე უბედურ დღედ იქცა. თემო. რაუნდა მეთქვა თემოსთვის? ჩემი სიყვარულისთვის, ჩემი ყველაფრისთვის? როგორ უნდა მეთქვა რანაირად უნდა მეთქვა? ან მე როგორ გავუძლო ამას რომ თემოს ვეღარასოდეს ვნახავ. აზრზე ვერ მოვდიოდი, უბრალოდ ვიჯექი ერთ ადგილას... გაშეშებული. უცებ ტელეფონი ავიღე და თემოს დავურეკე. -ძალიან ცოტა დრო მაქვს, იქ მოდი სადაც გუშინ ვიყავით. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. -რამოხდა? ნიტა! ნიიტაა! 10 წუთში უკვე დანიშნულების ადგილას იყო. -რამოხდა მითხარი გთხოვ? სახეზე რა ფერი გადევს, ან ტელეფონში რა ხმა გქონდა? რატომ მაშინებ, ნიტა, ამოიღე ხმა! მისი სიტყვების მრცხვენოდა, ხმას ვერ ვიღებდი, ცრემლები თავისით მოდიოდა, არ ჩერდებოდა, ხმასაც ვერაფერს ვუხერხებდი, უკვე ხმამაღლა ვბღაოდი. თურმე რამდენი რამ შეიძლება შეიცვალოს ერთ დღეში, გუშინ ჩემზე ბედნიერი ადამიანი მსოფლიოში არ იყო მგონი და დღეს ყველაზე უბედური ვარ. -ნიტა გთხოვ ნუ მაშინებ თქვი რა ხდება თორემ ვერ გადავიტან რომ გიყურებ როგორ ტირიხარ. ... -თემო, ბევრჯერ მითქვამს შენთვის რომ მიყვარხარ როგორც არავინ, ბევრჯერ მითქვამს რომ შენ ხარ ჩემი სიცოცხლის და ყოფის აზრი, ბევრჯერ მითქვამს რომ შენ ხარ ჩემი ყველაფერი. მისმინე, მგონი დღეს.. ბოლოჯერ გეუბნები ამ სიტყვებს. მე შემ სიცოცხლის ბოლო წამამდე ისე მეყვარები როგორც ახლა, ამ წამს. ვერავინ და ვერაფერი ვერ შეგცვლის, ვერასდროს! რა მანძილიც არუნდა იყოს ჩვენს შორის, მამაჩემის გამო წასვლა მიწევს შვედეთში რადგან მისი და დედაჩემის ოცნება ახდა. არმინდა რომ ისიც დავკარგო, არმინდა რომ უარი ვუთხრა. ყველაფრის თქმა მიჭირს, სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, არმინდა რომ წავიდე იქ სადაც შენ არ იქნები, შენ გარეშე როგორ უნდა ვიარსებო? არაფერზე არმინდა ვიფიქრო, იმის გარდა რომ მე შენ უზომოდ მიყვარხარ. ჩემო ყველა’ფერო, მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად და მომენატრები! ბოლოჯერ ჩავეხუტე, ვაკოცე მის სველ ტუჩებზე და გამოვიქეცი, გამოვიქეცი და დავტოვე მარტო, გაშეშებული, სახტად დარჩენილი, გაოცებული. 2 სააათზე თვითმფრინავი აფრინდა. როგორ არ ცდილობდა მამაჩემი ჩემს გაღიმებას, რას არ აკეთებდა მაგრამ რამექნა, თემოს გარეშე ყველაფერი ერთნაირი და ერთფეროვანი იყო. არაფერს ხალისი არქონდა. იქაურ სკოლაში დავდიოდი. გაკვეთილებს უბრალოდ “ვესწრებოდი” რასაც ქვია. ბოლო წელი იყო სკოლაში, შემდეგ იწყებოდა უნივერსიტეტი. ეს ერთი წელიც გადიოდა, თემო ამ შემხმიანებია რაც წამოვედი იმ დღის მერე. არც ერთი წერილი, არც ერთი ზარი. არაფერი. ცოცხალი იყო თუ მკვდარი ისიც არ ვიცოდი. დავამთავრე სკოლა (როგორც იქნა) გამოცდებიც ჩავაბარე, თუმცა სახარბიელო შედეგები არ მქონია. არდადეგებიც დამთვარდა. ადრე რომ ზაფხული თვალის დახამხამებაში გადიოდა, ახლა ისე იწელებოდა რომ აღარ შემეძლო და საერთოდ ყველაფერი ძალიან მაღიზიანებდა. ყველა’ფერი! უნივერსიტეტის პირველი დღე იყო, ჩვეულ ხასიათზე გავიღვიძე, მოვწესრიგდი, მოვემზადე და წავედი. გრძელი დერეფანი გავიარე, როგორც იქნა მივაგენი ჩემს ოთახს, სახელურს მოვკიდე ხელი, ჩამოვწიე და კარი შევაღე და... გავშეშდი. გავიგონე მონატრებული ხმა მონატრებული სიტყვები დავინახე მონატრებული სახე მონატრებუი ნაკვთები -გამარჯობა ნიტა, მე შენი ახალი კურსელი ვარ, თემო! ——————— დადა დადაა დააა! ესეც ბოლო თავი. ძალიან დიდი პაუზა მქონდა სხვადასხვა მიზეზების გამო ამიტომ აღარ გავწელე და ეს ყველაფერი ერთ თავში მოვაქციე. ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობდა და თვალს ადევნებდა ჩემს ნაწერებს. ყველას ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი დაწეროთ კომენტარებში, ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება კიდევ დავწერო რამე თუ სტიმულს მომცემთ :დ მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.