ანუკი(5)
-ანუკი!!!-ბოლო ხმაზე დაიყვირა, მაგრამ ანუკის მაინც არ გაღვიძებია. -ვინ ჩემი ყ*ე ხარ?!!!-ალექსი ეხლა სანდროს მიუბრუნდა. ალექსი ნელა წამოდგა. -მეტი რა მინდა ანუკის გაეღვიძოს აქვე გაგასხმევინებ ტვინს-სანდრომ ხელები გადაჯვარედინა და ალექსს გაუღიმა-არასრულწლოვანს რომ ძალით აყოლებენ ამხელა კაცზე, შენ პედოფილი ხარ? -მოკეტე!!! ვინ ვის გაასხმევინებს ტვინს ვნახავთ. ანუკი დროზე ადექი სანამ ძაღლივით გაგათრიე აქედან. -შენ რა დებილი ხარ? რო ძინავს ვერ ხედავ? -ვინ ხარ?! ანუკი არის ჩემი საცოლე და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. -ხელს არ ახლებ. -აუ გაათრიეთ ეს საცოდავი ბავშვი სანამ გავთიშე ცემისგან!!! დაცვა შემოვიდა ოთახში და სანდრო ძალით გაიყვანეს. -ანუკი! ანუკი!!-ალექსი ანუკის ანჯღრევდა მაგრამ მას ისე ღრმად ეძინა რომ ალბათ ბომბიც რომ ჩამოეგდო ვინმეს ვერ გაიღვიძებდა-იყოს ესე-ალექსმა ანუკი ხელში აიყვანა და სახლიდან გაიყვანა. -გაუშვი შე სი*ო!!!-ეხლა სანდრო უყვიროდა ალექსს. ალექსს კი უკვე ეკიდა ყველაფერი. -ყოჩაღ, ჩემთვის უკეთესია, ნაკლები ყვირილი იქნება-ალექსმა ანუკი მანქანაში ჩააწვინა და თვითონაც ჩაჯდა. ცოტახანში ანუკისაც გამოეღვიძა და ისტერიკაში ჩავარდა. -მანქან ა გააღე!!!! სანდრო!!! დამეხმარეთ!!! -დედა შევე*ი!-ალექსმა მანქანა გააჩერა და ანუკსიკენ მიტრიალდა-გეგონა გამექცეოდი ხომ?!! -არაკაცი ხარ !!! ყ*ე!!!! რათ გინდა ჩემნაირი ცოლი-ანუკიმ ტირილი დაიწყო-მე... არ მიყვარხარ... საჭმლის კეთება არ შემილია... გთხოვ გამიშვი... -აუ ეხა ცრემლების გარეშე თუ შეილება. მაგით ვერანაირად ვერ შემაცვლევინებ აზრს, მომყვები და მორჩა. მეც არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. გეყოფა. -ნაძი*ალა ხარ, ერთადერთი ესღა უთხრა და თავისთვის მანქნაის კუთხეში მიიყუჟა. მალე იუსტიციის სახლშიც მივიდნენ. -მეჯვარესთან მაინც დამარეკინე... -რო ისევ ოთხასი კაცი მომიგვზავნო? -არა... გთხოვ, დედას გეფიცები ნინის ვურეკავ, ჩემ დაქალს... -ხარ ღირსი იმის მერე რაც გააკეთე? -გთხოვ... -2წუთი გაქ და დროზე მოვიდეს... შენი ტელეფონი სად არი? -გატყდა.... ალექსმა ტელეფონი მისცა ანუკის და მანქანიდან გადავიდა, გარეთ ელოდებოდა. -ნინ. -რა ხდება რა ნომრიადან რეკავ? -მოკლედ... იმ ნაბი*ვარმა მიპოვა... იუსტიციაში ვართ... -ეხავე დავურეკავ სანდროს, ყველა თავის დაცვის წევრებს წამოიყვანს და... -არა... ნინ, აზრი არ აქ. ჩემებიც აქ არიან, სხვა გზა არ მაქვს... -ანუკი გაგიჟდი? მართლა მიყვები? -ბევრი დრო არ მაქვს, დროზე მოდი მეჯვარე მაინც იყავი. -გოგო, შენ მართლა ვერ ხარ ხო? რა არი ტ ვინის შერყევა მიიღე? -ნინი, შენ გარდა ახლობელი აღარავინ დამრჩა, გეხვეწები მოდი. -აბა სანდრო? -არ ვიცი ნინი, მაგრამ ვკვდები!!! მოხვალ თუ არა?!! -ახლოს ვარ, 5წუთში მანდ ვიქნები, არ ინერვიულო. ანუკიმ გათიშა, მანქანიდან გადავიდა და ალექსს ტელეფონი მისცა. -მალე მოვა? -ხო. -შენ მაიძულებ ესე მოვიქცე ანუკი, თორე მე თუ გახსოვს ცუდად არ შეგხებივარ. -ესე მხოლოდ არაკაცი იქცევა. -როგორც არ უნდა მაგინო და მლანძღო აზრს არ შევიცვლი. არაფერში შეგზღუდავ, სადაც გინდა იქ იარე, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ცოლი ჩემი ხარ. როცა მე დაგირეკავ მხოლოდ მაშინ მოგიწევს მოსვლა. მაგრამ ვერ გაიქცევი, პირველი პერიოდი დაცვის გარეშეც არ ივლი. -ეს არის არაფერში არ მზღუდავ. -ამის მერე უნდა გენდო? ფაქტიურად სალონიდან გაიქეცი, 2წლის ბავშვივით. 2 წამი ვერ უნდა დაგტოვო მარტო? -შენ ეს 2 ძაან გევასება. მე თავმოყვარეობა გამაჩნია, თუ შენი ცოლი მერქმევა სხვას არ უნდა ხვდებოდე. -აბა რა გინდა შენთანე რთად ვიყო? -არა, უბრალოდ დამამცირებელია. რას იფიქრებს ხალხი? რო ვის გავყევი? მოღალატეს. -ხალხი ვერაფეარს ვერ გაიგებს. პირობას გაძლევ, იმანაც იცის რომ ხმა არ უნდა ამოიღოს. -აჰა, დაჟე შეთანხმდით უკვე. როგორ მაინტერესებს იმ გოგოს თუ გააჩნია თავმოყვარეობა. -იმ გოგოს ლიზი ჰქვია, და წესიერად ილაპარაკე. ჩემი შეყვარებულია. -მე საცოლე. -რა სტატუსიც არ უნდა გეკავოს ჩემ ცხოვრებაში, ლიზიზე მნიშვნელოვანი მაინც არ ხარ. -ამაზრზენი და საცოდავი ხარ. ნამდვილი სიყვარული გყავს და არ გინდა მასთან ყოფნა. მოდი... მამაჩემი კომპანიას გადმოგცემს.. და შემდეგ 1-2 წელიწადში გავშორდეთ. -არა. -რა? აბა მთელი ცხოვრება შენთან უნდა ვეგდო? -თითქოს მე მომწონს ეს იდეა. -რო არ მოგწონდეს აქამდე დამანებებდი თავს!! -ნუ ყვირიხარ, ისე ვ მანქანაში ჩაგაგდო? უცებ მანქანა გიჟივით შემოვარდა იუსტიციასთან, იქიდან ნინი გადმოვიდა და ჩემკენ გამოიქცა, დაცვა გამოეკიდა, ნინი ანუკის მივარდა და ჩაეხუტა. -როგორ ხარ? ალექსმა დაცვას ანიშნა ხელით დაანებეთო. -არ ინერვიულო, მოვიფიქრებთ რამეს-ჩუმად ჩასჩურჩულა-სანდრო კარგად არის. არ დავტოვებ მაგ სი*თანო. ანუკის ამ სიტყვებზე აეტირა, სანდრო გაახსენდა და მასზე დაიწყო ნერვიულობა. -არ გამაცნობ შენ მეჯვარეს? -ბატონო?-ნინი შემობრუნდა-მოდი დროზე მოაწერეთ ხელი, ნაღდად არ მაქვს სურვილი აქ ყოფნის, ანუკის გამო მოვედი. საერთოდ ნამუსიც არ გაქვს, რას აკეთებ! -ნინი... არაუშავს. იუსტიციის შესასვლელთან ანუკის და ალექსის მშობლები იდგნენ, მათთან ახლოს გიორგი და კიდე ორი ბიჭი. ნინიმ ანუკის ხელი ჩაავლო და შესასვლელისკენ წაიყვანა. -ნინი როგორ ხარ?-ელენე და ზურა მიესალმნენ ნინის. ნინიმ ზედაც არ შეხედა უბრალოდ მიესალმა და შიგნით შევიდა ანუკისთან ერთად, დანარჩენები ყველა უკან გაყვა. ნინი ალექსს ახლოსაც არ უშვებდა ანუკისთან, სანამ ოთახში არ შევიდნენ. ჯერ ალექსმა მოაწერა ხელი შემდეგ კი ანუკის მიცა. ანუკი ყოყმანობდა. -რა მოხდება რო არ მოვაწერო?-ანუკი მამამისისკენ გაბრუნდა-რა დამაძალებთ? საინტერესოა როგორ?-ანუკი იღიმოდა. -მოაწერ. -რატო ზურა? რატო უნდა მოვაწერო?-მამამისს ეს სიტყვები გულში ისარივით ჩაერჭო, ანუკის ზურათი არასდროს მიუმართავს. -მოგიწევს. თუ არადა სანდრო დაშავდება. -რა? სანდრო რა შუაშია?-ანუკის სახის გამომეტყველება შეეცვალა. -თავშია, ან მოაწერ, ან სანდრო...-მამამისმა გაუღიმა. ელენე თვალებშიც კი ვერ უყურებდა ანუკის, სულ ძირს ჰქონდა დახრილი თავი, ვერ იჯერებდა რომ საკუთარ შვილს ესეთ რამეს აკეთებინებდა. -არ მოვაწერ, არ მჯერა. მამამისმა მოულოდნელად იარაღი ამოიღო და ანუკის დაუმიზნა, ყველა შეკრთა და ოთახში სამარისებრი სიჩუმე დადგა. რომლის გაწყვეტაც მხოლოდ ელენემ შეძლო. -რას აკეთებ! ზურა რას?!!! შენი შვილია!! -ბატონო ზურა... მესმის, ანერვიულებული ხართ, მაგრამ იარაღი დაუშვით-ალექსი ნელა გადაეღობა ანუკის და უკან გაწია-ანუკი მოაწერს ხელს, ხო ანუკი?-ახლა მას შეუტრიალდა და მკვლელი მზერით შეხედა-ანუკი? -მოვაწერ...-ჩუმად ჩაილაპარაკა ანუკიმ. -გვიპასუხე!-მამამისმა კიდე ერთხელ დაიღრიალა. -მოვაწერ!!-ანუკიმ პასტა აიღო და ხელი მოაწერა შემდეგ კი ოთახიდან გიჟივით გავვარდა, ნინიმაც მოაწერა და მას გაეკიდა. -კაი დამშვიდდი, ან. -რა დავმშვიდდე ხედავ რა დღეში მაგდებენ?-ანუკი ცრემლებს ძლივს იკავებდა, მათ ალექსი გამოეკიდა. -დამტოვე ანუკისთან ორი წუთი. ნინი უსიტყვოდ გავიდა გარეთ. ალექსი ცოტახნით უყურებდა ანუკის, შემდეგ კი ცხვირსახოცი მისცა. -არ იყო დატენილი, არაფერს აპირებდა. მორჩა, წავიდეთ. ანუკიმ ცხვირსახოცი გამოართვა, ცრემლები მოიწმინდა და ქვევით ჩავიდა. საღამოს მართლაც რომ ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავდათ. ნინის და რეზის გარდა იქ ანუკის მეგობარი არავინ იყო, მიუხედავად იმისა რომ ყველამ თხოვა გვითხარი ვინც გინდა და მოვიდესო. მეორე სართულზე იყო ოთახში შეკეტილი და საწოლიდან არ დგებოდა. გვერდით ნინი ეჯდა. -ან, ნუ მაშინებ ადექი. მართლა ცუდად ხარ? -არა, ნინ ტყუილად. -გინდა სასწრაფოს გამოვიძახებ? -არ მინდა... დაღლილი ვარ, დავიძინებ. -ყველა შენ გელოდება, ჩმო რა ცოტახანი მაინც ქვევით, მამაშენი არ გააბრაზო. -თუ უნდა სულ მესროლოს და მომკლას, მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა და ალექსი შემოვიდა. -ო, ზრდილობიანიც ყოფილა-ანუკიმ ჩუმად ჩაილაპარაკა. -ნინი, ორი წუთი დამტოვე რა ანუკისთან. -შენი სახელიც ცოდნია, 10ქულა შენ. -დამიძახე რო რამე-ნინი გავიდა და ალექსი ჩამოჯდა საწოლზე. -ქვევით უნდა ჩამოხვიდე, სტუმრებს შენი გაცნობა უნდათ. -სამწუხაროა, მე არა. -ანუკი, გეყოფა ბავშვივით მოქცევა, თუ ეხლა ჩამოხვალ ქვევით... ხვალ არ ვიცი... დაქალთან ერთად გაგიშვებ მაღაზიაში. -შენ მართლა ბავშვი ხო არ გგონივარ? -ანუკი, რა გინდა მამაშენი ისევ იარაღით რო დაგადგეს? მიდი დროზე გამოიცვალე და წავიდეთ. -ქართულად არ გესმის? ისვე კარზე კაკუნი გაისმა და ამჯერად რეზი შემოვიდა. -ცოლს ველაპარაკები, გადი ორი წუთით გარეთ. -რეზი, შემოდი. დავამთავრეთ. ალექსი ადგა და გაბრაზებული გავიდა.- -რა გჭირს შენ? -რა მჭირს რეზი და ქმარი მყავს 17წლის ასაკში. -და? გასაგებია, მაგრამ გცემს? -არა. -გაგინებს? -არა. -ლოთია? -არ შემიმჩნევია. -სიღარიბეში გაცხოვრებს? -არა. -მაშინ? უკეთესი ვარიანტი იცი? -სანდრო. -ანუკი, ორივემ კარგად ვიცით რომ სანდრო არ გიყვარს და უბრალოდ პონტის გამო ხარ მასთან. -რეზი, ძალიან მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ. მაგრამ... გადი. -ჩამოდი ქვევით რა. -არა. -ანუკი, ხო იცი რო შემილია რო ჩაგიყვანო. -კაი გთხოვ, მართლა ცუდად ვარ. -ანუკიიი-რეზი საწოლზე ჩამოჯდა და ბოროტი ღიმილით გახედა ანუკის. -კაი! ხო! მოვდივარ, მარა, არ გაბედო ჩემი დატოვება. *** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.