შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგრელი და სვანი. (1)

2-12-2017, 18:36
ავტორი ElisabethLee
ნანახია 2 024

მეგრელი და სვანი. (1)

სიყვარული იცით როდისაა ნამდვილი? არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი ადამიანი, რომ ხარ , მაგრამ „ის“ ისეთს მიგიღებს , როგორიც ხარ. მას ჭირდები უბრალოდ შენ, ჩვეულებრივი და ამავდროულად მისთვის ყველაზე არაჩვეულებრივი, მას შენ ჭირდები და არა ლამაზი ბარბები, რომლებსაც მთავარი აზრი არასდროს არ ესმით.

-ელენეე გაიღვიძე , ხუბულურის ლექციაზე ვაგვიანებთ და აღარ შეგვიშვეებს.- ეს ყოველ დილით კატასავით , რომ არ დამჩხაოდეს თავზე რაა მამული! რას ამიჯანყდა ამ პარასკევ დილით, ხომ ვუთხარი არ მოვდივარ ხვალ-თქო!
-თემურ ლენგი თუ არ აპირებს თბილისის აღებას მაშინ შემეშვი!
-ზაირამ , რომ იცოდეს , რომ სიზმარშიც ისტორიაზე ფიქრობ 100 ქულას დაგიწერდა ტესტებში.-ხითხითებს და აი ახლა მგონია, რომ გაჩერდება , მაგრამ გაფუჭებული სათამაშოსავით ისევ იმავეს იხვევს და არ მასვენებს.-აუ თუ არ ადგები მე არ ვიყო ნანუკა ჭკადუა ჯაჯანიძის შოუ თუ არ ჩაგირთო! აი ის განსაკუთრებით , რომ გიყვარს , ლუციზე რომ ლაპარაკობენ.
-აი ახლა ნანუ, ხუბულური, ზაირა, ნანული, იბლირწი და ყველა ლექტორი თავზე , რომ დამაყენო ამ უთბესი საწოლიდან ფეხის თითსაც არ გადმოვყოფ. არ მოვდივარ დღეს და შემარგე !
ცოტახანი აღარ მესმის ნანუს ხმა, თან ოთახიდან გადის და უკვე ვფიქრობ , რომ მეღირსა, მაგრამ ეს მომასვენებს?! ყოველ დილით ლამისაა ამწეკრანით წამიყვანოს უნიში. ჰოდა, უკვე გაღიმებული ვაგრძელებ ჩემს ტკბილ სიზმრებზე ფიქრს სადაც ჩემ სიმაღლე ვაშლის ნაყინი მიჭირავს და ვლოღნი , რომ უცბად ისეთი შეგრძნება მიჩნდება , თითქოს ჩემს ოთახს ავი სულები შემოესივნენ. მართლა ჩართო ამ უნამუსომ ჯაჯანიძე!
-აი ახლა, გამასწარი აქედან თორემ მურვან ყრუს შემოსევები მოგონება იქნება ისეთ ამბებს ჩაგიტარებ!-ნაპერწკლების ყრით ვდგები ლოგინიდან.
-ელენეეე, ელენეეე , ელენეეე აღააარ ყოფილააა ის დროოო, მურვაააან ყრუუუ წარსულს ჩაბარდააა ეშმაკმაც წაიღოოოოს.-არც მისმენს! ახლა , რომ გავუქანო ეს ლეპტოპი შიგ სახეში და ამოვაყოფინო თავი ტრავმატოლოგიურში ხომ არის ღირსი?! ლეპტოპის გატეხვა და ციხეში ჩაჯდომა არ მინდა, თორემ მზად ვარ ამ წამსვე ვთხლიშო! როდესაც საბოლოოდ ვხვდები, რომ აზრი არ აქვს ზდიო ამ თედიაშვილის ფან ბავშვს , ვნებდები და კარადასთან მივდივარ, იქნებ ჩაცმა მაინც მაცადოს! ჰო, კი ელენე! დაგაცდის აბა რა ! დაგაცდის ტანსაცმელი თუ დაგიტოვა რამე კარადაში!
-ნანუკა სად არის ჩემი ლურჯი მაისური?-უკვე ბოლს ვუშვებ ნესტოებიდან .
-მე მაცვიაა.-ისე მეღრიჭება , თითქოს მალარიამ კიარა ნანუკამ მოკლა ალექსანდრე მაკედონელი!
-ფანჯრიდან, რომ გისროლო, მერე ჩამოვიდე და მანქანას შევუგდო შენი თავი, მერე მთელ პეკინზე თმით გათრიო და ბოლოს მიგაგდო სადმე მაგაზე რააზრის ხარ?
-რა დღეში გაქვს ნერვები ელეე?! რას ქვია მიმაგდო?! რომ დამაორსულე ეგ ხომ კარგი იყო!-ბინა უნდა გავყიდო და ტელეფონი დავალომბარდო, მერე ტურისტულ სააგენტოში წავიდე , ბილეთი ვიყიდო და ნანუკა ჰოლივუდში გავუშვა , ისეთი ნიჭიერია გაუმართლებს უდაოდ!
-ხო ნუ ახლა, რომ გაგაფორმე ეგ კარგი იყო, მაგრამ ნახევარ საათში ლექციაზე თუ არ ვიყავით მიგვაფორმებს ერთმანეთზე ხუბულური და დეკანმა თუ გვნახა ჩათვალე დროა ბიზანტიას დავუკავშირდეთ და ომი დავგეგმოთ.-ვიცი, რომ აღარ არსებობს ბიზანტია რა იყოთ!
-ისე დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ვერ გიტანს იამზე(დეკანი).
-არა კაცო, არცმე არვიცი. რა დავაშავე ნეტავ, ხუბულურმა , რომ ნერვები მომიშალა , კლასიდან გასვლისას ფეხი დავუდე და მერე ძლივს ააყენა შვიდმა კაცმა ეგ არ იქნება. ზაირამ , რომ ტესტში 63 ქულა დამიწერა და ჟურნალი დავუმალე არც ეგ არ იქნება. იბლირწის , რომ მოვატყუე ვერ ვიმეცადინე უჯრედული ბიოლოგია-თქო , ბაბუა გარდამეცვალა თქო და მოსასამძიმრებლად მთელი უნივერსიტეტი თავზე დამაყენა ბაბუაჩემის დაბადებისდღეზე არც ეგ არ იქნება. ნატრულის, რომ მანქანის გასაღები მოვპარე და მზიას ჩავუდე ჩანთაში არც ეგ არ იქნება. იამზეს კაბინეტში , რომ დაგვიბარეს მე და შენ და ყროყინი დავიწყე არც ეგ არ იქნება. არა კაცო, ანგელოზივით მშვიდი წყნარი ბავშვი ვარ რაუნდა ჩემგან მიდი და გაიგე!
-ჰმმ..საკმაოდ ყვარებიხარ რა გინდა! იქნებ იმის გამო სამუშიას , რომ უთხარი მთელი უნივერსიტეტის წინ შენი და იამზეს ქორწილში მეჯვარე ვარო!
-ოო, რა ჩემი ბრალია?! ისე თვალებანთებულები უყურებენ ერთამნეთს ლამისაა ფული შევაგროვო და სასტუმროში ნომერი ვუქირავო ორი დღით!
-ეჰჰ ელენ, არაფერი გეშველება, არასდროს.
-რატომ, არ ეყოფათ ორი დღე?-ისეთი შეცხადებით ვთქვი დიკაბრიოს კიარა მე მესროლეთ ოსკარი!
-გამოადგა იქნებ ფეხი.-თვალებს ატრიალებს ქალბატონი ვერვარმაკლიამიშველეთელენერომარმყავდესრამეშველებოდა.
-რა ფეხი გოგო! საქორწინო ბეჭედს ფეხზე კიარა ხელზე უკეთებენ!
-ჰო აი, შენში დავხარჯავდი ბეჭდის ფულს რა.
ძლივს მივედით უნივერსიტეტამდე , მაგრამ რა ვქნაა, როოომ ბეეედიიი არრრრრ მწყაააალოოობსსსსს.. ლექცია დაწყებულია. ხუბულური სტარტზეა და ილანძღება , ჰო, ლექცია მესამე სართულზე გვიტარდება, მაგრამ პირველზეც კარგად მესმის ხუბულურის „შენ გაგიხმა თავი კაპანაძე“-ხმა.
ისტრუბიწელით ავრბივართ უსასრულო კიბეებზე , რომელიც 100%ით ვიცი, რომ სამოთხეში არ წამიყვანს, ეს უფრო ჯოჯოხეთია დედამიწაზე. კარებს ვაღებთ და რათქმაუნდა პირველს ცხვირზე სათვალე დაკოსებულ, ბალიშ აფეთქებულ, წითელ პომადა წასმულ(როგორც ჩანს ამან არიცის სად არის ტუჩები, აბა ულვაშებზე რატომ უსვია?!), მწვანე წენწასმულს ქალს ვხედავთ, ჰო, აი ეს არის მაკრინე ხუბულური, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მთავარი დედა!(მამაც).
-ძილი გაკლია ჯიქია თუ დასვენება?-ჰო, ნანუს არ იმჩნევს, ჯერ. ეხლა რაც ხუბულურმა თქვა მისთვის ეს „ძაან ღადაობა“ იუმორია და სვეცკი გამოჩნდება თავის მოსწავლეებთან. აუდიტორიაში ხითხითის ხმა ისმის, ის ბავშვები იცინიან, ვინც ყველაზე მაგრად ეტენებიან ხუბულურს.
-ისე ქალბატონო მაკრინე, ლოგიკურად , რომ ვიმსჯელოთ ძილიც მაკლია და დასვენებაც. ღამის სამ საათამდე ვმეცადინეობდი ჰისტოლოგიას და ამით თუ ვიმსჯელებთ..-თამამად და აწ უკვე გამხიარულებული ვცემ პასუხს მაკრინე მამიკოს.
-ოჰ. სწავლა გეზარება და ენის აქეთ-იქით ქნევა რატო არ გეზარება ნეტავ!
-ნუ ახლა მას, როდესაც საჭიროა ენაც უნდა იქნიო, ცოტა ხომ უნდა გაინავარდოს, თქვენ , რომ სამუშიასთან ერთად დადიხართ ხოლმე კლუბებში და ცეკვავთ, აი ასეთ რაღაცას აკეთებს ჩემი ენა თქვენთან ლაპარაკის დროს.
-გადი ახლავე აუდიტორიიდან და ჩემს ლექციაზე შემოსული აღარ დაგინახო ჯიქია!
-ნუ ყვირით მააას, ყელის იოგები დაგეჭიმებათ, ამხელა ექიმი ქალი ხართ ეგ არ უნდა იცოდეთ?!
-რამდენს ბედავ ჯიქია?!
-ორ კვირაში მაინც გადავდივარ თქვენი ჯგუფიდან, ჰო , ხვალ წვეულებას მოვაწყობ ამის აღსანიშნავად, ასე, რომ ჩემს თავს უფლებას ვაძლევ ცოტახანიც ვიზრუნო იმაზე, რომ თქვენი ჯანმრთელობა შერყეული არ იყოს .
-შენ შეგირყევ ახლა ფსიქიკას თუ ავდექი აქედან! დროზე გადი!
-იოგებს გაუფრთხილდით მას! ყველა ჩემსავით კარგი მოსწავლე კი არ არის , რომ შეგახსენოთ ხოლმე იოგები!-ამ უკანასკნელსაც ვეუბნები და კარს ვხურავ. ჰოომ, სად წავიდე ახლა? იამზე , რომ შემხვდეს მაგის თავი არ მაქვს.. ჰმმ მოიფიქრე რამე ჩემო უჭკვიანესო თავო!
ჰო, არმინდა იფიქროთ , რომ თავხედი ვარ და იმიტომ ველაპარაკე ხუბულურს ასე , უბრალოდ ეს არის ადამიანი, რომელმაც სამჯერ ცადა ჩემი ჩატოვება 3 კურსზე სრულიად უმიზეზოდ , რადგან პირდაპირი მნიშვნელობით თავს ვაკლავ ჰისტოლოგიას, ყველაფერს კარგად ვეუბნები და მისი ციტატა მაინც არასდროს იცვლება „ზარმაცი ხარ ჯიქია!“ . ჰოდა, ვიხდიდი მეც ფულებს , რომ არ ჩავრჩენილიყავი, მერე ამოვიდა ყელში და გამწარება დავუწყე, ახლა გადავალ ამის ჯგუფიდან და მერე ადგეს და სამუშია დატოვოს მესამე კურსზე თუ უნდა!
რამით ხომ უნდა გამეყვანა დრო სანამ ნანუ გამოვიდოდა, ხოდა გამახსენდა , რომ ჩემი უნი ვენდისის უკან არის. რატომაც არა?! მომენატრა ბურგერები! უი ხო, ვენდისის უკან , რომ უნია იქ ვინ წამოხვალთ?

№1  offline წევრი Anna_9

ძალიან კარგია. შემდეგში ცოტა დიდ თავს ველოდები ❤

№2 სტუმარი ნატუკა

სტანდარტული ბანალური სათაური. ბანალური დასაწყისი გაღვიძებით, ლანძღვით
და ეს წერის ბანალური ქაჯური სტილი რომლის გატარებასაც იუმორში ცდილობთ და არ გამოგდით:((

№3 სტუმარი Nenee

ნატუკა
სტანდარტული ბანალური სათაური. ბანალური დასაწყისი გაღვიძებით, ლანძღვით
და ეს წერის ბანალური ქაჯური სტილი რომლის გატარებასაც იუმორში ცდილობთ და არ გამოგდით:((

აუ ეს რა გამწარებულიააა:დდ ვისთვის როგორ საკალელოო

№4 სტუმარი ნატუკა

Nenee

რეალურად რაც დავწერე ეგაა დაშენ თუ რეალობას ხარ აცდენილი რავი.

№5 სტუმარი სტუმარი bells

Kargia magram imdeni landzgvaa ro mteli cxovreba meyopa ddd veli shemdegs

№6  offline წევრი ElisabethLee

Anna_9
ძალიან კარგია. შემდეგში ცოტა დიდ თავს ველოდები ❤

მადლობა დიდი <3

ნატუკა
Nenee
ნატუკა
სტანდარტული ბანალური სათაური. ბანალური დასაწყისი გაღვიძებით, ლანძღვით
და ეს წერის ბანალური ქაჯური სტილი რომლის გატარებასაც იუმორში ცდილობთ და არ გამოგდით:((

აუ ეს რა გამწარებულიააა:დდ ვისთვის როგორ საკალელოო

რეალურად რაც დავწერე ეგაა დაშენ თუ რეალობას ხარ აცდენილი რავი.

კარგი დაწყნარდით <3 ნენე, ნატუკა ასე ფიქრობს და ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ დაწერა მისი აზრი <3 ნენე, შენ კიდევ მადლობა, რომ მოგწონს <3

Nene Mariamidze
საკაიფოა, :D :D კარგი გაგებით რა თქმა უნდა. მომეწონა და ველი შემდეგს. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მეგრელი და სვანი ერყმანეთს იშვიათად უგებს და ვფიქრობ უკვე ვიცი როგორი წყვილი გამოაცხვე. ♡♡

მადლობა დიიდიი *_* <3

სტუმარი bells
Kargia magram imdeni landzgvaa ro mteli cxovreba meyopa ddd veli shemdegs

ჰაჰაჰაჰ :D <3 მადლობა <3

№7  offline წევრი crazy girl sofi

ნატუკა
სტანდარტული ბანალური სათაური. ბანალური დასაწყისი გაღვიძებით, ლანძღვით
და ეს წერის ბანალური ქაჯური სტილი რომლის გატარებასაც იუმორში ცდილობთ და არ გამოგდით:((

ნატუკა ისე ასეთი კომენტარებიც კი არის საჭირო იმისთვის რომ ეცადოს უკეთესი გახადოს ისტორია მაგრამ არც ამდენად ასეთი კომენტარები აქ ისეთი ადამიანებიც ვისი ისტორიებიც შენ მოგწონს ასე დაიწყეს და ყველა იყო დამწყები არავინ არ ყოფილა თავიდანვე პროფესიონალი იწყებენ და ნელ-ნელა ვითარდებიან რათქმაუნდა როგორც საიტის სტუმარს და მკითხველს გაქვს აზრის გამოთქმის საშუალება მაგრამ არც ასეთის . ჩემი რჩევაა გაითვალისწინო ეს

№8  offline წევრი ElisabethLee

crazy girl sofi

არააუუშავსს <3 დამწყები არვარ სხვა ექაუნთით ვწერდი და ძალიან პოპულარული ისტორიები მქონდა ეს ერთხელ გადავწყვიტე ბანალურად დაწყება, მაგრამ მხოლოდ დასაწყისი იქნება ბანალური <3 თუ არმოსწონს შეუძლია თქვას ამით მე ვერაფერს შევცვლი ნამდვილად , მაგრამ აზრის თავისუფლება ყველას აქვს და არ ვაპირებ ნერვების აშლას ან გამოხტომებს ამ ყველაფერზე <3 მადლობა სოფი <3

№9  offline წევრი crazy girl sofi

ElisabethLee

დამწყებიც რომ არ ხარ მაგას აზრი არ აქვს უბრალოდ აქ ყველა პროფესიონალურად დაბადებული არაა .. შეიძლება არ მოეწონა მას და ვერც ვერაფერს ეტყვი პირადი აზრია მაგრამ არც ასეთი კომენტარებია საჭირო უფრო რბილადაც შეიძლებოდა თქმა heart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent