შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველას წინააღმდეგ (თავი1)


2-12-2017, 21:05
ავტორი naattii
ნანახია 3 385

-ლიკაააა,ადექი თორემ საუზმეც გაგიცივდა და სკოლაშიც დაგაგვიანდება_სულაც არ მინდოდა თვალების გახელა ისეთ მშვენიერ სიზმარს ვხედავდი, მაგრამ სხვა გზა მაინც არ მქონდა. სიზმრით ნასიამოვნები ღიღინით ავდექი, ჩემი მემგონი ერთადერთი კაბა გამოვიღე და სანამ ჩავიცვამდი სახე ჩამომეღვენთა, საშინლად არ მიყვარდა ამ კაბის ჩაცმა, რადგან როგორც სხვები ამბობდნენ ჩემი ''გრძელი'' ფეხების გამო მთელი დღე ყურადღების ცენტრში ვიყავი, რაც ასევე საშინლად არ მიყვარდა. დავარცხნილი თმა რა თქმა უნდა გავიშალე და როგორც ყოველთვის სარკეში ჩაუხედავად ჩავირბინე კიბეები.
-დე მამა სად არის?
-არ ვიცი შვილო ღამით არ დაბრუნებულა,ეტყობა კიდევ სამსახურში ჩაეძინა_თავი გადააქნია დედამ და ჭურჭლის დარეცხვას შეუდგა,დედა საშინლად მეცოდებოდა,რამდენიმე თვის წინ უსამართლოდ გამოაგდეს სამსახურიდან და სხვაგან ვერაფერი იპოვა, მამა კი ერთ-ერთ ფირმაში მუშაობდა და საათობრივად უხდიდნენ ამიტომ სახლში თითქმის ვეღარ ვხედავდით, გული
საშინლად მწყდებოდა მაგრამ მეთვითონ ვერაფრით დავეხმარებოდი ჯერ მხოლოდ 17 წლის ვიყავი და ერთადერთი რაც შემეძლო წერა იყო. დღიურიც მქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩანახატები, მოთხრობები, ნოველები იმდენად ახლოს მიმქონდა გულთან თითქმის მათში ვცხოვრობდი,იმისიც კი მჯეროდა რომ ჩემს პრინცს ერთი დანახვით ვიცნობდი, მაგრამ ჯერ არ ჩანდა და მეც მორჩილად ველოდი.
-დედა მე პირდაპირ წავალ რა, არ მშია თანაც არ მიყვარს გოგოებს რომ ვალოდინებ, მიყვარხარ_ლოყაზე ვაკოცე და სახლიდან გამოვვარდი. სკოლა საკმაოდ შორს იყო ამიტომ ავტობუსით დავდიოდი, როგორც ყოველთვის დავჯექი თუ არა ჩემი ახალი ნოველის წერა განვაახლე, სწორედ საინტერესო ადგილას მივედი სადაც, როგორც იქნა მთავარმა გმირებმა ერთმანეთი იპოვეს და მათი სიყვარული კოცნით უნდა დაგვირგვინებულიყო, როცა უკან საშინელი სიგნალის ხმა გაისმა და თითქმის იმწუთას გვერდიდან ძალზედ მოდური მანქანა გამოვარდა,
დიდი სიჩქარით ჩაგვიქროლა და ფანჯრიდან ხელი აგვიწია. მაშინვე ვიცანი ვინც იყო. ჩვენი სკოლის ყველაზე ''სვეცკი'' და პოპულარული ბიჭი დათო, რომელსაც ფულიანი მამიკო ყავდა და სწორედ ამითი იყო მაგარი.სკოლის გაჩერებაც მოსულიყო და კიდევ კარგი რომ ამოვხედე თორემ აუცილებლად გავცდებოდი. გოგოები სკოლის შესასვლელთან მელოდნენ ესენი ჩემი საუკეთესო მეგობრები ანუკი და ნინი იყო. ერთმანეთის გარეშე არაფერს ვაკეთრბდით და ყველა განუყრელებს გვეძახდა.ერთმანეთის მოკიტხვა ვერ მოვასწარით სწორედ იმ დროას მოადგა სკოლას დათოს მანქანა, თუმცა დღეს მარტო არ იყო... მანქანიდან გადმოვიდა და რადგან სკოლის შესასვლელში ვიდექით ჩვენსკენ წამოვიდა:-გამარჯობათ გოგონებოო_და მომხიბლელად გაგვიღიმა, ალბათ ამ დროს სიხარულისგან უნდა გვეკივლა რადგან გაგვიმართლა და ნება იბოძა რომ მოგვესალმა მაგრამ სამივემ ამრეზით ავათვალიერეთ და გვერძე გავდექით რომ გაგვეტარებინა, სწორედ
ამ დროს გადმოვიდა მანქანიდან მისი თანმხლები... დიდი სიამოვნებით მექნებოდა პირი კიდევ დიდხანს დაღებული ანუკის მუჯლუგუნი რომარ მეგრძნო და ეთქვა რაღას უცდი წამოდიო.
დათოს სულაც არ გავდა,მასზე მაღალი იყო,გამხდარი,სულ ოდნავ მოგრძო თმებით და რაც ყველაზე მეტად მიყვარდა: მწვანე თვალებით. გვერდით გავლისას გამიღიმა და მოგვესალმა. დღეს პირველად ვხედავდი ეტყობა ახალი იყო, საცოდავი როგორ ''გაუმართლაა'' ეგრევე დათოს ხელში რომ ჩავარდა, თუმცა მივხვდი რომ ისიც დათოსავეთ მდიდარი და ფულიანი მამიკოს შვილი იყო და იმედგაცრუებულმა თავდახრილმა გავაგრძელე გზა. ბოლო გაკვეთილი სამივეს სხვადასხვა გვქონდა, ამიტომ მე როგორც პირველად გამოსულმა, სკოლის ეზოში ჩვენს საყვარელ ხესთან უნდა დამეცადა, იქვე „სკამეიკა“ იყო და თავისუფალ დროს ყოველთვის აქ ვატარებდით, ის იყო ჩამოვჯექი რომ სკოლიდან დათო გამოვიდა ახალ მოსწავლესთან ერთად და იქვე დამდგარ გოგონების
ჯგუფთან მივიდნენ, დათოს შეყვარებული მხარდამჭერთა გუნდის კაპიტანი იყო, ასევე ყველაზე პოპულარული გოგო სკოლაში და მის დანახვისთანავე კისერზე ჩამოეკიდა, შემდეგ კი მისი დაქალი ახალ მოსწავლეს გააცნო, ყველაფერი აშკარა იყო ამ საცოდავს უკვე გოგოც მოუძებნეს, გულში ჩამეცინა და თავი გადავაქნიე საშინლად მოსაბეზრებელი იყო ჩემთვის ამათი ვითომდა პოპულარობის გაგება და თვალისდევნება. ყველაზე ცუდი ის იყო რომ ეზოში მეტი არავინ იყო მათ გარდა ასე რომ მათთვის რომარ მეყურებინა ჩემი განუყრელი ჩანახატების რვეული ამოვიღე და წერა განვაახლე, არ ვიცი ასე როგორ ჩავიკარგე ჩემსავე გამოგონილ ისტორიაში რადგან როცა ამოვიხედე ეზო მოსწავლეებით გავსებულიყო,ჩემსკენ კი გოგოები მოდიოდნენ და რაღაცაზე გულიანად კისკისებდნენ.
-ლიკ შეხედე იმ საცოდაავს? ალბათ უკვე ნანობს აქ რომ გადმოვიდა_კიდევ ერთხელ გადაიხარხარა ანუკიმ და დათოსკენ გამახედა, ჩვენგან მოშორებით იჯდნენ, დათო სალომეს ჩახვეოდა და გამწარებული კოცნიდნენ ერთმანეთს, ახალ ბიჭს კი სალომეს დაქალი მიჯდომოდა გვერდით და როგორც ჩანდა ლაპარაკით ტვინს უბურღავდა რადგანაც საწყალი სახით აქეთ-იქეთ იხედებოდა და ზოგჯერ გახედავდა რომ უბრალოდ თავი დაექნია ან ეგრძნობინებინა რომ ვითომ უსმენდა. იმდენად სასაცილო სცენა იყო მეც კი სიცილი ამიტყდა, თუმცა რატომღაც საშინლად მომინდა დავხმარებოდი, ამიტომ არც კი დავფიქრებულვარ ისე გავემართე მისკენ,გაოცებულმა ანუკიმ ნინის გადახედა,მან მხრები აიჩეჩა და დამიძახეს მაგრამ უკან აღარ დამიხევია, პირდაპირ მათთან მივედი და მივმართე:
-შენ ახალი ხარ ხო? ბატონმა თამაზმა დამაბარა მასთან მიგიყვანო, მემგონი შენს საბუთებში ვერ გაარკვია რაღაც, თუ შეიძლება გამომყევი_ თავაზიანად გავუღიმე და შემოვბრუნდი თუმცა თავის დაღწევით გახარებული სანამ სიტყვას დავამთავრებდი მანამდე წამოხტა და უკან გამომყვა, სანამ სკოლაში არ შევედით არც გავჩერებულვარ და არც ხმა ამომიღია, ბოლოს მივუბრუნდი და ვუთხარი: -ნუ გეშინია არავითარი პრობლემა არაა საბუთებში, არც ვინმე გეძახის,უბრალოდ ისეთი საწყალი სახე გქონდა ...._ აღარ დავამთავრე და კიდევ ერთხელ ამიტყდა სიცილი
-ხო მივხვდი მაგრამ არც კი ვიცი როგორ გადაგიხადო მადლობა, მართლაც რომ გადამარჩინე თორემ სულ ცოტაც და... _ისიც ამყვა სიცილში_ ხო მე ლუკა მქვია _ ხელი გამომიწოდა და როცა ჩემი მივაგებე ისეთი სასიამოვნოდ თბილი ხელი დამხვდა მეც კი გავოცდი_მე ლიკა,სასიამოვნოა_მაგრამ ეხლა თუარ წავედი გოგონები მომკლავენ_ჩემი ხელი ისევ ხელში ჰქონდა, ფრთხილად ჩამოვართვი და გაღიმებული გამოვედი სკოლის შენობიდან. ხესთან კი გოგოები მიცდიდნენ რათქმაუნდა ცნობისმოყვარე თვალებით, გამეცინა რადგან ყველაფერი ზუსტად
სიტყვა-სიტყვით უნდა მომეყოლა.
სკოლიდან რა თქმა უნდა ერთად წამოვედით, ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით, მაგრამ ყოველთვის ანუკისთან ვიკრიბებოდით, გზაში ჩვენს დამარხულ საყვარელ ნივთებზე ვსაუბრობდით და ვერ ვწყვეტდით როდის უნდა დაგვებრუნებინა, მე ვიძახდი რომ სკოლის დამთავრების დღეს, ანუკი როდესაც რომელიმეს ვინმე შეგვიყვარდებაო, ნინი კი უბრალოდ გვიყურებდა და ჩვენს სისულელეებზე იცინოდა. როგორც იქნა სახლამდეც მივედით, ჩანთები მოვიხსენით და სანამ მეცადინეობას დავიწყებდით საჭმლის მომზადება გადავწყვიტეთ. მათემატიკა ყოველთვის მიჭირდა რადგან ყველაზე საძულველი საგანი იყო და ნინიც იტანჯებოდა როცა მიხსნიდა. როგორც იქნა დავალებებს მოვრჩით და დავიშალეთ სახლისკენ მიმავალმა რატომღაც გულდაწყვეტილმა გავიფიქრე, რომ ლუკა მეტჯერ აღარც გვიხსენებია. გოგოებისგან დამალული არასდროს არაფერი მქონია, მაგრამ ეხლა რა უნდა მეთქვა? რომ უბრალოდ ბიჭი დავინახე და მის მერე ვფიქრობ მასზეთქო? არანორმალურად ჩამთვლიდნენ რაშიც მართალია ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ მაინც უცნაურად ჟღერდა... სახლში მისულმა მაშინვე დღიური მოვიმარჯვე და ჩემი მხატვრული ლექსიკით იმ დღის აღწერა დავიწყე, დასასრულს როცა უკვე დღიური უნდა დამეხურა რატომღაც კიდევ ერთხელ გადავხედე და ღიმილით აღმოვაჩინე რომ თურმე მშვენიერი ჩანახატი გამომსვლია რასაც ''უცნაური გრძნობა'' ვუწოდე. უცნაური სიახლით აღფრთოვანებულს კი მალევე ჩამეძინა.

როგორც ყოველთვის არც დღევანდელი დილა გამოდგა გამონაკლისი და ღიღინით ავდექი, ავდექი არა წამოვფრინდი, მოვწესრიგდი თმა გავიშალე და საათს რომ შევხედე გაოცებისგან პირი დავაღე ასე ადრე ცხოვრებაში არ ავმდგარვარ, თანაც ჩემით გამეღვიძა, თავი გადავაქნიე და ქვემოთ ჩავედი, დედაც კი არ ამდგარიყო ჯერ, ამიტომ დრო ვიხელთე და გადავწყვიტე საუზმე მისთვისაც დამეხვედრებინა, როცა გაიღვიძა და ხალათ მოხვეულმა ქვევით გაშლილ მაგიდასთან ჩემი საყვარელი კარაქიანი პურით დამინახა, ჯერ თვალები მოიფშვნიტა ხომ არ მეჩვენებაო მერე კი დაბნეულმა ღიმილით მითხრა:
-ჯობია ავიდე ხო კარგად გამოვიძინებ თორე, რაღაცეები მელანდება უკვე_ გაეცინა და გვერდით მომიჯდა.
-დედა იცი რაღაც მინდა გთხოვო, შაბათს გოგონები კინოში მიდიან ახალ ფილმს უჩვენებენ, ძალიან გთხოვ შეიძლება წავიდეე???_ ამის გაგონებაზე დედამ ფრთხილად დადგა ჭიქა თეფშზე და აცრემლებული თვალებით შემომხედა:
-მაპატიე შვილო, ხომ იცი შენთვის არაფერს დავიშურებ მაგრამ არამგონია მამაშენს ახლა კინოს ბილეთის ფული ჰქონდეს, საყვარელო უნდა გაგვიგო_ ამ სიტყვებით ლოყაზე მომეფერა და როგორც შეეძლო გამიღიმა. მთელი არსებით შევძრწუნდი, არა იმაზე რომ წასვლა არ შემეძლო არამედ იმაზე რომ დახმარება არაფრით შემეძლო, რა სულელი ვიყავი საერთოდ რატომ ვეუბნებოდი, ტყუილად ვატკინე გული, წამოვდექი ჩავეხუტე და მხიარულად ვუთხარი:
-კარგი რა დედა, დიდი რამე კიდევ ერთი იდიოტური ფილმი იქნება_ჩანთას ხელი დავსტაცე და კარების დახურვისას დავინახე როგორ გადამწერა
პირჯვარი აცრემლებულმა. მთელი გზა ვფიქრობდი რითი შემეძლო დახმარება ჩემი მშობლებისთვის, მაგრამ იმის გარდა რომ არაფერიც არ შემეძლო ვერაფერი მოვიფიქრე, გოგოებისთვისაც კი არ გამივლია საშინლად გაღიზიანებული წავედი პირდაპირ სკოლაში. როგორც ყოველთვის ჩემი კაბა მეცვა რის გამოც სკოლის ეზოში შესულს რამდენიმემ დამისტვინა, ამან უარესად გამაღიზიანა.
სკოლის კარებთან ლუკა იდგა დათოსთან და სალომესთან ერთად, სალომეს დაქალი არსად ჩანდა ალბათ დამარცხება აღიარა თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად მაღელვებდა. მათ გვერძე ჩავლისას ლუკამ გამაჩერა და მომესალმა თუმცა ყველაფერზე გაღიზიალებულმა უხეშად მივუბრუნდი:
-რა იყო სტვენა აღარაა საკმარისი უკვე სხვა ეტაპზე გადახვედი?_უცებ ჩაწია ხელი და საოცრად მომხიბვლელი, მაგრამ ამავდროულად ნაწყენი სახით შემომხედა და მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა მაგრამ როცა დათომ ზურგზე ხელი მიარტყა და ვითომ ჩუმად ჩასძახა: -უჰუუუ, ხედავ რა ჩაგიტარა_ და სიცილი აუტყდა, ჩემი სინდისი ისევ სადღაც გაქრა და სკოლისკენ ვიბრუნე პირი. გაკვეთილებზე მოუსვენრად ვცქმუტავდი, ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა,ვგრძნობდი გოგოების გაოცებულ მზერასაც, მაგრამ ვიცოდი არაფერს მკითხავდნენ, ისინიც მიცნობდნენ და წინასწარვე იცოდნენ თუ რამის თქმას ვაპირებდი ისედაც ვეტყოდი. მთელი გაკვეთილების განმავლობაში მისი ნაწყენი მწვანე თვალები მოსვენების უფლებას არ მაძლევდნენ. შესვენებაზე, როცა ყველა კაფეტერიაში წავიდა, მე ეზოსკენ ვიბრუნე პირი გოგოებს კი დავუბარე ადგილი შემინახეთთქო. როგორც კი გარეთ გავედი მაშინვე დავინახე, ჩემს საყვარელ „სკამეიკაზე“ იჯდა და რვეულში რაღაცას წერდა. ბოდიშის მოხდას მიჩვეული არ ვიყავი, მითუმეტეს ბიჭთან ეს არასდროს დამჭირვებია, თუმცა უკან დასახევი გზა არ მქონდა. ღრმად ჩავისუნთქე და თავზე დავადექი.-იცი ჩემს ადგილას ზიხარ_გაკვირვებულმა ამომხედა და როცა მე შემხედა, თვალებში დაბნეულობა ამოვიკითხე,მე კი გულთბილად გავუღიმე...



№1 სტუმარი M a R i a

dzalian kargia da velodebi shemdeg tavs <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

საინტერესო დასაწყისია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent