ანუკი(6)
რეზი ქვევით ჩავიდა. ანუკისაც სხვა გზა არ ჰქონდა, ალექსის ნაყიდი კაბის მაგივრად სანდროს ნაჩუქარი ულამაზესი შავი კაბა ჩაიცვა. -ხო უნდოდათ რო ჩავსულიყავი. ხოდა მიყურონ ეხლა-შავი თავსაფარიც იპოვა, თავზე დაიბურა და ქვემოთ ჩავიდა. კიბეებზე ჩასვლისას ყველა ანუკის აშტერდებოდა. ანუკი კი მხოლოდ ალექსს უყურებდა რომელიც სიბრაზისგან პამიდორს დამსგავსებოდა. -რა მუსიკა და ხმაურია? მე აქ ვგლოვობ და თქვენ? რა ფერებში გამოწყობილხართ?! ხედავთ აქ რამე სახალისოს?! ეს არის საცოდაობა, მერამდენე საუკუნეში ვცხოვრობთ და კიდევ...-უცებ ალექსი ანუკის მივარდა და გადაეფარა. -ბოდიშს გიხდით, ანუკიმ ბევრი დალია და მთვრალია... დასვვენება სჭირდება, მადლობა ყველას მოსვლისთვის. -არა, ერთი წუთით ალექსს.... სიმა-ალექსმა პირზე ააფარა ხელი და ზევით აიყვანა. -რა გაცვია რა არი ეს!!! ან რეებს ბოდავ! გინდა რომ მამაშენმა მართლა დაგბრიდოს?! თუ ეგ არ დაბრიდავს მე დაგბრიდავ!!!-ამ დროს კარი გაიღო და მამამისი შემოვარდა. მან ანუკის სახეში გაარტყა და ის საწოლზე დაეცა. -შე უმადურო!!! ამდენი წლის განმალობაში ყველაფერს გისრულებდით!! ერთი რაღაცა გთხოვეთ და ეგეც ვერ შეასრულე!! შენთვის გავაკეთეთ!!! სწავლა შენ არ გინდა, არაფერი შენ არ გინდა!!! ქმარი და ოჯახი ერთადერთი გამოსავალი იყო შენთვის!!! ერთხელ მაინც გამოიყენე ტვინი!!! -ჩემ ცოლს მეორეჯერ ხელს აღარავინ შეახებს-ალექსი ანუკის გადაეფარა-ბატონო ზურა კიდევ ერთხელ ან იარაღს დაუმიზნებთ, ან გაარტყამთ და მე ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ. გასაგებია? -როგორ ბედავ!!! -ზურა!!!-ელენე ზურას დაედევნა და ოთახიდან ძლივს გაიყვანა. ანუკი იატაკზე იჯდა, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. ალექსი ისეთი გაბრაზებული აღარ ჩანდა. -ანუკი... ანუკიმ ოდნავ აწია თავი, მხოლოდ შემდეგ შეამჩნია რომ ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა. -ტუჩი გაქ გახეთქილი... -ალექსმა ხელსახოცი წყლით დაასველა და ანუკის მისცა. -არ მინდა... -ანუკი...-მან ღრმად ამოისუნთქა, ანუკი ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა-მესმის... ეს არ არის ისეთი ცხოვრება რომელზეც ოცნებობდი 17წლის ასაკში... მაგრამ დადებითი მხარეებიც აქვს ამ ყველაფერს. მე ისეთი მონსტრიც არ ვარ, თუ მომცემ იმის საშუალებას რო გენდო, სულ თავისუფალი იქნები. ანუკი ალექსისკენ გადაბრუნდა. -მპირდები? -გპირდები-ალექსმა ქვევით ჩასვლა დააპირა, მაგრამ ანუკიმ გააჩერა. -შეგილია დარჩე? -რა? -არ... შეგილია დარჩე? არ მინდა მარტო... ნინიც ალბათ წავიდა. -კაი, ერთი პირობით. -რა პირობით? -რამოდენიმე კითხვის დასმის საშუალებას მომცემ და სიმართლეს მიპასუხებ. -მეც. -იქით მიყენებ პირობებს? -არ გაწყობს? -კარგი-ალექსმა კარი მიხურა და საწოლზე ჩამოჯდა. -დავიწყო თუ დაიწყებ? -დაიწყე. -ჯენტლმენი. მხოლოდ სიმართლე. ლიზა გიყვარს? -ანუკი. -რა? შენთითონ თქვი მხოლოდ სიმართლეო. -ხო, მიყვარს. -რთული იყო ამის პასუხი? -ის ტიპი, ვინ იყო? -ვინ ტიპი? -ვისთან ერთადაც იყავი იმ სახლში. -სანდრო. -გასაგებია მაგრამ ვინ იყო? -ჩემი შეყვარებული. -რამდენი ხანია? -ეგ მეორე კითხვაა. შენ და ლიზი რამდენი ხანია ერთად ხართ? -მეოთხე წელია. -და აქამდე ცოლად არ მოგიყვანია?!! -ფიქრობდა რომ ადრეა. შენ და სანდრო? -ა... მე და სანდრო... რავი დიდიხანია... პატარაობიდან. -ვა... მერე აქამდე რატო არ გაყევი? -დიიიიმ, მეორე კითხვაა. -წეღან შენც მეორე დამისვი. -17ის ვარ. ეხლა მე, გამაცნობ? -ანუკი, მემგონი არასწორი იქნება. ლიზიმ ისედაც ბევრი აიტანა, ბევრი მის ადგილას დამშორდებოდა. -მე სანდროს გაგაცნობ. -სანდროს უნდა დაშორდე. -რა?! შენ შეგილია რო გყავდეს შეყვარებული მაგრამ მე არა? -ეს სულ სხვა საკითხია... მე და ლიზი... -რა სულ სხვა საკითხია?! ალექს, მთელმა ქალაქმა ილაპარაკოს რომ შენ ვიღაც ნა*ასთან დადიხარ და მე ესეთს გავყევი რომელიც პირველივე დღიდან მღალატობს? თან არც ვუყვარვარ? -არაფერს იტყვის, თავმოყვარეობა გააჩნია. -რომ გააჩნდეს.. -ანუკი, ძაან არ მინდა დღეს შენთან ჩხუბი, მემგონი დამეთანმხები რო ორივეს ძაან მძიმე დღე გვქონდა. მოდი ხვალ ვილაპარაკოთ ამაზე. -ისე იქცევი თითქოს 5წლის ვარ, როდესაც ჩვენ შორის 2 წელზე მეტი არ არის სხვაობა. -უფრო მეტია. -ჰა 3. -კიდე უფრო. -რა? რამდენი წლის ხარ? -24. -ვერ გავიგე?!!! -24-ალექსს გაეღიმა. -7წლით დიდი ხარ ჩემზე? -ხო. რამეს ცვლის? -ბევრ რამეს. არ გავხარ, მაქსიმუმ 20. ანუ როგორ, ბატონო ალექსანდრე, ესე უნდა მოგმართო? -რატო ეგრე? ეგეთ ბებერს ვგავარ? -კაი, კიდე ერთი კითხვა მაქვს და მორჩა. -რა კითხვა? -შვილიშვილი რო მოითხოვოს დედაშენმა დათანხმდები? -რა იყო შვილი გინდა?-ალექსმა სიცილი დაიწყო, რაზეც ანუკი გაწითლდა -მე არა, მაგრამ.. მემგონი დედაშენს უნდა შვილიშვილი. -მე ვეტყვი რო არ მინდა. -და ესე ადვილად დაგანებებს თავს? -მოდი თუ სხვა რამე გინდა, პირდაპირ მითხარი-ალექსი სიცილს ვერ წყვეტდა-ანუკი, ჯერ ბავშვი ხარ, ერთ ოთახშიც კი არ გვეძინება. უბრალო საყვარელი ბავშვი ხარ. ანუკის ეს სიტყვები გულში ისარივით ჩაერჭო, მაგრამ არ შეიმჩნია. მაშინვე შეიცვალა სახის გამომეტყველება და ალექსს ზედაც აღარ უყურებდა. -კაი, დავიღალე. შეგილია წახვიდე. -რა იყო, გაბრაზდი?-ალექსი უფრო ახლოს გადაჯდა. -არაფერზე არ გავბრაზებულვარ, შეგილია წახვიდე-უხეშად უპასუხა და ზურგი მიაქცია. -ანა. -ნუ მეძახი ანას. -მინდა და გეძახი. ანაა, ქალბატონო ანა, როგორ დავიმსახურო თქვენი პატიება? -მარტო დამტოვეთ, ალექსანდრე. -კაი, მართლა. -მეც მართლა ვამბობ. -კაი.. -შუქიც ჩააქრე. -ამ სამგლოვიარო კაბით დაიძინებ? -რა კაბით დავიძინებ შენ არ გეხება. ალექსს გაეცინა, ანუკის შუქი ჩაუქრო და ქვევით ჩავიდა. ნინის ძებნა დაიწყო და როდესაც იპოვა მასთან მივიდა. -რა გინდა? -ნინი ხო? -ხო. მერე? -აუ რა იყო, ხო არ მომყავხარ შენც ცოლად. რაღაც მინდა გთხოვო. ანუკი არი ძაან ცუდ ხასიათზე და დამეხმარე, რითი შეილება ოდნავ გავახალისო? -აა, ანუკი გადარდებს? -სადისტი ხო არ ვარ? არ მსიამოვნებს ესე რო არი. თან მამამისსაც ზედმეტი მოუვიდა. -მწვანე ჩაი და ნუტელა. -რაა? -ეს არი რითიც დაამშვიდებ და ამავდროულად გაამხიარულებ. მწვანე ჩაი ნერვებს უწყნარებს და ნუტელა კი სიგიჟემდე უყვარს. -და სხვა არაფერი? -არა, სხვა არაფერი. -საერთოდ? საჭმლის გარდა არაფერი. -სადმე წაიყვანე, სეირნობა უყვარს. -ეხა არ გამომყვება...კაი ვიცი რასაც ვიზამ. ალექსი მაღაზიაში წავიდა. მანამდე კი ნინი ანუკის ოთახში ავიდა. -ნინი, ვიძინებ. -ალექსს ველაპარაკე. -რა უნდოდა?-წამოჯდა და შუქი აანთო. -ანუკი ცუდ ხასიათზეა რითი გავართოო. -მერე რა უთხარი? -ნუტელა და მწვანე ჩაი თქო. -და იმედი აქ რო მაგით ხასიათზე მომიყვანს? ციხიდან გამათავისუფლოს და ჩემზე ბედნიერს ვერავის იპოვის. არც ამათი ფული და ბინა მინდა და არაფერი. სუ რო მათხოვრობა მომიწიოს მაინც ბედნიერი ვიქნები. თავისუფლება მაინც მექნება. -ნუ ლაპარაკობ ეგრე ანუკი. მამაშენი განერვიულებული იყო და მაგიტო... -ნინი, სულ რო ნუტელას მაღაზია გამიხსნას ტიპს არასდროს შევიყვარებ. -ეჭვი მეპარება. -ჰა? -როგორც კი ალექსი ვახსენე გიჟივით წამოვარდი. -ხო არ გაკლია? ორ დღეზე მეტი არც ვიცნობ. -რავი, აქამდე არავინ გადარდებდა. -არც ეხა მადარდებს.... ნუტელას საყიდლად წავიდა? -ესეც ვიცოდი. -ნინი, ნერვებს მიშლი. რეზი წავიდა? -არა, ქვევით არის მამაშენს ამშვიდებდა. კაი გიყვარს? -არა, საიდან მოიტანე? -გიცნობ, რო გინდოდეს დიდი ხნის უკან გაიქცეოდი, არც ცდილობ. -არ ვცდილობ? სალონი და დაჩა დაგავიწყდა? -უკეთესი შეგეძლო. -ჩემ გასაკრიტიკებლად ამოხვედი?- -არა უბრალოდ მინდა რო სიმართლე მითხრა, სანდრო არასდროს გიყვარდა, უბრალოდ იყენებდი. -ისე მართლა დამარეკინე რა სანდროსთან. -ანუკი, უცებ რო მოვიდეს? -არ მოვა, მომეცი რა ტელეფონი. -კაი, ოღონდ დროზე. მე კართან ვიდგები. ნინიმ ანუკის ტელეფონი მისცა და გავიდა. მან სანდროს დაურეკა.- -ნინი? -სან, მე ვარ. -ანუკი?! რა ქნა იმ სი*მა! -არაფერი. საერთოდ არ შემხებია, მართლა კარგად ვარ. პირიქით, შენ ხო კარგად ხარ? -მე კარგად ვარ, ეხლა ვლაპარაკობდით ბიჭები. მოვიფიქრებთ როგორ წამოგიყვანოთ მაქედან, უნივერსიტეტის საკითხს და ყველაფერს ვაგვარებ, მერე პასპორტები... და 18ის რო გახდები ქვეყნიდან წავალთ. უცხოეთში ვერც მოგვძებნის. -სან, ძაან მომენატრე. ამასობაში ალექსიც მოვიდა. მას ხელში უზარმაზარი დათვი ეკავა, რამოდენიმე პარკი. ანუკისთვის ახალი ტელეფონი ჰქონდა ნაყიდი, ამასთან ერთად ნუტელაც, შოკოლადი და ჩაი. ზევით ავიდა, შესვლას აპირებდა მაგრამ ნინიმ არ შეუშვა.- -ეხა დაიძინა არ გააღვიძო. -უბრალოდ შევუტან... -არა, კაი, ცოდოა რა ტირის. -მითუმეტეს, ნინი გამატარე ჩემი ცოლია. ალექსმა კარი გააღო და დაინახა გაბრწყინებული ანუკი. -მეც ძაან მიყვარხარ სანდრო. ანუკის არც დაუნახავს თუ როგორ შემოვიდა ალექსი, მხოლოდ კარის ბრახუნის შემდეგ გაიხედა და დაინახა იატაკზე დაგდებული სათამაშო დათვი და პარკები. *** იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.