შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება დემონი თავი 10


3-12-2017, 20:48
ავტორი katiusha
ნანახია 3 933

სახელოსნოში დაკითხვა გვიან დაასრულა გელოვანმა. რამდენი არ ეცადა, საიდან არ მიუდგა ბიჭს მაგრამ ვერაფერი დააცდენინა ისეთი რომ ხელჩასაჭიდი გამხდარიყო.არც ავარიაზე და არც იმ უჩინარებთან კავშირზე.ბოლოს დაემუქრა პროკურატურაში დაგიბარებ და იქ მოგხედავო და გაბრაზებულმა დატოვა იქაურობა. არა იმაზე კი არ იყო გაბრაზებული რომ დაკითხვამ ასე ჩაიარა. იმაზე უფრო რომ ელენეს შეიძლება რამე კავშირი ჰქონოდა მათთან.
ქუჩას ფეხით დაუყვა. ახლა მარტო ყოფნა სჭირდებოდა რომ დაფიქრებულიყო როგორ მოქცეულიყო.ელენეზე ფიქრები არ ასვენებდა. არადა პირველად მოიწონა ამდენი წლის განმავლობაში გოგო და რომ წარმოიდგენდა ის შეიძლება კრიმინალურ სამყაროსთან ყოფილიყო კავშირში გული უღონდებოდა.რაც უფრო მეტს ფიქრობდა მით უფრო მეტად ცხადი ხდებოდა მათთან ელენეს კავშირი. მითუმეტეს რომ საკუთარი თვალით ნახა როგორ პროფესიონალურად მართავდა გოგო მანქანას და როგორ ოსტატურად დაჰქროდა ქალაქის ქუჩებში..რამდენ ხანს იარა ასე არ ახსოვს. რომ გამოერკვა სახლთან ახლოს იყო და ირაკლისგან ათამდე გამოტოვებულ ზარი აღმოაჩინა..მასთან გადარეკა
-მშვიდობა გაქვს?მოისმა ბიჭის შეშფოთებული ხმა მეორე ბოლოდან
-კი კიი, უბრალოდ ხმა დამრჩენია გათიშული და არ მესმოდა.-როგორ ჩაიარა დაკითხვამ?
-არც ისე კარგად. გოგო ყველაფერს უარყოფს.შენთან?
-აქაც იგივე ხდება.ხვალ ყველაფერი დავალაგოთ და მოქმედების გეგმა დავსახოთ კარგი?ახლა დასვენება მინდა, ძალიან დავიღალე.
-შენ?-გაუკვირდა ირაკლის.-ასეთი რამ არასოდეს გითქვამს.რა ხდება?რამეს მიმალავ?
-ისეთი არაფერია იკა. ოჯახში გვაქვს რაღაც პობლემები.-იცრუა ისე რომ თვითონაც გაუკვირდა.-დავისვენებ ახლა კარგი და ხვალ გნახავ.
-როგორც გინდა. აბა მშვიდობიანი საღამო. კარგად ძმაო..-ირაკლი გელოვანს დაემშვიდობა და პროგრამისტს მიუბრუნდა.
-იპოვე რამე?
-კი აი აქაა ყველაფერი. ეკრანი მიუტრიალა მისკენ და სკამზე გადაწვა კმაყოფილი
-რუსუდან ვაშაკიძე.დაბადებული 1991 წლის 2 აგვისტოს....დაიწყო კითხვა ირაკლიმ.-მოკლედ ეს ყველაფერი ამობეჭდე.მჭირდება.
სანამ ბიჭი დავალებულ საქმეს აგვარებდა გამომძიებელი გულში ფიქრობდა,თან თავს უხერხულად გრძნობდა.
-ვიცი რომ ცუდად ვიქცევი და ჩემს პროფესიას ასე არ უნდა ვიყენებდე, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.ვერ დაგიწყებ ქუჩა-ქუჩა დევნას. ჩაეღიმა კმაყოფილს და უკვე გამზადებულ საქაღალდეს ხელი დასტაცა.
-ესეგი დასაოჯახებელი. თბილისში ცხოვრობს უკვე შვიდი წელია მეგობართან ერთად.მგონი ჩემს მეგობარსაც ეშველა.მასაც დავეხმარები. ეგ მე რას გამომაპარებს აშკარად მოეწონა ის გოგო. ჩაეცინა გულში და განყოფილებიდან გავიდა. მანქანაში რომ ჩაჯდა მობილურზე მითითებული ნომერი აკრიფა და დიდხანს ფიქრობდა დაერეკა თუ არა. ბოლოს მაინც სძლია თავს და დაელოდა როდის უპასუხებდნენ მეორე ბოლოდან....

გოგოები სამზარეულოში ისხდნენ,ყავას მიირთმევდნენ და თან ჭორაობდნენ.
-იცი დღეს იმ გამომძიებელს შევხვდი.-თქვა უცებ ელენემ და რუსას ყავა გადასცდა. ხველა აუტყდა. როცა ამოისუნთქა გაკვირვებულმა შეხედა და ინტერესით ელოდა როდის გააგრძელებდა ელენე.
-მერე?
-მერე არაფერი. სპეციალურად კი არ მომხდარა ეს.მანქანის წამოსაყვანად მივედი სახელოსნოში და დაემთხვა უბრალოდ,
-ეგ ბიჭი რაღაც საეჭვოდ გიტრიალებს და საეჭვოდ ემთხვევა თქვენი შემთხვევითი შეხვედრები.
-კარგი რაა. გულგრილად ჩაილაპარკა ელენემ
მოულოდნელი სიჩუმე ზარის ხმამ დაარღვია. რუსამ ტელეფონს დახედა, მაგრამ ნომერი არ ეცნო.უცნაურად დაიჯღანა და ეკრანს ხელი გაუსვა.
-გამარჯობათ ქალბატონო რუსუდან.-მოესმა მამაკაცის ხმა
-გამარჯობათ,ვინ ბრძანდებით?-ელეს ანიშნა ვერ მივხვდი ვინააო.
-ასე უცებ დამივიწყეთ ჩემო ქალღმერთო.-გაეცინა მამაკაცს
-ირაკლი..ბატონო ირაკლი... ხმა აუთრთოლდა რუსას და ელენეს ბეჭებში წამოარტყა ხელი.რომელსაც მისი სახელის ხსენებაზე ყავა გადასცდა და ძლივს ამოისუნთქა.
-დიახ.დიახ სწორად გამოიცანით ნამდვილად მე ვარ.
-ჩემი ნომერი საიდან გაქვთ?ან ჩემთან რატომ რეკავთ?
-ხომ არ დაგავიწყდა მე რომ ყველაფერი შემიძლია.
-აჰ რა თქმა უნდა.-ირონიულად ჩაეცინა გოგოს.-როგორ დამავიწყდა.
-ირონია არ გინდათ რუსუდან კარგით?-იცოდა რომ ამ სახელს ყველაზე ძალიან ვერ იტანდა და მის გასაბრაზებლად სპეციალურად უთხრა.
--რუსა ბატონო ირაკლი. რუსა.-ხმა გაიმკაცრა გოგომ-რატომ მირეკავთ?
-თქვენი ხმის გაგონება მომენატრა
-იცით რააა. როცა დასერიოზულდებით,მაგ ირონიას მოიშორებთ და ნორმალურ ლაპარაკს ისწავლით მაშინ დამირეკეთ. გაბრაზებულმა გაუთიშა ტელეფონი
-რაო რა მინდაო?
-თქვენი ხმის გაგონებაო.
-მგონი შენს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი რომელსაც მოეწონე და რომელიც მართლა კარგი ადამიანი ჩანს.
-ვის?ამას მოვეწონე?კარგი რაა,დაუჯერებელია, უბრალოდ ვერ დავიჯერებ რომ სერიოზულად ფიქრობს ახლა ეს.
-იქნებ სცადო?
რუსამ ჯერ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად, მერე კი რატომაც არაო ჩაილაპარაკა და დასაძინებლად გაემართნენ.

***********************
გელოვანი ადრიანად გამოცხადაა განყოფილებში. ღამით ვერაფრით დაიძინა. საქმის მასალები სახლში ჰქონდა ის გამოიღო და მასზე მუშაობდა. გამთენიისას მოერია ძილი. ერთი ორი საათით დაიძინა და როგორც კი ინათა მაშინვე წამოდგა..
განყოფილების შესასვლელში ირაკლის შეხვდა.
-შენც არ გეძინა ?-გაეცინა მას
-არაა, ვერ დავიძინე.
-ვინ?შენ?გაუკვირდა ბექას და ჩაეღიმა
-ხო მეეე. გაბრაზებულმა უპასუხა და შესასვლელისკენ დაიძრა.
-რა ეტაკა?. გაუკვირდა ბექას და უკან აედევნა.
თათბირი იყო დანიშნული და ყველა მოსულიყო, მათ ელოდნენ.
-აბა რა ხდება?რა გაარკვიეთ იმ დღევანდელ შემთხვევასთან დაკავშირებით?იკითხა უფროსმა
-მოკლედ არც სატვირთოს მძღოლი და არც დაკავებულები არაფერს ამბობენ. ყველა ისე გაჩუმდა თითქოს პირში წყალი ჩაიგუბესო. მაგრამ დარწმუნებულები ვართ რომ ნარკოტიკები რომელიც თურქეთიდან შემოდის მათთანაა დაკავშირებული. ჩემი აზრით მათ შემოაქვთ.
- ეს მხოლოდ ეჭვებია ბექა. მე ფაქტები მინდა. აქ მოათრიეთ ყველა და როგორც გინდათ ისე მიიღეთ ჩვენება,- იყვირა უფროსმა
-არ გამოვა ასე უფროსო. წამებით და იძულებით აღიარებას არ ვაპირებთ.
-აბა როდემდე უნდა ეფეროთ ირაკლი მაგათ?
-ვუთვალთვალებთ ყველას და მალე გავალთ მთავარზე. ცოტა დროც მოგვეცით.
-ერთ კვირას გაძლევთ. ან დამნაშავეებს დაიჭერთ და ამ საქმეს გახსნით ან არადა თქვენ დაემშვიდობებით სამსახურს. თათბირი დასრულებულია. იყვირა წყობიდან გამოსულმა უფროსმა და ბიჭებს ანიშნა გადითო.
გაბრაზებული ბექა მაშინვე პროგრამისტების ოთახში ჩავიდა. ირაკლი კი ისევ ქუჩაში გავიდა სამუშაოდ და დაკავებული ბიჭების სათვალთვალო ჯგუფს შეუერთდა...
- აი ინებე ჩემო ბექა აქ ყველაფერია. იმ გოგოზეც, დაკავებულებზეც და სატვირთოს მძღოლზეც. მაგრამ გამაგებინა შენ და შენს მეწყვილეს ამ გოგოების დოსიეები რაში გჭირდებათ?
-რომელი გოგოების?
-მაგალითად მან წუხელ მთელი ღამე გამათენებინა ვიღაც რუსუდან ვაშაკიძიძის შესახებ რომ ინფორმაცია მომეძიებინა.
-აჰ არა და რომ კითხო არ მომეწონაო. გულში ჩაეღიმა ბექას.-შენ ხომ არაფერი გითქვამს იმ დღევანდელზე ვინმესთვის?
-არა გაუქნია თავი მან
-მოკლედ საქმის მასალებია და გასაიდუმლოებულია ეს ყველაფერი და ხომ იცი რომ არაფერი არ უნდა წამოგცდეს.
ბიჭმა თავი დაუქნია და გელოვანმაც დატოვა იქაურობა, თავის კაბინეტში განმარტოვდა და დოსიე გადაშალა. რაც უფრო მეტს კითხულბდა მით უფრო მეტი კითხვა ებადებოდა ელენეს პიროვნებასთან დაკავშირებით.
-დაოჯახებული. ხაზი გაუსვა ამ სიტყვას და გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა.თითქოს ამ ერთმა სიტყვამ უკვე დაასრულა ჯერ არ დაწყებული ურთიერთობა.
-ცხელი ყავა და ცხელი ამბებიიი. შემოაღო კარები დაუკითხავად ირაკლიმ და სავარძელში ჩაეშვა. მერე ძმაკაცს დაუდო ყავა და ერთი თვითონ დაიდგა
-რაო გავჭერით ქალაბატონ რუსუდანთან გზები და ასე იმიტომ გვიხარიაო. თვალი ჩაუკრა ესმაკურად ბექმა
-ჩამიშვეს ხო?
-არა შეემთხვევით წამოსცდათ. კარგი გეტყვი თუ დაგამშვიდებს რომ მე ელენეზე ვიძიებდი ინფორმაციას
-აჰ შენც ხოო?გაგაბა მახეში?
-ხო მაგრამ ის გათხოვილი ყოფილა?
-არა მაგას ვერ დავიჯერებ. თუ გათხოვილია რატომ ცხოვრობს შვიდი წელი რუსასთან ერთად და სად ჰყავს ქმარი?
-არ ვიცი, მეც ეგ მაინტერესებს.
-იქნებ გაშორებულია?
-არ ვიცი მაგრამ ფაქტია არსებობდა მის ცხოვრებაში ვიღაც მამაკაცი და ქმარი იყო თუ საყვარელი არ ვიცი..
-მე გავარკვევ მაგას. მაცადე ცოტა რუსასთან რომ დავაახლოვდები უკეთ ვკითხავ.
-ისე ძმაო მგონი ცუდად მოვიქეცით ხო?
-მეც ასე მგონია, ეს ისეთი ინფორმაციებია რაც მათგან უნდა გაგვეგო.
-კარგი მოდი გვეყო, შენ ეს თქვი ეხლა რა გაარკვიე თვალთვალის შედეგად.
-მოკლედ ასე ეს ვიღაც თინანო ყოფილი ავტომრბოლელია. თავის დროზე საკმაოდ წარმატებული.მაგრამ ორი წლის უკან მოკვეთეს ფედერაციიდან აკრძალულ ბრძოლებში მონაწილეობისთვის.მთელი დღეები რაც ვუთვალთვალებით, ძირითად დროს სახლში ატარებს. მხოლოდ ერთხელ გავიდა მაღაზიაში და ერთხელაც ტანსაცმელების საყიდლად. მალე დაბრუნდა სახლში. მასთან არც არავინ მისულა და არც არავის შეხვედრია. ბიჭები ისევ უთვალთვალებენ, დარწმუნებული ვარ რომ ადრე თუ გვიან დავიჭერთ ფაქტზე.
-სატვირთოს მძღოლის თვალთვალით რამე გაიგეთ??
-ისიც ძირითადად სულ სახელოსნოშია და მუშაობს. კლიენტების ნაკლებობას არ უჩივის. ახლა ყველა იმ მანქანის გადამოწმება მიდის ვინც იქ მივიდა ბოლო ორი დღის განმავლობაში
-ყოჩაღ იკა, როგორც უფროსმა გვითხრა მხოლოდ ერთი კვირა გვაქვს, სიმართლე გითხრა ძალიან გაგვეწელა ეს საქმე და უკვე ერთი სული მაქვს დავასრულოთ.
-იმ ომარზე გაარკვიე რამე შენ?
-ერთი გატუტუცებული, გათამაბეული ბიჭია, რომ ყვიროდა უდანაშაულო ვარო თურქეთშიც არაერთხელ დაუკავებიათ აკრძალულ რბოლებში მონაწილეობისთვის და ნარკოტიკების მოხმარებისთვის, სწორედ ამიტომ მოკვეთეს რალიდან თორემ თავის დროზე საკმაოდ პერპექტიულ მრბოლლად ითვლებოდა.
-ასეა ასე. ფული და ძალაუფლება ატუტუცებს და ათამამებს ადამიანს. დარწმუნებული ვარ რომ იმ ნარკოტიკების შემოტანასთანც აქვს მაგას საქმე.და უნდა გავარკვიოთ ვისთან აქვს აქ კავშირი, მერე კი ვერსად წაგვივლნ.
-კარგი ეხლა ეს მითხარი რაო იმ გოგომ?-გაეცინა ბექას
-არაფერი, არც შეტყობინებებზე მპასუხობს და არც ნორმალურად მელაპარაკება.მაიგნორებს
-ვის შენ?ასეთ სიმტაპირ და მოხიბვლელ ბიჭს?
-ნუ მემასხარავები. მითხარი რა ვქნა?
-სხვანაირად იმოქმედე. მაგალითად ადექი დ აყვავილებით ხელში მიადექი სახლში. გელოვანმა ხმამაღალი სიცილი ატეხა.
-არა შენ ვერ წარმომიდგენიხარ ყვავილებით რომეოს როლში
-გაჩერდები თუ არა?მე ჩემი დამემართა უკვე
-კარგი ხოოო, სულს ძლივს ითქვამდა ბექა სიცილისგან

****************
-არა როგორ ბედავს?ბრაზობდა რუსა და მორიგ შეტყობინებას კითხულობდა.თან ყავას ადუღებდა. ელენე სიცილისგან ძლივს იკავებდა თავს.კარზე ზარი დარეკეს. წამოდგა და კარის გასაღებად წავიდა. კარი რომ გააღო კურიერი დაიმახა უზარმაზარი წითელი ვარდების თაიგულით ხელში.თვალები გაუფართოვდა. ნაჩქარევად მოუწერა ხელი და უკან შებრუნდა
-რუუს შენთან არიან..კი არადა უფრო სწორად რაღაც მოგიტანეს.-სამზარეულოში თამამად შეაბიჯა. ამის დანახვაზე რუსა დაიბნა და ცხელი ყავით სავსე ჭიქა ძირს დაუვარდა, ცხელი ყავა შიშველ ფეხებზე შეესხა და კივილი მორთო
-დამშვიდდი რა გაყვირებს? მგონი უნდა ნახო ვისგანაა
-რათ უნდა მაგას მიხვედრა ისედაც ვხვდები ...შენია შენი. ელენემ ვარდებიც მიაწოდა და ბარათი, რუსამ გახსნა და ხმამაღლა წაიკითხა
"- ჩემს ულამაზეს ქალბატონს ბოდიშის ნიშნად. მაპატიე თუ შეგაწუხე... შენ მართლა შესანიშნავი ადამიანი ხარ. გკოცნი, შენი გამომძიებელი." ბოლოში ღიმილის სმაილი და გული იყო მიხატული
-ნორმალურია ახლა ეს?ამას ვაჩვენებ სეირს, მობილურს დასტაცა ხელი და ნომერი აკრიფაა
-რაო ჩემო დედოაფლო?მიიღე ჩემი საჩუქარი?-მოესმა ირაკლის მხიარული ხმა
-როგორ ბედავ და ასეთ რაღაცეებს როგორ მიგზავნი?შენს გამო ფეხები დავიწვი..მეტი ვერაფერი მოიფიქრა და წამოაყრანტალა უცებ
-შემიძლია მოვიდე და გიმკურნალო ჩემო დამწვარო ქალბატონო.-ისეთივე ტონით უპასუხა
-მიწვევ? ცხარობდა გოგო
-არა პატარა, უბრალოდ შენზე ვნერვიულობ.ნუთუ არ მოგეწონა სიუპრიზი?
-ამ ყველაფერს-სიუპრიზებს, თბილ სიტყვებს და ბოდიშებს თუ იმიტომ მეუებნები და აკეთებ რომ საწოლში შემიტყუო იცოდე რომ არაფერი გამოგივა.
-კარგი ვაღიარებ რომ ზედმეტი მომივიდა თავიდან.შენ სხვანაირი ხარ და არ უნდა მეთქვა ასე. ბოდიში.
გოგო ნელნელამოლბადა სკამზე ჩამოჯდა რომ ნორმალურად დალაპარაკებოდა. ნელ-ნელა გაბრაზებამაც გადაუარა და დამსვიდდა. ელენემ რომ შეატყო სიტუაცია დამშვიდდა და ნორმალურად საუბრობდნენ რუსას ანიშნა კარგი გოგო ხარო. მე წავალ მარტო დაგტოვებთო და სწრაფად გაუჩინარდა სამზარეულოდან. მერე საერთოდან სახლიდან, გასეირნება გადაწყვიტა, თხელი ქურთუკი მოისხა, კეტებში წაყო ფეხები და კიბეზე დაეშვა.გულწრფელად უნდოდა რომ ამ ორ ადამიანს ერთმანეთისთვის გაეგოთ და ბედნიერება ეპოვათ.
სადარბაზოდან რომ გავიდა ჯერ აქეთ0იქით მიმოიხედა.არავინ არ ჩანდა ალბათ იმიტომ რომ გვიანი იყო. გასეირნება გადაწყვიტა და პაკისკენ აიღო გფეზი. ფიქრებში წავიდა მაგრამ მოულოდნელად უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა.თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა.შეშინებულმა მოიხედა უკან მაგრამ ვერავინ შეამჩნია. ისევ გზა განაგრძო და ის იყო დამშვიდდა რომ მოულოდნელად უკნიდან ვიღაცამ ხელი სტაცა,პირზე ააფარა და სიბნელისკენ გაათრია.გაბრძოლება სცადა მაგრამ მამაკაცის ძლიერი ხელებს თავს ვერ აღწევდა და არც კივილი გამოსდიოდა. ყელიდან ღმუილის ხმა ამოუვიდა.მამაკაცმა მისკენ სეათრიალა და კედელზე ააკრო ელენე.ზიზღით ჩახედა თვალებში.გოგომ მასში ომარი ამოიცნო და სიშისგან მუხლები აუკანკალდა.
-მიცანი ხომ?გამოსცრა კბილებში.-არ შეგარჩენ ჩემს მოტყუებას და გამასხრავებას. ხელი შემართა და დასარტყმელად მოემზადა. ელენე გონებას კარგავდა და თითქმის დაკარგული ჰქონდა როცა მოულოდნელად მისი მხსნელი გამოჩნდა და მამამაცს ხელი ჰაერში გაუშეშა, და გოგოს ააგლიჯა.
-ხელი გაუშვიარაკაცო.იღრიალა და სახეში მუშტი უთავაზა. ახლა ამაზე დაიბნა ელენე მოჩხუბარში გელოვანი რომ ამოიცნო.
-ბექაააა იყვირა გოგომ და გულწასული მიესვენა ბიჭის ხელებსი. ამით ისარგებლა ომარმა და გაიქცა. იქვე სკამზე მიაწვინა ელენე ბექამ და მისი თავი კალთაში ჩაიდო.
-გთხოოვ გონს მოდი, ახლა არაა რაა. რა დროს ესაა, გაახილე თვალი.ვაახ ჩემი ბედის რა ვთქვი. მაინცდამაინც ჩემთAნ გემართება ეს გულის წასვლები...
რამდენიმე წამში გოგომ ქუთუთოები შეარხი და თვალები მზიმედ გაახილა.
-არ წახვიდე არ დამტოვო მეშინია. დაიჩურჩულა გაუაზრებლად. ბიჭს გულში სითბო ჩაეღვარა/ მოსასხამი შეუსწორა და ტავზე მზრუნველად გადაუსვა ხელი.
-აქ ვარ აქ. ნუ გეშინია, დამშვიდდი.
რამდენიმე წუთში უკვე ერთმანეთის გვერდი-გვერდ ისხდნენ და საუბრობდნენ.
-უკვე მეორედ გადამარჩინე.
-იცი ვინ იყო?კითხვა დაუსვა ბექამ
-არა არ ვიცნობ.იცრუა ისევ-ალბათ უბრალოდქურდი იყო
-დარწმუნებულ ხარ?-ეწვით ჰკითხა ბიჭმა
-ისევ დაკითხვას მიწყობ?წამოხტა ელენე და წასასვლელადმომზადა
-არა რაა დამშვიდდი
-ახლა რომ მითხრა ხვალ განყოფილებაში უნდა მოხვიდეო..
-არ გეტყვი,-გააწყვეტინა ბიჭმა-წესით უნდა გეუბნებოდე მაგრამ შენთან მეტი კონფლიქტი აღარ მინდა
-კარგია რომ მაგას მიხვდი.
-ისე საკმაოდ ხშირად ეხვევით შარში ქალბატონო ელენე.
-თქვენ კი ამ ბოლო დროს სულ ჩემს გვერდით ხართ.მინდა დავიჯერო რომ ესუბრალო დამთხვევაა.მითვალთვალებთ?-ეჭვით ჰკითხა ელენემ
-არა, როგორ იფიქრეთ, უბრალოდ თქვენთან მოვდიოდი საქმეზე და საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი ქალბატონო ელენე, ახლა კი წავალ, უკვე მოვედით თქვენს სახლამდე. თვალთ ანიშნა ბექამ სადარბაზოზე. ელენე მოტრილადა და დაუმშვიდობებლად შევიდა. გულდაწყვეტილიიდგა ბექა ერთ ადგილზე, რატომღაც მეტს ელოდა ვიდრე უბრალო დამშვიდობებას.ის იყო მოტრიალდა რომ მისი სახელი მოესმა
-ბექაა...ელენე დამიძახე ყველანაირი ქალბატონოების და ზრდილობიანი ფორმის გარეშე..
ელენე იდგა და ისე მაცდურად და ვნებიანად უღიმოდა რომ ბიჭს მოუნდა ჩAხუტებოდა და კიდევ ერთხელ დაეგემოვნებინა მისი ვნებიანი ტუჩები. პასუხად მანაც გაუღიმა და უხმოდ დაემშვიდოდა რაღაცით ბედნიერ და გაცისკროვნებულ გოგოს



№1 სტუმარი სტუმარი bells

Vaimeedaidoo da tan pirvelii vnaxe vaime rogor mainteeresebs wave wavikitxoooo

 


№2 სტუმარი სტუმარი bells

Shoki,piki,paniki, mmm rakai iyoo, ai super gogo xar raa ! Ase agar daagviano geqeewebi laa

 


№3  offline წევრი katiusha

კომპიუტერი არ აქვს გამიფუჭდა და როცა ვხვდები კომპთან მაშინ ვწერ ცოტ-ცოტას და იმიტომ ვაგვიანებ :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent