შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის თამაშები (2)


21-08-2016, 09:25
ავტორი annye
ნანახია 1 559

სიკვდილი..უცნური რამაა,ჯერ გაცდის დატკბე, შემდეგ კი წაგართმევს ყველაფერს,ყველაფერს რაც გაგაჩნია!
888
უცნობი გოგო ტირილს არ წყვეტდა და ემილის უკვე სადმე გაქცევა მოუნდა.თვალს არ აშორებდა მომტირალს და ლურჯი თვალები უცნაურად ნაცრისფერი გახდომოდა,ემოციების გარეშე,ცარიელი.
-რა დაგემართა ლილი?-კითხა უცებ მომტირალს მის გვერდზე მჯდომმა ქერა,მწვანეთვალება გოგონამ.
-მე..მე მკვადარი კატა დავინახე.საშინელება იყო...-ამოაყოლა გოგონამ სლუკუნს და ემილი სიტყვა ,,მკვდარი,,-ის გაგონებაზე თითქოს ამ სამყაროს მოსწყდა და სრულიად სხვა განზომილებაში გადავიდა.
მის მესიერებაში სწრაფად გაიელვა იმ ღამემ,იმ დაწყევლილმა ღამემ.
,,მანქანაში ისხდნენ,ის სესილი(ტყუპისცალი) და მისი მშობლები.
საშინელი ქარიშხალი არემარეს კარგს არაფერს უქადდა.ემილი ყურადღებით ათვალიერებდა ანთებულ ლამპიონებს და მკრთალად მოელვარე ლურჯ მთვარეს,რომელიც ძლიერი ქარიშხლის ფონზე ისედაც ჩამქრალი ძლივს მოჩანდა ბნელ ცაზე.მანქანები უწესრიგოდ მოძრაობდნენ და სიგნალების გამაყრუებელი ხმა არღვევდა გამეფებულ სიჩუმეს.უცებ დიდმა სინათლემ მოსჭრა ემილის თვალი,რომელიც მისი აზრით ალბათ არსაიდან მოდიოდა.მერე? მერე იყო ყველაფერი რამაც გაანადგურა. ახსოვს როგორ მოაშორეს მანქანას,რომელსაც მთელი ძალით ეჭიდებოდა. მას იქ უნდოდა მათთან,სხვებს კი მისი არ ესმოდათ,არასდროს ესმოდათ.ახსოვს სისხლი,გვამები და ტკივილი, უსაშველო ტკივილი.გახლეჩილი სული და ნაწილებად დაფლეთილი გული,რომელშიც სამუდამოდ გამეფდა სიცარიელე,ეს საზიზღარი სიცარიელე,რომელიც ემილის ყოველთვის ართმევდა ემოციებს,ყოველთვის.ტკივილი? ტკივილი არ ქრებოდა.პირიქით, რაც დრო გადიოდა მით ურო ღრმავდებოდა და წარუშლელ კვალს ტოვებდა ნაწილებად დაფლეთილ გულსა და უემოციოდ დარჩენილ ლურჯ თვალებზე.
888
ავტობუსში გავრცელებულმა პანიკამ გამოაფხიზლა,რომელიც ალბათ ლილის ნათქვამით იყო გამოწვეული ან კიდე ჩამქრალი სინათლით. ვერ ხვდებოდა რატომ ეშონოდათ ასე ან მის გვერძე ელენე რატომ ცახცახებდა და რატომ უჭერდა ასე ძლიერად ხელს. უკვე უსაშველოდ ასტკივდა თავი ამ ხმაურისაგან და სახეზე ბრაზმა მოაწვა.
-გაჩუმდით!-ემილის ყვირილი და სინათლის ანთება ერთი იყო. ყველა გაოცებული უყურებდა მის მრისხანებით მოელვარე ნაცრისფერ თვალებსა და გაფითრებულ სახეს.
ალბათ უფრო სანდროს გონებაში აღძრავდა ეს გოგო მეტ ინტერესს ვიდრე სხვაში. იჯდა და ფიქრობდა როგორ შეეძლო ამ გოგოს ასეთი უემოციო და თანაც ემოციით სავსე სული ჰქონოდა. დიახ,ის ხედავდა მის სულს,მის გახლეჩილ სულს და რაღაც უცნაური გრძობა უღღრნიდა გულს.
ემილი კი მრისხანე მზერით ათვალიერებდა ,,პანიკის გამომწვევ ობიექტებს’’ და დრო და დრო მძიმედ სუნთქავდა. ელენეს მზერამ დაუბრუნა ძველი სიმშვიდე და ერთხელ კიდევ უკმეხად შეხედა ყველას და თავის ადგილს დაუბრუნდა. ისევ დუმილი და სხვა სამყარო,მხოლოდ მისი სამყარო,სადაც მხოლოდ ის და მოგონებები ცხოვრობდენ.
888
ყველა ავტობუსიდან გაიკრიბა,მაგრამ ის არ აპირებდა ჩასვლას,ელენეს მუდარის მიუხედავად.ისევ მარტო ყოფნა უნდოდა,მაგრამ მის უკან მჯდომი სანდრო ამის საშუალება არ მისცემდა.თვალები დახუჭა რომ არ ეგრძო დაჟინებული მზერა ჯანდაბიდან მოგზავნილი მაგრამ არაფერი გამოუვიდა და სწრაფად შეტრიალდა უკან,სადაც ცისფერ თვალებს შეეჩეხა. ალბათ თვითონაც არ აღიარა იმ წამს რა იგრძნო,უნდოდა ის ბიჭი გაელანძღა რომელიც ასე უსირცხვილოდ უყურებდა,მაგრამ აკანკალებული ხელები და აფართხალებული გული სხვა რამეზე მეტყველებდა.თვალი მისი ნატიფი ნაკვთებისკენ გაექცა და და მთლიანად შეისწავლა მისი სახე.ის კი,იჯდა და იღიმოდა რაღაცნაირად.
როცა ემილი გონს მოეგო სწრაფად დაუბრიალა მომღიმარს თვალები და ავტობუსი მთელი სისწრაფით დატოვა. ცივი ჰაერი მის სახეზე ძალიან ესიამოვნა და თვალები მილულა.თითქოს იმ თვალებმა ამ სამყაროში დააბრუნეს და მისი სამყარო სრულიად დაავიწყეს.
888
სანდრო უყურებდა როგორ ათვალიერებდა გოგო მას და ეღიმებოდა მის საქციელზე,მაგრამ როცა გოგომ ავტობუსი დატოვა ღიმილი სახეზე შეეყინა და მიმავალ აჩრდილს თვალი გააყოლა.ის გრძნობა უმოწყალოდ უღღრნიდა გულს და მოსვენებას არ აძლევდა. ავტობუსიდან ჩავიდა თუ არა, ისევ ის შენიშნა და მიუახლოვადა. დაინახა როგორ იღიმოდა და გული უცნაურად აუფრიალდა.ალბათ სხვა დროს მწარედ გაეცინებოდა,მაგრამ ახლა თვალს ვერ სწყვეტდა გოგოს თვალიდან წამოსულ ცრემლს და ერთი წამის წინ აფრიალებული გული ნაწილებად
დაფლითა და სწრაფად მოშორდა ემილის.

აი მეორე თავიც. ერთმა მომხმარებელმა მთხოვა გააგრძელეო და მხოლოდ ამიტომ გავაგრძელე.



№1 სტუმარი Nini

Gaagdzele ra da ufro didi tavebi dade

 


№2  offline წევრი რიტა

თავები გაზარდე ძალიან პატარაა. ისე კარგია მომწონს დასაწყისი. ეს სანდრო უკვე მომწონს ძალიან მაინტერესებს გულს თუ მოულბობს ემილის. შარმატებები გელი შემდეგი თავით.

 


№3  offline მოდერი Tako Tako_2

არ დააგვიანო დადება.

 


№4  offline წევრი elo123

გააგძელე საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent