გეი ბიჭის დღიურები თავი (1)
ანონიმურობის დაცვას ვცდილობ იმის გამო, რომ ჩემი ქვეყნის მენტალობა, ჩემს ქვეყანაში არსებული ხალხი ამ ყველაფერს ვერ გაიგებს და სწორედ ვერ გამოიტანს აზრს ამ ყველაფრიდან. აი მაგალითად თქვენ მკითხველებო, ზოგი დაფიქრდება , ზოგი გაიგებს , ზოგი ვერც გაიგებს. 18 წლოს ვარ და ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვაკეთებ იმას,რაც სხვებს მოსწონთ, გამონაკლისების გათვალისწინებით. როდესაც დავიბადე მამაჩემი საავადმყოფოში 2 დღის შემდეგ მოვიდა, იმის მიუხედავად რომ მისთვის პირველი შვილი ვარ და ამ ეტაპისთვის ბოლო. როდესაც 5 წლის გავხდი ოჯახური კომფლიქტი იმდენჯერ მქონდა ნანახი შეიძლება, რომელიმე თქვენგანს 20 წლის ასაკსიც კი არ გქონდეთ ნანახი . მამაჩემის დაკარგვა კვირობით ხანაც თვეობით, მხოლო ერთი ნემსი სიამოვნების გამო. ხო 5 წლის ასაკში მე ის გავაანალიზე, რომ მშობლები დაშორდნენ და მე დედის ინაბარას დარჩენილი ვტიროდი და განვიცდიდი დალეწილი სახლის იატაკზე მჯდომი დედაჩემის ცრემლებს . მამაჩემთან კარგი ურთიერთობის მიუხედავად ამ საქციელს დღემდე ვერ ვპატიობ მას . 13 წლის ვიყავი პირველად, რომ დაიჭირეს მამა და დედა საზღვარგარეთ იმის გამო წავიდა ჩემთვის უბრალოდ საჭმლის და ტანსაცმლის ფული, რომ ეშოვა ვიღაც მოხუცისსახლის ალაგებით. 6 თვის შემდეგ მამაჩემის გოსვლას სულ მოუთმენლად ველოდი იმოს იმედით,რომ ის გამოსწორდებოდა და ბედნიერი ოჯახი მექნებოდა. თუმცა მამაჩემს საკმაოდ კარგად ეხერხება ჩემი იმედების გაცრუება. 14 წლის რომ გავხდი მამაჩემი მეორედ დაიჭირეს და ისევ დეიდის ინაბარას დავრჩი. დედაჩემისგან ათასობით კილომეტრით შორს თუმცა ახლა 6 წლის ვადით. 14 წლიდან 18 წლამდე 4 დაბადების დღე მქონდა დეიდის და მამის დასწრების გარეშე. ყოველი 10 იანვრის დილას იმ ოცნებით ვიღვიძებდი, რომ ჩემი მშობლები ჩემს გვერდით იქნებოდა. ყველასთვის სიხარულით სავსე ოჯახში უპრობლემო ბიჭის სტატუსი კარგად მოვირგე. მეგობრები, რომ იგებდნენ ჩემი ოჯახური სიტუაციის შესახებ სახეზე ეწერებოდათ ,,ასე კარგად როგორ ართმევ თავს ამ ყველაფერს" თუმცა ეს ერთი ადამიანის მეტს არავის უთქვამს ჩემთვის, ჩემი ბავშობის მეგობარს მეგის ყოველთვის იმით გამოვარჩევდი, სიმართლის მეტს არაფერს მეუბნებოდა. 12 წლის რომ ვიყავი პირველად მაშინ შემიყვარდა, ან უბრალოდ მეგონა რომ შემიყვარდა. ცხოვრების 4 წელი დამაკარგინა პირველმა სიყვარულმა. არც თუ ისე ცოტა დროა ნებისმიერი ადამიანისთვის 4 წელი. ჩემი ისტორიის სათაურიდან გამომდინარე გაგიჩნდებოდათ კითხვა შეყვარებული ბიჭი და გოგო. რა კავშირშია ეს სათაური ამ ისტორიასთან, მოდი კონკრეტულად 2014 წლის 6 სექტემბრის დღეს განვიხილავ. თავმომწონე ბიჭის იმიჯის მორგება რომ დავიწყე და დასალევად სხვადასხვა ადგილებში სიარული გადავწყვიტე, ამ დღემ საკმაოდ მკაფიო კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. ბიძაჩემის კავშირების შეძლებულობამ ჩემი 14 წლის ბავშვის ღამის კლუბში ჩემი შეყვანის პრობლემა მოაგვარა, მაშინ როცა ჩემი ასაკის ბიჭები 10 საათზე წვებოდნენ დასაძინებლად. არყის დალევა 10 წლიდან დავიწყე ამიტომაც ბევრ სრულწლოვანზე მეტ არაყსაც კი ვსვამდი, იმ ღამიაც კლუბში შესულმა პირველი არყის ჭიქა შეუშინებლად დავლიე და ასევე შეუშინებლად მომდევნო 20 ჭიქაც, გეტყოდით ამის შემდეგ რამდენი დავლიე კიდევ, მაგრამ ეგ მოგონება ჩემს მეხსიერებაში არაყმა წაშლა. დილით ადრე არასოდეს მეღვიძებოდა, ამ დღეს დილის 6 საათზე თვალები, რომ გავახილე ჩემი ყუარდღება კედლის შეფერილობამ მიიქცია, აშკარად არ ჰგავდა ეს ჩემს სახლს. ჩემს მუცელზე მოხვეული ხელის შეგრძნბამ შემაწუხა და ჯერ-ჯერობით უცნობის ხელი ავიღე და გადავდე,( მოსაფსმელად გავედი) და ოთახში დავბრუნდი ჩემი პარტნიორი მაინტერესებდა, იქნებ მეკითხა რა მოხდა გუშინ ღამით. თუმცა საწოლში, რომ დავბრუნდი მოკლე თმიანი გოგოს ნაცვლად მოკლე თმიანი ბიჭის მეტი ვერაფერი დავინახე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.