შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე შანსი


4-12-2017, 16:34
ავტორი The Dreamer
ნანახია 7 136

და მაინც რა არის სიყვარული?....მისი ახსნა,გადმოცემა შეუძლებელი მეგონა,მაგრამ ახლა გავიზარდე და მივხვდი,რომ სიყვარული ეს ილუზიაა.მიუხედავად იმისა,რომ არცთუ ისე ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა მქონია,ვთვლი ეს ჩემი საქმე არ არის.....
-გაიღვიძე ადელინა,პირველივე დღეს ნუ დააგვიანებ!-დეიდა ნატა ცდილობდა გავეღვიძებინე.
სამსახური ძლივს ვიპოვნე,მუშაობა ძალიან მჭირდებოდა თორემ ბალიშიდან თავსაც არ ავწევდი.ევექსის ერთ-ერთ კლინიკაში როგორც იქნა მიმიღეს,მაგრამ ექიმი არა,უბრალოდ დამხმარე ვარ,ერთ-ერთი მთავარი ექიმის,რომელიც ალბათ იმდენად მოხუცდა,რომ თავის დოკუმენტებსაც ვერ აწესრიგებს,მე კი უნდა ვდიო სადაც წავა,უნდა გავაკეთო რასაც მიბრძანებს.
-ადელინა გესმის? -უკვე თავთან მდგარი დეიდა ბალიშს ექაჩება.-ძლივს დავითანხმე ბატონი აკაკი სამსახურში აეყვანე,ასე რომ ნუ შემარცხვენ.-მისი ტონი თანდათან მკაცრდებოდა.
-კარგი,უკვე გავიღვიძე.-გაბრაზებულმა თავი საბნიდან ამოვყავი
სასწრაფოდ ჩავიცვი,ოთახიდან ოთახში დავრბოდი და ჩემს ნივთებს ვეძებდი,ცალ ხელში კი ყავის ფინჯანი მეჭირა,ალბათ იმ მომენტში გიჟს ვგავდი.როგორც იქნა მოვემზადე და ტაქსიც დროულად მოვიდა დეიდას ვაკოცე და გავიქეცი.
ტაქსმა ძალიან ბევრი მატარა, თანაც მოგეხსენებათ საცობები ქალაქში,როცა დილის ცხრა საათია და ყველა სამსახურში თუ სკოლაშ მიდის,ყველას სადღაც ეჩქარებათ,თუმცა საცობის გამო ყველა აგვიანებს.გავბრაზდი,მაგრამ არ ვიცი ვისზე.ტაქსისტს თანხა გადავუხადე და ფეხით გადავწყვიტე წასვლა,რადგან უკვე ახლოს ვიყავი.
გზაზე გადასვლა არ მიყვარს,არც „ზებრაზე „და არც „ზებრის“ გარეშე... ჩემთვის დიდი შოკი აღმოჩნდა,რომ არც მიწისქვედა და არც მიწისზედა გადასასვლელი არ იყო საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე.. სამსახურში მაგვიანდებოდა,სხვა გზა არ მქონდა გარდა იმისა რომ გზა „გადამეჭრა“..
ჩემი პანიკური შიში გზის გადაკვეთის დროს, გამოწვეულია ღრმა ბავშვობაში მიყენებული ტრავმის გამო.ჩემს თვალ წინ დედას მანქანა დაეჯახა,რომელიც ძალიან დიდი სისწრაფით მოქროდა.სამწუხაროდ დედა გარდაიცვალა...
გამბედაობა მოვიკრიბე და გადასვლა დავიწყე... თითქმის შუა გზაზე ვიდექი როცა საბურავების კივილის ხმა გაისმა,შიშიდან პანიკაში ჩავვარდი... მანქანა ჩემს ფეხებთან გაჩერდა მე კი გონება დავკარგე...რამოდენიმე წუთის შემდეგ გამოვფხიზლდი,გზაზე გაშოლტილი ჯერ თვალებს ვაცეცებდი,ვიღაც არანორმალურს ჩემი სახე ხელებში მოექცია და ცდილობდა გამოვერკვიე..
-რამდენ თითს ხედავ ?-მკითხა და ორი თითი ასწია.მე სასწრაფოდ წამოვჯექი.
-ორ თითს და ერთ იდიოტს..-წავუღრინე და ადგომა ვცადე.
-მოიცადე.. თავი დაარტყი მასე სწრაფად ნუ ადგები.-ხელი შემაშველა იდიოტმა,რომელმაც სავარაუდოდ კინაღამ მიმსხვერლა.
-ის კრეტინი სად არის?-მძღოლის ძებნა დავიწყე თვალებით,მაგრამ გარშემო არავინ მეკარებოდა ამ კაცის გარდა,ანუ მართლა ეს დამეჯახა.-თუ?... შენ ხარ იდიოტო ის კრეტინიც?
-შენმა ლექსიკონმა მომხიბლა.-გამიღიმა და მანქანისაკენ წავიდა.-როგორც ჩანს სულ ეგეთი ხარ და თავის დარტყმიდან არ არის გამოწვეული.
-სად მიდიხარ?-ირონიულად ვკითხე.
-სამსახურში მაგვიანდება.-მშვიდი ხმით მითხრა.
-ადამიანი ლამის მოკალი და ახლა თითქოს არაფერი მომხდარა სამსახურში ისე წახვალ ?-აღშფოთებას ვერ ვმალავდი.
-ჩემო კარგო!-მანქანის კარები მიხურა.-ჯერ ერთი, არ დაგჯახებივარ.მერე მეორეც სუსტი გული გაქვს როგორც აღმოჩნდა,თავიც დაარტყი..-შემფასებლურად ამათვალიერ-ჩამათვალიერა.-თავს ნუ დაიღლი,წადი დაისვენე მე კი სამსახურში გამიშვი.-შებრუნდა და წავიდა თითქოს კიდევ მე ვიყავი დამნაშავე..

ძალიან გავბრაზდი,მინდოდა სახე დამეკაწრა ამ თავდაჯერებული იდიოტისთვის.ღმერთს არ ექნა და სადმე არ შემხვედროდა თორემ ალბათ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებდი.
სამსახურში რომ შევედი,ვეცადე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და დამევიწყებინა მომხდარი,თუმცა ძალიან გამიჭირდებოდა...
-გამარჯობა...შემიძლია დაგეხმაროთ?-მომღიმარი გოგონა შემომეგება.
-დიახ.. მე ადელინა ვარ,აქ...
-ანუ შენ ხარ ადელინა,მთავარი ექიმის დამხმარე...-გოგონა მომმვარდა და ხელკავი გამომდო.ისეთი მხიარული იყო,მისი თვალები შავად ელვარებდნენ.-მე ანა ვარ,გამიხარდა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა,მაგრამ მგონი პირველივე დღეს დავაგვიანე.-გავუღიმე მეც.
-არაუშავს ბატონი სანდროც ახალახანს მოვიდა,ნეტა იცოდე როგორ მებრალები.ის ისეთი მკაცრია...
-ბატონი სანდრო?-გავიკვირვე მე.-მე ბატონი აკაკის ასისტენტი ვარ.
-ვიცი საყვარელო.. შენ აგიყვანეს როგორც აკაკის ასისტენტი,მაგრამ ხელში სანდრო შეგრჩა.-ეს გოგო იმდენს ლაპარაკობდა რო უკვე დამღალა.
ანამ მიმაცილა კაბინეტამდე სადაც ბატონ სანდროს შევხვდებოდი,ძალიან ვნერვიულობდი.ანამ სულ გადამრია იმდენი მელაპარაკა ბატონ სანდროზე,რომელიც კაციჭამიად დამიხასიათა.
ის აგვიანებდა,რადგან „შემოვლაზე“ იყო,მეკი ველოდებოდი და ფანჯრიდან ვიხედებოდი,როცა ანა შემოვიდა და მთხოვა უფროსისათვის ლატე დამეხვედრებინა კაბინეტში.სხვა რა გზა მქონდა... წავედი სამზარეულოში სადაც რამოდენიმე „დამხმარე“ გავიცანი.ყველა შემფასებლური მზერით მიყურებდა,რადგან ბ-ნ სანდროს ასისტენტი ვიყავი.ამბობდნენ,რომ ვერ გავუძლებდი და მალე წავიდოდი,მაგრამ მათ რა იცოდნენ,რომ მე ეს სამსახური ძალიან მჭირდებოდა...
გოგონები ჭორაობდნენ.. მიყვებოდნენ რა დესპოტი უფროსი მყავდა და ამაზე უფრო და უფრო ვითრგუნებოდი.უცებ ყველა გაჩუმდა რატომ არ შემიმჩნევია,რადგან უფროსისათვის ლატეს მომზადებით ვიყავი დაკავებული.
-ვიღც არანორმალური გადმოხტებოდა გზაზე, აბა ნორმალურს იქ რა ესაქმებოდა?!-ნაცნობი ხმა მომესმა,რომელიც ვიღაცას „არანორმალურზე“ უყვებოდა.მაშინვე შევტრიალდი
-იდიოტო?...-გაოცებიდან,ლამის ყბა ჩამომივარდა.სამზარეულოში ყველა მე მიყურებდა,თუმცა არც ისე ხმამაღლა ჟღერდა ჩემი ნათქვამი.იდიოტიც გაოცდა..
-აქ რას აკეთებ?-მკითხა გაოცებულმა
-საყვარელო... შენ გამოგეკიდე.-ირონიულად გავუღიმე და „უფროსის ლატე“ კარებისაკენ წავიღე.
-ეს არის ის გოგო?-ჰკითხა თნმხლებმა იდიოტს,როცა მე ჩავუარე.
ღმერთო ჩემო,მის ნახვას ნამდვილად აღარ ველოდი.ასეთი ამაზრზენი და საკუთარ თავში დარწმუნებული იდიოტი პირველად ვნახე და თანაც უკვე ორჯერ.იმედი მაქვს იმ თეთრხალათიანის(იდიოტის თანმხლების) სტუმარი იყო,ან პაციენტი და იდიოტიზმზე მკურნალობს... მაგრამ ეგ ხო არ იკურნება?..ჩემს ფიქრებს მოვეშვი და მაგიდაზე ყავა დავდე,ლამის ხელი დავიწვი...
რამოდენიმე წუთში კარი გაიღო და ისევ იმ იდიოტს ვხედავ.....
-ნუთუ ეს აღარ დასრულდება?-ჩემთვის წავიბუტბუტე და თვალებზე ხელი ავიფარე.
-ანუ შენ ხარ ადელინა.... -მისი სიტყვები თითქოს დაუსრულებელი იყო.. ხელში კალამს ათამაშებდა და ცინიკური გამომეტყველება ჰქონდა.
-შენ ავადმყოფი ხარ?-გაღიზიანებულმა ვკითხე.-ჩემზე რა უფლერბით არკვევ რაღაცეებს.. ჯერ კინაღამ მომკალი ახლა ეს..
-თავს ძალას თუ დაატან მიხვდები,რომ ახლა ჩემს კაბინეტში იმყოფები... შენ ჩემი ასისტენტი ხარ და ძალიან გრძელი ენა გაქვს..-მან სიტყვა გამაწყვეტინა.. ახლა კი შარში ვარ... ნუთუ ასეთი უნდა ყოფილიყო ჩემი პირველი დღე,რომელიც სულ ახლახანს დაიწო..-ახლა კი თუ ნებას დამრთავ შენს გარდა ძალიან ბევრი საქმე მაქვს.. პაციენტების მიღების შემდეგ ჩემთან შემოდი გაგსინჯავ!-თქვა გადაწყვეტით და სავარძელში ჩაჯდა.
-ახლა,რა იქნება?.. გამაგდებ?-ტუჩზე ვიკბინე და ალბათ ისეთი გამომეტყველება მქონდა რომ შევეცოდე.
-ჯერ-ჯერობით არა!-მითხრა და მანიშნა გავსულიყავი...


პ.ს გამარჯობა ბავშვებო.. დაგიბრუნდით წლების შემდეგ ვისაც ვახსოვარ... იმედია მოგეწონებათ ჩემი მეგობრის ისტორია.თუ გსურთ შემდეგი ნაწილი დააფიქსირეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრება ისტორიასთან დაკავშირებით



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Sainteresoaaa. Gaagrzeleee da ardaagvianoooo

 


№2  offline წევრი PARVENU

Sityva Idioti dzalian xshirad ismis da cota uxeshad xvdeba yurs. Umizezod ucnob adamianze, romelic cdilobda daxmareboda(sanam gaigebda rom titqmis daejaxa) ufro araetikuria da didi ukulturoba. Ufro uaresi ucxo sazogadoebis tvalwin, plius ucnobi adamianis tavdajerebul idiotad sheracxva.
Aba shen ici, warmatebebi da beevri mkitxveli^^
P.s. Imedia ar miwyen personajis gakritikebas.^^

Da ho, bodishi latinuri shriftistvis//
--------------------
Parvenu

 


№3  offline მოდერი The Dreamer

PARVENU
Sityva Idioti dzalian xshirad ismis da cota uxeshad xvdeba yurs. Umizezod ucnob adamianze, romelic cdilobda daxmareboda(sanam gaigebda rom titqmis daejaxa) ufro araetikuria da didi ukulturoba. Ufro uaresi ucxo sazogadoebis tvalwin, plius ucnobi adamianis tavdajerebul idiotad sheracxva.
Aba shen ici, warmatebebi da beevri mkitxveli^^
P.s. Imedia ar miwyen personajis gakritikebas.^^

Da ho, bodishi latinuri shriftistvis//



ყველა მკითხველის აზრი მნიშვნელოვანია,რა თქმა უნდა ავტორი მიიღებს შენიშვნებს და გაითვალისწინებს,იმედია მოგეწონებათ ))

 


№4 სტუმარი ეკა

ძალიან მომეწონა, ყოჩაღ

 


№5 სტუმარი Eliza

It's amazing to pay a visit this web page and reading the views of all colleagues concerning this post, while I am also zealous of
getting know-how.

Feel free to visit my web site - yindex

 


№6 სტუმარი Lonniefiels

<a href=https://apartmentrentalbook.com/>sapporo88</a>

 


№7 სტუმარი LelandGex

<a href=https://medium.com/@igurkin2/jazdy-am-8aaf64267ea9>ile kosztuje prawo jazdy am</a>

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent