გეი ბიჭის დღიურები თავი (2)
გაკვირვებული ვიყავი არ ვიცოდი ასეთ მომენტში, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა.ნივთები მოვაგროვე ჩავიცვი და წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ საწოლის გვერდით ჩემი ტელეფონის ნომერი დავტოვე. ვიფიქრე გავაღვიძებთქო თუმცა არვიცოდი რა მეთქვა, ან რა გამეკეთებინა, ამიტომაც თავის დაღწევა ვამჯობინე ამ უხერხულობიდან. სახლში მივედი წყალი გადავივლე და სკოლაში დაგვიანებით, მაგრამ მაინც წავედი. ჩემი თავი ამ ერთმა დღემ სრულიად არი. გუშინდელი ამბის გახსენების მერამდენე მცდელობაში დავმარცხდი ვეღარ დავითვალე, კონცენტრაციას ვერ ვაკეთებდი, ვერ ვუსმენდი ხალხს მხოლოდ დილანდელ ამბავზე ვფიქრობდი. რა თქმა უნდა, ყოველ პარასკევს მეგობრებთან ერთად ბარში მივდიოდი და ლუდს ვსვამდი, არც დღეს შევიკავე თავი წასვლისგან. მეგის დავურეკე სახლში გავუარე და ბარში გავედით, ჩემი მამიდაშვილი, ორი მეგობარი და ერთი სრულიად უცხო გოგო დაგვხვდნენ დანიშნულების ადგილას. ისევ დათვრობას ვაპირებდი მინდოდა აღარ მეფიქრა იმ ამბავზე, თუმცა მეოთხე ჭიქის დალევისას ფეხზე ვიბრაციის შეგრძნებამ ლაპარაკში გართული ბიჭის იმიჯი დამაკარგინა და სახეზე შიში მკვეთრად შემეტყო დაბნეულობა. ტელეფონის ამოღების და მესიჯის ნახვის შემეშინდა, არ ვიცოდი ვინ შეიძლება შეწუხებულიყო ღამის 12 სააზე და მოეწერა რადგან ნომერს არ ვაძლებდი ბევრ ადამიანს. ბოლოს საკუთარ თავს გავუმკლავდი და მესიჯი გავხსენი. -დილით დაუმშვიდობებლად წახვედი. ) -არ მინდოდა გამეღვიძებინე. ცოტა შევშფოდდი მეგიმაც შემატყო ეს და მკითხა, ხომ კარგად ვიყავი? თავის ისე დავიჭირე თითქოს არაფერი მომხდარიყო და დალევა გავაგრძელე, ვცდილობდი გაღიმებული ვმჯდარიყავი თუმცა ჩემი ღიმილის მიღმა, დაბნეულობა და გაურკვევლობა იმალებოდა. ფეხზე ვიბრაციამ ისევ უხეშად დამიღუტუნა, შეხვედრის თხოვნის მესიჯით. არ ვიცი ახლა ის ჩემი შეყვარებული თუ მეგობარი ბიჭი იყო. მომდევნო დღის საღამოს ყველა გეგმა გადავდე და საღამოს კაფეში დაპატიჯების თხოვნას, არც თუ ისე ბევრი ფიქრის შემდგე დავთანხმდი. შაბათი დილა გათენდა და დღემ ჩვეულებრივზე სწარაფად ჩაიარა და ჩემი წავლის დროც მოვიდა. მოვემზადე ტაქსს დავურეკე და წავედი, კაფეში შესვლამდე ღრმად ჩავისუნთქე და ისე შევედი. მიმზიდველი მიმტანი გოგოც გამოჩნდა და იკითხა რას შევუკვეთავდით. -რას დალევ? -ერთი კაპუჩინო თუ შეიძლება.-აკანკალებული ხმით მიმტანის მიმართულებით სიტყვები სწრაფად გავუშვი. -მეც იგივე თუ შეიძლება. არ მინდა ტრაბახობაში ჩამეთვალოს მაგრამ ჩემი და მისი სიმპათიურობის გამო გვერდით მაგიდებიდან გოგონების მზერას და გამოლაპარაკების მცდელობებს ვამჩნევდი. ორივე ვიჯექით და ველოდებოდით ჩვენს შორის დაძაბულობასა ვინ განმუხტავდა ხმის ამოღებით.ბოლოს ძალა მოვიკრიბე და ძლივს-ძლიობით ამოვიღე ხმა. -იმ ღამით რა მოხდა? -ცოტა დავლიეთ, ვიცეკვეთ, ვიცინეთ და ჩემთან წავედით. ენა დამება სიტყვები ვეღარ მივაბი ერთმანეთს, ნერწყვიც ძლივს ჩავყლაპე და მისი ნათქვამის გავრცობა ვთხოვე. -შენზე მიყვებოდი, დრო და დრო მკოცნიდი, მეხუტებოდი და ბოლოს ჩაგეძინა, ამის მეტი არაფერი მომხდარა. არვიცი შვება უნდა მეგრძნო თუ არა მაგრამ თითქოს ცოტა მომეშვა.ამის შემდეგ ვილაპარაკეთ, ბევრი ვიცინეთ და იმაზე ვიმსჯელეთ დავრჩებოდი თუ არა დღესაც უკვე ნაცნობ ბიჭთან საბასთან. შემოთავაზებაზე თანხმობა განვაცხადე და ტაქსიში ჩავჯექქით, მძღოლს მისი სახლის მისამართიც თამამად ვუთხარი და წავედით. მისი კოცნის სურვილს ვერ ვეწინააღმდეგებოდი თუმცა არ მინდოდა ტაქსის მძღოლს შუა გზაზე ჩამოვესვით იმის გამო, რომ უბრალოდ ორი ბიჭი ერთმანეთს აკოცებდა, მაშინ როცა ეს სრულიად არ იქნებოდა მისი საქმე. როგორც იქნა, მის სახლს მივაღწიეთ და შიგნით შესვლილას ტუჩები ენის წვერით დავისველე და ველოდებოდი მისგან პირველ ნაბიჯს, ახლოს მოიწია და მაკოც, თუმცა საკუთარ თავში ამ ცვლილებას ვერ ვაანალიზებდი რატომ მომწონდა მისი კოცნა, შეხება ან მის სიახლოვეს ყოფნა. საძინებლის კარის პოვნა არ გამჭირვებია უკვე ნაცნობი იყო ეს ადგილი ჩემთვის. ოთახში შევედი და საწოლზე ჩამოვჯექი, მან ორილუდის ბოთლით ხელში შემოაბიჯა თამამად ოთახში ჩემს წინ იატაკზე ჩამოჯდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.