მარტოხელა მხატვარი (თავი პირველი)
*** თავი პირველი "შემთხვევითობა" დათო ის ადამიანი იყო , რომელსაც სარკე ძალიან უყვარდა.ყოველთვის როცა ვინმე კითხვადა თუ რატომ ატარებდა ის სარკესთან დგომამაში ამდენ დროს , იგი მშვიდად იღიმებოდა და მიუგებდა ხოლმე. -სარკე, ეს ისეთი რამეა რის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ. ადამიანები წამიერად გავიხედავთ ხოლმე და თვალს შევავლებთ სარკეს რომელიც სულ თბილად გვხვდება და საკუთარ თავს გვაჩვენებს, შემდეგ კი გარკვეული დროით მისი არსებობა არც გვახსოვს სანამ ისევ არ დაგვჭირდება. დათო ხშირად იჯდა და თავისთვის ხატავდა. ფურცლების უმეტესობას ნაგვის ურნაში ისროდა მაგრამ ყოველთვის რჩებოდა ერთი ნიმუში რომელსაც დათო ალმაცერად შეავლებდა თვალს, შემდეგ ისე უყურებდა თითქოს ვიღაც სხვას დაეხატოს და ბოლოს კმაყოფილი ღიმილით ნახატს თავის საქაღალდეში ათავსებდა. ღამის კლუბში სადაც დათოს მოვალეობა იყო ბარმენის როლი მოერგო თითქმის ყოველღამე გადაჭედილი იყო ხალხით. მუსიკის ხმა იქაურობას სულ აყრუებდა. დღე დღეს მისდევდა და დათოს ცხოვრებაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა სანამ ერთ დღეს შემთხვევით გოგო არ ჩაუვარდა გულში.ეს გოგო იყო სალომე. ლამაზი ღია ყავისფერი თმით, შავი თვალებით და მაღალი. დავითმა პირველად განიცადა სიყვარული, პირველად იგრძნო თავი უცნაურად, იმდენად უცნაურად რომ არ იცოდა ცუდად იყო თუ ყველაფერი ილუზიის შედეგად ხდებოდა.გამბეოდაბაზე ლაპარაკი თუ ჩამოვარდება მაშინ დათოს პირველი ადგილი დამსახურებად ეკუთვნოდა რადგან იგი არასოდეს შეუჩერებია რამეს ცხოვრებაში და ახლა, როცა იცოდა თავისი უცნაური გრძნობის შესახებ სალომესთან ახლოს მივიდა. როდესაც სალომემ დათოს სიახლოვე იგრძნო მოტრიალდა და მისი თვალები ფართოდ მიაპყრო. პირველად ცხოვრებაში დათომ იგრძნო რომ დამბლა დაეცა, ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა და უკანასკნელი იდიოტივით იდგა, იდგა და სალომეს უყურებდა.მაგრამ საბედნიეროდ ამან დიდ ხანს არ გასტანა და დათო მალევე მოეგო გონს. -გამარჯობა - მიესალმა სალომეს და თავისი ღიმილი ესროლა. - შენ ბარმენი არ ხარ? - გაუკვირდა გოგოს. -თუ ეს პოზიცია შენთან ლაპარაკის საშუალებას მომცემს მაშინ კი . ორივეს გაეცინა, სალომემ პატარა პაუზა გააკეთა და შემდეგ თავი დაუქნია. როდესაც დათო უკვე საკუთარი თავის წარდგენას აპირებდა უკნიდან ნაცნობი ხმა მოესმა -რაიყო ხალხს ვერ ხედავ?- ეს იყო დათოს მენეჯერი და აქაურობის უფროსი. ბატონი თამაზი ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ადამიანი იყო და სიმართლე გითხრათ იგი არავის არ ეხატებოდა გულზე,მაგრამ რეალურად ყველაზე კარგი ანაზღაურება აქ იყო და ამისთვის ერთი უხეში ადამიანის ატანას ყველა თავისებურად ეგუებოდა. -მაპატიეთ ბატონო თამაზ, სულ ორი წამით გამოვედი. -ორი წამში შეილება ხალხის ზღვა დაკარგო ბიჭო. ადგილზე დაბრუნდი და ყურადღებით იყავი. დათო დარცხვენილი წავიდა ბარისკენ, ერიდებოდა სალომესთან ლაპარაკი რადგან უფროსმა მის თვალწინ დათო ასე დაამცირა. -არაუშავს, შენს ბართან ვილაპარაკოთ - უთხრა სალომემ და გაუღიმა. თამაზი მალე თვალს მიეფარა და დათომ შვებით ამოისუნთქა. -მაპატიე ეს არეულობა, ზოგადად ასეთი მკაცრი ხასიათი აქვს.- დათო დარცხვენილი ლაპარაკობდა და თვალის კონტაქტს ერიდებოდა -მესმის, მეც მყავდა მსგავსი უფროსი. როგორც ყველასთვის ცნობილია ეს მათი პირველი დიალოგი იყო. ყოველდღე უფრო და უფრო მეტ დროს უთმობდნენ ერთმანეთს და დათო ხვდებოდა რომ მისი შავ-თეთრი ცხოვრება ნელ ნელა ფერებს იძენდა.ყოველდღე უფრო აანალიზებდა რომ სალომე მისთვის იმაზე მეტი იყო ვიდრე უბრალოდ გოგო რომელიც მოეწონა, ხვდებოდა რომ მისი ცხოვრება ბედნიერებისკენ შეიცვალა და როდესაც ადრე ის ხატავდა სევდიან ნახატებს ახლა ყველაფერი პირიქით იყო, თითქოს დათოს ცხოვრება ერთიანად შეიცვალა და ეს მხოლოდ ერთი ადამიანის დამსახურება იყო. შუა დეკემბერი იყო როცა ეს ორი შეყვარებული ადამიანი ისევ ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათთვის არ არსებობდა სიცივე რომელიც სახეს უწითლებდა გამვლელებს, ისინი არც აქცევდნენ ყურადღებას ქარს, რომელიც ასე უხეშად ურტყამდა ხალხს და ხეებს თავის ცივ ხელებს და სახლისკენ უბიძგებდა.ქუჩაში იდგა ორი ადამიანი და ამ ორი ადამიანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ იმდენად ძლიერი იყო რომ მათ გარშემო სხვა ყველაფერი აზრს კარგავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.