ყველას წინააღმდეგ (თავი 3)
დავინახე როგორ გაცისკროვნებული სახით დამიქნია თავი,ღრმად ჩავისუნთქე და სახლის კარი შევაღე:-დედაა,მოვედი. სამზარეულოდან გამოვიდა და როცა ჩემთან ერთად ლუკა დაინახა მაშინვე მიხვდა ვინც იყო, მე დაძაბული ვიდექი როცა ლუკამ ხელი გაუწოდა და მიესალმა, დედამ კი გულთბილად გაუღიმა და შეიპატიჟა. პირდაპირ სამზარეულოსკენ წავედი,მადლობა ღმერთს წვენი მაინც გვქონდა რომ გავმასპინძლებოდი, უკან მობრუნებულს კი დივანზე დამხვდნენ დამჯდარი და თბილად მოსაუბრენი. ტანში თბილმა ჟრუანტელმა დამიარა და გაღიმებული დავუჯექი დედას გვერდით. ცოტა ხანში დედამ სადილად დაპატიჟა, ლუკამ გადმომხედა და სიამოვნებით დათანხმდა. სადილმაც კარგად ჩაიარა, როცა მამაზე მკითხა დედა შეიშმუშნა და ლუკაც მიხვდა რომ ეს არ უნდა ეკითხა, ამიტომ სასწრაფოდ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი, ბევრი ვიცინეთ, სხვადასხვა ისტორიები მოვყევით და ბოლოს წასასვლელად წამოდგა. ეზოში ჩავყევი მინდოდა გამეცილებინა. თითქმის ქუჩაში გასული მომირუნდა და მომმართა: -არც კი ვიცი მადლობა რითი გადაგიხადო,მართლაც არაჩვეულებრივი დედა გყავს,ასე კარგად თავი არასოდეს მიგრძვნია, მადლობა რომ დამანახე რას ნიშნავს გყავდეს არაჩვეულებრივი ოჯახი_ლოყაზე მომეფერა და ქუჩაში გავიდა, მე კი კარებთან ვიდექი ჯერ კიდევ გაოგნებული... დრო მალე გადიოდა თუმცა შეიძლება ეს ჩვენთვის იყო ასე...ორი კვირა ისე გავიდა ვერც შევამჩნიეთ, უკვე უახლოესი მეგობრები ვიყავით, დღიურში ჩემი ნაწერები მისით იწყებოდა და მთავრდებოდა. ყოველდღეს მასთან ერთად ვატარებდი,ჩემთან სტუმრობის შემდეგ კი ხშირად შემოივლიდა ხოლმე, დედასთან კარგი ურთიერთობა ქონდა და ჩვენთან ყოფნა სიამოვნებდა. ერთ დღეს სკოლაში მოსვლა დააგვიანდა, ჩვენს სკამზე ვიჯექი როგორც ყოველთვის ფეხებ შემოკეცილი და ველოდებოდი, თან მის ნათხოვარ ახალ რომანს ვკითხულობდი რომელიც უსაზღვროდ მომწონდა. გოგოებიც არ მოსულიყვნენ ჯერ და ყოველ წამს სკოლის შემოსასვლელისკენ ვიხედებოდი, ერთ გახედვაზეც დათოს მოვკარი თვალი, ვიღაც კარგად ჩაცმულ კაცს ესაუბრებოდა და უცებ დათომ ჩემსკენ გამოიხედა, კაცმაც მის მზერას გამოაყოლა თვალი შემხედა და წარბები შეიჭმუხნა. ამ კაცს არ ვიცნობდი, მაგრამ ისეთი საშინელი მზერა ჰქონდა შევცბუნდი, ფეხზე წამოვხტი და კლასში შესული მივხვდი რომ მთელი გზა მირბენია. იმ დღეს ლუკა სკოლაში არ მოსულა... არც მომდევნო სამი დღე გამოჩნდა. უკვე მართლა შეშინებული ვაწყდებოდი ჩემი ოთახის კედლებს როცა სახლის კარებზე კაკუნი გავიგონე, მაშინვე გავვარდი და გავაღე, ბოლომდე გაღება არ მაცალეს ისე შემოვარდნენ სახში. ლუკა იყო. ის იყო კითხვა დავაპირე სად დაიკარგეთქო რომ მომეხვია და ჩაიჩურჩულა: -როგორ მომენატრე, რამდენი ხანია არ მინახიხარ. მასაც ნარბენი ქონდა. ძლივს დავსვი დივანზე და წვენი დავალევინე. ცოტა სული რომ მოითქვა და ჩემს ცნობისმოყვარე თვალებს შეხედა გაეცინა თუმცა მივხვდი რომ სულაც არ ეცინებოდა, უბრალოდ ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე: -ლუკა სად დაიკარგე?მალე შენზე ძებნას გამოვაცხადებდი. -ჰმ, შენ რა ასე ნერვიულობ ჩემზე???ეს კარგია დავიმახსოვრებ_და გაღიმებულმა მოსვა წვენი. -აღარ მომიყვები რა მოხდა?_როგორც იქნა დასერიოზულდა და გვერდით დამაჯინა. -კარგი მოკლედ, დათომ ჩაგვიშვა, მამაჩემს უთხრა რომ შენთან ვმეგობრობ და რომ მის რეპუტაციას შევბღალავ და რომ მისი კარიერისთვის ცუდია და ბლა ბლა ბლა, შენ თვითონაც მიხვდები, მერე როგორღაც არ ვიცი როგორ მამაჩემმა გნახა, თუმცა მაგისი გაკეთება არ გაუჭირდებოდა და გადაჭრით მომთხოვა შენთან ურთიერთობის მოგვარება, მე კი მშვიდად ვუთხარი უარი, რასაც ვერ იტანს და ჭკუიდან გადადის ხოლმე. სწორედ მაშინ მოიფირქნა ვითომდა ჩემი დასჯა და ჭკუაზე მოყვანა და სახლში ჩამკეტა თუმცა შედეგს შენც ხედავ, როგორც იქნა გამოვექეცი. -ვაიმე ლუკა ასე იოლად როგორ ლაპარაკობ, ახლა რა უნდა ქნა? -არაუშავს, ის რა თქმა უნდა მის კარიერას კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ არ დააყენებს და ჟურნალისტებს უფლებას არ მიცემს ჟურნალებზე წააწერონ ''ცნობილ პარლამენტარს და მომავალ მერს ცოლის შემდეგ შვილიც გაექცა''. ეს მის კარიერას გაანადგურებს, ამიტომ ყველანაირად ეცდება სახლში დამაბრუნოს, მაგრამ აღარ ჩამკეტავს, მეც ვიცი როგორ უნდა დამუქრება. -ლუკა იქნებ არ ღირს?იქნებ ჯობია დაეთანხმო?_იმის გაფიქრებაზე რომ ვეღარ ვნახავდი და ერთად ვეღარ გავატარებდით დროს გული საოცრად დამწყდა და ცრემლები რომარ დაენახა თავი დავხარე. არადა ერთად ამდენი დრო გავატარეთ, ასე შევეჩვიეთ ერთმანეთს, ის ჩემთვის არამარტო მეგობარი, არამედ ყველაფერი იყო. უცებ ვიგრძენი როგორ მომადო თითი ნიკაპთან და თავი ამაწევინა: -არავის მივცემ ჩვენი ურთიერთობის გაფუჭების უფლებას, როგორც იქნა ვიპოვე ადამიანი რომელსაც ჩემი ბოლომდე ესმის, იმედია საწინააღმდეგოს არ ფიქრობ... -რა თქმა უნდა არა სულელო, მეც იგივე მინდოდა მეთქვა_და კიდევ ერთხელ მოვეხვიე, ყურში მისი ჩურჩული ჩამესმა_ახლა ჯობია დავბრუნდე, უბრალოდ აღარ შემეძლო რომარ მენახე, დროებით_ლოყაზე მომეფერა და კარში გაუჩინარდა. ჩემდა უნებურად დამენამა ლოყები ცრემლებით... ლუკა სკოლაში არც შემდეგ კვირაში გამოჩენილა. უკვე სერიოზულად ვღელავდი,თანაც საშინლად მენატრებოდა. გოგოებსაც თითქოს ჩამოვშორდი, მართალია სულ ჩემს გვერდით იყვნენ, მაგრამ ძირითადად ჩვენს სკამზე ვიჯექი, ისინი ლაპარაკობდნენ მე კი ვითომ ვუსმენდი, სინამდვილეში ჩვენს ერთად გატარებულ თითოეულ წამს უკვე მერამდენედ ვატრიალებდი ჩემს გონებაში ვერავინ დაითვლიდა. დათოს საშინელ რეპლიკებს უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევდი მარტო ის მაინტერესებდა გამეგო რა ხდებოდა, კარგად იყო თუ არა. დედაც კი ხვდებოდა რაღაც რიგზე რომ ვერ იყო თუმცა არაფერს მეკითხებოდა, იცოდა თუ რამის თქმა მენდომებოდა ისედაც ვეტყოდი. ერთხელაც სახლში მარტო ვიჯექი და გადაშლილ წიგნს უაზროდ დავყურებდი, როცა კარზე ვიღაცამ დარეკა. დედა მეგონა რადგან პროდუქტების საყიდლად იყო გასული, თუმცა კართან გაღიმებული ლუკა დამხვდა. ვერც კი მივხვდი გახარებული ისე გადავეხვიე და ხელები მაგრად მოვხვიე, მანაც მთელი ძალით ჩამიკრა გულში და როგორც იქნა დილანდელი ოცნებაც ამიხდა. ძლივს გავუშვი ხელი რომ სახლში შემომეყვანა. ჩემს გვერდით დავიჯინე, მანაც ხელი მომხვია და ცოტა ხანი უბრალოდ ერთად ყოფნით ვტკბებოდით, ბოლოს რათქმაუნდა მე ვეღარ მოვითმინე, თავი წამოვწიე და ყველაფრის მოყოლა ვთხოვე. -იმ დღეს როცა სახლში დავბრუნდი, უკვე მისული დამხვდა, ამიტომაც გაიგო რომ გამოვიპარე და უფრო დასჯა გადაწყვიტა, გუშინ როგორღაც დედასთან დაკავშირება მოვახერხე, როცა ყველაფერი მოვუყევი ალბათ არ დამიჯერა რადგან ორი წუთი ხმა ვერ ამოიღო, თუმცა მამას ისიც კარგად იცნობს და რა თქმა უნდა ყველაფერი გაიგო. არ ვიცი რა ილაპარაკეს, მაგრამ როგორც ხედავ ჩიტივით თავისუფალი ვარ_და ჩემი საყვარელი ღიმილით გადმომხედა. -კარგი რა ლუკა ეს ყველაფერი არც ასეთი იოლია, ახლა რას აპირებ, სად უნდა იცხოვრო ან სკოლაში დაბრუნდები? -ჰაჰ ეხლა არ მითხრა მომენატრეო_და ენა დამანახა,მე კი სულელივით გამეღიმა და გავწითლდი. -დედასთან ვცხოვრობ,სკოლასაც დავუბრუნდები, მაგრამ მალე უნდა მოვიფიქრო ცხოვრება როგორ გავაგრძელო, დედას მის ცხოვრებას ვერ დავუნგრევ, მამასთან არ დავბრუნდები, ამიტომ რამე სასწრაფოდ უნდა მოვიფიქრო, თუმცა ახლა ამაზე საფიქრელად ნამდვილად არ მცალია_და ხელები ისევ მაგრად მომხვია. დარჩენილი დრო საუბარში გავატარეთ,ვუყვებოდი რა ხდებოდა სკოლაში მისი არ ყოფნის დროს თუმცა ბევრი არაფერი ვიცოდი და არც იმის აღიარება მინდოდა, რომ სულ მასზე ვფიქრობდი. ბოლოს დედაც მოვიდა, ლუკას და ჩემი გახარებული სახის დანახვაზე შვებით ამოისუნთქა და ვახშმის მომზადებას შეუდგა, თუმცა ეს საქმე მე და ლუკამ გადმოვიბარეტთ და რატომღაც ნამცხვრის გამოცხობა გადავწყვიტეთ. მემგონი ამდენი არასდროს მიცინია, კრემის წასმის დროს ნამცხვრის მაგივრად ერთმანეთი დავკრემეთ, ბოლოს მოსასხამი შოკოლადით კი სახე გვქონდა მოთხვრილი. ბოლოსდაბოლოს როცა დედას დავუძახეთ და შემოვიდა გაოცებული გვიყურებდა, ტანი და ტანსაცმელი მთლიანად ფქვილით, ხელები და ტუჩები კრემით, ხოლო სახე მთლიანად შოკოლადით გვქონდა მოთხვრილი და სიცილით ვიგუდებოდით. დედამ გული არ დაგვწყვიტა და ნამუშევარი მოგვიწონა, თუმცა რა თქმა უნდა არ დავუჯერეთ. ბოლოს უკვე რომ ჩამობნელდა, ლუკა მოწყენილმა გავაცილე, იმდენი ხანი არ მყავდა ნანახი გაშვება მიჭირდა. შემპირდა რომ დილით სკოლაში ჩვეულებრივად მოვიდოდა და ამან ცოტათი დამამშვიდა. დილით ხალისიანმა გავიღვიძე, ვიცოდი სულ ცოტაც და ისევ ვნახავდი. თმა შევიკარი, ჩანთას ხელი დავსტაცე და ღიღინით ჩავირბინე კიბეები, რაც დედას არ გამოპარვია და ღიმილით გამომაყოლა თვალი. ნახევარი გზა გავლილი მქონდა, როცა პირდაპირ ჩემს ფეხებთან შავმა ჯიპმა დაამუხრუჭა, შიშისგან შევხტი თუმცა გზა მაინც გავაგრძელე, ორი ნაბიჯიც ვერ გადავდგი , წინ უცნობმა გზა გადამიჭრა და თვალით მანქანისკენ მანიშნა. მე ჯიუტად გზის გაგრძელებას ვაპირებდი როცა ხელი მომკიდა და მანქანისკენ მიმაბრუნა: -არავის უთქვამს არჩევანი გაქვსო.ჩაჯექი. შიშისგან აკანკალებულმა ღრმად ჩავისუნთქე და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი დროზეს ძახილით ისე შემტენეს მანქანაში. მიზეზს მერე მივხვდი, შევხედე როგორ მორბოდა შეშინებული და გამწარებული სახით ლუკა ლიკას ძახილით. აცრემლებულმა მივარტყი ხელი მანქანის მინას და შევხედე როგორ წაივლო ორივე ხელი ტავზე და იქვე ჩამოჯდა... რამდენიმე საათში უკვე სახლთან ვიყავი.მანქანიდან თითქმის ძალით გადმომსვეს ვითომ იქ დარჩენის სურვილი მქონდა, სახლის წინ ლუკა შევამჩნიე, კიბეებზე იჯდა და მელოდებოდა. გული სითბოთი ამევსებოდა რამდენიმე წუთის წინანდელი საუბარი რომ არ გამხსენებოდა. ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოხტა და გამოიქცა: -ლიკა კარგად ხარ?რა უნდოდათ?მამაჩემი იყო?ხომარაფერი დაგიშავა?_და გადამეხვია. მისმა ჩახუტებამ იმოქმედა და თავი მაშინვე სახლში ვიგრძენი თუმცა მეორე წამს ხელი გავაშვებინე და ძლივს გავუღიმე, გონება და გული სხვადასხვას მეუბნებოდა და თავი გასკდომაზე მქონდა თუმცა კარგად უნდა დავფიქრებულიყავი. -ლუკა მადლობა რომ დამელოდე და ჩემი ამბით ინტერესდები, მაგრამ ძალიან გთხოვ, საკმაოდ რთული დღე მქონდა და ჯობია ცოტა დავისვენო, სკოლაში შევხვდებით კარგი?_და რომარაფერი შეემჩნია ძლივსძლიობით გავუღიმე. სახე მოექუფრა, თვალებში კი წყენა იკითხებოდა, საშინლად მინდოდა მოვხვეოდი დამემშვიდებინა და მეთქვა რომ არასოდეს მივატოვებდი მაგრამ არ შემეძლო. კარგად უნდა დავფიქრებულიყავი ჩემს გადაწყვეტილებაზე და რაც მთავარი იყო დედასთან უნდა მელაპარაკა. -ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა, ვიცოდი რომ ბედნიერებას არ შემარჩენდა, მაგრამ სანამ წავალ, მინდა რაღაც გამოცადო და დაფიქრდე ღირს თუ არა ბრძოლა_ამ სიტყვებით მომიახლოვდა, თითქმის ცხვირებით ვეხებოდით ერთმანეთს. სუნთქვა გამიხშირდა, გული კი ისე საოცრად აძგერდა შემეშინდა არ გამსკდარიყო. არ ვიცი როგორ უნდა ავღწერო გრძნობა რაც მისი ტუჩების შეხებამ გამოიწვია, თითქოს გული და დრო ერთად გაჩერდა, თითქოს,შუა გაზაფხულზე, დიდ ტრიალ მინდორზე ჩვენ ორნი ვიყავით, ხასხასა მწვანე მდელოზე უამრავი ფერად-ფერადი ყვავილი ყვაოდა და საოცარ სურნელებას აფრქვევდა, ლუკა კი საოცრად ნაზად და მთელი გრძნობით მკოცნიდა.... სახლის კარი გაბრუებულმა შევაღე, დედა არ დამხვდა და მაშინვე ჩემი ოთახისკენ წავედი, საღამოს ვთხოვე ნება მოეცა სკოლაში ცოტა ხნით არ წავსულიყავი. მიხვდა რომ რაღაც ხდებოდა ამიტომაც დამთანხმდა. 4 დღის განმავლობაში თითქმის არ ვცხოვრობდი, უაზროდ გაშტერებული ვიჯექი ლოგინზე, ხელში გადაშლილი დღიური და კალამი მეკავა, თუმცა არაფრის დაწერა შემეძლო, როცა ფიქრს დავიწყებდი ის დაუვიწყარი წუთები მახსენდებოდა და ჩემი გონებაც მაშინვე ირთვებოდა. ვგრძნობდი რომ ცოტა ხანიც და დედა ვეღარ გაუძლებდა ასე ყოფნას, თანაც იმან უფრო შეაშფოთა რომ ჩემს სანახავად მოსული ლუკა მოატყუა თითქოს სახლში არ ვიყავი, თუმცა ბოლო წამს გადავიფიქრე და კიბეები სულმოუთქმელად ჩავირბინე, ჩემს დანახვაზე წარბები გახსნა და გამიღიმა: -პირობა დაარღვიე, სკოლაში არ მოხვედი, მაპატიე მაგრამ მეტი ვეღარ გავძელი უნდა გავიგო რა ხდება. -მესმის ლუკა ამიტომაც არ მინდა რამე დაგიმალო, ეს არცერთის ბრალი არაა, არ მინდა იფიქრო რომ შენზე გაბრაზებული ვარ, თანაც უნდა იცოდე როგორი მამაც გყავს. ხვალ სადმე შევხვდეთ კარგი?_ბოლოს დროზე და ადგილზე შევთანხმდით და ლოყაზე მოფერებით დამემშვიდობა. ჩემს ოთახში ასული ფანჯარაზე ჩამოვჯექი, მან ჩემ გამო ბევრი რამ დაკარგა, მამამისი ვერც კი ხვდებოდა რამდენად ძლიერი გრძნობა გვაკავშირებდა და არც მე მივცემდი უფლებას ჩვენ შორის ჩამდგარიყო. თვალები დავხუჭე და თავი ისევ მდელოზე წარმოვიდგინე, ოღონდ ამჯერად ღამეში, ერთმანეთის გვერდიგვერდ, ხელიხელჩაკიდებულები ვიჯექით და ცაზე უამრავი ვარსკვლავის ცქერით ვტკბებოდით. გამეღიმა რადგან მივხვდი, გულმა საბოლოოდ გაიმარჯვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.