ნაცრის-ფერი გოგონა (საცდელი თავი)
მე სალი ვარ, გოგონა რომელმაც 21 წელი საკუთარ ჩრდილში გაატარა , რთული შესამჩნევი არასდროს ყოფილა ჩემი მიმართულებით გამოშვერილი თითების დანახვა, არა , იმიტომ არა რომ კარგი ვარ, ღმერთო ჩემო მათ ისე ვეზიზღები...გაგიჟება შეიძლება! ზოგი ადამიანი დაბადებიდანვე ატარებს დარდს , თანდაყოლილი წუხილი და კარგი მახსოვრობა აქვს,ისევე როგორც მე,ჩემს ცხოვრებაში ვერ იპოვი ღიმილის ნაკვალებს, ვერც იასამნისფერ სიყვარულს და ყვითელ ბედნიერებას, ნაცრისფერი გოგონები თითქოს სხვა პლანეტიდან ვართ და ვერასდროს ვიპოვით ჩვენს ადგილს თქვენს გვერდით , დედამიწაზე . ყველაზე ადვილია ჩვენთვის გულის ტკენა, თუმცა ვითმენთ, სანამ ლიმიტი არ ამოიწურება. თბილისში ვცხოვრობ, არც ისე დიდი ქალაქია, თუმცა ყოველთვის ახერხებს სიძულვილით აღივსოს,ვერ ძღება ჩვენი პრობლემებით , არ უკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას ჩვენი უბედურება, მეტს ითხოვს, ხარბია თბილისი. ჩემი მშობლები მაშინ გარდაიცვალენ, როცა მე ჯერ კიდევ 8 წლის ვიყავი, ბავშვთა სახლს მიმაბარეს, სულ 12 ბავშვი ვიყავით , გინახავთ 12 ცხოვრებისგან განწირული ბავშვი? ჩემს გამზრდელს თინა ერქვა , როგორც იტყვიან "ფაშფაშა და ქოთქოთა " ქალი იყო, საოცრად გემრიელ კერძებს აკეთებდა, თუმცა არასდროს გვიღებდა თეფშზე საკმარისს,ჩვენ უბედოებს ყველაფერთან ერთად ლუკმაც დაგვაკლეს, 18 წლის რომ გავხდი გამომიშვეს მე და ირინა, არასდროს ვმეგობრობდით, იმ დღის მერე თვალით აღარ მინახავს, ბინა ვიქირავე, ორ ოთახიანი პატარა და მყუდრო, მშვიდ უბანში, კედლები ღია ცისფრად იყო შეღებილი თუმცა ფერი გადასვლოდა უკვე, თავიდან ჭურჭელს ვრეცხავდი რესტორანში, თითქმის მშიერს მიწევდა დაძინება, რადგან ქირის თანხა უნდა შემეგროვებინა თვის ბოლომდე, როგორღაც მოვაგროვე და შვებით ამოვისუნთქე , მერე რაა რომ 6 კილო დავიკელი, ფერი დამკარგვოდა და თვალები ჩამშავებოდა, ღია ცის ქვეშ ხომ არ მომიწევდა დაძინება, მერე მაღაზიაშიც ვცადე კონსულტანტობა, მერე დახმარებაც დამინიშნეს, უნივერსიტეტში ჩავაბარე, ჟურნალისტიკაზე, საბედნიეროდ თანხის გადახდა არ მიწევდა. ახლა მეოთხე კურსზე ვარ და ერთ - ერთ რედაქციაში ვმუშაობ. სახლისკენ ჩქარი ნაბიჯებით მივიწევ, სუსხიანი ღამეა როგორც ჩვევია დეკემბერს, თუმცა დიდად არ მადარდებს, ჩემს უბანში რომ შევედი , უფრო ავუჩქარე ნაბიჯებს,ცოტაც გაუძელი სალომე ... ფიქრებში გადაკარგული რაღაც ნყარტან შეჯახებამ მომიყვანა გონს, ჯანდაბა ეს რაიყო, ნატკენ ადგილას მივიდე ხელი და სახე მოვჭმუხნე,თვალები ძვლივს გავახილე, ღმერთო ჩემო ბოძს როგორ დავეჯახე, ყველაფერთან ერთად სულელიც ხარ სალომე ! საკუთარ თავს დავუღრიალე -რამით ხომ არ დაგეხმაროთ? ბოხი ხმა შემომესმა ზურგს უკნიდან , ალბათ ვიღაც ამ უბნის ბირჟავიკია, ესღა მაკლდა -არა ! უხეშად ვუპასუხე, ისე რომ არც გამიხედავს მისკენ, გზა განვაგრძე -იქნებ... - არა მეთქი ვერ გაიგე? დავუყვირე და ამჯერად გაცოფებული გამომეტყველებით, შევტრიალდი მისკენ , ალბათ შეშლილს ვგავდი ამ მომენტში. გავშეშდი არასდროს მენახა აქამდე ასეთი შავი უძირო თვალები, იქნებ სიბნელეში მომეჩვენა ასე? მის სახეს ლამპიონის შუქი ნაწილობრივ ანათებდა, რის დანახვაც მოვასწარი, თხელი სახე სწორი ცხვირი და წვერი იყო, მივხვდი რომ ურცხვად მივშტერებოდი ვიღაც "ქუჩის ბიჭს" და მზერა ავარიდე, -გავიგე, მაგრამ ვფიქრობ რომ ცდები, რადგან სისხლი მოგდის სისხლის ხსენებაზე პანიკამ მომიცვა, პატარაობიდანვე მეშინია სისხლის, აკანკალებული თითები ძვლივს მივიტანე შუბლამდე თავიდან ცივი თიტების შეხებამ ჟრუანტელი მომგვარა, მერე ხელი თბილმა ბლანტმა სითხემ გაათბო, ჯანდაბა , ხელში ბურთი გამეჩხირა , აცრემლებული თვალებით დავხედე ხელს რომელიც სისხლით დამსვროდა, სახეზეც ჩამოგორდა ამ დროს რამდენიმე წვეთი, სანამ მე შიშით შეპრყრობილი გახევებული ვიდექი შუა გზაზე, უცნობმა "ქუჩის ბიჭმა" ნაჭრის ნაგლეჯი შემომხვია თავზე და მაგრად შეკრა, კიდევ უფრო მეტკინა თავი -რას აკეთებ? -სისხლდენა ხომ უნდა შემეჩერებინა, წარბი გაქვს გატეხილი, ალბათ 2 ნაკერი მაინც დაგჭირდება, საავადმყოფოში წაგიყვან რაოო? ნაკერიო? საავდმყოფოო? წაგიყვანო? არაა არა მოიცა -მე თვითონ წავალ , ოღონდ სახლში არანაირი ნაკერი არ მჭირდება -მგონი სისხლს შენი ტვინის მთავარი ნაწილიც გადმოყვა, იქნებ მოგვეზებნა სადმე აქ? მიწას სასაცილოდ მოავლო თვალი -რომ გეუბნები საჭიროა ესეიგი ასეა ხელი ჩამავლო მაჯაში და სადღაც წამაჩარჩალა, 3-4 წუთი მიმათრევდა ასე, შავ მერსედესთან მივედით გააღო და ხელით მიმითითა ჩაჯექიო, გზაში ხმა არამოგვიღია, ან რაუნდა გვეთქვა, რა გვქონდა სასაუბრო, საავადმყოფოსთან , რომ შეაჩერა მაშინღა შევამჩნიე რომ მის პერანგის ნახევარი მე მეკეთა თავზე... არც კი ვიცი როგორ გავუძელი ტკივილს, რატომღაც ჩემი წარბის გაკერვას ეს ვაჟბატონიც დაესწრო, წარბებ შეკრული , ადევნებდა თვალს პროცესს, არ შევმცდარვარ მისი თვალები ისეთიოვე შავია როგორც მოცხარი, კან კუდივით შეკრულ თმასაც მოვკარი თვალი თანხა მან გადაიხადა , ვიუარე როგორ არ შევეწინააღმდეგე მაგრამ არ გაჭრა , ბევრად უფრო ჯიუტი აღმოჩნდა, ის მაინც მოვახერხე რომ სახლამდე არ მივეყვანე და საიდანაც წამომიყვანა იქ დავეტოვებინე -მადლობა ყველაფრისთვის ჩვეული სიმკაცრით განვუცხადე ისე თითქოს ვინმემ მაიძულა ამ სიტყვების წარმოთქმა -ბოძებთან ფრთხილად იყავი ამ დღეებში არ მეცლება ცინიკურად გაიღიმა და წავიდა, დუელში დავმარცხდი სახლამდე ისე მივედი აღარც სიცივე მიგრძვნია, აღარც ტკივილი და აღარც დაღლილობა ნეტავ "ქუჩის ბიჭი" მოცხარივით ეგუება ჩრდილიან ადგილებს? ვინიცის იქნებ ჰო. ბრ ბრ ბრ მეგობრებოოო ! მადლობა რომ დრო გამონახეთ ჩემი ნაწარმოების წასაკითხათ ეს საცდელი თავია და მაინტერესებს თქვენი აზრი, ბოდიში შეცდომებისთვისმ, იმედია მოგეწონათ )) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.