შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმე. თავი (4)


5-12-2017, 00:24
ავტორი DopamineBanana
ნანახია 1 172

იმავე ადგილას ვიმყოფები. დივანზე ვზივარ, მაგრამ ჩემი მოპირდაპირე მხრიდან შავი, მკაცრი თვალები აღარ მიმზერენ. ხელებს ვაჯვარედინებ და ვერ ვხვდები ვის გადავუხადო მადლობა რომ ის იქ აღარ ზის და ასე აღარ მიმზერს. სანამ საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ პირველივე შეხვედრაზე რაიმე სისულელე არ გამიკეთებია, ვგრძნობ რომ ხელის თითები ბოლოებში გამეყინა. არც კი მიცდია, უბრალოდ ისე მოხდა, რომ ჩემმა სისხლმა თითებში წესიერად ვერ იმოძრავა. დივანს მივშტერებივარ და წამით წარმოვიდგენ რომ ჩემს პირდაპირ, ილიას ცისფერი თვალები მზერას არ მაცილებენ. ვგრძნობ რომ ჩემი ილუზიები მალე რეალურობის კარს გაამტვრევენ. ეს ყველაზე მეტად არ მინდა. ჩემი რეალური გარემოებიდან ხმები მესმის, ვფხიზლდები. ჩემს წინ ქალბატონი ანა დგას და ღიმილით შემომცქერის. გვერდით მიჯდება. -კარგად ხარ?- მეკითხება და მის ხმაში ნერვიულობას ვგრძნობ. მხოლოდ „კის“ თქმას ვახერხებ და მკრთალად ვიღიმი, მხოლოდ ჩემს თავს შეუძლია გაიგოს, რამდენად დიდი ძალისხმევა მჭირდება დღეში თითო, ყალბი ღიმილისთვის. ვიცი რომ სხვაგვარად არ გამოვა. -მაპატიე, მას ძირითადად მძიმე ხასიათი აქვს, მაგრამ მერწმუნე, ძალიან თბილი გული აქვს. დიდი იმედი მაქვს რომ, მოკლე ხანში თუ ვერა, ერთმანეთს მომავალში მაინც გაუგებთ. ხშირად მისნაირ ადამიანებს თავიანთი გაგება და მიდგომა ახასიათებთ, იმედია სწორად გამიგებ.- იღიმის და ყველანაირად ცდილობს ჩემი დაბნეულობა და უცნაური შთაბეჭდილება გააქროს. ჩემი შთაბეჭდილების მიუხედავად, ამ ქალს ვენდობი. შეუძლებელია ადამიანი ერთი შეხედვით „გამოიცნო“, ახლა კი უბრალოდ იმედი მაქვს, ყოველთვის ასეთი არ იქნება. ვფიქრობ და ვხვდები რომ ეს ბიჭი ძალიან რთული შემთხვევაა. იმედი გაფუჭებული შუქნიშანივით ასჯერ ენთება და ქვრება. მეშინია. -არაუშავს, ვიცი რომ ეს მისთვისაც რთული იყო, ამიტომ ყველანაირად ვეცდებით მომავალში გავაუმჯობესოთ.- ისევ ყალბი ღიმილი. მიზეზი: სინამდვილეში ჩემს იმედებს წონასწორობის შენარჩუნებაც არ შეუძლიათ. ჩემი შიშების დაძლევა არასოდეს მიცდია. პრობლემა: დარწმუნებული ვარ ეს ბიჭი ჩემს გაცნობას არ შეეცდება. ნაბიჯი პირველი: იმისთვის, რომ მომავალი გადავირჩინო, ჩემი შიშები უნდა დავძლიო. ნაბიჯი მეორე: ამ ბიჭს უნდა ველაპარაკო. აუცილებლად. სანამ ჩემი აფეთქებული ტვინი გეგმების, პრობლემებისა და მიზეზების კორიანტელში ირევა, უეცრად ვგრძნობ რომ დამთქნარება მინდება. ხელს ვიფარებ და ვცდილობ სახე დავმალო. დარწმუნებული ვარ ჩემი თვალთა უპეები ღამესავით შავია. ვლანდავ რომ ანას ეღიმება. -ლიკა, ისედაც ძალიან დაიღალე, შეგიძლია დასაძინებლად წახვიდე, დაისვენე, გამოიძინე, ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდება.- ხელს მხარზე მხურვალედ მხვევს. ბუნებრივად მეღიმება და ფეხზე ვდგები. -დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ძილინებისა.- ვიღიმი, ანა სანაცვლოდ მპასუხობს „ძილინებისა“ და მისაღებს ვტოვებ. სანამ კიბის ბოლო საფეხურს ავივლიდე, გასასვლელი კარის ხმას ვიგებ. ჩავთვალე რომ ის იყო, ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე და დერეფანში შევედი. კიბეებზე ნაბიჯების ხმა მესმის, თითქმის გავრბივარ, როცა ანას ხმა მესმის. „სანდრო გთხოვ, სანამ დაიძინებ ორი წუთით მინახულო.“ გულზე მეშვება. კარს ვაღებ და საძინებელში შევდივარ. სარკეში ჩემს გამოსახულებას ვაკვირდები და მიკვირს. ერთ კვირაში ამდენი რამ ჩემი ტვინისთვის მეტისმეტია. არასოდეს გამომეცადა მსგავსი დატვირთვა. დაძაბული ვარ. ჩემს გონებას ახსენდება, რომ ჩემი ნაბიჯების განხორციელება ყოველგვარი ცდით უნდა დამეწყო. ვგრძნობ როგორ მებჯინება ყელში რაღაც. ხელები გამიოფლიანდა, მათ მუშტად ვკრავ და ვაიძულებ რომ ეს შეწყვიტონ. „სანერვიულო არაფერია.“ ვუმეორებ საკუთარ თავს და კიდევ ათას დამამშვიდებელ და გამამხნევებელ სიტყვას ვეუბნები. ვერც კი ვამჩნევ როგორ ვუახლოვდები სარკეს. „შენს მომავალზე იფიქრე ლიკა! გონება მოიკრიბე, ეცადე რომ შენი პირობა შეასრულო!“, „შენ ხომ დაპირდი ილიას?! რას ელოდები?!“ - ილიას ხსენებაზე პულსი ორმაგად იმატებს და სადაცაა ფეხებში ძალა წამერთმევა. ეს უბრალოდ ემოციების ზღვა იყო, ვგრძნობ რომ მთლიანად ოფლში ვიწურები. დერეფანში ნაბიჯების ხმა მესმის, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი აქ არ შემოვა, ჩემი ტვინი იმდენს წინასწარ თვლის, რომ რადგან მთლიანი დერეფანი გამოიარა, ეს ნიშნავს რომ მისი საძინებელი სადმე ახლოს არის. ღმერთო, გაყინულ ხელებს სახეზე ვიდებ და მათ სიმხურვალეს ვგრძნობ. ასე არაფრის შემშინებია, უნდა ვაღიარო რომ არასოდეს. მიზეზი: უმიზეზოდ.
მოვიტყუე, მეშინია რომ არაფერი გამომივა და ჩემი მომავალი განადგურდება, მეშინია რომ ამ უცხო გარემოში და ადამიანებში ვერაფერს გახდებიან: ჩემი მიზნები, ნაბიჯები და გეგმები. მეშინია იმ აზრთან შეგუების რომ მომავალს ამ ადამიანთან ერთად გავატარებ, რომ არასოდეს არაფერი შეიცვლება, მეშინია რომ ილიას კიდევ ვეღარ ვნახავ და უბრალოდ მეშინია რომ მეშინია.
პანიკამდე ცოტა მაკლია, ამ სიტუაციას ვერასოდეს შევეგუები. ეს ჩემს მთლიან ორგანიზმს შეუძლებლად მიაჩნია. - ასეც არის.
ვერაფერს ვიაზრებ, ჩემს უაზროდ მოქნეულ ხელს, სარკის წინ დადებული სუვენირი ეწირება და ძირს ვარდება. წამის მეასედში უკვე ძირს ვარ, სუვენირს ვიღებ და უამრავ მადლობას ვიხდი რომ ყველაფერი რიგზე აქვს, გარდა იმისა რომ მისი ხორთუმი უმოწყალოდ მოვტეხე. თავის ადგილას ვაბრუნებ. ორი წამის შემდეგ იმას რაც მომივიდა, წამებით უკან ვახვევ:
სუვენირი ძირს ვარდება, ვიხრები და.. ნაბიჯების ხმა წყდება, სანამ თავის ადგილას ვდებ, ის ინაგრძება და კარის დახურვის ხმას ვიგებ. თავი საშინელებათა ფილმში ამოვყავი, რომელმაც მასწავლა რომ ჩემი ნათელ მომავალს ყველაზე საშინელი ყავა გადაასხეს. ამჯერად საწოლის წინ მოთავსებულ სავარძელზე ვზივარ. ვიცი რომ დრო უაზროდ სწრაფად გადის, თხუთმეტი წუთის შემდეგ ვხვდები, რომ ამ ოთახში ვიდეოკამერა რომ იყოს დაყენებული, ვიღაც ძალიან მარტივად გადაწყვიტავდა ჩემს ბედს: ფსიქიატრიული საავადმყოფო.
ამჯერად ვმშვიდდები, ჩემს ყოვლად შერჩენილ ძალებს ვიკრებ და ვემზადები რომ ჩემი პირველი, მესამე, თუ მეოთხე ნაბიჯი ერთად გავაერთიანო. რაც ნიშნავს: გავაღო კარი, დერეფანში არსებული, ჩემს საძინებელთან ახლოს მდებარე ყოველი ოთახი შევამოწმო, ვიპოვო ბიჭი სახელად სანდრო და დაველაპარაკო.
სალაპარაკო თემა: ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისთვის. - ერთი რამ დაზუსტებით ვიცი, ამის თქმისთვის ს აუცილებლად მოვასწრებ ოდესმე, მაგრამ ახლა არა. სალაპარაკო თემას ვცვლი: დამეხმაროს, რომ ახლა თუ ვერა, გარკვეული დროის შემდეგ დამეხმაროს, იმისთვის რომ ჩემი თავისუფლება, მიზნები, იმედები და ოცნებები დავიბრუნო. და რაღათქმაუნდა, ჩემი სიყვარული. ჩემი ტვინი იაზრებს რომ იგი სანაცვლოდ აუცილებლად მოითხოვს რამეს. სამაგიერო: ეს მისთვისაც მომგებიანი იქნება, როგორც მე, ისიც დაიბრუნებს ყოველივე იმას, რაც მის სურვილებზე და სამომავლო გეგმებზე ხაზის მსგავსად გადის.
ფეხზე ვდგები. დღეს მეორედ ვგრძნობ როგორ მეჭედება ყელში რაღაც. კარს ვაღებ და მიკვრის რომ კარის გაღება მაინც მოვახერხე. „არცთუ ისე ძნელი ყოფილა, ხომ ხედავ?“ კარის გაღება. საკუთარ თავს სარკასტული გამონათქვამებით ვაჯილდოვებ და უკვე დერეფანში ვარ. ჩემს მარცხნივ მდებარე კარზე ვაკაკუნებ, „აქ არაფერია“ ვრწმუნდები ბოლოს და ჩემს მოპირდაპირე მხარეს მდებარე კარს ვუყურებ, იმ კარს რომელიც ზუსტად ჩემი ოთახის პირდაპირ არის. ვუახლოვდები, თვალებს ვხუჭავ, ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და ყოველი მსგავსი. „ვიცი რომ ეს არის“ ვამბობ. კარზე ვაკაკუნებ, იმდენად ვღელავდი, რომ ჩემი კაკუნი რითმულიც კი გამოვიდა. -შემოდი.- მესმის ყრუდ კარის მეორე მხრიდან. მისი ხმა ზედმეტად ბოხია, თითქოს საკმარისი არ იყო ჩემი შიში. ყველაფერი რთულდება. კარს ძალიან ნელა ვაღებ და შიგნით უხერხულად ვიხედები, წინ არაფერია. -შეიძლება?- ხმა მიწყდება. ჰორიზონტზე ბიჭს ვლანდავ. ჯერ დამაბნეველად მიყურებს, მერე მის უცნაურ და ძლივსძლივობით შესამჩნევ ღიმილს ვამჩნევ, -შემოდი- ამბობს იგი და კარს ფართოდ ვაღებ. კანკალის გამო, ხელებს ზურგს უკან ვმალავ. თავი პირველ კლასელი მგონია, რომელიც სკოლაში ლექსს პირველად ამბობს. -მაპატიე რომ გაწუხებ, უბრალოდ საუბარი მინდოდა.- სწრაფად ვაყრი და ჩემი თვალებით ვხედავ როგორ ერთობა უკვე ჩემი დაბნეულობით, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს. წარბებს მაღლა სწევს, ვერ ვხვდები ეს რის მანიშნებელი ჟესტია. -გისმენ.- ღმერთო, მე ის პირველად დღეს ვნახე, დღის განმავლობაში მხოლოდ ოთხი სიტყვა გავიგე მისგან, ახლა კი ვგრძნობ ცხოვრების ირონიას, ელაპარაკო ადამიანს მსგავსი თემის შესახებ, რომელსაც დღეს შეხვდი.
-მე.. მინდოდა მეთქვა რომ, ვწუხვარ, ჩემი ბრალი არ არის რომ ყველაფერი ასე ხდება. ჩემი სურვილით არაფერი მომხდარა, უბრალოდ..- ნერწყვს ძლივსძლივობით ვყლაპავ. -მოკლედ.. იმის თქმა მინდოდა რომ, შენი დახმარება მჭირდება, უფროსწორად.. ეს ორივესთვის..- ღმერთო ენას წესიერად ვერ ვამოძრავებ. ხელს შუბლზე ვისვამ რომ ჩემი სიწითლე დავმალო. -დაწყნარდი.- ამბობს და ვგრძნობ როგორ ეპარება ხმაში მხიარულება, რომელსაც ვერ მალავს. -გასაგებია, მიუხედავად იმისა რომ ყველაზე არაკომუნიკაბელური პიროვნება ხარ ვისაც შევხვედრილვარ, მაინც მიგიხვდი სათქმელს.- სერიოზული ხმა. ვცდილობ ჩემი მზერა მისსას არ გავუსწორო, მაგრამ ყველაფერი არასწორად მიდის, თვალებში ვუყურებ. „ყველაზე ცივი პიროვნებაა.“- მისი გამოხედვით ჩემი ტვინი დასკვნების გამოტანას ცდილობს მის პერსონაზე. ჯერ ჩუმად არის, მერე თვალს მაცილებს და დივანს ტანით ეყრდნობა.
-კარგად ვიცი, რომ თავი წინა საუკუნეში გგონია. ისიც კარგად ვიცი, რომ ამ ოთახში შემოსასვლელად და სალაპარაკოდ, შენს საძინებელში ერთი დრამის სცენარი დადგი და წინასწარ გათვალე, როგორ შემოხვიდოდი აქ და როგორ დამელაპარაკებოდი ზუსტად იმ თემაზე, რაც შენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.- გაოცებისგან ოდნავ პირს ვაღებ, ჩემს სხეულში ბრაზს ვგრძნობ და ვცდილობ ლაპარაკი დავიწყო -მე..- მისი ხმა ლაპარაკს მაწყვეტინებს, ხელს ოდნავ მაღლა აღმართავს და ამით მანიშნებს რომ არ უნდა გავაგრძელო.
-შენი წინადადება ასეთია, შემომთავაზო გარკვეული დროის განმავლობაში, გეგმა მოვაწყოთ, ერთმანეთს ისე დავშორდეთ თითქოს, ოდესღაც ერთად ვყოფილვართ და შემდგომ, შენ შენს თავისუფლებას დაუბრუნდე, ოცენებები, სურვილები და სამაგიეროდ მათი ასრულების იმედი მიიღო.- საკუთარი სასოწარკვეთილების დამალვა არ გამომდის, ხელები ისევ ოფლიანდებიან.
-კი მაგრამ მე..- ვიწყებ და თვალებს ვახამხამებ, ჩემს წინ გადმომხტარი სიტყვები ისევ მადუმებენ. ისევ ჩუმად ვარ. -ვხედავ, ჩემი სიტყვები გაბნევენ. ხშირ შემთხვევაში ასეა ხოლმე.- უდარდელად აგრძელებს და ჩემი სიბრაზე ორმაგად იზრდება. -ნორმალურია, იმიტომ რომ შენთვის წარმოუდგენელია ამ ყველაფერს შეეგუო, იცი რომ გაქცევის შემთხვევაში ვერაფერს მიაღწევ, ისინი გიპოვიან. ისიც კარგად ვიცი, როგორ შეეცდები იმ არემარისგან გაქცევას რომლის სიახლოვეზეც მე ვიქნები.- ხელებს აჯვარედინებს და თვალებს აწვრილებს. ჩერდება. მისი სიტყვები მაოცებენ, თითქოს ყოველ დეტალს აკვირდება და ცდილობს მათგან ინფორმაციები მიიღოს, რომელთა შინაარსსაც მან სამართლიანად, თითქმის მთლიანად ჩასწვდა. როგორ მოახერხა ამ მცირე დროის განმავლობაში?!
დუმს და ჩაფიქრებული მიყურებს, მისი მზერა უკვე მაღიზიანებს. ცდილობს წიგნივით წაიკითხოს ის რაც ჩემში იმალება. ხელს ნიკაპზე იდებს, თითებს კი უცნაურად ამოძრავებს.
-კიდევ რაღაც არის.- საშუალო ტონით ცდება მისი პირის საზღვრებს ეს სიტყვები და გული საგულედან მივარდება, შეგიძლიათ ეს პირდაპირი მნიშვნელობით მიიღოთ. -არის რაღაც რაც გამომრჩა, თანაც.. თუ არ ვცდები ეს ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს შენთვის.- თვალებს აწვრილებს და კისერს უკან აგდებს, მერე ისევ მე შემომხედავს. ჩემი მდგომარეობა ნულის ტოლია. -იმის გათვალისწინებით, რომ ოცი წლის ხარ, დამატებითიც, შეძლებული ოჯახიდან, ვფიქრობ არაფერი უნდა გაკლდეს. დარწმუნებული ვარ შენი პიროვნება არ შედგება თანამედროვე სტილის ცხოვრებით. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, შენ ნებისმიერ დროს შეძლებდი ოცნებებისა და სურვილების ახდენას, მოგზაურობას თუ მსგავს რამეებს, ამიტომ, ჩემი დასკვნაა, არის რაღაც, რის გამოც ყველაზე მეტად არ გინდა შენი მომავალი აირიოს, შესაძლოა ადამიანი, ან უბრალოდ რაიმე გატაცება გქონდეს. არვიცი, მაგრამ ფაქტია, რაღაც არის.- წარმოუდგენლად გაოცებული ვარ, ხელების კანკალი, მათი გაყინვა და ყოველივე ეს უბრალოდ მავიწყდება, ან უბრალოდ მათზე ფიქრი ახლა არ შემიძლია. ვინატრე რომ ეს შეეწყვიტა, შეეწყვიტა ჩემი წაკითხვა.
-მოკლედ, ვფიქრობ ერთი დღისთვის ეს საკმარისია. რაც შეეხება შენს გეგმებს, მინდა გითხრა, რომ დაგეხმარები.- უცნაურად იღიმის, არც კი ველოდი ამ სიტყვებს მისგან. თითქოს მცირედ იმედს ვგრძნობ. -მაგრამ, შენი აზრით, ის რაზეც ფიქრობ, რომ ეს ჩემთვისაც მომგებიანი იქნება, რომ მეც განვთავისუფლდები, შენი აზრით მჭირდება?- იღიმის, მე კი ვკანკალებ.
-ნებისმიერ დროს, თუნდაც ახლა, ავდგები და ისე მოვიქცევი როგორც ყველაზე თავისუფალი პერსონა. მნიშვნელობა არ აქვს სად ხარ, არ აქვს უპირატესობა როგორ ჩარჩოში მოგამწყვდევენ, შენი გონება, შენი ფიქრები და წარმოსახვა ყოველთვის თავისუფალია. იქ ვერაფერს აგიკრძალავენ, ამიტომ, მე ახლაც თავისუფალი ვარ. ეს არ მჭირდება.-
მგონი ენა გადავყლაპე, მგრძნობელობის უნარი დამეკარგა და სანამ მეტყველებასაც დავკარგავდი, მხოლოდ ერთი რამის თქმა მოვახერხე -აბა..?- ყელი გამიშრა.
სერიოზული გამომეტყველებით ამომხედავს, ერთხანს დუმს, მერე ხელებს დახედავს, ისევ შემომხედავს და უცნაურად ეღიმება ტუჩის კუთხეში.
-უბრალოდ, არ შეგიყვარდე.-
ჩ ე მ ი მდგომარეობის დასახასიათებლად არცერთი -სიტყვა- არ კმარა.
-შენ უბრალოდ ამის პირობა უნდა მომცე.- ვხედავ როგორ ეღიმება და ვგრძნობ დაუღალავ ბრაზს ორგანიზმში, იმდენად ვხურდები რომ შემიძლია გადავიწვა. ჩემი გრძნობების, სიამაყის, პრინციპების, გაოცების და სიბრაზის მიუხედავად, ჩემი გონება მხოლოდ ერთ რამეს აკეთებს. ვამბობ: -კარგი..- გაკვირვებული, გაუაზრებლად ვიძახი და მის კმაყოფილ სახეს ვლანდავ. ვრწმუნდები, რომ შემდგომი დღეები უფრო მძიმე აღმოჩნდება ჩემთვის, ვხვდები რომ ეს ყველაფერი გართულდება და ყოველივეს ატანას ვერ მოვახერხებ, ამდენს ერთად ვერ მოვერევი.
-გაგაცილებ.- ფეხზე დგება და ნელა მოიწევს კარისკენ. -მე თვითონ.- ვცდილობ სიუხეშე გავურიო, მაგრამ დატვირთულს კარგად არ გამომდის. კარს ვაღებ, დერეფანს ვუერთდები და მოპირდაპირე კარში შევდივარ.
სანამ კარს დავხურავ, მოპირდაპირე კარებში მდგომ ბიჭს ვუყურებ. მივიწყებული შიშის ტალღა თავს მახსენებს. მკრთალი და ყალბი ღიმილით, მის თვალებში ჩვეულ სერიოზულობას ვამჩნევ, მიყურებს და ვხვდები რომ რაღაცას კიდევ კითხულობს ჩემში. თვალს არ მაცილებს და ორი წამის განმავლობაში ასე დგას, გაცამტვერებულს დროის განსაზღვრა არ შემიძლია.
-ძილინებისა.- ტლანქად ამოძრავებს ბაგეებს, სახიდან ყოველგვარ ემოციას იშორებს და კარს ხურავს. მისი სერიოზული გამოხედვა და თვალები კარს უკან ქრებიან. იგივეს ვიმეორებ, კარს ვხურავ, ვიკეცები და ვცდილობ სხეული ნორმებში მოვიყვანო.

არ ვიცი რა მოხდა.
-თითქოს- ვერაფერს მივხვდი გარდა ერთი რამისა.

ეს ბიჭი ძალიან რთული შემთხვევაა.


***

-ჩემი დიდი თხოვნა იქნება დააფიქსიროთ თქვენი აზრი, მოთხრობისა და ზოგადად პერსონაჟების შესახებ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მადლობა რომ კითხულობთ.-

-ავტორი-



№1  offline წევრი DopamineBanana

Nene Mariamidze
საერთოდ არ ყოფილა სანდრო ისეთი პერსონა როგორიც მე მეგონა, მაგრამ არც კარგია::დდ მოკლედ კარგი თავი იყო გოგოც კარგია ბიჭს არაუშავს და შენ საუკეთესო ხარ.

დიდი მადლობა <3 მაინტერესებს, როგორი წარმოგედგინა სანდრო ? <3

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

რატომღაც მგონია რომ ამ გოგოს მართლა ძალიან ცუდი ბავშვობა ჰქონდა და ძლიერი ტრამვა აქვს მიღებული . აბა მართლა მეოცე საუკუნეში ხომ არ ვართ ასეთი რაღაც ხდებოდეს შენს თავს და ხმას არ იღებდე? თან ვერც წარმოვიდგენდი ოცი წლის თუ იქნებოდა. . ნუ დაველოდები მოვლენების განვითარებას იქნებ რამე შეიცვალოს მასში. მთლიანობაში ძალიან კარგია და შენი წერის მანერაზეც არაფერს გეტყვი ???????? საუკეთესო ხარ❣❣

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent