შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა ხედი (III და IV თავები)


5-12-2017, 12:28
ავტორი leandra jerrard
ნანახია 1 303

სხვა ხედი
III თავი
გაუჩინარება
თუ ოდესმე გიცდიათ რამე დაგეწერათ, მაშინ ის გრძნობაც გექნებათ გამოცდილი, როცა ყველა უჯრედით გრძნობ, სხეულში როგორ დაქრიან ერთმანეთში არეული გამოსახულებები, გწყურია თავი მოუყარო, ააწყო და უფუნქციოდ მოხეტიალე ასოებს ერთად შეკინძულს სიცოცხლე აჩუქო. ასოებიც ადამიანებივით არიან, მარტოობა არ უხდებათ, ერთსა და იმავე ასოს კი სხვადასხვა მეწყვილესთან განსხვავებული მნიშვნელობის შეძენა შეუძლია.
ნათელი ღამე იყო, ბარდნიდა. ოთახში ლამაზი მელოდია დანარნარებდა. ქვეშაგებზე ზემოდან ვიწექით, მაგრამ არ გვციოდა, მოზღვავებული ოქსიტოცინი და ენდორფინი გვათბობდა. ვგრძნობდი, როგორ არხევდა ჩემს კულულებს მისი გახშირებული სუნთქვა.
-ისე განვსხვავდებით ერთმანეთისგან...- წამოვიწყე უნებლიედ.
-როგორ? - ხმადაბლა ვლაპრაკობდით.
-როგორც ცა და მიწა...- სრული ჭეშმარიტება იყო, ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვვებული ცხოვრებისეული იდეოლოგიისა მქონე სული, ორი უკიდურესობა ვიყავით. - როგორ ფიქრობ, ასე დიდხანს გავძლებთ?
-არ ვიცი...- სახით მიმიზიდა და თვალებში ჩამხედა.- მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.
-მითხარი, რომ ყოველთვის ჩემი იქნები.
-შენი ვიქნები...- დავიჩურჩულე და მის ბაგეებს დავეწაფე. მკლავი მომიშიშვლა და მგზნებარეთ მეამბორა, ხელები წელზე მოვაჭდე, მერე ფრთხილად სვიტერში შევუცურე და გადავხადე...
იმ ღამის მოგონება, ყოველთვის ღიმილს მგვრიდა, ამჯერად კი სირცხვილის გრძნობა მწვავდა. იმიტომ კი არა, რომ შეცდომად ვთვლიდი, ან ვნანობდი, არა! უბრალოდ წარმოსახვაში იჭრებოდნენ ადამიანები, რომლებიც იქ არ უნდა ყოფილიყვნენ და გაოცებულები ერთსა და იმავე შეკითხვებს სვამდნენ.
-შეიძლება, შენ გგონია, რომ ქალწული ხარ. ზოგს იმდენად თხელი აპკი აქვს, ვერაფერს იგებენ... ზოგს სისხლი საერთოდ არ მოსდის, ინდივიდუალურია...
-ეგ ყველაფერი ათასჯერ მაინც წამიკითხავს.
-აბა, რას ამბობ, საერთოდ არ დარღვეულა ...? - უკვე ვეღარც ვითვლიდი მერამდენეჯერ მეკითხებოდა გაოცებული ენდი.
-არა, აპკის დარღვევის მცდელობაც კი არ ყოფილა!
გაოგნებულმა პირი გააღო, მაგრამ მიხვდა, რომ უკვე ყველაფერი არაერთხელ ჰქონდა ნაკითხი და ისევ დამუწა. ფანჯარასთან იდგა და აღელვებული აბოლებდა, მერე სიგარეტი ჩააქრო და დადუმდა... რეალურად, მეც გაოცებული ვიყავი, ადრე არასდროს მიფიქრია, თუ შესაძლებელი იყო ასეთი რამ, რომ მეფიქრა სიფრთხილესაც გამოვიჩენდი.
-ექიმმა რაო? მქონია ასეთი შემთხვევაო? - დიდხანს მაინც ვერ მოითმინა და ისევ მკითხა.
-თეორიულად შესაძლებელია ვესტიბულარული კოიტუსით დაორსულება შესაძლებელია თუ საშოს კარიბჭეში ან მასთან ძალიან ახლოს მოხვდება, მაგრამ პრაქტიკულად, მილიარდში ერთი შემთხვევააო...- ვიხსენებდი ექიმის სიტყვებს, მაგრამ უცებ გავაცნობიერე, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს? რა გზით დავფეხმძიმდი არაფერს ნიშნავს, მთავარი შედეგია!
ენდი ჩემზე შვიდი წლით უფროსი იყო, ბავშვობაში ყოველთვის ვჩხუბობდით, მაგრამ რაც უფრო ვიზრდებოდით და ვსერიოზულდებოდით, უფრო მეგობრული ურთიერთობა გვიყალიბდებოდა.
იმ დროს, მისი ქმარი, ტიმი მეორე პატიმრობიდან ახალი გათავისუფლებული იყო, შვილები უფროსი - სიმონი 5 წლის იყო, უმცროსი კი სოფია - 3 წლის. ენდის ტიმი არასდროს ჰყვარებია, ყოველთვის მიკვირდა ცოლად რატომ გაყვა. ხმამაღლა არასდროს უთქვამს, მაგრამ ვიცოდი, ვხედავდი და ყველა გრძნობის ორგანოთი ვგრძნობდი, რომ ჩემ დას ისევ დევი უყვარდა. ჩემი ოჯახი მათი ურთიერთობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ადრე თუ გვიან, დააშორეს და ენდის ამის გადატანა ძალიან გაუჭირდა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში ტიმი. მას არც ისე ლამაზი ნაკვთები ჰქონდა, მაგრამ თავისებური ენერგეტიკით გოგონებთან ურთიერთობა არ უჭირდა. თვალები ეშმაკურად უელავდა, საშუალო სიმაღლის იყო, მაგრამ ისეთი აღნაგობა ჰქონდა, იმაზე მაღალი ჩანდა, ვიდრე იყო. ფლორენცვილში ცხოვრობდა, როგორც თავად განმარტავდა, ხინესში საქმიანი ვიზიტით იყო ჩამოსული როცა ხიდზე მიმავალმა მანქანიდან ჩემი და დაინახა, გადმოვიდა, დაედევნა, ბედმა გაუღიმა, ხიდის ბოლოში ყვავილების გამყიდველი იდგა, ლამაზი თაიგული იყიდა, ჩემს დას დაეწია და ლურჯი ვარდები აჩუქა. ბუნებრივია, შუა ხიდზე გაჩერებულმა ავტომობილმა დიდი საცობი და არეულობა გამოიწვია, ამიტომ ტიმი უსიტყვოდ, გაღიმებული გაეცალა ენდის და საჭეს დაუბრუნდა. დღემდე არ ვიცით, საიდან გაიგო მისი საკონტაქტო ინფორმაცია, მაგრამ მოგვიანებით დაუკავშირდა, რამდენჯერმე შეხვდა და ყურებამდე შეყვარებულ პრინცს დაემსგავსა. ენდი თავიდან მასთან ურთიერთობით დევის დავიწყებას ცდილობდა, ყურადღება გადაჰქონდა,მერე როცა შენიშნა, რომ ტიმი ძალიან ჩქარობდა და ზედმეტად აქტიურობდა, ცოტა შეშინდა და ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა და აბიტურიენტობისთვის საჭირო ყურადღება მოიმიზეზა. ტიმი ძალიან მიზანდასახული იყო და დანებება არ უყვარდა, ურეკავდა საათში შვიდჯერ, მირეკავდა მე, ურეკავდა მის მეგობრებს. უგზავნიდა ფერად თაიგულებს, ტექნიკას, სამკაულებს, არ ეშვებოდა. მახსოვს, ორივე ახალი დაწოლილები ვიყავით, ენდი მობილურს გაღიმებული უყურებდა და როგორც ჩანს, ის მომენტი ჰქონდა, როცა იმდენად გინდა ვიღაცას გაუზიარო ემოცია, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ის.
-იცი, მგონია, ტიმი ძალიან კარგი ქმარი იქნებოდა... 19 წლისაა და უკვე რამდენს მიაღწია დამოუკიდებლად?! 1500 გრინლი ფიქსირებული შემოსავალი აქვს, ყურადღებიანია, თბილი,ქალის პატივისცემა იცის... - აღტაცებული ლაპარაკობდა, მაგრამ მის სიტყვებში სიყალბე შევნიშნე, თითქოს საკუთარ თავს აჯერებდა - მასთან ურთიერთობა მსიამოვნებს...
-გიყვარს? - შევაწყვეტიე გამომცდელად. შეცბა, პირი გაუბედავად დააღო, მაგრამ ფარ-ხმალ დაყრილი გამომეტყველებით ამოილუღლუღა:
-არა, არ მიყვარს... მაგრამ, ხომ შეიძლება მერე შემიყვარდეს, ან უბრალოდ ასე, მეგობრული დამოკიდებულებით ბედნიერად ვიცხოვროთ?
-მაგით რისი თქმა გინდა?
-ახლავე აგიხსნი... - რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა, გულაღმა დაწვა და ჭერს ახედა - მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის ოჯახის შესაქმნელად, საჭიროა პატივისცემა,ფინანსები, ძლიერი ხასიათი, ყურადღება, გაგება და სხვა ბევრი რამ, რაც ვფიქრობ მასში და ჩვენს ურთიერთობაში საკმარისადაა ტყუილს ვერ ვიტყვი, არ მიყვარს, დევის მიმართ სულ სხვა გრძნობა...- ვიგრძენი როგორ შეყოყმანდა, უნდოდა ახლანდელ დროში ეთქვა, მაგრამ მაინც მოიტყუა, მოატყუა საკუთარი თავი - მქონდა... ყოველთვის მემახსოვრება, მაგრამ უკვე ჩემი წარსულია და ეს აღარ შეიცვლება.
სამწუხაროდ, მისი წარმოდგენები არ გამართლდა, ნახევარი წელიც არ იყო გასული, რაც დევისთან ურთიერთობა შეწყვეტილი ჰქონდა, პირველი მისაღები გამოცდის ჩაბარებისთანავე ტიმს ცოლად, რომ გაყვა. თვითონ ამბობს, რომ არ გაპარულა, ძალიან გადაღლილი და ნანერვიულები იყო და ამით ტიმმა ბოროტად ისარგებლა. ცოლის მოყვანიდან მალევე, ტიმმა სამსახური დაკარგა, გაურკვეველი მიზეზების გამო, საიდუმლო ორგანიზააციის თანამშრომელი აღმოჩნდა, აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება გამოავლინა, გასუქდა და საბოლოო ჯამში, აღარც სიყვარული ჰქონდათ და აღარც ფინანსები, აღარც პატივისცემა, აღარც - ყურადღება და სითბო. ორჯერ დაიჭირეს, შეთითხნილი სამხილებითა და გაურკვეველი ბრალდებებით, მე ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი მას, ძალიან მაეჭვებდა ასევე მამაჩემით ტიმის დაინტერესება.
მამაჩემი დირლანიის წარმატებული მოღვაწე იყო, თვეში ათი-თხუთმეტი ათასი სტელა მისი საშუალო შემოსავალი იყო, გარდა ამისა მდიდრულ პენტჰაუსში ცხოვრებას მთელს ოჯახთან ერთად, ყველა ოჯახის წევრის ჯანმრთელობას, ტექნიკას, ავეჯსა და საწვავის ხარჯებსაც დირლანიის ხელისუფლება უფინანსებდა, როგორც მსოფლიო ჩემპიონს. ოჯახს ძალიან გაუჭირდა მისი დაღუპვით გამოწვეული ტრაგედიის გადატანა, დედაჩემი მოსიარულე გვამად იქცა, მთელი დირლანია-ლენდჰილი, განსაკუთრებით ხინესი და საერთოდ, მთელი მსოფლიო გლოვობდა არტურს. მაგრამ ერთ დღეს, როცა მე ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, დედაჩემმა უცნაურ დიალოგს მოკრა ყური. არტურის ბიძაშვილთან, ადამთან ვიყავით სტუმრად კუნძულზე, როცა დედამ და ადამის უფროსი ძმის ცოლმა, ელინმა შენიშნეს, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
-ირენ, ადამი ყოველ ღამე სადღაც დადის, პაემანს არ გავს, გოგოებთან ურთიერთობას არასდროს მალავდა, რაღაც ძალიან საეჭვოდ მეჩვენება...
-მართლა? მეც შევამჩნიე, რომ რაღაცას მალავს. - ისინი თითქოს ორივე უბრალოდ ადამის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ, მაგრამ ქვეცნობიერად, ორივენი სხვა რამეს ეჭვობდნენ.
-ყოველ ღამე საძინებლის კარს შიგნიდან კეტავს, გუშინ ღამე არ დამეძინა, სიგარეტი აღარ მქონდა და ვიფიქრე გამოვართმევ-მეთქი, დავუკაკუნე არ გამიღო, მერე გასაღები მოვძებნე და გარედან გავაღე კარი, ვიცი სხვისი პირადი სივრცის შევიწროვება და უსამართლობაა, მაგრამ გული რაღაცას მეუბნებოდა, ვერ მოვისვენ. ოთახში შევედი და საწოლი ცარიელი იყო, აივნის კარი ღია. - ნელ-ნელა უფრო და უფრო ხმადაბლა ლაპარაკობდა ელენი, ბოლოს ჩურჩულზე გადავიდა - არაფერი მითქვამს, დღეს ღამე მინდა ჩავუსაფრდე და გავყვე, გავიგო სად დადის... თუ აღმოჩნდება, რომ პაემანზეა, ან წვეულებაზე, ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად ს ეწევა, ხომ კარგი, თუ არადა - უნდა ვიცოდეთ რაშია საქმე...
-რას ამბობ?! რომ დაგინახოს, რომ ეწყინოს?
-მიღირს. - მოკლედ მოუჭრა ელინმა. - შენ, რას იზამ? ზურგს გამიმაგრებ?
ირენი დაიბნა.
-წამომყვები მეთქი? - შეუყვირა ელინმა.
-კი, წამოგყვები... სესილიას და ენდის დავაძინებ და მეც გამოგყვები.
შუა ღამეს ელენი და სესილია ადამის ფანჯრის მოპირისპირე მხარეს მანქანაში ჩასხდნენ და საათ ნახევარი იცდიდნენ, ის იყო ძილი ერეოდათ ირენმა წამოიწყო.
-აზრი არააქ, ძინავს ალბათ, წამოდი სახლში ავიდეთ, ტყუილად დავკარგეთ ამდენი დრო...
-ჩშშშშშ!... - შეაწყვეტინა ელინმა, თავი ძირს ჩახარა და ირენიც ძირს ჩაქაჩა. - თავი ჩახარე! ჩქარა.
ადამი ფანჯრიდან ფრთხილად გადმოძვრა და გზას გაუყვა, გარეთ არავინ იყო, ამიტომ მანქანით, რომ გაყოლოდნენ, აუცილებლად შეამჩნევდა. დაელოდნენ როდის მოეფარა თვალს და მთავარი გზიდან გადაუხვია თუ არა, მანქანიდან გადმოვიდნენ და სწრაფი, ჩუმი ნაბიჯით მიყვნენ მის კვალს. ადამმა ვიწრო, ბნელი ჩიხებით იარა, რაც ირენსა და ელინს ავისმომასწავლებლად ეჩვენებოდათ და 40 წუთიანი საიდუმლო მგზავრობა-დევნის შემდეგ ადამი დანგრეული ხიდის ქვეშ შეჩერდა. საათს დახედა, ირგვლივ მიმოიხედა და სიგარეტს მოუკიდა. ირენი და ელინი იქვე, შორიახლოს შეჩერდნენ და ხეებს ამოეფარნენ.
-ვიღაცას ელოდება. -ჩურჩულით დაასკვნა ელინმა.
-პაემანი აქვს, როგორც ჩანს! ბავშვები ხომ არ ვართ, რა ჩვენი საქმეა, სად დადის? არ უნდა გამოვყოლოდით, ახლა რომ...
-მოკეტე ! - ისევ შეაწყვეტინა ელინმა და ადამისკენ გაახედა. ადამი ფეხზე წამოდგა, ირგვლივ მიმოიხედა და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა, სიბნელიდან მეორე სილუეტის აილანდა, კაცის სილუეტი იყო, მაღალი და ათლეტური
-ეს ვინ არის? - თითქო ცხელი, ბლანტი სითხე ჩაეღვარა სხეულში ირენს.
ადამი კაცს მიესალმა და ლაპარაკი დაიწყეს, რას ლაპარაკობდნენ არ ისმოდა, არც კაცის სახე ჩანდა სიბნელეში. ირენმა და ელინმა რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწიეს, რომ დაენახათ და ორივეს თავზარი დაეცათ. ეს არტური იყო!


IV თავი
დილემა
გარდაცვლილი ქმრის დანახვაზე ირენს მუხლებში ძალა გამოეცალა, თვალებში დაუბნელდა და არც მეტი, არც ნაკლები გული წაუვიდა. შეშფოთებულ ელინს შემზარავი ხმა აღმოხდა და ორივე ხელით ძლიერად ჩაებღაუჭა საკუთარ თმას. ხმაურმა ბუნებრივია მიიქცია არტურისა და ადამის ყურადღება, დამფრთხალი არტური მხრებში მოიხარა და გასაქცევად მოემზადა, მაგრამ მალევე მიხვდა რაც ხდებოდა და მიწაზე გართხმული ცოლის დანახვაზე გაქცევა გადაიფიქრა, ძალა არეყო მის დასატოვებლად. არტური მიუსაფარი მერცხლის ბარტყივით უსუსურად მიგდებულ ქალს ფრთხილად მიუახლოვდა, მხრებში მოიქცია და ნახევრად წამოაჯინა.
-ირენ! ირენ!
-წყალი! წყალი არავის გაქვთ? - ახალი გამოღვიძებულის გამომეტყველებით წამოიძახა ელინმა, აქეთ-იქეთ მიმოიხედა მაგრამ საიმედო ვერაფერი დაინახა.
-ირენ, ნუ გეშინია, გაახილე თვალები, - მშვიდად ჩასჩურჩულა არტურმა ცოლს და შუბლზე ჩამოვარდნილი თმა უკან გადაუწია. ირენი შეირხა, ამოიოხრა და თვალები უკან გადაატრიალა.
-სახლში წავიყვან, რომ გამოფხიზლდეს და შენ დაგინახოს უარესი იქნება, გაუშვი! - თქვა ხმადაბლა ადამმა და ირენისკენ მიიწია.
-არა, ირენ! ირენ გაახილე თვალები! - სასაცილო დასანახი იყო, გორილასავით დიდ, მხარ-ბეჭიან, ძლიერ და მამაკაცურ არსებას როგორ სათუთად აუთრთოლდა ნიკაპი მილეული ცოლის დანახვაზე. - ირენ! - არტურში რაღაც აბობოქრდა, რაღაც ძლიერი და მთლიანად მოიცვა მისი სხეული, ეს სინანული იყო, მონატრება, ნოსტალგია, ტკივილი და ყველა გრძნობა ერთად თვალებში - სულის სარკეში ლამპიონების შუქზე აირეკლა. არტური მიხვდა, რომ კარგი არაფერი მოყვებოდა ირენისა და მის ამ კონკრეტულ დროსა და ადგილას შეხვედრას, რამდენიმე წამი თავჩახრილი დადუმდა, ცოლს შუბლზე ეამბორა, ადამს გადაუსვენა, ადგა და ნელი ნაბიჯით წავიდა... სიბნელეში გაუჩინარდა... გაუჩინარდა და იმ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილა, გონს მოსული ირენი უკვე სახლში იყო, უცნაური გრძნობა დაუფლებოდა. თითქოს თავიდან დაიბადა და ამავდროულად, თითქოს გულში ცხელი დანა ჩასცეს. როცა მისი ქმრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო, რას არ გასცემდა, ოღონ კიდევ ერთხელ შესძლებოდა მისი ნახვა, ერთი მხრივ, იმედიც ჩაუსახა ამ შეხვედრამ, იმედი იმისა, რომ ოდესმე კვლავ ერთად და ბედნიერად იცხოვრებდნენ, როგორც ყველა ზღაპარში ხდება ხოლმე „ჭირი იქა ლხინი აქას“ წინ... მაგრამ თავს მოტყუებულად და განადგურებულად გრძნობდა, ის მიატოვა საყვარელმა კაცმა, რომლისთვისაც მზად იყო ყველაფერი დაეთმო. მიატოვა, მოატყუა, უნდობლობა გამოუცხადა და ყველაზე დიდი ტკივილისთვის გაიმეტა და რა გაკეთა ახლა, როცა ამ ყველაფრის მერე ასეთი უსუსური ნახა?! კვლავ მიატოვა!
იმ დღის შემდეგ დიდი დრო გავიდა, ირენმა ორივე შვილი მარტომ გაზარდა, მთელი ყურადღება მათ დაუთმო, შვილებში ხედავდა ცხოვრებას, იმედს, მომავალს, სიამოვნებას, ხსნას, შვებას და ახალ სიცოცხლეს... ის იყო გოგონების დედაც და მამაც, მაგრამ მისთვის გარშემო არავინ და არაფერი არსებობდა გარდა ამ ორისა - ენდი და სესილია... ისინი იზრდებოდნენ, იძენდნენ მეგობრებს, სწავლობდნენ, ახარებდათ და სწყინდათ წვრილმანები, ბევრი რამ აკლდათ მატერიალური უსახსრობის გამო, მაგრამ გამგები გოგონები იყვნენ და დედასთან ცდილობდნენ გულისწყვეტა არ შეემჩნიათ. ენდის გათხოვებამ ძალიან დააღონა ირენი, ეს მის ცხოვრებაში კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება იყო, თითქოს თოკი გადაუჭრეს, რომელზე მოჭიდებულიც მაღლა , მწვერვალისკენ მიიწევდა. ენდის წასვლამ სახლში საშინელი სიცარიელე დატოვა, მარტო დარჩნენ სესილია და დედა, წასულის ადგილას კი სიცივემ დაისადგურა... ენდი ტიმთან ერთად და ტიმის გარეშე ხშირად ჩამოდიოდა მშობლიურ ქალაქში, თითქოს ყველაფერი ძველებურად და ნორმალურად იყო, მაგრამ სინამდვილეში ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან ბევრი... ეს იყო სესილიასთვის ბავშვობის დასასრულის დასაწყისი და ირენისთვის ახალი იმედის ძებნის საფუძველი. თუმცა, ირენი არ მიეკუთვნებოდა შეუპოვარი და სირთულეების მოყვარული ქალების კატეგორიას, საძებნელად შორს სულაც არ წასულა და ამჯერად მთელი მისი იმედების საყრდენი სესილია გახდა. დედას იმედი ჰქონდა, რომ მისი უნცროსი ქალიშვილი გაუქარწ....ბდა ყველა ტკივილს, ისეთ წარმატებებს მიაღწევდა, რომ ყველა მასზე ილაპარაკებდა, ქუჩაში თითს მისკენ გაიშვერდნენ და შვილიც ყველაფრისთვის დედის მადლიერი იქნებოდა და ყველაფერს დედისთვის გააკეთებდა...მაგრამ, როგორც აღმოჩნდა შვილებს არ შეუძლიათ მშობლების ვალის გასტუმრება, საკუთარი ცხოვრება, სურვილები, შეხედულებები და მიზნები აქვთ, რის გამოც არ ღირს მათი დადანაშაულება, რადგან ასეთია სამყაროს კანონზომიერება.
დიახ, დედები ღმერთები არიან, რადგან ისინი გვქმნიან, გვჩუქნიან სიცოცხლეს, ცხრა თვე სხეულიდან არ გვიშორებენ, საკუთარი სისხლით გვკვებავენ, ჩვენს გამო, საკუთარი სურვილით უძლებენ ყველაზე წარმოუდგენელ და გაუსაძლის ტკივილს, მოგვავლენენ მიწაზე და გვასწავლიან... დიახ, გვასწავლიან, ისინი გვასწავლიან ყველაფერს, სამყაროს აღქმას, ჭამას, ბგერების გამოთქმას, მიწაზე მყარად დგომას, დაცემის შემდეგ ადგომას, სიარულს... ისინი არიან ჩვენი გზამკვლევები და ამღზრდელები, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სამყაროს შემოქმედმა ასე ინება: მსოფლიოში ყველა დროში დაბადებული ადამიანი აბსოლუტურად განსხვავდება ნებისმიერი მეორე ადამიანისგან, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია ადამიანი ისეთი იყოს, როგორიც დედას უნდა, რადგან დედებს, ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო უნდათ, ჩვენ - შვილებს კი არ შეგვიძლია ვიყოთ იდეალურები, მაგრამ როგორც კი თავად გავხდებით დედები, უმეტეს შემთხვევაში გვავიწყდება „მინდა გავამართლო დედის იმედები, რომ დედა ჩემით ამაყობდეს“ სტრესი და ჩვენს იგივეს ვითხოვთ ხოლმე შთამომავლებისგან, რასაც ჩვენგან - წინაპრები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედები გვჩუქნიან სიცოცხლეს და ჩვენგან სამაგიეროს ელიან. უარეს შემთხვევებში, თავიანთ სიცოცხლესაც მთლიანად ჩვენ გვიძღვნიან და სწორედ ამით გვართმევენ საკუთარს, გვიზღუდავენ თავისუფლებას, არჩევანის უფლებასა და დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას.
სესილიას შეუყვარდა და დედას იმედები გაუცრუა, ამის გამო მის კაეშანს დანაშაულის გრძნობაც ახლდა, დედა კი შეშფოთებული ეკითხებოდა, მე ეს როგორ გამიკეთეო? მაგრამ ასე იყო თუ ისე, ახლა თავად სესილიაც დედად ქცეულიყო და მის მუცელში ახალი სიცოცხლე ჩასახულიყო. რაც მეტი დრო გადიოდა, პატარა არსება იზრდებოდა და მისი ამ ქვეყნად მოვლენის დროც ახლოვდებოდა. სესილიას უნდა გაეკეთებია არჩევანი - მისი გადასაწყვეტი იყო აჩუქებდა თუ არა სიცოცხლეს პატარა უსუსურ არსებას...
* * *
-თქვი რამე, სულერთია, რაც გინდა თქვი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა! - ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდნენ გზას. - სესილია, შენს გულში ჩაიხედე, რა უნდა შენს გულს? გინდა ამის გაკეთება? დაფიქრდი!
-ენდი არ ვიცი, არ ვიცი რა ვთქვა! - ძლივს ამოილუღლუღა ნიკაპ ათრთოლებულმა და დასიებული თვალებიდან კვლავ ცრემლები წასკდა. იმდენად ხშირად ხდებოდა ეს, წამწამები გაშრობას ვერ ასწრებდნენ, თავიდან რომ სველდებოდნენ.
-მომისმინე, დაივიწყე ყველაფერი, მხოლოდ იმაზე იფიქრე, რაც შენს გულს უნდა, სხვას ყველაფერს მე მოვაგვარებ! - თქვა დის სიბრალულით გულაჩუყებულმა და ლოყაზე ერთმანეთის მიყოლებით ჩამოგორებული ორი მსხვილი ცრემლი ხელის ზურგით მოიწმინდა.
-ყველაზე მეტად იცი რა მიმძიმს? ის, რომ ... არჩევანი ჩემი გასაკეთებელია, ვიცი... რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და... არ შემიძლია...- აქოშინებულმა ძლივს მოახრხა წინადადების დასრულება, სვლა შეწყვიტა და სახეზე ხელებ აფარებული აქვითინდა - ჯერ ძალიან პატარა ვარ!
ბინდდებოდა, ჯერ ბოლომდე დაღამებული არ იყო, მაგრამ მზის სხივების სინათლე ქუჩების გასანათებლად არ იყო საკმარისი, მთელ ქალაქში ლამპიონები აენთოთ. ენდი უყურებდა დის ტკივილს და თავს უძლურად გრძნობდა, რა შეიძლება იყოს იმაზე რთული, როცა უყურებ, როგორ იტანჯება შენი საყვარელი ადამიანი და ვერაფერს აკეთებ?
-ვიცი, ვიცი... - დაიჩურჩულა და გულში ჩაიკრა პატარა და. დიდხანს იდგნენ ასე, ჩახუტებულები, აქვითინებულები და სასუწარკვეთილები. ბოლოს, სესილია გაჩუმდა, რამდენიმე წამი დუმდა, აჭრელებული სახე მაღლა ასწია, სველ სახეზე საკუთარი თმები ეკვროდა, თვალები დასიებოდა.
-არ შემიძლია - თქვა ამჯერად უემოციოდ, დაცარიელებულად და ცივად, - ვერ მოვკლავ ბავშვს!
-ვიცოდი, ვიცოდი, რომ ამასიტყოდი! - შესძახა ენდიმ გამარჯვებულის გამომეტყველებით.
-მაგრამ არაფერი თქვა, არაფერი გააკეთო... - ისევ რამდენიმე წამიანი პაუზა და განაგრძო - ვიცი, შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ყველაფერი ისე უცნაურად მოხდა, თითქოს სამყაროს უნდა, რომ ეს ბავშვი გაჩნდეს... და თუ ასეა, ისევ სამყარო მომცემს ნიშანს, რა გავაკეთო...
-მაგრამ ხვალ ექიმთან ვიზიტი გვაქვს დაჯავშნილი, ხომ გახსოვს?
-თუ მანამდე არაფერი შეიცვლება, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ...
„ხვალამდე“ მხოლოდ რამდენიმე საათიღა იყო დარჩენილი, მაგრამ რახან ენდიმ ის მოისმინა, რასაც ასე ელოდა, აღარაფერი უთქვამს, დამშვიდდა და გზა გააგრძელეს.
ქვაფენილს ჩუმად მიუყვებოდნენ, სანამ ქუჩის ბოლოს კაფე-ბარი „თეთრი რაში“ შეხვდათ, ბარის კართან შედგნენ, ერთმანეთს შეხედეს და ორივე შიგნით შევიდა. „თეთრ რაშში“ დიდ კედელზე მარჯვენა ზემოთა კუთხეში ორი პატარა ფანჯარა სასაცილოდ გამოიყურებოდა. მზის სხივები იმ სიდიდის სივრცეს დღისითაც ვერ გაანათებდნენ საკმარისად, მაშინ კი ფანჯრის გვერდით დაკიდებული მრგვალი საათის ციფერბლატზე ისრები ცხრის ნახევარს აჩვენებდნენ. ნათურის მბჟუტავ, სუსტ სინთლეზეც კი კარგად ჩანდა ჰაერში მოფარფატე მტვრის ნაწილაკები. ყოველ გადადგმულ ნაბიჯს ხის იატაკის ჭრაჭუნი სდევდა თან. კარიდან მოშორებით, მარჯვენა კუთხეში ოთხ სკამიან ოთხკუთხედ მაგიდას მაქსიმი და დევიდი შემოსხდომოდნენ. დევიდს, მაქსიმის ახლო მეგობარს, სერიოზული, მოკრძალებული გამომეტყველება ჰქონდა, მაქსიმი კი თავჩახრილი იჯდა და მარცხენა ფეხს ნერვიულად, საათის რიტმში ათამაშებდა. სესილიას მაქსიმის დანახვაზე მუხლებში ძალა გამოეცალა, მაგრამ გრძელმკლავიან ქურთუკში დამალული მუჭები მაგრად შეკრა და ეცადა თავი ძლიერად დაეჭირა. მას შემდეგ, რაც იცოდა, რომ მუცელში მისი შვილი ჰყავდა პირველად შეხვდა. ადრე ყოველთვის, როცა ხვდებოდა თავს სხვა განზომილებაში, ზღაპრულ სამყაროში გრძნობდა, მოსწონდა მასთან ერთად განმარტოება, ახლა კი მხრებზე ორივეს სიკვდილ-სიცოცხლის პასუხისმგებლობა აწვათ და გული გამალებით უძგერდათ, მაგრამ ეს არ იყო ვნებით დამთვრალი და რომანტიკით დამტკბარი პულსი... არამედ ყოველ ჩასუნთქვაზე დაძაბულობით გაჟღენთილი ჰაერით ევსებოდათ ფილტვები და გულზე მარწუხებივით უჭერდათ კაეშანი.
-გამარჯობა - თქვა ფეხზე წამომდგარმა დევიდმა და მიესალმნენ ენდი და სესილიაც. მაქსიმი გულმოკლული, უსუსური გამომეტყველებით შეჰყურებდა სასწაულებრივად დაორსულებულ საყვარელ ქალს. მისი გამოხედვა მოგაგონებდათ ყმაწვილს, რომელსაც საშემოდგომოს გამო იმედგაცრუებული მშობლების წინაშე დანაშაულის გრძნობა ღრღნიდა.



№1  offline წევრი leandra jerrard

Ekka
,,ასოებიც ადამიანებივით არიან, მარტოობა არ უხდებათ, ერთსა და იმავე ასოს კი სხვადასხვა მეწყვილესთან განსხვავებული მნიშვნელობის შეძენა შეუძლია''- am sityvebit mteli adamianuri buneba gadmoeci. Mxolod am prazad girda am istoriis wakitxva. Imdenad grmad chaibechda chems qvecnibiershi,rom ara mgonia odesme damaviwydes
Ireni dzalian mecodeba, sayvarel mamakacs eyo dzala ukve meored mietovebina
Albat sheyvarebuli qalistvis yvelaze rtulad gadasatani ramaa
Vpiqrob arturis ase gauchinareba misi ketili neba ar iqneboda
Yvelapris miuxedavadd mas uchirs coltan ganshoreba, uchirs datovos gasachirshi,tumca misi siyvaruli ar agmochnda sakmarisi
Endis da timis ambavi natel magalits gvadzlevs,rom angareba yvelaze sashineli ramaa
Adre tu gvian iseti dabrkoleba shexvdeba wyvils,romlis gadalaxvasac mxolod siyvaruls sheudzlia
Tu timtan urtiertobas ar chavtvlit, endis shexedulebebi dzalian momwons
Sheidzleba itqvas rom swored is zrunavs dis ketildgeobistvis, icis rom abortis shemtxvevashi sesilia moralurad ganadgurdeba da cdilobs tavad miaxvedros amas patara orsuli gogo
Sesilias sityvebi gulshi chamwvda, rogori dzlieri gogoa...
Maqsimesgan met tanadgomas veli
Vnaxot ra iqneba
Rac sheexeba avtors...dzalian momwons sheni weris stili, mravalperovani leqsika,rac aucilebelia mkitxvelis mosaxiblad????

მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა! მე შენი კომენტარები მხიბლავს და არ მომწყინდება შენთვის მადლობის გადახდა! იმიტომ, რომ ყოველთვის როცა შენს კომენტარებს ვკითხულობ მინდება წერა, მემატება თავდაჯერებულობა და მეძლევა უუუდიდესი სტიმული! მადლობა! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent