შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სრული სისულელეა


22-06-2016, 13:45
ავტორი მარიამი019
ნანახია 1 447

-და საკუთარ თავზე რას მეტყვით?
-საკუთარ თავზე?
-დიახ
-არ ვიცი…
-მაინც?
-არადროს მიფიქრია…
-შეგიძლიათ?
-ვეცდები
...და დაიწყო…
-ცოტა სერიოზული,ცოტაც მხიარული. უცხოებთან უხეში და სულ ოდნავ ბოროტიც. დანარჩენი არ ვიცი…
-თუ შეგიყვარდათ?
-ვიცვლები.
-როგორ?
-უარესობისკენ.
-როგორ,უფრო ბოროტიი ხდებით?
-არა უფრო თბილი,მზრუნველი…
-და თქვენ ამას… - სიტყვა არ დამამთავრებინა და თქვა:
-ხო,მე ამას ცუდს ვეძახი...დამღლელი და მოსაბეზრებელია, როცა გიყვარს და მასზე ზრუნავ,ის კი… აუტანელია.
-გყვარებიათ?
-არა!
-მოგნატრებიათ?
-არა!
-ტყუილი არ გამოგდით, თვალებში გეტყობათ ყველაფერი.
-თვალებში? - ისევ ირონიაა. -რომელ თვალებში? რა ჩანს ამ დაღლილ და უბედურ თვალებში?არც არაფერი…
-გახსენება არ გინდათ?
- … - დუმს
დაახლოებით ოცი წუთი სიჩუმე ჩამოწვა, არც ის იღებდა ხმას...არც მე… თვალები ცრემლებისგან აევსო,თან ენანებოდა გადმოსაყრელად.თავი ჩახარა…
-ბოდიში -ვუთხარი და ავდექი
-არაუშავს,სასიამოვნოა რაღაც ახალი...ნუ ღელავ კარგად ვარ,შეგიძლია განაგრძო.
-რაღაც ახალი?
-აქამდე არასდროს გამხსენებია,მომნატრებია,არც მიტირია.
-სიყვარული რა არის?
-არ ვიცი,რაღაცაა...უბრალოდ რომ გიყვარს,მაგრამ ვერ იბრძვი...თან რომ გეშინია.
-ადამიანები?
-ადამიანები სულელები ვართ,ყოველთვის იმის საპირისპიროს ვამტკიცებთ რასაც ვფიქრობთ.მაგრამ კარგია,განვსხვავდებით ერთმანეთისგან.სიმართლის გვეშინია,ყველაფრის გვეშინია.კიდევ გვშურს,გვშურს ჩვენზე გამბედავი ადამიანების...და გვძულს.
-ბოლოს?
-ბოლოს ყველა კვდება -გაიცინა...ცოტა არ იყოს დავიბენი.
-დევიზი?
-დევიზი არასდროს მქონია.უბალოდ ცხოვრებას მივყვები,საითაც ქარი გადამაგდებდა იმ ადგილს ვეჩვეოდი. არასდროს მიწუწუნია და უკეთესი არასდროს მინატრია.ცხოვრებით ვცხოვრობდი.ჩემთვის...და ყოველთვის ვიმეორებდი “არ მჭირდება ის,ვისაც არ ვჭირდები მე”
-ამას ითვალისწინებდით?
-თავიდან არა მაგრამ როცა დამღალეს კი.ყოველთვის და ყოველ წამს ამაზე ვფიქრობდი,ვიმეორებდი…
-ოცნება?
-არ ვოცნებობ,მითუმეტეს იმაზე რაც რეალურად შესაძლებელია მოხდეს,მაგრამ არ მოხდება.
-საინტერესოა.
-მშვიდობით!



№1  offline წევრი kakulia

ლამაზი ჩანახატია heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent