სხვა ხედი( V, VI )
V თავი პარადოქსი -ლამაზად გამოიყურები - სესილია უადგილო კომპლიმენტმა გააღიზიანა . -დასხედით... - ჩაახველა დევიდმა. ახლად მისულებს სახეზე დაბნეულობა შენიშნა - ვიცი, შეიძლება ჩემმა დანახვამ გაგაკვირვათ, უბრალოდ მაქსიმს გვერდში დგომა სჭირდებოდა... ხომ გესმით, ის სულ მარტოა, ჩემთვისაც არ აპირებდა რამის თქმას სანამ სესილია მისცემდა უფლებას, ერთია როცა რთულ მდგომარეობაში ხარ და ამაზე ბევრად უარესია, როცა მარტო ხარ. -დევიდი ჩემთვის ძალიან ახლობელია, თვალდახუჭული ვენდობი. შეგიძლიათ თქვენც ენდოთ. - ჩაერთო მაქსიმი. -გასაგებია, გვესმის... ასეა თუ ისე, ახლა ყველანი დიდი თავსატეხის ქვეშ ვართ... მე ვიცი, რომ თქვენ ბავშვები ხართ, მესმის რომ ამხელა პასუხისმგებლობის აღება ძალიან გერთულებათ და გაშინებთ, მაგრამ თქვენს ხელში სიცოცხლეა, ბავშვის სიცოცხლე რომელიც თქვენი სიყვარულის ნაყოფია... - ენდი პირდაპირ საქმეზე გადავიდა, სესილია დუმდა, საუბრის წამოსაწყებად ძალა არ ყოფნიდა, აქა-იქ როცა სიტუაციას სიღრმისეულად გააანალიზებდა თავს ვერ იკავებდა და ერთი-ორი ცრემლი გადმოუგორდებოდა ხოლმე, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა. -მე მიყვარს სესილია, გესმით?! - ჭამოიძახა მაქსიმმა. -მიყვარხარ, ჩემი ცხოვრება დიდი ხანია დაგიკავშირე და ჩემი მომავალი შენს გვერდით მაქვს წარმოდგენილი! რატომ გამოგყავვართ მკვლელი? რატომ ლაპარაკობთ ისე, თითქოს... თითქოს ბავშვის მოკვლა მინდა?! დიახ, არ მინდა, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ? ბავშვს გაზრდა ხომ უნდა? განათლების მიცემა, ყოველდღიური საზრდო?! სესილია, - მიუბრუნდა სესილიას - გაიხსენე შენი გეგმები! შენი სიტყვები, ყოველთვის იმას გაიძახდი, მშობლების ხარჯზე ოჯახის შექმნა პარაზიტობააო, ხო, ზუსტად ასე ამბობდი! მით უმეტეს მე არც კი ვიცი რას იტყვიან ამ ყველაფერზე ჩემი მშობლები, დამიდგებიან კი მხარში? დედაჩემს უკვე თვეზე მეტია საერთოდ არ დავლპარაკებივარ, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მოვიკლებდი ყველაფერს და ბავშვს და შენ მოგცემდით, მაგრამ... მაგრამ იმის გარანტიაც არ მაქვს, რომ მე მექნება რამე... არ ვმუშაობ, არასდროს მიმუშავია გესმით? ვსწავლობ და ასე მოულოდნელად...სამსახურის პოვნასაც ხომ სჭირდება დრო? - თვალებამღვრეულს სიტყვა გაუწყდა და დადუმდა. -მე...არ შემიძლია მოვკლა ბავშვი... და თუ მაინც გავაკეთე ეს, მასთან ერთად გაქრები შენც ჩემი ცხოვრებიდან. -რატომ? ვერ ვხვდები,რატომ ამბობ ამას?! -როგორ წარმოგიდგენია ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა?! -რა გამოდის, მხოლოდ ბავშვის გამო გინდა ჩემთან ყოფნა? ანუ, ცოლად თუ გამომყვები, მხოლოდ ბავშვის გამო? -ღმერთო! - წამოიყვირა აღშფოთებულმა სესილიამ - როგორ არ გესმის?! -ეს არაფერშუაშია, უბრალოდ ნებისმიერი ქალისთვის წარმოუდგენელია ურთიერთობის გაგრძელება კაცთან, რომელთან ერთადაც ყოველთვის გაახსენდება, რომ საკუთარი შვილი მოკლა!- მკვახედ მიახალა ენდიმ. -მემგონი, აჯობებს მარტო დავტოვოთ, დაილაპარაკებენ. - მშვიდად უთხრა ენდის დევიდმა და ორივენი უსიტყვოდ ადგნენ და გარეთ გავიდნენ. მაქსიმი გაუბედავად მიუახლოვდა სესილიას და ხელზე ფრთხილად, სათუთად გადაუსვა საჩვენებელი თითი. სხვა დროს, ალბათ ეს ჟესტი სასიამოვნო მღელვარებას გამოიწვევდა სესილიაში, მაგრამ იმ მომენტში, როცა თავს ყველაზე უბედურად გრძნობდა მოფერებამ საკუთარი თავისადმი სიბრალულის გრძნობა აღუძრა და აქვითინდა. მოულოდნელი რეაქციით შემცბარმა მაქსიმმა პირი გააღო, მაგრამ საჭირო სიტყვები ვერ მოძებნა. საყვარელი ქალის ცრემლები გულს უკლავდა, გაუსაძლისი იყო ამ სურათის ყურება მისთვის. იმ წამს, მზად იყო ყველაფერზე წასულიყო ოღონ მისთვის ყველაზე ძვირფასი, ბავშვური და სასაცილო ღიმილი დაენახა ცრემლებით გაჟღენთილი, ტკივილით დამანჭული გამომეტყველების ნაცვლად. სული შეეხუთა, გადაიხარა გოგონასკენ და ძლიერად მოეხვიეა. -გთხოვ, შეწყვიტე! -არ... შემიძლია - საბრალოდ ამოიგმინა და დადუმდა... რამდენიმე წამი ორივე დუმდნენ. -არ ვიცი რას გადავწყვიტავ ხვალ, უბრალოდ მინდოდა, შენი იმედი მქონოდა ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ მეტისმეტად სუსტი ყოფილხარ, იმისთვის რომ ვინმეს დასაყრდენი იყო. მაქსიმმა კვლავ გააღო პირი, უნდოდა ეთქვა რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მენდოო, მაგრამ არაფერი თქვა.არ უნდოდა მასზე გავლენის მოეხდინა. რაოდენ ირონიულიც არუნდა იყოს, სწორედ იმის შიშით გაუცრუა იმედები საყვარელ ქალს, იმედები რომ არ გაეცრუებინა. ჰო, პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ფაქტი ამგვარი იყო: არ შეეძლო მისთვის საიმედო სიტყვები ეთქვა, რადგან ვერ მისცემდა იმას, რასაც იმსახურებდა, რაც იმედგაცრუებას გამოიწვევდა მომავალში. მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში ორივემ იცოდნენ, რომ საკმარისი იყო სესილიას ეთქვა, რომ ბავშვს სიცოცხლეს ჩუქნიდა, მაქსიმიც გაიზიარებდა გადაწყვეტილებას და მასთან ერთად იზრუნებდა ამ ბავშვის სიცოცხლის უზრუნველსაყოფად. -გთხოვ, დამშვიდდი, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება... - თქვა, მაგრამ თავადაც გააცნობიერა რაოდენ არაფრისმომცემი და სულელური სიტყვები ამოდიოდა პირიდან, რამდენჯერაც არ უნდა ეცადა რაიმეს თქმა და საკუთარი თავისადმი ზიზღი იგრძნო. მუჭი ძლიერად შეკრა და მაგიდას დაარტყა ბრაზის გასაქარვებლად. -დამპირდი, რომ არ მიმატოვებ... გთხოვ! - უთხრა და გოგონას მუდარით სავსე ზურმუხტისფრად აელვებული თვალები შეანათა. -უნდა წავიდე. სესილია ადგა და წავიდა, ხმაურიანი ნაბიჯით მივიდა მძიმე კარებამდე, კარი გამოაღო და გარეთ გასულმა მძიმედ მიიხურა. დევიდი და ენდი კართან იდგნენ და სიგარეტს ეწეოდნენ, სესილიას დანახვაზე ორივე დაიძაბა. -წავედით - უთხრა დას ისე, რომ არც კი შეუხედავს და ისიც უსიტყვოდ გაყვა. * * * კვლავ ჰორიზონტს გავყურებდი და აღარც კი ვიცოდი მერამდენეჯერ ვაანალიზებდი რა მოხდა ჩემს თავს. რამდენჯერაც არ უნდა მომეგონებინა ის დღეები, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ სამყაროში შეუძლებელი არაფერია. იცით, ხანდახან მგონია, რომ სამყაროს თავისი ენა აქვს. ყველაფერი ესმის, რასაც ვლაპარაკობთ ვფიქრობთ, გვიხარია, გვწყინს,ყველაფერი, რისიც გვეშინია მაგრამ არა ისე - როგორც ჩვენ ვგულისხმობთ, არამედ სხვანაირად, თავისებურად... თითქოს რაღაც უხილავი ძალა ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ და არაფერია ისე, როგორც გვგონია. გვიყვარდება ის, ვინც ყველაზე მიუღებელია ჩვენთვის, გვემართება ის, რაზეც უწინ სხვას დავცინოდით ან უბრალოდ, ვაკრიტიკებდით, აუცილებლად შეგვემთხვევა ის რაც ყველაზე მეტად გვაშინებს და ყველაზე პარადოქსული კი ისაა, რომ მსგავსი სიურპრიზები მთლიანად გვიცვლის მსოფლმხედველობას. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის რაც ყოველთვის ყველაზე მეტად მაშინებდა, იგივე ის, რის გამოც თავს ყველაზე უბედურად ვგრძნობდი, ყველაზე დიდი ბედნიერების დასაბამი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ხანგრძლივი გოდებითა და გლოვით დაქანცულს სასწაულის მოლოდინში რამდენიმე წამით ჩამთვლიმა, ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვიყავი, რომ იქვე, გვერდით საწოლთან დედაჩემის ტელეფონმა დარეკა. უცნაური გრძნობა დამეუფლა, სასწაულის იმედი და უარესის შიში ერთდროულად დამეუფლა. -გისმენთ... - უპასუხა შეშინებულმა, ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე ირენმა. -გამარჯობა, ირენს ვესაუბრები? - სამარისებურ სიჩუმეში გარკვევით მესმოდა უცნობი მოსაუბრის ხმა. ქალი იყო, დავიბენი. -დიახ, გისმენთ. -არაფერს გეკითხებით, მხოლოდ ინფორმაციის დადასტურება მინდა თქვენგან, როგორც ვიცი სესილია ფეხმძიმედაა მაქსიმისგან, ასეა თუ არა? -ვინ ბრძანდებით? - იკითხა თავზარდაცემულმა ირენმა. -მაქსიმის დედა ვარ, ნადია. -საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? -არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რახან გაინტერესებთ გეტყვით, რომ თავადაც არ ვიცი ინფორმაციის წყარო, ვიღაცამ ანონიმურად შემატყობინა ეს ამბავი და თუ სიმართლეა, ვინც არ უნდა იყოს მადლობის მეტი არაფერი მეთქმის... მიპასუხეთ, ასეა თუ არა? მე სესილიას ვიცნობ, ძალიან მიყვარს და რაც ყველაზე მთავარია, ჩემ შვილს ძალიან უყვარს. სანამ თქვენ დაგირეკავდით, მაქსიმს ველაპარაკე, მას სესილიას ცოლად მოყვანა უნდა და მე მზად ვარ გვერდში დავუდგე მათ როგორც მორალურად, ისე - ფინანსურად შეძლებისდაგვარად რა თქმა უნდა და...სულაც, კარგი იქნებოდა თავად ეთქვა სესილიას ამ ამბის შესახებ. -სესილია, ჯერ ძალიან პატარაა ოჯახის შესაქმნელად. - მიახალა შეშინებულმა, სულ მთლად აცახცახებულმა ელინმა მკვახედ. -მე მესმის თქვენი პოზიცია, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ვერც მე წარმომიდგენია მაქსიმი მამად, მაგრამ ახლა უკვე ფაქტის წინაშე ვართ და ვერაფერს შევცვკუთ. მე მაქსიმის მამასაც ვესაუბრე, ჩვენ ყველანი მათ სიყვარულს ვუჭერთ მხარს! ნუ ინერვიულებთ, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ, მივაღებინებ სესილიას განათლებას და მისთვის, გპირდებით ყველაფერს გავაკეთებ. აბორტზე არც იფიქროთ, ბავშვს ცხოვრება არ დაუნგრიოთ! ახალგაზრდები არიან, ერთმანეთი უყვართ... -მაგრამ... ალო, გესმით? ალო?! -დიახ, გესმით ჩემი? კავშირი გაწყდა... სასწაული მოხდა... მესაიდუმლე მოგონებების მორევიდან ნელ-ნელა გზა თავად გამოვიკვლიე. უკვე აღარ ვიცოდი, მერამდენეჯერ ვიხსენებდი ჩემს ცხოვრებაში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს, თუმცა ყოველ მომდევნო ჯერზე უკეთ ვგრძნობდი თავს. ვუცქერდი ზღვას და ვფიქრობდი, ეს პეიზაჟი თრგუნავდა ჩემში სტრესულ ჰორმონებს და ვგრძნობდი, ნელ-ნელა სიმშვიდე როგორ მეუფლებოდა. ხელს ფრთხილად, ქვევიდან ზევით და შემდეგ ზევიდან ქვევით ვასრიალებდი გამობერილ მუცელზე, შიგადაშიგ საპასუხო შეხებასაც ვგრძნობდი და ბოლომდე მაინც ვერ გამეაზრებინა, როგორ შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება ერთმა მოულოდნელმა სიახლემ... ტალღების პერმამენტული რხევა საოცრად მიზიდავდა. მუქი, მელნისფერი ზღვა თეთრად რომ იქაფებოდა და სანაპიროზე არსებული ყველა კენჭის შთანთქვას ლამობდა, თითქოს მეძახდა რათა თავის იდუმალ სამყაროს ვეზიარებინე. -როგორ მიზიდავს... - წარმოვთქვი უნებლიედ, ლამის ჩურჩულით. -კარგი რა, ნუ ხარ ეგოისტი, ხომ ხედავ ყველა ამბობს, რომ შენთვის ზღვაში ჩასვლა არ შეიძლება! - მითხრა მაქსიმმა ისე, რომ მზრუნველი, ალერსიანი მზერა არ მოუშორებია. ყოველთვის ასე ხდებოდა, ვერასდროს იგებდა ვერც ჩემს ნათქვამსა და მით უმეტეს, ვერც მდუმარებას... მინდოდა მეთქვა, რა შუაშია ეგოიზმი, სხვანაირად გაიგე ჩემი სიტყვები-მეთქი... მაგრამ ხანდახან, როცა ადამიანს არ ესმის შენი, არ არსებობს სიტყვები, რომლებსაც რამის შეცვლა შეუძლიათ, ხოლო როცა ესმით, თუნდაც სულ არაფერი თქვა, უბრალოდ ესმით და დამთავრდა. მერე კიდევ ერთხელ გავაანალიზე მისი სიტყვები გონებაში და ისევ გავღიზიანდი - "ყველა ამბობს?! ყველა თუ ასეთი ბრძენია, რაღა საჭიროა ამდენი ანალიზები და ექიმთან ვიზიტები? ყველამ დამინიშნოს ვიტამინები და წამლები, ყველა...ყველა"... -ვინ ყველა ამბობს, აბა? -ვინ და ნადია... არ ვიცი, აპირებდა თუ არა კიდევ რამის თქმას, პირდაპირ მივახალე, -ესეიგი შენ გინდა თქვა, რომ ნადია ყველაა? ნადიას ნათქვამით განისაზღვრება ყველაფერი? -ხომ ხედავ, იგივე თქვა მაიმაც და დილით ბარში ნადიას გაუცნია ვიღაც, შვილიშვილი მეყოლება მალეო და იმ უცნობს, უფროსწორად ახალგაცნობილს უთქვამს ორსული აქ რატომ წამოიყვანეთ, ზღვაში არ ჩავიდეს არავითარ შემთხვევაშიო! -ეგეც ნადიას ნათქვამია, მაია კიდევ ნადიას დაქალია და ესეიგი ჰო - ნადია არის ყველა! -სესილია! - წარბები შეკრა. -მაქსიმ! -ნუ ბავშვობ! -იცი რა, სულაც არ ვაპირებდი ასეთ სიცივეში წყალში ჩასვლას, საცურაო კოსტიუმიც კი არ მაცვია, რაღაც შენებურად გაიგე მაგრამ იცი რამ გამაღიზიანა? ყველას ნათქვამზე რომ უნდა ვიარო, თურმე... სულ ფეხებზე რას ამბობენ, გესმის? ვისი აზრიც მნიშვნელოვანია, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, დავდივარ ყოველ თვეში და ფულს ვუხდი და სწორედ იმ ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში სწავლობდა იმას, რაშიც ახლა ფულს ვუხდი მე და უამრავი ჩემნაირი, გარკვევით მითხრა, რომ შემიძლია ვიცურავო ზღვაში...და მეტიც, შემიძლია კი არა, რეკომენდირებულია ცურვა ორსულობის დროს, რადგან ფიზიოლოგიური გზით ვაპირებ მშობიარობას და ცურვის დროს მენჯები ვარჯიშდება. სხვათაშორის, სანამ ექიმისგან ამას მოვისმენდი, ვიცოდი რასაც მეტყოდა, რადგან სანდო წყაროებიდან მოვიკვლიე ინფორმაცია და წავიკითხე, "ყველასგან" განსხვავებით, ზედაპირულად არ ვლაპარაკობ! -რას ბოდავ? ექიმმა ისიც ხომ არ გითხრა, ბევრი იცურავე ბინძურ ზღვაში, რომ ბევრი ვირუსი და დაავადება აიკიდოო? -არა, საყვარელო. ექიმმა მითხრა, სუფთა ზღვაში იცურავე, თუ ამღვრეული იქნება წყალი ნუ ჩახვალო, ხალხმრავალ ადგილებთან მორიდებაც მირჩია, რადგან მართლაც არსებობს ვირუსების, ან ინფექციის "აკიდების" საშიშროება... და ამ უვიცმა "ყველამ", სწორედ ეს ფაქტი აითვისა უაზროდ და ფანატიკურად! -ღმერთს ვევედრები, ორსულობის ბრალი იყოს! -რა უნდა იყოს ორსულობის ბრალი? -შენი აუტანელი ხასიათი! -მომახალა მკვახედ. -რა ვთქვი აუტანელი ან გაუგებარი? - შეზლონგზე მკვეთრი მოძრაობით წამოვჯექი - მე ვარ აუტანელი არა?- ფეხზე წამოვიჭერი - არა, არ არის ორსულობის ბრალი, ყოველთვის ასეთი ვარ და იცი რას გეტყვი?! თუ რამე არ მოგწონს ახლავე გამეცალე, თორემ ბავშვს რომ გავაჩენ, მერე იმედები გაგიცრუვდება! - ვუთხარი სულმოუთქმელად, განრისხებულმა, მაგრამ ისე, რომ ხმა არ ამიმაღლებია, ყვირილი არ მჩვევია. ბრაზმა ერთიანად წამომახურა, ვიგრძენი სახე როგორ ამიწითლდა, ნიკაპი ამითრთოლდა, ყელში ბურთი გამეჩხირა და ზურგი ვაქციე თუ არა ცრემლები წამსკდა. ჩქარი ნაბიჯით წავედი. "ო, არა! ისევ ცრემლები?! როგორ შემზიზღდა ჩემი თავი! მერამდენეჯერ?! ნუთუ ყველაფერზე უნდა ვიტირო? ეს კი ნამდვილად ორსულობის ბრალია! მე არასდროს ვყოფილვარ მტირალა, ახლა რამ გამაგიჟა?!" და საკუთარ თავზე გაბრაზებულს კიდევ უფრო ამიჩუყდა გული, ვიგრძენი სახე როგორ დამემანჭა და მხრები ამიკანკალდა. "ოღონდ ახლა არ შემხედოს, არ შემხედოს!". -სესილია! სიჩქრეს მოვუმატე. -სესილია! დამელოდე! დამედევნა. სირბილი ვერ გავბედე, თუმცა ბევრი არ მაკლდა, რომ დამეწია და მკლავზე ჩამჭიდა ხელი და მომაბრუნა. ცრემლების შემშრალებას აზრი არ ჰქონდა, თავი ძირს ჩავხარე. -ტირი? -არა-ა! - ამოვიგმინე საცოდავად თვალებდახუჭულმა. -ჩემო პატარავ, რა სულელი ხარ?! -თავი გამანებე! -დამშვიდდი, არ მინდოდა... -შემეშვი! აუტანელი ვარ, არ შევიცვლები, უფრო აუტანელი გავხდები! - სიბრალულის გამომჟღავნებამ უფრო გამაღიზიანა, სუნთვა გამიხშირდა, გული უფრო ძლიერად ამიძგერდა. -მაგასაც ნახავ!- დაიჩურჩულა და ჩამიხუტა. -რატომ მეხუტები, რა გინდა? - შეწინააღმდეგების ძალა აღარ მქონდა. -მიყვარხარ, წარმოუდგენლად მიყვარხარ. -ამას იმიტომ ამბობ, რომ ვტირი! -არა... მიყვარხარ. წითლად მოელვარე მზე ლურჯი უფსრკულისკენ მიექანებოდა, ირგვლივ ყველაფერი ფერს იცვლიდა, რამდენიმე ტონით უფრო მუქდებოდა გარემო. ყველაზე ლამაზი ცა სწორედ დაისის დროსაა, პალიტრისფრად შემოსილი, ფერადი ღრუბლებით მოპენტილი...ისეთივე მშვენიერია ცა ამ დროს, როგორი ლამაზი, ნაზი, სპეტაკიც და კეთილიც ორსული ქალია... დიახ, სწორედაც რომ კეთილი! სიკეთე ხომ მაშინ ჩნდება, როცა სულიერი ჭარბობს ხორციელს? საოცარია, არა? ორსული - ორი სული ერთ სხეულში. ფეხმძიმობის დროს ქალის ორგანიზმში ომია გაჩაღებული, ის ემზადება ყველაზე დიდი ტკივილის გადასატანად რათა ეზიაროს ყველაზე დიდ ბედნიერებას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით განმსჭვალული. ჰორმონალური დისბალანსი, ნივთიერებათა ცვლის პრობლემები, სტრესი, შფოთვა, შიში, ნამდვილი ფიზიოლოგიური მიწისძვრა და ფსიქოლოგიური ქარიშხალი! ქალის ორგანიზმი უძლებს, ყველაფერს უძლებს, ხოლო ორსული ქალი - გამოიყურება ისე, როგორც ყველაზე უსუსური და საბრალო ქმნილება სამყაროში. -წამოდი, წავიდეთ - ჩამჩურჩულა ხანგრძლივი მდუმარე ჩახუტების შემდეგ ისე, რომ არ მომშორებია. -სად? -ზღვაში. -როგორ? -გავცუროთ... -აკი არ შეიძლებაო? -აკი მიზიდავსო? -ცივა... -მე გაგათბობ. -მაგრამ ბნელა... -გინდა, თუ არა ზღვაში, ჩემთან ერთად? -მინდა... ორივენი გავირინდეთ, ადგილიდან არ დავძრულვართ. -მეშინია... -მენდე. ორი ნაბიჯი უკან გადადგა, ხელი ჩამჭიდა და წინ გამიძღვა. სანაპიროს მდუმარედ მივუყვებოდით. ხან წვრილი კენჭები მიჩხვლეტდნენ ტერფებს, ხანაც - ქვიშა მეყრებოდა ფეხსაცმელში, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის სასიამოვნო განცდა, რომელსაც ზღვის სურნელი მანიჭებდა მაშინ... სიო ყვრიმალებზე მეალერსებოდა, ნიავი თმას მიწეწავდა, სწრაფი ნაბიჯით მიმავალს ზღვისფერი კაბა წინიდან მეკვროდა, უკან კი ფრიალით მომყვებოდა. ტალღების შრიალს აქა-იქ, სანაპიროს ბარებში გაჟღერებული სხვადასხვა ჟანრის მელოდია ერეოდა. მზე ჩაესვენა, არეალი მთვარეს დაუთმო საასპარეზოდ. ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გვანან მზე და მთვარე შეყვარებულებს? ერთი მეორის სინათლითა და სითბოთი კაშკაშებს... -სად მივდივართ? -დაიღალე? -უკვე ოცი წუთია პლაჟს ჰორიზონტალურად მივუყვებით, როცა ზღვაში შესასვლელად, მხოლოდ მიმართულების შეცვლაა საჭირო... გაეცინა. -შენ მართლა გგონია, რომ ასეთ ამღვრეულ წყალს მიგაკარებ, ასეთ სიცივეში გვიან ღამით? პატარა გემს მივუახლოვდით, რომელიც ზომით ნავს ან კატერს უფრო წააგავდა, მაგრამ ადგილობრივები იახტას უწოდებდნენ, რადგან მათთვის ასე უფრო მომგებიანი იყო. -გამარჯობა! - მიესალმა მაქსიმი უცნობს. -ორი კაცისთვის ვერ დავძრავ! მაქსიმმა გემის მფლობელი უსიტყვოდ გაიხმო მოშორებით, რამდენიმე წამი ელაპარაკა და ორივენი კმაყოფილი სახეებით დაბრუნდნენ. -წავედით! -დაგთანხმდა? - ამგვარი კატეგორიულობის შემდეგ უცაბედი გარდატეხა მოულოდნელი იყო. მაქსიმმა არაფერი მიპასუხა, იახტაზე გადავიდა და ხელი გამომიწოდა, რომ მეც გადავეყვანე. ორ სართულს თეთრი კიბე აერთიანებდა, იახტა დამსვენებლებისთვის რბილი სავარძლებით, პუფებითა და დეკორაციული ხალიჩებით მოეწყოთ. გემის ქიმს გაუბედავად მივუახლოვდით, იახტის წინა შემაღლებულ ადგილზე ფრთხილად გავიმართეთ და ერთმანეთს მჭიდროდ მივეკარით. მხრებით ძლიერად მიმიკრა და ორივე ხელი მუცელზე შემახო. -ახლა, ალბათ სძინავს, არა? -ჰო, ალბათ... თითოეული უმნიშვნელო ტალღის რხევა მკაფიოდ იგრძნობოდა. არ ჩანდა სად მთავრდებოდა მთვარის შუქით განათებული ზღვა და იწყებოდა ცა, თითქოს ჰორიზონტიც ზღვას შთაენთქა... უსასრულო სივრცეს მიაპობდა გემი და უკან იტოვებდა ქალაქს. ლამპიონებით განათებული ქუჩები ნელ-ნელა პატარავდებოდა და უფერულდებოდა. -მოგწონს? -მაგიჟებს! ვერ წარმოვიდგენდი, ამ ერთი შეხედვით პატარა გემს ასეთი სასიამოვნო განცდების გაღვივება თუ შეეძლო! - შევძახე აღტაცებულმა. ტალღების ხმაურში ბგერები იფანტებოდა. -წარმოუდგენელი მხოლოდ შენ ხარ! - ჩამჩურჩულა მარცხენა ყურში და მეამბორა. მალე ქალაქი ციცინათელების პატარა გუნდს დაემგვანა. ვიგრძენი მუცელზე როგორ ამომეზნიქა პატარა სხეულის ნაწილი, სავარაუდოდ ხელი, ან ფეხი... -გაიღვიძა! -ჰოო, გაიღვიძა - გამეცინა. სასიამოვნო ნიავი სუსხად იქცა, ნიკაპი ამითრთოლდა. -გცივა? -ცოტა... -წავიდეთ? -ცოტა ხანს ვიყოთ... ზოგჯერ წამი საუკუნეთ იქცევა ხოლმე, ხანდახან კი, როცა გვინდა, დრო გაიყინოს, საათებიც დაუნდობლად სწრაფად მიფრინავენ. ქვემოთ ჩავედით და რბილ პუფში ჩავესვენეთ. ქვედა სართულზე შედარებით ნორმალური ტემპერატურა იყო და ტალღების ლივლივიც ადრენალინითა და მღელვარებით დაღლილს სიმშვიდეს მგვრიდა. -მითხარი, რომ ყოველთვის მე გეყვარები ყველაზე მეტად! -არა! - მიპასუხა ეშმაკკური ღიმილით. -კი! კი! მე უნდა გიყვარდე ყველაზე მეტად! იცოდე, თუ ეს ბავშვი ჩემზე მეტად უნდა შეგიყვარდეს... გარეთ არ გამოვუშვებ - განვაცხადე და ფეხები გადავაჯვარედინე. ორივეს გაგვეცინა. -არა, მართლა მინდა რომ ყველაზე მეტად გიყვარდე - გავუმეორე დაღვრემილმა. -ნუ გეშინია, ყველაზე მეტად მეყვარები სულ... - ჩვენი ბაგეები ნაზად შეეხენ ერთმანეთს, მიეფერნენ, შემდეგ კი ვნებით დაეწაფნენ. ვიგრძენი სხეულში სითბო როგორ ჩამეღვარა. მერე თავი მხარზე ჩამოვადე და თეთრად მოელვარე მთვარეს მივაპყარი მზერა. არ მახსოვს როდის მაგრამ დამეძინა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.