შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანანო (3)


6-12-2017, 12:47
ავტორი მ-მერმე
ნანახია 1 117

თვეები თვეებს მისდევდა, კვირები კვირეებს. თანანოს ცხოვრება ისევ იმ ადგილას იყო გაყინული, სადაც მანამდე. საერთოდ, საერთოდ არაფერი არ იყო შეცვლილი, გარდა მისი გონების, გულის. როგორ გითხრათ... ხომ არსებობს ადამიანებისთვის ისეთი მდგომარეობა, არც წინ წასასვლელი გზა რომ აქვთ, არც - უკან. ასეა თანანოც. ვერც წინ მიდის თავისი სიყვარულის გამოსახატავად, ვერც უკან რომ ერთიანად ამოიგდოს გეგი წერეთელი.
წლებია ამ ღვრთაებრივ გრძნობას განიცდის, სულ, სულ იქიდან, ჯერ რომ სილაში თამაშობდა. ნეტა ისევ ის დრო იყოს. რას არ მისცემდა, ოღონდ ის დრო დაბრუნებულიყო, სადაც გეგისაც სიგიჟემდე უყვარდა თანანო. ალბათ, ყველაფრის დათმობას შეძლებდა ამის გამო. მაგრამ არა. უკვე წლებია, რაც წერეთელმა თავიდან ამოიგდო თანანო.
17 წლის იყო თანანო, როცა გაიგო რომ წერეთელმა ცოლი მოიყვანა. როგორ ამბობენ ხოლმე? მერჩივნა მიწა გამსკდომოდა ფეხქვეშ და შიგ ჩავეტანეო? ჰოდა, ამბობდა! ამბობდა და ნატრობდა მთელი გულით. ყველაზე რთული პერიოდი მაშინ დაუდგა. იყო მომენტები, რომ ერთად ამოდიოდნენ ხოლმე გიოსთან გეგი და თათია, ან სადმე მიდიოდნენ ხოლმე ერთად, მაგრამ მერე შეწყდა მათი მიმოსვლა. შეწყდა, თანანოს მიზეზით. ძალიან უჭირდა მათი ერთად ნახვა.
რეალურად, ჰო და თან - არა.

* * *
- თანანო! - გაოცებული კესო პირდაპირ გოგონას საძინებელში შევარდა.
მშვიდად მოიხსნა ყურსასმენები, საწერი კალამი გადადო გვერდზე და გაკირვებული მიაჩერდა.
- ტანკმა გადაგიარა? რა სახე გაქვს? - სიცილით ჰკითხა.
- გეგი და თათა დაშორდნენ. -პირდაპირ, ყოველგვარი შესალების გარეშე მიახალა.
სიმართლე რომ გითხრათ, გაუჭირდა ამის აღქმა. ერთი წამითაც არ გაუვლია ბედნიერების შეგრძნება გულში. საერთოდ არ უფიქრია თავის თავზე იმ მომენტში. მხოლოდ გეგიზე ფიქრობდა, რომელიც ალბათ, დღეს, ახლა, ძალიან ცუდად იყო. თანანო, ყოველთვის ამჩნევდა გეგის სიყვარულს თათიასადმი. რეალური იყო და იმიტომ.
არ უყვარს თანანოს შელამაზებული სამყარო. ამ დროს, არც ვარდისფერი სათვალე ურჩევნია და არც შავი. თეთრია! დიახ! თეთრი! ნეიტრალური! ოქროს შუალედის დაცვას ცდილობს ყოველთვის, ყველა შეგრძნებასა თუ გრძნობაში. იცავდა კიდეც.
- მერე? - უემოციო, არაფრის მთქმელი თვალებით შეხედა კესოს.
- რა, მერე? არაფერი? - გაოცებულმა ჰკითხა.
- არაფერი. რა თქმა უნდა.
- ასე უემოციოდ?
- ჰო. ასე უემოციოდ.
- როდის შეიცვალე ასე, თანანო? - სასოწარკვეთილმა შეხედა. - იმის მერე, რაც ორსული თათია ნახე, თითქოს ჩვენც ჩამოგვშორდი, ჩაიკეტე. რაშია საქმე? - გვერდზე დაუჯდა.
- კესარია, - ოფიციალურად და ცივად დაიწყო. - მე ორსული თათია, რომელიც ძალიან, ძალიან გახარებული იყო თავის ქმართან ერთად, ლამის 7 თვის წინ ვნახე. საერთოდ რა შუაშია აქ, თათია და... და... გეგი! - გაბედულად ასწია თავი, იმის მიუხედავად, რომ ძალიან გაუჭირდა ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა.
- არ ვიცი, რა, მაგრამ რაღაც შეიცვალა შენში. აუცილებლად ასე მოხდა. ამას მარტო მე არ გეუბნები, იცი ეს შენ.
- არ ვიცი, შეიძლება შეიცვალა კიდეც, მაგრამ შემიძლია დაგამშვიდო და დარწმუნებით გითხრა, რომ აქ გეგი და გეგის ოჯახი არაფერ შუაშია. - თვალი ჩაუკრა და უხერხული სიტუაციის გასანეიტრალებლად მუცელზე მოეფერა. - როდის გამოძვრება ეგ ნამცეცა, რა! - უკმაყოფილოდ მოფლაშა ტუჩები და დაქალიც აიყოლა, რომელიც მალე მისი ნათლულის დედაც იქნება.
- ჰო, მეც ერთი სული მაქვს, აღარ შემიძლია. თან სიცხე რომ არის, ეს უფრო მაგიჟებს. მე ორმაგად მცხელა. - მიხვდა კესო, თანანოს ამ თემის უფრო გავრცობა რომ აღარ უნდოდა და არც შეწინააღმდეგებია. - მშობიარობას ხომ დაესწრები? - მავედრებელი მზერით შეხედა.
- მე კი დავესწრები, მაგრამ გიორგი, რას მიკეთებს? - გაეღიმა, როცა შეშინებული კესო დაინახა.
- ჯანდაბას! - კოპები გაბრაზებულმა შეკრა. - მერვე თვიდან ვეხვეწები, ვერაფრით ვერ დავითანხმე. ვერ გავუძლებო, მეუბნება.
- ჰო, მართალია. გაუგე. როგორია, საყვარელ ქალს უყურო, როგორ იტანჯება საათობით. ცოდოა. არაუშავს, ნათლი, მე გაგიმაგრებ ზურგს!
თბილად მოუთათუნა მუცელზე ხელი და მომავალმა ნათლულმაც არ დააყოვნა. მუჯლუგუნით ამცნო, მესმისო.
- კარგი, ახლა მე წავალ და საღამოს ამოდი ჩემთან. - ფეხზე ხელი მძლავრად დასცხო და შეძლებისდაგვარად სწრაფად წამოდგა, თითქოს თანანო სამაგიეროს გადამხდელი იყო იგივე მეთოდებით.
- დამოალო, მეტკინა! - თითები ნაზად გადაატარა მოჭმუნული სახით დაწითლებულ ადგილზე. - მე მეზარება დღეს სახლიდან გასვლა, შენ დარჩი, ცოტა ხნით, რაა! - ყელი კინაღამ გამოიღადრა და ლოგინზე წამოჯდა.
- ვერაა. - სიცილით გაწელა სიტყვა. - ამოხვალ, ამოხვალ, და მერე, როგორ! - წარბები გამამხნევებლად აუთამაშა, მაგრამ ნათლად ამოიკითხა თანანომ, რომ მუქარაც შეურია დაქალმა.
- ფუ! შენ არ გაგიხმა ეგ თავი! - გაიცინა გოგონამ და ისევ ლოგინზე გაიშოტა ვარსკვლავის ფორმით. - კარებს შენითაც მიაგნებ... - ამოიბურდღუნა მოგუდულად.
- ხომ ამოხვალ?! - ბოლოჯერ ჰკითხა თვალმოჭუტულმა კესომ და ნახევრად გავიდა საძინებლიდან.
- ყველანაირად ვეცდები, ან საერთოდ არ დამეზაროს, ან ნაკლებად დამეზაროს.
- ფუ! - მიაძახა და ცოტა ხანში, გაიგო კიდეც შემოსასვლელი კარების ბრაგუნი.
- ნელა! - სიცილით დაუკივლა და უფრო კომფორტულად მოთავსდა ლოგინზე.

* * *
ძალიან სწრაფად მიქრის სადღაც, ხან ზემოთ, ცისკენ, ხან ქვემოთ - უფსკრულისკენ. მოულოდნელად, რაღაც ძალა დაბლა ექაჩება და არა უფსკრულში, არამედ მიწაზე ანარცხებს მთელი ძალით. თვალებს ახელს და გაოგნებული იყურება აქეთ-იქით. სილუეტს ხედავს. თვალებს მაგრად ისრესს. ცოტა ხანში, თვალთახედვა ეწმინდება და მის გვერდით დამჯდარ გეგის ხედავს. მოულოდნელად, სურათი იცვლება.
გეგი და თანანო - კაფეში.
გეგი და თანანო - კინოში.
გეგი და თანანო - გეგისთან სახლში.
გეგი და თანანო - თანანოსთან სახლში.
გეგი და თანანო - ხევსურეთში.
ხევსურეთში,
ხევსურეთში,
ხევსურეთში!
- რა ლამაზია! - ამბობს თანანო აღტაცებით, როცა ხევსურეთის მთებს ავლებს თვალს.
- მოგწონს? - გვერდით უდგება წერეთელი.
- ძალიან, ძალიან! - ბავშვივით აღტკინებულია გოგონა. - საერთოდ, როგორ შეიძლება, ვინმეს აქაურობა არ მოსწონდეს?!
- შეიძლება, მაგრამ ჩემთვის მთავარია შენ მოგწონდეს.
- გეგი... ძალიან დიდი მადლობა... - თვალებს თავთან ერთად დაბლა ხრის და ცდილობს ბედნიერების ცრემლს გადმოსვლის საშუალება არაფრით მისცეს.
- მე ხომ დაგპირდი? ამით დავიწყე, დანარჩენ შენ ოცნებებსაც ერთად ავიხდენთ. ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ, - კუშტად გახედა სივრცეს, თითქოს თავის თავს საყვედურობსო, - მაგრამ აღარცერთი წამის დაკარგვას არ ვაპირებ!
- გეგი, არ გინდა... ეგ ყველაფერი მე და შენ ხომ წარსულში დავტოვეთ?
- დავტოვეთ! - ღიმილით დაუქნია თავი და წვრილ წელზე ხელი მოხვია. - შემდეგი გაჩერება? - ცხვირილი გოგონას ყელში ჩარგო და ოდნავ გაუსვ-გამოუსვა რბილ კანზე.
- უტოპია. - შესცინა თვალებით და კისერზე ხელები მოხვია. - ძალიან მიყვარხარ, ხომ იცი?
- ვიცი! - გაიჯგიმა ოდნავ შეზარხოშებულმა გეგიმ და თვალი ისევ სივრცეს გაუსწორა. - ძალიან დამაგვიანდა... - ღრმა ამოოხრებითაც გადასარევად ეტყობოდა, როგორ უჭირდა და რამდენად სტკენდა ეს ყველაფერი.
- გეგი... არ ღირს. დამიჯერე, ახლა არა. მთავარი შედეგია, შედეგი კი - სახეზეა. მე შენ მყავხარ, შენ კი - მე. რატომ ართულებ?
- იმიტომ რომ ჩვევაში მაქვს ეს. როგორც ჩანს. თავიდანვე ძალიან გავართულე, თავიდანვე ბევრი შეცდომა დავუშვი შენთან, რომლის გამოსწორებაც ალბათ, ძალიან გამიჭირდება.
- მე მზად ვარ! - ხურრომას არ წყვეტდა თანანო.
არ შეეძლო ასეთი მოქუფრული გეგის ხილვა.
- მთელი ცხოვრება რომ გაგრძელდეს, მაინც თანახმა იქნები?! - იჭვნეული, ცინიკური მზერით დახედა თავისზე ერთი თავით დაბალ გოგონას.
- დაე გაგრძელდეს!
- ძალიან მიყვარხარ, მითქვამს შენთვის?
- არა. - კვლავ გაეხუმრა გოგონა.
- ვითომ? - წარბაწეული, ღიმილით აკვირდებოდა.
- რა თქმა უნდა! - უდარდელად აიჩეჩა მხრები და გამომწვევად შეხედა წერეთელს.
- პატარა, მატყუარი, ქალი ხარ!
- საქალბატონე, გინდოდა გეთქვა ალბათ.
- შეიძლება, თუმცა ახლავე გამოვასწორებ მაგ პრობლემას! - ირონიულად მიაჩერდა და როცა თანანოს შეშინებულ-დაბნეული მზერა დაინახა, ბოლო ხმაზე გადაიხარხარა. - რა სულელი ხარ! - უეცრად ავაზასავით ეცა გოგონას და მხარზე გადაიკიდა.
- დამსვი, გეგი! - აკივლდა გოგონა უკმაყოფილოდ. - გეგი-მეთქი! - მკაცრად დაუძახა კაცს.
სწრაფად გადმოისვა წელზე სიფრიფანა სხეული და ბაგეებზე ისე მტაცებლურად დააცხრა, როგორც მხოლოდ თვითონ ჩვევია. ბედნიერმა თანანომ კისერზე თითები შეუცურა და თვითონაც აჰყვა კოცნაში.

სწრაფად წამოჯდა მთლიანად ოფლში მოცურავე თანანო. დაცვარულ შუბლზე თითები გადაისვა, შუბლიდან ტუჩებზე ჩავიდა. ჯერ კიდევ აგონიაში მყოფმა, ისიც კი ვერ გაარჩია, თავის საძინებელში რომ იყო. როგორ, რანაირად?! - ფიქრობდა წამის მეასედში. - კი, მაგრამ თუ მე და გეგი ხევსურეთში ვიყავით, ახლა, აქ რა მინდა, თანაც მარტო?!
ხევსურეთი!
ტვინმა განგაშის ზარს დასცხო გრძელი თითი!
გაახსენდა ბავშვობაში. როგორ დაპირდა გეგი, შენ ოცნებას მე ავახდენ და ხევსურეთის მიწაზე პირველად მე დაგადგმევინებ ფეხს. მერე, სახლსაც აგიშენებ და სხვა ოცნებებსაც მოვუყრი თავსო!
იმის მერე მართლა ამას ელოდება. თანანო თუ არა, მისი ქვეცნობიერი მაინც. ახსვოს, ცოტა რომ გაიზარდა, სკოლიდან ეკსკურსიაზე მიდიოდნენ კლასელები ხევსურეთში. თავი გაიგიჟა და გაოცებულ დედამისს - არ წავალო, - უთხრა.
თვალი ჩაბნელებულ ოთახს მოავლო.
ყველაფერს მიხვდა.
სიზმარი! - მხოლოდ ეს ერთი სიტყვა უტივტივებდა თავში თანანოს.
სიზმარი,
სიზმარი!

* * *
- ქალბატონო! - გოგონას სახლის კარები ომახიანად შეაღო გიორგიმ საღამოს.
- აქ ვარ! - სამზარეულოდან გამოსძახა თანანომ.
- სად ხარ? რატომ არ მოხვედი? - დააყარა კითხვები ერთიანად და ლოყაზე გემრიელად აკოცა.
- ამოისუნთქე! გადაიკისკისა და სველი ხელით შეაწუწა შხეფები სახეში კაცს.
- აუ, წამო, რა.
- ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე, ცუდ ხასიათზე ვარ, ამიტომ ტყუილად მომადექი აქ, მაინც ვერ წამოვალ, არ მაქვს ხალისი.
- მეც ეგრე ვარ და წამოდი, დავლიოთ. - წარბები მაცდურად აუთამაშა.
- შენ რატომ?
- კესოზე ვნერვიულობ. რაც უფრო ახლოვდება მშობიარობის დრო, მით უფრო ვიძაბები. თან ბოლო ორი დღეა მუცლის ტკივილი დასჩემდა და მოკლედ, რა! შეწუხებულმა ჩამოადო მხარზე თავი.
- ვაიმეეე, ჩემი ბიჭი! - ტკბილად მოხვია ხელები კისერზე და გემრიელად დაუკოცნა ლოყები.
- ჰაა, რას იტყვი?
- კარგი, წამოვალ, ოღონდ იცოდე, იმდენის დალევას ვაპირებ, პირადად მე, სახლში წამოსვლის თავი რომ არ მქონდეს და თქვენთან მომიწიოს დარჩენა. - გადაიკისკისა გოგონამ.
- მე არ ვარ წინააღმდეგი. - სიცილში აყვა გიორგიც. - მიდი, გაემზადე და წავიდეთ!

* * *
მანამდე სვეს თანანომ და გიომ, სადამდეც შეძლეს. ბოლოს, როცა მიხვდა გოგონა, რომ ზუსტად ისეთ მდგომარეობაში იყო, როგორიც პერსპექტივაში ჰქონდა, ბედნიერი, აქაურობას მოწყვეტილი გადაწვა დივანზე.
თვალები დახუჭა.
სიზმარი გაახსენდა.
წამში აუბუყბუყდა იმედგაცრუებისაგან მუცელი და იმ მიდამოებშივე იგრძნო წვა. გულზე ტკივილისაგან მიიდო ხელი და აივნისკენ ნელა დაიძრა. ცივ მოაჯირს ხელებით დაეყრდნო და იგრძნო, როგორ გააჟრიალა სხეულში. ისე გახედა სივრცეს, როგორც გეგიმ სიზმარში, ისე შეკრა წარბები კუშტად, როგორც გეგიმ. ვარსკვლავებით აკიაფებულ ცას ახედა და უყოყმანოდ ამოაცურა ჯინსის უკანა ჯიბიდან მობილური. ნომერი ხელის კანკალით აკრიფა და ყური დაუგდო გაბმულ ზარს.
მეორე მხრიდან ცხადად გაიგო მამაკაცის ღრმა, ნელი სუნთქვა.
მხოლოდ ერთი კითხვა, რომელიც მთელი ცხოვრებაა გულს უხეთქვას და გონებას უღრღნის, გაბედა და დაუსვა:
- რატომ?



* * *
ვიცი, რომ საშინლად გაბრაზებული ხართ. არ მინდა, თავის მართლებასავით გამომივიდეს, მაგრამ თან ეროვნულებისთვის დღე და ღამე ვმეცადინეობ, თან ვმუშაობ, თან... მოკლედ, ყველაფრის ერთად გაკეთება მიწევს და ლამის არის გადავიწვა. ეს რომანი იმიტომ დავიწყე, რომ ერთადერთია, რაც განტვრითვაში მეხმარება... ამიტომ, თქვენი იმედი მაქვს...
ამ ერთხელ, უნდა მაპატიოთ. relieved
რაც შეეხება რომანს, კვირაში 2 თავს დავდებ ხოლმე, ფიზიკურად არ შემიძლია მეტი.
ველოდები კომენატრებს სულმოუთქმელად და მიყვარხართ! heart_eyes
პ.ს მაინც თავის მართლება გამომივიდა. joy



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

სიტყვებიც კი ზედმეტია იმდენად მომწონს

 


№2  offline წევრი მ-მერმე

Anuki96
სიტყვებიც კი ზედმეტია იმდენად მომწონს

აუუუ, ანუკიიიი! ბედნიერება ხარ, შენ! innocent heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მ-მერმე
Anuki96
სიტყვებიც კი ზედმეტია იმდენად მომწონს

აუუუ, ანუკიიიი! ბედნიერება ხარ, შენ! innocent heart_eyes

სიხარულოო ♡♡♡

 


№4  offline წევრი ElisabethLee

ვვვაააფფფააანატებ

 


№5  offline წევრი მ-მერმე

Anuki96
მ-მერმე
Anuki96
სიტყვებიც კი ზედმეტია იმდენად მომწონს

აუუუ, ანუკიიიი! ბედნიერება ხარ, შენ! innocent heart_eyes

სიხარულოო ♡♡♡

heart_eyes
ElisabethLee
ვვვაააფფფააანატებ

გმადლოოოოოოოოოოოოოობ!

 


№6  offline წევრი londoni

ძალიან მომწონს!

 


№7  offline წევრი მ-მერმე

londoni
ძალიან მომწონს!

ძალიან დიდი მადლობა. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent