შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანანო (1)


24-11-2017, 00:16
ავტორი მ-მერმე
ნანახია 1 381

თანანო.
უნივერსიტეტის კედლებს ბედნიერი უყურებს, მერე კი სამარშუტო ტაქსებისკენ მიიწევს. ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, რომ სწორედ იმ კედლების ნაწილი გახდა. ყველაფერი გადადო, ლამის თავიც იმისთვის, რომ იქ მომხვდარიყო, სადაც მოხვდა. გაკრეჭილი ადის ყვითელ მარშუტში და მინას ადებს თავს.
პირველი დღე ისეთი შტამბეჭდავი გამოვიდა, საკუთარი თავის უკვირს. პირველი 2-3 საათი ბატივით სიარულს თუ არ ჩავთვლით აქეთ-იქით, ყველაფერი ძალიან კარგად იყო! და, არის კიდეც!
მობილურს ხელის კანკალით იღებს ჩანთიდან. გრძნობს, რომ თუ დედამისს არ გაუზიარა შეგრძნებები, ალბათ, ბედნიერებისგან დაიხრჩობა. მერედა, როგორ მწარედ უჭერს ხელებს ყელზე ეს უკანასკნელი?!
- დეე... აბა, გამოიცანი..!
- ძალიან მოგეწონა! არა, ძალიან კი არა, მეტისმეტად მოგეწონა ისე, რომ აღარ შეიძლება მეტი! - იცინის ლიდია და გოგონაც ჰყვება. - მაგრამ დამშვიდდი ახლა, თორემ გული გაგისკდება!
- შენ რომ მთხოვ, მაგიტომ, თორემ ხო იცი! - იკრიჭება ბოლომდე.
- ვიცი, ვიცი. სახლში მოდიხარ, თუ კესოსთან გახვალ?
- სავარაუდოდ კესოსთან.
- სავარაუდოდ?!
- ჰო, კესოსთან, ჰო. კარგი, წავედი ახლა!
არც აცდის რამის თქმას ისე თიშავს ყურმილს და ისევ იმ პოზიციას უბრუნდება, რომელიც თავიდან ჰქონდა. ღრმად ამოიქშინა. ზუსტად ასეთი განცდაა, როდესაც სანუკვარ ოცნებას აიხდენ და პირველად იგრძნობ, რომ ის აგიხდა!
ლასლასით მიიწევს წინ. მიუხედავად ასეთი დღისა, დაიღალა, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. კარებზე გაბმულად აკაკუნებს მანამდე, სანამ კესო კარს არ აღებს. რბილად ეხუტება ორსულ დაქალს და სახლში კისკისით შედის.
- რას შვრები, გაბერილო, ინელებ ჩემ სიძეს?! - წარბაწეული უყურებს ჯერ ბავშვობის დაქალს, მერე კი გადაღლილ გიორგის. - რამდენჯერ ჩაგაგზავნა მაღაზიაში? 4-ჯერ?
- არაუმეტეს 14-ჯერ.
- არა, მაგდენს ვერ წარმოვიდგენდი. ყოჩაღ, დედუ! - მხარზე კისკისით წაკრა ხელი კესოს და ორ ხმაში ახარხარდნენ გოგონები.
- გამყიდველო! - ოთახიდან გავიდა ცხვირაბზუებული გიორგი.
- კარგი, გიუნ, ხო იცი, ჩემი გულის კოკორი რომ ხარ?!
- ვიცი! - ენა გამოუყო ოდნავ შეღებული კარიდან, შემდეგ კი ოთახი საბოლოოდ დატოვა.
- ვერ არის ის. რას შვრები შენ? - მუცელზე ოდნავ მოუთათუნა ხელი.
- რა ვიცი, არაფერს.
- რა არის შენ, საერთოდ არ იბერები? - წარბაწეული გადაწვა სავარძელზე. - აუ, დავიღალე. მაჭამე, რაა!
- ჯერ რა დროს გაბერვაა. წამოდი, უ’გემრიელესი სალათა მაქვს, მოგაშავებ! - წარბები აუთამაშა საყვარლად.
- ორსულად არ იყო, განახებდი. ისევ ჩემ ნათლულს ვცემ პატივს, თორემ..!

* * *
თავის მყუდრო, ცოტა ბნელ ოთახში იჯდა თავისსავე საყვარელ სავარძელზე. უსმენდა იმ სიმღერას, რომლითაც თითქმის სუნთქავდა. მელოდიას ბგერებს ნაზად აყოლებდა, თავს კი რიტმულად ხან იქეთ გადასწევდა, ხან - აქეთ.
,,If you could you keep it together
For a moment in time?
Then you’d see that I’d be,
Your excuse for a lover.
Your own mountain to climb.
You would see.’’
გაბმულმა ზარმა ფიქრებიდან გამოიყვანა. ღმად ჩაისუნთქა და მობილურს დახედა.
- გისმენ, კესო.
- რა ხმა გაქვს?
- არაფერი ისეთი. რა ხდება?
- რა უნდა ხდებოდეს? არ შეიძლება, ისე დავრეკო?
- კი, შეიძლება. - დაღლილმა დააქნია თავი, თითქოს კესარია ამას დაინახავდა.
- ვიცი, რომ შეიძლება, მაგრამ ახლა, მართლა რაღაც ხდება. არა, ისეთი კი არაფერი, უბრალოდ, ბუკას გაყოლა სჭირდება შენი სადღაც.
- სად, სადღაც? - ოდნავ წამოჯდა სავარძელზე.
- არა, კი ვიცი, რომ არ გიყვარს მაღაზიებში წოწიალი, მაგრამ სალომეს უნდა რომ საჩუქარო უყიდოს, მე ვერ მივყვები და იქნებ, გამოიჩინო სიკეთე? - მაშინვე თავის მართლებაზე გადავიდა.
- ნუ მეაფერისტები! - გაიცინა თანანომ. - გავყვები. ჩავიცვამ და... გადაეცი, გამომიაროს!
- ოქროს გოგო ხარ! - გახარებულმა გაუთიშა ყურმილი.
სიცილით მიაგდო ლოგინზე ტელეფონი და გარდერობს მისწვდა. ისეთი სილაღით გადმოყარა ტანსაცმელები ლოგინზე, თითქოს რამდენიმე წუთის წინ უსაშველოდ არ გაწელილიყო წამები, ფიქრით იმაზე, რაზეც არ შეიძლება ფიქრი, წესით.
ორი საათი იტრიალა გრძელ სარკესთან. პრინციპში, მანამდე, სანამ ბუკა არ დაემუქრა, იცოდე, თმებით გითრევო!
ღიღინით ჩაირბინა კიბეები და ბუკას მანქანაში ჩახტა. მხარი გაკრა, დაძარიო, ისე რომ ხმა არ ამოუღია, არც კი გადაკოცნა.
- რა გჭირს, ჭრიჭინ? -გაოცებულმა გახედა თანანოს.
ჩვეულებრივ, ისე ჯდება მანქანაში, ან თუნდაც სხვაგან, სადაც თავისი მეგობრები არიან, არ არსებობს რამე არ ჩატეხოს, გატეხოს, მიამსხვრიოს.
- არაფერი. გამივლის. - თვალი ჩაუკრა და წინ გაიხედა. - რას ფიქრობ, რა შეიძლება ვუყიდოთ?
- რომ ვერ ვფიქრობ, იმიტომაც მინდა შენი დახმარება, თორემ რომ ვიცოდე, რა შეიძლება ვაჩუქო, შენ კი არ გთხოვდი წამოყოლას.
- ჯერ ერთი, შენ არ გითხოვია!
- და მეორე?
- ბუკა, გცემ! - თავზე სიცილით წამოარტყა და ხელები სახეზე აიფარა. - არ დამარტყა, თორეემ!
- აი ასე, გაიცინე, თორემ ხანდახან მგონია რომ ჩემი ჭრიჭინა, სადღაც ქრება!
მანქანაში სადგომზე გააჩერეს და სწრაფად შევიდნენ თბილისი მოლში.
- იცი, რაა? მგონი ჯობს რომ რაიმე, ლამაზი ყელსაბამი უყიდო. სხვა იდეა მე არ მაქვს, ტყუილად წამომიყოლე. - გადაიკისკისა ,,მოტივირებულმა.’’
- შენ არ ინერვიულო, რაღაცაში მაინც მოვახერხებ შენ გამოყენებას. უსაქმოდ არ დაგტოვებ! - ეშმაკურ-ირონიული ღიმილით გადახედა თანანოს.
- წაარტყა ახლა! ნეტავ ვიცოდი, რა მოეწონა სალომეს შენში. - ცხვირაბზუებული გაიჭრა წინ კურტუმოს აქეთ-იქით ქნევით.
- შარმი, ჩემო კარგო, შარმი! - თავმომწონედ გაიშალა მხრებში.
- შარმი არა ის!
- ეჰ, რა გესმით ამ ახალგაზრდებს სილამაზის, შარმის..! - მოხუცი კაცივით შეიცხადა.
შემდეგი ორი საათი ისე უაზროდ დაბოდიალობდნენ, მეტი რომ არ შეიძლება. რაც თანანოს მოსწონდა, იმაზე ბუკა იბზუებდა ცხვირს და პირიქით. დახოცეს ერთმანეთი კინკლაობაში. რაღაცაზე გაბმულად ეკამათებოდა თანანო ბუკას, როცა მოულოდნელად ის ხმა გაიგო ზურგს უკან, რომელიც საუკუნეა არ გაუგია და რომელზეც გიჟდებოდა.
- თანანო, ბუკა.
თავი მაღლა ასწია, თუმცა არ შეტრიალებულა. მთელი სხეული გაეყინა. რას არ მისცემდა ოღონდ აქ და ამ სიტუაციაში არ გაეგო მისი ხმა. თვალებ აცრემლიანებულმა გახედა ჯერ დაძაბულ ბუკას, შემდეგ კი გეგისკენ შეტრიალდა.
- გეგი. - დაიჩურჩულა და თავი დაბლა დახარა.
- თანანო. - ისევ გაიმეორა მამაკაცმა თავისი ბოხი, ხრინწიანი ხმით. - როგორ ხართ?
- კარგად, შენ როგორ ხარ? - ორივეს მაგივრად ბუკამ გასცა პასუხი.
კიდევ კარგი, მიხვდა ბუკა, რომ ახლა თანანოს ხმა რომ ამოეღო, შეიძლება ცრემლები ვერ შეეკავებინა. ახლა, ამ ვითარებაში, ნამდვილად არ აწყობდა ცრემლების ღვრა. იმ მამაკაცის მიმართ, რომელმაც გაანადგურა, ნაწილებად დაშალა და დაამსხვრია.
- ნორმალურად.
- აქ, საიდან?
- თათიას გამოვყევი. მომატარა მთელი მოლი. მაგრად შევცდი, სახლში უნდა დავრჩენილიყავი. - გაიცინა კაცმა.
- გამარჯობა. - გვერდით ამოუდგა იმ წამსვე თათია თავის ქმარს. - როგორ ხართ? - ღიმილით მოიკითხა მის წინ მდგომი ორი.
- კარგად, თათი, შენ როგორ ხარ? - მოეხვია ბუკა, თუმცა მალე შეუშვა ხელი.
- უბედნიერესი ვარ! დღეს გავიგეთ მე და გეგიმ, რომ მშობლები გავხდებით სულ რაღაც 8 თვეში და ჭკუაზე არ ვართ არცერთი. ამაზე დიდი ბედნიერება, არ არსებობს!
წამით ყურთასმენა დაეხშო. ოდნავ წაბარბაცდა, მაგრამ როგორღაც თავი შეიმაგრა. ბუკაც მიხვდა, თანანო მალე ფეხზე რომ ვეღარ დადგებოდა, სწრაფად შეაშველა ხელი და მკერდზე აიკრო. სულ, სულ ოდნავ ჩაესმა ყურში ბუკას ,,გილოცავთ,’’ მერე ახსოვს ერთადერთი ის, თუ როგორ შეხედა გეგის შავმა თვალებმა.

* * *
თვალები რომ გაახილა, გაახსენდა ყველაფერი. სწრაფად ჩაუქროლა ქონებაში მომხდარმა და საკუთარი სიმხდალის შერცხვა. დასიებულ სახეზე, თვალებზე თითები ნაზად გადაიტარა და ლოგინზე წამოჯდა. დაინახა: საწოლთან ჩამომჯდარი კესო, რომელსაც სულ ოდნავ ეტყობოდა მუცელი, მის გვერდზე მდგარი გიორგი და კარზე მიყრდნობილი ბუკა, რომელიც საშინლად გაბრაზებული აკვესებდა თვალებს აქეთ-იქით.
- დამტოვეთ, გთხოვთ. - ერთადერთი ამის თქმა მოახერხა.
იმდენად რცხვენოდა საკუთარი თავის ქცევის, რომ ვერავის ვერ უყურებდა თვალებში. მერე რა რომ ასე უნებურად ემართება ხოლმე, შედეგი ხომ მაინც ერთია ყოველთვის... უხმოდ გავიდნენ ბიჭები, კესო კი დარჩა. ახლა, მშვენივრად იცოდნენ ორივემ, რომ ერთმანეთი ჰაერივით სჭირდებოდათ, განსაკუთრებით კი თანანოს - კესო.
- თანანო... - სცადა დაწყება, იმ ყველაფრის თქმა უნდოდა, რომელიც გონებაში დაალაგა, მაგრამ საუბედუროდ, ყველა ფრაზა ერთიანად გაქრა.
- კესარია... ისევ დავკარგე თავი. ისევ. ოღონდ ახლა, სხვა ტკივილი მაქვს, სულ სხვა! ორსულად არის. თათია, ორსულადაა. ისინი ბედნიერები არიან. ერთად. უყვართ. ერთმანეთი უხარიათ. მე კიდე, აღარ ვიცი, რა მოვუხერხო ჩემ თავს. მეტისმეტად დიდია ტკივილი. მეტისმეტად!
- ვიცი, გავიგე, ბუკამ მითხრა. არც კი ვიცი, რა შეიძლება გითხრა, თანნ. შენ სიცოცხლეს გეფიცები, გული მისკდება ასეთს რომ გიყურებ და კიდევ უფრო ის მტკივა, რომ ვერ გეხმარები, ტკივილს ვერ გიშუშებ. მითხარი, რა შემიძლია გავაკეთო?!
- ვერაფერს ვერ გააკეთებ. შენ კი არა, მე ვერვშველი ჩემ თავს. რამდენი წელია ასე ვარ?! უკვე ვეღარც ვითვლი. - ღრმად ამოიოხრა და თითქოს ამ ამოოხრებას ამოაყოლა მთელი დარდი, ტკივილი.
- ყველაფერი გაივლის ხომ იც...
- არაფერი არ გაივლის! ჩემდა საუბედუროდ, ეგ კაცი გადაუყვარებლად მიყვარს. სენივით შემეყარა, ჩემს მთელ სხეულს, სულს, გულს, გონებას მოედო და მე არ შემიძლია გავაგდო აქედან... - ლოგინზე ვარსკვავის ფორმით დაწვა და ისევ გაიმეორა სიტყვები: - გთხოვ, დამტოვე...



№1 სტუმარი მწვანე

უუუმაგრესია! მალე დადე შემდეგი ????

 


№2  offline წევრი მ-მერმე

მწვანე
უუუმაგრესია! მალე დადე შემდეგი ????

აუუ! როგორ გამიხარდა, თან რომ მოგეწონა და თან კომენტარის დაწერა რომ არ დაგეზარა! heart_eyes
ძალიან დიდი მადლობა!
შემდეგს ხვალ დავდებ. kissing_heart

 


№3 სტუმარი ნაინა

აი ძალიან ძალიან მომეწონა,ველოდები შემდეგ თავს

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian momeconaaaa. Gaagrzele da gtxov nu dagavcickni nervebs lodinittt. Magariaa

 


№5  offline აქტიური მკითხველი Anuki96

საკმაოდ საინტერესოა. იმედია შუა გზაში არ შეწყვეტ ამ ისტორიას. ნამდვილად გული დამწყდება.

 


№6 სტუმარი სტუმარი anashka

heart_eyes kissing_heart kissing_closed_eyes მალე დადე ხოლმე, ძალიან კარგია და იმედიააა ბოლომდე მიყვები ამ მოთხრობას და არშეაჩერებ joy ძალიანკარგიხარ

 


№7  offline წევრი მ-მერმე

ნაინა
აი ძალიან ძალიან მომეწონა,ველოდები შემდეგ თავს

Qeti qimucadze
Zalian momeconaaaa. Gaagrzele da gtxov nu dagavcickni nervebs lodinittt. Magariaa

Anuki96
საკმაოდ საინტერესოა. იმედია შუა გზაში არ შეწყვეტ ამ ისტორიას. ნამდვილად გული დამწყდება.

სტუმარი anashka
heart_eyes kissing_heart kissing_closed_eyes მალე დადე ხოლმე, ძალიან კარგია და იმედიააა ბოლომდე მიყვები ამ მოთხრობას და არშეაჩერებ joy ძალიანკარგიხარ

როგორ გამიხარდა ამდენი კომენტარი რომ დამხვდა. უუუუუღრმესი მადლობა!!! ძალიან, ძალიან გამახარეთ გოგონებო...
რა თქმა უნდა, არ შევწყვეტ, მთავარია გვერდში დამიდგეთ... heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი ანანო

ძალიან მომწონს, წერის სტილი ჩაგუთრევს, დახვეწილი და სუფთაა. ასე გააგრძელე????????

ძალიან მომწონს, წერის სტილი ჩაგუთრევს, დახვეწილი და სუფთაა. ასე გააგრძელე

 


№9  offline წევრი მ-მერმე

სტუმარი ანანო
ძალიან მომწონს, წერის სტილი ჩაგუთრევს, დახვეწილი და სუფთაა. ასე გააგრძელე????????

ძალიან მომწონს, წერის სტილი ჩაგუთრევს, დახვეწილი და სუფთაა. ასე გააგრძელე

გმადლობ ანანო. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent