შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანუკი(8)


6-12-2017, 17:25
ავტორი sati
ნანახია 2 697

-საბა? ეს შენი ძმაკაცია?-ანუკიმ სიცილი დაიწყო-რა დამთხვევაა არა?
-რაა? იცნობ?
საბას სახეს როდესაც შეხედა ანუკიმ გაჩუმდა.
-მერე მოგიყვები, ვიღაცაში შემეშალა. სასიამოვნოა შენი გაცნობა. ანუკი შიგნით შევიდა ალექსი კი გაეკიდა.
-საიდან იცნობ?
-არაფერი, ესეც როგორც ნახევარი თბილისი დამსდევდა. ერთი პერიოდი დაჟე ერთად ვიყავით.
-რააა?
-ხო, რავი დასტოინი ჩანდა, მარა მერე მომბეზრდა და დავშორდი.
-შენ და საბა?
-ხო, ალექსანდრე დაყრუება გჭირს? ეხა ყავს მემგონი შეყვარებული, თუ საცოლე. აღარ დავინტერესებულვარ.
-შენზე უფროსი როა ძაან თან არა?
-შარშან ვიყავით ერთად. ხო 21ისაა?
-მერე 5 წელი ანუკი.
-17ის ვიყავი, რა პრობლემაა არ მესმის. ეჭვიანობ?
-რატო უნდა ვიეჭვიანო, შეყვარებული ყავს და თან იცის რო ჩემი ცოლი ხარ.
-რო არ ყავდეს იეჭვიანებდი?
-რო მიყვარდე კი-ალექსმა გაიღიმა და შიგნით შევიდა. ანუკი კი გარეთ დაჯდა. მასთან კი დიტო მივიდა.
-საბამ მომიყვა.
-ჰომ. სიგარეტი მომეცი რა ერთი ღერი თუ გაქ?
-ეწევი? რამდენის ხარ?
-5ის. შეილება?
-არასრულწლოვნებზე არ გაიცემა-დიტომ გაუღიმა-ისე მახსოვს საბა რო ვიღაც გოგოზე ძაან გაგიჟებული იყო და არ გვეუბნებოდა, როგორც ჩანს შენ ყოფილხარ. რატო დაშორდი?
-არ მიყვარდა. საბასნაირი ბევრი იყო, ყველა ერთნაირი.
-რითი?
-არ ვიცი, ზედმეტად... ყურადღებიანი? უკვე ნერვები რო გეშლება ამ ყურადღებისგან. თან ეჭვიანობდა ყველაზე და ყველაფერზე.
-ალექსი სხვანაირია.
-რა შუაშია აქ ალექსანდრე. შენი ალექსანდრე პედოფილი ცხოველია.
-არ არის ალექსანდრე ცუდი ადამიანი. უბრალოდ ცუდ სიტუაციაში მოგიწია მისი გაცნობა.
-დიტო, შენი ძმაკაცია და ბუნებრივად იცავ.
-ბევრი რამე ჯერ არ გესმის.
-ეხლა დაამატე რო ბავშვი ვარ. გასაგებია დიდები ხართ, მაგრამ მეც დებილი არ ვარ. მე ვიცი რო ალექსს მხოლოდ ფულისთვის ვჭირდები. ფული რო კარგად აკეთოს და ჯიბეები ამოივსოს. მერე ლიზისთან ერთად იფრინოს ძვირიან კურორტებზე, დასასვენებლად. არარაფერი გაქვს ხო სათქმელი? იმიტომ რომ მართალი ვარ. მე კიდე ესეთი ცხოვრება არ მინდა. მარტო მინდა ყოფნა.
დიტო უსიტყვოდ ადგა და წავიდა. ანუკიმ იქიდან ერთ-ერთ ბიჭს სიგარეტი გამოართვა, უკანა ეზოში დაჯდა და მოწევა დაიწყო. ნელ-ნელა აცნობიერებდა რომ მისი ცხოვრება ამიერიდან ესეთი იქნებოდა, მაგრამ შეგუება არ უნდოდა. მთელი ძალით ებრძოდა ამ ყველაფერს, მაგრამ უკვე გადაღლილი იყო. მისი ყველა გეგმა ჩაფლავდა, სულ რომ გაქცეულიყო ვისთან? სანდროს მალე მობეზრდებოდა ანუკის დევნა, ნინი მიდიოდა. რეზიც. თვითონ კი მარტო რჩებოდა. მამამისსაც კი აღარ უნდოდა. ნინი, სანდრო და რეზი ბოლო წვეთი იყო. ამ დროს მისკენ მიმავალი ალექსი დაინახა.
-როდიდან ეწევი?
ანუკიმ ცრემლი მოიწმინდა და ალექსს ახედა (მიწაზე იჯდა).
-სულ ვეწეოდი.
-არა, ნაპასს ძლივს არტყამ. გადააგდე, რათ გინდა. ჯერ ბავშვი ხარ.
-აქ ხო ვარ, მეტი რა გინდა? თავი რო დამანებო შეგილია? თუ აქაც შენი წესებით უნდა ვიყო?
-რატო არ გესმის.... კაი აზრი არ აქ შენთან ლაპარაკს. შიგნით შემოდი, გარეთ ცივა.
-ეხლავე დე.
-კაი-ალექსი გვერდით ჩამოუჯდა და სიგარეტი გამოართვა-არ გიხდება. საერთოდ თან.
-მე რა მიხდება და რა...
-გეყოფა, მართლა დავიღალე ამდენი ლაპარაკით. მუდმივი ყვირილით და შეწინააღმდეგებით, განქორწინების გარდა მითხარი რა გინდა.
-თავი რო დამანებო, და ვიცხოვრო ისე თითქოს არ არსებობ. მე ვიქნები სახლში, შენ იმუშავე იარე ძმაკაცებში.
-საზოგადოებაში უნდა ჩანდე რო ვინმემ ეჭვი არ შეიტანოს ამ ყველაფერში. გიორგის პროექტიც დახურვის გამო ისედაც საკმარისი სკანდალი იყო ატეხილი.
-მაშინ არაფეირ არ მინდა.
-ხვალ რო გაგიშვა დასამშვიდობებლად დაქალთან? ხო მიდის? ხოდა მიგიყვან, დაცვას დავტოვებ და მე წავალ.
ანუკიმ თავი დაუქნია.
-ოღონდ გეხვეწები აღარ მოწიო, იმ პონტში არა რო მავნებელია და რაღაც. არ მევასება გოგო რო ეწევა.
ანუკი წამით გაჩუმდა, ალექსის თვალებს მიაშტერდა, მაგრამ უცებ გამოფხიზლდა და უხეშად უპასუხა:
-ეგ ლიზის უთხარი-ისევ გამოართვა სიგარეტი, ადგა და სახლში შევიდა. იქ ერთმა გოგომ გააჩერა.
-ეე, შენ ხო ალექსის შეყვარებული, ლიზი ხარ?
ანუკიმ იმ მომენტში ყველაზე შეურაცყოფილად იგრძნო თავი. ესე არასდროს არავის არ დაუმცირებია როგორც იმ მომენტში იმ გოგომ ეს გააკეთა. ანუკი ეცადა ეს ყველაფერი გადაეყლაპა, გაუღიმა და მშვიდად უპასუხა.
-ანუკი. ალექსანდრეს ცოლი-შემდეგ კი საბასკენ წავიდა.
-ანუკი... არ ვიცოდი შენ... თუ ალექსანდრე გევასებოდა...
-ხომ. მე არ ვიცოდი რო ალექსანდრეს ძმაკაცი იყავი. დამშვიდდი, არაფერი ზედმეტი არ მითქვამს. შეყვარებული გყავს ხო?
-კი.
-ის გოგო ხო არ არის ეხლა რომ შემეფეთა და ლიზი დამიძახა?
-ხო.... ეკა.
-ეკა. იცოდა რომ ალექსის ცოლი ვარ?
-არა, გეფიცები. მეც არ ვიცოდი, რო შენზე იყო ლაპარაკი სანამ...
-არა, რო მოვედი ხო გაიგო ვინც ვიყავი?
-კი.
-გასაგებია. აბა, წარმატებები ცხოვრებაში საბა-გაბრუნდა და ახლა დიტოს ძებნა დაიწყო, რადგან იქ არავის იცნობდა, მაგრამ ის ვერსად ვერ იპოვა და გარეთ გავიდა. ისევ უკანა ეზოში, კიდევ ერთი სიგარეტს მოუკიდა და მოწევა განაგრძო. ამ დროს კი რეზიმ დაურეკა.
-ხო, დამავიწყდა გადმორეკვა... მანქანაში ალექსანდრე იჯდა.
-მოდიხარ ხვალ?
-კ-კი-ანუკის ნერვები ჰქონდა მოშლილი და ნებისმიერი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და ხმაც უკანკალებდა.
-რა გჭირს?
-არაფერი.
-კარგად გიცნობ, რამე მოხდა?
-დაღლილი ვარ, ღამე არ მიძინია.
-ნაღდად?
-ჰო... იცი აქ ვინაა? საბა.
-საბა?
-აი ჩემი ყოფილი, რო დამსდევდა 1-2 თვე და სიყვარულებს მიხსნიდა და მერე...
-ააა. ხო. გამახსენდა. ალექსმა იცის?
-რო ერთად ვიყავით კი და რატო დავშორდით არა და რეალურად არც მინდა გახსენება.
-მაგიტო ხარ ესე ცუდ ხასიათზე?
-არა... კაი რა საბა, დიდიხანია დავიკიდე. სანდრო მანდ არი?
-კი, მოიცა.
რეზიმ სანდროს მისცა ტელეფონი.
-ანუკი, რეზიმ მოვაო ხვალ. ძაან მაგარი რაღაცა მოვიფიქრეთ, ხვალ ვიცით როგორ უნდა ფაქტიურად მოგიტაცოთ.
-როგორ?
-რო მოხვალ მერე გეტყვით, ეხა ტელეფონში არ მინდა. როგორ ხარ?
-რავი.
-რაღაც საბაზე მომესმა, რა უნდა მანდ?
-დაიკიდე, ქმარი მყავს აქ და ზედაც არ მიყურებს.
-დამამშვიდე. მოკლედ ხვალ ეს ყველაფერი დამთავრდება.
-წინაზეც ეგრე გვეგონა. სან, ღირს საერთოდ? რისთვის?
-ეხა სერიოზულად ამბობ ამას?
-რისთვის სანდრო? უცხოეთში მიდიხარ სასწავლებლად, მე კიდე... საერთოდ სულ სხვა ქვეყანაში, ერთად მაინც არ ვიქნებით.
-ანუკი, დალიე რამე?
-არაფერი არ დამილევია. უბრალოდ... რეალურად გეგმა არ გაქვს. აღარ ხარ პატარა რო ამას ვერ აცნობიერებდე. მამიკოს ფულებით ბევრს შეძლებ მაგრამ მარტო შენ არ გაქვს ფული და კავშირი საჭირო ადამიანებთან. შენთან ერთად რო მიპოვონ, წარმოდგენა არ გაქ მამაჩემმა რა შეიძლება დაატრიალოს. იმ დღეს დავრწმუნდი რაზე არის წამსვლელი და არ მინდა საფრთხეში ჩაგაგდო. შენთვისვე ჯობია მშვიდად წახვიდე და ახალი ცხოვრება დაიწყო-ანუკი თან ცხარე ცრემლებით ტიროდა მაგრამ ცდილობდა ხმაზე არ დატყობოდა.
-არაფერი არ მომივა, მეც შემილია თავის დაცვა.
-არა, სანდრო... არ მინდა ესეთი ცხოვრება, რომ უნდა ვირბინო ვიღაცისგან.
-აბა ეგეთი ცხოვრება გინდა? გალიაში გამოკეტილი რო იყო?
-მე არავინ არ მინდა. მინდა თავისუფლება, არც შეყვარებული, არც ქმარი და არც არაფერი.
-ამას თუ სერიოზულად ამბობ, შეგილია ხვალ არც მოხვიდე-და ტელეფონი გაითიშა.
ანუკი წამოდგა და ჭიშკრისკენ გაემართა, უნდოდა სიგარეტი ეყიდა, მაგრამ დაცვამ არ გაუშვა.
-ალექსანდრეს გარეშე სამწუხაროდ ვერსად ვერ გაგიშვებთ.
-აა, მე მითხრა ალექსმა და დამავიწყდა. მე გავიყვან-დიტომ მასთან მიირბინა-წამოდი ანუკი.
-მარტო გავალ რა? ალექსმა ხო გაგაფრთხილა?
-აა... კაი...
ანუკი ეზოდან გავიდა და ქვევით ჩაუყვა გზას. ისე გაუხარდა. ახლა ყველაფრის გაკეთება შეეძლო. პირველი რაც თავში აზრად მოუვიდა ეს გაქცევა იყო, მაგრამ შემდეგ ნაბიჯების ხმა გაიგო და მიხვდა რომ უკან მიყვებოდნენ, და ეს სიხარული ისევ სევდაში გადავიდა. მალე მივიდა მაღაზიაში, ორი პაჩკა იყიდა და გამოვიდა. გზაში კი უკვე გახსნა და მოწევა დაიწყო. ანუკის აქამდე არასდროს არ ჰქონდა მოწეული. ალკოჰოლზე ხომ ლაპარაკი არ არის, მას ესეთი რაღაცეები არასდროს არ მოსწონდა და იმის გამო რომ ,,პოპულარული’’ იყო მაინც თავის აზრზე იდგა. და რასაც ყველა იმას არ აკეთებდა. გადაწყვიტა ცოტა გაესეირნა, რადგან ეზარებოდა იქ დაბრუნება, ამიტომ სახლს ძალიან გასცდა და ამდენ სიარულში შემოაღამდა კიდეც. უკანა გზას საერთოდ ვერ გააგნო, დაიღალა სიარულისგან და იქვე ქვაფენილზე ჩამოჯდა.
-ჯანდაბა, არც იჭერს წესიერად რო დავრეკო ვინმესთან. დღეც ესეთი უნდა-მართლაც რომ ანუკის ბედზე მოულოდნელად წვიმა წამოვიდა-აჰამ! მეც მიყვარხააარ!-მაშინ წამოდგა და გზა განაგრძო, იქნება ვინმემ დაიწყოს ჩემი ძებნაო, მაგრამ არც არავინ გამოჩენილა. ალბათ სულ არავის ახსოვდა იგი. ბოლოს ისე დასველდა გადაწყვიტა ვინმესთან შევალ და ვთხოვ დახმარებასო. ტელეფონიც დამჯდარი ჰქონდა. პირველივე განათებულ სახლში შევიდა და დააკაკუნა. კარი დაახლოებით ანუკის ხელა გოგომ გააღო.
-გამარჯობა?
-გამარჯობა, იცით, ტელეფონი დამიჯდა და თუ შეგილია რომ დამარეკინოთ, ან თუნდაც ორი წუთით რომ დამატენინოთ და ტელეფონში ვნახო ნომერი. დავიკარგე და თან... წვიმს. სულ ორ ...
-რა პრობლემაა, შემოდი. რა გქვია?
-ანუკი.
ანუკი შიგნით შევიდა. სახლი სავსე იყო ადამიანებით.რაღაც წვეულება ჰქონდათ გამართული.
-მე თიკა მქვია, ეს ჩემი და ჩემი ძმის სახლია. რა ტელეფონი გაქ? აა, აიფონი? წამო ზევით მაქ დამტენი-თიკა ისე სწრაფად ლაპარაკობდა რომ ანუკის არც აცდიდა პასუხის გაცემა-რამდენი წლის ხარ? იქნები ესე 19? 20?
-17 მაგრამ 18ის ვხდები.
-აი დამტენიც-თიკამ ტელეფონი შეაერთებინა.
-მადლობა.
-ვისთან ერთად ხარ აქ?
-ა...ქმართან.
-აჰამ-თიკას არაფერი არ გაკვირვებია-ქუჩა არ იცი სადაც იყავი?
-არა, მისი ძმაკაცის არი.
-იქნება და მე ვიცოდე ვინაა?
-საბა ვარდიაშვილი.
-ააა, კიი. როგორ არა, პარალელურ ქუჩაზეა და ოდნავ ქვევით. მანქანით არის ძალიან ბევრი აქ მოსული, გინდა გაგიყვანენ?
-არა, ზუსტად მითხარი როგორ და მეთითონ წავალ.
-ამ წვიმაში? მოიცა, ყველა იცნობს აქ საბას. თითქმის სულ ერთად ვართ ხოლმე. ვაფშე შენმა ქმარმა ესე როგორ გამოგიშვა?
-მაღაზიაში გავედი 2წუთით, მერე სეირნობა გადავწყვიტე და აი... შემომაღამდა, მერე ჩემ ბედზე წვიმა წამოვიდა და რავი.
-კაი არ ინერვიულო, ჩამო მე გაგიყვან.
-კაი, ესე შეგაწუხე ისედაც...
-ოოო, თან საბასთანაც გადმოვალ.
-სახლს მარტო დატოვებ?
-რატო? ჩემი ძმა ხო აქ არის?
-მადლობა... რაღაც პონტში ძაან უხერხულად ვგრძნობ თავს...
-ნუ გრძნობ, წავედით-ტელეფონი გამოვაერთე და ქვევით ჩავედით.
-თიკუუუშ, სად მიდიხარ? ეს შენი დაქალია?
-ნუკი, ეს ჩემი შეყვარებული ირაკლია, ირაკლი გაიცანი ეს ანუკია. საბას დაქალი ყოფილა, მაგასთან იყო ამოსული და გზაში დაიკარგა.
-საბას იცნობ? ჯიგარი ტიპია. მე დავჯდები საჭესთან შენ ნასვამი ხარ.
-კაი წავედით.
ანუკი, ირაკლი და თიკა სახლიდან გავიდნენ და მანქანაში ჩაჯდნენ.
-დიდიხანია საბას იცნობ?
-შეილება ესეც ითქვას... 2წელია, მაგრამ უკეთ ვიდრე ვინმე სხვა.
-რატო? უეჭველი ერთად იყავით-თიკას გაეცინა.
-ხო-ანუკიმ ჩუმად წარმოთქვა.
-მერე ქმარს არ უტყდება?-თიკამ იკითხა.
-ქმარს?-ირაკლიმ გაკვირვებულმა გახედა ანუკის-რამდენი წლის ხარ?
-18ის.
-რა იყო იკა? რო რამე ეხა არ მომიყვან?
-გამომყევი და მოგიყვან.
-ხო გამოგცადე, თორე ეხლა კი არ გამოგყვები. ანუკი ისე სწორი გააკეთე, სიყვარულმა ასაკი არ იცის. უბრალოდ დარწმუნებული უნდა იყო. რამდენი ხანია ერთად ხართ?
-1 კვირაა რაც დავქორწინდით.
-ეეე, გილოცავთ-ირაკლიმ და თიკამ ერთდროულად მიულოცეს-აი მოვედით. წამო ბარემ საბა ვნახოთ.
ანუკიმ ჭიშკართან ალექსი, საბა და დიტო დაინახა. სამივეს რაღაცნაირი სახე ჰქონდათ, ალექსი აქეთ-იქით დადიოდა და რაღაცას ყვიროდა. როდესაც ანუკი გადმოვიდა მანქანიდან კინაღამ ყვირილი დაიწყო.
-სად ჯანდაბაში იყავი?! ტელეფონი გაქვს გამორთული! ყველგან გეძებეთ და რა არ ვიფიქრეთ!!! ვაფშე გარტყმაში ხარ რა სად და როგორ არის?!! რამე რო მოგსვლოდა?!!
-კაი, ორი წუთი ნუ უყვირიხარ, მემგონი საკმარისია. რო კითხო ჯერ როგორ არის? დაიკარგა და ჩვენთან შემოვიდა დახმარების სათხოვნელად-ირაკლი გადაეღობა ანუკის და თიკას-ვინ ხარ ვაფშე?
-შენ ვინ ხარ?-ალექსს საერთოდ გადაეკეტა, დიტო და საბა რო არა, ალბათ ირაკლის ასხმევინებდა ტვინს ჭიშკარზე.
-ალექსანდრე, გეყოფა. ესენი რო არა მე ალბათ აქ არც ვიქნებოდი. დავიკარგე, ტელეფონი დამიჯდა. საყვარელო ნუ ყვირიხარ, ხო იცი როგორ არ მევასება ეგრე რო აკეთებ-ანუკი ახლოს მივიდა და კისერზე შემოხვია ხელები.
-კაი, შემოდით რა შიგნით-საბამ, თიკა, ირაკლი და დიტო შიგნით შეიყვანა.
ანუკი მაშინვე მოცილდა.
-სად იყავი-ამჯერად მშვიდად ჰკითხა, შემდეგ კი ანუკის ჩანთაში ორი პაჩკა სიგარეტი დაინახა და ისევ ნერვები აეშალა.
-ანუკი...
-ალექსანდრე, უზომოდ დავიღალე, სუ სველი ვარ, კიდე ნერვებ მოშლილი და ცნობისთვის ყვირილი მეც კარგად შემილია!!!! შემეძლო თავისუფლად გავქცეულიყავი მაგრამ აქ ვგდივარ და ცოლის როლს ვთამაშობ!! საკმარისია?!!
ანუკიმ მხარი გაჰკრა და სახლისკენ გაიქცა, ოთახში შევარდა და კარი მიიჯახუნა. ალექსი ნელი ნაბიჯებით გაყვა, მიხვდა რომ ცუდად მოექცა. ოთახის კარი ნელა შეაღო.
-მარტო დამტოვე.
-ანუკი... მაპატიე.
-აღარ მინდა ლაპარაკი. ალექსანდრე, მართლა ერთი თუ ორი კვირა გავიდა, მაგრამ ისე დავიღალე... რომ ვერ წარმოიდგენ. ყველაფერს ვაკეთებ როგორც მთხოვ, მაგრამ ეხლა მეც მაქვს სათხოვარი. ხალხის წინაშე, ვიქნები ცოლი როგორიც გინდა რომ ვიყო, მაგრამ სხვა დროს უბრალოდ არანაირი სურვილი არ მაქვს შენთან ლაპარაკის.
-ხო შეგვილია რომ ვცადოთ....
-არა, არ შეგვილია. რადგან... შენ ხარ ის ადამიანი ვინც მე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ წამართვა ცხოვრებაში. დღეს, ეს 1საათიანი გასეირნება... ჩემთვის იყო ყველაზე დიდი შვება. თითქოს აქამდე ვიღაც მახრჩობდა და ჰაერი არ მყოფნიდა. ახლა კი... თითქოს ამოვისუნთქე, მოვედი თუ არა ისევ იგივე დაიწყო. ალექსანდრე... მეტი არაფერი არ მაქვს სათქმელი.
ალექსანდრეს, ისე ცივად ამბობდა რომ ვიღაცას მართლა უცხოები ეგონებოდათ ერთმანეთი. ანუკი ზუსტად ამიტომ ეძახდა მას ესე, რადგან თვითონ უკვე მისი მიმართვა ახვედრებდა ალექსს მის სათქმელს. რომ არანაირი კავშირის გაბმა არ უნდოდა მასთან.
-კარგი... არ ვიცოდი თუ ესე ძალიან გახრჩობდი. ხვალ წადი მეგობრებთან, საღამოს მოგაკითხავ სახლში დაგტოვებ... და შემდეგ უნდა წავიდე... რაღაც საქმეები გამომიჩნდა და მივლინებაში მივდივარ. რადგან ჩემთან ერთად ყოფნა არ გსურს შეგიძლია სახლში დარჩე-ალექსმა ოთახი დატოვა. ანუკის არც მოუსმენია ალექსის სიტყვები, საწოლში დაწვა და მალევე ჩაეძინა. დილით ადრე გაეღვიძა, ჩანთა ჩაალაგა და ქვევით ჩავიდა. მისაღებში ალექსანდრეს გარდა არავინ იყო, მას დივანზე ეძინა. ესე 8საათი იქნებოდა, იფიქრა ჯერ ადრეა ეს რო გავაღვიძო და მერე იმათ საგურამოში ეძინოთ მერე რა ვქნაო, ამიტომ გარეთ გავიდა და სიგარეტის მოწევა დაიწყო. ეს უკვე ცუდ ჩვევად დაიწყო, მაგრამ მას ეს ამშვიდებდა. ახლა სანდროზე დარდობდა, თუ როგორ აწყენინა. არადა ის ყველანაირად ცდილობდა ანუკის დაცვას და დახმარებას. ანუკი კი ვერ ხვდებოდა რა ძალა არ აძლევდა უფლებას რომ სანდროს დათანხმებოდა...



№1 სტუმარი სტუმარი gega

aii kaii iyo dzaan ,,,momewona da male dade shemdegi tavi gtxov❤️

 


№2  offline წევრი ))♡

აუუ რაკაი იყოო როგორ ველოდებიიი ნეტა იცოდეეეე მმმმმ მალე დადეე რააა
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№3 სტუმარი სტუმარი Tikoo

dzaaalian kargiaa male dadeb shemdegs?

 


№4 სტუმარი სტუმარი waka

აუ კაია მაგრამ რატომგაც რო ვიცი რომ არ შეუყვადება ალექს ანუკ ინტერეს გამიქრა

 


№5  offline წევრი sati

სტუმარი waka
აუ კაია მაგრამ რატომგაც რო ვიცი რომ არ შეუყვადება ალექს ანუკ ინტერეს გამიქრა

მე ხშირად ვიცვლი ჩემ აზრს... შეილება შეუყვარდეს.. შეილება არა... როდის რა მოხდება ვინ იცის? <3 ესეთი დარწმუნებული ნუ იქნები რომ არ შეუყვარდება stuck_out_tongue

 


№6 სტუმარი სტუმარი lela

საინტერესოა და მთლიანად რომ დადო არა????????

 


№7 სტუმარი სტუმარი Waka

Au ar vici ise migdis naweri rom ver gaigebs adamiani xan etyoba aleqs rom ragac simpatiebi aqvs am patara qalbatontan magram xan dzalian uxeshia

Imis gamo rom konkretulad ar chans rom egeni bolos ertad iqnebian tu ara magito vagrdzeleb zustadac amis kitxvas anu rac imedi mainc maqvs me anuki da aleksi minda ertad iyvnen

 


№8  offline წევრი sati

სტუმარი lela
საინტერესოა და მთლიანად რომ დადო არა????????

არ მაქვს დაწერილი მთლიანად ჯერ.

 


№9 სტუმარი სტუმარი gega

აუუ მალე დადე რა გთხოვ <3

 


№10 სტუმარი სტუმარი Waka

Au rodis dadeb axal tavs ?

 


№11 სტუმარი სტუმარი lela

მოუთმენლობამ შემიპყრო????დადე რაა

 


№12  offline წევრი ))♡

აუუუ მომენატრააა :((( მალე დადე რააა
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent